შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, რაც ყველამ არ იცის (თავი 3)


10-02-2020, 13:56
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 985

თავი სამი
წყურვილმა გამოაღვიძა, გრძნობდა რომ პირი გამშრალი ჰქონდა, თან თავი ტკიოდა.
ფეხზე წამოდგა და სამზარეულოს მიაშურა პირდაპირ.
ექიმის მიერ გამოწერილი გამაყუჩებელი ენაზე დაიდო, შემდეგ ჭიქა გამოიღო კარადიდან, ონკანი მოუშვა და წამში გადაყლაპა აბი წყალთან ერთად.
რაღაც არ ასვენებდა, ვერ იძინებდა მშვიდად მას შემდეგ რაც საავადმყოფოდან დაბრუნდა.
საძინებელში აღარ დაბრუნებულა.
საღამურებზე პირდაპირ თბილი ქურთუკი მოიცვა, ფეხზე კი ბათინკები და სახლის გასაღებთან ერთად დატოვა კორპუსი.
საათისთვის არ შეუხედავს, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ შუაღამე იყო ისეთი ცარიელი იყო ქუჩები.
ნაცნობ გზას გაუყვა, რომელსაც წლების წინ ალბათ დღეში სამჯერ მაინც გადიოდა ფეხით, ბოლო სამი წელი კი უბრალოდ აღარც გაუხედავს მისი სახლის მიმართულებით.
ალბათ ღალატმა იმოქმედა ასე, გეგას ღალატმა.
ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია მისი ასეთი არაკაცული ქცევა, მაგრამ ის ახლა ცოცხალი აღარაა, ვერაფერს უხერხებს იმ ორ წელიწადს ერთად რომ იყვნენ, ვერც ივიწყებს, თან არც სურს გახსენება, არადა ზუსტად იცის რომ აღარ უყვარს აწ უკვე გარდაცვლილი გეგა გავაშელი.
შორიდან უყურებდა ორსართულიან სახლს და მის გალავანს.
რამდენი მოგონება აკავშირებს ამ სახლთან ვინ იცის, რამდენი ბედნიერი წუთი და უკანასკნელი საშინელება.
ალბათ როგორი სხვანაირი იქნებოდა ახლა ყველაფერი ის დღე რომ არა.
ფიქრებში იყო გართული მანქანის ხმა რომ მოესმა, თავიდან ჩვეულებრივი გამვლელი ეგონა, მერე რა რომ შუაღამე იყო.
შემდეგ მანქანამ მის წინ ნელა ჩაიარა და ოდნავ ჩამოწეული მინიდან ვიღაცამ პატარა ყუთი გადმოაგდო ელენეს მხარეს, შემდეგ კი ასევე ზლოზინით გაუჩინარდა.
ანდრიაძემ წამში მოასწრო გაეაზრებინა რა ხდებოდა, მანქანის ნომერი სწრაფად ჩაიბეჭდა ტვინში, იცოდა აუცილებლად გამოადგებოდა, შემდეგ კი ყუთი აიღო ხელში.
გახსნა თუ არა გეგას ჯვარი ამოიცნო პირველივე დანახვაზე.
პირზე აიფარა ხელი და ცრემლები მოაწვა თვალებში.
სწრაფად მოიქექა ჯიბეები, ტელეფონი რომ ვერ იპოვა სირბილით გაიქცა სახლისკენ.
სახლში შესული პირდაპირ ტელეფონს ეცა და და დეტექტივი შალვა ბერიას ნომერი მოძებნა დიდი მონდომებით რომ ჩააწერინა კაცმა.
არც დაფიქრებულა დილის ოთხი საათი რომ იყო, პირდაპირ გაუშვა ზარი და ტელეფონი ყურთან მიიდო გოგომ.
-გისმენთ-ძილისგან დაბოხებოდა ხმა ჰქონდა კაცს
-გეგას მკვლელმა, მან ჯვარი დამიტოვა, გესმის? მანქანიდან გადმოაგდო და მე ავიღე, ნომერი დავიმახსოვრე-არეულად საუბრობდა დაბნეულობისგან და მოწოლილი ემოციებისგან ანდრიაძე
-სად ხარ?-ლაკონური იყო შალვა, ტელეფონში შრიალის ხმა გაისმა, აშკარა იყო კაცი უკვე იცვამდა და წასასვლელად მოიჩქაროდა
-ჩემს ბინაში ვარ, მოხვალთ?-იმედიანი ხმა ჰქონდა გოგოს
-15 წუთში მანდ ვარ-ეს თქვა ბერიამ და ტელეფონი გათიშა.
შემდეგ უღონოდ დაეცა გოგონა დივანზე და ყუთს დახედა, სადაც ოქროს ჯვარი იდო, ის რომელიც მონათვლის წამიდან ეკეთა გულზე გავაშელს.
შემდეგ მოულოდნელად ფეხზე წამოდგა, თითქოს რაღაც გაახსენდაო, მაგრამ უბრალოდ ფეხზე მდგომი უმზერდა ყუთს უემოციოდ.
ვერ ხვდებოდა რა შუაში იყო თვითონ მკვლელობასთან, მაგრამ წამში ამოუტივტივდა დაკავების დღეს დედის სამაჯური რომ დაკარგა, მაშინ არც კი იცოდა გეგას გარდაცვალება, ყუთთან მიიჭრა, რომელიც ისევ იქ იდო სადაც ჩვეულებრივ დევს ხოლმე და სამაჯური კვლავ რომ ვერ ნახა შიგნით ცრემლები მოეძალა.
რა ხდებოდა მის თავს? რა ჯანდაბა უნდოდათ მისგან?
ფიქრი კარზე ზარმა გააწყვეტინა
რამდენიმე წამში გამომძიებელი უკვე გოგონას ბინაში იყო და ყუთს ათვალიერებდა.
შემდეგ ერთად წავიდნენ ბერიას მანქანით განყოფილებაში, ოფიციალური ჩვენება მისცა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა გოგონამ გამომძიებელს.
მანამ ისხდნენ ერთ ოთახში შალვა და ელენე, სანამ მათ სურგულაძეც არ შემოუერთდათ.
წამში გაეცნო საქმის ვითარებას, შემდეგ კი გოგონას სახლში წაყვანა შესთავაზა.
უძლური იყო ელენე, სხვა გზა არც ჰქონდა, ანერვიულებულს ნივთებიც კი არ წამოუღია სახლიდან.
უკვე მანქანასთან მისული იყო და დაჯდომას აპირებდა დედის სამაჯური რომ გაახსენდა.
-ახლავე დავბრუნდები-სწრაფად მიაძახა ნუგზარს და კვლავ შენობაში შევარდა
-რაღაც გამომრჩა-ქოშინით მიირბინა შალვას კაბინეტამდე
-რა ხდება?-გაკვირვებული იყო ბერია
-ჩემი სახლიდან ზუსტად იმ დღეს თქვენ რომ დამაკავეთ დედაჩემის სამაჯური დაიკარგა-რისი თქმაც უნდოდა ერთ წინადადებაში ჩაატია მან
-დარწმუნებული ხარ?-წარბები შეჭმუხნა კაცმა
-კი, ვიცი რომ დაიკარგა, თქვენ რომ მოხვედით ვაპირებდი დაცვის კომპანიისთვის დარეკვას და კამერის ჩანაწერებზე წვდომის თხოვნას
-შეგიძლია ფოტო მაჩვენო?-დაინტერესდა გამომძიებელი
-სახლში მაქვს ტელეფონი, შემიძლია ბატონ ნუგზარს გადავუგზავნო, ან თქვენ მეილზე გადმოვგზავნო-მხრები აიჩეჩა გოგონამ
-კარგი, ნუგზარს უთხარი-დაეთანხმა ბოლოს ბერიაც და კვლავ საქმეს მიუბრუნდა
--
სამსახურიდანაც გაათავისუფლეს ატეხილი ამბების გამო, ნათესავები ისედაც ცოტა ყავს, მხოლოდ ხატია და გაბრიელიღა შერჩნენ.
ახლაც სახლში ზის მოწყენილი, დაღონებული და ჩაფიქრებული.
გუშინდელ უძილარს მხოლოდ ყავის დალევა სურს გამოსაფხიზლებლად, მაგრამ ისიც არ იცის გამოფხიზლება რაში სჭირდება.
გურულს ურეკავს, მისი მხიარული ხმის გაგონება თვითონაც კარგ განწყობაზე დააყენებდა ახლა.
-გისმენ ელ-რაღაცნაირი ხმა აქვს გოგოს
-რა ხდება?-გაიკვირვა ანდრიაძემ
-შენზე ვნერვიულობ, არადა სამსახურიდან ვერ გამოვდივარ, უფროსი არ მიშვებს ადრე
-მე კარგად ვარ, არაფერი მიჭირს, ახლა დაძინებას ვაპირებ და საღამოს თუ გამოხვალ რამე საჭმელი წამოაყოლე-უთხრა მეგობარს და მისი პასუხი არც გაუგია ისე გათიშა.
ჯერ დივანზე წამოწოლილმა ცადა დაძინება, მერე ლოგინში შეწვა და თავზე საბანი წაიფარა.
ვერ გრძნობდა თავს მშვიდად.
ფეხზე წამოდგა და სპორტულები ჩაიცვა, მოკლე მკლავიანი ქურთუკი ყოველი შემთხვევისთვის ხელზე გადაიკიდა და სახლი დატოვა.
რაღაც არ ასვენებდა, ვერ გაეგო რა.
--
მოსვენება დაკარგა ნიკოლოზ ფალიანმა გვამის აღმოჩენის დღიდან, ჯერ ხომ ის საშინელი ცხედარი ესიზმრება ყოველ ღამით, ახლა კიდე მართას საქმე.
ყველაფერი ამოქექეს ალბათ ჩემს შესახებ გამომძიებლებმაო ფიქრობდა ის და არც ცდებოდა.
რაც სახლში დროებით ცხოვრება აუკრძალეს მეგობრის დაკეტილ ბინაში ცხოვრობს.
არ უნდოდა მშობლებთან, ძმასთან და ძმის ცოლ-შვილთან სახლში გადასვლა.
რა ქნას მიჩვეულია წლებია მარტო ცხოვრებას და ვეღარ ეგუება ბავშვების ყიჟინას, მუდმივ კონტროლსა და შენიშვნებს.
დღესაც ჩვეულებრივ ბრუნდებოდა გადაღლილი სამსახურის შემდეგ.
მანქანა პარკინგზე დააყენა, ჩაკეტა და ლიფტით ავიდა ბოლო სართულზე.
სახლში შესულმა გასაღები იქვე მიაგდო და პირველი რაც გააკეთა ფეხსაცმელების გახდა იყო.
თვალები გაუფართოვდა მისაღებში შესულს იატაკზე უგონოდ მყოფი გოგო რომ დაინახა.
პირველი რაც გაიფიქრა ისაა, იმედია მკვდარი არააო და სწრაფად მივარდა მას.
-გოგონა-ლოყაზე მსუბუქად შემოარტყა ხელი და შემდეგ პულსი გაუსინჯა.
სუნთქავდა, მაგრამ გონს არ მოდიოდა.
სასწრაფოში დარეკა და არც კი გაუნძრევია იატაკიდან გოგო, იქნებ და რა სჭირს უარესად არ გავხადოო.
მხოლოდ მაშინ ამოიცნო მასში ელენე ანდრიაძე სახეზე დაჟინებით რომ დააკვირდა.
ან რა დაავიწყებდა ამ სახეს მაგრამ რამდენიმე დღეში სრულიად შეცვლილიყო ქალი, თვალები ჩაშავებული და ჩაცვენილი ჰქონდა, თითქოს სახეზეც კი ეტყობოდა ნერვიულობის კვალი.
გაიგო მასზე რომ გაათავისუფლეს, მაგრამ დეტალები არ იცოდა ზუსტად.
10 წუთში უკვე სასწრაფო დახმარების ექიმები სინჯავდნენ პაციენტს
-რამდენი წლისაა პაციენტი?-კითხულობდა ერთ-ერთი ექიმი
-არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი რომ ელენე ანდრიაძე ქვია-მხრები აიჩეჩა ბიჭმა
ზუსტად ორ წუთში მოვიდა გოგონა გონს. გაიგონა მამაკაცის ხმა, უცნობებს რომ ესაუბრებოდა აქ ვიპოვე გულწასულიო
გაკვირვებულმა მოატარა ელენემ უცნობ ადგილს მზერა, სასწრაფოს ექიმები რომ შენიშნა გაუკვირდა, ახსოვს რომ უკნიდან ვიღაცამ პირზე ხელი ააფარა, შემდეგ კი რაღაც ნემსი გაუკეთეს ვენაში
-გოგონა, რა დაგემართათ?-გონს მოსული როგორც კი დაინახეს კითხეს ანდრიაძეს
-შენ? შენ ის არა ხარ გეგას სახლიდან?-ნაცნობი სახის დანახვაზე წამოჯდომა ცადა მან, მაგრამ არ დაანებეს ექიმებმა, თუმცა სულაც არ დალოდებია ბიჭის პასუხს
-ჩემი ტელეფონი, სად არის ჩემი ტელეფონი?-მაშინვე ჯიბეების ქექვა დაიწყო და ძლივს იპოვა ტელეფონი.
ექიმები ჯერ კიდევ გაკვირვებული უყურებდნენ გოგონას უცებ გამოფხიზლებას
-მე კარგად ვარ, არაა საჭირო არაფერი-მიმართა მას შემდეგ ექიმებს რაც ტელეფონი ყურთან მიიდო
რამდენიმე წამი ელოდა სანამ შალვას ხმას გაიგონებდა ყურმილის მეორე მხრიდან
-რა ხდება?-დაძაბული ხმა ჰქონდა კაცს, იცოდა ტყუილუბრალოდ რომ არ დაურეკავდა ანდრიაძე, საკმაოდ კარგად გაიცნო გოგო მოკლე ხანში
-უნდა მოხვიდე, კიდევ რაღაც მოხდა, ოღონდ სწრაფად მოდი-ზუსტად იცოდა რომ ვიღაცამ გაიტაცა, მაგრამ აქ რატომ მოიყვანეს, პასუხს ვერ იგებდა, ან ამ ბიჭის სახლში რას აკეთებდა
-მისამართი მითხარი-ლაკონური იყო კვლავ შალვა
-სად ვართ?-ამჯერად ბიჭს გახედა, რომელიც უკვე სასწრაფო დახმარების ექიმებს აცილებდა სახლიდან, ბიჭმაც მაშინვე უკარნახა მისამართი.
ტელეფონი გათიშა ანდრიაძემ, შემდეგ ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ საშინელი სისუსტე იგრძნო და კვლავ დაჯდა.
მამაკაცს გახედა უხერხულად, ახლა მხოლოდ გამომძიებლის იმედი ჰქონდა.
-ყავას ხომ არ დალევ?-უხერხული სიტუაციის განმუხტვა ცადა ნიკოლოზმა, იფიქრა ჯერ ყავას დალევს, მოშინაურდება და ყველაფერს მომიყვებაო.
თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია გოგომ
-თუ არ შეწუხდები 2 ყავა და 4 შაქარი ჩამიყარე-შერცხვენილმა უთხრა უტაქტობის გამო, მაგრამ გრძნობდა მთელი სხეული მოდუნებული ჰქონდა თანაც ძალიან ეძინებოდა.
-ალბათ იმ ნემსის ბრალია-ჩაიბურტყუნა სანამ ნიკო სამზარეულოში ყავას აკეთებდა.
მონდომებით ურევდა ფალიანი ადუღებულ წყალში კარგად რომ გახსნილიყო შაქარი, ჭიქები სინზე დადო და მისაღებში გავიდა.
წამით გაშეშდა მძინარე გოგო რომ დაინახა თავი გვერდით რომ გადმოვარდნოდა და უხერხულ პოზაში იჯდა.
სინი მაგიდაზე დადო და ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა, უხერხული მდგომარეობიდან კარზე ზარის ხმამ გამოიყვანა.
კარს მიღმა ნაცნობი ორი დეტექტივი იდგა.
-რა ხდება?-გაუკვირდა ფალიანის აქ ნახვა ბერიას
-შემოდით და ვისაუბროთ-გვერდით გადგა და გზა გაუხსნა ორ მამაკაცს დროებითი საცხოვრებლისკენ
-სამსახურიდან რომ დავბრუნდი ეს ვიპოვე გათიშული ჩემს ბინაში, ძირს ეგდო-მშვიდად უთხრა ნიკოლოზმა და დივანზე მძინარე გოგოზე ანიშნა.
-კარგადაა?-გაოცებულმა იკითხა სურგულაძემ და გოგოს მიუახლოვდა
-გამოფხიზლდა, მერე დაგირეკათ და ისევ დაეძინა, სასწრაფოც იყო მაგრამ მალევე წავიდა
-აქ საიდან აღმოჩნდა?-მამაკაცს მიუბრუნდა ბერია
-მე რა ვიცი, არც არაფერი უთქვამს სანამ ფხიზელი იყო, უბრალოდ თქვენთან დარეკა-მხრები აიჩეჩა ფალიანმა და საკუთარი ყავის ჭიქა აიღო, შემდეგ კი სავარძელში დაჯდა
-ელენე-შეანჯღრია ნუგზარმა გოგო
-გამოფხიზლდი-რომ არ გაჭრა ამჯერად უფრო ძლიერი იყო ნჯღრევა.
რამდენიმე წუთი მოუნდა სურგულაძე ანდრიაძის გამოფხიზლებას.
თვალები როგორც კი გაახილა ელენემ მაშინვე წელში გასწორდა და გამომძიებლებს მიაშტერდა
-რა კარგია რომ მოხვედით, სახლიდან გამოსვლისას ვიღაცამ გამიტაცა-ისე მშვიდად საუბრობდა გოგო ნიკოლოზს გაოცებისგან ლამის ყბა ჩამოუვარდა
-რა გინდა თქვა, ვიღაცამ გაგიტაცა და ჩემს ბინაში დაგაგდო უბრალოდ?-ცოტა ცინიკურიც კი იყო ბიჭის ხმა
-კი, ზუსტად ეგრე იყო, თან საკუთარი მანქანიდან-ფალიანის ტონი არ შეიმჩნია და ბერიას გახედა.
ერთადერთ მხსნელად ევლინებოდა ამ სიტუაციაში შალვა გოგონას.
-იცით თქვენი ყოფილი საცოლე და ქალბატონი ელენე ერთ ფსიქოლოგთან რომ დადიოდნენ?-მოულოდნელად იკითხა ბერიამ და მამაკაცს შეხედა გამომცდელად.
-ვისთან?-გაუკვირდა ბიჭს
-ფსიქოლოგთან, ბატონო ნიკოლოზ-გაუმეორა შალვამ
-ისიც კი არ ვიცოდი, ფსიქოლოგთან თუ დადიოდა-გაეცინა საკუთარ თავზე ფალიანს.
რაც დრო გადის უფრო აანალიზებდა, რომ გოგონა ბევრ რამეს უმალავდა საკუთარი ცხოვრებიდან, მართალია მართას მშობლებს იცნობდა, მაგრამ მეტი თითქმის არაფერი იცოდა მასზე
-რამდენი წელი ცხოვრობდით ერთად?-თვალმოჭუტულმა კითხა შალვამ
-საერთოდ რა შუაშია ამ საქმესთან მართა?-უხეში გაუხდა წამში ტონი ფალიანს
-არანაირი, უბრალოდ ეს ორი საქმე დაკავშირებულია, ელენე გაიტაცეს და აქ მოიყვანეს, თქვენი აზრით ეს უბრალო დამთხვევაა?-წარბები ჰაერში აწია სურგულაძემ.
-არაფრის მოსმენას არ ვაპირებ, წაიყვანეთ გოგო და წადით აქედან-ყელში ამოუვიდა ფალიანს უაზრო საუბრები, ფეხზე წამოდგა და ხელით კარისკენ ანიშნა
---
ელენესთან ერთად ჩვენების მისაცემად ფალიანსაც მოუწია განყოფილებაში წასვლა.
ორივე ცალ-ცალკე ოთახში შეიყვანეს გამომძიებლებმა, თვითონ კი სურგულაძის კაბინეტს შეაფარეს სასაუბროთ თავი
-ვიპოვე-გახარებული შემოვარდა კაბინეტში ბერიას მარჯვენა ხელი, იოანე, თან ნუგზარს და შალვას დაუჯდა წინ
-რა იპოვე?-გაეცინა შალვას
-თქვენი ელენე ანდრიაძე ნაშვილებია ბატონებო-ფაილი მათ მაგიდაზე გამარჯვებული ღიმილით დააგდო და გაიჯგიმა
-ნამდვილი მშობლები მოძებნე?-კითხა სურგულაძემ
-რა თქმა უნდა, თქვენ მე ვინ გგონივართ? აბა თუ გამოიცნობთ რა კავშირია ელენესა და მართას შორის?-გამომწვევად გახედა მამაკაცებს იოანემ
-დები არიან?-გაეცინა ბერიას ბიჭის ბავშვურობაზე
-ხო, დები არიან, მაგრამ ყველაზე მაგარს ახლა გეტყვით-ხელები ერთმანეთზე მონდომებით გაახახუნა იოანემ და წარბები აათამაშა....


რას ფიქრობთ?



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

მიხარია რომ დაბრუნდი, ძალიან მომწონს შენი წინა ისტორიებისაგან განსხვავდება და ყველაზე მეტად ამან მომხიბლაა, მაგრამ შენგან ისტორიის თავებად დადებას მიჩვეული არ ვარ და ცოტა მოლოდინი მომკლავს.

 


№2  offline წევრი n.k.

dzalian kargia da ar mkofnis tavebi ????veli shemdeg tavs ❤️❤️

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი დარინა
მიხარია რომ დაბრუნდი, ძალიან მომწონს შენი წინა ისტორიებისაგან განსხვავდება და ყველაზე მეტად ამან მომხიბლაა, მაგრამ შენგან ისტორიის თავებად დადებას მიჩვეული არ ვარ და ცოტა მოლოდინი მომკლავს.

ვაიმე არც მე ვარ მიჩვეული და მიჭირს ცოტა მაგრამ:დდ მადლობა დიდი❤️❤️❤️

n.k.
dzalian kargia da ar mkofnis tavebi ????veli shemdeg tavs ❤️❤️

❤️❤️❤️თავს ზემოთ ძალა არაა:დ

 


№4  offline წევრი აბლაბუდა

სხვანაირ ისტორიას ვარ მიჩვეული შენგან, თუმცა მომწონს დეტექტიურიც ვნახოთ როგორი გამოგივა, ძალიან საინტერესო ისტორია არის ველი

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

აბლაბუდა
სხვანაირ ისტორიას ვარ მიჩვეული შენგან, თუმცა მომწონს დეტექტიურიც ვნახოთ როგორი გამოგივა, ძალიან საინტერესო ისტორია არის ველი

❤️❤️მეც პირველად ვწერ განსხვავებული ჟანრის ისტორიას ამიტომ ცოტა დაბნეული ვარ, ტვინში კი თურქული და ბრაზილიური სერიალების ნაზავი მაქვს:დდდდ

 


№6 სტუმარი სტუმარი თაკო

ბოლლოს რა ინტრიგა ჩამოაგდეე???? უკვე ვეღარ ვითმენ შემდეგ თავამდე????????????

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი თაკო
ბოლლოს რა ინტრიგა ჩამოაგდეე???? უკვე ვეღარ ვითმენ შემდეგ თავამდე????????????

❤️❤️

 


№8  offline წევრი ნანა73

საინტერესო ამბები ხდება kissing_closed_eyes ველოდები გაგრძელებას ❤️

 


№9  offline წევრი ვიპნი

დასწყისი თავი სიმართლე გითხრა ჩემთვის დიდად საინტერესო და დამაინტრიგებელი არ ყოფილა,თუმცა რადგანაც შენი ერთგული მკითხველი ვარ და ვიცი როგორ კარგ მოთხრობებს წერ ამიტომაც გავაგრძელე და არც გამიცრუე იმედები ,ძალიან საინტერსეო და დამაინტრიგებელი აღმოჩნდა, სავარაუდოდ გოგონები ტყუპები არიან,ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები,ისიც საინტერსეოსა ვისთან უღალატა გეგამ,მოკლედ ბევრი საფიქრალი გამიჩინე :)

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ვიპნი
დასწყისი თავი სიმართლე გითხრა ჩემთვის დიდად საინტერესო და დამაინტრიგებელი არ ყოფილა,თუმცა რადგანაც შენი ერთგული მკითხველი ვარ და ვიცი როგორ კარგ მოთხრობებს წერ ამიტომაც გავაგრძელე და არც გამიცრუე იმედები ,ძალიან საინტერსეო და დამაინტრიგებელი აღმოჩნდა, სავარაუდოდ გოგონები ტყუპები არიან,ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები,ისიც საინტერსეოსა ვისთან უღალატა გეგამ,მოკლედ ბევრი საფიქრალი გამიჩინე :)

ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა <3 დიდი მადლობა ასე თბილი შეფასებისთვის და ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ <3

ნანა73
საინტერესო ამბები ხდება kissing_closed_eyes ველოდები გაგრძელებას ❤️

<3 <3 სამწუხაროდ დღეს სავარაუდოდ ვერ დავდებ ახალ თავს ხვალ ფინალური მაქვს და ხვალ იქნება <3

 


№11 სტუმარი Nini

როგორ წავიკითხო პირველი თავი?

 


№12  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Nini
როგორ წავიკითხო პირველი თავი?

შეგიძლიათ ჩემი ნიკით მოძებნოთ ან ისტორიის სათაური ჩაწეროთ საძიებოში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent