შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი ამბები (12)


8-02-2020, 21:01
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 550

საღამოობით, ჯადოქრები კოცონს უსხდნენ და გასული წლების ამბებს იხსენებდნენ. ისეთ ამბებს, რომელიც დროთა განმავლობაში, უფერულდებოდა, თუმცა საჭირო იყო რომ ისტორიიდან არასოდეს წაშლოდათ. ამიტომ ყოველთვის ახსენებდნენ თავიანთ პატარა შვილებს ან კლანის ახალ წევრებს.
დეიზის არ უყვარდა მათთან ერთად ჯდომა.
ზოგჯერ ზედმეტად კეთილები ეჩვენებოდა ჯადოქრები, ზოგჯერ სენტიმენტალურები. თუმცა იმ დღეს, პატარა ჯენის ადამიანებთან კონაქტი მოუნდა და დედობილს სთხოვა, გარეთ გაეყვანა. ყველა ჯადოქარმა ადვილად დაიჯერა რომ ნათესავები იყვნენ. დეიზის შელოცვების წყალობით, ჯენის ვამპირობა არ ეტყობოდა არც გარედან და არც აურით.
კოცონს მიუსხდნენ.
პატარა ჯადოქრებს მუდამ დეიზის გვერდით ყოფნა სურდათ. მათთვის როკვარსკვლავივით იყო და ამ ბოლო დროს, ქალსაც შეყვარებოდა ბავშვები. სხვა გზა არც ჰქონდა.
- დიდი ხნის წინათ, სისხლის სავანეში, უპატრონო ბავშვთა სახლში ყველა ბავშვი დაიხოცა. - დაიწყო ერთ-ერთმა ჯადოქარმა რებეკამ. არაბუნებრივად ნაცრისფერი თმა ჰქონდა და დეიზის არასოდეს მოსწონდა. თმაში არ იყო საქმე, უბრალოდ, დროდადრო, პირველობაში ეცილებოდა და ეჭვისთვალით უყურებდა, როცა კატალინასთან და კატალისთან ერთად ხედავდა. მადლობა ღმერთს, პატარა ჯენი ისეთი შენიღბული იყო რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი ხდებოდა.
- ვლადი? - იკითხა დეიზიმ. არ ესიამოვნა. ალბათ არ სიამოვნებაზე გაცილებით ცუდი შეგრძნება დაეუფლა. ჯადოქარმა თეორიულად იცოდა მისი ჩადენილი სისასტიკეების შესახებ, მაგრამ როცა სხვისგან ისმენდა, გეგონება კოშმარი იმდენად რეალური ხდებოდა, რომ მხოლოდ ახლაღა აცნობიერებდა.
დეიზის სტკიოდა ვლადის სისასტიკე.
ზოგჯერ ზიზღსაც იწვევდა.
მაგრამ ზიზღს იწვევდა მისი საქციელი, თავად ვლადის ან რომელიმე დროგოს შეძულება ქალს აღარ შეეძლო.
- არა, ვლადზე არ მაქვს საუბარი, გაბრიელზე მაქვს - წარმოთქვა რებეკამ და ეშმაკურად მოჭუტა თვალები. გეგონება, იცოდა რანაირად, როგორ ძლიერად სტკენდა დეიზის და სურდა, უფრო მეტად მიეყენებინა მისთვის ჭრილობა - გაბრიელი მონადირეა თავისი არსით. მონადირეებს ზოგჯერ შეუძლიათ საკუთარი თავის ხელში აყვანა, მაგრამ უმეტესად, ნარკომანებს ჰგვანან. რაც უფრო მეტ სისხლს სვავენ, მით მეტი უნდებათ. ოცი ბავშვი დახოცა დიდი ხნის წინ. ბავშვები ძირითადად, ავადმყოფები იყვნენ, შავი ჭირი მძვინვარებდა, თუმცა... თუმცა რითი გავამართლებთ?
- ვერაფრით - ცხოვრებაში პირველად დაეთანხმა დეიზი რებეკას.
ჯენიმ დეიზის ნაქსოვი სამოსი დაბლა ჩამოქაჩა.
მერე კიდევ ჩამოქაჩა.
ქალი ყურადღებას არ ქცევდა.
კოცონს მიშტერებოდა და თვალსაც ვერ ახამხამებდა. გეგონება, ამ სამყაროსგან მოწყვეტილი, საკუთარ გრძნობებში გადავარდნილიყო და თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდა.
- დეიზი!
- ჰო ჯენი - გაუღიმა დეიზიმ.
- ახლა გძულს?
- არ ვიცი ჯენი. მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ.
- ადამიანებიც კი ყველაზე მისტიკურ მკვლელობის სერიას ეძახიან სისხის სავანეში ბავშვების ამბავს - აგრძელებდა რებეკა და უარესად უსრესდა გულს დეიზის თავისი სიტყვებით. დეიზი ხომ ჯადოქარი იყო? მისი ვალი, როგორც ყველა ჯადოქრის, ბუნების მსახურებად ითვლებოდა. მას მცენარეები უნდა გაეხარებინა, ბავშვების ჟრიამულისთვის ესმინა, კამკამა წყალში ებანავა და კიდევ ათასგვარი ასეთი რამ.
ერთი სიტყვით, სიკეთის მსახურებადაც ითვლებოდა ეს ყველაფერი.
ჯადოქარი კი მხოლოდ ბავშვის კისკისის მოსმენის პუნქტს აკმაყოფილებდა. კარგი დღე არ დაადგებოდა თუ ვინმე გაიგებდა მისი ფარული მოქმედების შესახებ. მხოლოდ თავისი კლანის წინაშე კი არა, თავისი მოწოდების წინაშეც მიუძღვოდა დიდი ბრალი.
- მოდი ხვალ სადმე წავიდეთ. მხოლოდ ჩვენ ორნი - შესთავაზა სახლში მისულმა ჯენიმ დეიზის.
- ისედაც ყველაფერს ჩვენ ორნი ვაკეთებთ - ბავშვი კალთაში ჩაისვა და თმაზე აკოცა - ჩემზე ნუ ღელავ ჯენი. კარგად ვარ.
- ცუდად ხარ. ვამპირებს გულისცემა გვესმის და შენ ისე გამალებით გიძგერს, ვხვდები რომ შეშფოთებული ხარ.
- საიდან მოგაქვს ეგეთი ტერმინები - გადაიკისკისა ქალმა - სასწრაფოდ სკოლაში ხარ მისაყვანი, ტალანტი არ უნდა დაგეკარგოს.
- ვამპირი ბავშვები სწრაფად ვითარდებიან თუ რა თქმა უნდა, გამრავლდნენ. მარიანა ჩემს ასაკში სინუსებს და კოსინუსებს ხსნიდა.
- ჰო, მსმენია.
- შენ რას აკეთებდი ჩემ ასაკში? - ჰკითხა დეიზის.
- ენის მოჩლექვით ვლაპარაკობდი და დედა რომ თვალს მოეფარებოდა, ეგრევე ტირილს ვიწყებდი.
- მეც მეტირება ხოლმე ან შენ ან მამა რომ ეფარებით თვალს. - გამოუტყდა ბავშვი. - და ჩემს დებს როცა ვუყურებ, მაშინაც მეტირება, რადგან არ მიცნობენ. მე ვიცნობ.
- ისევ ყვავის ფორმით უთვალთვალებ? - არ ესიამოვნა დეიზი.
- კი. დაბლა აღარ ვვარდები, კარგად დავფრინავ. მართალია, იმ დღეს, მტრედს არ მოვეწონე, მაგრამ როცა დავუჩხავლე, შეეშინდა და გაფრინდა. ისე, ჩემს დებთან კარგი იქნებოდა. მაგარ რამეებს ჩაამცმევდნენ.
- ანუ მე ცუდებს გაცმევ?
- არა, მაგრამ მოდური არ ხარ. ეგ არაფერი, არც ერთი დედა არ არის მოდური. არ ინერვიულო.

* * *
მარიანა და კატალინა ქრისტიანოს მიერ გამართულ წვეულებაზე იყვნენ. ყველაზე მეტად, ლაურენის იქ ყოფნა აღიზიანებდა მარიანას. ორი ახალი რამე გაეგო ქრისტიანოზე ამავდროულოად: წვეულებების მოწყობის შნო ჰქონია და ზოგჯერ, იცინოდა კიდეც. კაენი კატალინას მისჩერებოდა, როგორც ყოველთვის და მარიანას არ გამოჰპარვია. ახლა მაგანაც გააღიზიანა. თვლიდა, რომ ვიღაცა მაქციას არანაირი შანსი არ უნდა ჰქონოდა მის დასთან.
ქრისტიანო ბევრს სვამდა. განსაკუთრებით, მარიანას გარემოცვაში ყოფნისას. ამ ქალმა იფიქრა, მოკვლას რომ არ ვუპირებდე, ღვიძლი ადრე თუ გვიან, მაინც დაეშლებოდაო და მერე საკუთარ თავზე გაეცინა.
- დარწმუნებული ხარ? - გვერდზე მიუდგა ტყუპისცალი - ვიცი, მეათასედ გეკითხები, მაგრამ... შენ არასდროს არავინ მოგიკლავს მარ.
- არც შენ.
- მერე რა? მაინცდამაინც, თუ არ მივასისხლეთ, ისე ვერ ვიქნებით სრულუფლებიანი დროგოები თუ რა ხდება?
- მშვენივრად იცი, ამას რისთვისაც ვაკეთებ.
- მაინც ვერ ჩავწვდი. კაენი მეც მიზიდავს, მაგრამ მისი მოკვლა აზრადაც არ მომსვლია. ერთი-ორი მუჯლუგუნის, სახით ასფალტზე ხოხიალის და წამების მომხრე ნამდვილად ვარ, თუმცა ცოცხალი ორგანიზმის მკვლელობა ცოტა რთულად მეჩვენება. საჭირო არ არის, რახან დაწყევლილი გქვია, მართლა დაიწყევლო სული.
- შენ გგონია, რომ სული გვაქვს?
- მოდი ახლა რელიგიურ და ზოგადსაკაცობრიო ხედვებს აქ ნუ გავარჩევთ.
ქრისტიანოს მიმტანმა კიდევ ერთი შამპანურის ჭიქა მიაწოდა და მარიანას ჩაუკრა თვალი. ესაა. ქრისტიანო დალევდა და აღარ იარსებებდა. ეს უნდოდა მარიანასაც. კაცმა ჭიქას მსუბუქად მიარტყა დანა რამდენჯერმე და სადღეგრძელოს მოსმენის მოლოდინში ყველა დადუმდა.
- მინდა ერთ ქალბატონზე გიამბოთ - წარმოთქვა კაცმა - წლების წინ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვეღარასოდეს შევხვდებოდი. წლების წინ, ყველაფერი დავკარგე და ამ დანაკარგის შესავსებად, ბიზნესი წამოვიწყე. მერე ყველაფერი შეიცვალა ან მეგონა, რომ შეიცვალა. ერთი რამე დაიმახსოვრეთ. ფულსა და დიდებას მხოლოდ დროებითი შვება მოაქვს და მერე, რამდენჯერაც არ უნდა ჩაიხედოთ საკუთარ სულებში, მაინც სიცარიელეს დაინახავთ. ის ქალი მოულოდნელად დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში. ეს დაბრუნება ისეთივე უეცარი და გრანდიოზული იყო, როგორც მისი წასვლა. მინდა, რომ აღარასოდეს გაქრეს. ამიტომაც ჩემი აქციების ათ პროცენტს ვჩუქნი. ამის შემდეგ, სრულოფლებიანი თანამმართველი გახდება. წასვლის ყველა გზას ვუჭრი. ყველას!
მარიანას მიუახლოვდა.
კაცის მზერა ყოველთვის აღფრთოვანებით იყო მისკენ მიმართული.
ამას ცოტა კოჭლობაც ერთვოდა და მარიანა ფიქრობდა, ან გავაფრინე ან ქრისტიანოს ხელჯოხი ისე ამშვენებს, როგორც ქალის დეკოლტეს ბრილიანტიო.
- რა თამაშს თამაშობ, მაინც ვერ გავიგე - გაკვირვებული უმზერდა კაცს. ლაურენი ყველაზე სევდიანი და სასოწარკვეთილი ჩანდა.
მარიანას ახლა მართლა შეეცოდა. მთელი გულით, რადგან რაც არ უნდა ყოფილიყო, ქალს ყველაზე მეტად შეტკივა გული ქალზე, მაშინაც კი თუ მტერი ან კონკურენტია. კაცები ამას ვერასოდეს გაიგებდნენ. ვერც იმას გაიაგებდნენ, რამხელა გავლენა ჰქონდა მათ სიტყვებს, როგორ შეეძლოთ ყველაფრის დანგრევა ან აშენება.
- შენს სადღეგრძელოს ვსვამ - წარმოთქვა მხიარულად და ჭიქა ტუჩთან ახლოს მიიტანა.
- აქ არა! - ხელიდან გამოჰგლიჯა მარიანამ. - სადმე, ცალკე გავიდეთ.
- ჩემს კაბინეტში?
- თუნდაც
ქრისტიანო და მარიანა მეორე სართულს აუყვნენ. კატალინა შეჰყურებდა მათ და იმას იაზრებდა, რაც კარგა ხნის გააზრებული ჰქონდა: თავისი და ვერავისაც ვერ მოკლავდა.
- საყვარლები არიან - ამოუდგა გვერდით კაენი.
- გარედან ყველანი საყვარლები ვართ. ლამაზად გამოვიყურებით, თვალს ესიამოვნება. შიგნიდან ცოდვა გვჭამს და შავი ჭირი შეგვსევია.
- ლამაზი ნათქვამია.
- ნათქვამი ლამაზია, რეალობა მახინჯი.
- მარიანას შავი ჭირი შეესია?
- რა იდიოტი ხარ - გაეცინა კატალინას - მეტაფორულად გეუბნები. მარიანა რომ ჯანმრთელია, სხვებმა ინატრონ.
- სულ მაინტერესებს ხოლმე, რატომ დაჰყვები ასეთ წვეულებებზე? შენ ხომ არავინ მოგწონს ამ ხალხიდან. ქრისტიანოს და ჩემს მოხუც პარტნიორებზე გული გერევა, თვითონ სავაჭრო ცენტრიდან მხოლოდ ისეთები მოგწონს, რომლებიც აქ არ დადიან. აი, ახალგაზრდები. თან ეგენი ძირითადად, თავიანთ შესაფერის ივენთებს აწყობენ ხოლმე კლუბებში.
- კი, ძირითადად, ლალოსთან ერთად დავდივარ. გეი კლუბებზე ვგიჟდები. არავინ მშიერი თვალებით არ მიყურებს და უკანალზე არ მეხახუნება. სწორად აღნიშნე, მარიანას გამო თუ მოვალ ისევ აქ. ზოგჯერ არ მინდა, მარტო დავტოვო.
- მხოლოდ მარიანას გამო?
- აბა გგონია, შენი ნახვის სურვილი მკლავს? - გაეცინა ქალს.
- რა ვიცი - მხრები აიჩეჩა კაენმა - გულის სიღრმეში, იმედი მაქვს.
- ვერ ვხვდები, რისი იმედი. არა, მართლა საინტერესოა, რა გინდა. კი ბატონო, ზოგჯერ ერმანეთს ვხოცავთ, ზოგჯერ ცოტათი ვფლირტაობთ. ეს სასიამოვნო და კარგი გასართობია, მაგრამ საბოლოოდ რას ვიზამთ? ერთს გავიფართხალებთ საწოლში და ეგ იქნება, ან ორს. არაფრისკენ მივდივართ. ბავშვებს ვერ დავზრდით და ზღაპარს ვერ მოვუყვებით საყვარელ ბაბუაზე, რომელმაც მამამისის ყველა წინაპარი ამოწყვიტა.
- მოიცა, ბავშვები გინდა? - სასაცილოდ არ ეყო კაენს.
- ბავშვები იმიტომ ვახსენე, რომ ჩვენი ურთიერთობის ამაოებისთვის გამევლო ხაზი.
- ისე, ლამაზები იქნებოდნენ. შენი დიდი ცხვირით და ჩემი მშვენიერი თვალებით.
- დიდი ცხვირი არ მაქვს! - დაიბღვირა ქალი. მერე სახეზე დაიდო ხელი - სხვა თუ არაფერი, შრამები მაინც არ მაქვს ჩამწკვრივებული ყოველი ხელის ნაბიჯზე.
- ბარემ ენაც გამომიყავი. - სასაცილოდ არ ეყო კაენს. კატალინა ასეც მოიქცა. - პატარა ბავშვივით ხარ. კაცს შრამი უხდება.
- თქვა შრამიანმა კაცმა და კიდევ ერთხელ, უშედეგოდ ეცადა შეება მაღალი დონის ჯადოქარი და ჯერ-ჯერობით, დაბალი დონის მოდელი.
- თქვა დაბალი დონის მოდელმა. - არ ჩამოუვარდა კაცი. მერე დაფიქრდა - არადა, მაღალი მოდის იმიჯი გაქვს.
- დააფასე ჩემი დიდი ცხვირი?
- ისედაც ვაფასებ. გამოყვანილი და გამოძერწილი ნაქვთები არ მომწონს. ბუნებრივი სილამაზე ყველაზე მაგარი რამეა, რაც შეიძლება კაცმა ინატროს. პირდაპირი მნიშვნელობით. თორემ მერე ვეღარ გაარკვევ შენს შეყვარებულს კოცნი თუ ვიღაც სხვისას. ისე, ბარემ სიტყვამ მოიტანა და კიდევ კარგი, მარიანას არ ჰგევხარ, თორემ მერე მე და ქრისტიანო დავცხებდით.
- ქრისტიანოს უფრო აქვს მაგის უფლება, ვიდრე შენ - შამპანური მოსვა ქალმა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა უზარმაზარ სარკეს, რომელსაც მთელი კედელი მოეცვა. კაენი გვერდით ედგა. ნარცისიზმის პიკს აღწევდნენ, ისე მოსწონდათ ერთმანეთიც და საკუთარი თავებიც.
- მე ვითომ რატომ არ მაქვს?
- რადგან მაქსიმალური, რაც ერთად გაგვიკეთებია, ცეკვაა.
- ცეკვისას თმაზე გიყნოსე და ერთხელ ისეთი გათიშული იყავი, გაკოცე კიდეც.
- რაო? - თვალები დააბრიალა ქალმა.
- ჰო. მომთხოვე ახლა ჯენტლმენობა. როცა მთვრალი ხარ, მაქსიმალურად ვსარგებობ შენი მდგომარეობით.
- ნაბი*ვარო!
- ყელში გაკოცე არადა.
- მაინც ეგ ხარ!
- შენც ისარგებლე ერთხელ ჩემი სიმთვრალით, არაა პრობლემა.
- რა იდიოტი ხარ. საერთოდ რატომ მაქვს შენთან კონტაქტი, გარტყმაში არ ვარ.
- ფიზიკური მიზიდულობა.
* * *
- ფაქტია რომ გააფრინე, მაგრამ რის ნიადაგზე, ჯერ წარმოდგენა არ მაქვს - ეჩხუბებოდა მარიანა ქრისტიანოს - რა აქციებს მჩუქნი? ამდენი ხალხის თანდასწრებით ვენეციური სერიალის გმირად რომ ამომაყოფინე თავი, ბარემ დნმ-ის ანალიზის პასუხები გაგეხსნა და ისე გამოგეცხადა.
- რატომ, და-ძმანი ვართ? - გაეცინა ქრისტიანოს. - მაშინ სერსეი და ჯეიმი გამოვდივართ.
- ნუ მაიმუნობ რაღაცეებს. არ მიყვარს ეგრე რომ იქცევიან. სადღეგრძელოებზე და ბრძნულ გამონათქვამებზე გავიზარდე. ვლადი რომ იწყებდა ხოლმე ჩვენს ოჯახზე საუბარს, ერთი კვირა ვიდექით და ვუსმენდით. შენღა მაკლდი სენსიტიური განცხადებებით.
- ეგეთი რა ვთქვი? აქციებს გჩუქნი.
- სურვილი რომ მქონდეს, მთელ ქალაქს ვიყიდდი.
- უბრალოდ ჩემს გრძნობებს გამოვხატავ. სიმართლე გითხრა, აღარ მახსოვს ადამიანები როგორ იქცევიან, როცა ვინმე ძვირფასს ხედავენ. შინაგანად, გასაოცარი შეგრძნება მიტანს, თუმცა გარედან შესაბამისად ვერ ვიქცევი. ვერც კი ვიღიმი.
- ლაურენს კარგად უკრეჭ კბილებს. მატყუარა!
- ჩემი ბრალი არაა, რომ მაინცდამაინც მაშინ გამოჩნდი, როცა ლაურენთან მქონდა რომანი.
- მიატოვე!
- სერიოზულად მეუბნები?
- კი. ოღონდ შანსს არ გაძლევ, არც იმედს. აი, წარმოიდგინე, საერთოდ ფეხებზე , მაგრამ მაინც გიბრძანებ, რომ მიატოვო!
ქრისტიანოს გაგეცინა.
უხდებოდა სიცილი. ისე უხდებოდა, რომ მარიანა სულელ, დადნობისკენ მიდრეკილ გოგოს ემსგავსებოდა.
ქრისტიანომ სიცილითვე გააქნია თავი, კაბინეტის მაგიდაზე დადგმულ მივიწყებულ ჭიქას დასწვდა და მარიანას შეხედა თვალებში.
- კი არ გიყვარს სადღეგრძელოები, მაგრამ მაინც გაუმარჯოს ქალს, რომელსაც შეუძლია მარიონეტივით მათამაშოს თან ისე, რომ იმედის იოტისოდენა მარცვალიც კი არ მომცეს.
ტუჩებთან მიიტანა სასმისი.
აუქნია ქალმა ხელი, გააგდებინა და იატაკზე მიამსხვრია.
ქრისტიანო გაოგნებული უყურებდა.
- რა დაგიშავე ამისთანა? - ჰკითხა კაცმა.
- არაფერი რომ არ დამიშავე და ზოგჯერ მინდა, დამიშავო, რადგან შენი მოკვლის რეალური მიზეზი მომეცეს, იმიტომ გაგადებინე.
- ჩემი მოკვლის?
- ჰო. საწამლავი გეყარა მანდ, მინდოდა, მომეკალი... ან არ მინდოდა, მაგრამ საჭიროდ მიმაჩნდა.
- მშვენიერია - კაბინეტიდან გავიდა კაცი და კარი გაიჯახუნა.
- უარეს რეაქციას მოველოდი, მაგრამ ჯანაბას - ამოიოხრა მარიანამ და სკამზე დაჯდა.
- შენ ნორმალური ხარ? - რამდენიმე წუთში, გადაფითრებული კატალინა შემოვარდა - რამ გათქმევინა რომ მოწამვლა დაუპირე?
- გულახდილი ადამიანი ვარ.
- სულელი ვამპირი ხარ! ჯადოქარიც კი არ მემეტება რომ გიწოდო.
- შენ რაა, ჩემი მეგობრის მოკვლა გინდოდა? - ახლა კაენი შემოჰყვა. ისეთი განრისხებული ჩანდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა.
- ქრისტიანო გამოვიდა თუ არა, ბანერი ააკრა თუ რა ხდება? - აქეთ ჰქონდა მარიანას პრეტენზიები.
- რანაირი ჯიშის და ჯილაგის ხართ. აი, ვლადის შვილების გარდა, ვინ მოიფიქრებდა იმას, რომ საყვარელი კაცი მოეწამლა. წავალ ახლა და რომელიმე თქვენი მეგობრის მოკვლას შევეცდები - მაღლა აშვერილი საჩვენებელი თითით დაემუქრა კაენი.
- მეეჭვება დეიზის მოერიო.
- მაშინ ლალოს... მაგრამ ეგ მეცოდება, ახალგაზრდაა და მოუქნელი.
- კაენ, მოკეტე! - დაუღრიალა კატალინამ და ტუჩებში აკოცა.
ყველა გაოგნდა.
თავად კატალინაც.
ქრისტიანოს არსებობა თითქმის რამდენიმე წამით დაავიწყდა ყველას. კაენს ალბათ რამდენიმე წუთითაც.
- რას აკეთებ? - ჰკითხა მარიანამ.
- შენს გადარჩენას ვცდილობ - თვალები დაუბრიალა კატალინამ.
- ისედაც გადარჩენილი ვარ და კოცნა თუ გინდა, მე ნუ მიმიზეზებ.
- მე მომწონს, სწორი მიმართულებით მიდიხარ - ისევ შეუშვირა კაენმა ტუჩები.
- უბრალოდ დაგაშოშმინე, თავში ნუ აგივარდება - უთხრა კატალინამ და მერე ტუჩები გაილოკა შეუმჩნევლად. კაენს ისეთი არომატი ჰქონდა, უნდებოდა, ის მტვერსასრუტი ყოფილიყო, თვითონ ნაგავი და სულ ესრუტა და ესრუტა. - ახლა მარტო დაგვტოვე. სალაპარაკო გვაქვს.
ასეთი დამყოლი კაენი ჯერ არასოდეს ყოფილა. წავიდა და კარიც გაიხურა.
- ეს რა იყო? - ჰკითხა გაოგნებულმა მარიანამ.
- ძალიან მიმზიდველია განრისხებული, მაგრამ ის უფრო რა იყო ამხელა კაცს რომ გამოუტყდი შენი მოკვლა მინდოდაო?
- მაგრამ არ მოვკალი.
- არ უნდა გეთქვა სულელო ქალო!

* * *

დეიზი ქალაქის ცენტრში, ერთ პატარა კაფეში იჯდა და ჩაის სვამდა. იმ დილით, მერის ნათქვამ სიტყვებზე ფიქრობდა. ქალმა შეატყო უხასიათობა და გამხნევების მაგივრად, უარესი დაუმატა:
- მონსტრი როცა გიყვარდება, ეს სიყვარული სულის საზღვარს სცილდება და ძვლებს ისე მაგრად გტკენს, გეგონება მთელი სხეული გეშლებოდეს.
დეიზის გაბრიელი მონსტრად არასოდეს ჩაუთვლია. უცნაურია, მაგრამ წინა ცხოვრებაშიც ხშირად ჰქონდა კაცთან შეხება. ვამპირი ზედ არ უყურებდა. არც დეიზი ცდილობდა მისთვის შესამჩნევი გამხდარიყო და გულში ჩასახულ სიმპათიას გულშივე იკლავდა.
- ჩემზე ფიქრობ? - მიუჯდა გაბრიელი სიცილით.
აი, რა უყვარდა დეიზის. გაბრიელის ბავშვური, ლაღი სიცილი. გეგონება, მუდამ ადამიანი ყოფილიყო, გეგონება, უცაური არასდროს არაფერი მომხდარიყო მის ცხოვრებაში. გაბრიელი იცინოდა, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და ამ სიცილში, დეიზი ხედავდა ყველაფერს, რაც აქამდე აკლდა: სითბო, სიყვარული, პასუხგაცემული გრძნობა.
- ერთხელ, წვეულებაზე შემთხვევით შეგეჯახე და შამპანური გადაგაქციე - გამოუტყდა ქალი - ზუსტად ისე გაგეცინა, როგორც ახლა იცინი. არაუშავს საყვარელო, შეგიძლია კიდევ გადამაქციოო, მითხარი და მერე ხელსახოცი მაჩუქე რომ ჩემზე მოხვედრილი შხეფებიც შემემშრალებინა.
- არ მახსოვს. არადა, უცნაურია. ისეთი ხარ, ერთხელ დაგინახავს ვიღაცა და მთელი ცხოვრება, მეხსიერებიდან ვეღარ წაგშლის.
- კარგი ერთი - ცალი წარბი ასწია დეიზიმ - ძაან კარგადაც მიცნობდი, მაგრამ სანამ მეორე დეიზიმ ტვინი არ გამოგილაყა, იქამდე ყურადღება არ მოგიქცევია.
- ტვინი არ გამოულაყებია!
- ხომ ხედავ, გამოლაყებული გაქვს. ვერ წამრომიდგენია, რანაირად შეგიყვარდა.
- ახლა დამცინი თუ რას შვრები?
- საკუთარ თავზე ვეჭვიანობ. სულელმა მემ მაგრად შეგაბი, თუმცა ჭკვიანმა ძვრა ვერ გიყავი.
- საყვარლად აღიარებ ჩემი შებმის მცდელობებს.
- სამაგიეროდ, შენ არა ხარ საყვარელი - თავი სერიოზულად გააქნია დეიზიმ.
- რომელი ცოდვა გაიგე?
- ალბათ ყველაზე უარესი და თუ ეს ყველაზე უარესი არაა... მაშინ არ ვიცი.
- არ მითხრა.
- არც გეუბნები.
- მხოლოდ ის თქვი, გძულვარ თუ არა.
- მთელი ღამე ვცდილობდი შემეძულებინე. ღმერთო, როგორ ვცილობდი - შუბლზე მიიდო ხელი ქალმა - მაგრამ როგორც კი დაგინახე...
გაბრიელი წამოდგა, ქალის წინ ჩაიკუზა და მუხლზე აკოცა.
- შენთან ყოფნა მინდა - წარმოთქვა მან.
- უკეთესს ვერაფერს მოვისმინედი. - დეიზი თმაზე მოეფერა. ასეთი შეყვარებული ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა.პრინციპში, გაბრიელი პირველი იყო, ვინც შეიყვარა. თავად კაცს, ასწლეულების მანაძილზე, მრავალჯერ ჰქონდა გამოცდილი ეს გრძნობა, მაგრამ იცოდა, დეიზი სხვებს არ ჰგავდა.
ქალს ეშინოდა საკუთარი თავის. როგორ შეიძლება, მთელი სიყვარული გამოიცალო გულიდან და მაინც ხელახლა დაგეუფლოს? თან ისე დაგეუფლოს, მთელი სული მოიცვას.
ქალაქის მეორე ბოლოში, ბუნკერთან სასოწარკვეთილი ადამიანი აეყუდებინა ვიღაცას და სისხლის წყურვილს სულმოუთქმელად იკმაყოფილებდა მისი არტერიიდან. უსიცოცხლო, უსისხლო სხეული ცივად დააგდო მიწაზე და მშვენიერი თმა ცალ კისერზე გადაიყარა.
დიდი დრო გასულიყო, რაც ბოლო გოუსთ ჰილს ესტუმრა.
რამდენიმე დღის წინ გამოეღვიძა სისხლის სავანეში. საფლავში იწვა და ზემოდან მიწა ეყარა. საკუთარი სასაფლაოდან ამოსულმა, მხოლოდ ის გააცნობიერა, რომ დიდი ხნის მანძილზე, კვდარი იყო.
ან მოკლეს.
ან დააძინეს.
სადღაც შორიდან სურნელს გრძნობდა... საყვარელი კაცის სურნელს. ხარბად ისუნთქავდა ფილტვებში ჰაერს და ხვდებოდა, რომ ეს სურნელი სისხლზე მეტად ჰკვებავდა მის არსებას.
დეკოლტიდან სურათი ამოიღო. სადღაც, საუკუნის წინ იქნებოდა გადაღებული და ისე ინახავდა, როგორც ყველაზე დიდ საგანძურს.
სურათზე თავის საყვარელ კაცთან ერთად იყო გამოსახული და ორივენი იცინოდნენ. ახლაც გაეცინა აურორას.
კიდევ ერთხელ, ღრმად ჩაისუნთქა.
- სადღაც ახლოს ხარ გაბრიელ - აღმოხდა მოლოდინითა და იმედით სავსეს.



№1  offline წევრი წიწაკა

სად ჯანდაბიდან გამოჭენდა ეს დეკოლტიანი ძროხა რაა. თან ფოტო რა საყვარლად შეუნახავს:დ ეს დღეები გული ლამის ხელით მიჭირავს და შენ კიდევ რას მიკეთებ. მალე შეტევა დამემართება.
არა, თავიდანვე სწორედ ამითვალწუნებია ეს ბიჭი. რა ვერ გაძღა ამის მუცელი (უფრო სხვა ადგილი მაგრამ იყოს "მუცელი") ამ ქალებით რაა.
საერთოდ არ ჰგავს მამამისს, ამ მხრივ.
ს ა ე რ თ ო დ.
ძალიან ვარ გაბრაზებული. იმასაც ვენოკი დააკლდა თუ რატომ წამოდგა. არ მართლა ვნერვიულობ:დ ბებოს დავცინი სერიალებს ნუ უყურებ წნევა გიწევსთქო და მე უარესად ვარ მგონი:დ
რა ვიცი. გაბრიელი დეიზისთან ისეთი ბავშვური და "უმანკოა" წარმოდგენა გაგიჭირდება ასეთი სისასტიკე თუ აქვს ჩადენილი.
კატალინას და კაენის წყვილი ცოტა მოიხოდა მგონი და მარიანა კიდევ ამ თავში ცოტა "გოიმკა" მომეჩვენა არ მიწყინო:დ ძალიან მიყვარს, მაგრამ კაცმა ასე არ უნდა გაგასულელოს.
ვაიმე ბოლოს რაც ვთქვი სერიოზულად არ მიიღო გთხოვ:დ
ვაიმე ჩემი პატარა ყვავის ბახალა იცი როგორ მომენატრაა. ჩემი ცოდვით როგორ მოეთრიე აქამდე ერთი მიკვირს, ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდი. ერთი ისაა რომ ამ ბოლო ხანებში არ მეცალა და წყევლებს ვერ გითვლიდი შორიდან, თორემ, თოოორეეემ:დ
კაი ვღადაობ. მე სულ გელი და ეს ლოდინი არ მეზარება:დ
ვაიმე შევწუხდები ახლა. დღეს რა მჭირს:დ
მომენატრე და მაგის ბრალია უეჭველი. თავს ვიმშვიდებ.
ველი შემდეგს.❤

ხოდა კიდევ დამავიწყდა დამეწერა:დ ამ დიდ ცხვირებზე ეს კაცი ძაან ზედმეტად ხომ არ ღადაობს?? დიდი ცხივირი აქვს აგერ ლელას მაგრამ ქალი ვერ ჯობია უფფფ

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
სად ჯანდაბიდან გამოჭენდა ეს დეკოლტიანი ძროხა რაა. თან ფოტო რა საყვარლად შეუნახავს:დ ეს დღეები გული ლამის ხელით მიჭირავს და შენ კიდევ რას მიკეთებ. მალე შეტევა დამემართება.
არა, თავიდანვე სწორედ ამითვალწუნებია ეს ბიჭი. რა ვერ გაძღა ამის მუცელი (უფრო სხვა ადგილი მაგრამ იყოს "მუცელი") ამ ქალებით რაა.
საერთოდ არ ჰგავს მამამისს, ამ მხრივ.
ს ა ე რ თ ო დ.
ძალიან ვარ გაბრაზებული. იმასაც ვენოკი დააკლდა თუ რატომ წამოდგა. არ მართლა ვნერვიულობ:დ ბებოს დავცინი სერიალებს ნუ უყურებ წნევა გიწევსთქო და მე უარესად ვარ მგონი:დ
რა ვიცი. გაბრიელი დეიზისთან ისეთი ბავშვური და "უმანკოა" წარმოდგენა გაგიჭირდება ასეთი სისასტიკე თუ აქვს ჩადენილი.
კატალინას და კაენის წყვილი ცოტა მოიხოდა მგონი და მარიანა კიდევ ამ თავში ცოტა "გოიმკა" მომეჩვენა არ მიწყინო:დ ძალიან მიყვარს, მაგრამ კაცმა ასე არ უნდა გაგასულელოს.
ვაიმე ბოლოს რაც ვთქვი სერიოზულად არ მიიღო გთხოვ:დ
ვაიმე ჩემი პატარა ყვავის ბახალა იცი როგორ მომენატრაა. ჩემი ცოდვით როგორ მოეთრიე აქამდე ერთი მიკვირს, ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდი. ერთი ისაა რომ ამ ბოლო ხანებში არ მეცალა და წყევლებს ვერ გითვლიდი შორიდან, თორემ, თოოორეეემ:დ
კაი ვღადაობ. მე სულ გელი და ეს ლოდინი არ მეზარება:დ
ვაიმე შევწუხდები ახლა. დღეს რა მჭირს:დ
მომენატრე და მაგის ბრალია უეჭველი. თავს ვიმშვიდებ.
ველი შემდეგს.❤

ხოდა კიდევ დამავიწყდა დამეწერა:დ ამ დიდ ცხვირებზე ეს კაცი ძაან ზედმეტად ხომ არ ღადაობს?? დიდი ცხივირი აქვს აგერ ლელას მაგრამ ქალი ვერ ჯობია უფფფ

გაბრიელი რა შუაშია ქალებს რომ უყვართ. თვითონ არაა ცუდი ტიპი :დდ რა ვქნა, ჩემი გაბრიელი ძალიან მიყვარს, ისეთი ჯენტლმენი და ცოტა მკვლელი შევქმენი, ნუ აი, რა დედამ ვშობე <3
კატალინასა და კაენზე რაღაცა გეგმები მაქვს, პრინციპში მარიანაზეც და იმედია, არ ჩამოქლავ ბოლოს :დდ
ვაიმე იმდენს ვმუშაობ, დღეში ნახევარი გვერდი თუ დავწერე, უბედნიერესი ვარ ხოლმე. ეგაა ჩემი დაგვიანების მიზეზი თორე არანაირი არაფერი :დ
კიი ლელასაც დიდი ცხვირი აქვს, ჩემს ჩიკასაც მაგრამ შეხედავ, ანგელოი და ღვთაებაა. არა, მიყვარს მე დიდი ცხვირები ქალებზე. კაენსაც უყვარს მარა რამე ხო უნდა ეთქვა ცუდად

 


№3 სტუმარი ლიზაა

უნას როდის დაიწყებ???

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლიზაა
უნას როდის დაიწყებ???

ლიზა ჯერ ვერა. მაგას დიდი სულიერი მომზადება სჭირდება ჩემთვის.

 


№5  offline მოდერი სელენე

აუ როგორ მიყვარს ეს ხალხი რაა <3 ეს დები ძაან „ნაგავი“ არსებები არიან. მაქციებზე ვჭედავ.
ვლადი სადააა? მთელი ისტორია მაგის გამოჩენას ველოდი და ჩამივარდა კოვზი ნაცარში.
ჯენი სკოლაშია მისაყვანი!!
გაბრიელს და დეიზის ამ აურორამ რომ პრობლემები შეუქმნას და მურმანის ეკალივით ჩაეკვეტოს ამათ ურთიერთობაში ყველა შელოცვას ვცდი რომ საფლავში დავაბრუნე ეგ ქაჯი ქალი <3
კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრი თავს.
ველოდები ახლას ბევრი ვლადით ოღონდ <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სელენე
აუ როგორ მიყვარს ეს ხალხი რაა <3 ეს დები ძაან „ნაგავი“ არსებები არიან. მაქციებზე ვჭედავ.
ვლადი სადააა? მთელი ისტორია მაგის გამოჩენას ველოდი და ჩამივარდა კოვზი ნაცარში.
ჯენი სკოლაშია მისაყვანი!!
გაბრიელს და დეიზის ამ აურორამ რომ პრობლემები შეუქმნას და მურმანის ეკალივით ჩაეკვეტოს ამათ ურთიერთობაში ყველა შელოცვას ვცდი რომ საფლავში დავაბრუნე ეგ ქაჯი ქალი <3
კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრი თავს.
ველოდები ახლას ბევრი ვლადით ოღონდ <3

შენ მაგაზე არ ინერვიულო, დღევანდელ თავში იმდენი ვლადი იქნება რო ეგება მეხვეწებოდე, ამდენი არ იყო საჭიროვო :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent