შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი ამბები (18)


7-03-2020, 22:56
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 963

- დინგ-დონგ, ვინ არის? საზიზღარი პარკერი, რომელიც თქვენი ცხოვრების განადგურებას ცდილობს, რადგან თავისი უკვე გაუნადგურდა და სხვა საქმე არ აქვს - იღიმოდა ტელევიზორების ეკრანიდან ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც წვერი მსუბუქად უმშვენებდა ღია ფერის სახესა და მისი ცისფერი თვალებიც ისეთივე მეტყველნი იყვნენ, როგორც ის საძაგელი, ამოსაგლეჯი ენა.
- აი კიდევ - ამოიოხრა მარიანამ და ისე მოკალათდა სავარძელში, გეგონება რაღაცა განსაკუთრებულ სატელევიზიო შოუს უყურებდა. პრინციპში, განსაკუთრებული სატელეიზიო შოუ იყო, რეალითისა და ახალი ამბების შერწყმა თუ რაღაცა ეგეთი. მარიანას ვერ გაეგო და ფეხებზეც ეკიდა, მაგრამ ჟანდრობრივად ტრაგიკომედიას ჰგავდა. თან მართლა შეეძლო მათი ცხივრების განადგურება ამ ბიჭს.
- ალბათ გაინტერესებთ რატომ წავედი და კარგა ხნით დაგივიწყეთ. ვინ იცის, ეგება შვებით ამოისუნთქეთ, დაგვანება ამ ინტრიგანმა თავიო, მაგრამ არაფერიც არ დამინებებია. პირიქით, ჩემთვის მარტო ვზივარ გაგანია ჯოჯოხეთში და ყველაზე ორიგინალურ ხერხებს ვეძებ რომ თქვენც ჯოჯოხეთად გიქციოთ ყოფა. სხვათაშორის, ქრისტიანოს და მარიანას დანიშვნას არც ისეთი სკანდალები მოჰყოლია, როგორსაც თავად მარიანა დროგო მოელოდა. ცუდია იმედგაცრუება? ეტყობა არც ისეთი მნიშვნელოვანი ხარ, თავი რომ გგონია. მეც მშვენივრად მივიღე ეგ ფაქტი. ერთად ყოფნა მაინც არ უწერიათ, დარწმუნებული ვარ, თაფლობის თვემდეც ვერ გასტანს სიძე. ბებერია და ასაკი თავისას იზავს. დღეის ჰყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეც მარიანას ნამდვილად არ ეხება, ეგ საერთოდ გადარევს ალბათ, მაგრამ მინდა იცოდეს, რომ მისი პატარა ჯენი დეიზისთანაა, მთელი ეს დრო, დეიზისთან იზრდებოდა და თვალში ნაცარს აყრიდა დროგოების ტყუპებს. სასაცილოა, ერთადერთი მეგობარი ჰყავთ და იმანაც მაგრად დააბოლა. გილოცავ, პირველკლასელ დაიკოს.
- რაო? - მოდუნებული სხეული დაეძაბა ქალს, ნელა წამოიმართა და თვალი პარკერზე გაუშტერდა. პარკერიც გეგონება ქალს უყურებსო.
- გაგიკვირდა პატარა? - იკითხა მან.
- ჯანდაბაშიც წასულხარ! - წამოიყვირა მარიანამ - მაგრამ შენ რა შუაში ხარ? ისედაც ჯანდაბაში ხარ.
მერე ქრისტიანომ დაურეკა.
საკუთარ თავთანაც ერიდებოდა მაგისი აღიარება, მაგრამ ბოლო დროს, ქრისტიანოს კი არა, კატალინასა და გაბრიელის დანახვაც აღარ ახარებდა. დეპრესია მაქო, კი დააბრალებდა, თუმცა მთელი ცხოვრება არ ჰქონია და ახლა რა ემართებოდა, ვერ ხვდებოდა.
* * *
დეიზი, გაბრიელი და პატარა ჯენი საღამოს დაბრუნდნენ სახლში. კარი რომ ღია დახვდათ, არავის ყურადღება არ მიუქცევია. შიგნით შევიდნენ და სამზარეულოს მაგიდასთან წამომჯდარი მარიანა დაინახეს, რომელიც სიმწრისგან იღიმოდა და სამივეს მისჩერებოდა.
- ეგ ალბათ ჩემი პატარა დაიკოა ხო? - ჰკითხა დეიზის.
დეიზიმ პირველად დაინახა ასე უღმერთოდ გამწყრალი მარიანა და შეეშინდა. თვითონ მარიანასი არ შეშინებია, იცოდა, არაფერს დაუშავებდა. მეგობრის დაკარგვის შეეშინდა დეიზის. პირველი რამდენიმე წამი, ცდილობდა რამე გამართლება მოეძებნა იმ ფაქტისთვის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, მის დას უჩუმრად ზრდიდა.
ერთადერთი გამართლება ზუსტად ამ უჩუმრობას ვერ მოუძებნა.
- ყველაფერს აგიხსნი - ენა უსუსურად აასავსავა პირში ჯადოქარმა, მაგრამ ნამდვილად არ იცოდა, რანაირ ახსნას აპირებდა.
- მართლა? გისმენ! - ფეხზე წამოდგა მარიანა. მზის სხივები წაბლისფერ თმაზე დასთამაშებდნენ და წითლად უბრჭყვიალებდნენ. როგორ შეიძლებოდა, ქალი განრისხებული იმაზე ლამაზი და საუცხოო ყოფილიყო, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში?
- მიდი, გისმენ! ორივეს გისმენთ - შეუბღვირა დეიზისთან ერთად, თავის ძმას და მერე პატარა ჯენის ცხვირწინ დაიხარა. ვერც ერთი ხმას ვერ იღებდა. - ასეც ვიცოდი - ცალი წარბი უკმაყოფილოდ ასწია.
- რა ლამაზი ხარ - გაეღიმა ჯენის.
- შენც ძალიან ლამაზი ხარ - მხოლოდ ჯენისთან დაუტკბა ტონი, მერე ხელები შემოხვია და ხელში აიყვანა - როგორც შუადღისას პარკერმა გამოაცხადა, სკოლაში დადიხარ უკვე ხომ?
- ჰო და დღეს ყველას მოვეწონე - ამაყად გამოუცხადა ბავშვმა და პატარა ხელებით თმაზე წაეთამაშა.
- ჩემი აზრით, რამე ნორმალურს თუ ჩაგაცმევ, საერთოდ გადაირევიან - მერე დეიზის შეხედა - ბავშვს რამე უკეთესს ვერ აურჩევდი? სკოლის პირველი დღე ჰქონდა ბოლოს და ბოლოს.
- მშვენივრად აცვია - შეეგუა იმ ფაქტს, რომ მარიანასთან თავის მართლება ყველაფერზე მოუწევდა.
- ბომჟის დას ჰგავს და არა დროგოს! მნიშნელობა არ აქვს, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა არაფერს - ამოიოხრა - დღეიდან, ჩვენთან იცხოვრებ.
- უკაცრავად? - წამოენთო დეიზი.
- ბოდიში მიღებულია, ნახვამდის. - ბავშვთან ერთად წასვლა დააპირა.
- აურორასთან ერთად გინდა რომ აცხოვრო თითისტოლა გოგონა? - გამოსავალი იპოვნა გაბრიელმა.
მარიანა განრისხებული იყო, თუმცა აურორასთან მართლა ვერ ამყოფებდა საკუთარ დას. თვითონ რომ ცხოვრობდა მის ჭერქვეშ, ეგეც ტრაგედიად ეჩვენებოდა.
- საყიდლებზე წავიყვან, რა გაეწყობდა. ძვირფას მამაჩემთან ერთად, ყველაფერი გადაგიწყვეტიათ, გეგონება, მე და კატალინა არაფერს წარმოვადგენდეთ. ვინ იცის, ეგებ, ჩემმა ტყუპისცალმაც იცოდა ეს ამბავი?
- არაფერი იცოდა.
- მადლობა ღმერთს, თუ არსებობს ეგ ღმერთიც საერთოდ ჩემი ცხოვრების შემხედვარე - ბავშვთან ერთად გავიდა გარეთ. უცნაური იყო ბავშვის ჭერა, თან ცხოვრებაში პირველად.
რა მსუბუქიაო, ფიქრობდა მარიანა და თან თმაზე უყნოსა რადმენჯერმე. ზუსტად კატალინას და გაბრიელისნაირი სურნელი ჰქონდა.
- შენ ქორწინდები? -ჰკითხა პატარა ჯენიმ.
- დიახ, დიახ. - ღიმილით დაუკრა თავი. - და შენ ჩემი ერთ-ერთი მეჯვარე იქნები, იცი?
- აუ, რა მაგარია. კაბის ბოლოს დაგიჭერ?
- შეიძლება. კაბასაც ერთად ავარჩევთ, გინდა?
- მაგრად. არასდროს მინახავს საქორწინო კაბა. არა, ერთხელ დეის ორეულმა მოირგო და მოუხდა.
- დეი ანუ დეიზი?
- ჰო.
- ოჰ, დეიზი, დეიზი - მერე ტელეფონს დასწვდა და კატალინას დაურეკა, შენთვის მაგარი სიახლე მაქვსო.
* * *

- ბავშვის ამბავი გასკდა - ახარა კიარამ ვლადს.
- ვიცი, მეც იქ ვიყავი ის დეგენერატი რომ ჩაირთო. ტელევიზორი უნდა მოვაშოროთ სახლიდან.
- მერე ახალი ამბების გარეშე დავრჩებით. ისედაც ცივილიზაციას მოვწყდით.
- რაღაცა ცუდი მოხდება და არ ვიცი, მოულოდნელი მირჩევნია იყოს ეს ყველაფერი, თუ წინასწარ ვიცოდე.
- წინასწარ უნდა იცოდე.
- მაინც თუ ვერაფეს შევცვლი?
- მაშინ არ ვიცი. მთელი ეს დრო, ერთი კითხვა მქონდა შენთან ვლად.
- გისმენ.
- რა არის შენი ოცნება?
- მაგას მართლა მეკითხები?
- კი.
- უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ დროგოების კლანის აღზევება მინდა. ჩვენ ყველანი, ამ კოშკში. ჩვენივე საგვარეულო სამოსით. ზებუნებრივ უზენაეს სასამრთლოზე მეტად გავლენიანები და ძლიერები. ვინ იცის, დროთა განმავლობაში, შეიძლება კლანი გამრავლდეს და როცა დავიღლები, მერე ჩემი შვილი ჩაუდგება ამ ყველაფერს სათავეში.
- გაბრიელი?
- მარიანა ან ჯენი. პატარაა, თუმცა ყველაზე შეუვალი. ეგ ორნი ერთმანეთს კატასტროფულად ჰგვანან.
- უზენაეს სასამართლოზე ბევრი არაფერი ვიცი.
- ეგეც თავისებური კლანია. წარმოიდგინე, რამდენიმე ძლიერი ჯადოქარი, ვამპირი და შესაძლოა მაქციაც. ერთი-ორი უხუცესი ალქაჯიც ჰყავთ და თუ რამე ცუდი დააშავე, სასამართლოს აწყობენ. 12 ნაფიც მსაჯულს განაჩენი გამოაქვთ. შესაძლოა, დილეგი მოგესაჯოს ან სიკვდილით დასჯა. პარკერის შემთხვევაში, ჯოჯოხეთში გაშვება გადაწყდა.
- მომიყევი პარკერზე.
- მარიანას უახლოესი მეგობარი იყო. ჩემს შვილს გასაოცარი ნიჭი აქვს ყველაზე დიდ ბოროტმოქმედებთან დამეგობრების. პარკერი ძალიან საშიში იყო. კაცი, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრებს დახოცავს, არც მეგობრისთვსაა სანდო. მომწონდა ეგ ბიჭი, თუმცა მაგხელა რისკის ქვეშ ვერ დავაყენე ჩემი ქალიშვილი და სასამართლოს გადავეცი.
- ანუ შენი ბრალია. ამის შესახებ თუ იცის მარიანამ?
- არა. არც მაპატიებს. ჯოჯოხეთში სულ მარტო იყო და ისე განიცდიდა ამ მარტოობას, რომ გრძნობები გაიყინა. შეიძლება ითქვას, ეს ის შემთხვევაა, როცა საკუთარ გადაწყვეტილებას ვნანობ. მარიანას ეგონა, რომ სიკვდილით დასაჯეს. ჯოჯოხეთში წასვლა და სიკვდილი თითქმის ერთი და იმავეა, მაგრამ...
- მოგზაურობა. სიკვდილის შემთხვევაში, უბრალოდ კვდები, ჯოჯოხეთში კი არსებობას გაანგრძობ - ეგრევე მიუხვდა კიარა.
- და ეს არსებობა არც ისე სასიამოვნოა.
- კუბოში გამომწყვდეული ყოფნა სჯობს?
- კაი რა, მანდ გძინავს მაინც. ჯოჯოხეთში კი მუდამ ის სიმღერა ირთვება, რომელიც არ გსიამოვნებს, ხმის გამცემი არავინ გყავს და ზუსტად იცი, რომ ადრე თუ გვიან, შენი არსებობის კვალი გაქრება იმათი გონებიდან, ვისაც ოდესღაც უყვარდი.
- ცოდოა პარკერი. ცუდად გაგიმეტებია. თან ძალიან თავხედი ხარ ვლად!
- რატომ ვითომ?
- სხვისი შვილებისთვის საფრთხეს წარმოადგენ, მაგრამ როცა საქმე შენებს ეხება, მზრუვნელი მამიკო ხდები. კარგი მამობა მხოლოდ ეგ არაა. მემგონი ყველას შვილზე რომ გული შეგტკივა, ეგ უფრო კარგს გხდის. თან შენ ათასი საშინელება გაქვს ჩადენილი, მაგრამ ამისთვის არავის გაუსამართლებიხარ.
- ჯოჯოხეთში ვერ გამიშვებენ, ვერც მომკლავენ - გაეცინა კაცს - ჩემს გასამართლებას აზრი არ აქვს.
- ვითომ რატომ?
- ჯოჯოხეთი მე და რავენამ დავაარსეთ. მე და ჩემს შთამომავლებს, მანდ მოხვედრის შემთხვევაშიც შეგვიძლია სამოთხედ გარდავქმნათ და ჩვენი გუნება-განწყობის მიხედვით მოვაწყოთ. სასჯელი კი არა, მშვენიერი არდადეგები იქნება.
- კაცი, რომელიც ყველაზე მეტს აშავებს, თუმცა ერთხელაც არ დასჯილა სათანადოდ - თავი გააქნია ქალმა.
- უილიამს ხედავ? ის სასამართლოს უხუცესი წევრი იყო. მისი მოწმობის გარეშე, განაჩენი არ გამოჰქონდათ. ახლა ძალიან დასუსტდა. რომც უნდოდეთ, მსჯავრდებულებს ვერ მოერევიან ალბათ. ამიტომ ახალი სასამართლო გვჭირდება, მხოლოდ დროგოების და მათი მოკავშირეების შემადგენლობით.
- მეც მინდა!
- შენ დარტყმული ხარ.
- შენც დარტყმული ხარ! - ხელი ზურგზე მიუტყაპუნა კიარამ.
- ჰო და მე სრულიად საკმარისი ვიქნები.
- ხომ იცი, რომ ვეღარასოდეს მომიშორებ? მგონია, ბედნიერიც უნდა იყო, რომ შენთან ვარ და ყველა წამოწყებაში თავს გიქნევ უმადურო კაცო!
ვლადს გაეცინა.
ფანჯარასთან რავენა მოფრინდა, კლანჭებში ლავანდის ქვა ეჭირა.
- დეიზის წაუღე! - მიუგო ვლადმა დედამისს და მერე კიარას შეხედა.
- დეიზი ვინაა? - დაინტერესდა კიარა.
- მოკავშირე.
- რა უნდა წაუღოს?
- ქვა, რომელიც ჩემს ოჯახს დაიცავს მტრებისგან.
- მტრები ჯერ კიდევ შემოგრჩათ? - გაუკვირდა ქალს.
- ჰო, არის ერთი-ორი - თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა ვლადმა და სადღაც, შუაში ხმაც გაუწყდა. კიარას კრემისფერი კაბა ეცვა, მშვენიერი კულულები მკერდზე მსუბუქად დაჰყროდა და პატარა ფანჯრიდან შემოვარდნილი მცირე მზის სხივიც საკმარისი იყო მისი ბზინვარებისათვის.
ვლადმა ხელი მოჰკიდა კიარას. ტუჩთან მიიტანა და ნაზად ეამბორა.
კიარას გაუკვირდა.
ესიამოვნა და გაწითლდა, მთელი სხეული აუთრთოლდა გულთან ერთად, თუმცა მაინც გაუკვიდა უფრო მეტად,
* * *
დები სავაჭრო ცენტრში სეირნობდნენ. ჯერ პატარა ჯენის დაათვალიერებინეს ყველაფერი, მერე ქრისტიანო და კაენიც გააცნეს. უცნაურია, რომ ვლადისგან განსხვავებით, ბავშვთან ერთად გამოჩენის საერთოდაც არ ეშინოდათ. კატალინა თვლიდა, რომ შიშს აზრი არ ჰქონდა. თუ მთელი ცხოვრება დამფრთხალმა გალიე და ყველაფერს მოსწყდი, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებას? ჯენის გარშემო ბევრი ისეთი ვინმე იყო, ვინც თავისუფლად დაიცავდა ნებისმიერი საფრთხისგან.
ბოლოს მარიანას კაბინეტით დაამთავრეს მოგზაურობა, სადაც მალევე გაგიჟებული გაბრიელი შემოვარდა და ოთახში მყოფი ყველა ქალი შეათვალიერა.
- დეიზი სადაა? - იკითხა კაცმა.
- შენთან არ იყო?
- არა, ჩემთან არ არის, ტელეფონსაც არ იღებს, მანქანა ფარეხში უყენია.
- დეიზის მანქანა ჰყავს? - გაუკვირდა კატალინას.
- გაბრიელმა უყიდა - ეგრევე ჩაუშვა ჯენიმ.
- ჯენის ლალოსთან ჩავიყვან და ამოვალ, ბურგერებს გაჭმევს თან - ბავშვი იქაურ აჟოტაჟს გააცალა კატალინამ.
- აბა, მოყევი, რა ხდება - წამოენთო მარიანა.
- დღის ნახევარი მიდთაუნში გავატარე. ხო იცი, მომწონს ბავშვებთან ყოფნა. თინეიჯერი ვამპირების ფანტაზიებში უსულო მონსტრი კი არა, ზღაპრის გმირი ვარ. მერე, დეიზის ნახვა დავაპირე, საღამოობით, სადღაც ვხვდებით ხოლმე და ნუ ხო გესმის...
- სექსუალური დეტალების გარეშე!
- არსად იყო. რაც ყველაზე საშინელებაა, აურორაც გაქრა.
- ჯანდაბა, დაგვენ*რა!
- აბა რა ხდება? - უკან დაბრუნდა კატალინა ჯენის გარეშე.
- ეჭვი გვაქვს, რომ აურორამ დეიზი მოიტაცა.
- მაგდენი შეუძლია გიჟ აურორას? ვითომ, უხუცეს ჯადოქარს მოერევა?
- საკმარისია ჯადოქარს პირზე ხელი ააფარო და ჩემს ფეხებს შეგილოცავს.
- გმადლობ, რომ ასე საყვარლად მამხნევებთთ - დაიღრიალა გაბრიელმა - მოვკლავ, აურორას ვიპოვნი და მოვკლავ!
- დამშვიდი, მივაგნებთ. უბრალოდ, მისი სისხლი გვჭირდება. - მხარზე ხელი მოუთათუნა კატალინამ.
- დეიზის სისხლი საიდან უნდა მქონდეს?
- მე რა ვიცი, ეგება ველური კავშირი გაქვთ და... ნუ როგორც ხდება - აუხსნა დამ.
- რა როგორც ხდება, ნუ გამაგიჟე. - გაოგნდა მარიანაც - ჩვენს პარტნიორებს არ ვასისხლიანებთ.
- ჰო, კაი - მხრები აიჩეჩა კატამ - გოიმებო...
- ჯანდაბა, სისხლის გარეშე როგორ ვიპოვნოთ?
- არც აურორას სისხლი გვაქვს?
- რატომ უნდა მქონდეს ვინმეს სისხლი, გიჟი კი არ ვარ!
- მაშინ იდექი და მიყურე ბუსავით - შეუბღვირა კატალინამ.
- კატალინა, ხუმრობის ხასიათზე არ ვარ. ხუთ წუთში თუ არ მივაგენით, კატასტროფულ გეგმაზე გადავალ. მთელ ქალაქს ცეცხლს წავუკიდებ და მერე მხოლოდ დეიზი გადარჩება. ბავშვიან-დიდიანად ყველა ფეხებზე !
- ამას სერიოზულად ამბობ?
- კი - ამაზე დარწმუნებული გაბრიელი არასოდეს ყოფილა - ჯენი ქალაქიდან გაიყვანეთ და თქვენც მოუსვით აქედან.
- არსად წასვლას არ ვაპირებთ, ერთად ვიპოვნით დეიზის. გასაგებია? ნახევარი საათი მომეცი, სულ რაღაც, გთხოვ! - შეევედრა მარიანა.
- მამამ მოგვწერა, ლავანდის ქვა გვაქვს გაბრიელ, შეგვძელება აურორა და კიარა მოვკლათ, უბრალოდ დრო მოგვეცი.
- ნახევარი საათი - თავი დაუქნია კაცმა.

* * *
მარიანა იატაკზე იჯდა, ცალ ხელში შავი ალდერი ეჭირა, მეორეთი კი სანთებელას ათამაშებდა. თითები უკანკალებდა. აღარც კი ახსოვდა, ბოლოს როდის ჩაიგდო თავი საფრთხეში საყვარელი ადამიანის გამო.
- პარკერ, შე ნაბ*იჭვარო, ვიცი რომ ძირითადად, მითვალთვალებ მაგ შენი ზებუნებრივი ვიდეოთვალით. ვიცი, რომ დეიზის ადგილსამყოფელის გაგებაც შეგიძლია. თუ მის გადარჩენაში არ დამეხმარები, მომიწევს.
მერე ღრმად ჩაისუნთქა.
შველა არსად ჩანდა.
მარიანა იმდენად ამაყი და თავმოყვარე იყო, რომ საკუთარ სიტყვას არასოდეს გადავიდოდა. სიცოცხლის ფასადაც კი.
- ხომ იცი, რომ მეგობრის გამო ყველაფერს გავაკეთებ არა? შენთვისაც ყველაფერს გავაკეთებდი, მაგრამ არავინ მომცა ამისი შანსი. თუ ოდესმე დაბრუნდები, მე აღარ დაგხვდები. თუ ოდესმე დაბრუნდები და გრძნობები გაყინული აღარ გექნება, მიხვდები რომ ჩემი გადარჩენა შეგეძლო, თუმცა არ გადამარჩინე - სანთებელა აანთო და ნელა მიიტანა მისი მხურვალე ცეცხლი მცენარესთან.
მარიანას წინ, კედელზე შავი ასოებით გამოისახა: „მიტოვებული თეატრი“.
ქალს გაეღიმა.
ცეცხლს სული შეუბერა და გაბრიელს დაურეკა.



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

მოყვარს ის მომენტი, როდესაც კითხვის დროს დაუკითხავად გამოიხატება ხოლმე ჩემი ემოცია. ანუ იმდენად ძლიერია, რომ გაკონტროლებას ვერ ვახერხებ. ამ თავის წაკითხვისას, მსგავსმა ემოციამ შემომიტია. თენქს ❤

 


№2 სტუმარი Lizzaa

ვაიმე არა ვარ კარგაად :დდ მიყვარს ეს საზიზღარ-საყვარელი პარკერი და რა ვქნაა... აუ დეიზის და ტყუპებს ურთიერთობა არ გაუფუჭო :)) რაღაცა ვლადთან და კიარასთან ინტრიგა ღვივდებააა :დდ კი მენანება ისე ეს ზეგზ-ბომბა კაცი მარტოობაში მარა არც კიარასთვის მემეტება????????????
აბა შენ იცი გეჟოო????????????

 


№3 სტუმარი სტუმარი თეკო

აუ გიჟი ხარ შენ :დ ძაან მიყვარხარ შენი ისტორიებითურთ.... ლაააააავ ❤❤❤

 


№4  offline წევრი Tkemali

შენს იუმორზე ვგიჟდები blush

 


№5 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

ვლადი მარტო ჩემთვის მემეტება, კიარა არა, ეშმაკის ფეხი კიდე.
პარკერი მიყვარს, მიიიიყვაააარს :(((((
მგონი შემდეგ თავზე დედის წიოკი გველის, რას უზამენ იმ დაქნეულ ვამპირშას წარმოდგენაც არ მინდა :დ
დეიზის ფეხებს ვერ მოჭამს.
ის გიჟი რო მოკლან და კიარა გადარჩეს ეგრე ვერა ხო? მევასება რაღაცნაირად

 


№6 სტუმარი მარგარეტი

ვიცოდი ვლადის ხელი რომ ერია პარკერის ჯოჯოხეთში გამომწყვდევაში. ჯოჯოხეთი თუ ნამდვილად ვლადმა და როენამ შექმნეს ყოღაღ რაა:დ მგონი არ მჯერა. იქნებ უბრალოდ გაიღადავა.
ამას წინათ დამიწერე კიარასა და ვლადის წყვილს სერიოზულად ნუ მიიღებო. სერიოზულად ნამდვილად არ შემიხედავს მათთვის, თუმცა მენანებიან დაშორებისთვის. იმდენად უხდებიან:დ ასე მგონია კიარასნაირი ქალი ზუსტად შეშვენის ვლადს.
გული მიგრძნობს რომ იმ ქვით საკუთარ საქმეს გაიფუჭებენ. რაღაც ცუდის მოლოდინი მაქვს.
ველი შემდეგს.

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

პანდია
პარკერი ჩემი კაცია!
საოცრება ხარ.


მადლობა პანდუუ <3 ჩემიცაა პარკერი დდდ

Catherine Di Perso
მოყვარს ის მომენტი, როდესაც კითხვის დროს დაუკითხავად გამოიხატება ხოლმე ჩემი ემოცია. ანუ იმდენად ძლიერია, რომ გაკონტროლებას ვერ ვახერხებ. ამ თავის წაკითხვისას, მსგავსმა ემოციამ შემომიტია. თენქს ❤

ძალიან მიხარია თუ მაინც ვახერხებ და როგორღაც კარგ ემოციებს გიღვიძებ <3

Lizzaa
ვაიმე არა ვარ კარგაად :დდ მიყვარს ეს საზიზღარ-საყვარელი პარკერი და რა ვქნაა... აუ დეიზის და ტყუპებს ურთიერთობა არ გაუფუჭო :)) რაღაცა ვლადთან და კიარასთან ინტრიგა ღვივდებააა :დდ კი მენანება ისე ეს ზეგზ-ბომბა კაცი მარტოობაში მარა არც კიარასთვის მემეტება????????????
აბა შენ იცი გეჟოო????????????


აუ პარკერზე მეც ვგიჟდები. ასეთი მიკერძოებული მარტო ვლადზე და პარკერზე ვარ :დდდ

სტუმარი თეკო
აუ გიჟი ხარ შენ :დ ძაან მიყვარხარ შენი ისტორიებითურთ.... ლაააააავ ❤❤❤

მეც ძაან მიყვარხააარ <3 ერთი სული მაქ ხოლმე რო დავწერო და მერე თქვენი კომენტარები ვიკითხოო <3

Tkemali
შენს იუმორზე ვგიჟდები blush

^_^ მადლობაა

სტუმარი მოიისფრო
ვლადი მარტო ჩემთვის მემეტება, კიარა არა, ეშმაკის ფეხი კიდე.
პარკერი მიყვარს, მიიიიყვაააარს :(((((
მგონი შემდეგ თავზე დედის წიოკი გველის, რას უზამენ იმ დაქნეულ ვამპირშას წარმოდგენაც არ მინდა :დ
დეიზის ფეხებს ვერ მოჭამს.
ის გიჟი რო მოკლან და კიარა გადარჩეს ეგრე ვერა ხო? მევასება რაღაცნაირად

დედის წიოკი ნამდვილად გველის ყველა ფრონტზე :დდ იმედია ისეთი გიჟობები გამომივა, როგორიც ჩავიფიქრე. ძაან მიხარია რო ჩემთან ხარ და მოგწონს <33


მარგარეტი
ვიცოდი ვლადის ხელი რომ ერია პარკერის ჯოჯოხეთში გამომწყვდევაში. ჯოჯოხეთი თუ ნამდვილად ვლადმა და როენამ შექმნეს ყოღაღ რაა:დ მგონი არ მჯერა. იქნებ უბრალოდ გაიღადავა.
ამას წინათ დამიწერე კიარასა და ვლადის წყვილს სერიოზულად ნუ მიიღებო. სერიოზულად ნამდვილად არ შემიხედავს მათთვის, თუმცა მენანებიან დაშორებისთვის. იმდენად უხდებიან:დ ასე მგონია კიარასნაირი ქალი ზუსტად შეშვენის ვლადს.
გული მიგრძნობს რომ იმ ქვით საკუთარ საქმეს გაიფუჭებენ. რაღაც ცუდის მოლოდინი მაქვს.
ველი შემდეგს.

აუ იცი მეც რაღაცნაირად არ მეთმობიან, მაგრამ ცხოვრება ცხოვრებაა. ვლადის გული მხოლოდ მე მეკუთვნის :დდ
მუეჰეეე, ეს სპოილერი არ ყოფილა. იმედი მაქვს რომ მოგეწონება რასაც ვაპირეეებ

 


№8 სტუმარი Miu

Rodi Dadeb?

 


№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Miu
Rodi Dadeb?

ხვალ დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent