შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარვა (მესამე ნაწილი სრულად)


5-03-2020, 02:07
ავტორი კი პრი
ნანახია 544

ირაკლი მაისურაძის დაკრძალვას დიდი პომპეზურობით არ ჩაუვლია.სულ რამდენიმე მეზობელმა და უბნის ახალგაზრდობამ მიაცილა საფლავამდე ბიჭი. ლილი მაისურაძე საავადმყოფოდან ექემების და ორი პოლიციელის თანხლებით მიიყვანეს ორი საათით და ისევ უკან დააბრუნეს. სამაგიეროდ საბურთალოს სასაფლაო გადავსებული იყო პოლიციელებით. ყოველ ორმოცდაათ მეტრში ისხდნენ საფლავებთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები და უცხო ხალხს დასტიროდნენ. თვალებს გაფაციცებით ატრიალებდნენ და ყველა საეჭვო პირს ათვალიერებდნენ., მაგრამ მათთვის საინტერესო არავინ გამოჩენილა.
დაკრძალვის მეორე დღესვე ლევან არაბული გამომძიებელ მარინე ნაკაშიძესთან ერთად საავადმყოფოში ესტუმრა ლილი მაისურაძეს. ქალბატონი ლილი ჯერ ისევ სუსტად იყო, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილება შეეძლო, ფანჯარასთან იჯდა, ხელში შვილის სურათი ეკავა და ცრემლები ჩამოდიოდა სახეზე. გამომძიებლის და პროკურორის დანახვაზე ფეხზე წამოდგა და უმეტყველო თვალებით მიაჩერდა მოსულებს.
- როგორ გრძნობთ თავს ქალბატონო ლილი? მოიკითხა ავადმყოფი მარინემ და იქვე მდგომ სკამზე ჩამოჯდა.
- როგორ უნდა ვიყო - სურათზე ანიშნა ქალმა.
- კიდევ ერთხელ ვიზიარებ - თანაგრძნობით შეხედა გამომძიებელმა.
- მადლობა რამე გაარკვიეთ? - დაინტერესდა მაისურაძე
- ვიძიებთ, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება...
- ამდენი ხანი რას იძიებთ, რომ გკითხოთ კაცმა პოლიცია გამართულად მუშაობსო და ესაა თქვენი მუშაობა?- წამოენთო ქალი.
- დაწყნარდით ქალბატონო ლილი, იმდენი საინტერესო რამე გავიგეთ ძიების პროცესში. თქვენც კი გაგიკვირდებათ. - საუბარში ჩაერია არაბული - საინფორმაციო გამოშვებას უყურებთ, ან პრესას ეცნობით?
ქალს თვალები გაუფართოვდა.
- არა არ ვეცნობი,რა მოხდა?
- ორი დღის წინ მოკლეს დავით დეკანოიძე და ზვიად ჩიხლაძე. იცნობთ ამ ხალხს? - პროკურორმა სურათები ამოიღო და მაისურაძეს მიაწოდა.
- არ ვიცნობ, რატომ უნდა ვიცნობდე? - აიმრიზა ქალი.
- იმიტომ რომ ირაკლი და ეს ორი ბიჭი ერთი და იგივე პიროვნებამ მოკლა. პირობითად "კეპიანი" ვუწოდოთ. ეს ჩვენი კეპიანი საკმაოდ დახელოვნებულია მკვლელობაში, ჩვენ გვგონია, რომ ქილერია. ხომ იცით ქილერი რა არის?
ქალმა თავი დაუქნია, ისე რომ სურათებისთვის თვალი არ მოუშორებია.
- ხოდა ახლა გეკითხებით, რატომ უნდა ნადირობდეს ქილერი თქვენზე? იმასაც გაგიმხელთ, რომ მე მგონია, როგორც კი გაძლიერებულ დაცვას მოგიხსნით,ან სახლში წაბრძანდებით, ქილერი ისევ მოგაკითხავთ. აბა რას ფიქრობთ, რატომ უნდა მოგაკითხოთ " კეპიანმა"?
- არ ვიცი, - მტკიცე სახით შეხედა მაისურაძემ პროკურორს.
- მაშინ მე გეტყვით ჩემს ვარაუდს.პირველი: თქვენგან გამოსული გენადი ბაბროვიჩი მანქანით გადავარდა ხიდიდან და მოკვდა.არც ნარკოტიკები და არც ალკოჰოლი მის სისხლში არ იყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან რამდენჯერმე გადავიდა სანამ ხიდზე ამოვიდოდაო.გამოდის, რომ ეს კაცი ვერ იმორჩილებდა ავტომობილს. მანქანას კი არავითარი პრობლემა არ ქონდა, როგორც მექანიკოსებმა თქვეს. მაშინ პოლიციას ყურადღება არ მიუქცევია ბაბროვიჩის სიკვდილისთვის. თქვენ კი ბევრი ფულით და შვილით მაშინვე დატოვეთ უკრაინა. შეიძლება მისი ცოლი, შვილი ან თანამოაზრეები გეძებენ. ახლა მოგაგნეს და თქვენ გაბრალებენ გენადის მკვლელობას. მაგრამ ეს ვერსია უფრო საეჭვოა, რადგან თქვენ უკრაინასთან კავშირი არ გაგიწყვეტიათ. უკანასკნელ თვეებშიც ბევრჯერ გაქვთ დარეკილი ვორნოში. მათ რომ დომოდათ აქამდეც გიპოვიდნენ.
ქალს სახეზე ერთი კუნთიც კი არ შეტოკებია.თვალმოუშორებლად უყურებდა პროკურორს.
- მეორე ვერსია უფრო მყარია - აგრძელებდა არაბული- მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თითქმის ათი წლის წინ წამოხვედით უკრაინიდან, კავშირი ძველ მეგობრებთან არ შეგიწყვეტიათ.დროებით მიყუჩდით. ფული წამოიღეთ და მშვიდად ხარჯავდით. მაგრამ ან ფული გამოგელიათ, ან მადა გაგეზარდათ. კიდევ დაიწყეთ ქარვის კონტრაბანდა.ეს ბიჭები - თითით აჩვენა არაბულმა ქალს ფოტოზე - თქვენთან მუშაობენ.ქარვას იბარებდნენ და შემდეგ გადამზიდთან მიქონდათ.მათ პასპორტში ძალიან ბევრი შესვლა- გასვლაა უკრაინის რესპუბლიკაში. ხან თვითმფრინავით, ხანაც ზღვით და შემოვლითი გზებით.თქვენ მშვიდად იჯექით აქ, ესენი კი თქვენს კონტრაბანდას ატარებდნენ. არ ვიცი ვის რაში ჭირდება ქარვა, მაგრამ ფაქტია, რომ მასზე მოთხოვნა დიდია. ან ისევ ასა და კვიპროსში გაგაქვთ, ან ახალი მყიდველი იპონეთ. მაინტერესებს სად გაგაქვთ ძვირფასი ქვები?
- ეგ ყველაფერი რა შუაშია ჩემი შვილის მკვლელობასთან?- თავი აარიდა შეკითხვას მაისურაძემ.
- იმ შუაშია, რომ ან მომწოდებელი მოატყუეთ ან ის ვისაც აბარებთ, ან ვიღაცას ფული არ გადაუხადეთ. მოკლედ რაღაც მოხდა რის გამოც სასიკვდილოდ დაგსდევენ თქვენ და თქვენს ხალხს. ახლა მითხარით, სად გაგაქვთ, ვინაა ბოლო მიმღები და ვინ გაწვდით უკრაინიდან თუ გინდათ, რომ თქვენ გადარჩეთ და თქვენი შვილის და ამ ბიჭების მკვლელი დავიჭირო.
მაისურაძე რამდენიმე წამი ჩაფიქრდა. თვალებში სინათლე ჩაუარა.
- კვიპროსში გაგვაქვს, სტავრო აგვარებს იქ ყველაფერს.
- ვინაა სტავრო? რა ეროვნების? - ჩაეკითხა მარინე.
- პონტიელი ბერძენია, წარმოშობით წალკიდან. კრიმინალური ავტორიოტეტია. რაში ჭირდება ქარვა არ ვიცი. არც არასოდეს დავინტერესებულვარ. მე მარტო ტრანზიტს ვაგვარებ. წინა პარტიაზე რაღაც პრობლემები გვქონდა. რამდენიმე ქვა ყალბი აღმოჩნდა.აქედან ნამდვილები გავაგზავნე და გზაში შეცვალეს.ურთიერთობა დაგვეძაბა
- თქვენ გგონიათ, რომ სტავრომ გამოაგზავნა მკვლელი?
- შეიძლება, უკრაინიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ყალბ ქვებში სტავრომ ფული არ გადაიხადა, ამაზე უკრაინელებიც გაბრაზდნენ.
- მოკლედ რომელიღაც მხარე გიშორებთ.ალბათ სხვა გზას მოძებნიან კონტრაბანდისთვის. - დაასკვნა ლევანმა.
- ალბათ - ჩაფიქრდა ქალი - ახლა რა იქნება?
- ახლა ჯერ უკრაინელი მომწოდებლის სახელი მითხარი.
- სერგეი ტკაჩოვი.
- ძალიან კარგი .კიდევ რა იცი ტკაჩოვის შესახებ?
- კიევში ცხოვრობს, ვორნოში პატარა კარიერი აქვს.კიდევ რაღაც ბიზნესები.მეტი არაფერი ვიცი.
- სტავროს შესახებ რა იცი?
- რაც გითხარი იმის მეტი არაფერი.
- კიდევ ვიინაა ამ საქმეში. ვინ უნდა იყოს შემდეგი მსხვერპლი, დარწმუნებული იყავით, მასაც მიაგნებენ. -ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მყოფმა მარინემ.
- თამარა ჩაჩუა - ჩუმად ჩაილაპარაკა ქალმა .
- ვიიინ? - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა გამომძიებელს - თქვენი მეზობელი თამარა?
- დიახ, თუ შეგიძლიათ დაიცავით - ამოიკნავლა მოტეხილმა ქალმა.
- ქალბატონი თამარა რა როლს ასრულებს?
- თავისთან ინახავდა ქვებს და თუ საჭირო გახდებოდა ინფორმატორი იყო.
- საინტერესოა - სკამის ზურგს მოიეყრდნო მარინე და არაბულს გადახედა.
- კარგი - ამოისუნთქა ლევანმა - ქალბატონო ლილი, დაკავებული ხართ კონტრაბანდული საქმიანობისთვის.ხვალ სხვა გამომძიებელი მოვა და დანარჩენს ის გაარკვევს. მე კი კეპიანს უნდა მივხედო, სანამ დახოცა მთელი ქალაქი.
გამომძიებელი და პროკურორი ხმის ამოუღებლად ჩავიდნენ საავადმყოფოს ეზოში და მანქანაში ჩასხდნენ.
- ვერ წარმოვიდგენდი ის გაპრანჭული თამარა თუ ამხელა საქმეს ატრიალებდა - ჩაილაპარაკა მარინემ.
- "დამდგარ წყალში მეტი ბაცილააო," არ გაგიგონია? - გაეცინა ლევანს- მაინტერესებს ციხეში ვინ მიართმევს ტკბილეულს და სახის კრემებს.
- მოუნდა სიბერეში ტკბილეულობა - ბრაზობდა გამომძიებელი
- ბატონო ლევან, - მიუბრუნდა რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ გამომძიებელი პროკურორს - არაჩვეულებრივი იყავი. ისე დაარწმუნეთ ის ქალი, რომ აღარც შემოგკამათებია.
- მადლობა მარინე, მაგრამ შენი მუშაობა რომ არა, მე არაფერი გამომივიდოდა.ყველაზე მთავარი საქმე წინ გვაქვს. ჯერ კიდევ არ ვიცი ვინ არის "კეპიანი"
- მაგასაც გავიგებთ - თქვა გამომძიებელმა - ახლა თამარას მივხედოთ.
- მივხედოთ მაგ გაპრანჭული მელას - გაეცინა ლევანს და კმაყოფილი სახით შეხედა მარინეს - მარინე ინგლისურად ლაპარაკობ?
- დიახ ბატონო ლევან, - ვერ მიხვდა რატომ დაინტერესდა პროკურორი მისი ენების ცოდნით და გაუკვირდა ქალს.
- რუსულად?
- სამწუხაროდ მხოლოდ მესმის, ვერ ვსაუბრობ გამართულად.
- აბა უკრაინიდან გამოგზავნილი მასალები როგორ წაიკითხე? რუსულად არ იყო?- გაუკვირდა ლევანს.
- დედა მყავს უცხო ენების პედაგოგი.სკოლაშიც ასწავლის და უნივერსიტეტშიც კითხულობს ლექციებს.თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.ის მეხმარება ხოლმე როცა მჭირდება.
- მამა? - დაინტერესდა პროკურორი.
- მამა იურისტია, კერძო სექტორში მუშაობს.სამოქალაქო სამართლის კუთხით. ისიც უნივერსტეტში კითხულობს ლექციებს.სრული პროფესორია.
- საინტერესოა - ღიმილით გადახედა არაბულმა ქალს- შენ მამის კვალს გაყევი?
- ძალიან უნდოდა ადვოკატი ვყოფილიყავი, მეც მაინტერესებდა, მაგრამ პროკურატურაში სტაჟირებაზე წავედი და აღარ მომეწონა მარტო საბუთებში ქექვა.
- შენგან კარგი ადვოკატი გამოვიდოდა. უნივერსტეტშიც პროკურატურის გამო არ დარჩი? თუ არ გაინტერესებს სტუდენტებთან ურთიერთობა?
მარინეს გაეღიმა. თან ესიამოვნა არაბული მისით რომ დაინტერესდა.
- არა ბატონო ლევან, დოქტურანტურის პირველ კურსზე ვიყავი ტრეფიკინგის საქმე რომ დაიწყო. ჯერ არც სადისერტაციო თემაზე მქონდა მუშაობა დაწყებული.ისე მივანებე ყველაფერს თავი.მამას უნდა ისევ გავაგრძელო.მეც ვფიქრობ.
- ძალიან კარგია, არაჩვეულებრივია. აუცილებლად გააგრძელე.თუ რამეში შემეძლება დახმარება აუცილებლად მითხარი.
- მადლობა ბატონო ლევან. თქვენ ვის კვალს გაყევი?- დაინტერესდა მარინე.
- მე? - ლევანმა პაუზა გააკეთა - მამა ინჟინერია, კერძო სამშენებლო კომპანიაში მუშაობს.დედა ექიმი, ორივეს ძალიან უნდოდათ ექიმი ვყოფილიყავი, მაგრამ იურისტი გავხდი.
- პროკურატურაში საიდან მოხვდი?
- ადვოკატურიდან, სისხლის სამართალს მივყვებოდი. ყველაზე მძიმე დამნაშავეებს ვიცავდი ხოლმე.მაინტერესებდა რთული საქმეები. მერე მივხვდი, რომ მეც მათსავით ნაძირალა ვხდებოდი და პროკურატურაში გადმოვბარგდი.
- ნანობთ რომ ექიმი არ გახდით? ცისფერი თვალები შეანათა მარინემ არაბულს.
- არაა, არ ვნანობ.მთელი ცხოვრება დედაჩემს ვუყურებ, როგორ გარბის დღის და ღამის ნებისმიერ დროს საავადმყოფოში.ამას ჩემი ძმაც დაემატა.დედა- შვილი ქირურგიის მეფე- დედოფალი არიან. შენ დედისერთა ხარ?
- არა უმცროსი ძმა მყავს, გერმანიაში სწავლობს.ჭკვიანი ბიჭია. ფიზიკოსი - სითბო ჩაეღვარა თვალებში მარინეს.
- ფიზიკოსი იურისტების და პედაგოგის ოჯახში?- იცინოდა ლევანი- ვერ წარმომიდგენია.
- ხოო და იძახის ცერნის ლაბორატორიაში უნდა ვიმუშაო დიდი აფეთქების თეორიაზეო. აიი ასეთი გეგმები აქვს ჩემს პატარა ძმას - გაეცინა მარინესაც.
- დიდი აფეთქებაო? ეგ სამყაროს წარმოქმნის და ევოლუციის თეორია არ არის? - დასერიოზულდა არაბული - რამხელა ამბიცია აქვს...
- აბაა - დაეთანხმა მარინეც.
მანქანაში სიჩუმემ დაისადგურა.ლევანმა რამდენჯერმე გადახედა ქალს, გამომძიებელი კი ფანჯრიდან ათვალიერებდა ქუჩებს.
- რატომ მკითხეთ ინგლისურის ცოდნაზე ბატონო ლევან? - მიუბრუნდა მოულოდნელად არაბულს.
- კვიპროსში უნდა გაგგზავნო, მაგრამ ჯიშკარიანის თანხმობა მჭირდება.
- მე? - გაოცება ვერ დამალა ქალმა.
- ხო,რა იყო? შენზე უკეთესს ვის გავუშვებ, გაირუჯები, ზღვაში იბანავებ.ხომ არ გეშინია ზღვის?
- " ზღვას ზღვასავით დიდი გული და თავმოყვარეობა აქვს, ზღვა ცოცხალია და როდესაც ლაპარაკობს, ზღვას უნდა მოუსმინო" - ციტირება გააკეთა გამომძიებელმა.
- დუმბაძის მოყვარული ხარ ? ეს ხომ "მზიანი ღამეა". არ მგონია არსებობდეს ადამიანი , რომელსაც ერთხელ მაინც არ წაუკითხავს ჩვენი დუმბაძე და ზეპირად არ ესწავლოს მთელი შემოქმედება.
- გეთანხმები.ჩემი აზრით, დუმბაძე რომ ქართველი მწერალი არ ყოფილიყო, მისი ნაწარმოებები მსოფლიო შედევრთა რიცხვში იქნებოდა.
ლევანს გაეცინა: ის რომ გურული არ ყოფილიყო, ასეთი იუმორით ვერ შენიღბავდა ამდენ ტკივილს.ცოტა მკითხველი ყავს, მაგრამ ისეთი, ვისაც სულით ხორცამდე უყვარს.ცოცხალი რომ იყოს, ალბათ მასაც ეს ერჩივნებოდა.
- არ შემიძლია არ დაგეთანხმო.- თავი დააქნია მარინემ. ორივე ჩაფიქრდა, დუმილი ისევ ლევანმა დაარღვია.
- მე ყველაფერს მოვამზადებ შენს კვიპროსში გასამგზავრებლად. ჯიშკარიანის დათანხმებაც მომიწევს. შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ თუ დაგჭირდება, შენს გვერდით გავჩნდები. რაც შეიძლება მალე მინდა რომ წახვიდე.
- მადლობა ნდობისთვის ბატონო ლევან, იმედებს არ გაგიცრუებთ.
- ძალიან. კარგი, ახლა მითხარი სად მიგიყვანო. საღამოს კი თუ საქმეები არ გაქვთ, მე და ტაისონი გამოგივლით.
- განყოფილებაში ბატონო ლევან, ქალბატონ თამარას მივხედავ და საღამოს დაგელოდებით. არაბულმა გაიღიმა, მანქანა მკვეთრი მოძრაობით მოატრიალა და პოლიციისკენ წავიდა.

9 თავი
შუადღის 3 საათზე საგანგებო პრესკონფერენცია იყო დანიშნული გენპროკურატურაში. ადგილობრივ ჟურნალისტებთან ერთად BBC, CNN და ევრონიუსის კამერები ჩანდა. იორღოს პალიკარისს სახეზე მკვდრისფერი ედო. თვალები ჩაშავებოდა და ჩაქრობოდა. აღარც მისი ხმა ისმოდა შენობაში. ხელებში თავჩარგული იჯდა კაბინეტში და პრესკონფერენციის დაწყებას ელოდებოდა. შუადღე მოახლოვდა. იორღომ წელი ძლივს აითრიია, ჰალსტუხი შეისწორა, პიჯაკი ჩაიცვა და საკონფერენციო დარბაზში თავისი ადგილი დაიკავა. შესავალი სიტყვის შემდეგ როგორც იქნა მთავარ სათქმელზე გადავიდა და " წითელ ტბაში" მესამე გვამის აღმოჩენის შესახებ ამცნო საზოგადოებას.
- ვინაობა ცნობილია? - მოესმა რომელიღაც სულსწრაფი ჟურნალისტის ხმა.
- დიახ, სამწუხაროდ ის ნიკოლა პეტროვას შვილი სტეფანი პეტროვაა.
- ეჭვმიტანილი გყავთ? - იკითხა ვიღაცამ მეორე მხრიდან.
- დიახ , ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით. - კითხვას თავი აარიდა იორღომ.
- რა კომენტარს გააკეთებთ იმასთან დაკავშირებით,რომ კვიპროსის პოლიცია არ იძიებს დაკარგული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმეებს? იორღომ კითხვის ავტორს შეხედა, გულზე CNN - ის ლოგო შეამჩნია და ნაძალადევად გაუღიმა.- ჩვენ ყველა საქმეს ერთნაირი პასუხისმგებლობით ვუდგებით. რაც შეიძლება მშვიდი სახით თქვა, პრესასთან კონფლიქტი ნამდვილად არ ჭირდებოდა.
- რას უპასუხებდით აქციის მონაწილეებს, რომლებიც თქვენს გადადგომას ითხოვენ? - მოესმა შემდეგი შეკითხვა. პროკურორს ოფლმა დაასხა, ჰალსტუხი მოუშვა და მშვიდად უპასუხა: თუ ეს საქმე გაუხსნელი დარჩება,მათ მოთხოვნას დავაკმაყოფილებ. კიდევ ისმოდა აქეთ-იქიდან ჟურნალისტების შეკითხვები, მაგრამ პალიკარისს მეტის გაძლება აღარ შეეძლო, წამოხტა და საკონფერენციო ოთახი დატოვა.
კაბინეტში შესულ პროკურორს ფეხდაფეხ გამომძიებელი სოფოკლეს სოფოკლეო მიყვა.
- რატომ არ ისაუბრეთ გამოძიების შედეგებზე, ეს მდგომარეობას შეამსუბუქებდა და ხალხსაც დააწყნარებდა. - გულდაწყვეტით შეხედა გამომძიებელმა პროკურორს.
- რა მეთქვა, სამი გვამი მყავს, აქედან ერთი დამხრჩვალი, მეორე ისეთი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული, რომელიც ქვეყანაში არ იშოვება და აკრძალულია. მესამე ბავშვი, რომელსაც კისრის მალები აქვს გდატეხილი-თქო? მანიაკი დადის, ხალხს ხოცავს, და მე წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის-თქო? ცოტა ხანში გადავდგები და იმტვრიოს თავი მერე სხვამ. წავალ სადმე დასასვენებლად.- ხელი ჩაიქნია იორღომ და სავარძელზე მოწყვეტით დაეშვა.
- ეჰ ბატონო პალიკარისს, თქვენც ხო კარგად იცით რომ ასე მარტივად ვერ დატოვებთ თანამდებობას?
- ვიცი - სავარძელში შესწორდა პროკურორი - ვიციი
- რამე უნდა მოიფიქროთ აქციის მონაწილეების და დასამშვიდებლად - არ ანებებდა თავს გამომძიებელი.
- ეგ პრეზიდენტმა იდარდოს, მე გადამაყენოს და მშვიდად წასვლის საშუალება მომცეს.სოფოკლე ხვდებოდა რომ პროკურორს ხელი ჩაქნეული ქონდა. დანებდა და დინებას მიყვებოდა.მას თუ მორევი ჩაითრევდა სოფოკლესაც თან გაიყოლებდა.

ლევან არაბული კვიპროსში გამგზავრების წინ ბოლო ინსტრუქტაჟს უტარებდა მარინეს. პროკურორმა ყველა საქმე დილიდან გადადო.მასალები დაახარისხა და დეტალებში უხსნიდა გამომძიებელს სად რა უნდა ეთქვა და გაეკეთებინა.
- აეროპორტში ქართველი ბიჭი ბაქარი დაგხვდება, თარჯიმნობასაც ის გაგიწევს და გიდობასაც. მაგრამ ეცადე თუ ძალიან არ დაგჭირდება მისი თარგმანი არ გამოიყენო. თხოვე რომ შენი თანდასწრებით ყოველთვის ინგლისურად ისაუბრონ. მათი გეპროკურორი დიდი გაიძვერა ვინმეა, არ ვენდობი.ახლა დიდ სკანდალში არიან გახვეული.სერიულ მკვლელს დასდევენ. როგორც იორღოს პალიკარისმა მითხრა, აკ-47 ხოცავს ქალებს. ამიტომაც დაინტერესდა ჩვენი საქმით. ეს გამოიყენე, მაგრამ რამე შარში არ გაყო თავი.ფრთხილად იყავი.
- სტავროზე რა გითხრა?
- ნარკოტიკების გასაღება, იარაღის ყიდვა- გაყიდვა, რეკეტი, მოკლედ ყველაფრისთვის ეძებენ.ქარვის ამბავი არ იცოდნენ.ეს კაცი ისე დადის, მთელს ევროპაში კაციშვილი ვერ პოულობს.წითელი ცირკულარით ეძებენ.თუ ჩვენი "კეპიანი" არის კვიპროსში მომხდარ მკვლელობაში გარეული, მაშინ ძალიან დაგვეხმარებიან. სასტუმროს ჯავშანი, მივლინების ხარჯები და ა.შ. კანცელარიაში დაგხვდება. იარაღი არ წაიღო, - ლევანმა გაიღიმა - რამე კითხვა ხომ არ გაქვს?
- ის ქართველი ბიჭი ვინაა?
- საქართველოში დაბადებული მაგრამ იქ გაზრდილია.ადმინისტრაციაში მუშაობს.უბრალოდ თარჯიმნად მოგამაგრეს.დაგეხმარება მაგრამ ყველა კარტს ნუ გაუხსნის.
- გასაგებია ბატონო ლევან, მოვემზადები. მადლობა რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს მანდობთ. - წასასვლელად გაემზადა მარინე.
- წარმატებები და მშვიდობით დაგვიბრუნდი.- ლევანმა მხარზე ხელი მოხვია გამომძიებელს და შუბლზე აკოცა. - როგორც კი დამირეკავ, შენთან გავჩნდები, ხომ დამირეკავ? - თვალებში ჩახედა და ისე ელოდა პასუხს. მარინემ წამწამები დააფახურა თანხმობის ნიშნად, პროკურორს მოეხვია ერთი წამით და დატოვა კაბინეტი.


იორღოს პალიკარისს მთელი ღამე არ ეძინა, საპროტესტო აქციებმა პროკურატურიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა და ქვეყნის მთავარსარდალი დღეში სამჯერ რეკავდა გენპროკურორთან პირად ტელეფონზე.
მომიტინგეები მკვლელის მინიმალურ დროში დაჭერასთან ერთად ყველა დაკარგული და სახლიდან გაქცეული ადამიანის კვალის გაგებას ითხოვდნენ. მთელი სახელმწიფო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე იყო გადასული. ასეულობით პოლიციელი დღე და ღამეს ამოწმებდა გზებს, აკონტროლებდა საჰაერო სივრცეს და უჯდა ქალაქში დამონტაჟებულ კამერებს, მაგრამ საქმეში წინსვლა არ ქონდა.
მთელი ღამე იბარებდა გენპროკურორი საქმის მიმდინარეობის დეტალებს და დილა ადრიან ვიღაც ქართველი რიგითი გამომძიებლის შეხვედრის არც სურვილი ქონდა და არც ძალა. მაგრამ აკ-47 ტიპის იარაღმა დააინტერესა. ის არც ისე ადვილი საშოვნელი იყო, ძირითადად ტერორისტები ან სერიოზული კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყენებდნენ. ალექსანდრა კალჩუ კი ამ იარაღით იყო მოკლული. გენპროკურორი თავზე ხელშემოდებული იჯდა კაბინეტში და ფიქრობდა, როცა მდივანი შემოკაკუნდა თავისი წითელი ფეხსაცმლით.როგორ აღიზიანებდა ეს ხმა იორღოს და საერთოდაც ამ ბოლოს ყველაფერი აღიზიანებდა, რაც ქალებს ეხებოდა.
კაბინეტის წინ ქართველი გამომძიებელი ელოდა, ესეც ქალი იყო, რაც კიდევ უფრო აცოფებდა კაცს. ფეხზე წამოდგომაც არ იკადრა, ისე ანიშნა სავარძელზე კაბინეტში შემოსულ მარინეს.
ქართველმა გამომძიებელმა და მისმა თარჯიმანმა ადგილები დაიკავეს.
- თარჯიმანმა მითარგმნოს, ახლა ინგლისურად მოსმენის თავი არ მაქვს - აგდებულად თქვა პროკურორმა.
მარინემ თავი დაუქნია, ბაქარს გაეცინა.გაგონილი ქონდა, რომ გენპროკურორი პოლიგლოტის ნიჭით არ გამოირჩეოდა.
- საიდან დავიწყო? თქვენ ესაუბრეთ ქართველ პროკურორ ლევან არაბულს, მან მოგახსენათ საქმის ვითარება.
- თავიდან დაიწყე მოკლედ, რაც დამაინტერესებს გკითხავ - მოკლედ უპასუხა კაცმა და მოსასმენად მოემზადა.
- სამი მამაკაცი მოკლეს, ერთი ქალი დაჭრეს. სამივე ქარვის არალეგალურ ბოიზნესში იყო ჩართული. ქვები უკრაინიდან შემოდიოდა და საქართველოს გავლით კვიპროსში ჩამოდიოდა. კვიპროსში ამ საქმეს ვინმე სტავრო კურირებს. მის შესახებ თქვენს სამართალდამცველებს აქვთ ინფორმაცია და ძებნაშია. მარინემ შეიწვება სანამ თარჯიმანი თარგმნიდა. პროკურორმა თავი აწია.
- სტავრო- ჩაფიქრდა რამდენიმე წამით - ნარკოტიკები, იარაღი, კრიმინალური გარჩევები. ახლა კონტრაბანდა დაემატა.ამ კაცს რამდენი რამისთვის ვეძებთ ვერც კი წარმოიდგენთ და თქვენ გინდათ, რომ რამდენიმე დღეში დააკავოთ?
- არა ბატონო პალიკარისს, მე სხვა ვინმეს მეძებ.ამ მკვლელობების შემსრულებელს, რომელიც ან სტავროს გამოგზავნილია ან უკრაინელი მომწოდებლების. ყველა მკვლელობა აკ-47 ტიპის იარაღით არის შესრულებული.ერთ- ერთ მოკლულს ხელის მტევანი ქირურგიული სიზუსტით აქვს გადაჭრილი.მეორეს კისრის მალები აქვს გადამტვრეული. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ მას კარგი სამედიცინო განათლება აქვს მიღებული და სავარაუდოდ ყოფილი ან მოქმედი სამხედროა. მისი ფოტო რობოტიც გვაქვს...
- ერთი წუთით - შეაჩერა პროკურორმა მარინე - თქვენ და ამ ბატონმა ცოტა ხნით შეისვენეთ, დაგიძახებთ. ჩემი მდივანი რამეს შემოგთავაზებთ.
გაკვირვებული გამომძიებელი ფეხზე წამოდგა. ნამდვილად არ ელოდა ასე უცერემონიალოდ კაბინეტიდან გამოძევებას.
- ეს სულ ასეთია? - კითხა კაბინეტიდან გამოსულმა მარინემ ბაქარს. ბიჭს გაეცინა: კი ასეთია, ყველას ეშინია მისი. აქამდე კარგიც არაფერი გამიგონია.დღეს მეც პირველად შევხვდი.
დაახლოებით ნახევარ საათში გენპროკურორის კაბინეტი მაღალმა მამაკაცმა შეაღო.რამდენიმე წუთში კი სტუმრებსაც დაუძახეს.
- ეს ჩვენი ქართველი კოლეგას, ეს კი ბატონი ბაქარი, ჩვენთან მუშაობს, რომელიც თარჯიმნობას უწევს ქალბატონ მარინეს. სტუმრები გააცნო პალიკარისმა მამაკაცს. - ეს კი გამომძიებელი სოფოკლეოს სოფოკლეა. ის იძიებს ორი ორი ქალის და ერთი ბავშვის მკვლელობას. დანარჩენს თავად გეტყვით.
სოფოკლემ ქართველებს ხელი ჩამოართვა და სავარძელში ჩაესვენა. მერე დიდი საქაღალდე გახსნა და იქიდან ფურცლების ამოლაგება დაიწყო.
- ბატონმა პროკურორმა მითხრა, რომ თქვენს საქმეში იშვიათი იარაღი, დამტვრეული კისრის მალები და მოჭრილი მტევანია. ერთი ქალის შემთხვევაში იგივე იარაღია გამოყენებული.ბავშვს კისერი აქვს გადამტვრეული.სამივე გვამი იშვიათი ქირურგიული ოსტატობითაა დანაწევრებული.
გამომძიებელმა გვამების ფოტოები ამოიღო და მარინეს წინ დაუწყო.ჩემოდნებში აკურატულად ჩალაგებულმა ნარჩენებს და ტანსაცმელს ქალს ღებინების შეგრძნება გაუჩინა.შეგიძლიათ მკვლელის დაახლოებითი აღწერილობა მითხრა?
- მამაკაცი, დაახლოებით 180 სმ. სიმაღლის. ნავარჯიშები ან გენეტიკურად ძლიერი.თმაგადაპარსული.კეფაზე ობობას ქსელის ტატუირებით. ფოტოს გაჩვენებთ. სანამ ბაქარი თარგმნიდა, მარინემ სურათი ამოიღო ჩანთიდან.
სოფოკლეს სოფოკლეო და იორღო დიდხანს ათვალიერებდნენ მამაკაცის სახეს. მერე ერთმანეთს გადახედეს.თითქოს რაღაც ინფორმაცია გაცვალეს თვალებით.
- მგონი ერთი და იგივეს ვეძებთ. მოწმეები დაახლოებით ასეთივე მამაკაცს აღწერენ. ვცადოთ - თვალებანთებულმა თქვა გენპროკურორის - ჩვენი საქმიანობა ხომ მუდმივი ცდის პროცესია.ბატონი სოფოკლე საქმის მასალებს გადმოგცემთ. გაეცანით და სტრატეგია მოგვიანებით დავგეგმოთ.დილის 8 საათზე გელოდებით.
იორღო ფეხზე წამოდგა დ ხელი გაუწოდა გამომძიებელს. მარინეს გაუკვირდა, ეს უხეში კაცი როგორც იქნა ზრდილობიანად მოიქცა.მადლობა გადაუხადა აუდიენციისთვის და ოთახში შემოსულ ქალს გაყვა.
იორღოს პალიკარისის წითელ ფეხსაცმლიანმა მდივანმა ქართველები პატარა ოთახში შეიყვანა.მოზრდილი მაგიდა და სამი სკამი იყო მათ განკარგულებაში. ფურცლები და საწერი კალმები მიუტანა და დატოვა. მარინეს მარტო დარჩენა ერჩივნა, მაგრამ ბაქარის გარეშე გაუჭირდებოდა საქმის მასალებში გარკვევა.დრო ცოტა ქონდა, საქაღალდე კი სქელი იყო.
ჩემოდნებში ჩალაგებული გვამების დეტალური სურათების ყურება მარინეს აღარ შეეძლო.რაც უფრო მეტს ნახულობდა, მით უფრო რწმუნდებოდა,რომ ორ ქვეყანაში ერთი და იგივე კაცი მოქმედებდა.მაგრამ თბილისში ეს ბიზნესი იყო, კვიპროსში კი გართობა. საქმე აშკარად კარგად გაწვრთნილი და ცივსისხლიან სერიულ მკვლელს ეხებოდა. წინ მძიმე სამუშაო ელოდა, თან მარტო იყო უცხო ქვეყანაში და ცოტა ეშინოდა კიდეც. მაგრამ ახლა ამის გამჟღავნების არც დრო იყო და არც ადგილი.
მარინემ პატარა ერთ სართულიან სასტუმროში დაიდო ბინა.კედელზე პლაზმური ტელევიზორი იწონებდა თავს.მინი ბაღში უამრავი სასმელი იდო.პატარ აივანი მაგიდა- სავარძლით იდეალური ადგილი იყო ფიქრისთვის. გენპროკურორთან საუბრის და სამი ქალის მკვლელობების საქმეების ნახვის შემდეგ, საჭმლის გახსენება არ უნდოდა.ძილი თვალზე არ ეკარებოდა. თან არაბულთან აუცილებლად უნდა დაერეკა და მშობლებიც ელოდნენ მის ზარს.
მიუხედავად კვიპროსის თბილი დღეებისა, ღამე ცოტა გრილოდა. გამომძიებელი თეთრი ხალათით აივანზე მოკალათდა და პატარა ლეპტოპი გახსნა.
ლევან არაბულს კიევის სიცივისგან თავის დასაღწევად გათბობა ბოლომდე აეწია და გიშლით ხელში იჯდა სასტუმროს ნომერში. როგორც კი მარინეს ზარი შემოვიდა ტელეფონზე, ჭიქა გადადო, სქელი მოსაცმელის საყელო გაისწორა და მწვანე ღილაკს თითი გაუსვა.. ეკრანზე სველი თმით და თეთრი ხალათით გამომძიებელი გამოჩნდა.
- აბა ქალბატონო მარინე, როგორ მოეწყვე კვიპროსში, თბილად ხარ ჩემგან განსხვავებით ხო?- გაუცინა პროკურორმა.
- რა გითხრათ ბატონო ლევან, მთელი დღეა პატარა ოთახიდან ცხვირი არ გამომიყვია და ახლა ცოტა გრილა.
- მოგწონს კვიპროსი?
- მხოლოდ გუშინ საღამოს რისი ნახვაც მოვასწარი, ძალიან ლამაზია.სამწუხაროდ ჯერ ზღვა არ მინახავს.რომ ვნახავ მოკითხვას გადავცემ თქვენგან.მანდ რა ხდება, რამე საინტერესოა? - ჩაეკითხა ქალი.
- არაფერი ჯერჯერობით მარინე, უფრო ბიუროკრატიულ ეტაპებს გავდივარ. შენთა რა ხდება?
- ჩემთან მართლა საინტერესოდაა საქმე ლევან, გახსოვს რომ მითხარი სერიულ მკვლელს ეძებენო, მგონი ჩვენი კეპიანია.
- რაა? სავარძელში წამოიწია ლევანი.
- ხო ლევან, ზუსტად იგივე იარაღი. ქირურგიული სიზუსტით დანაწევრებული სხეულები და რაც მთავარია, იგივე აღწერილობა.ყველაფერი ემთხვევა.
- როგორ გგონია, ეგ ქალებიც ქარვასთან არიან დაკავშირებული?
- არა, ამ შემთხვევაში მსხვერპლს სოციალური ქსელიდან ირჩევს. ერთმანეთის მსგავსებს. სიმაღლით, წონით, ვიზუალით. სამი გვამი იპოვნეს, მაგრამ კიდევ ეძებენ.შეიძლება სხვებიც იყვნენ.
- რას ამბობს პროკურორი პალიკარისი?
- ჯერ არაფერი უთქვამს, არც ჩვენი მისვლა გახარებია. დამთხვევების აღმოჩენის შემდეგ ცოტა დაინტერესდა. ხვალ დილას უნდა შევხვდე. საქმის მასალები შენს ელექტრონულ ფოსტაზე უკვე ავტვირთე.რომ მოიცლი ნახე.
- შენ დაღლილი ხარ? გეძინება? - მზრუნველი ხმით იკითხა ლევანმა.
- კი ძალიან დავიღალე, მაგრამ ისეთი ფოტოები ვნახე,სავარაუდოდ არ დამეძინება.
- ისეთი ამბები მითხარი, ახლა აღარც მე დამეძინება - გაეცინა არაბულსაც.
- უკრაინელებმა მასპინძლობა არ გაგიწიეს? რატომ არ გაისეირნე ღამის კიევში?
- შემომთავაზეს მაგრამ ისე ცივა, ახლა გარეთ გასვლა თვითმკვლელობის ტოლფასია. ნახე რა თბილ მოსაცელში ვარ გახვეული. უკან დაიწია ლევანმა და ბეწვიანი ქურთუკი აჩვენა ქალს. მარინეს სიცილი აუტყდა.
- ბატონო ლევან, არჩევანში შევედით. აქ უნდა წამოსულიყავით.ნახე მე აივანზე ვზივარ ხალათით.
- მართალი ხარ - დანანებით დააქნია თავი ლევანმა - შენი დამხმარე როგორი ბიჭია.შეეწყვე?
- განათლებული და კარგი ბიჭია, თავისუფლად საუბრობს რამდენიმე ენაზე.იურისპუდენციას ეუფლება. არც მოსაბეზრებელია, ზედმეტად არ შევუწუხებივარ. გუშინ ქალაქის ცენტრი დავათვალიერეთ.
- ძალიან მიხარია, ერთი დღე აიღე თავისუფალი და ზღვისპირა კურორტებზე წადი. მერე შთაბეჭდილებები გამიზიარე. თუ მეღირსა შვებულება მერე მეც წავალ. პროკურორს ისეთი საწყალი სახე ქონდა, მარინემ თავი ვერ შეიკავა და გაეცინა.
- ლევან, ჩემს მშობლებს დავურეკავ და ისევ დავბრუნდები. თუ სურვილი გექნება კიდევ ვისაუბროთ.
პროკურორი გამოფხიზლდა. ეგონა მარინე თავიდან იშორებდა, არადა მთელი საღამო მის გამოჩენას ელოდა.
- დაგელოდები - მხოლოდ ეს უთხრა და ტელეფონი გათიშა.



№1  offline წევრი დარინა

უკვე მიყვარს ეს ისტორიააა, ზუსტად ისე ვითარდება მოვლენები როგორც საჭიროაა, ახალ თავს ისე ველოდი და შემოვედი და რომ დამხვდაა ძალიან გამიხარდაა, წყვილზე წინა თავშიც დავწერე რომ მომწონს, აი უფრო თბილი ურთიერთობის განვითარებას ველოდებიი, საყვარლები არიან ჯერ რომ არაფერს იმჩნევენ. გული მიგრძნობს რომ ლევანსაც მოუწევს კვიპროსში ამჩასვლაა. შენდეგ ნაწილს სულმოუთქმელად ველოდებიიი.

 


მე შემიყვარდა ეს უსაყვარლესი ისტორია

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან მომწონს ეს ისტორია და ველოდები შემდეგ თავს❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

როდის იქნება ახალი თავი? ძალიან მომწონს და ველოდები გაგრძელებას..

 


№5  offline წევრი კი პრი

ძალაინ მალე ანა.ბოდიში რომ გალოდინებთ.მზადაა და მალე იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent