შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება კავკასიონზე. (თავი 7)


12-02-2020, 20:47
ნანახია 2 533

ადამიანი ხარ და ხანდახან ისე ძალიან მოგაბეზრებს შენი ერთფეროვანი ცხოვრება თავს, რომ სხვის სამყაროსაც გაჰკრავ ხელს და შეეხები. ერთ-ორ დაუფიქრებელ სიტყვასაც წამოისვრი სხვის ცხოვრებაზე, რადგან ასეთი ხარ.. ასეთები ვართ. როცა ადამიანების ცხოვრებათა რითმს ააყოლებ ნაბიჯებს, ყველა ის ხელოვნურად შექმნილი და აწყობილი სისტემა, რომელიც ცხოვრებას ეკუთვნის შენთვის დაშვებული და ნორმალური ხდება, ისევე როგორც დანარჩენი უამრავი ადამიანისთვის.
ხანდახან ძალიან ღრმად ვფიქრობ ამაზე და მერე მიჩნდება კითხვა: ვინ დააწესა რომ ისე ცხოვრება როგორადაც უმრავლესობა ცხოვრობს, აუცილებლად ნორმალურია?
ვინ უწოდა ნებისმიერ ასეთ განზომილებას ნორმალური, ან თვითონ ეს სიტყვა საიდან გაჩნდა ადამიანთა ლექსიკონში?
ყველა კუთხეს და ადგილს თავისი ნორმალურობის ურყევი ქვაკუთხედი ახასიათებს და საქართველოც ზუსტად ის ადგილია, სადაც ზოგიერთი ვერც კი აანალიზებს, რომ დღემდე, ზუსტად ამ ქვაკუთხედის მიხედვით ცხოვრობს. ვიღაცისთვის ნებისმიერი სახის განსხვავებულობა მიუღებელია და ვიღაცისთვის კი სულერთია, ვინ რას მოიმოქმედებს. თუ საქართველოში დიდი ხანია ცხოვრობ, მაშინ შენთვის უცხო არ უნდა იყოს სიტუაცია, სადაც ვიღაცას ვიღაცის განსხვავებულობა გაუკვირდა, მერე კი წინააღმდეგობაც გაუწია ამას. საინტერესოა, ნუთუ იმდენად დაძველდა ზოგიერთი ადამიანის აზროვნება, რომ სიახლეს, სხვანაირ სტილს, ან უბრალოდ რაღაც ახალი სახის მეამბოხეობას ვერ უძლებს? ადამიანს ბავშვობისას აზრები გადასარჩევი ხილის მსგავსად ჩაულაგეს ტვინში. ზოგიერთი მწიფე და კარგი ხილი ისე ჩაუგდეს თავში, როგორც აზრი და უთხრეს რომ ეს მისაღები და კარგია. ზოგიერთ ხილს შესაძლოა ცუდი ფერი დაჰკრავდა, ან კიდევ შავი ლაქებიც ჰქონდა ზედ, მაგრამ მაინც ჩაუძახეს ბავშვის ტვინში და დააჯერეს რომ ისიც კარგია.
ზოგჯერ სულაც არ იყო საჭირო აღსაზრდელისთვის ტვინი ეტკეპნათ და ესწავლებინათ, რა არის კარგი, ან ცუდი. ის უბრალოდ დაჯდებოდა უფროსებთან ერთად, რომელიმე ოჯახურ შეკრებაზე და მოისმენდა გაგონილს, ჭორს თუ მართალს სხვათა ცხოვრებაზე და ისე ისწავლიდა ამ თითოეულის განსჯასა და განხილვას, როგორც ამას სუფრაზე არხეინად შემომსხდარი ხალხი.
ხალხი, რომელიც საკუთარმა დაღალა. ხალხი, რომელიც ზუსტად იმავეს აკეთებს და აგრძელებს, რასაც მათი წინაპრები აკეთებდნენ ოდესღაც.
მესტიაში ერთ-ერთ რესტორანში უცხოელი გოგო ჩამოსულიყო და საზაფხულოდ დარჩენილი, უფრო დიდხანს მოუწია სტუმრობამ. რომ ჰკითხავდნენ, რა გქვიაო, ქეითიო გიპასუხებდა და დაგიყოლებდა ერთ-ორ ქართულ სიტყვას, გატეხილი ამერიკული აქცენტით.
ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა მიმტანად, ძალიან მოსწონებოდა საქართველო და სვანეთის მხარე, ამიტომაც გაუგრძელდა დარჩენა. მთელი ცხოვრება მოგზაურობაში გაეტარებინა და როცა საქართველოს მოადგა, მიხვდა რომ აქედან წასვლა მარტივი არ იქნებოდა.
მოსწონდა კულტურა, ტრადიციები, ბუნება, ქართული სული და ყველა ის დამახასიათებელი რამ, რასაც ჰქვია "ქართული." მოვიტყუებ, თუ ვიტყვი რომ ისიც იგივე სიმპათიას იღებდა უმრავლესობისგან. ბევრი დადებითად ექცეოდა, ბევრი კი ეჭვისთვალით, ნეგატიური მზერით გახედავდა ხოლმე.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვერ გაეგო აქაური ხალხის გაოცება მისი გამოჩენის გამო, იფიქრა რომ მისში იყო პრობლემა, თუმცა მალევე აუხსნეს, რომ მისი პირსინგი, ბიჭივით შეჭრილი ვარდისფერი თმა და სხეულზე გამოსაჩენად დახატული ტატუები უმრავლესობას წინააღმდეგობის და ნეგატივის ერთ დიდ შეგრძნებებს უჩენდა.
მთა იყო და მოგეხსენებათ, მსგავსი უცხო გარეგნობის ადამიანი მარტივად შესამჩნევი იყო ერთფეროვნებაზე შეჩვეული თვალისთვის. ადამიანი სულ სიმშვიდის ფერებში რომ აცხოვრო, ოდესმე აუცილებლად მობეზრდება და იქითკენ გაიხედავს, სადაც რაღაც ახალი ფერი ეგულება, რაც გააკვირვებს, შემდგომში კი ან მოაწონებს თავს, ან კი პირიქით, შეაშინებს.
აქედან წასვლის დრო რომ დაუდგა, ვერ შეელია მის მცირე სამსახურეობრივ ცხვორებას, სვანეთს, აქაურ ხალხს და გადაწყვიტა რამოდენიმე თვე კიდევ გაჩერებულიყო.
ვინ იცის, იქნებ სულაც იმ ბიჭისთვის გაჩერდა აქ, მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ ადევნებდა თვალს და ქეითიც ფიქრობდა, რომ აქ თუ დარჩებოდა რაღაც აუცილებლად ელოდა.
-ერთი გავარდნილი ვინმე იქნება, ჩვენებური არ არის და მაგათთან მოგეხსენება პირქვე დგომა და ყირაზე გადასვლა სულაც არაა გასაკვირი!- იტყოდა ერთი დიასახლისი და მეორეს დაელოდებოდა პასუხზე.
-გადარია ამ ქალაქის ბიჭები, ისედაც თვალი ავსებული აქვთ და ახლა სულ დააბრმავა ყველა! ჩამოვიდა და ჩამოიტანა მისი უცხოური წესები, თმაც როგორ შეუღებავს? ქალს გრძელი თმა უნდა ამშვენებდეს და რომ შეხედავ უნდა იფიქრო რომ ქალია და არა კაცი!- სარეცხს გაფენდა ერთი და სულაც არ მიაქცევდა თავის ტალახით სავსე ფრჩხილებს, ისე დაილაპარაკებდა ვიღაცის ვარდისფერ თმაზე და მერე ოდნავ გაიკვირვებდა კიდეც.
-კოპალიანებთან რომ ქალია ნახე?-
-ვნახე, ვნახე. ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე რძალია თუ არა.-
-რაღაც მგონია მაქ სხვა ამბავი უნდა იყოს. ფატიმა ასე უცერემონიოდ არ ჩაატარებდა მისი შვილის გაბედნიერებას. არც სუფრის ამბები ისმის და არც გოგოს აკითხავენ მშობლები, ეგ რანაირი გათხოვებაა?- ეჭვით სავსე ხმა ჰქონდა ქალს, თან ირგვლივ ათვალიერებდა, ვინმე არ მისმენდესო.
-მეც მასე ვფიქრობ, ცოტაც ვაცადოთ და ვნახავთ რაც იქნება.-
სინამდვილეში ამ წუთისთვის ნამდვილად არ ყოფილა გადასარევი მდგომარეობა კოპალიანების ოჯახში. დავით ფიცხელაური მათ ეზოში ხმამაღალ საუბარს მოჰყვა და დაწვრილებით ახსნა რა გვარის, რა წარმომავლობის კაცი იყო.
-ორი ქალიშვილი მყავს, ერთს სიყვარული ვერ დავუშალე და ვიღაც ამოსულს მივათხოვე, მეორე კი თქვენმა ვაჟმა მომტაცა. არცერთი წიწილასავით არ გამიზრდია, ასე დაუკითხავად რომ დავარიგო! ახლავე გამოვიდეს თქვენი ვაჟი და პირისპირ დამელაპარაკოს!- დაიჭექა მას შემდეგ, რაც ეგნატემ შეეპასუხა შენი გოგო არავის გაუტაცებიაო.
-სახლში შევიდეთ და იქ ვისაუბროთ, ბატონო. განა ეს აქ ხმამაღლა სასაუბრო ამბავია?- მოთმინებით შესთავაზა ეგნატემ. ისედაც გული გახეთქვაზე ჰქონდა კაცს, როგორც კი გააცნობიერა, რომ ვაჟი სახლიდან წავიდა, მიხვდა, უკან დიდხანს არ დაბრუნდებოდა. იცოდა მისი ბიჭის ხასიათი, წყენას დიდხანს ვერ ივიწყებდა და რომც უკან დაბრუნებულიყო, ყოველთვის ემახსოვრებოდა ნათქვამი. არ იცოდა რა ეპასუხა კაცისთვის, სახლში არც ბიჭი ეგულებოდა და არც ის გოგო, ვის გამოც ამხელა ამბავი დატრიალდა.
-მანამდე არ წავალ აქედან, სანამ თქვენს შვილს არ ვნახავ. ჩემს გოგოს კიდევ საჭირო დრო რომ მოვა, მაშინ გავუსწორებ თვალს, მსგავსი საქციელის გამო.- ეგნატეს ფეხად შეჰყვა სახლში, იმდენად გაბრაზებული იყო მამა, რომ თვალთახედვა დაებინდა, ვერც სახლს ამჩნევდა და ვერც ასავლელ კიბეს, ავტომატურად მოძრაობდა.
-რაო ჩემმა გოგომ, სიყვარულით გამოვყევიო?- დივანზე დაჯდა და ანერვიულებულმა ამოილაპარაკა. ხმას არ იღებდა ფატიმა, დამუნჯდა როგორც კი შეიტყო, რომ ოსე დაუჭრეს. სამზარეულოში ერთ ადგილს მიწებებულიყო და ფანჯარაში ელოდებოდა შვილის გამოჩენას.
-არა, გული მიგრძნობდა ამ გოგოს აქ გაჩერება კარგს არაფერს მოიტანდა. ახლა რა უნდა ვქნათ, ხომ არ ჰგონიათ, ამდენი უბედურების შემდეგ სახლში დავისვამ რძლად? ვის უნდა გაუწიოს ცოლობა, მკვლელი სიძის მონათესავეს? თუ ბიჭს, რომელიც დღეებით იკარგება ხან სად და ხან სად. გამორიცხული ამბავია, მამამისს მართლა ჰგონია ჩვენთან რამე აკავშირებს მაგ გოგოს, იმიტომ რომ არაფერიც არ იცის, თორემ აქ ერთი წამითაც არ გააჩერებდა და არ მოითმენდა მის არ ყოფნას.-
-რა დროს რძალზე ფიქრია დედა! ყველაფერი თავზე გვენგრევა, ოსე არასდროს დაუშვებს მსგავს რამეს, უკვე წლებია მარტოა. არავის გაიკარებს ვინც მარგოს ოდნავ მაინც ეხება.- ნერვიულობისგან თითებს იკვნეტდა ირაიდა და თან მისაღებში მსხდომი კაცების საუბარს უგდებდა ყურს.
-ვფიქრობ ამაზე თქვენს ქალიშვილს უნდა გაესაუბროთ, ჩემი ვაჟი არ ვიცი როდის დაბრუნდება, შეიძლება არც დაბრუნდეს..- ამის გაგონებაზე ფატიმას კიდევ ერთხელ ჩაწყდა გულში რაღაც.
-რას ნიშნავს, არ დაბრუნდება? მე აქ მასთან სასაუბროდ ვარ!-
-მერწმუნეთ, რომ გაიცნობთ თვითონაც დარწმუნდებით, ვერასდროს მიუხვდებით რას გააკეთებს.- კაცმა ერთხელ მობეზრებით, დაღლილი ხმით ამოილაპარაკა.
-ეს კაციც რომ გამიგიჟდა?! გალანძღა მისი შვილი და დებილადაც შერაცხა იმ კაცის თვალში, ისედაც გადარეულია, იარაღი ან რამე არ დააძროს აქ.- ფატიმა ისევ ფანჯარას მიადგა.
-დედა რა უნდა ვქნათ? ოსე არ დაბრუნდება, ხომ იცი მისი ხასიათი?! სიმართლის თქმა მოგვიწევს ამ კაცისთვის, მერე ღმერთმა იცის რა მოხდება!-
-ჩვენ არა, მის გოგოს მოუწევს ყველაფრის ახსნა.-
-ის გოგოც რომ გადაიკარგა მაგაშია საქმე! რა ვუთხრათ, ჩვენ ბიჭი გაგვექცა, შენი შვილი კი აორთქლდა და არ ვიცით სად წავიდაო? პოლიციას დაგვაყენებს თავზე, ჩალით ხომ არაა ქვეყანა..-
-ენა გააჩერე ერთი წუთით! ისედაც ნერვები აღარ მყოფნის.- ოდნავ ხმამაღლა წამოიყვირა ქალმა. იგრძნო თავბრუსხვევა და მხედველობის გაუარესება, აშკარად წნევა დაუვარდა. ნელა ჩამოჯდა სკამზე და იმედგადაწურული თვალები ეზოს მოავლო.
-დაჭრეს, სად უნდა წასულიყო..- თავი ვერ შეიკავა და მაინც ატირდა.
-არც კი გაგვეკარება დე. მამა პასუხს მოთხოვს ვასილს, მისი შვილიშვილის.. უხ, ბავშვობიდან ეტყობოდა რა გაიძვერაც იყო ეგ მათე!- ჩაილაპარაკა თავისთვის. ქალს ხმა არ ამოუღია, არც კი მოუხედავს, თითქოს იქ არ იყო.
-პოლიციას რომ შევატყობინო?- ჩაფიქრებულმა უეცრად წამოიძახა და დედაც გამოაფხიზლა.
-შენ სულ გააფრინე? ყველას დაგვიჭერენ, ჯერ იმ გოგოს გატაცებას დაგვაბრალებენ, მერე კაკის ამბავს რომ ვმალავთ მაგასაც გაარკვევენ, ცოტა დაფიქრდი და ისე ისაუბრე ხოლმე!- თვითონაც უკვირდა, სიტყვებს ერთმანეთზე როგორ აბამდა. ეკლებზე იჯდა, ვერც სახლში უძლებდა, ვერც გარეთ. სანამ შვილს უვნებელს არ დაინახავდა, არაფერი ეშველებოდა. თუმცა ერთი რამ იყო, იცოდა მისი შვილი რომ არ დაბრუნდებოდა.
-სად წავიდა?-
-არ ვიცით.-
-როგორ არ იცით თქვენი ბიჭი სად წავიდა? თინათე სად არის, ეგეც არ იცით?!- მოთმინება საბოლოოდ დაკარგა დავით ფიცხელაურმა და ფეხზე წამოდგა. ძალიან ნერვიულობდა და აღარც იცოდა, რა ეფიქრა, რა ეღონა.
-ირაიდა!- დაიყვირა ეგნატემ.
-დათას ან გეგის უთხარი, გოგო მოძებნოს!- კაცი სტიქიურად მოქმედებდა.
-კარგი მამა.- ფოიეში აქოშინებული გავარდა, ვინმესთვის უნდა დაეძახა. სიმართლე რომ ითქვას, მის ძმაზე მეტად არავინ აღელვებდა ამ მომენტში. ის იყო სახლიდან გავარდა, რომ სრულიად მოულოდნელად შეასკდა ფერდაკარგულ ძმას.
-ოსე, დაბრუნდი?!- ჯერ სიხარული გაერია, მერე კი მაშინვე მოშორდა სახიდან, როცა დაინახა რამდენად ძალაგამოცლილი იყო მისი ძმა. ფეხზე ძლივს იდგა.
-კარგად ხარ?- კითხა და მაშინვე შეაშველა ხელი.
-კარგად ვარ, გამატარე.- გვერდი აუარა დას და კიბეებისკენ გაემართა. დაჭრილი იყო, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, მაგრამ წამით არ შეუხრია წარბი. ისე მიაბიჯებდა იფიქრებდი რომ ერთ დიდ ჯარს შეერკინებოდა, ასეთი ფერდაკარგული და გადაღლილი გამომეტყველებით.
-მამაშენი აქ არის.- ცივად მიუგდო ირაიდამ ხელებში შერჩენილ თინათეს, რომელსაც სახეზე აღშფოთება ასახვოდა.
-ვიცი, ამიტომ დავბრუნდით.-
-გინდა რომ აქ ჩხუბი გამართონ არა? ვერ ხედავ ჩემი ძმა რა დღეშია, რატომ გაეკიდე?-
-რას ნიშნავს, რატომ გავეკიდე? დაჭრილია და ნებისმიერ დროს შეიძლება გონება დაკარგოს. ამასთან ერთად, მე არ ვარ ის, ვისაც ყველაფრის ახსნა მოუწევს ჩემი მშობლებისთვის, რადგან ეს თქვენ ხართ, ვინც კაკი გაიტაცა!- დაიყვირა მოთმინება დაკარგულმა და ირაიდას ჩამოშორდა, კიბეებისკენ დაიწყო სვლა.
-იქ არ შეხვიდე, მამაშენმა გადაწყვიტა რომ მხოლოდ ოსეს დაელაპარაკება. იცი რა ჰგონია? რომ ჩვენი რძალი გახდი.- იმდენად გაღიზიანებული იყო ირაიდაც, რომ ვერც კი ფიქრობდა, რა სიტყვებს ესროდა ისედაც გადაღლილ თინათეს. რა ექნა, მისი ძმის მდგომარეობის დანახვიდან გამომდინარე ტვინი სულ აერია, მისი დაცვა უნდოდა.
-ეგ სიმართლეც არ არის და მაგ მარტივ ჭორთან ერთად, მამაჩემი და ჩვენი ოჯახი სიმართლეს მოვისმენთ. ვიცი კაკი რატომაც გაიტაცეთ, თუმცა მაინტერესებს, თქვენ რა კავშირი გაქვთ მის ბინძურ საქმეებთან.- ირაიდას უხეშად მოხვდა ეს სიტყვები, მალევე გააცნობიერა რომ ამ გოგომ უფრო მეტი იცოდა და ეს ოსეს დამსახურება იყო.
-თუ იცი, რომ შენი სიძე მკვლელია, რაღატომ ეძიები ამ ყველაფერს უფრო მეტად? წადი და შენს დას მიხედე, ვერ ხვდები რომ საფრთხეშია?!- მკლავში ხელი ჩაავლო ფიცხელაურს, ზუსტად მაშინ, მისაღებში რომ აპირებდა შესვლას და მამისთვის თვალის გასწორებას.
-შენ რა რეაქცია გექნებოდა, თუ გაიგებდი რომ შენი სიძე მკვლელია? საკუთარი დის ქმარი და პატარა, დაუცველი არსების მამა? არ მოგინდებოდა გაგეგო რა სახის სირთულესთან და ხიფათთან გექნებოდა შეხება?!- მოტრიალებულს ცხელ გულზე მიაყარა ირაიდას.
-შენ წარმოიდგინე და მე უკვე გავიარე ეს ყველაფერი.-
-რას გულისხმობ?-
-მეც მაქვს ცხოვრებაში გაგებული მსგავსი რამ. ასმაგად მტკივნეულად, ვიდრე შენ.- თინათე თითქოს რაღაცაში დაეჭვდაო, მერე ფიქრის თავი აღარ დარჩა და კარები შეაღო.
მამას შეხედა თვალებში, რომელიც ფეხზე წამომდგარიყო და მრისხანე თვალებით უყურებდა მის წინ მდგარ ოსეს. ლაპარაკი უკვე წამოეწყოთ. სამზარეულოს კარებთან ატირებული ფატიმა იდგა და ერთი სული ჰქონდა შვილისთვის ის ჭრილობა მოეშუშებინა. როგორც კი გამოჩნდა მისი ბიჭი და დაინახა, მივარდა და თვალიერება დაუწყო, მაგრამ შვილმა არ გაიკარა. ჩუმად ანიშნა, არ შეიმჩნიო ჩემი ასეთი მდგომარეობაო და თხოვა მარტო დაეტოვებინათ დავითთან.
-შენთან მერე ვისაუბრებ, თინათე. ახლა აქედან წადი.- ცივი ხმით გასძახა თავის შვილს.
-უნდა გითხრა..-
-თინათე დაგვტოვე!- მეორედ გაიმეორა კაცმა და იმედგაცრუებით სავსე თვალები შეანათა გოგოს. იმ მომენტში უნდოდა ხმამაღლა ეტირა, რადგან ყველაზე საშინელი სანახაობაა, დაინახო ადამიანის თვალებში იმედგაცრუების ნატამალი. გრძნობა რომელიც შენ გამოიწვიე, იმ ადამიანში, რომელიც ყველაზე ძვირფასია შენთვის.
ალბათ ეს ძალიან ძლიერ ადამიანსაც დასცემდა ძირს, ისეთსაც კი, როგორიც თინათეა. ხმა ვერ ამოიღო და მისაღები დატოვა. ფოიეში კედელს აეკრო და ეცადა ცრემლები შეეკავებინა. ირაიდამ ერთხელ შეათვალიერა გოგო და დედის სანახავად გაიქცა.
-ანუ იმ წამიდან არ შევმცდარვარ, შატილში ამოსული რომ დაგინახე.. ეჭვი შემეპარა, რომ შენი ქვეყნის დატოვებას აპირებდი. რატომ არ გამისწორე თვალი და ვაჟკაცურად რატომ ვერ აღიარე შენი ფარული წადილი?- მაქსიმალურად ცდილობდა მისი სიბრაზე ეკონტოლებინა.
-თქვენი ქალიშვილი კოპალიანი არ არის.- თითქოს გადაჭრა იყო, დავითის სიტყვებისთვის. კაცი ამას არ ელოდა, სახეზეც შეეტყო.
-ეგ რას ნიშნავს, ჩემი ქალიშვილი სათამაშო გეგონა ?! გეგონა არ მოვძებნიდით?!- დაიყვირა ხმამაღლა. ეგნატე ხმას არ იღებდა, იმიტომ კი არა, რომ არ შეეძლო, უბრალოდ საუბრის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. ბრაზით იყო სავსე და როცა საქმე შვილს ეხებოდა, ცდილობდა უფრო სიტყვაძუნწი ყოფილიყო, იმისთვის რომ კონტროლი მოეპოვებინა საკუთარ თავზე და რამე გამოუსწორებელი არ ჩაედინა.
-დამშვიდდით, ბატონო დავით. მე თქვენ პატივს გცემთ. ამიტომ მომიწევს აგიხსნათ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, ის რაც ბევრმა არ უნდა იცოდეს, ამას თქვენი უსაფრთხოების გამო გეუბნებით.- იმდენად გადაღლილი იყო, ამ სახლში მეტჯერ ამოსუნთქვაც კი არ უნდოდა. თუმცა თავი დამნაშავედ იგრძნო, მის გამო წამოწყებული საქმე რომ შუა გზაზე მიატოვა და ამიტომაც გამოჰყვა უკან თინათეს. ყველაფერს ახსნიდა და მერე იქნებ ეს უაზრო კოშმარიც დასრულებულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არავის არ მოუბრუნებია გზიდან.
-და რას ამიხსნი? როგორ არ იფიქრეთ ან ერთმა ან მეორემ, ჩემს ქალიშვილს ერთხელ მაინც როგორ აზრად არ მოსვლია მშობლისთვის დარეკვა! ჩუმად ვისხედით, არ გაგვიცხადებია იმ მიზნით რომ სირცხვილი არ გვეჭამა, მძახალს ხომ არ დავაჭერინებდი პოლიციას?-
-მე არ მივეცი დარეკვის უფლება, ახლა კი აივანზე გავიდეთ, ყველაფერს აგიხსნით.- შეშინდა თინათე, ვაი რომ სულ სხვა რამ აეხსნა ოსეს დავითისთვის. მაშინ ხომ დაიღუპებოდა.
სულ რამდენიმე წამში ორივე აივანზე გაუჩინარდა.
ან გაირკვეოდა ყველაფერი, ან კი ვინ იცის, იქნებ უფრო მეტად ჩახლართულიყო.
-ახლა რა გვეშველება ეგნატე, ამ კაცმა ყველაფრის გაცხადება რომ მოინდომოს, რა უნდა გვეშველოს? რატომ არ გააჩერე შენი შვილი?- ჩურჩულებდა ფატიმა.
-დროა მათაც იცოდნენ, ოჯახში ვის მალავდნენ. საბოლოოდ დასრულდება ეს ამბავი, გოგოც მის გზას გაუდგება. არამგონია ამ კაცმა ვინმეს რამე უთხრას, არც მას წაადგება კარგად.
ოსეს რაც შეეხება, არ შევაჩერე. მისი ნამოქმედარი თვითონ აუხსნას, იმდენს მოახერხებს, რომ დუმილში დაითანხმოს მაგათი ოჯახი.- ძალაგამოცლილმა აუხსნა ცოლს.
-მე მივდვიარ, საქმეები მაქვს. დავასრულე ჩემი გამოსვლა.- ჩაილაპარაკა და გასცილდა მისაღებს.
ყველა გულის ფანცქალით ელოდა აივანზე მყოფ ადამიანებს. ხმამაღალ სიტყვასაც ელოდნენ, მაგრამ ბევრი ვერაფერი გაიგეს. ფატიმას ეშინოდა, ვაი რომ ეს კაცი არ გაჩერებულიყო და მისი შვილისთვის ეჩივლა, უკვე იმის შიში გაუქრა, რომ თინათეს რძლად დატოვება მოუხდებოდა, ეგ კი გამორიცხული ამბავი იყო.

რამოდენიმე წუთიც საუკუნესავით გაიწელა და აივნის კარი გაიღო. გადმოაბიჯა სასოწარკვეთილმა, ნირწამხდარმა დავით ფიცხელაურმა. ყველაფერი გაეგო ახლა და მწუხარებაში იხრჩობოდა.
-მოკლული.. თქვენი და იყო?- კედელთან ჩაკეცილმა ჰკითხა მისაღებიდან გამომავალ ირაიდას.
როცა გოგომ მიხვდა, რომ დავითიც მალე ყველაფერს შეიტყობდა, აღარაფერი დაუმალავს.
-ჩვენი ბიძაშვილი იყო, მარგო.. კაკის პირველი ცოლი.- ამ სიტყვების მოსმენა იყო და თინათეს ერთიანად გააჟრჟოლა სხეულში. ამას ყველაზე ნაკლებად ელოდა. აქამდე ცოლის მკვლელი ცხოვრობდა მის ჭერქვეშ, მის დას კი საზიზღარი ადამიანი უყვარდა. ადამიანი, რომლისგანაც მისი და შვილს ელოდა. გონება დაებინდა, ყველა აქამდე მომხდარი ნაბიჯი ერთმანეთს მიეწყო და შერცხვა კიდეც იმის, რომ კაკისთან მცირედი შეხება ოდესმე ჰქონია. მაშინვე თათული ამოუტივტივდა გონებაში. რა მოხდებოდა, როცა ამას გაიგებდა? უდანაშაულო ბავშვს რა ბედი ეწეოდა? კანკალმა აიტანა, ფეხზე წამოდგა გაოცებული და მაშინვე მისი დის და ოჯახის დაცვის ინსტიქტი აუმოძრავდა. აი თურმე რატომ აფრთხილებდა ოსე, რომ მისი ვინაობა არ გარკვეულიყო. რატომ არ უნდოდა ვინმეს გაეგო ის ფაქტი, თუ საიდან იყო მისი წარმოშობა. ვასილი ზუსტად ამ კვალს დაჰყვებოდა ამდენი ხანი.
-საკუთარი ცოლი..?- ხმა გაუტყდა.
-ჰო, ცემაში შემოაკვდა. ახლა ხვდები რატომ ვეძებდით, რატომ მოაღწია თქვენამდე ჩემმა ძმამ?- თინათემ არაფერი უპასუხა.
კარი გაიღო და იქედან სასოწარკვეთილი, დამუნჯებული დავითი გამოჩნდა. მის სიცოცხლეში ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ ამბავში ყველაზე მეტად კაკი ბენდელიანი ფიგურირებდა.
კაცი, რომელიც სიძედ მიიღო და მის სახლში აცხოვრა. არაფერია იმაზე მტკივნეული მშობლისთვის, როცა იგებს რომ თავის საყვარელ შვილს ბედი უკუღმართად მოექცა.
როგორი მთლიანი და ძლიერი ოჯახი ჰქონდა აქამდე, პატივსაცემი.. ახლა რა შერჩა ხელში? როგორ ეთქვა ეს ყველაფერი შვილისთვის? სული აუწრიალდა, ძლივს ითმენდა რომ არ შემოემტვრია ხელებში რამე. არაფერ შუაში იყო ოსე კოპალიანი. ერჩივნა გაეგო, რომ შვილი დაუკითხავად, მაგრამ სიყვარულით გათხოვდა, ვიდრე ერთი დიდი უბედურება.
ცოლის მკვლელი ეჯდა სახლში.
მრისხანებისგან გააკანკალა. საკუთარ თავს შეუტია იმის გამო, რომ საჭირო დროს არ იმოქმედა და არ დაუშალა თათულის მასთან ურთიერთობა.
-ბოდიშს ვიხდი ყველაფრისთვის, რაც თქვენს ოჯახზე და ვაჟზე არასწორად ვიფიქრე. მეტჯერ არასდროს გადაგეყრებით ან შეგაწუხებთ და მოვითხოვ თქვენც არასდროს გადაკვეთოთ ჩვენი გზა, თორემ თქვენც მთიელი ხალხი ხართ და კარგად მოგეხსენებათ რაზე წამსვლელია შვილებისა და ოჯახისთვის კაცი.- გამაფრთხილებლად დაიქუხა კაცის ხმამ. ერთხელ მოათვალიერა აცრემლებული ფატიმა და ფეხზე მყარად მდგარი ოსე.
-თქვენი ბრალი არ არის ასე რომ იფიქრეთ, ყველაზე ლოგიკური ეს იქნებოდა ნებისმიერისთვის. ახლა, როცა ყველაფერი იცით, გირჩევთ ჩუმად დატოვოთ ეს მხარე და აღარ გაეკაროთ აქაურობას არცერთი, თორემ თუ გაიგეს თქვენი შვილის ფეხმძიმობაზე, თქვენამდეც აუცილებლად მოაღწევენ.-
აღარაფერი უპასუხია დავითს, მხოლოდ ის სურდა, ამ სახლს გაცლოდა. ერთი სული ჰქონდა როდის მოაშორებდა აქაურობას მის გოგოს, სადაც კარგი არაფერი ელოდათ. დავითს უკვე ხერგიანებზეც მოეხსენებოდა ოსესგან, ამიტომაც ნაბიჯებს აუჩქარა.
-თინათე, მივდივართ.- მკაცრად გასძახა შვილს, ერთხელ შეხედა თვალებში და ძალიან შეეცოდა, მაგრამ მაინც არაფერი შეიტყო. ცრემლიანი თვალები ჰქონდა მის გოგოს.
ფოიეს უკანმოუხედავად გაშორდა დავითი და გარეთ გავიდა.
თითქოს გაშეშდაო თინათე, როცა ოსეს შემოუხედავმა ჩაქროლებამ გამოაფხიზლა. ბიჭი თავის საძინებელში შევიდა. უკვე ყველაფერი ნათელი იყო გოგოსთვის, ახლა კი თავს დამნაშავედ გრძნობდა.
-ძალიან ვწუხვარ, მარგოს გამო..- ოსე ზურგით იდგა და ჭრილობის დამუშავებას ცდილობდა. თითქოს საერთოდ არ გაეგო თინათეს ხმა.
-თუ ოდესმე რამე ცუდად მითქვამს უცოდინრობის ბრალია. რომ მცოდნოდა..- დაიწყო ახსნა თინათემ.
-საჭირო არ არის.- ბიჭის ცივმა, უფროსწორად, გამყინავმა ხმამ ფიცხელაური გააქვავა. უკვე ერთი სული ჰქონდა ამ გოგოს მისი სახლი დაეტოვებინა და მათი ცხოვრებიდანაც გამქრალიყო. ზედმეტად ბევრი იყო ეს ერთი დღისთვის.
-ახლა ვხვდები, რატომაც მაფრთხილებდი. მინდა ყველაფრისთვის მადლობა გადაგიხადო.- გულწრფელად თქვა და ბიჭის შეწუხებულ გამომეტყველებას დააკვირდა, რომელიც სისხლიან ჭრილობაზე ბამბას იდებდა.
კარს აღელვებული ირაიდა და ფატიმა მოადგნენ, ორივე ოსეზე ღელავდა, თუმცა როგორც კი თინათეს ხმა მოესმათ, უკან დაიხიეს.
-დაგეხმარები.- ამ სიტყვებით ოსესკენ დაიძრა, თავს დამნაშავედ გრძნობდა, უნდოდა რამით მაინც დახმარებოდა ბიჭს, სანამ მამამისი დაუძახებდა.
-თი ნა თე..- როგორც კი მისკენ წასვლა დააპირა, ბიჭმა გამყინავი, ირონიული ტონით წარმოთვა მისი სახელი და ამან ერთ ადგილზე გააშეშა ქალი.
-ამოშალე ყველა კადრი გონებიდან, რაც აქ დაგიგროვდა და შენს სახლში დაბრუნდი. რაც უფრო მალე წახვალ, შენთვის უკეთესია. სანამ ვასილი გაიგებდეს, თქვენი ოჯახის და აქ ჩამოსვლის შესახებ, რამდენჯერ გავიმეორო ამის..- მოთმინება დაკარგა და იყვირა.
-მინდოდა წასვლამდე რამით მაინც დაგხმარებოდი, რამდენი რამ დაიბრალე ჩვენს გამო!- შეიცხადა გოგომ და თან გაბრაზდა ბიჭის ასეთ უხეშ სიტყვებზე.
-არა, არა..- აგდებით ჩაეცინა. -არ მიყვარს უდანაშაულო ხალხი რომ ისჯება, ამიტომაც მოვიქეცი ასე. ამისთვის გამოგვეკიდე იმ დღეს, მოუსვენრად არკვევდი აქ რა ჯანდაბა ხდებოდა, ჰოდა ახლა იცი, ამიტომ დამდე პატივი და გაეცალე აქაურობას.- მხარზე ნაჭერს იდებდა.
-უფალს ვთხოვ აღარასდროს გადაგეყარო მეორედ!- გაბრაზებულმა იყვირა და კარისკენ გაემართა.
-მეც მაგის იმედი მაქვს, რომ უკანასკნელი შეხვედრაა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ რომ სადმე პირისპირ გადაგეყარო, არ ვიცი რა მოგივა!- უკვე იმდენად აღიზიანებდა ეს ქალი, რომ მთელი გულწრფელობა ამოაყოლა ამ სიტყვებს. მართლა უნდოდა, რომ არასდროს ენახა კიდევ, რადგან რამდენჯერაც ეს ხდებოდა, ყოველთვის საკუთარი თავის და პრინციპების დათმობა უხდებოდა ამ ქალის დასაცავად. ვინ იყო მისი? რა ვალდებული იყო ოდესმე დაეცვა? რომ არა მისი კეთილი და სამართლიანი ბუნება, აქამდე ეს გოგოც ხერგიანებს ეყოლებოდათ და მთელი მისი ოჯახიც.
ერთხელ შეხედეს ერთმანეთს, ცივი, დაუნდობელი მზერით და მერე ორივემ თავისი გზა იპოვა. ორივემ იცოდა, რომ უკანასკნელი შეხვედრა იყო და ამის შემდეგ თავისუფლად ამოისუნთქავდნენ.
როგორც კი გოგო კარს გასცილდა, თითქოს შვებით ამოისუნთქა დიდი ხნის უჰაერობის შემდეგ. ერთხელ მოავლო თვალი ყველაფერს და ისე დაჯდა მამასთან ერთად მანქანაში, თითქოს ხელახლა დაიბადაო.
-მამა, თათულის რა უნდა ვუთხრათ?- ყელი გამომშრალი ჰქონდა, ხმა ძლივს ამოიღო.
-ჯერჯერობით ჩუმად დავრჩეთ, როცა სიტუაციას ჩვენც შევეგუებით ყველაფერს ავუხსნით. აქაურობა დაივიწყე თინათე, დღეიდან მშვიდად ვიცხოვრებთ.- გადამწყვეტი ხმით წარმოთქვა დავითმა და მანქანაც დაიძრა.
-მშვიდ და წყნარ ცხოვრებას..- ჩუმი ხმით დაეთანხმა მამას და ფანჯარას თავი მიადო. როგორც იქნა, აქაურობას გაეცლებოდა. ქალაქს ცოტათი გასცდა მათი მანქანა, წამიერად რომ დაფიქრდა და გადახარშვას ეცადა მომხდარის.
ნუთუ მართლა მოხდა ეს ყველაფერი?
ეს ის იყო?! მართლა მისი თავი იყო ის, ვინც ამხელა გზა გამოიარა სიმართლის გასაგებად, ხელში კი სასტიკი მკვლელობის საქმე შერჩა?
ეს მომენტი ხანგრძლივი კოშმარის მარწუხებისგან თავის დაღწევას ჰგავდა. ახლა აღარც სუნთქვა უჭირდა და აღარც კითხვები უჭამდა ტვინს. მხოლოდ მის დაზე ეფიქრებოდა და ეჭვისთვალით მომზირალ, ამოუცნობ მომავალზე, რომელიც ყველაფერს მოულოდნელად ამზადებს ადამიანებისთვის.
როგორც იქნა, ამ მხარეს გაეცლებოდა და იქ დაბრუნდებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო. იმ დღიდან შესაძლოა არაფერი გაგრძელებულიყო ძველებურად, მაგრამ იმაზე საშიში მაინც არ იქნებოდა, ვიდრე აქაურ ხალხთან შერევა და ჭიდილი.
ახლა აანალიზებდა, რომ ოსე თურმე ძალიან დახმარებია.
-შვილო მხარი როგორ გაქვს?- ოსეს ჰკითხა მას შემდეგ, რაც ჭრილობის დამუშავებაში დაეხმარა და შეუხვია.
-კარგად ვარ.- მოკლედ უპასუხა.
-ოდესმე სიმშვიდით ვიცხოვრებთ?- ხელები ჰაერში აღმართა ქალმა.
-ჯერ ხერგიანებს გავუსწორდებით, მერე კი ვნახოთ. როგორ გგონია ამ ტყვიას მათეს შევარჩენ?- ბიჭს ცივად ჩაეცინა.
-თავს რამე არ აუტეხო შვილო, ხომ იცი ვასილი როგორია, არ ღირს მასთან დაპირისპირება!-
-მე კი პირიქით ვფიქრობ, მას არ უნდა უღირდეს ჩემთან დაპირისპირება.-
როგორც კი შვილის სიტყვები მოისმინა ვერ მოითმინა და ხმამაღლა ამოიოხრა, დღეს აუცილებლად დაანთებდა სანთლებს და მისი ოჯახის კეთილდღეობისთვის გულით ილოცებდა.
-იმ კაცმა რა თქვა, ჩივილს აპირებს?- გაუბედავად იკითხა ირაიდამ, თითქოს პასუხის ეშინოდა.
-არა, არაფერს გააკეთებს. თუ კაკის საქმეში პოლიცია ისევ ჩაერევა, მის ოჯახამდე ხერგიანებიც მშვენივრად მიაღწევენ, მაგარ ინფორმაციას ჩაიგდებენ ხელში. მაგათ ურჩევნიათ ჩუმად დარჩნენ და მოშორდნენ ამ მხარეს, მთიელი კაცი ოჯახით ვერ გარისკავს, ხომ იცით.-
-არ ჩანდა ცუდი ადამიანი..-
-არც ყოფილა. მაგას იქ ასვლისთანავე მივხვდი.-
-იმ გოგომ ყველაფერი გაიგო? აქამდე ხომ შეყარა მთელი ქალაქი და ყველას აფიქრებინა რომ სახლში რძალი გვყავდა.. ამოისუნთქა ალბათ სიმართლის მოსმენის შემდეგ და ჩვენც ამოგვასუნთქა, ისედაც გიჟივით ვაკავებდით.- ფატიმა გოგოს მიუბრუნდა.
-გაიგო და ბოდიშიც მოიხადა.- ოსეს ხმა სერიოზული ჰქონდა.
- რას იფიქრებდა რომ მის ოჯახში მკვლელი ცხოვრობდა, თან მისი დის ქმარი.- დაამატა ირაიდამ.
-დღეიდან აღარავის გადავეკვეთებით ზედმეტად. ხერგიანებმა საზღვარს გასცდნენ და ამ ამბავს აუცილებლად ექნება საკადრისი შედეგი.-
-სისულელე არ ჩაიდინო ოსე, გაფრთხილებ. ისედაც რამოდენიმე წლის სიცოცხლე დამრჩა, სიმშვიდე და მოსვენება მინდა!-
-შენ ნუ იღელვებ, ცუდი არაფერი გვემუქრება.-
-რა გინდა რომ ვქნა? მაგას იძახი მთელი ცხოვრებაა და იმიტომ გაქვს ეგ მხარი მასე!- გაბრაზდა ქალი. - რა გგონია მშვიდად დავჯდები და არ ვინერვიულებ? მე ის მინდა რომ წყნარად და ბედნიერად ვიცხოვროთ, დაოჯახდე, შენი კერა გქონდეს. მე რომ რამე მომივიდეს მომვლელი ხომ უნდა გყავდეს ვინმე.-
-ისევ ამ თემას ვუბრუნდებით..- მობეზრებით ჩაილაპარაკა და თავი ხელებში ჩარგო.
-ლიას ბიჭმა ცოლი შეირთო, რა კარგი გოგო.. ულამაზესი!- ამბობდა და თან თვალს ოსესკენ აპარებდა, იქნებ რამე ემოცია ეცვალოს სახეზეო.
-მაშინ ქორწილშიც წავსულვართ, ყანწი აგვიწევია.- დივანზე წამოწვა და ოდნავი ღიმილით დაიწყო ტელევიზორის ყურება. ვითომ დედის შეპარვით სიტყვებს ვერ მიუხვდა.
-ინოლაზე რას იტყვი ჰა? აქ გაზრდილია, ასე თუ ისე კარგი ოჯახის შვილი. დაშვენდება ჩვენი რძლის სტატუსი.- თქვა თუ არა ხალხი მერე გაახსენდა, უმეტესობამ ხომ ისე იცოდა, რომ რძალი უკვე ჰყავდათ. ალბათ რამდენ ჭორს ააგორებდნენ რძლის სახლიდან გაქცევასა და წყვილის დაშორებაზე, როცა რომ საქმე სულ სხვა რამეში მდგომარეობდა.
-ნაირას უკვე შვილიშვილები ჰყავს, მეც ხომ ქალი ვარ, გიყურებ და ყურს არ აფართხუნებ ჩემს ლაპარაკზე, მენერვიულება!-
-ასე თუ გინდა შვილიშვილები ირაიდა გავათხოვოთ.-
-ოჰ, დადექი ხუმრობის ხასიათზე არა ვაჟბატონო?- ტანსაცმლის კეცვით გამოვარდა ირაიდა ოთახიდან. ძმას ოდნავ ჩაეცინა, მერე კი მხარში ტკივილი იგრძნო და სახე დაემანჭა.
-უფალო გეხვეწები, უკანასკნელი დღე იყოს მსგავსი უბედურებისა ჩვენს ოჯახში. წინ ნურავინ ნუ გადაგვეღობება მსგავსად!- ქალმა ლოცვას მთელი გული ამოაყოლა.
ცოტა ხანში ოსე წამოდგა და საძინებელში ტანსაცმლის უფრო მოზრდილ ჩანთაში ჩალაგება დაიწყო.
-გადავწყვიტე თბილისში დავბრუნდე.- გადაჭრით გამოაცხადა მისაღებში, რა მომენტშიც ფატიმას ფერი ეცვალა.
-რა თქვი?-
-იქედან უფრო მარტივად მივხედავ ჩვენი თბილისის ბიზნესს, თანაც რამდენი ხანია უკვე ჩვენს სახლში არ ვყოფილვარ. რაც სწავლა დავამთავრე მივხვდი, რომ იქ ყოფნა მაგრად მომენატრა.-
-ისევ მარტო იქნები, რას შეჭამ, რას გააკეთებ..-
-გთხოვ არ დაიწყო შენებურები რა! რამდენი წელი ვცხოვრობდი და მაშინ არ გქონია ასეთი რეაქციები, ახლა რა გჭირს?- დედას მოეხვია.
-ახლა მეშინია, ბავშვი აღარ ხარ, მაგრამ მაინც მარტო იქნები. ვასილის ამბები არ მომწონს, იქ თუ დასჭირდა და მოვიდა შენამდე, მე აქ რა მეცოდინება?-
-მარტო რომ ვიქნები აი, ზუსტად მაგიტომ არ უნდა მოვიდეს.- ბიჭი ისევ ხუმრობდა. ალბათ იმდენად დაღალა აქაურობამ, რომ სერიოზულად არ შეეძლო სიტუაციას მოკიდებოდა. სურდა რომ ცოტახნით თავი გამოერეცხა ამდენი ნეგატივისა და სიგიჟისგან, რაც ამ დღეებში გადახდა.
-რამდენი ხნით გაჩერდები?- ჰკითხა და იმედიანი თვალები მიაპყრო.
-ეგ ჯერ არ ვიცი, თუ გაიწელება შენც ჩამოხვალ, ირაიდაც..-
-მამაშენზე სულ არ ფიქრობ ხომ?-
-ვფიქრობ, როგორ არა. დავილაპარაკებთ შესაბამისი დრო რომ იქნება, რა იყო სამუდამოდ კი არ ვაპირებ წასვლას.-
-არ ვიცი შენი ამბავი, ჩვენს გაოცებას არ წყვეტ. სულ ისე იქცევი, ვერასდროს ვხვდებით წინასწარ, მიახლოებითაც კი.-
-თბილისელ რძალზე უარს იტყვი ირუშ?- ღიმილით გასძახა მის დას.
-როდის იყო რამეს გვეკითხებოდი. მაგ თემაზე საუბარს რომ იწყებ, ყველა ვხვდებით რომ ხუმრობ. მგონი ერთადერთია, რაც დაზუსტებით ვიცით შენზე.-
-გაბრაზებული ხარ? რა იყო, ჩამოდი შენც თბილისში, შენს კარიერაზე დავიწყოთ მუშაობა, ცუდი აზრია?- სავარძელში მოთავსდა და ისე ახედა დას. ცოტათი შეკრთა ირაიდა, დედის წინ ამ თემაზე საუბარს მიჩვეული არ იყო.
-მაგას ეგნატე გაურკვევს, უნივერსიტეტში იცნობს საჭირო ხალხს. თან მშვენიერ აფთიაქში დააწყებინებს მუშაობას ჩვენი ნათესავი, ლევანი სარჯველაძე, ხომ გახსოვს?- თითქოს ამ თემამ მომხდარი გადაავიწყა ყველას.
-რას ნიშნავს აფთიაქში დაიწყებს მუშაობას? ვერ ხვდებით რომ ირაიდას არ უნდა?- ხმაში გაბრაზება შეეტყო ოსეს.
-ამაზე უკვე ვილაპარაკეთ ოსე, შენ ნუღარ ჩაერევი.- მკაცრად თქვა დედამ და ირაიდას გახედა.
-მე არ მილაპარაკია. როცა დავრეკავ, იქაურ საქმეებს რომ მოვაწესრიგებ, ირაიდა ჩამოვა.- სანამ ფატიმა ისევ დაიწყებდა საუბარს შვილმა შეაწყვეტინა.
-ჰო, თემა დახურულია!- ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა, მობილურზე შემოსული ზარისთვის რომ ეპასუხა.
-გისმენ დათა.-
-ვასილს გაუგია ყველაფერი, კაკი აულაპარაკებია.. მაგ გოგოზეც გაიგო, მის დაზეც. ისიც, მამამისი რომ ამოვიდა თქვენთან.-
-ჰო, ეგ რომ გაიგებდა ეჭვიც არ შემპარვია.- ოდნავი ღიმილით უპასუხა ძმაკაცს.
-შენ რა გჭირს?- როგორც ჩანს ფანგანს ძმაკაცის განსხვავებულმა მიდგომამ კითხვა გაუჩინა.
-არაფერი, ვემზადები და მალე გავალ.-
-დღეს? ეე ტეხავს, ვიფიქრე გავყვები თქო.-
-შენ აქ მიხედე სიტუაციას, მერე ჩამოდი.-
-რას ფიქრობ მიაკითხავენ იმ გოგოს?-
-მის დაზე იციან, ხერგიანები კი იცი რა ძაღლებიც არიან და დიდი ალბათობით კი.- თავზე ხელი გადაისვა და აივნის მოაჯირს დაეყრდნო.
-მეცოდება, გააწამებენ საცოდავს.-
-ბრალი მისი, რას გამოგვეკიდა უკან.-
-ჩვენ რომ უხმაუროდ გაგვეკეთებინა საქმე აქაც ვერავინ გაიგებდა მასზე, კარგად რომ დაფიქრდე ჩვენი ბრალი იქნება მაგ საწყალ გოგოს თუ აურევენ მომავალს.- გულწრფელად ალაპარაკდა დათა.
-ჯერ არ გინახავს ხომ ხმამაღლა რომ გვიყვიროდა გამაგებინეთ აქ რას მიმალავთო, აი მაგ მომენტში იყო უსაწ....სი.- ბიჭს ამ დროის განმავლობაში გულიანად გაეცინა.
-ლამის სახლი დაგვალეწა თავზე.-
-რაც არ უნდა იყოს გოგოა და არავინ იმსახურებს ცუდ მომავალს. ხომ იცი ვასილი რა გამძრალია.-
-რას ცდილობ, რომ სინდისმა შემაწუხოს და თუ კიდევ რამე დაემართა მას, ან მის ოჯახს მე დავუდგე დარაჯად?! ღმერთმა არ ქნას მეორედ ვნახო, რამდენიმე დღეში ნერვული სისტემა გადამიწვა, ქაჯი.- ყრუდ გაისმა დათას ჩაცინება, თუმცა თავს ორივე დამნაშავედ იგრძნობდა, თუ კი მოსალოდნელი განხორციელდებოდა.
-შენებმა იციან მათე რომ თბილისში გააპარეს?-
-არა, ეგ რომ ფატიმამ გაიგოს, სულ გადავა ჭკუიდან. ისედაც მთელი კვირაა ნერვიულობენ.-
-ჩახვალ და დაადგები თუ რას იზამ?-
-არა, ეგრე არა. ცოტას დავისვენებ და მერე, სად უნდა გამექცეს ეგ ჩვარი.-
-ჯობდა მხარიც მწყობრში გქონოდა.-
-დაიკიდე ეგ, მაგისთანები გავიარე? მოკლედ აბა შენ იცი, უნდა წავიდე და შეგეხმიანები როცა ჩავალ.-
-მშვიდობიანი გზა.-
თვალი ერთხელ მოავლო მის ქალაქს და შვებით ამოისუნთქა იმის გახსენებაზე რომ ცოტა ხნით აქაურობას აღარ დაინახავდა. საჭირო ნივთები თავის მანქანაში ჩაალაგა და მის წინ მდგარ ორ ქალს გახედა.
-ნუ ჩამოგტირით სახეები რა იყო, ომში კი არ მივდივარ.- შეწუხდა საბოლოოდ.
-არ ჯობდა მამაშენს დამშვიდობებოდი?- შეაპარა ფატიმამ.
-მამას ვნახავ, როცა შესაფერისი დრო იქნება.-
-სახვევი, სპირტი, ტკივილგამაყუჩებელი ჩაალაგე?-
-კი დედა, ყველაფერი აქ მაქვს.- მანქანისკენ გაიხედა.
-ამ ატკიებული მხარით როგორ უნდა იმგზავრო შვილო, გასულიყო რამოდენიმე დღე მაინც.. ღმერთო დიდებულო!- ვერ ჩერდებოდა დედა. აღარაფერი უთქვამს ოსეს, ორივეს დაუბარა თავს გაუფრთხილდითო და მანქანაში მოთავსდა.
გასცდა სახლსა და ბავშვობის ნაცნობ ადგილებს. თან წაიღო დედის გული, რომელიც მანამდე არ ისვენებს, სანამ არ გაიგებს, რომ მისი შვილი უსაფრთხოდ, უშფოთველად ატარებს თავის დღეს. უნდოდა განტვირთვა მოეწყო, მისი საყვარელი ქალაქი შემოევლო, უკვე მერამდენედ. კოპალიანების თბილისის უზარმაზარი, ლამაზი სახლი და გარემო მოენატრა, სადაც მისი თინეიჯერობის ბოლო წლები და სტუდენტობის დაუვიწყარი დროები ატარა. ყველგან მეგობარი ჰყავდა და ისინიც ერთ-ერთი მიზეზთაგანია, რის გამოც დაბრუნება სურდა. იცოდა ამ ქალაქს ნებისმიერ დროს შეაფარებდა თავს, როცა დაღლილი იყო. მამის საქმეებზე და საკუთარ ბიზნესზე მიხედვას აპირებდა, თანაც თბილისიდან ყველაფერი უფრო უმარტივდებოდა ხოლმე. ამ ფიქრებში თითქმის ქალაქსაც გასცდა და შეუერთდა მოსაწყენ და დაუღალავ გზას. ერთი მოსახვევი გაიარა და თვალი გვერდით გამავალ ბილიკზე გაექცა, სადაც ორი მანქანა დალანდა. თითქოს არაფერი საეჭვო, მაგრამ როცა უკეთ დააკვირდა, ორივე მანქანა ამოიცნო. შორი-ახლოს მანქანა გააჩერა და დააკვირდა. ორი ახმახი კაცი ისე ურტყამდა წრეს მანქანას, თითქოს ყველაფრის დამალვა უნდოდათ. იცნო, მერე კი გონებაში ყველაფერი დაულაგდა. მიხვდა აქ რაც ხდებოდა, თუმცა არ იცოდა რა მოემოქმედებინა. უკან ოჯახი ედგა, წინ კი ის ყველა გეგმა, რაც დააწყო. როგორ დაღალა ამ საქმემ! როდის დადგებოდა ის მომენტი, როცა ყველაფერი ჩაწყნარდებოდა. იმ დღის ბრალია! ყველაფერი ჩუმად და სუფთად რომ გაეკეთებინა, ასე არ გაიწელებოდა. ერთ-ერთი კაცი გაიწია და ოსემაც ნათლად დაინახა დავით ფიცხელაური, წარბშეკრული იდგა მანქანასთან ახლოს და ამაყად უყურებდა თვალებში ვასილ ხერგიანს, მათე ხერგიანის მამასთან ერთად. რამოდენიმე წამში აკივლებული თინათეც დალანდა, რომელიც მანქანიდან გადმოათრია მეორე დაცვამ. დათას ნათქვამი გაახსენდა. მისი ბრალი იყო, რომ ამ გოგოს ხერგიანები თავს არ დაანებებდნენ და მომავალს გაუნადგურებდნენ. რა დააშავა? ოჯახისწევრის გამო უკან გაჰყვა გამტაცებელს. საშინელი სინდისის ქენჯნა იგრძნო და როგორც ჩანს ეს მისთვის უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. იარაღი ქამარში დამალა და მანქანიდან გადავიდა. რისი შეშინებია აქამდე, ხერგიანების რომ ახლა შეშინებოდა და მათი სცენარიც ამაყად, უშიშრად დაარღვია.
-როგორც ჩანს ეფექტურობას არ კარგავთ, ბატონო ვასილ.- როგორც კი ხერგიანს თვალში მოხვდა უცხო სხეული, ყურებს და თვალებს ვერ დაუჯერა. რამდენჯერ რაღაც ჩაიფიქრა, ეს ბიჭი გადაეღობა და გაეჩხირა თვალში. მერე მის შლიშვილს სცემა. იცოდა ისიც, ოსე რომ დაჭრილი იყო, მისი შვილიშვილის იარაღით. მან არ გაგზავნა იგი თბილისში? იცოდა, რომ ოსე მოძებნიდა.
-ამ ბოლოს ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ოსე.- ღიმილით ჩაილაპარაკა. დავით ფიცხელაურისთვის იარაღი წაერთმიათ, კაცს ქალიშვილისთვის ხელი ჩაევლო და ზურგსუკან მალავდა. ბიჭის დანახვაზე აღელვება დაეტყო, თუმცა ძალიან კარგად მიხვდა, რომ ოსე კეთილსინდისიერი ბიჭი იყო და ავ ხერგიანებს არ ჰგავდა.
-რა გინდა ამ ხალხისგან?- თითქოს ვერც გაიგოო, ისე დაუდგა წინ და თვალებში გაბედულად შეხედა. იგრძნო ვასილმა მისი მამაცი, სადღაც ძალიან ამოუცნობი სული და გულში გაეღიმა. მამას ჰგავდა ბევრი რამით, თუმცა როგორც ჩანს, გაცილებით უფრო ძლიერი იყო ოსე.
-შენ რატომ უნდა აგიხსნათ რამე?! აქედან დაი..-
-ერთი წუთით ჯაბა, მე დაველაპარაკები.- ხელისაწევით გააჩერა ვასილმა მისი ვაჟი. უკვე დიდი კაცი იყო, თუმცა გაბედულობის არაფერი ჰქონდა. ამდენი წლის განმავლობაში თავისი აზრი არასდროს ჰქონია და მაინც მამის აზრებით ცხოვრობდა. ამ ფიქრების ამოტივტივებაზე ოსეს ირონიულად ჩაეღიმა. არ შეუხედავს თინათესთვის, რომელიც აცახცახებულიყო შიშისგან და ბრაზისგან. იმდენი ეყვირა, ადამიანს აღარ ჰგავდა. მშვიდად მგზავრობდნენ, იმის ფიქრში რომ თავს დააღწევდნენ ყველაფერს, თუმცა უეცრად გზა მოუჭრეს და გაჩერება მოუწიათ. რომ სცოდნოდა მანქანა ვის ეკუთვნოდა, არ გააჩერებინებდა მამას. გონება მის დასთან დაფრინავდა, რა მომენტშიც ეს ხალხი დაინახა, მიხვდა რომ ყველაზე დიდი საფრთხე თათულის და ბავშვს ემუქრებოდათ. ახლა ყველაფერს დათმობდა, ოღონდ ისინი დაეცვა.
ოსეს ისევ დანახვაზე ცხოვრებას თითქოს ხმაურიანად, დიდი ირონიით გაუცინა. არასდროს სურდა მისი კიდევ ერთხელ დანახვა, მაგრამ როგორც ჩანს ვიღაცას ყველაფერი სხვანაირად ჩაეწყო. ბრაზობდა ამ ხალხზეც, კაკიზე, მომხდარ დღეებზე და ამჯერად უკვე ოსეზეც, რომელიც ჩვეული ამაყი გამომეტყველებით იდგა კაცების შუაგულში, როგორც დაჭრილი მგელი, მშიერ და მშიშარა მტაცებლებში. კიდევ რატომ გადაეყარა? რამ აიძულა ამ გზას გამოჰყოლოდა ისიც? ფიქრობდა და გული ჯავრისგან ევსებოდა.
-შენ ნუ ჩაერევი შვილო, აქედან წადი.- მოუჭრა დავითმა, თუმცა ოსეს ფეხიც არ დაუძრავს ადგილიდან.
-კარგად გაცნობაც მოგისწრიათ, შვილოთი მიმართავ. მითხარი ოსე, რატომ მალავდი ამ გოგოს შენთან? შეგეშინდა რომ ყველაფერს გავიგებდი კაკის წარმატებულ ქორწინებაზე, არა?-
-ამ ოჯახს თავი დაანებე ვასილ, მათ არაფერი იცოდნენ.- ძალიან სერიოზული ხმა ჰქონდა.
-და რატომ? კაკიმ დაინდო შენი ბიძაშვილი?-
-მარგოს სახელს აქ ნუ ახსენებ!- უეცრად მწყობრიდან გამოვიდა და იყვირა.
-ახლა თურმე შვილსაც ელოდება. მარგო ცემაში შემოაკვდა და ესეც არ იკმარა მისი დამპალი ცხოვრებისთვის.- ვასილს ეტყობოდა, ვერაფრით ივიწყებდა მომხდარს, დრო გადიოდა და უფრო მეტად საზარელი და დაუნდობელი ხდებოდა ყველას მიმართ.
-კაკიმ თავისი მიიღო. გაუშვი ეს ხალხი თავიანთ გზაზე, არაფერ შუაში არიან. დანარჩენი თუ გინდა ჩვენ გავასწოროთ.- მაინც ისე მოიქცა, როგორც ამას გული ეუბნებოდა. ახლა რომ მათი დაცვა არ ეცადა, დიდხანს ვერ დაიძინებდა მშვიდად.
-არა, ჩვენ უკვე გავსწორდით. შენთან საქმე არ მაქვს.- თქვა ვასილმა და დაჭრილ მხარზე დახედა ირონიული ღიმილით. ამით ანიშნა რომ მასთან არაფრის გაყოფას არ აპირებდა. გაცოფდა ოსე. ხელთ არაფერი ჰქონდა ვასილთან გასაყოფი. მათეს ეგონა, რომ ყველაფერი დაწყნარდა და ოსეს სამაგიერო გადაუხადა, ვასილსაც იგივე ფიქრები უტრიალებდა გონებაში. უკვე იცოდნენ ვინ იყვნენ ფიცხელაურები, თინათე.. ისიც კარგად მიუხვდა ოსეს, რის გამო გამოაცხადა ეს ლამაზი ქალი მის საცოლედ. რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ხელი დაეფარებინა და დაეცვა.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გადახარშა გონებაში ვასილმა და ცოტათი გაოცდა კიდეც, ოსეს გამბედაობითა და გონებით. უყურებდა და ხედავდა უშიშარ თვალებს, მათში აბობოქრებულ მამაც გულს.
-რა გინდა ამ ოჯახისგან, რატომ გააჩერე?- არ მოეშვა.
-ჰო, ძალიან საინტერესო კითხვა დასვი. ზუსტად ამაზე ვაპირებდი საუბარს.- ღიმილით დაიწყო ვასილმა.
-მარგო აწამა ბენდელიანმა და თუ ამის გამოსწორება არ შემიძლია, სანაცვლოდ ყოველთვის მივწვდები მისი შვილის ოჯახს.-
-რას ნიშნავს მოგვწვდები?! შენ ვინ გგონივართ?- იყვირა დავითმა. თვალებში ნაპერწკლები უთამაშებდა. შვილების და ოჯახის დასაცავად ყველაფრისთვის მზად იყო. უკვე მერამდენედ აუხსნა ამ ხალხს, რომ არაფერი იცოდნენ, თუმცა რატომღაც არცერთს აინტერესებდა სიმართლე.
-დამშვიდდით.- ოსემ ხელი მხარზე დაადო ფიცხელაურს და ისევ ვასილს მიუბრუნდა. -რა ჩაიფიქრე ვასილ?- ალმაცერად შეათვალიერა კაცი და თვალებით გაბურღა.
-ეს შენი ქალიშვილი, ახლა ჩვენს მანქანაში ჩაჯდება და დღეიდან ჩვენს გვარს მიიღებს, როგორც რძალი.- ისე წარმოთქვა სიტყვები, თითქოს დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ მომენტისთვის.
-არავითარ შემთხვევაში, მამაჩემს არ მივატოვებ! თქვენ ვინ ხართ?! გგონიათ ქვეყანა ჩალითაა დაფარული?! ქვეყანაში კანონი მოქმედებს, ძალით ვერავინ ვერსად წამიყვანს აქედან!- ამ ხნის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას, თუმცა ამ წინადადებამ საბოლოოდ გააგიჟა.
რაც აქ იდგა, პირველად შეხედა ქალს თვალებში და ამოიკითხა ტანჯვა, სიბრაზე, თავისუფლებისთვის მორბენალი დაუოკებელი სული, რომელიც გაჩერებას არ აპირებდა. გულწრფელად შეეცოდა და უთანაგრძნო, როცა წარმოიდგინა რა მოელოდა მას ხერგიანების ოჯახში.
ერთი ძალიან ნათელი აზრი იყო, მომავალი არ ეწერა.
-თუ გინდათ აქვე მომკალით, ოღონდ ჩემს ქალიშვილს თავი დაანებეთ!- ვასილს ხელი მხარზე კრა, რა მომენტშიც ყველამ დავითი დაიჭირა და გააკავა.
ელვის სისწრაფით ფიქრობდა ოსე, ყოველ ახალ იდეას და ფიქრს ახალი ნეირონების ჯგუფი ემატებოდა მის ტვინში და ერთმანეთზე ეკერებოდა. უამრავი საფიქრალი ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად უნდა გაერისკა. მისი ბრალი იყო. კაკი ვასილისთვის რომ არ ჩაებარებინა, იქნებ ვერც ვერავის გაეგო ფიცხელაურებზე?! წამით ინანა კიდეც, ეგნატეს რომ არ დაუჯერა და გულში შეიკურთხა.
-ბედი ასეთია, დავით. ნუ ღელავ არაფერს დავუშავებთ.-
-არავითარ შემთხვევაში!- კაცი გიჟივით ყვიროდა, ცდილობდა თინათეს გადაფარებოდა, რომელმაც ძლივს დაიძვრინა თავი დაცვის ხელებისგან. მამას ვერაფრით მიატოვებდა მარტოს.
-მამა!- დაიყვირა და ეცადა დავითზე დახვეული კაცების მოშორებას, თუმცა უშედეგოდ.
-წაიყვანეთ გოგო.- იყო ყვირილი და ხელჩართულობა, თუმცა ვასილმა თავისი ბრძანება გადაჭრით გასცა.
-არ წამოვა.- თითქოს ყველაზე გამბედავად გაიჟღერა ამ ხმამ ხალხში და ყველას ყურადღება მისკენ მიიმართა.
-და შენ ვინ ხარ, რომ ამას წყვეტ?- წინ ჯაბა წამოიწია.
-მე მისი ქმარი ვარ.-
ვასილმა წამიერად ისიც კი იფიქრა, რომ ოსეს სვანეთშიც არაფერი დაუდგამს და ყველაფერი ნელა და სიმართლით განვითარდა მათ შორის. გაშრა თინათე და ყველა ადგილზე გააშეშა მისმა სიტყვებმა.
-ეს გოგო დღეიდან კოპალიანის ქალია და ვერც ერთი ხერგიანი მას ვერ გაეკარება.- ზუსტად იცოდა რა უნდა გაეკეთებინა რომ ეს გოგო აქედან დაეხსნა.
-ასეა, მიწვევ?- ვასილი უფრო ახლოს დაუდგა და ხელები ზურგსუკან გადაიჯვარედინა.
-ხომ იცი ვასილ, პატარა ქალაქი გვაქვს, ყველამ იცის რომ ჩემს ქალად გავიტაცე. არ გახსოვს რა მოსდის ხალხს, რომელიც სხვის ცოლს დაისვამს სახლში? არავინ პატიობს. საკმარისია რამოდენიმე ჩივილი და გვარი თავის სახლ-კარს მოსცილდება.- ღიმილით დაემუქრა.
-როგორ ფიქრობ, ხალხი შენ დაგიჯერებს გუშინდელ ბავშვს, თუ მე?-
-ვნახავთ ვასილ, ვნახავთ.. ახლა კი არჩევანი შენზეა, იმედია ძალას არ გამომაყენებინებ.- ირონია არ დააკლო ბიჭმა.
-გაუშვით ორივე.- ისე თქვა, ოსესთვის თვალი არ მოუშორებია.
-იცოდე, გაკვირდებით. თუ რამოდენიმე საბუთი მაინც მექნება, რომ ტყუი, ეს მთელ სოფელს ეცოდინება და არავისთვის არაფრის დამტკიცება არ მომიწევს. მე ისედაც კარგად ვიცი, რომ ამას მის დასაცავად აკეთებ.- კბილებში გამოსცრა კაცმა. ახლა ნამდვილად გაბრაზდა, რადგან სუსტ ადგილას დააჭირეს ფეხი. სახელი მისთვის ყველაფერი იყო.
თინათე ხმას ვერ იღებდა, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. თუ კი მამას გაჰყვებოდა, ამით პირველივე საბუთს დაუდებდა ამ ხალხს წინ და მერე მართლა ვერაფერი უშველიდა.
-მამა, კარგად ხარ?-
-მე კარგად ვარ, შენ ხომ არაფერი გტკივა?- ერთმანეთს ჩუმად ესაუბრებოდნენ ფიცხელაურები. უნდოდა ხმამაღლა ეტირა გოგოს, რადგან წამებში, სულ რაღაც რამოდენიმე ნათქვამ სიტყვაში ცა თავზე ჩამოექცა.
-ეს კაცი სახლში უსაფრთხოდ წავა, გოგო მე გამომყვება.- თქვა თუ არა თინათეს განრისხებულ თვალებში ჩახედა, რომელსაც ზედ ეწერა წინააღმდეგობა. რეალურად იცოდა, რომ სხვა არანაირი გზა არ არსებობდა ამ სიტუაციისგან თავის დასახსნელად. ალბათ ზუსტად ეს ეჯავრებოდა ასე ძალიან, რადგან ყოველ ჯერზე, როცა საფრთხე ელოდა, ეს ბიჭი ჩნებოდა მის წინ.
-როგორც კი შესაძლებლობა იქნება გამოაპ..-
-სანდო ხელშია ბატონო დავით.- ძალიან ხმადაბლა უთხრა ფიცხელაურს და შეაწყვეტინა საუბარი, რომ არავის გაეგო. მიუხვდა დავითი, ისიც კარგად მიხვდა რომ ეს ბიჭი მისი ქალიშვილის მომავლისთვის რისკზე წავიდა. სხვა გზა არ იყო, ამ მოჩვენებით თამაშს ისიც უნდა დათანხმებულიყო.
-იცოდე თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს..- სიმკაცრე ერია ხმაში, თუმცა ეტყობოდა რომ ახლა ყველაზე ძვირფასის დათმობა უწევდა, თუნდაც დროებით.
-ნურაფერზე იღელვებთ.- გააწყვეტინა ბიჭმა. დავითმა არ იცოდა რატომ, მაგრამ ამ ბიჭს რაღაც ნაწილით ენდობოდა. ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი ჩამოსვლისთანავე აუხსნა და არ დაუმალა.
-თავს გაუფრთხილდი თინათე, დავბრუნდები და წამოგიყვან, გპირდები.- შვილს მოეხვია და მანქანაში მოთავსდა. ყველაზე მეტად ეძნელებოდა აქედან წასვლა. ის ხომ ყველაზე ძვირფასს ტოვებდა აქ, რაც თუ გააჩნდა.
-დედას და თათულის მიხედე.- დაიჩურჩულა და ცრემლი თვალიდან გადმოსვლისთანავე მოიწმინდა. ატირდა, ამდენი ხნის შემდეგ. მამის მანქანას იქამდე ადევნებდა თვალს, სანამ არემარეს არ მოსცილდა. მოტრიალებულს ოსეს სერიოზული, ცივი სახე შერჩა ხელებში.
თითქოს ერთ შეხედვაში აუხსნა, რომ მისი დანახვაც კი არ სურდა. თითქოს სიამაყეს აბიჯებდა მაშინ, როცა ოსეს მანქანისკენ მოუწია დაძრა. მანქანას მიეყრდნო და ვასილთან მდგარ ოსეს გახედა.
-იცოდე, დღეიდან ძალიან სახიფათო გზა არჩიე, ოსე.- ავისმომასწავლებელი გამომეტყველებითა და გამაფრთხილებელი ტონით უთხრა ბიჭს. დაჭრილ მხარზე ხელი დაადო და თითი ძლიერად ჩააჭირა ოსეს.
-შენ თვითონ არჩიე, ასე მოვქცეულიყავი.- მხარში ტკივილი იგრძნო, სახე ტკივილისგან შეეჭმუხნა.
-ყველაფერს გავითვალისწინებ.- მხოლოდ ეს თქვა, ისევ ისეთივე გამბედაობით და უკანმოუხედავად დაიძრა მანქანისკენ.
არაფერი იცოდა, არ იცოდა სად წავიდოდა, რას გააკეთებდა. ან ამ გოგოსთვის რა უნდა მოეხერხებინა? გაუკვირდა, საერთოდ რომ დათანხმდა ამ გიჟურ სიტუაციაში თინათე და მას გაჰყვა. აშკარა იყო, რომ იმათ ხროვაში ჩავარდნას, ოსესთან კატა-თაგვობანა ერჩივნა. ოჯახის გამო მოუწია ასე მოქცეულიყო.
ორივე მანქანაში იჯდა და თვალს ადევნებდა როგორ ტოვებდა შავი ჯიპი ტერიტორიას.
-ახლავე რომ დავურეკოთ მამაჩემს და გავყვე არა?- უხეშად წამოიჭრა თინათე.
-ვასილი სულელი გგონია? ახლავე გაგაყოლებდი, ყველგან კაცი რომ არ ჰყავდეს. საათი დასჭირდება რომ გაიგოს უკან გაჰყევი.-
-ჯანდაბა..- თქვა და თავი ხელებში ჩარგო. თავი სტკიოდა, ერთმანეთში სხვადასხვა ემოციები ერეოდა და უნდოდა უბრალოდ გათავისუფლებულიყო.
-აქ საიდან გაჩნდი?- მოულოდნელად დაუსვა კითხვა.
-თბილისში მივდიოდი.-
-აჰა, თუ ჩვენ გამოგვყევი?- ეჭვით, ბრაზით სავსე ხმა ჰქონდა.
-ძლივს თავიდან მოგიშორე და შენი აზრით უკან დაგედევნებოდი? შენ არ გგავარ, ვიღაცებს რომ გავედევნო.- არც ოსემ სცადა თავის შეკავება.
-მაშინ ახლა რატომ გამოიდე თავი ჩვენი დაცვით, გმირობა გინდოდა?- გაღიზიანებულს გონება დაბინდვოდა და მადლიერების გრძნობდა სადღაც დაკარგვოდა.
-საოცარი ხარ იცი? თუ არ გჭირდებოდა დახმარება მაშინ ჩახტომოდი ხერგიანს მანქანაში!- ხმას უმატა გაცეცხლებულმა.
-არ მჯერა, რომ სხვა გზა არ დამრჩა. ახლაც კი, როცა მეგონა ყველაფერს თავიდან დავიწყებდი, ყველა გეგმა ერთის მიყოლებით დამენგრა და სამაგიეროდ გათხოვილის სტატუსი შემრჩა!- აშკარად სასოწარკვეთილება ალაპარაკებდა. თითქოს მონოლოგი ჰქონდა და არა დიალოგი ოსესთან.
-რას მიწუნებ?-
-რა?-
-ჰო, რა დამიწუნე, ძალიან მაინტერესებს.- ოსე იმდენად გადაღლილი იყო, აშკარად მეტ დრამას ვერ აიტანდა და ცოტათი ხუმრობით აჰყვა სიტუაციას.
-ღადაობ არა? შენთვის სულერთია და აბა რა იქნება.- ფანჯარაში გაიხედა.
-როგორ ფიქრობ, თბილისში რისთვის მივდიოდი? მინდოდა დამესვენა, ცოტა ხნით ყველაფერი გვერდით გადამედო, თუმცა რამოდენიმე კილომეტრი გავიარე და ჰოი საოცრებავ, ისევ შენ გადაგეყარე.-
თინათემ აუხსნელი მზერით გახედა ბიჭს.
-იცი რა? არ მჭირდება შენი დახმარება, მე თვითონ გავუმკლავდები.- როგორც კი თქვა მანქანიდან გადასვლა დააპირა, მაგრამ ოსემ დაასწრო და ჩაკეტა.
-გააღე!-
-დაჯექი და დაწყნარდი.-
-გააღე მეთქი!- ბოლო ხმაზე დაიყვირა ქალმა. გამღები ღილაკისკენ წაიღო ხელი, რა წამშიც ცივი თითების შეხება იგრძნო მაჯაზე და ამან ერთიანად გაყინა. გაუქვავა ხელი და მზერაც ერთ წერტილს გაუსწორა მხოლოდ.
-იმიტომ დაგეხმარე, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, კაკი რომ არ გადამეცა, შენზე ვერაფერს გაიგებდა ვასილი და რადგან ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, ახლა ჩემი საქციელის გასწორებას ვცდილობ. ასე რომ დაჯექი ამ წყეულ მანქანაში და მიიღე ჩემი დახმარება, რადგან წარმოდგენა არ გაქვს რა რთულია, როცა გამოუვალ სიტუაციაში მარტო გიწევს ბრძოლა, თანაც მაშინ, როცა უკან ერთი დიდი ოჯახი გიდგას!- თითქოს გამოაფხიზლა ოსეს სიტყვებმა. არა, ოჯახით ვერასდროს გარისკავდა. ბიჭის სიმართლით გაჯერებულ თვალებს უყურებდა და არ სურდა ეს ყველაფერი რეალური ყოფილიყო.
თვალებით ჭამდნენ ერთმანეთს რამოდენიმე წამი. მერე გოგოს ერთიანად დაუარა სიცხემ და ლოყები აუვარდისფრდა. ხელი ფრთხილად გააშვებინა. ბიჭი საკმაოდ ახლოს იყო მასთან და ამას არ იყო შეჩვეული.
მეტიც, ეს აბნევდა. მაჯაზე ის უჯრედები მსუბუქად უფეთქავდა, სადაც წამის წინ ბიჭის თითები ეხებოდა.
უკვე ვერ იტანდა ამ გრძნობას, რადგან მეორედ განმეორდა. თავის მსგავსი ფიქრებისგან გაწმენდას ეცადა და ცოტათი უკან დაიხია ბიჭისგან.
-ფუ შენი..- მწარედ შეიკურთხა ბიჭი, რა წამშიც მაისურზე სისხლის დიდი ლაქა დალანდა. ჭრილობიდან სისხლი სდიოდა.
-რა დაგემართა?- დაიბნა თინათე. ნაცრისფერი მაისური გადაიძრო და ისე დახედა ჭრილობას თინათესთვის ყურიც კი არ დაუგდია.
-რას აკეთებ?!- თინათე ამ სპონტანურობას არ ელოდა და სიმართლე ითქვას დაიბნა კიდეც, მსგავს სიტუაციაში პირველად იყო.
-ჭრილობის დამუშავებას ვაპირებ და თუ სუსტი გულის პატრონი ხარ შეგიძლია გადახვიდე და გარეთ დამელოდო!- ბრაზით დაახეთქა ოსემ, უკვე ნერვები არაფერზე ჰყოფნიდა. სულ არ ადარდებდა რომ გოგო თავს უხერხულად იგრძნობდა მისი ამ ფორმაში დანახვისას.
-ბევრი სისხლია!- დაიყვირა თინათემ. ავტომატურად მოძრაობდა, გაუაზრებლად.
-გადადი!- დაუყვირა ისევ. არაფერი გაუკეთებია, იჯდა და თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. საშინლად დაიბნა და ეს არ მოსწონდა, ზედმეტად ამაყი გოგო იყო ამისთვის. რამდენი რამ გააკეთა ამ ბიჭმა მის დასაცავად, რა მნიშვნელობა აქვს პრინციპების გამო თუ სხვა რამის, მთავარი ის იყო რომ თვითონ ამის გამო უმადურად უყვირა და ახლა თავს დამნაშავედ გრძნობდა.
-სახვევები, სპირტი გაქვს?- ჰკითხა და მანქანის სათავსოების დაღება დაიწყო.
-მეორე გააღე.-
-დაგეხმარები.- მხოლოდ ეს თქვა და სახვევი ჯერ წყლით დაასველა, ნელა მიუახლოვდა და გაყინული, თლილი თითისწვერებით შეეხო ოსეს მხარს. სისხლი მოწმინდა, სპირტით გაასუფთავა და ახალი სახვევის დადება დაიწყო ჭრილობაზე. ამ ყველაფერს ისე აკეთებდა, ცდილობდა ბიჭის მზერისთვის არ შეეხედა, რომელიც არ სცილდებოდა მის ყელს, თმებსა და ლავიწებს.
ფერმკრთალი გოგო იყო, თოვლივით ქათქათა და ნაზი კანი ჰქონდა. ოსე ამას ერთი შეხებითაც კი მიუხვდა. გრძნობდა როგორი სიფრთხილით და სიმორცხვით ცდილობდა ჭრილობა დაემუშავებინა. წამიერად თითქოს ყველა დანარჩენი ნისლივით ჩამდგარი ფიქრები ჩაიცალა მის გონებაში და ეს რაღაც უცნაურმა ჩაანაცვლა.
ხელები საშინლად აუკანკალდა თინათეს, როცა ეს მზერა დაიჭირა. "რა ჯანდაბა დამემართა?!" ერთიანად კანკალებდა, არა და წუთის წინ დასცხა კიდეც.
-რატომ კანკალებ?- მოულოდნელად, ძალიან ხმადაბლა დასვა კითხვა ოსემ. თითქოს გაუაზრებლადაც კი მოუვიდაო.
-შემცივდა.- იცრუა გოგომ და წამით შეხედა თვალებში. "რა სირცხვილია, ესეც შეამჩნია!" გაჰკიოდა მის თავში ხმა.
-გაშინებ?- ისევ მორიგი კითხვა და ისევ საშინელი დაბნეულობა თინათესთვის.
-არა.- საღ პასუხებს ვერც კი იფიქრებდა.
-ჩემი სიახლოვე გაშინებს?- ამჯერად თვალებში შეხედა ბიჭმა და რაღაცის დაჭერას ეცადა. ალბათ სიმართლის.
-რა სისულელეა, საიდან მოიტანე? რატომ უნდა მაშინებდე? უბრალოდ შემცივდა ეს არის და ეს.- თვალები აარიდა და ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს. თვალიც ამიტომ აარიდა, რომ რამე ზედმეტი არ ამოეკითხა კოპალიანს მათში.
ეს ხომ ზუსტად ის ადგილია რაზე დაკვირვებითაც, ადამიანის სულში, სადღაც ძალიან ღრმად იხედები. რამე დამალული, ამაფორიაქებელი და გაურკვეველი ზუსტად იქ სახლობს, ამას კი მარტივად შეამჩნევენ ჭკვიანი თვალები.
თინათემ ბინტის ბოლო ნაჭერი გადაკოჭა ერთმანეთზე.
-და ახლა რა იქნება?- ეცადა თემა შეეცვალა.
-ეგ ხომ არავინ იცის თინათე. ერთი საათის წინ ვფიქრობდი, რომ მეტჯერ არასოდეს გადაგეყრებოდი. ახლა კი როცა აქედან გაცილებით შორს უნდა იყო, როცა ერთად არ უნდა ვისხდეთ, ერთად ვსხედვართ და გვიკვირს, რომ მაღლა ვიღაც იმდენად კარგ ხასიათზე იმყოფება, რომ ჩვენს დალაგებულ გეგმებს ანგრევს, მერე ერთმანეთში ხლართავს, გამოუვალი მდგომარეობების წინ ხელმოცარულებს გვტოვებს და ჩვენს შოკურ რეაქციებს სიცილით აკვირდება.
ალბათ მთელი ცხოვრებაც ეგ არის, ვიღაცისთვის ჩვენი ყოველი განსაცდელი ერთი დიდი კინოა.
რა იცი, იქნებ სიკვდილიც ზუსტად ეგ არის, როცა საშინლად მოსაწყენი ხდება ჩვენი სიუჟეტი მაშინ მივყავართ, გვამთავრებს. ან კი პირიქით, როცა რაღაც ახალს ვიწყებთ, ზუსტად მაშინ გამოგვასალმებს სიცოცხლეს.
-არ ფიქრობ, რომ ჩვენი ცხოვრება მისთვის შესაძლოა ძალიან, ძალიან სასაცილო და საინტერესო აღმოჩნდეს?- უეცარი გაკვირვებით მიაყარა სიტყვები ერთმანეთს თინათემ, თან იმას ფიქრობდა, რომ ამ გიჟურ აზრებს არ უნდა აჰყოლოდა.
-და თუ ასეა, მაშინ გავაოცოთ და ვაცინოთ ჩვენი ცხოვრებით. იქნებ ცოტათი უფრო გვიან მოსწყინდეს ამ საცოდაობის ყურება და სხვებივით დიდხანს შემოგვინახოს.-



-----
პირველრიგში ბოდიში დიდი ხნით დაგვიანებისთვის, ამის პირადი მიზეზები მაქვს.
რაც შეეხება აზრებს რომ მოთხრობა შეწყდა, არ ვიცი რატომ გავრცელდა. მოთხრობა დასრულდება აუცილებლად, იქნება კვირაში ერთი თავი თუ ა.შ, აუცილებლად დასრულდება და არ შეიცვლება ეს აზრი, ამიტომ ცრუ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ, ჩემი თხოვნა იქნება.
უდიდეს პატივს ვცემ თქვენს დამოკიდებულებას და ინტერესს ისტორიის მიმართ. წერა არ არის მარტივი, როცა არ გაქვს მუზა და როცა გრძნობ რომ თუ ახალ თავს დაწერ სასურველ შედეგს ვერ მიიღებ.
არ მინდა მალე დავწერო ახალი თავები მაშინ, როცა ვგრძნობ რომ კარგი არ გამოვა, მხოლოდ იმისთვის რომ არ დავაგვიანო დადება და ა.შ.
მინდა ახალ თავს რომ დავწერ, მისით მეც კმაყოფილი ვიყო და ისე ავტვირთო. არ ვიცი სულ რამდენი თავი იქნება, ან შემდეგს რამდენ დღეში დავდებ.
მოვეკიდები გაგებით ყველა მკითხველს, ვისაც ლოდინი არ შეუძლია და კითხვას შეწყვეტს რადგან მესმის, ლოდინი არ არის ასატანი.
ვერ მოგატყუებთ რომ უფრო მალე დავდებ ახალ თავებს, რადგან როგორც ვახსენე წერას თავისი პირობები აქვს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში არ იქმნება.
მადლობა ყველას დადებითი აზრებისთვის და კომენტარებისთვის! გაფასებთ. <3
იმედია მოგეწონებათ.

-ავტორი-



№1  offline წევრი Lights

გვეღირსა , არმჯერა ესდღეც დადგა :დ როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი თავი იყო , სიუჟეტიც ისე ვითარდება როგორც ვფიქრობდი და ვისურვებდი <3 დიდი აღტაცებით ველოდები ახალ თავს , იმედია ბევრს არ გვალოდინებ <3 <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ გამოხარდა ახალი თავის დანახვა, ეს ვასილი რა ცუდი კაცია, ერთი მხრივ თინათეს და ოსეს კი ხელი შეუწყო დაახლოებაში. ❤️❤️❤️❤️ ველოდები მოუთმენლად ახალ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

გელოდი და გამიხარდა რომ ვნახე ახალი თავი,რატომღაც მეც მინდა თინათე და ოსე ერთად ,რომ იყვნენ.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა და გამიხარდა რომ ვნახე ახალი თავი,ძალიან მინდა ოსე და თინათე ერთად იყვნენ მადლობა დიდი კარგად წერ გელოდებით

 


№5  offline მოდერი პენელოპე

ოსე და ირაიდა ძან მევასებიან. :)

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორ გამიხხარდააა,როგოორრ..მომწონს ძალიან ძალიან ეს ისტორიაა..ველი მოუთმენკად..შეწყვეტას არ. ვაპირებ..წარმატებები და ბევრი მუზა შენ

 


№7  offline წევრი gvancacuna

ძაან მომწონს ,ვგრძნობ ჩემს ფავორიტად იქცევა.სიამოვნებით დაველოდები შემდეგ თავებს

 


№8  offline წევრი Barbare ❤

მშვრნიალურია ❤ველოდები შემდეგ თავს მოთმინებით და მოუთმენლად :დ წარმატებები ❤

 


ყველას დიდი მადლობა.
შემდეგი თავი ვეცდები უკეთესი გამოვიდეს ❤️❤️❤️❤️
გაფასებთ!

 


№10  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძალიან გამიხარდაა ახალი თავისს ხილვაა ???? ძლაიან მაგარი იყოო :
მაგრამ გთხოვვ აასე ნუ დაგვიანებ შენიც გვესმისს მაგრამ ცჩვენიც გაიგეე სანამ ახალითავი დადე თითქმისს დამავიწყდა წინაა რაა წავიკითხეე :(
არაფერს შუაშუაა ხმის გავრცელებაა რომმ აგარ წერრ როცა ამდრნიხანი არ ტვირთავ ისტორიასს სავარაუდოდდ ვფიქრობ რომ აღარ აგრძელებბ..
მოგვწონსს და ველოდებით გვაინტერესებსს :*
რავი წარმატებები და დიდი თხოვნა იქნება ჩემიი ასეე არ დაგვიანოო :*
უნიჭიერესიი ხარ დაა ეტყობაა შენ ისტორიასს ???????? გელოდებიი ????

 


№11 სტუმარი გ.გ

ფუტკარს აღარ დებ?
ძალიან კარგია????????

 


№12  offline წევრი gvancacuna

მეც ველოდები ფუტკარს

 


№13  offline წევრი orchid

შესანიშნავიაა❣️აღრფთოვანებული ვარ❣️იმაზე კარგია ვიდრე წარმოვიდგენდიი????საოცრად მომეწონაა❣️უნიჭიერესი ადამიანი ხარ❣️წარმატებებიი❣️❣️

 


№14 სტუმარი სტუმარი სესილია

როდის დადებ?

 


№15 სტუმარი გზა

შემდეგი როდის დადებ? ????????????????

 


№16 სტუმარი nini

Tu ar gindoda gewera es motxroba saertod.rato daiwye wera??? Ase yvela mkitxvels dakargav arada ra sainteresoa..... :-( :-( :-(

 


№17 სტუმარი სტუმარი ანა

კარგი რა რამდენი ხანია რომ ველი

 


№18 სტუმარი სტუმარი liliko

Sasaciloa aseti uyuradgebo saqcieli, raiyo muza gagifrinda da vegar daichiree!!!!??

 


№19 სტუმარი Nini

ეს უკვე მართლა ზედმეტია თუ წერა არ შეგიძლია არც უნდა დაიწყო რას ქვია მუზა არ გაქ თუ არ გქონდა საერთოდ რატომ დაიწყე? მუზა ასე ერთბაშად არ ქრება ან გაქ წერის უნარი ან არა. ერთი თავის დადებას თითქმის მთელი თვე უნდები. შეიძლება მართლა გაქვს რაგაც პრობლემა და გასაგებია მაგრამ მაშინ თქვი რა გახდა ეს ერთი მოთხრობაა. იმედია მომავალ წელს რომ შემოვალ საიტზე დამხვდება ბოლოთავი

 


მეგობრებო ვისაც აინტერესებს, კითხულობს და ელოდება, მერვე თავი წერის პროცესშია.
მადლობა ყველას ვისაც გაგება შეუძლია, მიყვარხართ. ❤️

 


№21 სტუმარი 123

მოდი აღაღ დაწერო! ან როცა მუზის ასე გაფრენას განიცდი წერე ჯერ შენთვუს და რომ დაასრულებ ატვირთე აქაც მცირე დროის ინტერვალით! ძალიამ ცუდი ტონია მკითხველის მიმართ მასე მოქცევა.

მოდი აღაღ დაწერო! ან როცა მუზის ასე გაფრენას განიცდი წერე ჯერ შენთვუს და რომ დაასრულებ ატვირთე აქაც მცირე დროის ინტერვალით! ძალიამ ცუდი ტონია მკითხველის მიმართ მასე მოქცევა.

 


№22 სტუმარი nini

Me-8 tavi weris processhiao.... jobia mtlianad daamtavre da mere atvirte, torem albal mecxre da shemdeg tavebamde sanam mixval saertod wagshlian saitidan.... da madlobas nu ixdi, madloba mkitxvelma unda gadagixados saintereso motxrobistvis, droulad atvirtvistvis da yuradgebistvis!!! Shen ki mkitxvels titqos dascini.... imedia gaitvaliswineb mkitxvelis azrs, torem yvela sheni motroba shuashi gawyvetili da dausrulebelia, tu ar shegidzlua wera saertod sheeshvi, tu arada bolomde miiyvane!!!

 


nini
Me-8 tavi weris processhiao.... jobia mtlianad daamtavre da mere atvirte, torem albal mecxre da shemdeg tavebamde sanam mixval saertod wagshlian saitidan.... da madlobas nu ixdi, madloba mkitxvelma unda gadagixados saintereso motxrobistvis, droulad atvirtvistvis da yuradgebistvis!!! Shen ki mkitxvels titqos dascini.... imedia gaitvaliswineb mkitxvelis azrs, torem yvela sheni motroba shuashi gawyvetili da dausrulebelia, tu ar shegidzlua wera saertod sheeshvi, tu arada bolomde miiyvane!!!



იმედი მაქვს შენნაირი ადამიანი არასდროს წაიკითხავს ჩემს ნაწერს, რადგან გესლიანი ენის მეტი ვერაფერი გადმოდის შენგან. :)
არავის არასდროს არ დავცინი, შენ ვერ გადაწყვეტ მე წერის უნარი გამაჩნია, თუ არა, სჯობს შენ დაფიქრდე შენს სიტყვებზე. თუ არ მოგწონს და არ გაინტერესებს, საერთოდ ნუ კითხულობ და ნუ აკომენტარებ, არავინ გაძალებს! მაგრამ როგორც ჩანს პირიქითაა, რადგან ასე ირჯები სალანძღავად.

 


№24 სტუმარი სტუმარი ელისო

მგონი არავინ გაძალებთ იკითხოთ ან ელოდოთ.ყველას გვაქვს ჩვენი პირადი სივრცე რაც პრობლემებითაა სავსე.ყველაფერს ჩვენამდე ვერც და არც მოიტანს მწერალი მაგრამ მისი დუმილი იმას არ ნიშნავს რომ ასეთი ტონით საუბრის უფლება გაქვთ.ეს მისი პირადი გვერდია,საჯარო სივრცეში თუმცა მაინც პირადია.როცა შეძლებს და როგორც შეძლებს,მაშინ დადებს შემდეგ თავს.უნდა წეროს თუ არა არც ეგ არის ვინმეს გადასაწყვეტი.თავიდანვე თქვა ამ ადამიანმა,როცა საშუალება მექნება,დავდებ შემდეგ თავსო.უპატივცემულობაში ადანაშაულებთ,სერიალივით,ყოველ დღე რომ არ დებს თავებს და ამ დროს უპატივცემულოდ თავად ეპყრობით მის შრომასა და საქმიანობას.ასეთი ტონით საუბარს ერთი გამამხნევებელი სიტყვა დაგეტოვებინათ,იქნებ და ერთი სმაილიც კი ყოფნის ადამიანს წერის ემოციების მოსვლისთვის?! რაც უფრო მეტს დაწერთ,რაც უფრო გაგიცნობენ მით უფრო მეტს მოითხოვენ თქვენგან.გული არ გაიტეხოთ...დაელოდეთ მუზებს და სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება ვისაც თქვენი ესმის ან ლოდინი შეუძლია,მანამ მშვიდად იყავით.დანარჩენს დრო დაალაგებს,მუზებთან ერთად.არაფრის შექმნას არ სჭირდება მხოლოდ დრო.წარმატებები

 


სტუმარი ელისო
მგონი არავინ გაძალებთ იკითხოთ ან ელოდოთ.ყველას გვაქვს ჩვენი პირადი სივრცე რაც პრობლემებითაა სავსე.ყველაფერს ჩვენამდე ვერც და არც მოიტანს მწერალი მაგრამ მისი დუმილი იმას არ ნიშნავს რომ ასეთი ტონით საუბრის უფლება გაქვთ.ეს მისი პირადი გვერდია,საჯარო სივრცეში თუმცა მაინც პირადია.როცა შეძლებს და როგორც შეძლებს,მაშინ დადებს შემდეგ თავს.უნდა წეროს თუ არა არც ეგ არის ვინმეს გადასაწყვეტი.თავიდანვე თქვა ამ ადამიანმა,როცა საშუალება მექნება,დავდებ შემდეგ თავსო.უპატივცემულობაში ადანაშაულებთ,სერიალივით,ყოველ დღე რომ არ დებს თავებს და ამ დროს უპატივცემულოდ თავად ეპყრობით მის შრომასა და საქმიანობას.ასეთი ტონით საუბარს ერთი გამამხნევებელი სიტყვა დაგეტოვებინათ,იქნებ და ერთი სმაილიც კი ყოფნის ადამიანს წერის ემოციების მოსვლისთვის?! რაც უფრო მეტს დაწერთ,რაც უფრო გაგიცნობენ მით უფრო მეტს მოითხოვენ თქვენგან.გული არ გაიტეხოთ...დაელოდეთ მუზებს და სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება ვისაც თქვენი ესმის ან ლოდინი შეუძლია,მანამ მშვიდად იყავით.დანარჩენს დრო დაალაგებს,მუზებთან ერთად.არაფრის შექმნას არ სჭირდება მხოლოდ დრო.წარმატებები



ვისურვებდი ბევრი თქვენნაირი შეგნებული და გამგებიანი ადამიანი არსებობდეს მკითხველთა სივრცეში.
უღრმესი მადლობა თქვენ. ❤️❤️❤️

 


№26  offline წევრი Zviomari1234

Velodebi moutmenlad shemdeg tavss????

 


№27 სტუმარი emin-li

Bolos da.bolos rodis dadeb????!!! erti.tvr.gavida ukve da rit vegar dawere, daamtavre bolomde qemainc da srulad dade sjobs....... B-) :-(

 


№28 სტუმარი სტუმარი ტატა

არადა მეგონა 8 მარტს კაი მსუყე თავით დაგვასაჩუქრებდი
????????

 


№29  offline წევრი ნილა

nini
Tu ar gindoda gewera es motxroba saertod.rato daiwye wera??? Ase yvela mkitxvels dakargav arada ra sainteresoa..... :-( :-( :-(


ავტორს რატომ ავალდებულებ ? :)

emin-li
Bolos da.bolos rodis dadeb????!!! erti.tvr.gavida ukve da rit vegar dawere, daamtavre bolomde qemainc da srulad dade sjobs....... B-) :-(


ღმერთო ჩემო... ან ეს 'ქემაინც' რა არის ...

 


№30  offline წევრი ლუკკიანეცცი

ჰოო მოკლედ...
ოფელია ხომ ხედავ ისეთი ნიჭიერი ხარ და ისე კარგად წერ რომ ხალხი ვერ ელევა ამ მოთხრობას joy
მთავარია ვიცი რომ გაგრძელდება, როდის დაიდება თავი ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული. მე პირადად მიყვარს ეს მოთხრობა, გამართულად, ჩამოყალიბებულად და საინტერესოდ მიდის მოვლენები. ამიტომ მირჩევნია დიდი ხანი ველოდო და ხარისხიანი იყოს ვიდრე "ლიჟბი" დაიწეროს და მიფუჩეჩებული გამოვიდეს. აქ ერთ-ორ დაბოღმილ ადამიანს ნუ მიაქცევ ყურადღებას როგორც ჩანს თავისიც გასჭირვებიათ ისედაც. ასე უაზროდ სიტყვების სროლა რა უბედურებაა ვერ გავიგე ცოტა ხომ უნდა დაუფიქრდნენ??? unamused
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ისტორიაა და შენი წერის სტილიც ძალიან მომწონს ასე რომ Take your time and slay girl! laughing laughing
წარმატებები, ველი მოუთმენლად, ვაფასებ შენს შრომას. heart_eyes
პ.ს
დამავიწყდა მეთქვა რომ ზოგადად დიდი მოლოდინები მაქვს და დიდ იმედებს ვამყარებ ამ ისტორიაზე, ამიტომ ლოდინი მირჩევნია იმედგაცრუებას, ნუ ამ უკანასკნელს შენგან არ ველი რათქმაუნდა მაგრამ მაინც. relieved heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent