შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Starboy (სრულად)


9-02-2020, 13:31
ავტორი სელენე
ნანახია 5 616

ამერიკა...
იამაიკა...
კინგსტონი...
ხმაურიანი ქალაქი და უფრო ხმაურიანი მეცხრამეტე სართული.
შეშლილი მომღერალი და მისი გიჟური, დაბოლილი სამეგობრო.
-მოსაწევის ქალაქიდან გესალმებით, ანო ქაჯაია, დემეტრე მენაბდესთან ერთად.
-რომში ვართ უტვინო! _ამბობს მამაკაცი. ქართული სიტყვები უცხოეთში, კონტრასტულად იფანტება ინგლისურის ფონზე. შავ, გრძელ პალტოში გამოწყობილი გოგონა, დიდი, თავზე ჩამოფხატული ქუდით მომღიმარ მენაბდეს ტელეფონს უფრიალებს და გაუჩერებლად საუბრობს, ვერ ისვენებს. მამაკაცი, სერიოზული სახით დგას, ჯიბეებში ხელები ჩაუწყვია და ქვედა ტუჩი ისე უკანკალებს სიცივისგან, რომ მისი კბილები კრაჭუნისგან ხმას გამოსცემს. გოგო მის დათოვლილ თმას თითებით წმენდს და კამერას არ აშორებს.
-როგორ შეაჯამებდით გავლილ წელს? _ ფხუკუნებს და ცალი ხელი მიაქვს ტუჩებთან, ცხელი სუნთქვით ცდილობს გათბობას.
-ახლა ისე მცივა, რომელ წელზე მესაუბრები წარმოდგენა არ მაქ ანო, წავედით. _მენაბდე გოგოს შეკრულ წარბებს აიგნორებს და მოულოდნელად მხარზე იკიდებს გაბუტულ ქაჯაიას.
-პატივი გაქვთ, იხილოთ, როგორ მიმათრევს სახლში ეს მცივანა ვაჯიშვილი. _ კისკისს აგრძელებს და კამერას ეჭყანება. დემეტრე ფეხზე ჩქმეტს გოგოს, ამ უკანასკნელის კივილს კი მთელი რომის გაოცებული მზერა ღიმილით აცილებს.
-უნამუსო ვიყო თუ არ გატირო. _ ვინ იცის, მერამდენედ აჟღერებს ამ მუქარას მამაკაცი და მანქანის წინა სავარძელზე სვამს ქაჯაიას...
*********
-ანო ქაჯაია მოწოდების სიმაღლეზეა. _ ტანსაცმელს ჩემოდნიდან მიყრის ჩემი საუკეთესო მეგობარი და ხელახლა იწყებს ჩალაგებას.
-ხატია, რა სიამოვნებას განიჭებს ეს? _ გაოცებული, ხელებით ვიწყებ საუბარს და ტანსაცმელზე ვუთითებ.
-კარგად უნდა ჩაალაგო, რომ ჩაეტიოს გოგო. მერე საქართველოდან რომ არ აგზავნინო შენებს.
-აუ ახლაც არ მჯერა. რა მაგარი ხალხია, ღმერთო. _ აღფრთოვანებული შევედი აბაზანაში და ვანაში ქაფი ჩავამატე. ჩემი ცხოვრება ძირიანად იცვლება. ახალი ქვეყანა, ქალაქი, უნივერსიტეტი, მეგობრები, გარემო და ეს ყველაფერი მამაჩემის მეგობრების წყალობით. საკმაოდ ტრადიციული მამა მყავს, სამაგიეროდ თანამედროვე დედიკო. მამა ყოველთვის ქართველი მამაკაცის პატივმოყვარეობით, ტრადიციულობით და სიმკაცრით გამოირჩეოდა. შვილებსაც მკაცრად გვზრდიდა და პიროვნულ ღირებულებებს ძლიერ ფესვებს უდგამდა ჩვენს გონებაში. ყოველთვის მოკლებული ვიყავი კლუბებს, დასალევს, უცნაურ ფართი წვეულებებს, ღამით გარეთ წოწიალს და ვულგარულ სამეგობროს. გულის სიღრმეში, შეიძლება მინდოდა კიდეც ასეთი ცხოვრების ნაწილი ვყოფილიყავი, მაგრამ გავაცნობიერე, რომ პირველ რიგში პრინციპები, შემდეგ ყველა დანარჩენი. ერთადერთი მოვალეობა, რაც ჩემნაირი ახალგაზრდებისთვის მეტად საპასუხისმგებლოც კი შეიძლება იყო, რომ არ უნდა შემერცხვინა ჩემი ელემენტარული შეცდომითაც კი ოჯახი და მამა. არ უნდა ევლო ამ მამაკაცს თავჩახრილი და არ უნდა გავმხდარიყავი დედის თვალზე ცრემლის მიზეზი. ნაწილობრივ, კიდეც გამომივიდა. მახსოვს, როცა მამამ ჩემს პირველ შეყვარებულზე გაიგო ელვა და სეტყვა დამატეხა თავზე. დიდხანს არ მელაპარაკებოდა და სოციუმსაც ჩამომაშორა. ისედაც ვიცი, მონსტრი მამა მყავს და ამის გამო ხშირად გავმხდარვარ დაცინვის ობიექტი, იმ შვილებისგან მშობლებს ძაღლად რომ არ აგდებენ. ვიცი, ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე ვერასდროს გავაკეთებდი იმას, რაც ჩემს გულს უნდოდა, რომ არა დედაჩემი. ეს საოცრად ლამაზი და ამაყი ქალი მამაჩემს სტალინს ეძახდა და ყოველთვის მხარს მიჭერდა. მე თუ არ შემეძლო გამეწია წინააღმდეგობა ამ მართლაც სტალინი მამისთვის, დედა მედგრად და შეუპოვრად უპირისპირდებოდა მის ყოველ ნასროლ „რაკეტას“ სიტყვას, ხოლო მისი სიტყვა მამასთვის კანონივით იყო. მოკლედ, დედას ოჯახში ძუ ლომის თამამდებობა ეკავა. დედას წყალობით კი, მე სულ რაღაც 6 საათში თვითმფრინავში ჩავჯდები და პირველად შევძლებ ვიცხოვრო დამოუკიდებლად, ჩემთვის.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა ამერიკიდან ჩამოსული მეგობარი მამამ სახლში მოიყვანა. ყველა ჩემი წარმატების დოკუმენტი, სერტიფიკატით დაწყებული დიპლომით დამთავრებული თვალწინ ამაყად აუფრიალა და თავისი ჭკუით „დააღორა“ ქალიშვილით. უცხოელმა შესთავაზა, რომ ბოლო კურსი იამაიკაში დამემთავრებინა, თავისი ხარჯებით და ფინანსებით უზრუნველმყოფდა და მაგისტრატურის იქ დამთავრებაშიც ხელს შემიწყობდა. მამა, რომელსაც გვერდიდან არასდროს მოვუცილებივართ, უკუაგდო აზრი ქალიშვილის ამერიკულ ყაიდაზე გადასვლის და დავფიქრდებიო უპასუხა, თუმცა უკვე ვიცოდი: მამას პირიდან ნათქვამი დავფიქრდები ნიშნავს, რომ უარს გეუბნები. საღამოს, როცა მე და დედა მარტო დავრჩით ვისაუბრეთ, მკითხა მინდოდა თუ არა სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება და რათქმაუნდა არ დამიმალავს, რომ ჩემი სული თავისუფლებისკენ მიისწრაფოდა. ნატალიმ იმ ღამით მეუღლეს ქარიშხალი დაატეხა თავისი წყალდიდობით, შტორმით, ღვარცოფით, მეწყერით თუ ზვავითურთ და მეორე დღეს, დამარცხებული ლევანი ჩემი საბუთების და საცხოვრებლის ამბების მოგვარებით დაკავდა...

ოჯახთან დამშვიდობება თუ ასე გამიჭირდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. ატუზულ მამას კისერზე ჩამოვეკიდე და ლოყები დავუკოცნე. დედა ღიმილით ჩავიკარი გულში, ჩემი თვალები მადლიერების გრძნობით იყო სავსე. შუბლზე კოცნით გადამცა ჩემს უფროს, ბრგე ძმას. ეს ახმახი ისე მომეხვია ძვლებმა ტკაცუნი დაიწყეს და ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. ცრემლები მხოლოდ მაშინ წამომივიდა აზლუქუნებულ ხატიას რომ გადავეხვიე. დამპირდა, მოგკლავ თუ ყოველ ღამე არ დამირეკავო. წასვლის დრო უფროსმა მენაბდემ შეგვახსენა და მეც მეორედ გადავეხვიე მამას.
-ჭკუით იცოდე, არ შემარცხვინო. _ ჩამჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა. თავი დავუქნიე და დიდი ნაბიჯებით მიმავალ მამაკაცს ავეკიდე.
-ანო. ფანჯარასთან გინდა ჯდომა? _ თბილად გადმომხედა „მამობილმა“
-კი, თუ ეს შესაძლებელია. _ თავი დამიქნია და ბილეთი მომაწოდა. თვითმფრინავში გვერდიგვერდ დავჯექით. მან მაშინვე ლეპტოპი დაიდო მუხლებზე და ვორდის ფაილში დაიწყო წერა.
-ანო, კინაღამ დამავიწყდა. ეცადე სამ საათამდე არ დაგეძინოს, 21 საათი უნდა ვიფრინოთ და დროში ისე ძალიან აღარ დაიკარგები. _ ისევ დუმილით ვუპასუხე და სავარძელზე დამაგრებულ მინი ტელევიზორში ფილმი „როცა აყვავდა ნუში“ ჩავრთე და ჩიფსები შევუკვეთე. მალევე მივიქციე ზურას ყურადღება. ფილმზე მკითხა რამდენჯერმე და თვითონაც მთელი ყურადღებით დაიწყო ყურება. ორჯერ შევიცვალეთ თვითმფრინავი. ხან მეძინა, ხან ვჭამდი, ხან იამაიკის ფოტოებს ვათვალიერებდი. ზურას ჩემთვის არ ეცალა, გაფაციცებით წერდა კომპიუტერში რაღაცას.

იამაიკის სიხცემ მაიძულა, რომ ტანსაცმელი გამომეცვალა. თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი როგორ დამიარა ძარღვებში ადუღებულმა სისხლმა. მზის სინათლემ თვალები მომჭრა. ხელით მოვიჩრდილე და ისე მოვავლე თვალი გარემოს.
-ჯობია გამოიცვალო, დაიწვები. _თვალებთან ხელს მიფრიალებს, რომ ჩემი ყურადღება მიიქციოს. მის ინსტრუქციას მივყვები და საპირფარეშოში მივაგორებ ჩემს დიდ ჩემოდანს. ხატიას წყალობით მალევე ვპოულობ ჯინსის მოკლე შორტს და თეთრ, სოფრიფანა ტოპს. ჩვეულებრივ, კონვერსებს ვიცმევ და ე.წ რეიბანებს ცხვირზე ვიკოსებ. თმას ცხენის კუდად ვიკრავ და ისევ მიმღებში გავდივარ. თვალებით ვეძებ ზურას. პანიკური შიში მიპყრობს, როცა ვერ ვპოულობ, თუმცა ვამჩნევ მოკლე შორტში და V საყელოიან მაისურში გამოწყობილ, კეპიან მენაბდეს. გოლფის მოთამაშეს გავს. ხელს მიქნევს და მეც ქჩარი ნაბიჯით მივდივარ მისკენ.
-გოგონა, ყველაზე ცოტა ერთი კვირა მაინც ჩვენთან დარჩები, მერე გადახვალ შენს ბინაში! _ თითს გამაფრთხილებლად მიწევს და ტელეფონს პასუხობს.
-ხო ძვირფასო... ჩამოვედით... ნახევარ საათში მაქ ვიქნები... გოგო, 21 საათი ჰაერში ვიყავი გამოკიდებული, სად უნდა მეჭამა?... რამე ჯიგრული დამახვედრე... _ ზურა იცინის და მეც მეღიმება. მისი მეუღლის სახეს ვიხსენებ და წარმოვიდგენ, მაგრამ ჩემი ფიქრები მალევე შორდება მას და აღტაცებული შევყურებ მანქანიდან იამაიკის ხედებს. მაღალსართულიანი შენობები, გზის ორივე მხარეს გაშენებული ხეების მწკრივი; ფერადი ყვავილებით გაკეთებული საყვავილეები, მოხატული კედლები, ბობ მარლის პორტრეტები, ხასხასა ფერები; ულამაზესი, მდიდრული და დიდი სახლები, ფერადი ფანჩატურები ლამაზი სკამებით, ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი, სხვანაირად ცისფერი ცა, ცხელი მზე და დიახ, ეს არის ჩემი ცხოვრება...

მანქანა იმაზე მდიდრულ უბანში ჩერდება ვიდრე წარმომედგინა. სპილოსძვლისფერი, თაღებიანი სახლი, მწვანე სახურავით ამაყად მიმზერს და პირდაპირ „ყვირის“ სინგსტონში მე ვარ ყველაზე ლამაზი სახლიო. ეზო მწვანე, მაღალი ბალახითაა დაფარული, რომელსაც ლამაზად მიუყვება ბილიკები. სახლს სამივე სართულზე სხვადასხვა ფერად შეღებილი აივნები აქვს, რომელზეც ქოთნების ყვავილები დაულაგებიათ. პირველი სართულის აივანი ყველაზე მაგარი რამეა რაც აქამდე მინახავს. რამდენიმე სახეობის ყვავილებს შორის მაგიდა, სკამი და ქოლგა დაუდგამთ. სახლიდან დიდი შლაპით და სარაფანით გამოდის ფეხშიშველი ქალი. გულწრფელი ღიმილით უღიმის ქმარს და კისერზე ეკიდება. შემდეგ მე მიყურებს, ხმამაღლა იცინის და გულში მიკრავს. მეც, რათქმაუნდა ვეხვევი მონატრებულ სხეულს. ქალი ორივე ლოყაზე მკოცნის და ღიმილს არ იშორებს სახიდან.
-რამხელა გაზრდილხარ, როგორ მომნატრებიხარ. _ნაზი ხმით მესაუბრება და სახლში შევყავარ. აქ უკვე გაოცებისგან თვალები მიშტერდება. მაღალი თაღოვანი ჭერი, კედლებზე ლამაზი ნამუშევრები და საშინლად გემოვნებიანი ავეჯი. სიცხის მიუხედავად სახლში მაინც სიგრილე და სასიამოვნო ატმოსფეროა. ფილმებში რომ ახალგაზრდა მოსამსახურე გოგოები არიან, ისეთი ჩაცმულობით მესალმება რამოდენიმე მათგანი ინგლისურად და თბილად მიღიმის. სადილის დროს ქალი ბევრ რამეს მეკითხება და არ მაცდის გავჩუმდე.
-მითხარი, როგორ იმგზავრე?
-იდეალურად. ზურა ძიას ინსტრუქციებით გამიადვილდა მგზავრობა. ცოტა დაღლილობას ვგრძნობ, ალბათ დროის სარტყელის გამო.
-გოგო, შენების ამბები მომიყევი ერთი.
-რა გითხრა დეიდა ნინი. მამა და ნიკო მუშაობენ, დედა დიასახლისობს. სხვათაშორის დამაბარა, რომ უნდა ესტუმროთ, თან აუცილებლად. ძველი დრო გავიხსენოთო.
-ნეტავ იცოდე, როგორ მომენატრა საქართველო და ქართველები. მათი ყოველდღიური რუტინაც მომენატრა და თბილისიც. ძალიან მინდა საქართველოში ჩასვლა, კერძებიც მომენატრა, უბრალოდ აქაურმა გოგოებმა არ იციან კეთება.
-თუ წინააღმდეგი არ იქნებით და სურვილი გექნებათ ხვალ მოვამზადოთ რამე ქართული.
-მართლა? ძალიან კარგი და რა გავაკეთოთ?
-რაც თქვენ გინდათ.
-ხინკალი არ მიჭამია დიდი ხანია.
-ამ სიცხეში ხინკალი? _ ჩემს მზერაზე კისკისს იწყებს ქალი.
-კი, რატომაც არა. მიეჩვევი შენც. ახლა კი, თუ მორჩი ოთახში ადი და დაისვენე. ხვალ მთელი დღე შენი ვარ და რაც გინდა ის ვაკეთოთ. _ დაქალივით მეხვევა და მოსამსახურეს სთხოვს ოთახამდე მიმაცილოს.
-ძალიან ლამაზი სახლია არა? _ ამ ხალხს სისხლში აქვს ღიმილი.
-საშინლად.
-ძალიან მოგეწონება აქ. გავიგე ძალიან კარგი ხარ. იმედი მაქვს ვიმეგობრებთ.
-რა თქმა უნდა. _ჩემი მოპირდაპირე ოთახიდან ხმამაღალი მუსიკის ხმა მესმის.
-იქ რა ხდება?
-ბატონი დემეტრეს ბენდი მეცადინეობს. გირჩევ, ხელი არ შეუშალო. დიდად არ უყვარს როცა აწუხებენ.
-ეგეთი უჟმურია?
-ვერ წარმოიდგენ. 25 წლისაა და ბატონს ვეძახით, ზურა კი თითქმის დაბერდა და ჯერ ასე არ მიმიმართავს.
-შენ რას შვრები ხოლმე, აქ მუშაობის გარდა?
-ცეკვას ვასწავლი. ქორეოგრაფი ვარ.
-სუპერშესანიშნავია, მომწონხარ უკვე. _ ვიცინი და ოთახის კარს ვხურავ. ჩემი სამი ჩემოდანი კარადასთან დევს. ფეხსაცმელს ვიხდი და აბაზანას ვათვალიერებ. შემდეგ ვანას ვავსებ და ტანსაცმელს ვიხდი. თავიდან ცივი წყალი არ მსიამოვნებს, შემდეგ სხეული ეჩვევა და სასიამოვნოდ ვდუნდები. თვალები მეხუჭება და როგორც ყოველთვის წყალში ვიძინებ.

იამაიკაში 7 საათზე უკვე მზე ამოდის. 8-ზე მთელი ქალაქი ფეხზეა ჩემი ჩათვლით. ნინიმ დილიდან ხელი მომკიდა და ქალაქის დასათვალიერებლად წამიყვანა. თინეიჯერივით ენერგიული და ხალასი ქალია. პროდუქტები ვიყიდეთ და ხინკლის მზადება დავიწყეთ. ელისიც გვეხმარებოდა და აწითლებული ლოყებით მიყვებოდა სწავლის სისტემაზე. საღამოს ყველამ ერთად ვივახშმეთ, მამაპაპური ხინკლით და ქართული ჰანგებიც ავაჟღერეთ გიტარის დახმარებით. გვიან დავიძინე, მაგრამ საოცრად ბედნიერმა.

დილით ოჯახში დავრეკე. ბევრი არაფერი შეცვლილა სახლში. მხოლოდ ნიკომ შეძლო და ჩემი წასვლის შემდეგ აღიარა, რომ ხატია უყვარს და მისი ცოლად მოყვანა უნდა. ორივე გავლანძღე და გაბრაზებულმა დავხურე ლეპტოპი. კესანებიან სარაფანში გამოვეწყვე, სანდლები მოვირგე და სასადილოდ ჩავედი.
-ელიის, დილამშვიდობისაა. სადაა ხალხი?
-სამსახურში. ადრე წავიდნენ. თუ რამე დაგჭირდება, სადმე გასვლაც რომ იყოს, მითხარი და გაგყვები. _სამზარეულოს დახლზე ჩამოვჯექი.
-რას შეჭამ?
-დილით არ ვჭამ ხოლმე, მადლობა.
-შეგიძლია გადამარჩინო?
-თქვენს წინაშე მაშველი დგას. _ ვეუბნები სიცილით. ის მაგიდაზე წყლის ბოთლებით სავსე ყუთს მიდგამს.
-დემეტრეს ვეზიზღები, მთელ დღეს ჩამამწარებს. აუტანე რა. _ თვალს ვუკრავ და ბოთლებს ხელში ვიღებ. ოთახის კარზე ვაკაკუნებ, მაგრამ როცა არავინ მეპასუხება კარს ვაღებ და შევდივარ.
-საღორეა. _ ეს ოთახი სავსეა მუსიკალური ინსტრუმენტებით და ნაგვით. ბოთლებს მაგიდაზე ვდებ და გასასვლელად ვემზადები ხრიწიანი ხმა რომ მაჩერებს.
-მოსამსახურესავით რატომ არ გაცვია? _ თავს ხმის მიმართულებით ვაბრუნებ და ხალათში გამოწყობილ მამაკაცს ვხედავ. ძალიან შავი თვალები აქვს და დიდი ტუჩები. სწორი ცხვირი და ხშირი წარბები მის ქართველობას უსვამს ხაზს.
-ბოდიში?
-მოსამსახურეებს აქ ფორმა აცვიათ, დედამ არ გითხრა?
-მემგონი რაღაც გეშლება.
-ნუ ლაპარაკობ, მეზარები. _ თვალებს ვატრიალებ და კარისკენ მივდივარ.
-გასვლამდე უნდა მკითხო რამე ხომ არ მინდა. _ სავარძელში ჯდება და ირონიულად მიღიმის. ბოთლს თავსახურს ვხსნი და ღიმილით ვუახლოვდები. საბოლოოდ, დასალევად გამიზნული წყალი მის თავზე იცლება.
-მშრალი პირსახოცი ხომ არ გინდა? _ ცარიელ ბოთლს ვესვრი და ოთახიდან გავდივარ.
-ღმერთო, გამძლეობა მიეცი ელისს.
******
-ელიიის. _ ვყვირი ბოლო ხმაზე.
-რას ღრიალებ, გინდა თავზე დაგვადგეს? _ თავით მანიშნებს დემეტრეს ოთახზე.
-პლაჟზე წავიდეთ?
-ჩაიცვი და წავიდეთ. _ იცინის და ისიც გამოსაცვლელად მიდის. ცისფერ საცურაო კოსტუმს ვიცვამ და შავ, ყვავილიან გამჭირვალე სარაფანს. ელისი სულ სხვანაირია ყოველდღიური სტილით. მოკლე მაღალწელიანი შორტი აცვია და ვარდისფერი ბლუზი. მანქანებით სავსე ქუჩაში გავდივართ და სანაპიროსკენ ვიღებთ გეზს.
-რაო, დემეტრემ ხომ არ დაგაფრთხო?
-დებილია. თავში აქ ავარდნილი ფული.
-ფული კი არა, მომღერალია. ყველა იცნობს და ყველა გიჟდება. მე რომ შეყვარებული არ მყავდეს მეც გავგიჟდებოდი ალბათ. თან აქაურებისთვის ეგზოტიკური გარეგნობა აქვს და ეგეც ხელს უწყობს. მოკლედ, „გასული“ ტიპია რა. ისიც არ იფიქრო მშობლებთან ცხოვრობს. შენი კარის მეზობელი იქნება მეცხრამეტე სართულზე.
-მეხუმრები ხომ?
-ნინიმ მითხრა და რავიცი. _მხრებს ვიჩეჩავ და ტელეფონს ვიღებ.
-ხატიაა, ახლა პლაჟზე ვარ და საშინლად მომწონს ისეთი მაგარი ფერებია. ქვიშა მშრალი და ცხელია. გოგო, რომ შემეძლოს იმ კლდიდან გადმოვხტებოდი მაგრამ ვინ მომცა მე მაგის გამდებაობა. ხო და ეს ელისია, გზების გაგნებაში მეხმარება. დაუქნიე ხელი ელის. გოგოო, შეხედე რეებს აკეთებენ. _ კამერას ვატრიალებ და იამაიკელებს ვუღებ, რომლებიც სხვადასხვა ტრიუკებს აკეთებენ კლდიდან გადმოხტომისას. -აუუ, ხატი მაპატიე რა, აუცილებლად უნდა ჩავიდე წყალში, რომ ეს შესანიშნავი გრძნობა ვიგრძნო. მიყვარხარ ძალიან. _ კოცნის იმიტაციას ვაკეთებ და ვიდეოს ვუგზავნი.

კვირის ბოლოს უკვე კარგად „ჩაშოკოლადებული“ კანი მაქვს. ძალიან მიხდება აწეულ თმაზე, მაგრამ გაშლილზე საფრთხობელა ვარ. დემეტრე აღარ მინახავს. არც მისი ოთახიდან გამოსულა მუსიკის ხმები გამიგია. ზურას მძღოლის მანქანაში ვზივარ და ბინაში მივდივარ. ბარგის ატანაშიც ის მეხმარება და გასაღებს მაწვდის. მყუდრო ბინაა, ჩემი შესაფერისი. ერთი ფანჯრიდან ქალაქის ხედი მეშლება თვალწინ, საძინებელი ოთახის ფანჯრიდან კი ოკეანის. აივნიდან რომ გადავხტე, პირდაპირ წყალში ჩავხტები, ასე რომ თუ სახლში ვინმე შემომეჭრება, არსებობს გზა, რომ თავს ვუშველო.

უნივერსიტეტს იდეალურად შევეგუე. ბოლო კურსის სტუდენტებს აქ მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე საქართველოში. მსუბუქ მასალას გავდივართ და ესეებს ვწერთ. სამსახურის ძებნაც დავიწყე, რადგან თუ დამოუკიდებლობა მინდა ფულის შოვნაც უნდა შემეძლოს. ენების ცოდნის წყალობით მალევე მოვეწყე ღამის განაკვეთზე სუპერმარკეტში, რაც უნდა ვაღიარო, საკმაოდ დამღლელი სამუშაოა. ხატიასთვისაც არ მავიწყდებოდა ვლოგების გადაღება და მშობლებსაც შხირად ვურეკავდი.
-ხატი, დილის 7 საათია. ახლა მოვრჩი მუშაობას და სახლში მივდივარ. უნდა ვაღიარო, საშინლად დამღლელი დღე მქონდა და ერთი სული მაქვს დავისვენო. საშინლად ლამაზი აისია, მაგრამ დაღლილი ვარ და კვირას გადავიღებ, რომ გაჩვენო. მიყვარხარ ძალიან. _ კამერას ვკოცნი და ვიდეოს ვაგზავნი. სახლში მისვლისთანავე ვიხდი ტანსაცმელს და თხელ საღამურს ვიცვამ. ბალიშზე თავის დადებისთანავე მეძინება, მაგრამ მყუდროებას ძალიან უგემოვნო და მაღალი მუსიკა უკვე მერამდენედ მირღვევს სათვალავი ამერია.
-დემეტრეეე! _ ვღრიალებ ბოლო ხმაზე და საწოლიდან გიჟვით ვდგები. ბინის კარზე ხეფ-ფეხით ვაბრახუნებ. პირსინგიანი გოგო მიღებს.
-გისმენ. _ ცისფერი საღეჭი რეზინის ბუშტს ბერავს და კარს ეყრდნობა.
-ყბა არ მომარტყა! _ ხელის კვრით ვიშორებ გზიდან და დემეტრესკენ ვიღებ გეზს. შემდეგ ფეხს რაღაც სითხეში ვადგამ, მისრიალებს და იატაკზე ზურგით ვეცემი.
-აააააა _ ვღრიალებ გაცოფებული და მაშინვე წყდება მთელ ბინაში ხმაური. ყველას მზერა ჩემსკენაა მომართული და მხოლოდ მუსიკის გამაყრუებელი ხმა ისმის. სხეულის აკრეფას ვცდილობ და მენაბდეს წინ ვესვეტები.
-შენ გამო ვერ უნდა დავისვენო? გათიშე ეს წყეული მუსიკა!
-არ გავთიშავ. _მეუბნება ისიც ქართულად.
-დემეტრე, სანამ რამე სისულელე გამიკეთებია დაუწიე, რომ დასვენება შევძლო. მართლა დაღლილი ვარ. _ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო.
-არ მაინტერესებს, მე ჩემს ბინაში ვარ.
-მაგრამ უხეშად არღვევ ჩემი კომფორტის ზონას.
-მკ*დია. _ მხრებს იჩეჩავს და მოცეკვავე მასას ერწყმის.
-წყეული წვეულებები, წყეული დემეტრე! _ მაგიდაზე თეთრ ფხვნილთან ერთად მაკრატელს ვხედავ და გონებაში ვალაგებ სამოქმედო გეგმას. ვიღებ, დინამიკებს ვუახლოვდები და ყველა კაბელს ერთდროულად ვჭრი. ბინაში მხოლოდ წითელი განათება აგრძელებს მოძრაობას. ისევ მე მიყურებენ. გაცოფებული დემეტრეს დასანახად სარკასტულად ვიღიმი და მაკრატელს ვაგდებ.
-დაისვენე? ახლა სულ უმუსიკოდ ხარ.
-მოგკლავ შე მამონტო. _ წარბებშეკრული მოდის ჩემკენ და მეც მაშინვე ვწყდები ადგილს.
-თუ მომეკარები ოკეანეში ჩაგახრობ.
-ვნახოთ ვინ ვის ჩაახრჩობს. _ მიჭერს და მხარზე მიკიდებს. ფართხალს და კივილს არ ვწყვეტ, წიხლებს ვურტყამ, ვლანძღავ, მაგრამ არ მისმენს და აივანზე გადის ჩემიანად. მოულოდნელად ვწყდები მის სხეულს და მეცხრამეტე სართულიდან პირდაპირ ჰაერში ვარ გამოკიდებული, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
-დემეტრე თუ გამიშვებ მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება. _ ვაფრთხილებ მაგრამ მისი ბოროტი ღიმილის დანახვაზე ვხვდები რომ საუბარს აზრი არ აქვს. ხელს მიშვებს. რამოდენიმე წამი ჰაერში ვკივი, შემდეგ კი წყალში ვვარდები. შეხება მაინც უსიამოვნოა და დაღლილი სხეულიც არ მიმყვება სათანადოდ.
-არც კი იცი ვინ გადაიკიდე. _ სველი შევდივარ სასტუმროში და ლიფტით ავდივარ ბინაში. მენაბდის ბინიდან ხალხი ნელ-ნელა და ჯგუფ-ჯგუფად გამოდის.
-შურისძიება ხვალიდან. _ ვეუბნები ჩემს თავს, ტანსაცმელს ვიცვლი და დასაძინებლად ვწვები.
*******
სამსახურიდან გათავისუფლებულს თეთრი საღებავი მომაქვს დემეტრეს მანქანის მოსახატად. ბინაში ასვლამდე პირდაპირ გარაჟში შევდივარ და შავ რეინჯროვერს ვზვერავ. კაპიშონს ვიფარებ, მანქნას ფეხს მაგრად ვურტყამ და მაშინვე ვიმალები. რადგან სიგნალიზაცია არ ჩაირთო მშვიდად ვიღებ ტელეფონს და საღებავით მანქანაზე ასოები გამომყავს.
-ხატი, ვერ წარმოიდგენ რას ვაკეთებ ახლა. დღეს რომ მოგიყევი ბიჭზე, ხო ზუსტად მაგის მანქანას ვხატავ. შეხედე. _ კამერას ვატრიალებ და კარგად ვაჩვენებ მახინჯად გამოყვანილ ინგლისურ ასოებს, რომელთა ერთობლიობა ყველა ბიჭებისთვის ერთნაირად გამაღიზიანებელ სიტყვას ქმნის. მანქანის მთელ სიგრძეზე წერია „ვაჟიშვილი!!!“. სიცილით მივრბივარ და კედელს ვეფარები. ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ დემეტრეც ჩნდება, ჩვეული თვითკმაყოფილი სიფათით. შორიდანვე ხსნის ჩაკეტილ მანქანას გასაღებით და როცა ჩემს ნამუშევარს ხედავს შეშდება.
-ანოოო _ ღრიალებს ბოლოს ხმაზე და მანქანას წიხლებს უშენს.
-სიკვდილიიი! _ ვპასუხობ და გავრბივარ. ლიფტიდან ვხედავ, როგორ მორბის კისრისტეხით, ენას ვუყოფ და სანამ შემოსვლას მოასწრებს კარი მანამდე იხურება. სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ, ბინის კარს ვაღებ და ვიკეცები. სრულიად გამომეცალა ენერგია სხეულიდან და საშინლად მცხელა. გარეთ საეჭვო დუმილი ისადგურებს. კარს ოდნავ ვაღებ და მხოლოდ ცალ ფეხს ვყოფ გარეთ, შემდეგ თავს და ვზვერავ. დამშვიდებული ლოგინზე ვწვები და ჩემებთან ვრეკავ საქართველოში.

ბოლოს, როცა დემეტრე გაცოფებული ვნახე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დავრწმუნდი რომ ეშმაკი ნამდვილად ქალია, სხვა შემთხვევაში ჩემში ფანდების, ეშმაკებობის და ხრიკების მოყვარული ქალღმერთი ცხოვრობს, რომელიც ბოლოს თვითონ რჩება წაგებული. საქართველოში ხომ არის ცხვარზე და ოციანზე ათი კაცი ერთ ბურთს რომ დასდევს, იამაიკაში გემოვნებიან წვეულებაზე თამაშობენ, სადაც მოსაწევზე პრობლემები არ შეექმნებათ და ხარისხიანიც იქნება, თუმცა რთულია წარმოიდგინო იამაიკა და უხარისხო მოსაწევი ერთად. დემეტრე, თავის გუნდთან ერთად, ვულგარული სტატუსით „გოგოების გულთამპყრობელები“ სტადიონზე დგას დინინჯშემოყრილი, მოჭუტული თვალებით. ხუმრობა იქით იყოს, გუნდს „Daddy“ ქვია და ვაღიარებ დარწმუნებით, რომ ეს სახელი დემეტრეს მოფიქრებულია. თამაში დიდხანს გრძელდება. ხან ვის აქვს ბურთი, ხან ვის. არ ჯობია დრო დანიშნონ და იმ დროში ითამაშონ? აქაც უნდა ვაღიარო, სისხლში აქვთ იამაიკელებს ბრძოლით გამარჯვება, რაც ნიშნავს, რომ მათ არ იციან, ან არ სმენიათ ფრეზე. დემეტრე სტადიონიდან მიქნევს ხელს. საპასუხოდ არ ვესალმები. სტადიონთან ახლოს ვზივარ და ვხედავ, როგორ აქნევს თავს ღიმილით. როდა „Daddy“-ს კარში გოლი გადის სიხარულით ფეხზე ვხტები და დემეტრეს ჯინაზე ბოლო ხმაზე ვიწყებ კივილს. წარბებშეკრული მიყურებს, შემგედ კი ბურთს მესვრის. აცილებას ვერ ვასწრებ ისე მხვდება თავში და თავბრუსხვევა მეწყება, თუმცა დედამიწის ტრიალთან ერთად დემეტრეს ღიმილს ვხედავ. აი ისეთს, პატარა გოგოს ბიჭი რომ გააბრაზებს, შემდეგ ორივეს ტუქსავენ, მაგრამ გოგო მაინც არ იშორებს „გაჩვენე თუ ვერა სეირი“ ღიმილს. ხმას აღარ ვიღებ, სკამიდანაც კი აღარ ვდგები. არც ის მიკვირს, რომ დემეტრეს გუნდი იგებს 2:1 - ს. მენაბდე გატანილი გოლის შემდეგ მოედნიდან პირდაპირ ჩემსკენ მორბის ღრიალით.
-აააააააააააა _ ყვირის და მიახლოვდება. გაუცნობიერებლად ვდგები საშინელების მოლოდინში და სკამს ვახტები. ვიღაცას ფეხზე ვედები და ჩემი გაქცევის მცდელობა კრახით სრულდება. დემეტრე ღრმად და არათანაბრად სუნთქავს, თან ჩემს წამოყენებას ცდილობს. შემდეგ, როცა ვეუბნები რომ კარგად ვარ სახეზე მიწყებს კოცნას. ჩქარა და გიჟივით, მე კი მის მოშორებას ვცდილობ.
-დემეტრეე, შემეშვი შე საქონელო! მომშორდი მეთქიი!!! _ვუყვირი და ხელებს ვიქნევ. მენაბდე მშორდება და მასზე გაბრაზებული, სანამ სკამზე გადამხტარი მიწაზე დაეცემა ფეხზე ვკიდებ ხელს და ჰაერიდან „ვხსნი“. მოწყვეტით ეცემა სკამებს შორის და თავს დებილივით აქანავებს, ამ დროს კი ხალხი სიცილით იგუდება.
-რა? _ვეკითხები ქართულად და მეორე მხრიდან დავყურებ თავზე მენაბდეს, რომლის დახმარებასაც იამაიკელი გოგოები ცდილობენ.
-დედისტ*ვნა! _მეუბნება ქართულად. თავზე წამოვარტყი და სტადიონიდან ბარში დავბრუნდი. ხალხი ნელ-ნელა დაიშალა, მაგრამ ვგრძნობდი ჩემსკენ მომართული მზერების მხიარულებას და მეც მეცინებოდა. მაინც გაბრაზებული ვიყავი დემეტრეზე, რადგან ხვალ აუცილებლად ავაჭრელებდით გაზეთებს ამ ფოტოებით.
-ანო, დემეტრესია და გადაეცი რა. სტადიონის სააბაზანოშია. _დრამერმა დემეტრეს პირსახოცი დამიტოვა დახლზე და გაუჩინარდა.
-ლუკას, მე ვერ ვიზამ. სხვას მიეცი. _მივაძახე მიმავალს, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია ისე ჩაჯდა მანქანაში. პირსახოცს ვიღებ და სააბაზანოსკენ მივდივარ. წყლის ჩხრიალის ხმა მესმის. სკამზე დემეტრეს ტანსაცმელს ვხედავ.
-ლუკას, შენ ხარ? _მეძახის დემეტრე.
-არა. ანო ვარ.
-პირსახოცი შენ გაქ? _პასუხს ვაგვიანებ. დემეტრეს სუფთა მაისურს ვიცვამ და კაბას სკამზე ვტოვებ. პირსახოცთან ერთად მის ჩანთას ვამოწმებ და ტანსაცმელს იქიდანაც ვიღებ.
-აგერ დავდე. გამოდი და აიღე. _ფხუკუნით ვტოვებ სააბაზანოს დემეტრეს ტანსაცმელთან ერთად.
-ლუის, ლუის. ნახე, ზუსტად ორ წუთში დემეტრე ბოლო ხმაზე იყვირებს ჩემს სახელს.
-დემეტრეს მაისური, ანო რა ქენი? თავზე დაგვამხობს აქაურობას. _ ფხუკუნებს ლუისიც.
-3...2...
-ანოოოო _ისმის დემეტრეს ღრიალი.
-1! დამმალე ლუის, დამმალე. _ ხუთ წუთში სააბაზანოდან ჩემს კაბაში გამოწყობილი დემეტრე გამოდის. ტრანსგენდერს გავს, კაცური მხარ-ბეჭით, დაკუნთული, გამოგრეხილი, გრძელი ფეხებით და მძიმე სიარულით. კაბა მხოლოდ ქვედა ნაწილს უფარავს და იმას გავს, ძალიან რომ მოგწონს, პატარა გაქვს და გინდა როგორმე შიგნით ჩაეტიო. დიდი ასოებით აწერია სახეზე „ანოს ქილერი“.
-დამერხა. _ქვედა ტუჩს ვკბენ და ბარის ქვეშ ვძვრები, მაგრამ დაგვიანებით.
-ვხედავ მოგიხდენია ჩემი მაისური. _თვალებზე ხელებს ვიფარებ და მგონია რომ ისიც ვერ დამინახავს, ისე როგორც მიწაში თავჩარგული სირაქლემა ვერ ხედავს საფრთხეს.
-მოდი აგერ. _წელზე მკიდებს ძლიერ ხელს და ოხვრით გავყავარ ბარიდან მხარზე გადაკიდებული. კიდევ კარგი, იამაიკელები ქართველებივით არ არიან და დიდხანს არ უყურებენ „სხვანაირ“ ადამიანებს. სცენის ქვეშ ჩავყავარ და იატაკზე მსვამს.
-ნეტა გამაგებინა რაზე ფიქრობდი. _უცნაურად მიღიმის და მიახლოვდება. შეშინებული უკან ვიხევ, მაგრამ საბოლოოდ ხის კედელს მთელი ზურგით ვეყრდნობი.
-ახლა საით? _ირონიულად მიღიმის და ჩემთან იჩოქებს. შიშველ ფეხზე მისი შეხება და ჩემი კანკალის გაორმაგება ერთია. შიშით ვეღარ ვაზროვნებ ის კი ჩვეულებრივზე უფრო დიდი და ბნელი მეჩვენება. წელზე ვგრძნობ მის ხელებს, შემდეგ კი მთელი სხეულით მასზე ვარ მიხუტებული.
-რას აპირებ? _ხმის ამოღებას ძლივს ვახერხებ. ეცინება და ერთი ხელის მოსმით მხდის მაისურს. სუნთქვა უფრო მიჩქარდება, როცა მის თითებს კისერზე ვგრძნობ და კოცნას ყურთან.
-დაგტროლე. _ ჩურჩულებს და მშორდება. მაისურს იცმევს და ჩემი კაბაც თან მიაქვს მოკლე ტრუსებში გამოწყობილ არსებას. ანერვიულებული ვარ და აზროვნება მიჭირს. მხოლოდ მაშინ მოვდივარ აზრზე, როცა დემეტრე კარს კეტავს. სახელურს რამდენჯერმე ვეჯაჯგურები, მაგრამ ვერ ვაღებ.
-დემეტრე, საშინლად ცუდად ვხდები ასე. გამიღე! _მკაცრი, მაგრამ გატეხილია ჩემი ხმა.
-მკ*დია. _მეუბნება და შემდეგ ხმამაღლა იწყებს საუბარს.
-კარს ვინც გაუღებს ჩემთან ექნება საქმე. არ მაინტერესებს ვინ იქნება. _ შემდეგ მისი ნაბიჯებიც ჩუმდება და მარტო დარჩენილი გონებას ვკარგავ.

-გაიღვიძა. ლუის გაიღვიძა. _მესმის ელისის სასოწარკვეთილი ხმა.
-ანო, კარგად ხარ? _ თავზე მადგას ლუისიც.
-მოვკლავ მაგ ნაგავს, მოვკლავ. _ტირილი მივარდება და მაგიდიდან ვდგები. კედელთან ვხედავ ატუზულს.
-რას მიზამ? _იცინის ირონიულად. სწრაფად ვკვეთ მანძილს ჩვენ შორის. მთელი ძალით ვურტყამ გაშლილ ხელს სახეში და ტირილის შესაკავებლად ტუალეტში ვიკეტები. მალევე, ელისს დემეტრეს მაისური შემოაქვს, რომ ჩავიცვა.


ერთადერთი, რაც ჩემს იამაიკურ ცხოვრებაში შეიცვალა, არის რომ სამსახურიდან წამოვედი. მამაჩემი საქართველოდანაც ახერხებს ჩემს მართვას! უნდა რომ მთლიანად სწავლას მივხედო. დაბოღმილი მთელი დღე ვტიროდი. ხატიასთან წუწუნმა და ცივი მანგოს წვენმაც კი არ მიშველა. საღამო ხანს ჩემი ბინის ზარი დარეკეს. თვალებდასიებულმა გავუღე კარი გამოპრანჭულ და გარუჯულ ელისს.
-სალამი. გაიცანი ჩემი შეყვარებული დენი, მაგრამ ღმერთო რა გჭირს? _წარბები შეკრა და სავარძელში ჩაესვენა.
-რავიცი, დავიღალე. დღეს ისვენებ?
-არა, საერთოდ წამოვედი იმ სახლიდან. ხომ იცი? _ თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად.
-წადი გაემზადე. კვირის ბოლოს გართობა არ გვაწყენს.
-რა გართობა გოგო, გააფრენენ ჩემები.
-შენ უკვე გაქვს ასაკი, რომ რაც გინდა აკეთო, ასე რომ ჩაიცვი გავდივართ. _ ტანსაცმელს ვიცვლი. ტელეფონს დამტენიანად ვაგდებ ჩანთაში და წყვილთან ერთად გავდივარ სახლიდან. ადგილობრივი ბენდის კონცერტზე უამრავ თინეიჯერს მოეყარა თავი. უმრავლესობას ხუჭუჭა თმა ჰქონდა; ფართხუნა მაისურები და შორტები ეცვა. მხოლოდ მე ვიყავი მოკლე სტაფილოსფერ ტოპში და ჯინსის კომბინიზონში გამოწყობილი. დენი და ელისი პირდაპირ მოცეკვავეების ჯგუფს შეერივნენ, მე კი ბარს მივაშურე და მანგოს წვენი შევუკვეთე შავკანიან ბარმენს. მხიარული და საყვარელი ბიჭი აღმოჩნდა ლუისი. ძალიან ბევრი მაცინა ბენდის გამოსვლამდე.
-აი, ერთგვარი იამაიკური სტილი. _ სცენაზე დემეტრეს დანახვა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მანგოს წვენი გადამცდა და ხველება ამიტყდა. ლუისმა რამდენჯერმე დამარტყა ზურგზე ხელი. მენაბდეს ხმის ამოღება და წივილ-კივილის ატეხვა ერთი იყო. ხალხი ერთმანეთს თელავდა და წინა რიგებისკენ მიიწევდა. ჟურნალისტების არმია იღებდა სურათებს და ვიდეოებს, იწერდა ინტერვიუებს. ამღერებულმა დემეტრემ, როგორც კი შემამჩნია ხელი ამიწია სცენიდან მისალმების ნიშნად. მეც ჟესტის გამეორების შემდეგ, ისევ მანგოს წვენს და ლუისს მივუბრუნდი.
-სხვათაშორის, ეს ბიჭიც ქართველია. მაგარი პიარი აქ მისი ხმის ტემბრს აქ. უცხო ხილზე ხომ იცი, როგორ გიჟდება ხალხი. _ სასმელებს ერთმანეთში ურევს და თან მე მესაუბრება.
-ვიცი, მოვასწარი გაცნობა.
-ანუ?
-მაგათ ოჯახთან ვარ ჩამოსული. _ლუისი წარბებს გაკვირვების ნიშნად წევს.
-მოვემსახურები და თუ აქ იქნები, კიდევ ვისაუბროთ. _ თვალი ჩამიკრა. ღიმილით დავუქნიე თავი.

-ცხენო, როგორ მოგეწონა ჩემი გამოსვლა? _აქოშინებული დემეტრე დახლს ცალი ხელით დაეყრდნო.
-ამ ბღავილს გამოსვლას ეძახი? უკეთესად ვირები ყროყინებენ.
-ჩემს მიმართ სულ ასე იქნები განწყობილი?
-თუ გამოვრიცხავთ იმ არასასიამოვნო ფაქტებს, რისი გაკეთებაც უკვე მოვასწარით ერთმანეთისთვის, უახლოესი მილიონი წლის მანძილზე კი. _უცნაურად იღიმის და სანამ გავიაზრებ რას აპირებს ცნობისმოყვარე „პაპარაცის“ წინ, მანამდე მიახლოვდება და ტუჩებში მკოცნის. სხეულში სისხლის მოძრაობა მიჩქარდება, მაგრამ ეს არ არის პირველი კოცნისგან გამოწვეული გრძნობა. ეს გაბრაზებისგან და გაცოფებისგან გამოწვეული ემოციაა. უხეშად ვიშორებ და ფეხზე ვდგები. მენაბდე ირონიული ღიმილით მიღიმის და ჩემი მანგოს წვენი მიაქვს ტუჩებთან. ჭიქას ვართმევ, მაგიდაზე ვაბრუნებ და მთელი ძალით ვურტყამ ფეხებშორის. სახეზე ერთდროულად ერთვება შუქნიშნის ფერები. ჭარხალივით წითლდება და კვნესის ფონზე იკეცება.
-მეორედ თუ მომეკარები სახეს აგახევ! _ ხალხის მზერას თვალს ვარიდებ და სირბილით მივიწევ ბინისკენ.

-კარგი რა, კოცნა იყო, უბრალოდ კოცნა. რამ შეგშალა? _ ლეპტოპიდან მარიგებს ხატია.
-რა რამ გოგო? ჩემები რომ გაიგებენ მომკლავენ.
-როდის უნდა გაიზარდო? 18 წლის ღლაპები მართავენ თავიანთ ცხოვრებას, შენ ვინ ხარ?
-მონა ლიზა! მამაჩემს ხომ იცნობ? ხომ იცი როგორი ფსიქოპატია?
-ვერ გაიგებს, თუ არავინ ეტყვის. ასე რომ დამშვიდდი, იბანავე და რაციონალურ აზროვნებას დაუბრუნდი.
-იცი რას ვიზამ? დავიკიდებ ყველაფერს და მუშაობას დავიწყებ. მემგონი მართლა დროა გავიზარდო. მიყვარხარ. _ კომპიუტერს ვხურავ და მინი ბარიდან ღვინოს ვიღებ. ფუჟერში ვასხამ და ზუსტად ისე ვწრუპავ, როგორც ფილმებში. შიგნეულობას მიწვავს, ამიტომ წითელ სითხეს წყალს ვაყოლებ. ჭიქას ვრეცხავ და ღვინის ბოთლს თაროზე ვდებ. ლოგინზე ვწვები და თვალებს მაგრად ვხუჭავ, რომ დაძინება შევძლო.

უნივერსიტეტისკენ მიმავალი ვგრძნობ ახალგაზრდების მწველ მზერას. თვალს მაყოლებენ და ჩურჩულებენ. გაზეთების ჯიხურთან ვჩერდები და პირველ გვერდზე ჩემი და დემეტრეს ფოტოს ვხედავ. ტვინში სისხლის მიმოქცევა წამიერად იყინება და ამ ფოტოს გარდა თვალწინ არაფერი მიტრიალებს. გამყიდველი გაზეთის ფულს მთხოვს. ორჯერ მეტს ვაძლევ და გზა და გზა ვკითხულობ გაზეთს.
„ცნობილი მომღერალი და ე.წ StarBoy-ს ახალი სასიყვარულო ურთიერთობის მცდელობა უცნობ გოგონასთან კრახით დასრულდა. აქვე გაგახსენებთ სტადიონზე მომხდარ „გიჟურ თავგადასავალსაც“, როდესაც პოტენციურმა წყვილმა მაყურებლები ფანდებით გაახალისა. დემეტრე მენაბდემ კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო და ის ამ დრომდე არ კარგავს ინტერესს თავისი სპეციფიური ხმის და შესრულების ტექნიკის წყალობით. ასევე, დემეტრე მენაბდეს აქამდეც ჰქონია ურთიერთობა იამაიკელ გოგონებთან, მაგრამ არცერთი მათგანი გამოდგა მყარი. დაიპყრო თუ არა ქართველმა გოგონამ ვარსკვლავის გული? ეს და კიდევ მრავალი კითხვა პასუხგაუცემელია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, დემეტრე მენაბდე მსგავს სიტუაციაში არასდროს აღმოჩენილა...“
-შესანიშნავია, ახლა სუპერ პოპულარული ვარ. _ გაზეთს სანაგვეში ვაგდებ და უნივერსიტეტის ეზოში შევდივარ. მთელი დღე ვგრძნობ სტუდენტების ყურადღებას. ისე მიყურებენ, თითქოს ციდან ვიყო ჩამოვარდნილი. რამდენიმემ გასაუბრებაც კი სცადა, მაგრამ ნერვებმოშლილმა ყველა უხეშად მოვიშორე.


ელისი სამსახურის პოვნაში დამეხმარა. მამაჩემთან გადატანილი სკანდალის მიუხედავად ნახევარ განაკვეთზე ვიმუშავებდი ბარში, სადაც ლუისი მუშაობდა. ის მასწავლიდა კოქტეილების მომზადებას, სასმელების დასახელებებს და ყველაფერს, რისი სწავლებაც შეეძლო ჩემთვის.
-ჰეი, დელპიერო დავლიოთ დღეს? _მხარზე მხვევს ხელს დემეტრე.
-შენთან ერთად დალევას არ ვაპირებ გლორია. _მის ხელს ვიშორებ და ჭიქების წმენდას ვიწყებ.
-დღეს რომ არ დალიო ტეხავს.
-მართლა? და რა ხდება დღეს?
-6 თებერვალი ბობ მარლის დღეა. შეიძლება დავჯდე? _ მეკითხება და ბარს წრეს უვლის.
-კი, ოღონდ ჩემთან არა. _სარკასტულად ვუღიმი და ლუდით ხელში ვტოვებ.
-მთავარია ყველას გაუღიმო, თუნდაც ეს დემეტრე იყოს. _შენიშვნა მომცა ლუისმა. თვენახევარში. მთელი ღამე აღნიშნავდნენ ბობ მარლის დღეს. თითქმის მისი ყველა სიმღერა გაუშვეს. დილამდე არ შემწყდარა ბარში ხალხის ნაკადთა რაოდენობა. საბოლოოდ, ძალიან დაღლილი და კმაყოფილი დავბრუნდი სახლში საკუთარი თავით, თვენახევარში კი თითქმის ყველაფერი ავითვისე და დამოუკიდებლადაც შემეძლო ბარში მუშაობა. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ლუისი გოგოებთან ერთობოდა.

დემეტრეს მორიგი კონცერტი იყო. ხალხი ისევ გუგუნებდა. მზერები და ჩურჩულიც არ წყდებოდა. ის არ ცდილობდა ჩემთან სიახლოვეს. სახეზე ეწერა დიდი, დაბრეცილი ასეოებით, ზუსტად ისეთით, როგორითაც „ვაჟიშვილი“ მის მანქანაზე, რომ გაბრაზებული იყო. ჩემთვის მეცინებოდა და ჭიქების დამშრალებას ვაგრძელებდი. ყურადღებით გათამამებულს, გულის სიღრმეში შემშურდა კიდეც, დემეტრესი სიმღერის დაწყებასთან ერთად რომ დამივიწყა აუდიტორიამ. ბენდს მართლაც ჯიბეში ყავდა ეს ხალხი. ყველამ ზეპირად იცოდა მათი სიმღერები და ფაქტიურად ბენდის ხმა არ ისმოდა, ისე გრიალებდა ხალხი სანაპიროზე. რამდენიმე სიმღერის შემდეგ, მათ სცენა ახალბედა ბენდებს დაუთმეს და ბარის დახლთან დაიკავეს ადგილი. ეგზოტიკურ ქალთან საუბრით გართულ ლუისს რამდენჯერმე ვანიშნე მიხედე მეთქი, მაგრამ მას არავინ აინტერესებდა ამ გოგოს გარდა. დრამერმა ხელი ასწია და მიხმო, რომ შეკვეთა მიმეღო.
-გამარჯობა, გისმენთ.
-5 ძალიან ცივი ლუდი გვინდა და 1 მანგოს წვენი. _ ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა და დემეტრეს თვალი ჩაუკრა. ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე, ნერვიულობის დასაფარად.
-ეს არის ის გოგო? _ დრამერს გადახედა გიტარისტმა.
-კი, მე ვარ და ერთხელ და სამუდამოდ შემეშვით ყველა. _ გაღიზიანებულმა დავტოვე ბიჭები და ლუდების მოსატანად შევედი საწყობში.
-მძიმე ხასიათი აქვს. _ გავიგონე გასვლამდე, მაგრამ ვისი ხმა იყო ვერ ვიცანი.


მენაბდე ირონიული ღიმილით შემეგება უნივერსიტეტში წასვლამდე.
-რას მიღიმი, ზოოტოპიის ზარმაცასავით? _ კარები დავკეტე და ლიფტი გამოვიძახე.
-შენ რატომ უნდა გაგიღიმო? რომელი ბედნიერების თილისმა შენ ხარ.
-ჰა ჰა, ძალიან სასაცილო იყო.
-კი, როგორც „ვაჟიშვილი“.
-რით ვერ მოინელე?
-გუშინდელიც რო დაამატე, რატომ გგონია, რომ სამაგიეროს არ გადაგიხდი? _ ნამდვილად მეცნობა ეს ღიმილი.
-ახლა იცი რას გიზამ დემეტრე? _ საფრთხის მოლოდინში თვალები დამიწვრილდა.
-რა გინდა ბავშვო?
-რა გინდა ბავშვო? _ გამოვაჯავრე და ლიფტიდან პირველი გავედი.
-ჰეი, ფიონა. მწვანედ მიყვარხარ. _ გაეცინა ლიფტის ღილაკს თითი დააჭირა.
-მოვკვდი ღიმილით. _ სარკასტულად გავუღიმე და დაეჭვებულმა ტანსაცმელი დავათვალიერე, რამეს ხომ არ მიჩალიჩებს-მეთქი. ჩანთა არც კი შემიმოწმებია, ისე გავაგრძელე ჩემდა საუბედუროდ გზა. შენობაში ფეხის შედგმისთანავე შესასვლელი წითელმა სინათლემ დაფარა.
-მოგკლავ დემეტრე, რა ჩამიდე... _ კბილები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე, რომ არ მეკივლა და დაცვას გავყევი. დეკანის კაბინეტის კარი შევაღეთ და მან ნივთების ამოლაგება მთხოვა. პირდაპირ ჩანთა გავხსენი და თი სავსე აღმოჩენილი პაკეტი მაგიდაზე დავდე. ფაკულტეტის ხელმძღვანელმა დაცვას ანიშნა მარტო დავეტოვებინეთ.
-ბატონო, გეფიცებით ეს ჩემი არ არის.
-რა მოხდა, ჩაგიდეს? _ ჩვეული ცინიზმით მკითხა დეკანმა. იმ წამს ჩემში ქართველის პატივმოყვარეობამ გაიღვიძა.
-ბატონო, არასდროს გამისინჯავს. მეგობარმა ხუმრობა სცადა. გეფიცებით, ეს განზრახ არ მომიტანია აქ.
-მე მჯერა, მაგრამ კანონი ყველასთვის ერთია. ნახევარი სააათი დასჭირდება დოკუმენტის შედგენას და მედპუნქტშიც უნდა გახვიდე ანალიზებზე. ორი კვირით უნივერსიტეტი გითხოვთ, გაცდენილ ლექციებს კი ტესტის სახით ჩააბარებ. _ დაცინვით წარმოთქვა.
-აქ დაგელოდოთ?
-დერეფანში.
-თავში ავარდნილი ბებრუხანა. _ ვთქვი ქართულად და კაბინეთი დავტოვე. დეკანი მიხვდა, რომ ვლანძღავდი, მაგრამ არ შეიმჩნია. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ საბუთებს ხელი მოვაწერე და ასლები ჩანთაში შევინახე.
-აუ რა დაგერხა დემეტრე. _ ვიმუქრებოდი ჩემთვის. ტაქსი გავაჩერე და პირდაპირ ბარისკენ ავიღე გეზი. ლუისი ჩვეულ მდგომარეობაში, სახეზე ღიმილგადაკრული შემეგება.
-როგორ შეგიძლია სულ იღიმოდე? _ ცივი წყალი ჩავისხი ჭიქაში.
-შემიძლია, ანო კი არ ვარ. _თვალი ჩამიკრა და დახლზე დაჯდა.
-რა სახე გაქვს? მამაშენი ჩამოდის?
-უნივერსიტეტიდან გამრიცხეს ორი კვირით.
-შანსი არ არის. _იცინის _ -რანაირად?
-დემეტრემ ჩამიდო. გამიჩალიჩა. _ ლუისი სიცილს აგრძელებს, რაც ნერვებს ძალიან მიშლის და ჩანთას ვიღებ. მაშინვე სერიოზულდება და მეკითხება რას ვაპირებ, მაგრამ მე დუმილით ვტოვებ ბარს.
-არ მაპატიე ხო?
-ლუის, მოგაძრობ მაგ გლობუს თავს. _ მეც მეცინება ჩემს სიტყვებზე. ჩემი ბინის მაგივრად დემეტრეს ბინისკენ ვიღებ გეზს და ზარს იქამდე ვრეკავ სანამ ახალგაღვიძებული კარს არ მიღებს.
-ფრანკენშტეინ, შენგამო გამრიცხეს. რისი ღირსი ხარ ახლა? პირდაპირ გულში ჩაგარტყა დანა თუ ჯერ ნაწილებად დაგჭრა, მერე დაგაბლენდერო და ეს მასა სახალხო ტუალეტში ჩავრეცხო, რომ ჩემზე ვერ აიღონ ეჭვი?
-მეტი ფანტაზია არ გაქ? _ირონიულად მეკრიჭება და მისაღებისკენ მიდის. ამ სახლში უკვე მეორედ ვარ ნამყოფი, მაგრამ მაშინდელთან შედარებით აქაურობა არეულობის უმაღლესი სკოლაა.
-დემეტრე, არ არის სახალისო. იცი, რომ ყველა საგანში ტესტი უნდა დავწერო? ეს ხუმრობა გგონია?
-შენ უკეთესს მოიფიქრებ დარწმუნებული ვარ.
-იცი რა? შენ მამეცადინებ, ლექციებს ჩამიტარებ და მასწავლი იმას, რაც მე იქ უნდა მესწავლა და თუ ტესტში ჩავიჭრები შენებს ვეტყვი, რა გააკეთე. სტუმარს, საწყალ გოგოს, რომელიც გენდო და შენი დახმარება სჭირდებოდა რა გაუკეთე. _ თავი მოვისაწყლსე.
-ნუ ინაზები ელფო. ჩემზე ასეთები არ მოქმედებს.
-კარგი მაშინ შენებს დაველაპარაკები. _ მხრებს ვიჩეჩავ და გასასვლელისკენ მივდივარ.
-დაგეხმარები, მაგრამ იმიტომ რომ მშობლებთან კამათს ვერიდებ, უბრალოდ დედა ავად არის და არ მინდა ინერვიულოს. _ დედამისის ავადმყოფობის შესახებ მთელმა იამაიკამ იცოდა. ეს სათნო ქალი, ნერვიულობას პანიკამდე მიჰყავდა, რაც საბოლოოდ ცუდად შეიძლებოდა დამთავრებულიყო.
-ხვალ, 10 საათზე ბიბლიოთეკაში მოეთრევი.
-არავითარ შემთხვევაში. _ აღარ ვპასუხობ ისე ვიხურავ კარს ზურგს უკან.

სახლი გადავატრიალე, ყველაფერი შევამოწმე, მაგრამ მობილურის დამტენი მაინც ვერსად ვიპოვე. მთელი დღე ვიჯექი ტელეფონის გარეშე ტელევიზორთან პოპკორნით სავსე ჯამით. საღამოს კარზე, მიუხედავად იმისა, რომ ზარი მქონდა გაბმული კაკუნი ატეხეს.
-მოვდივაარ!... დემეტრე, რა სიკვდილი და ამოჟლეტა გინდა?
-რამე დასალევი გაქვს? _გვერდზე გამწია და სახლში შეჯლაგუნდა.
-მომწყდი თავიდან შე საქონელო, გაეთრიე. _კარისკენ გავიშვირე საჩვენებელი თითი.
-ანო, მგონი შეყვარებული ვარ. _დაინჯშემოყრილმა, დებილის ღიმილით გააქნია თავი.
-და მე რავქნა? გიმაჭანკლო?
-ღვინო გაქვს? იდეალურად რომანტიკულ გარემოს მხოლოდ წითელი ღვინო აკლია.
-არ მაინტერესებს მე შენი რომანტიკული გარემო. რომ არ გჭირდები კარგად კი მკეტავ სარდაფებში და არც ს ჩადებაზე ამბობ უარს.
-ეგრე შენც აკეთებ რაღაცებს და მე აღარ ვიზამ. _ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. თავს ვაქნევ და კარადიდან წითელი ღვინის ბოთლს ვიღებ.
-დამეკარგე აქედან! _ბოთლს ხელებში ვაჩეჩებ და ისევ ტელევიზორის წინ ვჯდები.
-ჩემი მგელი გოგო ხარ. _ ბალიშს მესრის და გარბის.
-დებილი. _ გონებაში იდეალური აზრი მომდის. კომპიუტერს ვიღებ და პოპკორნის ჯამით სადარბაზოში ვჯდები. ვიდეოების ყურებას თავს მხოლოდ მაშინ ვანებებ, როცა ლიფტიდან დემეტრეს მიჯნური გამოდის.
-დემეტრეს კიდევ ერთი მსხვერპლი. _ვამბობ ისე, რომ გაიგოს.
-უკაცრავად?!
-დღეს შენ მესამე გოგო ხარ ვინც დემეტრეს სტუმრობს. ისეთი ხმები გამოდის მისი ოთახიდან, გული ამერია და აქ გამოვედი. _ თავი ჩემი ქართველი მეზობელი მგონია.
-მე უნდა შევხვედროდი დღეს. _ გულუბრყვილოდ გააქნია თავი.
-რავიცი, მგონი გელოდება. _ მხრებს ვიჩეჩავ და ვიდეოს ვრთავ.
-სამი გოგო ესტუმრა?
-ბატონო?
-არაფერი. მაშინ, მე წავალ. _ცერა თითით ლიფტზე მანიშნა და ღილაკს თითი დააჭირა. ბაბაიაგას ღიმილით ავალაგე ჩემი ნივთები და ბინაში დავბრუნდი. საათიც არ იქნებოდა გასული დემეტრემ ისევ რომ ატეხა კაკუნი.
-ახლა რაღა გინდა?
-არ მოვიდა.
-უი, რას მეუბნები. _გავიკვირვე.
-ხო. აი ასე, არ მოვიდა.
-არაუშავს, სხვა დროს გაგიმართლებს. _ მხარზე ვურტყამ ხელს და ღვინის ბოთლს ვართმევ.
-შემოვიდე?
-რატომ?
-ფილმს ვუყუროთ.
-არ მგონია კარგი იდეა იყოს. არ ვიცი რა გიდევს ტვინში.
-ტუტუცი ვიყო თუ რამე გაგიჩალიჩო. _ხელებს მაღლა სწევს.
-შემოდი მაშინ...


წუხელ ფილმების ყურებაში დამათენდა თავზე, ამიტომ, როცა კარზე ზარი დარეკეს ლოგინიდან არ ავმდგარვარ, თუმცა გაბმულმა რეკვამ მაიძულა გამეღო.
-დემეტრე?
-ანო? იცი, რომ ძალიან ვარ შენზე გაბრაზებული? _იგივე ინტონაციით წარმოთქვა ჩემი სახელი და სახლში შევიდა.
-რა გინდა ამ დილაუთენია?
-გუშინ რაც გააკეთე გავიგე და საათი არ გაქვს ტოროლა? 10 - ზე ბიბლიოთეკაში უნდა ყოფილიყავი და ახლა 12- ია. რას მივაწერო ასეთი პატივი, რომ მაბოდიალე?
-აუ, ნუ წრუწუნებ თაგვივით რა. დამეძინა. გამოვიცვლი და გამოვალ. _ ოთახის კარი ჩავკეტე და გამოვიცვალე.
-ახლა რა უნდა გავაკეთოთ? _ ჩანთაში ჩაკუჭული ფურცელი მივაწოდე და მასალები გავაცანი.
-და მე რაში დაგეხმარო?
-არ მჭირდება შენი დახმარება. უბრალოდ აქ იქნები და რაც დამჭირდება იმას მომაწვდი.
-ბუს კვერცხები არ გინდა?
-კი, მაცივარშია და მშია.
-არ ვაპირებ შენთვის საჭმელი გავაკეთო. _ ტელეფონი ამოვიღე და დედამისის ნომერი ავკრიფე.
-თუ გაპატიო_ მეუბნება და სამზარეულოსკენ იღებს გეზს.
-ანოოო, ხანძარიაა! _ ხუთ წუთში მტვრევის და ლეწვის ხმა მესმის მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.
-ანოო, შემოდი გოგოო! _ აგრძელებს ყვირილს და მეც სირბილით მივდივარ სამზარეულოში. მენაბდეს ცეცხლმოკიდებული ტაფა უჭირავს და შესაბრალისად ცდილობს მის ჩაქრობას. პირით უბერავს და აქანავებს ტაფას. კვერცხის ნაჭუჭები და მასა დახლზე და იატაკზეა მოფანტული გატეხილ თეფშთან და კოვზების შესანახ უჯრასთან ერთად.
-ნიჟარაში ჩააგდე სანამ რამეს გადაწვავ, ნიჟარაში! _ ვერ ხვდება რას ვეუბნები, ამიტომ ტაფას ვართმევ და წყალს ვასხამ.
-არასოდეს მთხოვო კერძის მომზადება. _ წინსაფრის გახსნას ცდილობს, მაგრამ ჩაკოჭილია და ვერ ახერხებს.
-გამიხსენი ეს რაღაც.
-ბატონო? და ამას მე დაგილაგებ? საქმეს მიხედე მალე. მე რამეს მოვამზადებ, რომ არ ამომხდეს სული.
-ახლა ზედმეტი მოგდის! საჭმელსაც მოამზადებ და ამასაც მიალაგებ. მაქსიმუმ კონსპექტები წაგიკითხო. ისიც თუ მომეხუშტურება.
-კარგი, რადგან ძალიან აიწეწა შენი ნერვები, იყოს ეგრე. _ მხრებს ვიჩეჩავ. შემდეგ ის იწყებს სოციოლოგიური ნაშრომების კითხვას და თან იმის გასაგებად ვუსმენ თუ არა, კითხვებს მისვამს. სამზარეულოს დალაგება და მოსმენა ერთდროულად ძნელი საქმე აღმოჩნდა, რადგან კონცენტრაცია ამ არსების გადღაბნილი კვერცხის ასუფთავებაზე და სოციოლოგიაზე უნდა მომეხდინა, რაც ნამდვილად არ არის მარტივი. შემდეგ იამაიკური კერძი duckunoo მოვამზადე - ბანანისა და ქოქოსის პუდინგი, რომელიც ორთქლზე კეთდება. პირველი თავის წაკითხვის შემდეგ კი დავიშალეთ. მე სამსახურში, ის ბენდის რეპეტიციაზე.

მე და დემეტრე თითქოს შევეწყვეთ ერთმანეთს. ის ყოველდღე მიკითხავდა ახალ თავებს, მე იამაიკური კერძით ვუმასპინძლდებოდი. ეს ყველაფერი თითქოს ერთმანეთის სამადლოდ ხდებოდა, მაგრამ მთავარი მიზეზი მისი აქ ყოფნის ის იყო, რომ დედამისს არ ენერვიულა. ტლანქი მენაბდე ხანდახან სამზარეულოშიც მეხმარებოდა. ცდილობდა ხილის დაჭრას და ტაფის გაზქურაზე ისე დადებას, რომ ხანძარი არ გაეჩინა. ორმა კვირამ თითქოს მიმაჩვია ამ ადამიანს და ახალი გრძნობები გააცოხლა ჩემში. მიხაროდა მისი სტუმრობა, მომწონდა რომ მიკითხავდა და ალაგ-ალაგ ხუმრობებს ან ჩემს რამე ახალ ზედმეტსახელს აკვეტებდა. მომწონდა მისი თბილი ღიმილიც, როცა მე ვკითხულობდი და მიუხედავად იმისა, რომ ეზარებოდა მოსმენა, მაინც მისმენდა. მეცადინეობასთან ერთად კომედიური ფილმის ნახვასაც ვასწრებდით, რასაც ჩვენი ხმამაღალი სიცილი გასდევდა ფონად. ის იცინოდა ჩემს ყველა ნათქვამ სისულელეზე. ხანდახან ჩემი ძილის რუტინასაც ანადგურებდა, იმდენს ხანს მესაუბრებოდა მობილურზე. ვგრძნობდი რომ მიყურებდა, ოღონდ იქამდე სანამ მეც არ შევხედავდი მას. ერთხელ, ალბათ შემთხვევით, ჩემი სამი წლის წინ დაწერილი სტატუსი „დაელაიქა“ ფეისბუქზე. უფრო გახსნილი და ყურადღებიანიც გახდა. ყოველ საღამოს შემომივლიდა ხოლმე და მეკითხებოდა რამე ხომ არ მჭირდებოდა. მომწონდა მისი ყურადღება, მაგრამ ჩემივე თხოვნით, ბარში დიდად არ ვჩნდებოდით ერთად, რომ ჭორები არ გაცოცხლებულიყო...


-ანო, ბიჭები სანაპიროზე ვაპირებთ გასვლას დასალევად. გოგოებიც იქნებიან და წამო რა. _როგორც კი ტელეფონი ყურზე მივიდე ჩამძახა დემეტრემ.
-რას აღნიშნავთ?
-8 აპრილს.
-დემეტრე, ვიცი დღეს რა რიცხვია. _ თვალებს ვატრიალებ.
-ციგნების საერთაშორისო დღეა.
-კაი, არ გადამრიო _ სიცილისგან მუცელი მტკივდება.
-შენ მომიკვდე თუ გეკაიფებოდე. წამოხვალ? _ ნაწყენივით ჩაილაპარაკა.
-წამოვალ. აღვნიშნოთ შენი საერთაშორისო დღე. _ ვეუბნები ყალბი აღფრთოვანებით.
-იმენა ითხოვ რო გლეწო ხო? გაემზადე და მოდი, აღარ მოგაკითხავ. _ მისგან ცნობილი ფრაზის გაგება არ მაკვირვებს. ტელეფონს ვთიშავ და ტანსაცმლის შერჩევას ვიწყებ. თეთრ კაბას ვარჩევ, მკერდ ამოღებული და ძალიან მიმზიდველია. კეტების ტრადიციას არ ვარღვევ და თეთრი ფეხსაცმლის თასმას ვიკრავ. თმას ცხენის კუდად ვიკეთებ და ტელეფონს ჩანთაში ვდებ გასაღებთან ერთად. ლიფტში ჩემთან ერთად სამი ტურისტი და ჩინელი, იაპონელი ან კორეელი წყვილია. ყოველთვის მიჭირდა მათი გარჩევა ერთმანეთისგან. ერთ-ერთი ტურისტი ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე მათვალიერებს და სახეზე უცნაური ემოციები ესახება.
-რა? _ ვეკითხები მისი მზერით შეწუხებული.
-რა უნდა იყოს?
-შტერი. _ ვამბობ ქართულად.
-შენ ხარ შტერი. _ მეუბნება წარბებშეკრული. ლოყები მიხურდება და დარწმუნებული ვარ გავწითლდი. საჩქაროდ გავდივარ ლიფტიდან და სანაპიროსკენ ვიღებ გეზს. ქვიშაზე ფეხის დადგმისთანავე ვიხდი კეტებს და შიშველი ფეხებით ვეფლობი მის სითბოში. იამაიკა - კუნძული, რომელიც ყოველი ჩვენთაგანისთვის რეგის ჰანგებთან და ბობ მარლის სახელთან ასოცირდება. აქ არ იციან რა არის ყოველდღიური რუტინა, აქ თავს არ იწუხებენ ზედმეტი პრობლემებით, ვერ წარმოუდგენიათ არსებობა მარიხუანის გარეშე და სრულიად კმაყოფილნი არიან საკუთარი ცხოვრების სტილით. ამას მაშინვე ვხვდები, როგორც კი ხალხის თვალიერებას ვიწყებ, უფრო სწორად ეს აქამდეც გააზრებული მქოდა, უბრალოდ მათი შემხედვარე დავრწმუნდი ჩემი აზრის სისწორეში. რბილი, თეთრი ქვიშა, გამჭვირვალე კამკამა წყალი და Rick’s Cafe, როგორც ტურისტების საყვარელი ადგილი, სხვადასხვა ფერის ნათურებითაა განათებული. იამაიკელი ბიჭები სხვადასხვა სიმაღლის კლდეებიდან ასრულებენ ნახტომებს წყალში და ართობენ კაფეში შეკრებილ საზოგადოებას. ზოგი დარტსს თამაშობს, შეკრებილი არიან პინგ-პონგის მაგიდასთან და ლუდ-პონგის მაგიდასთანაც. ნამცხვარი, ნაყინი, ჩიფსები, სალსა, კამფეტები, ბრაუნი, ხილის ასორტი და პატარა კექსები, ასევე წვეულების ლუდის სახეობები “Guinness”, “Keystone”, “Pabst Blue Ribbon”, “Miller” და “Bud Light” მაგიდებზე ლამაზად არის დალაგებული. ვცნობ ლიქიორს და ღვინოსაც. მუსიკა გემოვნებიანი და ენერგიულია, ხოლო საცეკვაო ადგილი სავსეა ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდებით. დემეტრეს ცნობა არ მიჭირს. ფეხშიშველს ლურჯი პერანგი მთლიანად გაუხსნია და ბიცებსს „ამარიაჯებს“ გოგოებში. ხელში ლოდის ბოთლი უჭირავს და დროდადრო ტუჩებთან მიაქვს. მხოლოდ მაშინ იხედება ბარისკენ, როცა სასმელი უმთავრდება. მალევე მამჩნევს და ღიმილით მოდის ჩემსკენ. მერე მიყურებს და დებილივით იღიმის.
-ვაუ, რა თვალწარმტაცი ხარ.
-დონ ვასკა, მიშტერებაზე სროკია. _ ვეძახი და ისიც მაშინვე ფხიზლდება.
-შენ ახლა ცალრქა ირემს შემადარე? _ თვალები უწვრილდება.
-მე სხვა დონ ვასკას არ ვიცნობ.
-მაშინ შენ მადონა ხარ.
-რა ბანალურია ეს ბიჭი. _ თავს ვაქნევ. იცინის, მაცივრიდან ლუდს იღებს და ისევ მოცეკვავეებს უერთდება.
-შტერო ქალბატონო, ლუდზე დამპატიჟებ? _ ნაცნობი ტურისტი მიჯდება გვერდზე.
-ისევ შენ...
-მე ყველგან ვარ მე, მზესავით.
-1 პატარა ფაქტი, ახლა ღამეა.
-მერე ვერ ვანათებ თუ რა? _ ბოთლით ლუდს მაწვდის.
-კაიფში ხარ და წადი კარგი? _ ცერად ვუყურებ მის გამოწვდილ ბოთლს.
-წამოხვალ საცეკვაოდ? _ წაუყრუა ჩემს კითხვას.
-არ მინდა. _ იცინის და მკლავზე მკიდებს ხელს.
-არ მინდა-მეთქი, ვერ გითხარი გასაგებად?
-მე მინდა. _ხელს უფრო მაგრად მიჭერს და სცენისკენ ფაქტიურად მიმათრევს.
-მომაშორე ხელები! _ მისი თავხედობით გაღიზიანებული ვუწევ ხმას.
-ვერ გაიგე რა გითხრა? _ მესმის დემეტრეს ბოხი, სუსხიანი ხმა.
-ნუ ერევი, თუ ძმა ხარ.
-სამის დათვლამდე გაქრი აქედან. _ვცდილობ ხელი გავაშვებინო.
-თორემ?
-ბაბუა დრაკს ეწყინება. გაუშვი თორემ ისე გაგალამაზებ ვეღარ გიცნობს დედაშენი.
-ამ პიჟონთან რანაირად ურთიერთობ? _ მეკითხება ქართულად და ორ წამში დემეტრეს მუშტი ხვდება სიფათში. მამაკაცი ბარბაცებს, მაგრამ მალევე იკავებს თავს დაცემისგან და ახლა ის ურტყამს დემეტრეს, რომელიც რა თქმა უნდა ვალში არ რჩება. მის გაჩერებას ვცდილობ, მაგრამ არავინ მისმენს. პირიქით, ტურისტს მისი ორი მეგობარი ეხმარება და დემეტრეს ბენდიც არ აყოვნებს რეაგირებას. ხალხი გაშველების მაგივრად ტელეფონებს იმარჯვებს და გადაღებას იწყებს. წაქცეულ დემეტრეს ტურისტი თავზე დასდგომია და წიხლებს ურტყამს. გაბრაზებული ბართან მდგარ სამფეხა სკამს ვიღებ და ზურგში ვურტყამ. სკამი ტყდება და კაფის დაცვა პოლიციასთან ერთად არღვევს წრეს. მოჩხუბარეებიდან ისინი, ვისაც გაქცევის ძალა შერჩათ გარბიან. მხოლოდ დემეტრე, თავისი ბენდი და ჩვენ ვრჩებით ადგილზე. პოლიციის თანამშრომელები მალევე გვაკავებენ ყველას და მანქანებში გვანაწილებენ. განყოფილებაში ყველა ცალ-ცალკე მივყავართ დაკითხვაზე.
-გამომძიებელი ოლივერ სმიტი. თქვენი სახელი და გვარი.
-ანო ქაჯაია. _გამომკითხა ყველაფერი ჩემს შესახებ და მხოლოდ შენდეგ გადავიდა საქმეზე.
-მოგვიყევით, როგორ დაიწყო ყველაფერი.
-ჩემთვის ვიჯექი ბართან და მერე ის დარტყმული მოვიდა მეცეკვეო.
-ჩვენებაში ასე ჩავწეროთ?
-როგორც გინდათ.
-გააგრძელეთ.
-მოკლედ მოვიდა და მითხრა მეცეკვეო, თან კაიფში იყო და როცა უარი ვუთხარი მაჯაში ჩამავლო და ძალით წამიყვანა სცენისკენ. შემდეგ გამოჩნდა დემეტრე და დაიწყო ჩხუბიც, იმიტომ რომ იმ ტურისტმა პიჟონი დაუძახა.
-თქვენ რა გააკეტეთ.
-საერთო, გამიხარდა კიდეც რომ დემეტრე ჩაერია, მაგრამ არ მოველოდი თუ იჩხუბებდნენ და მერე როცა ჩხუბი დაიწყეს სხვებიც ჩაერივნენ.
-მათ შორის თქვენც.
-რათქმაუნდა. აბა ის დემეტრეს წიხლებს ურტყამდა და მეც შემეცოდა, ჩემ გამო იჩხუბეს ისედაც.
-შემდეგ?
-არაფერი. თქვენ მოხვედით და დაგვიჭირეთ.
-კარგი.
-ანუ წასვლა შემიძლია?
-ამაღამ არა. ხვალ თქვენს ახლობლებს დავუკავშირდებით. _ ღიმილით წამოდგა და მძმე კარი გაიხურა. პოლიციელმა წამიყვანა და საკანში დამტოვა. ჩემს გვერდით ტურისტები იყვენ, პირდაპირ დემეტრე და ბენდი.
-ფსტ, ანო! კარგად ხარ? _ მეკითხება დემეტრე.
-უკეთესად არ შეიძლება. არა, თქვენ მაინც რა მოგივიდათ? რატომ არ გააშველეთ? _ვეკითხები დანარჩენებს.
-გავალთ აქედან. _ სკამიდან მუქარით წამოდგა ტურისტი.
-ახლა მოიცა და მომისმინე. სამფეხა სკამი შენთვის გაკვეთილი იყოს, თორემ ამის შემდეგ მთელი ბარის ბოთლებს დაგატეხავ თავზე და ხმის ამოღება არ გაბედო, თორემ ისე ვაცემინებ შენს თავს ეს ჩალურჯებები მოსაგონი იქნება! დაეგდე შენს ადგილას და ხმა აღარ ამოიღო, მაღიზიანებ.
-ხომარ წუხდები ერთ ჰაერს რომ ვსუნთქავთ?
-ბიჭებო, აქედან რომ გავალთ სამივე დაასისხლიანეთ. ყველას ჯარიმას მე გადავიხდი. _ უფლებას ვაძლევ თავჩაქინდრულ ბენდს.
-ამაზე არც იფიქროთ. აქედან გასულებს დაგაკვირდებიან და ციხე არ აგცდებათ მერე. _ ამბობს გამომძიებელი
-მაგარი ქალია. _თვალს უკრავს დემეტრეს და საკნების შუაში გადის დიდი ნაბიჯებით და პორთფელით ხელში. დაღლილი სკამზე ვწვები და გადასაფარებელს მთელ სხეულზე ვიფარებ თავის ჩათვლით. „მამაჩემმა რომ გაიგოს არ მაცოცხლებს“ მხოლოდ ამის გაფიქრებაზე მივლის ტანში ჟრუანტელი. მამაჩემის მადლობელი ვარ, რათქმაუნდა, მაგრამ უნდა მქონდეს უფლება დამოუკიდებლად გავდავწყვიტო რა მინდა და როგორ მინდა. ზაფხულის ბოლომდე დავრჩები, მაგრამ საქართველოში დაბრუნების შემდეგ როგორ იქნება ყველაფერი? არ ვიცი, რა ვიცი...


დილით ზურამ ჯარიმები გადაიხადა და გაგვათავისუფლა. დემეტრეზე რატომღაც გაბრაზებული ვიყავი.
-როგორ მოხდა, რომ ანოც გაერია ამ ამბავში? _ ზურა დემეტრეს მშვიდი ტონით ესაუბრებოდა.
-მამა გთხოვ არ დაიწყო ახლა და დედასაც ნუ ეტყვი.
-ნუ ტლიკინებ ბიჭო, გეკითხები მემგონი.
-ვიღაც ქლიავმა შეაწუხა და მაგიტომ ვიჩხუბეთ.
-მაგრად მოხვდა? _ ზურამ მოჭუტული თვალებით შემომხედა. მხოლოდ თავი დავუქნიე.
-ანო, სასწაული ჩვენება იყო. მართლა ძალიან ბევრი ვიცინე.
-რაც სიმართლე იყო ის ვთქვი. _მხრებს ვიჩეჩავ.
-ვიცი. _ სიცილს აგრძელებდა ზურა. მანქანა ჩვენს კორპუსთან გააჩერა.
-ამ დღეებში გელოდებით ანო.
-მე ვარ თქვენი შვილი თუ ეს? _ წარბები შეკრა დემეტრემ.
-გამასწარი სანამ გაგალამაზე უფრო. _ლიფტში ერთად შევედით, მაგრამ მაინც არ ამომიღია ხმა. დემეტრე ჩემი აბურძგნილი თმით ერთობოდა და უფრო მიწეწავდა, ხან პირდაპირ მე მასუნთქებდა თავის CO2-ებს.
-შემეშვი ჯეკიჩან!
-რა გჭირს? _პერანგის სახელოები შეიხსნა.
-არაფერი. _ ახლა მან აიჩეჩა მხრები. ნერვები მომეშალა მეორედ რომ არ მკითხა და ისევ მე დავიწყე საუბარი.
-არა, იცი რა არ მესმის? რატომ დამპატიჟე თუ ყურადღება არ უნდა მოგექცია? გავარდა ჩვენი „სთარბოი“ ქალებში და ვიღას ახსოვს ანო. მეც რა დებილი ვარ, გავყოლოდი იმას საცეკვაოდ და არც მომიწევდა ღამის რკინის ლოგინზე გათენება, მითუმეტეს განყოფილებაში. დემეტრე ხმა არ ამოიღო, თორემ სულს ამოგაცლი და ისე მოვაჯადოვებ სამოთხე ჯოჯოხეთს შორის გაიჭედო და არ გეღირსოს მშვიდი სიკვდილი. _ ლიფტიდან ჩქარი ნაბიჯით გამოვედი.
-არა, მე იცი რა არ მესმის? გასართობად დაგიძახე და შენ დაჯექი იქ მუდოსავით. დაჟე დონ ვასკა დამიძახე და ამის მერე უნდა დამეპატიჟე?
-დიახაც. ის იმბიცილიც არ შემაწუხებდა.
-ანუ უნდა დათანხმებოდი ცეკვაზე.
-ნამდვილად. _გასაღები ამოვიღე.
-ცოლადაც ხომ არ გაჰყვებოდი? _ კედელს ეყრდნობა და თვალებს არ მაცილებს.
-შეიძლება მომწონებოდა და გავყოლოდი კიდეც. _ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება.
-მერე მე?
-ჩემი შვილების ძიძად დაგიქირავებ. _ვცდილობ გასაღები საკეტს მოვარგო, მაგრამ დემეტრე ხელებიდან მაცლის.
-დემეტრე, რა გითხარი სულის გაპარტახებაზე გახსოვს? მართლა ვიცი ჯადოები და არ გაგახარებ. _ხელს მაღლა სწევს. ტყუილად ვცდილობ მივწვდე. სკამი რომ დავდგა კიდევ ჰო, მაგრამ სკამი აქ არ არის. ბინის ორი გასაღებიდან ერთს ხსნის.
-მენაბდე დააბრუნე, თორემ შემომაკვდები. _ ვემუქრები და ისევ ვხტები გასაღების ასაღებად. ის წელზე მხვევს ხელს და წამში მთელი სხეულით მასზე ვარ მიწებებული.
-ახლა რას მიჩალიჩ... _ სიტყვის დამთავრებას არ მაცდის ისე მეხება ტუჩებზე და მკოცნის. გაბრაზებას ვნება ცვლის, მაგრამ წიგნებიდან და ფილმებიდან ვიცი რა საშიშია ვნება. სხეულში დავლილ ჟრუანტელს, აჩქარებულ გულისცემას, ადუღებულ სისხლს, პეპლებს კი არა დრაკონებს ვაიგნორებ მუცელში და ვშორდები. აზრზე მოსვლამდე სახეში ვურტყამ გაშლილ ხელს და გასაღებს ვართმევ.
-რამდენჯერაც გაკოცებ იმდენჯერ უნდა დამარტყა? _ ნატკენ ლოყაზე ისვამს ხელს.
-დემეტრე მენაბდე, გაეთრიე! _ ბინაში შევდივარ და ვკეტავ.
-ღმერთო ჩემო, ეს რა ჯანდაბა იყო. _ სახეზე ვისვამ ხელებს და აბაზანას ვავსებ.

მესმის ვიღაც ტყაპუნით რომ დადის ჩემს მისაღებში, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ იქამდე, სანამ ჩემი ოთახის კარი არ ეღება და დემეტრეს არ ვხედავ ტელეფონით ხელში.
-დილამშვიდობოსა ქალბატონო ანო, თქვენ დღეს ტესტი გაქვთ დასაწერი, მაგრამ როგორც ვხედავ ისევ ძილის ხასიათზე ხართ, გააკეთებთ რამე კომენტარს? _ სახესთან მოაქვს ტელეფონი და ლოგინზე მუცლით წვება. ჩემს „გამოგონილ“ ენაზე, რომელიც უფრო ქართული ასოების ერთობლიობას გავს და რომლიდანაც აზრის გამოტანა შეუძლებელია ბუტბუტს ვიწყებ.
-რას აკეთებ?
-გაჯადოვებ. _ ვეუბნები სერიოზული სახით და ფეხის კვრით ვაგდებ საწოლიდან.
-ადექი ჩაიცვი, მე წაგიყვან.
-აბა რა, რომ მერე მე გწყემსო უნივერსიტეტში ვინმესთან ერთად არ დაგიჭირონ ტუალეტში. მადლობა, მაგრამ არ მინდა.
-არ დამიჭერენ გეფიცები. მარტო შენ მოგაქცევ ყურადღებას. _ ბალიშს ვესვრი და სააბაზანოში შევდივარ თავის მოსაწეესრიგებლად. იქიდან გამოსულს დემეტრე ჩემს საწოლზე მხვდება წამოწოლილი და ტელეფონზე აქვს მთელი ყურადღება გადატანილი.
-გამოცვლას ვაპირებ და იქნებ დამტოვოთ. _ ფეხებში ვკიდებ ხელს და ლოგინიდან ვცდილობ მის გადმოთრევას.
-ნუ მეჭიდავები, მივდივარ. _ ოთახის კარს ვკეტავ და ტანსაცმელს ვიცვლი. დემეტრე ჰოლში მხვდება და ერთად მივდივართ გარაჟისკენ.
-მანქანა გადაგიღებავს, უკვე პროგრესია. _ჩანთას უკანა სავარძელზე ვდებ და ღვედს ვიკრავ.
-რაიყო, კიდევ აპირებ მოხატვას? _ტელეფონს მაგნიტით ამაგრებს და ჩემს სახეზე ეცინება. ეკრანზე ჩემი ფოტო უყენია. ახალგაღვიძებული ვარ თმა აწეწილი მაქვს, ლოყები წითელი, ცხვირი გასიებული. ომგამოვლილ ბუს ვგავარ ისე ვიყურები.
-დემეტრე, წაშლი თუ წაგშალო ცხოვრებიდან სამუდამოდ?
-ძაან მესაყვარლები, რა გინდა?
-რას ვგავარ, შეხედე! _ ტელეფონის ეკრანი თვალებთან ავუფრიალე.
-ზუსტად მაგიტომ დავაყენე. ეშმაკები რომ დააპირებენ ჩემი ლოგინის ქვეშედან გამოძრომას შენს ფოტოს ავუფრიალებ და შეეშინდებათ.
-ასეთი დაიბადე თუ კურსები გაქ გავლილი? _ სარკასტულად ვუღიმი და ფანჯარაში ვიყურები. სახეზე მაფარებს ხელს და ეცინება.
-მომაშორე შენი ტორები. _საჭეზე ალაგებს ორივე ხელს და მანქანა უკუსვლით შეჰყავს პარკინგზე.
-იამაიკაში მარტო „სტაიანშიკი“ მაკლია.
-შენ ძალიან ბევრი გაკლია, მაგრამ არავინ არაფერს არ გეუბნება.
-როგორ არა, შენ მეუბნები. _ წკიპურტს მირტყამს და პარალელურად იდაყვი ხვდება მუცელში. შენობაში ერთად შევდივართ, მაგრამ დემეტრე გარეთ რჩება. ყველა ტესტის დაწერა ერთ დღეს არ ყოფილა მარტივი, მითუმეტეს თუ ჩემნაირი „მაზალო“ დეკანი გყავს. ორი სტუდენტი იჯდა ჩემთან ერთად ოთახში, რომლებიც თვალებით უცხადებდნენ თანადგომას ერთმანეთს. ბოლო ფურცელიც ჩავაბარე და აზროვნებით დაღლილმა დავტოვე ოთახი. დემეტრე ეზოში შემეგება.
-რაქენი?
-დავწერე, თან მაგრად.
-კიდევ?
-რავი, ორი სტუდენტი დავუტოვე სპენსერს.
-ეგ ვინ ჩემი შაშაკოლაა?
-დეკანია და არ ვიცი მე შენი ჟარგონების ენა. _თავზე წამოვარტყი.
-ხელები ნუ გისწრებს წინ. _ ტელეფონს იღებს და კამერას რთავს. ხელს მხრებზე მხვევს და სელფს ვიღებთ.
-წამო აღვნიშნოთ შენი ჩაჭრა, ან ჩაბარება. _მანქანაში ვსხდებით.
-რანაირად?
-ჩვენს სახურავზე ნაყოფი ხარ?
-იქიდანაც უნდა გადამაგდო? _ ეჭვით ვუყურებ მის პროფილს.
-არა, ამჯერად არა. ლუდი ავიტანოთ და ღამით ქალაქი იცი რა მაგარია?
-კარგი, მაგრამ დალევას არ ვაპირებ.
-რატომ? მამაშენი გიშლის? _ დაცინვის ტონებს ვიჭერ.
-გამიჩერე, გადავდივარ. _კარს ვაღებ, მაგრამ სწრაფი რეაქციით დახურვას მაიძულებს და კეტავს.
-ასე აღარ ქნა მეტჯერ.
-ამ დამოკიდებულებით არ ვაპირებ შენთან გაჩერებას.
-რა დამოკიდებულებით? გგონია არ ვიცი მამაშენის ტირანობის ამბავი? ისღა დარჩა ქმარიც თვითონ აგირჩიოს და ეგაა. _ გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ მართალი იყო და მეტკინა.
-არ არის შენი საქმე. _ ვამბობ ხმადაკარგული.
-ასე როდემდე უნდა იყო?
-დემეტრე, გთხოვ. _ცრემლები თვალებზე შევიყინე და ყურსასმენები ჩავრთე. ძარღვებდაჭიმულმა გააგრძელა მანქანის ტარება. მხოლოდ დროდადრო ვგრძნობდი როგორ შემომხედავდა ოხვრით.
-არ მინდოდა შენი წყენინება. _ მეუბნება ლიფტში ქართულად და ხუთი ადამიანის ცნობისმოყვარე მზერაც წამით გვათვალიერებს.
-არაუშავს. _ ხელის აწევით ვემშვიდობები და ბინას ვაფარებ თავს.

დემეტრე შუა ღამისას მაღვიძებს. კარს ვაღებ და საჩხუბრად ვემზადები.
-ვიცი, დღეს გაწყენინე. წამოდი, დანაშაული უნდა გამოვისყიდო. _ მაჯაზე მკიდებს ხელს და ჩუსტებით გავყავარ დერეფანში.
-დემეტრე, ძაან მიჭერ და დამილურჯდება. _წუწუნს ვიწყებ. ის აივნის მოაჯირზე დგება და კიბეზე ადის.
-არ წამოხვალ?
-ჩამოვვარდები. _ ნატკენ მაჯას ვიზელ. თავს აქნევს და აივანზე ბრუნდება.
-ჯერ შენ ადი, თუ რამე, დაგიჭერ.
-შენი ბედოვლათობით ასფალტზე დავასხამ ტვინს. _ კიბეს ვეჭიდები და მაღლა აძრომას ვცდილობ.
-გოგო, ვერ ხვდები ფეხი სად უნდა დაადგა თუ აქამდე არ ასულხარ კიბეზე? _ ბოლო საფეხურიდან ძლივს გადავდივარ სახურავზე. ჩემს თვალწინ პეიზაჟი მაშინვე კონტრასტულად გაიყო ორად. წინა პლანზე ცისფერი, კამკამა წყლით სავსე აუზი და ფერადი ნათურებით განათებული აივანი აღვიქვი, რომელსაც ფონად ქალაქის ღამის სილამაზე, განათებული მრავალსართულიანი შენობები, ვარსკვლავებით გადაჭედილი ცა და ბნელი ოკეანე ერთვოდა.
-Do you like my decoration? _ მეკითხება მენაბდე და მანგოს წვენს მაწვდის ბოთლით და საწრუპით.
-ვერ გეტყვი არა-მეთქი. ძალიან ლამაზია, მართლა. მანგოსთვისაც მადლობა
-პიცა გშია? _პლედზე დალაგებულ პიცის ყუთებთან ჩამოჯდა.
-იცი როგორ უნდა მოიგო ჩემი გული. _ მეცინება და მის პირდაპირ ვჯდები. მადიანად ილუკმება და თან თავისი ბენდის ისტორიებს მიყვება.
-დასალევად მიზეზი სულ გვქონდა და 22 მაისსაც ვითომ ღიპის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავდით after party-ს პონტში. ნუ მოკლედ, ჯერ სასმელი, მერე მოსაწევი დაითრიეს ბიჭებმა და სულ შევიშალეთ რა. ბავშვები ვიყავით და ყველას ახალი ნაყიდი გვქონდა მობილურები, თან მაშინ ტრენდი იყო.
-მოიცა, ღიპების დღე რანაირად?
-ქონიანი მუცლის დღე, რამ დაგაბნია.
-აააა _ ვეუბნები გაგების ნიშნად.
-მოკლედ მოვიპარეთ მამაჩემის მანქანა და დავიწყეთ ქალაქში ბოდიალი და ჩვენი ტელეფონების დამალვა. კაიფში ვიყავით და გვეკიდა. ბილმა სანაგვეში ჩააგდო, დავიდმა სანაპიროზე ქვიშაში ჩამარხა, ლუკმა ოკეანეში ისროლა. დანარჩენებმა არ მახსოვს რა უქნეს. მე კიდე ჯერ ბავშვს ვაჩუქე, მერე წავართვი და მის თვალწინ ჩავრეცხე ტუალეტში. თან კიდე იქეთ ვეკაჩავებოდი და გაჯღნავლებს მეთქი. _სიცილით იხსენებდა და მანგოს წვენს წრუპავდა. შემდეგ ზურგზე დაწვა. ჯერ ცას უყურებდა, შემდეგ მე შემომხედა.
-ამდენი ჭამისგან გასკდები. _მცდელობის მიუხედავად სიცილი ვერ შეიკავა.
-მაშინ შენ ცეცხლე. _ მანგოს წვენი დავლიე და მეც იატაკზე დავწექი.
-კომბაინი ხარ, გოგო კი არა.
-პიცა ყველა გოგოს უყვარს და ნუ დამახრჩობ. _ მუცელში ჩავარტყი ხელი.
-მე ბოდიში. _ ვარსკვლავების ყურებას აგრძელებს. მეც მას ვბაძავ და ეს ჟესტი ნოსტალგიას და სევდას აღძრავს ჩემში. ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ საკუთარ ცხოვრებაზე და დღითი-დღე ვრწმუნდები, რომ ეს არის ჩემი ცხოვრება და არა მშობლებთან გატარებული წლები.
-რაზე ფიქრობ, ანო?
-მამა ძალიან მკაცრი იყო. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს ის წყვეტდა. არასდროს მქონდა დამოუკიდებლობა, საშუალება, რომ თვითონ მიმეღო გადაწყვეტილება. ამას ყოველთვის ჩემს მაგივრად აკეთებდნენ, ხან ვინ და ხან ვინ. მოკლედ, ყველა ჩემს გარდა. ეს უნდა გააკეთო, ასე უნდა მოიქცე, ეს უნდა ჩაიცვა... სულ დაძაბული ვიყავი. ვაპროტესტებდი, ვჩხუბობდი და მაინც ისე ვაკეთებდი, როგორც მეტყოდა..
-თუ გინდა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. _ჩემსკენ გადმობრუნდა.
-არა, მინდა. თავიდანვე ყველასგან განსხვავებული ვიყავი და ყველაფერი მამაჩემის კაპრიზების თუ „პრივიჩკების“ გამო. მეამბოხე არასდროს ვყოფილვარ. ბავშვობიდან ჩამძახოდნენ, რომ მშობლებს უნდა დაუჯერო ყველაფერი და იმდენად მაქვს გამჯდარი ეს სხეულში, როგორც 2+2=4-ს. ამ ბოლო დროს კიდევ, ვხვდები, რომ არ მინდა ასე ცხოვრება. თავისუფლება მინდა ისე, როგორც არასდროს არაფერი.
-მე როგორიც ხარ ისეთი მომწონხარ, თან ძალიან. _ფეხზე დგება და ხელს მიწვდის.
-რას აკეთებ?
-ვიცეკოთ. _ტელეფონში მუსიკას რთავს.
-არაა. _ მეცინება
-ადექი რაა, უნდა იცნობდე ჩემს შემოქმედებას.
-თვითკმაყოფილი კატლეტი ხარ. _ ხელზე მექაჩება და ფეხზე მაყენებს.
-ვიცი ეს სიმღერა. _ ცოცხალი შესრულებითაც იმდენჯერ მომესმინა, ზეპირად ვიცოდი.
-შენ ხარ მზე, ღამითაც დღითაც.
შენთან მინდა, რომ ვეთენებდე.
დილით მძინარეს გიყურებდე.
შემდეგ კოცნებით გაღვიძებდე... _ მისი ცხელი სუნთქვა კისერზე მედებოდა და ღიღინს სადღაც, სხვა სამყაროში გადავყავდი. ქვეყანა ჩემი მეგონა და მაშინ გადავწყვიტე, რომ თუ მე მენდომებოდა, დედამიწა ჩემს გარშემო დაიწყებდა ტრიალს. თუ მე მენდომებოდა, ბედნიერი და თავისუფალი ვიქნებოდი. დემეტრემ თმაზე მაკოცა და ხელები უფრო ძლიერად მომხვია.
-მომწონხარ ანო. შენი ქაჯობებიანად. _ნიკაპი თავზე დამადო. არაფერი მითქვამს.
-ანო, თქვი რამე. მე იმ კატეგორიას არ ვეკუთვნი დუმილს თანხმობად რომ თვლიან. იქნებ დუმილით გამოხატავ, რომ ტაფა გინდა მირტყა სახეში. _მეცინება.
-არ ვაპირებ ტაფა გირტყა სახეში.
-მაშინ ღრმად ჩაისუნთქე. _აზრზე მოსვლას ვერ ვასწრებ ისე ვვარდები მასთან ერთად აუზში. დემეტრე მიჭერს, რომ მალევე ჩავისუნთქო ხელმეორედ.
-შეშლილო, შეიძლება მოგეკალი შიშით. _ გულისცემის დარეგულირებას ვცდილობ.
-არ გამაგიჟო. _ თავს იქნევს და სახეში მაშხეფებს წყალს.
-ახლა მემგონი გავიყინები.
-იამაიკაში როგორ უნდა შეგცივდეს? _ სახურავის ნაპირისკენ მიცურავს. მივყვები და ჩაბნელებულ ოკეანეს გავყურებ.
-მენატრება საქართველო იცი?
-შეიძლება, მაგრამ შენ უარს ვერც მოსაწევზე და ვერც მეგობრებზე იტყვი. იქ დასაბრუნებლად კი მიზეზი გჭირდება.
-ანო, ახლა რომ გაკოცო დამარტყამ ხომ?
-კი. _მეცინება. ისიც იცინის და ჩემსკენ იწევს. ცივ წყალში ვგრძნობ მის ცხელ ხელს წელზე და წამის მეასედში მის ტუჩებს ჩემს ტუჩებზე. მალევე მშორდება და ჩემს თვალებში ნდობის წაკითხვის შემდეგ მეხუტება.
-დავიხრჩობი. _ ვახსენებ, რომ წყალში ვართ.
-ცოტაც რა. _ მეხვეწება და თმაზე მკოცნის.
-მცივა დემე. _ვეუბნები აკანკალებული. ეცინება და ხელებს მიშვებს. გაწუწულები ამოვდივართ აუზიდან.
-შევბრუნდები, ეგ გაიხადე და ხალათი ჩაიცვი. _თბილ ხალათს მაწვდის და ტრიალდება. მალევე ვასრულებ მის მითითებას. თვითონაც იხდის და თეთრ ხალათში ეწყობა. შემდეგ ისევ პლედზე წვება და თვალებს ხუჭავს. მის გვერდით ვიკავებს ადგილს. მალევე, მისი მშვიდი სუნთქვა მეუბნება, რომ ჩაეძინა. გვერდს იცვლის და ზურგს მაქცევს. ვეხუტები. არ ვიცი, რატომ. არ ვნერვიულობ შედეგებზე ისე ვეხვევი.
-ამაზე თუ ვინმეს ეტყვი მოგკლავ. მართლა, გვამების სასაფლაო ბარის უკან მაქვს. _ვეუბნები ჩურჩულით, როცა ხელზე მიჭერს. ვხვდები, რომ ეღიმება და მეც ღიმილიანს მეძინება მის ზურგზე ჩახუტებულს.


-ანო, გათენდა. რეპეტიცია მაქვს, წავიდეთ რა. _ თმაზე მეფერება დემეტრე. გვერდს ვიცვლი პროტესტის ნიშნად.
-ანოო. _მკოცნის კისერში. სხეული ერთიანად მიხურდება და გულისცემა ისე მიჩქარდება, რომ ლამის არის გადავიწვა. თვალებს ვახელ.
-ადამიანს ძილს არ აცდი რა. _ ვიწყებ წუწუნს. თვალებზე მკოცნის. მიკვირს, რადგან ასეთი დემეტრე არ მახსოვს. თბილი სიტყვაც კი არ უთქვამს ჩემთვის.
-ასე რატომ იქცევი?
-ყველაფერი უნდა გააფუჭო? _ წყენა უკრთის თვალებში.
-მაპატიე, უბრალოდ არ მესმის ასე რატომ მექცევი.
-ყველას თავისნაირი უნდა თავისთვის და იმიტომ. _ მხრებს იჩეჩავს და პლედს იღებს.
-დემეტრე, ძალიან მეშინია ჩამოსვლის. _ დაბლა რომ ვიხედები გულზე ავტომატურად ვიდებ ხელს.
-აქ ხომ არ დარჩები? ის კარები ჩაკეტილია.
-ვერ გავხსნით?
-ჩამოდი, აქ ვარ. რისი გეშინია.
-დემეტე მართლა მეშინია, კი არ გატყუებ.
-ვიცი რომ არ მატყუებ ანო, ვიცი. კარგი, მოდი ახლა ჩამოსვლა სცადე. _დემეტრე კიბეზე ამოდის. ფეხს პირველ საფეხურზე ვდგამ.
-დემეტრე, გავიჭედე, მეშინია. _ პანიკა მეწყება.
-ქვევით არ ჩაიხედო. _წელზე მადებს ხელს. აივანზე მშვიდობით გადავყავარ, მაგრამ აჩქარებულ სუნთქვას ვერ ვშველი.
-მოკვდი? _ სიცილს იწყებს.
-მაქ თუ მოვედი იცი რას გიზამ?
-ზოგადად, ეგ მუქარაა, როდესაც გაბრაზებენ და ცდილობ შეაშინო მოწინააღმდეგე, მაგრამ იმის ტრ*კი არ გაქვს რო რამე უქნა , თორე იდეაში მისვლა შეგიძლია _ფილოსოფოსობს დემეტრე.
-ხომ იცი, რომ გამოწვევებს ცუდად ვამთავრებთ?
-ვიცი. _მხრებზე მხვევს ხელს და ბინამდე მაცილებს.
-ბარში გნახავ. _ მოწყვეტით მკოცნის და პლედის თრევით მიდის მისი ბუნაგისკენ. პლედი კარებში ყვება. გინებით ამკობს და მაგრად ხურავს.


უცაურია, როგორ მალე ვეჩვევით ადამიანები ერთმანეთს. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი პოვნა რთულია, დაკარგვა მარტივი. ეს უბრალოდ იმ გოგოებისგან მესმის, რომლებიც პირიქით არიან. დაკარგვა ერთულებათ, პოვნა არა. მეც ასე ვარ, მაგრამ არ ვნიღბავ ჩემს თავს ამ სიტყვებით. დემეტრე ისე შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, რომ მილიონ ადამიანში შემეძლო გამომეცნო მისი სუნი, მილიონ ადამიანში შემეძლო მეპოვნა და ჩასახუტებლად გავქცეულიყავი მისკენ ძალიან ალალი სიხარულით. დემეტრე არ ჰგავდა ყველას, თუმცა ის ვერასდროს იქნებოდა ჩემთვის ყველა. ის იმდენად ჩემი იყო, რომ ნერვებიც კი მეშლებოდა მისი თვალები სხვას რომ უმზერდნენ ან ვინმეს თუ უღიმოდა. ეგოისტურად ჩემი იყო. მარტო ჩემი.
ერთხელ, პატარა წიგნაკი მაჩუქა. სრულიად არაორდინალური და უცნაური იყო მისგან ეს საქციელი, მაგრამ როცა გადავშალე ენა ჩამივარდა, ხმის ამოღება ვერ შევძელი. ყველა გვერდზე უშნო ქართულით, თუმცა გარკვევით დაეწერა რა უყვარდა ჩემში და რა მოსწონდა.
„უფრო ადრე რომ შევხვედროდით, გეფიცები მაშინაც არავის დავუთმობდი შენს „ჭინჭყლა“ თავს ვინმეს.“
„მიყვარს რომ მეცადიონეობ. წიგნს ისე უყურებ თითქოს ყველაფერი გკიდია და ისეთი მიმიკები გაქვს ხოლმე. ვგიჟდები კალმით რომ იკრავ თმას და მერე ძებნას იწყებ.“
„დილას გაღვიძებულზე სხვა თემა ხარ ცხვირიც ბუშტივით გაქვს გასიებული, თუმცა აი, ძაან რო გაუსწორდება ნებისმიერს შენი დანახვა, ეგეთი. და საერთოდ, ჯობია სახლიდან აღარ გახვიდე, ძალიან გაშავდი.“
„მე რომ შრეკი ვყოფილიყავი, ჩემი ფიონა ხომ იქნებოდი?“
„ოდესმე მეღირსება ჩემთან რომ დარჩე ღამით? შენ თავს ვფიცავარ თუ რამე გიქნა. სერიოზულად <3.“
„ბარში რომ მუშაობ და იმათგან შეკვეთებს იღებ და უღიმი მინდა, რომ ისინი ვცემო თან მაგრად, მაგრამ ვიცი რა დრაკულა მყავხარ.“
„ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი წყვილი. მე ხო ძაან მაგარი ვარ, შენ უფრო მაგარი ხარ. გარდა ამისა შენ ლამაზი ხარ და მე - კიდევ უფრო. (არ მომკლა ამის გამო) “.

დედამიწაზე ყველა ქალს უნდა, რომ ის სასურველი იყოს და უყვარდეთ. მენაბდე ჩემს ჩრდილად იქცა. სულ მეხუტებოდა, მკოცნიდა, გულში მიხუტებდა და ჩემთან იძინებდა. სიყვარულს ყველანაირად მაგრძნობინებდა, როგორც ეს შეეძლო. ზოგჯერ ისე მოულოდნელად მწერდა, რომ ხმამაღლა სიცილს ვერ ვწყვეტდი და შემდეგ მთელი დღე ღიმილიანი სახით დავდიოდი. ქუჩაში თუ ვსეირნობდით სულ საცეკვაოდ მიწვევდა და მოწყენილობისთვის წამს არ მიტოვებდა, თუმცა ქალები ბევრად უფრო ემოციურები ვართ და უფრო ხშირადაც მოწყენილები. დეპრესია ან მელანქოლია თუ შემომიტევდა დემეტრე იყო ის ვის მხარზეც ტირილი შემეძლო და ვინც მპირდებოდა, რომ ყოველთის ყველაფერი იდეალურად იქნებოდა ახსნის გარეშე. გონებას მაკარგვინებდა თვალებით კონტაქტი, როცა სცენაზე გაგიჟებული და სიმღერით შეპყრობილი მე მიყურებდა. კერძების მომზადებაც კი ისწავლა, თუმცა ძირითადად დამწვარს ვჭამდით ხოლმე მისი მცდელობის შემდეგ.

დივანზე ვიწექი. ყოველთვიური პრობლემის გამო სხეული მტკიოდა და დემეტრესაც თავს ვარიდებდი. მზე ახალი ჩასვენებული იქნებოდა ოკეანეში, ბინის კარი ლამის რომ შემოგლიჯა. ოთახში ძარღვებდაჭიმული ბოლთას სცემდა. მოულოდნელად სამზარეულოში შევარდა და ჭურჭლის ლეწვა დაიწყო.
-რა გჭირს გამძვინვარებულო ლომო? ყველაფრის დალეწვას თუ აპირებ მალე მეტალის ქვაბებიდან დავიწყებთ ჭამას. _ დამძიმებულ სხეულს წვალებით ვათრევ სამზარეულომდე.
-ახლა არა, ანო. ახლა ძალიან ვარ გაბრაზებული. გაიგე? თურმე ლუკასმა სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. ვაშინგტონში მიფრინავს მომავალ კვირას. ბენდზე საერთოდ არ ფიქრობს.
-ამან გაგაბზრაზა?
-თან ძალიან. როგორ შეიძლება ყლ*ზე დაიკიდო ყველაფერი და თან ყველაფერი მიატოვო.
-ვინ გითხრა ეგ?
-თვითონ გამოგვიცხადა დღეს.
-და შენ ასე რატომ შეხვდი ამ ამბავს? არ შეიძლება საკუთარი ცხოვრება ჰქონდეს?
-ეს არის ჩვენი ცხოვრება ანო, ეს!
-ეს შენი ცხოვრებაა დემე, შენი. ყველას აქვს არჩევანის უფლება. მობეზრდა, გადაწყვიტა გამოვიდეს თავისი კომფორტის ზონიდან და რაღაც ახალი სცადოს. რატომ იღებ ამას ასე რთულად?
-მისი კომფორტის ზონიდან გამოსვლის გამო კონცერტი უნდა ჩაგვეშალოს გოგო. რას ამბობ?
-ნუთუ ლუკასზე მნიშვნელოვანი კონცერტია დემეტრე?
-ეგ არ მითქვამს.
-არ გითქვამს, იგულისხმე. სამუდამო ასე ხომ არ გაგრძელდება? შენ არ გინდა სხვა ცხოვრება გქონდეს თუ სულ გიჟური ღამეები, და გარუჯული ქალები გინდა?
-მე ბენდი, და შენ მინდა! რა არის რთული გასაგები აქ? _ ჩემს პირდაპირ ეყრდნობა დახლს.
-რა ფერის თვალები აქვს ლუკასს დემე?
-მგონი მწვანე. _ გაკვირვებული მიყურებს.
-დემეტრე, ლუკასს ქამელეონი აქვს. _იმედგაცრუებული ვუყურებ და ოთახიდან გავდივარ. სამზარეულოდან აღარც ჭურჭლის ლეწვის ხმა ისმის და აღარც დემეტრეს ნაბიჯების. ნახევარი საათის შემდეგ სიგარეტით ხელში შემოდის მისაღებში. წამით ვაპარებ მზერას მისკენ. ჩემსკენ მოდის და ჯდება. თავი მის კალთაში მიდევს. სახეზე მეფერება, მაგრამ არაფერს არ ამბობს. ვიცი, რომ ახლა ფიქრი სჭირდება და არც მე ვიწყებ საუბარს. მხოლოდ ჩემს სახეზე მოთარაშე მის ხელს ვეხები ტუჩებით. სულ ოდნავ ეღიმება.
-მიხარიხარ. _ შუბლზე მკოცნის. გამამხნევებლად ვუღიმი.
-მოწევა როდის დაიწყე?
-შენთან არ ვეწეოდი ხოლმე. _ ასეთები ვართ მე და დემე. კამათის შემდეგ სალაპარაკო თემას ვერ ვპოულობთ. ერთი-ორი სიტყვით ვანუგეშებთ ერთმანეთს და ვპატიობთ, თუმცა დიალოგს ვეღარ ვაგრძელებთ.
-რას ფიქრობ, გავუშვა?
-ლუკასს არჩევანი გაკეთებული აქვს ძვირფასო. უნდა შეეგუო, რადგან ამით დედამიწა ორად არ იხლიჩება არც ღირს ნერვიულობად, მითუმეტეს თუ ის ბედნიერი იქნება.
-შენ და შენი არგუმენტები ერთნაირად მაგიჟებთ. მგონი, უფრო შენ მაგიჟებ, მაგრამ არგუმენტებიც. _ტუჩებში მკოცნის და პულტს იღებს მაგიდიდან.
-ლუკასს არ დაელაპარაკები?
-საღამოს. _ არხების არჩევას იწყებს.



დედამიწა თუ 365 დღეს ანდომებს ერთ სრულ შემოტრიალებას მზის გარშემო, ცხოვრება ამას 1 წამში ახერხებს. თითქოს გიჩალიჩებსო, ისე გინგრევს ნალიოავებ იდეალებს. ყველამ შეიძლება ეს „ბედნიერება“ გამოსცადოს, თუ რათქმაუნდა ის ნამდვილად ბედნიერია. მეც მოვხვდი ამ „ბედნიერთა“ რიგებში...
ბენდს, როგორც ყოველთვის იდეალური გამოსვლა ჰქონდა. მითი სიმღერები ინტერნეტში მოვიძიე და რამდენიმე მობილურშიც კი ჩამოვტვირთე. ამაღამ ვმუშაობდი, ამიტომ მჭირდებოდა რაღაც, „ენერჯაიზერის“ სტატუსით, რაც არ მომცემდა დაძინების უფლებას. ყურსასმენები კისერზე მოვირგე და მუსიკა ისეთ ხმაზე ჩავრთე, რომ გამეგო. მაგიდებს შორის კოქტეილებს დავატარებდი და შეკვეთებს ვიღებდი. ჩვეულებრივზე მეტად დამღლელი სამღამო გამოდგა, რადგან კლიენტი და ტურისტი ბევრი იყო. რამდენიმე ქართველსაც შევხვდი. საბოლოოდ კი, დაღლილი ისევ ჩემს მყუდრო თავშესაფარს მივაშურე. ფეხსაცმელი შესასვლელშივე მივყარე და აშკარა ცვლილებას თვალი მოვავლე. უცხო ნივთები, ტანსაცმლის სახით, რომელიც მე არ მეკუთვნოდა მიმოფანტული დაეყარათ. წითელი ბიუსჰალტერი ტუმბოზე დაეტოვენიათ. მისარებში შესულს თვალები დამიბნელდა. ჩემს სახლში, ჩემს მისაღებში, ჩემს დივანზე დემეტრე იწვა უცხო ქალთან ერთად. თვალებზე სიბნელე გადამეკრა და თავის შესაკავებლად კედელს მივეყრდენი. ძარღვებში სისხლი ამიდუღდა, გული ამერია და შემზიზღდა დემეტრე თავისი ჩვევებით და ყველა თვისებით. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე. ვცდილობდი მომეშორებინა ამ წყვილისთვის თვალი, მაგრამ მათ გარდა ვერაფერს ვერ ვხედავდი. ჩემი ოთახის კარი შევაღე. აქაურობა ისე დამხვდა, როგორც დავტოვე. თითქოს დავმშვიდდი, მაგრამ ამის გაფიქრებაზე სიმწრით გამეცინა. წყვილს მივუახლოვდი და მაგრად შევანჯღრიე.
-მმმმ... _ დემეტრემ ქალს ხელი წელზე უფრო მაგრად მოხვია.
-დემეტრე, აეთრიე ახლავე! _ ვიყვირე იოგების ჩაწყვეტამდე. მამაკაცი ფეთიანივით წამოვარდა დივნიდან და გაფართოებული თვალები მოავლო გარემოს. შეშინებულმა გოგომ თეთრი ნაჭერი შემოიხვია შიშველ სხეულზე.
- ეს ბო*ი ვინაა? _ თაროდან ლარნაკს ვიღებ და დემეტრეს ვუმიზნებ.
- ეს ის არ არი... ეგ არ ისროლო, ბო*შვილი ვიყო გაყიდინებ. _ კიდევ აქეთ მემუქრება...
-მოინდომა მთვარეზე მოჯმა. _ ლარნაკი ვესროლე.
-გეფიცები ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ დამშვიდდი კაი? _ჩემი ნაროლი ლარნაკი ნაწილებად იშლება.
-მეზიზღები დემეტრე მენაბდე. სიგიჟემდე მეზიზღები და გაეთრიეთ ორივე ჩემი სახლიდან. აღარ მინდა შენი დანახვაც კი!
-აუ ანო... მაცადე რა, ორი სიტყვა მათქმევინე, აგიხსნი რა...
-დემეტრე, ბრმა არ ვარ, ყველაფერს ვხედავ და ვაცნობიერებ. აღარ მინდა შენი სახის ყურება, ასე რომ დატოვეთ ჩემი სახლი და გასაღები... და მთავარი, ბიუსჰალტერი არ დაგრჩეს. ლოგინთან დაკიდე, რომ სულ გახსოვდეს როგორ დამამცირე. გილოცავ!
-ანო, გთხოვ. _ საოცრად სევდიანი თვალები ჰქოდა.
-მოაშორე ეს კუზანოვის აწყობილი და გაა*ვით-მეთქი ჩემი სახლიდან, ყრუ ხარ? _ ჩემი ოთახის კარი ისე მივაჯახუნე, ჩამოღებას არაფერი აკლდა. გონება არეული საწოლზე პირქვე დავემხე და ავტირდი. ვერ წარმომედგინა შევძლებდი თუ არა დემეტრესთვის ამის პატიებას. იმედგაცრუება ყველაზე მტკივნეული გრძნობაა, ამიტომ რაც უფრო ნაკლებად დაამყარებ ადამიანზე იმედს, მით უფრო აარიდებ თავს ტკივილს.

ადრე ვახსნე, რომ ქალები ძალიან მგრძნობიარე არსებები არიან. ნამდვილად არ შევმცდარვარ. დეპრესიამ შემომიტია. გაბრაზებული, იმედგაცრუებული და განაწყენებული ვიყავი სამყაროზე. თითქოს მიხაროდა კიდეც, რომ თვის ბოლოს საქართველოში დავბრუნდებოდი. უფრო სწორად, მინდოდა დამეჯერებინა, რომ მიხაროდა. დემეტრემ რადენჯერმე სცადა ჩემთან დაკავშირება, მაგრამ კარები ჩაკეტილი მქონდა, გასაღები კი საკეტზე მორგებული, რომ კარის გაღება ვერ მოეხერხებინა. ყოველ საათში ატეხდა კაკუნს, ხან ზარსაც რეკავდა, მაგრამ ვიცოდი, როგორც კი მას შევხედავდი ყველაფერი დამავიწყდებოდა და ჩემს პრინციპებს ფეხით გავთელავდი.
-უკვე მგონია, რომ ლეშს ველაპარაკები. _ ფარდები გადასწია ლუისმა. იამაიკის ცეცხლოვანმა სფერომ ოთახი სინათლით აავსო და თვალები მომჭრა.
-გიყვარს ეგ ბიჭი და რატომ არ აპატიებ? _ ლუისის სიტყვები გამიმეორა ელისმა.
-შემეშვით! ხალხი არ ხართ?
-არა. ტარაკანები გესაუბრებიან! ადექი, მივდივართ. _ თხელი საბანი გადამაძრო ბარმენმა.
-არ მინდა სახლიდან გასვლა.
-მეც არ მინდა ბევრი რამე. ადექი. _ გარდერობი გამოაღო გოგომ და ტანსაცმლის შერჩევა დაიწყო. ბარში წავედით, ტრადიციულად. ლუისი მე მანგოს წვენით, ელისს კი ლუდით გაუმასპინძლდა. მათთან ყოფნამ ჩემი დრამები დამავიწყა, თუმცა თვალებით მაინც ვეძებდი იმ მოღალატე კაცს.
-დემეტრეს თუ ეძებ, ჯერ არ მოვა. დღეს ბენდი ბოლოჯერ გამოვა სცენაზე. _სიგარეტი ტუჩებში მოიქცია ლუისმა.
-ბოლოჯერ?
-როგორც ვიცი, ლუკასის წასვლამ დაშლა გადააწყვეტინა ყველას. თუმცა ისიც გავიგე, რომ წელიწადში ერთ-ორჯერ ისევ იმღერებენ აქ.
-დაშლა ყველაზე სულელური გადაწყვეტილებაა.
-ერთად გაიზარდნენ და ჩანაცვლებას დაშლა ამჯობინეს.
-თვის ბოლოს საქართველოში ვბრუნდები.
-ასე მალე?
-ერთი წელი გავიდა ლუის. არ მინდა, მაგრამ მიწევს. ყოველ დარეკვაზე მაგას მეუბნება მამა.
-ყურადღება ჩემო მეგობრებო. სანამ უშუალოდ დავიწყებდეთ, მინდა გითხრათ, რომ ეს უკანასკნელი გამოსვლა თქვენ გეძღვნებათ, უფრო მეტად კი ერთ ქალბატონს, რომელსაც ძალიან ვაწყენინე. მაპატიე, ანო. _მონოლოგს ამთავრებს და მიკროფონს ამაგრებს. უკვე ვიცი, რომელი სიმღერით გახსნიან საღამოს. დემეტრეს ხმა ყურებში იყინება და ერთ მელოდიად გრძელდება. ტუალეტში მივრბივარ, კაბინაში ვიკეტები და ხმამაღლა ვიწყებ ტირილს. ალბათ ასე მთელი საათი გადის. პირს ვიბან და ისევ ბართან ვბრუნდები. ბენდი ისევ აგრძელებს სიმღერას, დაუღალავად, მთელი გრძნობით. ხალხის ხასიათშიც კი იგრძნობა გამომშვიდობების ნოტები. საღამოს დასრულების შემდეგ after party ეწყობა. ვინ ვის ლუდს, ღვინოს, წვენს ან კოქტეილს სვამს არავინ იცის, უბრალოდ ყველა ბოლომდე ერთობა. ისევ დახლთან ვზივარ და ლამაზად დალაგებულ ალკოჰოლს თვალს ვერ ვაშორებ.
-მენატრებოდი. _ დემეტრეს სუნი ჩემს რეცეფტორებს ააქტიურებს. ჰაერს ხარბად ვუშვებ ფილტვებში, რომ ისევ არ ავტირდე.
-ნუ მაპატიებ ანო, ოღონდ ნურც მიმატოვებ.
-საერთოდ როგორ ბედავ ჩემთან საუბარს?
-მიყვარხარ და რომ არ გესაუბრო ვიცი დაგკარგავ.
-სასმელი გალაპარაკებს.
-დალევამდეც მიყვარხარ და იმის მერეც. _ წარბები შეკრა წყენის ნიშნად.
-მოგიწევს ჩემზე უარი თქვა.
-მკვდრებს არჩევანი არ აქვთ.
-აღარ მოქმედებს ესენი ჩემზე.
-გიყვარვარ? _ დემეტრეს კითხვა იმდენად მაბნევს, რომ მანგოს წვენით ვღებავ მაგიდას.
-რატომ მეკითხები?
-მაინტერესებს.
-კი, მიყვარხარ ეგოისტო ნაბი*ვარო! უბრალოდ შენი ტვინი იამაიკურადაა მოწყობილი და ამას ვერ იგებ, ვერც აფასებ. _ დემეტრემ ქვედა ტუჩზე ენა გადაისვა და სიგარეტი ამოიღო მოსაწევად.
-იმ ღამით მთვრალი ვიყავი. მთელი ქვევრი დავლიე, მაგრამ ბო*იშვილი ვიყო რაღაც ჩამიყარეს. ასეთ რამეს ფხიზელი არ გავაკეთებდი. ხომ იცი, რომ არ გავაკეთებდი?
-ძალიან გოიმური დიალოგი რომ გვაქ ხვდები?
-ჩემ გარეშე რომ არ შეგიძლია ხვდები? არც მე რომ შემიძლია უშენოდ? _ სიგარეტი ისევ ტუჩებთან მიაქვს. ბარიდან ლუდის ორ ბოთლს ვიღებ და სახლისკენ ვიღებ გეზს.
-მოდიხარ? _ სიგარეტს აგდებს და სირბილით მეწევა. ხელს მხარზე მხვევს და საფეთქელზე მკოცნის. ლიფტში ჩახუტებულები ვდგავართ. ზურგიდან სუროსავით შემოხვეული დემეტრე სიარულს არ მაცდის.
-ყოველთვის მინდოდა სადარბაზოში დამელია. _ ფარული სურვილების გუდიდან ერთ-ერთს ვუმხელ. იატაკზე ჯდება, ლუდის ბოთლს ხსნის და მაწვდის.
-სხვათაშორის ვიცი ჩემი პირველი ქრაში როგორ გააქციე აქედან, თან დღემდე არ ვიცი ეს რატომ გააკეთე. _ეცინება და მეხვევა.
-არ ვიცი. გაბრაზებული ვიყავი შენზე. _მხრებს ვიჩეჩავ. დემეტრეს სხეულს რეფლექსურად ვწყდები, როცა ლიფტიდან გამოსულ მამაჩემს ვხედავ. მის გამოხედვაზე სხეულში ისეთი გრძნობა მივლის თითქოს ღალატზე წამასწრეს და ახლა უნდა ვთქვა ტრადიციული „ეს ის არ არის.“ ფეხზე ვდგები და მისკენ მივდივდივარ ჩასახუტებლად. გულისცემა გაათმაგებული მაქვს. მისი ხელები თითქოს მამშვიდებს, მაგრამ თვალებში მაინც ჩანს ერთი მწიკვი გაკიცხვა, ერთიც გაკვირვება და ერთიც „რას აკეთებ აქ, ვინ არის ეს ბიჭი.“ დემეტრე მამას თავაზიანად ართმევს ხელს და ისიც ეხვევა.
-როდის ჩამოხვედი მა? რატომ არ გამაფრთხილე?
-არ ჩავთვალე საჭიროდ. _ ნაძალადევად მიღიმის.
-წამო, სახლში შევიდეთ. შემოხვალ დემე? _თვალებით მეკითხება, დავრჩე თუ არაო. თავს ოდნავ შესამჩნევად ვაქნევ.
-არა, ბენდთან წავალ. _ ლიფტის ღილაკს აჭერს თითს.
-ანო, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მე აქ სასწავლებლად გამოგიშვი, შენ კიდევ თავისუფალი ცხოვრება მოგიწყვია.
-მამა, ნუთუ არ მოგენატრე, რომ საყვედურების მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? _ცოტა იმედგაცრუებული ვარ.
-რა უნდა გითხრა? ზურამ მითხრა, რომ თურმე მუშაობაც გაგიგრძელებია. ჩემი მოტყუებაც კი გაბედე ანო, ამის მერე როგორ გენდო? ალკოჰოლსაც იღებს ქალბატონი უკვე. მოწევაც ხომ არ დაიწყე? _ მამაჩემი ერთ ადგილზე ვერ ჩერდება.
-როდემდე უნდა ვიცხოვრო ასე მამა? როდემდე უნდა გაგრძელდეს? გავიზარდე, შემიძლია დამოუკიდებლად მივიღო გადაწყვეტილება რა მინდა და რისი გაკეთება მინდა. რატომ ცდილობ, რომ მატკინო? არ გეყო? ეს უკვე არანორმალურია. შენ სულ ჩემი ცხოვრების მართვას ცდილობ. მეგობრები, უნივერსიტეტი, პროფესია, სწავლა, ცხოვრება, ყველაფერი! ყველაფერი შენი დაგეგმილი და არჩეულია. იქნებ მე სოციოლოგობა კი არა პედაგოგობა მინდოდა? საყვედურები არ გელევა, რატომ არ ვარ სასურველი შვილი? რა დავაშავე? იქნებ საქმროც მყავს და არ ვიცი?! ყელშია შენი დესპოტიზმი მამა, ყელში კი არა თავს ზემოთ! _ ხმის კონტროლი არ გამომდის. ატირებულს სახეში მამაჩემის ძლიერი ხელი მხვდება. პანიკა მეწყება.
-როგორ შეგეძლო? როგორ შეგეძლო-მეთქი? ვინ გყავს ჩემზე ძვირფასი, რომ ასე მექცევი? შენი შვილი ვარ, შენი სისხლი. რატომ ცდილობ ამიკრძალო ის რასაც ყველა აკეთებს? რადგან შენ გიკრძალავდნენ?
-საკმარისია ანო! უმადური გოგო ხარ! უმადური! კვირას სახლში გავფრინდებით. ორივე. ხმა არ ამოიღო, შენი ძალით წათრევაც რომ მომიწიოს ამას გავაკეთებ. ნუ გგონია, რომ არ ვიცი შენი და იმ ბიჭის ურთიერთობის შესახებ და ისიც იცოდე, რომ თავხედი გოგო ხარ! სანამ ოჯახს შეარცხვენ, მანამდე მოგხედავთ!
-ნუთუ? ახლა მე საშინლად იმედგაცრუებული და გულნატკენი ვარ, ისიც შენი დამსახურებით. რა გგონია, რომ ამიკრძალავ არ გავაკეთებ? დავიღალე! და ვი ღა ლე! მე მაქვს ჩემი პირადი ცხოვრება და შენ არ გაქვს უფლება გადაწყვიტო რა არის კარგი ჩემთვის და რა არა! გონს მოდი მამა! რამდენ ხანს შეიძლება ვიყო ფრთებდაჭრილი ჩიტი? რა ვქნა? შენი სიკვდილი ვინატრო, რომ თავისუფლად შევძლო სუნთქვა?
-რამე გაკლია? რამე დაგაკელი?
-არ მჭირდება არც შენი ფული და არც შენი სიმდიდრე. ჩემთვის ისიც საკმარისი იქნებოდა, რომ სიყვარული გამოგეხატა. ნუთუ ეს ასეთი რთულია? ისიც საკმარისი იქნებოდა, რომ ემოციურად ჩემს გვერდით მდგარიყავი, რა მინდოდა მოგესმინა.
-ზეგ სახლში ვბრუნდებით. კარგი იქნება, თუ ახლავე დაიწყებ ჩალაგებას. _მომცელა. არჩევანის უფლებაც კი არ მომცა და ისევ ჩემს მაგივრად გადაწყვიტა ყველაფერი. აზრები ერთმანეთში ამერია. რისთვის ვისაუბრეთ ამდენი? შეაყარე კედელს ცერცვი! მან ჰალსტუხი მოიხსნა და დივანზე ჩამოჯდა. მისი სიმშვიდე ჭკუიდან მშლიდა. თავს ძალა დავატანე, რომ ყველაფერი ერთიანად არ დამელეწა და კარი გავაღე.
-სად მიდიხარ? _ სიტყვები დამაწია მამაჩემმა.
-ჯოჯოხეთში! წინააღმდეგი ხომ არ ხარ? _ კარი მთელი ძალით მივაჯახუნე და კიბეებიზე დავეშვი. ქუჩაში გასულმა დემეტრეს დავურეკე.
-სად ხარ დემე? მჭირდები. _ ყელში გაჩხერილი ბურთი საუბარში ხელს მიშლიდა.
-კაბინეტში ვარ, ბარში. რა მოხდა? _ტელეფონი გავთიშე და სირბილით გავეშურე დემეტრესთან. ცრემლებს ვერ ვიკავებდი. დაკაკუნების გარეშე შევაღე კარები.
-რა მოხდა? _ მაშინვე მომეხვია დემეტრე. ნაბიჯების ხმით მივხვდი როგორ გავიდნენ ბიჭები გარეთ. -მშვიდად პატარავ, ცუდად გახდები ასე. _შუბლზე მკოცნიდა და თმაზე მეფერებოდა.
-კვირას საქართველოში ვბრუნდები. ასე გადაწყვიტა.
-მაგრამ ჩვენ? შენ წლის ბოლოს არ უნდა წასულიყავი?
-დემეტრე არ ვიცი რა გავაკეთო. აღარ ვიცი რა ვქნა. _წელზე მკიდებს ხელს და ისე ავყავარ ხელში. დივნამდე მივყავარ, მსვამს და ჩემს წინ იჩოქებს.
-არ დაელაპარაკე? არ აუხსენი?
-ყველაფერი ვუთხარი, მაგრამ არ მომისმინა. სახეშიც კი გამარტყა. _ცერა თითი გადამისვა შეშუპებულ ლოყაზე და ისევ მომეხვია.
-გადავიტანთ. დაველაპარაკები მამაშენს აუცილებლად.
-თუ გიყვარვარ ნურაფერს ეტყვი. ისევ ჩემზე იყრის ჯავრს.
-ასე არ შეიძლება, ძალიან მიყვარხარ, მაგრ...
-დემეტრე, ძალიან გთხოვ. ჩემი ხათრით არ ჩაერიო. _წყალი მომიტანა.
-დალიე, დაგამშვიდებს.
-ეცადე დაისვენო, გავდივარ. _პერანგის ღილებს იკრავს.
-სად მიდიხარ? მჭირდები და აქ იმიტომ ვარ.
-უნდა გადავარჩინო ჩვენი მომავალი.
-არ გაბედო, იცოდე ამით მე შემიქმნი საფრთხეს. არ იცნობ მამაჩემს დემე. _დივნიდან ფეხზე ვდგები და თვალებსაც ცრემლების ახალი ტალღა აწყდება.
-რა გინდა გოგო? რა ჯანდაბა გინდა? ასე გაგიშვა? _ ხმას აუწია.
-ჯანდაბა და სიკვდილი მინდა! ორი კაცის გამო შუაში ვერ გავიხლიჩები და შენ ჩემი უნდა გესმოდეს! _ ავყვირდი მეც.
-რას მთავაზობ? საყვარელი ქალი ისე გავუშვა, რომ არაფერი გავაკეთო?
-მე სულ შენთან ვარ დემე, სულ შემთან ვარ. გეფიცები სულ ჩემს ფიქრებში ხარ და იცი რას ნიშნავს ეს? რომ მე სულ შენთან ვარ. გაიგე, მეშინია, რომ ფიქრებშიც კი შემიძლია გიღალატო! გესმის? _ მის სახეს ხელებში ვიქცევ.
-ვერ გადავრჩებით. _ ხელებზე მკოცნის.
-გადავრჩებით! _ეს იყო ჩვენი ხელახლა დაბადება. მხოლოდ კოცნით სული, გული, სისხლი გამითბა და სხეულში დავლილმა ტალღებმა ჟრუანტელების მილიონბალიანი „ძვრა“ გამოიწვია. მისი ცხელი ხელი ვიგრძენი წელზე და იმ წამს მინდოდა მისი სუნთქვით ამომესუნთქა. კისერზე ჩამოვეკიდე, არ მინდოდა გაეშვა. ისიც, თითქოს მიხვდა ჩემს სურვილს უფრო ძლიერად ამეკრო სხეულზე. მალევე აღმოჩნდა ჩვენი ტანსაცმელი იატაკზე, ტუჩები ერთმანეთის ტუჩებზე, ხელები სხეულზე...
შემდეგ იყო დემეტრე და მე...
მე და დემეტრე.
იყო „ჩვენი სხეული“.
იყო ტკივილიც და იყო სიამოვნებაც.
ჩვენ ვიყავით დედამიწაც, გალაქტიკაც, კოსმოსიც, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მემილიარდე განზომილებაც.
ჩვენ ვიყავით ერთად ყველაფერში და ცალ-ცალკე, ოღონდ ცალ-ცალკეშიც ერთად!
ჩემი იყო დემეტრე. ცალი ხელით სიგარეტს ეწეოდა, ცალს ჩემს ზურგზე დაატარებდა. მიყურებდა და იღმოდა. თვალებში იმდენი სიყვარული ჰქონდა, რომ მეც მეყოფოდა, დედამიწასაც და თქვენც!
ჩემს თმაში დაასრიალებდა თითებს და შუბლიდან ტუჩებს არ მაშორებდა.
ალბათ ამას არასდროს ვინანებდი... ალბათ არ ვინანებდი...
-მომკლავს მამაჩემი. _ მისი სახის წარმოდგენაზე სხეულში სიცივემ დამიარა.
-ხომ არ გამოწმებს ქალიშვილი ხარ თუ არა. _ეღიმება და თვალებზე მკოცნის.
-აღარ მინდა წასვლა. აქ მინდა, შენთან. არსად არ წავალ, არ გავყვები!..
-იქნები რატქმაუნდა, ჩემთან იქნები.
-სულ?
-სულ! _ შემდეგ ვიყავით ისევ მე და დემეტრე... დემეტრე და მე...


დემეტრეს სხეული იმდენად უსაფრთხო თავშესაფარი იყო ჩემთვის, რომ სინდისის ქენჯნისგანაც კი შეძლო ჩემი დაცვა. მყუდროება და ძილი ერთდროულად დაგვირღვია ბინის კარზე ატეხილმა ბრახუნმა.
-ნუთუ ეს ხალხი ბრმაა, ვერ ამჩნევს ზარის ღილაკს? _ბუზღუნით შეიცვალა გვერდი დემემ.
-გავაღებ. _ კისერში ვკოცნი. იატაკიდან კაბას ვიღებ და ვიცვამ.
-დემეტრე სად არის? _ დანიელი, დემეტრეს ბიძაშილი ნებართვის გარეშე შემოდის ბინაში და პირდაპირ მისი ოთახისკენ იღებს გეზს.
-უზრდელი. _ვბუტბუტებ ჩემთვის.
-დემეტრე, ადექი ჩქარა.
-გაა*ვი ბიჭო, დამაძინე! _თავზე ბალიში დაიფარა.
-ნატალი ავარიაში მოყვა. საავადმყოფოშია, ოპერაციას უკეთებენ.
-დედაცმოვ*ყან! _ დემეტრე ლოგინიდან ცოფიანივით წამოვარდა და ტანსაცმლის წამოკრეფა დაიწყო. სააბაზანოში შევარდა პირის დასაბანად.
-ვინ არის ნატალი? _ვეკითხები გაოცებული, შეწუხებულიც.
-საცოლე. _ უკმეხად მომიგდო და ოთახში გაოცებული დამტოვა.
დედამიწა უკუღმა დატრიალდა.
მე და დემეტრე გავიყავით.
ჩვენი სხეულიდან ჩემი ნაწილი ჩემთან დარჩა, დემეტრესი მასთან.
იყო ტკივილიც, ცრემლებიც და სასოწარკვეთაც.
ორად გაიყო დედამიწაც, გალაქტიკაც, კოსმოსიც, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მემილიარდე განზომილებაც.
მიტოვებული სახლივით დავცარიელდი. მოტყუებული, იმედგაცრუებული და გულნატკენი ვიყავი. ტუმბოზე დადებულ ჩემს მობილურს და ჯინსის ჟაკეტს დავავლე ხელი.
-სად მიდიხარ? აქ დამელოდე, გვიანია. _ დემეტრემ მობილური დამტენიდან გამოაძრო და ჯიბეში ჩაიცურა.
-უნდა წავიდე. შევცდით! _ წამით ვხედავ ჩემსავით განადგურებულ დემეტრეს. ყალბი ემოცია მგონია და ოთახის კარს ვაღებ.
-არ წახვიდე! ამას ნუ გადამატანინებ... მივარხარ ანო! _ მისმა გატეხილმა ხმამ ცრემლებს ჩემს სახეზე გზა გაუკვალა.
-გეყოფა! იმისთვის, რომ სხვა შეიყვაროთ, საჭიროა, ჯერ საკუთარი თავის სიყვარული ისწავლო და საერთოდ, ორი კურდღელი ერთად ვის დაუჭერია, რომ შენ დაიჭირო?
-რა კურდღელი, რა ვის დაუჭერია? ნორმალური ხარ? მჭირდები, მიყვარხარ და არც ეს ყოფილა შეცდომა. _ მკლავებზე ჩამავლო ხელები.
-სახლში უნდა წავიდე.
-სახლში ხარ!
-გამიშვი ახლავე! ზედმეტი მოგდის. გარდა ამისა, საცოლე გელოდება რეანიმაციაში! ქორწილის მოსაწვევი გამომიგზავნე, არ გამომაპარო. _ ხელებს ვაშვებინებ და ვინ იცის ჩემი წასვლით რამდენ უპასუხო კითხვას ვუტოვებ. მესმის მისი ნათქვამი „ანო“, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დანიელი არ მისცემს უფლებას, რომ გამომყვეს. სანაპიროსკენ ვიღებ გეზს. სველი ქვიშა და ტალღების ხმაური ემოციებს მეტად მიმძაფრებს და ქვითინი ხმამაღალ ტირილში გადამდის. თბილ ქვიშაზე ვწვები. თვალებს ვხუჭავ და ფიქრების მღვრიე მორევში ვეშვები თავით.

-სად იყავი? _ კარებში მაგებებს საყვედურს მამაჩემი.
-ხომ გითხარი, ჯოჯოხეთში მივდივარ-მეთქი! ლოგიკურია, რომ თუ იქ ვიყავი იქიდან მოვდივარ. _პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ვიღებ გეზს.
-ეს ყველაფერი შენთვისაა. ყველაფერს შენთვის ვაკეთებ. _მეუბნება მშვიდი ხმით.
-ხო და აღარ გააკეთო, ნუღარ გააკეთებ! _კარებს ცხვირწინ ვუხურავ და ვკეტავ. მთელი დღე მეძინა. ან უბრალოდ თვალები მქონდა დახუჭული და მეგონა, რომ მეძინა. იმედგაცრუება ანადგურებს ადამიანს. შინაგანად გწამლავს და სულში გაფურთხებს. ვინ უნდა გაამტყუნო? განა შენი ნება არ არის, რომ ვიღაცაზე იმედს ამყარებ? შედეგი ხომ იცი? მაშინ რატომ?
იმიტომ, რომ გვჭირდება იმედი!
გვჭირდება იმედგაცრუება; შეცდომაც, რადგან სიბრძნე არ ნიშნავს სხვის შეცდომებზე სწავლას! არც დრო დაბრუნდება უკან, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ იგივეს გავაკეთებდი!

დიპლომის გადაცემა ჩვეულებრივ, მოსაწყენი და გაწელილი ცერემონია გამოდგა. კურსელები გასართობად და დროის გასატარებლად, ტყვეობიდან თავის დაღწევის აღნიშვნას აპირებდნენ. რათქმაუნდა არ წავედი! მამაჩემს რომ ეთქვა წადიო, მაინც არ წავიდოდი. დილას დემეტრეს ოჯახთან უნდა მივსულიყავით სტუმრად. საღამოს კი უკვე გავფრინდებოდით სახლში.


ნინი ფორმაშია. წითელი ყვავილებით გაწყობილი თეთრი კაბა აცვია და თავზე დიდი შლაპა დაუკოსებია. სიხარულით, ხელგაშლილი გვეგებება ორივეს. მამაჩემი ხელზე კოცნის, მე ვეხვევი.
-ძალიან გამახარეთ, რომ წასვლამდე შემოგვიარეთ. შემოდით. _ ოდნავი ხელის კვრით შევყავარ სახლში. უფროსები იწყებენ საუბარს. ვცდილობ მოვუსმინო, მაგრამ არ გამომდის. ტელეფონს ვიღებ და ფეისბუქის სქროლვას იქამდე ვაგრძელებ, ვიდრე ნინო სასადილოდ არ გვიხმობს. სუფრას ეროვნული კერძი Ackee და Codfish ამშვენებს. საოცრად პიკანტრი გემოს სიამოვნებას დემეტრეს გამოჩენის უსიამოვნო გრძნობა ფარავს. მამაჩემს ესასლმება, ნინის ლოყაზე კოცნის და ზურად მხარზე უტყაპუნებს ხელს.
-გამარჯობა, ანო. _ მეუბნება ნაწყენი ხმით.
-გაგიმარჯოს. _ ერთამენთს ვუყურებთ, მაგრამ არ ვესაუბრებით. უფროსებს ვუსმენთ. დემეტრე ჩანგალს წრიულად დაატარებს თეფშზე. მოკუმული ტუჩებით მიყურებს და თავს აქეთ-იქით აქანავებს. უფროსების დიალოგში ვერთვები. ყურადღებას აღარ ვაქცევ, რაზეც იძაბება და ჩანგალს თეფშზე ხმამაღლა აგდებს.
-ფრთხილად დემეტრე! _ წარბებს კრავს ნინი.
-დედა, წავალ კარგი?
-ახლა არ მოხვედი? სად მიდიხარ?
-ნატალისთან. _ ქალს ისევ კოცნის. წამით მიყურებს და ოთახს დიდი ნაბიჯებით ტოვებს.
-გაგიმართლათ, რომ გყავთ დემეტრესნაირი ბიჭი.
-ჯერ ახალგაზრდაა. სიცოცხლე სწყურია და სისხლი უდუღს. _პასუხობს ზურა და ღიმონიან წყალს წრუპავს.
-შეიძლება გკითხოთ ნატალი ვინ არის?
-დანიელის საცოლე. დანიელი ხომ იცი? ზურას ძმიშვილი. _ ხელმეორედ დამეცა მეხი. წყალი გადამცდა და ხველება ამიტყდა. ნინიმ რამდენჯერმე დამარტყა ზურგზე ხელი.
-კარგად ხარ?
-კი, კი... კარგად. _ხელის აწევით ვანიშნე, რომ შეჩერებულიყო.
-ქორწილს როდის გეგმავთ? _ხილის ასორტის ჭამას აგრძელებს მამა.
-არვიცი როდის გადაწყვეტენ. _ ზურა მოახლეს წყლის გავსებას სთხოვს და ახალი სასაუბრო თემაც მალევე უჩნდებათ.
-მე წავალ, კარგი? მეგობრებს უნდა დავემშვიდობო. _ მაგიდიდან ვდგები.
-მალე მოდი ანო! _ კარებთან მეწევა მამაჩემის ხმა. ბედნიერებისგან კიარ დავდივარ, დავრბივარ. სიხარულის სიცილით მივიწევ ბარისკენ. ლუისი და ელისი იქ მხვდებიან. ორივეს მაგრად ვეხვევი.
-დემეტრე იცით სადაა? _ლუისს მხრებში ვკიდებ ხელს.
-ჯეკპოტი მოიგე?
-ლუისს! მითხარი რა.
-ქალაქგარეთ წავიდნენ რაღაც საქმეზე.
-რა? ნახევარი საათის წინ ვნახე! შეუძლებელია!
-ანო ყოველთვის ყველგან აგვიანებ. ვერ გახვალ კონტაქტზე, აზრიც კი არ აქვს ცდას. ტელეფონები ლუკასთან დატოვეს, იქ ვიყავი და იქიდან ერთად წამოვედით.
-სად წავიდნენ?
-რავიცი, ვიღაცეების ცემას გეგმავდნენ.
-გაგიჟდი ხო?
-კაი, კაი. ნუ პანიკიორობ! საქმეზე არიან, მართლა. დაახლოებით 3 საათში დაბრუნდებიან.
-ჩემი ფრენა საათნახევარშია. _ისევ იმედგაცრუება. ლუისს ვეხვევი და მენაბდეების სახლისკენ ვიღებ გეზს. ცრემლები თავისით მომდის თვალებიდან. შესასვლელში, ტროტუარზე ვჯდები.
-მაპატიე, დამაგვიანდა... _ ვჩურჩულებ და ცრემლების ახალ ტალღას ვჩუქნი ასფალტს...

შავ-თეთრი, გახუნებული და ცივი თბილისი დეპრესიისკენ მიმაქანებდა. ოჯახში დაბრუნებამ, იმის მაგივრად, რომ გავებედნიერებინე ნოსტალგია და სევდა დააგროვა ჩემში. ერთი თვის თავზე კი უჭმელობისგან და უხასიათობისგან თავბრუსხვევები და ღებინება დამეწყო.
-ანო, შენებს უნდა ვუთხრათ. არ ხარ კარგად. _ მორიგი „ჩანჩქეროს“ შემდეგ შემომთავაზა ხატიამ.
-კარგად ვარ. მართლა! გადამივლის მალე. _კარადიდან გადმოყრილი ტანსაცმლის დალაგება დავიწყე. -ხატია, პერიოდი გადამიცდა. _ვეღარ მოვითმინე, რომ არ მეთქვა.
-ანუ?
-დემეტრესთან ვიწექი. _ ქვედა ტუჩზე ვიკბინე.
-არ არსებობს. ანუ ორსულად შეიძლება... _ ოთახში ჩემი ძმა შემოვიდა.
-რა ორსულად? _ლოყაზე აკოცა ხატიას და ლოგინზე წამოწვა.
-არაა შენი საქმე. გადი აქედან! _საწოლიდან გადააგდო.
-რა გჭირთ?
-ვჭორაობთ. _მხრებს იჩეჩავს ხატია. ის ჯერ მას უყურებს, შემდეგ მე. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
-ასე აღარ მოიქცე! _ ვეუბნები ხატიას, როცა ნიკო ოთახიდან გადის.
-ტესტი უნდა გაიკეთო.
-მეშინია...
-რისი? დებილი ხომ არ გიჭამია?
-სიმართლე რომ იყოს?
-დეიდა გავხდები. და შენი ვა*ინა გაიზრდება ზომაში, მგონი. _ ისევ მხრებს იჩეჩავს.
-მორჩი. _ სვიტერს ვესვრი.



-ხატია, მართლები ვიყავით. _ ვეძახი ტელეფონში და ორ ხაზს ტესტზე თვალს ვერ ვაშორებ.
-ანუ კიი? დეიდა გავხდები? _ თავის სტიქიაშია.
-მომისმინე შე თივა ქალო! ვერ გავაჩენ. შეუძლებელია!
-გააფრინე? აბორტზე ფიქრობ გოგო?
-ხატია მომკლავენ ჩემები. რა გავაკეთო, რა მოვიმოქმედო გოგო. ასე არ უნდა ყოფილიყო.
-ახლა ირტყი თავი ხელებში, რა აზრი აქვს მითხარი.
-ანოო. _ მეძახის მამაჩემი.
-ხატია წავედი. დაგირეკავ მერე. _ ტელეფონს ვთიშავ და ტესტს ხალათის ჯიბეში ვიდებ.
-გისმენ.
-ხვალ კომპანიაში მჭირდები. ახალი პარტნიორი გვყავს და თარჯიმანი გვჭირდება.
-გასაგებია.
-უკვე იძინებ? ჯერ მხოლოდ 8 საათია.
-დაღლილი ვარ.
-არ მოვიდა პატიების დრო?
-რისი პატიების? _ გულუბრყვილოდ ვკრავ წარბებს. ერთხანს თვალებში მიყურებ, შემდეგ კი ოხვრით გადის ოთახიდან.


-რას შვრები? _ ხატიას ვურეკავ.
-მთვარეზე ვ*ვამ, რას უნდა ვშვრებოდე, ვმუშაობ! _ვგრძნობ, რომ თვალებს ატრიალებს.
-კლინიკა ვიპოვე სადაც აბორტს გამიკეთებენ. მინდა, რომ წამომყვე და ჩემთან იყო. _ ზურგს უკან ჭიქის მტვრევის ხმა მესმის და მომენტალურად ვტრიალდები. კარში მამაჩემი დგას შარვალ-პიჯაკში გამოწყობილი.
-რა თქვი? _ ამბობს თვალებ გაფართოებული. ხმას ვერ ვიღებ. მინდა ვილაპარაკო, მაგრამ არ გამომდის.
-მამა... _ თვალებიან თავისით მომდის ცრემლები. იმ იმედგაცრუებაზე მეტ იმედგაცრუებას ვხედავ მის თვალებში, ვიდრე ოდესმე სადმე მინახავს.
-უნამუსო, ნაგავო! _ სახეში მირტყამს გაშლილ ხელს. -შენი იმედი მქონდა, შენ გამო რას არ ვაკეთებდი. რამე გაკლდა? რატომ შემირცხვინე ოჯახი შე ბ*ზო! _ისევ დამარტყა რამდენჯერმე. ხმაურზე დედა და ნიკო შემოცვივდნენ.
-რა ხდება? რას აკეთებ? _ დედა მამას ეცა ხელებში. ნიკომ მე წამომაყენა.
-არაადამიანო, საზიზღარო. შენ არ ხარ ჩემი შვილი, შენ აღარ ხარ ჩემი შვილი. გაეთრიე ჩემი სახლიდან! ახლავე! _ მამაჩემი ისევ იწევს ჩემსკენ, მაგრამ დედა ეფარება.
-არ გაბედო და არ მიეკარო! იცოდე არასდროს გაპატიებ!
-შენი ბრალია! შენი გაზრდილია და იმიტომ არ დაგვაფასა! _დედა ხელით გვერდზე გასწია და ისევ ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი.
-საკმარისია, მამა! ეს უკვე ზედმეტია! _ ამჯერად ნიკო დგება ჩემს წინ.
-დაიცავით. გაამართლეთ თქვენი ანგელოძი, თითქოს არაფერი! _აგრძელებს ჩემს ლანძღვას; მე ნიკოსგან თავს ვიხსნი.
-ეს უნდა გამეკეთებინა, რომ გაგეშვი? ეს იყო საჭირო? ცხოვრება დამინგრიე, ყველაფერი დამიგეგმე, ყველაფერი შენს ჭკუაზე გააკეთე! ეს უნდა გამეკეთებინა, რომ შენ გაგეშვი? ეს უნდა გამეკეთებინა? ბო*ი ვარ, ბო*ი და რა? შენი შვილი აღარ ვარ? ძალიან კარგი, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ შენ მანიაკი ხარ! მბრძანებელი გგონია თავი, კონტროლიორი და გგონია, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც გინდა! ვინმე გიყვარს? მამა ვინმე გიყვარს? არ გიყვარს, შენ ხარ ეგოისტი, თვითკმაყოფილი, განდიდების მანიით შეპყრობილი მამაჩემი, რომელსაც არავინ უყვარს საკუთარი თავის გარდა! დავიღალე და მივდივარ! მივდივარ, რადან მე ბედნიერი ვიქნები დღეის შემდეგ, შენს გარეშე!
-როგორ ბედავ? _ წაშლილი სახით მიყურებს. იატაკზე ვეცემი, მაგრამ მთელ ძალას ვიკრებ, რომ ფეხზე წამოვდგე და თვალს ვუსწორებ.
-უბრალოდ უნდა გყვარებოდი, ან გეცადა მაინც ამის გამოხატვა! _ ქურთუკს და ტელეფონს ვიღებ და ატირებულ დედას, გაცოფებულ მამას და გაოცებულ ნიკოს ჩემს ოთახში ვტოვებ.
-შემეშვი _ ნიკოს ხელებს ვაშვებინებ.
-რა მოხდა ამიხსენი, სად ჯანდაბაში მიდიხარ? _ მიღრიალა იოგების ატკივებამდე.
-ჯოჯოხეთში, სიკვდილში და მოუსვლელში! _ ხელი უხეშად ვკარი და მოვიშორე.
-მოდი ჩემთან. _ არ მიმატოვა. ყველას მსგავსად არ დამტოვა. ჩამეხუტა და ხელები ისე მომხვია, რომ ცდად არ ღირდა მისი მკლავებიდან თავის დახსნა.
-დამშვიდდი პატარავ, წყნარად.
-ნიკო, გძულვარ? _ ორი თავით მაღალს თვალებში ჩავხედე.
-რატომ უნდა მძულდე, რა სისულელეს ამბობ? პირიქით, ძალიან მიყვარხარ ანიკო. _ ტირილის ყველაზე მაღალი სტადია დავაფიქსირე იმ წუთს.
-წამოდი. სადმე წაგიყვან. _ მანქანას გასაღები მიუშვირა.
მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. ვტიროდი. ნიკოს ჩემი ხელი ეჭირა და დრო და დრო მკოცნიდა. მანქანა მხოლოდ მაშინ გააჩერა, როცა საწვავი გახდა შესავსები.
-გააჩერე! _ გულისრევამ თავისი ქნა.
-კარგად ხარ?
-წყალი მინდა. _ მარკეტში იყიდა და მომიტანა.
-მორჩი ტირილს, როგორც იქნა. _ საჭეზე ხელები დაალაგა ნიკომ.
-რა მოხდა ასეთი?
-ორსულად ვარ. _ მის ემოციებს დავაკვირდი. წამიერი ბრაზი სევდამ შეცვალა.
-გიყვარს ის ბიჭი?
-მიყვარს. _რამდენჯერმე სავარძელს მიარტყა თავი.
-რატომ არ მითხარი?
-ნიკო, არც შენ მეუბნები ვისთან წევხარ.
-ახლა ჩემზე აპირებ ჯავრის ამოღებას?
-არა.
-იმ ბიჭმა იცის?
-არა. მეც ახლა გავიგე.
-უნდა ვიცოდე ვინ არის. არ დამიმალო ჩემ თავს გაფიცებ.
-დემეტრე მენაბდეა.
-ზურას ბიჭი?
-ჰო.
-ანუ, ბიძა გავხდები? _ ჩაილაპარაკა აღფრთოვანებით.
-ვერ გავაჩენ. ამის სახსრები არ მაქვს.
-შენ ხარ არასწორი! ბავშვის მამამ არაფერი იცის და მკვლელი გინდა გახდე? _ცუდად მომხვდა ყურებში მკვლელი, მაგრამ როცა ამ სიტყვებმა გულამდე მიაღწია აგონიამ შემიპყრო. წამით საკუთარი სისხლიანი ხელები წარმოვიდგინე, მაგრამ შიშმა თავისი ქნა და მალევე უკუვაგდე ბავშვის გაჩენის იდეა.
-უკვე გადავწყვიტე. _ თვალებში მიყურებდა. ვეცოდებოდი, ვეზიზღებოდი და მაინც ყველაზე მეტად ვუყვარდი... ასეთი იყო ნიკო და ასეთი ვიყავი მე...
-არაფრით ხარ ამ წამს მამაზე უკეთესი. _ მითხრა და მანქანა დაძრა. სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა, გულმა ფეთქვა. თვალები დამიბნელდა, მაგრამ აზრს, რომ ბავშვი ჩემთვის დაბრკოლება იყო, სხეულის ყველა უჯრედი ერთიანად მოეწამლა...
-როდის იკეთებ?
-კვირას.
-და ეს სამი დღე სად დარჩები, ხატიას დავურეკო?
-კი. _ ნიკო მანქანიდან გადავიდა. ნახევარ საათიანი საუბრის შემდეგ ხატიას სახლისკენ ავიღეთ გეზი. ხატიამ სატუმროში გაშლილი ლოგინი დამახვედრა. მეც ხვეწნის გარეშე გადავიფარე თავზე საბანი.
-მიმიხედე კაი? _ ნიკომ ხატიას ლოყაზე აკოცა. თანხმობა თავის დაქნევით მიიღო.
-უნდა გაწელო დრო, სანამ მე დემეტრეს ვიპოვი. _ გასვლამდე ყურთან დაუტოვა ჩურჩულით ბგერები.


-გადაუდებელ საქმეზე მივდივარ. _ სახლში დაბრუნებულმა ნიკომ მისაღებში მჯდარ მშობლებს მიაძახა პირდაპირ ოთახისკენ აიღო გეზი.
-ასეთ დროს რა საქმე გაქვს? _ მძიმედ შეაბიჯა ოთახში ლევან ქაჯაიამ.
-ჩემი დის უბედურებას არ დავუშვებ.
-ვერსად ვერ წახვალ, არჩევანი თვითონ გააკეთა.
-თუ არ გინდა მეორე შვილიც დაკარგო გამატარე. _ გვერდზე გასწია მამამისი და კიბეებზე დაეშვა.
-მხოლოდ კარგი მინდოდა მათთვის. მხოლოდ ის მინდოდა, რომ ღირსეული შვილები მყოლოდა. _ ხელებში თავი ჩარგო ლევანმა. მალევე ცოლი ზურგიდან მოეხვია მეუღლეს.
-ღირსეულები არიან. დამიჯერე, შენთან დაპირისპირება რომ გაბედეს მთებსაც გადადგამენ, თუ შენ მოისურვებ. _ ატირდა ქალიც.
-მონსტრი ვარ. შვილებს ჩემი შეზიზღება ვაიძულე, საკუთარი თავი შევაძულე...
-ორივეს ძალიან უყვარხარ. არ ვამართლებ ანიკოს, მაგრამ არც შენ გამართლებ, მაგრამ ორივეს უყვარხარ. ხომ გითხარი, შენ თუ მოისურვებ დედამიწას დაუპირისპირდებიან.
-მინდოდა თეთრ კაბაში მენახა და ისე მიმეყვანა საკურთხეველთან.
-ასეც იქნება საყვარელო. ასეც იქნება...


-სად ხარ? _ მობილურში საყვარელი ქალის ხმამ წამიერი ბედნიერება აგრძნობინა ნიკოს.
-უკვე ავდივარ თვითმფრინავში ხატი. ხომ გახსოვს, ერთი დღით უნდა გადადო ეს პროცედურა.
-მოვახერხებ.
-მიყვარხარ. თავს მიხედე და დასაც მიმიხედე.
-მივხედავ და არ ინერვიულო. _ ტელეფონი გათიშა და ზურგჩანთაში შეინახა...

იამაიკის ბუნებას არ გაუკვირვებია ნიკო. ან რას უნდა გაეკვირვებინა. ხატიასგან იცოდა სადაც უნდა წასულიყო და მძღოლსაც მხოლოდ მისამართი უკარნახა. გინებით გაიხადა კედები და ცხელ ქვიშაზე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ბარის დახლთან ცნობილი ლუისი კოქტეილს ამზადებდა.
-გამარჯობა, ლუისი ხომ? _ ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა დემეტრემ.
-სალამი. ლუისი დიახ.
-მე თქვენი მეგობრის ძმა ვარ. ანოს ძმა. _კისერი გაასწორა ბიჭმა. ლუისს თვალები გაუფართოვდა.
-ძალიან მოხარული ვარ.
-დემეტრე მენაბდეს ვეძებ. სად შემიძლია ვიპოვო?
-შენს უკან ვარ. _ ზურგიდან გაიგო ბოხი ბარიტონი.
-დემეტრე, ანოს ძმაა. _ ნიკო წარუდგინა ლუისმა.
-ანოს სჭირს რამე? _ ქართულად ალაპარაკდა წარბებშეკრული დემეტრე.
-კი. სანამ სისულელეს გააკეთებს საქართველოში უნდა წამოხვიდე და გადააფიქრებინო. _ფეხზე წამოდგა ნიკო. დემეტრეს თვალებში ამოკითხულმა გაურკვევლობამ საუბარი ისევ ბიჭს დააწყებინა.
-თუ სამ საათში მოემზადები, მოასწრებ რომ მამიკო გახდე.
-რა?
-ორსულადაა და აბორტის გაკეთებას აპირებს. უნდა წამოხვიდე, ვერ დავუშვებ რომ მკვლელი გახდეს.
-მკვლელი? _ კეფაზე დაილაგა ხელები დემეტრემ. დედამიწა დატრიალდა. იამაიკის მზის სიცხე მილიონი გრადუსით გაიზარდა დემეტრეს სხეულში. ბედნიერებისგან სუნთქვაშეკრული იდგა ნიკოს წინ და სათქმელს თავს ვერ უყრიდა.
-მამა?
-ხოარ ღადაობ ძმაო, გეუბნები უნდა წავიდეთ მეთქი.
-მამა გავხდები? _თავისას აგრძელებდა დემეტრე.
-გახდები კი!
-მე? მე მამა? _ დებილივით იგივეს იმეორებდა დემეტრე.
-მაპატიე ძმა, აზრზე უნდა მოგიყვანო. _ ძლიერად მოქნეული მუშტი მოხვდა სახეში დემეტრეს. თავი ვერ შეიკავა და დაეცა.
-რატომ დამარტყი? _ ფეხზე წამოიჭრა ბიჭი.
-იმიტომ რომ სანამ შენ აქ ეიფორიაში ხარ ჩემი და საქართველოში აბორტის გაკეთებას აპირებს. პასპორტები, საბუთები აიღე და წავედით. ბილეთები მე მაქვს და თქვენი გაურკვევლობის გამო ორი დღეა ჰაერში ვარ გამოკიდებული...


-ხატია, სად ხართ? _ თვითფრინავიდან ჩამოსვლისთანავე დაურეკა ბიჭმა შეყვარებულს.
-ჩამოიყვანე?
-კი, სად ხართ?
-პირდაპირ საავდმყოფოში მოდი, ვერ გელაპარაკები. _სასწრაფოთ გათიშა ტელეფონი ხატიამ.
-გადამრევს ეს გოგო რა. მომისმინე დემეტრე; ანიკომ არაფერი იცის შენზე და ისე ქენი, რომ შენ არ იყო ჩემი დის სიკვდილის მიზეზი.
-ღმერთო, არ იცი როგორ მენატრება.
-არ მოგენატრება და ჩაეხუტები მუშტებს. _ ჩაილაპარაკა ნიკომ და საბარგულში ჩაალაგა ჩანთები.
-ბევრი დაგვრჩა? _ ბავშვივით ყოველ ხუთ წუთში კითხულობდა დემეტრე.
-თავიდან მაგრად უნდა მეცემე, მაგრამ ანოს გამო გადავიფიქრე. 21 საათში არ გადაგივიდოდა დალურჯებები. _ სურვილში გამოუტყდა დემეტრე.
-ანოსთვის გულის ტკენა ფიქრებშიც არ შემიძლია. უბრალოდ მან გაიგო არასწორად და არც მომისმინა ისე მიმატოვა. _ სევდა გაერია ხმაში.
-ატკენ და ისეთს გატკენ ცხოვრებაში არ დაგავიწყდება.
-ანოც ასე მემუქრებოდა ხოლმე. _ გაიფიქრა და სახეზე ღიმილის ტალღამ გადაურბინა...


საავადმყოფოში სხვანაირი აურაა; ჰაერიც სხვანაირია. თრთოლით და ცახცახით მიაბიჯებდა ანო დერეფანში და ხატიას ხელზე დაყრდნობილი შუშის თვალებით უმზერდა იატაკს.
-ანო. _ ნაცნობი ხმის გაგონებამ შეაშინა. იფიქრა მომეჩვენა, შიშის ბრალიაო.
-ანო ქაჯაია, შენ გალაპარაკები. _ ხმა განმეორდა, თან უფრო ახლოს და გარკვევით. კარისკენ შეტრიალდა და დემეტრეს სხეულის ლანდის დანახვამ სხეული უფრო აუცახცახა.
-მანდ იდექი, არ მომიახლოვდე. _ გატეხილი ხმით ამოიჩურჩულა.
-როგორ შეგეძლო ანო? ეს როგორ დამიმალე და თან ამის გაკეთებაზეც კი წახვედი. არც ჩემზე იფიქრე, არც ბავშვზე, არც ჩვენზე.
-შენ არ იცი რა გამოვიარე ამ გადაწყვეტილებამდე.
-რატომ? გეკითხები, რატომ გამოიარე? რატომ არ სცადე დაკავშირება, რომ ეს გეთქვა? პასუხისმგებლობის შემშინებია ოდესმე? მითქვამს რომ შენ გარეშე მომავალი წარმომიდგენია? რატომ გამოიარე ის რაც ჩვენი იყო? ორივეს უნდა გვტკენოდა, ორივეს შეგვშინებოდა და შენ? შენ ანო, შენ! რას გამტყუნებ, მე ვარ დამნაშავე აქ რომ გამოგიშვი, ხათრი რომ არ გაგიტეხე!
-შეწყვიტე! ნუ მეჩხუბები! მეგონა საცოლე გყავდა.
-ხო, მაგიტომ გამლანძღე და გამასწორე მიწასთან.
-რა გინდა, ბოდიში მოგიხადო? _ ატირებული ანო სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს.
-თუ შეიძლება ნუ ტირი, ჩემს შვილს არ ევასება, მამამისივით. _ ჯერ მუცელზე მიუთითა, შემდეგ თმაზე გადაისვა ხელი.
-წადი რა, დამანებე თავი! რას გადამეკიდე.
-უყურე ამას. _ წარბები შეკრა ბიჭმა და ატუზულ ხატიას გახედა. -ნორმალური ქვია ახლა შენ დაქალს?
-დემეტრე, რა გინდა?
-ცოლად გამომყევი. ბეჭედი ახლა არ მაქ, მარა ისეთს გიყიდი აწევა გაგიჭირდეს. _ანოს ხელები თავისაში მოიქცია ბიჭმა.
-ბავშვობაში თეფშებს იმიტომ ვასუფთავებდი, რომ ლამაზი ქმარი მინდოდა... _ ღიმილი სახეზე შეეყინა დემეტრეს. გაოცებულები იდგნენ ხატია და ნიკოც.
-რა? სერიოზულად მეუბნები მაგას?
-რავი, სილამაზე არ გაკლია და მგონი სერიოზულად ვამბობ.
-მოგკლავ! _ სიცილით ააფრიალა ქალის სხეული დემეტრემ...
-ანო. _ ბედნიერება „დააპაუზა“ ლევან ქაჯაიას ხმამ. ყველას ერთდროულად წაეშალა სახიდან ღიმილი.
-მამა, არ გინდა! _ მკერდზე ხელი დაადო ნიკომ.
-მინდა ჩემს შვილს პატიება ვთხოვო. _ სევდიანმა ხმამ გადაკვეთა მანძილი მშობელსა და შვილს შორის.
-ანო, მაპატიებ? გეყვარება შენი ეგოისტი მამა? _ ატირებული ანო მამისკენ სიხარულით გაიქცა და კისერზე ჩამოეკიდა.
-სულ მეყვარება ჩემი ეგოისტი მამიკო. _ ჩურჩულებდა ლევანის ხელებში...

ვინ თქვა ოცნებები არ ხდებაო?
რათქმაუნდა, თქვენ თუ იოცნებებთ, რომ ჯადოქარი იყოთ, წყლის მართვა შეგეძლოთ, გაბრაზებულზე სულების გამოძახება, ხელებიდან ფერადი ძალების გამოშვება, ვამპირობა ან სხვა პარანორმალური მოვლენა, იოცნებეთ, რა ვიცი, შეიძლება ერთ დღეს ახდეს კიდეც.
ლევან ქაჯაიას ოცნება ახლა. - ქალიშვილი საკურთხეველთან მიიყვანა თეთრ კაბაში გამოწყობილი, ოდნავ მუცელგაბერილი.
დემეტრეს ოცნებაც ახლა. - ცხოვრება დაალაგა, საყვარელი ქალი ცოლად შეირთო, სამშობლოში დაბრუნდა.
ნიკოს და ხატიას ოცნებაც ახდა. - ხატია ანოს მეჯვარეობას კისრულობდა, ნიკო მაგარ წვეულებას ქორწილის შემდეგ.
ქაჯაიების და მენაბდეების უფროსი თაობის სურვილებიც ახდა. - შვილები ბედნიერები და ჯანმრთელები ჰყავდათ, ამას გარდა მალე პატარა გოგო ან ბიჭი ბებია-ბაბუას ძახილით აიკლებდა მათ სახლს.
დემეტრეს უკვე გადაეწყვიტა საქართველოში ცხოვრება. ნინი და ზურა განიცდიდნენ განშორებას რძალ-შვილთან, მაგრამ იმედით და სიხარულით შეჰყურებდნენ მომავალს და წრფელ ღიმილიან შვილებს.
არ ყოფილა ნათესავების კითხვები „ბავშვს არ აპირებთ“ და მსგავსი, მაგრამ იყო მოგზაურობა „ზამთრის რომში“, ბედნიერი წამები და ზღვა სიყვარული...

******* (ბონუსი)
სამსახურიდან დაბრუნებულ დემეტრეს კართან ვაჟი შეეგება.
– მამა, ხვალ ჩვენ სკოლაში მცირე მაშტაბიანი მშობელთა კრებაა. _მიახალა ახალმოსულს და თითები გადააჯვარედინა, იღბლიანობის იმედით.
– რას ნიშნავს მცირე მაშტაბიანი მშობელთა კრება ნიკო? _ ქურთუკი და ფეხსაცმელი გაიხადა.
–იცი, მხოლოდ მე, შენ და სკოლის დირექტორი ვიქნებით. _ დივანში ჩაესვენა დემეტრე.
-დედიკოოო, ნიკომ ვიღაც ცემა. _თითქოს დავიწყებული ამბავი გაახსენდაო, ისე წამოიყვირა ელენემ.
-გაჩუმდი კეკე, დედას არ უთხრა რა. _პირზე ხელი ააფარა ბავშვმა დას. ეს ზედმეტსახელი ჯერ კიდევ დაბადებიდან შეარქვა.
-რა მოხდა მამი? _ დემეტრემ შვილს თმაზე გადაუსვა ხელი.
-ჩემი შეყვარებული გააბრაზა დიტომ და ვიჩხუბეთ. _ აღიარა ბიჭმა და ლოყები აუწითლდა. მენაბდემ სიცილით გახედა შვილს.
-ძაან ცემე? _ აგრძელებდა შვილის დაცინვას.
-ვინ ცემეთ? რაზე საუბრობთ? _ წინსაფრით და ლანგრით ხელში შევიდა ანო მისაღებში. ნიკომ მამას მუდარით გახედა, რომ დედიკოსთვის არაფერი ეთქვა.
-არაფერი, ისე ვთქვით. _მეუღლეს აკოცა და ქალიშვილი ჩაიხუტა. -დედიკოს არ ვუთხრათ, თორემ ნიკოს გაებუტება კაი? _უჩურჩულა შვილს.
-მაშინ სკოლაში რომ დავიწყებ სიარულს, ჩემ გამოც ცემოს ვინმე. _ ეშმაკურად ჩაეღიმა ელენეს.
-შენ თუ ვერ მოერევი, მაშინ ნიკო ცემს. _ პატარა მენაბდემ მამას ლოყაზე აკოცა და ძმას მიუბრუნდა, რომელიც მატემატიკის ამოცანის ამოხსნას ცდილობდა.
-ზედმეტი ხომ არ ვარ? _ ანო მეუღლეს მიუწვა დივანზე და ღიმილით გახედა მოკამათე შვილებს.
-8+4=12-ს კეკე 12-ს.
-4-ს უდრის ნიკო, 4-ს.
-კეკე, კიარ უნდა გამოაკლო, უნდა მიუმატო. _მშვიდად უხსნიდა ძმა.



№1 სტუმარი სტუმარი sweet home

აუუ ძალიან კარგი იყო უსიტყვოდ. ისეთ ემოციებში ჩავვარდი ბოლო მომენტებზეე ვერფერს ვერ ვწერ. ემოციებით სავსეე მხიარულებით და სიყვარულით სავსე იატორია იყო. ერთიანადწავიკითხე. გილოცავ

 


№2 სტუმარი მარიიი

Ra sayvarlobaaa dzalian momewona
Madloba shen rom ase gamilamaze es dge

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

ძალიან ბევრი ვიხალისეეე, აი ისეთი იყოო რომ ორივე პერსონაჟმა ძალიან გამამხიარულაა მათ სიგიჟეებზე იმდენი ვიცინეე საყვარლებიი, ზოგადად ასეთი ლაღი და ბედნიერი დასასრულებით მიყვარს ისტორიებიი, დღევანდელი ცხოვრებიდან რამოდენიმე წუთით რომ გწყვეტს და ბედნიერებას შენც განიჭებს. იმედია მალე დაგვიდებ ასეთ საყვარლობას. წარმატებები.

 


№4  offline მოდერი სელენე

სტუმარი sweet home
აუუ ძალიან კარგი იყო უსიტყვოდ. ისეთ ემოციებში ჩავვარდი ბოლო მომენტებზეე ვერფერს ვერ ვწერ. ემოციებით სავსეე მხიარულებით და სიყვარულით სავსე იატორია იყო. ერთიანადწავიკითხე. გილოცავ




უღრმესი მადლობა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისიამოვნეთ <3

მარიიი
Ra sayvarlobaaa dzalian momewona
Madloba shen rom ase gamilamaze es dge



მადლობა თქვენ <3

სტუმარი დარინა
ძალიან ბევრი ვიხალისეეე, აი ისეთი იყოო რომ ორივე პერსონაჟმა ძალიან გამამხიარულაა მათ სიგიჟეებზე იმდენი ვიცინეე საყვარლებიი, ზოგადად ასეთი ლაღი და ბედნიერი დასასრულებით მიყვარს ისტორიებიი, დღევანდელი ცხოვრებიდან რამოდენიმე წუთით რომ გწყვეტს და ბედნიერებას შენც განიჭებს. იმედია მალე დაგვიდებ ასეთ საყვარლობას. წარმატებები.




ჩემი მიზანიც ეს იყო, რომ ცოტა ხნით მაინც დაგვევიწყებინა უსამართლო და მწარე რეალობა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ნაწერმა ეს რამდენიმე საათით მაინც შეძლო <3

 


№5 სტუმარი სტუმარი lika

Sauketesoa❤️

აუ აქ ჩემი მოთხრობები როგორ დავდო მითხარით გთხოვთ

 


№6  offline წევრი Barbare ❤

მშვენიალური იყო ❤

 


№7  offline მოდერი სელენე

სტუმარი lika
Sauketesoa❤️

აუ აქ ჩემი მოთხრობები როგორ დავდო მითხარით გთხოვთ



მადლობა <3 შეგიძლია ნახო როგორ უნდა ატვირთო სიახლე ვიდეო გაკვეთილით <3

Barbare ❤
მშვენიალური იყო ❤



მადლობა <3

 


№8  offline წევრი ჟოზე

ხატია,ნიკო, ანო.... ❤
შენ ხარ სიყვარული გოგო... ვაიმე, როგორ ღიმილიანმა ჩავიკითხე რა კაი და სიყვარულები იყვნენ, თან ნაცნობი მომენტები რო ვნახე.
ძალიან გაიზარდე ჩემო ტკბილო , როგორ მომეწონა, რა სიყვარულები იყვნენ
დღეს დილიდან მექნება კარგი განწყობა მთელი დღის მანძილზე.. მადლობა ❤❤❤

 


№9  offline მოდერი სელენე

ჟოზე
ხატია,ნიკო, ანო.... ❤
შენ ხარ სიყვარული გოგო... ვაიმე, როგორ ღიმილიანმა ჩავიკითხე რა კაი და სიყვარულები იყვნენ, თან ნაცნობი მომენტები რო ვნახე.
ძალიან გაიზარდე ჩემო ტკბილო , როგორ მომეწონა, რა სიყვარულები იყვნენ
დღეს დილიდან მექნება კარგი განწყობა მთელი დღის მანძილზე.. მადლობა ❤❤❤



ვაიმეე, სულ გჩუქნი ამ ისტორიას <ე მარტო შენთვის მემეტება <3

 


№10 სტუმარი სტუმარი თამო

კოლეელს,ჩინელს და იაპონელს ვერც მე ვარჩევ ერთანეთისგან ????????????????

 


№11  offline მოდერი სელენე

სტუმარი თამო
კოლეელს,ჩინელს და იაპონელს ვერც მე ვარჩევ ერთანეთისგან ????????????????

რაშუაშია ეს ისტორიასთან? (სიცილის სმაილები)

 


№12  offline წევრი იანა

ძალიან საყვარლობა და ღიმილით წასაკითხი ისტორია იყო <3 ძალიან ბევრი ვიხალისე ამ წყვილზე და მათ გიჟობებზე <3 მე გეტყვი რომ ასე უნდა გააგრძელო, შეცდომების მიუხედავად მალე დაიხვეწები და უკეთესზე უკეთეს ისტორიებს შემოგვთავაზებ <3
პ.ს ნეგატიური კომენტარები დაიკიდე! ერთი მაინც გამოჩნდება თეთრი ყვავი <3

იანა
ძალიან საყვარლობა და ღიმილით წასაკითხი ისტორია იყო <3 ძალიან ბევრი ვიხალისე ამ წყვილზე და მათ გიჟობებზე <3 მე გეტყვი რომ ასე უნდა გააგრძელო, შეცდომების მიუხედავად მალე დაიხვეწები და უკეთესზე უკეთეს ისტორიებს შემოგვთავაზებ <3
პ.ს ნეგატიური კომენტარები დაიკიდე! ერთი მაინც გამოჩნდება თეთრი ყვავი <3



მადლობა <3 აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას <3

 


№13 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა ძალიან საინტერესოა იყო მე შესტომებს არ ვასწორებ ისე ძაან ვიმხიარულე დიდი მადლობა ჩემო კარგო არამგონია მიგუჩეჩებული იყოს ნამდვილად კარგი და საინტერესო ნაწარმოებია

 


№14  offline წევრი იანა

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა ძალიან საინტერესოა იყო მე შესტომებს არ ვასწორებ ისე ძაან ვიმხიარულე დიდი მადლობა ჩემო კარგო არამგონია მიგუჩეჩებული იყოს ნამდვილად კარგი და საინტერესო ნაწარმოებია



მადლობა დიდი <3 ვფიქრობ ძალიან რთულია, რომ ამხელა ტექსტში რაღაც არ შეგეშალოს <3 მიხარია, რომ ისტორიით ისიამოვნეთ, იმის მაგივრად, რომ არასწორად დაწერილ სიტყვას გამოჰკიდებოდით <3

 


№15  offline წევრი nankanan

შეგიძლია "პროდიუსერს" მიაწოდო ეს ისტორიდა ფილმი გადაიღონ smile ძალიან მომეწონა და ფილმზე არ მიხუმრია heart_eyes წარმატებები kissing_heart <3

 


№16  offline მოდერი სელენე

nankanan
შეგიძლია "პროდიუსერს" მიაწოდო ეს ისტორიდა ფილმი გადაიღონ smile ძალიან მომეწონა და ფილმზე არ მიხუმრია heart_eyes წარმატებები kissing_heart <3



ღმერთო, რა თბილი კომენტარია <3 მთელი დღე კი არა, მთელი კვირა სახეზე ღიმილგადაკრული ვივლი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent