შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, რაც ყველამ არ იცის (თავი 2)


9-02-2020, 10:52
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 969

თავი ორი
ჯერ კიდევ არ იყო შოკური მდგომარეობიდან გამოსული ჟურნალისტების თვალწინ რომ შეიყვანეს განყოფილებაში, სადღაც ოთახში მიაბრძანეს და სკამზე დასვეს, ხელებზე ბორკილებით მაგიდასთან „დააბეს“ და მარტო დატოვეს.
-რა ჯანდაბა ხდება? ვისი მკვლელობაო?-უნებურად გაეცინა საკუთარ თავზე.
მკვლელობას აბრალებდნენ, თან ვისას? გავაშელისას, ათასჯერ მაინც რომ დამუქრებია სერიულ მკვლელს დავიქირავებ შენ წინააღმდეგო, ათჯერ მაინც რომ უთქვამს მისთვის ჩემი ხელით ამოგაცლი იმ ნეკნს ადამმა რომ ვითომ ევას ასესხაო, როდესაც ერთად იყვნენ, რამდენჯერ ხუმრობით წაუჭერია კისერზე ხელები მისთვის, ვითომ ახრჩობდა.
ყველაფერი გაახსენდა, მერე წამით ისიც გაიაზრა გეგა გავაშელი უკვე ცოცხალი რომ აღარ იყო და ისიც, მის მკვლელობას რომ აბრალებდნენ და კანკალი აუტყდა უნებურად ნერვიულობისგან.
კანკალებდა, ვერ ჩერდებოდა, თან თვალები ცრემლებით ევსებოდა და მუჭებს გამუდმებით მაგიდაზე ურტყამდა რის საშუალებასაც აძლევდა ხელბორკილები.
შემდეგ ვიღაც შემოვიდა ოთახში, არ შეუმჩნევია.
დეტექტივმა ბერიამ გოგონას წინ სკამი გამოწია და უხმოდ დაჯდა. რაღაც არ აძლევდა ნებას ამ გოგოს უკან მკვლელი დაენახა, მითუმეტეს სამხილებისა. უამრავი მკვლელი, მოძალადე და ქურდი ენახა ბოლო წლების მანძილზე და ვერ ხედავდა ამ გოგოში ბრაზს, ზიზღს, უბრალოდ მკვლელს ვერ ხედავდა ამ გოგოს უკან, რომელმაც სადისტურად მოკლა მსხვერპლი.
-მე არავინ მომიკლავს-პირველმა ანდრიაძემ ამოიღო ხმა.
აცრემლებულმა გახედა დეტექტივს
-პირველი კითხვა, 22 მარტს სად იყავით საღამოს საათებში?-კითხა ისე, პლანშეტიდან არ ამოუხედავს, ვიდეოებს ათვალიერებდა, რომლებიც უნდა ეჩვენებინა ეჭვმიტანილისთვის
-როგორც ყოველთვის სამსახურიდან დაღლილი სახლში მივდივარ, არც ის დღე იქნებოდა გამონაკლისი, რატომ მაბრალებთ მე ყოფილი შეყვარებულის მოკვლას და რა ჯანდაბა დაემართა მას?-ნერვებმა უმტყუნა გოგონას, თვალები კვლავ ცრემლებით აევსო და მოთქმით ატირდა
-ეს ვიდეო თქვენი მეგობრის, ხატია გურულის ბლოგზეა ატვირთული, 3 წლის წინ-პლანშეტი მისკენ შეაბრუნა ბერიამ. ეკრანზე გამოსახულება გამოჩნდა, ელენეს ბინაში ხალიჩაზე გავაშელია გაშხლართული, მის მკერდზე ელენე ზის და კისერზე მოჩვენებით უჭერს ხელებს რომ გაგუდოს, ისიც მსახიობობს, ვითომ ვეღარ სუნთქავს და შველას ითხოვს.
-ეს რა შუაშია? აშკარად ჩანს რომ ვთამაშობს-გაკვირვება უდგება ანდრიაძეს თვალებში.
-კიდევ ეს შემიძლიათ გაჩვენოთ-ერთი ხელის გადასმით გადადის სხვა ვიდეოზე გამომძიებელი
ამჯერად ელენე აივანზე ზის სკამში გავაშელის სახლში, ხელში სიგარეტი უჭირავს და მონდომებით ეწევა.
-აი იცი რომ მაბრაზებ რა მინდა დაგმართო?-ცისფერ თვალებს აწვრილებს გოგო და სიგარეტიან ხელს ბიჭისკენ იშვერს
-გაგვანდე შენი ფიქრები-ეცინება გეგას
-ჯერ გაგგუდო, მერე ის ნეკნი ამოგაჭრა, ვითომ ადამმა ევას რომ უწილადა და შენი გვამი სადმე მიყრუებულ ადგილზე მივაგდო-სიგარეტს საფერფლეში ასრისავს, ხელებს კი გულზე იჯვარედინებს და უფრო ბრაზდება გავაშელის სიცილი რომ ესმის
-და მერე შენ აფრიკაში წახვალ და ლომები დაგგლეჯენ? ღმერთო, რა ფანტაზიორი ვიღაც ხარ-უკვე ბოლო ხმაზე ხარხარებს გეგა
-ხმა აღარ გამცე საერთოდ-თითს გამაფრთხილებლად უქნევს გაბრაზებული ანდრიაძე, ფეხზე დგება და ეზოს გავლით გარბის სახლიდან. კამერა ჯერ გეგაზე გადადის, მხრებს რომ იჩეჩავს, შემდეგ გაბრიელზე, სიცილისგან რომ ბჟირდება.
-და ამ ვიდეოების საფუძველზე მაპატიმრებთ?-უნებურად გაეცინა ელენეს, თვითონაც ვერ ხვდებოდა რა აცინებდა, ყოფილი შეყვარებული მოკლეს, მას სდებდნენ ბრალს და ყველაფრის აბსურდულობის გამო ეცინებოდა.
-თქვენ 22 მარტს საღამოს 19:22 საათზე დაბრუნდით სახლში, ამას მოწმობს თქვენი კორპუსის ვიდეო ჩანაწერები, ამის შემდეგ ჩვენ ვაფიქსირებს სადარბაზოდან გამომავალ სხეულს, თქვენი ჟაკეტით, რომელიც გაცვიათ ამ ფოტოზე-წინ უდებს კვლავ პლანშეტიდან მომზირალ ფოტოს, სვანეთში გადაღებულს, ელენეს თავის საყვარელი ლევისის ჟაკეტი და ადიდასის ბოტასი აცვია, შემდეგ თითის სრიალით გადადის მეორე ფოტოზე, სადაც ლიფტიდან გამომავალი იგივე აღნაგობის და ჩაცმულობის გოგონა ჩანს, ანდრიაძემ გაკვირცებისგან პირი დააღო, ასე ხშირად ჩადის მაღაზიაში, ალბათ ესეც ერთ-ერთი შემთხვევა იყოო გაიფიქრა.
სახლი დატოვეთ ზუსტად 20:07 წუთზე, შინ კი დაბრუნდით 3 საათის შემდეგ, ეს ზუსტად ის დროა, როდესაც მსხვერპლი მოკლეს.
გარდა ამისა მსხვერპლის გვამზე აღმოჩენილია დეენემი, რომელიც რამდენიმე საათში თქვენსას უნდა შევადაროთ.
ყველაზე მთავარი რაც არის, გეგა გავაშელი მოკლულია ზუსტად ისე, როგორც თქვენ აღწერთ ვიდეოში, იგი ჯერ გაგუდეს-ფოტო დაუდო წინ ბერიამ ელენეს, სადაც კარგად ჩანდა ყელზე ლურჯი ნაჭდევები, ელენეს შეაჟრჟოლა უსიცოცხლო სახის დანახვამ, წამით გაუშტერდა მის დახუჭულ თვალებზე მზერა, შემდეგ ისევ ყელს შეხედა.
-ეს ხელის ზომები ამტკიცებს რომ იგი ქალმა გაგუდა, ან მამაკაცმა, რომელსაც ძალიან პატარა ხელები ჰქონდა-წამით შეხედა მხოლოდ დეტექტივდა ელენეს თითებს, ელენემაც დაიხედა ხელზე, როგორ ახსოვს, გაბრიელს რომ ეჯიბრებოდა ბავშვობაში, შენზე დიდი ხელი მაქვსო, რომ წააგებდა სულ ტიროდა ხოლმე, მერე გაბრიელი არწმუნებდა, არაუშავს შენც გაგეზრდებაო.
-მარცხენა მხარეს, მას ამოჭრილი აქვს ნეკნი-ყველაზე ბოლოს გავაშელის დასახიჩრებული სხეულის ფოტო დაუდო წინ ბერიამ.
ფოტოს დანახვა და ანდრიაძის ცუდად გახდომა ერთი იყო.
გოგონამ თავბრუსხვევა იგრძნო, შემდეგ ყველა კუნთი მოდუნდა მისი, მარცხენა მხარეს იგრძნო გულთან უჩვეულო ტკივილი და უბრალოდ დაუბნელდა თვალებში, ისე რომ სკამზე თავის შემაგრებაც ვეღარ შეძლო, მთელი სხეულით გადაქანდა გვერდით, მისი მაგიდაზე მიბმული ხელები რომ არა ალბათ მთელი სხეულით ძირს გაიშოტებოდა. მხოლოდ ხელები დარჩა ზემოთ აშვერილი.
მთელ ოთახში გავრცელდა მისი თავის მეტლახზე დაცემის ხმა.
-სასწრაფოს გამოუძახეთ-იღრიალა ბერიამ მთელი ხმით და გოგონას მივარდა.
--
-კიდევ ერთხელ მაჩვენეთ სხეული-მიმართა სურგულაძემ მორგში მომუშავეს
მანაც დაუყოვნებლივ გადახადა თეთრი ზეწარი მამაკაცის სხეულს
-ასეთი საშინელება დიდი ხანია აღარ მომხდარა ჩვენთან-ამოიგმინა ბერიამ
-ის გოგო როგორაა შალვა?-მეგობარს და მეწყვილეს კითხა სურგულაძემ
-ტვინის შერყევა აქვს, გული ჰქონდა ნერვიულობისგან ძალიან აჩქარებული, მე მაინც ვფიქრობ, არაა მაგ გოგოს გაკეთებული-მხრები აიჩეჩა კაცმა და გვამი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
-მართალია იუთუბზეც დევს ვიდეო, მაგრამ იმ ბიჭმა ვინც ცხედარი ნახა, დაადასტურა რომ ის გოგო მეგობართან ერთად იყო მისული და მის ეზოში ვარდები გადაყარა-ახალი ამბავი აცნობა შალვას სურგულაძემ. ბერიას წამით თვალი გაუშეშდა ბიჭის ყელზე, შემდეგ კი უბრალოდ თვალი აარიდა
-კიდევ ერთხელ მინდა ყველაფერს გადავხედო, საკმარისია, გადააფარეთ სხეულს-მიმართა ექთანს და მორგიდან გავიდა.
--
-ესეიგი რა გვაქვს, მანქანის ჯიპიესით ვიგებთ რომ 22 მარტს ბიჭი დილით სამსახურში მიდის-ეუბნება ნუგზარი მეწყვილეს
-შესვენებაზე კაფეში გადის ყავას სვამს, რასაც ადასტურებს ვიდეოჩანაწერები, შემდეგ კი სახლში მოდის იგივე გზით, რითაც ბრუნდება წლებია-აგრძელებს საუბარს ბერია
-სახლში დაახლოებით ცხრის ნახევარზე ბრუნდება, მანქანას ეზოში როგორ აყენებს ისიც კი ჩანს კამერებში, რომელიც ეზოში აყენია, შემდეგ კი მოულოდნელად ითიშება.
-კამერა უკვე ჩართულია ღამის პირველ საათზე.
-ზუსტად ამ დროის მონაკვეთში ტოვებს სახლს გოგოც და შემდეგ ბრუნდება.
-ამ დროის განმავლობაში მასზე არც კი ფიქრობენ რომ დაკარგულია, პირიქით მისი სახელით ვიღაც სახლის გაყიდვის განცხადებას აყვეყნებს, ჩანს დაქირავებული მუშახელი როგორ შედის სახლში, ბიჭის ნივთებისგან ათავისუფლებს სახლს და უზარმაზარი სატვირთოთი სადღაც მიაქვთ.
-სახლის მინიმალური ფასის გამო მას მალევე ყიდულობენ.
-ჩვენ არც კი ვიცით ვინ დაიქირავა სატვირთო, იგი გადახდილია გარდაცვლილის საკრედიტო ბარათით, ისევე როგორც იმ საწყობის ფული სადაც ბიჭის ნივთები დღესაც ინახება. გადახდილია ასევე იმ ვარდების ფული, რომელიც 1 აპრილს შეუკვეთეს ელენე ანდრიაძესთან გასაგზავნად.
-ყველაზე საინტერესო ისაა რომ ეს ძარცვა არაა, ბიჭის სახლის გაყიდვით აღებული ფული მისივე ანგარიშზეა ხელუხლებელი.
-ჩვენ ასევე ვიცით რომ გარდაცვლილის ტელეფონით მთელი ამ დროის განმავლობაში სარგებლობდნენ იმ მომენტამდე, სანამ გვამი არ აღმოაჩინეს, ეს ეჭვს გვიჩენს, რომ მკვლელი უთვალთვალებდა სახლს, მაგრამ ამის არანაირი ნიშანი არ გვაქვს-ერთმანეთის მორიგეობით საუბრობდნენ დეტექტივები და ცდილობდნენ გაეაზრებინათ ფაქტი.
-საეჭვოა ელენე ანდრიაძის ფაქტიც..-კიდევ აპირებდა საუბრის გაგრძელებას ნუგზარ სურგულაძე კარზე რომ კაკუნი გაისმა
-ვიდეო დამონტაჟებულია-მხოლოდ ეს თქვა ოთახში შემოსულმა პიროვნებამ და ოთახი დატოვა.
დეტექტივებმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი ორივე ფეხზე წამოდგა და კაცს უკან გაყვა.
--
-ძნელი შესამჩნევია, მაგრამ გამოცდილი ადამიანი მიხვდება, რომ ვიდეო უბრალოდ კარგადაა დამონტაჟებული-მხრები აიჩეჩა პროგრამისტმა
-აქამდე სად იყავი?-ხმაში ბრაზი გაერია სურგულაძეს
-აქამდე უამრავი სხვა ვიდეო თვალის ჩანაწერის ავთენტურობა მქონდა დასადგენი, როდესაც მოვიცალე გავაკეთე-გულგრილად უპასუხა მამაკაცმა ნუგზარს.
-გოგონას დეენემის ნიმუშის პასუხები მალე იქნება, დაახლოებით ერთ საათში-უთხრა დეტექტივ ბერიას მისმა მარჯვენა ხელმა, ვინც დისკის სიყალბე შეატყობინა.
-გამაგებინე აუცილებლად მაშინვე
--
თვალი რომ გაახილა რაღაცის წრიპინი გაიგო, შემდეგ ოთახს მოატარა მზერა და საავადმყოფო რომ ამოიცნო გაუკვირდა.
თავი საშინლად ტკიოდა, ოდნავ როგორც კი ცადა მიბრუნება მაშინვე იგრძნო თავბრუსხვევა და გულისრევის საშინელი შეგრძნება, ამიტომ პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა და თვალები დახუჭა. მაშინვე ცრემლები მოაწვა და დიდხანს არც უცდიათ, ბარიერი წამში გადმოლახეს.
კვლავ იგრძნო მარცხენა მხარეს ტკივილი.
მისი პირველი სიყვარული, გეგა გავაშელი აღარ იყო ცოცხალი, თან რის გამო? მისი სულელური ხუმრობის. ვის ადანაშაულებდნენ? ვის და თვით ელენე ანდრიაძეს, რა პასუხი გაეცა მისი მშობლებისთვის? მიუხედავად იმისა რომ 100% დარწმუნებულია თვითონ არ მოუკლავს, რა უთხრას მათ? როგორ შეხედოს თვალებში?
მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია დაშორდნენ, გრძნობებიც არ შემორჩენია მის მიმართ, მითუმეტეს ბოლო ქცევის შემდეგ, მაინც აკავშირებდა წლები ბიჭთან და საშინლად ტკიოდა გული მისი დაკარგვის გამო.
არავინ ემეტებოდა სიკვდილისთვის, განსაკუთრებით დედის და მამის გარდაცვალების შემდეგ, ძლივს შეეჩვია მათ გარეშე სუნთქვას, მათ გარეშე ჭამას და ძლივს გამოცოცხლდა და ახლა მესამე ახლობელი ადამიანი წაართვა ღმერთმა კი არა, ვიღაც სხვამ, მოკვდავმა, რომელსაც არავაირი უფლება არ ჰქონდა ასე მოქცეოდა გეგას.
ხელი, რომელზეც კათეტერი ეყენა უნებურად აწია ჰაერში და ნერვები მოეშალა, ისე გამოგლიჯა, არც უფიქრია რას აკეთებდა, სისხლის დანახვაზეც არ გამხდარა სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით ცუდად.
უბრალოდ იწვა და გრძნობდა სისხლდენას ხელიდან.
თითქოს თავს ისჯიდა, იცოდა მისი ბრალი რომ იყო, თან არ იცოდა როგორ მოქცეულიყო როცა დაადანაშაულებდნენ, თავი რით უნდა ემართლა?
კარის ხმაზე უნებურად მიატრალა თვალები, ექთანი შემოსულიყო, სისხლისგან დასვრილი თეთრი ზეწარი რომ დაინახა მაშინვე ექიმს დაუძახა, ექთნის ხმაზე გარეთ მდგარი პოლიციის თანამშრომლები შემოვარდნენ.
ვითარება როგორც კი დაინახეს, ერთ-ერთმა სასწრაფოდ ტელეფონი ამოიღო და ვიღაცას დაურეკა.
არც ის გაუგია როდის შემოვარდნენ ექიმები, არცის როგორ გადაუხვიეს ხელი და არც ექიმების მიერ დასმულ კითხვებზე გაუცია პასუხი.
მხოლოდ მაშინ დახუჭა ფართოდ გახელილი ცისფერი თვალები ძილის წამალი რომ შეუშვეს მეორე ხელზე დამაგრებულ კათეტერში.
--
სწრაფად მოვიდა საავადმყოფოში დეტექტივი ბერია.
მაშინვე მესამე სართულისკენ აიღო გეზი და პირდაპირ ნაცნობი სახეებისკენ წავიდა
-კარგადაა?-იკითხა გულისფანცქალით, რაღაცნაირად, ადამიანურად ეცოდებოდა ეს გოგო, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა რომ კინაღამ შეცდომით დააპატიმრეს.
მართალია ამის შანსი ნული იყო, მაგრამ უკვე მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ ეჭვმიტანილი იყო და ბრალი ედებოდა ყოფილი შეყვარებულის, 26 წლის ბიჭის მკვლელობაში, თანაც ასეთი სასტიკ მკვლელობაში.
-კი, დამამშვიდებელი გაუკეთეს-უპასუხა დაცვამ, წამით შეიხედა მხოლოდ მის პალატაში, ჯერ სისხლით დასვრილი თეთრეულიც კი არ გამოეცვალათ მისთვის, ხელით ჯერ კიდევ მიბმული იყო საწოლს. ჩუმად შევიდა, ბორკილები მოხსნა და მხოლოდ წამით შეაჩერა მის დასიებულ და ჩაწითლებულ თვალებზე მზერა
-დღეს ამ ბავშვს ცხოვრება დავუნგრიეთ-ამოიოხრა ჩუმად და კვლავ განყოფილებაში დაბრუნდა.
--
გვიანი ღამე იყო რომ გაეღვიძა, ოთახში მხოლოდ დერეფნიდან შემომავალი შუქი იყო.
ციოდა.
ფეხები სულ გაყინული ჰქონდა ისევე როგორც ხელები.
წელამდე გადაფარებულ თხელ საბანს დაწვდა და ცალ მკლავზე გადაიფარა, რის საშუალებასაც კათეტერი აძლევდა, შემდეგ მეორე შეყო საბნის ქვეშ.
რამდენიმე წუთი უხმოდ იწვა, ვერაფრით ვერ გათბა.
ფეხზე წამოდგა გადასხმის მილთან ერთად, ბოძი, რაზეც ის იყო ჩამოკიდებული საყრდენად გამოიყენა და კარისკენ წავიდა.
ფრთხილად გააღო კარი და დერეფანში დაცვის წევრი და მეგობრები რომ დაინახა უნებურად აუჩუყდა ყველაფრის მერე გული
-ხომ იცით რომ მე ეს არ გამიკეთებია?-ძლივს ამოუშვა ყელიდან ხმა, ელენეს ხმაზე გაკვირვებულმა გამოიხედეს ხატიამ და გაბრიელმა.
სწარაფად წამოხტნენ ორივე ფეხზე და ორივე მხურვალედ გადაეხვია მეგობარს.
-ვიცით, წამოდი, დაწექი, არ შეიძლება შენი ადგომა-დაუდასტურა გაბრიელმა, შემდეგ წელზე ხელი მოხვია და შეეცადა რაც შეიძლება შეემსუბუქებინა გოგონასთვის თავის წონა.
საწოლზე დააწვინეს, გურულმა ნაზად ამოუკეცა საბანი ფეხებთან, შემდეგ კი ყელთან
-ყველაფერი კარგადაა, ნუ ნერვიულობ-შუბლზე აკოცა მეგობარს და მის საწოლთან ჩამოჯდა
-ვინ გააკეთა ეს? რატომ მაბრალებენ მე? ახალა ციხეში უნდა ჩამსვან?-ცრემლებით ეევსებოდა თვალები ანდრიაძეს
-ნუ ღელავ, გაარკვიეს ყველაფერი, იციან რომ ეს შენ არ ყოფილხარ-დაამშვიდა გაბრიელ მაჭავარიანმა ბავშვობის მეგობარი და ფანჯრის რაფას მიეყუდა
-გაარკვიეს? გაიგეს მკვლელი ვინაა? საიდან გაიგეს?-უამრავი კითხვა დაუგროვდა წამში გოგონას თავში, სწრაფად წამოჯდა საწოლზე, რამაც უარყოფითად იმოქმედა მის ტვინის შერყევასთან ერთად და თავბრუნსხვევა იგრძნო.
თვალებუ უნებურად წამში დახუჭა, შემდეგ კი ხელებით საფეთქლების ზელას მოჰყვა.
-დაწექი დაისვენე და რომ გამოფხიზლდები ყველაფერს მოგიყვებით, აქ ვიქნებით-დაამშვიდა გურულმა და მეგობარს დაეხმარა კვლავ საწოლზე წამოწოლაში.
-ახლა მომიყევით-არ ეძინებოდა ანდრიაძეს.
-არ დაემთხვა შენი დეენემი გვამზე აღმოჩენილს, თან ვიდეო კამერების ჩანაწერებიც დამონტაჟებული იყო-მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-და ეს ვის უნდა გაეკეთებინა? თქვენ ხომ მეგობრობდით გაბრიელ? არ იცი რამე?-უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა ტრიალებდა ქალის თავში
-შენი აზრით მაგ ტიპმა რაც შენ გაგიკეთა მაგის მერე მეგობრებად დავრჩებოდით?-გაბრიელის პასუხი უხეში იყო, მაგრამ ძალზე სამართლიანი
-არ მიყვარს მოღალატეები, ამიტომ ახლა დაიძინე და არ იფიქრო მასზე, ხვალ სახლში წაგიყვან-მშვიდად აკოცა შუბლზე ბიჭმა ანდრიაძეს, შემდეგ კი მის თავთან ჩამოჯდა
--
ყვითელი ლენტი უბრალოდ აწია და მის ქვეშ გაძვრა, შემდეგ ჭიშკარი შეაღო და დანიშნულების ადგილს მიადგა. შალვა ბერია გამოცდილი კაცი იყო, თითქმის 20 წელი სრულდებოდა რაც დეტექტივი იყო და ამაყობდა კიდეც მისი გახსნილი საქმეებით, აქ კი რაღაც არ მოსწონდა, არ ასვენებდა.
კარგად შენიშნა ბიჭის კისერზე წითლად შეფერილი წვრილი ზოლი, ასევე ხელზე რუჯის შემდეგ დარჩენილი საათის კვალი.
ბიჭს კი არც საათი ეკეთა ხელზე როდესაც იპოვნეს და არც რაიმე ყელსაბამი, მიუხედავად იმისა რომ მისი საფულეც, ტელეფონიც და კიდევ უამრავი ნივთი იყო თავმოყრილი საწყობში. ხვდებოდა რომ რაღაც მნიშვნელოვანი აკლდა. ეზოში შესულმა ხელთათმანები ჩაიცვა და ბაღს მიუახლოვდა.
მინდორი სადაც გვამი იპოვეს კიდევ გადათხრილი იყო.
სპეციალურად წაღებული ბოტები ჩაიცვა, პატარა ორმოში ჩახდა მშვიდად დაიწყო მიწის შემოწმება.
იქნებ რამე გამორჩათ მხედველობიდანო.
რამდენიმე საათიანი ძიების შემდეგ უბრალოდ დაღლილი ჩამოჯდა მწვანედ აბიბინებულ მინდორზე კარის ხმა რომ გაისმა.
სწრაფად წამოხტა ფეხზე გამომძიებელი. სახლის კუთხეს მოეფარა ისე გაიხედა წინა ეზოში.
სახლის პატრონი შემოსულიყო მიუხედავად ყვითელი ლენტისა.
სახლის კარი სწრაფად შეაღო ბიჭმა. ზუსტად 10 წუთში კი ჩანთით ხელში გამოვიდა.
-ბატონო ნიკოლოზ, საით გაგიწევიათ?-კუთხეს ამოფარებული სააშკარაოზე გამოვიდა ბერია
მამაკაცი წამით დაიბნა, შემდეგ კი ჩანთა დამნაშავეს გამომეტყველებით აათამაშა ხელში
-ტანსაცმელი მჭირდებოდა-მხრები აიჩეჩა უბრალოდ, თან ადგილზე მიყინული გამომძიებლის მოახლოებას ელოდა
-დარწმუნებული ხართ?-რაღაცნაირად, ეჭვის თვალით შეათვალიერა ბიჭი.
-გაჩვენებთ-გაუღიმა უბრალოდ ბიჭმა და ჩანთა გახსნა, მართლაც, რამდენიმე თეთრი პერანგი და კლასიკური შარვალი ჭარბობდა მის ჩანთაში
-კარგით, უბრალოდ რამდენიმე კითხვა მაქვს-გაუღიმა შალვამ მასზე ბევრად უმცროს მამაკაცს
-თქვენი საცოლე რა ვითარებაში გაუჩინარდა?
-მართა? ის რა შუაშია?-გაკვირვებისგან ლამის პირი დააღო ფალიანმა
-უბრალოდ რომ მიპასუხოთ არა?-სულაც არ ხიბლავდა ბერიას ახსნა-განმარტებების ჩაბარება სხვებისთვის
-ის უბრალოდ ერთ დღეს გაქრა, მისი კვალი ვერსად ვიპოვე, ტელეფონი გამორთო, მისმა მშობლებმა და მე რამდენჯერმე პოლიციასაც მივმართეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა-ძველი ამბის გახსენება არ ესიამოვნა ნიკოლოზს
-კარგით, კარგად იყავით, მე საქმე მაქვს თქვენს უკანა ეზოში-უმალ დაემშვიდობა შალვა ფალიანს და ჩაფიქრებული წავიდა კვლავ თხრილისკენ.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

რა კარგი და საინტერესო ისტორიაა,ძალიან დამაინტერესა და ველოდები გაგრძელებას.მიყვარს დეფექტები და ასეთი იდუმალი სიუჟეტები.იმედია დიდხანს არ გვალოდინებ.წარმატებებს გისურვებ♥️♥️♥️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი ანა
რა კარგი და საინტერესო ისტორიაა,ძალიან დამაინტერესა და ველოდები გაგრძელებას.მიყვარს დეფექტები და ასეთი იდუმალი სიუჟეტები.იმედია დიდხანს არ გვალოდინებ.წარმატებებს გისურვებ♥️♥️♥️

მიხარია თუ მოგწონს❤️

 


№3 სტუმარი მარიამ ლურსმანაშვილი

ძალიან საინტერესოა❤️მომწონს როგორც წერ❤️ყველა შენი ისტორია წავიკითხე და ყველა ძალიან მომეწონა❤️❤️ არეულობის დასასრული დადე რა❤️????????

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

მარიამ ლურსმანაშვილი
ძალიან საინტერესოა❤️მომწონს როგორც წერ❤️ყველა შენი ისტორია წავიკითხე და ყველა ძალიან მომეწონა❤️❤️ არეულობის დასასრული დადე რა❤️????????

ვა რა საინტერესოა რომ მოგვარეები ვართ :დ ძალიან მიხარია თუ მოგეწონა და არეულობის დასასრულს დავდებ მაგრამ უახლოეს მომავალში ვერა ჯერ

 


№5 სტუმარი სტუმარი takko

vaime dzaan magaria da saintereso. mteli gulit gitrevs???????????????? male dade gtxov????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent