შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი წარსულიდან (თავი 2)

31-01-2020, 22:35
ავტორი ენქეი
ნანახია 1 330

-დილამშვიდობისა-ღიმილით მიუჯდა ნინი სუფრას და მაგიდასთან მსხდომებს გადახედა.-ჰმმ დანარჩენები წავიდნენ?-სუფრასთან მხოლოდ ალექსანდრე და მარიამი რომ დაინახა მაშინვე იკითხა მაგრამ პასუხი რომვერ მიიღო მომლოდინე სახით მიაჩერდა ორივეს.
-ეს ნახე-გაზეთი მიაწოდა ალექსანდრემ
-ეს რაარის?-იკითხა და ხელის ერთი მოსმით გაშალა ორად გაკეცილი გაზეთი.-ღმერთო ალექსანდრე ეს ის არარის რაც იფიქრე მე მას არც კი ვიცნობ-თავის მართლება დაიწყო ნინიმ
-ნინი დაწყნარდი კარგიი,მე არაფერს გეუბნები უბრალოდ გამიკვირდა ცხოვრებაში პირველად გახდი სკანდალური სტატიის შთაგონება.სრულწლოვანი ხარ და რასაც გინდა იმას გააკეთებ ბავშვივით ვერ მოგექცევი,უბრალოდ მაინტერესებს ვინაა ეს ბიჭი.-ჩვეულებრივი ტონით მიუგო ალექსანდრემ
-წესიერად არც კი ვიცნობ,გუშინ კაფეში შემოვიდა ჩემს მაგიდასთან დაჯდა და საუბარი  დაიწყო მერე ცეკვა შემომთავაზა უარი რომ ვუთხარი მარტომ განაგრძო ცეკვა შემდეგ მეც შევუერთდი მერეუცებ ჟურნალისტები გამოჩნდნენ და მეც წამოვედი მეტი არაფერი ვიცი-სულმოუთქმელად მოყვა გუშინდელს ნინი და ფილტვები ჟანგბადით აივსო
-კარგი მოდი ამაზე სხვა დროს გავაგრძელოთ,მითხარი შენსა და შოთას შორის რა მოხდა გუშინ?
-არც კი ვიცი გუშინ რომ დამინახა ჩამეხუტა და ვუთხარი რომ ეს არასწორი იყო და ჩამოსვლას ვნანობდი მან კი ეს თავის თავზე მიიღო და სასწრაფოდ მოშორდა აქაურობას.
-ხომ იცი რომ უყვარხარ ნიინ-ხელზე ხელი მოკიდა მარიამმა
-ვიცი და მეც მიყვარს მაგრამ ეს არაა სწორი საქციელი ბავშვს ოჯახი სჭირდება შოთა კი მამაუნდა იყოს.
-ის დაგელოდება იქამდე სანამ მზად არ იქნები,მე ეს ვიცი-ღიმილით ასრულებს ალექსანდრე და მაგიდას შორდება-სამსახურში უნდა წავიდე,მიყვარხართ ორივე ჭკვიანად-თვალი ჩაუკრა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა

***
შოთა ფანჯრიდან გადაჰყურებდა თბილისის დანამულ ქუჩებს,ირგვლივ სრული სიჩუმე იყო მხოლოდ ბუხარში შეშის ტკაცუნი არღვევდა მას.ცალ ხელში ისევ გაზეთი ეჭირა და შიგა და შიგ ნაღვლიანად დაჰყურებდა ნინის თბილ ღიმილიან სახეს რომელიც აშკარად ბედნიერი იყო სხვასთან,მეორე ხელში ვისკის ბოთლი ეჭირა და ნაღველის ჩახშობას სასმელით ცდილობდა თუმცა ეს არ გამოსდიოდა.
-რაზე ფიქრობ?-იგრძნო როგორ შეეხო საძულველი სხეული და როგორ ეფრქვეოდა მისი სუნთქვა კისერზე
-არა მგონია გაინტერესებდეს-ძაღლვით მიუგდო და სხეულიდან მოიშორა.
-მაჩვენე-ხელიდან გაზეთი გამოსტაცა და პირველივე გვერდს ჩაუკვირდა,შოთასაც არ გაუწევია წინააღმდეგობა ბოთლში დარჩენილი სასმელი გამოცალა და იქვე ჩამოჯდა
-ოჰოო,სკანდალია ნამდვილად სკანდალია-სიცილი დაიწყო კირამ-ახლა მაინც მიხვდი რომ არ ჭირდებიი?
-რა გინდა?ჩემი უხასიათობა ყოველჯერზე ბედნიერებას განიჭეებს?
-არა,მე უბრალოდ მიყვარხარ და მინდა შანსი მომცე ვიცი რომ შევძლებ გაგაბედნიერო.-მის პირდაპირ დადგა და გაზეთი ბუხარში მოისროლა-წარსულში ნუ იკარგები გთხოვ
-შენ არ გესმის გოგო,საერთოდ იცი რას ნიშნავს სიყვარული?რამდენად მტკივნეულია თუნდაც ის რომ მისგან რაღაც მანძილი გაშორებს და კიდევ უფრო მტკივნეულია როცა ხვდები რომ შენ არაფერში აღარ ჭირდები მაშინ როცა მასთან ვიღაც თომას.აქამდე მეგონა რომ პრობლემა გიორგი იყო მაგრამ მთლად მასეც არ ყოფილა.
-გიორგი ამიტომ არ გიყვარს?ის შენი შვილია გესმიის? ისიც ისევე უნდა გიყვარდეს როგორც ქეთა.
-შენ გგონია ეს არ ვიციი?მაგრამ არ შემიძლია ჩემს შიგნით რაღაც ძალაა რაც ხელს მიშლის ამაში,ვაღიარებ მიყვარს მაგრამ იმდენად არა რამდენადაც  ქეთა თუმცა ვიცი რომ ორივე ჩემი შვილია.ორივე თანაბრად უნდა მიყვარდეს მაგრამ იმასაც ვერ დავმალავ რომ ეს ბავშვი რომ არა მე და ნინი ისევ ერთად ვიქნებოდით.
-შეწყვიტე მაგ წყეულ გოგოზე საუბარი,ხომ ხედავ სხვაში გაგცვალა,სხვას რას ელოდი 15წლის ღლაპისგან?
-გეყოფა კირა-დაუღრინა შოთამ და ფეხზე წამოდგა
-მეყოფა?რა მეყოფა გეკითხები მთელი სამი წელია ასე ხარ ვიღაც სულელი გოგოსგამო და ვერ ამჩნევ რომ ის რაც გჭირდება უკვე გაქვს,ოჯახი რომელიც უნდა გიყვარდეს.
-ოჯახი?შენ ამას ოჯახს უწოდეებ?გული მერევა ყველაფერ ამაზე რასაც შენ ოჯახს უწოდებ,აქ არაფერია რეალური.
-რეალურიი?რეალური იქნება თუ ცოლად მომიყვან და შენს ცხოვრებას დამიკავშირებ მაგრამ არა ფეხებზე გკიდია მხოლოდ ვიღაც კახპას მისტირი და არც კი ფიქრ...-სიტყვა შუაზე გაუწყდა როდესაც შოთას გაშლილი ხელი სახეზე მწარედ მოხვდა
-შემომხედე -ყველში წვდა და კედელზე უხეშად მიაყუდა-კიდევ ერთხელ ნინის სახელს ცუდად თუ ახსენებ თავს მოგაწყვეტ გაიგეე?დაგანაწევრებ და შენი სხეულის ყველა კიდურს საქართველოს სხვადასხვა წერტილში მიმოვაბნევ.
-მამა-ჩახლეჩილი ხმით თქვა კედელს ამოფარებულმა გოგონამ,შოთამაც წამსვე ხელი გაუშვა კირას და მასთან მივიდა.-ნუ ეჩხუბები მამიკო,ჩემს ძმას გაეღვიძება-დააყოლა მაშინვე
-არ ვეჩხუბები ჩემო პატარავ-ხელში აიყვანა სიფრიფანა სხეული და კიბეები სწრაფი ნაბიჯით აიარა.

***
თბილისი მონატრებოდა ნინის მაგრამ პირველივე დღეს სკანდალი!? ეს ნამდვილად არ სურდა.დოდხანს ფურცლავდა "დელირიუმს"მაგრამ გული ვერ დაუდო და ფიქრებმა გაიტაცა.რამდენიმე წუთში ზარის ხმა გაისმა და უცებ მოეგო გონს
-გისმენთ-უცხო ნომერს უპასუხა ნინიმ
-ნინი, თომა ვარ -მცირედი პაუზის შემდეგ თქვა თომამ
-აჰჰ გამარჯობა
-გაგიმარჯოს,ნინი გაზეთი ვნახე ვწუხვარ ამ სტატიის გამო არმინდოდა ასე გამოსულიყო ჩემი სულელური თხოვნის გამო
-არა არა ამაზე არ იდარდო,რამდენიმე დღეში ხალხის ყურადღებას ახალი სკანდალი მიიპყრობს.მათ ასე სჩვევიათ-დაამშვიდა ნინიმ
-უბრალოდ არმინდოდა ცუდად გეფიქრა ჩემზე.
-ამას არ ვიზამ დაწყნარდი,ეს არცერთის ბრალი არაა.
-იციი,ჩემი დანაშაულის გამოსყიდვა მინდა და იქნებ ყავა დაგველია სადმე.
-ჰმმ,რატომაც არა.
-ანუ შემხვდები?
-თუ მედია მოგვშორდება კიი.
-მაშინ ვიცი ერთი ადგილი სადაც ვერავინ გვიპოვნის თუმცა-საუბარი მოულოდნელად შეწყვიტა
-თუმცა რა?-ჩაეძია ნინი
-ეს ადგილი შენ არ შეგეფერება-ყოყმანით  დაამატა
-რატომ?
-არც ისე მდიდრულია იქ ყველაფერი.
-არ მიცნობ თომა,ჩემთვის არ აქვს ამას მნიშნველობა,მთავარია იქ ჩემი მისვლა უხაროდეთ.
-მაშიინ... მერწმუნე ნინას გაუხარდება ჩვენი ნახვა,ნახევარ საათში გამოგივლი და წავიდეთ.
-კარგი-ღიმილით უთხრა ნინიმ თითქოს დაინახავსო და ყურმილი გათიშა.

ნახევარ საათში მართლაც სახლის წინ იყო ბატონი თომა,პუნქტუალურობით ისიც მეტისმეტად გამოირჩეოდა,ჩვეულებრივად გამოიყურებოდა ისევე როგორც ნინი. არცერთს არ უნდოდა ვინმესთვის დაემტკიცებინა რომ გამოპრანჭვა აუცილებელი დეტალია მათ ცხოვრებაში რათა კარგად გამოიყურებოდნენ.
-მარიააამ გავდივარ,არ დავგვიანებ-გასძახა მარიამს და სახლიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა-პუნქტუალური ხარ-ღიმილით უთხრა ნინიმ და ლოყაზე ოდნავ შეეხო
-შენზეც შემიძლია იგივეს თქმა-ისიც ღიმილით პასუხობს და მანქანის კარს უღებს
-გმადლობ-ისევ იღიმის და მანქანაში თავსდება,თომაც მის გვერდით იკავებს ადგილს და ადგილს წყდება.
-რა სიჩუმეა-რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ამატებს თომა
-ჰმმ მომიყევი რამე შენზე,როგორ გაიგე ჩემი ტელეფონის ნომერი?-უცებ გაახსენდა რომ გუშინ ნომერი არ მიუცია
-გავლენიანი პიროვნება ვარ,კავშირები მაქვს-ღიმილით პასუხობს
-მოიცა აბა...ან კარგი არაფერი-სიტყვა შუაზე გაუწყდა ნინის
-თქვი რისი გერიდება,გეგონა რომ ისევ ღარიბი ვიყავი?
-არა,ეს არ მიგულისხმია მართლა.
-დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა,იყო დრო მართლაც მასე ვიყავი,ყველგან ვმუშაობდი თუმდაც 10ლარის გამო ღამეებს ქუჩაში ვათევდი როცა სახლში მისვლა არ მინდოდა მაგრამ შემდეგ სიტვაცია შეიცვალა,პატარა ბიჭი ვიყავი პატარა ოცნებებით და ოცნებად ლოტოს ბილეთის ყიდვა მქონდა ერთხელაც ერთ მოხუცს ვაყიდინე და რიცხვები მე ვუკარნახე რომ შეევსო,დედაჩის ნომერი მივათითებინე და შევინახე ბილეთი.მეორე კვირას გადავწყვიტე რომ მეყურებინა გადაცემისთვის და როდესაც ბოლო ციფრიც ჩამოვარდა ჩემზე ბედნიერი ბავშვი ქვეყანაზე არ დადიოდა ჩემს მშობლებს გაუკვირდათ რა უხარია ამ ბავშვსო და ბილეთი რომ ვაჩვენე ისინიც იმდენად გავახარე რომ მეტი არ შეიძლებოდა.
ამოვედით იმ ჭაობიდან,ნელ-ნელა დავიწყეთ წინ სვლა,მამამ რესტორანი გახსნა და შემდეგ უკვე წარმატებული წლები მოდიოდა ახლა 12რესტორანი მაქვს მარტო თბილისში,რამდენიმე საზღვარგარეთაც.
და როდესაც მე ვიხსენებ წარსულს,ყოველთვის ვამბობ "მე ეს შევძელი მამა"-ოდნავ სევდიანი ხმით ასრულებს და მანქანას პატარა კაფესთან აჩერებს
-მამა?-იკითხა ნინიმ
-ხოო ის რესტორნის გახსნიდან1წელში გარდაიცვალა
-ვწუხვარ-სახე მოეღუშა ნინის
-ნუ წუხხარ არაფერია,გაიღიმე ღიმილი ბევრად გიხდება-თქვა და მხარზე ხელი მოხვია-შევიდეთ თორემ გარეთ ცივა-თქვა და კარი გააღო შენობაში პირველი ნინი შეუშვა შემდეგ კი თვითონაც უკან მიჰყვა.
-ნინაა ნახე ვინ მოვიდაა-ღიმილით წამოიწყო საუბარი
-ჩემო ბიჭოო-ღიმილით შეეგება ქალიც და მასზე ორი თავით მაღალი ბიჭი გულში ჩაიკრა
-როგორ მომენატრე
-მეც მომენატრე მაგრამ აბაა შენ აღარ გახსოვარ დაა-იწყინა ქალმა
-რას ამბობ ნინა,ამ გოგოს ვეძებდი რომ შენთან მომეყვანა ამიტომ შემაგვიანდა-თქვა და ხელი ნინისკენ გამიშვირა
-ოჰ,რა ლამაზი გოგოა-თქვა ქალმა და გულში ჩაიკრა
-გმადლობთ-ღიმილით მიუგო ნინიმ
-მამამისის თვალები აქვს
-რაა?-გაიკვირვა ნინიმ
-ნუ გიკვირს ძვირფასო,მე შენ ჯერ იქიდან მახსოვხარ აკვანში რომ იწექი,მე ვიცნობდი მამაშენს.ახლა კი არ გვინდა წარსულის გახსენება,დასხედით ყავას მოგართმევთ.
-ძალიან დიდიმაადლობა-თქვა ნინიმ და იქვე ახლოს მდგარ მაგიდასთან ჩამოჯდა
-აქ ჯერ არავინ მომიყვანია,ნინას გაუხარდა შენი ნახვა.
-სასიამოვნო ქალია,თან მართლა გულწრფელად გაუხარდა ჩვენი ნახვა.
-ხომ გითხარი გაუხარდებათქო.
-კარგი ხალხი გყავს გარშემო,მე ასე მგონია.
-საუკეთესოები და ყველა სანდო-ღიმილით უთხრა თომამ
-კარგი და ძლიერი ადამიანი ხარ,ყველაფრის მიუხედავად დანებება არ არჩიე და პირიქით წინ მიიწევ.
-მე მიყვარს ტკბობა იმით რასაც ვქმნი.
-დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრს მიაღწევ.
-შენნ თუ ყოველ დღე ასეთ სტიმულს მომცემ,ვერავინ შემაჩერებს- ნინიმ რომ თვალი მოარიდა გაეცინა ჰორიზონტს გახედა და მზერა პორიზონტზე უფრო ლამაზ მის წინ მჯდომ ქალზე გადაიტანა...

ველი შეფასებას

№1  offline წევრი duchi_duchi

აუ ძაან პატარა იყო და არ მეყო..ყოველდღე რატომ არ დებ?

№2  offline მოდერი ენქეი

duchi_duchi
აუ ძაან პატარა იყო და არ მეყო..ყოველდღე რატომ არ დებ?

ვერ ვახერხებ დადებას თორემ ასე არ გაწვალებდით

№3 სტუმარი ლელაკო

იმდენად მომწონს ეს ისტორია მოუთმენლად ველოდები ყველა თავს heart_eyes

№4  offline მოდერი ენქეი

ლელაკო
იმდენად მომწონს ეს ისტორია მოუთმენლად ველოდები ყველა თავს heart_eyes

მიხარია თუ ეს ასეა❤️

№5 სტუმარი ლუუ

შენ?!სასწაული ხარ გოგო მალედადე შემდეგი რა innocent
ეს ნინი კიდე რას ჯიუტობს უყვარს შოთას და შეირთოს ეგ ბედნიერება
ესთომა საიდან მოვიდა რას ეტენება არ შეიძლება ასე მოშორდეს რა joy იმდენად მომწონდა ეგ წყვილი რომ მათი ცალ-ცალკე ყოფნა შოკია
ეს კირა კიდევ ვითომ მოსიყვარულე დედიკო ფუუ გაფუჭებული ქალი
ვიცი რომ მათი სიყვარული ყველა წინაღობას გაუძლებს
ველოდები შემდეგს
წარმატებები kissing_heart

№6  offline მოდერი ენქეი

ლუუ

შენი ყველა კომენტარი ისეთი სითბოთია სავსე და ისე მახარებს ვერც კი წარმოიდგენ მადლობაა შენ ამისთვის❤️

№7 სტუმარი Fghh

dzalian momwoons maledade

№8  offline მოდერი ენქეი

Fghh
dzalian momwoons maledade

მადლობა

№9 სტუმარი Mariami

მოვკლავ ნინის და შენც თუ თავებს არ გაზრდი წარმატებები!

№10  offline მოდერი ენქეი

Mariami
მოვკლავ ნინის და შენც თუ თავებს არ გაზრდი წარმატებები!

რა თბილი ხარ ;დდ გმადლობ

№11  offline წევრი Imagination88

აუ რა კაი თავი იყოო ❣️❣️ მაგრამ არ მეყო პატარა იყოო მალ_მალე თუ დადებ ძაან კაი იქნება ისე კი შესანიშნავად წერ ყოჩაღ მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ❣️❣️❣️

№12  offline მოდერი ენქეი

A.N.A
აუ რა კაი თავი იყოო ❣️❣️ მაგრამ არ მეყო პატარა იყოო მალ_მალე თუ დადებ ძაან კაი იქნება ისე კი შესანიშნავად წერ ყოჩაღ მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ❣️❣️❣️

ძალიან დიდი მადლობა ესსიტყვები სტიმულს მაძლევს ვეცდები მალე დავდო❤️❤️

№13  offline აქტიური მკითხველი grafo

წინა ისტორიას რომ მორჩი და მიაწერე, შოთას და ნინის ისტორიით დაგიბრუნდებითო, უკვე ველოდი ამ "დომხალს" და მაგიტომაც ვერაფრით ვერ დავაკომენტარე.
მე არ მესმის, ამ ორის დაშორებას რა აზრი ჰქონდა ან აწი შეყრას რა აზრი აქვს. ყველაზე რთულ დროს ადგა ნინი და წავიდა. მაშინ როდესაც იცოდა რომ შოთას უყვარდა და შესაბამისად, უნდა სცოდნოდა რომ სხვა ქალს რომ დაუთმო, ამით შოთასაც სწირავდა და ჯერ არ დაბადებულ ბავშვსაც, რაც ამ თავშიც კარგად ჩანს.
თუმცა რა თქმა უნდა, ისტორია შენია და შენი გადასაწყვეტია რას როგორ იზამ. უბრალოდ, ჩემთვის როგორც მკითხველი , შენგან "სხვას" ველოდი და არა "ყველას", რადგან მართლა ძალიან კარგად წერ.

№14  offline მოდერი ენქეი

grafo

ანუ მისმინე ნამდვილად არ მესმის ახლა რაზე გაქვს ეს რეაქცია მაგრამ სანამ ისტორიის ბოლო თავიც არ დაიდება შენ ვერ გაიგებ კირას საიდუმლოს,ასერომ დაელოდე მოვლენების განვითარებას და ეცადე კრიტიკა ბოლოსთვის შემოინახო

№15  offline აქტიური მკითხველი grafo

მამასახლისი

ანუ კი გისმენ, მაგრამ რა მიწერია ჩემს კომენტარში გაუგებრად ვერ მივხვდი.
მაგრამ, რახან კრიტიკად მიიღე ორივეს სიმშვიდისთვის სჯობია აღარ დავაკომენტარო , "კაია"/"მალე დადე" მკითხველი ჩემგან აწი არ გამოვა :)).

№16  offline მოდერი ენქეი

მე არ მითქვამს რომ თუ არ მოგწონს უნდა თქვა "კარგია" "მომწონს" და ასე შემდეგ უბრალოდ ნინის წასვლა გამოწვეულია შოთას მოულოდნელი მამობით,ორივემ იცის რას ნიშნავს მამის გარეშე ყოფნა და ნინიმ ეს პატარა არ გაწირა,მას არ სურდა რომ გიორგი მამის გარეშე გაზრდილიყო

№17 სტუმარი სტუმარი ნინი

მალედადე შემდეგი რაა bowtie

№18  offline მოდერი ენქეი

სტუმარი ნინი
მალედადე შემდეგი რაა bowtie

ვეცდებიი

№19  offline აქტიური მკითხველი grafo

მამასახლისი
grafo
მამასახლისი
grafo
წინა ისტორიას რომ მორჩი და მიაწერე, შოთას და ნინის ისტორიით დაგიბრუნდებითო, უკვე ველოდი ამ "დომხალს" და მაგიტომაც ვერაფრით ვერ დავაკომენტარე.
მე არ მესმის, ამ ორის დაშორებას რა აზრი ჰქონდა ან აწი შეყრას რა აზრი აქვს. ყველაზე რთულ დროს ადგა ნინი და წავიდა. მაშინ როდესაც იცოდა რომ შოთას უყვარდა და შესაბამისად, უნდა სცოდნოდა რომ სხვა ქალს რომ დაუთმო, ამით შოთასაც სწირავდა და ჯერ არ დაბადებულ ბავშვსაც, რაც ამ თავშიც კარგად ჩანს.
თუმცა რა თქმა უნდა, ისტორია შენია და შენი გადასაწყვეტია რას როგორ იზამ. უბრალოდ, ჩემთვის როგორც მკითხველი , შენგან "სხვას" ველოდი და არა "ყველას", რადგან მართლა ძალიან კარგად წერ.

ანუ მისმინე ნამდვილად არ მესმის ახლა რაზე გაქვს ეს რეაქცია მაგრამ სანამ ისტორიის ბოლო თავიც არ დაიდება შენ ვერ გაიგებ კირას საიდუმლოს,ასერომ დაელოდე მოვლენების განვითარებას და ეცადე კრიტიკა ბოლოსთვის შემოინახო

ანუ კი გისმენ, მაგრამ რა მიწერია ჩემს კომენტარში გაუგებრად ვერ მივხვდი.
მაგრამ, რახან კრიტიკად მიიღე ორივეს სიმშვიდისთვის სჯობია აღარ დავაკომენტარო , "კაია"/"მალე დადე" მკითხველი ჩემგან აწი არ გამოვა :)).

მე არ მითქვამს რომ თუ არ მოგწონს უნდა თქვა "კარგია" "მომწონს" და ასე შემდეგ უბრალოდ ნინის წასვლა გამოწვეულია შოთას მოულოდნელი მამობით,ორივემ იცის რას ნიშნავს მამის გარეშე ყოფნა და ნინიმ ეს პატარა არ გაწირა,მას არ სურდა რომ გიორგი მამის გარეშე გაზრდილიყო

კიდევ გადავიკითხე ჩემი ნაწერი და ამას რატომ მპასუხობ ვერ ვხვდები:)).
გასაგებად მიწერია, რომ ჩემთვის გაუგებარია ნინის საქციელი. ის რომ ორივემ იცის უმამობა რას ნიშნავს, წაკითხულიდანაც გავიგე. უბრალოდ, პირადად ჩემთვის გაუგებარია როცა იცი რომ მამას ბავშვის დედა არ უყვარს და მაინც ტოვებ. უსიყვარულო ოჯახში რა აზრი აქვს მამის ყოფნას. ბავშვზე სრუნვა სხვანაირადაც შეიძლება. თან ამ თავში წერია, რომ შოთამ ცოლად მაინც არ მოიყვანაო.
ამიტომ ჩემთვის ნინი დადებითი პერსონაჟი არ არის, რადგან პირველივე დაბრკოლებაზე მიატოვა, თან ამას პირველად არ აკეთებს.
ისიც გასაგებად მიწერია, რომ ისტორია შენია და როგორც გინდა ისე წერო, უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი :)).

№20  offline წევრი tamuna.s

აფსოლუტურად ვეთანხმები გრაფოს. ვერანაირად ვერ გავიგებ იმ მიზეზს, რომ ბავშვს მამა ჭირდება და ამიტომ მიატოვა ნინიმ. პირველ რიგში ბავშვს ოჯახი ჭირდება სადაც მშობლებს ერთმანეთი უყვართ და სწორედ ასეთ ოჯახშია ბავშვი ბედნიერი და არა ისეთში სადაც სიყვარული არაა და ეს ოჯახი მხოლოდ ფარსია. ისიც არ მესმის ნინი რატომ უწყვიტავს შოთას და ავალდებულებს იმ ქალთან ცხოვრებას რომელიც იცის რომ არ უყვარს. ჩემი აზრით კაცი თუ გიყვარს ასეთი ცხოვრებისთვის არ გაწირავ. ნინიმ უბრალოდ ზედმეტ თავის ტკივილს და პრობლემებს აარიდა თავი და ყველაზე რთულ მომენტში მიატოვა საყვარელი კაცი. იმასაც ვხვდები რომ სავარაუდოდ ეს ბავშვი სულაც არაა შოთასი და ეს ბოლოს გამოჩნდება. საბოლოოდ შოთა სწორად მოიქცა რომ არ მოიყვანა კირა ცოლად და ამდენი წლის მერე ეს დებილი ნინი ისევ იმას გაიძახის ბავშვს მამა ჭირდება და ერთად ვერ ვიქნებითო. საერთოდ ნორმალურია ეს გოგო? რატომ აიძულებ ადამიანს მისთვის არასასურველ ქალთან გაატაროს ცხოვრება ლოგიკას ვერ ვხვდები. განა მამობა მაინცდამაინც ერთ ჭერქვეშ ცხოვრებით განისაზღვრება? ისე არ ეყოლება მამა?

№21  offline წევრი Imagination88

ენქეი
A.N.A
აუ რა კაი თავი იყოო ❣️❣️ მაგრამ არ მეყო პატარა იყოო მალ_მალე თუ დადებ ძაან კაი იქნება ისე კი შესანიშნავად წერ ყოჩაღ მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ❣️❣️❣️

ძალიან დიდი მადლობა ესსიტყვები სტიმულს მაძლევს ვეცდები მალე დავდო❤️❤️

❣️❣️❣️

№22  offline წევრი Imagination88

Male dadeb?? ❣️❣️

№23 სტუმარი სტუმარი მონიკა

მალე დაიდება შემდეგი თავიიი?????❣❣

№24 სტუმარი სტუმარი ანი

ეს ბავშვი 'ქეთა' საერთოდ არის კი შოთას შვილი?
თომას და ნინის წყვილი საშინლად არ მინდა, იმედია მხოლოდ მეგობრები იქნებიან.. მე ჩემ შოთას ვერ შეველევი :(

მალე დადე რა შემდეგი

№25  offline მოდერი ენქეი

სტუმარი ანი
ეს ბავშვი 'ქეთა' საერთოდ არის კი შოთას შვილი?
თომას და ნინის წყვილი საშინლად არ მინდა, იმედია მხოლოდ მეგობრები იქნებიან.. მე ჩემ შოთას ვერ შეველევი :(

მალე დადე რა შემდეგი

ხოო,აი ბოლოს ნინი ვის დარჩება მაგას დავმალავ
და ბავშვი კი ნამდვილად შოთასია ან არა joy

№26 სტუმარი Hinaaa

რატო აღარ დებ ახალ თავებს???

№27  offline მოდერი ენქეი

Hinaaa
რატო აღარ დებ ახალ თავებს???

მუზა გამიფრინდა სულ ცოტა ხანიც და დავბრუნდები ისევ❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent