შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი ამბები (17)


29-02-2020, 22:01
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 695

- შენ ფიქრობ, რომ მარიანა არ უნდა გათხოვდეს? - ჰკითხა კიარამ ვლადს და თან ხელებსშორის მოქცეული ყავის ჭიქა ნელა მიიტანა ტუჩებთან. ამ ბოლო დროს, ყავის არომატი ძალიან მოსწონდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ არ ეკარებოდა აქამდე.
- რა სისულელეა გათხოვება და ცოლის მოყვანა? ვერ ხედავ ეს ყველაფერი როგორ მთავრდება?
- მხოლოდ შენი გამოცდილება ხომ არაა ცხოვრება.
- ცხოვრებაზე შენ ნუ მელაპარაკები. ნახევარი სიცოცხლე კუბოში გაატარე და დანარჩენ დროს უგრძნობი კაცის ვითომ სიყვარულს ახმარ. დროა, საკუთარ თავსაც მიხედო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით კიარა. არც საყვარელი ვარ, არც საოცნებო და არც ისეთი, ვისი იმედიც უნდა გქონდეს.
- ნებისმიერი საუბრიდან თემა ჩვენზე რატომ გადმოგაქვს? - შეიცხადა ქალმა. რაღაც, ბოლო პერიოდი, ვლადი კიარას დამსგავსებოდა და შეშლილი ქალი შედარებით გაწონასწორებული გამხდარიყო.
- ამ ბოლო დროს, ჩვეულებრივ პიროვნებას დაემსგავსე. ფსიქოლოგთან დადიხარ თუ რა ხდება?
- არაფერი. შენთან ყოფნამ დამასტაბილურა. თან კუბოდან წამომდგარ ქალს ნორმალურ მოქცევას ვერ მოსთხოვ.
- ეგეც მართალია.
კიარას ისეთი სიარულის მანერა ჰქონდა, სხვა რომ ყველაფერი შეეძულებინა, მაგას მაინც ღიმილით შეხედავდა ვლადი. კაცი იმასაც ვერ ხვდებოდა, რატომ უყვარდა კიარას. მას შეეძლო, ნებისმიერი კაცის გული მოეგო. ცოტა კი აფრენდა, მაგრამ ისეთო გარეგნობა ჰქონდა, როგორმე ყველა დახუჭავდა კიარას ხასიათზე თვალს. არა! მაინცდამაინც ის ამოეჩემებინა, ვინც არასოდეს აპირებდა მეორედ ქალის შერთვას.
- ვიცი რომ შვილი გყავს - წარმოთქვა კიარამ მოულოდნელად. თან უილიამის ქანდაკებას მისჩედებოდა.
- კაი, რას მელაპარაკები. - გაეცინა ვლადს. - ნეტა საიდან მიხვდი?
- მე პატარა გოგონას ვგულიხსმობ. პატარა ჯენის. ვერ ვხვდები, რატომ მალავ, რომელი ბავშვთმოძულე მე მნახე.
- შენ ზოგადად, ყველაფერმოძულე ხარ, მაგრამ ჯენიზე საიდან გაიგე?
- უილიამის ქანდაკებას წითელი ფლომასტერით აწერია ჯენის პლიუს ვლადიო და შენ რომ შენი და შენი საყვარლის სახელებს ეგრე ბატისფეხურად არ დაწერდი, მაგდენი ვიცი. თან სამზარეულოში მთელი ინვენტარი გაქვს ფერადი ჭურჭლის, საძინებელში საბავშო საწოლი გიდგას. იდიოტი გგონივარ?
- არა, თუმცა მე აღარ მახსოვდა ეგ ყველაფერი.
- შენთან რატომ არ ცხოვრობს?
- აქამდე სელენას გამო, მერე კი შენ გამო. რაც არ უნდა ადეკვატურად მომაჩვენო თავი, მაინც დარხეული აქვთ შენი ტვინის ჭანჭიკებს.
- მშვენიერია. ანუ ისევ ჩვენ ორნი ვრჩებით. - კმაყოფილი ქალი ბედნიერად დატრიალდა და ვლადის ცხვირწინ გაჩნდა ასე ტრიალ-ტრიალით. - და მაინც ვლად... - ხელის ნელი მოძრაობით მოეფერა საყელოზე.
- რას აკეთებ?
- ვცდილობ, ისე შეგეხო რომ შეხებაში არ ჩამეთვალოს - საცოდავად შეიკავა სუნთქა, რომ ეგება, თუ ძალიან მოინდომებდა, ვლადის ჰაერი მოჰხვედროდა ტუჩებზე.
- თავს ნუ იტანჯავ. სხვაგან წადი და დამივიწყე!
- გგონია, შენს დასავიწყებლად რამე ხერხი არსებობს? საერთოდ, რატომ ფიქრობ რომ იმისი დავიწყება შეიძლება ვინც ოდესღაც შეიყვარე?
- აბა მაშინ დარჩი და იტანჯე თავი. ოდესღაც კარმილა შევიყვარე და ხომ ხედავ, მეც არ ვაპირებ მის დავიწყებას, არც მინდა, კარგად ვარ.
- ზუსტად. მეც კარგად ვარ და ნუ გგონია რომ ვიტანჯები. შესაძლოა, ვიტანჯები კიდეც, თუმცა თვითგვემა თვირთრეალიზაციის მშვენიერი ხერხი ყოფილა. მომწონს ეს ტანჯვა, მოდუნების საშუალებას არ მაძლევს, მაიძლებს რომ ყოველ გათენებას რაღაცა სიხარულითა და მუცელში პეპლებით შევხვდე. მე მომწონს შენი სიყვარული ვლად!
- ნამეტანი სპეციფიკური გემოვნება გაქვს, თუმცა რაღა გაეწყობა - ამოიოხრა კაცმა.
- ქორწილში რას ვიცმევთ?
- რამე კლასიკურს. მაგალითად, რაც ყოველ დღე მაცვია, იმას.
- შენს ადგილას, გამოვცვლიდი.
- რა არ მოგწონს?
- მოსასხამი გაგიხუნდა ვლად.
- არა, საყიდლებზე ვერ გამიტყუებ - გაეცინა კაცს.
- მაშინ მარტო მომიწევს შოპინგი და რომ შეგვხედავენ, ყველა იფიქრებს, ეს მშვენიერი ქალი და ძველმოდური კაცი ვინ არიანო.
- მოსასხამი სადმე იყიდება?
- შევაკერინებთ.
- შავი უნდა იყოს! ზუსტად ისეთი, როგორიც მაცვია.
- ქორწილისთვის, თეთრიც შეგიძლია. თეთრი რაინდი იქნები ცოტახნით.
- არ მინდა!
- ჯიუტი კაცი ხარ - გაეცინა კიარას - ეტყობა შენს პატარა გოგოს ეს ძეგლი ძალიან მოსწონდა, წითელი მარკერით აუჭრელებია.
- ჰო. უილიამი გაბრაზდებოდა. არ მოსწონს, როცა ტანს უჯღაპნიან.
- საიდან იცი, მოსწონს თუ არა?
- შეუძლია, სიზმრებში შეაღწიოს და ისე გელაპარაკოს. ზოგჯერ ვსაუბრობთ ხოლმე. არ ჩანს კმაყოფილი თავისი ცხოვრებით, მაგრამ იმასაც იაზრებს, რომ ჩემი განრისხება ცუდი გადაწყვეტილება იყო.
* * *
აურორა კვლავ ქალაქს ათვალიერებდა. სძლდა უკვე აქაურობა, რადგან კარგად ხვდებოდა, გაბრიელი როგორ უსხლტებოდა ხელიდან. ხან რას იმიზეზებდა, ხან რას, ოღონდაც სახლში არ ყოფილიყო. ერთ ძველისძველ ადგილს მიაკვლია. სიმართლე ითქვას და, გაბრიელის სურნელმა მიიყვანა იქ. შენობას ლომის ქანდაკება ამშვენებდა, გოთიკური ორნამენტებით გაწყობილი უმშვენიერესი ადგილი იყო. აურორამ ნელა შეაბიჯა შიგნით. როგორც ჩანს, მიტოვებულ გალერეასთან ჰქონდა საქმე ან ისე მოეწყოთ ეს ადგილი რომ მიტოვებულის იერსახე ჰქონოდა.
გაბრიელის ნახატების სურნელიც სცემდა.
მეორე სართულის კიბეებს აუყვა. მერე მესამე სართულის სხვენს და პატარა საკუჭნაოს კარიდან იმხელა სახელოსნოში აღმოჩნდა, თავადაც გაუკვირდა. ნარნიასკენ გამავალ კარს ჰგავდა. ნახატებზე თეთრი ნაჭერი გადაეფარა გაბრიელს. ჯერ ერთი ნაჭერი ჩამოხსნა, მერე მეორე, მერე მესამე და ასე გულისფანცქალით, ყველა ნახატი წამოიჭიმა მის წინ.
ელდა ეცა.
ეს ელდა მომაკვდინებლად კაწრავდა მის გულს და სიმწრისგან, სურდა ყველაფერი ნაცარტუტად ექცია, რადგან ყველა ნახატზე დეიზის სახე იყო გამოსახული. ზოგან მხოლოდ თვალები ეხატა, ზოგან მის ღიმილს ეთმობოდა ყველაზე დიდი ყურადღება. აურორამ ნახატებიდან მხოლოდ დეიზი კი არ იხილა, არამედ ის გრძნობაც შეიცნო, რომელიც გაბრიელს ახატინებდა - სიყვარული. ყველაზე მშვენიერი სიყვარული, რაც აურორას არასოდეს გამოეცადა, რადგან მისი გრძნობები ყოველთვის უხეში იყო.
მუჭები მაგრად შეკრა. იმდენად მაგრად რომ ფრჩხილები კანში შეირჭო და სისხლი წამოუვიდა.
- მოვკლავ! - წარმოთქვა განრისხებულმა.
ტვინში მაშინვე დაალაგა გეგმა. ეს მკვლელობა უეცარი უნდა ყოფილიყო, იმდენად უეცარი რომ ვერც კი გაეაზრებინათ, რატომ და რისთვის მოკლეს.
* * *

სირბილით გადმოვიდა მანქანიდან, ბავშვი გადმოსვა, ხელი მოჰკიდა და ასევე სირბილით გააქანა სკოლაში.
- დეიზი, ძალიან მიმაქროლებ - დაიწუწუნა ბავშმა.
- ნუ ხარ ზარმაცი, აქეთ უნდა მიმაქროლებდე შვილო, ვამპირი ხარ.
- დეიზი, ჩემი ფერადი ჩანთა დაგვრჩა.
- ჯადნაბა! ჯერ დირექტორს შევხვდეთ და იმ ჩანთასაც მოგიტან.
- ბავშვებს რომ არ მვოეწონო? - დამფრთხალი თვალებით შეხედა დეიზის.
- მაგათ მამებს ვცემ!
- დეიზი, სერიოზულად გეუბნები - ლამის ტირილამდე მივიდა ბავშვი.
- საყვარელო, ახლა კარგად მომისმინე - ჩაიკუზა და პირდაპირ თვალებში შეხედა თავის ბავშს - არ არსებობს სულიერი, ვინც შენთან საერთო ენას ვერ გამონახავს და თუ იარსებებს, მაშინ აღარ ვაარსებებ. - მერე მიხვდა, ზედმეტად ბრუტალურად ვუდგები ამ ფაქტსო და ცოტა დარბილდა - თუ ვინმე არ მოგეწონება ან არ მოეწონები, უბრალოდ გაეცალე. ცხოვრება ასეთია ჯენი, შეიძლება, ყველა ვერ მოერგოს შენს ხასიათს.
თავისი კაბინეტიდან კამილა გამოვიდა და ღიმილით შეავლო თვალი პატარა ჯენის.
- შენ უთუოდ ჯენი უნდა იყო, არა? - ჰკითხა ბავშს - შენმა ძმამ ბევრი მიამბო შენზე.
- ჯენი ვარ, ჯენი დროგო - დიდივით ჩამოართვა ხელი კამილას.
- დროგოა, თუმცა დროებით, ჩემს გვარზე იქნება, სანამ ოჯახში ყველაფერს არ დავალაგებთ - აუხსნა დეიზიმ. - ჯენი კარტერი.
- მშვენიერია, შენ დეიზი ხო?
- დიახ, დეიზი.
- მარიანას და კატალინას მეგობარი ხარ, როგორც ვიცი.
- დედაჩემიცაა და გაბრიელის შეყვარებულიც - დაამატა პატარა ჯენიმ.
დეიზის უხერხულად გაეღიმა.
კამილასაც.
- ყველაფერს მძაფრად აღიქვამს - გეგონება, ჯადოქარი თავს იმართლებსო.
- არაფრის ახსნა არაა საჭირო, მე და გაბრიელი უბრალოდ მეგობრები ვიყავით ყოველთვის. და შემთხვევით თუ ძალით, იმდენჯერ უხსენებია შენი სახელი, ადვილი მისახვედრი იყო, იგივე მეგობრობა არ გაკავშირებდათ, რაც ჩვენ.
დეიზის ისევ შერცხვა და გაეცინა.
მაგრამ ძალიან მოეწონა კამილას ნათქვამი.
- დეიზის ჩემი ფერადი ჩანთა დარჩა - შესჩივლა ბავშვმა კამილას.
- არაუშავს, მერე მოგიტანს, ჯერ შენი კლასელები და მასწავლებლები გაიცანი.
- შენც შემოდი - ხელი მაგრად ჩაბღუჯა პატარა ჯენიმ ჯადოქარს.
- საყვარელო მშბლების გაკვეთილებზე ჯდომა არ შეიძლება.
- თუ გინდა შეჰყევი - შესთავაზა კამილამ
- მისთვისვე სჯობს რომ სკოლაში მხოლოდ თავისი სამყარო ჰქონდეს. დედიკოს, მამიკოს, ძმის, ძაღლის და ყვავების გარეშეც უნდა შეძლოს არსებობა. უკვე დიდი გოგოა - ხელზე აკოცა ბავშვს და კამილასთან ერთად გაუშვა.
უყურებდა პატარა ჯენის და როგორც პატარა ბავშვები ითხოვენ დედას, მზად იყო, ზუსტად ეგრე ეღრიალა, ჩემი შვილი მინდაო.
სკოლას კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ მთავარი იყო, პატარა ჯენის გათხოვება არ მოსდომებოდა. არასოდეს! თორემ აი ეგ უკვე სერიოზული პრობლემა იქნებოდა დეიზისთვისაც და ვლადისთვისაც.
ჩანთა კლასში მიუტანა და გარეთ დერეფანში გამოისეირნა. ბავშვები ზედმეტად უცნაურად შეჰყურებდნენ. დეიზი ვერ ხვდებოდა რატომ, თუმცა თაყვანისმცემლების მთელი არმია ჰყავდა სკოლაში პატარებიდან დაწყებული, დიდებით დამთავრებული.
გოუსთჰილში დაბრუნება არ უნდოდა ბავშვის გამოსვლამდე, ვერ მოისვენებდა.
გაბრიელი ქალაქის ცენტრში ელოდებოდა.
- როგორ ჩაიარა პირველმა დღემ? - ჰკითხა ქალს.
- იმედია, კარგად. მთლად ოპტიმისტურად ვერ იყო განწყობილი. ვლადმა დაიჟინა, მე მივიყვანო, მაგრამ გადავაფიქრებინე.
- სკოლაში ვლადის გამოჩენაღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის. მაღალ კლასებში, მისი სისასტიკის ისტორია ცალკე საგანია და ბავშვებს მაგისი დანახვა გულს გაუხეთავდა.
- ანუ ჯენისაც მოუწევს მაგ ყველაფრის სწავლა?
- რა თქმა უნდა. უნდა შევამზადოთ. შენი შესწავლაც მოუწევს და თავისი დებისაც.
- მეც მაგარი ცოდვიანი ვარ, თუმცა ჩემ დებს არასდროს არაფერი დაუშავებიათ ისეთი. ძირითადად, მტრების მოგერიებაზე იყვნენ ორიენტირებულები, როგორც დედაჩვენი. შენზე კარგის მეტს არაფერს ასწავლიან, ჩვეულებრივი როკვარსკვლავი ხარ.
- აი თურმე რატომ მომჩერებოდნენ დღეს ბავშვები.
- ახლა პატარა ჯენი ყველაზე პოპულარული ბავშვი იქნება: მონსტრი მამა, ტყუპი ჯადოქარი დები, მაგარი ძმა და ცნობილი დედობილი.
- ჩემს გვარზე დაარეგისტრირებს კამილა და ჯერ არავინ გაიგებს რომ დროგოა.
- ვლადი გაცოფდება.
- მოველაპარაკე უკვე.
- მიკვირს, როგორ შეგიძლია მასთან ასე ადვილად მოლაპარაკებები.
- იცის, რომ ჯენისთვის საუკეთესო მინდა.
- ვერც კი ვხვდები, რითი დაგიმსახურა ჩემმა ოჯახმა
- მაგარი ბავშვი გააკეთეთ და მაგით. თქვენმა მშობლებმა გააკეთეს, შენ რა შუაში ხარ - გაეცინა დეიზის - და კიდევ ძალიან საყვარელი ბიჭი, რომელმაც ჩემი გული ისე უეცრად მოინადირა, ვერც კი მივხვდი, რა მჭირდა. - მერე ეგიჟივით ეძგერა და შუა ქუჩაში ისე კოცნეს ერთმანეთს, სხვაზე რომ დაენახათ შეზიზღდებოდათ.



№1  offline წევრი წიწაკა

იმდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს კითხვისას, რომ მგონი დასრულების შემდეგ ვამპირებზე, ჯადოქრებზდ და ა.შ. რაღაცებს გადავქექავ:დ
აქამდე არასდროს წამიკითხავს ვამპირებზე რა გასაკვირიც არ უნდა იყოს. მგონი არ მითქვამს. არც არაფერს მიყურებია და მადაზე მომიყვანე:დ გადავჭამ ყველაფერს. თუმცა მეეჭვება ასეთ უსასტიკესად მაგარ რაღაცას მივაგნო, აი მართლა. იმდენად მომენატრნენ რომ ახლა სიყვარულში ვიხრჩობი:დდ აი ძალიან ვერთობი და ისე მამხიარულებს, რომ შემიძლია დაუსრულებლად ვიკითხო, ან ასე იმიტომ ვფიქრობ რომ არ მყოფნის და მეტი მინდა. "სისხლისფერი ამბები" სულ ტყუილად ჰქვია. ძალიან სათნოა და ძილის წინაც წავუკითხავდი შვილებს, რომ მყავდეს:დ ან შევინახავ და რომ მეყოლება წავუკითხავ ზოგიერთი ადგილის გამოტოვებით:დდ
სხვათაშორის ველოდებოდი უილიამის ამბის გაგებას. მაგრამ არაუშავს მოვიცდი. ამ საიტის დახმარებით ეგ უნარი კარგად გამომიმუშავდა:დ
ველი შემდეგს.

 


№2 სტუმარი Mari

ვგიჟდები ამ.მოთხრობაზე???

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
იმდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს კითხვისას, რომ მგონი დასრულების შემდეგ ვამპირებზე, ჯადოქრებზდ და ა.შ. რაღაცებს გადავქექავ:დ
აქამდე არასდროს წამიკითხავს ვამპირებზე რა გასაკვირიც არ უნდა იყოს. მგონი არ მითქვამს. არც არაფერს მიყურებია და მადაზე მომიყვანე:დ გადავჭამ ყველაფერს. თუმცა მეეჭვება ასეთ უსასტიკესად მაგარ რაღაცას მივაგნო, აი მართლა. იმდენად მომენატრნენ რომ ახლა სიყვარულში ვიხრჩობი:დდ აი ძალიან ვერთობი და ისე მამხიარულებს, რომ შემიძლია დაუსრულებლად ვიკითხო, ან ასე იმიტომ ვფიქრობ რომ არ მყოფნის და მეტი მინდა. "სისხლისფერი ამბები" სულ ტყუილად ჰქვია. ძალიან სათნოა და ძილის წინაც წავუკითხავდი შვილებს, რომ მყავდეს:დ ან შევინახავ და რომ მეყოლება წავუკითხავ ზოგიერთი ადგილის გამოტოვებით:დდ
სხვათაშორის ველოდებოდი უილიამის ამბის გაგებას. მაგრამ არაუშავს მოვიცდი. ამ საიტის დახმარებით ეგ უნარი კარგად გამომიმუშავდა:დ
ველი შემდეგს.

ვაიმე, ეგ რა კაი იდეა მომაწოდეეეე, ცოტახანში, ჩემი ბიძაშვილის შვილებს წავუკითხავ ხოლმე ამ ზღაპარს. სხვათაშორის, მერე რო დავფიქრდი, მართლა აღარ მომეწონა ეგ სათაური, არ გამოვიდა სისხლისფერი ამბები. ცოტ აბრუტალურ სცენებს ვაპირებდი, თუმცა თავი აღარა მაქ ეგეთების წერის, მემგონი ასაკი მომემატა და ისეთი გავხდი, თრილერებს რო ვეღარც უყურებენ და ვეღარც წერენ :დდ შევეხდები, შენდეგი თავი შუა კვირაში დავდო რადგან ეს ბოლო დრო ძაან ცოტას ვდებ ხოლმე

Mari
ვგიჟდები ამ.მოთხრობაზე???

მადლობა მარიკოო <3

 


№4  offline მოდერი ჰაიკო

გამარჯობა.
ხშირად ვკითხულობ ხოლმე შენს მოთხრობებს, მაგრამ არ ვაკომენტარებ, ამისთვის შენდობას ვითხოვ)
მომწონს შენი წერის სტილი, არ არის ცანცარული და არასერიოზული,
არ არის ე.წ. "მჯღაბნელური") ეს კარგია.
წარმატებებს გისურვებ.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№5 სტუმარი nia

Dzalian magaria❤❤

 


№6  offline წევრი Lu Miki

ჯენიიი დროოო გარბიიის. დაამატე ახალი თავი დროულად მინდა დეიზიმ კისერი მოუგრიხოს იმ კახპას )) ხერხემალი ცხვირიდან ამოაძროს დაფლიტოს და დაანაკუწოს ცეცხლის ალში გახვიო და მინდა პარკერი მარიანას კაცი გახდეს ხო და ჯენის დრაკონების ვერსია მეც მომწონს გამოიყენე იმ კახპის მოკვლის სცენაში აი დეიზის რო დაეხმაროს მაგალითად დრაკონი ან დრაკონის შელოცვა. აუ რა ვიფანტაზიორე. ???????????????? წავედი საკუთარ გაგრძელებას დავხატავ გონებაში ????????????
--------------------
TG

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent