შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯი (მეხუთე თავი)


10-02-2020, 10:15
ავტორი Keke27
ნანახია 2 758

5 თავი.

როდესაც ნიკოლოზმა ელენეს სახე ხელებში მოიქცია, ქალმა ძალა მოიკრიბა და საკუთარი თავის გაკონტროლება სცადა.
_ კი, კი კარგად ვარ. - უთხრა და მამაკაცის ნატიფი თიეთები სახიდან მოიშორა. ცდილობდა არ დატყობოდა, როგორ უცახცახებდა ხელ-ფეხი. მოჰიტო მოსვა. რამდენიმე წამიც და რომმაც თავისი ზემოქმედება დაიწყო. სხეულს მხურვალედ მოედო. სისხლმმა თბობა იწყო. კანკალი ჩაცხრა.
_ ასე ძალიან რატომ აღელდი? ვინ არის გიგა? - კითხვები არ ასვენებდა გიგაურს.
ელენე მას მზერა გაუსწორა.
_ გახსოვს, რომ გითხარი, გრძელი და ძველ ფილმზე, აი, მაგ ფილმის მთავარი პერსონაჟია.- ქალს გაეღიმა, თუმცა ეს ღიმილი იმდენ სიმწარეს და შიშს იტევდა, ნიკოლოზმა წამიერად გულზე ჩხვლეტა იგრძნო.
ელენემ ტელეფონი გამორთო და ჩანთაში დააბრუნა.
_ ანუ, შენი ყოფილი ქმარი აქაა და ასე გაკითხავს ხოლმე გაუფრთხილებლად, თავის ნებაზე?
_ ნიკოლოზ, გთხოვ, მასზე საუბარი არ მინდა. ახლა არაა შესაფერისი დრო და სიტუაცია. ალბათ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვები, თუ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ჩვენი ნაცნობობა, მაგრამ ახლა არა. - მუდარა ჩადო ხმაში ქალმა.
_ კარგი, როგორც შენ გსურს… - გიგაური დაყვა ელენეს სურვილს უყოყმანოდ. თვითონაც ხვდებოდა რომ, ახლა ამ თემაზე საუბრით, ელენეს ცნობიერებაში მტკივნეული მოგონებების შეჭრას და მის გონებაში, ამ მოგონებების ეპიდემიის გავრცელებას შეუწყობდა ხელს.
მამაკაცი თავის ადგილს დაუბრუნდა.
_ შენზე რას მეტყვი? ჩემზე, ასე თუ ისე, გაიგე რაღაცეები, ახლა შენი ჯერია. - ქალს ოდნავ მაინც უთრთოთა ხმა, თუმცა უკეთესობა აშკარად იყო.
_ ჯერ ჭამე, ძალიან გთხოვ. ვიცი, რომ მშიერი ხარ. - მის ხმაში მზრუნველობა ჟღერდა. - მე, თან ნიკოლოზ გიგაურს გაგაცნობ. - ღიმილით თქვა ბოლო სიტყვები.
_ მართალი ხარ, დღეს არაფერი მიჭამია, მხოლოდ ყავა და სიგარეტზე ვარ მთელი დღეა. - ელენემ ჩანგალი მოიმარჯვა და ჭამას შეექცა.
_ დიდი ხანია რაც ეწევი?
_ ათი წელია, მგონი… აი, ისევ ჩემზე ვსაუბრობთ. - იწყინა თითქოს ქალმა.
_ ჩემს ასაკს შენსავით მხატვრულად ვერ ვიტყვი, ამიტომ პირდაპირ ციფრებს ხავასახელებ, ოცდათექვსემტი წლისა ვარ. მყავს ტყუპისცალი ძმა, ალუდა. პირველ იანვარს დავიბადეთ…
_ რა მაგარიაა. - აღფრთოვანება გამოხატა ელენემ.
_ მართლაც მაგარია. - დაეთანხმა ნიკოლოზი ღიმილით. - დედას ისეთი სწრაფი მშობიარობა ჰქონდა, სამშობიაროში წაყვანა ვერ მოასწრეს და ბებია ქალის დახმარებით, საკუთარ სახლში, ანანურში მოვევლინეთ ქვეყანას. - აქ კიდევ უფრო ფართოდ გაეღიმა კაცს.
_ რა საოცრებაა.
_ სკოლა იქ დავამთავრე. მერე თბილისში წავედი სასწავლებლად. თბილისიდან კი, ევროპაში გავაგრძელე სწავლა. ჩემი ძმა, მშობლებთან ერთადაა სოფელში. დაოჯახებულია და სამი ძმიშვილი მყავს. უმცროსი ძმისშვილი ჩემს სახელ და გვარს ატარებს. ხუთი წლისაა და დედა ამბობს, რომ ხასიათით ჩემი ასლია.
_ და როგორი ხასიათი გაქვს შენ?
_ოოო… ძალიან ჯიუტი ვარ. პრინციპული და ამაყი.
_ საკმარისია, გასაგებია ყველაფერი. - სიცილით თქვა ქალმა. მისი სიცილი მოღრუბლულ ცაზე მზის გამოჩენას გავდა. ნიკოლოზმა დაკვირვებული თვალი მოავლო ელენეს ყველა ნაკვთს. უკვირდა, როგორ შეეძლო ასე გულწრფელი სიცილი, როცა რამდენიმე წუთის წინ, თითქმის სიკვდილის ფერი ედო სახეზე. დაასკვნა, რომ ამ ადამიანმა ცხოვრებაში ბევრ დარდს გაუმკლავდა მარტომ, რომ ის ძალიან ძლიერი სულის პატრონია.
_ არც ისე მარტივია, ჩემი ხასიათებით არსებობა, რომ იცოდე და ნუ იცინი.
_ ზუსტად რომ ვიცი, როგორიც არის, ამიტომაც გამეცინა. მოკლედ, ერთი სიტყვით, - ელენე მაგიდას მკერდით მიეყრდნო, თითქოს ასე უფრო მიუახლოვდებოდა გიგაურს და დაბალ ხმაზე უთხრა: - ჰიტლერი ხარ. - მის ნათქვამზე ისევ გადაიკისკისა და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა.
_ კარგი, რააა. შენც? - აყვა სიცილში კაციც.
_ მეც? ანუ სხვებიც ჰიტლერს გადარებენ?
_ კი, ეგრეა.
_ ალბათ შენი ეშინიათ კიდეც.
_ კარგი ახლა, სულ ნუ გამასაზიზღროვე. კანიბალი არ ვარ, არ ვჭამ ადამიანებს. უბრალოდ, საშინლად პრინციპული ვარ, ჩემს ნათქვამ სიტყვას უკან არ წავიღებ. ხომ იცი, ჯერ სიტყვა იყო და მერე ქმედება. სიტყვები ანგრევენ და სიტყვები აშენებენ. ამიტომ, ყოველი ჩემი სიტყვა კონტროლის ქვეშ მყავს. ადამიანს კბილები მხოლოდ საჭმლის დასაღეჭად არ აქვს და ტუჩები საკოცნელად. განრისხებულ გულზე გონება აიძულებს ენას ილაპარაკოს ცუდი, კბილებმა კი უნდა დაამაგროს ცუდის სათქმელად შემართული ენა. კბილებს ტუჩებიც უნდა მიეხმარნონ და ისე უნდა დადუმდნენ, ეს დუმილი უნდა ამბობდეს ყველაფერს. ხმამღლა ნათქვამ სიტყვებს უკან ვერ დააბრუნებ. განრისხებული გონება ჩაცხრა, სუნთქვა დაგირეგულირდა, მაგრამ იმ სიტყვებს რა ეშველებათ, რომელიც უკვე გაჟღერდნენ? გამართლება, რომ გაბრაზებული იყო და ამიტომ თქვა, ჩემთან არ ჭრის. ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია მიხედოს საკუთარ ენას, მისი იმედი არც უნდა გქონდეს ცხოვრებაში.
_ გამოდის, რომ შენი ნათქვამი კი, ზუსტად კის ნიშნავს და არა, არას.- უთხრა გიგაურის საუბრით შეფიქრიანებულმა ქალმა, - გამოდის, რომ შენ რომ იტყვი ის სიტყვა კანონია და შენსირგვლივ მყოფნი კანონმორჩილნი უნდა იყვნენ.
_ მიახლოებით ეგრეა.
_ კი, მაგრამ იქნებ მცდარია შენი მოსაზრება და რატომ უნდა იყვნენ შენი მორჩილნი? - უცებ აღშფოთდა ელენე და ხმასაც აუწია.
_ მე ბევრს არ ვლაპარაკობ, მაგრამ როცა ვლაპარაკობ, უზუსტობა არასოდეს არ არის.- უპასუხა აუღელვებლად კაცმა და ლუკმის ღეჭვას მოჰყვა.
_ დარწმუნებული ვარ, ცხოვრების გზაზე ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგე ასეთი ხასიათის გამო.
_ მე არავის ვკარგავ, ისინი მკარგავენ მე. - ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა გიგაური და ჭამას განაგრძობდა.
_კიდე იცი რაში დავრწმუნდი?- ელენემ ცალი თვალი მოჭუტა და ისე გახედა ნიკოლოზს.- მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სალი კლდე ხარ, ძალიან სუსტი გულის პატრონი იქნები.
_ უკაცრავად, შენ მე სალი კლდე მიწოდე? - გიგაურმა დანა-ჩანგალი მაგიდაზე დააწყო და ქალს თვალებში მიაჩერდა. მის მზერაში შეფარული რისხვა იკითხებოდა. ელენე შეცბა. ასეთი შედარება არ უნდა მოეყვანა, მაგრამ როგორც ნიკოლოზმა თქვა, ნათქვამი სიტყვები უკან არ ბრუნდებიანო, ახლა არ გამოდიოდა გადავარა.
_ უხეში შედარებაა, მართალია, მაგრამ, ჩემს თვალში ასეთი გამოჩნდი. ეს კარგიცაა… ანუ ცუდი გაგებით არ მითქვამს… - ბუჩუკური მისი ნათქვამის გამართლებას ცდილობდა. სახეზე ჭარხლისფერი ედო. - სჯობს ჭამა გავაგრძელო და ნაკლები ვილაპარაკო. - ჩაიბუტბუტა მერე და იმოდენა ლუკმა ჩაიდო პირში, ცალი ლოყა ბუშტივით გამოებერა. ნიკოლოზს მისი შემხედვარე ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა, თუმცა მალევე გააქრო.
ერთხანს ჩუმად ისხდნენ. ელენემ ალკოლიანი ჭიქა გამოცალა. ნიკოლოზს წვეთიც არ ჰქონდა დალეული.
_ შენ რატომ არ სვამ?
_ საჭესთან ვარ და ვერიდები ალკოჰოლს.
_ მაშინ მე ავიღებ, კარგი? - უთხრა და გიგაურის ჭიქას ისე დაწვდა, კაცის პასუხს არ დალოდებია.
ისევ გაეღიმა ნიკოლოზს.
_ ხვალ არ მუშაობ?
_ კი, როგორ არა.
_ მერე ამდენი ალკოჰოლის მიღება დილით ხელს არ შეგიშლის ადრე გაღვიძებაში?
_ ალბათ გამიჭირდება თავის აწევა, მაგრამ ახლა ძალიან მინდა, რომ დავლიო.
_ კარგი, როგორც გინდა.
_ შენ, რა, სოკოს არ ჭამ? - ახლა შენიშნა ელენემ, თუ როგორ გამოეცალკავებინა კერძიდან კაცს თეფშის კუთხეში მოთუშული სოკო.
_ არა, არ ვჭამ.
_ არასოდეს გიჭამია? - გაიოცა ბუჩუკურმა, ისე თითქოს, როგორ შეიძლება ადამიანს სოკოს ჭამა არ უყვარდესო.
_ კი, მიჭამია, მაგრამ არ მომწონს და ამიტომ დიდად არ ვეტანები.
_ კარგი, მაშინ მე შევჭამ. - უთხრა უდარდელი ხმით ქალმა და ჩანგალი ნიკოლოზის თეფშზე დაარჭო.
გიგაური თვალს ადევნებდა მის ყველა მოძრაობას. ძალიან კი ეცადა არ გაღიმებოდა, მაგრამ ელენე ისე მადიანად შეექცეოდა ჭამას, ისე თავისუფლად და ბუნებრივად იქცეოდა, ღიმილმა მაინც თავისი გაიტანა.
_ შენს თეფშზე დაგიდებ, მოიცა.
_ კარგი აზრია.
_ ასე ძალიან გიყვარს?
_ ზოგადად ჭამა მიყვარს ძალიან, როცა მშია. - სიცილით უპასუხა ქალმა.
_ როცა გშია, მხოლოდ მაშინ ჰო? - აყვა სიცილში გიგაური.
_ჰო, მხოლოდ მაშინ.
_ კიდევ შევუკვეთოთ.
_ არა, არა. ეს საკმარისია. ჩემი აპეტიტი უნდა ჩავაცხრო ახლა, თორემ ზედმეტი მომივა.
_ კარგი, როგორც შენ იტყვი.
_ მადლობა. ძალიან გემრიელი ვახშმობა გამომივიდა შენი დამსახურებით.
_ არ არის საჭირო მადლობა. შეგერგოს.
_ კიდევ რას მეტყვი შენს შესახებ?დაქორწინებული არასოდეს ყოფილხარ? - მთავარ თემას შეეხო ელენე, რაც ძალიან აინტერესებდა.
_ დაქორწინებული არასოდეს ვყოფილვარ და არც მაქამდე მისულა საქმე. ფაქტობრივად არც არასოდეს მეცალა სერიოზული ურთიერთობებისთვის. სწავლა და სამსახური იყო და არის ჩემთვის პრიორიტეტი.
_ როგორ, არასოდეს გყვარებია? - ქალს პირთან მიტანილი ჩანგლიანი ხელი გაუშეშდა.
_ როგორ, არა, მაგრამ ისე არა, რომ დაოჯახება მდომებოდა.
_ და რა მოტივით ეცნობოდი ქალებს? მხოლოდ დროებითი ურთიერთობებისთვის? - ბუჩუკურმა ძალიან დიდი მესიჯი ჩადო ამ შეკითხვაში. ნიკოლოზი მიუხვდა. ცალყბად ჩაეცინა.
_ შეიძლება ასეც ითქვას. თუმცა, იმისთვისაც ვიყავი მზად, რომ გრძელვადიანიც ყოფილიყო ურთიერთობა, მაგრამ ქორწინების გარეშე.
_ გასაგებია.
_ შენზე რას მეტყვი? განქორწინების შემდეგ, როგორ გაგრძელდა შენი პირადი ცხოვრება? - ჰკითხა კაცმა და პასუხის მოლოდინში შეუმჩნევლად შეიკრა სუნთქვა.
_ მე პირდაპირი ადამიანი ვარ, ანუ პირდაპირ ვამბობ სათქმელს და არ შემიძლია შემოვლითი გზებით საუბარი. მე მრავალფეროვნება მიყვარს. ერთი და იგივე მალე მღლის. სიახლეები მჭირდება სულ. მქონდა ურთიერთობები, მაგრამ მცირე ხნიანი. მე ჯერ არ ვარ მზად, მთელი ცხოვრება ერთ კაცს ვუყურო. - ელენეს პასუხმა, ნიკოლოზს სუნთქვის გაგრძელება დაავიწყა. არ ელოდა ასეთ პასუხს.- ამოუწურავი უნდა იყოს ის ადამიანი ჩემთვის. საერთოდაც, ჩემთვის ადამიანები წიგნებივით არიან. არსებობენ ძალიან საინტერესო წიგნები და ნაკლებად საინტერესოები. ისეც ხდება, რომ თავიდან ძალიან საინტერესოა, მაგრამ რამდენიმე გვერდის შემდეგ, უკვე დასასრულს ხვდები. მაგრამ წიგნი, რომელიც დასაწყისშივე საინტერესოა და ასე გრძელდება დასასრულამდე, თან ვერ ხვდები თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რომ ფიქრობ აი, ახლა ეს ასე მოხდება და ამ დროს სრულიად სხვა, საერთოდაც რომ ვერ წარმოიდგენდი, ისეთი რამ ხდება… აი, ასეთი წიგნები მიზიდავენ.
_ გამოდის, გიცდია ასეთი წიგნის წაკითხვა. - როგორც იქნა ამოისუნთქა გიგაურმა და ხმა ამოიღო.
_ მიცდია? ყველა წიგნის წაკითხვა, ხომ ასეთი წიგნის პოვნის მცდელობა იყო.
_ მაგრამ ვერ იპოვე…
_ ვერა… ამიტომაც ახლა თავისუფალი ვარ და მომწონს ასე ყოფნა.
_ გამოდის მეორედ დაოჯახებაზე არ ფიქრობ.
_ არანაირად. მე მიყვარს ჩემი თავისუფლება და არ მემეტება დასათმობად.
_ შენც, ჩემზე არანაკლებ პრინციპული და ჯიუტი ყოფილხარ.
_ არა, არც ეგრეა საქმე, ნათქვამია, ოცდაათი წლის შემდეგ ქალს გულწრფელი და უანგარო სიყვარულით თუ გააოცებ, თორემ სხვა ყველა ცირკი მას ნანახი აქვსო. სავსებით ვეთანხმები ამ მოსაზრებას.
_ გინდა თქვა, რომ გულწრფელი სიყვარულის დეფიციტს განიცდი. - არ ეშვებოდა ნიკოლოზი.
_ ზოგადად, საპირისპირო სქესიდან არასოდეს განვიცდი ყურადღების და სიყვარულის დეფიციტს, მაგრამ მთლიანობაში აღმოვაჩენ, რომ ყველა ერთნაირია. აი, მე კი, განსხვავებული სიყვარულის დეფიციტს განვიცდი… აუ, ეს ჭიქაც გამოვცალე. - უცებ შეცვალა სალაპარაკო თემა და მოჰიტოს ცარიელ ჭიქას დააკვირდა, რომელშიც, მხოლოდ ყუნულები და პიტნის ფოთლები დარჩენილიყო.
_ ვფიქრობ, საკმარისად დალიე და მეტი აღარ გჭირდება. - კატეგორიული ტონი ჰქონდა გიგაურს.
_ მართალი ხარ, თან თავიც მიბრუა, სახეც მიხურს და სხეულიც დამიმძიმდა. მგონი დავთვერი. - თავისივე ნათქვამზე გადაიკისკისა ქალმა.
_ სახლში მე მიგიყვან. ლოკაცია ჩამიგდე მესიჯში.
_ არ არის საჭირო, ტაქსს გამოვიძახებ.
_ ტაქსი სხვა დროს გამოიძახე, ფხიზელი რომ იქნები. დღეს კი, მე წაგიყვან.- ტონს არ ცვლიდა ნიკოლოზი.
ელენე უხმოდ დაჰყვა კაცის სურვილს.
_ მაშინ წავიდეთ, ჰო?
_ ელენე, რაღაც მინდა გკითხო, სანამ წავალთ.
_ დიახ, გისმენ, მკითხე.
_ რა მოხდა საქართველოში თერთმეტი წლის წინ, რის გამოც იქ წასვლა აღარ გინდა? - თითქმის მთელი საღამო უნდოდა ეკითხა ეს მისთვის, მაგრამ შესაფერისი მომენტი არ მიეცა. ახლა, როცა ელენე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, იფიქრა ამ მომემტს გამოვიყენებ და იქნებ პასუხიც გავიგო ამ იდუმალ შეკითხვაზეო. უცებ, თავი დამნაშავედ იგრძნო, რადგან ქალის მდგომარეობით სარგებლობა მოინდომა მის კითხვაზე პასუხის მისაღებად.
ელენეს სახე გაუფითრთდა. თვალები გაუფართოვდა, სევდიანი გაუხდა, ცრემლებით აევსო. ვერ დაიტიეს დარდი მისმა თვალებმა და ლოყებზე ნიაღვარივით დაედინა.
_ ეს არ უნდა გეკითხა, ყველაფერი გააფუჭე, აბსოლუტურად ყველაფერი. - წარმოსთქვა ათრთოლებული და ტკივილიანი ხმით ქალმა.
_ მაპატიე, არ მეგონა თუ ასეთი რეაქცია გექნებოდა. - მყისვე მიიჭრა მასთან კაცი და მისი გრძელი თითებით ლოყები შეუმშრალა. ელენეს ტკივილი რომელიც გულს უკლავდა, ნიკოლოზის სახეზე აღბეჭდილიყო იმ წამს. არ იცოდა მიზეზი, მაგრამ ხვდებოდა, რომ ქალს ძალიან ტკიოდა. მთელი არსება ტკიოდა საქართველოს ხსენებისას.
_ მე მთელი ეს წლები მარტო ვუმკლავდები ამ ტკივილს. ეს ტკივილი მხოლოდ ჩემია. იმდენად ჩემია, რომ არ მსურს სხვას გავუზიარო თავის დასამშვიდებლად. მე ამ ტკივილით უნდა ვიცხოვრო სანამ ცოცხალი ვარ.- უკვე გულამომჯდარი ტიროდა ბუჩუკური.
_ არა, არა.. ნუ ამბობ ეგრე. მე დაგეხმარები თავი დააღწიო მაგ მდგომარეობას. ამას აუცილებლად გავაკეთებ ეს იცოდე… მარტო არ მოგიწევს გამკლავება. მე დაგეხმარები, რომ განთავისუფლდე მაგ ტკივილისგან და ამის გამო ყველაფერს გავაკეთებ.- მამაკაცის ნათქვამი ცამდე გულწრფელი, დამაჯერებელი და მტკიცე იყო.
ელენეს ცრემლიან თვალებში იმედის და ნდობის ვარსკვლავი აკიაფდა…



№1  offline ახალბედა მწერალი Keke27

მოგესალმებით.
წინა თავის კომენტარებს მინდა გამოვეხმაურო. )
ფბ-ზე ვინც ხართ, იცით, რომ ეს ისტორია უკვე დასრულებული მაქვს ჩემს პირად უბის წიგნაკში და ახლა ელექტრონულ ვერსიად გთავაზობთ.
მუზა კიდე იმდენი მაქვს, ამასთან ერთან ორ რომანზე ვმუშაობ გონებაში. ))
მკითხველი, რომელიც ამ
ისტორიაში მხოლოდ თავების ზომას აქცევს ყურადღებას, მოვუწოდებ დაუყონებლივ შეწყვიტოს კითხვა. ამით მე არაფერი დამაკლდება დამიჯერეთ. არც თქვენ დაგაკლდებათ რამე.
მე მყავს მკითხველები ( ჩემი უდიდესი პატივისცემა მათ), რომლებიც ჩემს მიერ შექმნილ პერსონაჟებს განიხილავენ, ბჭობენ... მწერენ მათ შესახებ და არა იმაზე, თუ როგორი მოცულობის იყო ახალი თავი.
ტელეფონით მიწევს რამდენიმე თაბახის ფურცლის წერა. თან დროში შეზღუდული ვარ. ამდენს ვწერ და მკითხველთა ერთი ნაწილი ერთ სიტყვასაც არ მეტყვის პერსონაჟების შესახებ. ვფიქრობ ეს არის კარგი.

ამ ისტორიის წერას გავაგრძელებ და დავასრულებ კიდეც, სულ რომ ათი მკითხველი შემომრჩეს.

გმადლობთ. <3
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№2 სტუმარი Linda

მე მოუთმენლად დაგელოდები ყოველთვის ჩემო კეკე????????????

მე მოუთმენლად დაგელოდები ყოველთვის ჩემო კეკე

 


№3  offline წევრი მე♥უცნაურე

ბოლო ემოციას არ ველოდი ბუჩუკურისგან
შევფიქრიანდი, რას გვიმზადებ...
იქნებ, შვილი ყავს მკვდარი...
ეს ყოფილი ქმარი, რა აუტანელია, ჩანს უკვე.

ისე, მგონი, ნიკოლოზი მეცოდება...
ამდენი წელი არჩევდე მეორე ნახევარს და ისიც ასე დანაწევრებული ქალი იყოს, საბედისწერო? რა სიურპრიზებით სავსეა ცხოვრება...

 


№4  offline ახალბედა მწერალი Keke27

მე♥უცნაურე
ბოლო ემოციას არ ველოდი ბუჩუკურისგან
შევფიქრიანდი, რას გვიმზადებ...
იქნებ, შვილი ყავს მკვდარი...
ეს ყოფილი ქმარი, რა აუტანელია, ჩანს უკვე.

ისე, მგონი, ნიკოლოზი მეცოდება...
ამდენი წელი არჩევდე მეორე ნახევარს და ისიც ასე დანაწევრებული ქალი იყოს, საბედისწერო? რა სიურპრიზებით სავსეა ცხოვრება...


ძალიან, ძალიან საინტერესო მსჯელობა წავიკითხე ამ წამს. მომეწონა და დიდი მადლობა. <3

Linda
მე მოუთმენლად დაგელოდები ყოველთვის ჩემო კეკე????????????

მე მოუთმენლად დაგელოდები ყოველთვის ჩემო კეკე


მადლობა, ლინდა. შენ ჩემი ისტორიების ერთგული მკითხველი ხარ, მახსოვხარ.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№5 სტუმარი სტუმარი Ako

რას ამბობ სულმოუთქმწლად ველოდები როდის გამოჩნდები აქ, სულ წაკითხული მაქვს ყველა შენი ისტორიები ????

 


№6  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მახსოვს ადრე თქვი "ქმედება ოცნების ნაცვლად" მესამე ნაწილს შემოგთავაზებთო. ისევ ფიქრობ შემოთავაზებას? იმედი მაქვს რომ კი. რაც შეეხება ამ ისტორიას: ცუდად შემოიჭრა გიგა და ვფიქრობ ბუჩუკურს ყველა ტკივილი ასმაგად განუახლდება. ნიკოლოზის იმედი მაქვს მეც და ბუჩუკურსაც რომ იარებს დაუამებს. ტუმცა მანამდე კიდევ ბევრი რამის გადატანა მოუწევს ელენეს გიგას მხრიდან როგორც ვატყობ და ჩვენც ბევრ ნერვიულობას გვპირდები გიგას გამოჩენით.

 


№7 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian sainteresoa keke. Arvici ra gamoiara elenemm. Magram didi tkiviltan romaa dakavshirebuli misi reaqciidanac chanss. Idumalebit moculi. Gulgia. Magram amastanave ragacnairi gogoaa. Xelovania namdvili. Xelovani. Romelma xelovnuri grznobebic sheigrzno. Nikolozi momcons misi principulobaa. Ogon ver davetanxmebi rom yvelas sheuzlia sutyveboa kontroli. Netav ase iyoss. Zogierts iseti impulsebi aqvss. Sibrazisas micastan gagascorebwn. Try umca misi msjeloba saocrad logikuria. Moutmenlad velodebi gafrzelebass

 


№8 სტუმარი ქეთ-თოო

სასიამოვნო წასაკითხია ყველა შენი ისტორია... მიხარია რომ გიცნობ და ვეცნობი შენს შემოქმედებას ????????მილიონჯერ მაქ შენი ისტორიები გადაკითხული????????????????მადლობა რომ არსებოობ ????????????????????

 


№9 სტუმარი maco maco

არ მინდოდა სანამ არ დასრულდებოდა წამეკითხა მაგრამ ვერ ვითმენ ხოლმე, ისინი ვინც მოგყვებით და გვაინტერესებს, მოგვწონს და გვსიამოვნებს შენი ისტორიები აქ ვართ და გელოდებით...

 


№10  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ელენეს ცხოვრებაში რა მოხდაროგორ მაინტერესებს დღემდე ასე მტკივნეულად რომ აღიქვამს საქართველოსტან დაკავშირებულ ამბავს... ველოდები კარტების გახსნას ❤️❤️❤️????

 


№11  offline წევრი აბლაბუდა

კეკე როგორ მიხარია შენჯ დაბრუნება, მახსოვს ადრე თქვი პატარა ალექსანდრე ბურდულზე უნდა დაგეწერა, და რა ხდება მაგ მხრივ?)))

 


№12  offline წევრი ვიპნი

სხვებთან დინჯი,თავშეკავებული და საყვარელ ქალთან ლაღი და თბილი იმიჯის მქონე მამაკაცები რომ მომწონს კიდევ ერთხელ შემახსენა ნიკოლოზმა :D ელენეს წარსულს იმედია დიდი კითხვის ნიშანი მალე მოშორდება ,გადაეცით რომ სულის სიმშვიდეს უფრო იგრძნობს თუ ვინმეს გაუზიარებს თავის დარდს :)
წარმატებებს გისურვებთ :*

 


№13  offline წევრი LI_BE

ჰიტლერზე ბევრი ვიცინე, სხვისი თეფშიდან ჭამაზეც. ორივე ძალიან კაი ტიპია და ძალიან მომწონს. მეჩვენება, თუ ნიკოლოზი ძალიან სულსწრაფიცაა, უკვე საკმაოდ მკაფიოდ გამოხატავს თავის ინტერესებს და გრძნობებს. საქართველოში არ ჩამოსვლის მიზეზი აშკარად ძალიან მძიმე აქვს ელენეს და ძალიან მაინტერესებს.

პ.ს. გელოდები heart_eyes heart_eyes

 


№14 სტუმარი სტუმარი Everything

კეკე, როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხართ! ბედნიერი ვარ, რომ თქვენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული. გელით სულმოუქმელად❤️

 


№15  offline წევრი სიბილა

გვანცას ისტორიის შემდეგ სულ გკითხულობ, და გამიხარდება იმ თში თუ მიგულისხმებ, ვინაიდან ეგ ათეული ნიშნავს გემოვნებას...მაგაზე არ იდარდო
აი, ეს ახალიც, ძალიან საინტერესოა,მგონი თქვენთვის კომენტარი არ დამიწერია, მაგრამ სუუუუულ გკითხულობ

 


№16 სტუმარი სტუმარი Maco

Martlac sheudarebeli iko.gelit sulmoutqmelad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent