შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯი (მეოთხე თავი)


8-02-2020, 17:05
ავტორი Keke27
ნანახია 2 027

4 თავი.

ელენემ სიცილი შეწყვიტა და გაოგნებული უყურებდა, ხან სათამაშო დინოზავრს და ხან გიგაურს. დაიბნა. რა ეთქვა ისიც არ იცოდა. უბრალოდ ფიქრის ძაფი გაუწყდა.
ნიკოლოზი წამით შეფიქრიანდა, ბუჩუკურის დუმილი არ მოეწონა.
_ ხმამაღალი განაცხადია ჩემი მხრიდან ხო? - სცადა სიტუაციის განმუხტვა კაცმა და გაიღიმა.
_ ნამდვილად. - როგორც იქნა ხმა ამოიღო ქალმა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. -თუმცა, ვაღიარებ, რომ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ შენი კრეატიულობის გამო.
_ ეს უკვე კარგია. - შეუმჩნევლად ამოისუნთქა გიგაურმა, თითქოს ყველაზე დიდი პრობლემა მოეგვარებინოს.- გამომართვი ეს დინოზავრი,- უთხრა და არც დალოდებია ელენეს ხელის გამოწვდენას ისე ჩაუდო კალთაში.
_ ანუ, შენ ამბობ, რომ იდეალური მამაკაცი ხარ? - კეკლუცი და გამსჭოლი მზერით შეხედა ქალმა.
_ დიახ, ასეა. - სავსებით დარწმუნევული იყო მის დასტურში კაცი.
_ რაში გამოიხატება შენი იდეალურობა?- ეს არ უნდა ეკითხა, რადგან ასე თუ ისე, პასუხი უკვე კალთაში ჰყავდა.
_ რომ გამიცნობ, თანდათან დარწმუნდები ამაში.
_ კარგი, იყოს ასე. უკვე მაინტერესებს, რას აღმოვაჩენს შენში. - ელენეს ისეთი ხმა ჰქონდა, ეტყობოდა, რომ ნიკოლოზის გასაცნობად, თითქოს აზარტულ თამაშს შეუდგა.
_გადავიდეთ, იქ ვისაუბროთ. –
ქალი დაჰყვა კაცის ნათქვამს და მანქანიდან გადავიდა. დინოზავრი კი, სავარძელზე დატოვა.
წინასწარ დაჯავშნილ მაგიდასთან მიიწვია ახლადმისული სტუმრები მიმტანმა. ორი მენიუს წიგნაკი დატოვა მაგიდაზე და როცა მზად იქნებით დამიძახეთო, დაუბარა. ბუჩუკური დიდი ინტერესით კითხულობდა კერძების ჩამონათვალს, თუმცა, დრო და დრო, თვალს აპარებდა ნიკოლოზისკენ და მის მშვიდ, აუღელვებელ სახეზე ცდილობდა ფიქრების წაკითხვას. გიგაური მხოლოდ მენიუზე ფიქრობდა.
_ მე ნუ მიყურებ, მშიერი ხარ, კერძი აარჩიე.- უთხრა ისე, ელენესთვის არ შეუხედავს. მენიუს თვალს არ აშორებდა.
ქალი შეცბა.
_არ გიყურებ, საიდან მოიტანე? - უნიჭოდ იცრუა მან და მენიუს წიგნაკი დახურა.
გიგაურმაც, ნელი მოძრაობით დახურა წიგნაკი და ქალს თვალებში მიაჩერდა.
ისეთი მზერით უყურებდა, წამით გულისცემა გაუჩერდა ბუჩუკურს. შუბლი ცივი ოფლით დაენამა და მუხლებში სისუსტე იგრძნო.
_ გადაწყვიტე რას შეუკვეთავ?- სიტყვა ბანზე აუგდო ქალს.
_ ააამ, კი.- ელენემ დაბნეულობისგან თავი მოიქექა და ისევ მენიუს ჩახედა.- ოცდაორი ნომერი ავირჩიე.- სპონტანური გადაწყვეტილება მიიღო უცებ.
_ კარგი,მეც მაგაზე შევაჩერებ მაშინ არჩევანს.- თქვა ნიკოზმა ისე, რომ ქალზე გამჭოლი მზერა არ მოუშორებია. მერე კი, მიმტანს ანიშნა მოსულიყო. - ნომერი ოცდაორი ორი პორცია და ორი მოჰიტოც მოგვიტანე.- მიმტანმა შეკვეთა ჩაიწერა.
_ მოჰიტო შენც მოგწონს?- კმაყოფილი ხმით ჰკითხა ქალმა, როდესაც მიმტანი წავიდა.
_ მოჰიტო ყველას მოსწონს.- ისეთი ხმით გასცა პასუხი, აგრძნობინა, ამაში განსაკუთრებული არაფერიაო.
_ მართალია. - უღიმღამოდ დაეთანხმა ბუჩუკური.
_ რას საქმიანობ, ელენე? - მთავარ მოქმედებაზე გადავიდა გიგაური.
_ სამხატვრო ატელიეში ვმუშაობ, წიგნებისთვის ილუსტრაციებს ვქმნი. ამის გარდა მწერალიც ვარ. მაქვს რამდენიმე რომანი დაწერილი და წიგნიც მაქვს გამოქვეყნებული. - ქალის პასუხმა ნიკოლოზი ერთობ სასიამოვნოდ გააოცა.
_ ვხედავ, იმაზე მეტად საინტერესო ხარ, ვიდრე ვფიქრობდი. - კმაყოფილი გამომეტყველებით ხმამაღლა თქვა მისი ფიქრი.
ელენეს გაეღიმა.
_ ჰო?
_ დიახ, ასეა. სურვილი მაქვს, გაგიცნო შენ და შენი შემოქმედება. რას ეხება შენი ნაწერები?
_ აჰა, გასაგებია. მაშინ დავიწყებ იმით, თუ ადამიანების წლოვანებას წელიწადის დროების მიხედვით დავყოფთ, მე, ასაკით, ზაფხულის ბოლო თვეს ვითვლი.- ელენეს პასუხით, ახლა ნიკოლოზი იყო შთაბეჭდილების ქვეშ. გაიფიქრა, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ქალს ასაკი არ უნდა ჰკითხო, რადგან ციფრები უმნიშვნელო ღირებულებისა იქნებაო. ოდნავ გაეღიმა და კიდევ უფრო ინტერესით დაუწყო მოსმენა. - ძირითადად სიყვარულზე ვწერ, ადამიანურ ურთიერთიბებზე. იმაზე, თუ როგორი მშვენიერია ცხოვრება, მიუხედავად ზოგჯერ გაუსაძლისი ყოფისა… მაგრამ ამ ბოლო დროს, უკვე რამდენიმე თვეა სიტყვასაც ვერარ ვწერ. შემოქმედებით კრიზის განვიცდი და ვერ ვხსნი რატომ დამემართა ეს. - ბუჩუკურს ხმა სევდიანი გაუხდა.
_ იქნებ სიახლე გჭირდება. იქნებ რუტინამ დაისადგურა შენს ცხოვრებაში და ამის გამო ვეღარ წერ?
_ სავსებით შესაძლებელია ეგრე იყოს.
_ თუ ნებას მომცემ, რჩევას მოგცემ.
_ რა თქმა უნდა, გისმენ. - სმენად იქცა ქალი.
_ ყოველდღიური ჩანაწერები აწარმოე დღიურის სახით. წერე იმაზე, თუ რა მოხდა გუშინ, დღეს… ვფიქრობ ეს ხერხი გაჭრის, რადგან შენი მწერლობითი გონება გაზარმაცებულია ახლა და ამ სიზარმაცის დასაძლევად, ეს საუკეთესო საშუალება იქნება. გაავარჯიშებ ხელს და მუზაც მოვა.
_ ამაზე არასოდეს მიფიქრია, რადგან არც არასოდეს ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში. მუზის გარეშეც მიწერია, მაგრამ წერა არ მეზარებოდა. აზრები, იდეები ყოველთვის მქონდა იმდენი, რომ რომანი დამეწერა… მენატრება ახალი ადამიანების შექმნა. იცი როგორი საინტერესო პროცესია, როცა პიროვნებას ჰქმნი? შენ ანიჭებ მას ხასიათს, თვალის ფერს, წამწამის ზომასაც კი. ღმერთი ხარ ფაქტობრივად როდესაც წერ. და ამავე დროს შენ ხარ ის, ვისაც ჰქმნი.- აღტაცებით საუბრობდა ელენე და ასევე აღტაცებით უსმენდა გიგაური მას. მის მიმიკებს ისე აკვირდებოდა, თითქოს დაზეპირებას ცდილობდა.
_ რაღაც მოხდა შენს ცხვრებაში ისეთი, რამაც სურვილი დაგიკარგა, რომ შენი ფიქრები ფურცელზე გადმოგეტანა… რამაც რუტინა დაასადგურა შენში… ვცდები?- კაცმა ზუსტად გამოიცნო ელენეს მდგომარეობა, რითაც ქალი უფრო მოაქცია შთაბეჭდილების ქვეშ და კიდევ უფრო დიდი გაოცება აღებეჭდა თვალებში.
_ არა, არ ცდები. - გასცა პასუხი ისე, რომ გამომეტყველება არ შეცვლია.
გიგაურს გაეღიმა.
მაგიდასთან მიმტანი მოვიდა, შეკვეთილი კერძი მოიტანა და უხმოდ დადო. მოჰიტოსაც ახლავე მოგართმევთო, დაიბარა და გაბრუნდა.
_ კარგი, მხატვრობაზე რას მეტყვი? - გააგრძელა საუბარი ნიკოლოზმა და კერძს მოავლო მზერა. მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა.
_ ხატვა ხუთი წლის ასაკში დავიწყე. თვითნასწავლი ვარ. ბოლო რამდენიმე წელია, ძირითადად კედლებზე ვხატავ. კედლებზე ხატვა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ილუსტრაციების შექმნა კი, ფინანსური უზრუნველყოფისთვის დავიწყე. თუმცა ამის კეთებაც ძალიან მომწონს.
_ გაქვს ტელეფონში შენი ნახატები?
_ კი, მაქვს. ახლავე გაჩვენებ.- ელენემ ჩანთიდან მობილური ტელეფონი ამოიღო, ფოტოგალერია გახსნა და გიგაურს გაუწოდა. კაცმა დინჯად ჩამოართვა და დათვალიერება დაიწყო. დრო და დრო, წარბებს ზიდავდა შუბლზე და ძალიან კარგიაო ამბობდა ისე, ნახატებს თვალს არ აშორებდა.
უცებ, შეტყობინება ამოხტა ეკრანზე. შეტყობინება გიგასგან იყო, რომელიც ელენეს წერდა, რომ “შენს კართან ვარ, ვაკაკუნებ და სად ხარ, რატომ არ აღებ?”. გიგაურს სახე მოექუფრა. ეკრანს მანამ უყურა, სანამ არ ჩაქრა. ბუჩუკურს შეუმჩნეველი არ დარჩენია კაცის სახის ცვლილება.
_ რა მოხდა?
_ არაფერი, არა. - ტელეფონი გაუწოდა. - ძალიან კარგად ხატავ, ყოჩაღ.
_ დიდი მადლობა. - მობილური ჩამოართვა და გაუღიმა.
_ შეტყობინება მოგივიდა, მაპატიე, წამეკითხა. - უთხრა მშვიდი გაწონასწორებული ხმით და ჭამას შეუდგა.
ტელეფონი უხმოზე ჰქონდა ჩართული და ამიტომაც მოუწია ნიკოლოზისგან გაეგო, ესემესის მოსვლის ამბავი.
მაშინვე წაიკითხა და ქალს ისეთი რეაქცია ჰქონდა, გიგაური უცებ ფეხზე წამოდგა და მასთან მიიჭრა.
_ კარგად ხარ?- ელენეს გაფითრებული სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააჩერდა…



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

წუწუნი მეწყება... არ მეყო...

 


№2 სტუმარი აკო

ასე ცოტა? არ მეყო ნამდვილათ კეკე????

 


№3 სტუმარი ია

ეტყობა პერსონაჟისგან გადმოგედოთ მუზის არქონა...წაკითხვაც აღარ ღირს უკვე იმდენად პატარა თავია...კარგად

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

კარგი და ცოტა ერთად იყო.

 


№5 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან დუნედ მიდის მოვლენების განვითარება... ალბათ ძალიან პატარა თავები რომაა მაგის ბრალია...

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

Au kargi ra keke. Zalian gemrieli istoriaaa. Magram patara tavebiaaa. Vicibrom cdilob da shen mdgonareobashi yochag rom axerxebbb. Ufro meti elene da nikolozi mindaaaa. Rogirc yoveltvis jer araferia sheni istoria axla shebida eshxshii. Madloba dabrunebistviss. Vici rogorc sxva yvela istoria. Amasac atasjer cavikitxavv

 


№7  offline წევრი beshqen

დისლაიქს ნეტა რომელი კრეტინი აძლევს,ვისაც არ მოგწონთ გაიარეთ,გზა დიდია

 


№8  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ელენე დაგიგაური ორივე საკმაოდ თვითდაჯერებული პერსონაჟია, მართლაც საინტერესო იქნება როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა. საინტერესოა ეს გიგა ვინაა და ასეთი რეაქცია ელენეს რატომ ჰქონდა... ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი ვიპნი

ხალხნო რამ გადაგრიათ,რა უარყოფით ემოციებს ამჟღავნებთ,ასეთი მაგრები თუ ხართ წერეთ თქვენც,მეტი პოზიტივი ეროო :)

 


№10  offline წევრი LI_BE

ვახ, როგორ მომწონს ელენეც და ნიკოლოზიც. პატარა დინოზავრზე ბევრი ვიცინე, ნიკოლოზის კრეატიულობა მეც ძალიან მომეწონა. მეც მინდა ნიკოლოზისნაირი არგადაშენებული დინოზავრი heart_eyes heart_eyes

 


№11 სტუმარი სტუმარი Maco

Zalian kargia,Warmatebebi..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent