შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯი (მეექვსე თავი)


15-02-2020, 02:17
ავტორი Keke27
ნანახია 2 741

(ნიუ იორკის დროით ჯერ კიდევ 14 თებერვალია. ასე რომ პირობა შევასრულე ახალ თავთან დაკავშირებით. თუმცა ცვლილებები შევიტანე.
დაგვიანების მიზეზი ვინც ფბზე ხართ კი იცით. ვინც არ იცით გეტყვით რომ ტელეფონი გამიფუჭდა და სანამ ახალი არ ვიყიდე მანამდე ვერ დავწერე.
წინა თავზე დაწერილ კომენტარების ავტორებს დიდი მადლობა მინდა გითხრათ.)





6 თავი.

ელენეს იმედიან მზერას მამაკაცმა ღიმილი მიაგება, იმის ნიშნად, რომ იმედებს არ გაუცრუებდა. ქალს ხელი მოხვია მჭიდროდ და გულზე აიკრა. ბუჩუკურს წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით, თითქოს ის სიმყუდროვე იპოვა, რომელიც თითქმის არც ახსოვდა რომ არსებობდა. ლოყა პერანგის საყელოს გაუხახუნა და გიგაურის კისერში ჩარგო თავი.
ქალის ცრემლებმა ნიკოლოზს საყელო დაუნამა.
დასამშვიდებლად თმაზე ჩამოუსვა ხელი. აბრეშუმივით რბილი თმა ჰქონდა ელენეს. გრძელი და ტალღოვანი.
_ საკმარისია ამდენი სენტიმენტები. - ტირილნარევი სიცილით თქვა ბუჩუკურმა და მამაკაცს მოშორდა. - გადავიხადოთ და გავიდეთ, თან მოწევა მინდა ძალიან. ნიკოლოზი უხმოდ დაეთანხმა და მიმტანს ანიშნა ანგარიში მოეტანა.
ხელის ცახცახით აანთო სანთებელა. ცრემლებს ტუშით შეღებილი წამწამები ჩამოერეცხა და თვალის უპეები ღამისფერი გახდომოდა. სიგარეტს ღრმა ნაპასი დაარტყა, კვამლი ნესტოებიდან გამოუშვა და კაცს თვალი გაუსწორა.
_ შენ რაც მკითხე, მაგაზე პასუხს ვერ გაგცემ ახლა. ეს ისეთი თემაა არავის ვუყვები ახლადგაცნობილს და ვინც მიცნობს ამ თემას არც მიხსენებენ. ვიცი, რომ გაინტერესებს, მაგრამ ახლა არა, რა.. - მუდარა ჩადო ხმაში ქალმა.
_მართალია ძალიან მაინტერესებს და ზოგადად ვერ ვიტან საიდომლოებებს. როცა ვინმეს ურთიერთობა აქვს ჩემთან, ნებისმიერი სახის, მას დამალული არაფერი უნდა ჰქონდეს ჩემგან. ესეც ჩემი პრინციპის ერთ ერთი პუნქტია. მაგრამ შენზე გამონაკლისს დავუშვებ. - ნიკოლოზს გაეღიმა.- და კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, რომ აგანერვიულე. როცა მზად იქნები მაშინ მომიყევი. შევთანხმდით?
_შევთანხმდით. - რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ გასცა პასუხი.
სიგარეტისგან მხოლოდ ფილტრიღა დარჩენილიყო. იქვე მდგარ რკინის ნაგვის ყუთში ჩააგდო და ხელები ერთმანეთს გაუსვა. შესცივდა.
_ წავიდეთ, ჰო?- ჰკითხა კაცმა.
ბუჩუკირმა უხმოდ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად.
მანქანაში რომ ჩასხდნენ, ნიკოლოზმა მანქანის უჯრა გამოაღო, იქიდან სველი სალფეთქის შეკვრა აიღო, ერთი ცალი ამოაძვრინა და ელენეს გაუწოდა.
_ ცრემლებმა მაკიაჟი გაგიფუჭეს.- უთხრა და ხელის მოძრაობით ტუშით დასვრილი ადგილების ტრაექტორია მოხაზა. ბუჩუკური შეცბა. შერცხვა, სასწრაფოდ ამოიღო პატარა სარკე ჩანთიდან და შიგ ჩაიხედა.
_ღმერთო ჩემო, რასა ვგევარ.
_ნამტირალებ ქალს. - გიგაურის პასუხზე ქალს გაეცინა. კიდევ ერთხელ გამოანათა მზემ ავდრის შემდეგ და კიდევ ერთხელ მოინუსხა კაცი ამ ნათებით. - იცოდე, აღარ იტირო. სიცილი უფრო გიხდება.- ეს სიტყვები ისეთი ტონალობით წარმოსთქვა, რომ ქალმა თვალების გასაწმენდად წაღებული ხელი დაბლა დაუშვა და გიგაურს თვალებში მიაჩერდა.
_ნიკოლოზ...
_ასე ნუ მიყურებ. - არ დაასრულებინა სათქმელი ბუჩუკურს. - ორივე ზრდასრულები ვართ. ასე თუ ისე, ცხოვრების გაგვეგება. ადამიანების, ურთიერთობების და გამოხედვების... -ბოლო სიტყვა მინიშნებასავით ჩასვა ნათქვამში. - მე არ ვჩქარობ, მაგრამ მე თავს კომფორტულად ვგრძნობ, როდესაც გარკვეულია ყველაფერი და კითხვის ნიშნები არ არის.
_ ყველაფერს დრო უნდა. - ჩაერთო ელენე, თან სახე საშინლად უხურდა.
_ რა თქმა უნდა, გეთანხმები.
_ გითხარი კიდეც, რომ მე პირდაპირი ადამიანი ვარ. რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ ხოლმე და შეიძლება ეს ნაკლიც იყოს ან დადებითი თვისებაც. მე შენ რომ გაკვირდები...
_ შენ, რა მაკვირდები?- ნიკოლოზი ზუსტად მიუხვდა ელენე რის თქმასაც აპირებდა და ამიტომ წამებში მოიფიქრა, რომ ცინიკური გამხდარიყო.
_ შენ წარმოიდგინე და კი, გაკვირდები. - არც ელენე ჩამორჩა.
_რა საინტერესოა. - მოჩვენებითი ჩაფიქრებული იერი აიკრა სახეზე კაცმა.
ბუჩუკურმა ერთხანს უყურა, კაცს რომ გამომეტყველება არ შეეცვლა, მერე თვალების წმენდა განაგრძო.
_ იქნებ დაძრა მანქანა ადგილიდან, რას იტყვი? როგორი აზრია?- ქალს უკვე ამხიარულებდა ეს სიტუაცია. მიხვდა რომ გიგაური ოდნავ დაძაბული იყო.
_ აზრი ისეთია, რომ აუცილებლად უნდა განხორციელდეს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგია.
_ ვერ მელევი ჰო? ეჰ, რა დასანანია, არადა ორიოდე დღის წინ, როგორი ლაღი და უშფოთველი ცხოვრება გქონდა. ვწუხვარ შენ გამო. - აშკარად ძალიან მწარედ ეხუმრებოდა ელენე გიგაურს და ამას ისე ოსტატურად და ორგანულად აკეთებდა, რომ კაცს წარბები შუბლზე აუვიდა გაოცებისგან.
ამ სახის დანახვისას ქალმა სიცილი ვერ შეიკავა და ისე გადაიკისკისა, რომ იფიქრებდით წკრიალა ზარების რეკვა დაიწყო სადღაც ახლო-მახლო.
_ კარგი, რა სახე გაქვს, გეხუმრები.
_ასე აღარ მეხუმრო, მეორედ. ჩემი გული ვერ გაუძლებს. - გიგაურმაც სცადა გახუმრება, თუმცა, მის ნათქვამში სინამდვილე უფრო მეტი იყო, ვიდრე ხუმრობა.
კარგიო, სიცილით დათანხმდა ბუჩუკური. მის სახლამდე მისასვლე გზას ოცი წუთი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში, არც ერთს ამოუღია ხმა. ელენემ თავი ფანჯარას მიადო და წარსულზე ფიქრებში ჩაიძირა. გიგაურმა კი, ფიქრში ხელი არ შეუშალა. რამდენს გახედავდა მას, იმდენჯერ გული ეწურებოდა და უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდებოდა გონებაში. ვერაფერს კითხავდა მეტად, რადგან საკუთარი თვალით იხილა თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ბუჩუკურს ამ შეკითხვაზე, ამიტომ გადაწყვიტა, მაქსიმალური მოთმინების უნარი გამოეჩინა და დალოდებოდა თავისით როდის გაუჩნდებოდა სურვილი მოეყოლა მისთვის, მისი წარსული.
_ მოვედით. - მანქანა შენობის წინ რომ გააჩერა, მხოლოდ მაშინღა დააბრუნა ქალი აწმყოში.
_ ნიკოლოზ, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მართლა ვაფასებ რაც ჩემთვის გააკეთე..
_ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ამოდენა ბადლობას იმსახურებდეს.
_ როგორ არა, ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, მიუხედავად ყველაფრისა. მადლობა დინოზავრისთვის და ვიფიქრებ შენს ნათქვამზე, რომ არ გადაშენებულხართ თურმე.- სიცილი დააწია მის ნათქვამს.
_ ელენე, - კაცმა ისეთი სითბოთი წარმოსთქვა ქალის სახელი, ელენეს ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში.- მიხარია, რომ გაგიცანი. - ტემპერატურას ინარჩუნებდა მისი ნათქვამი.
_ მეც მიხარია. მშვიდი ღამე გქონდეს.- მანქანიდან გადავიდა, დონაზავრი პატარა ბავშვივით ჰყავდა ახუტებული. სანამ სადარბაზოს კარი არ გააღო და ლიფტში არ შევიდა, გიგაურს მანქანა არ დაუძრავს ადგილიდან.

სახლის კარი მძიმედ შეაღო. შესასვლელში შუქს ყოველთვის ჩართულს ტოვებდა ფეფოს გამო. ნაცრისფერი გორგალი კნავილით შემოევლო ფეხებზე პატრონს.
_ფეფო, როგორა ხარ, ჩემო ლამაზო? მაპატიე, ახლა თავის დახრა არ შემიძლია, ნასვამი ვარ და საშინლად მტკივა, თორემ აგიყვანდი და მოგეფერებოდი. - გზა მისაღებ ოთახისკენ გააგრძელა. ერთხანს კედელს მიეყრდნო გაუნძრევლად და ჭერს მიაპყრო მზერა. მერე შუქი აანთო, სათამაშო დინოზავრი ტახტზე დადო და კედელში ჩაშენებული კარადის კარი ფართოდ გამოაღო. შედგა. ზედა თაროზე მუყაოს პატარა ზომის ყუთი იდო და იმას უყურებდა. ფრთხილად აიღო, ტახტზე დაჯდა, ყუთი ისე ფრთხილად გახსნა, თითქოს ნაღმი ყოფილიყო შიგ. თვალები ცრემლებით აევსო და სახე სატირლად დაემანჭა. ყუთიდან ფოტოზე გამოსახული ადამიანი, გულწრფელი, უბოროტო ღიმილით უღიმოდა. სუნთქვა შეეკრა. გული ისე დაუმძიმდა, თითქოს საცაა ჩაწყდებოდა, ვეღარ გაუძლებდა ამ სიმძიმეს. ფოტო ხელის კანკალით ამოიღო. ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა უკვე.
_ჩემო ტკბილო, ჩემო თბილო. როგორ ვაგრძელებ ამ ტკივილით სიცოცხლეს, ჩემი თავის გამკვირვებია. შენი ხმის გარეშე, როგორ გამაქვს თავი დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე და რომ ვიცი, ვერასოდეს გავიგონებ შენს ხმას, გული მიკვდება. სიკვდილი მინდება. შენთან ახლოს ყოფნა მინდება. რამდენჯერ გთხოვე, წამიყვანე მეც შენთანმეთქი, მაგრამ არ მისმენ. შენც ნაწყენი ხარ ალბათ ჩემზე და ასე მსჯი. ჩემი სიცოცხლის ყოველი დღე ხომ სასჯელია, როცა შენზე ვფიქრობ. მაგრამ ეს მხოლოდ მე და შენ ვიცით, სხვამ არა, რადგან სხვასთან ვიცინი... თითქოს სიცოცხლე მიხარია... ასე რომ მიღიმი, კიდევ უფრო დამნაშავედ ვგრძნობ თავს. ვერ მოვდივარ შენს სამყოფელამდე, მენატრები... საშინლად მენატრები... - ტიროდა ხმით და გულამომჯდარი. ტიროდა დარდით და ატკიებული სულით. ფოტო ხელი გადაუსვა, ცრემლები გადაწმინდა და ისევ ყუთში დააბრუნა. ტირილი შეწყვიტა, სახე შეშლილის გაუხდა. თვალებში უდიდესი შიში ჩაუდგა. გამჭვირვალე ცელოფნის პარკიდან თეთრი პერანგი ამოიღო, რომელზედაც სისხლის ლაქები სიძველისგან სიშავეში გადასულიყო. მთელი სხეული უცახცახებდა. ყუთი იატაკზე დადო და პერანგი გულში ჩაიკრა. ცრემლი თითქოს წამებში გაუშრა. ტახტზე მიწვა პერანგჩახუტებული. ფეხსაცმლით და ქურთუკგაუხდელად. ემბრიონის ფორმა მიიღო და ჩუმად თავისთვის ბუტბუტს მოჰყვა.
ლოცულობდა.

*****************
კარის ზარმა გააღვიძა. გონს ვერ მოეგო, რისი ხმა იყო ან სად იყო. თავი მძიმედ წამოწია. პერანგი რომ დაინახა, მაშინვე აღიდგინა გონებაში ყველაფერი და უცებ მოფხიზლდა. მაშინვე ყუთში ჩადო და თაროზე დააბრუნა. საათს გახედა, დილის რვა შესრულებულიყო.
_ ჯანდაბა! არ არსებობს, სამსახურში დავაგვიანე. - შესძახა ელდანაცემივით და არც კი უკითხავს ისე გააღო კარი.
მეორედ ელდა მაშინ მიიღო, როცა კარში მისი ყოფილი ქმარი, გიგა დაინახა.
_ სად დადიხარ შენ? რომ გწერ, გირეკავ, არ მპასუხობ. რატომ გაქვს ტელეფონი გათიშული? - საყვედურებით და დაბღვერილი სახით დაუკითხავად შეაბიჯა ელენეს სახლში.
_ გაგიმარჯოს, გიგა, არა მიშავს. ვარ რა.- ცინიზმით და გაკვირვებით უთხრა ქალმა.
_ გეკითხები, სად დადიხარმეთქი. - გიგამ ხმას აუწია.
_ როდის მერეა, რომ შენ გაბარებ ანგარიშს სად წავალ? დამთავრდა ეგ დრო და შეეგუე აწი ამას. რა სახლში მივარდები და სცენებს მიწყობ აქ. შენი ნერვები არ მაქვს, გავდივარ, ვაგვიანებ. - ჩანთა აიღო. გასაღებსაც წვდა და გიგას ანიშნა გასულიყო. კაცმა ღვარძლიანი მზერა მოავლო ყოფილ ცოლს და გასვლისას შეაგინა კიდეც.
_ თქვენც ასევე, ბატონო.- მიაძახა ბუჩუკურმა და სახლის კარი გაიხურა....





№1 სტუმარი სტუმარი ლინდა

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი Maco

Moutbenlad veli shemdeg tavs

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

პირველ რიგში გამარჯობა მე შენი ერთგული მკითხველი ვარ ძალიან ვდარდობდი რომ არ ჩანდი ისე მიხარიააა დღეს ვნახე გამოჩენილხარ თურმე. რა გითხრა საყვარელო როგორც ვხედავ კარგად გავერთობი როგორც ყოველთვის შესანიშნავია❤️❤️❤️❤️❤️დიდი პატივისცემით მე❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი ვიპნი

სულ ამრია ამ თავმა ...სულმოუთმენლად გელოდები

 


№5  offline წევრი მე♥უცნაურე

შვილია რა... ვრჩები ჩემს ვერსიაზე.

 


№6 სტუმარი სტუმარი თაკო

შვილია მგონი ის ადამიანი :(( მძიმე თავი იყო...

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთი

ნიკოლოზი მომწონს ძლიერი და სერიოზული მამაკაცი ჩანს, თან ვნებიანიც :)))
ელენეც ძლიერი ქალია, მაგრამ მაინც ნაზი და ქალური.
ერთი სული მაქვს ამათი წყვილად ნახვა ისე მინდა და რა თქმა უნდა ცეცხლოვანი ამბებიც მოუხდებათ :))))
შეუდარებელი ხარ კეკე. ბევრი კოცნები და სიყვარულები შენ:*

 


№8 სტუმარი სტუმარი lika

აუ მეტკინა ეს თავი???? სასწაული ხარ კეკე და ესენიც სასწაულები არიან ??

 


№9  offline წევრი Tkemali

ნიკოლოზის მსგავს ტიპებზე, ძალა , "დასტოინობა" და დაცულობა რომ იგრძნობა , ვჭედავ და რა გავაკეთო? smiley blush ვაღიარებ, თავიდან ვერ დავუდე ისტორიას გული, მაგრამ თანდათან ისე მომხიბლა, უკვე "ლომკა" მაქვს. ამიტომ, ვიცი რომ დროის პრობლემა გაქვს, მაგრამ გთხოვ რომ მალე დადო შემდეგი თავი blush

 


№10 სტუმარი სტუმარი თამო

კეკეე ეს რა იყო ამეტირაა??? ნიკილოზი და ელენე უკვე საშინლად მომწონს გელოდები მოუთმენლად ????

 


№11 სტუმარი Mari

Aiii nikolozze vgijdebi... sul meti da meti minda ar myofnis ramxelac ar unda iyos <3 <3 miyvarxar dzalian sheni istoriebianad <3 <3 <3

 


№12 სტუმარი სტუმარი ირინა

საოცრება გოგო,საოცრებებს რომ ქმნის.

 


№13 სტუმარი სტუმარი ელენე

ბევრი ნიკოლოზი და ელენე მინდა ❤❤❤❤ შენ საოცრება გოგო ხარ ❤❤❤

 


№14 სტუმარი ლელაკო

ვაიმე ვინ არის ნეტავს ის ადამიანი ალბათ მართლა შვილია. ყოფილი ქმარი არ მომწონს რაღაც ცუდ ჩაიდენს გული მიგრძნობს. ნიკოლოზი ზე კაცი ??? გელოდები მოუთმენლად ???

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგია ძალიან საინტერესოა,მეც არ მომწონს ეგ ყოფილი ქმარი ელენესი ეგრე ადვილად არ დათმობს, მადლობას ბა დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent