შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრინცი ამირი (თავი 6)


14-02-2020, 00:59
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 890

დარია სასახლის დერეფანში ბოლთაც ცემდა და ალაჰს სთხოვდა ყველა დაეწყევლა ვინც კი წინ გადაეღობებოდა. ბოღმა ახრჩობდა და სიმწრის ცრემლებს გაჭირვებით ყლაპავდა. თითებს გამეტებით იმტვრევდა და გამოსავალ ეძებდა, რომ ის ,, ურჯულო" როგორმე თავიდან მოეშორებინა.
უდროოდ გამოჩნდა და აურია ცხოვრება, რომელიც სიმწრით ჰქონდა ნაშენი. პრინცის პირველი ცოლი. მათი ქორწინებიდან სამი წელი იყო გასული, მაგრამ შვილი ჯერ კიდევ არ ჰყავდათ. ერთხელ გაუმართლა და სასიხარულო ამბით ესტუმრა ქმარს და მამამთილს. მთელი სამეფო ზეიმობდა, ხალიფს შვილიშვილი ეყოლებოდა, პრინცს კი გვარის გამგრძელებელი, მაგრამ ერთ ბნელ, წვიმიან, მრისხანე ღამეს ტკივილმა გამოაღვიძა შუაღამისას, სისხლდენა დაეწყო და ბავშვი დაკარგა. სწორედ მაშინ გაფუჭდა ურთიერთობა მასა და ამირს შორის, აღარ ეკარებოდა და აღარც ნახულობდა ხშირად.
ახლა კი, როცა იმ გოგოსთან ერთად ხედავდა შიში უვლიდა გულში. ეშინოდა, რომ ვიღაც გადამთიელი შეძლებდა პრინცისთვის ვაჟირ გაჩენას, ის კი ვერა. ბოღმა ახრჩობდა, შავი შურით შურდა იმ ქალის ამირი ასე რომ ეტრფოდა და გვერდიდან არ იშორებდა. ცოლებს ყურადღებას აღარ აქცევდა და ურჯულო ქალს მუდმივად უკან დასდევდა. სწორედ ეს სტკწნდა გულს და შურით სკდებოდა ამის გამო.
ამ ფიქრებში იყო, როცა ვიღაცის თავშეკავებული ჩურჩული მოესმა, კედელს აეკრა და თითისწვერებით მიუახლოვდა კუთხეს. თაია კიბესთან იდგა და მობილურით ვიღაცას ესაუბრებოდა. სმენა დაძაბა და მიაყურადა. სახელი მაჰმუდის გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა და ცბიერად ჩაიღიმა.
-ერთხელ უკვე გითხარი, რომ შენთან ურტიერთობა არ მინდა. შენთან ყველაფერი მაშინ დავამთავრე, როცა ჩემზე ძალადობა სცადე. ავადმყოფი ხარ მუჰამედ, მკურნალობა გჭირდება,-დუმილი წუთიერად გაგრძელდა, მერე ისევ გააგრძელა თაიამ, აშკარა იყო ყურმილს მიღმიდან მოსაუბრე ერთსა და იმავეს იმეორებდა, - კიდევ ერთხელ გიმეორებ, ეს ბოლო საუბარია შენთან, თავს თუ არ დამანებებ სხვანაირად მოვიქცევი, - დუმილი ისევ გაიწელა, - რას გავაკეთებ მაგას მერე ნახავ. კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გეუბნები, თუ..., - წინადადების დასრულება ვერ მოასწრო ისე ააცალეს ზურგს უკნიდან ტელეფონი. შეშინებული შებრუნდა და ნაცრისფერ, მრისხანე თვალებს წააწყდა, - ამირ?!, - ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა მის კუშტად შეკრულ წარბებს რომ ჰკიდა თვალი, - ამირ მისმინე, ყველაფერს აგიხსნი, მე...
-არაფრის მოსმენა არ მინდა შენგან, ისედაც ყველაფერი გასაგებია, - თაიას ოთახისკენ მიმავალ კოლიდორს გაუყვა და უკან გაყოლა ანიშნა. დარიამ დასამალად ბიბლიოთეკის კარი შეაღო.
-ამირ გთხოვ, მომისმინე, ყველაფერი ისე არ არის როგორც გგონია. გეფიცები, - წინ მიმავალს დაეწია და მკლავზე ჩამოეკიდა, - ამირ გთხოვ მომისმინე, ყველაფერს აგიხსნი.
-შიგნით შედი, - ოთახის კარი შეარო და წინ გაატარა. მობილური საწოლზე მოისროლა და აივანზე გავიდა, მოაჯირს მთელი ძალით ებღაუჭებოდა და ცდილობდა მთელი ბრაზი ამ ლითონის ნაჭერზე გადაეტანა.
-ამირ, - გვერდით ამოუდგა და მისი მოტრიალება სცადა, მაგრამ ძვრა ვერ უყო, - გთხოვ, უფლება მომეცი, რომ ყველაფერი აგიხსნა. მე მასთან არანაირი კონტაქტი აღარ მაქვს, მირეკავდა და ვუთიშავდი. ახლა უბრალოდ...
-უბრალოდ იფიქრე, რომ უპასუხებდი, დარეკვას აუკრძალავდი და ისიც თავს დაგანებებდა? - მთელი ტანით შემობრუნდა, - იცი როგორ ვცდილობ თავის შეკავებას? არ მინდა შენთან ვიჩხუბო და ამით გული გატკინო, მაგრამ ისეთ რაღაცას აკეთებ თავს ძლივს ვიკავებ. მეგონა უკვე მოვაგვარეთ ეს პრობლემა, თურმე არაფერი არ მოგვიგვარებია, პირიქით-გირეკავს და შენც სიხარულით პასუხობ.
-რაა? სისულელეს რომ ამბობ თუ ხვდები, ამირ? მასთან ურთიერთობის გაგრძელება რომ მდომოდა შენთან არ დავრჩებოდი, შენ არ გამოგყვებოდი. მისგან გადამარჩინე და როგორ ფიქრობ ისევ მასთან მოვისურვებდი დაბრუნებას?
-აბა, რას ნიშნავს შენი წეღანდელი ნამოქმედარი?!
-შენ თვითონ უპასუხე მაგ კითხვას ამირ. მინდოდა საბოლოოდ დავლაპარაკებოდი და დამესრულებინა მასთან ყველაფერი.
-და მერე გამოგივიდა? - ცინიკურად გახედა მოსაუბრეს.
-არ ვიცი, ტელეფონი შენ წამართვი, - მოაჯირზე ჩამოჯდა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, - არ მენდობი.
-გენდობი, - ხელები წელზე მოხვია და ძირს ჩამოსვა, - გენდობი, მაგრამ ეჭვიანი ბუნება მაინც მაწვალებს.
-ხოდა უსაფუძვლოდ ეჭვიანობ.
-ვიცი.
-მით უმეტეს გაიგე რაზეც ვესაუბრებოდი მას, - მკლავებიდან დაუძვრა და ოთახში შებრუნდა, - შენი საკუთრება გგონივარ და ამიტომაც იქცევი ასე. კიდევ ერთხელ გიმეორებ, რომ მე...
-შენ ჩემი საკუთრება არ ხარ, - დაასრულა ამირმა.
-დიახაც და კარგად დაიმახსოვრე.
-პატარა ბავშვივით ჭირვეულობ, - მისკენ დგავდა ნაბიჯებს და უკან- უკან მიმავალი თაია საწოლთან მიიმწყვდია, - ოქროსფერ თმიანი თოჯინა რომ უნდოდა და შავთმიანი მიუყვანეს.
-ეგ რა შუაშია? - წვივებით საწოლის კიდეს ეხებოდა, გულმა ფორიაქი დაუწყო, - ძალიან ახლოს ხარ.
-ხომ არ გეშინია?-ცბიერი ღიმილით აკვირდებოდა.
-სულ... სულაც არა, - ენა დაება თაიას და მისი მოშორება სცადა, მაგრამ მამაკაცის ნავარჯიშევი, ძლიერი მკლავებისგან თავი ვერ გაითავისუფლა, - ამირ, - ნერწყვი ყელში გაეჩხირა, იგრძნო, როგორ აეწვა სხეული ქსოვილს შიგნით, ამირის ტუჩები მის ყელზე მფეთქავ არტერიას რომ შეეხო.
-მანამდეც ხომ შეგხებივარ ასე, ახლა ჩიტივით რატომ ფართხალებ ჩემს მკლავებში? რატომ კანკალებ ჩემ შეხებაზე, - თმაში თითები შეუცურა და უფრო ახლოს მიიზიდა, - ნუთუ შეგიყვარდი, - და მანამ სანამ თაია რამის თქმას მოახერხებდა, მის ოდნავ დაღებულ ბაგეს მწყურვალივით დაეწაფა.
სუნთქვა გაუხშირდა, სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში, ხელები ვეღარ დაიმორჩილა და ამირის მაისურზე აასრიალა. მამაკაცის მარჯვენა  ქალის თეძოზე ასრიალდა და კოჭამდე ჩაგრძელებული კაბა მუხლამდე აუტანა.
-ამირ გთხოვ, - მამაკაცის ტუჩებს მოშორებულმა აჩქარებულ სუნთქვას ამოაყოლა.
-დამშვიდდი, - ყურში ჩასჩურჩულა და ბიბილოზე აკოცა, - ისეთს არაფერს გავაკეთებ, რაც შენ არ გინდა, არასდროს არაფერს დაგაძალებ, გპირდები, - ლოყაზე კოცნით მის სხეულს მოშორდა და განზე გადგა, - ჩემი არ შეგეშინდეს.
-არ მეშინია, - ჯერ კიდევ სუნთქვა აჩქარებულმა ნერვიულად გადაისვა ხვეულ თმაზე ხელი და საწოლზე ჩამოჯდა, - უბრალოდ...
-უბრალოდ მზად არ ხარ, - დაასრულა ამირმა და მომხიბვლელად ჩაიღიმა.
-ხო... არა... ანუ ეს..., - ენა დაება თაიას, - მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ...
-კარგი, დამშვიდდი, არაფრის ახსნას არ ვითხოვ შენგან. უბრალოდ მინდა გთხოვო, რომ ჩემი არ გეშინოდეს, მენდო და ჩემთან თავისუფლად იყო. მეტი არაფერი მინდა, შენგან მეტს არაფერს ვითხოვ თაია, - მის მუხლებთან ჩაიჩოქა და ხელზე აკოცა, - მიყვარხარ. იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე შენ წარმოგიდგენია, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე შესაძლებელია გიყვარდეს, - მის მუხლებზე თავი დადო და ხელის გულზე აკოცა, - ნუთუ შეიძლება საყვარელ ადამიანს რამე დაუშავო? - არ შეიძლება, მე არ შემიძლია, - თავი ნელა ასწია, წყლიანი, ნაცრისფერი თვალები შეანათა და გაუღიმა, - მენდობი?
-გენდობი, - ღიმილით დაუქნია თავი თაიამ.
-მიხარია, ძალიან მიხარია, - ხელზე ისევ აკოცა და ფეხზე წამოდგა, - მადლობა ამისთვის. ახლა წავალ და საღამოს ისევ მოგაკითხავ, იმედია შემომიშვებ ხო? - თვალი ჩაუკრა და გასასვლელისკენ წავიდა, კარი რომ გამოაღო შემობრუნდა და კითხვის ნიშნით გახედა მისკენ ზურგით მჯდარ თაიას, - ღვინო გიყვარს ხო? წითელი, ტკბილი ღვინო.
-საიდან იცი? - მთელი ტანით შემობრუნდა და საწოლზე აძვრა.
-პირველად რომ გნახე მაშინ გავიგე, - თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა.
საწოლზე იწვა და აივნის ღია კარიდან გამოჩენილ ვარსკვლავიან ცას უყურებდა. ჯვარი მუჭში მოექცია და მთელი გონება ფიქრებში ჰქონდა ჩაძირული. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მიატოვა და საქართველოდან გამოიქცა, მაინც ენატრებოდა იქაურობა და დაბრუბაზე ფიქრობდა. მოენატრა თბილისის მუდამ ხალხმრავალი ქუჩები, ხმაური, რომელიც გაგრძნობინებდა, რომ სიცოცხლე ჯერ კიდევ სუფევდა. სახლი მოენატრა, რომელშიც ბავშვობის უმეტესი ნაწილკი ჰქონდა გატარებული, სახლი, რომელიც გასაყიდად ვერ გაიმეტა. მშობლების გახსენებაზე ცრემლები წამოუვიდა, დედისეული ჯვარი გულზე მიიკრა და ზარდახშას გახედა,სადაც მათი ფოტო ეგულებოდა. ახლა ისე სჭირდებოდა მშობლები, როგორც არასდროს. რას არ მისცემდა, რომ დედის სურნელი კიდევ ერთხელ შეეგრძნო, მამის მოფერება ეგრძნო, მათი ხმა გაეგო, მაგრამ ყველაფერი მისი სურვილისამებრ არ ხდებოდა.
ფიქრებში ვერც კი გაიგო ამირმა კარზე რომ დაუკაკუნა, შიგნით რომ შემოვიდა და დაუძახა. იქამდე ვერ გაიგო მისი ოთახში შემოსვლა, სანამ მის ფეხებთან საწოლი არ ჩაიზნიქა. თავი რომ წამოწია ამირის ერთდროულად შეშინებულ და გაოცებულ თვალებს წააწყდა, ცრემლები მოიწმინდა და საწოლზე წამოჯდა.
-კარგად ხარ?- ღვინის ბოთლი და შუშის ორი ბოკალი გვერდზე გადადო და მასთან ახლოს მიიჩოჩა.
-კი, კარგად ვარ,- კიდევ ერთხელ გადაისვა თვალებზე თითის ბალიშები და გაიღიმა,- მოიტანე?
-მოვიტანე, თან შენ რომ გიყვარს ის მოვიტანე,- სიბნელეშიც კი ჩანდა მისი ბედნიერება, რომელიც თაიასთან სიახლოვით იყო გამოწვეული.ეს ქალი ათბობდა და აბედნიერებდა, მასთან არა პრინცი ამირი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელთან საუბარიც ყველაფერზე შეეძლო. შეზღუდვების გარეშე, თავისუფლად.
-ქალებს სასმლის დალევა ხომ აკრძალული აქვთ?- ამირს გაწვდილი ბოკალი გამოართვა და ღვინის სასიამოვნო სუნი შეისუნთქა,- როგორ მომნატრებია.
-ხოდა დალიე, არანაირი შეზღუდვა არ იმოქმედებს შენზე, როცა მე აქ ვარ,- ცალ ხელს დაეყრდნო და სასმლიანი ბოკალი ჰაერში შეათამაშა და დაამატა,- მე ხომ პრინცი ვარ.
-თქვენო აღმატებავ, პრინცო ამირ,-მკერდზე ხელი მიიდო და თავი დაუკრა.
-გისმენთ ჩემო პრინცესა,- აშკარად ნასიამოვნებმა გახედა თაიას.
-არა, მასე აღარ მომმართო, მე პრინცესა არ ვარ და არც ვიქნები,- თავი გააქნია და ბოკალში არსებული სითხე ბოლომდე დალია.
-არც გინდა რომ იყო?- ჭიქა ისევ შეუვსო.
-ბავშვობაში მინდოდა, მაგრამ დავასრულე ამაზე ფიქრი და ოცნება,- სევდიანად გაიღიმა და მუხლები შემოიკეცა,- სხვა რამეზე ვისაუბროთ.
-ბავშვობის ოცნებები დიდობაშიც მოგვდევს,- არ ცხრებოდა ამირი.
-მაგრამ არა პრინცესობის ოცნება,- უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-მშობლების გარდა რა გენატრება ბავშვობიდან?
-თვითონ ბავშვობა მენატრება,- მამაკაცს თვალი აარიდა და ფანჯრიდან მუქ ლურჯ ცაზე მოციალე ღრუბელთა მწკრივს გახედა,- ბავშვობა, როდესაც ერთადერთი სადარდებელი ის გვქონდა დამალობანას თამაშის დროს ისეთ ადგილას დავმალულიყავით, რომ  ვერავის მოეგნო. ბავშვობა, სადაც ტკივილი მხოლოდ წაქცევასა და ნატკენ მუხლთან ასოცირდება, როცა წარმოდგენა არ გვქონდა ნამდვილი ტკივილი რა იყო. ბავშვობა, როცა სათამაშოს დაკარგვა მსოფლიო უბედურებად მიგვაჩნდა და გვეგონა სახლში მისულებს დედა გაგვიწყრებოდა ამის გამო. ის დრო მენატრება, როცა არ ვიცოდი რა იყო სიყვარული, იმედგაცრუება, ღალატი, დაკარგვა. ბავშვობაში დიდობა მინდოდა, ახლა კი ბავშვობას ვნატრობ.
-მე დედა მენატრება,- ამირს ხმა უკანკალებდ,- მისი სურნელი, ხმა, შეხება. ის დრო მენატრება, როცა შემეძლო მისი დანახვა, მოსმენა, შეხება. ჩვენ ერთმანეთს ვგავართ თაია, არც ერთს გვყავს დედა, რომელსაც შეუძლია შვილში სამუდამოდ ჩაწეროს ბავშვობის ბედნიერი წუთები, მოგეფეროს და ძილის წინ შუბლზე გაკოცოს,- სევდიანად გაიღიმა, - ბავშვებს მშობლები არ უნდა უკვდებოდეთ, განსაკუთრებით დედები... თაია, მაპატიე გთხოვ, მაპატიე, არ მინდოდა შენი გულის ტკენა, - ბოთლი და ბოკალი ტუმბოზე გადადო და მოტირალი გულზე მიიხუტა, - ნუ ტირი, გთხოვ.
-დღე არ გავა, რომ მათზე არ ვიფიქრო, როცა მძინავს მათ სახეებს ვხედავ. მშობლები შვილებს ასე მალე არ უნდა ტოვებდნენ, - მკლავები შემოხვია მამაკაცს და ტირილზ უმატა.
-ჩშშშ, დამშვიდდი საყვარელო,-თმაზე ეფერებოდა და ამშვიდებდა.
საწოლზე მიწოლილს თაიას თავი მკერდზე ედო და ხვეულ თმაზე ეფერებოდა. აღარ ტიროდა და ამირის გულისცემას მშვიდად უსმენდა. სიჩუმისგან გამეფებულ მყუდროებას გარედან შემოსული ღამეული ხმაური არღვევდა მხოლოდ, დროდადრო ფრთებს წამოშლიდა და ადგილიდან ადგილზე გადაფრინდებოდა ჩაფიქრებული და მეოცნებე, მუდამ ყველაფრის მცოდნე ღამის ბუ. ხიდან ხეზე ფრთების ტყლაშუნით მიფრინავდა და თან იძახდა ,, ბუუ", ხშირად იმეორებდა თავის სახელს და სხვასაც აგებინებდა. თითქოს იცოდა, რომ ბნელით მოცულ ოთახში ორი ცოცხალი არსება იყო. ორივენი ოთახის ბნელ კუთხეს უყურებდნენ და უსიტყვოდ ამბობდნენ სათქმელს, თაია ისევ ამირის გულისცემას ითვლიდა და იმაზე ფიქრობდა გაემხილა თუ არა მამაკაცისთვის მისი გრძნობები. გულში აქამდე უცნობი ფერები გავრცელდნენ, თითქოს ცისარტყელა გაჩენილიყო. ეგონა თუ სიტყვა ,, მიყვარხარ"-ს ეტყოდა ამირს, გული ორად გაიხსნებოდა და ათასფერები წალეკავდა იქაურობას.
მოულოდნელად თავი მისი მკერდიდან თავი წამოწია და მთლიადად წამოდგა, მუხლებზე იდგა და ამირს უცნაური გამომეტყველებით უყურებდა, ისევ ორჭოფობდა, ენას ვერ აბრუნებდა ამის სათქმელად, არადა მხოლოდ ერთი სიტყვა უნდა ეთქვა.
-თაია კარგად ხარ? - მისი შემხედვარე ამირი საწოლზე წამოჯდა და ხელი მოკიდა.
-ამირ მე..., - რა ძნელი ყოფილა ამის თქმა როცა გულწრფელია გრძნობა. ყოველდღე ყოველწამს შეგვიძლია ნებისმიერ ადამიანს ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაგრამ იმ ადამიანს ვერ ვეუბნებით ამას ვინც მართლა, გულწრფელი გრძნობით გვიყვარს.
-გისმენ თაია, რისი თქმა გინდა.
-მე..., - მერე უცებ თავში რაღაც გადაუტრიალდა და, - არა, არაფრის, - დაწვა და ზურგი აქცია. იგრძნო, როგორ შეირხა საწოლი, ამირი დაწვა და მკერდით აეკრო მის ზურგს, წელზე ხელი შეუცურა და ყურთან მიუტანა ტუჩები.
-რატომ არ მეუბნები იმას, რის თქმასაც აპირებდი?
-მნიშვნელოვანი არ იყო და ამიტომ, - თავი იმართლა თაიამ, მისი მკლავებისგან დასყლტა და საწოლიდან წამოდგა.
-ისევ გამირბიხარ, - ისიც ფეხზე წამოდგა და თაიას მიუახლოვდა, ისევ მკლავებში მოიქცია მისი წვრილი წელი, - ხომ იცი, რომ ვერსად გამექცევი?
-არ გაგირბივარ, უბალოდ მე... ამირ... მე..., - სიყვარულს ენის დაბმა სცოდნია.
-უბრალოდ შენ რაა თაია? - სავსე მთვარის შუქი მის სახეზე ლიცლიცებდა, სახეზე ეტყობოდა მოსწონდა და ახალისებდა თაიას ეს დაბნევა, - დისტანციას იჭერ ჩემთან იმიტომ, რომ გიყვარვარ?
-არა, - სასოწარკვეთილმა წამოიყვირა.
-კარგი რაა თაია, მიდი აღიარე რომ გიყვარვარ, გპირდები არავის ვეტყვი, - თავისივე ხუმრობაზე გაიცინა და ხელები პირობის დადების ნიშნად ზევით ასწია.
-ნუ სულელობ ამირ, - მოჩვენებიტ გაუწყრა და მკლავში წაჰკრა ხელი.
-მაშინ მითხარი რომ გიყვარვარ და რომ ჩემს გარეშე ვერ ძლებ, - ისევ წელზე შეუცურა ხელი და ახლოს მიიზიდა, მისკენ დახრილს უნდა ეკოცნა მოულოდნელად კარზე კაკუნი რომ გაისმა, კაკუნს ქალის მორიდებული ხმაც მოყვა, თაიას პრინცის შესახებ ეკითხებოდა. მამაკაცმა გოგონას ხელი უშვა და კარი გააღო, მოულოდნელობისგან აწითლებულმა მსახურმა ქალმა პრინცს თავი დაუკრა და არაბულად რაღაც შეატყობინა. მისი ნათქვამიდან მხოლოდ ორი სიტყვა გაიგო- დარია და დედა. ალბათ დარიას დედას დაემართა რამე-გაიფიქრა გულში და კარს მიუახლობდა. ამირმა კარგიო მსახურს უთხრა და კარი მიხურა.
-ამირ რა მოხდა? - შეშინებული უყურებდა სახეწაშლილ მამაკაცს.
-უნდა წავიდე თაია, - მაგიდაზე დადებული ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
-რა მოხდა არ მეტყვი? - თმა გაუსწორა აჩქარებულს.
-დარიას დედა ცუდად გახდა და უნდა წავიდე, - ახლოს მიიზიდა და აკოცა, - ძალიან გთხოვ ის ბოთლი სადმე დამალე. მიყვარხარ.
ოთახიდან ისე გავიდა თაიას არაფრის თქმა არ დასცალდა. დერეფანს გაუყვა და კიბე ჩაირბინა, ქადირმა მანქანის კარი კაუღო და თვითონაც საჭეს მიუჯდა. ნამტირალევი დარია მის გვერდით იჯდა და გაყინულ მზერას არ აშორებდა წინა სავარძლის საზურგეს, სახეზე ეტყობოდა ნერვიულობდა დედაზე, მაგრამ კიდევ ჰქონდა ერთი სადარდებელი, რომელიც ღამე მშვიდად დაძინების საშუალებას არ აძლევდა.
-იმ ქალთან იყავი? - სავარძლის საზურგეს თვალს არ აშორებდა.
-ახლა ამაზე საუბრის არც დრო და არც ადგილია დარია, - სცადა მასთან ამ თემაზე საუბარი აეცილებინა თავიდან, მაგრამ ქალი არ ცხრებოდა.
-და როდის მოვა ამის დრო ამირ? - ზიზღიანი თვალები მიაპყრო.
-არ ვაპირებ შენთან ამ თემაზე საუბარს, დედაშენი ავად არის და ამიტომ მოგყვები.
-დედაჩემის ავადმყოფობა რომ არა ალაჰმა უწყის შენს ნახვას როდის შევძლებდი.
-დაფიქრდი რას ამბობ, - ხმაში მრისხანება გაურია.
-დედაჩემი უნდა გამხდარიყო ავად, შენ რომ გაგხსენებოდი? - ცრემლებმა მის ღაწვებზე დენა იწყეს, - მაინც რა ნახე იმ ქალში ისეთი რაც მე არ მაქვს?
-დარია, - მრისხანების ტალღა უვლიდა ხმაში.
-რა აქვს იმ ქალს ისეთ რაც მე არ მაქვს? ისევ ჩვენი დაკარგული შცილისთვის მსჯი, ვერ მივხედე და დავკარგე. ახლა კი ვეღარ ვფეხმძიმდები შენგან, ის კი უფრო პატარა და ნაყოფიანია.
-დარია დაუფიქრდი რას ამბობ, შენ ვერ გადაწყვეტ ვისთან ვიყო და ვისთან არა, - ნესტოები დაბერვოდა სიბრაზისგან, წარბები შეკრა და მისკენ შებრუნდა, - შენი ადგილი იცოდე, ზედმეტი არ მოგივიდეს. მე შენი ქმარი ვარ, შენ ჩემი ცოლი, არ მოგცემ უფლებას ცუდად ილაპარაკო ჩემზე, გასაგებია?
-ის ურჯულო...
-ის ურჯულო ქალია, რომელიც მიყვარს, - ნერვები ვეღარ მოთოკა, ქალს ყელში წვდა, საზურგეს ააკრო და მთელი ხმით ისევ იღრიალა, - მე ის ქალი მიყვარს, შენგან განსხვავებით, შენ არასდროს მყვარებიხარ, ეს ქორწილი მხოლოდ შენი და მამაჩვენების გამო მოხდა. მე არასდროს მდომია შენი ჩემს ცოლად ყოფნა, არასდროს მყვარებიხარ და არც არასდროს შემიყვარდები. გაინტერესებს რა განსხვავებაა შენსა და თაიას შორის? შენ გულქვა, გულცივი, ბოროტი და სასტიკი ხარ, მხოლოდ ქონება და შენი მდგომარეობა გაღელვებს, პრინცის ცოლი ხარ მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს. ის კი ყველაზე ადამიანური არსებაა ვინც კი ცხოვრებაში მინახავს, გული აქვს თბილი, იცის, როგორ უნდა მოიგოს ადამიანის გული, უბრალოა და წყნარი, სიყვარული შეუძლია შენგან განსხვავებით.
-სიყვარული მეც შემიძლია ამირ, - მის მკლავებში დამფრთხალი ჩიტივით ფართხალებდა, - შენ მიყვარხარ.
-არა დარია, არა. შენ მე კი არა ის მდგომარეობა გიყვარს რაც გაქვს, ის ძალაუფლება და შესაძლებლობები გიყვარს რასაც ფლობ, - თვალებში დაჟინებით უყურებდა, - ახლა კი იჯექი მანდ და ხმა აღარ ამოიღო, არ გაბედო ჩემთან კიდევ ერთხელ შეპასუხება და შეკამათება, თორე ბოლოს მოგიღებ. გასაგებია? - ამირის ღრიალზე დარია ადგილზე შეხტა და შეშინებულმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, - ძალიან კარგი, - ხმა დაიწყნარა ამირმა და საზურგეს მიეყუდა, - ახლა დამშვიდდი და ცრემლები მოიწმინდე, თითქმის მივედით შენს სახლთან.




№1 სტუმარი სტუმარი თეკო

ძალიან კარგია, ყოჩაღ <3 ველოდები შემდეგ თავს <3

 


№2  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი თეკო
ძალიან კარგია, ყოჩაღ <3 ველოდები შემდეგ თავს <3

მადლობა ძალიანდიდი ❤️

 


№3 სტუმარი nia

Dzalian momwons male dadet raa

 


№4  offline მოდერი sabah alkhyr

nia
Dzalian momwons male dadet raa

მადლობა დიდი❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი სოფია

ვგიჟდრბი ამირზე და თაიაზე ისეთისაყვარლებიარიაანნ

 


№6  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი სოფია
ვგიჟდრბი ამირზე და თაიაზე ისეთისაყვარლებიარიაანნ

მადლობა დიდი❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ლილე

როდის დადებ შემდეგს?

 


№8 სტუმარი სტუმარი nanuka

dzalian visiamovne wakitxulit ❤❤❤

 


№9  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი ლილე
როდის დადებ შემდეგს?

ვეცდები მალე დავდო❤️

სტუმარი nanuka
dzalian visiamovne wakitxulit ❤❤❤

მადლობა დიდი❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი sofo_sofia13

როდის დადებ შემდეგს <3

 


№11  offline მოდერი sabah alkhyr

sofo_sofia13
როდის დადებ შემდეგს <3

ვეცდები მალე დავდო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent