შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავად ღამეა...(სრულად)


7-02-2020, 22:56
ავტორი ტურაგო
ნანახია 3 739

√ეს ამბავი ზამთრის დასაწყისში დაიწყო და როცა ცივი თვეები დასასრულისაკენ მიისწრაფვოდნენ მომხდარს იდუმალებით მოცული წერტილი დაესვა.
ყველაფერი უბრალო შავი კონვერტით დაიწყო,რომელიც ერთ დილით კარის ზღურბლთან იპოვნა ჟღალთმიანმა ფსიქიატრმა ქალმა...შავ კონვერტში ჩადებული ფურცელი სიტყვების გარეშე იმზირებოდა...

***
საღამო ხანს ერთსა და იმავე დროს,მაშინ როდესაც ნოემბრის საათი შვიდს ჩამოჰკრავდა ყრუ,ცარიელი ჩიხიდან თავჩაქინდრული ცხრამეტიოდე წლის ბიჭი დგავდა ნაბიჯებს,სუსტ მაღალ სხეულს ძლიერად მიაღწევდა და მტკიცე ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას.ხელები ყოველთვის ჯიბეებში ჰქონდა შემალული,ალუბლისფერი გაპობილი ტუჩებიდან სეზონისთვის თანმდევ ცივ ორთქლს დევნიდა და შავი წყვდიადით აღვსილი საოცრად აზრიანი თვალებიდან მაძებარ მზერას დაატარებდა ირგვლივ.ყოველთვის ერთსა და იმავე აჩემებულ ადგილს უჯდა მაღალი შენობის მოპირდაპირედ,სიგარის კვამლში ეხვეოდა და თითქოს გამალებულ დიალოგს აწარმოებს საკუთარ თავთანო ისე იცვლიდა იერს სახეზე.მის ღრმა თვალებში დაჟინებული ჩახედვა აუცილებლად გაცნობებდათ თუ რა ძლიერ ეფარნენ ზეწრად სულის სიცარიელის ტკივილს.

***
ნოემბრის დასასრული.
ისევ ჩამოჰკრა შვიდი საათმა,ლაქებიანი ცა მაღლიდან დაჰყურებდა დედამიწას...ორმა საათმა განვლო,ამ ხნის მანძილზე ისევ კვამლში მდუმარედ უჯდა აჩემებულ ადგილს ახალგაზრდა...დროში გარდატყდა რამდენიმე საათი...მოულოდნელად აქამდე მშვიდი ფეხზე წამოიჭრა,კაპიუშონი დაბალზე შეჭრილ თმებზე გადმოიხურა,ხელები ჯიბეებში ჩამალა და საკუთარი ნაბიჯები აადევნა სხვისას-ქალს რომელიც იმ წამს მაღალი შენობიდან გამოვიდა ჟღალი თმები არხეინად დაუხტოდა მხრებზე,ასე ოცდაათ წელს იქნებოდა მიტანებული თუმცა სრულებით არ ეტყობოდა ციფრების სიმძლავრე.ქალმა მობილურზე საათს დახედა და მშვიდი ნაბიჯებით შეუყვა ღამით აღვსილნმდუმარე ჩიხს.სრულ სიბნელეში მხოლოდ მისი ქურთუკის ქამრის ოქროსფერს ეცემოდა მუქი ღრუბლებიდან წამით თავსდაღწეული მთვარის შუქი...არ ისმოდა ორის ერთმანეთში შერწყმული ნაბიჯების ხმა,ქალი თითქოსდა ინსტიქტით გრძნობდა მის გარდა გზას სხვაც რომ მიიკვლევდა,რატომღაც აღელდა,ნაბიჯს აუჩქარა თუ არა ძლიერი ხველის ხმა გაიგონა,თავისდაუნებურად შეჩერდა,დაბნეულმა ცახცახით წაიღო თუ არა ხელი ჯიბისაკენ მისმა სხეულმა მაშინათვე იგრძნო მის უკან ჩამოწოლილი სილუეტის მიახლოვება,სხეულში გასცრა,ნაბიჯის გადადგმა დააპირა როცა მაჯაზე ჩაევლო ვიღაცის ძლიერი ხელი,უცნობის მკლავმა სხეული შეუბოჭა,პირზე ისე მიაბჟინა ხელი სუნთქვაც კი შეუკრა,ჟღალთმიანი ამაოდ ცდილობდა დასხლტომოდა ყმაწვილს.უსუსურ,ბადეში გაბმულ პეპელას მოჰყავდა.ბიჭი ოდნავ გადმოიხარა გულ-მკერდზე ზურგით აკრობილი ქალისკენ,სახე მის მარცხენა ყურთან დასწია და ისე წარმოსთქვა სიტყვები მშვიდად,დამარცვლით რომ ბაგეები დამფრთხალი ქალს ყურზე გაეთამაშნენ
-შე გა ში ნე?
ჟღალთმიანს გულმა გამალებით დაუწყო ცემა,ცრემლები გადმოუგორდა თვალებიდან,სითხეებმა მის პირზე მიბჯენილი ბიჭის ხელი დანამეს...
-კარგი,ხელს შეგიშვებ (ისევ მის ყურთან აჩურჩულდა)იცი რომ ხმის ამოღებას აზრი არააქვს.
თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად ტყვემ.პირიდან ხელი ჩამოუცურა ფრთხილად,გაშლილი ხელის მტევანი ყელთან შეუჩერა მსუბუქბსალტედ
-ფული გინდა?ჩანთაში მაქვს...-ძლივსგასაგონად წარმოთქვა
-საყვარელო მე შენი ფული კი არა შენ მჭირდები!
-ჩემგან რა გინდა,გიცნობ?
-ჩშშ!ბევრს საუბრობ,ღამეების სიმრავლე მე შენთან მომიყვანს,ჩემს ერთ-ერთ მოსვლას კი ვინ იცის იქნებ პასუხიც წამოჰყვეს,თუ კი საჭიროდ ჩავთვლი!-სახე ისევ ახლოს ჰქონდა მიბჟენილი და ისეთი გაწონასწორებული ხმით საუბრობდა ეს გამაღიზიანებელიც კი ხდებოდა.მკლავებს ძალა კიდევ უფრო დაატანა და ჟღალთმიანს ძლიერ შემოეჭდო სხეულით...წამები დაჰყო ასე,თითქოს უსმენდა მკლავებში მოქცეულის გულის ხმას,ისისხლლხორცებდა იმისი მთელი არსების შიშს,გახშირებულ სუნთქვას...შემდეგ ბოლო სიტყვები უთხრა და ისე გაუჩინარდა სიბნელეში თითქოს იქ არც კი ყოფილიყო:
-ჩვენ კვლავ შევხვდებით,არ გეტყვი არავის მოუყვეთქო ისედაც უნდა გესმოდეს ამით ავნებ საკუთარ თავსაც და მასაც ვისაც ეცოდინება.
გონდაკარგულივით იდგა სიბნელეში უმწეო პეპლად ქცეული ქალი,ხელი გულზე ჰქონდა მიბჟენილი და ცდილობდა გაეანალიზებინა რაც მოხდა,მერე როგორც იქნა ძალა მოიკრიბა სწრაფად გაიქცა ჩიხიდან ავტომობილისაკენ,ხელების ცეცებით მოძებნა ჩანთაში გასაღები,საშინელი სიზმრიდან გამოურკვეველივით გაუყვა გზას შინისაკენ.

***
-დაბრუნდი ძვირფასო?-კარების გაღებისთანავე შეაგება სიტყვები ფანჯარასთან მდგომმა მეუღლემ.
მსუბუქად გაუღიმა,თავი დაუქნია ქმარს და სამზარეულოში შევიდა,ონკანიდან წყალი გაახმაურა ჭიქაში
-კარგად ხარ?-უკანვე აედევნა მამაკაცი
-კი,კი ლევან კარგად ვარ!
-როგორღაც ანერვიულებული მეჩვენები ანა
-ხომ იცი ჩემი სამსახური როგორი მძიმეა,ესაა და ეს
ქალს მიუახლოვდა,მისი სახე ხელებში მოიქცია-ივახშმე და დაიძინე
-არ მშია,წავალ ცოტახნით წამოვწვები.
სიბნელეში შესული საწოლზე ჩამოჯდა,კვლავ არ იყო დარწმუნებული ცოტა ხნის წინ მომხდარი შეესაბამებოდა თუ არა რეალობას,ეჭვი უღრღნიდა გულს მისი წარმოსახვის ნაყოფი ხომ არ იყო ის რაც მოხდა...საწოლს გადააწვა,ფიქრებს გაუყვა,საკუთარ თავს ისე უსვავდა კითხვებს პასუხების საპოვნელად დროს არ უტოვებდა,გასძახოდა გონებას ვინ შეიძლება ყოფილიყო უცნობი,რა უნდოდა მისგან,იქნებ გადაიღალა და მოეჩვენა...უცებ ფეხზე წამოიჭრა,კისერზე დაიწყო ხელების ცეცება ჩანთას დაწვდა საგულდაგულოდ გადმოქექა,დარწმუნდა რომ მისი მშვენიერი იისფერი შარფი აღარ უმშვენებდა ყელს
-ანა მემგონი შენ არ ხარ კარგად-კარში მდგომი ლევანის ხმა მოესმა
-შენი ნაჩუქარი შარფი დავკარგე -სახე ხელებში ჩარგო
-ჩემო კარგო,ამის გამო ასეთ დღეში იგდებს თავს?დამშვიდდი,იქნებ სულაც სამსახურში დაგრჩა...ანა ვფიქრობ გადაიღალე,ბოლო დროს უცნაურად გაფანტული გაგიხდა გონება,არ გინდა მანამ სანამ მე აქ არ ვიქნები სამსახურიდან დაისვენო?სახლიდან მოაგვარე ყოველივე რაც საჭირო იქნება
-მოიცა შენ სად მიდიხარ?-უეცრად გამოერკვა
-ნუთუ დაგავიწყდა,მე ხომ ხვალ დილით მივფრინავ საქმიან მივლინებაში...ნუ ნერვიულობ იქ დიდხანს არ შევყოვნდები...შენ კი მართლაც გჭირდება დასვენება
-ვფიქრობ მართალი ხარ,სამსახურში დავრეკავ...
-მე მოვაგვარებ ახლა კი დაისვენე
-დარჩი,არ გახვიდე გთხოვ ოთახიდან
-აქ ვარ,არ იდარდო.
როცა ქმარი გვერდით მიუწვა და გულზე მიიკრა იმწამსვე აღუდგა თვალწინ საშინელი წუთები,ეცადა არ შეემჩნია აღელვება.თვალები ძლიერად მოხუჭა საკუთარ თავს უმეორებდა "დამთავრდა,ის აღარ გამოჩნდება,მორჩა"ვერც კი იგრძნო ფიქრებს გაქცეულმა როდის წაართვა ძილმა თავი.

***
ოთხი დეკემბერი.
რამდენიმე დღემ განვლო ჩვეულებრივ რეჟიმში...სახლიდან თითქმის არ გასულა,საკუთარი თავი დაარწმუნა რომ იმ დღით ვიღაც ბოროტად ეხუმრა და აღარასდროს გამოჩნდებოდა.ღრუბლები შეუსვენებლივ იცრებოდნენ დეკემბრის ცაზე,ნაცრისფერი ზეცა ადგილის დამკვიდრებას ცდილობდა,წვიმის შხეფებს ითხოვდა მიწა,ადამიანები ზაფხულის სითბოს...სუსხი კი ტახტზე მჯდომი დაჰყურებდა ქვეყნიერებას და ჯერ კიდევ კარგად ხნით არ აპირებდა ყინულის კბილები შეეშვა მისი კუთვნილი ადგილისათვის...
ღამის თორმეტი მოხაზა ისრებმა.ანა ჩაით ხელში იჯდა ფანჯარასთან და მშვიდად ადევნებდა თვალს ლამპიონების დაბლა დაცემულ შუქს.შორეულ ფიქრებში გაუფრინდა გონება,სასიამოვნო წამების შემოკრებას ებღაუჭებოდა...ფიქრისგან დაღლილს ქუთუთოები დაუმძიმდა,შუქი ჩააქრო.მდივანზე მჯდომმა პლედი შემოიხვია და თავს ძილის ნება მისცა.ნაწყვეტ-ნაწყვეტ გრძელდებოდა ძილი,ბორგავდა...უცნაურ სიზმარს ხედავდა,ვერაფერი გაირჩეოდა სიზმრისაგან მხოლოდ შეგრძნება,შეგრძნება არასასიამოვნო რომელიც მუქი თვალებიდან წამოსულა ჰგავდა.საათის ისრის ხმა თითქოს იფშვნებოდა მტვრის სუსტი ნაწილაკების მსგავსად,სრული სიჩუმე წყვდიადივით ბატონობდა ოთახში.კარების სახელური შეირხა...გაიფხაკუნა ფურცლის შრიალის მსგავსად.ნაბიჯები დაეტყო იატაკს,სარკმლიდან მხოლოდ უმთვაროდ დარჩენილი შავი ზეცა იმზირებოდა...წამები...უკვე უცნობი ბიჭი კაპიუშონით თავზე შავ ოთახში იდგა,მძინარე ქალს არ აშორებდა თვალს,იმისი შავი თვალები და ღამის წყვდიადის სიშავე ერწყმოდა ერთურთს.მდივნის წინ ჩაიჩოქა,სახე მოიღრიცა,მხატვრულად გაამოძრავა ხელი ჰაერში თითქოს სპექტაკლს თამაშობდა მაყურებელთათვის,ქალის გულზე ჩამოშლილი თმები თითების მსუბუქი შეხებით გადაყარა უკან,მერე მის სახესთან დაიხარა და მშვიდი დაბალი ხმით ჩასძახა
-შე მო მხე დე!-მეორეჯერაც გაიმეორა ცოტა უფრო ხმამაღალი ხმით თან ცალი ხელი თმებს შორის შეუცურა...სწრაფად გაახილა თვალები ქალმა,ბნელში კარგად ვერ არჩევდა წინ მყოფის სილუეტს,თუმცა მისმა ხმამ უკარნახა ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო.შეშინებული აეკრო მდივნის საზურგეს,ხელებით პლედს ჩაბღუჯა,ვერაფრის თქმას ვერ ბედავდა საკუთარ სახლში ტყვე იყო.
-ჩემი ასე ნუ გეშინია,მე ეს არ მინდა
-რა ჯანდაბა გინდა ჩემგან!-ძალა მოიკრიბა დამფრთხალმა
ბიჭი ოდნავ წამოიმართა,ისე დაალაგა ხელები მდივანზე რომ ქალის სხეული მისი მკლავების რკალში აღმოჩნდა მომწყვდეული...სუსტი შუქი დაწვდა უცნობს და არათანაბრად გაუნათა სახე
-მე მოვალ რამდენჯერაც საჭიროდ ჩავთვლი,მოვალ და თითოეული ჩემი მოსვლა(სულ უფრო სწევდა სახეს ქალის სახისაკენ)შენს სულის გამოძახილს დაემსგავსება,იქნებ იგრძნო კიდევაც როგორ იცვლება შენში შიში ჩემი ნახვის სურვილით.
ქალმა გამომწვევად გაიღიმა და ისეთი ირონია ნარევი ხმით მიახალა სიტყვები თითქოს შიში უცნობ გრძნობად ექცაო:
-შენ შეშლილი ხარ ბიჭო!ნამდვილი შეშლილი,თავად არ გესმის რაოდენ სისულელეს გაიძახი.
მარჯვენა ხელი მუშტად შეკრა და მდივანს დასცა,სხეულით ქალისკენ დაიძრა,რკალი შევიწროვდა,ბიჭის სახე სულ ახლოდან დასცქეროდა ჟღალთმიანის ნათელ სახეს თვალი თვალის წინ,ბაგეები ბაგეების წინ გაიყინნენ,თხელი ფარატინა ქაღალდივით ეფინა მათ შორის უფერული ჰაერი.ბიჭმა ბრაზმორეული,ირონიული ხმით წარმოსთქვა:
-შეშლილი ვარ?...მერედა ანა ექიმო შენ ხომ შეშლილები მკურნალობა გან მკუ რნე მტანჯველი შეგრძნებებისგან!
ქალს სახე მიტკალივით გაუხდა,გაოცებული უყურებდა ყმაწვილის შავ თვალებს და ტანში გასცრა ამ თვალებიდან მომზირალი სხივის დაჭერამ.
ღამის სტუმარმა ხელი აიღო თავზე კაპიუშონი იმგვარად გადმოიწია წინ რომ სახეს ის სუსტი შუქიც კი ვერ დასწვდენოდა,შემდეგ ისევ მისი მსხვერპლისაკენ დაიძრა სულ უფრო ახლოს შეუჩერა სახე და კბილებში გამოსცრა:
-მე შენზე ბევრი რამ ვიცი ანა ექიმო-გაპობილ ბაგეებზე ენა გამომწვევად გადაიტარა,ქვედა ტუჩს კბილებით გაეთამაშა,მდივანს ხელები მოაცილა ორჯერ თუ სამჯერ ვიწრო წრე შემოარტყა ოთახს თან ღიღინებდა
-შენ სრულ ჭკუაზე არ უნდა იყო-მტკიცე ხმით დაიყვირა ქალმა.ამ სიტყვებმა ხმამაღალი სიცილის საშუალება მისცა უცნობს,მისი ხმა ბნელში გაიცრა,ბადისმაგვარად გადაეკრა სივრცეს...მერე კარებისაკენ დაიძრა,შეჩერდა სუვენირად გაისროლა უკანასკნელი სიტყვები ბნელში-იქნებ საკუთარი შიშის ხორცშესხმულმა ხილვამ შეიძლება სრულიჭკუა დაგაკარგვინოს-და ღია კარში გაუჩინარდა.
ანა უმწეობის შეგრძნებამ შეიპყრო...არ ჯეროდა რომ ცხადში ხდებოდა ყოველივე,ისეთი შეგრძნება დაჰყვებოდა თითქოს თითოეული მისი გამოძრავების დროს სხვაც მოძრაობდა,სხვაც დააბიჯებდა მასთან ერთად...იმ ღამით საკეტი საგულდაგულოდ შეამოწმა,დაზიანებული არ იყო თითქოს ის ვიღაც ღამის ბოროტი ნადირი ყოფილიყოს,ახლა კი ერთ-ერთი მსხვერპლი შეერჩია და ტკბებოდა იმით რომ მას გვრიდა შიშს თავის კლანჭებში ყოლით.
ვერაფრით იგდებდა გონებიდან მის ხმას,ქცევებს,რაც უფრო მეტს ფიქრობდა კითხვის ნიშნები მრავლდებოდნენ.საკმარისი იყო აღედგინა როგორ უმზერდნენ იმისი თვალები და მაშინათვე გაორებული შეგრძნებები იწყებდნენ ფუთფუთს მის სულში.

***
არასდროს არღვევს რუტინას დღეები.თუ ძილის წინ ქუთუთოების ზეწრად ჩამოაფარებ თვალებს და დაიწყებს გული ჩურჩულს "არ გათენდეს,რა იქნება არ დადგეს ახალი დღე" ეს სულაც არ ნიშნავს რომ სამყაროსეული დროის ხაზი ერთ წერტილში გაიყინება.შეგიძლია დაამსხვრიო საათის მექანიზმი თუმცა დრო ხომ მაინც შესამჩნევად დაიღვრება ჰაერში...კალენდარს შემოხეული თითოეული ფურცელი ახალ დღეს აღნიშნავს არა!? უკან მოტოვებულები კი თითქოს გამჭირვალე აკვარიუმში არიან გამომწყვდეული და ისღა დარჩენიათ მიგვიპატიჟონ მოსაგონებლად,ვათვალიერებთ სპექტაკლად გაცოცხლებულ გარდასულ დღეებს უძველესი რელიქვიების მსგავსად და არ გვცილდება შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრების მანძილზე.დრო!როგორი სისწრაფით ქაჩავს ცხოვრების აღვირს და დრო ასეთი ძლიერი ვერ ახერხებს ნამსხვრევებად აქციოს განვლილი სულს რომ თავისუფლების საშუალებას არ აძლევს.იქნებ არც უნდა...არ უნდა!

***
რვა დეკემბერი.
საათი შუადღის სამს უჩვენებდა.ყურმილის ზარი არ ჩერდებოდა
-გისმენ-დაბნეული ხმით წარმოთქვა ანამ
"ლევანი ვარ,ვნერვიულობ რაც წავედი ნორმალურად არც კი გვისაუბრია"
-მაპატიე ლევან-უთხრა ცოტა დამშვიდებულმა-სამსახურის საქმეებს სახლში ვაგვარებ,ხომ იცი ახალ შენობაში გადავდივართ,უამრავი საბუთები მაქვს მოსაწესრიგებელი
"კარგი ძვირფასო,არაუშავს მთავარია რომ კარგადახარ"
-მალე დაბრუნდები ლევან?
"კი,დიდხანს აღარ მგონია შევყოვნდე...ახლა უნდა წავიდე მეძახიან!ხომ იცი მიყვარხარ
-მეც ლევან...
ყურმილი დაკიდა და უაზრო ეჭვმა გაურბინა გონებაში გულში თითქოს რაღაც არსება ჩაჰბუდებოდა და დამცინავად იგდებდა მის ნათქვამ სიტყვას.საძინებელში შესულმა უამრავი ფურცლები დაილაგა წინ,ცდილობდა ყურადღება სხვა რაიმეზე გადაეტანა თუმცა ფიქრი თავს მაინც არ ანებებდა.დაღამება ხომ გარდაუვალი იყო,ღამის მოსვლა კი შიშს უძრავდა,მან ხომ არ იცოდა კვლავ როდის გამოძერწავდა სიბნელე მისი სულის ამაფორიაქებელს.შეეძლო წასულიყო სხვასთან გაეთია ღამე ან თავისთან დაეპატიჟებინა მეგობარი,მაგრამ რაღაც ძალა ამას არ ანებებდა,თითქოს მასში რისკის მოყვარულმა არსებამ გაიღვიძა,მსგავსად იმისა ვინც დაუფიქრებლად დგას კლდის წვერზე და არ აშინებს ქარი რომელმაც შესაძლოა ნებისმიერ წამს გადასჩეხოს უფსკრულში.უცნაური იყო ისიც რომ ქალის ღია ფერის თაფლისფერ თვალებს სწყურიდათ კვლავ შეხვედროდნენ შავ ბნელით მოსილ სფეროებს.გულში კვლავ ჩურჩულებდა გაორებული,თავხედი ხმები.

***
ათი დეკემბერი.
კომპიუტერის მონიტორს შეჰყურებდა,თუმცა სინამდვილეში ქალის გონება ბევრად უფრო ღრმად იყო ჩაძირული მოგონებებში...ამაოდ მონაცვლეობდნენ საყვარელი ფილმის სიუჟეტები ეკრანზე,მისი მზერა ირგვლივ ვერ ამჩნევდა საგნებს.ანას ფიქრები მხოლოდ ერთით იყო მოცული ფიქრობდა ჭკუიდან ხომ არ იშლებოდა,იქნებ ყველაფერი ეჩვენებოდა,იქნებ არც არავინ მიდიოდა მასთან...ფილმი გამორთო უჯრა გამოსწია დასაძინებელი აბი ამოიღო და ღრმა ძილს მისცა თავი დაქსელილად ქცეული აზრებისთვის რომ დაეღწია თავი.
გამთენიისას საათმა რომ შვიდი უჩვენა ჟღალი თმები შეარხია ბალიშზე,თვალები მოიფშვნიტა და უთქმელი მზერა მოატარა ოთახს...შვება მოჰგვარა იმის გაფიქრებამ რომ ღამემ მშვიდად ჩაიარა.წამოდგა,ხალათში გაეხვია,სარკმელს მიუახლოვდა,ცოტახნით წვიმისაგან გაჟღენთილ ქუჩას გაჰყურებდა,ასფალტი სარკის პირივით პრიალებდა.როცა სააბაზანოში შევიდა განცვიფრებისაგან ელდა ეცა,იატაკზე შავი კონვერტი ეგდო ზემოდან კი შავი ვარდი ესვენა...ოვალური ფორმის სარკეზე რამდენიმე ფოტო ჩამოეკიდებინა ღამის სტუმარს ერთზე აღბეჭდილი იყო თუ როგორ ბრუნდებოდა შინ ანა,ერთ-ერთზე თუ როგორ იჯდა ავტომობილში,როგორ ემშვიდობებოდა მეუღლეს კარების ზღურბლთან,ბოლო ფოტო კი იმღამიმდელი იყო მშვიდად მძინარეს თავად ჩამოსჯდომოდა უცნობი თავთან,იმისი თვალები ნიშნისმოგებით შემოსცქეროდნენ ქალს.სხეულში გასცრა,სწრაფად დაიარა ოთახები კედლები დუმდნენ.დღის შუქზე ხომ ის მასთან არ გამოჩნდებოდა...
თერთმეტი საათისთვის მახლობელ კაფეში დაიბარა მეგობარი ანამ.მანაც არ დააყოვნა,სულ მალე ორი ქალბატონი ერთმანეთის პირისპირ ფინჯან ყავას შეექცეოდა
-ხომ კარგად ხარ ანა?-მზრუნველი ხმით უთხრა მეგობარმა
-კი ცირა,უბრალოდ მინდოდა მენახე...იცი,მინდა ჩემს ერთ ასევთქვათ პაციენტზე მოგიყვე
-გისმენ,მიამბე
-ეს ქალი ჩემი მეგობრის დაა,ნინო ჰქვია.ამ რამდენიმე დღის წინათ შემახვედრა,იცი ეს ქალი ძალზედ დაბნეულია და პასუხები სჭირდება.ჰყვება რომ ვიღაც უთვალთვალებს,ამბობს რომ ღამღამობით სტუმრობს,ესაუბრება გაურკვევლად,არ უმხელს რა უნდა მისგან,მოდის როცა უნდა და მიდის როცა საჭიროდ თვლის...რაღაცას იწყებს მერე შუაში წყვეტს ქმედებებს,საუბარს და უჩინარდება.აბა რას ფიქრობ?
-უცნაურია,ანა რადგან შენამდე მოიყვანა ესეიგი დასაც ეჭვი ეპარება და ჩვენც პირველ რიგში ამას უნდა გავცეთ პასუხი არის თუ არა ქალი სულიერად ავად?
-ის ჯანმრთელია...მე ასე ვფიქრობ!
-იცი,არის შემთხვევები როცა ადამიანის აზროვნებას ტრამვა ადგება მისმა გონებამ შეიძლება შეთხზას ვიღაც,ეს შესაძლოა ისე დააჯეროს საკუთარ თავს რომ ამით იცხოვროს,თუმცა იშვიათია ასეთი რამ მაგრამ ჩვენ ხომ მოგვეპოვება მაგალითები თავადაც ხომ იცი არა!
-ვიცი,ვიცი მეც გამიჩნდა ეგ აზრი,მაგრამ მინდოდა შენც დაგკითხოდი რადგან ვერ შევატყვე ნინოს არეული გონება ჰქონდეს...ცირა ეს ქალი ირწმუნება რომ შავ ცარიელ კონცერტებს უტოვებს ის ვიღაც,ასევე იპოვა ფოტოები საიდანაც ნათლად ჩანს რომ უთვალთვალებს...აი ამან დამაეჭვა რასთან გვაქვს საქმე!
-მისმინე,თუ ეგ ვიღაც ნამდვილად არსებობს და არ იგონებს ესეიგი საფრთხეც რეალურია...მას ვისაც უპრობლემოდ შეუძლია კარები გააღოს და აჩრდილად გაექცეს არ შეიძლება მშვიდად უმზირო.ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით არ ჩნდებიან მითუმეტეს ასეთი ფორმით.ყველაფერს აქვს ახსნა...აშკარაა ვინც არ უნდა იყოს რაღაც აწუხებს,რაღაცისთვის სურს პასუხი აგებინოს,განაცდევინოს შიში იმის საპასუხოდ რასაც თავად გრძნობს,უნდა მის ნებას დაუმორჩილოს წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე არ მოიყვანდა
-კი მაგრამ ხომ უნდა ამბობდეს,ასე მოდიოდეს ,სიტყვებით თამაშობდეს,იქცეოდეს ამოუხსნელად და მერე ღამეს ერწყმოდეს და მიდიოდეს...
-უცნაურად ახედა ანას-რაგჭირს,დამშვიდდი.შენც ფსიქოლოგი ხარ,კარგად გესმის გონებას როგორ შეუძლია ყველაფერზე წასვლა თუ ის ტრავმირებულია,ბოროტდება აზროვნება დამნაშავის ძებნაში,ადამიანის სული კი ჩავარდნების დროს დამნაშავის საძებრად იწყებს აფთარივით სირბილს...არ ამბობს?ვინ იცის იქნებ თავს გამარჯვებულად ჩათვლის სწორედ მაშინ თუ ამ თავისი უცნაური გამოჩენით გამოიწვევს ისეთ ეფექტს რომ თავად მიხვდეს მისი მსხვერპლი რატომაც აირჩია...ანა მირეკავენ უნდა წავიდე ამაზე სხვა დროს...მაგ ქალს კარგად გაესაუბრე,მოუსმინე ურჩიე დაფიქრდეს გაანალიზებინე რეალობა ილუზიისაგან და თუ ყველაფერი რეალურია პრობლემა ეძიოს წარსულში.
-დროებით ცირა,მადლობა რომ მოხვედი.

კიდევ უფრო დაბნეული და არეული დაბრუნდა შინ.იმდენნაირი აზრი იბრძოდა მის გონებაში რომ შეუძლებელი ხდებოდა ერთ კონკრეტულზე შეჯერებულიყო.კალამი და ჩანაწერების რვეული მოიმარჯვა,გადაწყვიტა დაეწერა ყოველივე რაც მის თავს ხდებოდა,საუბარი ხომ ამ ყველაფერზე ღიად არავისთან შეეძლო.
"წლებია ვეხმარები სულიერად დაავადებულებს,ახლა კი თავად ვიშლები მემგონი ჭკუიდან.გონებაში ყველაფერი მერევა,თითქოს გამოვიფიტე...იმასაც კი ვუშვებ რომ მეჩვენება,ვერავის მოვუყვები ვიცი მერე ვეღარ დავამტკიცებ ის გაუჩინარდება და ეჭვი შეეპარებათ რომ მე სრულ ჭკუაზე ვარ.მეგობარმა მითხრა პასუხების პოვნა წარსულში შეიძლებაო,ღმერთო ჩემო ნუთუ ეს შესაძლებელია არა,წარმოუდგენელია ის ხომ აღარ არსებობს!ეს ყოველივე ისე ჰგავს ღამის სიზმარს რომელიც დღის შუქისთანავე ქრება.
ყველაფერი ერთ ღამით დაიწყო,არა რამდენიმე დღით ადრე,იმ დღით როცა კარებთან შავი კონვერტი ვიპოვნე,ის სრულიად ცარიელი იყო მასში არაფერი ეწერა.ორი დღის შემდეგ გვიან ღამით როცა სამსახურიდან გამოსული ავტომობილისაკენ ბნელი ჩიხის გავლით გავემართე იმწამშივე უცნაურმა გრძნობამ ამიტანა,მეგონა რომ მარტო არ ვიყავი...წლებია ამ გზით დავდივარ და ასეთი რამ ადრე არასდროს მიგრძვნია.ის იყო გადავწყვიტე ტელეფონი ამეღო ჯიბიდან რომ ვიგრძენი ზურგს უკან ვიღაც მედგა,მაჯაზე ძლიერ ჩამჭიდა ხელი მისკენ დამააჩა და ზურგით მიმიკორო.ცალ ხელს პირზე მაფარებდა,ეს ისეთი უცნაური მოულოდნელი იყო რომ გავიყინე,თავად მესმოდა აღელვებულს როგორ მიცემდა გული,ამაოდ ვცდილობდი დავსხლტომოდი...ჰაერი აღარ მყოფნიდა,მეგონა გავიგუდებოდი,ვგრძნობდი უკან მდგომი როგორ სუნთქავდა ოდნავ გახშირებულად ჩემს ყურთან.ისეთი ხმით საუბრობდა გაუსაძლისად მძიმეს ხდიდა იმ წამებს.
დთისით რომ გვერდი გამიაროს ალბათ ვერც კი ვიცნობ ის ღამით მოდის,ჩემს სხეულთან ახლოს ტრიალებს მაგრძნობინებს რომ შეუძლია მმართოს მისი ნებისამებრ...თითქოს მაჯადოვებს,მისი შავი თვალები მაშინებს და ამასთანავე თავს მავიწებს...აღარ მინდა გამოჩნდეს და ამავე დროს მინდა ისევ ვიგრძნო ბნელ ოთახში იმისი ყოფნა...მეშინია შევეჯახო პირისპირ იმ სურვილს რომელსაც მისი ისევ ნახვა უნდა.თუ ჩემთან მოვიდა რომ პასუხი მაგებინოს მზად ვარ ჩავთვლი რომ დავიმსახურე.მე ეს წყეული მოგონება ყოველთვის მდევდა თან,მტანჯავდა...ახლა ხორცი შეუსხამს მგონია და უცნაური გზით ცდილობს გაანადგუროს"

***
ცამეტი დეკემბერი.
მეუღლეს ესაუბრა...ცირასთანაც შეათანხმა დეტალები სამსახურთან დაკავშირებით.მერე წამოდგა,მშვიდი მელოდია ჩართო.სიბნელეს კარგად ძლიერ ჰქონდა თავი დამკვიდრებული.შუქჩამქვრალ ოთახში პარტნიორის გარეშე ცეკვავდა,ბნელში თვალებდახუჭული.სასიამოვნოდ იღვრებოდა მელოდია...ქალი თითქოს ელოდა როდის გამოჩნდებოდა,ეს უნდოდა მთელი სიცხადით.გარეთ მწერები ჭრიჭინს არ წყვეტდნენ თუმცა მათი ხმა ვერ ლახავდა დახურული ფანჯრების ზღურბლს...ოთახში დაღვრილი მელოდიის პარალელურად კიბეებზე ნაბიჯებმა დაიწყეს დაჩენა...ცეკვავდა ჟღალთმიანი,როცა კარების სახელურს ლამაზი,ძლიერი თითები დაწვდა,გაიჩხაკუნა ბედნიერი ხმით საკეტმა...მელოდია,სიბნელე,დახუჭული ქალის თავლები,დახურული ფანჯრების ზღურბლს ვერ გადმოკვეთილი მწერების ხმა-დასცინოდნენ რეალობას-შემოიჭრა ღამის სტუმარი,მონარნარე ქალის სხეულს გაუსწორდა ბიჭი,მკლავები კვლავ მხატვრულად ასწია ჰაერში,ჟღალთმიანმა ხელები დაუშვა,იგრძნო მასთან სიახლოვეს ის ვისაც ელოდა.ბადეში მომწყვდეული პეპელას გარს უვლიდა მეპატრონე...მელოდია ისევ იღვრებოდა სივრცეში და იმორთა არსებაში...უხეში მოძრაობით ჩასჭიდა ქალს მკლავებზე,გულზე მიიკრო,მწველი მზერით დაჰყურებდა მის სახეს
-შენს თავლებში შიში ქრება!-ჩვეული ხმით მიმართა
-ჩემს აჩრდილად იქეცი,ჩემივე აჩრდილის კი არ მეშინია
ხელი კისერზე შემოაჭდო,ქალმა თვალები დახუჭა და ინსტიქტურად დაეყრდნო შუბლით ბიჭის ახალგაზრდა ძლიერ სხეულს
-თითქოს ვხვდები რა გინდა ჩემგან-ღონემიხდილმა უთხრა ქალმა
-შენ მზად ხარ ამისთვის?
-თუ კი ტანჯვისგან განთავისუფლდები მზად ვარ!
-როდის იგრძენი ტანჯვა ჩემამდე თუ ჩემი გამოჩენის შემდეგ
-ის მანამდეც ხმაურობდა თუმცა არ ვუსმენდი,შენ მაიძულე თითქოსდა დავიწყებულისთვის გადამეხედა...ის რომ არასდროს გვანებებს წარსული ხშირად განმაცდევინებს შეგრძნებას რომ აღარ მინდა ვისმენდე საათის ისრის მიერ დაძახებულ მომავალს.
ბიჭმა თითებს ოდნავ დაატანა ძალა და ქალის ყელს აგრძნობინა მიექცია ყურადღება საკუთარი სხეულისთვის,თუ როგორ ფეთქავდა გამალებით არტერია კისერში,როგორ გაისმოდა სხეულს შიგნით გულის ხმა ოთახში არსებულ მელოდიაზე ხმამაღლა...იდგნენ ორივენი ბნელში,თუმცა ღამის სიშავეზე მეტად ქალს წყვდიადს ვაჟის თვალები ჰგვრიდა.მონუსხულივით შესცქეროდა მცურავ ნოტებს შორის მიდგომის სანახევროდ მოლიცლიცე სახეს და თითქოს ჯადოსნური ჯოხი შეახესო ისე აიტანა სურვილმა გადაკარგულიყო ამ ახალგაზრდული ჟინით აღსავსე უცნობი ვაჟის თვალებში.ბიჭმა თითქოს იგრძნო ქალის სურვილი,მის წელს მოაშორა ხელი და სახეზე შეუცურა,ვაჟის ალუბლისფერ გაპობილ ტუჩებს ღიმილის ელფერმა გადაურბინა,ანას სახისაკენ დაიწია სულ ახლოს შეაჩერა ბაგეები მის წინ ქალის თვალდახუჭულ სახეს მზერა გადაატარა და მსუბუქად შეეხო მის ათრთოლებულ ბაგეებს,მერე ხელი უშვა,მოსცილდა.შორიდან გახედა მდივანზე დაშვებულ ქალს და უთხრა "სინანული რომელიც გვიან მოდის უფსკრულში გაჩეხილი სხეულის აღსადგენად აღარ გამოდგება"
-ნამდვილი ხარ?-ვედრებით მიაშტერდა ქალი
ბიჭმა ღიმილით გამოხედა,თვალები ნიშნისმოგებით აუტარა მთელს სხეულზე მის თვალებთან შეჩერდა
-მივდივარ ექიმო...
ქალმა მტკივნეულად დახუჭა თვალები გრძნობდა თითქოს როგორ მიემართებოდა მისი სტუმარი გასასვლელისაკენ.ცოტახანში როცა თვალები გაახილა ის აღარსად ჩანდა.ოთახს მხოლოდ მელოდია ავსებდა რომელიც დამღლელად უკრავდა მის მტკივნეულ სულზე...გარეთ მოზუზუნე მწერების ხმა ოთახის სარკმლის ზღურბლს კვლავ ვერ ლახავდა ის სხვის სმენას ახმაურებდა...ალბათ.

***
ფიქრებს მოსილმა ქალმა ისევ ჩანაწერების ბლოკნოტს მოჰკიდა ხელი.
"ბოლოს ორი დღის წინ გამოჩნდა,თუმცა მე ყოველთვის მგონია რომ ყოველი მხრიდან შემომყურებს...ის მოვიდა რათა ჩემი დანაშაული შემახსენოს რომელიც მიმიძღვის მე...
იმ ღამით როცა მელოდია უკრავდა და ის ჩემთან მოვიდა ეს რეალური სამყაროდან გაჭრას ჰგავდა.იმ ცოდვის განცხადებას რომელიც ჩაუდენია ადამიანს და მერე გაქცევია...ახლა კი ტანჯავს იმით რომ მასზე დამოკიდებულს ხდის,აჩვევს ისე როგორც შეიძლება შეეჩვიო საყვარელ ვინმეს.დამღლელად მოქმედებს გონებაზე.ვერ ეწინააღმდეგები რადგან იცი რომ დამნაშავე ხარ...ის ცდილობს გამომწვევის მისი ნახვის სურვილი,მე ამას ერთადერთ ახსნას ვუძებნი უნდა სრულიად გულგრილი გამხადოს მეუღლის მიმართ რადგან ის ამ საქმეში ჩემზე უფრო დამნაშავეა.უნდა ისევე წაართვას ჩემი თავი როგორც ერთ დროს მეუღლე მოვსტაცე მე მას.ისევე სურს შემძულდეს ლევანი როგორც ალბათ ახლა თავად სძულს მას
...ოდესმე ვინმეს განუცდია რა გრძნობას იწვევს ორი ისეთი ადამიანის კოცნა რომელთაც უთქმელად იციან რა საერთო სევდა იხარშება იმათ გულში,ერთი ცდილობს პასუხი აგებინოს ამფორმით,რადგან იცის რომ ამით სამუდამო შეხების მონატრებას უნერგავს,მეორე კი ხვდება როგორ წირავს თავს თუმცა მზადაა..." უცებ ქალმა კალამი საწოლზე დააგდო,წიგნაკი ზედ დასცა,ქურთული მოიცვა.საათისკენ გააპარა მზერა საათის ათს ეთამაშებოდა ისრები.ქუჩაში გასვლა და ცივ ჰაერთან შეგებება გადაწყვიტა,ისე მიუყვებოდა ქუჩას თითქოს მარტო სულაც არ იყო.გზამ იმ ჩიხთან მიიყვანა სადაც დაიწყო დასაწყისი.თამამად შეაბიჯა,შეჩერდა იგივე ადგილთან სადაც მაშინ როცა მის მკლავს დაწვდა უცნობი ბიჭი...ელოდა,მაგრამ არავინ ჩანდა.თვალები მოხუჭა,ილუზიაში გაიჭრა წარმოიდგინა რომ კვლავ ჩასჭიდა ვიღაცამ,თითქოს ძლიერი ბიძგით ისევ მიიკრეს ზურგით,თითქოს ცხადლივ გრძნობდა სიტყვების ბუტბუტს ყურთან,თითების ცურვას ყელზე...ვიღაცის ნაბიჯებმა გამოარკვია,მიხვდა გზას ორი ქალი მოჰყვებოდა,სწრაფად შემობრუნდა და ფეხით გაუდგა გზას სახლისაკენ...წვიმა წამოეწია,ცივი შხეფები ბადედ ვარდებოდა ციდან და ეკვროდა დედამიწას...სახლთან მისულ ანას შინ შესვლისას საკეტი არ ჩაუკეტავს...სველი ტანსაცმლით წვიმისსურნელ შემონახული ელოდა ღამის სტუმარს...
სუ ნთქა ვდა სიბნელეში!
სუ ნთქა ვდა სიბნელე!
ე ლო და სიბნელეში!
ე ლო და სიბნელე!
სიო ტაშს აკვრევინებდა ღია დარაბებს,ჰაერში ამჯერად ჭაღის რწევა აჟღერებდა ვიოლინოს...კარს ქვემოდან შემოცურებულ კონვერტს მოჰკრა თვალი ქალმა,მაშინვე წამოხტა ჩაიჩოქა ,დაბნეული თითებით გახსნა,პირველად ეწერა მასში რაღაც,ეწერა მხოლოდ ორი სიტყვა "მაღლა სახურავზე" გონებამ აკარნახევუნა ფიქრს რომ უნდა ასულიყო სწრაფად სახურავისაკენ.წამების შემდეგ ის უკვე სახურავზე იდგა უშიშრად,ზეციდან თავდავიწყებით სცვიოდა წვიმის წვეთები და მელოდიურად ეცემოდნენ ზედაპირს.ქალი საბრალო მზერით გაჰყურებდა მეორე ბოლოში დაბლა მჯდომ კაპიუშონიან სხეულს რომელიც მის დანახვაზე არც კი შეტოკებულა
-რა გამიკეთე...-ქალს ხმა შეერწყა წვიმის ხმაურს
ახლაღა ამოხედა გვერდულად და დაგუდული ხმით უთხრა:
-თავად ჰკითხე საკუთარ თავს,შენ იცი რატომ...და რა,ამაზეც არ გაგიჭირდება პოვნა პასუხის
ქალი მისკენ წავიდა,ბიჭმა ხელით ანიშნა შეჩერებულიყო,ისიც მასთან ახლოს ჩამოჯდა.წინ სიბნელე წვიმის შხეფებში ცურავდა,წვეთები მბზინვარებით ინთქმებოდნენ სივრცეში რომელიც ხახადაღებულ უფსკრულს მოჰგავდა სახურავიდან გადახედვის დროს...
-რამე თქვი გთხოვ,ნუ მიშლი ჭკუიდან-ხმამაღლა დაიყვირა ქალმა
ბიჭი ისე ალაპარაკდა თითქოს საკუთარ თავთან ბევრჯერ გამეორებულს საუბრობდა კვლავ თავისთვის და მსმენელს სულაც არ აქცევდა ყურადღებას:
-დილაობით როდესაც თვალს ვახელ მაშინათვე ვრცელი სარკმლიდან შემოჭრილი შუქი მჭრის თვალებს,იმ წამშივე მთელს ჩემ შინაგან სამყაროს სიმძიმის,სიცარიელის შეგრძნება იპყრობს...ზიზღი მაქვს ყველასა და ყველაფრის მიმართ.ისევ მჭიდროდ ვხუჭავ თვალებს და სიბნელეში ვიძირები,თუმცა ეს სიბნელე ისეთივე უნიჭო განსახიერებაა ღამის როგორც შენი ცხოვრება ექიმო!როცა სულში გიღამდება მერე დღის ნათელი აღარც კი გახსოვს რა ძალის იყო!ექიმო გიცდია წამოწოლილიყავი ჰაერზე...მე ვცდილობ ხოლმე...როცა სული მძიმე გაქვს ეს შეუძლებელია! გცივა?არ უნდა გადარდებდეს ის რომ ტერფებს ცივათ,არ უნდა გადარდებდეს სხეულის მყინვარება რადგან იცი რომ სული უფრო ყინულის ზოდებით გაქვს გადავსებული.
კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ ქალმა წარმოთქვა:
-მინდა ერთხელ მაინც დამანახო შენი სახე,მინდა ერთხელ მაინც მომცე შენთან შეხების ნება
-ჩემი სახე არაფრად გჭირდება,შენ ხომ "შენი აჩრდილი"მიწოდე,საკუთარ აჩრდილს ვერ შეეხები.
ქალი უცებ წამოიჭრა სველი თმები კისერზე მიეკრო სველ ტანისამოსთან ერთად...ბიჭისაკენ გაიწია უნდოდა გადახვეოდა...თუმცა მან შეაჩერა,თავად წამოდგა წვიმის ფარდა გაკვეთა ისე შეჰყურებდა ქალს თითქოს კვლავ ნადირი ყოფილიყო რომელიც ხაფანგში მომწყვდეულ მსხვერპლს აგემოვნებდა.ჟღალთმიანი კი სულ უფროდაუფრო ემსგავსებოდა ფერდაკარგულ,ფრთებგაჟღენთილ პეპელას,რომელსაც თვალებში საბრალო ნაპერწკლები უელავს...გაჩერდა გაპიუშონი გადაიძრო,გაპობილ ბაგეებს წვიმა უსველებდა,ქალი ხარბად დაყურებდა და იმახსოვრებდა მის სახის ნაკვთებს "ღამის მონადირე"გრძნობდა თუ როგორ სთხოვდა ქალის თვალები შეხებას,იღიმოდა საშიში ღიმილით.ისე შემოხვია წელზე ხელები თითქოს საცეკვაოდ იწვევსო "გადადგი ნაბიჯები"დაუბუტბუტა ყურთან "შენი თვალები ვიქნები ნუ მიიხედავ უკან"ქალი დამორჩილდა,დგავდა ნაბიჯს უკან ბიჭის სურვილისამებრ,ორთავეს სხეული წვიმის ერთ დიდ მთლიან წვეთს მოჰგავდა რომელიც ელოდა როდის დაეცემოდა მიწას და დაიმსხვრეოდა უამრავ წვრილ შხეფად.ქალის სუნთქვა ნიავივით ეფრქვეოდა წინ მდგომს ბაგეებზე...ზღვართან მიახლოვდნენ,შეჩერდა ჟღალთმიანი,თითებით ბიჭის მკლავებს ჩაბღუჯა ძლიერ "გადადგი ნაბიჯი" ჩასჩურჩულა კვლავ მაცდურად.მარჯვენა ფეხი შეატოკა ანამ,ჰაერი იგრძნო ნაბიჯქვეშ,წვიმის მარგალიტები სხეულზე უცვივოდა და თითქოს მათი ჟღარუნი უტოვებდა ხმას რომელიც ყოველ წამს გაიძახოდა გაჰყოლოდა თან გამჭოლი მზერი ჩასცქეროდნენ ერთმანეთს,მკლავებით უბიძგა ბიჭმა თავისკენ,ფეხის წვერებით ეხებოდა სახურავის ზოლს ქალი,სიცივისაგან ცახცახებდა და არამარტო სიცივისაგან...ისე სწრაფად შეაბრუნა ქალი სახით ქვემოდან მომზირალი "უფსკრულისკენ" რომ გაფიქრებაც ვერ მოასწრო საბრალო,წამი იყო საჭირო და დაკარგავდა სიცოცხლეს
-გეშინია?
-არ კი ვიცი რისი უფრო მეშინია იმის რომ შენ ვეღარ გნახავ თუ...ხმა გაუწყდა.ბიჭმა თმებში ჩაკარგა სახე,მკლავები კიდევ უფრო შემოხვია წელზე-შენი გული ნეკნებს ეხეთქება ისე გიცემს-გააჟღერა იდუმალი ხმა,მერე უკან დაიხია ქალსაც უკანვე გადმოადგმევინა ნაბიჯები,ცალი ხელი მოაცილა წელიდან გაშლილი ხელის მტევნით გაიკვლია გზა პერანგმიკრობილი სხეულიდან მის ყელამდე ცერა თითი ბაგეებზე გადაუტარა,გრძნობდა რომ ტანჯავდა...ცოტახანში ისე შეუშვა ხელები თითქოს მჭიდროდ შეკრული სალტი გაწყდაო
-რას მიკეთებ?მუდარით ამოთქვა ქალმა
-იცი ექიმო რომ ნაბიჯები სუნთქავს?აწმყოში გადადგმულებიც და კარგად ხნის წინათ უკან მოტოვებულებიც
-იმისთვის არ მოგიყვანივარ რომ ცოცხალი გაგეშვი
-საკუთარი თავისთვის განაჩენი გამოგიტანია და გინდა მე მიმაწერო?
-...ჯანდაბა,საერთოდ რეალური ხარ?ნუ თამაშობ სიტყვებით!
-თავიდან დაიწყე?-გაიღიმა-თუ ცოცხალს გტოვებ ესეიგი ჩვენს შემთხვევას ეს უფრო შეეფერება ძვირფასო,შენი სიცოცხლით უფრო დამეხმარები
-შენ ღამის კოშმარი ხარ
-მერედა ექიმო ღამის კოშმარი არ გეთმობა?
-წყეული ცინიკოსი ხარ!
-არავის უნდა წყეული ვინმე მის გვერდით ასეა არაა!
-არ წახვიდე...დარჩი,გამოჩნდი ხოლმე გთხოვ
-რა სუსტია არა ადამიანი,რა უძლური გრძნობებთან-ეს თქვა შემდეგ კი თვალების დახუჭვა მოსთხოვა.ჯიბიდან ნაჭერი ამოიღო,ქალი გრძნობდა როგორ უკრავდა თვალებს,როცა მორჩა მოსცილდა...სანამ ქალმა ახვეული თვალები გაახილა ის უკვე აღარსად ჩანდა,ახლა მარტოდმარტო იდგა სახურავზე წვიმაში, ხელში კი მისი იისფერი შარფი ეჭირა,ზიზღი იგრძნო ქმრის ნაჩუქარი ნივთის მიმართ,ცივად უშვა ხელი და შეატოვა დასახრჩობად სახურავზე მდგარ გუბურას.

***
დეკემბრის დასასრული.
უსაშველოდ გაიწელება დრო თუ კი ოთახში მარტოდ მჯდომი ისრების ჩხაკუნს გაადევნებ ყურს.ადამიანებს საკუთარი თავი გვეიმედება საჩვენოდ ყველაზე მეტად,მაგრამ სწორედ მან შეიძლება გვაქციოს ზურგი მარტივად.სიბნელეში თუ წარმოიდგენ როგორ ფრინავენ ფერადი პეპლები იქნებ იმათი ფრთების ფარფატის ხმაც შეიგრძნო...ამ დროს თავი შეიძლება შენც პეპლად იგრძნო ოთახის ტყვე პეპლად თუმცა იცი რომ სამი დღის სიცოცხლე აქვს პეპლებს და ამ გზით გააღწევ დახურული სივრცის გან,ეს იმედია არა?...შეგიძლია გაეჭრე სივრცეს დეკემბრის მიწურულს და საახალწლო განათების ფონზე შენც მანათობელი მწერივით იფრინო,ფიფქები ზეციდან ბამბის ქულებად გაგეფინებიან ფეხქვეშ...ასეთ დროს მიივიწყებ გრძნობებს მაგრამ ვერ!თუ იმავ ქუჩას გაივლი სადაც წვრილი ძაფებით დატყვევებული მოგონებები არიან მიბმული და გაშვებას გთხოვენ ვერაფერს დაივიწყებ,ხელს გაიწოდებ ჰაერში,ფიფქები დაგადნება ხელის მტევანზე ჩამოსწყვეტ ძაფებს და მუჭში შესრულება მიხვდები რომ ვერ თმობ,გემტკივნეულება განვლილი თან გეძვირფასება...როგორი დასათმობია ჭეშმარიტად განცდილი გრძნობა,როგორ უნდა გაუშვა მაშინ როცა იცი რომ მის ძაფს მერე ვეღარ დაჰქაჩავ და დაიბრუნებ..." ამ სტრიქონებს წერდა ანა როცა კარებზე ზარის ხმამ კალამი დააგდებინა საწოლზე,საძინებლიდან გამოვიდა და კართან მისულს მეგობრის სახე შეეგება
-გამარჯობა ანა
-რამოხდა ცირა
-დღეს იმდენჯერ დაგირეკე არ მპასუხობდი ამიტომ მოვედი
-ჰო მაპატიე მე იმდენი სამუშაო მქონდა...შემოდი,შემოდი
-ანა!ჩაიდანი გამორთე გაფრინდება სადაცაა
-ღმერთო ჩემო ეგ ვიღას ახსოვს!
ანა სამზარეულოდან ყავით ხელში გამოვიდა,მეგობრის წინ ჩამოჯდა და უხმოდ შეექცეოდნენ ცხელ სითხეს მანამ ვიდრე თვითონ ცირამ არ დაარღვია სიჩუმე
-ანა,ის ქალი როგორაა?
-ვინ-დაბნეულად გახედა მეგობარს
-ვიღაც ნინოზე რომ მივყვებოდი
-ჩვენ გავარკვიეთ რაც მის თავს ხდებოდა...როგორც თქვი ცირა ადამიანები შემთხვევით არ ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში...ნინომ მიამბო რომ მის ამჟამინდელ მეუღლეს ცოლი ჰყავდა,ეს ქალი საკმაოდ შეძლებული ვინმე ყოფილა,ყველა ნათესავი საზღვარგარეთ ცხოვრობდა აქ სრულიად მარტო იყო,კომპანია რომელსაც ახლა ლევანი მართავს
-ლევანი?
დაბნეულად გახედა მეგობარს -ჰო,ჰო ლევანი ნინოს ქმარსაც ასე ჰქვია...ეს კომპანია იმ ქალს ეკუთვნოდა რომელიც ცოლად შეირთო...მისი მთავარი ინტერესი ქონების მისაკუთრებია და შემდეგ განქორწინება იყო ყოველშემთხვევაში ეს ნონოს ასე დააჯერა...ჰოდა როცა ნინომ და ლევანიმ ერთმანეთი გაიცნეს და დაახლოვდნენ განქორწინების იდეამ კიდევ უფრო მტკიცედ მოიკიდა ფეხი თურმე,მაგრამ საქმეს ის ართულებდა რომ ამდროისთვის ლევანს სამიწლის ვაჟი ჰყავდა,ქალიც ცოცხალი თავით არ თანხმდებოდა განქორწინებას...
-მერე ანა?
-მერე...მერე ნინო ლევანის გეგმამ აცდუნა,ორთავემ ფსიქოტროპული აბების დალევა დააწყებინეს თურმე მას...ქალსაც ჰალუცინაციებით ტანჯვა დაეწყო,ყველაფერი ახლობლებმა მშობიარობის შემდგომ სტრესს დააბრალეს და როგორც ავადმყოფი მალე დააწვინეს კიდევაც კლინიკაში...ერთ წელიწადში ის გარდაცვლილა...
-ბიჭს რა ბედი ეჭირა?
-ბიჭი?...ბავშვი თავშესაფარში გააგზავნა ლევანმა,ის არ აღიარებდა მას!
-და როგორ,ერთხელაც არ უკითხავთ მისი ბედი?
-თავშესაფარში აკითხავდნენ,ხანდახან,დედის ნათესავებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ ბავშვის თავს თუ ეს ხდებოდა...ერთხელ კი საშინელი ამბავი შეატყობინეს ლევანს თავშესაფრიდან...იმხანად ბიჭი თერთმეტის ყოფილა,მან გაქცევა მოახერხა...რამდენიმე დღიანი ძებნა უშედეგოდ გამოდგა,ერთ დილით კი მდინარეს ვიღაც მისივეოდენა ბავშვის სხეული გამოურიყავს,ბიჭს სახე წაშლილი ჰქონია,მაგრამ აღმზრდელები იმტკიცებოდნენ რომ ტანისამოსი რაც გარდაცვლილს ეცვა დაკარგულს ეკუთვნოდა...ესეც არ იყოს ბავშვს ყელზე დედის ნაჩუქარი მედალიონი ჰკეთებია რომელიც ლევანმა ამოიცნო...
-არც კი ვიცი რა ვთქვა...ეს გაუგონარი დანაშაულია,დაუჯერებელი რაღაცას ჰყვები...და ის რაც ნინოს თავს ხდება როგორ ხსნით?მიცვალებული ხომ არ დაუწყებდა დევნას?
-ცირა ბიჭი იქნებ არც დაღუპულა,მას ექსპერტიზა არ ჩატარებია,იქნებ სულ სხვა იპოვნეს...გაიზარდა იმ რწმენით რომ ეპოვნა ისინი ვინც ცხოვრება დაუნგრია და ახლა თავად უხდის სამაგიეროს...და თუ ის მართლა გარდაიცვალა მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ ნინო შეიშალა,შეიშალა მისი სულის გამოძახილისგან,დაღალა დანაშაულის გრძნობით ცხოვრებამ,დაღალა სიზმრებმა რომლებიც ამ წლების მანძილზე დაკარგული ბიჭის ხმას ჩასძახოდნენ...
-ანა ყველაფერში ხომ ბრალი ყველაზე მეტად მამას მიუძღვის თუ საქმე რეალურ პიროვნებასთან გვაქვს პასუხს ყველაზე მეტად მას უნდა სთხოვდეს!
-მაგ კაცს ალბათ სინდისი არ აწუხებს...მაგრამ მოვა დრო და ალბათ მასაც მიაკითხავს...ამ ჯერზე კი ესეც აკმარა,მოსტაცა ცოლი ისე როგორც წლების წინ დედა დააკარგვინა თავად ღვიძლ შვილს.
-რას ნიშნავს ცოლი დააკარგვინა ანა!
-ცირა,ეგ ვიღაც ჩასწვდა იმ რეალობას რომ ნინოსა და მისი ქმრის თანაცხოვრება არც ისეთი ჭეშმარიტი სიყვარულის განსახიერებაა...მათ ერთმანეთთან ხორციელდება უფრო აკავშირებდათ ვიდრე სულიერება...როცა მას სტუმრობდა ფიქრობდა რომ ქალს არ შეეძლო განეცადა სიყვარული და მარტივად გაიხადა დამოკიდებული მასზე...
-მე კარგად არ მესმის,ავირიე,დავიბენი
-უცნაური იცი რა არის არც ისეთი გახრწნილი ყოფილა ნინოს სული როგორც თავად ეგონა,შესძლებია თანაგრძნობა,რეალური სიყვარული...ეს თავადაც არ იცოდა,მაგრამ იგრძნო იმ უცნობმა როცა ერთ ღამით სახურავზე წვიმაში აიყვანა ქალი,ის აპირებდა უსათუოდ ქონდა განძრახული გადაეჩეხა დაბლა მაგრამ ეს არ გააკეთა,მიხვდა რომ ნანობდა ჩადენილის,ამასთანავე მისი გული აღარ სცემდა შიშით არამედ...და ხომ გესმის თუ ის ცოცხალს დატოვებდა და გაუჩინარდება ამით ...
-ანა ანა,მოიცადე შენ ახლა ყველაფერს თავად გიჟივით ჰყვები...დამაფიქრე...-უცებ ცირამ საუბრის თემა შეაცვლევინა-და საერთოდ ხვალ დილით რომ ლევანი ბრუნდება იცი?
არაფერი უპასუხია მხოლოდ ეს სიტყვები გააჟღერა-იცი ცირა,როცა დილაობით თვალს ვახელ და ჩემი ოთახის ვრცელი სარკმლიდან შემოჭრილი შუქი თავლებს მჭრის მინდება თვალები დავხუჭე და ასე ყალბ სიბნელეში ჩაძირული გავექცე სიცარიელის შეგრძნებას...ასე რატომ მიყურებ?
-ანა ცოტახნით უნდა გავიდე ბავშვი უნდა ვნახო,მერე ისევ მოვალ...-ნერვიულად უთხრა
-როგორც გინდა-ვითომც არაფერიო ისე უპასუხა
როცა მეგობარი გააცილა სახურავისაკენ გაუყვა გზას,ერთხელ ოთახში ღამის სტუმრის მიერ ნამღერს ღიღინებდა...ამჯერად მოწმენდილი ვარსკვლავებიანი ცა დაჰყურებდა თავზე,დაბლა ეგდო ჭუჭყიანი იისფერი ფერ დაკარგული შარფი ზიზღი იგრძნო ნივთის მიმართ.ზღვარზე ჩამოჯდა ელოდა,ელოდა როდის დაუძახე და ნაცნობი ხმა "გადადგი ნაბიჯი" უცებ შეიპყრო სურვილმა ეცადა თუ შეძლებდა წამოწოლას ჰაერზე...ვცდიო,დაიჩურჩულა თვალები უდარდელად დახუჭა და მიენდო სურვილს...

***
დეკემბრის ბოლოს როდესაც საათი შვიდს ჩამოჰკრავდა ყრუ ჩიხიდან აღარ გამოდიოდა თავჩაქინდრული ყმაწვილი,აღარ ინისლებოდა კვამლში,აღარ დაეძებდა წყვდიადისფერი თვალები ვინმეს...აღარც საღამოობით მიაბიჯებდა იქ ჩიხში ჟღალთმიანი სხვისი ნაბიჯების თანხლებით.

დასასრული.









შეიძლება ისტორია ცოტა უცნაურიც გეჩვენოთ...არ ვიცი,სიზმრიდან ერთი ფრაგმენტი შემომრჩა და მერე ყველაფერი მასზე ავაწყვე...
შეიძლება მოგეწონოთ ან არ,როგორც არ უნდა იყოს მინდა არ დაგეზაროთ და თქვენი აზრი გამიზიაროთ.



№1  offline წევრი Imagination88

უცნაური იყო თუმცა მთლიანობაში ძალიან მომეწონა არ ვიცი სწორად მივხვდი თუ არა მაგრამ ეს ბიჭი ანას წარმოსახვა იყო ხომ ასეა?? სიმართლე გითხრა თითქოს რაღაც დამაკლდა ბოლოს ან არ მინდოდა დამთავრებულიყო ის სიამოვნება რასაც ტექსტის კითხვის დროს განვიცდიდი ❣️❣️არ ვიცი ასე მხატვრულად როგორ შეგიძლია აღწერო თითოეული მომენტი ისე სიამოვნებით ვკითხულობდი აი არ ვიცი ❣️❣️კიდევ უამრავი რამის თქმა მინდა მაგრამ აზრებს თავს ვერ ვუყრი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ძალიან კარგად წერ იმედია ახალი ისტორიით დაბრუნდები ❣️❣️

 


№2  offline წევრი ტურაგო

A.N.A
უცნაური იყო თუმცა მთლიანობაში ძალიან მომეწონა არ ვიცი სწორად მივხვდი თუ არა მაგრამ ეს ბიჭი ანას წარმოსახვა იყო ხომ ასეა?? სიმართლე გითხრა თითქოს რაღაც დამაკლდა ბოლოს ან არ მინდოდა დამთავრებულიყო ის სიამოვნება რასაც ტექსტის კითხვის დროს განვიცდიდი ❣️❣️არ ვიცი ასე მხატვრულად როგორ შეგიძლია აღწერო თითოეული მომენტი ისე სიამოვნებით ვკითხულობდი აი არ ვიცი ❣️❣️კიდევ უამრავი რამის თქმა მინდა მაგრამ აზრებს თავს ვერ ვუყრი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ძალიან კარგად წერ იმედია ახალი ისტორიით დაბრუნდები ❣️❣️



ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა შეფასებისთვის ♥️
მიხარია რომ ჩემი "მომენტების აღწერა" იგრძენი ♥️
რაც შეეხება ჩვენს იდუმალ ღამის სტუმარს ასე ვთქვათ მკითხველის არჩევანს მივანდე,გაორებული ფიქრი-ზოგი მას წარმოსახვის ნაყოფს დავარქმევთ,ზოგისთვის კი ის შესაძლოა რეალურ პიროვნებად დარჩეს,პიროვნებად რომელიც ტკივილით გაიზარდა და დაბრუნდა ღამის მაგვარი ბნელი სულით...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent