შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი ამბები (14)


15-02-2020, 19:13
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 988

- მაპოვნინე მისი სამყარო! მაპოვნინე მისი სამყარო! - იმეორებდა მარიანა აგერ უკვე ერთნახევარი დღის განმავლობაში და ცდილობდა, პარკერისთვის მიეწვდინა ხმა. არაფერი გამოსდიოდა. იჯდა სარიტუალო წრეში, არც სვამდა, არც ჭამდა და იმაზე ფიქრობდა, რომ მთელი 27 წლის განმავლობაში, საბრალო პარკერი სიმარტოვისგან კიდევ უფრო მაგრად გადარეულიყო. თან ისე გადარეულიყო, საერთოდ გაჰყინვოდა გრძნობები.
„მნახავს და ვერაფერს იგრძნობს.
ან მნახავს და ხელახლა იგრძნობს, რომ ოდესღაც, ერთმანეთის ყველაზე ბნელი ფიქრები გვესმოდა, ვიზიარებდით, ისეთს ვიღებდით, როგორებიც ვიყავით - მახინჯები. მე -წყვდიადისფერი რაინდის ქალიშვილი, ის - შეშლილი ფსიქოპათი და მაინც ვახერხებდით ერთმანეთთით გახარებას“
პარკერი ვერაფერს იგრძნობდა. მარიანას იმედი ფუჭი იყო. სადღაც, გულის სიღმერში რამდენიმე მოგონება შემორჩენოდა მარიანაზე. საერთოდაც, ყველა შემორჩენოდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმედ აღიქვამდა და ფიქრობდა, სისულელე იყო ყველაფერიო. პარკერი ფიქრობდა, რომ შეცდომა იყო მეგობრის ყოლა, რადგან როცა გიჭირს ან ჯოჯოხეთში ხვდები, მაინც ვერავინ გშველის.
- რამე უნდა ჭამო და თან ღამე შენთან დავიძინებ რაა - ლანგრით შემოვიდა გაბრიელი - ან არც დავიძინებ, ერთი ჩემი კარგიც მოვ**ან, ეს რა დღეში ჩავვარდი.
- რა იყო, ღამით შეგცივდა და ვერც ერთმა შენმა შეყვარებულმა ვერ გაგათბო?
- არა. ცალ-ცალკე გვეძინა, გიჟი ხო არა ხარ, მაგ შეშლილთან ისეთი დაძაბული ვარ, ყველა ნერვი სათითაოდ დამასკდა. ქუჩაში მიდიოდა ჩვეულებრივად და ვიღაცა გოგოს ჩაცმულობა არ მოეწონა, კისერი წააწყვიტა.
- სახლში რატო გვყავს ხომ არ იცი?
- სხვა გზა არ გვაქვს.
- დეიზისაც დაშორებულხარ, გავიგე - დოინჯი შემოირტყა მარიანამ - და სიმართლე გითხრა, ვეღარ გცნობ გაბრიელ. ეგ ჯადოქარი მშვენივრად დაიცავდა საკუთარ თავს. არ იყო საჭირო მიტოვება და მსხვერპლის როლის თამაში, თითქოს მისი კეთილდღეობის გულისთვის საკუთარ გრძნობებს სწირავ.
- არაფერს არ ვწირავ. უბრალოდ დავშორდი. აურორა მართლა მომწონს, მაგრამ ცოტა გადავეჩვიე მაგის სიგიჟეებს.
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! ისედაც რამდენიმე დღის უჭმელი და დასაბანი ვარ, შენზე არ ამომაყრევინო ყველა ჯავრი.
- დაიბანე მერე, პარკერზე ისე ხარ გადამკვდარი, შენი ყველა ოჯახის წევრი რომ საფრთხეშია ყვავიდან დაწყებული ხუთი წლის ბავშვით დამთავრებული, ეგ ეხებზე გკიდია.
- ყვავი და ხუთი წლის ბავშვი ყველაზე კარგად არიან მემგონი. სხვებმა ვიკითხოთ. კაცები ჩვეულებრივი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხართ, ქალებს გული შეგვტკივა და ბოლოს, კატალინა სადღაც დასეირნობს კაენთან ერთად და მემგონი, ყველანი ფეხებზე ვკიდივართ.
- ეგ მაინც გაერთოს. კარგი ქნა რომ დარტყმული შეყვარებული არ გაიჩნა წარსულში და ახლა არ უწევს მაგ ცოდვაზე პასუხისგება.
- გაბრიელ, სერიოზულად აპირებ მასთან ურთიერთობას?
- კი.
- არ გირჩევნია, უბრალოდ, მოვკლათ?
- მის მიმართ გრძნობები მაქვს.
- შეშლილი აურორას მიმართ გაქვს გრძნობები? რატომ მაგიჟებ? რატომ გინდა, რომ წიხლქვეშ გაგიგდო?
- შენ პარკერთან მეგობრობდი საერთოდ, ვის რა უნდა უთხრა. - დაუყვირა თავისმა ძმამ.
- პარკერი ზოგჯერ ადეკვატური მაინც იყო. აურორა შეურაცხადია. შენც ხომ ნახე? შეიძლება, ქუჩაში ვინმეს ფეხსაცმელი არ მოეწონოს და კისერი მოაწყვიტოს. გადარეულია. თან მოსაკლავადაც არაა ადვილი, ჩვენზე ორი საუკუნით დიდია და ეგეთები ძნელად კვდებიან.
- ნუღარ საუბრობ აურორას სიკვდილზე!
- რა იყო, გული გიფანქცალებს? იდიოტი ხარ. რა მაგარი გოგო გყავდა და ვიღაცა ძუნგლიანი აურორა მომითრიე სახლში. თუ დაქორწინებას გადაწყვეტთ, ამ სახლში არ იცხოვროთ. სისხლის სავანეში წადით. იქ უფრო ბედნიერები იქნებით შენ, აურორა, ვლადი და კიარა. ვლადს რაღას ვერჩი, იმას აქ წამოვიყვან.
- ჰო, ნამდვილი ანგელოზია, ნეტა რას ვერჩით.
- მომეცი ესენი აქ - საჭმელი გამოჰგლიჯა ხელიდან - წადი და მიუგორდი ამ ღამით აურორას. მეტის ღირსი მაინც არ ხარ, ნუ შეიძლება რამე არ მოეწონოს და მოგაგლიჯოს ძირში, მაგრამ ღირსი იქნები! - თავისი ძმა გააგდო და კარის მიუხურა. - დეიზის მე არ მივატოვებდი და ამ იდიოტმა როგორ მიატოვა.
ისევ ნერვები მოეშალა.
მერე პარკერი გაახსენდა.
საღამოობით, პარკერი და მარიანა ქუჩებში სეირნობდნენ. უცნაური მოქცევა უყვარდათ უწინ. აი, მაგალითად, ახალ წელს ქუჩაში ხვდებოდნენ ლუდებით ხელში. რომელიმე პატარა სკვერში მივიდოდნენ, სადაც არავინ იყო და ასე აღნიშნავდნენ დღესასწაულის მოსვლას.
მაშინაც მარტონი იყვნენ. ცოტა მთვრალები, ცოტა გადარეულები.
- გინდა ერთმანეთს შევეჯიბროთ ვინ მეტ გოგოს დაკერავს? - ჰკითხა მარიანამ.
- გიჟი ხარ. გოგოს დაკერვა ვინ გასწავლა?
- არავინ. ზოგადად, ადამიანებთან ფლირტი ჩემი ჰობია. მიუხედავად იმისა, რომ მარტო კაცები მიზიდავენ, ქალებთან ურთიერთობაზე მაგარი მაინც არაფერია.
- უცნაურო გოგო - თმაზე აკოცა პარკერმა. - წავიდეთ, წავიდეთ, გოგოები დავკეროთ.
- როგორ მიხარია, რომ ჩამოხვედი პარკერ, ძალიან მიხარია - ლამის, სიხარულისგან ეტირა მარიანას. მთელი ძალით ჩაეხუტა საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მეგობარს - დამპირდი რომ აღარ წახვალ. მოსაწყენია უშენოდ.
- ყველგან მოსაწყენია, სადაც შენ არ ხარ - გაეცინა პარკერს. - არსად წავალ. ბევრს მოვწევ, ბევრს დავლევ, ბევრს შევჭამ, ბევრი სექსი მექნება და მაგრად გავერთობით. ნუ სექსის პუნქტში შენ ვერ გამიწევ პარტნიორობას, მაგრამ დანარჩენებში მქონდეს ალბათ იმედი ხო?
- მუდამ!
მარიანას ცრემლები წასკდა. ძალიან იშვიათად ტიროდა. თითქმის არასდროს. ერჩივნა, სიმწრისგან ყველაფერი დაელეწა ან ეღრიალა, მაგრამ ცრემლებს ვერ იტანდა. ახლა მხოლოდ ცრემლი ერგებოდა მის სიტუაციას. ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა დასრულებული პარკერთან მეგობრობა ასე სავალალოდ და გულგრილად. უცნაურია, მაგრამ მკვდარი როცა ეგონა, მაშინ შვებას გრძნობდა. იცოდა, აღარ იყო, თუმცა მაინც მის საუკეთესო მეგობრად დარჩებოდა სამუდამოდ. ახლა პარკერი არსებობდა. არსებობდა, თუმცა მისი აღარ ერქვა.
ერთ მომენტში, იფიქრა, ბარგს ჩავალაგებ და მამასთან გავიხიზნებიო, მაგრამ მერე კიარა გაახსენდა. იმისი ატანა არ ჰქონდა.
აქ არც აურორას ატანა ჰქონდა.

* * *

- ვლად? ვლად? ვლად? - გაუჩერებლად ეძახდა კიარა. ვლადს როგორღაც მაინც მოეხერხებინა გაპარვა, მერე გოუსთ ჰილში თავისი პატარა გოგონას ნახვა და უკან დაბრუნება.
- რატომ გადამდგი კიარა? ეგება შენს სახლში დაბრუნდე - აღარ შეეძლო ამ ქალის ატანა.
- სახლი აღარ მაქვს. კარგა ხნის წინ დაუნგრევიათ და დიდი კორპუსი ააშენეს. თხუთმეტსართულიანი.
- სხვა გზას აღარ მიტოვებს ღმერთი. ეტყობა, მართლა ჩემი სასჯელი ხარ.
- ამ ხნის კაცი რომ ახალგაზრდა გოგომ შეგიყვარა, მადლობა უნდა თქვა.
- მოხუცს ნამდვილად არ ვგევარ - არ ესიამოვნა ვლადს. მერე ლამის ჯიბის სარკე ამოიღო და ჩაიხედა, ხო მშვიდობა მაქვსო.
- მარილი სად გიდევს?
- რად გინდა მარილი?
- ვახშამს ვაკეთებ.
- სამზარეულო არ მაქვს კიარა, ვახშამს როგორ აკეთებ?
- მესამე სართულზე კარგი სამზარეულოა. მოიცა, აბა სამი ბავშვი როგორ გაზარდე თუ არაფერს აჭმევდი?
- ჰო, გამახსენდა. მარილი არ მაქვს ან ვადაგასული იქნება თუ არის სადმე.
- კარადაში პატარა ბავშვის წინსაფრებია. ახლებს ჰგავს. ვინმეს აქ ბავშვი ჰყავდა?
- კი. მოვიყვანე, ვაჭამე, გავასუქე და შევჭამე. კიდევ რამე კითხვა გაქვს თუ გამანებებ თავს?
კიარამ ნესტოები დაბერა. მაგრად შეისუნთქა ჰაერი და მერე უხასიათოდ მიუახლოვდა ვლადს.
- ქალის სუნი აგდის. ვინაა? - ჰკითხა მკაცრად - მოვკლავ!
- ჰო, საყვარელი მყავს - გაეცინა ვლადს. ახლა მართლა მაგარი ხალისი ელოდებოდა წინ.
- ვინ? სად? რა ჰქვია?
- ფრანჩესკა - წარმოთქვა გამოთქმით. რომელიღაცა ფილმიდან გაეგო ეს სახელი და მოეწონა. - იტალიელი ვამპირია, კარმილას გარდაცვალების შემდეგ, მან მომიშუშა გული - მთელი თავისი სამსახიობო ნიჭი გამოიყენა ამაზე სალაპარაკოდ. სამსახიობო მონაცემებს არ უჩიოდა. მითუმეტეს, ოთხივე შვილის გაზრდისას, ზღაპრის მოყოლის დროს, არწივიც ყოფილა და ლომიც.
- სად გაიცანი?
- კიარა, მართლა შეშლილი ხარ? - ჰკითხვა ვლადმა. ყვავი მხარზე დააჯდა და ეგეც ცნობისმოყვარე მზერით დააკვირდა კიარას. ადეკვატურ პასუხს არავინ მოელოდა, თუმცა ქალი უყურებდა თავისი ოცნების კაცს და ფიქრობდა, რას არ მივცემდი, მხოლოდ ჩემი რომ ყოფილიყოო. პირდაპირი მნიშვნელობით მისი. სურდა, ყველა დაეხოცა: ვლადის შვილები. ახლობლები, ეს წყეული ყვავიც და მხოლოდ ორნი დარჩენილიყვნენ სამყაროში - ის და ვლადი.
- კი, შეშლილი ვარ -დაუდასტურა ღიმილით.
- კარგია, რომ აცნობიერებ.
- რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ და პრობლემა არ მაქვს. ვიყო შეშლილი.
- იმასაც აცნობიერებ რომ ჩენ ერთად ვერასოდეს ვიქნებით?
- არა. მაგას მამა ღმერთიც ვერ დამაჯერებს. მე დაგელოდები. წინ სამუდამო ცხოვრება გვაქვს, ოდესმე ხო მაინც მოგინდება ქალის სითბო.
- რა ოპტიმისტურად ხარ განწყობილი - თავი გააქნია ვლადმა. - მე დასვენება მჭირდება, ჩემს აკლდამაში ჩავალ და მეტიც არ მინდა, შემაწუხო. სერიოზულად გაფრთხილებ, ისე ნუ გადამიყვან ჭკუიდან რომ რაც კი წყვდიადია ჩემს სულში დაგროვილი, ყველაზე შენზე გადმოვაფრქვიო. მერე მკვდარი გულგატეხილი ქალი იქნები.
- არ მადარდებს. თუ მომკლავ, გულგატეხილი კი არა, ბედნიერი ქალი ვიქნები, რომელიც საყვარელი კაცის ხელით მოკვდა.
- გინდა ახლავე გაგაბედნიერო?
- მიდი - ღიმილით მიუახლოვდა ვლადს კიარა - გელოდები.
ვლადმა ხელი აღმართა, ფითქინა ყელზე სამკაულივით შემოარტყა თავისი თითები.
- გინდა, რომ მოგკლა და მერე ყველას თვალში კიდევ უფრო უარესი გამოვჩნდე?
- მემგონი, ეგ არაა პრობლემა - მთელი ძალით დაეჯაჯგურა კიარა, ხელი გადაუტრიალა და კაცს ზურგს უკან მოუგრიხა - ვფიქრობ, ვერ მომერევი. - ყურში გველივით ჩაუსისინა.
ვლადმა გადაიხარხარა.
სულ რამდენიმე წამში, მოტეხილი ხელი გაუმთელდა. ქალს წელზე დაებღაუჭა და ჭერზე ატყორცნა. თვითონაც მასთან ერთად აფრინდა მაღლა. ყველაფერი დაიბზარა.
- უარესიც შემიძლია - ღიმილით წარმოთქვა ვლადმა. იყვნენ ასე ჭერში გამოკიდებულები და ერთმანეთს უაზროდ უმტკიცებდნენ რაღაცას, მაგრამ თვითონაც არ იცოდნენ, რას.
- მეც შემიძლია უარესი - ქალს თვალები ეშმაკეულად დაუწვრილდა, ვლადი მთელი სისწრაფით გააქანა და სხვენში ააგდო. მერე ერთი მაგარი წიხლიც უთავაზა ყბაში და ახლა საპირისპირო მხარეს ჩამოაგდო.
იატაკზე დანარცხებულ კაცს, ხელები დაუჭირა და ტუჩებში აკოცა.
ვლადმა უკბინა.
- ჯანდაბა! რა დაგემართა - ტუჩდასისხლიანებული წამოენთო ქალი - ნორმალური ხარ?
- ძალით რო გიშვრება ვინმე რამეს, ძალიან ცუდია - ტანსაცმელი გაიფერთხა ვლადმა. მერე კიარას შეხედა. ტუჩი წამშივე შეუხორცდა, მაგრამ სისხლის წითელი კვარი გასაორად ამშვენებდა. იფიქრა, ერთი მაგრად ხო არ მივჟეჟო და მერე მთლად თვალწარმტაცი იქნებაო.
- თუ ჩემი არ იქნები, არც არავისი იქნები. ეგ კარგად დაიმახსოვრე ვლად!
- არ ვაპირებ რომ ვინმესი ვიყო. საერთოდ არასოდეს. ამიტომ მაგაზე არ ინერვიულო ტყუილად. მე ერთხელ უკვე ვეკუთვნოდი ჩემს ცოლს და ყველაფერი ცუდად დამთავრდა. სხვა საცხოვრებელი იპოვნე. აქ ბედნიერებას ვერ ნახავ.
კიარას შურდა კარმილასი.
ყოველთვის.
ახლა მკვდარი იყო და მისი სიკვდილიც კი შესაშური გახდა.

* * *

დათქმულ დროს, დათქმული ადგილიდან ჩაირთო ტელევიზორი. ეკრანზე პარკერ ჰოლმსი გამოჩნდა. მაყურებელს მიესალმა და მერე მზერა მთავარი კამერისკენ მომართა.
- ეს დამპლურად საყვარელი! - ჩაილაპარაკა მარიანამ და პოპკორნი ჩაიყარა პირში.
- ვიცი, ჩემს დასახმარებლად ახლა ყირაზე გადადიხარ, მაგრამ არაა საჭირო. თავს გასაოცრად ვგრძნობ, რაც აქამდე არ გიწვალია, ახლა ნუ გაირჯები. აღარაფერი მჭირდება შენგან - პარკერს არც უხსენებია, რომ მარიანას მიმართავდა, მაგრამ ქალი მშვენივრად მიხვდა. საჭმელი გადასცდა და მერე კარგა ხანს იმდენი ახველა, ლამის მოკვდა. - ცხელ-ცხელი ამბებით გიბრუნდებით. გასულ კვირას, მარიანა დროგომ ქრისტიანოს მოკვლა სცადა. სასმელში საწამლავი ჩაუყარა, თუმცა ქრისტიანომ თავისი სენტიმენტალური „სფიჩი“ ჩართო და წამსვე მოულბა გული ქალს. ჩემო კარგო, ლაპარაკი და ლამაზი ფრაზები კაცების სტიქიაა. ამიტომ, თავის დროზე უნდა გექნა ყველაფერი, არ უნდა დაეტყვევებინე ერთ-ორ სასიყვარულო სიტყვას. ახლა კარგად მეყოლე. ისე ხატოვნად მოიქნია ის ჭიქა და იატაკზე დაანარცხა, რომ მეც კი გავოგნდი .
- ამ ნაბი*ვარს რაები სცოდნია ერთი შეხედე - შემოვიდა ოთახში კატალინა და თავის დას გვერდზე მიუჯდა. მერე აურორამაც შემოჰყო თავი. კი არასასურველი იყო მისი არსებობა ტყუპებისთვის, მაგრამ არ აგრძნობინებდნენ. ეშინოდათ, ნერვები არ მოეშალოს და ცეცხლი არ წაუკიდოს ყველა კუთხე-კუნჭულსო.
- ახლა ნაჩხუბრები არიან თუ რაღაც ეგეთი. ჩემი საუბარი არაპროფესიონალურად მოგეჩვენებათ და ამ ჩემს ფეხებს - გადაიხარხარა პარკერმა - მოკლედ, ეს სასიყვარულო დრამები დიდად არ მადარდებს. არც ისაა მნიშვნელოვანი, რომ აურორას გამო, გაბრიელმა თავისი შეყვარებული მიატოვა. სახელს არ ვიტყვი, თორემ ეგრევე შუაზე გაჰხევს ის შეშლილი ვამპირი. ერთადერთი საინტერესო და თან ცოტა სასიყვარულო ჭრილისკენ მიმართული ამბავი ისაა, რომ სისხლის სავანეში, ვლადთან ერთად მცხოვები კიარა ჩვეულებრივი მანიაკია. ჯერ ერთი მაგრად დაბეგვეს ერთმანეთი ვლადმა და ამ ქალმა და მერე ძალით აკოცა საყვარელ მამაკაცს. აურორა, საყვარელო, მიბაძე შენს დას თორე ხომ ხედავ, თავისით არ გნებდნება შენი კაცი. კატალინაზე ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი გარდა იმისა, რომ მაგარი ჟ*მაობის სუნი მცემს. სალამი კაენ! - ხელი დაუქნია ეკრანიდან მაქციას. - სავსე მთვარე ახლოვდება და იქამდე მოასწარი კატალინასთან გართობა, სანამ ყველა ძვალი დაგატყდებათ შენ და შენს მეგობარს, თორე მაგის მერე, ერთი კვირა აზრზე ვერ მოდიხარ ხოლმე. დაიღალა გოგო ლოდინით, ობიც მოედო ცოტ-ცოტა.
მერე გაიხედ გამოიხედა პარკერმა.
არსაიდან, მიკროფონი გაჩნდა მის ხელებში და უკან იმ ხალხის ვიდეო ჩაირთო, ვისზე სიმღერასაც აპირებდა.
- ალბათ ყველამ იცით ჩემი გამაოგნებელი ვოკალის შესახებ. ჰო და მისმინეთ - მიკროფონი ტუჩებთან მიიტანა: - მივდივარ ნელა, ცივა და ბნელა, მეწვევა სევდა, სელენას წყევლა.
ცოტ-ცოტა თავის „ოუ“-ს და „შალა ლა ლა ლა“-საც აყოლებდა.
მარიანამ ტელევიზორის გამორთვა სცადა.
არ გამოირთო.
- არც ეცადო, რომ გადამრთო, ცხოვრებამ მაგრად გამართოო - გააგრძელა პარკერმა სიმღერა.
ქალი წამოხტა, ტელევიზორი აიღო და კედელს შეალეწა.
პარკერი მაინც არ ასრულებდა თავის რეპერტუარს.
- ვინ ჯანდაბა ჰყავდა გაბრიელს? - დაიჭექა აურორამ. მეხის გავარდნას ჰგავდა მისი ხმა. პარკერი კი არა, ყველაფერი გადაფარა.
- ვიღაც მეასეხარისხოვანი. არც კი ვიცით. არ ვიცნობდით - მაქსიმალურად დამაჯერებლად უმტკიცებდა კატალინა - მართლა არ ვიცით. სექსიც კი არ ჰქონიათ. ერთხელ აკოცეს ალბათ და ეგ იყო. ან ეგეც არა.
- რა ჰქვია? აქაურია?
- არა - ორივემ ერთდროულად უარყო - არ ვიცნობთ. გაბრიელი არ საუბრობს ჩვენთან თავის პირად ცხოვრებაზე.
- მომიწევს, თავად გავარკვიო ყველაფერი - წამოხტა და სახლიდან გავარდა.
- წარმატებები იდიოტო! - მიაძახა მარიანამ - უფრო სწორად, წარუმატებლობები!
- მაგრად თქვი, ყოჩაღ! - ტაში დაუკრა კატალინამ სიცილით
- სჯობს დეიზი გავაფრთხილოთ.
- არ სჭირდება მაგას გაბრიელის ხსენება. შეიძლება რაღაცა გადაგვალეწოს თავზე.
- უკვე მივეჩვიე მეგობრები რო რაღაცას მალეწავენ, მართალია მეტაფორულად, მაგრამ ეგ უფრო მტკივნეულია. მერჩივნა, ბოთლი გადაელეწათ. მალე მაინც მომიშუშდებოდა ამდენი ნერვიულობას.
- კარგი დაწყნარდი. ჩევნთანაც მოვა გაზაფხული.
- ორ თვეში.
- ერთში.
- რაცაა - ნერვიულად მომუჭა მუშტი. უყურა თავის ბეწვის პალტოს ცოტახანს, მერე ჩაიცვა და გარეთ გავიდა. ქუჩებში დასეირნობდა. გოუსთ ჰილი ლამაზი იყო. პარკერი რომ აქ ჰყოლოდა და თან თავისი გრძნობები ჰქონოდა შერჩენილი, უთუოდ ბევრს იხეტიალებდნენ ფეხით, მერე რამე ოხუნჯობას მოიფიქრებდნენ და პატარა ბავშვებივით აასრულებდნენ მზაკვრულ ჩანაფიქრს. ორი ბოთლი ლუდი იყიდა. რომელიღაცა სკვერში ჩამოჯდა და ერთი თვითონ დალია, ერთი გვერდზე დადგა სკამზე.
მარიანას ენატრებოდა პარკერი.
მთელი ეს დრო, ყოველ დღე ენატრებოდა.
პარკერს ფეხებზე ეკიდა.
კარმის უცნაური შურისძიება იყო. სულ ხომ თვითონ სტკენდა კაცებს გულს? ახლა თავისი დროც მოსულიყო. მეორე ბოთლიც დალია ამასობაში. მარტოობა არ აწუხებდა, მხოლოდ ის აწუხებდა, რომ პარკერის გარეშე იყო.
სწრაფად გაიქცა სავაჭრო ცენტრისკენ. ამ შუაღამისას, მხოლოდ ქრისტიანო იქნებოდა კაბინეტში. სხვა მეპატრონე ან ნახევრადმეპატრონეები შინ მიდიოდნენ. ეგ კარგად იცოდა. ქრისტიანო იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, მხოლოდ დასაძინებლად რომ მიდიან სახლში. ბოლო სართულზე ლიფტის გარეშე სირბილ-სირბილით ავიდა და მაგრად დაუბრახუნა კარზე.
კაცმა გააღო.
თითქოს არ გაჰკვირვებია მარიანას დანახვა. ან გაუკვირდა, მაგრამ მაინც გაბრაზებული კაცის სახე მოირგო.
- ვიცი, რომ ჩემი დანახვა ყველაზე ნაკლებად გინდა. უბრალოდ, პატიების სათხოვნელად მოვედი. საჭირო არაა, რამე მოხდეს ჩვენს შორის ან ძალიან ახლო მეგობრები ვიყოთ, მხოლოდ პატიება მჭირდება. გთხოვ, მაპატიე ქრისტიანო - ცხოვრებაში პირველად მოიხადა ბოდიში - მაპატიე და იქნებ, იქნებ ჩემი...
- შენი რა?
- იქნებ შენ თუ მაპატიებ და ყველა თუ მაპატიებს ვისაც გული ვატკინე. ეგეგბა... ის დაბრუნდეს - აღმოხდა ტირილით. ჯანდაბა, ამ ბოლო დროს, უკვე ხშირად ტიროდა, მაგრამ თავის შეკავება არ შეეძლო.
ქრისტიანო გადაეხვია.
- მეც ვუყურე იმ გადაცემას.
- გთხოვ, მაპატიე. ეგება მაშინ მაინც დაბრუნდეს ძველებური და კარგი.
- კარგი არასოდეს ყოფილა. წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რაები გააკეთა?
- მაქვს, მაგრამ ფეხებზე . უბრალოდ მინდა, რომ დაბრუნდეს, სულ ესაა.
ქრისტიანომ თმაზე აკოცა.
მერე ცხვირზე და ბოლოს ტუჩებში.
ნაზად შეახო ქალმა მის ნიკაპს ხელები და სახეზე თითებით მიეფერა.
- ეგ ჯოხი მაგრად გიხდება. იმედია, არასოდეს შეგიხორცდება ფეხი - გაეცინა მარიანას.
- შენ იხუმრე და მართლა აღარ მიხორცდება. მაქციებს მგლობისას აკიდებული ტრავმები ძალიან გვიან უხორცდებათ. ამიტომ ვკოჭობ ამდენი ხანია და ამიტომ აქვს კაენს სახეზე შრამები. რაზე გელაპარაკები? - გაეცინა კაცს. მერე ისევ მოიმწყვდია თავის მკლავებში ოცნების ქალი და საუკუნეების გულის წადილი აისრულა. მარიანას ეხებოდა. გეგონება ამ შეხებით, ისევ ხელმწიფე გამხდარიყო. აი რა აკლდა სრულფასოვნებისთვის: დაუმორჩილებელი ქალი, რომელიც ეგრევე კეკლუცი ღიმილით კი არ შეეგებებოდა, თავს მოანადირებინებდა. უძლეველ ხელმწიფედ აგრძნობინებდა.
- მე შეგიხორცებ - გაეღიმა მარიანას.
- იყოს, არ მიშლის. მთავარია, აღარ სცადო ჩემი მოკვლა.
- არა, პირობას გაძლევ. თუ გინდა, ერთხელ შენ სცადე და ბარი-ბარში ვიქნებით.
- მირჩევნია, ვალში მყავდე.
- ცუდი მგელი ხარ!
- გინდა ჩემთან დარჩე ამაღამ? პარკერისგან როგორც შევიტყვე, აურორა შენთანაა და მაგარი აბეზარი ვიღაცა ჩანს.
- დიდი სიამოვნებით, ცოტა ჩემი და-ძმა მადარდებს, მაგრამ ერთი დღე არაფერი მოუვათ. ეგება, კატალინა დეიზისთან გადავიდეს ცოტახანს.
- დეიზი ის წითური გოგოა ხო?
- ჰო.
კატალინასგან მესიჯი მიუვიდა. წერდა, რომ აურორა კამილას დაესხა თავს. ის ჰგონებია გაბრიელის შეყვარებული და ლამის მოკლა, თუმცა მიდთაუნის სხვა ვამპირებიც დაეხმარნენ და კუდამოძუებული აურორა ისევ გოუსთ ჰილში დაბრუნდა.
- ჯანდაბა, მიესიკვდილებინათ მაინც - ამოიოხრა მარიანამ.
- მივასიკვდილოთ თუ გინდა.
- გაბრიელი გაგიჟდება. ამტკიცებს, მიყვარსო. კი ვერ ვხვდები, რანაირი სიყვარულია სეზონში ერთხელ რომ ვიღაცაზე გადაირევა ხოლმე, მაგრამ მაინც.
- ჩვენ ვართ ნამდვილი სიყვარული -გაეღიმა ქრისტიანოს.
- ნამდვილად ეგრე გამოდის.
* * *

ღამე იყო. ბნელოდა. ყოველი ფეხის ნაბიჯს ზომავდა კაცი და თან კარგად ამოწმებდა, ვინმე ხომ არ გამომყვაო. ტყე შორს იყო თავისი სახლიდან, ძალიან შორს და მის შუაგულში, ერთი ქოხი იდგა. ქოხი საგულდაგულოდ მოეწყო. ისეთი გაეხადა, კარგ სამალავად და ნორმალურ საცხოვრებლად რომ გამოდგებოდა.
სურნელი იგრძნო მოახლოებული ადამიანის.
გაეღიმა.
კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა სტუმარმა. თან კოდურად დააკაკუნა რომ თავისი ვინაობა დაემტკიცებინა.
კაცმა გააღო, თვალები გაბურწყინდა და მერე გადაეხვია. მონატრებული სახე ერთი ამოსუნთქვით დაუკოცნა საყვარელს. მერე თვალებზე გადასწვდა, შუბლზე, ყელში.
- ძალიან მომენატრე - აღმოხდა დეიზის - როცა ვფიქრობ, ვისთან ერთად ხარ, ეჭვიანობისგან ბოღმა მკლავს. ლამისაა, შუაზე გავსკდე ან ყველაფერი გავხეთქო რაც ჩემს გარშემოა.
- საეჭვიანო რომ არაფერია, შენც ხო კარგად იცი? - ჰკითხა მისივე ფერებაში ჩაძირულმა გაბრიელმა. - შენთან მინდა, სულ შენთან მინდა.
- სულ ჩემი ხარ! მაგ ხორბლისფერი თმიდან დაწყებული, სულ ჩემი ხარ! ცოტა კი მერიდება შენს დებს რომ ვატყუებ და თავი გულჩათხრობილ, მიტოვებულ ქალად მომაქვს.
- ჰო, ისეთი პერფორმანსი დადგი, მეც კი გამიკვირდა.
- წარმოვიდგინე რომ მართლა აურორას გამო მიმატოვე. მერე გავბრაზდი და ლამის შენს მოსაკლავად წამოვედი, მაგრამ გამახსენდა რომ ვთაღლითობთ. აურორამ ხელი რომც შეგახოს, მკლავიდანვე მოვაძრობ და მაქციებს მივუგდებ საჭმელად.
- აზრზე ხარ რა დარტყმულია? კამილას მოკვლა სცადა. ანუ თურმე ყოფილებიც არ უნდა მყოლოდა. კიდევ კარგი, შენი სახელიც არავის უხსენებია მის გარემოცვაში. იმედია, მალე შეგვეძლება რიტუალის შესრულება.
- როგორც კი რავენა ლავანდის ქვას მომიტანს, მაშინვე დავიწყებ გეგმის განხორციელებას და მაგ შეშლილ დებს სამუდამოდ ჩამოვიშორებთ.
- ძაან სექსუალური ხარ, როცა ვიღაცის მოკვლას გეგმავ. - კისერზე ნაზად მოეფერა გაბრიელი დეიზის.
- მემგონი ასე უფრო სექსუალური ვარ - ეშმაკურად გაეღიმა ქალს, კაბა მხრებზე გადაიწია და ნელა ჩაასრიალა იატაკზე. გაბრიელმა მთელი ვნებით დაუკოცნა მკერდი, მხრები და ყელი.
- მიყვარხარ - წარმოთვა ნეტარებაში გართულმა კაცმა. ხის დიდი საწოლი მაცდურად ელოდებოდა შეყვარებული წყვილის სხეულებს. ეს პატარა ქოხი კი მათი სიყვარულის საიდუმლო ბუნაგი გამხდარიყო, რომელიც იმაზე მეტ გრძნობას იტევდა, ვიდრე ქალაქში აღებული ყველა სახლი ერთად.



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

განა მჯერააა

 


№2 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

ძაან თამამად რო გამოვაცხადო პარკერი მიყვარს-მეთქი? ადრეა ჯერ?
აუუუუუუუ ვიცოდი რო რაღაცას ხლართავდნენ დეიზი და გაბრიელი :დდდდ აურორა შეუყვარდა არა ტოლმა. ეს კიარა კარგად ურიკინებს, მაგრამ ვერ მაქვს უარყოფითი დამოკიდებულება, ხო გითხარი დეგენერატები და მანიაკები მიზიდავენ მეთქი, კაციან-ქალიანა :დდდდ
აუ ძაააან გამიხარდი , მოგვენატრე აქ ხალხს

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი მოიისფრო
ძაან თამამად რო გამოვაცხადო პარკერი მიყვარს-მეთქი? ადრეა ჯერ?
აუუუუუუუ ვიცოდი რო რაღაცას ხლართავდნენ დეიზი და გაბრიელი :დდდდ აურორა შეუყვარდა არა ტოლმა. ეს კიარა კარგად ურიკინებს, მაგრამ ვერ მაქვს უარყოფითი დამოკიდებულება, ხო გითხარი დეგენერატები და მანიაკები მიზიდავენ მეთქი, კაციან-ქალიანა :დდდდ
აუ ძაააან გამიხარდი , მოგვენატრე აქ ხალხს

აუუ მეც მიყვარს პარკერიიი :დდდ
მაგარი მაიმუნი ტიპი მყავს <3
ჰო რა ვუყო, ერთი თავიც ვერ გავძელი ისე რო ეს ორნი დაშორებულებად მომეჩვენებინა
მეც მომენატრეთ ხალხნოოო

სტუმარი თაკო
განა მჯერააა

განა მე მჯერა?

 


№4  offline წევრი nigita

მე კიდევ ვლადის სახე მაინტერესებ რომ გაიგებს ეს ორი და ისევ მიაძინა დიეზიმ რას ამოისუნთქავს...

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

nigita
მე კიდევ ვლადის სახე მაინტერესებ რომ გაიგებს ეს ორი და ისევ მიაძინა დიეზიმ რას ამოისუნთქავს...

smiling_imp smiling_imp გაიგებს როო?

 


№6  offline წევრი წიწაკა

ეს იმდენს იზამს რომ თვითონაც ჯოჯოხეთში მოხვდება. აი ნახე:დ
და დამრჩება ქრისტიანო მე:დ აბა არც ვლადი იყოს ჩემი, არც კაენი, არც პარკერი? კაი რაა, ეს არის ცხოვრება?
კიარა მაგარი როჟაა, მაგრამ ვლადმა კამილას რომ "უღალატოს" სერიოზულად გამიტყდება. ვლადს ერთადერთი სიყვარული შემორჩა წმინდა და ეგეც რომ გააჭუჭყიანოს არ ვაპატიებ. არანაირად.
ჩემი პატარა ყვავი მომენატრა. პატარა რომაა მაშინ არის საყვარელი, თორემ რომ გაიზრდება რაღად მინდა მერე? გამოაჭყიტე ხოლმე:დ
უნიჭიერესი და უდამპლესი ხარ: დ ორივე ერთად და გეტყვი რატომ:დ რაღაც გაქვს ჩაფიქრებული რაც გულს მატკენს და თუ გაპატიო. არ ვხუმრობ, მართალს გეუბნები. არ გაპატიებ (აი დარდი გულზე ვარდი, მაგრამ მაინც)
ველი შემდეგს.

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
ეს იმდენს იზამს რომ თვითონაც ჯოჯოხეთში მოხვდება. აი ნახე:დ
და დამრჩება ქრისტიანო მე:დ აბა არც ვლადი იყოს ჩემი, არც კაენი, არც პარკერი? კაი რაა, ეს არის ცხოვრება?
კიარა მაგარი როჟაა, მაგრამ ვლადმა კამილას რომ "უღალატოს" სერიოზულად გამიტყდება. ვლადს ერთადერთი სიყვარული შემორჩა წმინდა და ეგეც რომ გააჭუჭყიანოს არ ვაპატიებ. არანაირად.
ჩემი პატარა ყვავი მომენატრა. პატარა რომაა მაშინ არის საყვარელი, თორემ რომ გაიზრდება რაღად მინდა მერე? გამოაჭყიტე ხოლმე:დ
უნიჭიერესი და უდამპლესი ხარ: დ ორივე ერთად და გეტყვი რატომ:დ რაღაც გაქვს ჩაფიქრებული რაც გულს მატკენს და თუ გაპატიო. არ ვხუმრობ, მართალს გეუბნები. არ გაპატიებ (აი დარდი გულზე ვარდი, მაგრამ მაინც)
ველი შემდეგს.

აუუუ შენ რა იცი რა მაქ ჩაფიქრებული. ანუ ისე შვრები რო აქეთ მაინტრიგებ ხოლმე და დამაცადე, პაწა მეც დაგაინტრიგო :დდ

 


№8 სტუმარი წწიწაკა

ენ ჯეინი
წიწაკა
ეს იმდენს იზამს რომ თვითონაც ჯოჯოხეთში მოხვდება. აი ნახე:დ
და დამრჩება ქრისტიანო მე:დ აბა არც ვლადი იყოს ჩემი, არც კაენი, არც პარკერი? კაი რაა, ეს არის ცხოვრება?
კიარა მაგარი როჟაა, მაგრამ ვლადმა კამილას რომ "უღალატოს" სერიოზულად გამიტყდება. ვლადს ერთადერთი სიყვარული შემორჩა წმინდა და ეგეც რომ გააჭუჭყიანოს არ ვაპატიებ. არანაირად.
ჩემი პატარა ყვავი მომენატრა. პატარა რომაა მაშინ არის საყვარელი, თორემ რომ გაიზრდება რაღად მინდა მერე? გამოაჭყიტე ხოლმე:დ
უნიჭიერესი და უდამპლესი ხარ: დ ორივე ერთად და გეტყვი რატომ:დ რაღაც გაქვს ჩაფიქრებული რაც გულს მატკენს და თუ გაპატიო. არ ვხუმრობ, მართალს გეუბნები. არ გაპატიებ (აი დარდი გულზე ვარდი, მაგრამ მაინც)
ველი შემდეგს.

აუუუ შენ რა იცი რა მაქ ჩაფიქრებული. ანუ ისე შვრები რო აქეთ მაინტრიგებ ხოლმე და დამაცადე, პაწა მეც დაგაინტრიგო :დდ

ვაიმე ამას წინათ, მგონი გუშინ წინ, ზუსტად არ მახსოვს, უცებ მომაგონდა ეგ სცენა რაა (არ დავაკონკრეტებ) და ისე შევიცხადე რომ შემეცოდა ჩემი თავი:დ მაგრამ ჩემს თავს რას ვერჩი შენ იქნები გასაპუტი. კარგი დაგაცდი ჰე:დ

 


№9 სტუმარი სტუმარი Lu miki

მგონი მარიანას პარკერი უყვარს ქრისტიანო კი არა :დდ

 


№10 სტუმარი სტუმარი თაკო

ძაან მიყვარს ეს ისტორია დღეს მილამაზაბს და აღარ დააგვიანო რა ფლიიიიზ

 


№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წწიწაკა
ენ ჯეინი
წიწაკა
ეს იმდენს იზამს რომ თვითონაც ჯოჯოხეთში მოხვდება. აი ნახე:დ
და დამრჩება ქრისტიანო მე:დ აბა არც ვლადი იყოს ჩემი, არც კაენი, არც პარკერი? კაი რაა, ეს არის ცხოვრება?
კიარა მაგარი როჟაა, მაგრამ ვლადმა კამილას რომ "უღალატოს" სერიოზულად გამიტყდება. ვლადს ერთადერთი სიყვარული შემორჩა წმინდა და ეგეც რომ გააჭუჭყიანოს არ ვაპატიებ. არანაირად.
ჩემი პატარა ყვავი მომენატრა. პატარა რომაა მაშინ არის საყვარელი, თორემ რომ გაიზრდება რაღად მინდა მერე? გამოაჭყიტე ხოლმე:დ
უნიჭიერესი და უდამპლესი ხარ: დ ორივე ერთად და გეტყვი რატომ:დ რაღაც გაქვს ჩაფიქრებული რაც გულს მატკენს და თუ გაპატიო. არ ვხუმრობ, მართალს გეუბნები. არ გაპატიებ (აი დარდი გულზე ვარდი, მაგრამ მაინც)
ველი შემდეგს.

აუუუ შენ რა იცი რა მაქ ჩაფიქრებული. ანუ ისე შვრები რო აქეთ მაინტრიგებ ხოლმე და დამაცადე, პაწა მეც დაგაინტრიგო :დდ

ვაიმე ამას წინათ, მგონი გუშინ წინ, ზუსტად არ მახსოვს, უცებ მომაგონდა ეგ სცენა რაა (არ დავაკონკრეტებ) და ისე შევიცხადე რომ შემეცოდა ჩემი თავი:დ მაგრამ ჩემს თავს რას ვერჩი შენ იქნები გასაპუტი. კარგი დაგაცდი ჰე:დ

აუუუ პირადში მაინც მომწერე რო ვიცოდე რა გატკენს გულს :დდ მე ყველაფერი სიედაც დაგეგმილი მაქვს, მაგრამ მაინც, ეგება სულ სხვა რამეზე ნერვიულობ

სტუმარი Lu miki
მგონი მარიანას პარკერი უყვარს ქრისტიანო კი არა :დდ

მაგას ვერც ვუარყოფ და ვერ დავადასტურებ :დდ

სტუმარი თაკო
ძაან მიყვარს ეს ისტორია დღეს მილამაზაბს და აღარ დააგვიანო რა ფლიიიიზ

დღესაც დავდებ თაკო <3 შაბათ-კვირას ვდებ ხოლმე ძირითადად <3

 


№12 სტუმარი სტუმარი ელენე

ძაან მიყვარს შენი ისტორიები და ძაან შემიყვარდა ესეც❤❤❤❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ელენე
ძაან მიყვარს შენი ისტორიები და ძაან შემიყვარდა ესეც❤❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა ელე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent