შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯი (მეათე თავი)


25-02-2020, 18:43
ავტორი Keke27
ნანახია 2 353

10 თავი.

კაფეში ისეთი სიჩუმე გამეფდა, თითქოს, ყველამ და ყველაფერმა შეიგრძნეს გიგაურის ნათქვამი.
ქალს თვალები გაფართოებოდა და სუნთქვა შეკვროდა. ვერაფრის თქმას ახერხებდა. გონება ექოსავით იმეორებდა მოსმენილ სიტყვებს.
ნიკოლოზმა თვალები ისე ნელა დახუჭა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა, თითქოს მოთმინების მოკრებას ცდილობდა.
_შენ არ გაქვს უფლება, ასე მელაპარაკო. - ძალიან მშვიდად, დაბალ ხმაზე, მაგრამ ძალიან მკაცრი ტონით წარმოსთქვა ელენემ და ფეხზე წამოდგა. წასვლა დააპირა.
კაფეში შეკრებილი ადამიანები ჯერ კიდევ ინტერესით მიჩერებოდნენ უცნაურ წყვილს. აშკარა იყო, ყველას ინტერესი აღბეჭდოდათ სახეზე, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
_დაჯექი! - კბილებში გამოცრა მთიულმა და ისეთი მზერით შეხედა ბუჩუკურს, ის მეორედ არ გაიმეორებდა ამ სიტყვას. მკაფიოდ იკვეთებოდა მის თვალებში, რომ ელენე ახლა თუ წავიდოდა, სამუდამოდ მოუწევდა ნიკოლოზთან დამშვიდობება. ეს მთელი სიზუზსტით ამოიკითხა მამაკაცის თვალებში მან. ის ხომ ოსტატი იყო სხვისი ფიქრების წაკითხვის. წამის მეასედში წარმოიდგინა, თუ როგორი იქნებოდა ამ, ჯერ არ დაწყებული ურთიერთობის დასრულება და მიხვდა, რომ უნდა დარჩენილიყო. უცებ იგრძნო, რომ არ უნდოდა წასვლა... არ უნდოდა დასრულება.
უხმოდ დაჯდა სკამზე.
ირგვლივმყოფნიც თავიანთ ულუფებს მიუბრუნდნენ და კაფეში ჩვეული რიტმი გაგრძელდა. ყველამ ერთად ამოისუნთქა.
_მისმინე, - ისევ ღრმად ჩაისუნთქა კაცმა და მოთმინება მოიკრიბა. - ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი... უჩვეულოა ეს კავშირი, რაც ჩემსა და შენს შორის არის. ეს ჰაერზე არ ხდება. მე არასოდეს მიგრძვნია თავი ასეთ მდგომარეობაში... არ მჩვევია ჩემი შინაგანი მდგომარეობის გამომზეურება, ამაზე არავისთან მისაუბრია... არ შემქმნია ასეთი სიტუაცია, რომ. ახსნითი საუბარი ყოფილიყო საჭირო. შენთან სხვანაირად ხდება ყველაფერი. არ ვარ პატარა ბიჭი, რომ ვერ გავერკვე რამ გამოიწვია ეს. ზუსტად ვიცი რაც ხდება ჩემს თავს და ისიც ზუსტად ვიცი, იგივე ორომტრიალია შენთანაც. გულს ვერ უბრძანებო რომ ამბობენ, ეგ ასაკი გამოვიარე მე და გულის დამორჩილების პრაქტიკაც მაღალ დონეზე მაქვს შესწავლილი. ჩემსა და შენს კავშირში მხოლოდ გული არ არის ჩართული... აქ გონებამ გადაწყვიტა ყველაფერი. ტვინმა გადასცა ინფორმაცია გულს და მხოლოდ მაშინ გააქტიურდა.
ანუ, მე რომ გეუბნები, შენ არ ხარ სულ ერთი ჩემთვის, ზუსტად ისე უნდა გაიგო და მიიღო ეს ნათქვამი, როგორც გესმის და როგორი მნიშვნელობის მატარებელიცაა. მე პასუხისმგებელი ვარ, ყველა ჩემს მიერ წარმოთქმულ სიტყვაზე... ორივე ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანები ვართ და არ ვსაჭიროებთ ფიქრებთან ჭიდილს. ის რასაც მე ვგრძნობ შენს მიმართ, გონების კარნახით, იმავეს გრძნობ შენც.
და იმასაც ვხვდები, რომ შენთან ურთიერთობა სხვა ურთიერთობას არ ჰგავს. შენ მიჩვეული ხარ, მარტომ გაუმკლავდე ყველაფერს...
_ნიკოლოზ, - ბუჩუკურმა გამშრალ ყელში ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და მერე ამოიღო ხმა. - ძალიან გაბედული ხარ. ჩემს მაგივრადაც მიგიაღია გადაწყვეტილება და გაგიკეთებია დასკვნები... აქედანვე გაფრთხილებ, ძალიან სახიფათო გზას დაადექი...
_შენს თვალებში წავიკითხე რომ ჩემზე იყო დამოკიდებული გადაწყვეტილების გაჟღერება... პარადოქსია, რომანტიკოსიც გავხდი მგონი, - გაეღიმა, - მომწონს დაბრკოლებები და ახალი გამოწვევები, ადრენალინის მოზღვავება სიამოვნებას მანიჭებს. - მის ხმაში მხიარულების ნასახი აღინიშნებოდა.
ელენეს ჩაეცინა.
_რამდენი დღეა რაც ერთმანეთს ვიცნობთ? ადამიანებს წლები სჭირდებათ ერთმანეთის გასაცნობად და ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიც შენ მიიღე. ჩემი ცხოვრება არ არის მარტივი. შენ არ ხარ ვალდებული ჩემი ტვირთი ზიდო. მე თვითონაც ძალიან რთული ადამიანი ვარ.
_ჩემზე რთული ვერ იქნები, დამიჯერე.
_უნდა დაგეთანხმო.- ისევ ჩაეცინა ქალს. წამიერი პაუზა გააკეთა და განაგრძო. - გიგასთან დაშორების შემდეგ, მქონდა ურთიერთობები, მაგრამ დასაწყისშივე ვიცოდი, რომ შეიძლებოდა რამდენიმე კვირაში გამეწყვიტა მათთან კავშირი. არავის ვუშვებ ახლოს. არავის ვახედებ ჩემს სულში. მათთან ურთიერთობა მხოლოდ ვნება იყო, სხვა არაფერი...
_ამას რატომ მიყვები? მე არ მიკითხავს შენ ვინ და რამდენი გყავდა. - თვალებში სისხლი მოაწვა გიგაურს. არ უნდოდა იმის მოსმენა რაც ელენემ უთხრა. გასაკვირია, მაგრამ წამში წარმოიდგინა, როგორ ეხებოდა ელენეს სხვა და ვენები დაებერა. სისხლმა ისეთი ტემპერატურით დაიარა მთელ სხეულში, ეგონა ცეცხლი წაეკიდა.
_არც უნდა მკითხო. არც უნდა იკითხოს ეგ კაცმა.. ქალის სურვილზეა დამოკიდებული იტყვის თუ არა. დამალავს თუ არა. მე არ ვმალავ, პირდაპირ გეუბნები, რადგან არ მეშინია. შიში ჩანასახშივე სპობს ყველაფერს. შიში არ გაძლევს უფლებას თავისუფალი იყო.
_სწორად აღნიშნე, გეთანხმები, შიში ჩანასახშივე სპობს ყველაფერს. შენივე სიტყვებით მეთანხმები და აღიარებ, რომ შენს წინ, ნიკოლოზ გიგაური ურთიერთობაზე გელაპარაკება და ამას ყოველგვარი შიშის გარეშე გეუბნება.- გამარჯვებულის იერი მიიღო კაცმა უცებ და კმაყოფილების ღიმილი დაეფინა სახეზე.
ბუჩუკურს ისევ ჩაეცინა. ეს ჩაცინება გაფიქრება იყო იმის, რომ აზრი არ ჰქონდა ამ მთიულთან მიზეზების თქმას. მან თქვა თავისი სათქმელი და მართლაც რომ სრული პასუხისმგებლობით იყო ნათქვამი ის.
_აზრს არ შეიცვლი არა? მაინც დაჟინებით ითხოვ ჩემთან ურთიერთობას ჰო? - გამომცდელი მზერით შეხედა ქალმა.
_სწორია, კატეგორიულად მოვითხოვ! - კმაყოფილება არ ტოვებდა მის სახეს.- იცი ჩემი პრინციპები, ნათქვამი სიტყვა უკან არასოდეს მიმაქვს.
_კარგი, რა გაეწყობა. თანახმა ვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, რთული იქნება ამ გზაზე სიარული.
_მეც, კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ მიყვარს სირთულეები.
_რა ჯიუტი ხარ.
_შენ აუცილებლად უნდა იყო ჩემს გვერდით. მე აუცილებლად უნდა ვიყო შენს გვერდით. ესაა მთელი ქიმია ჩვენს შორის.
_ნიკოლოზ, ჩემთვის ძალიან ბევრი იქნება, შენ რომ ჩემ გამო ზიანი მოგადგეს. - ქალის ხმაში დარდმა გაიჟღერა და ისეთი სევდა ჩაუდგა თვალებში, რომ საცაა ლოყებზე ცრემლებად დაედინებოდა.
_ასეთი თვალებით ნუ გაქვს. - გული მოეწურა გიგაურს და ელენეს გაყინული ხელები, ხელებში მოიქცია.- თავიდან ნუ გამამეორებინებ ყველაფერს, რაც დასაწყისში გითხარი. ვიცი, რთულია შენთვის ამის გააზრება რაც ახლა ხდება, მაგრამ ეს რეალობაა და ვერსად დავემალებით. არც ვაპირებ გავექცე... ვერც შენ გამექცევი.- საბოლოო სიტყვა ითქვა იმ დღეს, იმ კაფეში, მანჰეტენზე და ორი ადამიანის გზებმა ერთმანეთი წარუშლელი კვალით გადაკვეთეს.
დარდით, სევდით და საიდუმლოებით მოცული, ლამაზი ელენე, ცხოვრების წიგნის ახალ ფურცელზე წერას იწყებდა, თანაავტორთან, ნიკოლოზ გიგაურთან ერთად. კაცთან, რომელიც მზად იყო, ეტვირთა მისი ტვირთი, გაექრო მისი დარდი და დაეჯერებინა, რომ დრო დადგა, მისი მზე ამოსულიყო ბრწყინვალე სხივებით.
მზერა ხელებზე გადაიტანა. ხელები ცალკე ურთიერთობააო, რომ ამბობდნენ, მაშინ დარწმუნდა, როდესაც ნერვიულობისგან მისი გაყინული ხელები, გიგაურის ხელებში იყო მოქცეული და მთელი არსებით, სხეულის ენით შეიგრძნობდა მამაკაცის მიერ ნათქვამს.
ასეც არის, ადამიანები ბევრს ლაპარაკობენ, სიტყვებით გაღმერთებენ, მაგრამ როდესაც ხელს ჩასჭიდებთ, მისი სხეულის ენერგია, იმავეს არ გეუბნებათ, რასაც პირი ამბობდა. როდესაც სხეულიც იმავეს გეუბნება, მაშინ ნათქვამი ცამდე მართალი და გულწრფელია. ეს უნდა შეიგრძნო. სხეულს უნდა მოუსმინო...

ტელეფონი აწკრიალდა. იძულებული გახდა ხელები გაენთავისუფლებინა. მორიდებით გაუღიმა კაცს და ნიკოლას ზარს უპასუხა.
_გისმენ, ნიკოლა.
_ელენე, სად ხარ? - უცნაური ხმა ჰქონდა ნიკოლას.
_რა მოხდა, მშვიდობაა? როგორი ხმა გაქვს ... - შფოთი შეეპარა. - მანჰეტენზე ვარ.
_გოგო, ანა უნდა წავიყვანოთ ფსიქიატრიულში... - ანას ორ დღეში სამართლო უნდა ჰქონოდა საბუთებთან დაკავშირებით. მისი ოცნება, შვილების ნახვა იყო. ხუთი წელი არ ენახა ისინი.
_რააა? - შეიცხადა ელენემ და უნებლიედ ფეხზე წამოდგა. - რა მოუვიდა, არ შემშალო ახლა... კარგი, მოვდივარ. - სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი და ქურთუკს დაავლო ხელი.
ნიკოლოზი კითხვით სავსე თვალებით მიჩერებოდა.
_მაპატიე, უნდა წავიდე, ჩემი მეგობარი ცუდად არის.
_კარგი, დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება... ჩემი მანქანით წაგიყვან. - გიგაური ფეხზე იდგა. მღელვარებამ ისიც შეიპყრო.

_არა, არა, შეიძლება საცობში გავიჭედოთ. მეტროთი წავალ, უფრო სწრაფად მივალ.
_კარგი, მაშინ.
_უნდა გავიქცე. მადლობა ყველაფრისთვის.- სწრაფად მიუახლოვდა, ლოყაზე აკოცა და სირბილით გავიდა კაფედან...



_____________________________________
4 თაბახის ფურცელია. პატარაა კი, მაგრამ მეტის დასაწერად დრო არ მქონდა.



№1  offline წევრი ვიპნი

სიურპრიზი გამოგივიდა,თითქოს უნდა მოვდუნებულიყავი, რომ ... რა დაემართა ნეტა ამ გოგოს ჰა ????

 


№2  offline წევრი მე♥უცნაურე

რა მარტივია თითქოს და როგორ ვართულებთ ადამიანები ამ ურთიერთობებს... ხელოვნურად ვუქმნით ბარიერებს მეორე მხარეს და პირველ რიგში საკუთარ თავს...

 


№3  offline წევრი LI_BE

ვაიმეეე, ეს რა იყოოო!!!! ჩემზე იყო დამოკიდებული გადაწყვეტილების გაჟღერებაოო.. შენს თვალებში წავიკითხეო, ანუ ნებართვა მაქედან ავიღეოო...!!!! ნიკოლოზ, ვგიჟდები შენზე, შე ზერომანტიკოსო heart_eyes heart_eyes smile

ერთი შეხედვით ხო ჩანს, რომ ელენეც და ნიკოლოზიც ისეთი კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნებიან, ნებისმიერ ყოფით გადაწყვეტილებაზე ბევრს რომ ფიქრობენ, ასჯერ რომ ზომავენ და ერთხელ ჭრიან, ხოდა ასეთი ადამიანების სპონტანურად მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვგიჟდები bowtie bowtie .

ეს ისეთი სიტუაციია, როცა ფიქრობ, რომ შეიძლება, ხვალ, ძალიან ინანო, მაგრამ სანამ ინანებ, მანამ რომ უზომოდ ბედნიერი იქნები, და რომ, ეს (თუნდაც ხანმოკლე) ბედნიერება, იმაზე მეტად გიღირს, ვიდრე შემდგომი, მთელი ცხოვრება, სინანული. blush blush

პ.ს. მოკლედ, კეკე, "ნახევარლუკმა" თავებზეც თანახმა გამხადე, რააა!!!! wink

 


№4 სტუმარი სტუმარი ირინა

აუ კეკე!!!რა დროს შეწყვიტე. იმედია ანას მშვიდობა ექნება.მომეწონა ნიკოლოზის პერსონაჟი,ძლიერი მამაკაცია,ისეთი როგორიც ელენეს აფორიაქებულ სულს დაამშვიდებს.ამ ისტორიის ყველა პერსონაჟი ჩემთვის საოცრად რეალურია.სულომოუთქმელად ველი თავსატეხების გახსნას.
პ.ს:წკაპ და ჩემთან????????????.მიხარია რომ არსებობ.

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

კეკე გამარჯობა,სახელი მომწონს საოცრად.სულ მხიაარული ფერების ასოციაციას მიქმნის ეს სახელი,მზიანი და ყვითელი შემოდგომის.ძალიან მომწონს ეს ისტორიაც და ყველა რაც წამიკითხავს,,გემრიელად წერ,ძარღვიანად.რეალურად,წარმატებები,და კიდევ ბედნიერი დედა ხარ.

 


№6 სტუმარი სტუმარი Maco

Saintereso da kargia rogorc koveltvis.warmatebebii

 


№7 სტუმარი სტუმარი თაკო

ვაიმე სუპერ გოგო ხარ შენ ????????მოუთბენლად გელი

 


№8  offline წევრი irinka-italia

როგორი საოცარი ხარ შენი ისტორიებით და შენი ენერგიით .ყველაფერს ზუსტად ისე ვგრძნობ როგორც გადმოგვცემ

 


№9  offline წევრი Domingo

Momwons ???????? miutmenlad veli shemdeg tavs ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent