შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯი (მეცხრე თავი)


22-02-2020, 20:56
ავტორი Keke27
ნანახია 2 577

9 თავი.

დილით, როგორც წესი, აბაზანა მიიღო, ჩაიცვა და ნიკოლოზს მიწერა, გამოვდივარო.
ოცდათხუთმეტი წუთი სჭირდებოდა მეტროთი თაიმ სკვერზე გასასვლელად.
ნიუ იორკში, ყველაზე მოსახერხებელი და სწრაფი ტრანსპორტი გადასაადგილებლად მეტროა.
ელენეს ყოველთვის მოსწონდა მეტროთი მგზავრობა. წიგნს ამოიღებდა და მანამ არ წყვეტდა კითხვას, სანამ დანიშნულების ადგილზე არ მივიდოდა. ხშირად მეტროდან გამოსულსაც გაუგრძელებია კითხვა. ისე აუვლია კიბეები გარეთ გასასვლელად, რომ წიგნზე თვალი არ მოუშორებია. ხალხის ნაკადს მიყვებოდა.
ერთხელ შეცდომით სხვა მახარეს წაიყვანა ხალხის ნაკადმა და გასაუბრებაზე დააგვიანდა ამის გამო. დამნაშავე კი, გრაფი მონტე კრისტო იყო.

გვიან, როდესაც სტუმრები გააცილა, მაშინვე დაურეკა გიგაურს. კაცს არ ეძინა. მეტიც, ელოდა ელენეს ზარს.
შეთანხმდნენ, რომ მანჰეტენზე შეხვედროდნენ ერთმანეთს.
გიგაური ისე ღელავდა, გამთენიისას დაიძინა მხოლოდ.
ელენეს გამო, სოციალურ ქსელში, ექაუნტიც კი შექმნა. სახელწოდებით „ჩეგე ვარა“.
ფოტოებს, სტატუსებს გადახედა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ ელენე ბუჩუკური ყველაზე უცნაური და საინტერესო ქალი იყო მისთვის, ვინც კი აქამდე შეხვედრია.
ერთ-ერთმა სტატუსმა, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, რომელიც ერთი წლის წინ ჰქონდა დაწერილი.
ელენე წერდა: როდესაც ურთიერთობები დაშორებისკენ მიდიან, ზოგისთვის მტკივნეულია, ზოგისთვის კი, შვება. თუმცაღა ეს შვებაც ტკივილის ფასად მოგვევლინა. საბოლოოდ დაშორება ტკივილს და სიცარიელეს ტოვებს. მერე დიდხანს ვებრძვით ამ სიცარიელეს, მის შევსებას ვცდილობთ მაგრამ რაც არ უნდა ვეცადოთ, არაფერი გამოდის. ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს. იმ სიცარიელის შეგრძნება გახსენებს რომ შემდეგში არ დაუშვა იგივე შეცდომა. როდესაც ურთიერთობა ნამდვილ გრძნობაზეა დამყარებული, მასზე ვერავინ და ვერაფერი ახდენს ზეგავლენას. მხოლოდ საკუთარ შეცდომებს შეუძლიათ მიგვიყვანოს სავალალო შედეგამდე. სწორედ ეს შეცდომებია რომ ტოვებენ ტკივილებს და სიცარიელეებს ჩვენში. ადამიანი, რომელიც მიდის შენგან, მას თან რაღაც შენიც მიაქვს. არ აქვს მნიშვნელობა ის პიროვნება ცუდი იყო თუ კარგი. მას მაინც მიაქვს მისი წილი შენი ნაწილი, რომელიც დაუკითხავად მიისაკუთრა და სწორედ ეს გაცარიელებს.
ძალიან დიდი ყურადღებით უნდა დავუკვირდეთ ურთიერთობებს, რამე თუ ბოლოს, ღონემიხდილი, სასოწარკვეთილი და გამოფიტული არ დავრჩეთ, თორემ ძალიან, ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება ფეხზე წამოსადგომად და გზის გასაგრძელებლად.
გიგაური ერთხანს ჩაფიქრებული უყურებდა ეკრანს. ისევ წარმოიშვა კითხვის ნიშნების კორიანტელი.
პოსტზე არსებული კომენტარებიდანაც ვერ დაადგინა, სტატუსის დაწერის მიზეზი. მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ ძალიან კარგად წერ და შენ ძალიან ძლიერი ხარო.
_შენი თქმის არ იყოს, ბუჩუკური, რა უშფოთველი ცხოვრება მქონდა სანამ შენ გაგიცნობდი. - ხმამაღლა გაიფიქრა ნიკოლოზმა. მისმა ნათქვამმა გააღიმა. ტელეფონის ეკრანი ჩააქრო და თავს დაძინება აიძულა.

როდესაც მეტროდან გამოვიდა, გული ბაგა-ბუგით უცემდა.
რამდენიმე წუთიც და ნიკოლოზს ნახავდა.
„როგორ მივესალმო? მხოლოდ გადავკოცნო, თუ გადავეხვიო? არა რა გადავეხვიო.. უხერხულად იგრძნობს თავს, მივახტე ახლა და კისერზე ჩამოვეკიდო... თუმცა რატომაც არა, დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას, მაგრამ ასე ძალიანაც არ უნდა დამეტყოს, რომ მომწონს და მიხარია მისი ნახვა. არა, ეს ისედაც იცის მან, რომ მომწონს. ის რომ მე დღესაც ვხვდები მას, იმის დასტურია, რომ გულგრილი არ ვარ მის მიმართ. ეს რა თქმა უნდა იცის მან, მაგრამ არ უნდა დამეტყოს.... გულო, შენ ჩამშვიდდი მანდ, ნუ ამოვარდები... ღმერთო ჩემო, პულსი მაჯაზე კი არა, სახეზე გამესინჯება ახლა... ჯანდაბა! როგორი სიმპათიურია!...“ ფიქრის ძაფი გაუწყდა. ბუჩუკურის წინ გიგაური იდგა და უღიმოდა.
_გამარჯობა.- მიესალმა კაცი დაბნეულ ელენეს და მისკენ გაემართა. გიგაური მიხვდა, რომ ქალზე შთაბეჭდილება მოახდინა და მის გულს ეამა ეს ფაქტი. შავი პალტო, მუხლამდე უფარავდა შავ შარვალს. ხოლო თეთრ როლინგს კი მკაფიოდ გამოეკვეთა მამაკაცის მაღალი ყელი.
_გაგიმარჯოს.- ბუჩუკური მაშინ მოეგო გონს, როდესაც ნიკოლოზის რბილი ბაგე, ლოყაზე შეეხო. ორივემ, მალულად, ღრმად შეისუნთქეს ერთმანეთის სურნელი.
_როგორ ხარ?- ჰკითხა ბუჩუკურმა და დაბნეულობისგან თავის უფრო დასაღწევად, შეუმჩნევლად ბარძაყზე იჩქმიტა.
ეტკინა, თუმცა გამოფხიზლდა.
_კარგად ვარ. ვტკბები უქმე დღეებით. - გასცა პასუხი და მზერა თავიდან ფეხებამდე მოატარა ქალს. შავი დუტის ქურთუკი ეცვა. ამავე ფერის , ტანზე მჭიდროდ მომდგარ შარვალში კი, უნაკლო სიზუსტით იკვეთებოდა ქალის ლამაზი ტანი. რუხი ფერის ქუდი, კი კიდევ უფრო კვეთდა მის თვალის ფერს, რომელიც ისეთი ლამაზი და დამატყვევებელი იყო, რომ ნიკოლოზმა გაიფიქრა, „ სულ, რომ არაფერი მითხრა, შენი თვალები იტყვის შენს სათქმელს“-ო.
_ რას საქმიანობ, ნიკოლოზ? - ჰკითხა ბუჩუკურმა და თან გზას დაადგნენ.
_იურისტი ვარ. იურიდიულ ფირმაში ვმუშაობ ახლა.
_ძალიან კარგია. - მეტი ვერაფრის თქმა მოიფიქრა.
__წუხელ ბევრი არ გვისაუბრია. მომიყევი როგორ ერთობი შენს მეგობრებთან ერთად. - გიგაურმა გაუმარტივა საუბრის გაგრძელება ქალს, რადგან ძალიან კარგად გრძნობდა მის მღელვარებას.
_ჩვენ ძირითადად სახლში ვიკრიბებით. ვსვამთ სასმელს, ვსაუბრობთ ყველაფერზე და მერე ვცეკვავთ კიდეც. - ელენეს გაეღიმა.- ხანდახან ბარში მივდივართ, მაგრამ არა სრული შემადგენლობით.
_კლუბებში არ დადიხარ?
_არა. არც არასოდეს ვყოფილვარ.
_რატომ, ელექტრონული მუსიკა არ მოგწონს?
_როგორ არა, მაგრამ დიდად არ მიზიდავ თავშეყრის ადგილი. ბარი მირჩევნია, კოქტეილი და ცოცხალი მუსიკა.
_მაშინ ერთ დღეს წავიდეთ იმ ბარში, რომელიც შენ მოგწონს?
_წავიდეთ, რატომაც არა?- გამხიარულდა ქალი.
_ ზაფხულში რას აკეთებ? როგორც ვიცი, საშინლად ცხელა ნიუ იორკში. შენ სად ემალები ხოლმე ზაფხულის სიცხეებს?
_ გეთანხმები, საშინლად ცხელა აქ. ბრუკლინში ვრჩები, რადგან ჩემი სამსახური არ ითვალისწინებს საზაფხულო არდადეგებს. მხოლოდ ერთი კვირით. ოკეანის სანაპირო, ჩემი სახლიდან თხუთმეტი წუთის სავალზეა. ამიტომ, ძირითადად სანაპიროზე ვატარებ დროს. ორი ან სამი დღით, აფსტეიტში ან ფილადელფიაში მივდივართ. ნიუ ჯერსშიც. ბუნებაში პიკნიკს ვაწყობთ... მოიცა, შენ ნიუ იორკში ზაფხულში არ ხარ ნამყოფი?
_ არა, არ ვარ. ისე ხდებოდა, რომ ყოველთვის შემოდგომა და ზამთარი მიწევდა აქ ყოფნა. გაზაფხულს და ზაფხულს საქართველოში ვატარებ.
_ანუ, თებერვლის ბოლოს ბრუნდები სამშობლოში? - ელენეს ხმაში სევდა შეეპარა. გიგაურს გული შეეკუმშა. საფეთქელთან ძარღვი გამოებურცა. დაიძაბა.
_ზუსტად არ ვიცი. შეიძლება შეიცვალოს რაღაც. - სცადა ქალის დაიმედება, მაგრამ ეს ნათქვამი საკუთარი თავის დაიმედება უფრო იყო. - მოდი აქ შევიდეთ, უგემრიელეს ყავას და ნამცხვრებს აკეთებენ.- უცებ პირველივე შემხვედრ კაფეზე მიანიშნა გიგაურმა, რადგან ეს სევდისმომგვრელი დაძაბულობა გაეფანტა.
ფანჯარასთან დასხდნენ. ელენემ ქურთუკი გაიძრო და ჩანთასთან ერთად სკამის საზურგეზე შემოკიდა. შარვალივით ტანზე მომდგარი ზედა ეცვა, რომელშიც ძალიან ლამაზ იყო გამოკვეთილი მისი მაღალი და სავსე მკერდი. კაცს წამიერად მზერა გაუშეშდა ელენეს მკერდზე. ქუდი რომ გადაიძრო და თმა სახელდახელოს გვერდზე გადაიგდო, ნიკოლოზმა ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და მთელი სხეული გიტარის სიმივით მოეჭიმა.
_კარგად ხარ? - ჰკითხა ბუჩუკურმა, რადგან უცნაურად გამოიყურებოდა.
_კი, კი, კარგად ვარ. რომელ ყავას დალევ?
_ჩვეულებრივს, რძით და შაქრით.
_კარგი და ნამცხვარს მე ავარჩევ, ჩემი ფავორიტი რომელიც არის. Okay?
_ Okay.
რადგანაც კაფეში თვითმომსახურეობა იყო, ნიკოლოზი ყავის და ნამცხვრის მოსატანად წავიდა.
ელენემ ტელეფონი ამოიღო და სოციალურ ქსელს გადაავლო თვალი. რამდენიმე შეტყობინებასაც უპასუხა და მის ბოლო პოსტზეც გასცა კომენტარს პასუხი.
გიგაური ორი ყავით და ნამცხვრებით ხელში, დაბრუნდა.
_აი ეს ნამცხვარია, ვფიქრობ შენც მოგეწონება. - მაგიდაზე ორ გამჭვირვალე კონტეინერში მოთავსებული ტკბილეულის ორი ნაჭერი დადო.
_აბა ვნახოთ, ასეთი რა არის. - ღიმილით თქვა ბუჩუკურმა.
_ როგორია?
_მართლაც ძალიან გემრიელია.
_ელენე, როდის დაოჯახდი? მომიყევი შენს ქორწინებაზე. - სრულიად მოულოდნელად შეცვალა თემა გიგაურმა და მოულოდნელი კითხვა დასვა. ქალმა პირთან მიტანილი ჩანგალი უკან დააბრუნა და გაკვირვებული მზერით შეხედა კაცს. - ასე ნუ გიკვირს. რა მოხდა თუ მაინტერესებს? ეს ლოგიკურიცაა.
ქალს რამდენიმე წამი დასჭირდა გამომეტყველების შესაცვლელად.
_ოცდაორი წლისამ გადავდგი ეს ნაბიჯი.- დაიწყო ელენემ, -ექვსი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ოფიციალურ ქორწინებაში არ ვყოფილვარ მართან, არც ჯვარი მქონია დაწერილი, მაგრამ ის ქმარი იყო ჩემი და არა ბოიფრენდი.
ქართველებს უჭირთ მაინც, ამდენი წელი იცხოვრო საყვარელ ქალთან და თავს ბოიფრენდი უწოდო.
შვილი არ გვავს, არ ვიყავი მზად დედობისთვის, თუმცა, გიგას ძალიან უნდოდა, რომ გვყოლოდა.
_ანუ, გიგა ჰქვია.- ჩაილაპარაკა კაცმა.
_კი, გიგა ჰქვია. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი... მართლა მიყვარდა. მომწონდა მის გარემოცვაში ყოფნა. ის კარგი ადამიანი იყო, სანამ.... სანამ ნარკოტიკის მომხმარებელი გახდებოდა. მერე აგრესიული გახდა ჩემს მიმართ. კონტროლს კარგავდა... როდესაც დამშვიდდებოდა, მოდიოდა ბოდიშს მიხდიდა და განიცდიდა მის ჩადენილ საქციელს... - მოსმენილმა გიგაურს სუნთქვა შეუკრა. საფეთქელთან ძარღვი უფრო შესამჩნევად გამოებურცა.
_ხელით გეხებოდა? - არ უნდოდა ეკითხა, მაგრამ მაინც დასვა ეს კითხვა. ჰკითხა და პასუხის მოლოდინში სისხლი გაეყინა. ხელისგულები ოფლით დაენამა. ბუჩუკურმა ისეთი მზერით შეხედა და დადუმდა, რომ პასუხი მის თვალებში ამოიკითხა. სვიტერის საყელო ნერვიულად გამოზიდა. ჰაერი სჭირდებოდა. - ახვარი. - გამოსცრა კბილებში.
_ მე ძალიან რთული ადამიანი ვარ, - განაგრძო ქალმა, - ძალიან რთულია ჩემი გაგება. ვუყვარდი, მაგრამ ვერ მიგებდა. ჩემ შეცვლას ცდილობდა. უნდოდა ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც მას სურდა. მე კი ამას ვერ შევეგუებოდი, ამიტომ ხშირად მოგვდიოდა კონფლიქტი.
ახალი ცოცხი კარგად გვის.. ამიტომ თავიდან არ ვაქცევდით ყურადღებას ჩვენს ნაკლოვანებებს. მოგვიანებით კი, ძალიან აგვერია ურთიერთობა. ნარკოტიკმა თავისი გაიტანა. ბევრჯერ ვთხოვე, რომ თავი დაენებებინა, მკურნალობაზეც კი დავითანხმე ერთხელ, მაგრამ მერე უარი განმიცხადა.
აიტან, მოითმენ, შეუძლებელს შეძლებს, როდესაც გიყვარს, მაგრამ თუ ხედავ, რომ მსხვეპლი მხოლოდ შენი მხრიდანაა გაღებული და არანაირ შედეგს არ იღებს, მერე სასოწარკვეთილება გიპყრობს და ნებდები. ამას დამატებული მისი უხეში მოპყრობა ჩემს მიმართ და საბოლოოდ მოახერხა, რომ შემზიზღებოდა ეგ ადამიანი. ყველაფერს ხაზი გადავუსვი და მისგან წამოვედი. მის მერე დამდევს, შერიგებას მთხოვს, თუმცა მე არასოდეს შევურიგდები მას.
არ მძულს. მე სიძულვილი არ ვიცი. ვთვლი, თუ კონკრეტული ადამიანის მიმართ სიძულვილმა შეგიპყრო, მასთან მარცხი განიცადე. მან გაჯობა რაღაცით და შენი ვერც ცნობიერი და ვერც ქვეცნობიერი ვერ ეგუება ამ ფაქტს, ამიტომ წარმოიშვება სიძულვილი. ამიტომ არ მძულს, ჩემი ყოფილი ქმარი. მას ჰქონდა მცდელობა, შეეცვალა ჩემი პიროვნება, შეეცვალა ჩემი ხასიათი, თვისებები... მე მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. მეგობრებთან ყოფნა. სიახლეები... ის კი, ცდილობდა ჩემგან თაროზე შემოდებული ძველი დამტვერილი ნივთი შეექმნა. ნაკლებად უინტერესო და თვალშიც ნაკლებად საცემი.
მოკლედ, ეჭვიანი იყო.
გადამეტებულად ეჭვიანი. გადამეტებული ეჭვიანობა კი, ავადმყოფობაა და ეს მას უსუსურს და საცოდავს ხდიდა ჩემ თვალში. თავი შემაზიზღა.
_ბოლოს როდის ნახე? - ჩამჭრელი კითხვა დაუსვა კაცმა ბუჩუკურს. ელენეს ისედაც აფორიაქებული ნერვები, უფრო აუფორიაქდა. დაიძაბა. სალფეთქს დაუწყო წვალება. ქალის დუმილი ნიკოლოზს არ მოეწონა. - ელენე, შემომხედე. - ხმა გაიმკაცრა გიგაურმა. ელენემ მორჩილად დაყვა მის ნებას და თვალებში შეხედა. ისევ გაეყინა სისხლი გიგაურს. - ასეც ვიფიქრე, არც ისე დიდი ხნის წინ, ჰო?
_ ნიკოლოზ, არ მომწონს რომ მაძალებ იმის თქმას, რაც არ მინდა ვთქვა. - მტკიცე ხმა ჰქონდა ქალს.
_ელენე, მე უნდა ვიცოდე ეს ყველაფერი, გესმის? უნდა ვიცოდე.- გაბრაზებამ იფეთქა მთიულში.
_კი მაგრამ რატომ, რატომ უნდა იცოდე? - არ ჩამორჩა ბრაზით მეორე მთიული. კაფეში მსხდომმა მათკენ მიაპყრო მზერა, რადგან საკმაოდ ხმამაღლა გამოუვიდათ ნათქვამი.
_იმიტომ, რომ შენ ჩემთვის სულერთი არ ხარ და იმიტომ, რომ ის რაც შენ გეხება, მეც მეხება უკვე....



№1 სტუმარი სტუმარი სალომე

აუ არ მეყო ???? როგორ მინდა გაგრძელება მალე

 


№2  offline წევრი ვიპნი

ბოლო მომეწონა ძალიან :* :*

 


№3 სტუმარი სტუმარი ირინა

რამდენი ადამიანის პრობლემაა ნარკომანია.როგორ ზუსტად გადმოცემ კეკე ელენეს ემოციას და განსაცდელს.მესმის მის გულში რა ქარიშხალი ტრიალებს და კიდევ რამდენ რამეს იტევს.მომწონს ის ემოცია რასაც შენი ნაწერი იწვევს.ვიცი შემდეგი თავები უფრო დაძაბული იქნება.გამეხარდება ნიკოლოზი ტკივილს თუ შეუმსუბუქებს.
პ.ს წკაპ და ჩემთან????????????

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი მომწონს ასეთი პირდაპირი რომ არის ნიკოლოზი.როგორ მაინტერესებს ის სიახლიანი ზედა ვის ეკუთვნის. რატომღაც ასე მგონია ამ ამბავს ეხება გიგას და ელწნწს დაცილება.საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი maviwyara

შემდეგი თავი იმედია მალე იქნება????

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian zlieri qalia elenee. Rogir mainteresebs gagrzelebaa. Elenes personaji esaa simbolo da saxe bevri. Mis mdgomareobashi myofi qalisaa. Nikolozic kargi personajiaa. Eetguli da pirdapiri. Miyvars mtiulebi zaliannnn. Carmatebebi keke. Me sheni sheqmnili yvela personaji miyvars. Magram favoritebi tornike da gvanca arian. Imdenjer cavikitxe es istoria. Agarc maxsovsssas

 


№7  offline წევრი anako

არა ხომ თქვი წაკითხვას რომ დავიწყებ ლოდინში მოვკვდებითქო და ველოდებოდი დამთავრებას.მარა წუხელ ისე მომინდა შენი ქმედება ოცნების ნაცლად წამეკითხა უკვე არ ვიცი მერამდენედ,ისე მივაყოლე მეორე ნაწილი,ისე მივაყოლე სხვა დანარჩენი ისტორიები არ შემეძლო ახლა ას არ წამეკითხა უბრალოდ არ შემეძლო.
მახსოვს პირველად შენი ისტორია წავიკითხე სრულიად შემთხვევით ისე რომ ამ საიტის არსებობის აზრზეც არ ვიყავი ფილმს ვეძებდი, თურმე არასწორედ ჩამიწერია სახელი და ქმედება ოცნების ნაცვლად ამომიგდო...რა დამავიწყებს joy joy ისე ჩამითრია ლექსომ და ანამ უბრალოდ მთელი დღე ვიჯექი და ვკითხულობდი...წაკითხვისას გავფერადდი უბრალოდ და ბოლოში რომ ვნახე რეჟისორს გადავუგზავნიო ხო რა ვიცი იმის მერე სულ ველოდები ისედაც სიცოცხლით სავსე გაცოცხლებულ წყვილს...მერე გავერკვიე საიტში, დადას და თეოს, ლექსოს და ანას, თორნიკე და გვანცა მივაყოლე...აი ამათზე ხომ შევიშალე შემიყვარდა და ვგძნობდი მათ.ესეც სულ ცისარტყელას ფერებში დავამთავრე და მერე დაროს და გიგის ისტორია რაღაც...არ ვიცი მოკლედ ერთმანეტზე უკეთესები.ესეც რომ დავამთავრე გული დამწყდა რომ სხვა ისტორია არ გქონდა დაწერეილი.ორი წელია რაც აქ ვარ და იმის მერე ისე გელოდებოდი,იმდენჯერ წავიკითხე თითოეული მგონი დავიზეპირე მარა ის ემოციები უფრო გამიძაფრდა რაც აქამდე მქონდა,და ამ რამდენიმე ხნის შემდეგ რომ გავიგე ახალი ისტოია დაიწყე ისე გაბადრული სახით დავდიოდი მთელი დღე მშობლები და მეგობრები ისე მიყურებდნენ გაკვირვებულები joy joy მოკლედ უბრალოდ ვგიჟდები ყველაზე ვინც შენი შექმნილია უბრალოდ ვაბოდებ

და რაც შეეხება ამ ისტორიას
ვაიმე ელენე...სხვა განზომილებაა არ ვიცი ისეთი ძლიერი და ამავდროულად ლაღია...ანას თეოს გვანცას და დაროს გაერთიანებაა
ნიკა...მიყვარს მე ეს ბიჭი უზომოდ და უსაზღვროდ და სამუდამოდ იმ სხვა ბიჭებთან ერთად
და უკვე ბევრი ვეილაპარაკე ამიტომ იმედით ვაგზავნი ამ კომენტარს რომ მალე ვნახავ ელეს და ნიკას ახალ სულ ცხელ ცხელ მომენტებს heart_eyes heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი Maco

Zalian momwons kitxvisas did siamovnebas vgebulob,titqos mec matan viko da vxedavde am kvelafers,kargi xar keke sul moutqmenlad veli gagrzelebas,,

 


№9  offline წევრი მე♥უცნაურე

ნარკომანია, ლოთობა... იყო, არის და ალბათ, კიდევაც იქნება, უდიდესი პრობლემა...
ძნელია ნიკოლოზის ადგილზე ყოფნა, ისევე როგორც ელენესი... მაგრამ ეს დანაწევრებული ქალი, ნიკოლოზმა უნდა შეავსოს... უბრალოდ, არ ვიცი, ღირს კი ამხელა მსხვერპლი ამ კაცის მხრიდან? მაგრამ ალბათ ღირს, რადგან ბოლოს და ბოლოს, ასეთი ტანჯვის მერე, ეს ქალიც იმსახურებს ბედნიერებას.

 


№10  offline წევრი LI_BE

ვახ, როგორ მომწონს ეს ორი heart_eyes ერთმანეთის მიმართ როგორი ფარული ინტერესი და ლტოლვა აქვთ. თან რომ არც უმალავენ ერთმანეთს და ღიად საუბრობენ ამაზე. უუფ, ძალიან მომწონს. ამ თავს რომ ვკითხულობდი, სულ ლელუშის კინოკლასიკა - "ქალი და მამაკაცი" მახსენდებოდა. სულ რაღაც, რამოდენიმე წუთში, როგორ შეიძლება გაჩნდეს ქიმია ორ სრულიად უცნობ ადამიანს შორის და მარადიულ გრძნობაში გადაიზარდოს heart_eyes

გიგასნაირი კატეგორიის ადამიანის თავიდან მოშორება არ იქნება ადვილი, და ელენესაც და ნიკოლოზსაც დიდი ამბები ელით, ალბათ, წინ.

პ.ს. კონკრეტულად ამ ისტორიას არ ეხება, და სულ მაინტერესებდა, პერსონაჟებს გვარებით რატომ იხსენიებენ ავტორები (მაგ. გიგაურმა დარეკა, ტუღუში შეცბა, ყიფიანი გაბრაზდა......). არა მგონია ეს ქართული იყოს, უფრო უცხოური ლიტერატურის გავლენაა მგონი. სპეციალისტების აზრი საინტერესო იქნებოდა.

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო ნიკოლოზის გამოსვლა მომეწონა..მოკლედ ძაან ცუდ დროს შეწყდა დამაინტრიგებელია საინტერესო ჩანს როდის გაგრძელებით,????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent