შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, რაც ყველამ არ იცის (თავი 6)


6-03-2020, 01:08
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 741

თავი 6
ჩაფიქრებული იჯდა ბერია და ღერს ღერზე ეწეოდა, მის წინ სურგულაძე მშვიდად წრუპავდა ყავას და თან ტელეფონში რაღაცას გაცხარებით თამაშობდა.
-რაღაც გვჭირდება, გესმის? გასაღები, ერთი პირდაპირი სამხილიც კი სამკარისი იქნება-უცებ ტელეფონიდან თავი ამოყო ნუგზარმა და ჩაფიქრებულ ბერიას გახედა
-ჯერ კიდევ ვაანალიზებ, როგორ შეიძლება უბრალო დაქირავებული გამტაცებლისგან გავიდეთ მკვლელზე-დაუბრუნა მეწყვილეს პასუხი შალვამ
-ბევრი ხალხია გარეული, დიდი რესურსი აქვს მკვლელს, შურისმაძიებელია, უბრალო, ხელწამოსაკრავი პიროვნება არაა-კიდევ ერთხელ მოსვა ყავა სურგულაძემ.
--
განყოფილებიდან ერთად გამოვიდნენ ფალიანი და ანდრიაძე.
ორივეს პოლიციის მანქანა ელოდა, შალვას გადაწყვეტილებით დაცვაც დადგებოდა მათ კართან, რადგან ახლა მკვლელისგან კვლავ იყო საპასუხო ნაბიჯი მოსალოდნელი.
-კარგად-უბრალოდ დაემშვიდობა ელენე მანქანაში დაჯდომამდე.
ფალიანი მისგან მოშორებით იდგა, ჯინსის ჯიბეებში ხელები ჩაეწყო და მთელი ტანით ელენესკენ იხედებოდა
-იცი? შემიძლია შენი შეყვარებულის სახლი დაგიბრუნო, თუ არ გსურს მისი დაკარგვა-რაც ენაზე მოადგა ის უთხრა ნიკოლოზმა და პასუხის მოლოდინში გაჩუმდა
-ჩემი შეყვარებული არა, ყოფილი შეყვარებული, მადლობა, მაგრამ არ მაქვს სურვილი მაგ სახლს კიდევ ერთხელ ვესტუმრო, შემიძლია მის მშობლებს შევატყობინო, თუ მაინც გაყიდვას აპირებ დარწმუნებული ვარ ისინი არ გაუშვებენ ამ შანსს ხელიდან-მშვიდად და აუღელვებლად ესაუბრებოდა გოგო
-კარგს იზამ, მაგ სახლში ვეღარ ვიცხოვრებ-წარბები უნებურად შეკრა როდესაც გაახსენდა როგორ იპოვა გეგას უსიცოცხლო სხეული. ჯერ კიდევ ვერაფრით ამოეგდო გონებიდან და დარწმუნებული იყო, რომ ვერც ვერასდროს დაივიწყებდა
-კარგი, კარგად-კიდევ ერთხელ დაემშვიდობა, წამით ელოდა ფალიანის დამშვიდობებას, მაგრამ ბიჭმა ხმა არ გაიღო, უბრალოდ გოგონას ლურჯი თვალებისთვის გაეშტერებინა მზერა, შემდეგ კი უხერხულად მდგომი ანდრიაძე მანქანაში დაჯდა.
ელენეს მანქანა რომ დაიძრა, მხოლოდ შემდეგ დაჯდა მანქანაში მამაკაცი და საცხოვრებლის მისამართი უკარნახა საჭესთან მჯდომ ფორმიანს
სახლში მისულმა ელენემ ჯერ ცხელი შხაპი მიიღო, შემდეგ კი გადაღლილს ისე ჩაეძინა საწოლზე ნორმალურად საღამურის ჩაცმაც ვერ მოასწრო.
დიდხნიანი ძილის შემდეგ კარზე ზარმა გააღვიძა.
დასიებული თვალებით, მთქნარებით და დამძიმებული თავით წამოდგა ფეხზე.
კარს უკან გურული და მაჭავარიანი რომ დაინახა მაშინვე გადაწია საკეტი და შიგნით შემოატარა მეგობრები.
-რა ჯანდაბა მოხდა?-ფეხი არ ჰქონდა შემოდგმული სახელში გაბრიელმა მაშინვე დაკითხვა რომ დაიწყო.
მშვიდად შეუძღვა მეგობრებს მისაღებში ელენე, შემდეგ ყავა შესთავაზა, მაგრამ ყავის მოდუღების მაგივრად აიძულეს ყველაფერი დაწყვრილებით მოეყოლა გოგოსთვის.
-ვსო, ახლავე ჩემთან გადმოდიხარ ელენე, არ მაინტერესებს, აქ მარტო ვერ დაგტოვებ-ყველაფრის მოსმენის შემდეგ აფეთქდა მაჭავარიანი
ელენესგან განსხვავებით ანერვიულებულ ოჯახთან მიდიოდა ფალიანი.
სახლის კარზე დააკაკუნა თუ არა თვალებდასიებული დედა და რძალი შეეგებნენ.
მაშინვე იგრძნო მკლავების მოხვევა წელზე და ისიც სიცილით ჩაეხუტა ორ საყვარელ ქალს.
-ძლივს რა, მეგონა სადმე მოგკლეს-ხმაურზე კართან ძმაც გამოჩნდა.
პატარა ძმას უბრალოდ გაუღიმა ილიამ, შემდეგ კი ცოლის და დედის მოშორება სცადა მისი სხეულიდან.
-იცოდე, თუ სადმე სხვაგან წახვალ, მეც ყველგან წამოგყვები-უკმაყოფილო უყურებდა ქალბატონი დარეჯანი შვილს.
-კარგი დე, ეგრე იყოს-მზრუნველობაზე უბრალოდ გაეღიმა და მის მხარზე ჩამოდო თავი.
-ბავშვები სად არიან?-იკითხა რამდენიმე წუთში, რაღაც უჩვეულო სიწყნარე რომ მოხვდა მის ყურთასმენას
-ეკოს ძინავს, ანდრია ვარჯიშზეა, სალომე რეპეტირორთან, პეტრე ალბათ ეზოშია, ლაზარე სადაა?-ცოლს გახედა მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ ყველა ბავშვი ჩამოთვალა
-პეტრესთან ერთადაა-დაამშვიდა ნინომ ქმარი და გაეცინა.
-ღმერთმა გამრავლოთ, ჯერ ცოტანი ხართ, ერთი სამი ბავშვი კიდევ არ გაწყენდათ-ნახევრად ხუმრობით, მაგრამ გულრწფელად უთხრა ძმას და რძალს და გაუღიმა.
ილია და ნინო რომ დაქორწინდნენ ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ. მიუხედავად წინააღმდეგობისა, მაინც დაიწერეს ჯვარი და მშობლებიც იძულებულნი გახდნენ ფარხმალი დაეყარათ.
18 წლის იყო ნინომ 1 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ პირველი ბავშვი, პეტრე რომ გააჩინა და თითქოს მასთან ერთად დაიწყო ზრდა, ილია კი მხოლოდ 20 წლის, მაშინ ნიკოლოზიც პატარა იყო, ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ ბიძა-ძმისშვილი, 10 წელი იყო მათ შორის სხვაობა.
შემდეგი ანდრია იყო, მასსა და პეტრეს შორის სხვაობა 3 წელი იყო, მაგრამ ანდრიას მაშინვე სალომე მოყვა, დიდხნიანი პაუზის შემდეგ კი ტყუპები, ლაზარე და ეკო შეეძინა წყვილს.
აგერ უკვე 16 წელი იყო, რაც ბედნიერად ცხოვრობდნენ, ყოველთვის იდეალურად მიაჩნდა მათი ოჯახი ფალიანს, ზუსტად იცოდა, თუ ოდესმე დაოჯახდებოდა, მასაც ბევრი შვილი ეყოლებოდა.
მისი და მართას ურთიერთობა კი არც ისე სრულყოფილი იყო, ამას მშვენივრად ხვდებოდა, ერთმანეთს კარგად ეწყობოდნენ, მაგრამ უერთმანეთოდაც ძალიან კარგად ძლებდნენ როდესაც რომელიმეს მივლინებაში წასვლა მოუწევდა. ხშირად არ კამათობდნენ, რადგან უბრალოდ არც ანაღვლებდათ ერთმანეთი, ფალიანი დარწმუნებული იყო, რომ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა.
საცოლედ და საქმროდ მოიხსენიებდნენ თავს, მაგრამ ესეც მხოლოდ სიტყვის მასალად, ორივემ კარგად იცოდა, მათი ქორწინება არასდროს შედგებოდა.
მოულოდნელად რომ გაუჩინარდა მართა მხოლოდ რამდენჯერმე სცადა მისი მოძებნა, მაგრამ მისი პასპორტი და ბარგის ნახევარი ადგილზე არ დახვდა, ამიტომაც მხოლოდ მოვალობის მოხდის მიზნით შეატყობინა მის მშობლებს შვილის გაუჩინარება, რამდენჯერმე პოლიციაშიც განაცდახა, მაგრამ არანაირი შედეგი არ გამოუღია ამას.
ახლა კი მოულოდნელი ამბები ტრიალებდა მის ცხოვრებაში.
ელენეზეც ბევრს ფიქრობდა უკანასკნელ დღეებში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გაიტაცეს.
პირველივე დანახვისას დაამახსოვრდა მისი ლურჯი თვალები, ლამის თავზე რომ დაალეწა ვარდები.
რომ უთხრეს მკვლელი ისააო, თავიდან გაუჭირდა დაჯერება, მაგრამ შემდეგ შეეგუა, რომ კარგი გარეგნობის უკან ეშმაკი იმალებოდა, სწრაფად ამოიგდო გოგოს მოელვარე თვალები გონებიდან და დიდი ასოებით გადააწერა მასზე „მკვლელი“.
--
1 კვირა იყო გატაცების ამბებიდან გასული ელენეს ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა, უცხო ნომერს მშვიდად უპასუხა.
-ელენე ანდრიაძე ბრძანდებით?-ქალის ხმა ჩამწყდარი იყო და კარგად ეტყობოდა აღელვება
-დიახ, გისმენთ-უფრო სერიოზულად უპასუხა გოგონამ
-მე თამარ გაჩეჩილაძე ვარ-მხოლოდ ეს უთხრა ქალმა და ყურმილს იქეთ ჩუმი სლუკუნიც გაისმა
-რატომ მირეკავთ ქალბატონო თამარ?-ბიოლოგიური დედის სახელის გაგონებაც კი არ ესიამოვნა ანდრიაძეს.
-უბრალოდ 15 წუთს გთხოვ, რომ ყველაფერი აგიხსნა, მეტს არა-იმდენად აღელვებული იყო ქალი, ძლივს საუბრობდა, სწორედ ამ ტირილის და აღელვების დამსახურება იყო ელენემ უარი რომ ვერ უთხრა, თანაც ძალიან აინტერესებდა რატომ მიიღო ქალმა ასეთი გადაწყვეტილება.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან იცოდა ნაშვილები იყო, არასდროს ჩაუნერგავს დედას ნამდვილი დედისადმი სიძულვიდი და ბოღმა მის გონებაში, პირიქით, სულ ეუბნებოდა, რომ აუცილებლად უნდა ენახა ის როდესაც გაიზრდებოდა და დალაპარაკებოდა. ამის გამო კიდევ უფრო უყვარდებოდა დედამისი და პასუხად მხოლოდ ერთ წინადადებას უბრუნებდა, რამდენჯერაც ქალი ამ თემაზე საუბარს დაიწყებდა „დედაჩემი შენ ხარ, მე სხვა დედა არ მჭირდება“
ქალს შეხვედრა დაუთქვა მომდევნო დღეს, თან იამზეს დათანხმებაც მოუწია, რომ სახლიდან გასულიყო თუნდაც დაცვასთან ერთად.
--
კაფეში 15 წუთით ადრე მივიდა, შესვლისთანავე მოათვალიერა იქაურობა, მაშინვე გამოარჩია ყველასგან მოშორებით მჯდომი თვალებჩაწითლებული ქალი, ქერა თმით და ელენესავით ცისფერი თვალებით.
მხარზე გადაკიდებული ჩანთა ამჯერად სკამზე გადაკიდა და ქალის წინ დაჯდა
ყავა შეუკვეთა და მომლოდინე მზერით შეხედა ქალს.
დიდხანს არ დასჭირდა ლოდინი.
ქალმა მაშინვე საუბარი დაიწყო.
-მე არ გთხოვ არც პატიებას, არც იმას რომ შენს ცხოვრებაში რაღაც დოზით მაინც დამიშვა, უბრალოდ ისტორიას მოგიყვები შემდეგ კი უხმოდ ავდგები და წავალ-მცირე შესავალი გააკეთა ქალმა და ელენეს თანხმობის შემდეგ რამდენიმე წამი დასჭირდა საკუთარი თავისთვის მობილიზაცია რომ გაეკეთებინა.
-15 წლის ვიყავი იაკობ გაჩეჩილაძემ რომ მომიტაცა, მამაჩემი საკმაოდ გავლენიანი და მდიდარი ადამიანი იყო, იაკობს კი ოროთახიანი ბინის გარდა არაფერი გააჩნდა სადაც მისი მშობლები და ის ცხოვრობდნენ.
ძალიან არ გავწელავ თხრობას და არ აღგიწერ როგორ გავხდი მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ თიჯინებზე მოთამაშე ბავშვს ეს დამატყდა თავს.
მიუხედავად იმისა რომ სამ ძმას შორის ერთადერთი გოგო ვიყავი და თანაც საკმაოდ განებივრებული, არაფრად მიიღეს ჩემი ტირილი, ვედრება და თხოვნა მშობლებმა იმის შესახებ რომ სახლში წავეყვანე.
ჩემი და იაკობის თანაცხოვრების 1 წელი საშინელება იყო, არც კი ვიკარებდი მას, სანამ ძალით არ დამიმორჩილა. მამა ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე, ჩვენს პატარა საცხოვრებელს და პირობებს რომ ხედავდა, არ მოსწონდა, ამიტომ მაშინვე დიდი სახლი გვიყიდა, არ წარმოადგენდა მისთვის ეს პირობას, ვითომ საკუთარ დანაშაულს გამოისყიდდა ამით.
17 წლის ასაკში გავაჩინე პირველი შვილი, რომელიც ხელიდან ამართვეს ქმარმა და ბებიაქალმა, თავიდან ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა და დაბეჯითებით ვთხოვდი ქმარს ბავშვი ეჩვენებინა. პირველ ჯერზე ისე დამაჯერებლად მომატყუეს და დამარწმუნეს რომ ბავშვი, რომელიც თურმე სრულიად საღსალამათი და ჯანმრთელი იყო მოულოდნელად გარდაიცვალა, რომ კიდევ დიდი ხანი მჯეროდა ეს სისულელე.
არა ეს შენ არ იყავი, ეს შენი უფროსი და იყო.
2 წლის შემდეგ კიდევ ერთი ბავშვი გავაჩინე, ამჯერად ის არავის წაურთმევია ჩემთვის, ამიტომ წინა შემთხვევაზე არც კი შემპავია ეჭვი.
მართა დავარქვი და ბედნიერმა დავიწყე შვილის აღზრდა.
დრო გადიოდა, რა თქმა უნდა, მოძალადე ქმარი ვერ შევიყვარე, რომელმაც რამდენჯერმე ხელითაც კი მცემა.
მართა იყო ჩემი ერთადერთი იმედი.
რამდენჯერმე კვლავ ვცადე მშობლებთან დალაპარაკება, მაგრამ მათი უარის შემდეგ საბოლოოდ გავწვიტე მათთან კავშირი.
შემდეგ შე ჩაისახე, მართა მაშინ ჯერ კიდევ სამი წლის იყო.
საავადმყოფოში, მხოლოდ რამდენჯერმე მოვახერხე შენი მონახულება და შეყვარება, გამოვედით თუ არა შენობიდან შენი თავიც ამაცალა მამაშენმა ხელიდან.
როგორც შემდგომ გავიგე თამაშობდა, რამდენჯერმე წაუგია დიდი თანდა, თან ვისთან? ბავშვებით მოვაჭრესთან და თავის გადასარჩენად უთქვამს, ბავშვს მოგცემო, გაწუწკებული გამყიდველი, პირველი შემთხვევის შემდეგ ხშირად ეთამაშებოდა ლოთ იაკობს, და ერთხელაც იმხელა თანხა წააგებინა შენი თავიც გამოსძალა, ვერაფერს ვაკეთებდი, მშობლებს ვეუბნებოდი, იაკობის მშობლებს, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებდა.
ვერ გამეგო რა ხდებოდა.
დროის გასვლის შემდეგ ამბებიც მიწყნარდა, სამი შვილიდან ორის დანაკლისს მხოლოდ მართაზე ზრუნვით ვივსებდი, სანამ მანაც არ მიმატოვა საბოლოოდ.
ახლა იმიტომ გადავწყვიტე შენთან დარეკვა რომ მინდა გითხრა, არავის დაუხარო თავი ჩემსავით, მე რომ მაშინ რამე გამეკეთებინა, დღეს სამივე შვილი ჩემს გვერდით იქნებოდა, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია.
კიდევ იმის სათქმელად მოვედი, რომ იაკობი მივატოვე, მშობლები მივატოვე და ვაპირებ დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყო 55 წლის ასაკში.
მადლობა რომ მომისმინე-მონოლოგი დაასრულა ქალმა და ფეხზე წამოდგა, ვერც გაიაზრა მონაყოლისგან დაშოკილმა ელენემ ქალი შეეჩერებინა, ან დამშვიდობებოდა მაინც, ყავის ფული ინსტიქტურად გადაიხადა და ფეხით გაუყვა სახლისკენ გზას.
--
-მე ისინი არ მჭირდება, რამდენჯერ უნდა გითხრა?-უკმაყოფილო იყო ქალის ხმა
-აბა რატომ მოკალი ის ბიჭი?-არც კაცის ხმა იყო სასიამოვნო მოსასმენი
-მე შვილი მინდა, რომელსაც ელენე გააჩენს, ის ჩემი სისხლი და ხორცი იქნება და ისე აღვზრდი როგორც საკუთარ შვილს, მერამდენედ უნდა აგიხსნა?
-ახლა რას აპირებ? ისინი ხომ გაიქცნენ?-დაინტერესდა მომავლით კაცი.
-მე არსად მეჩქარება, დრო ყველაფერს მოაგვარებს-სიგარეტის ღერი ამოაძვრინა ქალმა შეკვრიდან და მაცდურად გაუღიმა წინ მჯდომს.




ვინმე მითხარით რომ ამდენ სერიალს არ ვუყურო :დდდდდდ



№1 სტუმარი სტუმარი nancho

მალე დადე თორემ.ამ ბოლო აბზაცმა სულ ამრია,

 


№2 სტუმარი nia

სტუმარი nancho
მალე დადე თორემ.ამ ბოლო აბზაცმა სულ ამრია,

Mec dddd

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

nia
სტუმარი nancho
მალე დადე თორემ.ამ ბოლო აბზაცმა სულ ამრია,

Mec dddd

როგორც კი ახალი თავის წერას დავასრულებ დავდებ, ამ ბოლო აბზაცმა მეც ამრრია კი:დდ

 


№4  offline წევრი sofo_sofia13

რა ძალიან კარგიიიყოოო <3

 


№5  offline წევრი niniko12

მაგარია მე მომეწონა წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent