შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკანდალური რევანში #3,4


10-02-2020, 18:54
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 1 735



-არაფერი არ ხდება ისეთი რის გამოც შეიძლება ესე აღშფოთდე.-ჭაღარა შეპარულ თმაზე, ნერვიულად გადაისვა გაოფლილი ხელის გული მაისურაძემ და გაცეცხლებულ ტუღუშს თვალი აარიდა.

-შენთვის ეს თუ არაფერია,ყოჩაღ ძმაო.შექების სიგელს იმსახურებ.-ჩაეცინა ტიტეს და ტელევიზიის გენერალურ დირექტორს ისეთი მზერით შეხედა.მაისურაძე უხერხულად შეიშმუშნა.

-მისმინე...სეზონი უკვე დამთავრდა.ახალი წლის მერე კი უბრალოდ შეცვლილი ფორმატით გავაგრძელებთ თანამშრომლობას.საგანგაშო არაფერია.

-დედის ტრ*აკი თუ მოგვიტყნეს და ფაქტიურად წნეხის ქვეშ გვიწევს გადაცემის ჩაწერა...სხვისი დაწერილი სცენარით რას მთხივ?იმ ხალხს რომელსაც კისერში ძვალივით ვეჩხირები თავზე ხელი უნდა გადავუსვათ და "ვაშა, რა კარგია"-ს ძახილით მოვუწოდოთ "იგრიალე ოქროო"თუ რა თემაა?კარგად ჩახედე ხელშეკრულებას და რომელს რა უფლებები გვაქვს ხელმეორედ ამოიკითხე.გადაცემა ჩემია..არ გინდა?-მხრები აიჩეჩა ტუღუშმა.-თუ წავალ საავტორო უფლებები არ გექნებათ,წავიღებ!

-არც ერთი ჭკუად მყოფელი არ დასთანხმდება შენს მიღებას!-ხმას აუწია დიმა მაისურაძემ.

-ანუ რა გამოდის?შენ და შენი ტელევიზია ხართ ჩემი იღბლიანი ბილეთი და თქვენს გარეშე დავიკარგებიი?-გაეცინა ტიტეს-და თუ უკვე მეხვეწებიან მათთან გადასვლას?

-ტიტე შვილო...წლებია ჩემთან მუშაობ…

-ჰოდა წლების განმავლობაში ჩემს გვერდით იდექით,მხარს მიჭერდით ნებისმიერ წამოწყებაში და მახსოვს, ყოველთვის ერთ აზრზე ვიყავით...ეხლა რაღა მოხდა დიმა?

-ხელ-ფეხი მაქვს შეკრული.-ხმა შეეცვალა მაისურაძეს.

ჯერ ისევ სტუდენტი იყო ტიტე, მისი პოტენციალი რომ შეამჩნია და დიდი მომავალის მქონე ბიჭს თავად შესთავაზა საკუთარ ტელევიზიაში მისვლა და მუშაობის დაწყება.ესეთი იყო დიმა მაისურაძე,ყოველთვის ნიჭიერი თაობის გვერდით იდგა და შესაძლებლობას აძლევდა საკუთარი თავის რეალიზებაში.სათვალავიც კი აერია მის ხელში რამდენ ნიჭიერ ჟურნალისტს გაუვლია,მაგრამ ტუღუში მაინც სულ სხვა იყო.თავზე ხელ აღებული, ამბიციური, იღბლიანი ახალგაზრდა,ბრწყინვალე კარიერით და დიდი პოტენციალით.პირველ პერიოდში თითქმის დღეს და ღამეს რომ ასწორებდა ტელევიზიაში და მუდამ ახლის გაგების და სწავლის ჟინით სავსე ნელ-ნელა იდგამდა ფეხს ქართულ ტელე-ჟურნალისტიკაში.მოსწონდა მისი შემართება დიმას,ახარებდა იმის გააზრება რომ ეს არაჩვეულებრივი ჟურნალისტი მის თვალწინ იხვეწებოდა,იზრდებოდა და დადგებოდა დრო და მის ტელევიზიაში გაიბრწყინებდა.არ შემცდარა,ტიტე ტუღუშმა ისეთი რეიტინგი მოუტანა მისი ტელევიზია დღემდე მყარად იდგა ქართული ტელე არხების სათავეში და ალბათ კიდევ დიდ ხანს იქნებოდა ლიდერების სიაში, რომ არა წინა დღის ინციდენტი.ტუღუშის თქმის არ იყოს მაღალ ეშელონებში ზოგ-ზოგიერთ წამყვან ფიგურას კისერში ძვალივით ეჩხირებოდა და მისი დროებით განეიტრალების მიზნით ნებისმიერ რამეზე იყვნენ წამსვლელი.ეს ნებისმიერი რამ კი მაისურაძეს გაფიქრებაც კი არ უნდოდა რა შეიძლება ყოფილიყო.ჯერ გადაცემის დახურვით დაიწყეს...მიუხედავად ტიტესთან ზედმეტად თბილი დამოკიდებულებისა,მაინც უჭირდა მისთვის გასაგებად აეხსნა რას ნიშნავდა დროებით ჩამოშორება იმ საქმისთვის რაც ცხოვრებაში პირველ ადგილს იკავებდა ტიტესთვის და იმდენად იყო საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული,დიმა ასი პროცენტით იყო დარწმუნებული რომ ვერ გააჩერებდა.არც გაშვება უნდოდა და ვერც იქ გააჩერებდა სადაც ეხლა იყო.ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაცემის დაბლოკვა არ შეეძლო, მაგრამ ისე უხეირიდ აწვებოდნენ.რა ექნა? თავადაც არ იცოდა.

-მე ისევ შენს გვერდით ვარ,შენს აზრზე და მხარს გიჭერ შვილო,მაგრამ ის რასაც ეხლა გიხსნი თვით ჩემს ძალებსაც აღემატება.-სიგარეტს მოუკიდა დიმამ.

-ანუ, ეხლა მე რომ ავიბარგო და შენს კონკურენტ ტელევიზიაში გადავიდე შენ მშვიდად შეხვდები ამ ფაქტს?-თვალი-თვალში გაუყარა ტიტემ და მამაკაცის გამომეტყველებას ისე დააკვირდა,თითქოს მისი მზერის სიღრმეებში დაფარული ემოციების ამოკითხვა სურდა.

-დარწმუნებული ვარ ესე დაუფიქრებლად არ მოიქცევი.იმაშიც დარწმუნებული ვარ,რომ შეგიძლია დროებით შენი მრისხანება ისე გააკონტროლო შარში არც შენი თავი გარიო და არც ის პატარა გოგო..იცი შენ ვისზეც მაქვს ლაპარაკი.-თითი მაგიდაზე დააკაკუნა მამაკაცმა.-მჯერა, რომ არ ეცდები მისი საშუალებით აკეთო ის,რასაც ეხლა დროებით ჩამოგაშორე.

-სამსახურის იქით შენ აღარაფერი გეხება.-სკამიდან წამოდგა ტიტე და ქურთუკი შეისწორა.

-მამა-შვილურად გთხოვ ტიტე…

-ნახვამდის დიმა...როგორც მივხვდი დღეიდან უვადო შვებულებაში ვარ.მივხედავ ჩემს თავს...მერი დეიდა მომიკითხე და გადაეცი: -ერთხელ აუცილებლად ვესტუმრები მისი არაჩვეულებრივი ბლინების დასაგემოვნებლად.

-ტიტე…

ტუღუშს მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია ისე გაიხურა კაბინეტის კარი და აუჩქარებელი ნაბიჯით დაიძრა ლიფტისკენ, რომელიც უხმაუროდ მისრიალებდა მეთერთმეტე სართულისკენ.


******


თავს საშინლად გრძნობდა,ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა თითქოს რაღაც ნივთი იყო რომელსაც თავისი დრო გაუვიდა და მიუხედავად კარგი ვიზუალური მდგომარეობისა, მაინც დაუნანებლად მოისროლეს სანაგვეზე.თითქოს მის პირად სივრცეში დაუკითხავად შემოჭრილნი ხელ-ფეხს უკრავდნენ და აიძულებდნენ ისე მოქცეულიყო და ის ეკეთებინა რაც "მათ"სურდათ.მათ კი იმდენი რამ სურდათ, რისი გამკეთებელიც ნამდვილდ არ იყო თავისი ნებით და ეს აგიჟებდა.თუმცა მაინც გმირულად ერეოდა საკუთარ მრისხანებას და მერამდენედ მოუწოდებდა საკუთარ თავს სიმშვიდე შეენარჩუნებინა.რაც ასე თუ ისე გამოუვიდა და ღიმილითაც კი შეჰხვდა მანქანას,რომელიც მის ჯიპს ამოუდგა უკან და საჭის მხრიდან გადმოსულმა ქალმა ტერიტორია ინტერესით მოათვალიერა.მორგებული სათვალე მოიხსნა და მისკენ მოხდენილი ნაბიჯებით გაემართა.

-ადვილად მოაგენი?-ისეთი ტონით იკითხა ტიტემ თითქოს ვალდებულება მოიხადა და დიდად არც დაინტერესებულა მისი პასუხით.

-ქუჩებს გადასარევად ვიცნობ.-სასხვათაშორისოდ გასცა პადუხი კეკელიძემ და მრავალ სართულიან შენობას ახედა.-ანუ აქ ცხოვრობ?

-დღეიდან შენც შეგიძლია საცხოვრებლის მისამართად ეს მიუთითო.-მანქანის კარი დაკეტა ტიტემ და სადარბაზოსკენ დაიძრა.-ხშირად აქ გადატვირთული მოძრაობაა და საღამოს საათებში მანქანით სადარბაზომდე მოსვლას ვერ მოახერხებ.შეგიძლია იქით გააჩერო..სადმე, სადაც თავისუფალ ადგილს ნახავ და სახლამდე ფეხით მოხვიდე.-ლიფტის გამოძახების ნახევრად ამომწვარ ღილაკს, თითი მიაჭირა და ზედა სართულზე გაჩერებული ძველი ყუთიც გამაყრუებელი ჭრიალით დაიძრა პირველი სართულისკენ.-სიძველის გამო ხშირად ლიფტი არ მუშაობს, ან შუა გზაში იჭედება. ამიტომ ფეხით მოგიწევს მეცხრე სართულამდე ამოსვლა...მიეჩვევი,თან ესეც რომ არა ერთგვარი გამაჯანსაღებელი ვარჯიშია.-წარბ შეკრულს ღიმილით გახედა და ლიფტის გაღებულ კარში ხელის მოხდენილი რევერანსით მიუთითა.ანასტასიამ ზიზღით შეიხედა კედლებ დაჯღაბნილ,მოყვითალო ფერის შიგთავსს და დალაქულ სარკეში არეკლილ საკუთარ წარბშეკრულ გამომეტყველებას ამრეზით შეხედა.

-რა სიბინძურეა…

-მეც მაგას ავღნიშნავ და ალბათ მაგიტომ შემოგთავაზე ალტერნატიული საშუალება...ფეხით ასვლა სასურველ სართულამდე.-წარბი აზიდა ტიტემ და სასურველი სართულის ღილაკს გასაღები მიაჭირა.ყვითელი ყუთი, უსიამოდ შექანდა და ზანტად დაიძრა ზემოთ.

-ლიფტით თუ ვიმსჯელებთ სახლი, მცირე ზომის,ბინძური სორო იქნება.

-იცი, შეურაცხყოფას მაყენებ.-ნაწყენი სახე მიიღო ტიტემ და ლიფტიდან პირველი გავიდა.გასაღებების აცმიდან ერთ-ერთი მუქი,რკინის კარის კლიტეს მოარგო და რამდენჯერმე გადაატრიალა.კარი შეხსნა და ზურგს უკან მდგარ, სახე მოღუშულ ქალს გამოხედა.-გთხოვთ…

ჩაბნელებულ დერეფანში შუქი აანთო და კარი მიხურა თუ არა ერთ ადგილზე გახევებულ კეკელიძეს წინ გაუძღვა.არ შემცდარა ქალი...ბინა ნამდვილად მცირე ზომის გახლდათ,მისაღები ოთახისგან და ერთი საძინებლისგან შედგებოდა.ძველი რემონტით,ანტიკვარული ავეჯით იყო გაწყობილი.პატარა სამზარეულო და ოთახის მცენარეები, რომელიც თითქმის ყველგან ეწყო.საოცრად თბილი,უცნაური აურა გამეფებულიყო ირგვლივ და იმდენად მოწესრიგებული და სუფთა გახლდათ, ჰაერშიც კი იგრძნობოდა სისუფთავის უცნაური არომატი.ოთახის შუაგულში მდგარი კეკელიძე, წარბ გაუხსნელად ათვალიერებდა გარემოს და სახეზევე ეწერა დიდი იმედგაცრუება და უკმაყოფილება.ტუღუშმა ქურთუკი გაიხადა და ხის სახელურებიან, მწვანე გობელენ გადაკრულ სავარძელზე მიაფინა,სიგარეტის ნამწვებით სავსე,ფაიფურის საფერფლე, რომელიც სავარძლებს შორის განთავსებულ შუშის მაგიდაზე გაშლილ,აუარება თაბახის ფურცლებთან იდო, აიღო და სამზარეულოსკენ დაიძრა.

-აქ ცხოვრებას ნამდვილად არ ვაპირებ.-უკან მიჰყვა ქალი და სამზარეულოს ზღურბლზე გახევებულმა ციცქნა ოთახი მოათვალიერს.

-მოგიწევს…-საფერფლე ნაგვის ყუთში ჩაცალა ტიტემ და წელში ამაყად გაშლილ ქალს გადმოხედა.-ხელმოცარული ჟურნალისტის ცოლი ხარ,რომელმაც ყველა სიკეთესთან ერთად სამსახურიც დაკარგა...ისე ხომ არ იცი რის გამო დავკარგე სამსახური?-თვალები დააწვრილა და გამომეტყველება შეცვლილ ქალს გამომცდელად დააკვირდა.რომელსაც მოულოდნელობისგან სახე გაუფითრდა და თითქოს უხერხულად შეიშმუშნა.

-კარგი,გასაგებია.წამოდი საძინებელს განახებ…-თავით ანიშნა და დაწინაურდა.საძინებელი ზომით თითქმის სასტუმრო ოთახის ხელა იყო.ფანჯარაზე დაშვებული მუქი ფარდებით,ოთახის შუაგულში ნოხი ეგო, ზედ გამოსახული უცნაური ფიგურებით.საწოლ ნახევრიანი ტახტი და კედელში ჩაშენებული ორ ფრთიანი კარადით.

-ოჯახში ერთი საწოლის მეტი არ მოგვეპოვება.აირჩიე რომელ მხარეს დაიძინებ.აქ შეგიძლია შენი ძონძები დაკიდო...ყველაფერს ნუ მოათრევ, ადგილის სიმცირის გამო იატაკზე გექნება დასაყრელი.შეეცადე ვანაში ჩემი ჰიგიენის საშუალებებს ადგილი არ შეუცვალო და მთავარი:არასდროს შეეხო ჩემს ნივთებს, რა თქმა უნდა თუ გსურს მშვიდი თანაცხოვრება გვქონდეს.

-აქ არ დავიძინებ.

-ნება შენია-მხრები აიჩეჩა ტიტემ.-შეგიძლია მისაღებში დივანზე დაწვე..ან აი ამ ნოხზე.ესე ნუ უყურებ ბებიაჩემმა თავის დროზე კრასნოდარიდან ჩამოატანინა ცეცხლის ფასად.

-ალბათ იუმორის მოჭარბებას განვიცდით.

-არც უმაგისობაა...ნუ ნერვიულობ არ ვიკბინები და არც შენთან ინტიმურ ურთიერთობას ვაპირებ...ნუ გააჩნია როგორ გამომიწვევ,ისე კი მაინტერესებს ამ ძვირად ღირებული სხეულის საფარის ქვეშ რას მალავ-თვალი თვალში გაუყარა და გულთან რამდენიმე ღილზე ჩახსნილ პეტანგში თითები გამოსდო,თავისკენ დაქაჩა და მის მიღმა ჩაიხედა.

-ვერ შევთანხმდებით-ხელები უხეშად გააწევინა ანასტასიამ და გვერდი აუქცია.-ნამდვილად ვერ ვიცხოვრებ ამ სოროში.

-პირიქით...ღმერთო ჩემო,ქალბატონო მინისტრო პირდაპირი მნიშვნელობით თქვენს წისქვილზე ვასხამთ წყალს.აბა წარმოიდგინე: გაზეთებში გამოჭენებული ვრცელი სტატია,სენსაციური სათაურით!-ხელები გაშალა და თვალებში მხიარული ჭინკები აუთამაშდა.-როგორ მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს მინისტრი ანასტასია კეკელიძე?მკვლელია...აუ, ნახე მადლობელიც კი დამრჩები.

-შენი ზიზღი და ირონია უადგილოა….შენი სამსახურის დაკარგვასთან მე არაფერი მაკავშირებს.

-და ფიქრობ ეხლა მე შენ სამაგიეროს გიხდიი?-მაჯაში უხეშად სწვდა ტიტე და თავისკენ მთელი ძალით მოქაჩა.-ძალიან ცდები საყვარელო ანნა...შენ თუ ფიქრობ იმდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის...საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გქონია.შენ ჩემი ერთ ერთი კოზირი ხარ,თუ მომიჯოკრავენ ...მშრალზე მაინც არ დავრჩები.ჩემი გაქანების კაცი ესეთი მინიმალისტური აზროვნებით არ შემოიფარგლება...

-რა ვცდებიი?-ცინიკურად გაეცინა ქალს და ტუჩები დაბრიცა.-ვერ ეგუები დამარცხებულის პოზიციაში ყოფნას…

-ხმამაღალი ნათქვამია...ომი ჯერ არ დაწყებულა და წინასწარ ნუ გადავუწყვიტავთ ერთმანეთს ვინ წაგებულია და ვინ მოგებული.შენ ჩემი ცოლი ხარ...ჩემს სახლში და მეტიც ჩემს საწოლში აღმოჩნდი...აი საწოლში რას გავაკეთებთ მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს.

-კარგი...კარგიი-ხელი მისი თითებიდან ფრთხილად გაინთავისუფლა და ფართოდ გაუღიმა.-საღამოს ჩემს ნივთებს მოვიტან...რამე განსაკუთრებულს ხომ არ მიირთმევთ ვახშამზე?დიდი მზარეულის ნიჭით არ გამოვირჩევი..მაქსიმუმ ძეხვი დაგიჭრა.

-არ შეწუხდე საყვარელო..დღეს სახლში არ ვივახშმებ.-გასაღების აცმიდან ერთიცალი მოხსნა და ქალს გაუწოდა.-მიხარია ჩვენს სახლში შენი ხილვა "პატარავ".

გასაღები უსიტყვოდ გამოართვა...რაღა უნდა ეთქვა?კამათის ხასიათზე ნამდვილად არ იყო ეგ კი არა ვერც კი წარმოიდგენდა თუ საქმე ესე შემოტრიალდებოდა და მისი სამსახურიდან გაშვებამდე მივიდოდა.დარწმუნებული იყო ამ ყველაფერში აკაკის ხელი ერია და იმის მაგივრად რომ რაღაც მხრივ ტუღუშის უსამსახუროდ დარჩენა გაჰხარებოდა საშინლად გაბრაზდა.დაუფიქრებელი ნაბიჯი გახლდათ ეს აკაკის მხრიდან რითაც კი არ გააჩერებდა ტუღუშს, არამედ უფრო გააღიზიანებდა და ყველაფერს გააკეთებდა ტიტე გამოეძებნა ისეთი კომპრომატი რაც ნამდვილად ცუდად იმოქმედებდა ყველაფერზე.მისი თავიდან მოშორების რადიკალური ხერხი კი ნამდვილად ფატალური შედეგით დამთავრდებოდა და ეჭვი არ ეპარებიდა კეკელიძეს,ამასაც დაუფიქრებლად გააკეთებდნენ თან ისე რომ საზოგადოებას რეალური მიზეზი კი არ დაენახა, არამედ კარგად შეფუთული ტყუილით დაკმაყოფილებულიყო.რომელიც ისევ და ისევ ტუღუშს შეაწმენდდა ხელებს და თავად საზოგადოება კი როგორც ყოველთვის ამჯერადაც თვალებში ნაცარ შეყრილის პოზიციაში დარჩენილიყო .ამისთვის ათასი ბინძური ხერხი არსებობდა.საქმის უბადლოდ შემსრულებელთა მთელი არმია, რომელიც პროფესიონალურად მიუდგებოდა ყველაფერს,რადგან იყვნენ ადამიანები მთელი ცხოვრება ამ საქმეს რომ ემსახურდბოდნენ და მეტიც პროფესიად ჰქონდათ გახდილი.ქილერები!


********

მაღალი გალავნით შემოსაზღვრული ეზოს წინ შეაჩერა მანქანა და დაელოდა როდის გაგორდებოდა გორგოლაჭებზე დამაგრებული ალაყაფის კარი,რომელიც მძიმედ დაიძრა და ნელ -ნელა ბოლომდე გახსნილმა, საშუალება მისცა მანქანის მძღოლს ეზოს სიღრმეში შეეყვანა.ქვიშა ქვით მოკირწყლულ სამანქანო გზაზე შუაგულში შეჩერდა შავი ჯიპი და იქიდან გადმოსულმა ტუღუშმა სახლისკენ აიღო გეზი.ის იყო კარის შეხსნას აპირებდა შიგნიდან რომ დაასწრეს და ზღურბლზე გამოჩენილმა ევამ, მოულოდნელობისგან დაბნეული სახით ახედა.

-აქ რას აკეთებ?-მის ზურგს უკან გაიხედა ტიტემ და მომლოდინე მზერა ქალის სახეზე გადაიტანა.

-მთელი დღეა გირეკავ!-ხმას დაუწია ქალმა და კბილებს შორის ისე გამოსცრა მასზე გაბრაზება არც კი დაუმალავს.

-არ გამიგია,საშინელი დღე მქონდა მერე მოგიყვები.-სახიდან თმა ფრთხილად გადაუწია მამაკაცმა და მისკენ დახრილმა მოწყვეტით აკოცა.-მიდიხარ უკვე?დარჩი დღეს…

-შენ რა აქ აპირდბ დარჩენას?-დაბნეულმა ახედა ქალმა და ტუღუშის ხელი ლოყასა და მხარს შორის მოიქცია.

-ჰო და შენც დარჩი არ გინდა?წამოდი შევიდეთ.-მხარზე მოხვია ხელი და კარი შეხსნა მაგრამ ევა ადგილიდან აფ დაძრულა.-ეხლა რაღა მოხდა?-თვალები მობეზრებულად აატრიალა მამაკაცმა და ისევ მიხურა კარი.

-მოგვიანებით ვილაპარაკოთ...დღეს ვერ დავრჩები, სტატია მაქვს დასამთავრებელი.

-ევა...

-შენს თავს გეფიცები…

-კარგი.დამირეკე როცა მოიცლი.-თმები ორივე ხელის გულით გადაუწია უკან და დეკემბრის სუსხისგან გაყინული ტუჩები ძლიერად მიაკრო მაღალ შუბლზე.შემდეგ კი თვალი გააყოლა როგორ გაუჩინარდა ჩოხელის სხეული ეზოს მიღმა,კარი შეხსნა და მშობლიურ სახლში შესულმა ღრმად ჩაისუნთქა ის სურნელი რაც საოცრად ამშვიდებდა.

-ამას ესე უნდა ვიგებდეთ ბიჭო?-სასტუმრო ოთახში შესულს უფროსი ტუღუში წარბ შეკრული შეხვდა და არც დედამისი ჩანდა აშკარად კარგ გუნებაზე.

-რა მოხდა ხალხო?

-რა ცოლი მოიყვანე ჯანმრთელად ხარ?-ხმას აუწია ლექსომ და ხელში შერჩენილი სათვალე მაგიდაზე გაშლილ გაზეთებს დაადო.

-ცოლის მოყვანას რა უნდა მამა?ქალი მოგეწონა,მოკიდე ხელი,წამოიყვანე და დაისვი სახლში...მორჩა ცოლი არ არის?მერე მთავარია როგორ ტემპში იმუშავებ და ცხრა თვის თავზე შესაძლოა გვარის გამგრძელებელიც გაჩნდეს

-ავღადავდით?-ხმა გაიმკაცრა ლექსომ და ერთი ტონით აუწია.-რაღაც არ მგონია პარლამენტარი ანასტასია კეკელიძე შენგან ორსულად იყოს და სახლშიც მაგიტომ დაისვი.

-აუ დეე..უთხარი რომ საჭირო არ არის ხაზი გაუსვას იმას რომ ოპოზიციონერების რიგებშია…-დედას გადახედა ტიტემ და შეეცადა არ გასცინებოდა.სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და ორივე ხელი ატკივებულ თავზე მიიჭირა.

-სერიოზულად ტიტე?-ხმაში წყენა გაჰრეოდა ქალს.

-შენც დედაა?

-არა, თან რომ ღადაობს თურმე.-ვერ ცხრებოდა ლექსო.-აბა ეს გოგო რაღას დადის წინ და უკან?თუ თანამედროვეობას ვაწვებით და ცოლიც გვინდა და საყვარელიც?

-დედა, გინდა რომ სახლში ძლივს მოსული ავდგე და წავიდე?-ლექსოს გრგვინვა დააიგნორა და ქალს ახედა.

-დედიკო…

-კარგი...ეხლა ავალ ჩემს ოთახში და დავიძინებ.ცუდად ვარ.აი ხვალ დავგეგმოთ რამდენ კაცზე გვინდა ქორწილი..სეფაში ტარიელა დაუკრავს ტაშ ფანდურს თუ რა დედის ტყვნა იქნება...პატარძალს მამა მოაცილებს საკურთხეველთან თუ მამაჩემი და ცხრა თვეში გვინდა თუ არა მე და ჩემს ცოლს ბავშვი.

ნამდვილად არ ჰქონდა ლექსოსთან კამათის თავი და არც აპირდბდა.საკუთარ ცხოვრებას მას შემდეგ განაგებდა რაც სრულწლოვანი გახდა და მშობლებიც ასე თუ ისე ხან კამათით..ხან ღიმილით, ხან წარბშეკრულნი მაინც ეთანხმებოდნენ მის არჩევანს და თუ არ უწონებდნენ არც ხმამაღლა დაუწუნებიათ.ქორწინება შეიძლება მართლა სულელური საქციელი იყო გარეშე თვალისთვის მაგრამ ტიტეზე უკეთ ვინ იცოდა რა ჯანდაბისთვის ხდებოდა ეს ყველაფერი..აზარტში შესულმა ღმად შეტოპა და ნაპირზე გამოსასვლელად მაშველი რგოლი სჭირდრბოდა..ეს რგოლი კი ნამდვილად არ იყო მისი დასაწუნი პირიქით,იმდენად კარგიც კი იყო სხვა სიტუაციაში სიამოვნებით რომ სცდიდა მასთან დაახლოვებას.საკუთარი სიცოცხლე ნამდვილად უღირდა ამ ერთ ფარსად რასაც ქორწინება ნიშნავდა, არადა უკან დახევა გვიანი გახლდათ.უკვე ჰკარგავდა ნელ ნელა ყველაფერს... ეს დაკარგვის პროცესი კი სამსახურით დაიწყო... რაც ნამდვილად გააგიჟებდა.ხო აი ესე რომ დამჯდარიყო და წამოჭრილ პრობლემებზე ეფიქრა სრულ ჭკუაზე ნაკლებ სავარაუდოა რომ დარჩენილიყო.სიამოვნებით გავიდოდა ქალაქ გარეთ ერთი ორი დღით და ადუღებულ გონებას გაანიავებდა.დარწმუნებული იყო მისი " ცოლი" მის გარეშე არ მოიწყენდა ეგ კი არა ის ორი დღე არც კი ავიდოდა იმ სახლში სადაც იძულებით მოუწევდა ცხოვრება.ესეც ერთ-ერთი დაცინვის ხერხი უფრო იყო ტიტეს მხრიდან.. რადგან იმ სახლში თავად არ დარჩენილა ერთ დღეზე მეტ ხანს და ეხლა კეკელიძესთან თანაცხოვრებას აპირებდა იმ ასანთის კოლოფივით მოცუცქნულ ბინაში როდესაც საკუთარი ბინა ქალაქის ერთ ერთ ცენტრალურ უბანში ჰქონდა და 4 ოთახისგან შედგებოდა.ბევრი აღარც უფიქრია ახალი გათენებული იყო სახლიდან შეუმჩნევლად რომ გავიდა და გეზი ქალაქ გარეთ ისე აიღო მშობლებისთვის არც უთქვამს.დაისვენებდა,დალაგდებოდა,გადაღლილ გონებას გაანიავებდა და ქალაქში დაბრუნებული ადვილად შეძლებდა ეფიქრა იმ პრობლემებზე რაზეც მის გარდა სხვა არავინ იღრძობდა ტვინს.

ორმა დღემ ისე თვალსა და ხელს შუა გაირბინა ვერც კი მოასწრო გააზრება.შედარებით დამშვიდებული დაბრუნდა ქალაქში და ის იყო იმ ქუჩაზე გადაუხვია სადაც აწი ხშირად მოუწევდა სიარული მისი სახლის სადარბაზოს წინ გაჩერებულმა ორმა სატვირთომ რომ არ მისცა საშუალება ზედ სადარბაზოსთან შეეჩერებინა მანქანა.აშკარად ახალი მობინადრე ჰყავდა კორპუსს მაგრამ სახლიდან გამოტანილი ავეჯი სულ სხვა რამეს მეტყველებდა.ვიღაც კი არ გადმობარგდა,ბინას ცლიდა.

უსიამოვნოდ დაიჯღანა რადგან მეცხრე სართულამდე ფეხით მოუწევდა ასვლა თუ საერთოდ მოახერხებდა და შევიდოდა სადარბაზოში სადაც მუშებს ყვავილის მოზრდილი ქოთნები ჩაეწყოთ და დიდი რუდინებით ცდილობდნენ მანქანში ისე ჩაედოთ ოდნავადაც რომ აფ დაზიანებულიყო.

-ამის დედაც-მანქანიდან გადმოსულმა კარი ხმაურით მიხურა და ერთ ღერს მოუკიდა.ჭირივით ეზარებოდა ფეხით ასვლა.. ლოდინი უაზრობა იყო კაცმა აე იცის როდის დაასრულებდნენ ამ ბარგი ბარხანის გამოზიდვას.ნახევრად ჩამწვარი ღერი მოისროლა და სადარბაზოს კიბეს აუყვა.ის იყო გვერდი აუქცია კარში გახიდულ ხის ძველებურ განჯინას წარბ შეკრული რომ შედგა და ზედმეტად ნაცნობ ნივთს დააშტერდა.

-ამის დედაც...ეს ავეჯი საიდან ჩამოგაქვთ?-მუშებს მიუბრუნდა და მათი დაბნეული სახის შემხედვარეს უარესად მოეშალა ნერვები.მრისხანებისგან ასაფეთქებელი ბომბივით იყო,ვერც კი მიხვდა როგორ აიარა ცხრა სართულის კიბეები და ღია კართან შეჩერებულმა სწრაფად აუქცია გვერდი მუშებს და სახლში ისე შევარდა მარტო იმას ნატრობდა ხელში არ ჩავარდნოდა ამ ყველაფრის ინიციატორი რომელიც ოთახის შუაგულში იდგა ზედმეტად გაბადრული სახით და ისე უყურებდა როგორც ჯარიდან დაბრუნებულ ცხოვრების სიყვარულს.

-რა ჯანდაბა ხდება?

-საყვარელოო..როგორ გამახარე-შესძახა თეატრალურად ქალმა და მთელი სახე გაებადრა.

-ეს რა...რააა?!-მთელი ბინა მოათვალიერა პირ დაღებულმა და წამიერი შოკისგან გაოგნებული ისევ მომღიმარ ქალს მიუბრუნდა.-რაა?! მეღადავებიი?!

-არ მოგწონს?-ხმაში წყენა გაურია ქალმა და ტიტეს სურვილი გაუჩნდა ამ ირონიის გამო თმებში სწვდომოდა და ის ენა ბოლომდე ამოეგლიჯა პირიდან მაგრამ შეძლო და თავი ხელში აიყვანა.

-ანა…

-იდეალური გამოვიდა...მე ძალიან მომწონს.

-დედას შევეცი-ამოიღმუვლა ტუღუშმა და იატაკზე ჩამჯდარმა სასო წარკვეთილი თვალებით ამოხედა ქალს.რა ჯანდაბა უნდა ექნა ამ ყველაფრისთვის პასუხი რომ მოეთხოვა?

სახლიდან ავეჯი სრულიად გატანილი დახვდა,კედლები რძის ფერი.ფანჯრებზე დაშვებული ახალი ფარდები და კედელი რომელიც ოთახებს და სამზარეულოს ერთმანეთისგან ჰყოფდა ამოღებული.ერთ დიდ სივრცეს წარმოადგენდა სახლი..სრულიად თეთრი კედლებით იატაკზე დარფენილი ნოხით.ერთი საწოლით და რაც მთავარია უზარმაზარი გარდერობით.

-ეხლა რა გიყო?-წელში გაიმართა და ქალს ისე დახედა ზემოდან.სიბრაზისგან დასკდომამდე დაბერვოდა კისრის ძარღვები და კბილებს ისე ძლიერად აჭერდა ერთმანეთს მისი ღრჭიალის ხმა არ გამოჰპარვია კეკელიძეს რომელიც ისევ ისეთი ღიმილით შესცქეროდა და სახეზე ნერვიც კი არ უტოკდებოდა.

-ეს...ჯანდაბა ეს სისულელე...ეს ფუჰ ამისი.-ხელები ფართოდ გაშალა და წრეზე დატრიალდა.-გააფრინე გოგოო?!

-მშვენიერი გამოვიდა….თავი არ დაუზოგავთ ხელოსნებს სულ რაღაც ორ დღეში მივიღეთ ეს იდეალური შედეგი რასაც ახლე ხედავ.გადასარევია…

-მისმინე ანასტასია!-ხმას აუწია და საჩვენებელი თითი სახესთან მუქარით დაუქნია.-ფეხებზე კიდევ ორ დღეს გაძლევ...ეს ყველაფერი მოაშორე აქედან და სახლი ძველ ფორმას დაუბრუნე.

-არ გამოვა-მხრები უდარდელად აიჩეჩა კეკელიძემ და სახლიდან გასულ ბოლო მუშას თვალი გააყოლა.

- რა გამოვა და რა არ გამოვა...დარწმუნებული ვარ არც დროის უქონლობა გიშლის ხელს და არც ფინანსური მდგომარეობა.დააბრუნე სახლში ყველა ის ნივთი რაც აქედან ჩემს უკითხავად გაიტანეთ.მეორედ აღარ გავიმეორებ.

-და რას იზამთ ბატონო ქმარო?-გამომწვევად დაიკრიფა ხელები თეძოებზე და ფართოდ გაუღიმა.

-უხ..ამის დედაც-მისი მომღიმარი სახისკენ წაღებული გაშლილო ხელისგული შუა გზაში შეკრა მუჭად და უკან დააბტუნა.-როგორ მინდა ეგ გრძელი ენა ამოგაცალო პირიდან…

-ნივთები რომელიც ინტერიერს აუშნოვებდა იმ შეჭირვებულ ოჯახს გადაეცემა რომელიც რამდენიმე დღის უკან მოვიძიე..ასე რომ თუ სურვილი გაქვს შეგიძლია შენ თვითონ მიბრძანდე და ყველა ის იდიოტობა დააბრუნო უკან რაც 80 წლებში გადავიდა მოდიდან…

ტიტემ ღრმად ჩაისუნთქა და ორივე ხელისგული გასკდომამდე მისულ თავზე მოიჭირა,კიდევ ერთხელ დახედა ქალს და ზურგი ისე შეაქცია ხმა აღარ ამოუღია.

-სუფთა ჰაერს ვსაჭიროვებ, არ მინდა რამე სასწაული დაგმართო.

ანასტასიამ ღიმილით გახედა კარში გიჟივით გავარდნილ ტუღუშს და ნასიამოვნები სახით კიდევ ერთხელ მოათვალიერა საკუთარი შედევრი საოცარ სიამოვნებას გრძნობდა.გამოწვევა მიღებული იყო,ამ გამოწვევის პასუხი კი ნამდვილად ისეთი იყო როგორიც ჩაიფიქრა.ხელში შერჩენილ ტელეფონს დახედა რომელიც იმ წამს ამღერდა და ნომრის დანახვაზე სახე უსიამოვნოდ მოეღრუბლა.დედამისი რეკავდა და ისიც ცხადი გახლდათ ქალბატონი ეკატერინე ტყუილად რომ არ დაურეკავდა, რადგან დღეში შვიდჯერ შვილის ადგილ სამყოფელის და მისი კვების რეჟიმის გაკონტროლებით დაკავებული არასდროს ყოფილა.რეკავდა მაშინ როდესაც რამე სერიოზული ხდებოდა და ნახულობდა შვილს მაშინ როდესაც თავად ანასტასია გადაწყვეტდა მშობლიურ სახლში ნახევარი საათით მაინც შეევლო და მოდას ზედმეტად აყოლილი დედა და მუდამ დღე სპორტის ამბების კითხვით დაკავებული მამა მოენახულებინა.მისი უფროსი ძმა,მას შემდეგ რაც სრულწლოვანი გახდა გაქცეული იყო სახლიდან და წლების განმავლობაში საკუთარ ბედ იღბალს ტავად განაგებდა საქართველოს საზღვრებს მიღმა.წვიმიან ლონდონში…

-გამარჯობა დედა!-მშვიდი ხმით უპასუხა ტელეფონს და აპარატის ყურიდან მოშორება დასჭირდა როდესაც ხაზის მეორე ბოლოს ეკატერინა მჟავანაძის თითქმის კივილამდე მისული ხმა გაისმა.საოცარი დოზით რომ გაჟღენთილიყო სიბრაზის ნოტები!

-ღმერთო ჩემო ანასტასია....მითხარი რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ტყუილია და შენი სკანდალური ქორწინების ამბებიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოიგონეს რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩირქი მოსცხონ ჩვენს ოჯახს….მითხარი რომ ვიღაც ხელმოცარულ ჟურნალისტს არ შემოგვითრევ ოჯახში სიძედ და მეტიც...მითხარი რომ...ჯანდაბა,შეიძლება ინფარქტი დამემართოს.

-დაამთავრე?თვალები ისე მობეზრებულად აატრიალა ანასტასიამ დედამის რომ დაენახა საყვედურს ნამდვილად ვერ ასცდებოდა.

-არა...ორი დღეა გული მაწუხებს...მართალია თქვენს თავქარიან ჯიშს ვერ ვაგებინებ რეალურად მე რა მაწუხებს მაგრამ...საერთოდ არავის გეცოდებით?

-რატომ დედა?ფრჩხილი მოგტყდაა?-შეეცადა არ გაეცინა.

-დამცინიი?!

-არც მიფიქრია...გირჩევ სიმშვიდე შეინარჩუნო და ხვალინდელ ვახშამზე დიდი მოთმინებით აღჭურვილი მობრძანდე ნამდვილად არ მინდა ჩემს დედამთილ-მამამთილს გული გაუსკდეს.

-რა?! გესმის რა სისულელეს მეუბნება შენი სასახელო ქალიშვილიი?-სავარაუდოდ სავარძელში მოკალათებულმა ეკატერინემ რომელსაც ამ შოკის მომგვრელი ინფორმაციის შემდეგ ხალათი არ გაუხდია,ვალოკორდინის სურნელი ასდიოდა და თავზე ძლიერად ჰქონდა წაკრული შარფი(შაკიკს უჩიოდა წლების განმავლობაში) ცხვირზე სათვალე დაკოსებულ ქმარს გადახედა მშვიდი სახით რომ ეცნობოდა რომელიმე სპორტულ ჟურნალს.თვალების ბრიალით გადახედა და სასოწარკვეთილმა დაუკივლა.

-შეეშვი თუ ქალი ხარ..ამტკივდა თავი!-ბოხი ხმუთ დაუცაცხანა ეკატერინეს ქმარმა და ანასტასიამაც მორიგი იერიში განახირციელა.

-გავიქეცი დედა...ხვალ საღამოს ექვსზე გელიდებით შენ და მამას რესტორანში..შეგიხლია ის შენი ქურქიც ჩაიცვა წინა სეზონზე რომ შეიძინე დაქალების ჯიბრზე და ერთხელაც არ გცმია…

-ანასტასია!

-გკოცნით დეეე…-მიახალა და ტელეფინი გათიშა.

მეორე დღეს რესტორანში შეხვედრა რომელიც ოჯახების ახლოს გაცნობას ემსახურდბოდა საერთოდ არ ჰქონდა იდეაში და ისედაც გაბრაზებული დედის უარესად გულზე მოსახვედრად დაუფიქრებლად"წამოაყრანტალა" რაზეც რომ დაფიქრდა საკუთარ თავის კარგად გალახვა მოუნდა, მაგრამ ნათქვამ სიტყვებს უკან ვეღარ დააბრუნებდა და ისღა დარჩენოდა ქმარიც ჩაეყენებინა საქმის კუსში რომელთან ლაპარაკიც თავისი საქციელის გამო გმირობის ტოლფასი გახლდათ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.რამდენიმე წუთი აცადა საკუთარ თავს დალაგებულად ეაზროვნა და შემდგომ აკრიფა ტუღუშის ნომერი რომელიც ხელის მოწერის შემდეგ ყოველი შემთხვევისთვის ჩაინიშნა და ერთხელაც არ გამოუყენებია.რამდენიმე ზარის შემდეგ როგორც იქნა გაისმა ტიტეს ბოხი ბარიტონი და კეკელიძეს ღრმად ჩასუნთქვა დასჭირდა მისი ხელმეორედ აფეთქებისთვის რომ გაეძლო.

-ბატონო…

-მე ვარ...ანასტასია.-რატომღაც პატარა გოგოსავით დაიბნა და საკუთარი თავის გემრიელად ცემისთვის კიდევ ერთი მიზეზი დაემატა.

-რამ შეგაწუხა?ეხლა რაღა ჩაინე?

-განსაკუთრებული არაფერი...მინდოდა მეთქვა რომ ხვალ საღამოს ექვსი საათისთვის რესტორანში მაგიდა დავჯავშნე ჩვენი მშობლების ერთმანეთის უკეთ გასაცნობად.

-მორიგი დაუფიქრებელი მიზეზი რის გამოც შეიძლება მკვდარი გაგაცოცხლო და ხელმეორედ მოგკლა?-ხმას ერთი ტონით აუწია ტიტემ.

-იქნებ დროა შეეგუო იმ აზრს რომ ცოლი საკუთარი დიდი სურვილით შეირთე და ვალდებული ხარ მისი სურვილები დაუფიქრებლად და სრული სიზუსტით შეასრულო?-ნიშნის მოგებით მიმართა კეკელიძემ და დაჯდომის სურვილით ოთახი მოათვალიერა ...ბოლოს ყბის ძვლენი დაეჭიმა და ფანჯრის რაფას ზურგით მიეყრდნო.

-კარგი ძვირფასო...გავაცნოთ ჩვენი მშობლები ერთმანეთს... იმედი მაქვს ერთ-ერთი მათგანი ელოდება ცხრა თვის შემდგომ შვილიშვილს..რადგან მათი სურვილის შესასრულებლად ბავშვთა სახლებში მოგიწევს წოწიალო შენი მოსაწონი ახალშობილის ასაყვანად.

-მიხარია ერთ აზრზე რომ ვართ….დროებით საყვარელო.-ტელეფონი გაბრაზებულმა გათიშა და ქვედა ტუჩს უაზროდ დაუწყო წვალება.-ერთი სავარძელი აუცილებლად მჭირდება.

*******


-ოჯახების გაცნობაა?-ირონიულად ჩაეცინა ქალს და საწერ კალამი რომელსაც მანამდე ნერვიულად ატრიალებდა თითებს შორის კბილებს შორის მოიქცია.

-ჰო,რაღაც ესეთი.-სავარძლის საზურგეს მიაწვა ტიტე და ორივე ხელი სახეზე ჩამოისვა.საშინლად აღიზიანებდა ანასტასია კეკელიძე და დილიდან მოყოლებული გეგონება სპეციალურად უკრავდა მის ისედაც დასაწყვეტად გამზადებულ ნერვებზე.

-ზედმეტად შეხვედით აზარტში…

ტიტე წელში გასწორდა და ქალს ქვემოდან ამოხედა.არც ევა აკლებდა და თითქოს ისიც სპეციალურად აღიზიანებდა...ეგ კი არა ეს დღეები ისეთ ხასიათზე იყო ყველა და ყველაფერი აღიზიანებდა.

-შენც ზედმეტად აზარტული გახდი...სპეციალურად მიტყნავ ნერვებს.

-მე?

-რა გინდა ევა?რის მიღწევას ცდილობ?

-ეს იდიოტური თამაში შენ წამოიწყე და ეხლა თუ ნერვებს გიშლის შენი "ცოლი" -ჰაერში თითების მოძრაიბით ბრჭყალები გააკეთა და სახეზე ჩამოშლილი ურჩი თმა უკან გადაიწია.-ეგ ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის…

-ეჭვიანობ?

-დავუშვათ...რამე იცვლება ამით?-სახე მოეღრუბლა ქალს და ყელში გაჩხერილი ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა.-არაფერი იცვლბი...ცუდი თამაში წამოიწყე და შენზე ვღელავ.

-თუ საკუთარ თავზე?რა გინდა?პოპულარობა?სენსაცია..შოკი და ამყველაფრის ავტორად საკუთარი თავი წარმოგიდგენიაა?თანახმა ხარ მხოლოდ და მხოლოდ ამ დამპალი პოპულარობის გამ ჩემთან ერთად შემოხვიდე იმ განავალში სადაც მე კისრამდე ვზივარ?მე ვერ დაგიცავ..ამის დედაც ხედავ?-სავარძლიდან წამიდგა და ხელები ფართოდ გაშალა-საკუათარ თავსაც ვერ დავიცავ...მაგიტომ მყავს ცოლი-თავადაც ჰაერში ბრჭყალების იმიტაცია გააკეთა და შემდეგ შუბლი მოისრისა.-აი...ეს აკაკი ჯორბენაძის ქონებრივი დეკლარაციაა-მაგიდის ზედაპირზე მცირე ზომის მეხსიერების ბარათი დადო და ქალს თვალი თვაში გამომწვევად გაუყარა.-გარისკავ?

ჩოხელს გაეღიმა და მეხსიერების ბარათი წვრილ თითებში მოიქცია.

-მე შენთან ვარ…

-თუ დაგვენძრევა?

-დაე ერთად დაგვენძრას…

რამდენიმე წამის განმავლობაში ქალს თვალს არ აშორებდა.ბოლოს შეკრული წარბები გაეხსნა და ფართოდ გაეღიმა...მისკენ გადახრილმა თითები მოხვია მაღალ კისედზე და თავისკენ ძლიერად დაქაჩულს უხეშად დაეტაკა სავსე ბაგეებზე.

-ვგიჟდები შენზე.-წამით მოსწყდა და ზედ მის ბაგეებზევე ამოიჩურჩულა.-ვგიჟდებიი…

-ეს ძალიან მაგარია…-ქვედა ტუჩზე კბილები მოავლო ქალმა და ყრუდ ამოიკივლა როდესაც მამაკაცის ძლიერმა ხელებმა ჰაერში ააფრიალეს და სავარძლიდან პირდაპირ მაგიდის ზედაპირზე აღმოჩნდა ზურგით.
*******

-აღარ გამოდიხარ ბიჭო?-აბაზანის კარზე ბეჭდიანი თითი მიუკაკუნა ლექსომ.აბაზანის სარკეში ათვალიერებდა საკუთარ თავს, თვალები უძილობისგან ჩასწითლებოდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა გეგონება ერთი კვირის გამოუძინებელი გახლდათ. როგორ ყელში ჰქონდა ეს მასკარადი მაგრამ ამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ ერი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო,საკუთარი თავი, რომელსაც პასუხს ვერ მოსთხოვდა.არც ნანობდა,არც მომავლის ეშინოდა...უბრალოდ ისეთი არეული იყო ყველაფერს ერთი ფასი დასდებოდა.ის საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ჟურნალისტი გახლდათ, რომელსაც იმის უფლება ჩამოართვეს რაც ასულდგმულებდა და ეს რას ნიშნავდა თუ არა მეორედ მოსვლას.ოღონდ ვისთვის, აი ეგ კი საკითხავი იყო...ევა ისე ერეოდა მის საქმეში თითქოს მის გასაკეთებელს აკეთებდა და ეს დათვური სამსახური ერთის მხრივ კი ახარებდა, მაგრამ საკუთარ რისკებზე ფიქრს არ ჩქარობდა...აკეთებდა ყველაფერს საკუთარ ისტიქტებზე მინდობილი და არა მარტო თავად...იმ ადამისაც სვრიდა სიბინძურეში რომლის მშრალზე გაყვანას სავარაუდოდ ვერ მოახერხებდა.არადა მისი შეჩერება არც შეეძლო...ევა სრულწლოვანი, ჩამოყალიბებული ქალი იყო და საკუთარ რისკებზე და თავზე თავად უნდა ეგო პასუხი.

-შენი დედაც...რა ნაბი*ჭვარი ხარ!-ქვემოდან ახედა სარკეში არეკლილ საკუთარ თავს და გულ მოსულმა ისე მიაფურთხა თითქოს ამით სინდისს დაიმშვიდებდა. პერანგის საყელო შეისწორა და კარისკენ დაიძრა.

-ცოტაც და ვიფიქრებდი რომ გადაიფიქრე იმ გოგოს მშობლების ჩვენთვის გაცნობა.-სასტუმრო ოთახში იდგა ლიზა გიგაური.ულამაზესი ქალი რომელსაც ასაკი საერთოდა არ ეტყობოდა და ისევ ისე ანათებდა როგორც ზუსტად 38 წლის წინ.მაშინ როდესაც ერთი ნახვით მოაჯადოვა ლექსო ტუღუში.

-ეგ ამბავი აღარ გამოვა.-გაეცინა ტიტეს და დედა აღფრთოვანებულმა შეათვალიერა.-ულამაზესი ხართ ქალბატონო ელიზაბეტ.


რესტორანი, სადაც ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ იმდენად მდიდრული და პომპეზური იყო მეტს არც ელოდა ტიტე. ტუღუშებს შორის ჩამდგარ ლიზას ქმარ შვილისთვის ხელმკლავი გამოედო და მოხდენილი ნაბიჯებით მიიწევდა წინ ,სადაც უკვე ელოდნენ.ზედმეტად სოლიდურ სამოსში გამოწყობილნი მამაკაცი და ქალბატონი უხვად რომ გამოემზეურებინა ძვირფასი სამკაულები და ისე მედიდურად იცქირებოდა თითქოს ახალ მოსულებს რენდგენში ატარებსო.ტიტემ სავარაუდო სიდედრ სიმამრი, თმა შევერცხლილი სათნო სახის მამაკაცი და სავსე ფორმების მქონე ქერად თმა შეღებილო ქალბატონი, ნახევრად მოჭუტული მზერით შეათვალიერა და ქალბატონი ეკატერინეს საგანგებოდ გაკეთებული კურნოსა ცხვირი, რომელიც ისე მედიდუტად აებზიკა ღიმილით დააიგნორა.გაცნობის ცერემონიალი და შავ უზურგო კაბაში გამოწყობილი კეკელიძე.მსუბუქი მაკიაჟით და ერთადერთი სამკაულით,მარჯვენა ხელის არათითზე მორგებული ქორწინების ბეჭდით.იმდენად ბუნებრივი და იმდენად მომხიბლავი იყო...ტიტეს ღიმილით შეანათა თვალები და მის სახესთან დახრილი მამაკაცის გამო ოდნავ შეეცვალა გამომეტყველება.

-შეგიძლია მაკოცო.-გამომწვევი ღიმილით ამოიჩურჩულა მის ყურთან და ყბის ძვალზე ფრთხილად შეახო ტუჩები ქალს.

-საყვარელოო-სიბრაზის დასაფარად გაიღიმა ქალმა და თლილი თითებით ფრთხილად შეუსწორა პერანგის საყელო.-არ გეშინია ხვალ ჟურნაშლში რომ გამოჭენდებიი?

-მხოლოდ თქვენთვის მეუღლევ.-ისე ჩურჩულებდნენ გარეშე თვალისთვის ძნელი გასარჩევი იყო ეს ყველაფერი-შენ თუ გეშინია?

-არა, ისედაც სკანდალური ქალი ვარ…

-ამის დედაც მიწვევ რომ გაკოცო?-გაეცინა ტიტეს და სანამ რამის თქმას მოასწრებდა ქალი, არ აცალა და მის ბაგეებს ფრთხილად მისწვდა.რომელსაც სავარაუდოდ ღვინის,რომელიღაც ხილის და მანამდე მოწეული სიგარეტის არომატი შეჰრეოდა.საპასუხო კოცნაზე უცნაურად მოაწვა საფეთქლებზე სისხლი და ვერც კი გაიაზრა ისე მოხვია თითები ყბის ძვალთან.წამიერად გაგრძელებული კოცნა, რომელიც უპასუხოდ არ დარჩენილა შეწყდა. მაგრამ ცერი ქალის სახეზე დარჩა რომელიც ფთხილად ეხებოდა ყვრიმალზე.უცნაურად გაუღიმა კეკელიძემ და იმდენად სწრაფად მოახერხა ჩვეულ მდგომერეობას დაჰბრუნებოდა ღიმილი მოჰგვარა ტუღუშს, მაგიდასთან დაიკავა ადგილი და ერთმანეთსი გაცნობით დაკავებულ სუფრის წევრებს შეუერთდა.

-ყველაზე ნაკლებად თქვენ წარმოგიდგენდით ჩემი ქალიშვილის მეორე ნახევრად.-ეკატერინემ კრიტიკულად შეათვალიერა სიძე და შემდეგ ქალიშვილს გადახედა რომელიც ტუღუშის გვერდით იჯდა.

-რატომ?არ მითხრათ რომ ჩემი და თქვენი პოლიტიკური შეხედულებები ზედმეტად განსხვავდება.-გაეღიმა ტიტეს და ანასტასიას ხელი საკუთარ მუჭში მოიქცია.

-დასამალი რა მაქვს?-მხრები აიჩეჩა ეკატერინემ.-არასდროს მომწონდით.

-ძვირფასო…-ცოლს უხერხული ღიმილით გადახედა ბატონმა რევაზმა და თვალები ისე დაუბრილა, რაც ნიშანი იყო რომ იქნებ დრო იყო გაჩუმებულიყო.

-რატომ?-ეკატერინა აშკარად არ აპირებდა დანებებას.-ნუთუ არ გახსოვს რა საზიზღრობებს აღარ ამბობდა?

-იქნებ არც ჩვენ გვიხარია თქვენი ქალიშვილის რძლად მიღება-გაეცინა მანამდე ჩუმად მჯდარ ლიზას და თვალები ისე დააწვრილა საოცრად ჰგავდა ტიტეს.-მაგრამ ჩვენი შვილის არჩევანს შევეგუეთ და უპრეტენზიოდ ვიღებთ თქვენს შვილს…

-ანუ,მადლობელი უნდა დაგრჩეთ?

-დედა!გეყოს ბოლოს და ბოლოს…-წარბები შეკრა ანასტასიამ .-ჩვენ ზრდასრული ხალხი ვართ და ეს ჩემი და ტიტეს გადაწყვეტილება იყო...ძალიან გთხოვ.

-კარგი ბატონო...ხმას არ ვიღებ მაგრამ ნუ მთხოვ ამ მარაზმს ტაშით შევხვდე.

ტიტემ მშობლებს გადახედა და შემდეგ მზერა სიდედრზე გადაიტანა, რომელიც ისეთი გაცეცხლებული იყო დამშვიდებას კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებდა.

-მაინც რა თვისებით ვერ ვაკმაყოფილებ თქვენი სასურველი სიძის კრიტერიუმებს?

-ყბედი ჟურნალისტი ხარ!-წარბი აზიდა ეკატერინემ.

-ტიტე-მაჯაში სწვდა ანასტასია და მუდარით სავსე მზრით ახედა.-გთხოვ…

-ქალბატონო ეკატერინე...სამწუხაროა რომ ჩვენს საწინააღმდეგოდ განვითარდა მოვლენები...კამათი და იმის მტკიცება რომლის შვილი იმსახურებდა უკეთეს მეორე ნახევარს ,ვფიქრობ უაზრობაა..ამიტომ უბრალოდ მოვიქცეთ ცივილური ადამიანებივით და ეს გაცნობის საღამო ინციდენტის გარეშე ჩავამთავროთ...დარწმუნებული ვარ ამ რესტორნის გარეთ ბევრს აინტერესებს როგორ ჩაივლის ჩვენი შეხვედრა.როგორც აღნიშნეთ ცნობადი ხალხი ბრაზანდებით...სკანდელები გვეყოს.-ხმაში რკინის სიმტკიცე გაურია ლიზამ და წამითაც კი არ შესცვლია გამომეტყველება, ისევ ისე მშვიდად იღიმოდა როგორც რესტორანში გამოჩენის წამს.

-გეთანხმებით…-ღრმად ამოისუნთქა ბატონმა კეკელიძემ და წითელი ღვინის ფუჟერი აიღო.-ჩვენს შვილებს გაუმარჯოთ!

*******


სამ დღიანი საქმიანი ვიზიტის შემდგომ დაბრუნდა თუ არა ქვეყანაში იმ საქმეების გაცნობას შეუდგა რაც მის არ ყოფნაში მომხდარიყო.ესეთი იყო ყოველთვის, დაწვრილებით იკვლევდა ყველაფერს რამე რომ არ გამოჰპარვოდა.პრემიერ მინისტრი იყო და იმაზე მეტი ვალდებულებები გააჩნდა ვიდრე წარმოედგინა..ხანდახან ისიც კი ავიწყდებოდა ჰქონდა თუ არა პირადი ცხოვრება.არად ჰქონდა...ჰყავდა მეუღლე და სამი უმშვენიერესი შვილი. მთელი ცხოვება საფრანგეთში ცხოვრობდა და ვერასდროს წარმოედგანა ქვეყანაში დაბრუნება თუ ამ რანგით მოუწევდა გამხდარიყო მთავრობის მეთაური.კაცი,რომლის სიტყვასაც პრეზიდენტისაზე დიდი წონა ჰქონდა.ანასტასია ჯერ კიდევ ქვეყნაში დაბრუნებამდე გაიცნო ერთ ერთი საქმიანი ვიზიტის დროს...მმართველი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრი..ახალი ძალა,ახალი კადრი,ქვეყნის მომავალი.თავიდანვე მოიხიბლა ქალის გამჭრიახი ჭკუა გონებით,მისი განათლების სიღრმით და დღემდე ვერ გამოდიოდა იმ შთაბეჭდილებიდან რაც პირველი ნახვისას მიიღო.დღეს ვინ იყო ანასტასია მისთვის?ქალი, რომელზეც უბრალოდ გიჟდებოდა და ბევრჯერ უცდია მის გამო მიეტოვებინა ყველა და ყველაფერი.ოჯახიც კი მაგრამ ანა ყოველთვის უკან იხევდა.თითქოს შორიდან უვლიდა გარს,თავბრუს ახვევდა და ახლოს მისვლის საშუალებასაც არ აძლევდა.

ესეთი იყო ანა...იდუმალი,საინტერესო,უცნაურად მომხიბვლელი და რაღაცნაირად სასურველი.კი ბევრი კაცისთვის სასურველი.და ეს მისი უნაკლო გარეგნობის გამო არ ხდებოდა...ჩვეულებრივი გოგო იყო არაფრით გამორჩეული, მაგრამ რაღაცნაირი აურა ჰქონდა..თითქოს ანდამატივით მოქმედებდა მათზე ვინც ოდნავ მიახლოვებას მაინც გადაწყვეტდა.და არც აკაკი ჯორბენაძე ყოფილა გამონაკლისი..ანასტასია კეკელიძით შებყრობილს,ჰქონდა მომენტები მის გამო ყველას და ყველაფერს რომ გაასწორებდა მიწასთან..დატოვებდა სახლს,ოჯახს,თანამდებობას და სადმე დასაკარგავში გადაიხვეწებოდა, ოღონდ კი გაჰყოლოდა ანასტასია.ოღონდ დაენახა..ოღონდ ეხმო თავისთან და ოღონდ ეთქვა:"კი,მე თანახმა ვარ"

უგულოდ ათვალიერებდა პრესას, ინტერნეტ მედიას..არაფერი განსაკუთრებული,არაფერი ახალი და საინტერესო.ოპოზიცია ისევ იბრძოდა.ისევ ახალი სკანდალები...ისევ ახალი მიზეზები, რის გამოც ესე დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელებულიყო ომი.ამ მთავრობას წინა არ მოსწონდა..წინა საკუთარ უნიათობას მის წინამორბედს აბრალებდა და ესე ერთ უწყვეტ ჯაჭვად იყო ყველაფერი ჩაბმული, რომელსაც ერთი რგოლიც რომ მოსძვრომოდა ეს იდეალური უწყვეტი კავშირი დაირღვეოდა და მაშინ იმდენად იდეალური აღარ იქნებოდა როგორც მანამდე.მომდევნო მთავრობა მოქმედს დაასხამდა თავს ლაფს და საქმეს ვინ აკეთებდა?არავინ...არავიინ.ზიზღით დააიგნორა დიდი,შავი ასოებით დაწერილი სათაური სადაც საკუთარი სახელი და გვარი ფიგურირებდა."პრემიერ მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია...რას მალავს და აყალბებს აკაკი ჯორბენაძე?"

ადვილი მისახვედრი იყო ეს იდეალურობამდე დასული, დახვეწილი ტექსტი ვისი შეიძლება ყოფილიყო.და ვის სახელს შეიძლება ამოჰფარებოდა ჩამოლაბორანტებული ტიტე ტუღუში.

სიმწრისგან ძლიერად შეკრულ მუჭებს ნიკაპი დააყრნო და წაკითხვაც კი არ სურდა,რადგან იცოდა ათასი სიბინძურე და ტყუილ მართალი დახვდებოდა იქ.ღრმად ჩაისუნთქა და დილის ინფორმაციას დაუბრუნდა სადაც უარესად მოეშლა ნერვები,სურათზე მომღიმარი რამდენიმე ადამიანის ფონზე ანასტასია კეკელიძე და ტუღუში დაეფიქსირებინა ფოტოგრაფს.ფოტო კოლაჟი ხუთიოდე სურათისგან შედგებოდა."სკანდალური ჟურნალისტის და პოლიტიკოსის საიდუმლო ქორწინება, ბედნიერად გრძელდება"

ხელის უხეში მიკვრით გვერდით გასწია ლეპტოპი და სიბრაზის მოსათოკად ორივე ხელი ნერვიულად ჩამოისვა წვერზე.სიბრაზის მიზეზი ბევრი ჰქონდა, უმთავრესი კი ეს მასკარადი გახლდათ რასაც ანასტასია კეკელიძის თქმით წერტილი მალე დაესმებოდა.იცოდა ეს ყველაფერი უბრალოდ თამში რომ იყო მაგრამ იმის გააზრება რომ ქალი, რომელზეც გიჟდებოდა. თუნდაც ფორმალურად იყო იმ კაცის ცოლი, რომელიც მთელი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში ლურსმანივით ესობოდა საჯდომზე.გაუაზრებლად დასწვდა ტელეფონს და დაუფიქრებლად აკრიფა ნაცნობი ნომერი.პასუხს უგვიანებდნენ,მაგრამ მაინც უპასუხეს.

-როგორ ხარ?-წამიერი დუმილის შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და შეცვლილი ხმით ჩაეკითხა.

-ამ დროს რატომ მირეკავ?

-ანა

-გისმენ აკაკი.

-სალაპარაკო გვაქვს…-თვალები მოისრისა და სავარძლიდან წამომდგარი, მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა.

-კარგი.

-გამოგივლი…

-მე თვითონ მოვალ.

-ანა…

-მე თვითონ მოვალ!-მკაცრად გაიმეორა კეკელიძემ და პასუხს აღარ დალოდებია ისე გათიშა ტელეფონი.

რამდენიმე წამის განმავლობაში უაზროდ დასჩერებოდა გათიშულ მობილურს, ბოლოს მაგიდაზე დააბრუნა და კაბინეტის კარი გამოაღო.მის გამოჩენაზე შუა ხნის ქალის სხარტად წამოდგა სავარძლიდან და მომლოდინე მზერა შეანათა მამაკაცს.

-ქეთევან,დღეს ჩანიშნული ყველა შეხვედრა გადადე!

-კარგით ბატონო აკაკი.


******

მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და თითქმის სირბილოთ აუყვა მეორე სართულამდე ასასვლელ კიბეს...ნომრის კარები სწრაფად შეხსნა და მისი ასეთი სახის დანახვაზე სავარძლიდან წამომდგარ ქალს, სიტყვის თქმაც არ აცადა.გაოგნებულს, ველურივით დააცხრა ბაგეებზე.ისეთი გახელებული ჰკოცნიდა, თითქოს თვეების მწყურვალი წყაროს წყალს ეწაფებაო.მისი სახე ორივე ხელის გულში მოემწყვრდია და უფლებას არ აძლევდა უკან გაწეულიყო.

-ჩემი გაგიჟება გინდათ?-სუნთქვა აჩქარებული მოსწყდა ქალის ბაგეებს და ნიკაპის გავლით მაღალი ყელი დაუკოცნა.თითები კი ურცხვად გააცოცა მკერდისკენ და ისე მტკივნეულად მოუჭირა, ქალმა მისი ხელებიდან თავის დასახსნელად მთელი ძალით გაიბრძოლა.

-რა ჯანდაბას აკეთებ?აკაკი!

-არ შემიძლია ამ მასკარადის ატანა...შენ და ის ნაბიჭ*ვარი ერთად?ამის დედაც...ანა

-გაჩერდი!

-ვგიჟდები იმის წარმოდგენაზეც კი რომ მისი ცოლო გქვია...მიყვარხარ.-მკერდზე მიბჯენილ ქალის ხელებს, რომელიც მის უკან გაწევას ცდილობდა ყურადღებას არ აქცევდა და არეული ბუზღუნით ცდილობდა მისი პერანგის ღილების შეხსნას.

-მორჩა...მორჩაა..შემეშვი!-ხმაში სიმკაცრე გაურია კეკელიძემ და თვალებ ამღვრეულს ყბებში მოავლო წვრილი თითები.სახე ააწევინა და თვალი -თვალში გაუყარა.-შემეშვი!

-ამის დედაც…-უკან დაიხია ჯორბენაძემ და ხელები უღონოდ დაუშვა.ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, თან შიგადაშიგ გამოხედავდახოლმე ქალს,რომელსაც პერანგი პირვანდელ მოდგომარეობაში დაებრუნებინა..სავარძელში წელში გაშლილი მოკალათებულიყო და ფეხი ფეხზე მოხდენილად გადაედო.

-არა...ნამდვილად სპეციალურად აკეთებ ამ ყველაფერს...იცი..ჰო,ამის დედაც... იცი რომ შენზე შეყვარებული კი არ ვარ...უბრალოდ ვგიჟდები.ავადმყოფურად მიყვარხარ,გაღმერთებ ..ჩემი ოცნების ქალი ხარ ანასტასია და შენ აი,ამ ყველაფრით რის მიღწევას ცდილობ?რა გინდა ბოლოს და ბოლოს.მოგწონს ეს თამაში?

-მე შენთან არ ვთამაშობ…-მხრები მშვიდად აიჩეჩა ქალმა და სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაციცა.

-აბა რას ნიშნავს ეს ყველაფერი?-ჯორბენაძე მის წინ შედგა და ქალისკენ გადახრილმა კითხვს ნიშნებით სავსე მზერით ჩახედა თვალებში.

-ზღვარს გადადიხარ..უკვე მერამდენედ.ტუღუში, სამსახურიდან შენ გააშვებინე როდესაც გითხარი რომ ყველაფერს მე მივხედავდი...მე გავაკონტროლებდი.

-ჯანდაბა-სიმწრით გაეცინა ჯორბენაძეს.-განა შენც ეს არ გინდოდაა?

-მე შენთვის მისი სამსახურიდან გაშვება არ მითხივია!-ხმას აუწია კეკელიძემ და სავარძლიდან წამოდგა.-მე შენთვის არაფერი მითხივია ერთი რამის გარდა...შეეშვი, მე მივხედავთქო.მაგრამ შენ რა გააკეთე?-ხელები ფართოდ გაშალა და თვალები ისე დააწვრილა თითქოს სიბრაზის ნაპერწკლებს გარეთ გამოღწევის საშუალება მოუსპოვო.

-ის არ მანებებს თავს…

-იქნებ იმიტომ რომ ეს შენ არ ანებებ მას თავს?

-ანა…

-შეეშვი,გესმის?! უბრალოდ შეეშვი.

-შენ თუ შეეშვები?-გამომწვევად გაიცინა აკაკიმ და იმ სავარძელში ჩაეშვა რომელშიც მანამდე ანასტასია იჯდა.

-მე მასთან ჩემი პირადი ანგარიშები მაქვს…

-ირონიული არ იქნება ორი კვირის თავზე რომ გამომეცხადო და მითხრა, რომ მასზე სიგიჟემდე ხარ შეყვარებული?

-რა ცუდად მიცნობთ ბატონო პრემიერო-ტუჩები ზიზღით დაბრიცა კეკელიძემ და საკუთარ ქურთუკს დასწვდა.-შენს შეყვარებას წლები მოვანდომე, მაგრამ მაინც ვერ შეგიყვარე..განა რა უნდა გააკეთოს ტუღუშმა ისეთი ორ კვირაში რომ გამაგიჟოს?

-ანასტასია…

-თუ საქმე სერიოზულ თემას არ ეხება აღარ დამირეკო.-ჩანთას წამოავლო ხელი და კარისკენ ისე დაიძრა უკან აღარ მოუხედია.დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში კარს არ აშორებდა თვალს, ბოლოს ღრმად ამოისუნთქა და ტელეფონი ამოაძვრინა პიჯაკის შიდა ჯიბიდან.

-ანრი,გამარჯობა!შეგიძლია გუშინდელი სტატიის ავტორის ადგილ სამყოფელი დამიდგინო?კარგი...მიდი და დამირეკე!-ტელეფონი გათიშა და სახეზე ორაზროვან ღიმილ აკრულმა სასტუმროს ტერიტორია დატოვა.







№1  offline წევრი NA NO

აი რა უნდა მოხდეს ამათ რომ ერთმანეთი შეუყვარდეთ ???? იმედია ეს გაიძვერა აკაკი და ეჭვიანი ევა არ გაერთიანდებიან ????????????

 


№2 სტუმარი Sofia

Magaria namdvilad rogor mainteresebs ramoxdeba erti kivici arminda Eva da tite. ????????♥velodebi shemdegs ????

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

აუ იცი როგორ გამიხარდა შენი დაბრუნებააა, მიყვარს შენი სიახლეები, რომ არ ხარ ჩვენთან ვერ ვეგუებიი, როგორც ყოველთვის შენეული ისტორიაა ზედმეტად ცხოვრებისეული გმირებით, რომელიც დღევანდელ ცხოვრებაში 90% მასეთია. არ ვიცი რა უნდა მოხდეს რომ ამათი წყვილი მომეწონოს, ორივე მართლა ისეთია აი გულისანრევად რომ იქცევაა, მაგრამ როგორც ყოველთვის ქალაბს ვერ ვიტან და მამაკაც პერსონაჟებისკენ ვარ და აქაც გამონაკლისი არ არის, ხომ ასეთია ტიტე მაგრამ მაინც ანასტასია კეკელიძე მაინც არ მემეტება მისთვის არც ევა, რაღაცნაირად საერთოდ არ აქვს არცერთთან ქიმია, წყვილში ვერ მოვიციბლე ვერცერთთან, ისეთი ისტორიაა რომ ვერ განჭვრიტავ მომავალში რა მოხდება.

 


№4 სტუმარი სტუმარი თამუნა

აუ რა მოითმენს შემდეგ თავამდე

 


№5 სტუმარი Nia

Fefooo gamixarda ro daginaxeee .... zalian did pativs gecm <3 moklet cota mogepere da exla cavikitxav ... yvelaze magariii gogo xar

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ტიტე ცოტა ცუდად იქცევა, მესმის ევა სრულწლოვანია აზროვნებს და გადაწყვეტილებასაც თავად იღებს მაგრამ ეს ფაქტიანრ ცვლის იმას რომ ტიტე თავისი საქმისთვის მას იყენებს, ცუდ რამეს გადაყრის ტიტე ევას ასე მგონია და ძალია დასანანი იქნება, თუ ასე მოხდა , მაშინ ცოტა გამოჭირდება განვასხვავო ტიტე აკაკისნაირებისაგან რომლებიც მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდიან, მიხედავად იმისა რომ ტიტეს მიზანი ღირს გამართლებად, ამას ევა არ უნდა შესწიროს

 


№7 სტუმარი სტუმარი მემე

დღეს დაიდება?

 


№8  offline წევრი tiinakorti

ძაან მაგარია ველოდები მომდევნო ნაწილს

 


№9  offline წევრი ვიპნი

არ ვეთანხმები იმ აზრს რომ ტიტე ევას იყენებს და ევას თუ რაიმე შეემთხვევა ტიტეს რომ უნდა დაბრალდეს აუცილებლად,ევაც საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ადამიანია,რომელიც კარიერის გამო ყველაფერს გააკეთებს.საკუთარ პროფესიაზე და ტიტეზე შეყვარებული,იმდენად რომ დადგება დრო და ტიტეს უღალატებს და გაანადგურებს თავისი ქცევით.
საინტერესო წყვილი იქნება ტიტე და ანასტასია,და მათი შეყვარების პროცესი ასე მგონია ძალზედ სასიამოვნო წასაკითხი იქნება.
წარმატებებს გისურვებთ :*

 


№10  offline წევრი ნანა73

როგორ მაკლდა ამ სიახლის წაკითხვა , შენ ხომ ვერ წარმოიდგენ! დედუუ ძალიან მიყვარხარ! ❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი LI_BE

მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ეს ორი, რა თამაშს თამაშობს, ორივე ძალიან მომწონს. ჯერჯერობით ბოლომდე მაინც ვერ გავარკვიე, რა ხდება, რამ აიძულათ ეს ნაბიჯი, ვის ემალებიან, ვისგან გადასაჩენად აკეთებენ ამას. რატომღაც მგონია, რომ ანასტასიას აკაკისგან უნდა თავის დაძვრენა, ყოველ შემთვხვევაში, მე ასე მინდა რომ იყოს. ტიტეს თავის გადარჩენა უნდა, მაგრამ რისგან და ანასტასიას გარეშე რატომ არ შეიძლება ეს, ეს უკვე არ ვიცი. ერთი რაც ვიცი, ისაა რომ ტიტე-ანასტასიას წყვილი ძალიან მომწონს და უკვე ვგულშემატკივრობ.

 


№12  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ტიტე მომწონს

 


№13 სტუმარი Sofia

Dzalian momwons????ratqmaunda vgulshemagkivrob tites da anastasiat sasiamovnoa iqneba naxva rogor daiwyeba magshoris is periodi meromase velodebi❤

 


№14  offline წევრი Marryam

მაინც ვერ მოვითმინე weary ნარკოდამოკიდებულივით ვარ შენს ისტორიებზე...სხვა პლანეტაზე ხარ საერთოდ persevere relaxed

 


№15 სტუმარი სტუმარი Magdalina

Dzalian kargia, pepo!!!!

 


№16 სტუმარი სტუმარი someone wandering

ჯანდაბა ჯანდააააბააააა!
ეს რა იყოოო,არ შემიძლიაააა.
ერთი აზრი გულს მიღრღნიიის !!!
ანასტასია და ტიტე მინდა ერთად.....მინდა ეს ორიი...აიიიი გული მიჩქარიის ამდენი ემოციიისგააან.

ვაიმეე,რამდენი რამ მოხდა ამ თავში და კიდევ სიახლეებს ველი..
აუ რაღაც მიხარია და ვერ გავიგე რა...ალბათ ის ნაპერწკალი,რომ ეს ორი მინდა ერთად ვიხილო?
ხომ გითხარი ადრე,რომ ეს ორი ერთად ვერ წარმომისგენია??
აიიი,ახლა კი, ვერ წარმომიდგენია ტიტე ევასთან , რა ვქნაააააააა.
ანასტააასიასთან მინდაააა ტიტე.
-ირონიული არ იქნება ორი კვირის თავზე რომ გამომეცხადო და მითხრა, რომ მასზე სიგიჟემდე ხარ შეყვარებული


Fuuuuuck.
ეა ორი მინდა.
მოყვააარხაააარ და გელიიიიი.

 


№17  offline წევრი L.eli13

ახალს როდის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent