შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, რაც ყველამ არ იცის (თავი 4)


12-02-2020, 00:52
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 641

მეოთხე თავი
-იცოდი რომ ნაშვილები ხარ?-სურგულაძემ შესვლისთანავე მიახალა გოგონას
-რა თქმა უნდა, ვიცოდი-ირონიულად ჩაეცინა ანდრიაძეს
-მშობლებთან ამის გამო კამათი მოგსვლია?
-არა, რატომ უნდა მეკამათა? გიჟი ვარ? ნამდვილმა მშობლებმა მიმაგდეს, ამ ხალხმა კიდე ყველაზე კეთილი საქმე გააკეთეს რაც კი შეიძლებოდა გაეკეთებინათ, ისეთ სიყვარულში და სითბოში გამზარდეს, რომელსაც ვერც კი ვიოცნებებდი-მხრები აიჩეჩა ელენემ და მაგიდაზე ხელები შემოაწყო.
-რამდენი ადამიანი იყო გატაცებისას?-უცებ გადაიტანა თემა კაცმა
-ორი, ერთი პირზე ხელს მაფარებდა, მეორემ ნემსი გამიკეთა-დალურჯებული მაჯა აჩვენა ნუგზარს
-მანქანა?-ლაკონური იყო დეტექტივი
-რაღაც ძველი მოდელის მერსედესი, მუქი ლურჯი, ნომრები ვერ დავინახე
-იცით რომ და გყავთ?-მოულოდნელ გადასვლებს აკეთებდა სურგულაძე
-არა, არ ვიცოდი, ისიც გააშვილეს?-დაინტერესდა საკითხით ანდრიაძე
-არა, ის თავად თქვენმა მშობლებმა აღზარდეს
-ისინი ჩემი მშობლები არ არიან-წარბაწევით შეუსწორა ელენემ
--
-კარგად იცნობთ თამარ და იაკობ გაჩეჩილაძეებს?-ნიკოლოზის წინ დაჯდა ბერია
-არც ისე, მაგრამ მათთან ურთიერთობა მაქვს-გაუკვირდა ფალიანს, მართას მშობლების ხსენება, დაკითხვაზე ეგონა იმ გოგოს გამო წამოიყვანეს და არა მართას.
-იცით რომ მართას და ყავს?
-არა, არ ყავს, მართა დედისერთაა-კიდევ უფრო გაოცდა ნიკოლოზი
-იგი დაბადებისთანავე გააშვილეს-მიაწოდა ახალი ინფორმაცია კაცმა
-და მერე მე ეგ საიდან უნდა ვიცოდე?-გაეცინა ფალიანს
-ეს მართას დაა-ანდრიაძის ფოტო დაუდო წინ მამაკაცს, რომელმაც გაკვირვებულმა შეხედა ელენეს.
-რა ბრაზილიური სერიალია, და მე ამ ყველაფერთად რა შუაში ვარ ამიხსნით? მე და მართა მხოლოდ ორი წელი ვიყავით ერთად, შემდეგ კი ისე გაქრა, რომ არც კი უთქვამს სიტყვა ჩემთვის და მასზე ერთი სიტყვის გაგონებაც რომ არ მინდა დანაშაულია?-გოგონას სურათი დეტექტივისკენ გააცურა ფალიანმა და წარბშეკრულმა შეხედა.
-კარგი, მაშინ მითხარი სახლში რომ მიხვედი ელენე გონწასული დაგხვდა?-გადაიტანა თემა ბერიამ
-სამსახურის შემდეგ პირდაპირ სახლში წავედი, კარები შევაღე, გოგო იატაკზე ეგდო, სასწრაფოს გამოვუძახე, მოვიდა სასწრაფო, გონზე მოიყვანეს ნიშადურით, შემდეგ თქვენც მოხვედით და აქ წამოგვიყვანეთ, ახლა შეიძლება წავიდე და ადამიანურად დავისვენო?-ერთმანეთზე მიაყარა ყველაფერი ფალიანმა, მობეზრებულმა გახედა ბერიას და პასუხის მოლოდინში გაჩუმდა.
-ბინა თქვენია?-არ შეიმჩნია ბიჭის მოულოდნელი აფეთქება დაკითხვა გააგრძელა შალვამ
-არა, მეგობრის-თვალები აატრიალა ნიკომ
-ვინ იცოდა რომ იქ გადახვედით?
-მშობლებმა, მეგობრებმა, თანამშრომლებმა, რამდენიმე გოგომ-თითებზე ჩამოთვლა დაიწყო ბიჭმა
-კარგი, შეგიძლია წახვიდე-ფეხზე წამოდგა თვითონ ბერიაც, ჯერ ფალიანი გაატარა კარში, შემდეგ თვითონ გავიდა და სურგულაძეს შეუერთდა.
ნუგზარსაც უკვე გამოეკითხა გოგონა და ამომწურავი პასუხები მიეღო მისგან.
-დაცვა უნდა დაგინიშნოთ-მიმართა შალვამ ანდრიაძეს
-არ ვიქნები წინააღმდეგი-გაეცინა გოგონას.
-მაშინ აქ დაგველოდე და მოვაგვარებთ-ფეხზე წამოდგა სურგულაძე
-გარეთ გავალ მოვწევ, შეიძლება?-კითხა მამაკაცებს და მათგან დადებითი პასუხი რომ მიიღო შესასვლელში გავიდა.
ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და სანთებელას ძებნა დაიწყო გვერდიდან ფალიანი რომ მიუახლოვდა თითქმის ჩამწვარ ღერთან ერთად.
-ერთმანეთს უნდა ვიცნობდეთ მგონი-მიმართა ბიჭმა სიგარეტს რომ მოუკიდა მას შემდეგ
-ელენე ანდრიაძე-მარჯვენა ხელი გაუწოდა ბიჭს
-ნიკოლოზ ფალიანი-შეაგება ბიჭმაც
-გავიგე ჩემი ბიოლოგიური დის საქმრო თუ რაღაც ეგეთი ყოფილხარ-გაეცინა ელენეს
-ხო, მეც მითხრეს, და კიდევ უამრავი სისულელე-თვალები აატრიალა ფალიანმა
-აქ ასე დგომის არ გეშინია?-რაღაცნაირი ხმა ჰქონდა ბიჭს
-როგორ ასე?-წარბები ჰაერში აწია ანდრიაძემ
-შენ ხომ გაგიტაცეს დღეს თუ გუშინ, არ მახსოვს, ნუ მე დღეს გიპოვე, ისევ რომ გაგიტაცონ რას იზამ?-ირონიული ხმა ჰქონდა ბიჭს, ელენეს მხოლოდ გაეცინა და კიდევ ერთი ნაპასი დაარტყა
-შენი აზრით მეშინია?-ბიჭის ცინიზმს არც ანდრიაძე ჩამორჩა
-ალბათ იმიტომ, რომ შენ თვითონ დგამ ამ სცენებს, შურისსაძიებლად-დასვნა გამოიტანა წამში ფალიანის გონებამ
-კი, აბა რა-გაეცინა მამაკაცის აბსურდულ საუბარზე ელენეს
-ალბათ მშობლებზე შურისსაძიებლად, ვერ აიტანე რომ შენ გაგაშვილეს და მართა თვითონ აღზარდეს, შენი ყოფილიც რაღაცას მიქარავდა და, ისე მართას გვამი არ უნახავთ ჯერ, იცი?-ანდრიაძის ცისფერ თვალებს მზერას არ აშორებდა მუქი ყავისფერი თვალები, თან იმ სცენარს უხატავდა, რომელიც ბიჭის ტვინში ყველაზე მკაფიოდ იყო გამოხატული.
ელენე წამით მხოლოდ იდგა, ბიჭის თვალებში დანახულ ზიზღს უყურებდა, იმის გამო რომ მართას და გეგას მკვლელი თვით ანდრიაძე ეგონა, აბრალებზე ყოფილი შეყვარებულის სიკვდილს ერთია ადამიანს, მაგრამ დის, რომელსაც არც კი იცნობს და მისი სიკვდილი დადასტურებულიც კი არ არის, მის მოკვლას აბრალებზე ადამიანს უბრალოდ პარადოქსი იყო.
-გააგრძელე, ძალიან საინტერესოა-მეორე ღერი ამოიღო შეკვრიდან ელენემ და ღიმილით უთხრა ნიკოლოზს
-ალბათ მშობლების გამწარების ყველაზე რეალურ გზად მიიჩნიე შვილის წართმევა-მართლაც გააგრძელა მამაკაცმა
-კიდე ვის მკვლელობაში მდებ ბრალს?-ზედმეტად მშვიდიც კი იყო ამ მომენტში ელენე
-რავი, მეტი არავინ მახსენდება-თითქოს მართლაც ჩაფიქრდა წამით ბიჭი, შემდეგ კი კვლავ ირონიული გახდა მისი მზერა.
ელენემ ნახევრად ჩამწვარი ღერი სანაგვეში მოისროლა, შემდეგ კი მასზე ნახევარი თავით მაღალ ბიჭს წინ დაუდგა და ცალი წარბი ჰაერში აწია ისე მიაშტერდა თვალებში
-მეორედ მსგავსი ტონით დამელაპარაკები და ცხვირ-პირს დაგიმტვრევ-ისეთი სერიოზული ხმით უთხრა, ისე დამაჯერებლად ნიკოს მზერა წამით გაიყინა გოგონს ლურჯ თვალებზე, საიდან ამდენი გამბედაობაო იფიქრა, შემდეგ კი ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.
მძიმედ დაუჯდა ნიკოლოზ ფალიანს გადახარხარება, ოდნავ დამშვიდდა თუ არა ცხვირში გოგოს მუშტი იგრძნო, უნებურად მოიხარა წელში და ცხვირზე მიიჭირა აღრიალებულმა ორივე ხელი.
ანდრიაძე კი ცინიკური ღიმილით უყურებდა მის სისხლიან ხელებს.
-ელენე ანდრიაძე, ამას ვიმახსოვრებ იცოდე-ეს უთხრა მხოლოდ და მანქანანისკენ წავიდა.
დაინახა გოგონამ როგორ გახსნა ნიკოლოზმა საბარგული და პირველადი დახმარების ყუთიდან ბამბა ამოიღო.
-დაიმახსოვრე, ნიკოლოზ ფალიანო, დაიმახსოვრე-თქვა თავისთვის მხოლოდ გოგონამ, შემდეგ კი შიგნით შებრუნდა.
--
სახლში დაცვასთან ერთად დაბრუნდა.
ორი პოლიციელი მუდმივად იქნებოდა მის ბინასთან, ხვდებოდა ანდრიაძე რაღაც სერიოზულ შარში რომ ჰქონდა თავი გაყოფილი, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა, არც არაფერი შეეძლო.
სახლში მივიდა თუ არა ისე ჩაეძინა, ძლივს გააღვიძა კარზე ბრახუნმა.
საღამურების ამარა მივიდა კართან და ჭუჭრუტანაში გაბრიელი რომ დაინახა მაშინვე გააღო
-გელა, აქ რა გინდა?-მთქნარებით კითხა და კვლავ დივანზე წამოწვა.
გაბრიელმა პიცის ორი ყუთი უბრალოდ მაგიდაზე დააწყო, თვითონ კი სავარძელში ჩაეშვა.
-იცოდი?-კითხა უბრალოდ გოგოს
-რა ვიცოდი?-ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო ანდრიაძე, მაგრამ ცხელი პიცის სურნელი როგორც კი იგრძნო მაშინვე ახადა ყუთს თავი.
-ხატიაზე
-კი ხატია გურულს ვიცნობ გელა, ჩვენი მეგობარია-გამოძინებული კარგ ხასიათზე ბრძანდებოდა ქალბატონი
-იცოდი რომ ვუყვარდი?-სულაც არ ეცინებოდა მაჭავარიანს
-მეც მიყვარხარ გელა, მაგაში ცუდი რა არის? შენ არ გიყვარვარ?
-ელენე! სერიოზულად გელაპარაკები-წარბშეკრული მიაჩერდა ბიჭი პიცის ჭამაში გართულ მეგობარს.
-და რა? რამეს აშავებს?-მაშინვე მეგობრის დაცვაზე გადაერთო გოგო
-მის საუბარს მოვკარი ყური ელენე, ჩვენ ხომ უბრალოდ მეგობრები ვართ? არც კი მიფიქრია რომ მას ოდესმე მე.. ანუ, შევუყვარდებოდი რა, როგორც მამაკაცი-დაბნეული იყო აშკარად გაბრიელი.
-გელა, ახლა დამშვიდდი, ღრმად ჩაისუნთქე-მეგობრის დამშვიდება დაიწყო ანდრიაძემ, ფეხზე წამოდგა და მის წინ დაიწყო სუნთქვის ვარჯიშების კეთება.
-ვაიმე, დაეგდე ელენე, კი არ ვმშობიარობ-თავიდან სერიოზული იყო მაჭავარიანი, მაგრამ ელენეს ქცევებზე მაინც გაეცინა. დივანზე დაჯდომა აიძულა ერთი ხელის კვრით და ამჯერად თვითონაც მოიმარჯვა პიცის ნაჭერი.
დიდხანს ისაუბრეს მონატრებულმა მეგობრებმა, როგორც ჩანს დასვენების დღე აეღო გაბრიელს სამსახურში და პირდაპირ ელენესთან მოსულიყო. ლამის გაგიჟდა, გოგომ რომ უთხრა, გუშინ გამიტაცეს და იმ ტიპის სახლში დამაგდეს, ჩემი დის ყოფილი საქმროსიო, ამ ყველაფერზე ხელახლა გაგიჟდა მაჭავარიანი სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და გყავს და აქამდე მალავდიო? მაგრამ სიტუაცია რომ გაირკვა და მოსაყოლიც არაფერი იყო, უკვე საღამო მოსულიყო.
-ჩემთან მიმყავხარ, ჩაალაგე რა ბარგი-მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი რაღაც ვიდეო თამაშს თამაშობდა გაბრიელი
-გელა, ტვინი გამოგირეცხეს? არ გითხარი გარეთ დაცვა დგასმეთქი?-მეგობრის მზრუნველობაზე გაეცინა გოგოს
-ან მე გადმოვალ ან შენ წამოხვალ, აირჩიე, ხო იცი როგორ მიყვარს შენს საწოლში ძილი-ეშმაკურად გაუღიმა ბიჭმა.
-კარგი, გნებდები-რომ გაახსენდა, როგორ ეძინა ხოლმე მხოლოდ გაბრიელს მის უზარმაზარ ორსაწოლიან ტახტზე გაშლილს, ისე რომ აზრიც კი არ ქონდა სხვა ადამიანის ცდას რომ დაწოლილიყო წამში გადაიფიქრა თავის ბინაში დარჩენა.
--
გაბრიელის სახლში გადასვლის შემდეგ თავს ბევრად კარგად გრძნობდა, შვილიშვილივით უვლიდა იამზე ელენეს, ისე როგორც გაბრიელს.
თითქოს დამშვიდდა და კარგად გაიაზრა არსებული ვითარება, თან სურდა ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო.
ბერიას და სურგულაძის იმედი ჰქონდა, რომ იპოვიდნენ მკვლელს და საბოლოოდ მშვიდად დაიწყებდა უკვე თავისი ოცნების ახდენას.
მას შემდეგ რაც სამსახურიდან გამოუშვეს არც კი უცდია ახლის მოძებნა.
წლების შენახულ მშობლების და თავის დანაზოგს გადახედა და მიხვდა რომ ეს იყო, ბიძგი იყო ახალი ცხოვრების დასაწყებად. თუმცა ჯერ დაისვენებდა, ვითომ შვებულებაში იყო.
--
დილით ფეხზე წამოდგა თუ არა მაშინვე რაღაც გემრიელის სურნელი იგრძნო
-იამზე, რა მოამზადე?-პიჟამოების ამარა გავიდა სამზარეულოში, დეტექტივები რომ დაინახა, მაშინვე გაკვირვებულმა გახედა ქალს.
-რა ხდება?-მაგიდას მიუჯდა ანდრიაძეც და კაცებს გახედა
-ყავა დაგისხა ბებო?-იამზე ყავის ჩაიდნით ხელში იდგა მაგიდასთან.
დასტურის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია ელენემ, შემდეგ კი კვლავ დაძაბულ მამაკაცებს გახედა.
-ეჭვმიტანილი გვყავს-უთხრა ბერიამ პირდაპირ ანდრიაძეს
-ვინ არის?-გახარებოდა თუ არა ვერ გაეგო გოგოს, ისეთი სახეები ჰქონდათ გამომძიებლებს, ნამდვილად არ იყო კარგი ამბავი.
-ვერაფერს გეტყვით ჯერ, უბრალოდ სატყუარა უნდა იყო
-რა სატყუარა? გაგიჟდით? არსად არ გამოვუშვებ-გაიგონა თუ არა იამზემ რომ ელენე ხიფათში უნდა ჩავარდნილიყო, იმწამს გამოთქვა პროტესტი
-ქალბატონო, ეს ელენეს გადასაწყვეტია და არა თქვენი-ცივი იყო სურგულაძე
-არა, ელენე, ვიღაც მკვლელის სატყუარა არ გახდები!-ნუგზარის სიტყვები არ შეიმჩნია ქალმა
-ახლავე გაბრიელს ვურეკავ-ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან
-თუ საქმის ვითარებაში გაგვარკვევთ, შეიძლება იამზეც დაითანხმოთ და მეც-მიმართა მან დეტექტივებს, თან იამზეს გახედა და თვალებით უთხრა, ჯერ გავიგოთ რა ხდებაო...


თურქული და ბრაზილიური სერიალების სცენარისტი უნდა გამოვიდე რა!!
მოკლედ კი ვთქვი არ ავტვირთავ დღესთქო იმიტომ რომ 10 საათი დარჩა ჩემს ფინალურამდე მხოლოდ მაგრამ ადრე მოვრჩი ჭკვიანი მე სწავლას და ცოტა პატარა და ისეთი თავი დაგიწერეთ ბევრი ხლართვა რო არაა შიგნით, რადგან ისეთი გამოლაყებული მაქვს ტვინი 2+2 მართლა 5 მეგონა და მივხვდი რო დასვენება მჭირდებოდა და დასვენება ხო წერაა!!
მოკლედ წინა თავზე ისე გამახარა თქვენმა შეფასებებმა ახლაც იმედი მაქვს <3
მიყვარხართ
ტომაჩკა



№1 სტუმარი Sopo

ოოო ეს მართლაც რომ განსხვავებული ისტორია იმათთაგან შორის რომელიც ამ საიტზე იდება ძალიან მომწონს <3ველოდები შემდეგი თავის მოზრდილ განვითარებას <3

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

წარმატებები ფინალურებზე,.ისტორია ძალიან მომეონს,

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Sopo
ოოო ეს მართლაც რომ განსხვავებული ისტორია იმათთაგან შორის რომელიც ამ საიტზე იდება ძალიან მომწონს <3ველოდები შემდეგი თავის მოზრდილ განვითარებას <3

მადლობა დიდი❤️❤️❤️ძალიან

სტუმარი nancho
წარმატებები ფინალურებზე,.ისტორია ძალიან მომეონს,

ჩავფლავდი უკვე, მადლობა :დდდდდ

 


№4 სტუმარი სჰსჯ

როდის დადეებ ?

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

მაპატიეთ ბაბუას ორმოცი მქონდა და იმდენი საქმე იყო ვერ მოვიცალე საწერად და დღეს ან ხვალ ახალი თავი აუცილებლად იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent