შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადევნება (მე-13 თავი)


5-02-2020, 17:33
ავტორი სალოme
ნანახია 432

როცა საყვარელი ადამიანის სუნთქვას გარეული შენი აჩქარებული გული, სასიამოვნო ნოტზე ფეთქავს ხოლმე, სიამოვნების ბურუსში გახვეულს მთელი ამ დროის განმავლობაში სამყარო გავიწყდება. და მეც, გარშემო ვეღარაფერს აღქვიქვამდი, საყვარელი მამაკაცის მკლავების, მისი ცხელი სუნთქვის, მძიმე სხეულისა და სიყვარულითა და სითბოთი გაჟღენთილ სველი კოცნების გარდა. ერთმანეთის ალერსში დათენებული დილაც ისეთი ჰარმონიული მეჩვენა, წამით მეგონა ჩვენ ორნის გარშემო ამოდიოდა და ჩადიოდა მზე. სულგანაბული ვტკბებოდი მასთან გატარებული თითოეული წამით. იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს ქვეყნად, როცა იცი რომ ვიღაცასთვის ძვირფასი ხარ. და მეც, სიყვარულის განმასახიერებელ, მოჩუქურთმებულ სიტყვებს ყოველ წამს ვკითხულობდი დემეტრეს შავ ენებად აგიზიზებულ თვალებში. უსიტყვო ღიმილით მპირდებოდნენ მარადიულ სიყვარულს...
- მე შენ ყოველთვის მეყვარები!- წარმოთქვა უჩვეულოდ მტკიცე ხმით დემეტრემ, როცა ერთ საღამოს ჩემს მშობელთა სახლში, საოჯახო ვახშამზე შევიკრიბეთ მე, დემეტრე და ჩემი დედ- მამა. მე დემეტრეს ნათქვამზე ჩამეღიმა და აივნის მოაჯირს შემოჭდობილ მის ხელებს ჩემი თითები გადავატარე. საოცრად მიზიდავდა იგი. თავისი თბილი ჩაღიმებით, შავი თმებით რომლშიც დაუსრულებლად შემეძლო მეთამაშა თითები. მისი ხმა, სხეული, ტუჩები და თვალები... დემეტრეს თვალები ჩემთვის მორფეოსის სამყაროს წარმოადგენდნენ.
ცხელი ივნისი თვალსა და ხელს შუა გაილია. მის მზრუნველობასა და სითბოს შეჩვეული ვერც დროსა და ვერც მოსალოდნელ ქარიშხალს ვერ აღვიქვამდი. ჩვეულებრივი რუტინულ დღეებს მილამაზებდა და ვხედავი თავადაც როგორი ბედნიერი იყო.
სამი ივლისი იყო. სახლში მარტო მყოფი როცა სააბაზანოდან გამოვედი და სამზარეულოსკენ გავემართე, რათა ცივი სასმელი დამელია, მისაღებში გასული ადგილზე გავშეშდი.
- დიდი ხანი უნდები ბანაობას- ირონიით გაჟღენთოდა ხმა ჩემს სავარძელში მოთავსებულ სანდროს. შიში, უხერხულობა- რადგან პირსახოცშემოხვეული ვიყავი, და გაურკვევლობა ერთიანად დამატყდა თავს. ამავედროულად აღშფოთებული მისი დანახვით ვერანაირად ვიკავებდი თავს, ხმის ტემბრი რომ შემენარჩუნა.
- აქ რას აკეთებ!- დავუყვირე მე. მაგრამ წარბიც არ შეტოკებია. წამოდგა და მომიახლოვდა. უცებ დამფრთხალი კურდღელივით შევვარდი სამზარეულოში და მაგიდაზე დადებულ დანას დავავლე ხელი. სამზარეულოს ხელსაწყო, ახლა კი უკვე იარაღად წოდებული, სამზარეულოში შემოსული სხეულისკენ მივმართე. მან მხოლოდ ცალყბად ჩაიღიმა.
- როგორც სჩანს ვერც დემეტრე და ვერც შენ ვერ ხვდები თუ რისი გაკეთება შემიძლია მე!- გამყინავი, დამცინავი იყო სანდროს ხმა. სახეზე ფერები გადამივიდა. ჩუმად გავაპარე თვალი მის უკან კედელზე ჩამოკიდული საათისკენ. პირველი ხდებოდა, როგორც სჩვეოდა დემეტრე ამ დროს არ მოდიოდა ხოლმე. "ალბათ ამიტომ შემომეჭრა სანდრო სახლში, დემეტრეს რომ არ ენახა"- გავიფიქრე და დახლზე აკრული კანკალმა მომიცვა.
- ნაბიჯი არ გადმოდგა- გამოვცერი კბილებში, როცა შევამჩნიე თუ როგორ ახლოვებოდა სანდრო. აღმართული დანის ტარს ჩაბღაუჭებული ჩემი ხელები ისე თრთოდნენ, თითქოს ფოთლები ყოფილიყვნენ, ყოველ სიოს დაბერვაზე რომ კრთებიან. დავინახე სანდროს სახე როგორ უსერიოზულდებოდა. იმედი მქონდა უბრალოდ წავიდოდა. ახლა ამაზე მეტად არაფერი მინდოდა. მშვიდად გადმოდგა ჯერ ერთი ნაბიჯი, მერე მეორე. აღელვებულმა საკუთარი ხმა ვერ დავფარე.
- რა გინდა!
-არაფერ დაგიშავებ!
- წადი!- ვუყვირე მე.
- დემეტრეს გადაეცი, რომ შენ მისი კი არა ჩემი ხარ, გესმის?!- თქვა და გავშრი. მისი სიტყვები ბოლო ბიძგი იყო, რათა მთელ მისდამი ზიზღს ჩემში ერთიანად ამოეხეთქა. თუმცა ვერაფერი ვუთხარი, ვერაფერი გავაკეთე გარდა იმისა, რომ მეთქვა:
- ვინ ხარ შენ! წადი გესმის?! ჩემთვის არავინ ხარ!- დანა გამვარდნოდა და მასთან მისული მთელი ძალით ვურტყამდი გულ- მკერდზე. ვიცოდი, ხომ ვიცოდი რა საფრთხეს წარმოადგენდა სანდრო ჩემი და დემეტრეს ურთიერთობისთვის. სწორედ ამიტომ მძულდა. ხელები გამიკავა, და ჩემი წამისწინანდელი სიხისტეც გაქრა. დამცინავი ღიმილი ჰქონდა აკრული და დაჟინებით მაშტერდებოდა თვალებში. მისი მწვანე ირისები ჩემთვის შიშისმომგვრელი იყო. სულაც არა ჰგავდა დემეტრეს ჰარმონიით გაჟღენთილ შავ ნაპერწკლებს, შეხედვისთანავე ჩემს სიმშვიდეზე რომ ზრუნავდნენ. სანდროს გვერდით მდგარი უეცრად სიცივემ მომიცვა, ცხელი დღის პერიოდში. იგი ჩემსკენ დაიხარა. ნელა, ძალიან ნელა მომიახლოვა სახე, თუმცა აკანკალებული ვერაფერს ვაკეთებდი.
- ტკბილი სურნელი გაქვს, ძალიან ტკბილი...- ამოიჩურჩულა.
- გამიშვი!- გამოვცერი კბილებში და მოდუნებულს ხელიდან დავუსხლტი. წამით ვერ ავიტანე მისი ცხელი სუნთქვა ჩემს სახეზე, უსიამოვნო განცდას რომ მიტოვებდა. როცა თვალები გაახილა, ერთი ჩაიცინა, თავი გააქნია და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა სამზარეულო. მეც მას გავყევი, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავი მის წასვლაში. კარში გასულმა, კიდევ ერთხელ შემომხედა, თვალი ჩამიკრა და ბინა დატოვა. წამსვე მივარდი და კარი საგულდაგულოდ ჩავკეტე. ფანჯარასთან მისულმა დავინახე როგორ გაუხვია სხვა ქუჩისკენ ფეხით მოსიარულე სანდრომ. გულამოვარდნილი დივნის კიდეზე ჩამოვჯექი და მთელი ძალით შევეცადე ცრემლებს ბარიერი არ გადმოელახათ. წუთი არ იყო გასული შავი ჯიპი რომ შემოვარდა და კორპუსების წინ ხმაურით გაჩერდა. დავინახე გაცოფებული დემეტრე როგორ გადმოხტა მანქანიდან და მაშინვე ჩემი სახლისკენ წამოვიდა. სანამ მე კართან მივიდოდი, რათა მას შევგებებოდი, მისაღებში გასულს რაღაც ძლიერი ხმაური მომესმა. მაშინვე მივხვდი, დემეტრეს კარი შემოემტვრია. მისაღებში შემოვარდა. მხოლოდ წამით მოვკარი თვალი მის სიბრაზით სავსე გამომეტყველებასა და დაძაბულ სხეულს, წამში მის მკლავებში აღმოვჩნდი. სხეულის ტკივილამდე შემოეხვია ჩემი წელისთვის ხელები და გულში მთელი ძალით მიკრავდა. დამეფიცება, მისი შეხებისთანავე ჩემი ფორიაქიც სადღაც გაქრა, თითქოს თავად შეისისხლხორცაო, თმაზე ხელი ჩამომისვა და სახე ჩემს ყელში ჩარგო.
- დემეტრე- მივმართე და კისერზე შემოხვეული ხელები მოვაშორე- ასე, ვერ ვსუნთქავ- ამოვიჩურჩულე და მაშინვე შვება ვიგრძენი.
- მაპატიე- თავისი მარწუხებიდან გამათავისუფლა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.- ხომ არაფერი დაგიშავა- მკითხა მან. მე თავი უარის ნიშნად გავაქნიე, და სატირლად დაბრეცილი სახე მის ყელში ჩავრგე. ვერ ავიტანე მისი სიბრაზისგან ჩაწითლებული თვალების ხილვა. თავადაც თრთოდა, მაგრამ მისმა დამცველობამ და სიმშვიდის ტელღებმა თავისი გაიტანეს.
- რამე გითხრა? ნიცა!
- არა- ამოვიტირე და ახლა მე შემოვხვიე ძლიერად ხელები მის დაკუნთულ სხეულს. თავად თმაზე მეალერსებოდა. ცოტა ხანი ასე დავყავით. როცა ორივე ჩვეულ მდგომარეობას დავუბრუნდით, ვკითხე:
- საიდან გაიგე, შენ?
- ვუთვალთვალებდი.- მიპასუხა მოკლედ და ბაგეზე მომაკრო თავისი ცხელი ტუჩები. კოცნაში აყოლილს სულაც აღარ მახსოვდა მომხდარი და გაღიმებულმა ჩავისუნთქე ჰაერი. თავად სიმკაცრის ნიღაბს კვლავ არ იხსნიდა. თავი დაეხარა, ღრმად სუნთქავდა და ვხედავდი, როგორ უჭირდა თავის შეკავება, სანდროს ჩემთან მოსვლის გამო არაფერი დაეშავებინა.
- მომისმინე- ვუთხარი და სახე ავაწევინე- ყველაფერი რიგზეა.- შევეცადე მენუგეშებინა.
- როგორ გაბედა!- ამიგრგვინა და ვიგრძენი ჩემს გარშემო შემოხვეული მისი მკლავები როგორ ათამაშდნენ.
- ხომ ხედავ არაფერი მჭირს.
- გავაფრთხილე! გასაგებად ავუხსენი შენს სიახლოვეს არ კი უნდა ესუნთქა!- კბილებში ცრიდა სიტყვებს და ჩემს შუბლზე შუბლმოყრდნობილმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
- ეს...- მიმანიშნა ცოტა ხნის მერე ჩემს შემოხვეულ პირსახოცზე.
- სააბაზანოდან გამოვედი და...
სათქმელი დემეტრეს ამოღრენამ გამაწყვეტინა. თვალები ძლიერად დაეხუჭა. სერიოზულად შემეშინდა მისი მდგომარეობის გამო. ასე მეგონა სადაც იყო სიბრაზისგან გასკდებოდა.
- ნიცა, ის არ უნდა მოგეკაროს!- გამაფრთხილებლად ამოიჩურჩულა და კვლავ თავისი ტუჩები მომადო შუბლზე.
- ვერ ვხვდები რა...
- შენ თავს ვერავინ წამართმევს! არავის მივცემ უფლებას შეგეხოს! ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი! ჩემი სუნთქვა ხარ! ჩემში ხარ! ჩემი ხარ!- ჩურჩულებდა ბარიტონი და სიამოვნებასა და სიბრაზეს ერთიანად მოვეცვი. მაბედნიერებდა ის ფაქტი, დემეტრეს რომ ვუყვარდი, მაგრამ მისი მესაკუთრეობა ჭკუიდან მშლიდა. ყელზე თავისი ცხელი ბაგეები მომაკრო და როცა ჩემზე დავლილ ჟრუანტელის გამო ჩაიცინა, ავწითლდი.
- მომისმინე- ხმა შედარებით დამშვიდებოდა- ბარგი ჩაალაგე, აქაურობას უნდა მოვშორდეთ.
- სად მივდივართ? ბათუმიდან ორი კვირის წინ დავბრუნდით.- შევეპასუხე.
- საზღვარგარეთ- მომიჭრა მოკლედ და სამზარეულოში გავიდა.
- საზღვარგარეთ სად?- პატარა, ბუზღუნა ბავშვივით გავყევით უკან და კართან შევჩერდი.
- იტალიაში!- გამოსცრა კბილებში და იატაკიდან აღებული დანა, რომელსაც სანდროს ვუმიზნებდი, უდიდესი თავშეკავებით დადო მაგიდაზე და მერე აკანკალებული ხელები თმაზე სიმწრით გადაისვა.
უბრალოდ ვერ გამოვიდოდა, რომ არ დავლაგებულიყავით.
ჩემი მშობლები სიხარულით შეხვდნენ ჩვენს გამგზავრებას. თავად საფრანგეთიდან კარგა ხნის ჩამოსულები იყვნენ და ეთანხმებოდნენ დემეტრეს სიტყვებში, რომ სანამ ზაფხული იყო, დასვენებით დავმტკბარიყავით. გამოვემშვიდობე მეგობრებს, გაღიმებულ ნათიასაც რომელიც ცრემლმორეული მიგვაცილებდა და პორტზე ავედით. ასე მეგონა ერთი თვის მაგივრად მთელი წელიწადი ვაპირებდით მშობლიურიდან შორს ყოფნას. ამავედროულად აღელვებას ვერ ვმალავდი, მე ხომ ვიცოდი ასე სანდროსგან თავის დასაღწევად, მისგან დასასვენებლად რომ ვიქცეოდით. ვხედავდი დემეტრე რაღაცას გეგმავდა. ეს უკანასკნელი კი მის სიტყვებში, მზერაში და საქციელში ცხადად ჩანდა. და მე იმედით ვივსებოდი. იმედით -რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
თუნდაც იტალიაში იყო, თუნდაც სამყაროს დასალიერში გადახვეწილი, თუ პრობლემები გაქვს მათ თავს ვერასოდეს დააღწევ რაც არ უნდა იყოს. ვხედავდი დემეტრეს ფორიაქს, ტელეფონს მოჭერილ მის დაძარღვულ ხელს და მეგონა ნივთი ხელში შემოატყდებოდა. მთელი გზა სასტუმრომდე დაძაბული იჯდა მანქანაში. სიმართლე გითხრათ ასე უეცრად ქვეყნიდან გამგზავრების მიზეზი ცოტა გაურკვეველი იყო ჩემთვის. გასაგები იყო ის ფაქტი რომ სანდრო ჩვენი კეთილისმსურველი ნამდვილად არ იყო, მაგრამ დემეტრესგან ამგვარი გაქცევა ცოტა არ იყოს ნერვიულობის საბაბს მაძლევდა. თავად მხოლოდ ინსტიქტებს ვიყავი მინდობილი როცა სანდროს ვხედავდი. მისგან მომავალი ცუდი აურით ვგრძნობდი, რომ იგი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი და ჩემს წინათგრძნობასაც თუ დავუჯერებთ, მისგან რაიმე ცუდს უნდა მოველოდით.
არ აქვს მნიშვნელობა, გვერდით როგორი ადამიანი გიდგას, მთავარია რომ იგი შენია, გიყვარს, შენიანია, შენ-მისიანი. ალმაცერად მომღიმარი რომ გადმომყურებდა ზემოდან, როცა რესტორანში შევდიოდით იმავე საღამოს, მეც სიხარულით ვიბადრებოდი. მიუხედავად იმისა რომ ქალების ხარბ მზერას ვხედავდი დემეტრეზე, ეს სულაც არ მიქმნიდა არაკომფორტულობის შეგრძნებას. პირიქით, ვამაყობდი გვერდით ასეთი სიმპატიური მამაკაცი რომ მედგა. სულაც არ მქონდა ეჭვიანობის განცდა, რასაც დემეტრეზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი. მოუსვენრად მიცურებდა მოშიშვლებულ ზურგზე ხელს, თავად სმოკინგში გამოწყობილი და დაჯავშნული მაგიდისკენ ნელი სვლით მაცილებდა.
- ამათმა ვერ გაიგეს წყვილი რომ ვართ თუ რა?!- გამოსცრა კბილებში ძალით მომღიმარმა. მე კი გადავიკისკისე.
- ნუ იცინი- შემომიბღვირა მაშინვე და სკამი გამომიწია დასაჯდომად,- სიცილით ყველას შენი სილამაზის ტყვედ იხდი- თქვა თავადაც სიცილშეკავებულმა და მოშიშვლებულ კისერზე ცხელი, სველი კოცნა დამიტოვა. მის შეხებაზე წამიერად განაბული უმალვე მოვეგე გონს, როგორც კი ოფიციანტი მოგვიახლოვდა.
- მოგესალმებით, რას მიირთმევთ?- ინგლისურად იკითხა გაბადრულმა ბიჭმა და თვალებში ჩემომცინა.
- მგონი ჯობია სტარტერი შევუკვეთოთ არა საყვარელო?- ამოიგრვინა ბიჭისთვის თვალმიუშორებლად და თავადაც თავისდაქნევით, ჩაქირქილებულმა ჩავიხედე მენიუში, როგორც კი ბიჭის გაფითრებულ მზერას წავაწყდი. დემეტრეს მესაკუთრეობას ზღვარი არ ედებოდა. და დამეფიცება, ამაზე მეტად არაფერი მამხიარულებდა.
ღამით გამეღვიძა. ტალიაში ყოფნის მეორე დღის გეგმებით აღტკინებული მოსვენებას ვერ ვპოულობდი. მაშინვე დემეტრეს ადგილისკენ გადავწიე ხელი, თუმცა საწოლი ცარიელი იყო. მთვარის მკრთალი შუქით ძლივსგანათებული ოთახის სიბნელეს თვალი შევაჩვიე, მაგრამ მის სილუეტს ვერსად მივაგენი. ფეხზე წამოვდექი და ფოიეში გავედი, რომელსაც მისაღებიდან შემოსული სინათლე ანათებდა. ოთახისკენ წასულმა ნაბიჯებს მაშინვე შევუნელე, როცა დემეტრეს ხმა მომესმა.
- არ ვაპირებ ძლივსაწყობილი ურთიერთობა დავანგრიო ნიცასთან, არავის მივცემ უფლებას ჩემს საყვარელ ქალს მიეკაროს, მითუმეტეს სანდროს!- ჩუმი, მაგრამ მთელი სიმკაცრით წარმოთქმული დემეტრეს სიტყვები ერთდროულად სიამოვნების განცდას მიტოვებდა, და ინტერესაც მიბადებდა.
- ვერ გამოვა, ასე უცებ ვერ დავბრუნდებით ილია, სანდრო როგორც გინდა შეაკავე - განაგრძო ცოტა ხნის შემდეგ. ადვილად მისახვედრი იყო რომ ტელეფონზე ლაპარაკობდა.
- ნიცას როგორ ავუხსნა- ამოიხვნეშა ცოტა ხნის მერე. მე კი ვცდილობდი მისი ნათქვამი არცერთი სიტყვა არ გამომპარებოდა კედელთან ქურდივით ატუზულს.
- სანდრო ყველაფერს გააკეთებს ნიცას დასაკუთრებისთვის, მაგრამ სიცოცხლის დათმობაც რომ მომიწიოს ვფიცავ, არ დავუშვებ... არ დავუშვებ მას რაიმე დაემართოს, ვიცი როგორ სძულს სანდრო, ვხვდები ამას და ვერ ავიტანს მის გულისტკენასა თუ მის ცრემლებს.- ალბათ თვალები მიბრწყინავდა როცა დემეტრეს ამ სიტყვებს ვისმენდი და თავდახრილი ღიმილის დამალვას ვცდილობდი ზურგშექცევით მჯდარისგან, მაგრამ როცა თავი ავწიე და ჩემსკენ შემოტრიალებულ დემეტრეს წავაწყდი გულაფრთხიალებული გავწითლდი. იგი ისეთი სითბოთი და სიყვარულით მიმზერდა, შეუძლებელი იყო მისით არ მოვნუსხულიყავი. დარცხვენილი ნელი სვლით მივუახლოვდი და მის გამოწეულ ხელებს ჩემი შევაგებე. თავისკენ დამქაჩა და კალთაში ჩამიჯინა.
- ჩემი ქალია და როგორ დავუშვა მისი ტკივილი?- ამოიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან და ბაგეები ვნებიანად მომაკრო. თავადაც კისერზე შემოვხვიე ხელი.
- ნიცა, ხომ გიყვარვარ?- მკითხა ხმაგამტყდარმა მოულოდნელად.
სწრაფადვე დავუქნიე თავი აღელვებულმა და მის ისებს დავაკვირდი. თვალებიდან ტკივილი, სიყვარული გამოსჭვიოდა, მეც უნებურად დავიძაბე.
- რაც არ უნდა მოხდეს, გეყვარები?- დამისვა მორიგი კითხვა.
- დემეტრე,- ამოვიჩურჩულე - მე შენ ყოველთვის მეყვარები, შეიძლება ახლა რაღაც რიგზე ვერ არის,-ვგრძნობ. შეიძლება მეწყინოს რაიმე შენგან, შეიძლება სიძულვილით აღმასვსოს რაღაცამ, შეიძლება შენი ხილვის სურვილი დავკარგო, მაგრამ ჩემს შენდამი გრძნობას ვერაფერი წაშლის, აქ- ხელი აჩქარებულ გულზე დავიდე, - ამ ადგილას, სადღაც ყოველთვის იქნება შენდამი სიყვარულის ალები.- ვუთხარი და მისი სახე ხელებში მოვიქციე. თვალებში დაჟინებით ვუყურებდი. მის სევდანარევ ღიმილს ვუმზერდი და აფორიაქებული ველოდი თუ რას მეტყოდა. შავი ირისების პატრონი არაფერს ამბობდა. მხოლოდ უსიტყვოდ მეფერებოდა სახეზე, ყელზე, მკლავებზე, ხელებზე...
რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება?
ალბათ, როცა იცი რომ ბედნიერი ხარ!



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

ვიფიქრე დაგავიწყდიით

კარგი იყო
თუმცა ამ სანდროს რამეს თუ არ დამართებ, ეს იდილია დაირღვევა მალე :(

 


№2  offline წევრი LI_BE

სალომე, ჩემო კარგო, პირველი თავიდან მოგყვები და მინდა გითხრა, რომ ძალიან სასიამოვნოდ წერ. რაღაცნაირი ლექსიკა და წერის მანერა გაქვს, მშვიდი, დალაგებული, გამართული. ამიტომაც ძალიან სასიამოვნოდ იკითხება და მეც ინტერესით გელოდები.

მაგრამ, უკვე მეცამეტე თავია და მაინც ვერაფრით ვხვდები, რა ხდება. ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს თითქმის ყველა თავი, არაფერი ახლის მომცემია ყველა მომდევნო თავი. გავიგე(თ) რომ ამათ უყვართ ერთმანეთი, გავიგე(თ), რომ სანდროსაც უყვარს ეს გოგო. თან ორივე ისე უგონოდაა შეყვარებული, რომ საკუთარ სიცოცხლეზე წინ აყენებენ.

ხოდა, რა ვერ გავიგე - ყველაფერ ამას, ალბათ, რაღაც წინაპირობა ჰქონდა (მე ასე ვფიქრობ და ველოდები უკვე მერამდენე თავია) და უნდა გვითხრა. თუ არ ქონდა, რაღაც საბოლოო მიზანი მაინც აქვს და ეს მაინც უნდა გვითხრა, მესმის, ერთბაშად, ერთ თავში არ გვეტყვი, მაგრამ რაღაც მცირე მინიშნებები მაინც უნდა ჩართო ყველა თავში, რომ ინტერესი გაჩნდეს და შენარჩუნდეს.

არ გეწყინოს, არ ვიცი, რამდენად გასაგებად გადმოვეცი, რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ ყოველ ახალ თავზე რაღაც უფრო ახალს ველოდები, თუნდაც ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს.

blush blush blush blush

 


№3  offline წევრი სალოme

LI_BE
სალომე, ჩემო კარგო, პირველი თავიდან მოგყვები და მინდა გითხრა, რომ ძალიან სასიამოვნოდ წერ. რაღაცნაირი ლექსიკა და წერის მანერა გაქვს, მშვიდი, დალაგებული, გამართული. ამიტომაც ძალიან სასიამოვნოდ იკითხება და მეც ინტერესით გელოდები.

მაგრამ, უკვე მეცამეტე თავია და მაინც ვერაფრით ვხვდები, რა ხდება. ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს თითქმის ყველა თავი, არაფერი ახლის მომცემია ყველა მომდევნო თავი. გავიგე(თ) რომ ამათ უყვართ ერთმანეთი, გავიგე(თ), რომ სანდროსაც უყვარს ეს გოგო. თან ორივე ისე უგონოდაა შეყვარებული, რომ საკუთარ სიცოცხლეზე წინ აყენებენ.

ხოდა, რა ვერ გავიგე - ყველაფერ ამას, ალბათ, რაღაც წინაპირობა ჰქონდა (მე ასე ვფიქრობ და ველოდები უკვე მერამდენე თავია) და უნდა გვითხრა. თუ არ ქონდა, რაღაც საბოლოო მიზანი მაინც აქვს და ეს მაინც უნდა გვითხრა, მესმის, ერთბაშად, ერთ თავში არ გვეტყვი, მაგრამ რაღაც მცირე მინიშნებები მაინც უნდა ჩართო ყველა თავში, რომ ინტერესი გაჩნდეს და შენარჩუნდეს.

არ გეწყინოს, არ ვიცი, რამდენად გასაგებად გადმოვეცი, რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ ყოველ ახალ თავზე რაღაც უფრო ახალს ველოდები, თუნდაც ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს.

blush blush blush blush

დიდი მადლობა შეფასებისთვის, და რჩევისთვისაც.
გავითვალისწინებ აუცილებლად.<3

 


№4 სტუმარი სტუმარი Magdalina

Dzalian kargia ????????????????

 


№5  offline წევრი LI_BE

სად დაგვეკარგე, იმედია ჩემი კომენტარი შენი გაბრაზების მაპროვორცირებელი არ იყო და მალე დაბრუნდები blush bowtie

 


№6 წევრი mariam_t

shemdeg tavs rodis dadeb ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent