შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯი (მეთერთმეტე თავი)


29-02-2020, 11:02
ავტორი Keke27
ნანახია 2 335

11 თავი.

გზიდან კიდევ ერთხელ დაურეკა მეგობარს და შეხვედრის ადგილზე შეთანხმდნენ. ელენე ისეთ განცდებში იყო, რომ მუხლების კანკალი ვერაფრით ჩაიწყნარა.
ავენიუ ჯეი-ს მეტრო სადგურზე შეხვდნენ ერთმანეთს. ანა ვაგონიდან უქნევდა ხელს. ბუჩუკური სირბილით გაემართა იმ ვაგონისკენ, სადაც ანა და ნიკოლა იყვნენ. შევიდა თუ არა, კარიც მაშინვე დაიკეტა.
_რა მოხდა, ხალხნო, რა გჭირთ? - სირბილისგან სუნთქვა გახშირებოდა და საუბარი უჭირდა. მეგობარს დააკვირდა, გარეგნულად არაფერი ეტყობოდა ფსიქიატრიულში წასაყვანის.
_დაჯექი, დაჯექი. - უთხრა ანამ ისეთი ხმით, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას აპირებდა.
ელენე ნიკოლას გვერდით დაჯდა და სუნთქვა შეკრული დაელოდა, თუ რას მოისმენდა.
_ტელეფონზე სათქმელი არ იყო ეს და ამიტომ ვერ გითხარი.- თქვა ნიკოლამ.
_ღმერთო ჩემო, იტყვით აწი რა ხდება? - მოთმინება ამოეწურა ბუჩუკურს.
_სასამართლო უნდა გადაიდოს და ამისთვის საჭიროა რომ არ უნდა გამოვცხადდე პროცესზე. საპატიო და მოსამართლისთვის დამაინტერესებელი მიზეზი უნდა მქონდეს, ეს კი , ფსიქიატრულიდან ცნობა უნდა იყოს. - უთხრა ანამ და ინტერესით დააკვირდა ელენეს. ელენე გაოგნებული შესცქეროდა, ხან ერთ მეგობარს, ხან მეორეს. დუმდა და არაფერს ამბობდა. ვერაფრით წარმოიდგენდა ასეთი რამის მოსმენას მათგან.
_შე, გო, რაფერ აკვარკვალებს თვალებს, - ნიკოლამ იმერული კილოთი, აღნიშნა ბუჩუკურის მდგომარეობა. ყოველთვის, როცა საქმე ხუმრობაზე მიდგებოდა, ის ქუთაისური კილოთი ამბობდა სათქმელს. - ამან ისეთი შოკი მიიღო, მგონი შენი კი არა, ამის დატოვება მოგვიწიოს იქ. -დააყოლა სიცილით.
_მეღადავებით ხო? - როგორც იქნა, ხმა ამოიღო ქალმა.
_არა, გოგო, რა გეღადავებით, ადვოკატმა უთხრა ასე გააკეთეო.
_თქვენ წარმოდგენა გაქვთ, რა ცუდად გავხდი, რომ დამირეკე ფსიქიატრიულში უნდა წავიყვანოთ ანაო. რა არ ვიფიქრე. ნორმალურები ხართ? - გაოგნება ჯიდა ბრაზი ერთმანეთში არეოდა.
_არც ჩვენ ველოდით ამ გადაწყვეტილებას. - იმართლა თავი ანამ, დამნაშავესავით.
_და რომ მიხვალ იქ, რა უნდა თქვა, რატომ მოვედიო?
_ თავის ცხოვრებაზე უნდა მოყვეს, რომ რთული ცხოვრება გამოიარა, რაც ემიგრაციაშია და საბოლოოდ ფსიქიკამ ვერ გაუძლო ამდენ სტრესს. - გააცნო ნიკოლამ გეგმა, ჯერ კიდევ გაოგნებულ ელენეს.
_გასაგებია ყველაფერი. მოვედი აზრზე რაც ხდება. მაგრამ იქ უნდა დარჩე?
_ ადვოკატი ამბობს, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ დარჩესო. მოკლედ, მარტო ანა არაა თამაშში, მე და შენც ვართ. ჩვენ მეგობრები ვართ, შენთან რჩებოდა ანა ეს დღეები და შენ შენიშნე, რომ კრამიტი ჰქონდა დაცურებული. - იმერელი ნიკოლა ნებისმიერ სიტუაციაშიც კი ხუმრობდა. ბუჩუკურმა მხიარულად გადაიკისკისა. მთელი დაძაბულობა ამ სიცილს ამოაყოლა.
_ნიკოლა, მოგკლავ იცოდე, ეგრე ნუ ლაპარაკობ, თორემ ამას თუ აუტყდა იქ სიცილი, ცნობა მომცენ კი, არა, არ დაგვიჭირონ სამივე, დაბოლილები არ ვეგონოთ. - მთელი სერიოზულობით მიმართა ანამ, მეგობარს.
ვაგონში ისევ გაისმა ამ სამეულის კისკისი. მგზავრების ყურადღებას იპყრობდნენ უკვე.
_გოგო, ფსიქიატრიულში მიდიხარ და ისეთი გამოპრანჭული ხარ, თითქოს რესტორანში მიდიოდე. ეგ პომადა მაინც მოიშორე. დასევდიანდი, დაითრგუნე, იქ მართლა ასე გაკრეჭილები ხომ არ მივალთ, არ დაგვიჯერებენ, რომ თავს ცუდად გრძნობ. - ურჩია ელენემ ანას.
_მოვიშორებ ხო. -დაეთანხმა სიცილით.
საუბარი ნიკოლას და ბუჩუკურს შორის გაიმართა. ბჭობდნენ იმაზე, თუ რა უნდა ეთქვათ ფსიქიატრისთვის.
ანამ მოიწყინა. სახეზე შიში, დარდი, ტკივილი.. ყველაფერი ერთად აღბეჭვდოდა.
_ანა რა მოგივიდა, რა სახე გაქვს?- შეწუხდა მეგობრის გამომეტყველებით მთიული.
_აცადე გოგო, როლში შედის. - თქვა ენაკვიმატმა ნიკოლამ, როდესაც ანას გახედა. ამის თქმა და სამისვეს ხარხარი ერთი იყო.
მეტროდან რომ გამოვიდნენ, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, ფეხით სავალი გზა ჰქონდათ გასავლელი.
სამივე ერთმანეთისგან თითო ნაბიჯით იყვნენ დაშორებულნი.
საავადმყოფოს რომ მიუახლოვდნენ, მღელვარებამ იმატა, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდათ რისი გადატანა მოუწევდა იქ ანას.
_ე, გოგო, მოდით დამიდექით გვერდით, გამაკავეთ, ან რაღაც ქენით. ასე გაკრეჭილები ხომ არ შევალთ იქ.- თქვა ანამ და დამწუხრებული სახე მიიღო.
ნიკოლა და ელენე გვერდით ამოუდგნენ მეგობარს და მაქსიმალურად ცდილობდნენ არ გაცინებოდათ.
მისაღებში პოლიციელი შეეგებათ. გამოკითხა მათ, თუ რატომ იყვნენ მისულნი. ბუჩუკურმა მდგომარეობა აუხსნა. დერეფნის ბოლოს დიდი კარისკენ მიუთითა სამართალდამცავმა.
მხიარული განწყობის ნასახი არ ჰქონდათ არც ერთს უკვე, რადგან ფსიქიატრიული კლინიკა, შეიარაღებული პოლიციელებით სავსე აღმოჩნდა. რატომღაც ასეთ სიტუაციას არ მოელოდნენ.
ანას კანკალი დაეწყო.
_ეს სად გამომიშვა, - ადვოკატი იგულისხმა, - ესენი ჩემს მონაცემებს რომ ჩაიწერენ, აღმოაჩენენ, რომ არალეგალი ვარ და არ დამადეპორტონ. - ნერვიულობისგან და შიშისგან ცრემლები გადმოცვივდა ქალს.
_დამშვიდდი, ასე არ მოხდება. ადვოკატია და თავისი საქმის იცის. - სცადეს მეგობრებმა მისი დამშვიდება, თუმცა არანაკლებ ღელავდნენ ისინიც.
ექთანი მიუახლოვდა მათ და დაინტერესდა მათი იქ მისვლის მიზეზით.
ელენემ ყველაფერი აუხსნა.
ანა სკამზე იჯდა და ტიროდა. ეს თამაში, უკვე სერიოზულში გადაიზარდა. წამში წარმოიდგინა, რომ მას უსაბუთობის გამო დააპატიმრებდნენ და შემდეგ ქვეყანას დაატოვებინებდნენ. პანიკამ მოიცვა. ცრემლები დაუკითხავად იღვრებოდა თვალებიდან.
თერთხალათიანი მის წინ ჩაიმუხლა, ბეჭზე ხელი მეგობრულად და მზრუნველად დაადო.
_ნუ გეშინია, ჩვენ დაგეხმარებით.- უთხრა იმედიანი და თბილი ხმით. - წამომყევით, ექიმთან მიგიყვანთ.- უთხრა მათ, ფეხზე რომ წამოდგა მერე.- მაგრამ სამს ვერ შეგიყვანთ, მხოლოდ ერთი თანმხლები შეიძლება რომ შემოყვეს იქ.
_ელენე, შენ შეყევი, რადგან შენ პასპორტი გაქვს.- უთხრა ნიკოლამ ბუჩუკურს.- მე აქ დაგელოდებით.
გრძელი და ნათელი კორიდორი გაიარეს. ანა გაუჩერებლად ტიროდა, ისე, თითქოს სამსხვერპლოზე მიჰყავდათ.
გზად რამდენიმე პოლიციელი შემოხვდათ. ატირებულ ქალს ეჭვის თვალი შეავლეს და ისე ჩაუარეს გვერდი.
ანას ფეხები არ ემორჩილებოდა.
ჩუმად, ცრემლებში არეული ხმით ბუტბუტებდა რაღაცას.
რომ შეხედავდით, მაშინვე იფიქრებდით, რომ სწორ მისამართზე იყო მისული.
საღად მოაზროვნე ადამიანის ნატამალი არ ეტყობოდა არაფერი.
მოსაცდელი ოთახი, სადაც რამდენიმე პაციენტი და ექვსიოდე პოლიციელი იყო, ორმოცდაათი კვადრატის მოცულობისა იქნებოდა.
ახლად მისულ პაციენტს და მის თანმხლებს იქვე, სკამზე დაჯდომა შესთავაზეს და მოუწოდეს დალოდებოდნენ, როდის გამოიძახებდნენ ფსიქიატრთან შესახვედრად.
ელენემ ოთახს თვალი ინტერესით და დაძაბულმა მოავლო.
კედელთან ჩამწკრივებულ წითელ სკამებზე პაციენტები ისხდნენ. ცხოვრებისგან შეშლილი ხალხი. ორს ხელზე ბორკილები ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი, ფეხებითაც იყო სკამზე მიბმული რკინის მარწუხებით.
აქ მომუშავე პერსონალისათვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივ მოვლენად ქცეულიყო. უფრო მეტიც, მათთვის ეს ყოველდღიურობა იყო. დრო და დრო, ხმამაღლადაც იცინოდნენ თავიანთ მოყოლილ ამბავზე.
ერთმა პაციენტმა, რომელსაც მწვანე, მოკლესახელოებიანი მაისური ეცვა, მუდარით მიმართა მათ, „მცივა ძალიან, ექიმს შემახვედრეთ“. მას არავინ უპასუხა. ის გიჟია, არ სჯერათ მისი.
ჩამწკრივებული სკამების მოპირდაპირე მხარეს, მინებიანი კედელი იყო აღმართული. კედლის იქით, კიდევ ერთი ცხოვრებისგან შეშლილი ადამიანი იდგა და ბუჩუკურს დაჟინებული მზერით მისჩერებოდა და რაღაცას ეუბნებოდა. ქალს არ ესმოდა მისი ნათქვამი, მაგრამ თეთრსაბუთიანი მთელი მონდომებით ცდილობდა მისი ნათქვამი სხვისთვის გასაგები ყოფილიყო.
მწვანეში ჩაცმულმა პაციენტმა, რომელმაც ექიმთან შეხვედრა ითხოვა იმის გამო, რომ სციოდა, სკამიდან ჩამოცურდა, მუხლებზე დაეცა და კვნესას მოყვა. სახეს ისე მანჭავდა, თითქოს ტკივილებისგან იტანჯებოდა.
_Sir, are you okay? - მიმართა მას სამართალდამცავმა, რომელიც ახლოს იდგა მასთან. თუმცა ოთახი იმდენად პატარა იყო, ყველა ახლოს იყო ერთმანეთთან.
მამაკაცმა არ უპასუხა, მხოლოდ კვნესდა. მერე კი, იატაკზე გაწვა და ყვირილში გადაზარდა გმინვა.
_ზურგი მტკივა, ექიმს შემახვედრეთ. - ხროტინის მსგავსი ხმა ამოუშვა. ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ხელი ჩასჭიდა და ადგომა სთხოვა. წამოაყენა კიდეც და სკამზე დასვა, მაგრამ ისევ ჩამოცურდა და ისევ განაგრძო გმინვა. მომენტალურად თავი ელენესკენ მიაბრუნა და თვალი თვალში გაუყარა. ბუჩუკურს წამით სუნთქვა გაუჩერდა, გულისცემაც კი შეუწყდა ლამის, ისეთი შემზარავი თვალებით ჰქონდა მწვანე მაისურიან კაცს. მოეჩვენა, რომ სკლერა არ გააჩნდა მის თვალებს, შავი გუგა იყო მხოლოდ.
_ღმერთო ჩემო, ეს სად მოვხვდით, ამას რას ხედავენ ჩემი თვალები.- გაოგნებულმა მიაბრუნა თავი ანასკენ.
_ეს რა გამიკეთა, ეს რა დღეში ჩამაგდო...- ტირილს არ წყვეტდა ანა და ადვოკატზე ბრაზობდა.
_კარგი, დამშვიდდი, იფიქრე იმაზე, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება, საბუთებს გააკეთებ და შვილებს ჩამოიყვან აქ. მათ გამო უნდა გაუძლო. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.- სცადა მეგობრის დამშვიდდება.
_ანა კუჭუხიძე. - მინის კედელში ჩასმული კარიდან სათვალეებიანი გოგო გამოვიდა და ენისმტვრევით წარმოსთქვა პაციენტის გვარი. ფსიქიატრთან შესახვედრად ეძახდნენ.
ბუჩუკურიც წამოდგა, მაგრამ სათვალეებიანმა უარი უთხრა. „ვერ შემოხვალთ, გასაუბრება, მხოლოდ პაციენტსა და ექიმს შორის უნდა მოხდეს.“
ელენე მეგობარს გადაეხვია და მისი გამხნევება სცადა.
ანა კარს იქით მიიმალა.
მინის კედლის მიღმა ისევ გამოჩნდა ცხოვრებისგან შეშლილი ადამიანი, სენდვიჩით ხელში. მადიანად შეექცეოდა და თან ელენეს თვალს არ აშორებდა.
ტელეფონზე შეტყობინების ზარის ხმა გაისმა.
შეტყობინება ნიკოლასგან იყო.
„რას შვრებით?“
„ ახლა შეიყვანეს ექიმთან შესახვედრად, მე აქ ვზივარ და ველოდები. ამ ოთახში საშინელება ხდება, აქ ჭკუათმყოფელიც კი გადავა ჭკუიდან“, დაუბრუნა პასუხი მეგობარს.
„შენ მე უნდა მნახო აქ რა დღეში ვარ. მისაღებში ვზივარ და ვაკვირდები ამ გიჟებს, არ გაგიკვირდეს მანდედან რომ გამოხვალ, უცნაური ჩვევები თუ შემნიშნო“, მოიწერა სიცილით ნიკოლამ. ელენეს გადახარხარება ყველაფერს ერჩივნა ახლა, მაგრამ იქ ვერ გაიცინებდა.
„ნიკოლა, ვერ ვიცინი, დაგაკლავ იცოდე, ნუ მწერ ეგრე“.
„ეგ რა არის, აქ ერთი ისე დაჟინებით მიყურებს, თითქოს ჩემი განვლილი ცხოვრება უნდა რომ გამოიცნოს. ფარანიც კი მომანათა. მეთქი, გაწიე მაი ფარანი იქით, რას მანათებ მწყერი კი არ ვართქო. ქართულად ვუთხარი. ვერ გაიგო და მეკითხება, what?what?“, ნიკოლა არ წყვეტდა ხუმრობას. ბუჩუკურისთვის ეს უკვე პიკი იყო, თავი ვერ შეიკავა, სვიტერი ცხვირამდე ამოიწია და ასე დაფარულად, ცრემლებამდე იცინა.
ლოდინში, თითქმის საათნახევარი გავიდა.
ოთახში ისევ გაისმა ბუჩუკურის ტელეფონის ხმა.
ამჯერად შეტყობინება ნიკოლოზისგან იყო.
„როგორ ხარ? როგორაა შენი მეგობარი?“
„არა მიშავს. მასაც არა უშავს. მადლობა მოკითხვისთვის.“ მოკლე პასუხებით შემოიფარგლა ქალი. სიმართლეს ვერ და არ ეტყოდა. ან რა უნდა ეთქვა? იცი რა ჩვენ ახლა ფსიქიატრიულში ვართ. ბუნებრივია გიგაური შეშფოთდებოდა და იკითხავდა. მანდ რას აკეთებთ? ელენე კი, ვერ დაუწყებდა ახსნას, თუ რატომ იყვნენ იქ.
ამიტომ, მისი მოტყუება მოუხდა. არა, უბრალოდ სიმართლე დაუმალა.
„ვნერვიულობდი შენზე, ისეთი აღელვებული წახვედი... მიხარია, რომ ყველაფერი კარგად გაქვს... “
„მადლობა, ნიკოლოზ. ახლა დაკავებული ვარ. როცა გავნთავისუფლდები მერე შეგეხმიანები.“ მიწერა და ტელეფონი ჩანთაში ჩადო.
მინის კედელში ჩასმული, ყავისფერი კარი გაიღო. ანა დასჯილი ბავშვივით მოყვებოდა უკან სათვალეებიან გოგოს. ტირილისგან თვალები დასიებოდა და ცხვირი გაწითლებოდა.
_თქვენთან მსურს გასაუბრება. - მიმართა სათვალეებიანმა ელენეს.
_ჩემთან?- გაიკვირვა მან.
_დიახ, აქეთ მობრძანდით თუ შეიძლება. - მიუთითა იმ კარისკენ, რომლიდანაც თავდაპირველად შევიდნენ იმ ოთახში.
_ანა, აქ დაჯექი, ახლავე მოვალ.- მისკენ მომავალ მეგობარს შეეგება და ჩამწკრივებული სკამებისკენ წაიყვანა.
_ დაგკითხავენ, ყოფილზე მოვუყევი მე. - შეუმჩნევლად გადაულაპარაკა ანამ ბუჩუკურს.
_ აქ რატომ მოიყვანეთ, თქვენი მეგობარი?- ჰკითხა სათვალეებიანმა გოგომ ელენეს, როდესაც ოთახი დატოვეს და თან კალამი მოიმარჯვა, რომ პასუხები ჩაეწერა.
_ძალიან არაადეკვატურად იქცეოდა. ოთახში იკეტებოდა. ეჩვენებოდა, რომ ვიღაცას მისი მოკვლა სურდა. ღამით საწოლზე იჯდა, ფეხებზე ხელი ჰქონდა შემოხვეული და წინ და უკან ქანაობდა. იცით? მას პრობლემები აქვს მის ყოფილ ქმართან, ის კაცი შეშლილია, ჩემს მეგობარს ცუდად ექცეოდა ძალიან. ძალიან გაუჭირდა მისგან თავის დაღწევა, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ურთიერთობამ მის ფსიქიკას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა...
_დიახ, დიახ მართალი ხართ.
_ ერთი პერიოდი არ ჩანდა ეს კაცი, მაგრამ ახლა დაბრუნებულა და ანასთან შეხვედრას ცდილობს. ამ ამბავმა ჩემს მეგობარზე ძალიან ცუდად იმოქმედა, თქვენც ხედავთ მის მდგომარეობას.- ელენე ცდილობდა რაც შეიძლება დამაჯერებელი ყოფილიყო მისი ნათქვამი, რადგან ანა იქ უნდა დარჩენილიყო და მასზე მკურნალობა დაენიშნათ. - იცით? მე ძალიან კარგად მესმის ანასი, ანალოგიური სიტუაცია მქონდა მეც, ამიტომაც ვიცი რასაც განიცდის ის ახლა და ამიტომაც მოვიყვანე აქ, ჩავთვალე, რომ თქვენთან სანდო ხელში იქნებოდა და მას დახმარებას გაუწევთ.
_თქვენც ძალადობის მსხვერპლი ხართ? - გამადიდებელი შუშით გადიდებული თვალები, კიდევ უფრო გაუდიდდა გოგოს.- ჩვენ შეგვიძლია თქვენც დაგეხმაროთ. ახლავე შეგახვედრებთ ფსიქიატრს.
„დედა, რაღა ვქნა ახლა“, გაიფიქრა ფერწასულმა ბუჩუკურმა.
_მართლა, ეს ძალიან კარგია. დიდი მადლობა, მაგრამ ვფიქრობ ჩემზე უფრო, მას სჭირდება დახმარება. - სცადა თავის დაძვრენა.
_ კარგი, როგორც ინებებთ.- მაშინვე დანებდა ფსიქიატრის ასისტენტი.- თქვენს მეგობარს სამი დღე დავტოვებთ აქ და დავაკვირდებით. თუ უკეთესობა შეინიშნება, სამოცდათორმეტი საათის განმავლობაში, მაშინ გავწერთ, თუ არადა, მოგვიწევს უფრო დიდხანს დავტოვოთ აქ.
_ეს მას უთხარით?
_კი, ვუთხარით. ექიმმა გადაწყვიტა ასე, მას ჩვენი დახმარება სჭირდება.
„ასეთი რა ილაპარაკე ქალო, შეიძლება სამ დღეზე მეტხანს დატოვებაზე რომ ფიქრობენ ესენი“ , გაიფიქრა ელენემ.
ოთახში დაბრუნებულმა ანას გვერდით დაჯდა. მოკლედ მოუყვა ყველაფერი. ანას და ელენეს მოყოლილი ერთმანეთს დაემთხვა.
ტელეფონზე ისევ მოვიდა შეტყობინება.
„რა ქენი გო, დატიე?“ წერდა სიცილით ნიკოლა.
_აქედან, რომ გავალ, აი ამას არ ვიცი რას ვუზამ.- დაიმუქრა ელენე ღიმილით.
„კი, სამი დღით ტოვებენ. მალე გამოვალ“, დაუბრუნა პასუხი.

ანა დატოვეს. ტირილით გაიყვანეს მინებიანი კედლის მიღმა. ის, სამოცდათორმეტი საათის განმავლობაში, ისეთივე მკურნალობის და დაკვირვების ქვეშ იქნებოდა, როგორც სხვა დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ცხოვრების უსამართლობისგან შეშლილიყვნენ.

*******####

ბინდდებოდა როდესაც ფსიქიატრიული კლინიკა დატოვეს.
ელენეს ტელეფონზე შეტყობინება სოციალური ქსელიდან მოუვიდა. გახსნა და ისეთი ჩხვლეტა იგრძნო გულის არეში, ტკივილმა თვალთ დაუბნელა.
შედგა.
„ხვალ სოფელში მივდივართ, სასაფლაოზე გავალთ, როგორც ყოველ წელს. შენ არაფერზე ინერვიულო, ჩვენ მოვეფერებით მას, შენ მაგივრად“. წერდა მეგობარი თბილისიდან.
დილიდან განვითარებული მოვლენების გამო, გადაავიწყდა, რომ ხვალ დაბადების დღე ჰქონდა მის მოურჩენელ და განუკურნებელ ტკივილს. ელენეს უახლოესი მეგობრები, ყოველ წელს მის საფლავზე მიდიოდნენ და ელენეს მაგივრად მიჰქონდათ ყვავილები.
გულზე აკანკალებული ხელი დაიდო.
ტკიოდა, საშინლად ტკიოდა.
თვალები ცრემლებით აევსო.
_რა მოხდა? კარგად ხარ? - აღელვებული ნიკოლა მეგობარს მიუახლოვდა.
_ხვალ მისი დაბადების დღეა.- ცრემლებს ამოაყოლა მწუხარე ხმა.
ნიკოლა ყველაფერს მიხვდა. მეგობარს მოეხვია და მასთან ერთად ატირდა.
_არც კი ვიცი როგორ დაგამშვიდო, როგორ შეგიმსუბუქო ეს მწუხარება. მხოლოდ ეს შემიძლია, შენს გვერდით ვიყო და შენი ტკივილი მეც განვიცადო. - უთხრა დაბალ ხმაზე ატირებულ ქალს.

რამდენიმე წუთის შემდეგ ორივენი მეტროს ვაგონში ისხდნენ გვერდიგვერდ და არც ერთი იღებდა ხმას.


§§§§§§§§

დილით რომ გაიღვიძა, მაშინვე ტელეფონს დახედა. ელენესგან არაფერი ისმოდა.
შეფიქრიანდა, თუმცა არც დარეკვა უფიქრია და არც მიწერა მისთვის.
გუნება დილიდანვე გაუფუჭდა.
მოღუშული სახით დააბიჯებდა.
ასე მოღუშულმა დალია ყავა და მოწია სიგარეტი.
ფიქრობდა იმაზე, თუ რა მოხდებოდა თებერვლის ბოლოს. დარჩებოდა ნიუ იორკში, თუ დაბრუნდებოდა საქართველოში. სამსახური ითხოვდა, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო.
როგორ დატოვებდა ელენეს?
ამის გაფიქრებამ უფრო გაუფუჭა გუნება-განწყობა.
მარტო იყო და მისცა თავს უფლება სახეზე აღბეჭვდოდა მისი შინაგანი მდგომარეობა. აურ-ზაური გონებაში.

ის დღე ისე დასრულდა, ბუჩუკურისგან არაფერი სმენია.

ელენე ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ნამდვილად არ ჰქონდა თავი ვინმესთან კონტაქტის.
სახლში ჩაიკეტა, ტელეფონი გამორთო და მთელი დღე დივანზე წამოწოლილმა, ხელში ფოტოთი და სისხლიანი პერანგით გაატარა.
გონებაში, უკვე მეათასედ, ყველა მომენტმა კინო-კადრივით გაირბინა.
ვეღარ ტიროდა. ცრემლი გამოლეოდა.
_არ უნდა დამეტოვებინე... მთხოვდი, არ დამტოვო, არ წახვიდეო და მე მაინც დაგტოვე... ახლა შეიძლება ცოცხალი ყოფილიყავი შენს გვერდით რომ ვყოფილიყავი... - შეშლილივით ბუტბუტებდა და ჭერს მისჩერებოდა.

ღამის თორმეტს რომ გადაცდა ისრები, მაშინღა ჩართო ტელეფონი და პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ ნიკოლოზის ნომერი მოძებნა.
_შენი ნახვა მინდა ახლავე. – როგორც კი აიღო კაცმა ყურმილი, უთხრა მაშინვე.
_ კარგი, გამოვალ.- სხვა არაფერი უთქვამს გიგაურს მისთვის, რადგან ქალს ისეთი ხმა ჰქონდა, მაშინვე მიხვდა, რომ ჰაერივით სჭირდებოდა ახლა მის გვერდით ყოფნა და ზედმეტი კითხვების დასმა ძალიან უადგილო იქნებოდა.
ნიკოლოზსა და ელენს შორის ხომ უცნაური კავშირი იყო.
მათი კავშირი არ ჰგავდა ჩვეულებრივ, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას, ისინი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისკენ აუხსნელი მიზიდულობით. მათი ქვეცნობიერი, ცნობიერს უგზავნიდა სიგნალს, რომ ერთი გადასარჩენი იყო, ხოლო მეორე გადამრჩენელი...

§§§§§§§§

_ ამ ქვეყნად მარადიული არაფერი არ არის, გარდა დროისა. დასაწყისისა და დასასრულისა. სიკვდილისა და სიცოცხლისა. წრეზე ბრუნვაა. იბადება-კვდება. დაიწყო-დასრულდა... სხვა დანარჩენი დროებითია... - ბუჩუკურის საცხოვრებელი კორპუსის წინ, მანქანაზე მიყრდნობილიყვნენ და დეკემბრის ყინვა, სხეულს უსუსხავდათ. ელენემ სიგარეტს ძლიერად მოქაჩა და გააგრძელა, - მე არ მჯერა ხანგრძლივი სიყვარულის. სამუდამოდ მეყვარები, ეს ფრაზა სიცილს მგვრის, მხიარულს განწყობას მიქმნის, რადგან ეს ყველაზე დიდი ტყუილია. ეს მართლაც სასაცილოა. - ქალმა მისი ნათქვამის დასამტკიცებლად გულიანად გადაიკისკისა.
ნიკოლოზს წარბიც არ შეუხრია. მოთმინებით ელოდა როდის მორჩებოდა ბუჩუკური სიცილს, რომელიც კაცისთვის ნერვულ შეტევას უფრო ჰგავდა, ვიდრე მხიარულ კისკისს.
_იმედგაცრუებული ადამიანის ნათქვამს ჰგავს, რაც ახლა მოვისმინე.- თქვა დინჯი ხმით.- გეთანხმები იმაში, რომ მარადიული მხოლოდ დრო არის. რაღაცის დასაწყისი და დასრულიც... შენ თუ საუბარი იქით მიგყავს, რომ ჩვენც დავსრულდებით, იცოდე, რომ ამაში მხოლოდ ერთი არ იქნება დამნაშავე. ორივეს მოგვეთხოვება პასუხი. ორივეს თანაბრად მოგვიწევს ვაშენოთ ჩვენი ურთიერთობა და ორივეს თანაბარი წვლილი გვექნება ამ აშენებულის დანგრევაში.
_მე შენ გაგაფრთხილე, ძალიან რთული ადამიანი ვარმეთქი. ამ ყველაფერს იმიტომ განვიხილავ შენთან, რომ არ აღგიქვამ როგორც ვნებას... ვერ ვხსნი რატომ მინდება შენთან ასეთი სიახლოვე როგორიც ახლა მაქვს... - სათქმელს თავს ვერ უყრიდა ქალი. ხმა სიცივისგან და ნერვიულობისგან უთრთოდა. გიგაურს მოეჩვენა, რომ აქამდე შეკუმშული მისი მფეთქავი ორგანო, ფართოდ გაიშალა, გახურდა, სისხლი აუდუღა და მთელ სხეულს საამო სითბოთი დაუარა.
_შენ ზუსტად ხედავ ჩემში იმას, თუ რისი მოცემა შემიძლია შენთვის. შენ უკვე ირწმუნე, რომ ჩემი ნდობა შეგიძლია. შენ ძალიან ჭკვიანი ქალი ხარ და დარწმუნებული ვარ, ერთი თუ არა, ორი შეხედვით მაინც სცნობ ადამიანს, თუ როგორია ის...
_კი, ასეა. - დაეთანხმა ელენე. მანქანას მოშორდა და ნიკოლოზის წინ დადგა. თვალებში უყურებდა. მათ შორის მანძილი, ერთი ნაბიჯი იყო მხოლოდ.
გიგაური ქალის ასეთმა მზერამ და სიახლოვემ ააფორიაქა, თუმცა ცდილობდა სახეზე არაფერი დატყობოდა.
_რას ვამბობდი? შემახსენე...- გონება გაეფანტა და მაინც ვერ დამალა ფორიაქი.
_რას ამბობდი?- ელენე მაშინვე მიუხვდა ყველაფერს, რომ კაცს მისი სიახლოვე აბნევდა. კმაყოფილს გაეღიმა და თვალები აუციმციმდა.
_ჰო, რას ვამბოდი, დამეხმარე, დამავიწყდა.- მზერას ქალის თვალებიდან ტუჩებზე ანაცვლებდა და ისევ თვალებს უბრუნდებოდა.
_დაგეხმარო?... ახლავე. - უთხრა ბუჩუკურმა, კაცის სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე ნაზად აკოცა - აი, დაგეხმარე. ახლა გაიხსენე, რას ამბობდი?- უთხრა სიცილით როდესაც კოცნა შეწყვიტა.
_ახლა გამახსენდა კი არა, უფრო დამავიწყდა ყველაფერი.- ძლივს ამოიღო ხმა ნიკოლოზმა. ქალს ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალი თმაში შეუცურა, თავისკენ მიიზიდა და ვნებამორეულმა ელენეს ბაგეებს მწყურვალივით დაეწაფა....



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

აი ამ ცუდ ხასიათზე მყოფს მარტო ეს თუ გამახარებდა ???

 


№2 სტუმარი სტუმარი ირინა

ემოციებით დატვირთული თავია,დამაფირებელი ადამიანთა ბედზე.რამდენი რამის ატანა გვიწევს ადამიანებს ბედნიერების ერთი მარცვალი რომ მოვიპოვოთ.ეს ისტორია ბევრ ემოციას გამოიწვევს მკითხველში.
პ.ს: წკაპ და ჩემთან????

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

როგორი რეალურია ეს ისტორია შეულამაზებელი ფანტაზიების გარეშე მიყვარხარ კეკე სასწაული გოგო ხარ??

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო ეს თავი მომეწონა მაგრამ ძალიან მაინტერესებს ელენე ვიზე იტანჯება ასე ძაან შვილი ყავდა ვითომ

 


№5  offline წევრი LI_BE

ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ანას საავადმყოფოში არ დატოვებდნენ. არ კიარა, ვერ. მეგონა, რომ ბოლო წუთამდე ხუმრობდნენ ამ საკითხზე. საავადმყოფოს სიტუაცია ისე აღწერე, საერთოდ გული გამისკდა. იქ ჯანმრთელი ადამიანი დაავადდება და იმედი მაქვს, ანა რომ გამოვა, უკან შესაბრუნებელი არ დარჩება worried . ნიკოლა ძალიან მომეწონა blush მაგრამ, საბოლოო ჯამში, ადვოკატის იდეა არ მომწონს. ჯობდა, სხვა გზა აერჩიათ.

ხო, ნიკოლოზი ისევ მომწონს blush ზუსტად იცის რა უნდა. გონებით მოქმედებს, თითქოს გრძნობებს გონებით მართავს. ელენეც ასეთია. მართლა გვანან ერთმანეთს. ორივემ იცის, რა სჭირდებათ ერთმანეთისგან. თან, ორივე რომ პირდაპირია და არ მალავენ თავიანთ გრძნობებს და განცდებს, ეს მომწონს კიდე. bowtie

პ.ს. ალბათ დადგა დრო, ელენემ ხმამაღლა თქვას ნიკოლოზთან თავისი ტკივილი (და ამით ჩვენს გავიგებთ wink ).

 


№6  offline წევრი მე♥უცნაურე

შემეცოდა ანა... შემეშინდა, რამე არ დაემართოს...
ძალიან მძიმეა საავადმყოფოს სიტუაცია.
რომ მოიბუზები და დაპატარავდები, ეგეთი გრძნობა დამრჩა...

და მაინც, ვისია სისხლიანი პერანგი?! უკვე შვილი კი არა, ძმა ხომ არ ყავდა, ის მეეჭვება.

ან იქნებ, შეყვარებული იყო?!
რა გაქვს კეკე ჩაფიქრებული, ინტრიგაში ვარ.

მომწონს ელენეს და ნიკოლოზის ურთიერთობა, ერთმანეთისთვის რომ უნდებათ თავიანთი სამყაროს ხელის გულზე დადება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent