შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოვიდარებთ (სრულად)


6-02-2020, 22:40
ავტორი Gossipy girl
ნანახია 12 216

-„წითელი ხილის გაელვება“ მომიტანეთ რა..-ისე ამოილაპარაკა გოგონასთვის არც კი შეუხედავს,მაგიდის წინ სავარძელში ჩაეშვა და აკანკალებული ხელები ძლივს დაიმორჩილა,ტელეფონზე ნაცნობი ნომერი აკრიფა და დაელოდა ქალბატონი ლიკუნა როდის ინებებდა ხმის გაცემას.
-5 წუთიც და მანდ ვარ..-პასუხიც აღარ დაუბრუნა გათიშა და მაგიდაზე დააგდო ტელეფონი.რთული იყო ნინა ნადირაძის წყობიდან გამოყვანა ნებისმიერი მოკვდავისთვის გარდა ბექა ქარჩხაძისა,რომელიც არ ერიდებოდა გოგონას ნერვული სიტემის დაზიანებას.
კაფეში კარი გაიღო და ნაცნობი სილუეტიც გამოჩნდა.
ისეთი სახით მიიწევდა ორკაციანი მაგიდისკენ დახლთან მოფუსფუსე ბიჭს ჭიქა ხელიდან გაუვარდა.კაშნე მოიხსნა და ჩანთა იქვე დააგდო,ტელეფონი მაგიდაზე დადო,სათვალეები მოიხსნა და წინ მჯდარ გოგონას დააცქერდა.
-ათამდე დაითვალე და მოყოლა ისე დაიწყე..-სავარძელში მოკალათდა და ნადირაძის გაფართოებულ თვალებზე მიხვდა,რომ ასამდე დათვლაც არ უშველიდა შექმნილ სიტუაციას.
-ის უსახო არსებაც მოჰყავს კიკეთში!-ლამის იყო სისხლი კანს გახეთქავდა და გარეთ გამოაღწევდა,მთელი სხეული ეწვოდა ამის გაანალიზებაზე,რომ ბექა ქარჩაძის გვერდით ანუკა გაბრიჩიძეც იქნებოდა 1 კვირის განმავლობაში კიკეთში.-ლიკუნა,გესმის შენ?!ის ქალის პროვოკაციაც მოდის,ხვდები?!
-ჩაისუნთქე,ამოისუნთქე და მითხარი,მერე?!-იაშვილის მშვიდმა ტონმა ცეცხლზე ნავთი დაასხა ნინასთვის.
-არ შემიძლია გესმის?! მაგათთან ერთ საზოგადოებაში 1 კვირის გატარება არ შემიძლია.!
-რას ქვია „არ შემიძლია?!“ გამაგებინე,რა უმსგავსობაა „შეძლება არ შეძლების“ საკითხის აქ, ამ მომენტში განხილვა?!-ლიკუნას ტონზე თავი დამნაშავედ იგრძნო ნინამ-ნუ იქცევი სოკრატეზე დაბოღმილი პლატონის ქალივით!არ იქნება იქ ანუკა გაბრიჩიძე,მორჩა.
-რას ქვია არ იქნება?!მოჰყავსთქო ვერ გაიგე?!
-ჰოდა ვერ წამოიყვანს.
-მაგალითად რატომ ?!
-ამ კვირაში ზემოთ ხსენებული „უხსენებელი“ ფეხს მოიტეხავს,რატომ და როგორ არ მკითხო.-მიმტანი გოგოს გაფართოებულ თვალებს,რომ გადააწყდა ღიმილი ძლივს შეიკავა-ჩაის მოჰყევით?!-წამის მეასედში გაქრა გოგონა. ისევ ნადირაძის გაფართოვებული თვალები დარჩა ლიკუნას წინ,რომელიც ჩაის არომატით მიღებული სიამოვნების ზენიტში იმყოფებოდა.
-ლიკუნა,რამე დავაშავე?!
-შენ არა,გაბრიჩიძის დედ-მამამ დააშავა და გენიოლოგიის ხემ.
-ჰა!?-აშკარად ვერ მიუხვდა ნინა.
-შენ ბრალი არ არი ანუკას კისრიდან ჩამოსხმული ფეხები და ოთხი წაიდიალურო ფორმა,რომ არგუნა შემქმნელმა მამამ და დედის მხრიდან ბებიამ აპრეხილი ცხვირი.
-ახლა გგონია მამშვიდებ?!
-ვცდილობ,ნიშკა!
-არ გამოგდის!-წამოაყვირა ნინას.ლიკუნამ გაღიმებულმა მოავლო ირგვლივ მყოფ ხალხს თვალი,ვითომ აქაოდა არც არაფერი ხდებოდა.
-არ მინდა მანდ წამოსვლა,იმ გოგოსთან ერთად..-ამოიტირა ნინამ.
-ნიშკუ,ის გოგო ამ კვირაში ფეხს მოიტეხავს და ვერსადაც ვერ წამოვა,მომენდე რა..!
-არ მჯერა, რომ მაგ კრიმინალური ტონით გაჟღერებულ წინადადებას შენ ამბობ.
-არისტოკრატიაც კადრულობს უკადრებლებს ხანდახან..-გაეღიმა და ჩაი მოსვა.


არავინ იცის ლიკუნა იაშვილმა მის გიჟ თაყვანისმცემელს,როგორ და რა ხერხებით დააძალა ანუკა გაბრიჩიძის ფეხის მოტეხვა,მაგრამ ფაქტი იყო,რომ ეს უკანასკნელი იაშვილის ტრამვატოლოგიურ განყოფილებაში მარჯვენა ფეხ აღმართული იწვა.
ისეთი სახით იდგა ლიკუნა,ლეონარდო თავის საუკუნის ნანატრ ოსკარს დაუთმობდა,რომ დაენახა.
-ანუკა,როგორ დაგემართა,მაინც?!-თავის კანტურით უყურბდა გოგონას და შეწუხებულ სახეს სადაც იყო ერთი-ორ კურცხალსაც მიუმატებდა,მეტი დამაჯერებლობისთვის.
-აი,არ ვიცი,ლიკუნ,მოვდიოდი გზაზე და ის იდიოტი ისეთი სისწრაფით გამოვარდა ჩიხიდან,რომ,აი, არ ვიცი... ასე დამეჯახა..-ლიკუნას შეწუხებული სახე უკვე პიკს აღწევდა,ნადირაძე იდგა გახევებული და ვეღარ გაეგო ანუკასთვის შეეხედა,მისი მოტეხილი ფეხისთვის თუ იაშვილისთვის.
პალატაში ბექა ქარჩხაძე,რომ შემოვიდა ნინა უნებურად დაიძაბა.
-ბექუნა..-ამოისლუკუნა ანუკამ და ბიჭს ხელზე თავისი სუსტი თითები მოხვია.
-ძალიან გტკივა?-დაღლილი ჩანდა ბექა.
-ძალიან.-გაამძაფრა ანუკამ.თვალები აატრიალა ნინამ.ნინას ხელზე უჩქმიტა ლიკუნამ.
-რაღა ამ კვირაში მოიტეხა მაინც..-გამრეკელის ამ სიტყვებზე ყველამ მას რომ გდახედა,შეშინებულმა დაამატა-ნეტავ საერთოდ არ მოეტეხა..
-უჩემოდ წადით კიკეთში..-სხვათაშორის ამოილაპარაკა ბექამ და აი,აქ უკვე ჩაერია ლიკუნა.
-რას ამბობ ბექა?გაგიჟდება ანუკა,მის გამო რომ გამორჩე 1 წლით ადრე დაგეგმილ ჩემ დაბადების დღეს,აი,მაგას არც ანუკა გაპატიებს და არც მე!არა,ანუკ!?-გაბრიჩიძეს ყველა გზა რომ მოუჭრა ლიკუნამ, ისიც ღიმილით დაეთანხმა,ერთგვარად ბექას „უფლება მისცა“ წასულიყო.ბექას გაეღიმა,ჯერ ლიკუნაზე მერე ანუკას „ნებართვაზე“ და ბოლოს თავის თავზე.
-ბექა,ანუკას წამლები ვუყიდოთ,სახლში დავაბინავოთ და ეგ არი,შალვა ექიმმა ხო თქვა სერიოზული არაფერია,უბრალო მოტეხილობააო.-სიტყვით გამოვიდა მათე ხურციძე.

ბავშვობის მეგობრები იყვნენ.
სკოლიდან ერთად მოდიოდნენ.
ბექა ქარჩხაძე და მათე ხურციძე კლასელები იყვნენ.
გამრეკელი თეკლაც და ნინა(ნიშკა)ნადირაძეც.
ლიკუნა ამ ორის პარარელ კლასელი იყო.
ნინას მეხუთე კლასიდან გაუცნობიერებლად უყვარდა ბექა ქარჩხაძე.
გაუმხელელ გრძნობას გულში ისე მალავდა,თავის თავთან ვერ ბედავდა აღიარებას.
მერვე კლასში ბექა პირველად რომ ალაპარაკდა სხვა გოგოზე,მაშინ იგრძნო,რომ არც ერთი გოგო არ უღირდა ბექას გვერდით ყოფნისთვის,მიხვდა ვერავისთან ყოფნისთვის ვერ გასწირავდა საკუთარ თავს თუ ეს უკანასკნელი ბექა ქარჩხაძე არ იქნებოდა.
მეთორმეტემდე დამალა,მერე იაშვილთან წამოსცდა .
ლიკუნა იმდენად სანდო იყო მისთვის,არ უნანია.
მისგან ჭკუის დარიგებასაც კი ღიმილით უსმენდა ხოლმე.
ზედმეტად სხვანაირი დაქალობა ჰქონდათ.
ერთმანეთზე ახლობლები არავინ ეგულებოდათ.
ეგ იყო და ეგ.
„ცხოვრებაში მთავარი იმ ადამიანის პოვნაა,რომელთანაც ისე ისაუბრებ,როგორც საკუთარ თავთან“.
მეხუთე კლასელი ნიშკა ნადირაძისგან-ახლა დახვეწილი გოგოღა დარჩენილიყო,აუტანელი სიყვარულის გულით მატარებელი.
სხვა არავინ და სხვა არაფერი.


კიკეთის ამბავს 1 წლით ადრე გეგმავდნენ,ლიკუნას 20 წლის იუბილეს აღნიშნავდა სამეგობრო.
არ იყო პატარა ამბავი.
აგარაკი ნიშკას ბებოს ეკუთვნოდა.
დიდი თხოვნის შემდეგ,გოგონეთან ერთად დაალაგა იქაურობა და წლების წინ დაკეტილი კარი გაუღო ბავშვებს.
უზარმაზარი სახლი იყო.
დიდი აივნით და აუზით.
ყველა დეტალი გათვლილი ჰქონდათ.
ლიკუნას დაბადების დღემდე 1 კვირით ადრე წავიდოდნენ.
ბიჭებმა ყველა საქმე გადადეს.
ბექამ და მათემ ერთ რუგზაკში ჩაატიეს თავიანთი ნივთები,თეკლას ერთი საშუალო ზომის ჩემოდანი ეყო,ნინას ერთი დიდი ჩემოდანი და ერთი რუგზაკი,აი ლიკუნას ორი დიდი ჩანთაც არ აკმაყოფილებდა,მთელ გზა წუწუნებდა სალათისფერი სარაფანი დამრჩაო.
-ლიკუნა,გულწრფელად მითხარი,მაგ მწვანე სარაფანში რომ არ გადაიღო ფოტო,20 წელი არ შეგისრულდება?-გულიანად იცინოდა მგზავრის სავარძელში მოკალათებული ქარჩხაძე.
-არ გესმის, ეგ სარაფანი მწვანე კიარა სალათისფერია ეგ ერთი,მეორეც ბუნებაში ფოტოებს ძალიან უხდება,თან არც ერთხელ არ მაქვს გადაღებული ფოტო მაგ სარაფანში..-ამოიგმინა შუაში მჯდარმა ლიკუნამ და ნიშკას ბეჭზე ჩამოადო თავი.
-მე გათხოვებ სალათისფერ „საროჩკას“ ოღონდ არ იწუწუნო..-შუქნიშანზე გააჩერა მანქანა მათემ და ლიკუნას მოუტრიალდა,რომელსაც წამის მეასედში გამოუკეთდა განწყობა.
-შენ ხარ ყველაზე „მათე“!-იკივლა ბოლო ხმაზე, მიძინებულო გამრეკელი შიშისგან ისე შეხტა სავარაუდოდ თავზე დიდი ბორცვი ამოუვიდოდა.
-შენ სულ გააფრინე გოგო?!-არც თეკლამ დააკლო და ლიკუნას მზაკვრულ სახეს,რომ გადააწყდა უფრო გაწითლდა სიბრაზისგან-ჯერ დილის 7-ზე წამოსვლა ვისი იდეა იყო,მეორეც რა გაკივლებს?!
-მათე,ბაჭია,რომ არ დამავიწყდეს „საროჩკა“ არა პერანგი!აი,შენ,ყურებში აპკებს ამოგაცლი და დავაქუცმაცებ!
-თეკლა,არ გაბედო,ხო იცი გამკეთებელია..-სიცილით ამოილაპარაკა ნიშკამ.
-დაუჯერე ამას..!-თითით ანიშნა ლიკუნამ ნინაზე.
-როდიდან გახდა ეს მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი, ცივსისხლიანი რომაელი ჯარისკაცი?!
-ლილუაშვილის ლექციებს ტყუილ-უბრალოდ არ ჩაუვლია..-ბექას სიტყვებზე გაეცინა ნინას.
-არა,მშვიდად და გაწონასწორებულად ამოვაცლი..-ჩაიბურტყუნა ლიკუნამ და ისევ ნინას ბეჭზე მოკალათდა.
-გუშინ რაგბის თამაშს უყურე?ბლიაძემ გაათანაბრა ანგარიში,ნაკრებში გადმოუყვანიათ..-მათეს სიტყვების და ლიკუნას დაძაბული ხელების ნიშკას მკლავებზე მოჭერა ერთი იყო.
მეორე წელი იყო უიმედოდ მოსწონდა სრულიად უცნობი სანდრო ბლიაძე.-აი,ნაკრების მოთამაშეა გოგიბერიძე ვატო,მაგის აგარაკიც სადღაც აქვეა..
-ლიკუნ,დაიძაბე მაღალფარდოვნად?-ბექას სიცილმა ერთიანად ააწითლა იაშვილი.
-ბექა,შეეშვი!-მხარზე მსუბუქად უჩქმიტა ნინამ.
-როგორ გიყვარს ბიჭი,რომელსაც არ იცნობ?!-სიცილს ვერ იკავებდა მათე.
-არ მიყვარს,ვინ ახსენა,რომ მიყვარს?!-წამოენთო ლიკუნა.
-აბა ეგ რა არი?-ახლა ბექამ გადმოხედა მეგობარს.
-უბრალოდ მომწონსთქო,აღვნიშნე 2 წლის წინ და თქვენ სულელებივით დაგიჩემებიათ,ერთი და იგივე!
-კი ბატონო,გნებდებით ლიკუნა.-სიცილს არ წყვეტდა მათე.
-აქვე,მეთიუშ?!-ორ საავრძელს შუა გადმოჰყო ლიკუნამ თავი და წარბები აათამაშა სასაცილოდ.
-თავხედი!-ინტონაციით გააჯავრა ლიკუნა,მათემ.
-უსახური არსება..-ახლა ბექამ. გოგონები სიცილისგან ვერ სუნთქავდნენ,ლიკუნა იჯდა უაზრო გამომეტყველებით,ურეაქციო სახით აგრძნობინებდა,რომ უნდა შეეწყვიტათ.
-ეს მეზოლითის ხანიდან ჩამომხტარი ნეანდერტალელი,არ შემოვარდა ოცდამეერთე საუკუნეში,ასე დაუკითხავად?!-არ წყვეტდა მათე და ბექა ლიკუნას გაბრაზებას.
-ის,რომ იცის,აი ფეხს რომ ფეხზე გადაიდებს,ჩაის ჭიქას ხელში დაიჭერს და ოდნავ დაწვრილებული თვალებით რომ აგათვალიერებს დაბლიდან მაღლა,თვალებით რომ გეუბნება არაფერს წარმოადგენო..-სიცილისგან გაწითლებულიყო ბექა.
-კაცობრიობას მთელი არსით გაუტყდებოდა კაცი რომ გქვია..-ლიკუნას მსგავსი გამომეტყველებით ამოილაპარაკა მათემ,ბავშვების სიცილი ტრასაზე მყოფ სხვა მანქანებში ესმოდა ხალხს.
-წაკაცუნო მონუმენტი?!-ახლა გამრეკელი ჩაერთო იაშვილის გაბრაზების საერთო საქმეში.
-ეგ ვიზე თქვა?-წითლიდან ლურჯ ფერზე გადავიდა ქარჩხაძე.
-კლასიკური ლიტერატურის ლექტორზე,რომელმაც ორი ქულა დააკლო,ქართველ კაცებს აზიატები,რომ უწოდა და ლექტორი მრავალმნიშვნელოვნად გამოლანძღა-არ ჩერდებოდა თეკლა.
-მორჩით,თორე ეს ერთი კვირა ლიკუნას შემორიგებაში გავა,დამიჯერეთ!-ღიმილით ამოილაპრაკა ნინამ.
-ლიკუნა,შენ არ გეწყინოს,ჩვენ შენი მრავალფეროვანი ლექსიკონის და არისტოკრატიული სულისკვეთების გამო გვიყვარხარ!-წინა სავარძლიდან გადმოხედა ქარჩხაძემ უემოციო სახით მყოფ ლიკუნას.
-ხომ ხედავთ არ გიყადრებთ თავს,არ შემშვენის თქვენსავით მუხუდოს მარცვლის ოდენა იუმორზე გამოკიდება..!-ხმადაბლა ჩაილაპარაკა იაშვილმა და სიცილისგან აქეთ-იქით მოქანავე თეკლას ზურგში ხელი ისე ჩასცხო,გამრეკელს ხველება აუტყდა.
-მოვედით!

ეზოში ხეებს შორის ბიჭებმა ჰამაკი გააბეს.
წყვეტა იყო ვინ ჩაწვებოდა შიგნით.
ხან როგორ ატყუებდა თეკლა მათეს დედაშენი რეკავსო და ხან საჭმლის მომზადებაზე უქმნიდა ილუზიებს.
ვერადავერ ააგდო ზემოთ.
იმდგაცრუებული ჯერ ნიშკასთან მივიდა,რომელიც ბექას დიდი ხვეწნა-მუდარის მერე კარტოფილს წვავდა,მერე ლიკუნასთან მიახლოება სცადა,მაგრამ ამ უკანასკნელმა ისეთი სახით გადმოხედა მწარედ ინანა გადაწყვეტილება და ისევ მათეს აგდების მზაკვრული გეგმების დასახვას შეუდგა.
-ჩემი გემრიელი გოგო!-ხის კოვზი ხელიდან გაუვარდა,ეგონა წამით დედამიწამ ტრიალი შეწყვიტა ზურგს უკან ბექა,რომ დაიგულა.ძლიერად აკოცა ქარჩხაძემ ნიშკას ლოყაზე და ტაფაზე დაყრილ „კარტოფილს დაუწყო მადისაღმძვრელი მზერით განგმირვა“,როგორც ლიკუნა იტყოდა.-მალე იქნება?
-არ შეჭამო,ბექა,მოიცადე!-ეცინებოდა ბექას ბავშვურობაზე.
-მოგეხმარები,რა ვქნა მითხარი..-ხელები ერთმანეთს გაუსვა და ნიშკას გადახედა.
-ხელები დაიბანე?!-ეჭვნარევი მზერა მიაპყრო ბიჭს,რომელმაც პატარა ბავშვივით გასწია წინ მტევნები.
-აბა რავქენი?
-ძალიან კარგი,თეფშები დაალაგე მაგიდაზე,აი სალფეთქებიც..
-შენი ქმარი მაგრად მეცოდება.
-რატო?
-ვერ შეგეშვები.-მუხლები მოეკვეთა,რომ არა სამზარეულოს დახლი უეჭველად ჩაიკეცებოდა.-რომ გათხოვდები,მერე მე რა მეშველება?
-შენი ცოლი გაგიკეთებს გემრიელ საჭმელებს..-კისერში ბურთი მოაწვა ნადირაძეს,შებრუნდა და ქარჩხაძეს ზურგი აქცია,არ უნდოდა მისი ამღვრეული მზერა ბექასაც შეემჩნია.
-რა საშინლად ჟღერს ცოლი,თან ჩემი ცოლი..!-გაეცინა ბექას.-არ მომყავს ეს ცოლი,არ მინდა სხვისი საჭმელები შენი მინდა,ვაა!
-საჭმელების გამო მტოვებ გაუთხოვარს?-ძალის ძალით გაეღიმა ნინას.
-ნიშკუ,არ დამიმალო,ვინმე გიყვარს?
-მიყვარს.-ენაზე ისე იკბინა სისხლის გემომ გულის რევის შეგრძნება მოჰგვარა.
-რა?..-მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ბექამ.-მე რატო არ ვიცოდი?
-ვერც გაიგებ.
-ერთი წამი,ამიხსენი წესიერად,რატო?
-აზრი არ აქვს,ბექა.-თვალები ისე აემღვრა,ბექა შეცბა.
-რას ნიშნავს აზრი არ აქვს?
-მას არასდროს შევუყვარდები,რა აზრი აქვს იცოდე ვინ არი?არ მინდა ამაზე საუბარი.
-დამწვრის სუნიაა!-მეორე სართულიდან იაშვილის კივილმა გამოაფხიზლა ნინა,ტაფა გაზქურიდან სწრაფად აიღო და სახე დაებრიცა იმის გაანალიზებაზე,რომ მისი შემწვარი კარტოფილი შავი ნახშირი უფრო იყო ვიდრე კვებისთვის მიზანშეწონილი საჭმელი.
ნინა კარტოფილს თლიდა,ბექა ჭრიდა.
ხმას არც ერთი იღებდა.
-ოდესმე რამე შემეშალა?-ქარჩხაძის სიტყვებზე ცისარტყელას ფერებმა გადაუარა.
-რა..
-შენთან ოდესმე რამე შემეშალა?!-ძარღვები დაებერა ბექას.
-რას გულისხმობ,ვერ მივხვდი-ამოილუღლუღა ნინამ.
-ჩემ ნიშკას ვიღაც უყვარს და მე რით დავიმსახურე ეგ უნდობლობა,არ ვიცოდე ვინ არის?
-რომელი უფრო განიცადე,ვიღაც რომ მიყვარს თუ შენ რომ არ იცი ეგ ვიღაც ვინ არის ეგ?!-ბექას ღიმილი ბურთად გაეჩხირა კისერში,იგრძნო როგორი მართალი კითხვა დაუსვა თავისმა ნიშკამ და ტანში უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.ნინამ გაზქურა გამორთო და სამზარეულოში შემოვარდნილი გაგიჟებულსახიანი გამრეკელი შეათვალიერა.
-მოჩვენება დაინახე?!-გაეცინა თეკლას სახეზე.
-ლიკააააა!-თეკლას კივილმა სრულიად სახლი და კიკეთი შეძრა.მათეს ჰამაკიდან გადმოვარდნის ხმა სახლის უკან მდებარე სამზარეულოშიც გაიგეს.
-გოგო შენ სულ გააფრინე?!-ბექამ წყალი ჩამოასხა ჭიქაში და წყობიდან გადმოსულ თეკლას მიაწოდა.
-რა გაკივლებთ?!-ახლა მათე შემოვიდა სამზარეულოში-ნეკნები ჩავილეწე ლამის!
-იმ მაიმუნმა გოგომ ყველა საცურაო კოსტუმი ამოალაგა ჩამოსვლამდე და ორი ბებიაჩემის დროინდელი „კუპალნიკებით“ ვარ!-ცრემლებს ძლივს იკავებდა თეკლა.
-ეგ საცურაო კოსტუმები კიარა,ქალური მანდილის შეურაცხყოფა იყო პირდაპირი და ირიბი გაგებით..-ისეთი აუღელვებელი სახით შემოვიდა სამზარეულოში ბიჭები სკამიდან გადაცვივდნენ სიცილით.-მეორეც,მე შენს ადგილზე მადლობასაც ვეტყოდი,ჩემს თავს ანუ ტრადიციების ბურჯს და ყოველგვარი კდემის დედას,რომ აგარიდე თავიდან გიორგისთან მინიატურული ურთიერთობის დროზე ადრე დასრულება..-მაგიდასთან დაჯდა,თეკლას გაცოფებული სახე დააიგნორა და ნიშკას გადახედა-დანა?!
-მაპატიეთ იაშვილის ასულო,თქვენ არისტოკრატიულობა თან დაგყოლიათ..-სიცილით ორად იკეცებოდა ბექა და ლიკუნას მშვიდ მზერაზე უფრო ემატებოდა სიმძაფრე.
-რა უფლებით დატოვე ჩემი ბიკინები,შეგიძლია ამიხსნა?!-არ ცხრებოდა თეკლა.
-პარასკევს ამაზე მადლობასაც მეტყვი,კიდევ ერთხელ გავუმეორებ შენს სმენას მოკლებულ ყურის აპკს,რომ ყველაფერი იყო ეგ რაღაც,საცურაო კოსტუმის გარდა,თეკლა აურას აბინძურებ და მაცადე მშვიდად დავნაყრდე..
-კაი,თეკუ რად გინდოდა ახლა შენ ეგ ბიკინები და უბედურებები,სულ ჩვენები ვართ,ვინმეს რამე უაზროდ,რომ ექნა „წლის კიკეთი“ ჩაგვეშლებოდა..-თეკლას დამშვიდება სცადა მათემ.
-ვის რა უნდა ექნა,ყველა ისეთი მარქსისტული აზროვნების არ არი,როგორც ეს ქალბატონი.
-თუ გინდა ჩემი აზროვნების ტრადიციულობას და კონსერვატიულობას შეეხო ხსენებულ და აწ განსვენებულს კარლს ნუ აწუხებ,პირდაპირი მითხარი შენ ენაზე,რომ „ჩამორჩენილი“ ვარ...-ლიკუნამ მშვიდად გაუღიმა გამრეკელს და გალურჯებულ ბექას წყალი მიაწოდა-არ დაიხრჩო,შვილო!
-თქვენი მოწოდებული წყალი,ნაკურთხია ალბათ..-ვეღარ სუნთქავდა ბექა.
-შენი იუმორივით..
-ღირსი ხარ,არავინაც არ ჩამოვიდეს,აი ღირსი ხარ,გეფიცები!-ამოიოხრა თეკლამ და ობლად დარჩენილ კარტოფილს ისე მკაცრად დაარტყა ჩანგალი,კარტოფილი თეფშიდან გადავარდა.
-ნუ აი,რა უნდა ელაპარაკო,გოგო სამკურნალოა..-ამოილაპარაკა ლიკამ და თეკლას ნასროლი ჩანგალი ოსტატურად აიცილა ბეჭიდან-სულ გაგიჟდი გოგო?გულში,რომ მომხედროდა ამას ოდესმე შენ თავს აპატიებდი?-შეჰკივლა ლიკამ.
-თვალებში,რომ არ მოგახვედრე,მაგას ვერასდროს!-არც გამრეკელმა დააკლო.
-ნიუტონის კანონთა რღვევა და ეთიკის კივილი!-აღმოხდა გაბრაზებულ იაშვილს და სამზარეულო დატოვა.
-ამის ლექსიკონი,რომ გამოვუშვათ რა იქნება?!-სიცილით ლამის იატაკს წმენდდა მათე.
-მეტიჩარა,არაფერი ლექსიკონი მაგას არ სჭირდება,იგონებს აქ რაღაცებს და თავი „არისტოკრატკა“ ჰგონია,ოთხი საუკუნით ადრე დაბადებულიყო ვნახავდი რა..-აი,ამ სიტყვებს იაშვილმა გულგრილად ვერ აუარა გვერდი,ისეთი სისწრაფით შევიდა სამზარეულოში ნინას თვალები თავისით დაექაჩა.
-ახლა დაძაბე შენი ორივე ქემისფერო და ყური დამიგდე შე „ამება“-ვ,ჩემი გვარი ოდითგანვე დიდი არისტოკრატიულობის მატარებელი იყო,შენი გვარი გაგებაშიც, რომ არ ბრძანდებოდა ჩანგალი რა ხილი იყო,იაშვილები ფაიფურის ჭურჭლიდან მიირთმევდნენ ანტილოპის ღვიძლს!-ამ უკანასკნელზე ბავშვები ცრემლებმორეულნი იცინოდნენ,ლიკუნა მთელი სერიოზულობით აღწერდა „წარსულთ დიდებას“ და თეკლას მიერ მიყენებულ ამოდენა შეურაცხყოფას „ვერ ეპუებოდა“.
გამრეკელის ჩახუტებას და ყველას სიცილს აღარ ელოდა.
2 წამით გახევებული იყო,თეკლას მოშორებასაც არ ცდილობდა.
მერე ძალიან,რომ შეაწუხა ლოყების „დაწელვამ“ და „ჩემი არისტოკრატიასთან ჩავლილი გოგოს“ კივილმა პირდაპირ ყურში,გამრეკელს ხელებიდან დაუსხლტა.

საღამო იყო,აივანზე ისხდნენ ბავშვობის ამბებს იხსენებდნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ ისტორიების მოყოლას.
-სცენიდან „ტანო-ტატანო“ რომ მოუყვა მეშვიდე კლასელ მაშიკოს,გახსოვთ?-ყველამ მათეს სერიოზულს სახეს გადახედეს და ერთიანად დაიწყეს სიცილი.
-ჯერ მერვე კლასელი იყო,მერე მაშიკო არა მაშო,14 თებერვალი იყო და ორიგინალურად მინდოდა მიმელოცა..-ამოიბურტყუნა მათემ.
-ჩვენი დირექტორი მურმანიც კი ტიროდა ისეთი პათოსით ყვებოდა ლექსს, საფლავიდან წამოდგა გაბაშვილი სიამაყისგან..-სიცილს არ წყვეტდა თეკლა.
-იმდენი ხალხი იყო სტოლბასავით ამაყუდა იმ გოგოსთან,რომ ვერ დავინახო შენ გიცნობო..-სიტყვებს აშველებდა ნინა თეკლას.
-კულისებში ორი პერანგი გამოიცვალა,ნერვიულობისგან ერთს ღილი ააცალა, მეორეს წყალი გადაასხა..-სიგარეტს მოუკიდა ბექამ და მათეს სახეზე ყველას ერთად გადაუარა სიცილის ტალღამ.
-ეს ვის რას დასცინის,დაგავიწყდა მუსიკის მასწავლებელი,რომ გიყვარდა?
-ვინ,მაკა ურთმელიძე?-კივილი დაიწყო თეკლამ.
-თეკლა, გოგო იცინის თუ ვირი,რა უბედურებაა..-სიცილს ვერც თავად იკავებდა ქალბატონი იაშვილი.
-ეზოში ძლივს გაზრდილი ვარდები დაუკრიფა კატო დეიდას და მასწავლებელს მიართვა,უნდა გენახათ როგორ გაწითლდა,მაკამ მადლობა,რომ გადაუხადა და ლოყაზე აკოცა..
-ეგ მასწავლებელი დასაჭერი ყოფილა..-იცინოდა ლიკუნა.
-რა იცოდა მაკამ მისი მოსწავლე პლატონის გრძნობებს,რომ შეეპყრო ?!-სკამიდან ლამის გადავარდა მათე.
-ეს იუმორინა 2027 აღარ გამოგელია?-სიცილს ვერ იკავებდა ბექა.
-აუ,ის გახსოვთ?ელა ამაშუკელმა მათე,რომ აცემინა მის ძმას?-ახლა მათეს შეეცვალა სახე.
-ჯერ ერთიც,არავის ვუცემივარ,ერთი მომხვდა,ისიც შემთხვევით!-თითი დააქნია მათემ ბოლო სიტყვებზე ხაზგასასმელად.
-რა ქაჯობაა ბიჭების მოყვანა და საქმის გარჩევა.-ამოილაპარაკა ლიკუნამ.
-მოიცა,შენ არ იყავი ნოდო აბაშიძე კაბაზე რომ გეხუმრა და ბიძაშენი მოუყვანე?-ლიკუნას სახეზე, ბავშვების სიცილი მთელ კიკეთს ესმოდა,გამრეკელი კი უკვე ათამდე ითვლიდა,სირბილისთვის მზად,რომ ყოფილიყო.-რა ძუნწი ხარ ლიკუნა?!-თავი გადააქნია თეკლამ.
-ეს ძუნწი,რატო მაგალითად?-ნერვები ეშლებოდა ლიკუნას და ამაზე ყველა ისე ხალისობდა,მერე თვითონაც ეცინებოდა.
-ის აღარ გახსოვს,“ნაჩნიკი“,რომ იყიდე?ორ კვირაში გადაეწვა და მაღაზიაში მიიტანა,იმ კონსულტანტს ამბავი ჩაუტარა,ბოლოს იმ ბიჭმა თავისით უყიდა ახალი „ნაჩნიკი“...
-თეკლა,როგორ არ მინდა..-ღრმად ამოისუნთქა ლიკუნამ და განაგრძო-მისი ბრალი იყო მითხრა,ორი წელი გარანტია აქვს,თუ გადაიწვება მომიტანეთ და გამოგიცვლითო..
-და შენც მიუტანე ხო?-მათეს სიგარეტი თითებს შუა მოექცია და ისე უღიმოდა მეგობარს.
-არა ლიკუნა, შენ საერთოდ არ ხარ ძუნწი..-ამოილაპრა ნინამ და იაშვილმა დაახლოებით ისეთი სახით გადახედა,როგორც ერეკლე მეფე შეხედავდა იმ კაცს, აღა-მაჰმად-ხანს,რომ უთხრა „ქართველებს მეზარბაზნეები აღარ ჰყავთო“.-დავპატიჟე,წამოდი ლიკუნა კაფეში დავსხდეთ,მშია-მეთქი,ჯერ ორი საათი იმაზე მეწუწუნა,საგვარეულო ქონებას ასე რატომ ანიავებო, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დამითანხმა იმაზე,რომ ეკონომიური ტაქსით გვესარგებლა,სამ ლარად აგვიყვანს ტაბიძეზეო,ნუ,აი,40 წუთი ტაქსს ველოდეთ,უკვე აღარც მშიოდა,სიცივისგან ცრემლები თავისით მომდიოდა თვალებიდან,კიდურებს ვეღარ ვგრძნობდით,თვითონ არ აღიარებდა,თორემ ხომ ვიცი,ეგ უარესად გაყინული იყო,როგორც იქნაა ტაქსი მოვიდა,მერსედესი უზარმაზარი ფურგონით,წინ მონგრეული,უკან შეჭ....ტილი,კრემისფერი ფურგონი,ნუ ორი წამით წარმოიდგინეთ,ლიკუნა თავის თავს როგორ ლანძღავდა გულში,არ იმჩნევდა,მაგრამ ვგრძნობდი და აღარ დავუმატე,გადმოვედი ტაქსიდან,რომელმაც მთელი რიგი ოპერაციები განვლო სანამ ტაბიძემდე მივედით,სამჯერ ჩაქვრა,ოთხჯერ საავარიო მდგომარეობა შექმნა,როგორც იქნაა მივედით დანიშნულების ადგილამდე და ჩემი „დონა კარანის“ მანტო მაზუთის სიშავეში ისე ჩაკარგა ამ ტაქსის დასვრილმა კარმა,იაშვილმა ორი ნაბიჯით გამასწრო,თორემ ცემას ვუპირებდი,აი,ასეთი ეკონომიურად ძუნწი ხარ,შენ ჩემო თავადო არისტოკრატო!-ლიკუნასაც ეცინებოდა იმ დღის გახსენებაზე,მაგრამ ვერ ეგუებოდა ამ ფაქტს,“ძუნწს“,რომ ეძახდნენ,იცოდა,ხუმრობით,მაგრამ მაინც ეხამუშებოდა.
-მე ძუნწი არ ვარ!-წარმოთქვა ამაყად-მე უბრალოდ,ფულის ფლანგვა არამენეჯმენტურ ქმედებათ მიმაჩნია..-„არამენეჯმენტურზე“ იმდენი ხანი იცინეს ლიკუნას სიძუნწე ყველას დაავიწყდა.


არც ერთს ეძინა და არც მეორეს.
ერთი იმ ფაქტს ვერ ინელებდა,რომ მისი ნიშკა გაიზარდა.
მეორეს პირველის გარეშე გატარებული ცხოვრების თითოეული წუთი აშინებდა.
სიგარეტის კვამლმა გაყიდა.
იცოდა ლიკუნა არ ეწეოდა,თეკლა ვერ.
ნინა იყო.
ნინასაც არ ეძინა.
აივნის მოაჯირზე გადაიწია,ისე რომ მოშორებით მეორე აივანზე მდგარი გოგონა დაენახა.
-მასზე ფიქრობ?-სიგარეტი ხელიდან გაუვარდა და ხველება აუვარდა.
-შენ..შენ..ბექა გული გამისკდა,ასე როგორ შემაშინე!
-შენც შემაშინე.
-როდის?-მოაჯირს ეყრდნობოდა,პირდაპირ რომ არ ჩახუტებოდა მწვანე გაზონს.
-რომ მითხარი ვიღაც მიყვარსო..-შეაქანა ნადირაძეს.
-მერე შენ რა..?!-ძლივს ამოილუღლუღა.
-ვერ გაგიმეტებ,ვინმეს ცალმხრივი სიყვარულისთვის,არავინ არი მაგის ღირსი,მითუმეტეს თუ იმდენად ...ა ,ეგ თვალები,რომ ვერ შეამჩნია..-ნინას გაეღიმა.
-ვერ შეამჩნია,არც უფიქრია,ალბათ..
-ნინა,რატომ არ ამბობ ვინ არი?!
-ისედაც,აშკარაა..-შებრუნდა,შესვლას აპირებდა ბექას ხმამ,რომ გააჩერა.
-ვიცნობ?!
რა ეპასუხა?!
როგორ ეთქვა,როგორ ეტირა,როგორ ეღიარებინა.
გაყინულმა ფრთხილად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი.
შეაჟრჟოლა.
სიმწრით გაეღიმა ბექას არსებობაზე და იმ წამზე.
ძილინებისაო,უსურვა და ოთახში შევიდა.
იაშვილის სახეს,რომ გადააწყდა,თვალები ისე დაექაჩა ლიკუნას შეეშინდა.
-თვალებს მე უნდა ვქაჩავდე,შენ რა უფლებით?-უჩურჩულა,არ უნდოდა თეკლას გაღვიძება.
-ვუთხარი,რომ მიყვარს..-იაშვილმა ისეთ ხმაზე დაიწყო ხველება გამრეკელმა,კიარა მთელმა კიკეთმა გაიღვიძა.
-რა ქენი?!-ძლივს ამოისუნთქა.
-დამაძინეთ რაა.-ამოიზმუილა საცოდავად თეკლამ და გვერდი იცვალა,ლიკუნამ საბანი გადააფარა და ისე „დაარწია“,როგორც ჩვილს დედა.
-ვიღაც მიყვარსთქო,ეგ ვუთხარი,შენ მიყვარხარ-მეთქი,ეგ კიარა..!
-და რაო..?!-სმენად იქცა ლიკა.
-ვერ გავიგე რა უფრო ეწყინა,ვიღაც რომ მიყვარს,თუ ის რომ მაგას არ ვუთხარი,ვინ იყო..
-ნიშკა,რატომ იტკიებ აუტკივარ თავს?..-ხმა ჩაუვარდა იაშვილს.
-არ ვიცი,თითქოს მინდა,რომ აუტანელი სიჩუმე დავარღვიო,მინდა ჩემი კანიდან გადმოვძვრე და ყურში ჩავკივლო,მეზიზღება ის მომენტი,რომ მიწევს დავინახო სხვასთან ერთად მომღიმარი,რომ ვიცოდე ის გოგო უყვარს,ალბათ..-მეტის გაგრძელება ვეღარ შეძლო,ცრემლებმა ჯებირები გადმოჰკვეთეს და ნაზად დაეშვნენ ლოყებზე.წამის მეასედში გაჩდნდა მის ფეხებთან ჩაცუცქული ლიკუნა,რომელიც თავისი სუსტი თითებით წმენდდა მეგობარს ცრემლებს.
-ჩვენ,ძლიერი გოგონები ვართ,არ გინდა გთხოვ..-ჩურჩულებდა ლიკუნა.
-არ ვარ ძლირი,სად ხედავ,რომ ძლიერი ვარ?!მე არ შემიძლია,გესმის?არ მინდა,რომ შემეძლოს აუტანლის ატანა,არ მინდა მივცე საკუთარ თავს უფლება მიყვარდეს ცალმხრივად,ეს არ არის ნორმალური,რატომ ხდება ასე,აბა მეორ ნახევრებიო..?!აბა შენი ადამიანებიო..?!ეს ყველაფერი ვიღაცამ ასე უბრალოდ დაჯდა,დაწერა და ჩავთვალოთ,რომ მისი ფანტაზიის ნაყოფია?!არ მინდა,ლიკუნა,არ მინდა გესმის?!არ მინდა იმის დაჯერება,რომ უთავმოყვარეოდ მიყვარს ადამიანი,რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს ჩემს გრძნობებზე,არ მინდა ამის გაანალიზება,რომ ის ვერც კი ხვდება მისი ყველა სიტყვა ჩემამდე სულ სხვა გაგებით,რომ მოდის,არ მინდა ვიფიქრო,რომ ის ვერ ხვდება როგორ მიცემს გული,როცა ჩემ ქმარზე მესაუბრება და იმ ფაქტზე,“რომ რა ეშველება,მე რომ გავთხოვდები.“-ვეღარ სუნთქავდა,ლიკუნას მაჯებს ხელს უჭერდა და ცდილობდა ღრმად ჩასუნთქული ჰაერი,ფილტვებიდან გამოედევნა,მაშინ პირველად დაავიწყდა დედამიწაზე თავისი მშობლები,მეგობრები,ყველა და ყველაფერი,მაშინ პირველად ინატრა,რომ აღარ ამოესუნთქა,რომ ეს ყველაფერი იმაზე მეტად გუდავდა,ვიდრე კლაუსტროფობიის დროს ოთხი კედელი გუდავს ადამიანს,ვიდრე სიმაღლის ფობიის დასაძლევად მეორმოცე სართულზე ადამიანს გუდავს სიშორე მიწასთან...სიყვარული იმ მომენტში ყველა ფობიაზე მაღლა იდგა,ყველა შიშზე დიდი ძალით ეჭიდებოდა გოგონას სულს და არც ცდილობდა დამონებული გრძნობების განთავისუფლებას.იბრძოდა მისი შინაგანი,როგორც გლადიატორი კოლიზეუმში,ბატონისთვის თავის მოსაწონებლად,გადასარჩენად..იბრძოდა,მაგრამ გადარჩებოდა კი!?ვინ იქნებოდა ამ ომში მოგებული,ის თუ მისი გრძნობები?!...
მთელი ძალით იკრავდა გულში ატირებულ მეგობარს ლიკუნა.
მთელი ღამე გაათენეს.


სამშაბათი.
გამთენიისას მათე ბექამ გააღვიძა.
-რომელი საათია..-ბუზღუნებდა ხურციძე.
-ერთი წამი ამომხედე,რაა!-საბანი გადააძრო მათეს და ოთახში შუქი აანთო.ჯერ ისევ ბნელოდა კიკეთში.
-რა გეტაკა,შე ჩემა გამაგებინე?!რომელი საათია სულ გააფრინე?!
-ნიშკას ვინ უყვარს,არ იცი?-ბექას სიტყვებზე ჯერ სიცილი აუვარდა,მერე სახე ისე დაუსერიოზულდა,ბექასაც არ ენიშნა კარგად.
-ვინ ნიშკას..?!-ძლივს ამოილაპარაკა მათემ.
-ჩვენ ნინას,ნიშკას რა დაგემართა?
-რამე ღადაობაა?დილის 6 საათზე ამ იუმორის კივილისთვის გამაღვიძე?
-მათე,შემომხედე რამე მეტყობა სიცილის და ხუმრობის?გეკითხები,ვაა!-ხმამაღლა მოუვიდა ბექას,მათეც მიხვდა,რომ არ ხუმრობდა და საწოლზე წამოჯდა.
-ვინ გითხრა,საიდან მოიგონე..
-თვითონ მითხრაა,საერთოდ ვერ ატყობ როგორ შეიცვალა..??
-რა მხრივ?-სიგარეტი მოიმარჯვა მათემ.
-არ ვიცი,თითქოს გაიზარდა..
-ბექა,ნინა 21 წლის გოგოა,გაიზარდა აღარაა მეხუთე კლასელი ბუნებრივია ვიღაც ეყოლება,მაგრამ..-სიტყვა ჰაერში გაეყინა ქარჩხაძის გაგიჟებულ მზერას,რომ გადააწყდა.
-რას ნიშნავს,ვინმე ეყოლება?!
-ვინმე,ბიჭი ვისაც მისწერს,შეხვდება,პაემანი რავიცი რამე,რას აკეთებენ ხოლმე გოგონები ბიჭებთან?
-შენ სულ გაგიჟდი მათე.?-ღრიალს ცოტა აკლდა,ბექას ხმის ტემბრმა აშკარად გააკვირვა მეგობარი-სულ გააფრინე?ვიზე იძახი,ნიშკაზე?რა დროს მაგის პაემნებია,ვინ ბიჭი,საერთოდ?არც განიხილება ნინა და ბიჭი,გესმის შენ?
-აბა,რაგინდა შინაბერა დავტოვოთ შენი უაზრო აკვიატებების გამო?მაგრამ რატომ არ ვიცოდი ვინ იყო,ეგ არ მომწონს..უნდა ეთქვა.
-გაჩუმდი!-იღრიალა ბექამ-გაჩუმდი,საერთოდ მგონია,რომ ახლა ღებინება დამეწყება,რა ბიჭი,ნიშკასთან ვინმემ მიკარებაც რომ გაბედოს რეანიმაციის მანქანას გაასწრებს საავადმყოფოში.
-შენ სულ გაგიჟდი,ხო?შენი სპაზმური ეჭვიანობები დააოკე,ნინა ანუკა არ არი.-ეგონა ტვინში სისხლი ჩაექცა,ეგონა ფეხებში ძალა გამოეცალა,საწოლზე დავარდა პირდაპირი გაგებით და მათეს ისეთი მზერა შეანათა ხურციძემ უნებურად ინანა მის მიერ წარმოთქმული სიტყვები.
-ნინასთვის ანუკაზე შედარება, არც მიფიქრია..-ამოიხრიალა ძალა წართმეულმა-მაგიჟებს ის გარემოება,რომ მე არაფერი არ ვიცი,შენ არა?
-არც მე მომეწონა,უნდა ეთქვა,ორი აზრი არაა,მაგრამ ის ფაქტი რომ ოდესმე ბიჭს გაიცნობს შეუყვარდება,ცოლადაც გაყვება და შვილებსაც გაუჩენს რატოა შენთვის ასე მძიმედ აღსაქმელი არ მესმის..
-არც მე.-მძიმედ ამოისუნთქა,ჟაკეტი,სიგარეტის კოლოფი და ტელეფონი აიღო,კარი გააღო და დაბლა ჩავიდა.
კიბემდე სანამ მივიდოდა,გოგონების ოთახთან გაჩერდა.
სამივე მის თვალწინ გაიზარდნენ.
მაგრამ ვერ უარყოფდა ნიშკა გამორჩეულად უყვარდა.
სხვანაირად აღიქვამდა,ყველაზე ახლო იყო.
იმ დილით ეს გამორჩეულად უჩვეულო ამბავი პირველად იგრძნო,ასე მძაფრად.
კარი ფრთხილად შეაღო და მძინარე გოგონებს დახედა.
ნინას ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა,გეგნებოდა ომიდან ახალი დაბრუნებული იყო.კარი ფრთხილად დახურა და ეზოში გავიდა.
ჰამაკში მოთავსებულმა მზერა ცას გაუშტერა.
პირველად იყო მსგავს მდგომარეობაში,როცა არ ესმოდა საკუთარი ემოციების.

გოგონების ხმა,რომ შემოესმა ინსტიქტურად დაიწყო მათში,იმ ერთის გამორჩევა.
გააკანკალა,იმდენად შეაშინა ამ ფაქტმა.
ყურსასმენები მოირგო ,თვალები დახუჭა და მუსიკას ბოლომდე აუწია.
„მე აღარ მცივა და აღარ ვმღერი..
უბრალოდ მინდა,რომ მომკიდო ხელი..
მთვარე ვარ ღამით,გამოდი გარეთ..
მზე,როცა დადნება გამოვიდარებთ..“

-მათე,ან შენი ნებით დამნებდები,ან ძალას გამოვიყენებ!-კიოდა ლიკუნა და უკვე დაღლილი ამდენი სირბილით მაგიდის ზედაპირს დაყრდნობილი ქოშინებდა.
-რაო,თამარ მეფის „გაჩინურებულო“ ვარიანტო,არისტომ და კრატიამ არაო?!-სიცილით ორად იკეცებოდა ხურციძე.
-გადაგაყლაპებ,თამარის უპოვნელ სამარეს!-პოზიციას არ თმობდა იაშვილი.
-რა უდიერად მოიხსენიებთ,ქალბატონო ლეა დიდი მეფის სახელს,ნუთუ ამას მოიცავს თქვენი ლედობის იურისდიგცდია?!
-ამ სიტყვებს იზეპირებდი ჩემი მონოლოგებიდან და ახლა კონტექსტიდან ამოღლეტილ ადგილებში ძლივს „აკვეხებ“ არა?!-უფრო ბრაზდებოდა იაშვილი,გამრეკელი უკვე ხმით იცინოდა.
-აბა,მე ამ ვიგინდარას,ბოგანოს და კიდევ რამდენიმეს,როგორ ძალმიძს თქვენ ფილოლოგიურ შესაძლებლობებს გავეჯიბრო?!
-მათე,დამიბრუნე!-იკივლა ლიკუნამ და ამ სანახაობით ნასიამოვნებმა ხურციძემ უკან დაუბრუნა ლიკუნას ტელეფონი,რომელშიც გახსნილ ერთ-ერთ სოციალურ გვერდზე გახსნილი იყო სანდრო ბლიაძის აქაუნთი,მეგობრობის თხოვნის გაგზავნის ინიციატივით წართმეული ტელეფონი ნახევარი საათი ნებივრობდა ხურციძის გრძელ თითებში.
გიჟდებოდა ლიკუნას კივილით,რომ იწყებდა დღეს,ჩემი თილისმაა არისტოკრატიის კივილიო,ამაზე უფრო ბრაზდებოდა იაშვილი და არ ცხრებოდნენ არასდროს.
-„თქვენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენებოდათ!“-პურზე კარაქს უსმევდა იაშვილი თავზე,რომ წამოადგა მათე.
-შენთვისვე სჯობს გამეცალო და მინიმუმ ერთი საათი სათოფეზე არ გამეკარო..-ამოილაპრაკა მშვიდად ლიკუნამ.
-ფუ,რა გაჭმევს კარაქს!-ლიკუნას ღიმილი კარგად არ ენიშნა,მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა თავს იკავებსო,წამის მეასედში კარაქის მოზრდილი მასა სახეზე,რომ იგრძნო ისე გააჟრჟოლა ეგონა ტვინმა მუშაობა ამ დროის მანძილზე დააპაუზა.-რა გააკეთე?..-ამოიხრიალა ხურციძემ და ოთახში ახლად შესული ბექას სიცილი დააიგნორა.
-კბილი კბილის წილ..!არისტოს და კრატიის პირველი და დაუწერელი კანონია,როცა საქმე თქვენს მსგავს პლებეებთან აქვთ..-ამოიფრუტუნა ლიკუნამ და შავ პურზე გემრიელად მოათავზა ხიზილალა,სხეულის ნარნარით გაუყვა სახლის დერეფანს და აუზის წინ სკამზე მოთავსდა.
-გაგიჟდება,გაასწარი ლიკუნა..!-კიოდა გამრეკელი,რომელიც უკან აედევნა იაშვილს.
-არ გავგიჟდები,აი,ახლა ნახავთ პლებეების მასტერ კლასს..-მათეს ხმა,რომ მისწვდა მის სმენას შეეცადა ნელა მიბრუნებულიყო ყველაზე უარესის წარმოდგენაში.მათეს მისი ტელეფონი ეჭირა ცალი ხელით,მეორეთი კი კარაქის მოშორებას ცდილობდა.
-გახსენი,თუ ქადეშის ბრძოლის თარიღი გახსოვს..-გაეღიმა ლიკუნას.
-აი,სად შეცდი ქალბატონო ლია!-იყვირა მათემ და ლიკუნაც დაუფარავი შიშით შებრუნდა უკან.-მთელ კლასს პაროლად დააყენებინე,ის წელი რომელსაც ისტორიაში ვერ იმახსოვრებდნენ,მადონას ყველამ იდეალურად,რომ ჩააბარა წლების ნუსხა,ეს წესი ჩვენთანაც შემოიტანა იდეის სახით ზემოთ ხსენებულმა პატივცემულმა...-ლიკუნას ფერები გადაუვიდა.
-მათე..
-გამოიცანი,რომელი წელი მეშლებოდა..!-უკვე ხარხარებდა მათე,გამრეკელი აუზთან იდგა და ვეღარ სუნთქავდა,ნინა ხის კოვზით ხელში იდგა და თავის აქეთ-იქით ქნევით,ბავშვებს აგებინებდა მის პოზიციას „არასდროს გეშველებათ..“-1274 წლის ქადეშის ბრძოლა!-იკივლა მათემ და ტელეფონის ეკრანზე მათი ერთობლივი ფოტო გამოჩნდა.
-მათე,არ გააკეთო ეგ..-ამოიკნავლა ლიკუნამ.
-გვიანია,ლიკუნ!-კიოდა მათე-„გამრე“,ეგ გააკავე..-ვინ გაუბედავდა იმ მომენტში იაშვილს მიახლოვებას?ჰოდა,თეკლამ გაუბედა,ის ვეღარ გათვალა,რომ იაშვილის ხელი პირდაპირ აუზში ჩააგდებდა,ამ სცენის შემყურე ქარჩხაძე თეკლას კივილზე და ლიკუნას უემოციო სახეზე უკვე მერამდენე ვიდეოს იღებდა არც თავად იცოდა და აღარც ჯობსის ნაქებმა მეხსიერებამ.
სანდრო ბლიაძისთვის მეგობრობის მოთხოვნის გაგზავნა და მისგან თანხმობის მიღება იმდენად მოკლე დროში მოხდა,მათე თავად იყო გაოცებული.
-ეს დარაჯობდა,იაშვილის „რექვესთს?“-იცინოდა და ლიკუნას გაშმაგებულ თვალებს აიგნორებდა.

შუადღისას ხმაურმა მიიქცია მათი ყურადღება.
ნინა როგორც ყოველთვის საჭმელს ამზადებდა.
თეკლა და მათე ნარდს თამაშობდნენ.
ლიკა კანტის „წმინდა გონების კრიტიკას“ კითხულობდა.
ბექა ისევ ჰამაკში ნებივრობდა,ფიქრებში გატაცებულს თავზე ნაცნობი სახეები,რომ წამოადგნენ გაკვირვებაც ვერ მოასწრო,ისე აღმოჩნდა მიწაზე.
-რაო კუსკუს, ნებივრობ და იშნობ დასვენებას,არა?!-ხელი გაუწოდა დათა ჟღენტმა და წამოდგომაში დაეხმარა.
-სანამ შენ სახეს დავინახავდი..-ამოიოხრა ბექამ და ჭიშკარში მდგარ აბაშიძეს გადახედა,რომელიც უკვე ემზადებოდა აუზში ჩასახტომად.
-ჩამოიტანეთ ლუდი?!-მათე გამოვიდა სახლიდან და მოსულებს შეეგება.
-ამათ ხელში ცოცხალი,რომ ჩამოვედი არ გიკვირს?-ლუდის ქილების შეკვრა მიწაზე დადო დემეტრე ჯაიანმა
-რატო,ამჯერად რა დააშავეს?-ბიჭების დანახვაზე გამრეკელი გამხიარულდა.
-ჟღენტი მუსიკებს არ აჩერბდა,აბაშიძე ყვიროდა ანგინა მაქვს და დაუწიეთო,ნორმალურობის სანიმუშო ექსპონატია ორივე ერთად..-ბავშვები გადაკოცნა დემემ და საჭმლის სუნზე სამზარეულოსკენ დაიძრა-ნიშკუ,მაჭმევ რამეს?-გემრიელად აკოცა ლოყაზე,ბავშვობის მეგობარს.
-ხელები დაიბანეთ და იაშვილს ასძახე მორჩეს კანტის კითხვას,ჩამოვიდეს, მაგიდა გააწყოს.
-ეგ გოგო ვერ გაიზარდა რაა!-ხელი აიქნია დემემ და მეორე სართულის კიბიდან ასძახა იაშვილს-ლიკუ,ნიშკამ მორჩეს კატის კითხვას და ჩამოვიდესო!
-მოვიდნენ მშვიდობის მაძიებლები..-ამოიფრუტუნა იაშვილმა და კიბეზე უხალისოდ დაეშვა.
-რაო კატამ?-იაშვილის შეწუხებულ სახეზე უნებურად გაეცინა ჯაიანს.
-ვინ?
-აი,რასაც კითხულობდი,კატა რომელ მწერალს ჰქვია?ჯიქიას პონტშია ვინმე?
-კანტია ეგ იდიოტო!აჰ,იწვალე ამათ გამო,წერე რთული გერმანული გრამატიკით და ბოლოს კანტის ნაცვლად კატას დაგიძახებენ! „სუმა მოჟნა საიწი...!“
-შენ და შენი კანტი..-გაეცინა ნოდო აბაშიძეს და გამრეკელის წვალებას შეეშვა.-საჭმელი რა გვაქ?
-დასხედით,ნინამ ბალახები მოგიმზადათ..-გაიკრიჭა თეკლა.
-აუ,ის ოლივიე,ბერძნულები და ესპანურები?ნიშკუ,რა გაგიხდა ერთი საცივის ან გებჟალიას გაკეთება?-მაგიდას მიუჯდა ჟღენტი.
-მოიყვანე მეგრელი ცოლი და გიკეთოს ელარჯი ყოველ დილით და საღამოს..-თვალი ჩაუკრა ნიშკამ დათას.
-ნუ იცი მასე, შენი გაკეთებული ასწორებს.!-თავი იმართლა დათამ.
-მეც მაგას ვეუბნები და როგორც ჩანს მალე სხვას გაუკეთებს გემრიელ საჭმელებს..-ყველას ყურადღების ცენტრში,რომ მოხვდა მერე გაანალიზა რაც თქვა.
-რაო,ბექუნა უკვე ვერ ინელებ ნინას ქმრის თეორიულ არსებობას?-გაეცინა იაშვილს და ბექას გვერდით დაჯდა.
-ეს პრაქტიკულზე ყურებიდან ორთქლსაც გამოუშვებს,სიბრაზისგან..-გაიკრიჭა აბაშიძე.
-მე ვინ ვარ,თუ უყვართ ერთმანეთი!-მაგიდასთან მჯდარმა ისეთი მზერით ახედა გახევებულ ნადირაძეს,გოგონას რეაქციაზე ღიმილი ძლივს შეიკავა.
იაშვილის კატეგორიული მოთხოვნით ჭამისას ყველა გაისუსა.
ერთხელ და სამუდამოდ შეიგნეთ,რომ ჭამისას საუბარი უკულტურობის ნიშანიაო.
ხურციძე ისე სწრაფად ჭამდა თეკლა გაოგნებული თვალებით უყურებდა.
მერე მაგიდიდან ადგომის წესი აუხსნა გლეხად წოდებულ მათეს ქალბატონმა ლიკუნამ.
-სანამ ყველა არ დაასრულებს ჭამას ფეხზე წამოდგომა ერთგვარი უპატივცემულობაა,მათე.-მშვიდად ამოილაპარაკა და აფხუკუნებულ ბიჭებს ისეთი სახით გადახედა აბაშიძემ და ჟღენტმა უნებურად დახარეს თავი.
ბოლოს ყველამ ერთხმად დაასკვნა,რომ ერთი პატარა,სიმაღლეში 1.65 მეტრის გოგონა ჩვეულებრივად აბულინგებდა იქ მყოფ საზოგადოებას და გადაწყვიტეს,ლიკუნასთვის სამაგიერო გადაეხადათ.
-ვითამაშოთ რამე..-თვალებდაწვრილებულმა ამოთქვა გამრეკელმა.
-რა?სად?როდის? და მოიგეთ ოცი ათასი არა იაშვილო!-წამოიყვირა მათემ.
-მე ყველაფერში თანაბრად მაგარი ვარ!-არ ცხრებოდა ლიკუნა.
-მათემატიკის და სპორტის გარდა..!-გაეცინა ნოდო ჯიშკარიანს.
-მათემატიკა არ მიყვარდა,რაც არ მიყვარს მაზოხისტი არ ვარ მივეტანო,აი სპორტში ქალაქობანა ვითამაშოთ,გინდა?!-ამის თქმა და ბავშვების გადაბჟირება ერთი იყო.
-რა ვითამაშოთ?!-ვერ სუნთქავდა მათე ლიკუნას სერიოზულ სახეზე.
-აი,ხომ იძახით,რომ სპორტის მეფეები ხართ?!-გაეღიმა იაშვილს-ჰოდა „ქალაქობანას“ სტრუქტურით ჩამოვწეროთ ფურლცებზე სპორტის დასახელებები,ვინც რამდენს გაქაჩავთ და მოცემულ ასო-ბგერაზე გაიხსენეთ სპორტსმენის სახელი ან თუნდაც გვარი,მოსულა?!
-არა,მაგეებს ჩვენ ვერ ვითამაშებთ,ისეთი რამე გვინდა რაშიც მეც ჩავერთვები!-აწიკვინდა გამრეკელი.
-მოიცა,ერთი წამი,ლიკუნა 5 ფეხბურთელის დასახელება მაინც შეგიძლია?!-გაეცინა ჯაიანს.
-თხუთმეტსაც,დემე შენ მაგაზე არ იდარდო..
-ათი მითხარი,მიდი ვითვლი..
იაშვილმა ჯერ თვალები დააწვრილა და ისე ჩააშტერდა ჯაიანსს,მერე ირონიულად გაუღიმა და სწრაფად დაიწყო:
-მოქმედი თუ ყოფილიც შეიძლება?!
-ყოფილიც იცი დაჟე?!-სიცილი აუვარდა დემეტრეს,ბავშვები ხმას არ იღებდნენ,ვერავინ ერეოდა ამ ორის ირონიით გაჟღენთილ საუბრებში.
-შენ ირონიას წყალი გასდის და გადაწურე,ძალიან გთხოვ ...
1.მიშა მესხი.
2.კახი კალაძე.
3.აჩი,შოთი და რეზი არველაძეები.-არ გინდა სამი არ მიათვალო,ერთში გაატარე-თვალი ჩაუკრა მომღიმარ ჯაიანს.
4.ლევან კობიაშვილი
5.გიორგი ქინქლაძე
6.ბორის პაიჭაძე
7.დავით ყიფიანი
8.სლავა მეტრეველი
9.რამაზ შენგელია.
10.თორნიკე ოქრიაშვილი..-ჯაიანსს დაძაბულ სახეზე გალურჯებამდე სიცილი,რომ აღიქვა,მათე,აბაშიძე და ჟღენტი ვეღარ სუნთქავდნენ,ნადირაძე წყლის მოსატანად გარბოდა,გამრეკელი ვერ ხვდებოდა ბოლოს რატო ჩაბჟირდა ყველა,იაშვილი კი იდგა სერიოზული სახით.ნოდომ,რომ ამოისუნთქა ისეთი სერიოზული სახით ჰკითხა რა გაცინებსო,მეცხრე ტალღამ გადაუარა სახლს.
-ლიკუნ,ისეთი ლეგენდები ჩამოთვალე ეს ოქრი ბოლოში რაღა იყო?!-გაკვირვებით ჩაეკითხა ნადირაძე.
-ოოჰ,ისინი ლეგენდები არიან, ეს სიმპათიური!-ხელი აიქნია ლიკუნამ.
-შენ სიმპათიურის განმარტება თუ იცოდე მე ვიყო თორნიკე ოქრიაშვილი!-ვერ სუნთქავდა დემეტრე.
-ბოღმა და შური ამ რაოდენობით არის საშიში,ისედაც დეგრადიულ გონებას გაგინადგურებს და ერთი ამება ან ევგლენა დარჩები ჰა,ჰა ქალამანამდე მიაღწიო..!
-ეს ქართველი ლეგენდები და ოქრი კაი,ისტორიაში ისწავლიდი ცხრას და მეათეს ინსტაგრამში,მაგრამ უცხოეთში როგორ გვაქ საქმე?!-ჩაერია ხურციძე.
-თავს დავდებ,ჟღენტმა იმ ცხრიდან ოქრის გარდა,3 კაცის გარდა არცერთი იცის ვინაა!-ბექამ ხელი გადახვია ლიკუნას და გაღიმებულმა გადახედა ბიჭებს-ვიზე ნაკლები გვყავს,ლიკუნა?!ხო იცი ლიკუნა ვინმე, არ შემარცხვინო?!
-აუ,თქვენ გიმტკიცებთ ახლა ვინ ვიცი და ვინ არა რა!-ხელი აიქნია ლიკუნამ.
-ბიჭო,ლიკუნა მორაგბეებშია მხეცი,მორაგბეები იცის,რაგბი-არა!-სიცილით სულს ვერ ითქვამდა მათე,სანამ ქარჩხაძემ ხელი არ „წამოარტყა“ და ლიკუნას მშვიდ სახეს არ გადაეყარა.-კაი,რა ლიკუნა,იმ ბიჭს სხვა სტანდარტები აქ,შენ გჭირდება ბიჭი,რომელიც დააფასებს შენ სიბრძნე-გონიერებას და არა კისრიდან დაშვებულ ფეხებს,რომელიც არ გაქვს.-მათე ისევ სიცილს აპირებდა ჯაიანს,ქარჩხაძის და კიდევ იმ ორის სახეს რომ გადააწყდა,ხმა ჩაუვარდა.მიხვდა,რაღაც ისე ვერ თქვა,იაშვილს თავი დაეხარა,გაღიმებულს.-ლიკუნა,სამ...
-გეყოს!-უყვირა ბექამ და მხიარული სიტუაცია უცებ გადაიქცა დაძაბულ მომენტად.
-ლი,წამო ჩემთან..-ბექას ხელებიდან გამოაძვრინა სიფრიფანა სხეული ნიშკამ და სამზარეულოში გაიყვანა.
ასეთი იყო,ყველას იმდენად მარტივად შეეძლო მისი გულის ტკენა თავადაც ვერ ხვდებოდნენ ამას.კარი მიხურეს თუ არა,წამის მეასედში მობრუნებულ ნიშკას თვალებაბრჭყვიალებული ლიკუნა შერჩა ხელში.
-მე..მე ვიცი,რომ ლამაზი არ ვარ,დიახაც,არ ვარ!-ეცადა სიამაყის შერჩენილი ნოტები გაერია ხმაში.-არც მინდა,რომ ვიყო,დიახაც,არ მინდა!-ხელისგულებით მოიწმინდა ცრემლები-ასეთი უბრალო გარეგნობის მქონე უფრო მარტივად შევძლებ ჩემი ადამიანის პოვნას,ვიდრე ისეთი..-მაინც აეტირა,მაინც ვერ დათმო ნიშკასთან ცრემლები,მთელი ძალით უჭერდა სუსტ ხელებს მხრებზე ნადირაძეს.ნინას,რომ შესძლებოდა მათეს სცემდა ამ დაუკვირვებელი სიტყვებისთვის.
-ნინა,ორი წამი გადი ბექა გეძახის..-დემეს შემოსვლას არ ელოდნენ,უცებ შეკრთა იაშვილი მის დანახვაზე,ყველაზე მეტად რასაც ერიდებოდა,ვინმესთვის მისი სისუსტის და ცრემლების დანახვა იყო.ნინამ ნოდოს თვალით ანიშნა რომ ახლა ხუმრობის დრო არ იყო და სამზარეულო დატოვა.
-სულ ტყუილად შემოდიხარ,არ მჭირდება შენი დამშვიდება..
-გახსენდება,რომ ოდესმე დამიმშვიდებიხარ?-გაეღიმა დემეტრეს.
-არც არასდროს დამჭირვებია.!
-შენ არ გჭირდება სიმაღლე,იმისთვის რომ იდგე ვიღაცებზე მაღლა,არც აპრეხილი ცხვირი,იმისთვის რომ ზედმეტად მაღლა სწევდე მაგ ცხვირს შენი არისტო და კრატიის ამბავში-ეღიმება და ნელი ნაბიჯებით უახლოვდება ლიკუნას-არც ცისფერი თვალები გინდა იმისთვის,რომ ვიღაცის ერთ თარგში გამოჭრილი გერმანელივით დასკვნითი აზრი გამოიტანოს მამაკაცმა,როგორი ხარ.. მათემ უბრალოდ იხუმრა,დაუფიქრებლად,მაგრამ არა შენთვის რაიმის საწყენად,ხვდები?იქ მსხდომი ნებისმიერი ბიჭი,რომელიც შენთვის ღირებულია,ფიქრობს რომ შენი აუტანელი კრატიების და არისტოების მიუხედავად ღირხარ იმდენად,რომ აგიტანოთ,გასაგებია?-ზედმეტად ახლოს დადგა იაშვილთან.-ერთხელ,ვიღაცამ ჭორის დონეზე იცრუა,რომ გიყვარდი-სახე აეწვა ლიკუნას სიბრაზისგან,სიბრაზისგან და გაურკვეველი ემოციებისგან-წამის მეასედში გავაანალიზე,რომ არ შეიძლება შენნაირი გოგო დამემსახურებია,რამდენად შეუფერებელი ვიქნებოდი მე ვიღაც „ბოგანო“ შენ „აღმატებულებასთან“..
-იმედია ეგ ყველაფერი იმ წამის მეასედშივე მოკვდა.!-ცრემლებმა უმტყუნა თავადის ქალს,სამზარეულოს გაეცალა და მეორე კარის გავლით პირდაპირ აივანზე გავიდა,სადაც ქარჩხაძე გაურკვეველ ემოციას ებრძოდა,მისთვის მარტო და ყველასთვის უთქმელად.
ერთმანეთის თვალებს,რომ გადააწყდნენ,თითქოს პირველად ამეტყველდნენ მათი თვალები ასე გულღიად.ასე და-ძმურად.ასე ახლობლურად.თითქოს ორივეს ერთი უცნობი ემოციის გაელვება უფორიაქებდა გულს.
-მართლა მიყვარდა..-ამოიჩურჩულა ლიკუნამ და ბექას გვერდით დაჯდა-მეცხრე კლასში,მართლა მიყვარდა.
-მოდი ჩემთან..-ხელი გადახვია მეგობარს და გულზე მიიკრო-რატომ არ მითხარი?
-ასეთ რამეებზე ვერ ლაპარაკობ,ბექუნა,ბიჭის სიყვარული მარტივია,ურცხვად ამბობს თავის გრძნობებს დაუფარავად ამჟღავნებს,ჩვენ კიდე ყველა მზერას ვაკონტროლებთ,ყველა მიმიკას,მიხვრა-მოხვრას არ ვიცი,ეს საშინელებაა,უამრავი ბარიერი,რომელსაც ასე მარტივად ვერ კვეთ,როცა არასასურველი ბიჭი გიყვარს.!
-როგორ გებულობთ,ეს ბიჭი არასასრუველია,თუ პირიქით?-გაეღიმა ბექას.
-თუ ბიჭი მეგობრის სტატუსს ატარებს,ყველა ხიდი ეწვება გოგონას,აქ საქმე მარტო სიყვარულზე აღარ არი,უარყოფითი ან პასუხგაუცემელი გრძნობის სანაცვლოდ შენ შენი მეგობრობაც უნდა გაწირო,ამას სიკვდილი სჯობს,ალბათ მეგობრისთვის..
-ლიკუნა,ბიჭი არ ღირს იმად,რომ..
-ბექა,როგორ გეტყობა,რომ არ გყვარებია..-გაეღიმა იაშვილს-მე დემეს გამო იმ მომენტში ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი,ჩემ არისტოსაც დავთმობდი,ჩემ კრატიასაც და ყველაფერს,რაც მასთან დაახლოებით თუნდაც ერთ ლოკოკინას ნაბიჯს გაუტოლდებოდა,მერე უბრალოდ გავიზარდე და მივხვდი,რომ არ ღირდა.ლიკა იაშვილი არ ღირდა იმად,რომ ამხელა გრძნობას მარტო შეჭიდებოდა,თუ ამ ყველაფერს ჩავუღრმავდებოდი,ვერასდროს მივცემდი თავს უფლებას ჩემი თუნდაც პლატონური სიყვარულისთვის მეღალატა,სამი წელი ვებრძოლე მთელი ჩემი შეგნებით და დღესაც საკმარისია,მისი ერთი უაზრო გამომეტყველება,რომ მე ხასიათი შემეცვალოს..
-დღემდე გიყვარს?-თვალებში ჩააშტერდა გაოგნებული ქარჩხაძე.
-მხოლოდ ის სიყვარული მიყვარს,რომლითაც დემეტრე მიყვარდა,მხოლოდ ეს სიყვარული..-გაეღიმა და კიდევ ერთხელ შეიწმინდა ჩამოგორებული ბურთულა სახეზე.-ყველა გამოხედვას დააკვირდი,ბექუნა..ყველა მზერის შინაარს ჩაუკვირდი,არ იცი ღამე რას გიმზადებს დილისთვის,არ იცი ხვალინდელი დღე რით გაგაოცებს,შენ კი ეცადე უფრო ფართოდ გაახილო შენი დახუჭული თვალები.!-შუბლზე აკოცა გაღიმებულმა იაშვილმა კიდევ უფრო დაბნეულ ქარჩხაძეს და მარტო დატოვა ღამის წყვდიადში.


ბიჭების საძინებელი აშკარად ხმაურიან განწყობაზე იყო.
მათე გაუშვეს გოგონებთან,გამოიყვანე თუ არ სძინავთო.
სერენადების და 16 მარცვლოვანი მაჯამური რითმის მქონე ლექსების მერე ძლივს დაითანხმა გოგონები გამოსვლაზე და დალევაზე.
ის ღამე იყო ზოგადად მათსავით არაადეკვატური.
დაიწყეს სკოლის სადღეგრძელოთი,როგორც ადგილის,სადაც ყველამ ერთად გაიცნო ერთმანეთი,საბოლოოდ სანამ 67 მასწავლებელს და მათი სწავლის პერიოდში გამოცვლილი 3 დირექტორი არ ადღეგრძელეს,მანამ არ მოეშვნენ სწავლის აკვანს,როგოც ამას მთვრალი იაშვილი უწოდებდა სასწავლო დაწესებულებებს.
-მოდი რას გაუმარჯოს იცი?-მაღლა ასწია ჭიქა ჯაიანმა-აი,იაშვილი გენეტიკის დონეზე,რომ ვერ მიტანდა და ისტორიის საკონტროლოებს მაინც რომ მაწერინებდა.!-ამის გაგონებაზე ისედაც წითელი ლიკუნა,ისე გაცხელდა ნინას შეეშინდა ახლა არ აალდესო.
-ამ ჭიქით,იმას გაუმარჯოს,მე რომ ნიშკას ვუცდიდი საჭირო ოთახთან და ჩემმა დამრიგებელმა ჩემზე ათასი სისულელე,რომ იფიქრა ნადირაძის კოსმეტიკით ხელში,რომ დამინახა!-ახლა ქარჩხაძემ გამოსცალა ჭიქა.
-იმ გრძნობას გაუმარჯოს,ვიღაც რომ გყავს და გეიმედება, თუნდაც გლეხის ბიჭი იყო, თავად-აზნაურობა და შენსავით მოკვდავი ხალხი გყავს გვერდით, ეგ იმედი არ წამართვას ღმერთმა,აი მაგ იმედს გაუმარჯოს!-დათა ჟღენტის ნათქვამზე ყველას გაეცინა.
-არისტოს და პროლეტარს,იაშვილს,აბაშიძეს და ქარჩხაძეს, ხურციძეს, რომ აერთიანებს,მაგ მეგობრობას გაუმარჯოს!-ამაყად განაცხადა ნოდომ.
-პროლეტარებო,ყველა ქვეყნისავ შეერთდით!-იყვირა მათემ და იაშვილის მზერას,რომ გადააწყდა დანებების ნიშნად ორივე ხელი მაღლა ასწია,მის ამ ქმედებაზე გამრეკელი ლამის სკამიდან გადავარდა.
-ვერ და არ თქმულ სიტყვებს გაუმარჯოს,ყელში ბურთად რომ გვადევს და სუნთქვის უფლებას არ გვაძლევს,წითელი ხილის გაელვებას გაუმარჯოს..-აბრჭყვიალებული თვალებით გადახედა ნადირაძეს და ისე მოეხვია თეკლამ ხველება დაიწყო,მეც აქ ვარო.
-მეგობრის თვალებს გაუმარჯოს,ერთ ტკივილს და ერთ განცდას,რომ გრძნობთ და ერთნაირად,რომ გესმით სამყაროს ბრუნვის ყველა ფორმულა,ჩაის სახლს და ჩვენ ადგილს გაუმარჯოს!-დააგვირგვინა ნიშკამ.
-ნიშკუ,მართალია ვიღაც უყვარსო,რომ გავიგე?!-გოგონებს შორის ჩაჯდა დემეტრე.
-დიახაც,მართალია!-წამოიყვირა ლიკუნამ.-მერე რა?არ გვაქ უფლება ვინმე გვიყვარდეს?დიახაც,გვაქ!
-შენ რატო ნერვიულობ?-გაეღიმა დემეტრეს,დაიძაბა ბექა.
-მეც მიყვარდი მეცხრე კლასში,მაშინაც ვნერვიულობდი,რა ცუდია არა?არასწორ დროს ვარჩევთ რაღაცების შესამჩნევად,ვაგვიანებთ და მერე ასე ენაგადაყლაპულები ვსხედვართ ერთმანეთის წინ,თავს ვაჩვენებთ,ვითომ არც არაფერი ყოფილა,არც არაფერი არის და ალბათ ვერც ვერაფერი იქნება!ჰო,უყვარს!ვალდებულია ვინმეს ანგარიში ჩააბაროს?!უნდა და უყვარს,მეც მინდოდა და მიყვარდი,ეს შენ აღიქვამდი იაშვილს,როგორც ისტორიის წიგნს,რომელსაც საკონტროლოების წინ შლიან ხოლმე,შენ უყურებდი ლიკუნას, როგორც არარაობას,როგორც მხოლოდ არისტოს და კრატიას,არასდროს ერთად არც ერთ კონტექსტში,ჰო,დემე,შენ მე არ შემეფერებოდი,მე მარტო შენი სიყვარულიც კი მაყენებდა შეურაცყოფას,დიდი ამბავი,გადავიტანე..-რომ მიხვდა რაც გააკეთა,ნიშკას თვალებს,ბექას დაბერილ ძარღვებს,ბავშვების დაძაბულ სახეებს და დემეტრეს მომუშტულ თითებს რომ გადააწყდა,ენაზე მწარედ იკბინა და ჟანგის გემომ გულის რევის საოცარი შეგრძნება მოგვარა.
-სად მე,ვიღაც ვიგინდარა და სად შენ,თავადის ასული..!-გაეღიმა დემეტრეს და სიგარეტს მოუკიდა.
-არაუშავს დემე, ბავშვი ვიყავი, იმ დროს ვინმეს რომ ეკითხა თავადობას და დიადემას კაირა სულსაც დავთმობდი,ჰო,ალბათ ბავშვი,რომ ვიყავი მაგიტომაც..-ლიკუნას ხელებში მოქცეულმა სიგარეტის ღერმა,სახე მოუქცია ჯაიანს.
-ბავშვი იყავი და სულელი?ეგ ლოგიკაა?
-არა,ბავშვი ვიყავი და პირველად ვგრძნობდი,რაღაც თავადურზე,კულტურაზე და ყველაფერ ამაღლებულზე უფრო წრფელს,მე ლაშა-გიორგი ვიყავი და შენ ლილე..-გაეცინა თავის ნათქვამზე-იმ განსხვავებით,რომ მე ვერ მოგიტაცე,ვერ გაგიბედე გრძნობებში გამოტყდომა.
-თავადობამ გძლია ალბათ...-გაეცინა დემეტრეს და სიგარეტის ღერი ხელებში დაკუჭა,დაგრიხა.-არ გიყვარდი ალბათ..ასე ვერ დამალავდი რომ გყვარებოდი.
-დემეტრე,მეორედ ჩემ სიტყვებში და მითუმეტეს ჩემ გრძნობებში ეჭვს შეიტან და ჩემ არისტოსაც დავივიწყებ,ჩემ კრატიასაც და მაგრად გცემ!-ამაზე ყველას გაეცინა დემეტრეს გარდა.
ყველამ სასმელს დააბრალა.
მხოლოდ ქარჩხაძე იჯდა ჩაფიქრებული.
იცოდა ლიკუნა ამ ყველაფერს ტყუილად არ აკეთებდა.
რაღაცას ვერ ხვდებოდა,ვერ პოულობდა რაღაც ძალიან ახლოს მყოფს.
ისე თითქოს ვიღაც ან რაღაც განძრახ უხვევდა თვალს,სიმართლის არ დანახვისთვის.
მიძინებულ მეგობრებს გამოეპარა და ჰამაკში მოთავსდა.
საკმაოდ ციოდა ღამის კიკეთში.
ისე თითქოს,რაღაც ახალისთვის ამზადებდა ცხოვრება.
ტელეფონს დახედა,ანუკას უამრავი გამოტოვებული ზარის ნახვაზე სახე ისე დაებრიცა,მიხვდა ცხოვრების ამ მომენტში გაბრიჩიძე ერთადერთი ადამიანი იყო,რომელიც აღარ უნდოდა გვერდით ჰყოლოდა.
არც არასდროს ნდომია განსაკუთრებულად,მაგრამ თითქოს ერთ შანსს აძლევდა ამ ურთიერთობას ყოველი დაშორების ზღვარზე.
ტელეფონის ვიბრაციამ და ანუკას მიერ დაყენებულმა ანუკას ფოტომ კიდევ ერთხელ გაანათა ბექას ტელეფონში.
-ფეხი მოვიტეხე,შენ კიდე ერთხელად არ გაგჩენია..
-ანუკა,როგორ ხარ?-მშვიდი იყო ბექა.
-ცუდად,თუ ინტერესდები ზოგადად ამ ფაქტით.
-რატომ ანუკა?
-ვბრაზობ,მანდ შენ მეგობრებთან ერთად,რომ ხარ და არ გახსენდები.
-ფეხი როგორ გაქვს,გტკივა?
-არა,არც ისე.
-ანუ ყველაფერი კარგად არის.
-ბექა,შენ რა არ მისმენ?!-აღშფოთდა ანუკა.
-არ გისმენ.-ისევ ისეთი მშვიდი იყო ქარჩხაძე.
-ბატონო?!
-ანუკა ცას გახედე ფანჯარაში,აბა..
-გავხედე,მერე?-სიკაპასე არ ცხრებოდა გოგონას ხმაში.
-რას მეტყვი,როგორი ცაა,შენთან თბილისში?!
-ჩვეულებრივი,შენ ნორმალური ხარ საერთოდ?-კივილს ვეღარ გაუძლო და ისე გაუთიშა ეკრანსაც აღარ დახედა.
„თეკლა იტყოდა,რომ ახლა გარეთ ლურჯი ცა კიდევ უფრო ლურჯია.ვარსკვლავების თვლას დაიწყებდა და მოკვდებოდა სიცილით ბებიამისის დარიგება,რომ გაახსენდებოდა მეჭეჭების ამბავზე.“
„ლიკუნა იტყოდა,რომ ეს ცა ვერტიკალურია და ბრუნავს,სიყვარულის მთელი რიგი ფორმულებით არი გადაჭედილი და თუ ამ საკითხს რაციონალური არისტოკრატიულობით მივუდგებით თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ,რომ ჩვენ ადამიანებს ღმერთმა ეს ცა იმიტომ შეგვიქმნა,რომ კიდევ ერთხელ გვეგრძნო თავი დაცულად,სიყვარულის ჭერქვეშ..კიდევ ვიღაც გაურკვეველი წარმოშობის მწერლების ლიტერატურულ მონაკვეთებს მოიყვანდა და ბლა ბლა..“
„ნიშკა იტყოდა,რომ ... ამ ცის ქვეშ ახლა მე და შენ რომ ვსხედვართ,ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს..“-თავადაც ვერ მიხვდა,რატომ იფიქრა,რომ ნიშკა ასე იფიქრებდა.
იმის გაფიქრებაზე,რომ ამ ცის ქვეშ შეიძლებოდა,რაღაც ისეთი მომხდარიყო,რაც ნიშკაზე აიძულებდა სხვაგვარად ეფიქრა,შეაჟრჟოლა.
ფიქრიც ვერ აპატია საკუთარ თავს.
ერთი მცირედი გადახვევაც მისთვის სისხლის აჩქარების და ამოუცნობი ემოციის მომტანი იყო.ასე არასდროს დამართნია სხვაზე.ამდენი არასდროს უფიქრია,როცა ბიჭებმა უთხრეს იაშვილს ვიღაც ყვარებიაო.არც გამრეკელის რომელიმე თაყვანისმცემელზე ჰქონია იმაზე მძაფრი რეაქცია,ვიდრე ეს კარგ მეგობარს შეეფეროდა.მხოლოდ ნიშკა ვერ ეთმობოდა.
მხოლოდ ის იყო სხვა და ვერ გებულობდა ამ ყველაფერზე ახლა,ზუსტად ამ ცის ქვეშ რატომ ფიქრობდა.
„ნიშკა ყველაზე სუფთაა,ყველაზე წმინდაა.ნიშკა ოჯახია.“


ოთხშაბათი.
დილით გამრეკელი აბაშიძემ და ჟღენტმა პირდაპირ აუზში ჩააგდეს მძინარე.
კივილ-წივილზე იმდენი იცინეს თეკლა სიბრაზისგან ორთქლს უშვებდა ყურებიდან.
-ცოტა ქალურად მაინც იკივლე,ნეანდერტალელივით,რომ ღრიალებ!-ეზოში გამოვიდა ლიკუნა,თმებს ისევ ვერაფერს უხერხებდა,ცდილობდა მაღლა ისე აეწია ლამაზიც,რომ ყოფილიყო. სილამაზის განსაზღვრებაზე თავისებური შეხედულელების გამო ეშლებოდა მისი თმების მაღლა აწევაზე ნერვები.
-მიხედე რა შენ დალალებს!-აუზიდან უკივლა თეკლამ.
-ნიშკუ,მითხარი,რომ ბროწეულის წვენის მარაგი ბოლომდე არ გათავდა..-ამოიოხრა ლიკუნამ და შეწუხებული სახით დაეშვა მოწნულ სავარძელში.გამრეკელის კივილი პირდაპირ ურტყამდა მის ნაბახუსევს.-თეკლა ჩაგახრჩობ მანდ დედას გეფიცები, ხმა ჩაიგდე!
მომენტალურად ყველა,რომ გაისუსა მიხვდა ზედმეტად გამოვიდა თავადის როლიდან.
-თქვენ ამოდენა ბანოვან ქალს არ გეკადრებათ,მსგავსი ღრიალი..-მეორე სავარძელში მოკალათებულმა,ამოიბურტყუნა ჟღენტმა და სანაცვლოდ იაშვილის კოპებშეკრული მზერა და ავისმომასწავლებელი ქოშინი მიიღო.-კაი,ლიკუნ!დავზავდით..
-დალიე,დამშვიდდი, წვნიანს გავაკეთებ და გამოხვალთ მალე..
-დღეს ხომ არ ჩამოდიან გარეშე საზოგადოების წევრები?-კიბეებიდან ხრიალებდა ხურციძე.
-რაო მეთიუშ, გიწია ბახუსის ცოდვამ?-აკაკანდა აბაშიძე
-შენ ანგინა გადაგეზრდება მძიმე მოტეხილობაში ვატყობ მე..
-რა ბრაზიანი ხარ,ლომო?-არ ცხრებოდა ნოდო.
-არ გამაბრაზო შენთვისვე აჯობებს,შენი და ჟღენტის ისეთი ვიდეოები მაქვს,“ლგბტ“ საზოგადოება ხვალვე მოგადგება ჭიშკართან,“ჩვენ შენთან ვართ“ ძახილით..
-დიდი ამბავი,დათას სხეულის გაბარიტებმა აჯობა ბალიშისას და გაასწორა,რა მოხდა მერე?-უდარდელად ამოილაპარაკა ნოდომ და დემეტრეს გადახედა,რომელიც უკან ადევნებოდა ნიშკას.
-ნიშკუ,მე დავლევ რა..
-არა,ლიკუნასია და შენ ნაბახუსევს უფრო აიტანს კაცი ვიდრე მისას!
-აქ შეკრებილი საზოგადოება მორჩილად გთხოვს დააცადო ამ ჯადოქარ ქალს ისევ ადამიანად დაბრუნება.-შესძახა გამრეკელმა და პირსახოცი მოიხვია სხეულზე.
-ნუ ჩამკივი ყურში,პირდაპირ ნერვებზე ურტყამ თეკლა და გეფიცები არაადეკვატურად გცემ..-ამოიჩუჩულა ლიკუნამ და წვენი მოსვა.
-სასმელი შენში რა ამორძალურ თვისებებს აღვიძებს ლიკუნა?-გაეცინა ბექას და ნიშკასკენ გაქცეული მზერა „უკან მოაბრუნა“.
-ბევრს რომ ალაპარაკებს ფაქტია..-ამოილაპარაკა დემეტრემ და იაშვილის წარბაწეულ მზერას თავისი დაახვედრა.
-თუ ვინმეს რამე არ მოეწონა, It’s not my problem..-ჩაიქირქილა ლიკუნამ და ბროწეულის წვენი ბოლომდე ჩაცალა.
-ლიკუნა,რომელი საათია?-თმების გამშრალებას მორჩა თეკლა.იაშვილმა ტელეფონს დახედა და თვალები ისე გააფართოვა ნინას სერიოზულად შეეშინდა არ გადმოსცვენოდა.
-რა მოხდა გოგო?!-შეიცხადა ერისთავმა.
-ბლიაძემ მომწერა..-ამოიჩურჩულა იაშვილმა და ნადირაძეს ისეთი სახით გადახედა თავისით დაუსხა ნინამ წვენი ჭიქაში.
-იაშვილიც თხოვდება,გოგოებო,დროა მემგონი ამოთქვათ პლატონური სიყვარულის პრინცებს რა ჰქვიათ!-იცინოდა ხურციძე.
-ეს რა ხელზე დაუმეგობრე ის ბიჭი,მათე!-შეჰკივლა გამრეკელმა-აჰა,ჩემი ტელეფონი,დროზე და ვისაც გეტყვი იმათ გაუგზავნი მოთხოვნას,გაიგე შენ?
-ამას გონია,მივწერ?-წარბები მაღლა ასწია ლიკუნამ.
-სხვათაშორის შენ იყავი ინიციატორი და ახლა შენგან ეგ ნაბიჯი სხვა რამეზე მეტყველებს..!-თქვა ქარჩხაძემ და სიგარეტს მოუკიდა.
-რას ელოდები,ლიკუ?-ჯაიანის ირონიულ სახეზე იაშვილის ღიმილი და ბლიაძის კითხვაზე „როგორ ხარ“ პასუხის გაცემა დაახლოებით სამი წამის ამბავი იყო.
ნინა თავის აქეთ-იქით ქნევით დაბრუნდა სამზარეულოში.
ეღიმებოდა ამ სიტუაციაზე,მაგრამ ისიც იცოდა ლიკუნამ მარტო დემეტრეს ჯიბრზე,რომ გასცა სანდროს პასუხი.
წვნიანს ამზადებდა,სამზარეულოდან ისეთი სურნელი გამოდიოდა ბავშვები ვეღარ ითმენდნენ.
ბოლოს ყველა სათითაოდ გაყარა თავისი სამფლობელოდან და ხახვის დაჭრა დაიწყო.
ბექა,რომ შევიდა უკვე გემრიელად ტიროდა ნიშკა.
-მიყვარს ხახვი.!-გაეცინა ბექას ნინასა და ხახვის ურთიერთობაზე.
-ეგ მე რომ მატირებს,თორემ ისე ვერ იტან და საჭმელებშიც თუ სადმე წააწყდები ჩუმად აცილებ...-გაღიმება სცადა ნადირაძემ და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შეიწმინდა.
-შენი ცრემლები მარტო ამას ეპატიება.!-გაეცინა ბექას.
-შენში ჯემალმა გაიღვიძა?-ხახვი წვრილად დაჭრა და ქვაბში ჩაყარა.
-ნუ დასცინი ჩემ არისტოკრატიულ ფრაზებს.!
-ლიკუნამ არ გაგიგოს მაგ ფრაზებს არისტოკრატიას,რომ აწერ თორე სისხლისღვრა არ აგვცდება.
-ნინა,როდიდან გახდი შენ ასეთი მწარე?
-მე არა, მხოლოდ ხახვი.
-ვინ ხარ და რა უქენი,ჩემ ნიშკას?!-თვალები დააწვრილა ბექამ და ნადირაძის ლოყისკენ გაწეული,საკოცნელად გამზადებული ტუჩები ჰაერში იმ ფორმით დარჩა,როგორც საწყისში იყო.-გაბრაზებული ხარ?რა გჭირს?
-ნიშკა ვისია ეგ სადავო საკითხია,ჩემო ბექა!-ოთახში გამრეკელი შემოვიდა და ნინას ზურგიდან ჩაეხუტა თმებში დაქაჩვა,რომ იგრძნო და სახე ტკივილისგან დაებრიცა.
-ან შენი ნებით შორდები ჩემ პირად საკუთრებას ან მძიმე არტილერიის ძალის გამოყენებაზე გადავდივარ..!-ნინა ამ ორის შემხედვარე ისე იცინოდა წვნიანიც გადაავიწყდა.ბოლოს ისევ ჟღენტის,აბაშიძის და ხურციძის ტრიომ შეახსენა,რომ საქმე ცუდად იყო ნაბახუსევი მეტს ვერ მოითმენდა.
სუფრა 10 წუთში გაშლილი იყო,კატეგორიული სიჩუმე სუფევდა მისაღებ ოთახში.
იაშვილის ტელეფონმა მდუმარება,რომ დაარღვია ამას აიტანდა კაცი,მაგრამ ლიკუნას ფხუკუნზე აღარავის დაუმალავს ემოცია.
ნელ-ნელა გოგონებიც აიყოლია გაუგებარი მიზეზით სიცილში.
ბოლოს ყველა ისეთ ხმაზე იცინოდა კიკეთში მოსახლეობა შეწუხდა.
სასაცილო ის იყო,რომ არც არავინ იცოდა იაშვილის გარდა რაზე იცინოდნენ.
-ბოლოსდაბოლოს იტყვი რა მოხდა?-ვეღარ სუნთქავდა ნინა.
-ხვალ კიკეთში მოდის,მისი ძმაკაცის აგარაკზე და გამოიცანით,რომელია ჩვენ ირგვლივ გოგიბერიძის ეზო..-სულს ვერ ითქვამდა ლიკუნა.
-გზის მოპირდაპირე მხარეს,პირველივე სახლი..-ამოიფრუტუნა მათემ-გზაში არ გითხარი?მგონი ჩხუბი არ აგვცდება..
-ჩხუბი რაშუაშია?-წარბები შეკრა ლიკუნამ.
-არა ბიჭოს!-მაგიდიდან წამოდგა დემეტრე.
-მათე არ დაგავიწყდეს შენი სისულელეების ბრალია ეს ამბავი,არ გაბედო რამე ისეთი გააკეთო,რომ მე დაბადების დღე ჩამიშხამოთ,თორე არც ერთს ხმას არ გაგცემთ!
-ვიღაც მორაგბის გამო ...
-შენ არავინ გეკითხება ვიღაც მორაგბეა თუ ჩემი შვილების მამა,კაი?-დემეტრეს საფეთქლებზე სისხლი მოაწვა ლიკუნას სიტყვების გაგონებისას.
სიტუაცია, როგორც ყოველთვის ნინამ და ბექამ განმუხტეს.
ბოლოს გადაწყვიტეს ეთამაშათ,ვინაიდან მზე კარგად აცხუნებდა გოგონებმა საცურაო კოსტუმები მოირგეს და აუზთან შეიკრიბნენ.
-აბა,რა ვითამაშოთ?-დოინჯით შემოირტყა ხელები მათემ და თვალები დააწვრილა.
-„სიმართლე თუ მოქმედება“-წამოიყვირა გამრეკელმა და ლიკუნას გვერდით დაიკავა ადგილი შეზლონგზე.
-ბოთლს შენ მოიტან.!-სათამაშოდ მოემზადა დათა.
თეკლამ ბოთლი მოიტანა.
პატარა მაგიდის ირგვლივ ლიკუნას და დათას შეზლონგები იდო,წრეზე დემეტრე,ნოდო და თეკლა ისხდნენ,ბექა და ნინა კი აუზიდან უერთდებოდნენ თამაშს.
-მეთიუშ,სიმართლე თუ მოქმედება?-დემეტრეს პირველი მსხვერპლი ხურციძე აღმოჩნდა.
-მოქმედება-წარბები შეჭმუხნა მათემ.
-ხეზე ადი და დღის ბოლომდე არ ჩამოხვიდე...-ისე მშვიდად ამოილაპარაკა,ვითომ აქაო და არც არაფერი უთქვამს განსაკუთრებული.
-არ არსებობს,კაი რა..!-სახე დაებრიცა მათეს.
-თუ თამაშია,თამაში იყოს!-გაბრაზდა თეკლა,ბიჭები ორად იკეცებოდნენ მათეს საცოდაობაზე,მისი ორ მეტრიანი სხეული ძლივს მოთავსდა ხის ტოტზე.
-გეფიცები ჯაიანო ამას მაგრად განანებ!-ყვიროდა ხის კენწეროში გასული ხურციძე.
-წარმატებები.!-გაეცინა დემეს და ბოთლი დაატრიალა.შემდეგი წყვილი თეკლა და დათა ჟღენტი იყვნენ.
-თეკლა სიმართლე თუ მოქმედება?!
-სიმართლე.!-მათეს ბედით შეშინებულმა თეკლამ ისევ მწარე სიმართლე ამჯობინა,უფრო მწარე მოქმედებას.
-ოდესმე მეგობრისთვის ისე გაგიხედავს,როგორც ბიჭისთვის?!მესმის უაზრო კითხვაა,ხო მიხვდი რასაც ვგულისხმობ?!-გაეცინა დათას.
-არასწორ ადამიანს დაუსვი ეგ კითხვა..-სიგარეტს მოუკიდა დემეტრემ,ლიკუნას მკრთალად გაეღიმა მის ამ ქმედებაზე და ისევ განაგრძნო ტელეფონში წერა.
-არასდროს.-ამაყად თქვა თეკლამ.
ბოთლი დაატრიალეს და ამჯერად ლიკუნა და ბექა ამოვიდნენ წყვილში.
-ლიკუნა სიმართლე თუ მოქმედება?
-სიმართლე,რა თქმა უნდა-სათვალე შეისწორა იაშვილმა.
-ნიშკას ვინ უყვარს?-ისე უდარდელად იკითხა,ნინამ ორი წამი კითხვის გაანალიზებას მოანდომა,ჰაერი დაიძაბა.ხურციძე ლამის ხიდან ჩამოვარდა.
-ბიჭი.-ლიკუნამ ღიმილით უპასუხა-მისი ერთადერთი სიყვარული უყვარს,მეხუთე კლასიდან ვინც უყვარს,აი, ის ბიჭი.!
-სახელი და გვარი ვიგულისხმე.!-გაბრაზდა ბექა.
-უნდა დაგეკონკრეტებია,მე ზოგადი პასუხის უფლებაც მქონდა.-თვალი ჩაუკრა იაშვილმა და ბოთლი დაატრიალა.
-დემე სიმართლე თუ მოქმედება?-გაეცინა ნოდო აბაშიძემ.
-მოქმედება-სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა ჯაიანმა.
-სათლიდან ხუთ თეთრიანს ამოიღებ,სათლი წყლით იქნება სავსე.-თვალი ჩაუკრა ნოდომ.
-შენ ხო არ იცი რა გაიჩალიჩე..!-სიმწრით გაეცინა დემეს და თეკლას ისეთი თვალებით ახედა ლამის ხელიდან გაუვარდა გამრეკელს სათლი.
მათეც კი ვიდეოს უღებდა ხეზე შემოსკუპული.
15 წუთი რომ აწვალეს ბოლოს დემეტრემაც შეძლო მონეტის ამოღება.
-ყოჩაღ დემე!-კიოდა თეკლა და ჯაიანის და აბაშიძის სირბილზე კიდევ უფრო ეცინებოდა.
-ნიშკა სიმართლე თუ მოქმედება?-კიიოდა ხიდან მათე.
-სიმართლე მეთიუშ.!-გაეცინა ნინას.
-ვინ გიყვარს?-მათეს გულწრფელ კითხვაზე ნადირაძეს უნებურად გაეცინა,დემეტრემ და ნოდომაც კი შეწყვიტეს სირბილი.
-დედიკო,მამიკო და ჩემი მეგობრები.!
-აუ,კაი რა ნიშკუ!-ამოიზმუილა დათამ.
-ჰა,ბოლო დარჩა და აღარ მინდა საერთოდ რა!-უკვე ყვიროდა დემეტრე ბოთლი მასზე და ლიკუნაზე,რომ გაჩერდა.-აი,აქ დამერხა..
-სიმართლე თუ მოქმედება?-ისე ჰკითხა ტელეფონიდანაც არ ამოუხედავს.
-მოქმედება.
-მათესთან ერთად მოთავსდი ხეზე და დღის ბოლომდე არ ჩამოხვიდე..!-ტელეფონს და პირსახოცს ხელი დაავლო,ბავშვების ემოციები დააიგნორა და ნიშკასთან ერთად დინჯად აუყვა კიბეებს.
-რატო აწვალებ?-გაეცინა ნინას.
-სამაგიეროს ვუხდი..!-გაეცინა იაშვილსაც.
-სანდრომ რაო?მთელი დღეა მას წერ,გავხსნა შამპანური?-აბაზანიდან გამოსძახა დაქალს.
-ნიშკუ,წარმოგიდგენია?უზნაძის „განწყობის თეორია“ აქვს წაკითხული..-აბაზანის კართან დადგა იაშვილი.
-ანუ თხოვდები?-ბოლო ხმაზე იცინოდა ნადირაძე.
-მანდ ცოდვებზე ფეხი არ აგისრიალდეს და ხერხემალი არ დაიზიანო მინიმუმ კუდუსუნის ძვალი რაა!
-დაპატიჟე,მოვიდეს აქ..!
-გაგიჟდი?არასდროს.
-რუსთაველის „ვეფხისტყაოსანზე“,რომ მიხვალთ და გაასრულებთ თქვენ ამბავს,ვითა სიზმარსა ღამისას,წამოიტირე,მერე ლამაზი არ ვარ და არ მოვწონვარ ბიჭებსო!
-ეს მე ვთქვი ოდესმე?ეს დეპრესიული ქალის პათეტიკა?
-კი,პლატონის სადღეგრძელოს რომ ამბობდი და აფროდიტეს ლანძღავდი რა დაგიშავე,მეც ვყოფილიყავი ეკატერინე ჭავჭავაძესავით ლამაზიო..!
-ძალიან ნასვამი ვიყავი ალბათ..-ამოიფრუტუნა ლიკუნამ.
-ვიტყოდი,მთვრალი!-არ ჩერდებოდა ნადირაძე.
-ნუ მაყრი ჭრილობაზე მარილს,ნინა გამოიჩინე მეტი ჰუმანურობა,რომელი კარგი დაქალი უყვება დაქალს თავისი სიმთვრალის ცოდვებს მეორე დღეს?!
-მოკეთეს პირში უძრახე და ყველა ქალია ადამიანი?!-ნინას მუცელი ასტიკვდა სიცილისგან.
-თავხედო..!-ვერც ლიკუნა რჩებოდა გულგრილი თავისი სიმთვრალის ამბები,რომ ახსენდებოდა.
მთელი საღამო ფილმებს უყურებდნენ.
„საშინებელამ თელების ქუჩაზე“ თავისი გაიტანა და ლიკუნა,თეკლა და ნინა ერთმანეთზე ჩახუტებულები აიყვანა თავიანთ საძინებელში.
ხიდან ჩამოსულ ჯაიანს და ხურციძეს ისედაც მძიმე დღე ჰქონდათ და გათიშულებს ჩაეძინათ.
ბექა ისევ ჰამაკში მოთავსდა და უცნობ ფიქრებს გაუშინაურდა.
შუაღამის სამზე მთელ სახლში შუქები ჩაქვრა.
გამომდინარე იქიდან,რომ გოგონებს ჯერაც არ ეძინათ,ყველაფერი უფრო გაამძაფრა.
სახლში დაახლოებით ისეთი ხმები გაისმა,კრუგერი,რომ ასრიალებს მის ბრჭყალებს რკინაზე.
გამრეკელის,ნადირაძის და იაშვილის ხმაში კივილმა მთელი კიკეთი წამოაყენა ფეხზე.
სამივენი მიკვრდონენ ერთმანეთს და ისე კიოდნენ.
თეკლას ხელში მაღალქუსლიანები ეჭირა,არ ვიცი რატომ იფიქრა რომ ფრედის,“დიორის“ მაღლებით გაუსწორდებოდა,მაგრამ ფაქტი იყო,ამ ქუსლების იმედი ჰქონდა.
ნინას ფარდის სამაგრი შტორი ჩამოეგდო ბევრ კივილში და ამ შტორით შეიარაღებული გაბმული ხმით კიოდა.
აი,ლიკუნას კანტის „წმინდა გონების კრიტიკა“ და დოსტოევსკის „კარამაზოვები“ მოემარჯვებინა და ამ სიტუაციაშიც კი ტემბრს აკონტროლებდა.
დემეტრე და ხურციძე,რომ შევარდნენ და ამ ფორმაში დაინახეს ჯერ კივილზე დაებრიცათ სახე,მერე შექმნილ სანახაობაზე.
-ყველაფერი კაი,მაგრამ ამ წიგნებით სულიერ სიმცირეს შეურყევდი თუ გაემარიაჟებოდი,მე წაკითხული მაქვსო და ის პირდაპირ დაეცემოდა?-ყავის ფინჯანი გაუწოდა დემეტრემ ლიკას და მისმა კოპებშეკრულმა მზერამაც არ დააყოვნა.
-იმ ორმა გაუჩალიჩეს და ესენიც დაპანიკნდნენ..-იცინოდა ბექა.
-არ დაპანიკდე შენ, მაგ სიტუაციაში.!-თეკლას ჩამოუჯდა მათე და აკანკალებული მიიხუტა-კაი,გეფიცები თქვენ თავს მაგრად ვცემ ორივეს ხვალ,პროსტა დღეს არც გამოვლენ ნათურის სინათლეზე.
-დათა და ნოდო,თუ გვისმენთ შიში და კივილი ხვალიდან ნახეთ თქვენ!-გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა დემეტრემ და ნინას გვერდით დაეშვა დივანზე.
ანთებული შუქი ისევ,რომ ჩაქვრა და ჟღენტის ხმა გაისმა,ყველა გაისუსა.
-მიშველეეთ!-ღრიალებდა დათა.
-ვაიმე..-პირზე ხელი აიფარა თეკლამ და ბიჭებს დააცქერდა,რომლებიც უკვე მირბოდნენ კარებისკენ.
სახლში ტელეფონის ფანრით შეიარეღებული დათა შემოვარდა,რომელსაც მაისური შემოხეული ჰქონდა და წითელად შეღებილი იდგა ბიჭების წინაშე.
-ნოდო..-ამოიხრიალა დათამ.
-დათა..დათა დაჭრილი ხარ?..-ამოილუღლუღა მათემ და უკან უკან დაიწყო სვლა.
-ნოდო წაიყვანა..
-ვინ,დათა ვინ წაიყვანა,რა ხდება?-ხმა აუკანკალდა ჯიშკარიანს-სად არი,ნოდო?!-იღრიალა როგორც შეეძლო და მის მაჯაზე ჩავლებული იაშვილის მტევნები დააიგნორა.
-წაიყვანეს...
-ვინ?!-ბექას ფერები აღარ ედო სახეზე.ისევ ის ხმა გაისმა და უნებურად,გოგონების ატეხილ კივილში ბიჭებიც ჩაერთვნენ.
სინათლე აინთო და დათას გაწითლებულ სახეზე ყველამ მარტივად გაარჩია 32 კბილი.
-ბოროტმა ფერიებმა წაგვართეს ნოდიკო..!-იცინოდა ბოლო ხმაზე და ბიჭების სახეებზე ხვდებოდა,რომ დროზე უნდა გასცლოდა სიტუაციას.
სახლი ოფიციალურად ჩაკეტეს.
ფანჯრებს დარაბები ააფარეს ბექამ და დემეტრემ,მათემ ყველა კარები ჩარაზა.
-იგემეთ,როგორია ღამის კიკეთი..!-გაეცინა იაშვილს და მიძინებულ ნიშკას პლედი მიაფარა-ავალთ ჩვენ.!
-მეც ავედი რა, ყველაფეირ მტკივა ხეზე ჯდომით!-წამოიძახა დემეტრემ და მას უკან მიჰყვა მათე.
ლიკუნამ და თეკლამ თავიანთ საძინებელს მიაშურეს.
იმდენად მარტო დარჩა საკუთარ ფიქრებთან და მძინარე ნინასთან ერთად,რაღაც მომენტში უცნაური შეგრძნებებისგან შეაქანა კიდეც.
ნიშკას გვერდით მოთავსდა დივანზე და მისი პლედიც გაინაწილა.
„მეხუთე კლასში,რომ არ გამეცანი..“გაიფიქრა გულში და მძინარე გოგონას დააცქერდა.
„რა იქნებოდა?ნიშკა,როგორ შეგიძლია ასეთი ლამაზი იყო?იმ პუტკუნა გოგოსა და შენ შორის რამხელა სხვაობაა,მაშინ,სულ პირველად,რომ მიყურებდა აღფრთოვანებული,მაშინ როცა გიტარაზე ვუკრავდი?!სად გააქრე ის პატარა ნინა?..“
„რომ გაიგოს გიყვარს,ის ბიჭი ვინცაა,მე რა ვიცი?!რომ გაიგებს გიყვარს,შენი წვნიანების და გამოხედვის ხათრით ოჯახს დაანგრევს კაცი..“
„არაა შენი ღირსი,გეფიცები!არაა ნინა,არაა შენი ღირსი,არავინ არ არი!“
„არ მინდა,რომ ვინმე იყოს ამ ყველაფრის ღირსი,რისი გაცემაც შენ შეგიძლია,დიახაც!ეგოისტურად არ მინდა..!“
-შენ ჩვენი ხარ,ნიშკუ..!-ამოიჩურჩულა და იმის გააზრებამ,რომ უნდოდა ეთქვა ჩემი ხარო უსიამოვნოდ გააჟრჟოლა სხეულში.
ხუთშაბათი.

მე რა ვთქვა?!
როგორ იგრძნობდით დილით თავს,როცა გაანალიზებდით,რომ თქვენ საყვარელ მამაკაცთან ჩახუტებულს გეღვიძებათ.
ადამიანთან,რომელიც ბავშვობიდან უიმედოდ გიყვართ.
რომელსაც თქვენს ცხოვრებაში პლატონის და მეგობრის სტატუსის გარდა არაფერი გააჩნია,თუ იმ უზღვავ გრძნობებსაც არ მივაწერთ,რასაც ის იწვევს თქვენში?!
გარხევის უფლებაც ვერ მისცა საკუთარ თავს.
ორი წამით სუნთქვის პრობლემამ რომ შეაწხუა მხოლოდ ორი წამის შემდეგ ამოისუნთქა.
-ნიშკაა!-მყუდროება ვინ თუ არა დათამ დაარღვია,ფანჯარასთან იდგა და ისე აკაკუნებდა მთელმა სახლმა ინება თვალების გახელა.
-რა გაყვირებს?-არც ნადირაძემ დააკლო და ბექას ყურთან იკივლა პირდაპირ,ნუ შედეგად ქარჩხაძის ატკივებული ნეკნი და ბიჭების სიცილი მიიღო,ბექა დივნიდან პირდაპირ იატაკს ჩაეხუტა.
-ნინა,რამ გადაგრია..-გაფართოებული თვალებით უყურებდა ბექა გოგონას,რომელიც სიბრაზისგან ისე იყო გაწითლებული აბაშიძეს და ჟღენტს კარგს არაფერს უზამდა.
-რა ფორიაქია?-კიბეზე დაეშვა გამოფხიზლებული გამრეკელი და ფანჯარასთან ატუზული ბიჭები,რომ დაინახა ბოროტად დააკვესა თვალები-ამათ დღეს ვანახებ,როგორ უნდა კივილი,ლიკუნა ჩამოდის სასწრაფოდ!
-მოვდივარ..-კიბეებზე ახლა ლიკუნა გამოჩნდა.ბექამ ბიჭებს კარი გაუღო და ისინიც დარცხვენილები შემოვიდნენ სახლში.-აი,ისეთი გაბრაზებული ვარ მზად ვარ ჩემი თავადობა გვერდით გადავდო და სამამულო ომი გამოგიცხადო,აბაშიძე!
-ვის ეტაკები ეს აზნაური ქალი,მე,ნოდო აბაშიძეს?!-იაშვილს ისეთი სახე ჰქონდა,ნოდო მიხვდა,რომ გუშინდელს უფრო მარტივად აპატიებდა გოგონა ვიდრე მსგავს შეურაცხყოფას.
-რაო?..-ამოიჩურჩულა ლიკუნამ და ნოდოსკენ გადადგა ორი ნაბიჯი,ნოდომ სამი უკან.
-კაი,რა ლიკუნა..
-გაიმეორე!
-ლიკუნა,ბლიაძე ჩამოვიდა.-სიტუაცია განმუხტა დათამ.ყველამ ყურადღება გახევებულ იაშვილზე გადაიტანა.
-ჩამოგივიდა პლატონი..!-ირონიულად გაუღიმა დემეტრემ და კიბის იმ საფეხურზე, სადაც გოგონა იდგა ისე ჩაიარა,რომ „შემთხვევით“ ბეჭი გაკრა.
ორი წამი დასჭირდა იმისთვის,რომ ჩვეულ პოზიციას დაბრუნებოდა და მიღებული ინფორმაციით აღელვებული საკუთარ მეგობრებთან არ გამოაშკარავებულიყო.თმები მხრებზე გადაიყარა და დინჯი ნაბიჯებით გაემართა იმ დივნისკენ სადაც ნინა ისევ თმააბურდული იჯდა.
-საჩუქრები ყველამ მიყიდეთ?!-ისე დაიწყო საუბარი,ვითომ აქ ბლიაძე არც არავის ეხსენებია.
-მაგას,როგორ გავბედავდით,ლიკუნ?!-გაეცინა დათას და გვერდით ჩამოუჯდა-ნიშკას,რომ ვუყიდე 8 ლარიანი ტელეფონის ქეისი,შენც ხომ მოგეწონა?!ჰოდა,შენც გიყიდე..!
-დემეტრე შენ რა მიყიდე?-თვალები დააწვრილა ლიკუნამ და მაქსიმალურად შეეცადა ემოციების გადამალვას,რომელიც ვეღარ გაიგო დემეტრეს საჩუქარს ეკუთვნოდა თუ სანდრო ბლიაძის ახლოს ყოფნას.
-თორმეტამდე ვერ ეღირსები.!-გაეცინა დემეტრეს იაშვილის ბავშვურად აღელვებულ სახეზე,წრფელზე და სუფთაზე.
-მე ისეთი რაღაც გიყიდე,აღარ ვიცი მეორე დაბადების დღეზე თუ დამპატიჟებ..!-ჩაილაპარაკა გამრეკელმა.
-უკვე მესმის იაშვილის კივილი..-წაიღიღინა ნოდომ და გოგოების გვერდით მოთავსდა.-ჟღენტი,ვეღარ ვეტევით ან დააგდე კალორიები ან ადექი!
-შენ ანგინამ არ შეგაწუხოს ახლა..-თითი დაუქნია დათამ და უფრო „გაიშალა“ დივანზე,საბოლოოდ ნინამ და ლიკუნამ დატოვეს ტერიტორია.
ყველას ყურადღება ჭიშკართან გაბმულ სიგნალზე გადავიდა.
-გიორგი ჩამოვიდაა!-იკივლა თეკლამ და ისე გაიქცა ჭიშკრისკენ ბავშვებმა თვალის გაყოლებაც ვერ მოასწრეს.
-სიძეს სალამი!-გაეცინა ბექას და ღიმილი სახეზე შეეყინა გიორგი მაჭავარიანის გვერდით ანუკა გაბრიჩიძის სხეულიც რომ აღიქვა.
-ბექუნა,ისე მომენატრე,გიოს დავურეკე და მეც წამოვედი.!-ეგონა ყურები დაეგუბა,სისხლმა იმდენად სწრაფად დაიწყო მოძრაობა სხეულში კანკალმა აიტანა,იაშვილის ხელსაც ვეღარ გრძნობდა თავის მაჯაზე.ყელში მოწოლილი ბურთი უკან გადააბრუნა და სამზარეულოში გაბრუნდა.
-ფეხი..-ძლივს ამოილუღლუღა ბექამ და გოგონას გადმოსვლაში მიეხმარა.
-ექიმმა არაუშავს,რა მნიშვნელობა აქვს სად დაწვები კიკეთში თუ საბურთალოზეო.
-აჰ..-თვალებით ნინას მოძებნა,რომ დაიწყო თითქოს გაუხარდა იქ,რომ აღარ იდგა.
-როგორ არიან ჩემი ცოლის ყველაზე მაგარი დაქალები?!-სამზარეულოში შესულ ლიკუნას უკან დაედევნა გიორგი,ნინას გაყინულ მზერაზე და ლიკუნას იძულებით ღიმილზე ბიჭი ისე დაიბნა თვალებით მოიხადა ბოდიში და გავიდა.
-გეფიცები..-ნინამ ვეღარ გააგრძელა,ლიკუნა მთელი ძალით,რომ ჩაეხუტა,სიტყვები აღარ იყო საჭირო.იცოდა,როგორ ესმოდა იაშვილს მისი ტკივილი.
-ერთხელ,მერაბიკო ახალაიასთან შენ კლასელთან და სხვა მეგობრებთან ერთად ვიყავი,დემეტრე და მე მაშინ პატარები ვიყავით სადღაც 15 ან 16 წლისები,ჩემთან მოვიდა გადასაკოცნად,მერე უკან დაიხია დამაკვირდა და ირონიულად გამიცინა,შენ არ გაკოცებ უშნო ხარო..-სხეულში ჟრუანტელმა დაუარა ნადირაძეს,ლიკუნა ხელებს უფრო და უფრო უჭერდა,თავი მის კისერში ჩაერგო და ხმაც უფრო იკარგებოდა სივრცესა და ტკივილში-მე მაშინ საკუთარ თავზე გული მერეოდა,მხოლოდ იმის გამო რომ ამ სიტყვების მთქმელზე ოდესმე ვფიქრობდი,როგორც ბიჭზე,როგორც ადამიანზე.დათამ ჩემთან მეგობრობა,რომ დაიწყო და დემეტრეს ნებით თუ უნებლიეთ დამიმეგობრდა,სადღაც ვიღაცის დაბადების დღეზე გამოაცხადა,ლიკუნა ჩემი უახლოესი მეგობარიაო,ამ მომენტშიც გული მერეოდა საკუთარ თავზე,მერე დავიფიცე,რომ თუ ჩემში ფიზიკურობა არავის არ აკვირვებდა არც მე გავიკარებდი ადამიანებს თუ მათი შინაგანი ბუნება არ გამაკვირვებდა,გეფიცები,ნიშკუ გეფიცები,შენი შინაგანი სამყარო,შენი ბუნებრივი და უბრალო ღიმილი,სუფთა და წრფელი სიყვარული,ეს გემრიელი ხელები,რომლითაც კიდევ უფრო გემრიელ საჭმელებს აკეთებ და ყველაზე მაგარი ნიჭი,მეგობრობის და სიყვარულის შერწყმა ეგ ერთეულების საჩუქარია!გაბრიჩიძე ლამაზი ფეხით არ უყვარდა და მოტეხილით შეიყვარებს?შეხედე ამ ყველაფერს დადებითად,ჩვენ ხელშია,რა საზიზღრობებს გავუკეთებ ხვდები?!ხო გჯერა ჩემი?ფეხი ხო მოვტეხე?არ მოისვენა,ჰოდა დააბრალოს მის ქარაფშუტა თავს ორი გრძელი წანაზარდი,რომ აქვს ყურების სახით.ჩვენ პლატონის გოგონები ვართ,სიყვარულის და წითელი ხილის გაელვებით.!-ნიშკას სახე მის ხელებსი მოიქცია და შეამჩნია ნადირაძის უცნაურად დაქაჩული თვალები-რა ...
-არ ვიცოდი,ამის დედაც..-გაეღიმა სიმწრით დემეტრეს-არ ვიცოდი,მე მაშინ ... -სახე მოისრისა და ჩაწითლებული თვალებით ლამის გაბურღა კედელი-ლიკუნა,მე.. ვარ,ეს..მე..-ახლა ლიკუნა უჭერდა ნადირაძის მაჯას თავის ხელებს-იმ დღეს ჩემმა დამრიგებელმა მითხრა,იაშვილს ისე აწვალებ ალბათ გიყვარსო და ...არ ვიცი შენი ფიზიკურობა..არა ლიკუნა,არა..
-დაივიწყე,ძველი ამბავია,მეორედ გოგონების საუბარს აღარ მოუსმინო.!-მხარზე ხელი დაჰკრა და ისე გავიდა სამზარეულოდან.
-ნინა..
-ჰო,დემე.
-პატარა ვიყავი,მთვრალი და ასე როგორ ვატკინე,დღემდე ახსოვს..
-ისიც პატარა იყო და უზომოდ შეყვარებული,მაგრამ ახლაა სამაგიეროდ დიდი გოგო,არაუშავს თქვენ მეგობრები ხართ და...
-ვინ არი დიდი?!-გაეცინა და კედელთან ჩაიმუხლა-ლიკუნაა დიდი?!ლიკუნა ზუსტად ისეთია მეშვიდე კლასში,როგორიც გავიცანი,ამაყი,ამპარტავანი და მაინც ყველაზე უშუალო,უბრალო და არ ვიცი..
-დემე,ამას ახლა აზრი აღარ აქვს,იმ სახლში ბიჭია,რომელიც მთელი გულით მოსწონს პატარა ლიკუნას,არ ვიცი პლატონი უშნოდ დაგვებედა მე და იაშვილს..-გაეღიმა და სალათის კეთება დაასრულა.-აზრი აღარაფერს აქვს..
-თუ სურვილი არსებობს..-ამოილაპარაკა დემეტრემ-მაგრამ იმ სახლში ბიჭია,რომელიც მთელი გულით მოსწონს პატარა ლიკუნას.!-წამოდგა და სამზარეულო დატოვა.
-ჩემი დრამისთვისაც დამიტოვეთ დრო,როგორმე!-ამოიოხრა ნინამ და თავისივე სიტყვებზე გაეღიმა.

ანუკამ შვიდჯერ მოყვა ფეხის მოტეხვის ისტორია და შვიდივეჯერ ახალი დეტალები გაახსენდა მომხდართან დაკავშირებით.
გოგონები უკვე თვალებს ისე ატრიალებდნენ მობეზრების ნიშნად,ჟღენტი და აბაშიძე სერიოზულად დაიძაბნენ მეორე ფეხიც არ მოტეხონო.
-მე მაქვს იდეა..-წამოდგა თეკლა ფეხზე და ანუკამაც შეწყვიტა მერვეჯერ დაწყება ხსენებული ისტორიისა.
-აბა,გისმენთ!-გიორგის უკვე ეღიმებოდა აცანცარებულ თეკლაზე.
-ტორტი ჩვენ ყველამ ერთობლივად გამოვაცხოთ თუ არ გამოგვივა მერე ავანთოთ სანთლები გიოს ჩამოტანილზე,კაი?!
-სხვათაშორის გენიალური იდეაა..-დაეთანხმა ლიკუნა-მე, როგორც მომავალი იუბილარი და ანუკა, როგორც დაზარალებული პიროვნება აქ დავსხდებით და თქვენ გამოაცხვეთ ერთი ტორტი ამდენმა ადამიანმა,ვაჰ!
-მიყვარს ამ გოგოს ბოჰემური კრეატივი..-ამოიფრუტუნა მათემ.
-მესმის!-გაჰკივლა იაშვილმა,ბექას დაქაჩულ თვალებზე და თეკლას ხელებ გამოშვერილ სირბილზე მიხვდა,რომ რაღაც დააშავა,არ ვიცი,ალბათ ისევ ზეციურმა ძალებმა გაახედეს გაბრიჩიძისკენ,რომელიც ლიკუნას კივილის იმ მწარე მომენტში წყალს სვამდა შეშინებულს ეს ღვთის საჩუქარი კაცობრიობისთვის,გადასცდა და ახლა ამოსუნთქვა უჭირდა.ხურციძე იხსენებდა თეკლას იმდენჯერ დაარტყა ზურგში ხელი გამომუშავებული რეფლექსი იყოო,რა ვიცი,მე პირად შურისძიებას უფრო მივაწერდი ანუკას გაწითლებულ სახეს და იაშვილის „ამოისუნთქეეს?!“ კივილს.ისე ჩასცხო ბეჭებში მარჯვენა მტევანი ბექამ,დათამ და დემეტრემ სიმწრისგან მუჭად შეკრილი მტევანი ტუჩებთან მიიდეს სინქრონში.
-ლიკუნა,დაგიშავე რამე..?!-ამოიოხრიალა ტაშისკარის ბრძოლის შემდეგ საცოდავმა გოგონამ და ისე გადახედა იაშვილს,რომელსაც წარბიც კი არ შეტოკებია მოცემულ სიტუაციაში.
-სუსტი გულის პატრონი ხარ ჩემო ანი,ასე როგორ შეიძლება?ბექა,რომ სვამს ცოტა გაპათოლოგება იცის,მაგალითად ყვირის,თეფშებს ლეწავს,ნუ თუ გააბრაზებ ცოტას შენ გლეწავს და შენ ყველაფერზე ასე თუ აგიფრიალდა გული,ვერ გაუძლებ ოჯახის მძიმე უღელს..-სიცილს ვეღარ იკავებდნენ ბავშვები ანუკას გაფითრებულ სახეზე,მომღიმარმა ნადირაძემ დაქალის მზაკვრული მზერა და „თვალის ჩაკვრა“ წამიერად დაიჭირა,გადარეულიაო გაიფიქრა და ისევ სამზარეულოში შებრუნდა.
ლიკუნა დივანზე წამოწოლილი ძალიან ხალისობდა სამზარეულოდან გამოსულ ხმებზე.
-მეთიუშ,გინდა სუფთა „კაკაინი“ გაგასინჯო?-დათა დაახლოებით იმ ხმაზე ესაუბრებოდა ხურციძეს,როგორც დღევანდელი „უგზო-უკვლოდ განათლებული“ ახალგაზრდობის ნაწილი საუბრობს ხოლმე არ გასინჯულ კოკაინზე.მათემ წვერზე ქავილის იმიტაცია გააკეთა და მანაც იგივე ხმა მიიღო,როგორც ეს „მიღებულია“ ამ თემაზე საუბრისას.
-სანამ გაჭამე ეგ ფქვილი გაანძრიე ხელი და ათქვიფე ეს კვერცხები!-შეუღრინა ქარჩხაძემ მათეს.
-რა აგრესიული ხარ საყვარელო?აგითქვეფ ახლავე,მიმიშვი ბექუნა..-ბექას ქამრის სათავეს რომ წაავლო ხელი და გამრეკელმა სიცილ-კივილი დაიწყო ქარჩხაძის სახეზე ლიკუნამაც ვეღარ მოითმინდა და წამოხტა დივნიდან.
-აუ,კაით რაა!-სიცილს ვერ იკავებდა ბექა-მათეს სირბილზე სამზარეულოში.
-ორივეს გაგაგდებთ,ბექა,მოდი აქ!-ნადირაძის სერიოზულ ტონზე ბიჭებიც გაჩერდნენ.
-გისმენთ,ნინა მასწავლებელო..
-კრემი გასინჯე საერთოდ?მარილი ჩაყარე ბექა შაქრის ნაცვლად!
-ოჰ,არ ვარ კონდიტერი რით ვერ გაიგე ნიშკუ,რაც მომაწოდე ის ჩავყარე,ნუ მიბრაზდები..
-ჰოდა,აი ეს უსახელო მასა გადააგდე და დაიწყე თავიდან კეთება.
-მე ამ ტორტს არ შევჭამ წინასწარ გაფრთხილებთ!-კივილით გამოსძახა ანუკამ ბავშვებს.
-მაგასაც ვნახავთ..-ჩაიქირქილა იაშვილმა და ბექას ჯამი სადაც ზემოთ ხსენებული უსახელო მასა იყო მისაღებში გააქანა.
-ანუკა,ბავშვებს მოვპარე კრემი,არ გიყვას?-თვალები დაქაჩა იაშვილმა,რომელიც ანუკას იმას ამცნობდა,რომ რაც უნდა გაძალიანებოდა ამ მასის პირველ კოვზს მაინც შეჭამდა,უნდოდა ეს გაბრიჩიძეს თუ არა.
-მიყვარს,მაგრამ ამდენი კალორია..?!-სახე დაებრიცა ანუკას და საწყლად დახედა კრემს.
-ერთი კოვზი არაფერს გვიზამს..-გვერდით მიუჯდა გოგონას და დიდი სუფრის კოვზით ამოღებული მასა პირდაპირ ანუკას პირისკენ გააქანა.-გააღე პირი,დროზე თორე ნინა წაგვართმევს.
ანუკას ხველების მეორე სერია,რომ ჩაირთო ბექამ ღიმილით თხოვა ლიკუნას შეეშვი უკვე მართლა ცოდოაო.
სამაგიეროდ ნადირაძე ჩანდა დედამიწაზე ყველაზე კმაყოფილი,ბექას სამზარეულოში აქეთი-იქით დაარბენინებდა,ფქვილის აბაზანის და სახის ნიღბების შემდეგ ბისკვიტიც გამოაღებინა გაზქურიდან.ქარჩხაძეს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა ნინას გულწრფელად გაეღიმა.
-ნინა,რომ არ დავკრემოთ ისედაც ულამაზესია..-„უყურებდა ისე,როგორც ტარიელი ნესტან-დარეჯანს პირველ ღამეს“-ლ.იაშვილი.
-კრემიც მზად არის!-შესძახა გიორგიმ და პარარელურად გაითიშა შუქი.
აი ზუსტად ისე უეცრად ჩაქვრა,როგორც 90-იანებში მოდიოდა ხოლმე.
-რა მოხდა?-იკითხა ლიკუნამ.
-კიდე თქვენი ოინებია?-ხელების ფათურს მოჰყვა თეკლა.
-თეკლა,მანდ რაგინდაა!-გიორგის ყვირილზე და თეკლას „უი“-ზე ყველას სიცილის ტალღამ გადაურა.
-ვიძახი შენ მისწრაფებებზე და ვის ესმის ჩემი?-ჩაიქირქილა ლიკუნამ.
-არა,მთელი კიკეთი გათიშულია გაიხედეთ არსად არაა შუქი.-ამოილაპარაკა დემეტრემ.
სანთლები რომ ვერ იპოვეს გადაწყვიტეს ეზოში კოცონი დაენთოთ.
გოგონებმა ტელეფონებით გაუნათეს ბიჭებს სახლის უკანა გზა,სადაც დაჩეხილი შეშა ჰქონდა დალაგებული სახლის მომვლელს.
-კოცონზე სიმინდი გამიგია,ზეფირიც და გიტარაც,მაგრამ ტორტი პირველად!-იცინოდა ლიკუნა,ნოდო გააგზავნეს, ბექას გიტარა ჩამოატანინეს მეორე სართულიდან.
მოპირდაპირე სახლს ხმაური ბავშვებმა დააიგნორეს და დაიწყო კიკეთის ყველაზე თბილი საღამო.
ანუკა ფეხგაშლილი იჯდა მოშორებით,როგორც განაცხადა ცეცხლზე ალერგია ჰქონდა...
ჭიშკრის ხმაზე ყველას ყურადღება მიიპყრო უცნობის ხმამ.
-დენი თქვენთანაც არ არი?-კითხულობდა უცნობი.
-შემობრძანდით,დაგვეწვიეთ ტორტზე..-შემოიპატიჟა სტუმრები დათამ.
-ტორტზე?-გაუკვირდა სტუმრებითან ერთ-ერთს.
-ჰო,აი ჩვენი მეგობრის დაბადების დღე თენდება,ელექტრო ენერგია გაგვითიშეს და ასე აღვნიშნავთ,ხომ დალევთ?!-ჩაერთო საუბარში ნოდო.
-ძალიან კარგი,დიდი სიამოვნებით,მე ვატო გოგიბერიძე ვარ,ეს ჩემი შეყვარებული ნატა სხირტლაძეა,ეს ჩემი მეგობარი სანდრო ბლიაძე და მისი ძმისშვილი პატარა ნიკუშა.
სათითაოდ ყველას მიესალმეს.
ბიჭებმა სიცილი ძლივს შეიკავეს იაშვილის ნაცად თავადობაზე.
-ცხოვრებაში კიდე უფრო სიმპათიურია..-ამოიგმინა თეკლამ.
-გიორგისი მაინც შეგრცხვეს.!-გაეცინა ნინას.
-იმ ჯოხით ამოგჩიჩქნი თვალებს..-ღიმილით წარმოთქვა ლიკუნამ.
-შენ გყავდეს არ გართმევ..!
-არ კიარა,ვერ!
-ნახე როგორ გიღიმის ლიკუნა..-ჩუმად უჩურჩულა ნინამ,იაშვილს უნებურად გაეღიმა-დემეტრე.
ცხოვრება ბუმერანგიაო,ეტყოდა ანუკა გაბრიჩიძე ბუმერანგი ინსტაგრამის გარდა სხვა დატვირთვითაც,რომ იცოდეს რა არი..
იაშვილს ისეთი ხველება აუტყდა სტუმრიდან დაწყებული მასპინძლით დასრულებული ყველა გაოცებული უყურებდა.
-ლიკუნა,კარგად ხარ?-წამოიწია დემეტრე.
-გაიწიე!-შეუბღვირა იაშვილმა,თავადაც არ იცოდა,რატომ,მაგრამ არც დანაშაულის გრძნობას შეუწუხებია.
„და სანამ მთვარეს გაუთენდება,
მინდა რომ ჩვენზე მოვუყვე ყველას,
ჩვენს შორის ლურჯი უსასრულობა
მოგონებების ტალღებში ღელავს.
დღეს ეს სამყაროს გაფართოვება
ჩვენს შორის გაბმულ სიყვარულს წელავს
, ღრუბლების მაღლა სიჩუმე მაწვიმს,
დაბლიდან ელექტრონულად ელავს.“-მღეროდა ბექა გიტარაზე და სიამოვნების მორევში ჩაძირული ბავშვებიც ჩუმ-ჩუმად აყოლებდნენ ალაგ-ალაგ ხმას.
ნინა ნერვიულად ათამაშებდა ხელში ჯოხს.
ყველაფერზე უნდოდა ეფიქრა ამ მომენტის გარდა.
ბექა კი ისევ აგრძელებდა სიმღერას.
„ჰაერში ცეკვავს, უმასო მტვერი.
ვდგავარ და შენს დამორჩილებას ველი.
საქანელაზე დახუჭავ თვალებს,
მზე თავის გარშემო დაგვატრიალებს.
ღამე, მარტო, ჩემ ოთახში გინატრო, მთვარე, ცაზე, რომ გამოვა ინათებს . . . „
ვერ აჯობა საკუთარ თავს და უფრო მეტად საკუთარ ემოციებს.
ისევ გადააბიჯა „ცალმხრივს“ და სიყვარულს მეორედ აუხსნა გრძნობების სიმძაფრე.
ცრემლები უჩუმრად შეიწმინდა და ლიკუნას გაღიმებულმა გადახედა.
-დაბადების დღეს გილოცავ..!-ამოიჩურჩულა და ბავშვივით აცერცეტებული იაშვილი გულში ჩაიკრა-ცოტა ხანი არ მომშორდე,მეტირება და ვერ ვჩერდები..
-ჩშშშ,შენ გიყურებს,გაბრიჩიძეს გადმოუვარდა ორი ცისფერი თვალი..-უნებურად გაეღიმა ლიკუნას სიტყვებზე.
-ძალიან მიყვარხარ!
-შენ არ იცი,მე როგორ მიყვარხარ და როგორ ვაფასებ ამას,რომ ამ წუთებში ამ სიმღერას უძლებ და ჩემთან ხარ!
-ნიშკუ,ჩვენც დაგვიტოვე რაა.!-აწუწუნდა გამრეკელი.
-არადა,მოლოცვა კიარა ის უნდა,რომ მალე მომშორდეს ნინა ეგოისტობის ბუკეტია და არ აღიარებს,მოდი აქ..მოდი!-ეცინებოდა ლიკუნას თეკლას სახეზე.
-ჩვენ,როგორც ახალმა მეგობრებმა(იმედია)-გაეღიმა სანდროს-მოდი,ტორტით ჩვენ მოგილოცავთ,ანუ მე დავიჭე რა..
-იყოს,ჩვენ დავიჭერთ..-ამოიგმინა ჯაიანმა და ლიკუნას წარბაწეული მზერა დააიგნორა.
-ნინა დაიჭერს..-თქვა მშვიდად,მერე სანდროს გადახედა გაღიმებულმა-ძალიან დიდი მადლობა,უბრალოდ ყველა ჩემი დაბადების დღის ეს მომენტი ჩემი და ნიშკასია.
-სულ ყველა?-გაეცინა სანდროს.
-ნუ,რაც ერთად დავიწყეთ აღნიშვნები ჰო..!
-გასაგებია...-იაშვილისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ჯიბეში ხელებჩაწყობილმა-გილოცავ,ყველაზე ჭკვიანო და ასაკთან შეუფერებლად მოაზროვნე გოგონა დაბადების დღეს!ზუსტად ასე განაგრძე,შენ გარეგნობას შენი გონიერება უფრო დიდ ხიბლს ანიჭებს ხოლმე..!
-მ..მადლობა..!-ამოიჩურლა ლიკუნამ და ის იყო დემეტრე უნდა ჩახუტებოდა ნინა ტორტით ხელში,რომ გამოჩნდა.
უამრავი დადებითი ემოციით დაიმუხტა იმ ღამით კიკეთი.
უამრავი ბედნიერი წუთის გაელვებამ დაიკავა მეხსიერების ბარათი მათ გონებაში.
-ლიკუნას,არისტოს და კრატიას!-ჭიქა ასწია მაღლა ბექამ.
-ლიკუნას კანტის „წმინდა გონების კრიტიკას“ და დიმიტრი უზნაძეს!-გაეცინა დათას.
-ლიკუნას არ ნათქვამ სიტყვებს და გრძნობებს!-ჭიქა ხმაურით დააგდო მიწაზე დემეტრემ და სახე მოისრისა.
-ლიკუნას და მის ქვის ხანის დროინდელ რწმენა-წარმოდგენებს!-თეკლა გამრეკელმა გემრიელად აკოცა ლოყაზე მომღიმარ იაშვილს.
-მეცხრე კლასს,ქიმიის გაკვეთილს,მე,შენ და ჩვენ საერთო გრძნობებს სხვადასხვა ადამიანებზე,საერთო ტკივილს და გრძნობას,რომ ჩვენ შორის ყველაზე ძვირფასი ოქროს ძაფიც ჩემთვის შენ,შენთვის მე,წითელი ხილის გაელვებას,ჩვენ უკვდავ ადგილს ჩვენსავე კაფეში და ყველაზე საყვარელ ჩაის.!-იაშვილის აბრჭყვიალებულ თვალებზე გულით გაეცინა.-შენი თავადობის უკან ყველაზე უბრალო ადამიანს,ლიკუნა იაშვილს!
-მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ..!-ამოიტირა ლიკუნამ.
-ლიკუნაა,აი,ვაფშე ყველაზე დონე გოგო ხარ და შენ გაგიმარჯოს რაა!-მხოლოდ ახლა გაახსენდათ ამ გოგოს არსებობა.
-მეც,რომ ვთქვა შეიძლება?-ამოიტიტინა პატარა ბიჭმა.
-ყურადღებით გისმენ ნიკუშა..!-გაიბადრა იაშვილი,არ აღიარებდა,მაგრამ გიჟდებოდა პატარებზე.
-ყურში გეტყვი..-დაიმორცხვა პატარამ,რომელსაც ფეხზე ეძინებოდა და მაინც ვერ თმობდა ამ თბილ იდილიას.
-მოდი..-უფრო დაინტრიგდა ლიკუნა.
-ბიძაჩემს ძალიან მოსწონხარ,ასე მითხრა იმ სახლში ძალიან კარგი გოგო ცხოვრობსო..-უცებ გაყიდა ბიძა ნიკუშამ.ლიკუნამ ამდენ ემოცას ვერ გაუძლო,ბავშვი გულში ჩაიკრა და ლოყები დაუკოცნა.
-არადა,არ იკარებს ხოლმე ბავშვებს..-ამოიბუტბუტა დათამ.
-გააჩნია ვისი ძმისშვილია.-გამრეკელის აკივლებმადე სამი წამი იყო დარჩენილი,ფერდზე ისე უჩქმიტა ლიკუნამ თეკლას ცრემლები მოადგა სახეზე.
-აი,რატო იყო კარგი 90-იანები,ხალხს ერთმანეთისთვის უფრო ბევრი დრო რჩებოდათ..-თქვა ნოდომ და თავი ისე გადააქნია,ბავშვებმა სიცილი ვერ შეიკავეს.
-ლიკუნა ჩაგისახლდა ნოდუშკები?!-იცინოდა თეკლა.
-ჩშშ,დაეძინა.-ამოიჩურჩულა ლიკუნამ და მასზე მიხუტებულ პატარა ნიკუშას დახედა.
-წავალთ ჩვენ,თან ნიკუშასაც დავაწვენ,ცოდოა..-წამოდგა ფეხზე სანდრო.
ბავშვი ფრთხილად გამოართვა ლიკუნას.
მადლობა გადაუხადეს ბავშვებს ყველაფრისთვის და თავიანთ სახლს მიაშურეს.
თეკლა იმაზე მსჯელობდა,სანდროს მხოლოდ ბავშვი რატომ ჰყავდა წამოყვანილი.
დედუქციის მეთოდით მივიდა იმ დასვკნამდე,რომ ბლიაძე ყოვლად თავისუფალი და თან „ჯიგარი“ ძმა იყო.
ანუკა ხელში აყვანილი,რომ წაიყვანა საძინებელში, ნადირაძეს გული გაუჩერდა.
არაფერი აღარ შეიმჩნია.
იცოდა ბექა ნებისმიერ გოგოს,რომელიც ამ მდგომარეობაში იყო ასე მოექცეოდა.
თან,რომ გაახსენდა ნაწილობრივ მის გამო იყო გაბრიჩიძე ნახევრად დაინვალიდებული,საკუთარ თავზე გაეცინა.
10 წუთში ბექას გამოჩენამ კიდევ უფრო დაამშვიდა.
ერთმანეთს სიყვარული,რომ აუხსნეს ყველამ მიხვდა,რომ ძილის დრო იყო.
ოთახში ისხდნენ საწოლზე.
ნინა სიგარეტს ეწეოდა.
ლიკუნა უკვე ხვდებოდა,რომ ნინას დამძიმებული გულის დაცლის დრო იყო.
-დაიწყე..-ამოიჩურჩულა იაშვილმა.
-მეზიზღება ლი,ყველაფერზე ძალიან მეზიზღება ჩემი უპრინციპო თავი,ასე არავინ არასდროს შემძულებია,როგორც დღეს ნინა ნადირაძე მძულს!..არ ვარ ძლიერი გოგო ხედავ?!ხედავ სად ვარ?საკმარისია მხოლოდ მის გვერდით დამჯდარი დავინახო და სუნთქვა მეკვრება,ცრემლები მახრჩობს,სად ჯანდაბაშია ჩემი სიძლიერე გამაგებინე?!აქ,აი აქ!-ხელი კისერთან ძლიერად მიირტყა და კედელს აეკრო ზურგით-აი აქ არი ჩემი სიძლიერე,ერთი დიდი ქვის ლოდივით მაქვს გაჩხერილი,ვერ ვუშველე ლიკუნა, გესმის?ვერ ვუშველე,ვერ დავშალე,ვერ დავამსხვირე,მგუდავს ყველაფერი,მგუდავს,როგორც ეხება იმას და ჰგონია,რომ ამ დროს მე ..მე..-სულს ვერ ითქვამდა ნინა.-როგორ ავხსნა,რომ ბექა ქარჩხაძის ყველა არასწორი ქმედება მანგრევს.!
-მიყურე,ნინა,შემომხედე, შენ არ ხარ ის გოგო,ვინც სიყვარულს ემათხოვრება,შენ არ ხარ სუსტი გოგო, გასაგებია?!
ნინამ ის იყო ამოისუნთქა კარებზე ძლიერი კაკუნი,რომ ატყდა.
-რა..-სულს ვერ ითქვამდა გაფითრებული ბექა-რა ჯანდაბა,იყო ეს..-ნიშკას გახევებულ მზერაზე მიხვდა,რომ ყველაზე უარესი ჯერ წინ ჰქონდა.
-„ჯანდაბა“ ჩემ ცხოვრებაში,მარტო შენ ხარ!-ამოიტირა ნინამ და ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა.
-ამიხსნი რა ხდება?!-თავს ძლივს იკავებდა ბექა.
-მეხუთე კლასელ ნინას უყვარხარ,ყველაზე ამაზრზენი გრძნობით!-თავი არ აუწევია ისე მიახალა,ქარჩხაძე მყარად ვეღარ იდგა.რაღაც ისე აწვებოდა გულზე ეგონა რამდენიმე დარტყმაც გამოტოვა მთავარმა ორგანომ.
-ახლა მერამდენე კლასში ხარ?-უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ისე ამოიხრიალა,ნინამ ძლივს გაიგო.
-მეხუთეში..-უპასუხა მეორე კურსელმა და კარებისკენ წავიდა,მეტად მასთან ერთ სივრცეში ვეღარ გაჩერდებოდა.
-არ გაბედო გაქცევა,თორე ჩემ საქციელზე პასუხს არ ვაგებ..-მის ყურთან იჩურჩულა და პირდაპირი გაგებით განაირაღა ნადირაძე.
-რა... ასე ..მე..
-შენ,ჩემი ბავშვობის მეგობარს,მეხუთე კლასიდან გიყვარვარ და ახლა ვგებულობ ამას?!-იოგები ეტკინა ყვირილისგან ქარჩხაძეს.
-ვერ იგრძნობ,არ შეგაწუხებ,გეფიცები,ვერც გაიგებდი..უბრალოდ..მე..-ცრემლების მეორე ტალღა მოაწვა ნინას.
ღრმად სუნთქავდა,აშკარად უჭირდა მომხდარის გაანალიზება.
-რას მეუბნები,ნიშკა..-ამოიხრიალა და თვალებში ისე ჩააცქერდა,ნინას თავისი სიყვარული ეტკინა.
-მაპატიე,არ უნდა გაგეგო..
-და როდემდე უნდა გემალა,სანამ ცოლს არ მოვიყვანდი შვილები არ მეყოლებოდა და რომელიმეს ნათლიობას შენ არ შემოგთავაზებდი?!-შუბლით შუბლზე ეკვროდა და თავადაც უკვირდა საიდან ამოსდიოდა ამხელა ხმა,ლურჯი ძარღვები გასკდომამდე ჰქონდა დაბერილი,მთელი სახე ნერვებისგან ისე ასწითლებოდა,ნინას პირველად ჩაუდგა თვალებში შიში.
-ბექა..ბექა,მე..
-რა ბექა,გისმენ!
-რა მეთქვა..
-ის რასაც ორი წამის წინ ლიკუნას ეუბნებოდი!
-არ შემეძლო ბექა..
-და ჩემთვის ძმის დაძახება,გულში ფარული სიყვარული შეგეძლო არა?!
-მე შენთვის ძმა არასდროს..
-რა მნიშვნელობა აქვს,ნიშკა ამას რაა მნიშვნელობა აქვს,“ძმა“-თი მომმართავდი თუ „“-თი,მე რა სულელურ სიტუაციაში ვარ ხვდები?
-ვერა,არასდროს ვყვარებივარ ჩემს მე..
-შენ მეკაიფები გოგო?!-იღრიალა ბოლო ხმაზე და დააიგნორა განწირული იაშვილის კაკუნი კარზე.
-ბექა,გთხოვ გამიშვი ..-თავი უკან გადასწია ნინამ და ჭაღს მიაშტერდა.ეზიზღებოდა ვინმეს წინაშე ტირილი,მითუმეტეს ბექასთან..
ბექამ ოთახი სწრაფად დატოვა და ბავშვების რეაქციები დააიგნორა.
ვერავინ ბედავდა რამის თქმას.
იაშვილს ფერი არ ედო,გამრეკელი გაკვირვებული უყურებდა ორივეს.
ნინას ჯერ ნიკაპი აუკანკალდა,მერე სახეზე ხელები აიფარა და რომ არა ლიკუნა,პირდაპირ იატაკზე დაეშვებოდა.
-აქ ვარ, გიჭერ,ყველაფერი დასრულდა.
იჯდა,საკუთარი თავით იმედგაცრუებული.
გლოვობდა საკუთარ თავმოყვარეობას და იმ ფაქტს,რომ მეგობარი დაკარგა.
დილითვე ჩაალაგეს ნივთები.
გიორგის მანქანაში ჩასხდნენ გოგონები.
დემეტრეს მანქანაში,დათა და ნოდო განაწილდა.
მათემ ანუკა და ბექა წაიყვანა.
1 კვირიანი კიკეთი ჩაიშალა.
გაბრიჩიძეს გზაშივე დაშორდა.
მათე უნებურად გახდა მათი კომპლიქტის მომსწრე.
-ბოლოსდაბოლოს ხომ ვამბობდი უცნაური გოგოათქო,ტიპი კარგ საჭმელებს,რომ აკეთებს უკვე..
-ანუკა,გეყოსს!-უკვე ყელი ტკიოდა ამდენი ყვირილისგან.-ხმა აღარ ამოიღო,გესმის?არაა შენი საქმე ვინ როგორია,გასაგებიაა?!
-რატო მიყვირი?მე უნდა გეჩხუბო და შენ მეჩხუბები?!
-მოდი ვიჩხუბოთ და დაასრულე რა ეს ამაზრზენი ურთიერთობა!
-ბექა,როგორ მელაპარაკები?
-ჩვეულებრივად,გააჩერე მათე!
-კაი,ჩავიდეთ თბილისამდე..
-გააჩერე,ამის დედაც,გააჩერე!-ხმა საერთოდ წაერთვა ქარჩხაძეს,თვალები ისე ჩაუსისხლიანდა მათეს გულწრფელად შეეშინდა.-ჩაიყვანე ეს თბილისამდე და მე ტაქს გავაჩერებ.
-ორი წამი გამომყევი,რა.!-მათემ მისთვის უჩვეულო ტონით მიმართა ბექას და მანქანის კარი ისე მოაჯახუნა ანუკა ადგილზე შეხტა.-ახლა მისმინე, ზედმეტი პანიკებია,უყვარხარ,ჰო,ოდესმე ვინმე ხო შეუყვარდებოდა,სულ პატარა ნიშკად არ დარჩებოდა,შენც კარგად იცი,ლამაზი გოგოა ვინ დატოვებდა ასე?გეკითხები,რატო ჩავარდი ასეთ ისტერიკაში?
-შენ რომ გაგეგო თეკლას უყვარხარ რა რეაქცია გექნებოდა.!
-თეკლა შემეცოდებოდა,არასწორი არჩევანი რომ გააკეთა და გემოვნება ნულს ქვემოთ,რომ ექნებოდა,არც მე მესიამოვნებოდა,ვინ გედავება?არაა სახარბიელო სიტუაცია,მაგრამ ის რასაც შენ აკეთებ ზღვარგადასული ქმედებაა!
-მათე..
-ის გოგო არი იდიოტი,არც მაგაში გედავები ხედავ?ს%^ი ხარ ამას რომ გახედე,საერთოდ,მაგრამ ახლა კეთილი ინებე და როგორც ადამიანს ექცევიან ისე მაინც მოიქეცი,კაცურად!ჩავალთ თბილისში და ყველაფერს ცივ გონებაზე გადავწყვეტთ გასაგებია?
-მოკლედ რაა.
-მანქანაში ჩაჯექი და ნუ ჭირვეულობ ქალიშვილი გოგოსავით!
თბილისამდე ხმა არავის არ ამოუღია.
არც ერთ მანქანაში.
„არ ვიცოდი დღეს თუ მიდიოდით,რატომ არ დამემშვიდობე“-სანდრო ბლიაძე.
ლიკუნამ ისე დაბლოკა ტელეფონი არც წაუკითხავს შეტყობინება.


2 დღიანი პაუზის შემდეგ ჩართო ტელეფონი.
თეა გაგიჟებული იყო.
ოთახიდან გამოვიდა და ორი წინადადებით შემოიფარგლა.
-კარგად ვარ.მინდა,რომ სასწავლებლად ამერიკაში წავიდე,თუ მომცემთ უფლებას.
ვინ შეეწინაღმდეგებოდა?!
ანდროს ოცნება იყო მის შვილს საზღვარგარეთ ესწავლა.
როგორ და რანაირად არავინ იცის მაგრამ ზუსტად მესამე დღეს ნინას ამერიკის ბილეთი მაგიდაზე ედო.
ფრენა შემდეგ კვირას იყო.
ქვეყნის დატოვების უკანასკნელი მიზეზი იყო სწავლა,მაგრამ ამასაც მოაწერდა ხელს ნადირაძე,ოღონდ აქედან მალე წასულიყო.
აქაური ჰაერი გუდავდა.
მის ამ გადაწყვეტილებას ყველაზე ცუდად მისი მეგობრები შეხვდნენ.
იაშვილი 1 თვე არ ელაპარაკებოდა.
გამრეკელი გაცილების წამამდე ვერ იჯერებდა და იმდენი იტირა ორი კვირა შეშუპებული თვალებით დაიდოდა.
ხურციძე გააგიჟა ბექას უმოქმედობამ და პირველად მაშინ იჩხუბეს.
წავიდა თუ არა მაშინვე დაიშალნენ.
თითქოს ერთმანეთს ვერ აპატიეს ნიშკას გაშვება.
ყველა საკუთარ თავს და ერთი-მეორეს ადანაშაულებდა ამ მოვლენაში.
იაშვილი ქარჩხაძეს ქუჩაში გამარჯობის მეტს არაფერს ეუბნებოდა.
ბექა ყველას აოცებდა თავისი ემოციეური თვითშეკავების უნარით და ისეთ ხისტ რეაქციებს ავლენდა ნიშკასთან დაკავშირებულ საუბრებში ერთხელ გამრეკელმა ყავა გადაასხა.
ვერ თქმული და არ გაკეთებული სიტყვები და ქმედებები ვერ აპატიეს ერთმანეთს და დაიშალნენ.
***
-ვა,დემე?!-ბართან მჯდარ ბექას ისე გაუკვირდა ჯაიანის,მისი ძველი ძმაკაცის დანახვა მათ მეგობრობას გული ეტკინა წამიერად.
-როგორ ხარ ბექა?-გვერდით ჩამოუჯდა დემეტრე.
-ვა ,რა.
-სვამ?
-როგორ მინდა ისეთი რამე დავლიო,გამთიშოს,აი საერთოდ გამთიშოს.!
-რაო,გრძნობებს და ვერ თქმულ სიტყვებს ებრძვი?-გაეღიმა დემეტრეს.
-შენც მათესავით თუ უნდა დამიწყო..
-მათემ რა იცის?შენ აწი გაიგებ.
-რას?-დემეტრეს ეს სევდანარევი ტონი ისე ეუცხოვა ბექას,გაოცებულმა გახედა მეგობარს.
-სიმწარეს,გულის რევის გრძნობას და ზიზღს.
-ვისდამი?
-საკუთარი თავის მიმართ,ვიღაც მწერალმა თქვა,ცხოვრებაში ერთხელ შეგხვდება შენი ცხოვრების ქალი,უნდა მიხვდე,რომ ის არის სხვაში არ უნდა აგერიოს,არ უნდა გაუშვა,ეს მატარებლის ამბავს ჰგავს,შენი ვაგონი,რომ არ უნდა „გამაზო“,მე კიდე ისე დაუდევრად გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან გულნატკენი,ნაწყენი და ბოლოს მეგობრის სტატუსს დარჩენილი,ჩემი ადამიანი ახლა საკუთარი თავი მძულს ყოველჯერზე,როცა გამახსენდება,რომ მე,მე ვარ.!
-ლიკუნაზე ამბობ?!
-თეორიულად ჰო,პრაქტიკულად აი ამ ფაქტზე.!-ტელეფონი ამოიღო,სოციალურ ქსელში სანდრო ბლიაძე მოძებნა და ლიკუნასთან მათი ერთობლივი ფოტო გაუდიდა ბექას-ყველაფერს აპატიებ საკუთარ თავს გარდა ამისა,რომ გქონდა შანსი შენი ყოფილიყო და ახლა სხვის გვერდით ზის გაღიმებული..
-იცი ცუდი რა იყო?!ნინა ისე დავადანაშაულე ყველაფერში ერთხელაც არ მიკითხავს ჩემი თავისთვის მე რას ვგრძნობდი.
-მეცოდები,ალბათ ზუსტად ისე მეცოდები,როგორც ამ წამს საკუთარი თავი,ორვემ დავკარგეთ ის, რაც ცხოვრებას აზრს სძენს ხოლმე.საკუთარი ადამიანები.
-დიდი დრო გავიდა მას შემდეგ..-სიმწრით გაეღიმა ბექას.
-მე, როგორც ვიცი არავინ ჰყავს..
-ეგ რამეს ცვლის?
-იდიოტო,ყველაფერს!-გაეცინა დემეტრეს-რომ ვიცოდე მის ცხოვრებაში ის ბიჭი არ არსებობს..
-რას გააკეთებდი?
-ყველაფერს ბექა,ყველაფერს!-ჭიქა გამოცალა და ბარმენს კუპიურა გაუწოდა-ჭკვიანად ბექა.გაბედე კარგად ყოფნაო,სადღაც აქვე წავიკითხე ქალაქში,მიდი რა..!-თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.
***
1 წლის შემდეგ
***
-ნიშკუ სად ხარ აბა?ხელი აწიე,დაგინახავ.-სიცილით ორად იკეცება ლიკუნა იაშვილი,ნინას დაბნეულ სახეს,რომ უყურებს.-ეგ ტიპი ისაა?-თვალები გაუფართოვდა იაშვილს,ნადირაძის გვერდით მაღალი,ქერა,ცისფერთვალება ბიჭის დანახვაზე.
-გოგო,მიყურებ?-ტელეფონში ისე უკივლა ლიკუნას,მობილური ლამის გააგდებინა ხელიდან-ამდენი ხანი მიყურებდი და მეკაიფები ხო?!
-რა სიტყვაა „მეკაიფები“,ჩამოვიდა მისი ამერიკიდან და ჩამომიტანა აქ ბინძურ-ბინძური სლენგები,აქ ვარ გამოიხედე მარცხნივ.-სახეზე ღიმილი შეეყინა,ლიკუნას გვერდით ქარჩხაძე,ხურციძე და გამრეკელი,რომ დალანდა.იდგნენ და ხელს უქნევნენ სინქრონში.ვერ მიხვდა,ეს ემოცია არ უნდა ჰქონოდა,ისევ ეს ემოცია აღარ უნდა ყოფილიყო,ისევ პეპლები და ისევ დინოზავრები,ასე არ შეიძლებოდა,მუცელი ჰქონდა და არა სათაფლიის მღვიმე,დრო იყო გონს მოსულიყო და ბავშვური გატაცება წარსულში დაეტოვებინა.
მის გვერდით მდგარ ბიჭს გადახედა და გაეღიმა.
ჯერ ერთი ნაბიჯი,მერე მეორე,ახლა მესამეც..
თანდათან უახლოვდებოდა.
-ნიშკაა!-იაშვილის კივილმა ლამის ჰაერში აწეული თვითმფრინავი დააბრუნა მიწაზე,აეროპორტში პორსონალი ადგილზე შეხტა და ჩამოსულებმა მეორე რეისი ბილეთები აიღეს,სწრაფ რეჟიმში გასაფრენად.
დაახლოებით 5 მეტრი გაირბინა და ნადირაძეს პირდაპირი გაგებით შეახტა.
სიტუაცია იყო საოცარი.
აეროპორტის იატაკზე წამოწოლილიყო ორი გიჟად შერაცხული დაქალი და ერთი ხალხის ყურადღებას აიგნორებდა მეორე წელის არეში ტკივილს.
-სად წავიდა შენი არისტოკრატიული მანერები,ქალბატონო ლიკა?!-სიცილის დროს ნეკნები ტკიოდა ნადირაძეს და წამოდგომას ცდილობდა.
-მაცადე,ვაიგნორებ სინდისის ქენჯნას და ამდენი ადამიანის თვალებს.
-აქ წამოვწვეთ ჩვენც,თუ ადგებით ფეხზე?-ზემოდან დააცქერდა მათე ხურციძე და გაოცებულ ბენოს ყურადღება არ მიაქცია ისე წამოაგდო ნინა და ლიკა.
-შენ ისევ ისეთი უხეში რატო ხარ?!-თბილად გადაეხვია მონატრებულ მეგობარს და მაქსიმალურად ეცადა ნაცნობ თვალებს როგორმე გაქცეოდა.
-როგორ მომენატრეთ ყველა!-ამოიტირა ნინამ და ახლა თეკლას გადაეხვია.
-ეს ვინ არი?-ისე გამოაცალა გამრეკელს ხელიდან და თავის მკლავებში მოიქცია ნინა,რომ ღიმილი სახიდან არ მოუშორებია.-მომენატრე!-მთელი სახე ისე დაუკოცნა,ნადირაძეს სხეული დაუბუჟდა.ლიკუნამ ნინას სახეზე არაქალური სიცილი ისე შეიკავა,თავადვე უკვირდა საკუთარი თავის.
-მეც..-ამოილუღლუღა და ბექას ხელებიდან თავი ისე დაიძვრინა,ეგონა ცრემლებიც გადმოსცვივდებოდა ამ გარემოს მიტოვებისთვის.-გაიცანით,ეს არის ჩემი ბენო..
-ეს „ჩემი“ რა საჭირო იყო..-ჩაიბურტყუნა ბექამ და ლიკუნას ხელი ისე მოუჭირა იაშვილის კივილმა 15 წუთის წინ უკან დაბრუნებული თვიმფრინავი ჰაერში ასწია.
ბენო ამერიკაში მცხოვრები ფრანგი იყო,რომელიც შეფ მზარეული გახლდათ და საქართველოში იმიტომ წამოჰყვა ნინას,რომ აქაური კულინარია კარგად შეესწავლა.
ეს ფაქტი,ლიკუნას და ოჯახის წევრების გარდა არც არავინ იცოდა.
„ჩემი ბენო“ კი აღიქვეს,როგორც მომავალი სიძე და ნადირაძეების დაღუპული ოჯახის ერთადერთი მიზეზი.
უკვირდა ხურციძეს,ანდრომ საფრანგეთის საელჩოს,როგორ არ უჩივლა ოჯახის ფესვების და გენის განადგურებისთვის,მაგრამ ხმას როგორ ამოიღებდა?
ნინა სახლში წაიყვანეს და ზუსტად 1 საათი მისცეს ოჯახის სანახავად.
ბენო უნდა ჩავაწვინო და ვაჩვენო ვინ არი ღვინის სამშობლოდანო თავი გამოიდო მათემ და ვინ შეეწინააღმდეგებოდა?!

იაშვილის სახლში შეიკრიბა ყველა.
ისევ ძველი შემადგენლობით.
ცოტა დანამატებით,მაგრამ სასურველი საზოგადეობით.
-მე ჩავაკითხავ ნიშკას და იმ ჟოზეს..-ამოიბურტყუნა ქარჩხაძემ და ლიკუნას გადახედა.
-არ გინდა რა შენი ჩაკითხვები..-სიტყვა გამრეკელს ლიკუნამ გააწყვეტინა.
-ბექამ ჩააკითხოს,შენ აქ მჭირდები!-კბილებში ისე გამოსცრა თეკლას სერიოზულად შეეშინდა ის ჩანგალი არ გამომიქანოს ხელში,რომ უჭირავსო.
-კაი,მარა..
-თეკლა,მოდი აბა ეს ხახვი დამიჭერი..-წარბი ისე აუწია იცოდა ერთი დარტყმა და ოთხი ნახვრეტი არ ასცდებოდა,მორჩილად მივიდა და ხახვთან ერთად ცრემლების ფრქვევა ამჯობინა ლიკუნას მაღალფარდოვნულ სიტყვებთან ომს.
ბექას თვალით ანიშნა და სამზარეულოდან გავიდა.
სადარბაზოში გასულ ქარჩხაძეს ისე გადახედა,ბექას ეგონა ცოტაც და რენტგენის ფოტოს გამომიტანს იაშვილიო.
-რამე,რომ შეგეშალოს..-ღრმად ამოისუნთა და ბექას გადახედა-ამას ან ახლა აკეთებ ან მთელი ცხოვრება ეგუები იმ ფაქტს,რომ კაცი კიარა ჩვარი ხარ!
-ლიკუნა,არ მოველოდი..-სიცილი ვერ შეიკავა ბექამ ლიკას ტონზე.
-მომისმინე,მამაკაცთა სქესის ერთ-ერთო საცოდავო წარმომადგენელო,შენ რასას გავწყვეტ და სინსილას პირდაპირი გაგებით გავანადგურებ,ინგლისურ,რუსულ,ფრანგულ და ესპანურ ენებზე,ქართულში,რომ არ შემეშლება მიხვდი ხო?!გპირდები,რომ ჩავიდენ უკადრებელს და შევეხები შენ კაცურ ღირსებებს,პრინციპებს და დაუკმაყოფილებელ ეგოს,რომელსაც პურის საჭრელი დანით დაგიქუცმაცებ და მანი ფაფაში არეულს გაჭმევ დაინვალიდებულს,წინსაფარ გადაფარებულს და დებილი გამომეტყველების მქონეს,ზემოთ აღნიშულის დღის წესრიგში მოყვანას საკუთარ თავზე ავიღებ და ეჭვი არ შეგეპაროს აგისრულებ ყველა დანაპირებს,დაგტოვებ იმპოტენტს და დაგიკარგავ ცხოვრების ხალისს,წაგართმევ ცალ თვალში მხედველობას და აპენდიციტის ოპერაციას მეზოლითის ხანისთვის დამახასიათებელი იაღარებით ჩაგიტარებ,ყველაფერი გასაგებად აგიხსენი?!-ბექას ყბა ჩამოუვარდა,ლიკუნამ მონოლოგი,რომ დაასრულა.
-და,ლიკუნა ცალ თვალს,რატომ მიტოვებ?!
-ამ ყველაფერს ნარკოზის გარეშე გაგიკეთებ და სარკეში გაყურებინებ,დაისხი ეს სუნამო და სწრაფად,წყნეთში!-იმ დღეს სერიოზულად ინანა ლიკუნა,რომ არ დაჰყავდა ბავშვობაში „ბიჭურ გარჩევებზე“,ისე კოხტად და ლამაზად დაუმარცვლა რაზე იყო წამვსლელი,თუ მის დაქალს გულს ატკენდა,ბექას ხასიათი წაუხდა.

„გარეთ გელოდები“-ბექა ქარჩხაძე.
სანამ კარს გააღებდა და ბენოს უკან გაიყოლებდა ლამის ლოცვა დაიწყო იმ მანქანაში მხოლოდ ბექა არ მჯდარიყო.
მეორე სართულიდან პირველზე ჩავიდა,კიბეებზე ნაცნობი ხმები,რომ გაიგო და ადგილზე გაიყინა.
-ბექა,შვილო,არ გრცხვენია?გარეთ ელოდებოდი?შემოდი,ნინაა მამა, მოვიდა ბექა..
-მოვდივარ..თ-ძლივს ამოილუღლუღა და უკან გაღიმებულ ბენოს გადახედა.-რომ იცოდე რა შარში გავყავით მე და შენ თავი,ახლა ყველაზე ნაკლებად ღიმილის ხასიათზე იქნებოდი..-ამოილაპარაკა და კიბეზე დაეშვა.
-სულ ასეთი ლამაზი,როგორ ხართ თეა?!-ბექას ხელში ყვავილები ეჭირა და ნინას დედას,თეას ესაუბრებოდა,ქალმა ისე შეიფერა კომპლიმენტი ნინას ნერწყვი გადასცდა და ისეთი ხველება დაიწყო ბენო ხან „ო მონ დიუს“ იძახდა ხან „მაი გად“-ს.
-ბექა,შენ სულ კომპლიმენტებით მანებივრებ,ასეც არ შეიძლება..-გაეღიმა შვილზე თეას.
-ნიშკა,გვაგვიანდება,წავედით?-უკმაყოფილოდ გადახედა ბენოს და ლიკუნას გაფართოებული თვალების გახსენებაზე,სწრაფად გაიღიმა.
-დანარჩენები..?-ბოლო იმედი,რომ მანქანაში სხვებიც ელოდებოდნენ ბექას ღიმილმა ჩაუკლა და რომ არა ბენოს ხელი მხრებზე,ვერც ერთი სულიერი აიძულებდა თავისი ძალით იქიდან დაძვრას.
ფრანგმა,ჩვეული ღიმილით უბიძგა წინ წასულიყო,თითქოს გაიგოო,ბექას სიტყვები“წავიდეთ,გვაგვიანდება“.
ნინა უკან დაჯდომას აპირებდა,ბექამ მანქანის წინა კარი,რომ გამოაღო და პირდაპირი გაგებით ჩატენა გოგო მანქანაში.
ფანჯრიდან უყურებდნენ შვილს გაღიმებული ცოლ-ქმარი.
-ბავშვობიდან ჰქონდათ რაღაც..რავიცი მე..-დაიბნა ანდრო და ცოლს თბილად მოეხვია.
-ქიმია ანდრო,ქიმია,შენ რომ საშემოდგომოს აბარებდი ეგ ქიმია!-გაეცინა თეას და ყვავილები ლარნაკში ჩააწყო.

ისე ეძებდა სალაპარაკო თემას,როგორც უდაბნოში დაკარგული წყალს.
თითქოს უკანასკნელი შანსი იყო,რომელიც უნდა გამოეყენებია.
არ არსებობდა,გამორიცხული იყო,ამ ყველაფერს თავიდან ვერ გადაიტანდა.
ნიშკას გაშვებით თავს მეორედ ვერ აიძულებდა,მარტოობას ღირსეულად შეხვედროდა.
-მენატრებოდი.-პირველად გაუბედა საკუთარ თავს და მერე ნინას ამის სხვა კონტექსტში თქმა.პირველად ელოდა გოგოსგან პასუხს ამ ემოციით,გრძნობით და შიშით.-ნიშკა..
-ნუ მეძახი ასე!-ვერ დაიტია,ვერ გაუძლო,თითქოს ცხელი ლავა ჩაეღვარა ორგანიზმში და ეს ყველაფერი რომ არ გამოეხატა,ისევ რომ ეიძულებინა თავი მშვიდად შეხვედროდა მომხდარს ალბათ გასკდებოდა.
-ეს გიყვარს..?!-ხმა ჩაუგდო დანაშაულის შეგრძნებამ და ისე ამოიხრიალა,როგორც რაღაც არსებამ,რომელსაც ცხოვრებამ ყველაზე ლამაზი რამ წაართვა,თავად ოცნება იმედის ქონის.
-ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს,გამაგებინე?!
-დიდი,ძალიან დიდი!ამის დედაც.. დიდი!-საჭეს ხელები გამეტებით დასცხო და ისე დააიგნორა ბენოს გაოგნებული სახე,ფრანგს იმაშიც კი ეჭვი შეეპარა,რომ ეს ორი ხვდებოდა,რომ ისიც აქ იყო.-მეზიზღება ხელს,როგორც გხვევს,არ მინდა,ვერ ვიტან,მაჟრიალებს ხედავ?!-მკლავები მაღლა აიწია,სხეულზე დავლილ ჟრუანტელზე მიუთითა ნიას და მასთან კიდევ უფრო შეამცირა მანძილი.
მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა.
-ბექა,შენი ქცევები აქ სრულიად უადგილოა..
-შენ რა ლიკა ჩაგისახლდა?როდიდან გახდი ასეთი მშვიდი,ასეთი ..-თითქოს სიტყვებს ვერ პოულობდა,მის წინ ის პატარა ნიშკა აღარ იჯდა,ეს გოგონა,რომელიც ახლა იმედგაცრუებული თვალებით უმზერდა უკვე დახვეწილი ქალი იყო და ამას ყველა მიმიკაში ხედავდა ქარჩხაძე.
-ჰო,აღარ ვარ ბავშვი,გილოცავ,მიხვდი!-გაეღიმა ნინას და თავი გადააქნია.-მალე მიმიყვან იაშვილთან თუ გავაგრძელო გზა ტაქსით?!
-ამის დედაც..
მანქანა დაძრა და ლიკუნას სახლამდე მანძილი ისე დაფარა ხმა აღარ ამოუღია.
სახლში ისეთი განწყობა იყო ნიშკამ პირველი რაც იგრძნო მიხვდა,რომ ბევრი დაკარგა ამ ხალხისგან შორს ყოფნით.
ამით თითქოს კიდევ უფრო გაიზარდა ბზარი,მასსა და ბექას შორის.
ბექამ და ბენომ ნინა პირველი შეატარეს სახლში,რომელიც ისე მოერთოთ გოგონებს ფრანგმა აღტაცება ვერ დამალა.
ლიკუნას ბებომ იმდენი კერძი დაახვედრა ფრანგს,ბენოს კუჭმა ოფიციალურად მოაწერა ხელი კაპიტულაციას და „ჩაბარდა“.
-თქვი აბა,“ ხაჭაპური“-ნასვამი მათე ცდილობდა,როგორმე ბენჟამინი ქართულად აემეტყველებინა,ისიც ენის ტეხვით იმეორებდა მათეს „კუჭმაჭს“,“ხინკალს“,“ჩაქაფულს“ და „ბოზბაშს“.ბოლოს ხელები აწია დანებების ნიშნას.-რაო,მოგიხაზა „ხვანჭკარამ“ შე ბურგუნდიელო არალეგალო?!-ოთხად იკეცებოდა დათა იმის გააზრებისას,რომ ბენოს მისი არ ესმოდა და მის იუმორს ფართო გამოყენებაში უშვებდა.
-ნიშკა რამდენი ხნით რჩები?!-თვალები აემღრვა ნოდოს.
-თებერვალში გავფრინდები...-ახლა ყველამ ისე ჩახარა თავი,გეგონებოდათ სიკვდილ სიცოცხლის ამბავში სიკვდილმა მოიგოო.
-ხვალ მათეს ბარში ავიდეთ და დავტესტოთ იქაურობა,უშენოდ არც ერთი არ ავედით..-თქვა ლიკუნამ და ის ჭიქა წაართვა დათას,რომელიც ბენოსთვის იყო განკუთვნილი.-ნუ მოკლავ ამ ბიჭს.
-რა ეგონა,რომ მახარბებდა აქ თავის ლუდოვიკოს ვენახებს?ამან ვაფშე იცის რა მუხრან-ბაგრატიონები გვყავს?!ეი,“ბოი,ლისნ თუ მი“-ყველა გადაბჟირდა მათეს ინგლისურზე-„დუ იუ ნოუ“,ჩვენ მუხრანსკი-ბაგრატიონები სიხარულიძეები აღმოჩნდნენ,სინამდვილეში..შენ გყავს ეგეთი ლუდოვიკოები?არა,ძმაო,იმიტომ, რომ ქართველები ვართ ეგეთი ექსპონატი ხალხი,საერთოდ თქვენ რომ ელასტიკებს იცვამდით ჩვენ ჩოხა გვეცვა,კაცურად!-მაგიდაზე შეძლებისდაგვარად დასცხო მარჯვენა და ბენოს გაოგნებულ თვალებს,რომ გადააწყდა სკამიდან გადავარდა სიცილით.
ამ სცენის შემყურე ბავშვები ვეღარ სუნთქავდნენ.
იმ ღამით იმდენი დალიეს,სანამ ბენოს ხორუმი არ აცეკვეს ვალსის ელემენტებით.
აივანზე გავიდა.
სუფთა ჰაერი და მისი მზერისგან დასვენება ახლა ისე სჭირდებოდა,როგორც არაფერი.
-რაო,ნიშკუ მოგენატრა თბილისი?-გვერდით ამოუდგა ლიკუნა.
-შენ ხო არ იცი ეს სიტუაციები როგორ მაკლდა..!
-ვიცი,ჩვენც გვაკლდა.იცი იმაზე ძნელი,რომ რაღაც გენატრებოდეს ალბათ ისაა,რომ უყურებდე ესალმებოდე და ხვდებოდე,რომ არაფერი ძველი აღარ დარჩა..
-ლიკუნა,მე მადანაშაულებ..?!-გაეღიმა ნინას.
-გინდა ამ აივნიდან გადაგაგდო?გეკითხები გინდა?-ტირილი აუვარდა იაშვილს-მეზიზღება შენი ამერიკელი დაქალები,არც ერთს არ გააჩნია არაფერი არისტოკრატიული,“დაჟე“ აზნაურებსაც ვერ ქაჩავენ ეგ ..ეგ პლებეები!მაგათ ისევ ჩემი ნოდო,დათუნა და ხურციძე სჯობს.!მეზიზღება ის ფაქტი,რომ ჩვენი კაფეც კი დაიხურა...
-რატო ლიკუნა?-ხმას ძლივს იმორჩილებდა ნინა.
-ჩემ გარდა აღარვინ შედიოდა!ჩემი თავი მომენატრა,ლაღი და ისეთი,როგორიც შენთან ერთად ვიყავი!აქ მინდა მყავდე და არა სამყაროს მეორე წერტილში 9 სასაათო სარტყელის დაშორებით,ხვდები?!
-მაპატიე,გთხოვ მაპატიე,რომ ვერ ვაჯობე ამ ყველაფერს,მაპატიე!..-გულში ჩაიკრა მეგობარი და მანამ არ შევიდა შიგნით სანამ სანდრომ ორივეს არ გამოაკითხა გარეთ.
-სიძეე!-გაეცინა ნინას და ცრემლები შეიწმინდა.
-მეჯვარე..-გაუღიმა სანდრომ-ბექამ ისეთი ტრაგიკული სადღეგრძელო დალია ბენო ტირის.!
-კაი?!-თვალები გააფართოვა ლიკუნამ..
-შენ თავს გეფიცები,გახედე,ტირის!
-ვაიმე,არ მჯერა.!
სამივენი სახლში შებრუნდნენ.
ბენო ცრემლებს იწმენდდა.
ბიჭები ჩუმად ისხნდნენ.
ბავშვებს დაემშვიდობა და ბენოსთან ერთად სახლში წავიდა.
იმ ღამით ნასვამმა თეკლამ ხელი თხოვა ნასვამ გიორგის.
წლის კომედია იყო.
შუა ყაზბეგზე დაჩოქილი თეკლა და სახეგაბადრული გიორგი მაჭარაშვილის ფოტო,რომ გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში.
კიოდა იაშვილი,ეს რა გააკეთეო.
იმ ღამით დაწოლილი ნადირაძე ფეხზე წამოაყენეს.
კაბა ჩააცვეს მეჯვარედაც დააყენეს.
ქორწილი მეორე კვირაში დაინიშნა.
გოგოები ყირაზე გადადიოდნენ.
ვის ეცალა სიყვარულისთვის და შეყვარებულებისთვის.
თავზე საყრელად ქონდათ საქმე.
თეკლას საქორწილო კაბის პირველ არჩევანზე იაშვილი ნიშადურით მოაბრუნეს.
ლიკუნას ვარიანტზე თეკლამ ტირილი დაიწყო,ვთხოვდები თუ მონაზვნად მიშვებო.
ოქროს შუალედი ისევ ნინამ გაავლო.
ულამაზესი კაბა შეურჩია დაქალს.
ბრწყინავდა თეკლა.
რესტორანი ჟღენტმა დაჯავშნა.
მოსაწვებებზე ხურციძე გააქციეს.
ბენომ ოფიციალურად მოიპოვა უფლება საქორწილო ტორტი მას გაეკეთებინა,რესტორნის შეფმა დიდი სიამოვნებით გამოუყო კუთხე.
ლიკუნამ ხელის მოწერის ცერემონიალისთვის ულამაზესი ადგილი აარჩია და მთლიანად თვითონ შეითავსა დიზაინის სფერო.
სანდრომ,როგორც ბიჭის მეჯვარემ ფოტოგრაფების მთელი დასი მოიწვია.
ულამაზესი კაბრიოლეტი დაიქირავა და თეკლას ოცნება აუსრულა.
„ჩემი ფატა მთელმა ქალაქმა თვალით უნდა იხილოს“..შესრულებულ იქმნა.
ქორწილის წინა ღამით ძლივს გადაათქმევინა იაშვილმა თეკლას „კაცი გამოძახებით“ სერვისით სარგებლობა.
ქორწილის დღეს,ნინას სანდროს და ლიკუნას ნაცვლად ბექა რომ შერჩა მისაღებში,გემრიელად შეაქანა.
-შენ რა ვერ უნდა მოგიშორო?!-გამოსცრა კბილებში,თეა და ანდრო თბილისში არ იმყოფებოდნენ,ნინაც მხოლოდ ბენოსთან ერთად აპირებდა წასვლას,მაგრამ ბენო კონდიტრობის შეთავსებამ აიძულა უფრო ადრე წასულიყო რესტორანში.
-ნუ,რას იზამ,მაგაზე მეხუთე კლასში გეფიქრა.!
-მეხუთე კლასში ..
-ნინა ვაგვიანებთ.
ტუჩის კუთხე ჩატეხა ქარჩხაძემ და კარში გაატარა გაცეცხლებული ნინა.
ჯერ სალონში დატოვა,მერე ბიჭებს დაუკავშირდა, მათთან ერთად ავიდა პატარძალთან.
-სანდრო,რა არის ეს?!-შეჰკივლა იაშვილმა.
-ლიკუნა,კაი რა, მახრჩობს გეფიცები!
-მერე რაა?!-თვალები დაქაჩა ლიკუნამ.
-ანუ,იქ გინდა რომ მოვკვდე?
-ჯერ სად ხარ,სასიძო ჰალსტუხი რას გიზამს იაშვილმა თუ არ მოგკლა..?!-გაეცინა მათეს და ლიკუნას სახეზე ისე დაასერიოზულა სახე ვიზაჟისტსაც გაეღიმა.
-ულამაზესი ხარ,თეკუ!-მხოლოდ ნოდოს მოაგონდა პატარძლის კუთვნილი კომპლიმენტი.
-აი,ყველაზე ლამაზი პატარძალი ხარ,მართლა!გაგიჟდება გიორგი..-აჰყვა ნოდოს მათე.
-თეკლა გათხოვდა,ლიკუნაც თავის ბუდეს შექმნის,ნიშკა ბოლოს ისე არ ქნა ბენო მოსატაცებელი შეგვექნეს!-დათა უკვე ხმით იცინოდა ნინას გაბრაზებულ სახეზე.
გიორგის და თეკლას შეხვედრაზე ლიკუნა ისე ტიროდა,თეკლას დედა ამშვიდებდა.
კაბრიოლეტის საჭესთან სიძე იჯდა,გვერდით პატარძალი.
ნინა და სანდრო უკან ისხნდნენ.
ლიკუნა დემეტრესთან და ბექასთან იჯდა.
ბიჭები მათესთან.
ფოტოსესია და ხელის მოწერის ცერემონია,რომ მორჩა რესტორანში გადაინაცვლეს.
თამადის სადღეგრძელოებს ვერსად გაექცნენ.
ვერც დაისის ცეკვას და ფოტოსესიას სტუმრების შვილებთან ან უკეთეს შემთხვევაში შვილიშვილებთან.
დარბაზი ჩაბნელდა და ნაცნობი სიმღერის ჰანგებმა კიკეთის საზოგადოების ყველა წევრი ააფორიაქა.
„მე აღარ მცივა და აღარ ვმღერი,
უბრალოდ მინდა რომ მომკიდო ხელი.
მთვარე ვარ ღამით,
გამოდი გარეთ,
მზე როცა დადნება – გამოვიდარებთ!“
სხეულზე ძლიერი მკლავი რომ იგრძნო,უეცრად შეკრთა.
-ვითომ ეს მუსიკა მხოლოდ ჩემი და შენია.
-ამას რატო აკეთებ?..-ამოიტირა ნინამ.
-ვერ ვეგუები შენი საჭმელების დეფიციტს ჩემ ცხოვრებაში.-ყბის ძვალზე აკოცა აღელვებულ გოგონას.
-ბექა..
-მეყო შენი ერთხელ გაშვება..! „და სანამ მთვარეს გაუთენდება,
მინდა რომ ჩვენზე მოვუყვე ყველას,
ჩვენს შორის ლურჯი უსასრულობა
მოგონებების ტალღებში ღელავს.“-ნინას ყურთან ღიღინებდა.
მერე იყო ნინას ცრემლები.
ნინას მაპატიე.
ნინას არ შემიძლია.
ნინას აღარ მიყვარხარ.
ნინას სიცრუე,რომელიც იმ მომენტში ამ სიმღერამ აფიქრებინა,რომ სიმართლე იყო.
მეგობრების იმედგაცრუებული სახე.
ქორწილიდან წასული ჯაიანი და ქარჩხაძე.
თაიგული ვიღაც უცხო გოგონამ დაიჭირა.
ბავშვები არც წამომდგარან რიგებში ჩასადგომად.
თითქოს ყველამ ერთად დაიგუბა პირში წყალი,რომელიც მთელ ერთ წელს მოიცავდა.
იმ ღამესვე წავიდნენ თაფლობის თვეში - ესპანეთში.
იმ ღამითვე დაიშალა ძლივს აკოწიწებული სამეგობრო.
ჰო,ალბათ სამეგობრო ეს სიტყვა მოიცავს ყველა იმ წევრის არსებობას ადგილზე,რომლებიც ამ სიტყვის,როგორც ცნების შექმნის პროცესში იმყოფებოდნენ.
ბექა და დემეტრე მონასტერში წავიდნენ.
ნინას ნელ-ნელა ეწურებოდა საქართველოში ყოფნის დრო და ამერიკული არდადეგები.
ის დღე იყო.
ლიკუნამ,სანდრომ,დათამ,ნოდომ,მათემ,ნინას დედ-მამამ და რესტორნის შეფმა(თეკლას ქორწილიდან) აეროპორტში მიიყვანეს ბენო და ნინა.
1 საათით ადრე მივიდნენ.
მშობლები მალე გაუშვა სახლში.
არ მინდა დამშვიდობებაო.
მეგობრებს ვერაფერი,რომ ვერ მოუხერხა ფარ-ხმალი დაყარა და თავის რეისს დაელოდა.
ცუდად იყო,პირველ ჯერზე ფიქრობდა,რომ ამერიკა გამოსავალი იყო.
ახლა ფიქრობდა,რომ სამყაროში უპატიებელ შეცდომას უშვებდა.
დათა და ნოდოც კი არ ცდილობდნენ ეხუმრათ.
თეკლა სკაიპით იყო ჩართული და ბარსელონადან ღვრიდა ცრემლებს.
-ბენო,ჩვენ ქორწილშიც ხომ ჩამოხვალ?-გაეღიმა სანდროს,მათეზე და დათაზე ჩახუტებულ ბენოს ხელი დაჰკრა ბეჭზე.
-თორთი ჰემზეა!-ამოილაპარა ბენომ,ყველას გაეღიმა.
ლიკუნას ტელეფონზე დაურეკეს და გავიდა.
ისე გაეცალა აეროპორტის შენობას ნინასთვის არც შეუხედავს.
დაახლოებით 10 წუთში ნინას ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა.
„ნიშკა,მიშველე გარეთ გამოდი,არავისთან არაფერი თქვა,დემეტრეა და არ მინდა იჩხუბოს..“-ლიკუნა.
რეგისტრაციამდე 20 წუთიღა დარჩენილიყო.
თავქუდმოგლეჯილი გაიქცა გარეთ.
აეროპორტის შენობასთან,პარკინგის ზოლში ლიკუნა და დემეტრე,რომ დაინახა მათკენ გაიქცა.
ნაბიჯი მაშინ შეანელა,მანქანასთან მისულმა ქარჩხაძის სხეული,რომ დალანდა.
-ლიკუნა..?!-ენა ჩაუვარდა ნინას.
-თაფლობის თვის მერე მაპატიეთ,მეჯვარე მე ვარ!-თვალი ჩაუკრა ლიკუნამ ნინას და ბექას გადახედა,რომელიც ნინასკენ დაიძრა.
-ვიკივლებ!-თითი დაუქნია გაღიმებულ ბექას.
-ან შენი ნებით ან ჩემი ნებით..!-ისევ მშვიდად უღიმოდა ქარჩხაძე ნადირაძეს.
იმ დღეს,ნადირაძე მოიტაცეს.
იმ დღეს ბენო იმ პირობით გაუშვეს,რომ მალევე დაბრუნდებოდა.
იმ დღეს ქალაქში კაფე გაიხსნა სახელად „წითელი ხილის გაელვება“.
კაფის პირობაზე დიდი სახელიაო,დაიჩივლეს მერიაში,მაგრამ არც მაგას შეუქმნია პრობლემა.
იმ დღეს კიდევ ერთ შენნაირს და ჩემნაირს აუხდა არა’რეალური ოცნება.
15 წუთით ადრე:
-ლიკუნა,ნინა ცოლად უნდა მოვიყვანო!
-მერე აქ რას მიდგეხარ?
-თავისი ნებით არ გამომყვბა..
-ანუ შენი ნებით უნდა წაიყვანო!
-ლიკუნა,ხო კარგად ხარ?-ჩაერია ჯაიანი საუბარში.
-მზად ხარ?-თვალებში ჩააშტერდა მეგობარს.
-ყველაფრისთვის!
-მოტაცებისთვისაც?
-შენ ჩემთან ხარ?
-არა,ბენოსკენ!შენი აზრით?!
-თუ პატრიციები(რომაული არისტოკრატია)ჩვენკენ არი,მაშინ ყველაფერს ეშველება..!-გაეღიმა დემეტრეს და გაუაზრებლად გადახვია ლიკუნას ხელი.
-მე ახლა მივწერ და გამოვიყვან გარეთ,შენ მშვიდად აუღელვებლად,ზედმეტი წივილ-კივილის გარეშე სვამ მანქანაში და მიდიხართ კიკეთში.
-გასაღები?!
-მეზობელს აქვს,ის ქალი უვლის,მესამე მოსახლეა..-შეტყობინება გააგზავნა და ბექას ახედა-ამ არა’არისტოკრატიულ ქმედებას გპატიობ ლიკა იაშვილო,მხოლოდ სიყვარულისთვის..!
-პათეტიკის დედა ხარ!-თავი გადააქნია ღიმილით დემეტრემ.
-კაი,გოგოა.
-ვინ?-ხველება აუტყდა ჯაიანს.
-აი,ის პეკინზე,რომ სეირნობდი ამასწინათ.
-ჰო,არი რა..
-დემე,მართლა კარგი გოგოა!მოდის და ჰა,სერიოზული სახით მელაპარაკე,ვითომ მეჩხუბები...!


„მე აღარ მცივა და აღარ ვმღერი
უბრალოდ მინდა,რომ მომკიდო ხელი“

გიყვარდეთ,და გაბედეთ ბედნიერება!


1 წლის შემდეგ..

-ქარჩხაძის მამა,რომელია?!-ასაკოვანი ქალი,გამოვიდა დერეფანში.
-მე.!-წამოიყვირა ბექამ.
-გილოცავთ,თქვენი ვაჟი და მეუღლე კარგად არიან,20 წუთში შეგეძლებათ მათი მონახულება.
-ბიჭია,ბიჭიიი!-ვინ თუ არა ხურციძე.
შამპანურის ბოთლის თავი მოატეხა ჟღენტმა.
სამშობიარო ბლოკიდან ლიკუნას გამოსვლა და ბექას დატაკება ერთი იყო.
-ლიკუნა,როგორ არიან?!
-ნინა დედაა,ჩვენი ნიშკა დედაა,ხვდები?!-ცრემლები სდიოდა გაღიმებულ სახეზე,ბექამ სწრაფად აიტაცა მეგობრის სხეული ჰაერში,ბიჭები ემოციებს ვეღარ მალავდნენ.
გამრეკელი დადიოდა დაბრეცილი სახით და გაბერილი მუცლით.
ბოლო ფრაზა,რამაც ყველას ყურადღება გადაიტანა იყო.
„დამეწყო“...


ისტორია დაფუძნებულია რეალურ ამბებზე,უფრო რეალურ პერსონაჟებზე და დიდ სიყვარულზე.
თქვენი ჭორიკანა,ლიზა კანდელაკი!
გრამატიკისთვის ისევ ბოდიში..



№1  offline მოდერი tasusuna

ჯერ აქ დავფიქსირდე,უაზრო გადარბენები მაქვს და,აი ძაან თუარ გავითიშე აუცილებლად დავბრნდები დღესვე ❤️❤️❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

tasusuna
ჯერ აქ დავფიქსირდე,უაზრო გადარბენები მაქვს და,აი ძაან თუარ გავითიშე აუცილებლად დავბრნდები დღესვე ❤️❤️❤️

ტასო❤❤❤

 


№3 სტუმარი nia

აუუ,მართლა თავს მოვიკლავ.
ლიზ, რამაგარი გოგო ხარ თუ ხვდები ?
ყოველი ისტორიის მერე ვითარდები,ყველაფრით და ყველანაირად (გრამატიკის დედაც)
მაგდებ ამ დაუფიქრებელ რაღაცებში და ვგიჟდები მერე...
არცერთი პერსონაჟი არ ჰგავს ერთმანეთს, არცერთ ისტორიაში
მხოლოდ და მხოლოდ გაქვს ყველგან ერთი და განუმეორებელი საერთო- აურა
თბილისური აურა
არც ცდება,არც აკლდება
ზუსტად არტყავ ყველაფერს და ყველაზე მეტად გიხდება ეგ!

 


№4  offline წევრი Maia G.

ტკბილო გოგო ლიზა❤❤❤❤❤
მაბედნიერებ შენი არსებობით❤❤❤❤❤
როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო❤❤
არ მოგვანატრო თავი❤❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

სულ მიკვირდა ამდენი ხანი სად წავიდა ჩვენი ჭორიკანა თქო და გამოჩნდი,შენი თბილი და სახალოსო ისტორიითდიდი სიყვარულოთ რომაა გაჯერებული.კარგი იყო.

 


№6  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

nia
აუუ,მართლა თავს მოვიკლავ.
ლიზ, რამაგარი გოგო ხარ თუ ხვდები ?
ყოველი ისტორიის მერე ვითარდები,ყველაფრით და ყველანაირად (გრამატიკის დედაც)
მაგდებ ამ დაუფიქრებელ რაღაცებში და ვგიჟდები მერე...
არცერთი პერსონაჟი არ ჰგავს ერთმანეთს, არცერთ ისტორიაში
მხოლოდ და მხოლოდ გაქვს ყველგან ერთი და განუმეორებელი საერთო- აურა
თბილისური აურა
არც ცდება,არც აკლდება
ზუსტად არტყავ ყველაფერს და ყველაზე მეტად გიხდება ეგ!

Mai dire mai
ტკბილო გოგო ლიზა❤❤❤❤❤
მაბედნიერებ შენი არსებობით❤❤❤❤❤
როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო❤❤
არ მოგვანატრო თავი❤❤❤❤

სტუმარი nancho
სულ მიკვირდა ამდენი ხანი სად წავიდა ჩვენი ჭორიკანა თქო და გამოჩნდი,შენი თბილი და სახალოსო ისტორიითდიდი სიყვარულოთ რომაა გაჯერებული.კარგი იყო.

ძალიან დიდი მადლობა ❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ...

და ლიკუნა და დემეტრე?

 


№8 სტუმარი ank

აუუუ სასწაული გოგო ხარ შენ,, სულ უნდა წეროო და ბევრი ესეთი მაგარი ისტორია. გელოდები ძალიან მალე <3 <3 <3

 


№9  offline მოდერი tasusuna

სათაურზე პირველი რა გავიფიქრე მომენტალურადიცი?!"გამოვიდარებთ"-აუცილებლად!
სულ არ მქონდა რრთი სიტყვაც წაკითხული,უკვე ვგრძნობდი,რომ უნდა გამოედარებინა,აბა ისე,როგორ?!
სიყვარულის არანორმალურად მწავს,აი,მჯერა კიარადა,სისხლში მაქ აფსოლუტურ ყველა წითელ უჯრედად,რომ მარტო ეგ მაბედნიერებს და კიდევ,გემრიელ საჭმელებს ბონუსად ჩემი ყველაზე ახლო ადამიანები..
საერთოდ არაფერი არატრიალებს დედამიწას ღერძზე (თუ როგორცაა) მეგობრობის გარდა..
აი,ვზივარ,ვფიქრობ და,მაინც არ მჯერა,რომ სადღაც ვიღაც არსებობს ვინც მეგობრობას,გვერდში დგმას,სულს,გულს ვრრ უყოფს მეორეს ...
ან ეს რაშუაში იყო,ლიკუნა ადკარად დამიწუნებდა ენაკვიმატობას,მაგრამ,ნიშკა მიხვდებოდა რას ვამბობდი და მერე მის ენაზე უთარგმნიდა ლიკუნასაც.
მოკლედ,ეხლა მე და ლიზა ავდგებით,გამოგივლით წითელი ხოჭოთი და,ავიდეთ იმათთან,ეყოთ გულავი!
___
ხშირად წერე!

 


№10  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ...
და ლიკუნა და დემეტრე?

ank
აუუუ სასწაული გოგო ხარ შენ,, სულ უნდა წეროო და ბევრი ესეთი მაგარი ისტორია. გელოდები ძალიან მალე <3 <3 <3

tasusuna
სათაურზე პირველი რა გავიფიქრე მომენტალურადიცი?!"გამოვიდარებთ"-აუცილებლად!
სულ არ მქონდა რრთი სიტყვაც წაკითხული,უკვე ვგრძნობდი,რომ უნდა გამოედარებინა,აბა ისე,როგორ?!
სიყვარულის არანორმალურად მწავს,აი,მჯერა კიარადა,სისხლში მაქ აფსოლუტურ ყველა წითელ უჯრედად,რომ მარტო ეგ მაბედნიერებს და კიდევ,გემრიელ საჭმელებს ბონუსად ჩემი ყველაზე ახლო ადამიანები..
საერთოდ არაფერი არატრიალებს დედამიწას ღერძზე (თუ როგორცაა) მეგობრობის გარდა..
აი,ვზივარ,ვფიქრობ და,მაინც არ მჯერა,რომ სადღაც ვიღაც არსებობს ვინც მეგობრობას,გვერდში დგმას,სულს,გულს ვრრ უყოფს მეორეს ...
ან ეს რაშუაში იყო,ლიკუნა ადკარად დამიწუნებდა ენაკვიმატობას,მაგრამ,ნიშკა მიხვდებოდა რას ვამბობდი და მერე მის ენაზე უთარგმნიდა ლიკუნასაც.
მოკლედ,ეხლა მე და ლიზა ავდგებით,გამოგივლით წითელი ხოჭოთი და,ავიდეთ იმათთან,ეყოთ გულავი!
___
ხშირად წერე!

მადლობა!მადლობა!❤❤❤❤❤❤❤

 


№11 სტუმარი nishla

tasusuna
სათაურზე პირველი რა გავიფიქრე მომენტალურადიცი?!"გამოვიდარებთ"-აუცილებლად!
სულ არ მქონდა რრთი სიტყვაც წაკითხული,უკვე ვგრძნობდი,რომ უნდა გამოედარებინა,აბა ისე,როგორ?!
სიყვარულის არანორმალურად მწავს,აი,მჯერა კიარადა,სისხლში მაქ აფსოლუტურ ყველა წითელ უჯრედად,რომ მარტო ეგ მაბედნიერებს და კიდევ,გემრიელ საჭმელებს ბონუსად ჩემი ყველაზე ახლო ადამიანები..
საერთოდ არაფერი არატრიალებს დედამიწას ღერძზე (თუ როგორცაა) მეგობრობის გარდა..
აი,ვზივარ,ვფიქრობ და,მაინც არ მჯერა,რომ სადღაც ვიღაც არსებობს ვინც მეგობრობას,გვერდში დგმას,სულს,გულს ვრრ უყოფს მეორეს ...
ან ეს რაშუაში იყო,ლიკუნა ადკარად დამიწუნებდა ენაკვიმატობას,მაგრამ,ნიშკა მიხვდებოდა რას ვამბობდი და მერე მის ენაზე უთარგმნიდა ლიკუნასაც.
მოკლედ,ეხლა მე და ლიზა ავდგებით,გამოგივლით წითელი ხოჭოთი და,ავიდეთ იმათთან,ეყოთ გულავი!
___
ხშირად წერე!

მივხდი ნიშკამ რაც დაწერე, ლიკუნამ შეიძლებაა ენაკვიმატობაზე ცოტა ცხვირი აგიბზუოს მაგრამ რეალურად ძალიან მოეწონება სისხარტე, არ დასჭირდება ჩემი გადათარგმნაა იმიტომ რომ ლიკუნაა ის ერთადერთია სამყაროში რომელიც ჩემს გამო სულს გულს დაა ყველაფერს გაიღებს! გამოიდარებ აუცილებლად და მაგ ცეცხლშიც უფრო დაიწვები❤️

მე არვიცი რაუნდა ვთქვაა და როგორ უნდა ავღწერო ჩემი ემოციებიი! შენ ხარ მთელი ჩემი ბავშვობა, მოგონებები და ყველაფერი სასიამოვნო ერთად! კიდევ ვამბობ რასაც შენს მომართ ვგრძნობ არაა ეს სიყვარული, სიყვარულზეე ძაან ბევრიიაა! ყველა ერთიანად აღებული ვინც აქ ხართ ძალიან ძვირფასებიხართ ჩემთვის! შენ და კიდევ ერთი ხო განსაკუთრებით????????‍♀️ მადლობა რომ არსებობ ჩემო წითელი ხილის გაელვებავ ❤️❤️

 


№12 სტუმარი ანუუ

ლიზუუუ.მიყვარხარ

 


№13 სტუმარი Nini

მარქსი კონსერვატიზმთან რა კავშირშია???

 


№14  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

nishla
tasusuna
სათაურზე პირველი რა გავიფიქრე მომენტალურადიცი?!"გამოვიდარებთ"-აუცილებლად!
სულ არ მქონდა რრთი სიტყვაც წაკითხული,უკვე ვგრძნობდი,რომ უნდა გამოედარებინა,აბა ისე,როგორ?!
სიყვარულის არანორმალურად მწავს,აი,მჯერა კიარადა,სისხლში მაქ აფსოლუტურ ყველა წითელ უჯრედად,რომ მარტო ეგ მაბედნიერებს და კიდევ,გემრიელ საჭმელებს ბონუსად ჩემი ყველაზე ახლო ადამიანები..
საერთოდ არაფერი არატრიალებს დედამიწას ღერძზე (თუ როგორცაა) მეგობრობის გარდა..
აი,ვზივარ,ვფიქრობ და,მაინც არ მჯერა,რომ სადღაც ვიღაც არსებობს ვინც მეგობრობას,გვერდში დგმას,სულს,გულს ვრრ უყოფს მეორეს ...
ან ეს რაშუაში იყო,ლიკუნა ადკარად დამიწუნებდა ენაკვიმატობას,მაგრამ,ნიშკა მიხვდებოდა რას ვამბობდი და მერე მის ენაზე უთარგმნიდა ლიკუნასაც.
მოკლედ,ეხლა მე და ლიზა ავდგებით,გამოგივლით წითელი ხოჭოთი და,ავიდეთ იმათთან,ეყოთ გულავი!
___
ხშირად წერე!

მივხდი ნიშკამ რაც დაწერე, ლიკუნამ შეიძლებაა ენაკვიმატობაზე ცოტა ცხვირი აგიბზუოს მაგრამ რეალურად ძალიან მოეწონება სისხარტე, არ დასჭირდება ჩემი გადათარგმნაა იმიტომ რომ ლიკუნაა ის ერთადერთია სამყაროში რომელიც ჩემს გამო სულს გულს დაა ყველაფერს გაიღებს! გამოიდარებ აუცილებლად და მაგ ცეცხლშიც უფრო დაიწვები❤️

მე არვიცი რაუნდა ვთქვაა და როგორ უნდა ავღწერო ჩემი ემოციებიი! შენ ხარ მთელი ჩემი ბავშვობა, მოგონებები და ყველაფერი სასიამოვნო ერთად! კიდევ ვამბობ რასაც შენს მომართ ვგრძნობ არაა ეს სიყვარული, სიყვარულზეე ძაან ბევრიიაა! ყველა ერთიანად აღებული ვინც აქ ხართ ძალიან ძვირფასებიხართ ჩემთვის! შენ და კიდევ ერთი ხო განსაკუთრებით????????‍♀️ მადლობა რომ არსებობ ჩემო წითელი ხილის გაელვებავ ❤️❤️

მიყვახარ!
ანუუ
ლიზუუუ.მიყვარხარ

მეც!!!
Nini
მარქსი კონსერვატიზმთან რა კავშირშია???

ასე გადაჭრით შეიძლება არ იყოს,თუ ჩავუღრმავდებით მარქსის იდეოლოგიაზე მთლიანად თუ არა 99%-ზე დაყრდნობით შეიქმნა ზოგადად კომუნისტური სამყარო რასაც სსრკ მოიცავდა(არა მარტო). 21 საუკუნის ადამიანის გადმოსახედიდან ადამიანი რომელსაც აქვს მკაცრი შეხედულებები ტრადიციებთან,დოგმატურ საკითხებთან და ა.შ ითვლება "კომუნისტად"(არა ამ ტერმინის პირდაპირი გაგებით არამედ ხალხში გავრცელებული წარმოდგენებით,ეს ტერმინი ამ მომენტში წარმოადგებს იმ ელემენტების ერთობლიობას რომლებიც ახასიათებს ძველ კომუნისტურ სამყაროს,ვგულისხმობ სსრკ-ს.ეს ელემენტები შეიძლება იყოს ხალხის აზრის წინა პლანზე წამოწევა,სოციალური აზროვნება თუ სხვა რამ. ალბათ დამეთანხმები,რომ ანალოგიურად სცემს პატივს კონსტერვატიზმი ამ და სხვა ღირებულებებს. მარქსი და კონსტერვატიზმი ასე პირდაპირი გაგებით კავშირში არ არის ნაგულისხმევი.
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ აწ ხაზი გასმულია ხალხის დამოკიდებულებაზე და არა ტერმინოლოგიის განსაზღვრებებზე.❤

 


№15 სტუმარი Unknown

ლიკუნა და დემეტრე ერთად არიან?

 


№16  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Unknown
ლიკუნა და დემეტრე ერთად არიან?

არა,ლიკუნა და სანდრო არიან ერთად.

 


№17 სტუმარი Unknown

Gossipy girl
Unknown
ლიკუნა და დემეტრე ერთად არიან?

არა,ლიკუნა და სანდრო არიან ერთად.

დასანანია. იმედია ბოლოს მაინც ერთად იქნებიან

 


№18 სტუმარი

ლიკუნაზე და დემეტრეზე ძალიან დამწყდა გული, თუმცა რომ არ მოგატყუო ჩემს ფანტაზიაში ერთად არიან ???? იქნებ გეფიქრა ლიკუნას და დემეტრეს ისტორიაზეც? ????

 


№19  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ლიკუნაზე და დემეტრეზე ძალიან დამწყდა გული, თუმცა რომ არ მოგატყუო ჩემს ფანტაზიაში ერთად არიან ???? იქნებ გეფიქრა ლიკუნას და დემეტრეს ისტორიაზეც? ????

ვიფიქრებ ????

 


№20 სტუმარი სტუმარი მარიამი

სასიამოვნო ისტორია ერთგული მეგობრობა და დიდი სიყვარული ❤️❤️❤️
მინდოდა ლიკუნა და დემეტრეც ერთად????

 


№21 სტუმარი სტუმარი თამო

აი სიტყვები არ მყოფნის ისე ძალიან მომეწონა ძალიან მაგარი იყო.სათაური რომ წავიკითხე და მერე ავტორი ვიცოსი უკვე რომ წინ დიდი სიამოვნება მელოდა.აქამდე არ დამიწერია კომენტარი შენს ისტორიებზე თუმცა ყველა წაკითხული მაქ.და ყველა ძალიან მაგრია.ეს კი საოცრება იყო ისე მომეწონა.თან როცა ვიგებ რომ რეალურ ადამიანებზეა და ასეთი ადამიანები მართლა არსებობენ სადღაც და ასეთი სიყვარული მართლა არის სადმე ვგიჟდები ისე მიხარია.შენ კი ძალიან კარგად წერ.კიდევ გელოდები ახალი ისტორიით.

 


№22  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი მარიამი
სასიამოვნო ისტორია ერთგული მეგობრობა და დიდი სიყვარული ❤️❤️❤️
მინდოდა ლიკუნა და დემეტრეც ერთად????

სტუმარი თამო
აი სიტყვები არ მყოფნის ისე ძალიან მომეწონა ძალიან მაგარი იყო.სათაური რომ წავიკითხე და მერე ავტორი ვიცოსი უკვე რომ წინ დიდი სიამოვნება მელოდა.აქამდე არ დამიწერია კომენტარი შენს ისტორიებზე თუმცა ყველა წაკითხული მაქ.და ყველა ძალიან მაგრია.ეს კი საოცრება იყო ისე მომეწონა.თან როცა ვიგებ რომ რეალურ ადამიანებზეა და ასეთი ადამიანები მართლა არსებობენ სადღაც და ასეთი სიყვარული მართლა არის სადმე ვგიჟდები ისე მიხარია.შენ კი ძალიან კარგად წერ.კიდევ გელოდები ახალი ისტორიით.

ძალიან დიდი მადლობა !! ❤

 


№23 სტუმარი სტუმარი ანნა

ლამის ვიტირე...
მართლა...
ძალიან ცოტა დამაკლდა, თავს ძლივს ვიკავებ, არადა გარშემო ხალხია და არ მინდა გიჟად შემრაცხონ.
რა ვთქვა?
ემოციური იყო! სასიამოვნო, ძალაინ კარგი.
უბრალოდ, სადღაც გულის სირღმეში, აი ძალიან ღრმად რა... გული დამწყდა დემეტრეზე და ლიკუნაზე, მაგრამ ამას ავტორი წყვეტს და ჩუმად ვარ. უბრალოდ უნდა მეთქვა.
კარგად წერ! ♡♡

 


№24  offline წევრი ნანა73

პირველი აბზაციდან იგრძნობა შენებური ისტორია. ძალიან მეგობრული, თბილი და ტკბილი ურთიერთობები და ერთობა. ყველაზე ენამოსწრებული პერსონაჟები და დიალოგები. ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს და ყოველთვის უფრო მეტ დროს ვანდომებ კითხვას სიამოვნება რომ გავიხანგრძლივო. ხშირად გამოჩნდი ხოლმე რაააა ❤️❤️❤️

 


№25  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ანნა
ლამის ვიტირე...
მართლა...
ძალიან ცოტა დამაკლდა, თავს ძლივს ვიკავებ, არადა გარშემო ხალხია და არ მინდა გიჟად შემრაცხონ.
რა ვთქვა?
ემოციური იყო! სასიამოვნო, ძალაინ კარგი.
უბრალოდ, სადღაც გულის სირღმეში, აი ძალიან ღრმად რა... გული დამწყდა დემეტრეზე და ლიკუნაზე, მაგრამ ამას ავტორი წყვეტს და ჩუმად ვარ. უბრალოდ უნდა მეთქვა.
კარგად წერ! ♡♡

ნანა73
პირველი აბზაციდან იგრძნობა შენებური ისტორია. ძალიან მეგობრული, თბილი და ტკბილი ურთიერთობები და ერთობა. ყველაზე ენამოსწრებული პერსონაჟები და დიალოგები. ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს და ყოველთვის უფრო მეტ დროს ვანდომებ კითხვას სიამოვნება რომ გავიხანგრძლივო. ხშირად გამოჩნდი ხოლმე რაააა ❤️❤️❤️

მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის ❤❤❤

 


№26  offline მოდერი პენელოპე

ძალიან მიყვარხარ,ლიზა.

 


№27  offline წევრი sofo_sofia13

რასაყვარლობა იყოო <3

 


№28  offline წევრი მე♥უცნაურე

ძალიან სასიამოვნო იყო ❤️❤️

 


№29  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

პენელოპე
ძალიან მიყვარხარ,ლიზა.

sofo_sofia13
რასაყვარლობა იყოო <3

მე♥უცნაურე
ძალიან სასიამოვნო იყო ❤️❤️

მადლობა!! ❤❤

 


№30  offline აქტიური მკითხველი terooo

იცი , ახლა 04:06 ახლა დავასრულე კითხვა, იცი რამდენი სასიამოვნო გრძნობა გამიჩნდა? სიცოცხლით დავიმუხტე .
წარმატებებს გისურვებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent