შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარვა (მეორე ნაწილი სრულად)


2-03-2020, 10:35
ავტორი კი პრი
ნანახია 782

7 თავი
იორღოს პალიკარისი დილიდან ცოფებს ყრიდა, მისი ღრიალის ხმა მთელ შენობაში ისმოდა. გამწარებული თანამშრომლები დამფრთხალი თაგვებივით დარბოდნენ აღმა- დაღმა.ამჯერად საგანგებო სიტუაციების სამსახურზე იყო გაბრაზებული გენ პროკურორი, რომლებმაც უარი უთხრეს წითელ ტბაში ჩაყვინთვაზე და სპეციალურ აღჭურვილობას ითხოვდნენ.
წითელი ტბა ტოქსიონებით იყო სავსე, ჩვეულებრივი აღჭურვილობით იქ ჩასვლა სიკვდილზე ხელის მოწერას ნიშნავდა. ინფორმაციამ დილიდან პრესასა და ტელევიზიაში გაჟონა და ყველგან ეს ამბავი ისმოდა. მხოლოდ პირადმა მდივანმა გაბედა გენპროკურორის კაბინეტში თავის შემოყოფა და სოფოკლეს მოსვლა აცნობა.
სავსე საქაღალდით გამოცხადდა სოფოკლე პროკურორის კაბინეტში. მშვიდად ამოალაგა ქაღალდები და მაგიდაზე გაშალა.იორღო ელოდა, როდის დაიწყებდა საუბარს გამომძიებელი.მაგრამ მოთმინება ნელ-ნელა ეწურებოდა.როგორც იქნა ფოტოებს დაწვდა სოფოკლე და პროკურორს აჩვენა.
- ჩვენი გარდაცვლილი ნიკოლა პეტროვაა, ბულგარელი,განქორწინებული.ქმარი ბულგარეთშია. ყავს შვილი 12წლის სტეფანი.მათი გაუჩინარების შესახებ განცხადება ნიკოლას მეგობარმა პეტრო იივანოვმა გასული წლის მარტის თვეში გააკეთა.ერთ საათში ველოდები დეტალური გამოკითხვისთვის.
- რას საქმიანობდა პეტროვა კვიპროსში? - სურათს დახედა იორღომ, საიდანაც მომხიბვლელი ქერა ქალი იმზირებოდა. სავსე წითელი ტუჩებით და დიდი ცისფერი თვალებით.
- რესტორანში მუშაობდა მზარეულის დამხმარედ, ჯერ არ გავსაუბრებივარ მის თანამშრომლებს.
- ქმარი?
- ქმარი არ ვიცი, ბულგარეთშია. ოფიციალურად შვიდი წლის წინ განქორწინდნენ.იმის შემდეგ ჩამოვიდა ქალი კვიპროსში.
- ნარკოტიკები, ძარცვა, ქურდობა, პროსტიტუცია, რამეში ხომ არ იყო გარეული? - გააკეთა დიდი ჩამონათვალი პროკურორმა.
- ყველაფერი გადავამოწმე, არსად არაფერია.ორჯერ არის დაჯარიმებული მანქანის სიჩქარის გადაჭარბებაზე და არასწორ პარკირებაზე. თუ რამეს აკეთებდა არ ვიცი, მაგრამ პოლიციას არ გამოუჭერია. მისი სამოსი იაფფასიანი საშუალო ხარისხისაა, დიდი შემოსავალი რომ ქონოდა, ასეთი ლამაზი ქალი აუცილებლად იყიდდა ძვირფას ნივთებს.
- შვილს ვერ პოულობ?
- ვერა, ვერცერთ სკოლაში ვერ ვნახე რეგისტრირებული ამ სახელის და გვარის გოგონა. აი მოვა ივანოვი და უფრო მეტს გავიგებ.
- ექსპერტიზამ რა თქვა?
- ანდრეამ გააკეთა, იმის თვალს კი ვარაფერი გამოეპარება ხომ იცი.
იორღომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
- ხოდა ანდრეამ თქვა, ხელით არის დახრჩობილიო, სექსის დროს, კულმინაციურ მომენტშიო.
-რააა?- პირი დააღო და თვალები გადმოცვივდა გაკვირვებულ იორღოს.
- მეც ეგ რეაქცია მქონდა ბატონო პალიკარის, მაგრამ იმას გეუბნებით რაც მითხრა ექსპერტმა.
- შენ ამბობ, რომ საყვარელმა მოკლა?
- ან ერთი ღამის პარტნიორმა.
- ხო, ეგეც შეიძლება - თავის დაქნევით ჩაილაპარაკა პროკურორმა.
- თითები არ არის ჩემოდანში. სხეული ისეა დანაწევრებული და ჩალაგებული, მკვლელი ანატომიაში ძალიან კარგად ერკვევა და ხელიც გავარჯიშებული აქვსო.ტანსაცელიც კი იდეალურად იყო დაკეცილი.
- სულ ნუ გამაგიჟებ სოფოკლე - თითი დაუქნია პალიკარისმა გამომძიებელს.
- რა ვქნა ბატონო პალიკარის, ასეა..- ამოიხვნეშა გამომძიებელმა.
- კიდევ რამეა?
- არა მეტი არაფერი. წავალ ივანოვს შევხვდები.მერე მოგახსენებთ დანარჩენს. სოფოკლემ ისევე დინჯად აკრიბა თავისი ქაღალდები როგორც დააწყო და კაბინეტი დატოვა.იორღოს პალიკარისი კიდევ რამდენიმე წამი იჯდა გაშეშებული, მერე თვალებში ნაპერწკლები აენთო და ტელეფონს დასტაცა ხელი.

პეტრო ივანოვი მაღალი ახალგაზრდა მამაკაცი იყო. თხელი სათვალე და იდეალურად დაყენებული ვარცხნილობა ამშვენებდა. გამომძიებლის კაბინეტში თეძოს რხევით შევიდა და მომხიბვლელი ღიმილით დაუჯდა წინ სოფოკლეს. მის ფონზე ჯმუხი გამომძიებელი კიდევ უფრო უხეში გამოჩნდა.
- მე პეტრო ივანოვი ვარ, ნიკოლა პეტროვას უახლოესი მეგობარი. - ტუჩების პრანჭვით გააცნო თავი სოფოკლეს.
- თქვენც ბულგარელი ბრძანდებით? - დაინტერესდა გამომძიებელი და ფურცელი მოიმარჯვა.
- დიახ, მეც და ნიკოლა ბულგარელები ვართ.
- დიდი ხანია რაც კვიპროსში ცხოვრობთ?
- თითქმის შვიდი წელია, მას შემდეგ რაც ნიკოლა ქმარს დაშორდა

- რატომ დაშორდა? ძალადობის მსხვერპლი ხომ არ იყო და იმალებოდა?
- არა რას ამბობ, მშვენიერი ცოლ-ქმარი იყვნენ, დიმიტრის სხვა შეუყვარდა და მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს.
-დიმიტრი ქმარს ქვია? რას საქმიანობს?
- დიახ, დიმიტრი პეტროვი მშვენიერი მამაკაცია - გაინაზა პეტრო- პატარა რესტორანი აქვს სოფიაში, მზარეულობაც მან ასწავლა ნიკოლას.
- როდის გაუჩინარდა ნიკოლა პეტროვა?
- არ გაუჩიინარდა,. დამემშვიდობა და ისევ წავიდა - ხმა გაუტყდა ივანოვს.
- ვერ გავიგე - გაუკვირდა გამომძიებელს.
- 15 მაისს წავიდა. მანამდე ერთად ვცხოვრობდით, მე ნიკოლა და სტეფანი, მისი შვილი.
- სტეფანი სადაა ახლა?
- ისიც დაიკარგა დედასთან ერთად.
- მერე აქამდე რატომ არ განაცხადეთ ამის შესახებ?- თვალებიდან ცეცხლი გადმოყარა გამომძიებელმა.
- პოლიციაში მითხრეს, დედას თუ ვიპოვით შვილი გამოჩნდებაო. - გაღიზიანება დაეტყო ივანოვსაც ხმაში.
გამომძიებელმა ამოიხვნეშა, აღარფერი უთქვამს, მაგრამ მისი გახშირებული სუნთქვა სიბრაზეს აფრქვევდა.
- შენ ამბობ, რომ დაგემშვიდობა.სად წავიდა და რატომ? - მიუბრუნდა იოვანოვს.
- ზამთარში, დაახლოებით იანვრის ბოლოს ერთი მამაკაცი გაიცნო.მაისის თვემდე მიმოწერა ქონდათ ინტერნეტით. ხანდახან ტელეფონითაც საუბრობდნენ.მაისის დასაწყისში აია- ნაპაში თხოვა ჩასვლა.უნდოდა რომ მასთან გადასულიყო საცხოვრებლად. ნიკოლა დიდხანს ფიქრობდა, მაგრამ ბოლოს ბინა იქირავა აია-ნაპაში და იქ გაემგზავრა.ერთი კვირა ყოველ დღე მირეკავდა, მარიო ჯერ ვერ ვნახე, მივლინებაშიაო.ჩვენ კარგად ვართო.სამუშაოც იპოვა. მერე უცებ ერთ დღეს აღარ დამირეკა, არც მეორე, არც მესამე დღეს. ერთი კვირის მერე პოლიციაში მივედი. რომ მოვუყევი ყველაფერი, ასე მითხრეს, ალბათ მარიოსთან ერთად გაემგზავრა სხვა ქვეყანაშიო. არ დავიჯერე, მაგრამ ვეღარაფერი ვქენი - ცრემლებით დაასრულა მოყოლა პეტრომ.
- ბავშვი? შვილი სად წაიყვანა?
- თან წაიყვანა. ორივე ერთად გაქრნენ.
- თქვენთან რა ურთიერთობა ქონდა? თქვენთან ცხოვრობდა და სხვა მამაკაცებს ხვდებოდა?
პეტრო იოვანოვს გაეღიმა: ბატონო სოფოკლეოს, მე ჰომოსექსუალი ვარ, მამაკაცები მომწონს, ნუთუ ვერ მიხვდით აქამდე?
სოფოკლე დაიბნა, რა ეპასუხა არ იცოდა და ქაღალდებს დაუწყო ფურცვლა.
- ნიკოლა ნარკოტიკებს ხომ არ იღებდა?
- არა, არავითარი ნარკოტიკი. სასმელი და მსგავსი საშუალებები. სიგარეტსაც არ ეწეოდა.
- ბევრი მამაკაცი ყავდა?
- განქორწინების შემდეგ - ჩაფიქრდა პეტრო- ერთი, ორი, სამი. მარიო მესამე იყო.
მარიოზე რას მეტყვი, რა იცი?
- ზუსტად სადაურია არ ვიცი, ყოფილი სამხედროა.ახლა თვითმფრინავების ნაწილების ექსპორტზე მუშაობს.ნანახი არ მყავს, არც ფოტოთი ვიცი. ვიდეოთვალით საუბრობდნენ ხოლმე. ნიკოლა ამბობდა ძალიან მაღალი, ნავარჯიშები და ლამაზი მამაკაციაო. თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზეო.
გამომძიებელმა რაღაც მოინიშნა.
- სად გაიცნო ნიკოლამ მარიო?
- გაცნობის საიტია OKKON.COM მე დავარეგისტრირე. ნიკოლას არ უნდოდა მაგრამ ზოგჯერ ერთად შევდიოდით და ვერთობოდით.
- ამ ვებ-გვერდით კონტაქტობდნენ? თუ სხვა სოციალური ქსელებითაც?
- facebook- ითაც.
- კიდევ რამის დამატება ხომ არ გინდა?
- არა, არაფერი - თავი ჩაღუნა ივანოვმა.
- მაშინ დაგემშვიდობები. დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.კიდევ დაგიკავშირდებით და ინფორმაციას მოგაწვდით ხოლმე, როგორც ვატყობ, შენზე ახლობელი პეტროვას არავინ ყავს.
ბიჭი წამოდგა, ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა გამომძიებელს და გულდამძიმებული გავიდა კაბინეტიდან.

იორღოს პალიკარისი შუადღის მერე წითელ ტბასთან იყო და აწიიოკებდა მყვინთავებს. როგორც იქნა მათი მოთხოვნილი სპეციალური აღჭურვილობა იშოვა და ახლა ყველა სანტიმეტრს ათვალიერებინებდა წყლის ქვეშ მყოფებს.თვითონ ტბას გარს უვლიდა და მაძებარი ძაღლივით ყნოსავდა. უკვე ბინდდებოდა, მას კი ამ საქმის დამთავრება დღესვე უნდოდა.
მას შემდეგ რაც ნიკოლა პეტროვას გვამი აღმოაჩინეს, პრეზიდენტიც და პრესაც მოსვენებას არ აძლევდა.დღეს საღამოსაც უმაღლეს მთავარსარდალთან იყო დაბარებული გამომძიებელ სოფოკლეს სოფოკლეოსთან ერთად. უკვე იმედი გადაწურული ქონდა, მყვინთავებმა რაღაც რომ შენიშნეს და უფრო ღრმად ჩაყვინთეს.იორღო ნავზე ავიდა და შუა ტბაში მოითხოვა გაყვანა.რაციაში ჯერ შიშინის ხმა მოესმა, შემდეგ კი სიტყვები გაარჩია ,,ჩემოდანი, ჩაკეტილი ჩემოდანი,,. პალიკარისს ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და ცივმა ოფლმა დაასხა სახეზე. მყვინთავებმა შავი, წყლისგან გაფუჭებული ჩემოდანი ამოათრიეს ნავზე.იორღომ საკეტთან ჩაიმუხლა, დანის პირით გატეხა და ზედა ნაწილი აწია.თავის ქალის თვალის ფოსოებიდან კაკლები გადმოეკიდა. იორღომ სახურავს ხელი აუშვა, ნავის კიდეს დაეყრდნო და გული აერია.

საღამოს ცხრა საათი სრულდებოდა, გაწითლებული და ოფლში გაწურული გენპროკურორი იორღოს პალიკარისი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იჯდა და საათს მალ-მალე დაჩერებოდა. როგორც იქნა გამომძიებელი სოფოკლე გამოჩნდა.იორღოს საყვედური უდა ეთქვა დაგვიანებისთვის, მაგრამ პრეზიდენტის მდივანი გამოკაკუნდა მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით და მამაკაცები კაბინეტში შეიპატიჟა.
- როგორ არის საქმე ბატონებო? - მიმართა ქვეყნის მთავარსარდალმა პოლიციელებს და სავარძელზე მიუთითა.
- ცუდად, - უპასუხა პალიკარისმა.შექმნილი მდგომარეობის დამალვას აზრი არ ქონდა.
- ვინაა ახალი გარდაცვლილი?
- ალექსანდრა კალჩუ.რუმინელი 20 წლის.მარტო ცხოვრობდა.
- იგივე ხელწერაა?- დაინტერესდა პრეზიდენტი.
- პეტროვა დამხრჩვალია, კალჩუ კი ცეცხლსასროლი იარაღითაა მკვდარი.
- რა იარაღით?
- აკ-47. აკრძალულია ჩვენს ქვეყანაში. ძვირადღირებული იარაღია. ახლო მანძილიდან არის ნასროლი კეფაში. არც ამ შემთხვევაშია ფალანგები, სხეული ზუსტად ისევეა დანაწევრებული როგორც წინა.ჩემოდანშიც ერთნაირადაა ჩალაგებული. საქმე სერიულ მკვლელთან გვაქვს.ორივე ქალი მსგავსი გარეგნობისაა, ქერა, ცისფერთვალება, მარტოხელა უცხოელი.დაახლოებით ერთი სიმაღლის და აღნაგობის. ორივე ძალიან ლამაზი.
- როდისაა გარდაცვლილი კალჩუ? - დაინტერესდა პრეზიდენტი.
- შემოდგომაზე.ორივე მსხვერპლი ერთმანეთის მსგავსი ჩემოდნებით იყო წითელ ტბაში ჩაგდებული. ორივე სოციალურ ქსელ OKKON.COM - ს იყენებდა.
- საინტერესოა ე.ი სოციალურ ქსელით ეცნობა მკვლელი მსხვერპლს? - ჩაფიქრდა პრეზიდენტი.
- დიახ, როგორც ჩანს.- ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მჯდომმა სოფოკლემ- ორივე გოგონას პირადი გვერდი გავტეხეთ facebook-ზეც და okkon.com- ზეც. მიმოწერებს მთელი დღე ვკითხულობდით.ორივე შემთხვევაში შინაარსი ერთი და იგივეა, მაგრამ ადრესატის სახელები სხვადასხვა. პეტროვა მარიოს ესაუბრება, კალჩუ კი პაბლოს.
- სურათები, მისამართები, რამე არის საიდენტიფიკაციო?
- არაფერი, გაცნობითი ხასიათის მიმოწერა და მერე ვიდეოთვალით საუბრები.ორივე შემთხვევაში მკვლელს პირადი გვერდი გაუქმებული აქვს სოციალური ქსელებიდან.
- ესე იგი არაფერი გაქვთ, რითაც მკვლელს დაიჭერთ?- თვალები დააკვესა პრეზიდენტმა.- სერიული მკვლელი ქვეყანაში თავისუფლად დადის და რა საქმითაა დაკავებული ამდენი პოლიციელი? ნარკოტიკებს მიაქვს კვიპროსი, ქურდობა და ყაჩაღობა ყოველ ფეხის ნაბიჯზეა, ტურისტებს ეშინიათ, ადგილობრივები კარჩაკეტილი ცხოვრობენ და თქვენ რას მიკეთებთ?
პოლიციელები ხმის ამოუღებლად თავჩაღუნული უსმენდნენ ქვეყნის მთავარსარდლის ბობოქრობას.
- სულ რამდენი დაკარგული გვყავს ბაზაში? - მიუბრუნდა გენპროკურორს პრეზიდენტი.
- 47 - ამოიკნავლა იორღომ.
- 47? რამდენი მათგანის დაკარგვის ფაქტზე მიდის ძიება?
- ოფიციალურად ყველაზე.- ჩაილაპარაკა ისევ პალიკარისმა.
- მე გეკითხები, აქტიურ ძიებას - ხმას აუწია პრეზიდენტმა
- არცერთზე აქამდე.
მთავარსარდალი წამოდგა, მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო და ერთი ამოსუნთქვით დაცალა გრაფინი.
- აქედან ქალი რამდენია?
- 13 ბატონო პრეზიდენტო, 5 ევროპელი, 3 ელი, 5 ფერადკანიანი აფრიკელი.
- ამ ხუთიდან ორი იპოვეთ ხო? შეიძლება დარჩენილი სამიც წითელ ტბაში განისვენებდეს.- გამოთქვა ვარაუდი პრეზიდენტმა.
- სამიდან ერთი ნიკოლა პეტროვას შვილია - ჩაილაპარაკა სოფოკლემ.
- ეგ ბავშვი ჯერ ვერ იპოვეთ?- კიდევ ერთხელ დააკვესა თვალები მთავარსარდალმა.
- როგორც პეტროვას მეგობარმა თქმა, ქალმა ბავშვი თან წაიყვანა და ერთად გაუჩინარდნენ. ან ბავშვიც მკვდარია, ან შეშინებული სადმე იმალება- ხმის ამოღება გაბედა სოფოკლემ.
- იმედია ცოცხალია - ჩაილაპარაკა იორღომ.
- ილოცე იორღოს პალიკარის, რომ ის ბავშვი ცოცხალი იყოს, თუ მოწმეა მკვლელი მასზე ინადირებს. ეს საქმე შენი ბოლო შანსია.ან მიიყვანე ბოლომდე და უმოკლეს დროში გახსენი, ან დაემშვიდობე პროკურატურას.ახლა კი თავისუფალი ბრძანდებით ბატონებო.
პოლიციელები ხმის ამოუღებლად გავიდნენ კაბინეტიდან. პრეზიდენტი კი კიდევ დიდხანს იჯდა სავარძელში თავჩაღუნული და ფიქრობდა.

გენპროკურორს პრეზიდენტთან მძიმე საუბრის შემდეგ ცოლის უაზრო ჩხუბის მოსმენა არ უნდოდა და სოფიასთან რამდენიმე საათის გატარება გადაწყვიტა. სახლში ისეთ დროს დაბრუნდა, რომ მარიას ეძინა, მის გაღვიძებას კი მისაღებ ოთახში დივანზე ძილი ერჩია.მოუხერხებლად წოლას კოშმარული სიზმრები დაემატა, პრეზიდენტი თავის ხელით აწერინებდა გადადგომაზე თხოვნის განცხადებას.ოფლში გაწურულმა იორღომ თვალი გაახილა და თავზე დამდგარი ცოლის შეშინებული სახე დაინახა.
- მშვიდობაა?- იკითხა დაბალი ხმით.
- არა- უპასუხა ქალმა და ზურგი აქცია.
- ბავშვს ჭირს რამე?- დივანზე წამოჯდა იორღო და საშინელების მოლოდინში გაიტრუნა. ქალს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მისი თვალები აფრქვევდა ცეცხლს.
- რა ხდება? - ამოიხვნეშა კაცმა - რა გითხრეს შენმა ჭორიკანა მეგობრებმა?
- მეგობრებმა არა, ტელევოზორმა - მკვახედ უპასუხა ქალმა და კედელზე ჩამოკიდებული ეკრანი ჩართო.
იორღომ ჯერ სიბნელეში დანთებული სანთლები გაარჩია, მერე კი მათი პატრონები. რამდენიმე ასეული ადამიანი შსს სამინისტროსთან იდგა ანთებული სანთლებით და ტრანსპარანტებით ხელში და შსს მინისტრის და გენპროკურორის გადადგომას ითხოვდა. ჟურნალისტი დეტალურად ყვებოდა წითელ ტბაში აღმოჩენილი გვამების შესახებ და მათ უცხოელობას უსვამდა ხაზს.რამდენიმე რესპოდენტმა ისიც თქვა, რომ რადგან დაკარგულები კვიპროსის მოქალაქეები არ იყვნენ, მათი მოძებნით თავი არავინ შეიწუხაო.ტახტზე წამომჯდარმა იორღომ თავი ხელებში ჩარგო და მთელ ხმაზე აღმუვლდა.

8 თავი
გამჭვირვალე მინებში ოთახის მოწყობილობა ჩანდა, უმრავი მონიტორი ერთდროულად ციმციმობდა. მათი ზუზუნი უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც ისმოდა. სამი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი გოგონა ყურსასმენებით ისხდნენ სავარძლებში და მათი ბორბლებით გადაადგილდებოდნენ. მინის კარებთან მარინე რამდენიმე წამით შედგა. გაუკვირდა ასე თავისუფლად მოგორიალე ხალხი რომ დაინახა და წარმოიდგინა როგორი იქნებოდა, ერთმანეთს რომ შეჯახებოდნენ. კარებზე დაკაკუნებას აზრი არ ქონდა, მაინც ვერაფერს გაიგებდნენ.ის ის იყო კარები უნდა შეეღო, რომ სათვალიანმა ბიჭმა მოიხედა. წამოდგა და კარებისკენ დაიძრა.
- რა სიურპრიზია ქალბატონო მარინე შენი ნახვა - ორივე ხელი მოხვია მარინეს და ფართო გულ-მკერდზე მიიხურა. - არ მჯეროდა როცა მითხრეს, დაბრუნდაო.
- მეც მიხარია შენი ნახვა საბა, მშვენიერად გამოიყურები.ამ სავარძელში ატარებ მთელ დღეს და ეს კუნთები დავიჯერო ონლაინში დაიყენე?- გამაგრებულ მკლავზე ჩაეჭიდა მარინე.
- ონლაინში რომ შეიძლებოდეს მთელი მსოფლიო დაკუნთული იქნებოდა და არა ჭარბ წონიანი.- ახვიხვინდა საბა. მარინეს ყოველთვის ეცინებოდა საბას ცხენივით ხმაზე. ამ ბიჭს აშკარად ოტოლარინგოლოგი ჭირდებოდა.
- აბა რაო მარინე რამ მოგიყვანა ჩემთან?
- დიღმის მასივში მომხდარ მკვლელობას ვიძიებ და სათვალთვალო კამერების დათვალიერება მინდა.
- ხო ვიცი ეგ ამბავი, ძალიან გახმაურდა უკვე.- საქმიანად დატრიალდა საბა - მკვლელობის დროის მიხედვით დავათვალიერე კამერები. ერთი მაღაზიიდან, ორი შუქნიშანთან დამონტაჟებული.მოდიო ნახე, - მონიტორი ჩართო საბამ და თავისი სავარძელი დაუთმო ქალს- ორ კამერაში ჩანს მამაკაცი.მარტო გადაადგილდება მკვლელობამდე სამი წუთით ადრე.მეორეთ ის მამაკაცი შუქნიშნის კამერამ დააფიქსირა, მკვლელობიდან ორ წუთში სანაპიროსკენ მიდის.
მარინე ჩანაწერებს უყურებდა, გარე განათება აფერმკრთალებდა გამოსახულებას.
- შეგიძლია შეანელო და მოაახლოვო? - თვალები დააწვრილა მარინემ.
საბამ მხოლოდ თავი დააქნია და თითები ააწკაპუნა კლავიატურაზე. ჩანაწერი შენელდა. მამაკაცის ფიგურა უფრო გამოიკვეთა.შავი ტანსაცმელი და შავი "კეპიანი" ქუდი, სწორედ ის იყო, ვისაც მარინე ეძებდა.
- ეს კადრი ამომიბეჭდე ფურცლებზე საბა. ზურგიდან რომელიცა ის კიდევ უფრო მოაახლოვე. ახლოს მიიწია მონიტორთან მარინე.საბამ უსიტყვოდ შეასრულა თხოვნა.
- ნახე საბა, დააკვირდი გთხოვ, კისერზე რამე ნახატი აქვს?
საბამ თვალები დააწვრილა, მერე სათვალე აიღო და ისევ კლავიატურას მიუბრუნდა.
- ნახატია მარინე, თან ფერადი.მხრებიდამ კისერს მიუყვება და კეფასთან მთავრდება.
- შეგიძლია უფრო მკვეთრად მაჩვენო ნახატი?
საბამ ისევ კლავიატურაზე აათამაშა თითები.
- ობობას ქსელს გავს, ეს ნაწილი კი საცეცები უნდა იყოს.
- დიდი ხნის გაკეთებულს გავს, ვერ გავიგებთ როდის და სად გაიკეთა.მაგრამ საიდენტიფიკაციოდ გამოდგება.გავაგზავნოთ ეს ფოტოები ყველგან სადაც საჭიროა.
- დამატებით თუ რამეს გავარკვევ, დაგირეკავ მარინე. საბამ კიდევ ერთხელ გაშალა ხელები - მოდი ჩაგეხუტო, ძალიან მიხარია შენი დაბრუნება.ძალიან მიყვარხარ. შუბლზე აკოცა და თმები ისე აიჩეჩა, როგორც ბავშვობაში, როცა მარინეს გაბრაზება უნდოდა.


მარინეს ტელევიზორი ჩართული ქონდა და თვლემდა. როკი მის კალთაში მოკალათებულიყო და ცალი თვალით რეკლამებს უყურებდა. ღია ფანჯარაში ბავშვების ხმაური ისმოდა. მეზობლებს შვილები ეზოში ჩამოეყვანათ და ათამაშებდნენ. როკიმ მეორე თვალიც გაახილა და მარინეს ხელების ლოკვა დაუწყო. მისი გასეირნების დრო მოდიოდა და ქალს დაძინების საშუალებას აღარ მისცემდა. " დედაც არაა სახლში"- გაიფიქრა მარინემ და ქერა თმა ერთი ხელის მოსმით აიკეცა. ძაღლს პატარა ჯაჭვი ჩააბა.პირველივე ხელში მოხვედრილი სპორტული ფეხსაცმელი ამოიცვა და კარები გაიხურა.
ეზო სავსე იყო არა მარტო ბავშვებით და მათი მშობლებით, ბებია- ბაბუებიც კი გამოფენილიყვნენ და თბილი თვალებით უყურებდნენ ეზოში მორბენალ პაწიებს.
- მარინე გამარჯობა დაგავიწყდა გოგო?- გამოეხმაურა შუა ხნის ქალი და ბავშვს მოსაცმელი გაუსწორა.
- გამარჯობა ქეთო დეიდა, ბოდიში ვერ შეგამჩნიე. - გაუღიმა ქალმა.
- რას შემამჩნევ ისეთი სახით დადიხარ, გეგონება მილიონი იშოვე - არ ცხრებოდა ქალი- ზოგჯერ ეზოში უნდა გამოხვიდე, ხალხს დაენახო. თუ არა დარჩები გაუთხოვარი.
- გამოვივლი ქეთო დეიდა - დააიმედა მარინემაც და ბავშვებისკენ გაწეულ როკის ჯაჭვი მოუჭიმა.
- იმ ამბის მერე ამ გოგოს საქმე არაა კარგად. - ხმამაღლა აგრძელებდა ქეთო.- ვერც ბედს ეწევა ეგ. ჩემ ბიჭს მოწონდა ადრე, მაგრამ რო ვუთხარი მაგისკენ აღარ გაიხედო- თქო, დამიჯერა. თქვენ ხომ იცით რა დამჯერი შვილი მყავს მე - დაიმოწმა გვერდით მჯდომი ქალები. - ასე თქვა, ვინ იცის გატაცებული რომ იყო, იქ რა უქნესო. მასე ნათრევი ქალი მე რათ მინდაო.
" ახლა მე მკითხე როგორ მინდოდა შენი გამოშტერებული შვილი" - გაიფიქრა მარინემ და ცენტრალური გზისკენ გადაუხვია. როკიმ ბავშვები ვეღარ დაინახა და ახლა გაბუტული სახით ფეხდაფეხ მისდევდა პატრონს.
ასი მეტრი არ ექნებოდათ გავლილი, მანქანა რომ გაჩერდა და სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი პროკურორი ლევან არაბული გადმოვიდა.
- მარინე ძაღლით არ გელოდი - გაუღიმა კაცმა.
- მე აქვე ვცხოვრობ ბატონო ლევან, თქვენ უფრო არ გელოდით ამ გზაზე.როგორ ბრძანდებით?
- კარგად, კარგად. საით გაგიწევიათ შენ და შენს პატარას? - როკისთან ჩაიმუხლა ლევანმა, მაგრამ ძაღლს აშკარად არ მოეწონა ორმეტრიანი მამაკაცი და თავისი პატარა ეშვები გამოუჩინა.
- ოპ არ მოვეწონე ქალბატონს?- გაეცინა არაბულს.
- ქალბატონი არა, ბატონია და როკი ქვია - გაეღიმა ქალსაც.
- აა იეჭვიანა? ზღვაზე მივდივარ ჩემი ტაისონის გასასეირნებლად, ხომ არ წამოხვალთ?- ფეხზე წამოდგა მამაკაცი. მარინემ გაკვირვებულმა შეხედა პროკურორს. აშკარად ვერ გაიგო ტაისონი ვინ იყო და სად ეპატიჟებოდა მას და მის პატარას არაბული.
- ტაისონი ჩემი პიტბულია. მანქანაშია, წამოხვალთ?
მარინეს ჯერ გაეცინა, მერე პიტბულის ხსენებაზე თვალები ააფახურა.
- ხომ შემჭმს თქვენი ტაისონი ბატონო ლევან - ნაბიჯი უკან გადადგა და რამდენადაც შეეძლო მოშორდა მანქანას.
- რატომ შეგჭამს. არაბულმა მანქანის კარები გააღო და შავმა არსებამაც ჭკვიანი თვალები მიანათა ქალს.
- ტაისონ ჩამოდი. ეს მარინეა,ეს კი როკი - მიმართა ძაღლს კაცმა. მიწაზე ჯერ წინა ორი თათი დაეშვა, მერე უკანა. წამოიმართა დ გვერდით ამოუდგა პატრონს. როკი ცალი თვალით შეათვალიერა, თითქოს არც კი არსებულიყო და მარინეზე გადაიტანა მზერა.
პეკინესმა ერთი კი შეყეფა, მეტი ვეღარ გაბედა და ქალის ფეხებს უკან დაიმალა.
- აბა მოდიხართ? - შეათვალიერა შეშინებული როკი და მისი პატრონი პროკურორმა.
- გავბედავთ - ჩაილუღლუღა მარინემ და მანქანისკენ დაიძრა. როკი არ ემორჩილებოდა.სულ არ უნდოდა ამ შავ გოლიათებთან ერთად მანქანაში ჩაჯდომა.
- წინა სავარძელზე დაბრძანდით და როკიც იქ დაისვით - გაიღიმა არაბულმა და მანქანის წინა კარები გაუღო სტუმრებს.
- გმადლობთ ბატონებო, სხვა დროს ჩვენ დაგპატიჟებთ სასეირნოდ - როგორც იქნა გაუღიმა ქალმა
- სიამოვნებით წამოვალთ სადაც გვეტყვით - გაეპასუხა არაბული და თბილისის ზღვისკენ მიმავალ გზას დაადგა.

წერეთლის გამზირზე მანქანების ნაკადი არ წყდებოდა.დაბურულ მინებიანმა ძველმა ford- მა გზიდან გადაუხვია და მიყრუებულ ჩიხში შევიდა.ორი ახალგაზრდა მამაკაცი ერთდროულად გადმოვიდა და გაიარ- გამოიარა. ძველებური დაბალი სახლები ჩაბნელებულიყო. კედლებზე საღებავებით ახალგაზრდებს მხატვრული ნიჭი გამოემზეურებინათ და უხამსი ნახატებით მოერთოთ იქაურობა. მელოტმა კედელს ჩაუარა, ჩაიცინა და გვერდულად გახედა თანამგზავრს.
- ეე, ამას შეხედე რა ნიჭიერია, - გამოაჩინა გაფუჭებული კბილები - ს... დაუხატავს თან რა ლამაზად, კოცნა მოგინდება.
- ხოდა მოდი და მაკოცე - გაეკრიჭა თანამგზავრი.
- შენ შ... - გაბრაზდა მელოტი და ნახატებს თავი ანება.
- კაიი ძმა ეგეთებზე იგრუზები? მაგ ჩემოდანს კარგად მოკიდე ხელი და მანქანაში ჩაჯექი.ძაან საეჭვოდ გაქ, ვინმემ რომ დაგინახოს - საუბრის თემა გადაიტანა დათომ და მამაკაცს ხელზე ხელბორკილით მიბმულ პატარა ჩემოდანზე მიუთითა.
- მართალი ხარ, რაც ამაში ქონებაა, ეს რომ ჩემი იყოს, მაიამიში მოვხევდი.
- არა ბრატ, ერთი ცალი რომ მოაკლდეს, დაგვხოცავენ ხო იცი.
- ვიცი და იმიტომ მაქვს მიბმული. ისე რათ უნდათ ამდენი ქარვა არ იცი?
- აბა მე საიდან - ხელები გაშალა დათომ, - მე ჩამოვიტანე და გადავაბარებ იმ პაკისტანეს თუ ერაყელს და მორჩა.ჩემ ფულს ავიღებ.
- უფრო მეტი უნდა მოთხოვო ბრატ , ორად გატეხილი ცოტაა - უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარაკა ჩემოდნიანმა და მანქანისკენ დაიძრა. წინა სავარძელზე მოთავსდა და რადიო ჩართო.
სალონში მუსიკის ხმა გაისმა.ჩემოდანი მუხლებზე დაიდო და თვალები დახუჭა.
ის ის იყო მისი თანამგზავრიც იგივეს გამეორებას აპირებდა, რომ ჩიხში მაღალმა მამაკაცმა შემოუხვია. ტყავის შავი მოსაცმელი უწესრიგოდ მოეგდო მხრებზე და ბარბაცით მიუყვებოდა კედელს. დათომ ფეხი შეანელა და მოსულს გახედა. მამაკაცი არეული ნაბიჯით გაუსწორდა მანქანას. ქურთუკიდან სიგარეტის ერთი ღერი ამოაძრო და სანთებელას დაუწყო ძებნა. მერე დათოს გახედა და გაუღიმა.
- " ზაჟიკალკა" ბრატ - არეული ხმით უთხრა და მისკენ დაიძრა. ბიჭმა სანთებელა აანთო, მაგრამ შეხედვა ვერ მოასწრო, რომ რკინის კლანჭებმა ყელსა და კისერზე მოუჭირა . უმნიშვნელო ტკაცუნის ხმა გაისმა და მოშვებული სხეული მიწაზე დაცურდა.
ზვიადიმ მანქანის სარკეში დალანდა მეგობრის სხეული. მანქანის გასაღების გადატრიალება სცადა მაგრამ წამიერად გასროლილმა ტყვიამ საფეთქელი გახვრეტა და მეორე მხარეს გავიდა . საქარე მინაზე კი ერთმანეთში არეული სისხლი და ტვინი ჩამოცურდა. ქურთუკიანი მამაკაცი ჩემოდანს დაწვდა, ხელბორკილს დახედა და სანადირო დანა გაშალა. მაჯაში სახსარი გადაუხსნა და ხელბორკილი მოაძრო. მანქანის კარები მიხურა და აუღელვებლად დატოვა ქუჩა.

მარინე მანქანას მართავდა და თან დაბალ ხმაზე მუსიკას უსმენდა.ღამე მშვიდად ეძინა და ენერგიით სავსე მიდიოდა სამსახურში. ქუჩის კუთხეში თავისი საყვარელი "სტარბაქსის" ყავა აიღო და მოხდენილი ნაბიჯით შევიდა შენობაში.
- მარინე გურამ ჯიშკარიანი გეძებს, გაცოფებულია. - შეეჩეხა დერეფანში მორიგე გოგონა.
- რა ხდება? რატომ არ დამირეკეს? - ტელეფონს დაუწყო ძებნა მარინემ.
- გირეკავდნენ და არ პასუხობდოი. არ ვიცი რა ხდება,უფროსი ნახე - შეშფოთებული ხმით ლაპარაკობდა გოგონა, მაგრამ მარინეს უკვე აღარაფერი ესმოდა. ისე გარბოდა ჯიშკარიანის კაბინეტისკენ.
საგამოძიებო სამსახურის უფროსის კაბინეტთან გამომძიებელმა ერთ წამს შეისვენა, ღრმად ამოისუნთქა, ჩაისუნთქა, კარებზე დააკაკუნა და თან შეაღო.
- სად ხარ ნაკაშიძე ამდენ ხანს? ცოცხლებში წერიხარ? - იმხელა ხმაზე იყვირა კაცმა, მარინეს თვალები გაუფართოვდა. მაგიდაზე ფურცლების გროვა ედგა ჯიშკარიანს და ისედაც ჩია კაცი ძლივს მოჩანდა.
- მითხრეს რომ მეძებდით - გაინაზა მარინე და თვალების ფახურით ცადა უფროსის გულის მოგება.
- მეტჯერ აღარ დაიკარგო, ლამის ძებნა გამოვაცხადე შენზე - დატკბა მამაკაცი - რატომ არ პასუხობდი ტელეფონს.
- ალბათ გამომერთო ხმა, ან ღრმად ჩამეძინა, ბოდიში - თავი დახარა ქალმა - რა ხდება ასეთი ბატონო გურამ?
- ისეთები ხდება ნაკაშიძე, რომ აზრზე ვერ მოხვალ.აი ლევანი მოვა წუთი წუთზე, ყოვლისმცოდნე საბაც აქ დასუნსულებს ჭორების მოსაგროვებლად. სანამ შემოგვიერთდება მანამდე აი ამას გაეცანი. ჯიშკარიანმა ყვითელი საქაღალდე ძლივს ამოქექა ქაღალდების გროვაში და მარინეს მიაწოდა.
პირველივე ფურცელზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო იყო პასპორტიდან ამოღებული.მას მანქანაში გადაღებული ფოტოები მოსდევდა. ერთ- ერთს თავი უკან გადაეგდო და წინა სავარძელზე ჩაკეცილიყო. მეორე მამაკაცი შუა ქუჩაში გაშოტილიყო და თავი არაბუნებრივად უკან მოქცეოდა. მარინემ თვალები დახუჭა, როცა მორიგ ფოტოზე მაჯაში გადაჭრილი ხელი დაინახა.
- ეს რა არის ბატონო გურამ? კითხვა დამთავრებული არ ქონდა გამომძიებელს, კაბინეტში ლევან არაბული რომ შემოვიდა.
- გუშინ ღამე წერეთლის გამზირზე, ჩიხში, ორი მამაკაცი მოკლეს. დათო დეკანოიძე და ზვიად ჩიხლაძე. წარსულში ორივე ნასამართლევი.- ჯიშკარიანის მაგივრად პასუხი გასცა არაბულმა და საქაღალდეში ჩაკრულ ფოტოებზე მიუთითა. - ნარკოტიკები, კონტრაბანდა, წვრილმანი ხულიგნობები.მოკლედ ყველაფერი. ექსპერტიზა ვოვამ გააკეთა.დათო დეკანოიძეს კისრის მალები აქვს გადამტვრეული. ადვილად რომ გითხრა, ისე მოუგრიხეს კისერი, რომ მალები ერთმანეთს დაშორდა და ზურგის ტვინი დაზიანდა.თავის არაბუნებრივი პოზაც ამის შედეგია.მეორე - პაუზა გააკეთა პროკურორმა და სახელის გასახსენებლად საქაღალდეში ჩაიხედა - ბატონი ზვიადი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. აბა თუ გამოიოცნობ რომლით?
აქამდე მარინე მხოლოდ უსმენდა არაბულს. ახლა კი მიხვდა, რატომ ეძებდნენ დილიდან გამომძიებელს და რა იარაღზე იყო საუბარი.
- აკ-47 - ით? - თვალები გაუფართოვდა ქალს.
- დიახ, აკ-47. ზუსტად ისეთივე როგორიც მაისურაძეების შემთხვევაში გამოიყენეს. ქალაქში ვიღაც ნადირობს ამ იარაღით და ჩვენ ჯერ წარმოდგენა არ გვაქვს ვინაა.
- მოჭრილი ხელი? - ფოტოს დახედა მარინემ.
- ვოვამ თქვა, ისეთი სიზუსტით არის სახსარში გადახსნილი, ამას ან ექიმი გააკეთებდა, ან ვინმე, ვინც ძალიან კარგად გაწვრთნილ- გაცნობიერებულია ანატომიაშიო. ამას თუ იარაღის ამბავს დავუმატებთ, ან მოქმედი ან ყოფილი სამხედროა. მე ასე მგონია. - ხელები გაშალა არაბულმა.
- კიდევ ორი გვამი ამ ჩახლართულ საქმეს უფრო ართულებს - სავარძლის საზურგეს მიეყრდნო მარინე.
- ხელზე სავარაუდოდ ხელბორკილით ქონდა რაღაც დამაგრებული. -:საუბარში ჩაერია ჯიშკარიანი - იმიტომაც მოაჭრეს ხელი. რაღაც ძვირფასი წაიღეს. ალბათ პატარა ჩანთა ან ჩემოდანი.არამგონია რამე სხვა ყოფილიყო.
რამდენიმე წამიანი დუმილი კარების გაღების ხმამ დაარღვია.
- გურამ - როხროხით შემოვარდა ოთახში საბა, მერე შეამჩნია გამომძიებელი და პროკურორი და ხმას დაუწია - ბოდიში მარტო მეგონეთ - და სავარძლისკენ დაიძრა.
- მარტო რომ ვიყო ასე უნდა გამიხეთქო გული ბიჭო? - ღიმილი შეაგება ჯიშკარიანმა.
- ბატონო გურამ, ბოდიში ხომ მოვიხადე - დაიმორცხვა ბიჭმა - როგორ ხარ მარინე? გამარჯობა ბატონო ლევან
არაბულს გაეცინა. ყველამ იცოდა, საბა ჯიშკარიანის ნათლული და მისივე გაზრდილი იყო და მიუხედავად ამისა, ყველა ჯოხი მასზე ტყდებოდა.
- მე შენ რა გითხარი, მალე მოდი და თანამშრომლებთან ფლირტაობას თავი ანებე- თქო.ასე არ გითხარი? - დაუბღვირა გურამმა.
- კარგი რა ბატონო გურამ, კი არ ვფლირტაობ, ვსაუბრობ.მაგრამ ამჯერად საქმეზე ვიყავი. ბომბა ამბავი გავხეთქე, ბომბა, ბუჰ - თქვა საბამ და აფეთქების იმიტაცია გააკეთა.
რამდენიმე წამით სამივე გაჩუმდა და საბას მიაჩერდა.
- ჰა არ მკითხავთ? - ხელები გაშალა ბიჭმა.
- იმედი გვაქვს შენით გვეტყვი - გაეცინა მარინეს.
- მოკლედ - საქმიანად დაიწყო საბამ - კამერების დიდი ხნის ქექვა- ძებნის შემდეგ დავადგინე. ზუსტად იმ საათებში, როცა ეს ჩვენი ორი ყმაწვილი მოკლეს, წერეთლის გამზირზე მოძრაობდა მამაკაცი, ზუსტად ისეთივე აგებულების, როგორიც მაისურაძეების სახლთან დამონტაჟებულ კამერებში.
ოთახში მყოფებმა ერთმანეთს გადახედეს.
- მადლობა საბა - მიუბრუნდა პროკურორი ბიჭს - კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ რაღაც დიდ საქმეს ვართ შეჭიდებული. იმედია ესენი ბოლო დახოცილები არიან. ეს კაცი მალე თუ არ ვიპოვნეთ, ნახევარ ქალაქს მოკლავს.
- ხო ცუდადაა საქმე, ძალიან ცუდად - ამოიოხრა გურამმა.
- მთელი ქვეყნის პოლიცია მაგ კაცს ეძებს, როგორ გადაადგილდება და ხოცავს ხალხს ისე, რომ ვერავინ ხედავს? როგორ დავიჯერო რომ შეცდომას არ უშვებს - თითქოს თავისვის ლაპარაკობდა გამომძიებელი.
- დაუშვებს მარინე, დაუშვებს.სადღავ გამოვიჭერთ.შენ პირველ რიგში დეკანოიძე- ჩიხლაძის ახლობლები მოინახულე. იქნებ გაიგო რას საქმიანობდნენ ბოლო პერიოდში ეს ყმაწვილები.
საბა გულდაწყვეტილი იჯდა, მისი ბომბი ამბავი ძალიან დიდი ბომბი რომ არ აღმოჩნდა და ჩუმად უსმენდა საუბარს. უცებ თვალები გაუნათდა
-გურამ, უიი, ბატონო გურამ, - შეასწორა უცებ, ჯიშკარიანის თვალების ბრიალი რომ დაინახა - გინდა ეგ ამბავი მე გავარკვიო?
ოთახში მყოფებმა გაკვირვებული სახეებით შეხედეს ბიჭს.
- რას მიყურებთ, ეგენი ორივე ჩემი უბნელების უბნელები არიან, მოკლედ ნაცნობი "სასტავია". ხოდა ხო უნდა მივიდე ისედაც სამძიმარზე.ერთი სამი დღე თუ გამათავისუფლებთ, იქ რომ ვიყო სულ, გავიგებ რას აკეთებდნენ ამ ბოლოს.არ არსების რაღაცა რომ არ ითქვას.
- მე გიშვებ, - ხელები მაგიდაზე დააწყო ჯიშკარიანმა.
- ხოდა მაშინ წავედი მე - ფეხზე წამოდგა ბიჭი.
- წესიერად ლაპარაკი ისწავლე შენ თუ არა აქ მოსული არ დაგინახო - მუქარა დაადევნა უკვე კარებისკენ მიმავალ საბას გურამმა. მერე თბილად ჩაიღიმა და ოთახში დარჩენილთა გასაგონად ჩაილაპარაკა: გიჟია ეს ბიჭი და ძალიანაც მიყვარს, ჩემი გაზრდილია ეს გადარეული.
მარინეს და ლევანს გაეცინათ, უხმოდ წამოდგნენ და დატოვეს ჯიშკარიანის კაბინეტი.

რესტორანში ქართული სუფრა გაეშალათ და ოთხი მამაკაცი შემოსხდომოდა. ცეკვა- თამაშს აყოლებდნენ თვალს, მაღალი შავგვრემანი მათივე ასაკის კაცი რომ შემოვიდა დარბაზში და სუფრასთან მსხდომების მიმართულებით დაიძრა.
- ჩვენს დაკარგულ პროკურორს გაუმარჯოს - წამოიძახა ერთმა და ფეხზე წამოდგა.
-. შენ ბიჭო რაც დაგაწინაურეს სულ დაიკარგე - მხარზე ხელი შემოკრა მეორემ და ცარიელ სკამზე ანიშნა.
- კარგი რა დვალი, შენ მაინც არ იცოდე რა დღეში ვარ - ლევანმა წყრომით შეხედა მეგობარს.
- ხო ვიცი და მაგიტომაც არ გეუბნები არაფერს. ჩვენი მომხიბვლელი გამომძიებელი როგორ არის?- თვალი ჩაუკრა დვალმა.
- ვინ? ვინ? - ყურები ცქვიტეს დანარჩენებმა.
- ერთი მაგარი გამომძიებელი ყავს, ულამაზესია, მაგრამ ტვინი ვერ აქვს მთლად მწყობრში - გაიცინა ლაშამ.
- შენ ბიჭო ფსიქოლოგი ხარ თუ ყვითელი პრესის ჟურნალისტი - თვალები დაუბრიალა არაბულმა.
- შენ გვერდით ვართ ბიჭო, ჩვენზე ახლობელს ვის ეტყვი - გაეღიმა ცისფერ პერანგიანს - რა ჭირს მაგ გოგოს? - მიუბრუნდა დვალს.
- ტრეფიკინგის საქმეს იძიებდნენ, მარინე შეაგზავნეს, მაგრამ მოვლენები უკონტროლოდ წარიმართა, ძლივს გამოიყვანეს ცოცხალი. ზუსტად რა მოუვიდა არ ვიცი. არც საუბრობს ამაზე, მაგრამ გოგოს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო - ძლივს ამოთქვა არაბულმა.
- შენ გვითხარი ლაშა რა მოხდა, თუ არა ამისგან მეტს ვერაფერს გავიგებთ - ამჯერად მელოტი მიუბრუნდა დვალს - რთულადაა საქმე?
- ცუდი ამბები გადაიტანა, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა, მაგრამ ახლა მშვენივრადაა ტვინითაც და ფიზიკურადაც. ძალიანაც რომ გინდოდეს ნაკლს ვერ იპოვნი.ანგელოზივით გოგოა.
- რას ფიქრობ ლევან, მართლა მოგწონს? გასართობად არ გაიმეტო,, ცოდვაა - არაბულს მიუბრუნდა ცისფერ პერანგიანი.
- ხო მომწონს ძალიან- თავი ჩაღუნა არაბულმა.
- მაშინ. არაბულს გაუმარჯოს - ჭიქა აწია მელოტმა- ჩვენ შენს გვერდით გვიგულე ყოველთვის.
- გაუმარჯოს -აიტაცეს მეგობრებმა.
- ლაშა შენ იცი რა დაემართა მარინეს? - საუბარში ჩაერთო ყველაზე ახალგაზრდა, რომელიც აქამდე გაჩუმებული უსმენდა სუფრის წევრებს.
- უფ შენ კიდე აქ ხარ კაცო? - გაეცინა დვალს.- მე ვიცი მაგრამ ამ ამბის ჩემგან გასვლა არაეთიკური და არაპროფესიონალურია. ჯობია თავის დროზე ლევანს თვითონ მოუყვეს. აი მაგაზე თუ დაითანხმებს,, მერე ყველაფერი აეწყობა პირად ცხოვრებაში ჩვენს მეგობარს.
- თბილისის ზღვაზე გვყავდა ძაღლები - ჩუმად ჩაილაპარაკა არაბულმა. ოთხი წყვილი თვალი მას მიაჩერდა.
- ძაღლი ყავს? - იკითხა მელოტმა.
- ხო, პატარა როკი. რამდენიმე დღის წინ შემხვდა და გავისეირნეთ.მერე თვითონ შემოგვთავაზა იგივე.
- მშვენიერი მიზეზია ურთიერთობის ასაწყობად - გაუხარდა ცისფერ პერანგიანს.
- ხო მაგრამ ჩემი თანამშრომელია, ფაქტიურად ხელქვეითი. არ მინდა ცუდად გამოვიდეს - თავი იმართლა არაბულმა.
- მერე რა ინტერესთა კონფლიქტია? ნუ სულელობ ბიჭო რაღაცას.შენ ცადე და დანარჩენი ღმერთმა იცის.იქნებ იმ გოგოს არ მოეწონო და აქეთ გითხრას უარი.
- მაგის მეც მეშინია - ჩაილაპარაკა არაბულმა - იმიტომ მაინტერესებს მაგის ისტორია.
- დაუახლოვდი და ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე - დააიმედა დვალმა და მოცეკვავეებს შეუერთდა.


ლევან არაბული ჯერ კიდევ გზაში იყო, მდივანმა რომ დაურეკა, მარინე ნაკაშიძე გელოდება კაბინეტთანო. პროკურორმა გაზს ფეხი დააჭირა და ლამის საპატრულო პოლიციის ყურადღება მიიქცია სიჩქარის გადაჭარბებისთვის. "სტარბაქსის" ყავას ჩაუარა, გაეღიმა, მანქანა პირველივე შესახვევში მოაბრუნა და აქაფქაფებული ყავა იყიდა. დარჩენილი გზაც გაღიმებულმა გაიარა და გაკვირვებული თვალიც ბევრი გაიყოლა პროკურატურის შენობაში .
- მარინე დილა ადრიან არ გელოდი - ცხელი ყავა მიაწოდა ქალს - მშვიდობაა?
- ბოდიში ბატონო ლევან, რომ არ გაგაფრთხილე, გუშინ უკრაინიდან დიდი საქაღალდე მოვიდა. ლილი მაისურაძის ქმარს, გენადი ბაბროვიჩს ეხებოდა. მთელი ღამე გავათენე და მინდოდა თქვენთვის მეცნობებინა. ქალი ტანის რხევით მიყვებოდა უკან არაბულს და თან ესაუბრებოდა. შავი შარვალი და პერანგი კოხტად ქონდა ტანზე მორგებული, ქერა თმა იდეალურად ეხამებოდა მის ჩაცმულობას. პატარა ფეხები მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში კიდევ უფრო პატარა ჩანდა. " ამ ქალს არც მაკიაჟი ჭირდება და არც სუნამო, ისედაც იდეალური სუნი აქვს" - გაიფიქრა არაბულმა.
- აბა რა საქმეში იყო გარეული ქალბატონი ლილის მეუღლე? - მიუბრუნდა პროკურორი მარინეს, მას შემდეგ რაც სავარძელში ჩაესვენა.
- მთლად მეუღლე არ იყო, ბატონ ბაბროვიჩს ოფიციალური მეუღლე ყავს. ქალბატონ ლილისთან პარალელურად ქონდა ურთიერთობა.სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ბატონი ბაბროვიჩი ჩვეულებრივი მუშა იყო ქარვის ქარხანაში. მაშინ ასაკითაც პატარა იყო და შავ სამუშაოს ასრულებდა. დამოუკიდებლობის პირველ წლებში საბადო და ქარხანა კერძო ხელში გადავიდა. გენადი ცვლის უფროსი გახდა და ფულიც გაუჩნდა. ზუსტად მაშინ გამოჩნდა მის ცხოვრებაში ქალბატონი ლილი.
- ფულთან ერთად ერთი ქალი აღარ ეყო? მადა გაეხსნა?- გაეღიმა არაბულს.
- ზუსტად მასეა. ლილი საკმაოდ ლამაზი ქალი იყო, მუშად მუშაობდა. შეამჩნია და მალევე საერთო საცხოვრებლიდან კერძო ბინაში გადაიყვანა.
- სამართალდამცავები რატომ დაინტერესდნენ ამ კაცით?
- სანამ არეულობა იყო, მანამდე არავინ დაინტერესებულა საიდან ქონდა ბაბროვიჩს ამდენი ფული. ერთ დღესაც ქარხნის მთავარი ინჟინერი მოკლეს და მაშინ ამოტივტივდა ამ კაცის სახელი. ვერაფერი დაუმტკიცეს, მაგრამ ეჭვი იყო რომ ან ბაბროვიჩმა მოკლა, ან ვინმე მიუგზავნა. რაც უფრო მდიდარდებოდა, უფრო საინტერესო ხდებოდა მისი შემოსავლები. ბევრი ფული და პატარა თანამდებობა. ერთ დღეს ქარხანაში აღმოჩნდა, რომ გამზადებულ - გაწმენდილი ქარვა ქრებოდა. გასაყიდად გამზადებული ნედლეულის ნაწილი კონტრაბანდულად გადიოდა და ახლო აღმოსავლეთსა და კვიპროსში იგზავნებოდა. რისთვის ან ვის ჭირდებოდა არ ვიცი.
- ამ დროს ქალბატონი ლილი რას აკეთებდა?- დაინტერესდა არაბული.
- ისევ ქარხანაში მუშაობდა, ვაჟი გააჩინა და გენადის დახმარებით კარგად ცხოვრობდა. ეჭვობდნენ რომ ლილიც გარეული იყო ამ საქმეში.
- მეც მასე მგონია, საყვარელს დაიხმარდა, უფრო მეტად ვის ენდობოდა. თან ცინცაძემაც ხომ თქვა, გავიგე მაისურაძეს უკრაინაში აქვს ბიზნესიო.
- ძიება მიდიოდა, მაგრამ ბაბროვიჩის დაჭერა ვერ მოასწრეს, - გააგრძელა ამბის მოყოლა მარინემ- ერთ დღეს ლილიდან გამოსული გენადი ხიდიდან გადავარდა მანქანით და დაიღუპა.არც ნასვამი იყო და არც რაიმეს ზემოქმედების ქვეშ. ლილი ერთ კვირაში აიბარგა და საქართველოში წამოვიდა შვილთან ერთად.
- ლილი იყო ეჭვმიტანილი?
- ოფიციალურად არა, მაგრამ დაკითხეს. დიდად არავინ დაინტერესებულა ბაბროვიჩის სიკვდილით.
- ხოდა ბევრი ფულიც წამოიღო ქალბატონმა ლილიმ როგორც ჩანს - გაეღიმა არაბულს - კონტრაბანდა შეწყდა?
- ამ მასალების მიხედვით შეწყდა. ახალი ინფორმაცია არ გამოუგზავნიათ კონტრაბანდასთან დაკავშირებით.თქვენი დახმარება მჭირდება, რომ თხოვნა გავაგზავნო, რაიმე ძიება თუ მიდის ამ კუთხით.
- დღესვე გავაგზავნი, ჩავინიშნავ ახლავე - ლევანმა კალენდარზე რაღაც მოინიშნა - თხოვნის გასამყარებლად მაისურაძეებზე თავდასხმასაც მივწერ. ვნახოთ რა იციან.
- ეჭვი აღარ მეპარება, რომ ლილი მაისურაძე ისევ ქარვის კონტრაბანდას ეწევა, მაგრამ ვინ ეხმარება ამჯერად უკრაინიდან?
- ეგ უკრაინელებისთვისაც საინტერესო იქნება, საბა ამბობს, რომ დახოცილი დეკანოიძე და ჩიხლაძე ქარვის კონტრაბანდას ეწეოდნენო. მათ და მაისურაძეებს ერთი და იგივე პიროვნება ესხმით თავს, სხვა რა კავშირი უნდა იყოს ამ ხალხს შორის.
რამდენიმე წამი ორივე გაჩუმდა.
- რატომ ნადირობენ ამ ხალხზე?რა ხდება? - მუხლებზე იდაყვებით დაეყრდნო მარინე და თვალებში მიაჩერდა არაბულს.
- არ ვიცი მაგრამ ძალიან საინტერესოა - ჩაფიქრდა პროკურორი.
- თავდამსხმელი თუ უკრაინიდან არის გამოგზავნილი, როგორ შემოვიდა ქვეყანაში, ისე რომ. ვერცერთ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ვერ აღმოვაჩინეთ?
- არ ვიცი, - აიჩეჩა მხრები ლევანმა - ტვინი სულ არ მუშაობს, წამოდი სადმე ვისაუზმოთ, იქნებ მიეწოდოს ცოტა ჟანგბადი ტვინს და რამე აზრი მომივიდეს.პასუხს აღარ დალოდებია, ისე დაწვდა დივანზე მოიგდებულ პიჯაკს.მარინემაც აალაგა თავისი ქაღალდები და უკან გაყვა პროკურორს.



№1  offline წევრი დარინა

ორივე ნაწილი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ისეთი ჩახლართული ისტორიააა მეც მასში დავიკარგეე, მომწონს როგორც ვითარდება მოვლენებიიი, ძალიან კარგად წერ და მიხარია რომ გკითხულობ, ლევანის და მარინეს წყვილი მომეწონააა, თავიდანვე დავადგი მათ წყვილს თვალიი, ხოდა გამოხიებასთან ერთად იმედია ბევრი თბილი და საყვარელი მომენტებიც იქნებააა. წარმატებები შენ და ველოდები შემდეგ ნაწილს.

 


№2  offline წევრი ვიპნი

რა მაგარი გოგო ხარ,ისეთი მსუყე და საინტერესო თავებია თან ვერაფერს რომ იტყვი ,❣️❣️❣️

 


№3  offline წევრი კი პრი

დარინა
ორივე ნაწილი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ისეთი ჩახლართული ისტორიააა მეც მასში დავიკარგეე, მომწონს როგორც ვითარდება მოვლენებიიი, ძალიან კარგად წერ და მიხარია რომ გკითხულობ, ლევანის და მარინეს წყვილი მომეწონააა, თავიდანვე დავადგი მათ წყვილს თვალიი, ხოდა გამოხიებასთან ერთად იმედია ბევრი თბილი და საყვარელი მომენტებიც იქნებააა. წარმატებები შენ და ველოდები შემდეგ ნაწილს.

ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის.მადლობა რომ კითხულობთ

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

მაგარია,მომწონს ასეთი ჩახლართული ამნმბები.იმედი მაქვს მალე დადებ ახალ თავს.

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

მრმწონს ძალიან და ველოდები ახალ თავს❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთო

ჩემი სისუტეა ეს ჟანრი. როგორ მიხარია ახალი ისტორიით შენი დაბრუნება. უკვე წამზომი ჩამერთო ახალი თავის მოლოდინში :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent