შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი ამბები (13)


9-02-2020, 22:23
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 094

აურორამ ბევრი იარა. გოუსთ ჰილს კარგად არ იცნობდა და თავიდან, გაბრიელის სურნელმა ჯადოქრების კვარტლამდე მიიყვანა, თუმცა შიგნით შესვლა ვერ შეძლო. სპეციალური შელოცვა ჰქონდა. ამ ადგილს, მისნაირები, ვერ ეკარებოდნენ. ძალიან საეჭვოდ მოეჩვენა ეს ამბავი, თუმცა იფიქრა, გუნება-განწყობას არ გავიფუჭებ, წუთი-წუთზე საყვარელ მამაკაცს მაინც შევხვდებიო და დროგოების სასახლესთან მივიდა.
არც იქ შესულა. კარგა ხანს, მიმდებარე ქუჩებს ათვალიერებდა. მოსწონდა ეს ქალაქი. ყველაზე მჩქეფარე და სიცოცხლით სავსე იყო. აივნებზე ქოთნის ყვავილები გამოეფინათ, ქვისგან ნაშენი სახლები ფერად ატმოსფეროს ჰქმნიდა და ქუჩებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ცოცხალი ჯაზი გაისმოდა.
დაღამებამდე იხეტიალა.
საბოლოოდ, როცა ყველა დროგომ მოიყარა სახლში თავი, აურორაც გაფაციცებით შეეცადა მათ გაოგნებას და პირდაპირ მიადგა.
- გაბრიელ, საყვარელო! - დაიყვირა ქალმა და გაშეშებულ ვამპირს მთელი სხეულით ჩამოეკონწიალა კისერზე.
მარიანამ და კატალინამ ერთმანეთს გადახედეს.
- ამის დედაც! - აღმოხდა კატას.
- შენ.. შ შენ აქ როგორ? - ცხოვრებაში პირველად დაება ენა გაბრიელს. აურორა მხრებიდან ჩამოიხსნა და კარგად შეათვალიერა. რაღაც მომენტში, ეგონა, მეჩვენებაო. - ნამდვილი ხარ? - ხელით მოსინჯა.
მერე თავისივე გცევამ გააცინა.
- ნახევარი საუკუნე მეძინა. შეიძლება ერთიც. ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ... შენ გამო გავიღვიძე გაბრიელ, შენზე ფიქრებმა მომიყვანა გონს.
ქალმა ხელებში მოიქცია მამაკაცის სახე და თვალებში ჩახედა.
ტყუპებმა ისევ ერთმანეთს გადახედეს.
- ანუ არ გახსოვს, რა მოხდა? - მიუახლოვდა მარიანა ღიმილით. მერე მოეხვია და თავის ძმას ტუჩის მოძრაობით ანიშნა, მაგრად დაგვერხაო.
- არაფერი მახსოვს. დამპალი ჯადოქრების ბრალი იქნება უთუოდ! - აურორა ისევ გაბრიელს მისჩერებოდა. ძველი, დაფლეთილი კაბა ეცვა და მაინც ისე ბრწყინავდა, გეგონება ჰოლივუდის ფილმის გადაღებებიდან გრიმის მოხსნის გარეშე გამოსულიყო.
- შენს დასაც სძინავს?
- ორივემ გამოვიღვიძეთ. ჩემი და სისხლის სავანეში დარჩა - ჩაილაპარაკა არხეინად და თავის საყვარელ კაცს მიუახლოვდა - რატომ არაფერს ამბობ გაბრიელ? გეგონა, მიგატოვე და ამიტომ გავქრი?
- ჰო, ეგრე მეგონა - ნაძალადევი ღიმილით დაუქნია კაცმა თავი.
- ყველაფერი დამთავრდა, დავბრუნდი გაბრიელ, დავბრუნდი - ისევ კაცის მკლავებში ჩაემხო და საპასუხო ალერსის მოლოდინში, თვალები განაბა.
გაბრიელი იდგა.
აურორას სხეულის სითბოს გრძნობდა, თუმცა ეზიზღებოდა ეს შეგრძნება. ეზიზღებოდა ეს სიახლოვე. გეგონება, ვიღაცამ ჭუჭყი შეაზილა ისედაც აქამდე მრავალჯერ დავრდომილ მის სულს. კაცი ხომ საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა? არც აურორას ეკუთვნოდა. მისი სხეული სულ ცოტა ხნის წინ სხვისი გამხადიყო და საკუთარი თავი სძულდა, რადგან არ შეეძლო, აურორასთვის ხმამაღლა ეღრიალა, დამეხსენიო.
გაბრიელი დეიზის ეკუთვნოდა.
და სამყაროში ყველაზე მეტად ახარებდა რომ საკუთარ თავზე მეტად, სხვისი იყო.
თვითონაც და ტყუპებმაც კარგად იცოდნენ, შეშლილ აურორასთან დეიზის სახელი არ უნდა ეხსენებინათ.
ის საშიში იყო, რადგან შეწყნარება არ იცოდა, რას ნიშნავდა. არც შიში იცოდა. გაბრიელზე დაცენტრილი და ვლადზე სასტიკი აურორა ახლა იმაზე საშიში იყო, ვიდრე ოდესმე.
შორეულ სისხლის სავანეში, ვლამდა ჭიშკრის ჭრაჭუნთან ერთად, დედამისის ჩხავილიც გაიგონა და მიხვდა, რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც კარგა ხანია, არ მომხდარა.
მსუბუქი, გრაციოზული ნაბიჯები იგრძნო ნაცნობი ქალის მოახლოება და ამ ნაბიჯებთან ერთად, გასაოცარი მხიარულებაც ერთვოდა საფრთხეს.
- ვლად! - უცნაური აქცენტით წარმოთქვა ქალმა მისი სახელი და მთელ კოშკში ისეთი გრილი სურნელი დატრიალდა მისი კანის, რომ წყვდიადის სისხლიანი რაინდიც გაოგნებული უმზერდა ამ ყველაფერს.
- ჯანდაბა ამის თავს - თვალები გადაატრიალა ვლადმა - შენ აქ რა ქარმა გადმოგაგდო კიარა? - ზუსტად ისე შეხედა, როგორც მოჩვენებას. ალბათ მოჩვენებას გაცილებით გულგრილი მზერით შეათვალიერებდა და მსგავსად არ შეცბუნდებოდა.
კიარა მოსიარულე დემონი იყო.
დემონი, რომელსაც ფიქრის უნარი ან საერთოდ არ გააჩნდა ან გადაჭარბებულად ფიქრობდა. გრძნობებს ისე იყო აყოლილი, ყოველი მისი ნაბიჯი გაუწონასწორებელი ფსიქოპათისას ჰგავდა.
- გავიღვიძე - წარმოთქვა გაკრეჭილმა და კაცს მიუახლოვდა.
- მანდ იდექი - ხელი წინ გასწია ვლადმა და გაშლილი ხუთი თითი ქალის მუცელს მიადო. კიარამ არც აცია, არც აცხელა, ვლადის ხელი მკერდთან აიცურა და გულთან მიიტანა.
- შენი დანახვისას, ვცოცხლდები. - წარმოთქვა მან. - შეხედე, გული მიცემს.
- ღმერთო, რა დავაშავე? არა, ბევრი დავხოცე, ბევრიც ვაწამე, სისხლის მდინარეები მოვაწყე ქალაქში, მაგრამ ამის ფასი დანაშაული მაინც არ მიმიძღვის - წარმოთქვა უცხვად და ხმამაღლა. ხელი ცივად დააშორა ქალის აფანცქალებულ გულს.
- ასე რატომ ლაპარაკობ? როგორც იქნა, დავბრუნდი. როგორც იქნა, კარმილა აღარაა.
ვლადი ყველაფერზე თვალს დახუჭავდა. კიარა იმდენად სულ ერთი იყო, წარბსაც არ შეიხრიდა, ხელსაც არ გაანძრევდა მის მოსაკლავად, მაგრამ კარმილას ხსენების უფლება არავის ჰქონდა. მითუმეტეს, მისი სიკვდილის.
ყელში სწვდა. ელვის სისწრაფით მიაჯახა რკინის უზარმაზარ კარს და ისე მოუჭირა ხელი, ადამიანი რომ ყოფილიყო, გაციებასაც მოასწრებდა.
- აღარ ახსენო ჩემი ცოლის სახელი! - გამოსცრა ერთმანეთზე მიბჯენილი კბილებიდან.
- კარგი - თავი მორჩილად დაუქნია ოცნების მამაკაცს. - მაგრამ არ გაოცებს ის ფაქტი, რომ ზუსტად იმ დროს დავბრუნდი, როცა მისი ქმარი აღარ ხარ?
- სამუდამოდ კარმილას ქმარი ვიქნები. და თან... - კიარას სისულელეზე გაეცინა ვლადს. თავი ვეღარ შეიკავა. ჩამოეხსნა და კარგა ხანს მაგრად იცინა.
- რა ხდება?
- კარმილას სიკვდილის შემდეგ, მისმა შელოცვამ აზრი დაკარგა და რაღაცა დროის შემდეგ, საერთოდ აიხსნა. შენ კი გეგონა, ბედნისწერამ დააკავშირა ჩვენი გზები და იმიტომ გაიღვიძე? - სიცილს აგრძელებდა კაცი - ჩემმა ცოლმა მიგაძინა სულელო.
- არც მიკვირს - ამოიოხრა კიარამ. - ყოველთვის ეჭვიანობდა ჩვენზე.
- საეჭვიანო არაფერი ჰქონდა, უბრალოდ ზედმეტად აბეზარი გახდი და როგორღაც მოგიშორა თავიდან. აბეზარი ჩვენი თავი გვეყოფოდა მთელ ოჯახს კიდევ შენ რომ არ დაგვმატებოდი ზემოდან შენს დასთან ერთად.
- არა, აურორას რაღაც ერჩოდა, მაინც ვერ გავიგე.
- შენნაირი შეურაცხადი იყო.
- ცდილობ, შეურაცხყოფა მომაყენო რომ ჩვენს შორის გამეფებული გრძნობები ისეთი შესამჩნევი აღარ გახდეს - კმაყოფილი სახით გაისწორა თმა და მერე სარკეშიც ჩაიხედა. ოქროსფერი კულულები წელამდე ჩამოშლოდა, მწუხრისფერ კოშკს გასაოცარ მზის ელვარებას ანიჭებდა თავისი ფითქინა კანით, თმითა და თაფლისფერი თვალებით.
რაღაცით კარმილასაც ჰგავდა, მაგრამ ვლადი ამ მსგავსებას არასოდეს ამჩნევდა, პირიქით, კარმილა მისთვის სიწმინდე იყო. ერთადერთი, რომელმაც ამ ცოდვიან სამყაროში შვება და სიყვარული მოჰგვარა. კიარა კი საკუთარ თავს ახსენებდა. ფაქტობრივად, იდენტური ხასიათი ჰქონდათ, მაგრამ ქალს იმდენად ალოგიკური გამოხტომები ახასიათებდა, ვლადს არც კი დაესიზმრებოდა.
- ჩვენს შორის გამეფებული გრძნობები? - ჰკითხა ვლადმა. - ჩემს გასართობად თუ მოხვედი, მინდა გითხრა, რომ კომედიურ ჟანრს უპირატესობას არ ვანიჭებ.
- თავიდან ბოლომდე ჰორორი ხარ და მაგიტო! - მხრები მსუბუქად შეათამაშა და დარბაზის ცენტში, უზარმაზარ ტახტზე ჩამოჯდა, რომელიც ვლადის კუთვნილი ადგილი იყო. - რას შვრები აბა, როგორ ხარ? - ჰკითხა სასხვათაშორისოდ და ფრჩხილებზე დაიხედა.
ძილისას არ გაზრდოდა, არც გაჰფუჭებოდა.
- რავიცი, არამიშავს - გაოცდა ვლადი. სოციალური ქსელის სტანდარტულ დიალოგს არ მოელოდა ეტყობა.
- აი მე მაგრად ვარ.
- აურორა სადაა?
- თავის სიყვარულთან. მე ჩემს სიყვარულთან მოვედი - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ტუჩებით.
ვლადმა დაიჭირა კოცნა და კედელს შეანარცხა.
მოძველებული ჟესტი იყო, თუმცა ძველ ხალხზე ჭრიდა, რადგან კი\რას ძალიან ატკინა გული მაგ ქცევამ.
- ის დარტყმული გაბრიელთან წავიდა? ჯანდაბა! დეიზი - ამოიოხრა ვლადმა და რაღაც მომენტში, სასოწარკვეთა იგრძნო. არც კი იცოდა, რა გეგმა შეემუშავებინა თავისიანების დასახმარებლად. კიარას გარემოცვაში ფიქრი ძალიან ძნელი რამე იყო.
- დეიზი ვინაა?
- არავინ, გამოთქმაა ეგეთი.
- ჯანდაბა! დეიზი! - გაიმეორა კიარამ და მერე გაეცინა - მომწონს. ამ ღამით სად დავიძინებ? - ჰკითხა მაცდურად.
- ამდენი წელი გეძინა და კიდე ძილზე ფიქრობ? ექიმს გაესინჯე.
- ძილს არ ვაპირებ. მაინტერესებს, შენი საძინებლით ვისარგებლებთ თუ საწოლზე არ მოგწონს.
- საწოლი საერთოდ არ მაქვს. აკლდამაში ვისვენებ ხოლმე.
- აკლდამა ნამდვილად მიმზიდველი წინადადებაა - გადაიკისკისა ქალმა.
- შემოთავაზება არ ყოფილა. შენ აქედან გაქრები, მე კი ჩემს მოსაწყენ და ამაო, თუმცა ჩემთვის მისაღებ ყოველდღიურობას დავუბრუნდები.
- კარგი რა ვლად, აღიარე რომ მაგრად გართობ.
- არ ვაღიარებ!
- ყოველთვის ასმაგად მიზიდავდა შენი სიჯიუტე.
* * *
მოულოდნელად, ტელევიზორის არხები ზებუნებრივ არსებათათვის ჩაირთო. ყველა ჯადოქარი, მაქცია და ვამპირი გაოგნებული შეჰყურებდა ახალი ამბების ქავერში გამოჩენილ პატარ-პატარა კადრებს, სადაც ძირითადად, ვლადის გამოსახულება იყო. ზოგჯერ სელენაც, მარიანაც, გაბრიელიც, კამილაც და განსაკუთრებით, დეიზი.
გადაცემა დაიწყო.
სკამზე წამოსკუპებული მიმზიდველი მამაკაცი ოხუნჯი ღიმილით მიესალმა მოსახლეობას:
- დილა მშვიდობაში ძვირფასო ზებუნებრივებო. მინდა სიხარულით და ცოტაოდენი სიბოროტითაც გამცნოთ, რომ ჩვენი ტელევიზია, როგორც იქნა, გაიხსნა. მისი ხილვა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ჩვენთვის, ადამიანები ვერაფერს გაიგებენ ამის შესახებ. მაგალითად, ჩვეულებრივი ადამიანური ახალი ამბების მაგივრად, თქვენ ჩემს სიუჟეტს იხილავთ. მე პარკერ ჰოლმსი ვარ და ისეთი ადგილიდან მიმყავს ჩვენი სამყაროს ახალი ამბების მიმოხილვა რომ თმები ყველას ყალყზე დაგიდგებათ: ჯოჯოხეთიდან გიგზავნით მოკითხვას. ეს ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი არაა - კაცმა გარშემო მიმოიხედა. იღიმოდა შეურაცხადად, იმდენად გიჟივით, რომ ჩვეულებრივ მოკვდავს შეიძლებოდა სული გასძრომოდა შიშისგან.
- ეს ჯოჯოხეთი განსაკუთრებული ხალხისთვისაა. იმათთვის, ვინც გაუგონარი ბოროტება ჩაიდინა. მე მაგალითად, ჩემი ოჯახი ამოვხოცე. ბოლო დროს, ნერვებს მიშლიდნენ და სამყარომ აქ გადმომისროლა. ახლა სადაც ვცხოვრობ, დრო გაჩერებულია. ან არც არის გაჩერებული. ისეთი ძლევამოსილი ჯადოქარი ვიყავი, უხუცეს დეიზის ვერც კი დაესიზმრება. ამ სამყაროში მხოლოდ მე ვარ და ამ სიმარტოვეში, თქვენი დაკვირვებისთვის მრავალი დრო მქონდა. თითოეული თქვენგანის საიდუმლო და ცოდვა ვიცი. ვლად, საყვარელო, ცოტახანში ალბათ გვერდს დამიმშვენებ - ხელი დაუქნია ეკრანიდან ვლადს - მაგრამ შენი ბავშვები ამას არ დაუშვებენ. ერთი სიტყვით, ჩემი მაგიური შესაძლებლობების გამოყენებით, გადავწყვიტე, ცოტა გაგართოთ და პირველ რიგში, საკუთარი თავი გავირთო. 27 წელია აქ მარტო ვარ. მეგობრები არც მანამდე მყოლია ან თუ მყავდა, ისინიც ამოვხოცე, მაგრამ ხმის გამცემი კაცი შვილი რომ არაა ახლო მახლო, მაგან ისე დამთრგუნა, საკუთარ თავთან საუბარი დავიწყე და არაჩვეულებრივი დემაგოგიური ნიჭიც ჩამომიყალიბდა. დავიწყებ ცხელ-ცხელი ამბებით სისხლის სავანიდან: კარმილა დაიღუპა, მისი ბავშვები ვლადს გაექცნენ და გოუსთ ჰილში დასახლდნენ, ტყუპებს მოდელობის ნიჭი აღმოაჩნდათ. არცაა გასაკვირი, გენეტიკურად ისეთი ვიზუალის მშობლები ჰყავთ რომ თვითონ რითი იქნებიან ნაკლები? თან ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული მუღამი აქვთ. ახალი დაქალიც გაიჩინეს.
ფონად მარიანას და კატალინას ვიდეო გაჩნდა. პარკერი ჰყვებოდა ამბებს, უკან კი შესაბამისი კადრები ჩნდებოდა.
- სამყაროში შეშლილი დები დაბრუნდნენ - გადავიდა სხვა თემაზე - მათი გვარი აღარ მახსოვს. სიმართლე ითქვას და ეგ მეასეხარისხოვანია. მთავარი მხოლოდ მათი გამოჩენა იყო. როგორც ყველასთვის ცნობილია, აურორა და კიარა დროგოების ოჯახის განუყოფელ ნაწილებად მოიაზრებიან. მაგალითად, როცა საქმე მამიკოს ეხება, კიარა იუმედო რომანტიკოსი ხდება, აურორა კი ძირითადად, შვილზე იხსნის ვენებს. უცნაური გემოვნება აქვთ, მაგრამ მაინც გემოვნება. სამყაროში, ორადორი მაქცია დარჩა და ისინიც დროგოებზე გიჟდებიან. მოიცა, რა ერქვა? ჰო, კაენი და ქრისტიანო. ვაა, ქრისტიანო. ამის დედაც, ეს ის ქრისტიანოა? - ჰკითხა ვიღაცას - უკაცრავად, ზოგჯერ ახალი ამბები წინასწარ კი არ მაქვს დაწერილი, ცხელ-ცხელი რამეების ინფორმაციას ლაივში მაწვდიან ხოლმე და გაოგნება თუ ვერ დავმალე, ჩემი ბრალი არაა. ანუ ქრისტიანო გავბრუნებია. მაგარია, ვაუ, ქულ - ცერა თითი უკმაყოფილო სახით ასწია და ტუჩის კუთხეები დაბლა დახარა.
- დღეისთვის მოსაყოლი აღარაფერი მაქვს. განწყობა გამიფუჭდა. იმის თქმასაც ვაპირებდი, უხუცესი დეიზი მკვდრეთით აღსდგა და მერე რაებიც დაატრიალა, მაგრად დაგაინტერესებდათ, მაგრამ ცოტა არ იყოს, სახიფათო ამბავია. მოდი ამ ინფორმაციას სხვა დროისთის შემოვიტოვებ. ზოგჯერ ვუფიქრდები და ვხვდები რომ თქვენ სადღაც ისეთ ადგილას ხართ, სადაც სიცილი, კისკისი, ნარკოტიკი და დასალევია. მერე ბრაზი მიპყრობს. დიდი სიამოვნებით ამოგწყვეტდით ყველას. ან თქვენ აქ გამოგიშვებდით, მე მანდ წამოვიდოდი და ნახავდით მერე რა ძნელია ცხოვრება აიფონების გარეშე. კარგია რომ ჯადოქარი ვარ, როგორღაც მაინც ვახერხებ ტექნიკასთან წვდომას. საბოლოოდ, მოკითხვას გითვლი მარიანა - ხელი დაუქნია ქალს - ვიცი, აგაფორიაქებს ჩემი დანახვა, შეიძლება ემოციაც მოგეძალოს, მაგრამ დიდად ნუ ინაღვლებ. მე აღარ ვნაღვლობ. დროთა განმავლობაში, ისე გამომფიტა მარტოობამ რომ ყველა გრძნობა გავიყინე. ამიტომ საერთოდ აღარაფერი მახსოვს ან რაც მახსოვს, ისეთივე უაზროა ჩემთვის, როგორი უაზროც ცხოვრება ჩანს. სრულიად უგრძნობი ვარ ან მხოლოდ ბოროტებაა ჩემში დარჩენილი. ამიტომაც გავაკეთე ეს ტელევიზია, მინდა რომ ცხოვრება გაგიმწაროთ. აბა, ადიოს!
ტელევიზორი გამოირთო.
მთელი ეს დრო, მარიანა გაშეშებული ჩამომჯდარიყო და გაბრიელს ხელს ხელზე უჭერდა.
- კარგად ხარ? - ჰკითხა ძმამ.
თავი უარის ნიშნად გააქნია.
სისხლის სავანეში, ვლადსა და კიარასაც კი მისწვდათ ზებუნებრივთა ტელევიზიის ამბავი. უკმაყოფილო კაცს გადაცემები დიდად არ ადარდებდა. ოღონდაც კიარა მოეშორებინა და ყველას თავში ქვა ეხალა თუ. მხოლოდ მისი წამყვანი აშფოთებდა.
პარკერის სახელის გაგონების შემდეგ, ეგრევე შვილს დაურეკა:
- მარიანა, როგორ ხარ? - ჰკითხა ქალიშვილს.
- ცუდად - უპასუხა ქალმა - ამდენი ხნის მანძილზე მკვდარი მეგონა. რაღაც წყევლა მაქვს? მითხარი, როცა დავიბადეთ, სელენამ პერსონალურად დამრწყევლა? ხალხი, რომელიც ჩემთვის ძვირფასია, მკვდარი მგონია. სინამდვილეში კი სადღაც ჯანდაბაში არიან და ან ბიზნესზე მუშაობენ ან ერთკაციან ტელევიზიაზე.
- უბრალოდ სავალალო შემთხვევითობაა. დათარსული ხარ, მეტი არაფერი.
- კარგი რაა. პარკერი ცოცხალია და თან ფეხებზე ვკიდივარ. ჩემს ერთადერთ მეგობარს, რომელიც ცხოვრებაში მყოლია, გრძნობები გაეყინა.
- მისი სტილია ყველაფრის დავიწყება. ღმერთო, ეგეთი უტიფრად საყვარელი და თან დამპალი ჯერ არავინ მინახავს - ამოიოხრა ვლადმა.
- ანუ ახალი ამბები უნდა ვისმინო ყოველ დღე მაგისი მონაწილეობით თუ რა ხდება? ან ეს ზებუნებრივი ჯოჯოხეთი რამე ახალია?
- არა, ძალიან ძველია. აქამდეც მსმენია. ჩათვალე, რომ ყველაზე დიდი ბოროტმოქმედების ციხეა. ალბათ სიკვდილის შემდეგ, მეც მანდ მიკრავენ თავს. ხომ ამბობენ, ყველას ერთი სამოთხე და ერთი ჯოჯოხეთი ვერ ექნებაო? ეგაა. პარკერისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ისაა, რომ ხმის გამცემი არავინ ჰყავს. მას ხომ ძალიან უყვარს თავისი უაზრო იუმორის აქეთ-იქით ქნევა? ეგაა რა.
- საბრალო პარკერი.
- საბრალო არაა, საშიშია. გრძნობები გაეყინა. მარიანა, ალბათ იაზრებ რომ არც კი უნდა გაიფიქრო მასთან დაკავშირება. ახლა დაახლოებით ჯოკერს ჰგავს - უგრძნობი ტერორისტი რომელმაც სიყვარული არ იცის ან თუ იცოდა, აღარ ახსოვს.
- რამეს მოვიფიქრებ. დეიზიზე რომ არაფერი თქვა, საეჭვოდ არ გეჩვენება. გეგონება, ყველანი დაგვიცვა. აი, მაგის და გაბრიელის ამბავი რომ გამსკდარიყო, მერე აურორა მასზე დაიწყებდა ნადირობას. შენ კარგად იცი, რომ თუ ამ იდიოტმა ვინმე ამოიჩემა, ბოლომდე გაუშრობს სისხლს. გეგონება, ჩემი ახალი მეგობარი დაიცვა.
- შეიძლება, მაგრამ მაგ ამბავს ასე სენსიტიურად ნუ აღიქვამ. შეიძლება, სხვა გეგმები აქვს პარკერს.
- გარკვევაში ხომ დამეხმარები მამა?
- რა თქმა უნდა.
- შენსკენ კიარა გამოჩნდა?
- გამოჩნდა რომელია, ეგრევე მზითვებით დამიჯდა სახლში. ღმერთმანი, ვინ აღარ მომიგერიებია, მაგრამ შეყვარებულ ქალთან გამკლავება ყველაზე ძნელი რამეა. წარმოგიდგენია ასეთი რამე? მაგას სიყვარული აღარ ჰქვია, ამოჩემებული ვყევარ. გავწამდი. მთელი ღამე არ მიძინია, შემეშინდა, რამე არ მოემოქმედა.
მარიანას ისტერიკული სიცილი წასკდა.
- მამა, გეშინოდა რომ შენზე სექსუალურად არ ეძალადა?
- მაგის ჩამდენიცაა. რაებზე მალაპარაკებ? ბოლოს და ბოლოს, შვილი ხარ.
- გინდა ჩამოვიდე და მაგ კირას სახე ვარტყმევინო ჩვენს ეზოში მდგარ ყველა ქანდაკებაზე?
- მეშინია, დარტყმით უარესად არ გამოშტერდეს და უფრო ამაღლებულად არ დამინახოს.
- რაც არ უნდა მოხდეს, მე მაგას დედას არ დავუძახებ!
- სამაგიეროდ, ეგ მეძახის მამიკოს. არ ვიცი, რატომ ჰგონია რომ მიმზიდველად ჟღერს.
- უბრალოდ რომ მოკლა, არ გიფიქრია?
- არ შემიძლია - ხმა ჩაუწყდა ვლადს - ქალების მოკვლა არ შემიძლია. სელენას გარდა. ეგ გამონაკლისია. მაგას მაშინვე მოვკლავ, როცა შესაძლებლობა მომეცემა.
- როგორი ჯენტლმენი ხარ მამიკო - გააჯავრა მარიანამ - ისე ქენი, რომ ჩვენი პატარას შესახებ არაფერი გაიგონ, კარგი?
- რას ამბობ. არც კი მიხსენებია მეოთხე შვილი. ჰო, მეოთხე. ზოგჯერ სანამ გადაგთვლით, დრო მჭირდება.
- წლის მამა ხარ.
- შენც წლის შვილი გამოდექი. მამიკოს გაექეცი, კარიერა აიწყე და აღმოაჩინე რომ ყოფილი მეგობრები ცოცხლები გყვანან. დამქანცველი წელი იყო.
- იცი რომ მიყვარხარ. ხომ ასეა? ხომ იცი?
- ვიცი.
* * *
სათბურში, ყველა ქოთანს ერთმანეთის მიყოლებით ამსხვრევდა, წიოდა, კიოდა, გარშემო ერთი თვალის შევლებით ცეცხლს უკიდებდა ნებისმიერ ნივთს, თავადაც ცეცხლში იდგა და ვერ ხვდებოდა, ეს ღრიალი სიმწრის იყო თუ ტირილისგან აღარც ერთი ცრემლი შერჩენოდა და სხვაგვარად ვეღარ გამოხატავდა გატეხილი გულის ტკივილს.
დეიზი ღრიალებდა.
ცეცხლის სიმხურვალეს მშვენივრად გრძნობდა, მაგრამ არ იწვოდა. არადა, სურდა თავიდან ბოლომდე მთელი სხეული ფიზიკურ ტანჯვას მოეცვა რომ გაბზარული სულის სიმწარე გადაეფარა.
დეიზი მიწაზე დაეცა. მუხლები ეტკინა, მერე ხელები მთელი ძალით ურტყა მიწას. ეჭვიანობა, ღალატი და სიძულვილი ერთიანად სჭამდა.
- ჩემია! ჩემია! - კიოდა ჯადოქარი, მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ გაბრიელი არასოდეს იყო მისი და ვერც მომავალში იქნებოდა.
კლანის სხვა წევრები ვერ ეკარებოდნენ, დაშოშმინებას ვერ უბედავდნენ, ვერც პანიკის მიზეზს ეკითხებოდნენ.
პატარა ჯენი დროებით მერისთან ერთად იყო და თვითონაც კარგად გრძნობდა რომ დეიზის ყურადღება დროებით მას არ ეკუთვნოდა.
სათბურში კატალინა შემოვიდა.
ცეცხლი ჩააქრო და დეიზის გვერდით მოიდრიკა მუხლი.
- დამშვიდდი - მკერდზე პატარა ბავშვივით მიიხუტა. - დამშვიდდი - გაუმერა. არადა, თავადაც ვერ ხვდებოდა, რა ჯდანდაბა მომხდარიყო.
- მიმატოვა - აქვითინდა დეიზი - მიმატოვა.
- ვიცი, მაგრამ ვერ ვხვდები... მას ხომ აურორა არ... - მერე გაჩუმდა. ზედმეტი ლაპარაკის დრო არ იყო. დეიზი ქვითინებდა და მისი ქვითინისას, კატალინასაც ღაპაღუპით სდიოდა ცრემლი. აი, როგორი მწარე და სასიამოვნო ყოფილა მეგობრის ყოლა. თუ კი სტკივა, შენც გტკივა. თუ კარგადაა, ბედნიერებას შენც მასთან ერთად გრძნობ. - იდიოტია და სხვა არაფერი - ისე გაბრაზდა თავის ძმაზე, როგორც არასდროს.



№1  offline წევრი წიწაკა

ღმერთო ჩემო რა ხდება. ვლადის და კიარას დიალოგზე ამოვწყდი, განსაკუთრებით ვლადის ჟესტზე. მიყვარს ეგ კაცი სერიოზულად. არ მახსოვს გითხარი თუ არა, ვლადი მძინარე მზეთუნახავში რომ ურჩხულია უზარმაზარი მხრებით, აი ეგეთი მხრებით წარმომიდგენია:დ
აი ის პარკერი რა იდიოტია, ძალიან მომეწონა:დ იმედია ბევრჯერ ვიხილავ. ქრისტიანოზე რა მაგრად დაუსტვინა ავოიეეეე. მარიანას კაცი არ წაერთვას!!! თუმცა ძალიანაც რომ მოინდომოს მაინც ვერ მოახერხებს:
კარგი აბა ჩაო მეძინება.
შენ კიდევ უმარესი ხარ და შენს გარეშე რა მეშველებოდა ნეტავ:დ ეჰ

 


№2 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

გადავიფიქრე, ვლადი მინდა.
ვაიმე კიარას და ვლადის დიალოგზე ისეთი ჭიხვინი აღმომხდა, ჩემი თავის შემრცხვა :დდდ
ავრორა რო იქ შევაძვრინოთ საიდანაც მოვიდა?
დეიზი ცოდოააააა :(((
პარკერი რა დეგენერატია მართლა :დდდ ძაან კაი ტიპია, არ გაგიკვრდეს დეგენერატები მიზიდავენ, არ ვიცი პრობლემაა თუ არა :დ
აუ ამათ რამდენი საუკუნე ეძინათ არ ვიცი, მაგრამ მე მართლა საუკუნედ მომეჩვენა ის დრო, სანამ გამოჩნდი :/
ლავ <3

 


№3  offline წევრი Lu Miki

მეხი დაეცეთ ყველას ვნც დროგოებს ნერვებს მოუშლის
--------------------
TG

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
ღმერთო ჩემო რა ხდება. ვლადის და კიარას დიალოგზე ამოვწყდი, განსაკუთრებით ვლადის ჟესტზე. მიყვარს ეგ კაცი სერიოზულად. არ მახსოვს გითხარი თუ არა, ვლადი მძინარე მზეთუნახავში რომ ურჩხულია უზარმაზარი მხრებით, აი ეგეთი მხრებით წარმომიდგენია:დ
აი ის პარკერი რა იდიოტია, ძალიან მომეწონა:დ იმედია ბევრჯერ ვიხილავ. ქრისტიანოზე რა მაგრად დაუსტვინა ავოიეეეე. მარიანას კაცი არ წაერთვას!!! თუმცა ძალიანაც რომ მოინდომოს მაინც ვერ მოახერხებს:
კარგი აბა ჩაო მეძინება.
შენ კიდევ უმარესი ხარ და შენს გარეშე რა მეშველებოდა ნეტავ:დ ეჰ

კიი ვლადი იმენა ეგაა. ლოღონდ სიმპათიური ურჩხული :დდ ბანჯჰგვლებია რ აქვს. გოგო ქრისტიანოზე ვაფშე სხვა პონტში დაუსტვინა. ადრე ხო ბესთ ფრენდები იყვნენ ეგ და მარიანა, ჰოდა იცოდა ქრისტიანოზე ყველაფერი და ახლა რო წაიკითხა, მაგრად გამოშტერდა. თან სხვა მიზეზიცაა. მარა ქრისტიანო არაფერ შუაშია. ჰეტეროსექსუალია პარკერი, თან უმაგრესი როჟა :დდ

სტუმარი მოიისფრო
გადავიფიქრე, ვლადი მინდა.
ვაიმე კიარას და ვლადის დიალოგზე ისეთი ჭიხვინი აღმომხდა, ჩემი თავის შემრცხვა :დდდ
ავრორა რო იქ შევაძვრინოთ საიდანაც მოვიდა?
დეიზი ცოდოააააა :(((
პარკერი რა დეგენერატია მართლა :დდდ ძაან კაი ტიპია, არ გაგიკვრდეს დეგენერატები მიზიდავენ, არ ვიცი პრობლემაა თუ არა :დ
აუ ამათ რამდენი საუკუნე ეძინათ არ ვიცი, მაგრამ მე მართლა საუკუნედ მომეჩვენა ის დრო, სანამ გამოჩნდი :/
ლავ <3

მეც დეგენერატები მიზიდავენ, ეგ არაფერი და ამიტომაც მაგრად მიყვარს უკვე :დდ ვეცდები, დიდი ხნით არ დავიკარგო ხოლმე <3

Lu Miki
მეხი დაეცეთ ყველას ვნც დროგოებს ნერვებს მოუშლის

ამოწყდენ L:დდ

 


№5 სტუმარი სტუმარი თაკო

აუუ ვგიჟდები მალე დადე რა

 


№6 სტუმარი ლელაკო

ამ ისტორიით ვწყდები დამღლელ რეალობას და ცოტა ხნით მშვენიერ სამყაროში გადავდივარ... მადლობა შენ ამისთვის და მიყვარხარ შენი პერსონაჟებიანად <3 <3

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლელაკო
ამ ისტორიით ვწყდები დამღლელ რეალობას და ცოტა ხნით მშვენიერ სამყაროში გადავდივარ... მადლობა შენ ამისთვის და მიყვარხარ შენი პერსონაჟებიანად <3 <3

ძალიან დიდი მადლობა <3 ჩემთვისაც ბედნიერებაა ამ ყველაფრის წერა, მაგრამ ამ ბოლო დროს, ცოტას ვასწრებ :((

სტუმარი თაკო
აუუ ვგიჟდები მალე დადე რა

მალე დავდებ აუცილებლად <3

 


№8 სტუმარი სტუმარი Lu miki

ეენ ნერვებს ნუ მიშლი მამაკაცებიც აღწერე დამამუნჯებლად თორე ორიენტაციაში ეჭვი შემაქ. შენ ქალებს ასე სექსუალურად ნუ აღწერ თორე თოოორეეეე აღვირახსნილი ფიქრრბი მეძალება. გეყოს მამაკაცებს ჩაგრავ ძალიან :((

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებ?

 


№10 სტუმარი ......

როდის დადებ?

 


№11 სტუმარი სტუმარი თაკო

მალე დადე რა შემდეგი გელოდებით???

 


№12 სტუმარი Mari

მომენატრნენ მე ესენი???

 


№13 სტუმარი სტუმარი Anno

Male dadeb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent