შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Marlboro /სრულად/


7-03-2020, 01:01
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 2 509

არ მოგატყუებ. არ ვიტყვი, რომ ახლა ნოემბერია მე კი მისი სუსხი სახის კანს მიწვავს. არც მარჯანიშვილზე დავეხეტები უგზო-უკვლოდ შენს საძებნელად და არც წვიმს.
არ წვიმს ისე თქეშით, როგორც ვინატრებდი. გახსოვს ? მიყვარს წვიმა. საოცრად არარომანტიკულად მიყვარს და უარს არ ვიტყოდი, რომ ყოველდღე წვიმდეს. სამყაროს მელანქოლია იფრქვევა იმედგაცრუებულ წვეთებში, როცა ისინი მშობელი ცისგან უარყოფილნი მოწყვეტით ეშვებიან გამოფიტულ მიწაზე.
ადამიანთა უყურადღებობით გამოფიტულ მიწაზე.
არა, არ დავიწყებ და თავს ვაჟად არ ჩავთვლი. მიწა იმდენადაა ცოცხალი, რამდენადაც ადამიანი თვლის, რომ ასეა.
ადამიანებს ჩვევად ექცათ გააფუჭონ საქმე და შემდეგ ამ გაფუჭებულ საქმეზე იწუწუნონ. რა აზრი აქვს.
არც მოწესრიგებული ვარ. თმა არ დამივარცხნია და საერთოდ, საწოლიდან არ ავმდგარვარ. ძალა გამომელია და ერთადერთი, რაც ტვინში მიტრიალებს, არის - "სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე."
რამდენჯერაც "წამომცდება", რომ დავიღალე, იმდენჯერვე სირცხვილის გრძნობა მეუფლება გალას მიმართ. ის დაიღალა, განზე გადგა და "ტყვია დაიხალა".
მე კი, თქმის გარდა, არაფერი ძალმის. თავი არ მემეტება იმ სიამოვნებისთვის, რასაც სიკვდილი ჰქვია. რამდენჯერ მსურდა, რომ საკუთარი თავი სიცოცხლეს გამომესალმებინა, თუმცა რაღაც ამოუცნობი წამიჭერდა კისერში ხელს, მიმანარცხებდა ხორკლიან კედელს და… მე ისევ აქ ვარ. ეს ამოუხსნელი შენ ხარ და არ მადარდებს, რომ ეს ბანალურად ჟღერს.
გახსოვს "მესაფლავე" როცა გიხსენე, პერსონაჟებს მომენტალურად შეუკურთხე. ვითომ სიცილნარევად გაბრაზდი და თქვი, ეს რომ მომხდარიყო, საფლავიდან ავდგებოდიო. მე კი გამეცინა და დავსევდიანდი, რადგან მთელ ამ სიუჟეტში, თავი დაუფიქრებლად საფლავში მწოლთან გააიგივე.
როგორც კი გულში გამკრავს, რომ შენც მოკვდავი ხარ, ყელში მომდგარ ვეებერთელა ბურთს ვერაფერს ვუხერხებ. თითქოს ბასრი მეტალის ძაფებისგან შექმნილი მსერავი გორგალი მახრჩობს, არამხატვრულად მახრჩობს. რეალურად მახრჩობს და გალურჯებამდე ცოტა მიკლია ხოლმე. საშინელი ხველა მიტყდება და ცრემლები მხოლოდ შემდეგ იწყებენ გაუჩერებლივ დენას. ყრუ ხავილის გარდა ყელიდან არაფერი ამომდის.
ბედნიერებაა, რომ ამ ყველაფერზე ხშირად არ ვფიქრობ. საკუთარი თავი ვერ მოვკალი. საუკუნო თუ არა, ალბათ, ნახევარსაუკუნიანი ტანჯვისთვის გავიმეტე. ხოლო ბედნიერების თითო-ოროლა მომენტი უდაბნოში ოაზისის აღმოჩენის ტოლფასია. რამდენიმე დღე მოიცდი აქ, მაგრამ იცი, რომ ეს გამტყდარი სამოთხის ნატეხი უნდა დატოვო და გზა გააგრძელო. განა მხოლოდ ბედნიერება ? ყველა გრძნობა ასეთია. ისინი ცვლიან ერთმანეთს და ჩვენ პრეტენზია მხოლოდ ბედნიერებაზე გვაქვს, რომ ის მუდმივი არ არის. იგი კომპლექსურია და ადამიანი ვერ ხვდება, სხვადასხვა ფაქტორის დამთხვევა მუდმივად ვერ მოხდება.
ქურთუკის ჯიბეში წითელი მალბორო მიდევს და გული მიმდის ისე მსურს მოვწიო. ჩავუშვა მწარე კვამლი ფილტვებში, ორიოდე წამი შევაჩერო და მძიმედ გამოვუშვა. იცი? მეუბნებიან, რომ მოწევა არ მიხდება. მე კი ვიცი, შენ მოგეწონება, შენს საყვარელ სიგარეტს როგორ ვეწევი. კრძალვით თითქოს. თითოეული მოქაჩვა შენთან მაახლოვებს, მინდა ვიფიქრო, რომ მაახლოვებს და უზომოდ ბევრს ვეწევი. ღერს ღერზე ვცლი და ჩემს ოდესღაც ჯანმრთელ ფილტვებს ვწირავ იმისთვის, რომ წარმოსახვაში შენთან ახლოს ვიყო.
რა სისულელეა, არა? სულაც არ არის საჭირო ეს ყველაფერი, რომ წარმოსახვამ შთანმთქას. უბრალოდ, ყველაფერი შენთანაა კავშირში. ჩემ მიერ სიტყვა არ თქმულა და დაწერილა ისეთი, რომ შენ არ გეხებოდეს. არა, ვერც ჩემი სიტყვა და ნაწერი შეგეხება. მხოლოდ მოგეფერება შორიდან, მზერით.
ოდესმე, ღამე თბილისში, როცა წვიმს, შენს აივანზე მოვუკიდებ ღერ მალბოროს და მოაჯირზე მოკალათებულს მზერით მიგისაკუთრებ.
ღმერთმანი! შენი შორიდან, ცალი თვალით დანახვა და იმაში დარწმუნება, რომ ცოცხალი ხარ და სუნთქავ, საკმარისი იქნება, ვფიცავ!

- სარკესავით ხარ, რომელშიც ადამიანი ხედავს საკუთარ თავს იმაზე უკეთესს, ვიდრე სინამდვილეშია.
- გაფუჭებული სარკე გამოდის.

თავდაყირა ვწევარ საწოლზე და საკუთარ უსუსურობაზე ვფიქრობ. შენ ჩემში ძლიერი ადამიანი დაინახე, მე კი რას დავემსგავსე… ღრიალის გარდა არაფერი მინდა. ვიცი და ამავდროულად წარმოდგენაც არ მაქვს - რატომ. ძალა სრულიად გამომელია და ამასთანავე შენი უხილავი ენერგიით ვსაზრდოობ, რათა გადავრჩე. მოკვდე ვიღაცისთვის მარტივია, იცოცხლო? ბევრს არ გამოუვა. თავს ვიქებ, ჰო. თუმცაღა დავიმსახურე და სინდისი არ მქენჯნის.
მე შენი გაფუჭებული სარკე ვარ.

- შენი აზრით, რა დავინახე შენში ?
- არ ვიცი. ალბათ, ის, რასაც მეც კი ვერ ვხედავ საკუთარ თავში.
- შესაძლოა.
- მეტყვი, რა დაინახე?
- არა. ამაზე ფიქრი არ მინდა. შენი ეს ნაწილი მხოლოდ მე მეკუთვნის. შენც კი არ იცი მისი არსებობის შესახებ.

მაშინ გავბრაზდი. მინდოდა მომესმინა შენგან, მერე მივხვდი, რომ განსაკუთრებულობას ცოდნა არ სჭირდება. მე შენთვის განსაკუთრებული ვარ იმით, ვინც ვარ. ეს საკმარისია.
მიიღო ადამიანი ისეთი როგორიცაა, შეიყვარო და მისი რაობის გამო არ გაკიცხო. მე და შენ ეს შევძელით. ერთი წამითაც არ გამივლია გონებაში შენი შეცვლა. ა-დან ჰაე-მდე ის ხარ, ვინც მჭირდება და მე შენ გჭირდები.

ადამიანების ძირითადი პრობლემაც ჰომ ეგაა პირად ურთიერთობებში. არ შეუძლიათ მიიღონ ერთურთი. მოჩვენებითი, დამახინჯებული იდეალიზმი, როცა სხვების შეცვლას ცდილობ. ცვლილებისას კი? ჰო, მათ თავიანთი "ქმნილებები" აღარ მოსწონთ და საბოლოოდ მიდიან. მიზანში იღებენ ახალ მსხვერპლს ისე, რომ ამას თავადაც ვერ ხვდებიან.
სულელის ბოროტება ჭკვიანისაზე საშიშია. მათ ვერ დაუმტკიცებ, რომ ბოროტებას სჩადიან.

- შენი დახასიათება ჩემგან რომ მოისმინო, საკუთარი თავი შეგიყვარდება. - სასხვათაშორისოდ მითხარი.
- არ ვარ წინააღმდეგი. - ყურებამდე გამეღიმა.
- არა. ჩემი გრძნობის ერთ პროცენტსაც კი ვერ გამოვხატავ.

მე კი ვგრძნობდი. გგრძნობდი თავით ფეხებამდე, ყველა ატომით და იმდენად, რომ გრძნობა ფაქტების ცოდნის შესაძლებლობასაც კი მაძლევდა. შენი ბნელი სულის შავ ჯუნგლებში ვიკვლევდი გზას ბრმად და ეს გამომდიოდა.
შენთან ყოფნა კლდის თავზე გაჭიმულ წვრილ თოკზე სიარულს ჰგავს. გული გამალებით გიცემს და ერთი სული გაქვს მეორე ბოლოში გასვლის, რათა ყოველივე თავიდან დაიწყო.
თითოეულ შენს სიტყვაზე გული გამალებით მიფართხალებდა და ვგრძნობდი, რომ ადრენალინი მთელ ჩემს ორგანიზმს მალე ჩაყლაპავდა. შიში და ძრწოლა ამიტანდა ხოლმე და დამეფიცება, სიცოცხლეს გავიღებდი, რათა ეს ადრენალინი კიდევ ერთხელ შემეგრძნო მთელი ჩემი არსებით.

- შენ რომ მესაუბრები, საკმარისია სიტყვა თქვა და მუხლებიც კი მიკანკალებს!
- მომწონს შენი გულწრფელობა.
- შენთან სულელივით ყველაფერს ვამბობ ხოლმე!

შენთან სულელივით ყველაფერს ვამბობდი ხოლმე! თუ საშუალება მომეცა, ახლაც ვიტყვი! სულელივით ყველაფერს წამოვროშავ და ყველა სისულელეს ვიტყვი, რაც თავში მომივა. ტიტინა ბავშვივით და ეს მე ვიქნები. ნამდვილი მე, რომელსაც ბავშვობა წაართვეს.

ადამიანის ყველაზე დიდი ტრავმა დაბადებაა. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ფსიქიკა დამახინჯებული არ აქვს, ყველას ჰყავს მშობელი და რაც არ უნდა იყოს, ისინი გვამახინჯებენ. ჩვენ საკუთარ შვილებს დავამახინჯებთ, დოზირებას გააჩნია მხოლოდ.

- მე ვარ შენი მეგობარი, შეყვარებული, ქმარი, მამა და ძმა ! გაიგე?!

ჰო, შენ ხარ ყველა და ყველაფერი. ამას ზედმეტი საუბარი არ სჭირდება.

თემას ავცდი. შენ კი, დარწმუნებული ვარ იცი - რატომ. იმიტომ, რომ პარადოქსულად მსურს და ამასთანავე, არ მსურს ამაზე საუბარი.
ტყეში, ცოცხლად დაწვა გინდა სიკვდილის ჟამს, არა? გაქრე ისე, თითქოს არ გიარსებია ამ სამყაროში. დარჩეს შენგან მხოლოდ ფერფლი და ისიც ცივილიზაციისგან შორს. ამ ფერფლს შემდეგ კურდღლები ან მგლები გადათელავენ. ქარი წაიღებს და წვიმა წარწყმედს. საბოლოოდ კი ფერფლის ნასახიც არ დარჩება შენგან.
მინდა გადაგაფიქრებინო, მაგრამ თუ არ გამომივა, მსურს, რომ ჩვენი ფერფლი ერთად გაქრეს ამ სამყაროდან, თითქოს არც გვიარსებია.
რაც არ უნდა იყოს, ჩემი გაფუჭებული სარკე შენ ყოველთვის აგირეკლავს. აგირეკლავს და ყველანაირს დაგიმახსოვრებს.
რასაც მე ვგრძნობ, შეუძლებელია ტყუილი იყოს.
უკვე მეთექვსმეტე ღერს ვეწევი და შენი დიდრონი ხელების შეხებასაც კი ვგრძნობ. მაჟრჟოლებს და ნაცნობი შეგრძნება ლაშქრავს არტერიებს. მუხლები მიკანკალებს და არსაიდან ჩამესმის…
- გიხდება მალბორო!



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

მალბორო რომ დამიმთავრდა და გიჟივით ვარ კიდევ ეს მინდოდა?!

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი ლიკა
მალბორო რომ დამიმთავრდა და გიჟივით ვარ კიდევ ეს მინდოდა?!

ვაიმე :დდდდ მე მაპატიე :დ ❤

 


№3  offline წევრი ტურაგო

ერთხელ სადღაც წავიკითხე ადამიანების მხოლოდ ოცდაათი პროცენტი ცხოვრობს ისე როგორც უნდათ დანარჩენები კი სხვების გავლენას განიცდიანო,მაშინ გადავწყვიტე არავისთვის მიმეცა უფლება რაიმე შეეცვალათ ჩემს ხასიათში და მეც მიმეღო სხვა მისი ნამდვილი სახით-თუმცა ნამდვილები იშვიათად მხვდებიან.
ვფიქრობდი ხალხით სავსე დარბაზში რომ დამაჯინონ სადაც ყველა აღფრთოვანებით დაუკრავს ტაშს სპექტაკლის ფინალს მე თუ არ მომეწონება არ დავემსგავსები იმათ და ჩემს ხელებს არაფრისდიდებით შევუერთებ მათ ოვაციებსთქო-დროის სვლა და ცხოვრება მაჩვენებს რომ ჩვენდაუნებურად ჩვენი "მე" მაინც განიცდის სხვების შეხედულებების გავლენას!
...
როგორ საუკეთესოდ ეხერხება წვიმის ხმას მოიტანოს ფიქრები მასზე ვინც გვენატრება არა!
ადრე ვიღაც ამოვიჩემე,არვიცნობდი უბრალოდ რამდენჯერმე მომეკრა მხოლოდ შორიდან თვალი...ერთხელ გზის გადაკვეთაზე შევეჩეხე,როცა გვერდი გავუარე და ის ადგილი საკუთარი ფეხით გადავიარე რომელიც წუთების წინ თავად გამოიარა ღიმილი ამეკიდა და ასე სულელივით გაღიმებულმა გავიარე...არ მახსოვს მიყურებდა თუ არა ვინმე -არ დავეძებდი...არვიცი ახლა სად არის აღარ შემხვედრია მაგრამ მახსოვს რა!-ჰოდა როცა ვიღაცის ხმაც იცი,ხელებიც დაზეპირებული გაქვს მისი და დიალოგებიც მოგეძებნება გასახსენებლად გონებაში არ მიკვირს მისი შეგრძნების სურვილი მეთექვსმეტე ღერამდე თუ მიგაღწევინებს...ისე მგონია ყველას არ შეუძლია იგრძნოს ყოველივე და "ყველა"ასე...იქნებ ეს კარგიცაა იყო ნაკლებ მგრძნობიარე და თანდაყოლილი სევდის მკლავებს არ გრძნობდე ყოველ წუთს მხრებზე!

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

ტურაგო
ერთხელ სადღაც წავიკითხე ადამიანების მხოლოდ ოცდაათი პროცენტი ცხოვრობს ისე როგორც უნდათ დანარჩენები კი სხვების გავლენას განიცდიანო,მაშინ გადავწყვიტე არავისთვის მიმეცა უფლება რაიმე შეეცვალათ ჩემს ხასიათში და მეც მიმეღო სხვა მისი ნამდვილი სახით-თუმცა ნამდვილები იშვიათად მხვდებიან.
ვფიქრობდი ხალხით სავსე დარბაზში რომ დამაჯინონ სადაც ყველა აღფრთოვანებით დაუკრავს ტაშს სპექტაკლის ფინალს მე თუ არ მომეწონება არ დავემსგავსები იმათ და ჩემს ხელებს არაფრისდიდებით შევუერთებ მათ ოვაციებსთქო-დროის სვლა და ცხოვრება მაჩვენებს რომ ჩვენდაუნებურად ჩვენი "მე" მაინც განიცდის სხვების შეხედულებების გავლენას!
...
როგორ საუკეთესოდ ეხერხება წვიმის ხმას მოიტანოს ფიქრები მასზე ვინც გვენატრება არა!
ადრე ვიღაც ამოვიჩემე,არვიცნობდი უბრალოდ რამდენჯერმე მომეკრა მხოლოდ შორიდან თვალი...ერთხელ გზის გადაკვეთაზე შევეჩეხე,როცა გვერდი გავუარე და ის ადგილი საკუთარი ფეხით გადავიარე რომელიც წუთების წინ თავად გამოიარა ღიმილი ამეკიდა და ასე სულელივით გაღიმებულმა გავიარე...არ მახსოვს მიყურებდა თუ არა ვინმე -არ დავეძებდი...არვიცი ახლა სად არის აღარ შემხვედრია მაგრამ მახსოვს რა!-ჰოდა როცა ვიღაცის ხმაც იცი,ხელებიც დაზეპირებული გაქვს მისი და დიალოგებიც მოგეძებნება გასახსენებლად გონებაში არ მიკვირს მისი შეგრძნების სურვილი მეთექვსმეტე ღერამდე თუ მიგაღწევინებს...ისე მგონია ყველას არ შეუძლია იგრძნოს ყოველივე და "ყველა"ასე...იქნებ ეს კარგიცაა იყო ნაკლებ მგრძნობიარე და თანდაყოლილი სევდის მკლავებს არ გრძნობდე ყოველ წუთს მხრებზე!

მწარე გაკვეთილი მივიღე ცხოვრებისგან. რაც უფრო მეტად ვცდილობდი არ შევცვლილიყავი, მით მეტად დამახინჯდა ჩემი პიროვნება და ჩემი რეალური "მე" სადღაც ჯურღმულში ჩაიკარგა. შემდეგ მალბოროს მეთექვსმეტე ღერმა მომიყვანა გონს და მე ისევ მე გავხდი. ეს სევდა, რაც მაწევს და ეს მგრძნობიარობა, რომელიც მჭამს მაძლევს შესაძლებლობას ვიყო ის, ვინც ვარ და არ მივცე სხვებს საშუალება ჩემზე იმოქმედონ.
მიხარია, რომ დაგაფიქრა ამ ნაწარმოებმა. გმადლობ.

 


№5  offline წევრი Orangeè

ახლა რაც არ უნდა დავწერო არ ექნება მნიშვნელობა.უბრალოდ იცოდე,რომ აღფრთოვანებული ვარ.უშესანიშნავესი იყო.❤

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

Orangeè
ახლა რაც არ უნდა დავწერო არ ექნება მნიშვნელობა.უბრალოდ იცოდე,რომ აღფრთოვანებული ვარ.უშესანიშნავესი იყო.❤

ენდ ამ სოუ ჰეფი ❤ თენქს გურლ

 


№7 სტუმარი marikuna

mgonia rom elpins gechav da gitxres kidec ukve, axali mainc araferi giceria ????

 


№8  offline მოდერი Catherine Di Perso

marikuna
mgonia rom elpins gechav da gitxres kidec ukve, axali mainc araferi giceria ????

ელპინის შემოქმედებას არ ვიცნობ, ადრეც აღვნიშნე. რას იფიქრებ, შენი გადასაწყვეტია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent