შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი ამბები (15)


16-02-2020, 22:59
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 377

დეიზი სახლში გამთენიისას დაბრუნდა. ბავშვი ვლადთან ერთად იყო. სულ ღიღინ-ღიღინით შევიდა სახლში და დაინახა თუ არა ვამპირი, იმ წამსვე სიცილი აუტყდა.
- გამოეპარე შეყვარებულს? - ჰკითხა ვლადს.
- შენღა მაკლდი. სულ ფეხაკრეფით მოვედი. კიდევ კარგი, აქ სხვა ვამპირები ვერ შემოდიან თორე ცალკე თქვენზე უნდა მენერვიულა.
- დეიზის გაბრიელის სუნი ასდის - გამოაცხადა პატარა ჯენიმ და სახეზე დაეტყო, რომ თავის ძმაზე მაგრად ეჭვიანობდა.
- ჰო, მეც შევატყვე - დაუდასტურა ვლადმა.
- გაბრიელის სუნი არ სჯობს ვიღაცა კიარას სუნს?
- ვინაა კიარა? - ყურები ცქვიტა ჯენიმ.
- მამაშენის შეყვარებული - ეშმაკურად შეუნთო ცეცხლი ჯადოქარმა.
- მამა, შენ არ უნდა გყავდეს შეყვარებული! - აკივლდა ჯენი - არასოდეს. მე ვარ შენი შეყვარებული.
- ეს გინდოდა? - გაბრაზდა ვლადი - რა შეყვარებული ჯენი, რის შეყვარებული, რას ამბობ. მსგავსი არაფერია. უბრალოდ ეს ქალი მანიპულირებს ჩვენით - თითი გაიშვირა დეიზისკენ.
- ფრთხილად თორემ „ის კაცი“ შენ გახდები მალე - ცალი წარბი ასწია ჯადოქარმა.- და მაინც, როგორია კიარა?
- აბეზარი, შეშლილი და შეურაცხადი - სრული გულწრფელობით წარმოთქვა ვლადმა.
- ამავე დროს, ძალიან ლამაზიც ხო?
- დამიჯერე, გარეგნობას აზრი აღარ აქვს როცა სრულიად არაადეკვატურ პიროვნებასთან გაქვს საქმე. ისე, გაბრიელი როგორია?
- მმ, ზღაპრული. თუმცა არამგონია დეტალებმა დაგაინტერესოს.
- არც ვაპირებდი დეტალების კითხვას. ისედაც გაბრიელის სუნად ხარ გადაქცეული. იმედია, აურორა რომ შეეფეთება შენს კვალზე ვერ გამოვა. მაგარი შენ*რეულები არიან, კიარამაც კი მკითხა ვისთან დადიხარ ასე ხშირადო.
- ორივე თუ ჩემ კვალს დაადგა, მერე მიპოვით სადმე გამოშგნულს.
- რას ამბობ? - ისევ აკივლდა ჯენი.
- ვხუმრობ პატარა, მაპატიე.
- რავენა ქვის მოსაძებნადაა წასული. არ იშოვება არსად.
- რომ იშოვებოდეს, მეც ხომ ვნახავდი სადმე. მაგიტომაც გავაგზავნე რავენა. ისე, ცუდი არ იქნება, ჯადოს თუ ავხსნით და ადამიანის სახესაც დავუბრუნებთ.
- რა ჭკვიანი ხარ დეიზი, აქამდე მე არ მიფიქრია დედაჩემის დაბრუნება?
- ზედმეტად შეუძლებელია?
- კი. კარმილამ ცალკე სცადა, ტყუპებმა ცალკე, მერე ყველამ ერთად, მაგრამ ვერაფერი უშველეს.
- საწყალი. არადა, ოჯახში ყველაზე ნორმალური ეგ ჩანს.
- იმიტომ რომ ყვავია და ვერ ლაპარაკობს. აბა მანამდე გენახა, შენ თვითონ გადააქცევდი რამე ცხოველად - მერე ცოტა სინდისმა შეაწუხა, ბოლოს და ბოლოს, დედამისზე საუბრობდა - ძალიან ლამაზი ქალი იყო. იმდენი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ჯერ მარტო ნახევარი მე დავუხოცე, ნახევარს თვითონ დაახვევინა.
- ღმერთო რა სადისტი ხარ.
- ისეთი დრო იყო, მარტო ვერ ვუშვებდი გარეთ, შეიძლებოდა მოეტაცათ. არა, სერიოზულად გეუბნები, რავენას სილამაზეზე ზღაპრებშიც კი წერია.
- ზღაპარში იმიტომ წერია, რომ ფიფქია მოწამლა.
- სხვა თქმულებებს გადახედე. ფიფქიას ამბავი მოცვეთილია. სინამდვილეში, ფიფქიას მამა დედაჩემის პირველი ქმარი იყო, გოგონას საერთოდ მარისოლი ერქვა, ზოგჯერ მახინჯ პრინცესას ეძახდნენ ზურგს უკან. ისეთი მახინჯი იყო, შეხედვა შეგეზარებოდა. ამიტომ არ უნდა ენდო ლეგენდებს, იქ ყველაფერი შემოტრიალებული წერია. გოგონა ჭლექს თუ რაღაცას გადაყვა. შეიძლება უბრალო სურდო იყო. მაშინ ხო იცი, ყველაფრისგან კვდებოდა ხალხი. რავენას ისე შეეცოდა, ლეგენდა შექმნა უმშვენიერეს პრინცესაზე.
- რას ამბობ? - თავიდან ეგონა, ატყუებდა რაღაცას.
- სერიოზულად გეუბნები. ჰკითხე მერე თუ გინდა.
- ვლად, ყვავის ენას მხოლოდ დროგოები იგებთ, მე ჩხავილად ჩამესმის.
- უი ხო, გამახსენდა რომ ჩვეულებრივი უხუცესი ხარ. მოკლედ, ეგეთი ამბავია.
- და პირველი ქმარი?
- ეგ ადრევე მოუკვდა. შემთხვევით, დედაჩემის ნივთებში ჩაძვრა და რაღაცა წითელი ხსნარი მოეწონა, მერე გადაჰკრა და დალია. ჰოდა საწამლავი ყოფილა. დიდად არ უდარდია, მაინც არ უყვარდა. მეორე ქმარზე გიჟდებოდა სამაგიეროდ.
- აუ ეგეც მოყევი რაა - ტაში შემოჰკრა ბავშვმა და მამამისის კალთაში მოკალათებულმა, ზემოდან საბანი გადაიფარა. პატარა წიწილას ჰგავდა. ვლადს ხელის მტევანზეც დაეტეოდა ალბათ. დეიზი ისევ მიზეზიანად ეჭვიანობდა ამ ყველაფრის დანახვისას, თუმცა თავის ხელში აყვანა კარგად შეეძლო.
- მამაჩემი მეზობელი სამეფოს ხელმწიფე იყო. კარგა ხანს ცოლი არ ჰყავდა და არც უნდოდა. კი აძალებდნენ ვიღაცა პრინცესებს, თუმცა ძალიან პრინციპული იყო. არავინ უყვარდა და რა ექნა? მეზობელ სამფლობელოში რომ მეფეც გარდაიცვალა და პრინცესაც, დედაჩემი კანონიერად დაჯდა ტახტე და მამამ იფიქრა, ქალი ადვილი მოსარევი იქნება, წავალ და დავიპყრობო. წავიდა ოპტიმისტურად და იმედიანად განწყობილი, შეუტია რავენას და შემთხვევით თვალი რომ მოჰკრა, ეგრევე ადგილზე გაიყინა. როგორც აღვნიშნე, ეგეთი ლამაზი ქალი ჯერ არ დაბადებულა, თუმცა რაღაცნაირი, ცივი სახე ჰქონდა. მხოლოდ სილამაზემ კი არა, ამისი თვალების სიცივემაც გაჰყინა მამაჩემი ჯოზეფი.
- ეგრევე ქორწილის სამზადისი დაიწყო? - გაეცინა დეიზის.
- ვინ აღირსებდა. მართლა შესთავაზა, დავქორწინდეთ და გავაერთიანოთ სამეფოებიო, მაგრამ რავენამ ერთი დაუბღვირა და გააბუნძულა უკან. მეფემ თავიდან იფიქრა, მაგრად ავაოხრებ ამის მიწებს და მერე აქეთ შემეხვეწებაო, მაგრამ ვერ გაბედა, რაღაცნაირად, გულმა არ გაუშვა. ისე, ორივემ კარგად დაიმახსოვრეთ. კაცი, რომელიც პირდაპირ პაემანს დაგინიშნავთ, არაა თქვენი ღირსი. ნამდვილი სიყვარული ბრძოლით იწყება და ზავით მთავრდება. თან სიყვარული ის არაა, რომ იფიქრებ, მომწონსო და მერე ვაიმე, სიყვარულში გდამეზარდაო. აი რაღაცა სისულელე გრძნობები თუ გიტევს და დიდი ფიქრის შემდეგ გააცნობიერებ რომ სიყვარული ყოფილა, ეგ არის. შენ არ გეხება ჯენი, შენ არავის შეიყვარებ იცოდე!
- კარგი მამიკო - პრობლემა არ ჰქონია ბავშვს.
- აუ, გააგრძელე ვლად! სიყვარულის შენეული ხედვა მხოლოდ კიარას ადარდებს, მე რავენას ისტორია მაინტერესებს - უკვე მთელი გულისყურით ელოდა დეიზი სრულ ამბავს.
- ბოროტი ენა გაქ! - ერთი დაუბღვირა კაცმა, მერე კი თავისი ბოხი, მელოდიური ხმით განაგრძო თხრობა - რავენას მეორედაც სთხოვა ხელი. ორჯერვე უარი მიიღო. თან ძალიან მკაცრი უარი. ერთხელ, მეფე ჯოსეფი ერთ ბრძოლაში საბედისწეროდ დაიჭრა, ძალიან ცუდად იყო, თითქმის კვდებოდა და შენიღბული რავენა ჩუმად შეიპარა მის სამეფოში, სასახლეში ფეხაკრეფით შევიდა. იმდენი მოახერხა რომ მეფე ჯოსეფის სასთუმალთან აღმოჩნდა, წაუსვა თავისი მაგიური მალამო, რომელიც მემგონი ბუასილსაც კურნავს და მოუშუშა ჭრილობა. ამ ყველაფრის მერე, ცოლობაზე მაინც უარი უთხრა. რავენა არ იყო ხელწამოსაკრავი დედოფალი. ყველა მხრიდან ცდილობდნენ მასთან კი არ ებრძოლათ, პოლიტიკურ ქორწინებამდე მისულიყვნენ როგორმე. ასე ხუთმა კაცმა რომ სთხოვა ხელი და უარის შემდეგ ყველა მტრად გადაიკიდა, მერე თვითონვე ეახლა ჯოსეფს და თავისი გული შესთავაზა.
- ასე ადვილად?
- ჰო. ძალიან ბევრი მტერი გაუჩნდა და მარტო ვეღარ მოერეოდა. თუ გათხოვებაა, იმას მივთხოვდები, ვინც მიყვარსო. ისე, ეგეც მაგარი ჯიუტი ქალია, უყვარდა და მაინც უარს ეუბნებოდა. ეგეთი ხართ ქალები. სანამ კარმილა არ გავიტაცე, იქამდე მეზიზღებიო, მეუბნებოდა.
- ვაიმე, ქალს ეზიზღებოდა და ამან გაიტაცა - თავში წაიშნა ხელი დეიზიმ.
- ძაან ვუყვარდი. ზოგჯერ მითვალთვალებდა. ერთხელ წავასწარი თვალთვალისას და არა რას ამბობ, შენს სასახლეს ვათვალიერებდიო. მეთქი კაი, დავიჯერე. ეგეც მაგარი ფსიქოპათი იყო, მაგრამ თან ნაზი და საყვარელი. ეს კიარა ჩვეულებრივი წყევლაა.
- ლამაზია?
- ჰო გითხარი, რომ ლამაზია, მაგრამ არ მადარდებს მე მაგისი სილამაზე.
- ვლადს მარტო ნაზი და სპეტაკი ქალები მოსწონს - ეცინებოდა დეიზის.
- მამას მარტო მე მოვწონვარ! - დაამატა ბავშვმა.
- შენ კონკურენტი არ გყავს პატარა ჯენი. რაღა პატარა, მალე სიმაღლეში გამასწრებს. ისე, რა სწრაფად აიყარა ტანი არა?
- ჰო, ვამპირებმა ეგრე იცით.
- ვამპირებმა ყოველ ხუთ საუკუნეში ერთხელ, ჯადოქრის ცოლად მოყვანაც ვიცით. სხვათაშორის, ამ წელს შესრულდება უკვე ხუთი საუკუნე ბოლო ქორწინებიდან. - თვალი ჩაუკრა ვლადმა დეიზის.
დეიზი გაწითლდა.
თან გარედან ვერ მალავდა ხოლმე ამ სიწითლეს და ჭარხლისფერი ხდებოდა.
ვლადის წასვლის შემდეგ, დეიზი კარგა ხანს ფიქრობდა მის ნათქვამზე. არ უნდოდა, პატარა, მეოცნებე გოგოს დამსგავსებოდა და სადღაც შორეულ ილუზიებში გადავარდნილიყო,
* * *
კატალინა სიცივემ გააღვიძა. გვერდზე გადაყო ხელი. იქ მხოლოდ შიშველი კაენი დაინახა. თავიდან ცოტა დაფრთხა, მაგრამ მერე გასული ღამე გაახსენდა და სიამოვნების ღიმილი გადაეკრა სახეზე. იატაკზე დაგდებული საბანი ამოაცურა, თვითონ გადაიფარა და კაცსაც უწილადა ცოტა.
კაენმა თვალბი გაახილა. გაეცინა და კატალინასკენ გადაბრუნდა.
- რა ლამაზი ხარ. ასეთი ლამაზი ქალი ცხოვრებაში არ მინახავს - მიუგო ჯადოქარს.
- შენც ლამაზი ხარ.
- კაცზე მაგას არ ამბობენ.
- სულ არ მაინტერესებს, რას ამბობენ კაცზე. ჩემთვის ყველაზე ლამაზი ხარ.
- იმიტომაც გამაწანი გუშინ სილა შენი კოცნა რომ ვცადე ხო?
- მერე ხო მოგირჩინე ჩემივე ალერსით?
- ჰო. რაც არ გკლავს, გაძლიერებს - წარმოთქვა მან. ორივემ მაგრად იცინა.
- ეჰ, მაგარი რამე ყოფილა სექსი. თითქმის დავიწყებული მქონდა - ღრმად ჩაიუსნთქა ჰაერი კატალინამ და კაენის მკერდზე გადაწვა.
- გააჩნია, ვისთან გაქვს. - ხელი მხარზე მოჰხვია. სურნდა საათობით შეეგრძნო თავსი უხეში თითებით ქალის ხავერდოვნი კანი, მისი სურნელი.
- სახლში მხოლოდ ჩვენ ვართ?
- კი. ჩემი სახლია.
- რა კარგია, როცა შეშლილი აურორა არ დააბიჯებს.
- დარჩი კატა. ჩემთან დარჩი სულ.
- კარგი რა - ქალს გაეცინა. - შენთან ცხოვრებას მთავაზობ?
- კი.
- ძალიან ჩქარობ მგელო.
- მგონი რომ პირიქით. ერთმანეთი მაგრად გვიზიდავს, სექსიც გასაოცარი გვაქვს. სხვა რა არის საჭირო იმისთვის რომ ვინმესთან ყოფნა გინდოდეს?
- სიყვარული კაენ. სიყვარულია საჭირო.
- როგორც ქრისტიანო და მარიანა?
- ალბათ.
- მე ეგ სიყვარული არ მგონია. - კაენმა პატარა ტუმბოს უჯრაში გადაყო ხელი და სიგარეტი ამოიღო
- აბა რა გგონია?
- დაუვიწყარი ამბავი. ძველ ისტორიებს ასეთ ამბებს ვეძახი. ისინი ჯერ არ დასრულებულა ან ბუნდოვანია. დაუვიწყარი ამბების პერსონაჯებს ჰგონიათ, რომ ერთმანეთი უყვართ, რადგან რაღაცა აკავშირებთ, რაღაც დაუსრულებელი.
- მაშინ შენი აზრით რა არის სიყვარული?
- ასე ასახსნელად რთულია. საერთოდ, რატომ გინდათ რომ ყველაფერი სიტყვებით გამოითმებოდეს? ან რატომ უნდა ავხსნა, რა მიმაჩნია სიყვარულად? უბრალოდ, გრძნობ და ეგაა. ან შეგიძლია, ვიღაცის თმის კულულებს საათობით უყურო, არ დაიღალო. მერე აიღო ეს კულული და ყნოსო და ყნოსო. ალბათ ეგაა. ყველაზე დამახინჯებული, იაფასიანი ახსნა გამოვიდა. ამიტომაც არ მინდოდა.
კატალინამ კაენს ტუჩებში აკოცა.
მერე ლოყაზე.
მერე წვერზე ეფერა და თან თვალებში უყურებდა რამდენიმე წუთს. კაენს თუ კატას თმის კულულები მოსწონდა, ქალისთვის ამ ფერადი, ჭაობისფერი თვალებით ტკბობა იყო სიყვარული.

* * *
შორეულ ჯოჯოხეთში პარკერი სულ მარტო იყო. არავინ ჰყავდა გვერდით და არც არავინ უნდოდა. ზოგჯერ, როცა თავს უკეთ გრძნობდა, მაშინვე რაღაც საშინელი სიმღერა ერთვებოდა ტვინში რომ ისევ უკანასკნელ იდიოტად შეეგრძნო საკუთარი თავი.
მოგონებები სჭამდნენ.
იმ მოგონებებში, მარიანა ხშირად იცინოდა და კაცი ფიქრობდა, რა სულელი ქალია, რატომ იცინის გამუდმებითო. პარკერს აღარ ახსოვდა, როგორ უყვარდა მისი მხიარულების შეგრძნება. მხოლოდ მტკივნეულ მოგონებებს ხედავდა მთელი სიცხადით.
მამამისს არასოდეს ჰყვარებია. პირიქით, თავისი ჯადოქრული ბუნება როგორც კი გამოავლინა, მაშინვე ისეთი მოპყრობა დაიმსახურა, გეგონება ნივთი ყოფილიყო. პატარა ბიჭს ხელითაც არ ეხებოდნენ. ეშინოდათ. დედა პარკერის დას უკითხავდა ზღაპრებს და როცა თვითონ დასაძინებლად წვებოდა, გვერდზე საძინებლიდან ესმოდა მშობლის მოყოლილი ამბები. ასე იძინებდა ხოლმე. იძინებდა ზღაპრებით, რომელსაც არავინ უყვებოდა.
პარკერი გაიზარდა.
პარკერი გაბოროტდა და შურისძიება მოისურვა თავისი ბავშვობის გამო. ერთხელ, ისე გაბრაზდა, რომ გონება მთლიანად დაებინდა. გონზე მოსულმა, დახოცილი მშობლები ნახა. თავისი და გაქცეული დახვდა სახლიდან.
მაგაზე აღარ უდარდია. ან იდარდა, თუმცა დარდსაც სასტიკად ავლენდა. სისხლის სავანეში, ყველაზე უსაფრთხოდ იგრძნო თავი. უსაფრთხოდ იგრძნო, რადგან ადამიანებისთვის ყველაზე მეტი საფრთხე მანდ იმალებოდა.
მარიანა დროგოების წვეულებაზე გაიცნო. არ ახსოვს, რა ეცვა თვითონ ან სხვა დანარჩენს, თუმცა ზუსტად ახსოვს რომ მარიანას ხორცისფერი კაბა ემოსა და თმა თავისი დისას ჰგავდა. ყველაფრის განადგურება უნდოდა, რაც წარსულს აგონებდა და იმ დღეს, მარიანას განადგურების სურვილი დაეუფლა.
- შენ ჯადოქარი არ ხარ? ახალი ჩამოსული ჩვენს ქალაქში - არ გამოჰპარვია ქალს.
- კი - უემოციოდ დაუქნია თავი და უფასო ღვინის სმა გააგრძელა.
- მიხარია რომ ჩვენი ჯადოქრების კლანში არ გაწევრიანდი. ამბობენ, ძალიან ძლიერიაო. ძლიერი მტერი არ გვინდა - გაეცინა ქალს.
პარკერსაც გაეცინა.
არ უნდოდა, მაგრამ მაინც.
- ეს კომპლიმენტია ალბათ.
- ჰო. დროგოებმა ცოტა უცნაური კომპლიმენტები ვიცით. მე მარიანა მქვია - ხელი გაუწოდა ჩამოსართმელად. პარკერმა ხელს მზერა აარიდა.
- ჰოლმსი.
- ეგ გვარია?
- არა, პარკერ ჰოლმსი,
- თუ მუდმივი სცხოვრებელი არ გაქვს, შეგიძლია აქ დარჩე. ძალიან ბევრი ოთახია - შესთავაზა მარიანამ.
- მისმინე, ყოველთვის ასეთი მომაბეზრებელი ხარ თუ განსაკუთრებულად გიზიდავენ უსახლკარო მკვლელები?
- უსახლკარო კვლელი ხარ?
- ჰო.
- არც ჩვენ გამოვირჩევით კეთილი ბუნებით.
კაცმა თვალები გადაატრიალა.
მარიანას გულუბრყვილო საუბარი უკვე ტვინში არტყამდა.
„სულელი გოგო!“ ფიქრობდა მაშინ და ახლაც იგივეს ფიქრობდა. ყველაფერი ახლიდან დაწყებულიყო. არც მაშინ ჰქონია გრძნობები. პირიქით, გადაწყვიტა, აბეზარი ქალისთვის ჭკუა ესწავლებინა და ისეთი შელოცვა გაუკეთა, ვერც ერთი სულიერი გადაურჩებოდა.
მარიანას არაფერი მოსვლია.
საღამოობით, როცა პარკერი გარეთ დადიოდა (მაშინ მარტოს უყვარდა სეირნობა), მარინაც გამოეცხადებოდა ხოლმე.
- ერთი გამაგებინე, სხვა გასართობი არ გაქვს? - ვეღარ მოითმინა და ერთხელ ჰკითხა.
ქალმა მხრები აიჩეჩა.
- შენთან ერთად კარგია.
- ვითომ რატომ?
- არ ცდილობ, რომ თავი მოიკატუნო, ვითომ კარგი ხარ. მომწონს რეალური ხალხი. მნიშვნელობა არ აქვს, რეალურად ცუდი თუ რელაურად კარგი. მთავარია, ყალბი არ იყო.
- ძლიერი არგუმენტია.
ერთ საღამოს, მარიანა აღარ გამოჩნდა.
არც მეორე საღამოს გამოჩენილა.
ასე გადიოდა დღეები და პარკერი გრძნობდა, რომ ახლა ყველაზე მარტო იყო. იმაზე მარტო, ვიდრე ბავშვობაში, მშობლებისგან მიტოვებული. დროგოების სახლში მივიდა და მარიანა იკითხა. ავად იყო.
ისე ავად, კარმილაც ვერ შველოდა.
პარკერი დაეხმარა.
უფრო სწორად, თავისი ჩადენილი სისაძაგლე გამოასწორა და მერე დაიფიცა, ერთ დღესაც აღარ გაატარებდა ამ ქალის გარეშე. დიდი ხნის შემდეგ, ჯოჯოხეთში ამოჰყო თავი და ახლა ზუსტად თავის მეგობარს ადანაშაულებდა. მიანჩდა, რომ მეგობრის ყოლას აზრი არ აქვს თუ გაჭირვების ჟამს ვერაფრით გიშველის.
მარიანამ ვერ უშველა.
პარკერი შეიშალა.
ახლა ყველაფერი გვიანი იყო. ან სულ ერთი იყო, თუმცა ზუსტად იცოდა, ზუსტად გრძნობდა რომ რაც არ უნდა გულგრილი გამხდარიყო ყველაფრის მიმართ, როგორც არ უნდა გაეყინა გრძნობები, მარიანა მაინც განსაკუთრებულად ეჯავრებოდა.
ეჯავრებოდა, რადგან მან ასწავლა მეგობრობა და მანვე მიატოვა.
* * *

- დეიზი, შენი აზრით, გაბრიელს ცოლად გაჰყვები? - ჰკითხა პატარა ჯენიმ და ვლადის შემდეგ, ახლა ამან შეუნთო ფიქრების ცეცხლი.
- არ ვიცი ჯენი.
- იქნებ მამას გაჰყვე ცოლად?
- რაა? - სასაცილოდ არ ეყო დეიზის.
- ჰო. მერე მართლა დედაჩემი იქნები. თან იმ ვიღაცა კიარას აღარ ექნება იმედი.
- აი თურმე რა გადარდებს - ცხვირზე აკოცა და მერე კალთაში ჩაისვა ბავშვი - კიარა დედაშენი არ იქნება და საერთოდ არაა საჭირო ვლადის ცოლობა რომ შენს მშობლად ვითვლებოდე. სელენას ბებიას ეძახი?
- არა. - კატეგორიულად გააქნია თავი.
- ხომ ხედავ? სისხლი მნიშვნელოვანი არაა. ოჯახი ისაა, ვინც გიცავს და ვისაც უყვარხარ.
- ანუ შენ და მამიკო.
- მე, მამიკო და კიდევ რამდენიმე. - დეიზი ბავშვიანად წამოდგა. კართან მივიდა და გააღო. ზღურბლს მიღმა გაბრიელი იდგა - დაგპირდი, რომ შენს ძმას გაგაცნობდი.
ჯენი დეიზისკენ შეტრიალდა სასწრაფოდ, თავი ყელში ჩაურგო და მისი თმა თვალებზე აიფარა.
- რა ხდება? - ღიმილი შეაშრა სახეზე გაბრიელს.
- დაიმორცხვა - სიცილით აუხსნა დეიზიმ.
- ჩემი შერცხვა? მოიცა, არ იცი, მე ვინ ვარ?
- დეიზის შეყვარებული - წაიდუდღუნა ბავშვმა.
- ანუ მხოლოდ ამ წოდებით მიცნობს.
- ჩემი ძმაც ხარ, მაგრამ დეიზის შეყვარებული უფრო.
- ახლა დეიზის შეყვარებულის დას ხელში ავიყვან - სიცილით გამოსტაცა ბავშვი ჯადოქრის მკლავებს. ჯერ ერთი მაგრად დაიკივლა ჯენიმ, მაგრამ რამდენიმე გაფართხალების მერე სიცილი დაიწყო და გაბრიელთანაც კარგად მოკალათდა.
- ქალები უარს ვერ გეუბნებიან - თავი გააქნია ჯადოქარმა - ჯენიც დაიმორჩილე.



№1  offline წევრი წიწაკა

ვაიმე რა ჭკვიანი ჰყავს დედას:დ შენ და მამიკო იყავით ერთადო:დ
ვლადის ამბებზე ლამის ჩამეძინა. აი პროსტა რას არ მოფიქრებ:დ თხემიდან ტერფამდე კრეატივი ხარ. მეგონა იქ ვიყავი, მართლა.
ჯენი კი მიყვარს, მაგრამ ამ თავში ცოტა არ იყოს შემშურდა მისი:დ
სიყვარულთან დაკავშირებით კაენს ვეთანხმები გარკვეული წილად. ზოგიერთ რაღაცაში არანაირად არ ვეთანხმები.დავწერდი მაგრამ ახლა ისე მეძინება (ცოტა მეზარება:დ) რაღაცას ვერ ვიტყვი ისე როგორც უნდა ვთქვა და კომუნისტი არ გეგონოთ ვინმეს:დ.
მიყვარხარ და მადლობა რომ არსებობ. უფროსწორად მადლობა შენ მშობლებს. მგონი პირველად ხდება რომ არ მიწუწუნია:დ
ველი შემდეგს.

 


№2 სტუმარი სტუმარი Lu miki

ეს პატარააა მაიმუნი ჯენი ესა..

 


№3 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

ვააააა პარკერის პერსონაჟის გაშლა მომწონს, რა საინტერესო ტიპია ღმერთოოო, მიყვარს <3
ბადარა ჯენის გამოჩენაც გამიხარდა <3 ვლადს ვერანაირად ვერ აღვიქვამ სისხლისმსმელ ურჩხულად, იმდენად რაღაცნაირია :დ ეგეც მიყვარს, შენც <333

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
ვაიმე რა ჭკვიანი ჰყავს დედას:დ შენ და მამიკო იყავით ერთადო:დ
ვლადის ამბებზე ლამის ჩამეძინა. აი პროსტა რას არ მოფიქრებ:დ თხემიდან ტერფამდე კრეატივი ხარ. მეგონა იქ ვიყავი, მართლა.
ჯენი კი მიყვარს, მაგრამ ამ თავში ცოტა არ იყოს შემშურდა მისი:დ
სიყვარულთან დაკავშირებით კაენს ვეთანხმები გარკვეული წილად. ზოგიერთ რაღაცაში არანაირად არ ვეთანხმები.დავწერდი მაგრამ ახლა ისე მეძინება (ცოტა მეზარება:დ) რაღაცას ვერ ვიტყვი ისე როგორც უნდა ვთქვა და კომუნისტი არ გეგონოთ ვინმეს:დ.
მიყვარხარ და მადლობა რომ არსებობ. უფროსწორად მადლობა შენ მშობლებს. მგონი პირველად ხდება რომ არ მიწუწუნია:დ
ველი შემდეგს.

მოდი გამოვიცნობ, კაენს არ ეთანხმები იმაში, რომ მხოლოდ კარგი სექსი და გარეგნული მიზიდულობაა საკმარისი ერთად ცხოვრებისთვის. :დდ
ჯენის მეც მშურს სხვათაშორის.
მადლობა რომ ჩემთან ხარ, გყვარობ <3

სტუმარი Lu miki
ეს პატარააა მაიმუნი ჯენი ესა..

აბა ქალოო :დდ

სტუმარი მოიისფრო
ვააააა პარკერის პერსონაჟის გაშლა მომწონს, რა საინტერესო ტიპია ღმერთოოო, მიყვარს <3
ბადარა ჯენის გამოჩენაც გამიხარდა <3 ვლადს ვერანაირად ვერ აღვიქვამ სისხლისმსმელ ურჩხულად, იმდენად რაღაცნაირია :დ ეგეც მიყვარს, შენც <333

აუუ მეც ისე მიყვარს ეგ პარკერი რო იმას ვფიქრობ, ჯოჯხოეთში ვინმე ხომ არ შევიყვანო სახელად ენ ჯეინი და დავაწყვილო საკაიფოდ ₾დდდ
მეც მიყვარხარ <3

 


№5  offline წევრი წიწაკა

არა, გარეგნულ თვისებებს მნიშვნელობა აქვს. ყველასთვის ეგრეა და ვინც იტყვის რომ არ აქვს დიდი ალბათობით იტყუება და პირდაპირ ტუჩებში უნდა მიარტყა ხელი. ხელუკუღმა უფრო მწარეა:დ

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
არა, გარეგნულ თვისებებს მნიშვნელობა აქვს. ყველასთვის ეგრეა და ვინც იტყვის რომ არ აქვს დიდი ალბათობით იტყუება და პირდაპირ ტუჩებში უნდა მიარტყა ხელი. ხელუკუღმა უფრო მწარეა:დ

აბა რა ხდება :დდდ

 


№7 სტუმარი მია

როდის დადებ?

 


№8 სტუმარი nia

Vaime ra sayvarelia jeni ❤ yvela personazi dzalian momwons shemdegi tavi male Dade ❤

 


№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მია
როდის დადებ?

დღეს დავდებ <3

nia
Vaime ra sayvarelia jeni ❤ yvela personazi dzalian momwons shemdegi tavi male Dade ❤

დიდი მადლობა ნიაკო <3 დღეს დავდებ აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent