შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯი (მეთორმეტე თავი)


6-03-2020, 16:20
ავტორი Keke27
ნანახია 2 099

12 თავი.

არსებობს ასეთი ამბორიც, რომლითაც შეიგრძნობ მთლიანად იმ ადამიანს და ხვდები, რომ ასე პირველად გკოცნიან. აქამდე უცნობი განცდა გეუფლება. ელვისებური სისწრაფით გონება გეხსნება, თითქოს მთელი შენი ტვინი გასხივოსნდა და ახალი შთაგონებით, ვნებით, სიყვარულით ივსები მის მიმართ.
რწმუნდები, რომ ის ადამიანი, სწორედ ის ნაწილია, რომლის დანაკლისსაც განიცდიდი დიდი ხანი. თვალებში ჩახედავ, იქ შენს თავს დაინახავ და გრძნობ, რომ ისიც იმავეს ფიქრობს, რასაც შენ იმ წამს.

ნიკოლოზმა კოცნა შეწყვიტა, თავი ოდნავ და ნელა გაწია უკან, უნდოდა ელენეს სახე დაენახა, თითქოს იმის შემოწმებას ცდილობდა, ეს ყველაფერი რეალური იყო თუ არა. ქალს თვალები მინაბული ჰქონდა. გული გამალებით უცემდა.
გიგაურს კმაყოფილების ღიმილი დაეფინა სახეზე. მისი, უცნაურად გრძელი თითებით სახეზე მიეფერა და ისევ დაეწაფა ქალის ბაგეს...


§§§§§

დილით ანას ადვოკატის ზარმა გააღვიძა. ცნობის აღება იყო საჭირო, რათა სასამართლოში წარედგინა ადვოკატს და ანას პროცესზე არგამოცხადებას, საპატიო მიზეზი ჰქონდა.
ეს საქმე ელენეს უნდა მოეგვარებინა.
ფსიქიატრიულში მისულს, უარი უთხრეს ცნობის აღებაზე, რადგან პაციენტის ინფორმაციას კონფიდენციალურია და მისი ნებართვის გარეშე ვერ გავცემთო. პაციენტთან ვიზიტის დრო კი, ჯერ არ იყო.
ხელცარიელი და დაღონებული გამობრუნდა უკან.

_ნანიკო, ცნობის ასაღებად ვიყავი, ადვოკატმა გამიშვა, მაგრამ უარი მითხრეს. - უთხრა მეგობარს ტელეფონში საუბრისას.
_ეგ ადვოკატი ხომ არ აფრენს ცოტას? რა თქმა უნდა უარს გეტყოდნენ. - გაცხარდა ნანიკო.
_ნეტავ როგორ არის ანა?
_ჩვენი ნომერი იცის და დაგვირეკავს აუცილებლად. თუ არადა ხვალ წავიდეთ და მოვინახულოთ.

შეთანხმდნენ, რომ თუ ანა დღეს არ დაურეკავდა მათ, მეორე საღამოს მის მოსანახულებლად წასულიყვნენ და გაეგოთ მისი მდგომარეობა.

ის დღე ისე გავიდა, ანა კონტაქტზე არ გამოსულა.
მეგობრებში მღელვარებამ იმატა.
„ნეტა როგორ არის? ცუდი ხომ არაფერი დაემართა?“
ყველას შიშის ტალღამ გადაუარა. ათასი აზრი უტრიალებდათ თავში. რას არ ფიქრობდნენ. ისიც კი იფიქრეს, იქნენ საემიგრაციომ მიაგნო და ციხეში გადაიყვანეს.

მეორე დღეს ნანიკომ ელენეს დაურეკა.
_წავიდეთ გოგო, მივაკითხოთ, იმ საცოდავს საავადმყოფოში. ვინ იცი როგორ მდგომარეობაშია ახლა. გილი მისკდება რომ წარმოვიდგენ. - ცრემლი მოერია ნანიკოს.
_კარგი, წავიდეთ, საღამოს შვიდის ნახევარზეა ვიზიტის დრო. სამსახურიდან როგორც კი გამოვალ, მაშინვე გავიდეთ, რომ მივასწროთ მისვლა.
_ეგრე ვქნათ. რა უნდა იფიქრო ადამიანმა არ ვიცი, არც თვითონ რეკავს და არც ჩვენ გვეუბნებიან მის მდგომარეობას.

ნანიკო და ელენე, ჩქარი ნაბიჯით მიიწევდნენ შენობისკენ, სადაც მეგობარი ეგულებოდათ. ორივეს გულში შიში ჩასაფრებოდათ, მაგრამ ცდილობდნენ მაინც პოზიტიურად ეფიქრათ. ბოლომდე არ უშვებდნენ გონებაში, რომ ანას რაღაც ცუდი სჭირდა.

მისაღებში პასპორტების ჩვენების შემდეგ მიიღეს თანხმობა, რომ მეგობარი ენახათ.

მეცამეტე სართულზე ლიფტის კარი გაიღო. თვალების ცეცებით მოძებნეს კარი, სადაც ანა იმყოფებოდა.
გულისცემა მატულობდა.
კრემისფერ რკინის კარს, რომელსაც მომცრო ზომის მინის და გისოსის ფანჯარა ჰქონდა, მიუახლოვდნენ და ფანჯრიდან დაიწყეს ყურება.
კარს თეთრხალათიანი მიუახლოვდა.
_ჩვენ, ანა კუჭუხიძესთან ვართ მოსული. შეგვიძლია მისი ნახვა? როგორ არის?
_კი შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ ათი წუთი უნდა დაელოდოთ. მანამდე კი, აი ამ ოთახში შემობრძანდით, თქვენი ნივთების დასატოვებლად. - თეთრხალათიანმა გვერდით პატარა ნაცრისფერი კარისკენ მიუთითა მათ. - შეგიძლიათ საფულე დაიტოვოთ, ტელეფონიც, მაგრამ მისი გამოყენება გეკრძალებათ შიგნით. ფოტოს გადაღება ან ვიდეო ზარი, ყოვლად დაუშვებელია. - გააცნო წესები ვიზიტორებს. - პაციენტს რაც შეეხება, ის ყველაზე დამჯერია. ახლა შედარებით მშვიდადაა. - ღიმილით გააგებინა მეგობრის მდგომარეობა მისულთ.
ქურთუკები და ჩანთები სკამზე დააწყეს და ისევ კრემისფერ კართან დაბრუნდნენ. ფანჯრის იქით, გარკვევით მოჩანდა, თუ როგორ პაციენტებთან მოუწია ანას რამდენიმე საათის გატარება.
_ელენე, ამათ შემხედვარე ისედაც გაგიჟდება ადამიანი. - ხმა უკანკალებდა ნანიკოს.
_იმედია, ანამ გაუძლო და მათ არ დაემგვანა.- არა ნაკლებ კანკალებდა ელენეც.
უცებ ანა გამოჩნდა. ფეხსაცმელი არ ეცვა. თმა იმაზე მეტად ჰქონდა ლამაზად დავარცხნილი, ვიდრე სხვა დროს. ხელში ჭიქა ეჭირა და უცნაური ღიმილით მიიწევდა იმ კარისკენ, სადაც მეგობრები ელოდნენ.
ნანიკომ და ელენემ ერთმანეთს სუნთქვა შეკრულნი გადახედეს.
მათ თვალებში ერთი და იგივე კითხვა იკითხებოდა „გაგიჟდა?“
_ ელენე, რატომ იცინის ეს გოგო ასე უცნაურად? - გადაულაპარაკა ბუჩუკურს ნანიკომ.
ანა კარს მიუახლოვდა, გამომეტყველება არ ეცვლებოდა.
ხელით და ტუჩების მოძრაობით ანიშნა, რომ მალე შემოგიშვებენო.
_მთავარია ცოცხალია და აქ არის. ახლა აღარ მეშინია. - შვებით ამოისუნთქა ქალმა.

ხუთ წუთში კარი გააღეს. დერეფანში მოსეირნე ცხოვრებისგან შეშლილი ხალხი, ინტერესით აკვირდებოდნენ ახლად მისულთ.
სპეციალურ ოთახში, სადაც მნახველები დაიშვებოდნენ, ანა მაგიდასთან იჯდა და მეგობრებს ელოდა. მათი დანახვისას ფეხზე წამოდგა.
_გოგო როგორ ხარ? გული გაგვიხეთქე, რატომ არ დაგვირეკე? - ერთხმად დააყარეს კითხვები, რომ გადაეხვივნენ მერე.
_კარგად ვარ. იმ საღამოს აქ რომ დამტოვეს, დამამშვიდებელი გამიკეთეს და წუხელ გავიღვიძე მხოლოდ. არ მახსოვს როგორ გამოვიცვალე ტანსაცმელი და პაციენტის პერანგი ჩავიცვი. არც ის მახსოვს პალატაში როგორ აღმოვჩნდი. მთელი ეს დრო მეძინა.... არავის ნომერი არ მახსოვს...
_არც ჩემი გახსოვს?- ჰკითხა ნანიკომ.
_არა. ჩემი ნომერიც კი დამავიწყდა.
_დედა, ღმერთო შენ მიშველე ახლა.
_ რას ამბობენ, როდის გამოგიშვებენ?
_ფსიქიატრმა უნდა შემამოწმოს და მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას.
_ ახლა როგორ გრძნობ თავს?
_გაბრუებული ვარ.
_კართან რომ დაგინახეთ, ვიფიქრეთ, რომ უკვე გაგიჟდი. - ჩუმი სიცილის თანმხლებით უთხრა ელენემ.
ანასაც გაეცინა.
_აქედან მალე თუ არ გავალ, მართლა გავგიჟდები. უყურე იმ ბიჭს, - ანამ თვალებით მიანიშნა დერეფანში მოსეირნე შავკანიანი მამაკაცისკენ, რომელსაც პაციენტის ფორმა ეცვა, შარვალი ჩაჩაჩული ჰქონდა, თავზე ქუდი ეხურა და ყურსასმენები ეკეთა, რომლებიც ყურის ნიჟარას მთლიანად უფარავდნენ. ყურსასმენი არაფერზე იყო მიერთებული, მაგრამ ის ისე იქცეოდა, თითქოს მუსიკას უსმენდა და თვითონაც მღეროდა. - აი ეგ ბიჭი გადამეკიდა, ჩემი ცოლი ხარო. აქამდე სად იყავი, გეძებდიო. ამაღამ ერთად დავიძინოთ, მომენატრეო.
_უიი, რაღა ვქნა ახლა! - შეიცხადა ნანიკომ გაფართოებული თვალებით.
ელენეს ანას მოყოლილზე და ნანიკოს რეაქციაზე ხმამაღლა გაეცინა. ისტერიკული სიცილი აუვარდა, ვერ ჩერდებოდა.
_გაჩერდი გოგო, თორემ შენც დაგტოვებენ აქ. იმ ქალს ხედავ? - ანამ თვალებით ანიშნა დერეფანში მოსიარულე პაციენტზე, რომელიც მოჩვენებას ჰგავდა.- აი, ეგეც შენსავით იცინის ხოლმე, აუვარდება სიცილი და მორჩა, ვერაფრით ჩერდება. სიცილი ისტერიკულ ტირილში გადადის და ბოლოს საწოლზე გადაკრულს დამამშვიდებელს უკეთებენ... მოკლედ, ამ რამდენიმე საათში სრულიად სხვა სამყაროს შევხვდი და გავიცანი... - მეგობრები უკვე აღარ იცინოდნენ.

ჩახუტებით დაემშვიდობნენ მეგობარს.

მეორე საღამოს ანა უკვე გარეთ იყო, ფსიქიატრიულის ცნობით ხელში.

§§§§§§§

დეკემბრის სიცივეს მისი მკაცრი ხელი დაემჩნია ნიუ იორკისთვის.
შიშველი ხეები, ქორბუდა ირემის რქებივით, ლამაზად და ამაყად იდგნენ ქუჩების გასწვრივ.
ცა თოვლის მოსვლას იუწყებოდა.
საღამოს ცხრაზე დაიწყებოდა თოვა, როგორც სინოპტიკოსები აცხადებდნენ.

სარკის წინ იდგა და მის ორეულს კმაყოფილი აკვირდებოდა.
შავი პალტო ჩაიცვა, ჩანთა გვერდულად გადაიკიდა, ყვითელი ბერეტი მოხდენილად დაიკოფსა თავზე და მხიარულად გაიხურა სახლის კარი.
პაემანზე მიიჩქაროდა.
ნიკოლოზს მანჰეტენზე უნდა შეხვედროდა.
შეხვედრის ადგილად კი, მისი საყვარელი ბარი აარჩია.

მთელი კვირა გავიდა, რაც ერთმანეთი არ ენახათ.
ვერც ერთმა ვერ დააღწია თავი სამსახურის ქაოსს.
ტელეფონზე საუბრებით და მიმოწერებით შემოიფარგლებოდა მათი კავშირი მხოლოდ.

არც ერთს უთქვამთ ხმამაღლა სიტყვა „მენატრები“, არც მიმოწერით.
მაგრამ ორივეს ერთმანეთის მონატრება გულს უღრღნიდა. სულს უფორიაქებდა. ასევდიანებდა და წუთებს ათვლევინებდა შეხვედრამდე.
ორივე ზუსტად ერთნაირად ფიქრობდა, მაგრამ ამის შესახებ მათ არ იცოდნენ.
ნიკოლოზიც და ელენეც თვლიდა, რომ „მენატრები“ ეგოისტური განაცხადი იყო. მე მენატრება და ესე იგი, ეს ჩემი პრობლემაა, მისი არა. მე უნდა გავუმკლავდე ამას ჩემით.

შეხვედრაზე ყოველგვარი ზედმეტი ემოციის გამოხატვის გარეშე შეთანხმდნენ.
არ იყო მათ შორის სასიყვარულო სიტყვების კორიანტელი, მაგრამ იყო აუხსნელი მიზიდულობა და კავშირი.
ისინი იმაზე მეტად უგებდნენ ერთმანეთს, ვიდრე თვითონ ჰქონდათ ეს გააზრებული.

ისინი სინამდვილეში იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს, როგორც თვითონ თვლიდნენ რომ სრულიად განსხვავებულები იყვნენ.

და ისინი ისე ავსებდნენ ერთმანეთს, როგორც ასაწყობ სურათს ჩამატებული ბოლო ნაწილი.


მეოთხე ავენიუზე რომ გაჩერდა მეტრო, ისევ აუჩქარდა გულისცემა.
იქ, გარეთ, ნიკოლოზი ელოდა. მამაკაცი, რომელთანაც განიცდიდა ყველაფერს ისე, თითქოს პირველად ხდებოდა მის ცხოვრებაში ეს.

კიბეებს სირბილით აუყვა. ვეღარ ითმენდა უკვე ისე ეჩქარებოდა მისი ნახვა და ჩახუტება.
ბოლო საფეხურზე შეჩერდა და მისგან ათიოდე ნაბიჯით დაშორებით მამაკაცს დააკვირდა.
პროფილით იდგა. მარცხენა ხელი პალტოს ჯიბეში დაემალა სიცივისთვის. მარჯვენა ხელში კი ანთებული სიგარეტი ეჭირა.
წვერი გაზრდოდა.
თმა ისევ დაბალზე ჰქონდა. მოპირდაპირე მხარეს გაჰყურებდა მისი ფართო და მეტყველი თვალებით.
იმდენად სიმპათიური ეჩვენა ელენეს, მოშვებულ წვერში გიგაური, რომ მონუსხულივით უყურებდა.
იგრძნო, იმაზე მეტად მონატრებია, ვიდრე მის დანახვამდე განიცდიდა.
პალტოს ჯიბიდან ხელი ამოიღო და მაჯაზე საათს დახედა. ცალი წარბი ოდნავ მაღლა აწია.
ბუჩუკურმა როგორც იქნა მოიფიქრა, რომ ნაბიჯი გადაედგა მისკენ.
_მოვედი, მოვედი, აქ ვარ. - ღიმილით მიუახლოვდა კაცს.
ნიკოლოზი შეუმჩნევლად შეცბა, თუმცა უმალ გამოერკვა, ხელები ფართოდ გაშალა და მომღიმარი ქალი გულში ჩაიკრა.
არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის ამ ჩახუტების წუთებში, მაგრამ მათი სხეული ლაპარაკობდა მათი პირის ნაცვლად. ისე მჭიდროდ ჰყავდა კაცს ელენე მკლავებში მომწყვდეული, რომ ეს ქმედება ამბობდა „მენატრებოდი... მიხარია შენი ნახვა...“ ... მათი სხეულები საოცარ სიმხურვალეს გამოსცემდნენ ერთმანეთის გვერდით.
ბუჩუკური, ნიკოლოზის სხეულის ტემპერატურას, მისგან ორი მტკაველის დაშორებითაც კი გრძნობდა.

წელზე მოხვია ხელები და თავი გულზე მიადო.
გაიყუჩა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს შინ იყო. მყუდრო და თბილ სახლში.
უნდოდა რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ასე, მის გულზე მიკრული.
გიგაური ერთი თავით მაღალი იყო ელენეზე. განაბულ ქალს ზემოდან დახედა. ღიმილმა ბაგე გაუპო, ნეტარებისგან თვალები დახუჭა და უფრო მაგრად მოხვია მკლავები.
იქ არ იყო სიტყვები საჭირო... ყველაფერი უსიტყვოდ ითქვა.

_ეს რა ადგილია? - ჰკითხა ნიკოლოზმა, როდესაც რიგში იდგნენ და ბარის კარის გაღებას ელოდნენ სხვა დანარჩენებთან ერთად.
_ Cafe Wha? ნიუ იორკში საკმაოდ ცნობილი ბარია. მიკვირს, რომ აქამდე არ გსმენია ამ ბარის შესახებ. 1961 წლის ოცდაოთხ იანვარს, ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც მაგიდასთან იჯდა და ცოცხალი მუსიკის მოსმენით ტკბებოდა, ბენდის ხელმძღვანელს ჰკითხა, „შეიძლება შენი გიტარით დავუკრა?“
„რა თქმა უნდა“.
ახალგაზრდამ გიტარა აიღო და მისი შესრულებით ყველა გააოცა. ის ახალგაზრდა კი, ბობ დილანი იყო...
_სერიოზულად?- აღფრთოვანებით იკითხა კაცმა.
_ დიახ. კიდე ამ ბარში ვუდი ალენია ნამყოფი და სხვა ბევრი ცნობილი სახე. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ გემოვნებიან ცოცხალ მუსიკას გთავაზობენ ბენდის წევრები. აი რომ შევალთ თავად დარწმუნდები.

კარი გაიღო და ხალხმა შესვლა დაიწყო.
კარის კაცი შავკანიანი, ნაწნავებიანი აფრიკელი იყო.
ელენე რომ დაინახა, გამარჯობა-თი და თეთრი, ქათქათა ღიმილით მიესალმა.
_მოიცა, ქართული იცის? - კიდევ უფრო აღფრთოვანდა გიგაური.
_ რამდენიმე სიტყვა იცის მხოლოდ. თუმცა საქართველოზე ბევრი რამ სმენია. მეტიც, სურვილი აქვს, რომ ესტუმროს „ჯორჯიას“.
_სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.

როდესაც მაგიდას მიუსხდნენ და ბენდის წევრებმა ელენე შენიშნეს, იმათმაც ღიმილით და ხელის დაქნევით გაუგზავნეს სალამი, ნაცნობ ერთგულ მსმენელს.
_მოკლედ აქ, შენ ყველა გიცნობს. -ღიმილით აღნიშნა ნიკოლოზმა.
_ჰო, ასეა, რადგან რამდენიმე წელია ვსტუმრობ ამ ადგილს.
დამიმახსოვრეს.

მიკროფონში ბენდის ხელმძღვანელმა, ბენდის წევრების გამოცხადება დაიწყო.
ერთ-ერთმა, შავკანიანმა წევრმა, როდესაც მისი სახელი და გვარი გამოაცხადეს და დამსწრე საზოგადოებამ ოვაციებით დააჯილდოვეს, მან „მადლობა“ ქართულად თქვა.
ბუჩუკურის ოვაციამ, ყველას ხმა გადაფარა უცებ.
ნიკოლოზს აშკარად კმაყოფილება ეწერა სახეზე.
ასეთ მხიარულ ელენეს ვერც კი წარმოიდგენდა.
დალიეს...
იცეკვეს...
აკოცეს...
მოწიეს...

ბენდმა შესვენება გამოაცხადა ნახევარ საათიანი.
ბარში დაბალ ხმაზე მუსიკა ჩაირთო.
წამსვლელი მიდიოდა..
მომსვლელი მოდიოდა..
დამრჩენი რჩებოდა.

ელენე და ნიკოლოზი გვერდი გვერდ ისხდნენ. ნიკოლოზს ცალი ხელი ჰქონდა მოხვეული, ქალი მას, გვერდულად მიკვროდა.
სიმღერამ, რომელიც იმ წუთას გაისმა ბარში, ელენეს გული დაუმძიმა. კისრის ძარღვები დაეჭიმა. ჰაერი არ ყოფნიდა...
უცებ გაიმართა და ნიკოლოზს მოშორდა.
_რა მოხდა? ცუდად ხომ არა ხარ?- აღელდა გიგაური, ქალის ცვალებადობის გამო.
ელენე დუმდა...
_ელენე, რა გჭირს, ნუ მაშინებ, რა დაგემართა. - მბჟუტავი განათების მიუხედავად, გიგაური მაინც ამჩნევდა, წამებში როგორი გარდასახვა მოხდა ელენეში.
_ ეს სიმღერა.... ეს მისი საყვარელი სიმღერა იყო...- თქვა ბუტბუტით ქალმა და თვალებში ცრემლები აუკიაფდნენ.

გიგაური გუმანით მიხვდა , რომ ელენე მზად იყო, ბოლოს და ბოლოს მოეყოლა, იმ ტკივილის შესახებ, რომელიც წლებია ტანჯავდა...



№1 სტუმარი ია

რა მომენტში გაწყვიტე????????????

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამო

ძალიან საინფერესოა და კარგად წერ❤️

 


№3 სტუმარი ავთო.

გუგლში ვეძებდი რაღაცას და ამომიგდო "ერთი ნაბიჯი ( მეათე თავი)" არ ვიცი რატომ მაგრამ დავინტერესდი. დავიწყე კითხვა და მომინდა თავიდან წამეკითხა.
ავტორ, ისეთ საინტერესო ამბავს ყვები რომ კითხვას ვერ მოვწყდი. სიგარეტის მოწევაც კი დამავიწყდა როცა აქტიური მწეველი ვარ.

ელენესნაირი ქალები მევასებიან.:დ ძლიერები და საკუთარ თავში დარწმუნებულნი.

ნიკოლოზი მაგარი ძმაა. პასუხისმგებლობით სავსე. ღირსეული და თავმოყვარე კაცების თვისებაა ეგ.

ემიგრანტის ყოფას სიზუსტით გადმოცემ.

მომწონს იუმორის დოზა ამ ამბავში.

მომწონს პერსონაჟების ფილოსოფიური ხედვა.. ეს შენი დამსახურებაა.

დიალოგებს რომ ვკითხულოდი მერე წაკითხულს ვუფიქრდებოდი.

ვატყობ გიგას არ უწერია კარგი დღე.
უეჭველი უნდა აირტყას.

ბუჩუკურის საიდუმლო ვფიქრობ გამოვიცანი)))))

მაგრამ მაინტერესებს შენეული ვერსია.


შემდეგი თავს ვერ ვპოულობ და ლომკა მაქვს უკვე. ))))))

 


№4 სტუმარი სტუმარი ირინა

კეკე!!!???????? ლომკა დამმართე,"რაც წკაპ და ჩემთან არ არის".ელენე გასაოცარი ადამიანია,არ ვიცი ვინ დაკარგა და,ძმა,მეგობარი მაგრამ ფაქტია სულის ნახევარი რასაც გულწრფელი სიხარული ქვია მას გაატანა.იმედია ნიკოლოზი ამ დაკარგული სული ნაწილის აღდგენას ცოტათი მაინც მოახერხებს.როგორ ველოდები შენდეგ თავს სადაც სულსულ ცოტა იმედი მაქვს რომ თავსატეხები ამოხსნადი გახდება.
მადლობა ამ სიამოვნებისთვის..????????

 


№5  offline წევრი მე♥უცნაურე

ვაჰ, მერამდენე ვერსია წამოვაყენო აღარ ვიცი (((

ანას ამბავი გამიხარდა❤️მეშინოდა რომ გაგიჟდებოდა...

 


№6 წევრი სიბილა

არ მაქვს გიგაურის მოთმინება,იმედია მომდევნო თავი არ დაიგვიანებს))

 


№7 სტუმარი სტუმარი Maco

Zalian kargi da sainteresoa,anas ambavi zalian gamexarda,moutmenlad veli shemdeg tavs ımedia ar daigvianebs.

 


№8  offline წევრი LI_BE

კეკე, ახალი თავის მოლოდინში, შენს ძველ ისტორიებს გადავხედე...

და გული დამწყდა... worried

ყველა ზეპირად ვიცი wink smile heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent