შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი ამბები (16)


22-02-2020, 19:50
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 574

- სად ჯანდაბაში დაეთრევი ღამ-ღამობით? - დოინჯშემორტყმული აურორა გაბრიელის წინ იდგა და თვალებს ალქაჯივით აბრიალებდა. კაცს უკვე ეზიზღებოდა. აღარც ახსოვდა, რატომ შეიყვარა. ალბათ უწინ მასში საკუთარ თავს ხედავდა ან მოსწონდა რომ ვიღაც შეშლილს ისეთი უყვარდა, როგორიც იყო.
ახლა კარგად იაზრებდა, არ იყო საჭირო შეშლილის პოვნა. ისედაც შეიყვარა საუცხოო ქალმა ყოველგვარი შელამაზების გარეშე.
- წვეულებას ვაწყობთ. დროგოებს სხვა ზებუნებრივების კარგად გაცნობა გვინდა და გადავწყვიტეთ, პატარა წვეულება მოვაწყოთ. ის მაინც ეცოდინებათ რომ არავის ვერჩით.
- კარგი იდეაა. ის კამილაც იქნება?
- არა. კამილა საერთოდ საიდან მოიტანეб ჩემამდე არ დადის.
- რა ვიცი - მხრები აიჩეჩა.
- რა ვიცის მიზეზით კლავდი ქალს?
- შენ გამო ყველა იდიოტური მიზეზი მიღირს ვინმეს მოსაკლავად, მაგრამ ერთი რამე ძალიან მაეჭვებს გაბრიელ - ქალი ვამპირს მიუახლოვდა. - საერთოდ არ მეკარები.
- ვიცი.
- მერე?
- ეტყობა არ ვარ სიახლოვისთვის მზად - ძალიან უბიწო სახე მიიღო გაბრიელმა. ახლა აურორასთან კონტაქტიღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის.
ამასობაში, ტყუპები ერთდროულად მოვიდნენ სახლში და აურორას დანახვაზე, ისეთი გამომეტყველება მიიღეს, როგორც სერიული მკვლელის დანახვისას.
- ვინმემ წვეულება ახსენა? - კატალინა ეგრევე დალევის პერსპექტივამ მონუსხა.
- ჰო. გავიცნოთ ხალხი. მხოლოდ ზებუნებრივები.
- ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი სიახლე მაქვს და ბარემ, მანდ ვიტყვი ჩემს სათქმელს - ინტრიგა ჩააგდო მარიანამ.
- მოიცა, რაღაც წვეულებაზე უნდა გავიგოთ შენი ამბავი?
- კი. სცენებს მაინც არ დადგამთ, თორე ისე ციცხალი ვერ გადავრჩები.
- რა ჩაიდინე მარიანა, გულს ნუ გვიხეთქავ - დაფეთქა გაბრიელი.
- ჯადოქრები იქნებიან წვეულებაზე თავიანთი ლიდერიანად? - მაქსიამლურად სასხვათაშორისოდ იკითხა მარიანამ, თან გაბრიელსაც დაუიგნორა თავისი კითხვა.
- მე მაგათ არ ვიცნობ, თქვენ დაპატიჟეთ. თან დიდად არავის ვეხატები გულზე მაგ კვარტალში.
- ჰო, რა თქმა უნდა - თვალებდაწვრილებულმა კატალინამ რაღაცა ჩაისისინა და თავი გააქნია. - მე ვეტყვი.
- ვინაა? - მაინც ვერ აარიდეს გვერდი აურორას.
- ერთი ტიპია, კაი გოგოა. ვმეგობრობთ და ძალიან გთხოვ, ჩვენს მეგობრებს ნურც თავს წააცლი და ნურც სხეულის სხვა ნაწილებს - გააფრთხილა მარიანამ. - სირცხვილია. სისხლის სავანეში ვლადის შიშით არავინ გვეკარებოდა, აქ კი შედარებით კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველასთან. იმდენს ნუ იზავ რომ გაბრიელის შენ*რეულ შეყვარებულად აღგიქვან.
- ჯანდაბას. ვეცდები, ნორმალურად მოვიქცე. გაბრიელის გამო - ღიმილით შეხედა აურორამ კაცს.
წვეულება საღამოსვე გამართეს. ტყუპებს გრძელი ამბების მოკლედ მოგვარების გასაოცარი ნიჭი ჰქონდათ. ქალაქის ცენტრში, ყველაზე დიდი დარბაზი იქირავეს და მაგიური შესაძლებლობების დახმარებით, მორთვა-მოკაზმაც არ გასჭირვებიათ. დეიზი გაცილებით ადრე მივიდა, სანამ ცეკვა-სიმღერა და ჟრიამული დაიწყებოდა. მარიანა დაიმარტოხელა როგორღაც.
- მაინცდამაინც ახლა უნდა უთხრა შენებს? - ჰკითხა ჩურჩულით.
- კი. ფიქრობ, რომ სისულელეს ვაკეთებ?
- არ ვიცი. წინასწარ ძნელია ამის განსაზღვრა. ძალიან ერთდროულად ამოგიკაშკაშდათ ცის კაბადონზე სიყვარულის ვარსკვლავი. კაენი ადრე ჩემან მოვიდა და მთხოვა, თუ კი რამე მომწამვლელი იყო მის სისხლში, რაც კატალინას საფრთხეს შეუქმნიდა, როგორმე ერთდროულად ამომეტუმბა.
- უშველე?
- კი. ადვილი შელოცვაა. მე ის მაინტერესებს, ამას გულით აკეთებ მარიანა თუ უბრალოდ რთული პერიოდი გაქვს და ცხელ გულზე მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გშველის?
- ეს ისაა, რაც მჭირდება და რაც მართლა გულით მინდა. - გაეღიმა ქალს - სხვათაშორის, შენთვისაც მაქვს ერთი კითხვა - ჯიბიდან დაკეცილი ქაღალდი ამოიღო და დეიზის მისცა. - წაიკითხე!
დეიზიმ ქაღალდი გაშალა და წაიკითხა.
გაწითლდა, გამწვანდა.
- კი, თანახმა ვარ - მარიანას ცრემლებით სავსე გადაეხვია.
- ღმერთმანი, ასეთ გულმხურლავე თანხმობას არ ველოდი - მერე მარიანასაც აუჩუყდა გული.
- არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ეგება მეც ჩაგეხუტოთ? - კატალინამაც შეახსენა გოგოებს თავისი არსებობა და მარიანას გამოშვერილ ხელს მთელი სხეულით ჩაეკრო.
ასე იდგნენ სამივენი და თითქმის სამივეს ეტირებოდა, თუმცა რა ატირებდათ, თავადაც არ იცოდნენ.
დეიზი და გაბრიელი ისე შორი-შორს იდგნენ რომ მერე ცოტა საეჭვო გახდა და გადაწყვიტეს, ერთმანეთს მისალმებოდნენ. გაბრიელის გვერდით აურორა იდგა. ჯადოქარს ერთი სული ჰქონდა, ამ სამყაროდან აეორთქლებინა. ან სანამ ააორთქლებდა, თმის ყველა ღერი სათითაოდ დაეძრო მისთვის და მერე ფრჩხილებიც.
ნელა მივიდა გაბრიელთან, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ აურორას უფრო მიესალმა, ვიდრე კაცს.
- ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ - დაეჭვდა აურორა. დეიზის არ ესმოდა, როგორ შეიძლება ქალი ყველაფერში ეძებდეს საეჭვიანო მიზეზსო.
- ჰო, ჯადოქარი ვარ, ჩემს უბანს არასოდეს ვტოვებ და იშვიათად გამოვდივარ გარეთ.
- სალამი დეიზი, ტყუპებს ძალიან უყვარხარ როგორც ჩანს. საუკუნეებია, ჩემი ატანა არ აქვთ და ასე მალე როგორ შეგიყვარეს, ვერ გაიმიგია.
- დალაგებულად ვიქცევი და ალბათ მაგიტო. - სრულიად მოულოდნელად, ფიქრები გააჟღერა ჯადოქარმა.
გაბრიელი მოემზადა, რომ დიდი ალბათობით, აურორას შეკავება მოუწევდა.
შეშლილმა მაგრად იცინა.
- აი თურმე რატო მოსწონთ, ძალიან საყვარელია - წარმოთქვა ხითხითით - და ლამაზიც. ვინმე კარგი ბიჭც უნდა ვუშივით და ეგაა,
- ჰყავს უკვე - გიჟივით წამოიძახა გაბრიელმა - ქმარი და შვილი.
- კი, დაოჯახებული ვარ. - თავი დააქნია დეიზიმ.
- შვილიც? როდის მოასწარი?
- სწრაფი ვარ.
- უნდა ნახო რა მაგარი ბავშვი ყავს, პირწავარდნილი დედამისი - დაამატა გაბრიელმა.
- მე მამამისს უფრო ვამსგავსებ.
- ჰო, აი თვალებით კიი.
- აქ არ არიან?
- არა. ასეთი წვეულებები ჩემი სტილია. ქმარი ბავშვს იტოვებს ხოლმე. ძალიან მეხმარება ყველაფერში.
- მშვენიერია, წავალ მე შამპანურს დავლევ - თქვა აურორამ და ცეკვა-ცეკვით გაემართა სასმელისკენ.
- წადი შეშლილო იდიოტო, წადი - მიაძახა დეიზიმ ჩუმად - ერთი სული მაქვს, როდის მოვკლავ! უსამართლობაა, რომ მე ღამ-ღამობით პატარა ქოხში გნახულობ და ეს დაცენტრილი სულ გიყურებს.
- მიყურებს არა ის. ძირითადად, ვიმალები.
- ნუ სულელობ რაღაცეებს - გაეცინა დეიზის - დამფრთხალი და დამალული არასოდეს მინახიხარ.
- არა, მაგრამ ხომ გაგეცინა?
- კი.
- რა მაგრად გაკოცებდი რომ იცოდე - შეუმჩნევლად, ცალი ხელი საჯდომზე გააპარა და უჩმიტა.
- ღმერთო - წამოიკივლა ქალმა - ბარემ პირდაპირ ენა შემიყავი პირში და უფრო ვერ იეჭვებს ვერაფერს.
- ერთი ორი ჭიქაც და ისე დავიკიდებ, რომელიმე სადარბაზოსთან მოგვიწევს ზასაობა.
- სადარბაზო რატომ?
- სულ მაინტერესებდა ახალგაზრები რომ მანდ კოცნაობენ, რა ხიბლი აქვს.
- წასასვლელი არ აქვთ სულელო.
- მაშინ ამ ღამითაც ქოხში ძილი მოგვიწევს.
- ვლადი ჩვეულებრივ ძიძად ვაქციე. დისტანცია დაიცავი, აურორამ გამოიხედა - ორივეს ძალიან დაუსერიოზულდა სახე და შორიდან გააგრძელეს ლაპარაკი.
- ძიძად შენ გაქცია.
- მე ძიძა არ ვარ, ჩემი ბავშვია!
- აბა ეგ მამაჩემს უთხარი. რა ირონიულია ცხოვრება, ჩემი შეყვარებული ჩემი დის დედაა. აქ რამე მექსიკური სერიალის საუნდრეკი უნდა გაგვყვეს ფონად. პარკერი ერთ-ერთ გადაცემაში ნამდვილად მაგას გაგვიკეთებს და ვერც გავამტყუნებთ.
- უცნაურად არ გეჩვენება, რომ ყველაფერი იცის, თუმცა ბავშვზე კრინტი არ დაუძრავს? - ჰკითხა დეიზიმ.
- მემგონი საკონტროლო დარტყმისთვის ემზადება.
- მე კი ეჭვი მაქვს, რომ მარიანას გამო არ ამბობს.
- გრძნობაგაყინული ხალხი არავის გამო არ აკეთებს სიკეთებს.
- ოდესმე გაგყინვია გრძნობები გაბრიელ?
- არა. გრძნობებიანიც კაი სადისტი ვიყავი.
- ჰო, მსმენია იმ საწყალ ბავშვებზე - ვეღარ მოითმინა დეიზიმ რომ არ ეთქვა, ვიციო.
- ბავშვთა სახლის ამბავს გულისხმობ?
- ჰო.
- სერიოზულად? ეგ აურორამ მიხოცა ყველა - იუარა გაბრიელმა - მოიცა, შენ გეგონა რომ ბავშვები დავხოცე და მაინც გიყვარდი?
- დიახ.
- რა საყვარელი ხარ.
- საყვარელი კი არა, სულელი ვარ. ჯადოქრებს ჰგონიათ რომ შენ მოკალი.
- აურორა მიყვარდა მაშინ ან მეგონა რომ მიყვარდა და მე დავიბრალე. მაშინ ვფიქრობდი, მხოლოდ იმასთან ყოფნა მეკუთვნოდა, ვისაც ჩემნაირად დაწყევლილი სული ჰქონდა.
- შენ არ გაქვს დაწყევლილი სული გაბრიელ!
- კაი რა, მე პარკერივით ჯოჯოხეთში ყოფნა მიწერია საბოლოოდ.
- მეც გამოგყვები.
- ჯოჯოხეთში გამომყვები?
- რა თქმა უნდა. აბა შენ სიყვარული რა გგონია? მხოლოდ ხის ქოხში შეკრება და ყველა მაგიდაზე, სკამზე ან საწოლზე სექსი?
- არა, უბრალოდ არაა საჭირო შენც ჩემნაირი წყეული გახდე. ისედაც კარგი წყვილი ვართ შენი მხრიდან თავგანწირვების გარეშე.
- ანუ რას მეუბნები? თუ საჭიროა, შენ არ გასწირავ ჩემთვის თავს?
- დეიზი, შენთვის მოვკვდები. თუმცა ეს ასეც უნდა იყოს.
- ახლა რაღაც სექსისტურ პოლემიკაში გადავდივართ და არ მომწონს - გულხელი დაიკრიფა ქალმა.
- სექსიზმი რა შუაშია? შენ წმინდა ხარ. ცხოვრებაში, ისეთი არაფერი მიგიქარავს და სჯობს, წმინდათვე დარჩე. აი, ამას ვგულისხმობ.
- წყეულიმც იყოს ყველა სიწმინდე. საერთოდ, წყეულიმც იყოს ყველაფერი, რაც შენ არ გეხება! და ჩემს გარდა ვინც შეგეხება, ისიც წყეული იქნება, ამის გარანტიას ნამდვილად გაძლევ.
აურორა ცეკვა-ცეკვით მოვიდა და გაბრიელის ხელს ჩაებღაუჭა.
„აი ერთი უკონკურენტო წყეული“ - გაიფიქრა დეიზიმ. იქაურობას ჩამოშორდა. გული ერეოდა იმისი ყურებით, რომ ვიღაც შეშლილს გაბრიელის ხელზე შეხება შეეძლო და ვერც თავად ახერხებდა ამის საწინააღმდეგოდ რამეს, ვერც გაბრიელი.
მარიანა სცენაზე ავიდა. დეიზიმ იფიქრა, ახლა სიმღერას ხომ არ აპირებსო და მერე გაახსენდა, ქალის ჩანაფიქრი.
- ერთი, ერთი - მიუკაკუნა მიკროფონს ხელი. მერე პარკერი გაახსენდა. იმასაც იგივენაირი მაიმუნობები სჭირდა ხოლმე სახალხო გამოსვლებისას. - გამარჯობა, მნიშვნელოვანი სიახლე მაქვს ჩემი ოჯახის წევრებისთვის - საუბრისას, ერთი იმხელა ჭიქა გადაჰკრა, მაგის აკანკალებული ხელითაც მიხვდებოდა კაცი რომ მაგრად ნერვიულობდა. - მე და ქრისტიანო დავინიშნეთ.
- რაა? - იყვირა გაბრიელმა.
კატალინას არაფერი უთქვამს. ეგრევე სკამზე ჩამოესვენა ძალაგამოცლილი.
- ვიცოდი, რომ ეს რეაქცია მოჰყვებოდა - თვალები გადაატრიალა მარიანამ - ქორწინებას ერთ თვეში ვგეგმავთ და ყველანი დაპატიჟებულები ხართ - ახარა ბედნიერად. მერე გვერდზე მდგომ ქრისტიანოს ტუჩებში აკოცა.
- კაი, დაწყნარდი, პულსი სად გაგექცა? - ხელი სახეზე მოუთათუნა კაენმა კატალინას.
- როგორ გაბედა? როგორ გაბედა ჩემს გარეშე დანიშნულიყო?
მოულოდნელად, მთელი შენობა შეზანზარდა.
თან ისე შეზანზარდა, ხალხი პანიკამ მოიცვა.
- ვლადმა შეიტყო - წარმოთქვა გაბრიელმა - ვლადმა შეიტყო და ყველას გაგვედება!
- ვლადმა კი არა, პარკერმა შეიტყო - გაეცინა დეიზის და დაკეცილი ქაღალდი ამოაძვრინა ჩანთიდან.
- ეგ რა არის?
- ნახე შენმა დამ რა დამიწეა- დეიზიმ გაშალა: „ჩემი მეჯვარე იქნები?“
- დათანხმდი?
- რა თქმა უნდა.
- ანუ მე არ ვარ მეჯვარე? - შეიცხადა აურორამ.
- არა, შენ არ ხარ - ამათ მაგივრად უპასუხა მარიანამ და დეიზის ამოუდგა გვერდში.
- კატალინა გყავს მოსასულიერებელი და თან მიწა ჯერ კიდევ იძვრის.
- კატალინა როგორმე გადახარშავს. ვლადია აგონიაში. სისხლის სავანიდან აღწევს მაგისი ღრიალი და აქაც აგვაჭრაჭუნა.
- ჰო, მიწაზე ვლადია აგონიაში, მიწისქვეშიდან პარკერი გვიტევს - ეშმაკური ღიმილით შეხედა დეიზიმ მეგობარს და მერე შეუმჩნევლად, ერთმანეთს ხელი ხელზე მიურახუნეს გამარჯვების აღსანიშნავად.
- ეს რა ჯდანაბა იყო? - სკამიდან წამოხტა კატალინა და მარიანასთან მიიჭრა - რა გათხოვება აგიტყდა, ნორმალური ხარ?
- რატომაც არა? რა პრობლემაა, ვერ ვხვდები.
- შენ თვითონ ვერ ხედავ პრობლემის არსს? ძალიან კარგი. მაშინ მე და კაენიც ვქორწინდებით.
- კაენს ისეთი სახე აქვს, აშკარად თვითონაც ახლა გაიგო - გაეცინა გაბრიელს.
- არა, პრობლემა არ მაქვს, ჩემზე არ იდარდოთ - მხარი აუბა კატალინას და მერე ღიმილით გადაჰხვია ხელი.
- ძალიან კარგი. შეგვიძლია, ორმაგი ქორწინება მოვაწყოთ. რას იტყვი? - მარიანას კატალინა ყველაფერზე მეტად უყვარდა, თუმცა როცა ასე დამპლურად და ჯინაზე იქცეოდა, რაღაცნაირად, ცემა უნდებოდა მისი. - დეიზი მეჯვარეობას გამიწევდა და ვიცხოვრებდით ბედნიერად.
- უკვე ჩემი მეჯვარეა!
- კაი, არაუშავს, აურორას წავიყვან მეჯვარედ - თვალი ჩაუკრა კატამ გახარებულ აურორას, იმას ვერ ხვდებოდა რომ უბრალოდ სხვას ვერავის მოჰკრა ახლო-მახლო თვალი და იმიტომ . აქ უკვე მიხვდა კაენი, რომ არანაირი ქორწინება არ შედგებოდა.
რაღაც მომენტში, შვებითაც ამოისუნთქა, მაგრამ მერე დაფიქრდა, შვებით ამონასუნთქი იყო თუ იმედგაცრუების ოხვრა?
- ორივეს მეჯვარე ვიქნები, რა პრობლემაა? - აურორა გაბრიელს ართმევდა, თუმცა ტყუპების მეჯვარეობას ნამდვილად ვერ დათმობდა ასე მარტივად.
* * *
ღამით, სისხლის სავანის საზღვარი ჯადოქარმა გადაკვეთა. ნაცნობი სურნელით გაეჟღინთა ფილტვები, მშობლიურმა ნიავმა თმაზე მოურიდებლად დაუბერა და სახეზე მოეფერა. მარიანა იღიმოდა. იღიმოდა და მზად იყო, თითოეულ ხეს სრული სერიოზულობით მისალმებოდა.
- სად იყავი ამდენ ხანს? - ეკითხებოდა თავისი ქალაქი, თავისი კოშკი.
- მაპატიე. სუსტი ვიყავი და გავიქეცი.
- ისევ წახვალ?
- ისევ წავალ.
ქალაქი ოხრავდა.
ქალაქი შფოთავდა.
წუხდა თავისი ბავშვების გამო, ენატრებოდა ისინი. ასე იცოდა ყველამ. ჯერ სამუდამო სიყვარულს შეჰფიცავდნენ და მერე ისე აქცევდნენ ზურგს, თითქოს არც არაფერი ყოფილიყო. სისხლის სავანე იმ დღეს წყევლიდა, როცა თავისი სახელი დაერქვა. მერე გეგონება, ხალხი დაფრთხა, აქაო და არ გაამართლოს, მართლა სისხლის სავანე არ იყოს აქაურობაო.
შემდეგ კი შეძახილმა ხე გაახმო.
სისხლის სავანე ვლადს შეერწყა და მისი ერთგული გუშაგი გახდა. მაინც არავის უყვარდა ქალაქი. ჰოდა იფიქრა, ვისაც ვძულვარ, მიზეზიანად შემიძულოსო ბარემ. მერე მხოლოდ ვლადისა დ მისი ოჯახის მოსიყვარულედ იქცა მისი წყვდიადისფერი ქუჩები.
ახლა დაკარგა თავისი ბავშვები.
ჯერ სამი ბავშვი, მერე კარმილა, ბოლოს ჯენიც წავიდა,
უკუნით სიბნელეში, მარიანა მამამისს შეხვდა. მხარზე ყვავი ეჯდა და ფრინველიც კი განრისხებული შესჰყურებდა აჯანყებულ შვილიშვილს.
- რა კონცერტი მოაწყვე მარიანა? - ჰკითხა ვლადმა. - ან რა გათხოვება აგიტყდა?
- შენ ვერ შეცვლი ამ გადაწყვეტილებას! - მკაცრი და შეუვალი იყო ქალის გამომეტყველება, მისი ხმა.
მერე ვლადი მიუახლოვდა ქალიშვილს. მხრებზე ხელი დაადო.
- თვალებში ჩამხედე და მითხარი, რომ შენი ნებით მიჰყვები.
- ქრისტიანო მიყვარს!
- სიყვარულსა და ნებას შორის, დიდი განსხვავებაა.
- რას გულისხმობ? ვინმე ხომ არ დამაძალებდა - გაეცინა ქალს - რომ მოვინდომო, აქეთ მოვაყვანინებ ცოლად თავს ნებისმიერს. რაებს, ლაპარაკობ.
- მე სულ სხვა რამეს ვგულიხმობ. შენ პარკერის გონზე მოყვანა გინდა. ასეა?
- სისულელეა! - წამოიყვირა ქალმა - ჩემი ქორწინება და პარკერი რა შუაშია ერთმანეთთან.
- მამაშენს ნუ ეტლიკინები პატარა ლაწირაკო! - ისე დაუღრიალა ვლადმა, თავი ათი წლის ბავშვი ეგონა. - გინდა პარკერს გრძნობები დაუბრუნდეს და ჯოჯოხეთიდან, პირდაპირ შენთან გამოიქცეს. რაღაცა ბანძ თამაშს თამაშობს და ვერ ხვდები, რომ შენ სასიკეთოდ არ დამთავრდება. მაქსიმუმ, პარკერმა თქვენი გამწარება მოინდომოს, პირდაპირ ქორწილში მოგადგეს და ყველა ამოგხოცოთ! აი, რასაც მიაღწევ.
- შენ წარმოდგენა არ გაქვს. წარმოდგენა არ გაქვს არც მეგობრობაზე და არც სიყვარულზე.
- მაგას მე მეუბნები? სამი იდიოტი შვილი მამას გამოექეცით, დედა მიატოვეთ, სადღაც ჯანდაბაში გადასახლდით და კიდევ მე არ შემძლებია არც ერთგულება, არც სიყვარული. ამდენი ხანი, გულში რა წყენასაც ვინახავდი, ერთიანად ნუ ამომაფრქვევინებ, არ მინდა, წინასაქორწინო განწყობა გაგიფუჭო.
- სერიოზულად? ჩვენ ვართ დამნაშავეები სისხლის მდინარედ რომ აქციე მთელი ქალაქი და წასვლა გვაიძულე აქედან?
- დიახ. სისხლის მდინარე თქვენი ძმის დაგუბებულიც ბევრი გქონდათ ნანახი, თუმცა მაინცდამაინც მამიკოა მონსტრი. თქვენ რომ ჩემთან ყოფილიყავით, ერთი მაინც რომ დარჩენილიყავით, თავდასხმისას, კარმილას დაცვასაც შევძლებდი და პატარა ჯენისაც.
- აი თურმე რაშია საქმე, ჩვენ გვადანაშაულებ დედის სიკვდილში. იმიტო დაგვიკიდე ფეხებზე ბოლო 5 წელი.
- ეს არ მიგულისხმია, თუმცა რა დაგიმალო და, სანახევროდ, ეგეც ვიგულისხმე.
- გასაგებია - მარიანა შეტრიალდა და წავიდა.
ვლადი ცოტახანს თავის გოგონას შეჰყურებდა. ნანობდა რომ აწყენინა. თან უბრალოდ კი არ აწყენინა, პირდაპირ გულში დაჭრა.
ზოგჯერ იმას არ გულისხმობდა, რასაც ამბობდა, თუმცა ახლა ნაწილობრივ, მაინც გულის ნადებმა ამოხეთქა. ვლადს უხაროდა, რადგან გოგონები არ შეესწრნენ დედის სიკვდილს, რადგან თავიდან აირიდეს საფრთხე, მაგრამ მეორე მხრივ, კარმილას გადარჩენის შანსი ნამდვილად იქნებოდა მათთან ერთად.
სახლში მივიდა.
ვაის გაეყარა და ვუის შეეყარა.
დაცენტრილი კიარა ელოდებოდა სასახლეში. ვლადს ქალისთვის ყურადღება არ მიუქცევია. დარბაზის შუაგულში მდგარ მამაკაცის ბიუსტს შეხედა.
- ლამაზია - უთხა კიარამ. საერთოდ არ ადარდებდა მაგისი მშვენიერება, მაგრამ ზოგჯერ ჰორმონალურ დონეზე სჭირდებოდა ვლადთან ლაპარაკი. სხვას ვერაფერს იღებდა და ხმა მაინც გაეგონა მისი.
- ოდესმე მეგობარი გყოლია კიარა? - ჰკითხა ვლადმა.
- არა.
- არც მიკვირს. ისეთები, როგორებიც ჩვენ ვართ, ყველას განიზიდავენ. ეს კაცი მხოლოდ ქანდაკება არაა. მას უილიამი ერქვა და ერთადერთი მეგობარი იყო, ვინც კი ოდესმე მყოლია.
- ვინ გააქვავა? - გაუკვირდა კიარას.
- მე.
- რატომ?
- მხოლოდ საუკეთესო მეგობარი შეიძლება გახდეს შენი დაუძინებელი მტერი. ჩვეულებრივ ნაცნობებთან მტრობა არავის უღირს.
- მთლიანი ისტორიის მოსმენა მინდა ვლად!
- ხასიათზე თუ ვიქნები ოდესმე, მოგიყვები. ისე, სხვათაშორის, მალე მარიანა თხოვდება. ორივენი დაპატიჟებულები ვართ - ეშმაკურად წარმოთქვა ვლადმა - შეგვიძლია, წყვილად მივიდეთ.
- რას ამბობ?
- არა, კისერზე ნუ ჩამომეკონწიალები, მხოლოდ თავს მოვაჩვენებთ. ჩემმა შვილებმა ვერ ისწავლეს რომ მამამისის გამწარებით, ისევ თვითონ დამწარდებიან!



№1  offline წევრი წიწაკა

მარიანამ და ქრისტიანომ როდის მოასწრეს:დ მაგ მომენტზე ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ყურში ჩაყვრიებით გამომაღვიძეს. ისეთი გიჟი ქალია უეჭველი რაღაც აქვს ჩაფიქრებული. ვიცოდი რომ კატალინა არ ჩამორჩებოდა:დ რა საყვარლები არიან. ნეტავ ტყუპისცალიც მყავდეს რაა.
ვლადის მოყოლილი ამბები ძალიან მიყვარს და ცუდ ადგილას გამიწყვიტე, მაგრამ არ გიბრაზდები (დიდი ამბავი:დ) ქორწილში კიარას წაყვანა ნამდვილად შოკი ამბავია:დ აი რატომაც მიყვარს ჩემი, შენი, ჩვენი, მათი უუსასტიკესობა ვ ლ ა დ ი მ ე რ ი. მოკლედ, ამ "სამყაროებს" ორი ვლადიმერი აზანზარებს:დ იქ დროგო და აქ პუტინი:დ
მართალია გული მეტკინა სხვაში რომ გამცვალა, მაგრამ პირველად ხომ არ მომხდარა, არა?! შევეჩვიე უკვე.
:დდ
ველი შემდეგს გამგელებული და გააფთრებული:დ ამ ისტორიას რაღაც ჯანზე მივყავარ მგონი:დ

 


№2  offline წევრი კირა

როგორ მომწონს ეს ისტორია და რა ბედნიერი ვკითხულობ:)))) ბრავო შენს ფანტაზიებს და ყველა გმირი რო მომწონს ისეთია, მაგრამ უფრო მაჯნდ დეიზი-გაბრიელის:))

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
მარიანამ და ქრისტიანომ როდის მოასწრეს:დ მაგ მომენტზე ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ყურში ჩაყვრიებით გამომაღვიძეს. ისეთი გიჟი ქალია უეჭველი რაღაც აქვს ჩაფიქრებული. ვიცოდი რომ კატალინა არ ჩამორჩებოდა:დ რა საყვარლები არიან. ნეტავ ტყუპისცალიც მყავდეს რაა.
ვლადის მოყოლილი ამბები ძალიან მიყვარს და ცუდ ადგილას გამიწყვიტე, მაგრამ არ გიბრაზდები (დიდი ამბავი:დ) ქორწილში კიარას წაყვანა ნამდვილად შოკი ამბავია:დ აი რატომაც მიყვარს ჩემი, შენი, ჩვენი, მათი უუსასტიკესობა ვ ლ ა დ ი მ ე რ ი. მოკლედ, ამ "სამყაროებს" ორი ვლადიმერი აზანზარებს:დ იქ დროგო და აქ პუტინი:დ
მართალია გული მეტკინა სხვაში რომ გამცვალა, მაგრამ პირველად ხომ არ მომხდარა, არა?! შევეჩვიე უკვე.
:დდ
ველი შემდეგს გამგელებული და გააფთრებული:დ ამ ისტორიას რაღაც ჯანზე მივყავარ მგონი:დ

შენ ძაან ნუ შეგიყვარდება კიარა და ვლადი, არაა ეგ წყვილი :დდ გოგო ვლადიმერი არ ჰქვია, იმენა ვლადი ჰქვია, თავიდან ვლადიმერი დავარქვი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. პუტინის სახელს მე ვერ დავარქმევდი ამ ანგელოზივით კაცს :დდდ
მზაკვრული იდეები მაქვს, მზაკვრული :დდ კიი, ჯანზე ვარ. სამსახურშიც ვასწრებ ხოლმე წერას და ცხოვრება მიხარია



კირა
როგორ მომწონს ეს ისტორია და რა ბედნიერი ვკითხულობ:)))) ბრავო შენს ფანტაზიებს და ყველა გმირი რო მომწონს ისეთია, მაგრამ უფრო მაჯნდ დეიზი-გაბრიელის:))

ძალიან მიხარია რომ მოგწონს კირა <3 რაღა დაგიმალო და მეც დეიზი-გაბრიელა მევასებიან განსაკუთრებით, თუმცა ბედისწერა სხვა წყვილებსაც შეგვახვედრებს smile smile

 


№4 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

რროოოგორც იქნა!!!
ვლადის და მისი მეგობრის ისტორია მართლა რო არ დაწერო, თმას დავიპუტავ პინცეტით ღერა-ღერა.

ძალიან კარგი თავი იყო. ვგიჟდები ქალაქის გრძნობებს რო აღწერ, სასწაულია.

"ჯერ სამუდამო სიყვარულს შეჰფიცავდნენ და მერე ისე აქცევდნენ ზურგს, თითქოს არც არაფერი ყოფილიყო."

ჰო, სამწუხაროდ ასეა. ადამიანები ყოველთვის ტოვებენ ერთმანეთს და საყვარელ ადგილებს.
ლავ

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი მოიისფრო
რროოოგორც იქნა!!!
ვლადის და მისი მეგობრის ისტორია მართლა რო არ დაწერო, თმას დავიპუტავ პინცეტით ღერა-ღერა.

ძალიან კარგი თავი იყო. ვგიჟდები ქალაქის გრძნობებს რო აღწერ, სასწაულია.

"ჯერ სამუდამო სიყვარულს შეჰფიცავდნენ და მერე ისე აქცევდნენ ზურგს, თითქოს არც არაფერი ყოფილიყო."

ჰო, სამწუხაროდ ასეა. ადამიანები ყოველთვის ტოვებენ ერთმანეთს და საყვარელ ადგილებს.
ლავ

მაგათ მოგონებებს აუცილებლად გამოვაჩენ და მთელ ისტორიას მოვყვები მაგათსას <3 ჰო, ქალაქის გრძნობები ჩემთვის ძალიან მშობლიურია, ადრე, ბავშვობაში ვწერდი ხოლმე ლექსებს და მოთხრობებს კოშკზე, სადაც ყველა ჩემი ერსონაჟი ცხოვრობდა და ეგ კოშკი აქ გავაცოცხლე

 


№6  offline მოდერი სალანდერი

მომენატრე მეთქი რომ გითხრა, ხო დეგენერატი ვიქნები, მაგრამ მომენატრე და ჰა. თან როგორ, ფანტასტიკის კითხვა დავიწყე ადამიანმა, რომელსაც ჰარი პოტერიც კი არ აქვს წანაკითხი, ჟანრის გამო.
მარტო შენ შეგიძლია, ერთ ისტორიაში ამდენი ქალი გყავდეს და ყველა ერთმანეთზე მაგრები, იმდენად მაგრები რომ ვერ ვხვდები რომელი უფრო მომწონს.
აი შენი ბიჭები კიდე ვაფშე სხვა თემაა, მაგრამ ქალებთან ვერასდროს მივლენ. ის იშვიათი გამონაკლისი ხარ, ვისი პერსონაჟი ქალებიც მაგრად მევასებიან.
შენი იუმორი საერთოდ სხვა განზომილებაა რა.
ჰოდა რა უნდა მეთქვა კი დამავიწყდა, ისტორიას ბოლოს შევაჯამებ, ჯერ-ჯერობით მაგრად ვერთობი და მგონია რომ ამ ისტორიის მთავარი დანიშნულებაც ეგაა.
მადლობა მონატრებული ემოციებისთვის ენ ჯეინ.

 


№7 სტუმარი მორიელი

აურორა ძაან მიშლის ნერვებს
გაბრიელი და დეიზიიიიი საოცრებაააა
მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent