შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი წარსულიდან (თავი 1)


29-01-2020, 21:21
ავტორი ენქეი
ნანახია 867

მესამე ჯოჯოხეთური წელია მის გარეშე.-წერს ნინი თავის დღიურში-მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ სადაცაა საქართველოში დავბრუნდები და ვიტოვებ იმედს რომ მას შორიდან მაინც ვნახავ,თუმცა მხოლოდ იმედს ვიტოვებ...
თვითმფრინავი თბილისის მიმართულებით 10წუთში გადის მოესმა ნინის და მანაც სასწრაფოდ დაავლო თავის ჩემოდანს ხელი.ო რა ტკბილი იყო მომლოდინე სამშობლო ეს ხომ ის იყო რაზეც მთელი სამი წელი ოცნებობდა.
იქამდე სანამ თვითმფრინავი თბილისში დაეშვება მოგიყვებით ამ სამი წლის მნიშვნელოვან ეტაპებს...
ალექსანდრეს და მარიამს ანგელოზი  ლილე შეეძინათ და ახლა ის ისევ გაბერილი დადის რადგან სულ მალე პატარა სანდრო დაიბადება.
თუკას ტყუპები გაბრიელი და ლიზი შეეძინა
ლუკას და სალომეს ჯერ შვილი არ ყავდათ თუმცა ელოდებიან პატარა გოგონას რომლის სახელიც ჯერ არ მოუფიქრებიათ.
აი შოთა და კირა საშინლად არიან ერთმანეთთან,კირას დიდი ბრძოლის მიუხედავად შოთამ ცოლად არ მოიყვანა თუმცა ბავშვის გაზრდაში ეხმარება, რაღაც კარნახობს რომ ის ბავშვი სხვისი პრობლემა უფროა ვიდრე თავისი ამიტომ ქეთას უფრო დიდ ყურადღებას აქცევს რომელიც წელს პირველად შედის სკოლაში გიორგის კი უბრალო შეცდომად მიიჩნევს რომელმაც ცხოვრების სიყვარული დააკარგვინა.
თუმცა იმასაც აღნიშნავდა რომ დედამისი ბო*ი იყოს ბავშვი რაშუაშიაო.
რაც ნინი წავიდა მას შემდეგ ბიჭებსაც იშვიათად ნახულობდა თვით ლუკასაც კი.აი ქეთას კი ძილის წინ ისევ უყვება ზღაპარს ულამაზეს ქერა პრინცესაზე რომელმაც ურჩხულის გული დაიპყრო.
თუმცაა რაარის ეს ცხოვრება პრობლემების გარეშე?იმ აუტანელი ტკივილის გარეშე რომელსაც გრძნობ და იცი რომ გაივლის.
***
თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა და ნინი სწრაფი ნაბიჯით გავიდა შენობიდან,კიბეები ჩაირბინა და სამი წლის შემდეგ პირველად დადგა ფეხი ქართულ მიწაზე.სახეზე გრილი ნიავი ელამუნებოდა და გაშლილ თმას უფრიალებდა, იმიჯი შეეცვალანინის უფრო ლამაზი და გაზრდილი იყო,რასაც აუცილებლად შეამჩნევდნენ მისი მეგობრები.
ნელა მიაბიჯებდა ნინი თბილისის ქუჩებში,მიუხედავად მონატრებული მეგობრების და ნათესავებისა სახლში მისვლას არ ჩქარობდა,ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა აინტერესებდა რაიმე თუ შეიცვალა მის ქალაქში მაგრამ ყველაფერი ისე იყო როგორც ადრე თუმცა ოქტომბრის სიცივე მაინც უცხო იყო მისთვის პიჯაკში კარგად გაეხვია და გზა განაგრძო,ქუჩასს მიუყვებოდა და უცებ დაინახა წარწერა "კაფე პლუტო" გადაწყვიტა თბილისის ყავა  დაეგემოვნებინა  და კარი შეაღო.
ისეთი სითბო იგრძნო შესვლისთანავე გასვლა არც კი მოუნდებოდა, ცხვირში ყავის სასიამოვნო სურნელი უღიტინებდა ვიტრინასთან ადგილი დაიკავა  შეკვეთა მისცა,სასიამოვნო მუსიკა ჟღერდა ცეკვაც კი მოგინდებოდა,ნახევრად ცარიელ კაფეში მაინც იგრძნობოდა სიცოცხლე,ფიქრებიდან მიმტანის ხმამ გამოიყვანა.
-ინებეთ თქვენი ყავა-ღიმილით მიუგო შუახნის ქალმა და ფინჯანი მაგიდაზე დადო
წამით ჩაფიქრდა ყავის სურნელი ღრმად შეისუნთქა და შემდეგ დააყოლა
-დიდი მადლობა-მაგრამ ქალი უკვე გასცლოდა მის მაგიდას.
მოულოდნელად კარი გაიღო და კაფეში მაღალი ქერათმიანი ბიჭი შემოვიდა დიდხანს არ უფიქრია მეორე მხარეს დაჯდა და შეკვეთა მისცა.რამდენიმე წუთში  ფინჯანი ყავით დაბრუნდა მასთან ქალი და ღიმილით გაეცალა მასაც.
ხანდახან გახედავდა ნინი წიგნში ჩაფლულ ბიჭს, ალბათ შექსპირს კითხულობს ან დიუმას გაიფიქრა  ყავა მოსვა და ისევ ჩაფიქრდა
-ერიხ მარია რემარკი "სამი მეგობარი"-ფიქრებიდან უცნობის ხმამ გამოიყვანა
-უკაცრავად?-გაიკვირვა ნინიმ
-წიგნი,დავინახე რომ წიგნს უყურებდი რემარკია წაკითხული გააქვს?
-არა-მორცხვად თქვა ნინიმ
-არადა საინტერესოა-ღიმილმა ბაგე გაუპო ბიჭს-ხო მართლა მე თომა ვარ-ხელი გაუწოდა ნინის
-მეე ნინი-დაბნეულმა უპასუხა და თვალი მოარიდა
-განტვირთვა გჭირდება აშკარად.
-რატომ?
-ძალიან დაძაბული და ნაღვლიანი ხარ,თუმცა იმას არ ვამბობ რომ ლამაზი არ ხარ.
-ხოო ხდებახოლმე,შენ რა ფსიქოლოგი ხარ?
-არა მაგრამ ვერკვევი ასეთ საკითხებში,შეყვარებულის ან ოჯახის თემაა
-და რატომ არა მეგობრის?-დაინტერესდა ნინი
-მეგობრის თემაა?-ეჭვნარევი მზერა შეავლო და ყავა მოსვა
-არა,ნამდვილად არა,უბრალოდ სამშობლოს სიყვარული და მონატრება ბევრ რამეს ცვლის,სამი წლის შემდეგ დღეს დავბრუნდი საქართველოში.
-ოჰოო და სად იყავი?
-New York-ში სასწავლებლად
-ჭკვიანი გოგოც ყოფილხარ,იყო დრო მეც ვოცნებობდი საზღვარგარეთ წასვლაზე...
-მერე არწახვედი?
-სამწუხაროდ ჩემი ხელფასი მაშინ საკმარისი არ იყო,თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს,კარგი მუსიკაა არაა?
-კიი ძალიან-ღიმილით პასუხობს და მის სახის ნაკვთებს სწავლობს
-ეს სიმღერა შობას მაგონებს ჭიქაში-გაიცინა და როგორც იქნა ნინის გაღიმება შეძლო-აი ასე რა ხშირად გაიღიმე,გიხდება ღიმილი.
-ეჭვი მაქვს შენი თბილი ლაპარაკით მე ვერ მომხიბლავ.
-ეგ არც მჭირდება,თუმცა ტრადიციად მაქვს ამ მუსიკაზე ცეკვა,პარტნიორობას არ გამიწეევ?
-ჰმმ არააარ ღირს.
-კარგი მაშინ მე დავიწყებ და თუ გენდომება შემომიერთდი-ფეხზე წამოდგა და ხელები ისე დაიჭირა თითქოს მის წინ გოგო ყოფილიყოს და მის სხეულს ეხებოდეს.ბოლოს სურვილმა სძლია ნინის და წამოდგა.
-შემოგიერთდები-უთხრა ღიმილით და მის მკლავებში მოექცა.
წითიერად ბედნიერი იყო ნინი,ამ პიროვნებამ შეძლო მისი გამხიარულება მაგრამ ეს პაპარაცები რა.სად აღარ გაჩნდებიან ხოლმე,მოულოდნელად ვიტრინიდან დაიწყეს სურათების გადაღება და ყველაფერი ჩააშხამეს.
-ღმერთო ისევ ესენი-სახეზე ხელი აიფარა ნინიმ და ჩანთას ხელი დაავლო
-საიდან გაჩნდებიან ხოლმე-შეიკურთხა თომა და ნინის წინ დადგა რომ ჟურნალისტებს ვეღარ დაენახათ,ისიც ნელნელა გავიდა კაფედან და პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა
-ბოდიში მაგრამ უნდა წავიდე.
-ვიცი ვიცი არ ინერვიულო კიდევ შევხვდებით ერთმანეთს-თქვა და მანქანას თვალი გააყოლა რომელიც მალევე მოსახვევში მიიმალა.

***
-მაა- ბუზღუნით ჩამოდის კიბეებზე ქეთა.
-რაიყო ქეეთ-ხელში აიყვანა ლუკამ გოგონა
-მამიკო სადაა?
-მარიააამ,შოთა სად წავიდა?-გასძახა სამზარეულოში მყოფ მარიამს
-მაღაზიაში გავგზავნე ზეთის ხილის საყიდლად.
-რაიყო ქეთუშ გინდა რამეე?
-სალომე მეუბნება რომ უნდა დავიძინო მაგრამ ურჩხულზე და ქერათმიან პრინცესაზე ზღაპარს არ მიყვება-ტუჩები დაბრიცა გოგონამ
-კარგი რაა ქეთა ურჩხული და მზეთუნახავი იგივეა-კიბეები ჩამოირბინა სალომემ
-არარის იგივეე-ისევ თავისას აგრძელებდა
-იგივეა ქეთა-თქვა ლუკამ და ქეთა ძირს დასვა-მოიცა დავურეკავ შოთას რეებს უყვება ბავშვს თუ დავიჭირე ვერავინ გამაგდებინებს-აბურტყუნდა და ტელეფონი მოიმარჯვა
-ხოორაიყო-გაისმა ყურმილში შოთას ხმა
-ბიჭო ხოარჩაგეძინა მაღაზიაში,ანკიდე რაარი ზღაპრებს რა სახელს უცვლი ურჩხული და მზეთუნახავი როდიდან გახდა ურჩხული და ქერათმიანი პრინცესა.
-აუ შენ არიცი ეგზღაპარი,მარტო მედაქეთამ ვიცით.
-მეზღაპრე ნუ გამომიხვედი ბიჭო დროზე მოეთრიე თორე ჩაგტენე ქილაში და დაგაფარე თავზე
-მოვედი ხო თითქმის მანდ ვარ-თქვა და ტელეფონი გათიშა,მანქანა სახლის წინ გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდა,წამში თვალში მოხვდა ნაცნობი ქერა თმა და სახის ნაკვთები
-ნინიი-აღმოხდა შოთას და ადგილზე გაიყინა,ისიც წამით შეჩერდა და შემდეგ შემობრუნდა.-ღმერთო როგორ გალამაზებულა-გაიფიქრა თავისთვის და თვალი თვალში გაუყარა.
-შოთაა აქ რას აკეთებ?-დაბნეულმა დაიწყო საუბარი
-ხუმროობ?სამი წელია არ გინახივარ და მხოლოდ მაგას მეტყვი?
-მეე უბრალოდ...
-გაჩუმდი გთხოვ-თქვა შოთამ პარკი იქვე მიაგდო და მთელი ძალით მოეხვია სიფრიფანა სხეულს,ფილტვები მისი სუნამოს სუნით აივსო და თვალები დახუჭა-ღმერთო როგორ მენატრებოდი.
-შოთა ეს არასწორია-თავი მისგან გაითავისუფლა და უკან დაიხია.
-შენი აზრით შენი საქციელი სწორიაა?შენებსაც კი დაუმალე შენი ადგილსამყოფელი რომ მე არ მეპოვნე,მე არ ჩამოვსულიყავი შენთან და არ მენახე,ეს სწორია?-ხმა გაებზარა შოთას
-ეს შენთვის გავაკეთე,მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი.
-შენ საერთოდ სიტყვა ბედნიერების მნიშნველობა იციი?როგორ იფიქრე რომ ბო*ებში ბედნიერებას ვიპოვიდი?
-მე არც კი ვიცი რა ვთქვა,მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ უკვე ვნანობ აქ ჩამოსვლას.
-ჩემს გამო არაა?ამდენად შეგაზიზღე თავი ჩემი დანახვაც კი არ გსიამოვნებს,კარგი მესმის არაუშავს წავალ არ იდარდო.
-შოთა მე ეს არ მიგულისხმია...
-ახლავეწავალ-პარკი აიღო და სახლში შევიდა მას ნინიც უკან მიჰყვა,შესასვლელი კარი შეგლიჯა და სახლში შეაბიჯა პარკი მისაღებში დააგდო და ქეთა ხელში აიყვანა.
-შოთა რაააას...ნინიიი-ყველას ერთად აღმოხდა მისი დანახვისას
-ღმერთო როგორ მენატრებოდით-ყველას გადაეხვია ნინი და შემდეგ მზერა კიბეებზე ჩამომავალი შოთაზე გადაიტანა.
-შოთა სად მიდიხარ?-იკითხა ალექსანდრემ და დას ოდნავ მოშორდა
-სასიამოვნო არაა ახლა აქ ჩემი ყოფნა,სხვა დროს შემოგივლით-თქვა და ქეთასთან ერთად დატოვა სახლი.
-მოიცადე მე ეს არ მიგულისხმია-თქვა ნინიმ მაგრამ უკვე გვიანი იყო, შოთას ეს სიტყვები არც გაუგონია ისე დატოვა სახლი.
-ნუ დარდობ მასზე ნიინ,შენი წასვლის შემდეგ ძალიან ფეთქებადი გახდა,მალე გაუვლის-თქვა ცოტნემ და კიდევ ერთხელ მოეხვია
-როგორ გალამაზდი გოგო-დას ჩაეხუტა თუკა
-შენ კი დედობა მოგიხდა დაიკო-თქვა ნინიმ და თუკას მიეხუტა
წამოდი შევიდეთ შიგნით კარებში რატომ ვდგავართ-თქვა მარიამმა და სასტუმრო ოთახში შევიდა.3წლის შემდეგ ეს საღამო ყველაზე ბედნიერად გაატარა ოჯახმა თუმცა წყვილებს ნინი და შოთა მაინც აკლდნენ...

***
-მონატრებულ ოჯახს არაფერი ჯობს ნამდვილად,ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნია და რაც გვაქვს ეს ოჯახია რომელსაც უყვარხარ და შენზე ნერვიულობს,და პირველივე დღეს მისი ნახვა თუმცა ცუდი დასასრულით,გონია რომ არ მინდა არ მიხარია მისი ნახვა სინამდვილეში კი ყველაზე მეტად ეს მინდოდა.-წერს ნინი დღიურში შემდეგ კი ღრმა ძილს მიეცა.
დილით როგორც მათ ოჯახს სჩვევია ნინი გაზეთის პირველ გვერდზე მოხვდა სკანდალური სტატია უკვე მზად იყო და სწორედ ამ სტატის კითხვით იწყებდა შოთა დილას.
-"ნინი ახალაიას რჩეული"-სათაური ასეთი იყო ხოლო ტექსტი კიდევ უფრო სკანდალური ქონდა-ცნობილი ბიზნესმენების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი ნინი ახალაია გუშინ, 3წლის განმავლობაში პირველად დაბრუნდა საქართველოში და ის შანსს არ კარგავს თავის რჩეულთან დროის გასატარებლად,რომლებიც გუშინ კაფე პლუტში შენიშნეს.წყვილი კაფეში სასიყვარულო მელოდიაზე ცეკვავდა და თამამად უმჟღავნებდა ხალხს თავიაანთ გრძნობებს.18წლის ნინი ახალაიას რჩეული 24წლის თომა ლაფაჩია.






იმედი მაქვს დასაწყისი მოგეწონებათ,ველი თქვენს შეფასებას



№1 სტუმარი Mariami

საუკეთესო მწერალი ხარ ჩემთვის❤️ არც კი ვიცი რა თქვა ყოჩაღ ველოდები გაგრძელებას❤️წარმატებები❤️

 


№2  offline წევრი ენქეი

Mariami
საუკეთესო მწერალი ხარ ჩემთვის❤️ არც კი ვიცი რა თქვა ყოჩაღ ველოდები გაგრძელებას❤️წარმატებები❤️




დიდი მადლობა რომ კითხულობ ჩემს ნაშრომს❤️

 


№3 სტუმარი ლელაკო

როგორ მიხარია რომ დიდხანს არ გვალოდინე ძალიან კარგია heart_eyes ველოდები შედეგ თავს

 


№4  offline წევრი ენქეი

ლელაკო
როგორ მიხარია რომ დიდხანს არ გვალოდინე ძალიან კარგია heart_eyes ველოდები შედეგ თავს



მადლობა საყვარელო❤️

 


№5 სტუმარი Ffffff

Kargia veli shemdegs heart_eyes

 


№6  offline წევრი ენქეი

Ffffff
Kargia veli shemdegs heart_eyes




მადლობა

 


№7  offline წევრი A.N.A

Au dzalian magaria ❣️❣️ dzaan momwons yochag

 


№8  offline წევრი ენქეი

A.N.A
Au dzalian magaria ❣️❣️ dzaan momwons yochag




მადლობადიდიი ❤️

 


№9  offline წევრი duchi_duchi

კარგია ძალიან..რა მაინტერესებს ეს ისტორია რომელიმე ისტორიის გაგრძელებაა?და თუ ასეა რა ქვია წინა ისტორიას?

 


№10  offline წევრი ენქეი

duchi_duchi
კარგია ძალიან..რა მაინტერესებს ეს ისტორია რომელიმე ისტორიის გაგრძელებაა?და თუ ასეა რა ქვია წინა ისტორიას?




წინა ისტორიას ქვია "ახალაია ბრუნდება" და სწორედ იქაა გამახვილებული ყურადღება ამ პერსონაჟებზე თუმცა პირველ რამდენიმე თავში არ ჩანან ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან კარგია წარმატებეებბიი innocent

 


№12  offline წევრი duchi_duchi

მამასახლისი
duchi_duchi
კარგია ძალიან..რა მაინტერესებს ეს ისტორია რომელიმე ისტორიის გაგრძელებაა?და თუ ასეა რა ქვია წინა ისტორიას?

მადლობა❤️


წინა ისტორიას ქვია "ახალაია ბრუნდება" და სწორედ იქაა გამახვილებული ყურადღება ამ პერსონაჟებზე თუმცა პირველ რამდენიმე თავში არ ჩანან ❤️

 


№13  offline წევრი ენქეი

სტუმარი ნინი
ძალიან კარგია წარმატებეებბიი innocent


დიდიმადლობა

 


№14  offline წევრი ენქეი

duchi_duchi
მამასახლისი
duchi_duchi
კარგია ძალიან..რა მაინტერესებს ეს ისტორია რომელიმე ისტორიის გაგრძელებაა?და თუ ასეა რა ქვია წინა ისტორიას?

მადლობა❤️


წინა ისტორიას ქვია "ახალაია ბრუნდება" და სწორედ იქაა გამახვილებული ყურადღება ამ პერსონაჟებზე თუმცა პირველ რამდენიმე თავში არ ჩანან ❤️




მადლობაშენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent