შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯი (მერვე თავი)


19-02-2020, 21:20
ავტორი Keke27
ნანახია 2 603

8 თავი.
_კარგით, დამშვიდდით. თუ გიგაა, ბევრნი ვართ და ვერაფერს დაგვაკლებს. ტელეფონი მოიმარჯვეთ მაინც, უცებ რომ დარეკოთ ცხრა ერთი ერთში. - თქვა ელენემ და კარის გასაღებად გაემართა.
ყველანი ფეხზე წამოდგა. ერთად შეჯგუფდნენ და ისე დაელოდნენ კარის გაღებას.
_ვინ არის? - იკითხა ბუჩუკურმა და ცივმა ოფლმა დაუნამა შუბლი.
_დიმა ვარ, ელენე. - გაისმა. კარს იქით, ნანიკოს ქმრის ხმა.
_ დიმაა, ხალხნო, დიმა.
_დიმა? რა მოხდა კი მაგრამ?- ნანიკოს შეშფოთება დაეტყო და კარისკენ წავიდა.
ელენემ კარი გააღო.
_რა იყო, რა სახეებით ხართ? - იკითხა ახლადმოსულმა, როცა ყველას მოავლო თვალი.
_რა იყო, შე კაცო, რა გული გაგვიხეთქე. - შვებით ამოისუნთქა ნიკოლამ და გაიკრიჭა.
_დიმა რა მოხდა, რატომ მოხვედი? ბავშვები ხომ კარგად არიან?- ცოლი ქმართან მიიჭრა.
_კი, კარგად არიან. ტელეფონი დაგრჩა სახლში და მოგიტანე. -კაცმა ჯიბიდან ნანიკოს მობილური ამოიღო და გაუწოდა.
_უი, არც კი შემინიშნავს.
_ტელეფონის გარეშე, როგორ გადიხარ სახლიდან სამი შვილის დედა?- გაბრაზების გამოხატვა სცადა სიტყვებით კაცმა.
_სამის არა, ოთხის. რატომ გავიწყდება, რომ მეოთხე შენ ხარ.- ნანიკომ იწყინა ქმრის ნათქვამი, თუმცა არ ჩამორჩა მწარე პასუხში. დიმამ დაბღვერილი მზერა მოავლო ცოლს უხმოდ.
_ძალიან არ დააგვიანო, მალე მოდი სახლში. - დაუბარა და სხვებს არც დამშვიდობებია ისე წავიდა.
ნანიკომ კარი ყველა საკეტით ჩაკეტა.

_გიგას რა უნდოდა, რატომ მოვიდა?- დაუბრუნდა თემას სამეგობრო.
_სიმართლე გითხრა, არ ვიცი. წინა ღამით მეძებდა. აქ ყოფილა მოსული. სახლში არ დავხვდი და მესიჯი მომწერა. მე ტელეფონი გავთიშე, ნიკოლოზთან ერთად ვიყავი.
_ნიკოლოზი? - ყველამ ერთხმად იკითხა, თეონას გარდა.
_მისი ახალი სამიზნეა. - თქვა სიცილით თეომ.
_ ვინ არის ნიკოლოზი, აბა დაყაჭე ახლავე. - ანა გვერდით მიუჯდა ელენეს.
ბუჩუკურმა დეტალებში არ მოყვა ყველაფერი, მაგრამ ხაზი მკვეთრად გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნიკოლოზ გიგაური სხვებს არ ჰგავს. რომ ის ჩამოყალიბებული პიროვნებაა. რომ ძალიან მაქსიმალისტია ურთიერთობაში, როგორც დაასკვნა. ასევე დინოზავრის ამბავიც მოყვა, რაზეც ყველას გაეცინა, თუმცა ერთხმად აღიარეს, რომ გიგაური, მართლაც გამორჩეული ყოფილაო.
_ ანა, შენი საბუთების საქმე როგორაა, რა ეტაპზეა? - დაინტერესდა მეგობრის ამბით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ანასთვის.
_სამშაბათს მაქვს სასამართლო, ღვთის წყალობით ყველაფერი ჩემ სასიკეთოდ იქნება.
_იქნება, იქნება. ნუ გეშინია. გააკეთებ საბუთებს და მერე ჩამოიყვან შვილებს აქ. - დააიმედეს მეგობარი.
_შემდეგ პარასკევს ბარში წავიდეთ. ბენდი, ცოცხალი მუსიკა, კოქტეილი, ცეკვა... - რას იტყვით?- შეთავაზება ნიკოლასგან მოდიოდა.
_რატომაც არა, წავიდეთ. მთელი კვირა ისეთი საგიჟეთი მაქვს სამსახურში, რომ განტვირთვა მჭირდება, თორემ გადავიწვები.- მაშინვე დათანხმდა შემოთავაზებას თეონა.
_ მეც ეგრე ვარ... და გვჭირდება კიდეც განტვირთვა. ძალების აღდგენა რათა იმ გაუსაძლის სამსახურებს გავუძლოთ. ისევ ჩვენი შვილებისთვის. ფოტო რომ დავდე შარშან, სოციალურ ქსელში, რესტორანში რომ ვიყავით, გახსოვთ? - იკითხა თიკომ. - აი ეგ ფოტო უნახავს ჩემი მაზლის ცოლს თურმე და მწერს, გართობით კი ერთობი და შენი შვილები აქ, დაძინებამდე ბალიშს ასველებენ ცრემლებითო. წარმოგიდგენიათ რა დამემართებოდა? ასეთი ღრძო როგორ უნდა იყო ადამიანი. მით უმეტეს, რომ ისიც დედაა.
_კარგი, რაა, ეგ რამ ათქმევინა. - შეწუხდნენ მეგობრები.
_ასე ჩანს საქართველოდან თურმე. ჯერ ისედაც რობოტებად ვართ ქცეული ამ უცხო მიწაზე, როგორი გარჯა გვიწევს სამსახურებში და ამასთანავე რამოდენა დარდს ვატარებთ გულით და მხრებით, შვილები გვენატრება. არ შეგვიძლია შევეხოთ, მოვეფეროთ, ვაკოცოთ და გულში ჩავიკრათ. ხელი ან ფეხი გაიკაწრეს, მუხლი გადაიყვლიფეს თამაშისგან, იტირეს და ჩვენ არ შეგვიძლია მტკივან ადგილას სული შევუბეროთ, დავუამოთ ტკივილი, შევამშრალოთ ცრემლები ლოყები რომ დაუსველათ მთლიანად...
კიდევ რამდენ დარდს ვუძლებთ აქ და ვიღაც ძუკნა გამოვა და იმაზე მაკრიტიკებს, რომ წელიწადში ერთხელ რესტორანში წავედი.
_ სწორი თქვი, ვიღაც ძუკნა... ჰოდა არ მიიტანო გულთან მაგ ძუკნის ნათქვამი. შენ ყველაფერს აკეთებ იმისათვის, რომ შენს შვილებს უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეთ. არანაირ სამსახურს არ თაკილობ და მუშაობ, რომ საბუთები გააკეთო და შვილებთან წახვიდე.
_ყველაფერს კი ვუკეთებ და ყველაფერი აქვთ მათ, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, დედა არ ჰყავთ გვერდით. - თიკოს ცრემლი მოერია.
_აბა, აბა რას იძახი?- საუბარში ელენე ჩაერთო.- ეს დროებითია. მალე მათთან იქნები და ერთად აინაზღაურებ ყველა წუთს. შენ გიჭირდა და იმიტომ გადადგი ეს ნაბიჯი და სხვას ჩააბარე შენი შვილები. არ დაგიტოვებია, შენ სხვას მიაბარე ისინი. წარმოიდგინე ახლა, შენს შვილებს რომ მოშიებოდათ და ეთქვათ შენთვის, გვშია დედა, შენ კი არ გაქვს არაფერი, რომ აჭამო მათ. მათ გვერდით ხარ, მაგრამ ვერ აჭმევ, ვერ აცმევ, ვერ აძლევ ფულს ექსკურსიისთვის, ან სულაც კრემიანი ფუნთუშისთვის... ვერაფერს აკეთებ... როცა მამა უუნაროა ოჯახში, მარტო დედის ჩახუტება და კოცნა ვერ გაზრდის შვილებს. მაპატიე, ცოტა უხეშად გამომდის ნათქვამი. ახლა შორს ხარ მათგან, მაგრამ არც შიათ, არც სცივათ, არც ფული აკლიათ. შენი საკუთარი ჭერიც შეიძინე იქ და კიდე რამდენ ახლობელს უმართავ ხელს. ამ ყველაფერს შენს შვილებს მოუყვები. პრინციპში ისედაც დაინახავენ თუ როგორი ცხოვრებაა ამერიკაში, როდესაც ჩამოვლენ და აქაურ სისტემას აუწყობენ ფეხს. ეს ქვეყანა გაპროგრამებს, რობოტად გაქცევს. გაიღვიძე, წადი სამსახურში. დაღამდა წადი სახლში და გამოიძინე, რათა დილით სამსახურში წახვიდე.
და შენ იმას აქცევ ყურადღებას, ვიღაც მაზლის ჩერჩეტი ცოლი, გაკრიტიკებს რესტორანში რატომ იყავიო? რატომ აქცევ ყურადღებას? გეშინია ცუდი დედის იარლიყი არ მიგაკრან ჰო?
მისმინე, ადამიანზე სიტყვა ისე მოქმედებს, როგორი შინაგანი მდგომარებაც აქვს მას. შენ რომ დაარწმუნებ საკუთარ თავს, ხარ საუკეთესო დედა, საუკეთესო პიროვნება, მეგობარი, ქალი... დამიჯერე სხვებმა რა ნეგატივიც არ უნდა აფქვიონ, ვერ მოგწვდებიან. ვერ ამოვლენ შენს სიმაღლეზე.
თვითშეფასება აიმაღლეთ. თქვენ საუკეთესო დედები ხართ და არ გამაგონოთ აქ, იმან ის თქვა, ამან ეს თქვა.. შემდეგ პარასკევს მივდივართ ბარში! საკითხი დახურულია! - ელენემ ბოლო სიტყვები ღიმილით წარმოთქვა და თან ჟურნალების მაგიდას მუშტი დაჰკრა.
_შენ მხატვარი და მწერალი კი არა, ფსიქოლოგი უნდა ყოფილიყავი. - ნიკოლა აღფრთოვანებული იყო ელენეს სიტყვით.
_შეთავსებით ეგეც ვარ. - გაეცინა ბუჩუკურს.- რადგან, თუ ფსიქოლოგია არ გესმის, ისე ვერ შექმნი პერსონაჟებს. ვერ შექმნი მათ ცხოვრებას.
_მართალი ხარ. -დაეთანხმა ნანიკო. - ისე, რას შვრები, ხომ არ დაგიწყია ახალი რომანის წერა? მომენატრა შენი ნაწერების კითხვა.
_არა, არაფერია ახალი. ვერაფერს ვწერ ისევ.
_არა უშავს, შემოქმედებითი კრიზისი ყველა ხელოვანს აქვს ცხოვრებაში. დაძლევ და გააგრძელებ წერას.- დააიმედა მეგობარი თეონამ.
_ახლა ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს. - სადღეგრძელო ანამ წარმოსთქვა და ჭიქა წინ წამოწია, რათა ყველას მიეჭახუნებინა. - რომ არა თქვენ, პირადად ჩემი ცხოვრება, უარესად გაუსაძლისი იქნებოდა.
გაგვიმარჯოსო, ყველამ ერთხმად თქვა და სასმელი გამოცალეს ჭიქაში.
კარზე ისევ გაისმა ზარის ხმა.
_ისევ დიმა იქნება, ალბათ ახლა გეტყვის, ბავშვი დაგრჩა სახლშიო. - გაეხუმრა ელენე, ნანიკოს და მხიარულად გაემართა კარის გასაღებად. პირდაპირ გაღებას აპირებდა, მაგრამ გულმა რეჩხი უყო და ჭუჭრუტანაში გაიხედა.
ელდა ეცა. კარის სახელურს მაგრად ჩაებღაუჭა, რადგან ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ცელი მოუქნიეს.
კარს იქით, გიგა იდგა.
_ელენე, ვინ არის? - კორიდორში თიკო გამოვიდა.
ბუჩუკურმა გაფართოებული თვალებით შეხედა მეგობარს. პასუხი სახეზე ეწერა. თიკომ ყრუდ შეკივლა და პირზე აიფარა ხელი.
_კართან გიგა დგას.- უთხრა ოთახში მყოფთ, ფერწასულმა თიკომ.
_ღმერთო შენ გვიშველე. - ფეხზე წამოიშალა ყველა და კორიდორში გამოვიდნენ.
_ელენე, კარი გააღე, ვიცი, რომ სახლში ხარ. - დაიღრიალა კაცმა.
ბუჩუკური უხმოდ შემოტრიალდა, შუქი ჩააქრო და მეგობრებს ანიშნა, ოთახში დაბრუნდითო.
_არ მიაქციოთ ყურადღება. თუ ღრიალს გააგრძელებს, მეზობლები პოლიციაში დარეკავენ და კარგი დღე არ დაადგება.- ელენემ ტელევიზორს ხმა აუწია. ოთახი Tina Turner-ის ხმამ აავსო და ბაღდავაძის უსიამოვნო, უსარგებლო ხმა გადაფარა.
_სულ გადაიყვან შენ იმას ჭკუიდან.
_არ მიაქციოთ ყურადრება, დაიღლება და წავა. - უდარდელად თქვა ბუჩუკურმა. სინამდვილეში კი, შიშისგან გული საგულეს არ ჰქონდა, მაგრამ ძაგდა მისი თავი, როდესაც შიშს მისცემდა უფლებას მორეოდა და გაეტეხა ის. ამიტომ ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და პანიკაში არ ჩავარდნილიყო.
_შენი ტელეფონი რეკავს, ელენე.-ფერწასულმა ნანიკომ მობილური გაუწოდა მეგობარს. ნიკოლოზი რეკავდა.
_დედაააა, რა ყველა მხრიდან მამრების შემოტევა მაქვს, მოკლედ.. - შიში და ნერვიულობა წამში დაავიწყდა ქალს და მისებური სიცილით გაიცინა.
აბაზანაში შევიდა. იფიქრა, რომ იქ არ ისმოდა გიგას ღრიალი, კარებზე ბრახუნი და მუსიკის ხმა.
_გისმენ, ნიკოლოზ. - მხიარული ხმა ჰქონდა ელენეს.
_შეიძლება არ დაიჯერო ახლა, მაგრამ თავს რაღაც უცნაურად ვგრძნობ. - კაცს ხმა იმაზე მეტად დაბოხებოდა, ვიდრე ჰქონდა.
_რა მოხდა?- შფოთი შეეპარა ხმაში ბუჩუკურს.
_ელენე, კარგად ხარ? ყველაფერი რიგზე გაქვს?
_კი, კარგად ვარ.- დაბნეულმა გასცა პასუხი.
_ცრუობ! - ხმა გაიმკაცრა გიგაურმა.
_ნიკოლოზ, რა ხდება? რა უცნაურად მელაპარაკები. მე კი არა, შენ კარგად ხარ? ყველაფერი რიგზე გაქვს?- შეუბრუნა კითხვები და პასუხს დაელოდა. არ უნდოდა სცოდნოდა ყოფილი ქმრის მოვარდნის ამბები. ელენე თვლიდა, რომ ეს მისი პირადული იყო და ნიკოლოზი არ უნდა გაერია ამ ამბავში, ინფორმაციის დონეზეც კი.
_გითხარი, თავს უცნაურად ვგრძნობ, მოუსვენრობამ შემიპყრო და შენთან დამარეკინა.
შენ კი, ხმაზე გატყობ, რომ მატყუებ.
_დამშვიდდი, მეგობრებთან ერთად ვარ სახლში. ვმხიარულობთ, ვერთობით და მშვენივრად ვართ. არ ვიცი, რამ გამოიწვია შენი შფოთი... თუმცა ვიცი, - ქალმა ხმაში სიკეკლუცე გაურია.- უკვე იმდენს ფიქრობ ჩემზე, რომ მგრძნობ კიდეც.
_შენ და შენი იუმორი.- გიგაურს ხმაში ღიმილი შეეპარა.
_მართლა ყველაფერი რიგზეა, ჩემზე არ ინერვიულო. მოგვიანებით შეგეხმიანები. კარგი?
_კარგი. - უხასიათოდ დათანხმდა.
_დროებით. - ტელეფონი გათიშა და ისეთი ამოისუნთქა თითქოს ეს ესაა, წყლით სავსე ავზიდან ამოაყოფინეს თავი.
მისაღებ ოთახს გვერდი აუარა და კარისკენ ფეხაკრეფით წავიდა. ყური კარს მიადო. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. როგორც ჩანს გიგა წასულიყო.
მეორედ მაშინ ამოისუნთქა და მხიარულად დაბრუნდა სტუმრებთან.
_წავიდა.
_წავიდა მაგრამ ისევ მოვა.
_რატომ გაწრიალებს ასე? ის ერთი თვე ხომ დაგანება თავი, არ ჩანდა საერთოდ. ახლა რაღა მოელანდა?
_იქნებ ისევ შერიგება უნდა.
_უფრო ის უნდა, რომ მე დამეპატრონოს. ვერ მიიღო ეს მდგომარეობა, რომ მე მის გარეშე უკეთ ვარ.
_რატომ ჰგონიათ ამ კაცებს საკუთარი თავი დედამიწის ღერძი, ვინმე მეტყვის?-იკითხა ნიკოლამ აღშფოთებით.
_იმიტომ, რომ ასეა. - გასცა პასუხი ნანიკომ.- რაც არ უნდა ვაძაგოთ ისინი, კაცის არსებობა ჩვენს ცხოვრებაში აუცილებელია, ყველანაირ ასპექტში. არ დამიწყოთ ახლა არ არის ეგრეო. ძალით ნუ ფემინისტობთ. უნდა გძაგდეთ მხოლოდ უვარგისი კაცები და არა მთელი მოდგმა.
_არა, მაგაში მართალი ხარ, მაგრამ კატასტროფა არაა თუ მათ გარეშე გავაგრძელეთ ცხოვრება.-საუბარში თეონა ჩაერთო.
ელენემ ტელევიზორს ხმა დაუწია.
_დიახაც კატასტროფაა! - ნანიკო პოზიციას არ თმობდა. - კატასტროფა არ არის, რომ სიცოცხლით სავსე ქალი ხარ და კაცის გარეშე ხარ? მამაკაცთან ურთიერთობა, მხოლოდ ინტიმურ კავშირს არ მოიცავს. მას ეყრდნობი, ზურგს გიმაგრებს. როდესაც შენ რაღაც არ გამოგდის, ის გეხმარება, რათა მიზნამდე მიხვიდე. სიყვარულით გავსებს. ალერსაც არ გაკლებს. საღამოს დაღლილი რომ მიდიხარ სახლში, გულში გიკრავს და გამხნევებს. სწორად შერჩეული მამაკაცი ყოველთვის იქნება თქვენი დედამიწის ღერძი, ხოლო არასწორად შერჩეული კი, ბუნების ყველა სტიქია. - დაასრულა ნანიკომ სიტყვით გამოსვლა.
ნიკოლა ფეხზე წამოდგა და ტაში დაუკრა.
_თუ ასეა, ხვალვე ვთხოვდები მაშინ.- თქვა სიცილით.

ელენეს პატარა ბინაში, გვიანობამდე ისმოდა მხიარულების ხმა.






№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვგიჟდები ნიკოლოზზე რა.აი ეს არის ზუსტად მისი მეორე მე.ეგრევე იგრძნო რაღაც რომ უჭირდა ელეს.ახლა რა მომასვენებს მონდევნო თავამდე.გელი სიხარულო
--------------------
ლანა

 


№2  offline ახალბედა მწერალი Keke27

La-Na
ვგიჟდები ნიკოლოზზე რა.აი ეს არის ზუსტად მისი მეორე მე.ეგრევე იგრძნო რაღაც რომ უჭირდა ელეს.ახლა რა მომასვენებს მონდევნო თავამდე.გელი სიხარულო



გაგიმხელთ, ნიკოლოზი რეალურად არსებობს. :)))) ❤
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№3  offline წევრი alienbaby

მალე დადე რა შემდეგი თავი❤️❤️❤️არ გვალოდინო❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთო

კარგი ისტორიაა. უბრალოდ ისეთ პატარა თავებს დებ, მხოლოდ თითო მოქმედებაა აღწერილი. აჯობებს მეტი ინტერვალით, მაგრამ უფრო მსუყე თავები დადო.

 


№5  offline წევრი მე♥უცნაურე

ემიგრანტობის მძიმე ხვედრი რა ზუსტად გადმოეცი... ამას გრძნობ, ვგრძნობ და გრძნობენ ისინი ვინც ემიგრაციაში არიან. მართლა მასეა, სადმე თუ გაისეირნე და ფოტო დადე, უჰ, რა კარგად აწყობილაო, ხმები დადის მერე საქართველოში... ვაი ჩვენს უბედურ ყოფას...

რაც შეეხება ისტორიას, გიგასი ცოტა არ იყოს მეშინია.
ახლა გოგოების ყოფნამ გადაარჩინა, მაგრამ სხვა დროს?!
ნანიკოს ქმარი ტიპური ღრუზინის შთაბეჭდილებას რატომ მიქმნის?! ((

პ. ს. ნიკოლოზი რომ რეალურად არსებობს, სასიამოვნოა.

 


№6 სტუმარი სტუმარი Maco

Rogorc koveltvis saintereso da kargi iko saintereso istoriaa

 


№7  offline წევრი ვიპნი

საუკეთესო ხარ, არაჩვეულებრივად იყო აღწერილი როგორც ემიგრანტების თემა,ასევე ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით,დაშორებულ ცოლ-ქმარს შორის ეს საშინელი ურთიერთობა,კიდევ ბევრი რამ მომეწონა აღარ ჩამოვთვლი.მიხარია ,რომ არსებობ :*

 


№8 სტუმარი ნია

ნიკოლოზი დამაკლდაა

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა მაგრამ ეს გიგა უარყოფითად მოქმედებს,ნიკოლოზი დამაკლდა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent