შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, რაც ყველამ არ იცის (თავი 7)


8-03-2020, 01:06
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 9 353

თავი 7
თითქოს გატაცების შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა ფალიანი, თავის უზარმაზარ ოჯახთან ერთად ცხოვრება მართალია ძალიან ღლიდა, მაგრამ ართობდა, აქამდე ვერ მიმხვდარიყო რომ ასე ენატრებოდა ყველა. სამსახურიდან დაბრუნებულს არასდროს ეზარებოდა პატარებთან თამაში და დიდებთან მეგობრულად საუბარი. წამით გადაიფიქრა კიდეც ცალკე გადასვლა.
მაგრამ კვირა დილით 7 საათზე რომ დაახტა ეკო საწოლში, სწორედ მაშინ მიხვდა როგორ მონატრებია მშვიდი დილა
-ადექი, ნიკო, ადექი-კიოდა გოგო და ფალიანის საწოლზე დახტოდა
-რა ხდება ლაწირაკო? ომი დაიწყო?-თავზე რამდენიმე წუთის წინ დადებული ბალიში ამჯერად თავქვეშ ამოიდო, ძლიერი მკლავები მოხვია პატარა სხეულს და გულზე დაიჯინა ჯერ კიდევ პიჟამოებში გამოწყობილი ბავშვი
-გუშინ რომ ტელეფონი მათხოვე, გამოირთო და გამიკეთე-ამოიწუწუნა ბავშვმა
-მე გათხოვე ეკო ტელეფონი? 2 დღეა ვეძებ, სად გაქვს?-ლამის ხელებში გაჭყლიტა პატარა მატლი, როგორც ხშირად ეძახის ხოლმე, ეგონა ტელეფონი დაკარგა და უკვე ახლის ყიდვასაც ფიქრობდა.
-წადი ახლავე მოიტანე თორემ მოგცხებ საჯდომზე-თვალები უბრიალა შესაშინებლად ძმისშვილს, იცოდა ოდნავადაც რომ გაღიმებოდა ბავშვი მაშინვე ახალ თამაშს წამოიწყებდა.
-ოო, კარგი ხო-ფეხზე წამოდგა პატარა სხეული, შემდეგ კი ფეხშიშველი გავარდა ოთახიდან.
-ამ მაიმუნს გახედე რა-როგორც კი ოთახიდან გასული დაიგულა ბავშვი მაშინვე გაეცინა და თავი ბალიშში ჩარგო.
თვალები დახუჭული ჰქონდა პატარა ფეხების ხმა რომ გაიგო კვლავ.
-ნიკო-საწოლზე აძვრა პატარა ფალიანი
-ნიკო-როდესაც ერთხელ არ უპასუხა მეორედ დაუძახა ბიძას, რეაგირება რომ არ ჰქონია კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა ბიძის სახელი.
მოულოდნელად გაახილა ფალიანმა თვალი და ხელები ჩაავლო ბავშვს, რაზეც ეკოს სიცილ-კისკისი საუტყდა და ბიძის ქვეშ მოქცეული მაგრად ჩაებღაუჭა მისი ხელებისთვის ზედმეტად დიდ ტელეფონს.
--
მოიხედავად იმისა რომ რამდენიმე კვირაა მშვიდად ცხოვრობს და უკვე სოფელში გადასვლასაც გეგმავს ბოლო ორი დღეა უცხო ნომრის ზარებმა შეაშფოთა.
სამჯერ გუშინ დაურეკეს, ხმა არ ამოუღიათ, ორჯერ კი დღეს.
ბოლო ზარის შემდეგ ბერიას დაურეკა.
-გისმენ ელენე-მშვიდი იყო კაცის ხმა
-ვიცი რომ ასეთ სისულელეზე არ უნდა გაწუხებდე, მაგრამ ორი დღეა ვიღაც მირეკავს და ხმას არ იღებს, შეგიძლია რომ შეამოწმო ვინ არის?-მიაყარა ერთიანად გამომძიებელს
-კი, რა თქმა უნდა, მესიჯად მომწერე-მაშინვე დაეთანხმა კაცი.
-ახალი ხომ არაფერია საქმეზე?-მაინც ვერ მოისვენა და კითხა ანდრიაძემ
-ჯერ არაფერი, სიახლეებს აუცილებლად შეგატყობინებ
-კარგით, მადლობა, ნომერს ახლავე მოგწერთ-უთხრა ელენემ და ტელეფონი გათიშა.
წამში გაუგზავნა უკვე ნაცნობი ნომერი მესიჯად და მშვიდად დაჯდა საწოლზე.
გაშლილი ჩემოდანი ნახევრად ჩაწყობილი ჰქონდა უკვე, გავსებას კი არ ჩქარობდა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან უნდოდა სოფლის სახლში გადასვლა, თითქოს რაღაც უშლიდა ხელს.
არც ბიოლოგიური დედის სიტყვები ამოდიოდა გონებიდან, სურდა კიდევ უფრო ახლოს გაეცნო ქალი, მისი მოყოლილი ისტორიის გადამოწმებაც სურდა, მაგრამ ვერ გაეგო როგორ.
კრებაც მოიწვია, გაბრიელის და ხატიას მონაწილეობით და ამ საკითხზე ორივემ ერთად ურჩია ბიოლოგიურ მშობელთან დაკავშირება.
მაინც დიდხანს ფიქრობდა დაერეკა თუ არა, მაგრამ ბოლოს მაინც გაბედა.
-ელენე?-გაოცებული ხმა ჰქონდა ქალს
-დიახ მე ვარ, ქალბატონო თამარ-უხერხულად გრძნობდა მასთან საუბრისას თავს ანდრიაძე
-რამე ხომ არ მოხდა?-ამჯერად შეშფოთება შეერია ხმაში, ელენეს წამით გაეღიმა, მაინც ეტყობოდა, რომ დედის ინსტიქტი ყველა გრძნობისგან განსხვავებული იყო, როგორ ახსოვს როდა დედას ურეკავდა ხოლმე ისიც ზუსტად ასე შეშფოთებული ეკითხებოდა რამე ხომ არ მოხდა.
-თქვენი ნახვა მინდა, უბრალოდ ისე, არაფერი მომხდარა-ძლივს მოაბა სიტყვებს თავი.
-კი, რა თქმა უნდა, ახლავე? ახლა სამსახურში ვარ-დაბნეული იყო თამარი
-არა, როცა მოიცლი, ამ დღეებში, გადაწყვიტე როდის გეცლება და შეგიძლია მოგვიანებით შემატყობინო-დაფიქრების საშუალება მისცა ქალს
-კარგი მაშინ, დაგირეკავ ცოტა ხანში-უთხრა თუ არა ბიოლოგიურმა დედამ, პასუხიც არ დაუბრუნებია ისე გაუთიშა ანდრიაძემ ტელეფონი და გახარებული წამოდგა, დედის პოვნა ახარებდა, მიუხედავად იმისა რომ წლებია საკუთარ თავს არწმუნებს რომ დედამ მიატოვა და მასთან ურთიერთობას კატეგორიულად უკრძალავდა თავს, მაინც არ შეეძლო გულგრილად მიეღო ის. გაიცნობს, თუ ბედი გაუღიმებს კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ, თუ არა ელენე უბრალოდ ისე გააგრძელებს ცხოვრებას როგორც აქამდე, იმ ტკივილით, რითაც აქამდე ცხოვრობდა, უღირსი მშობლებისგან გამოწვეული ტკივილით, მიტოვებული, ობოლი ბავშვის სახელით.
უკვე საღამო იყო ქალმა რომ დაურეკა და ერთ-ერთ რესტორანში შეხვედრა თხოვა მომდევნო საღამოს. გაუკვირდა, რესტორნის სახელი იცოდა, საკმაოდ ძვირადღირებული ადგილი იყო, მაგრამ არჩევანი თვითონ გააკეთა თამარმა, ახლა ვეღარაფერს იზამდა.
--
რადგან იცოდა სად მიდიოდა ჯინსის მინი კაბასთან უბრალო ტოპი და შავი პიჯაკი მოიცვა, ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც არ დავიწყებია და ქერა წელამდე თმა გაიშალა.
მსუქბუქი მაკიაჟით შეაბიჯა რესტორანში, ქალის სახელზე დაჯავშნილ მაგიდასთან მივიდა და ბიოლოგიური დედის დანახვაზე უბრალოდ გაიღიმა.
მშვიდად გადაკოცნა ქალი და ჩანთა სკამზე დაკიდა.
-მეგონა სადმე კაფეში შევხვდებოდით-ფიქრები გაუმჟღავნა მშობელს
-აქ ვმუშაობ, გადავწვიტე საჭირო იყო აქაურობა გამეცნო შენთვის-მხრები აიჩეჩა ქალმა და მენიუ გადაშალა.
-პროფესია?-ეუხერხულა კითხვა, მაგრამ ძალიან აინტერესებდა, რა ექნა.
-მზარეული, შენ სად მუშაობ?-შეუბრუნა შვილს კითხვა
-ამჯერად არსად, თუმცა პროფესიით მეღვინე ვარ-მშვიდად გასცა თამარის კითხვას პასუხი.
მიმტანიც მიუახლოვდა მათ მაგიდას და შეკვეთა ჩაიწერა. მოულოდნელად თვალი გაუშტერდა ანდრიაძეს შემოსულ ნიკოლოზ ფალიანს რომ მოკრა თვალი რამდენიმე ადამიანთან ერთად, მაგრამ მალევე მოაცილა მზერა და კვლავ ბიოლოგიურ დედას გახედა. ალბათ დიდი დამთხვევა იყო ტელეფონზე ბერიას ზარი რომ შემოვიდა ზუსტად იმ წამს.
-უკაცრავად, უნდა ვუპასუხო-ტელეფონს ხმა გამოურთო, შემდეგ ფეხზე წამოდგა და საპირფარეშოს მიაშურა.
-კარგია რომ მიპასუხე-შალვას ხმა მხიარული იყო ყურმილის მეორე მხრიდან.
-ბოდიში, აქამდე ვერ მოვახერხე-მაინც უხერხულად გრძნობდა თავს დიდხანს რომ ალოდინა კაცი
-არაუშავს, პირიქით, სულ ამომვარდა გონებიდან დარეკვა, იმ შენი ნომრის მფლობელი გავარკვიე-მაშინვე საქმიანი გაუხდა ხმა
-ვინ არის?-წამში დაიძაბა მთელი სხეულით ანდრიაძე.
-ნიკოლოზ ფალიანი, ელენე, რა ხდება?-სერიოზული ხმა ჰქონდა კაცს
-არ ვიცი, რამე უნდა ხდებოდეს?-გაოცებული იყო მოსმენილით გოგო.
-თუ შეგაწუხებს, შეგიძლია მითხრა, ჩვენ ხომ დავმეგობრდით?-სითბო შერეოდა ბერიას ტონს
-კი, მაგრამ მართლა არაფერი ხდება, აუცილებლად გავარკვევ ამ შემთხვევის შესახებ-მშვიდად უპასუხა კაცს, შემდეგ დაემშვიდობა და გაუთიშა.
ახლა ფალიანზე ფიქრის დრო არ ჰქონდა, თამართან ერთად იყო მოსული და მასთან ერთად უნდა ყოფილიყო.
ტელეფონით ხელში დატოვა საპირფარეშო, შორიდანვე შენიშნა რომელ მაგიდაზე ისხდნენ ფალიანთან ერთად ხალხი და შეეცადა მისი მაგიდისგან რაც შეიძლება შორს გაევლო.
მაგიდასთან რომ მივიდა შეკვეთა უკვე მოეტანათ, ამიტომ უბრალოდ გაუღიმა ქალს და დანა-ჩანგალი აიღო.
--
საერთოდ არ უნდოდა საღამოს სადმე წასვლა, მითუმეტეს კვირას, მაგრამ უფროსის დაჟინებული თხოვნით მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მაინც გამოეწყო.
-სად მიდიხარ?-აუთამაშა გასვლისას ნინომ, ძმის ცოლმა წარბები
-ღმერთო, რომ მოვალ გამახსენე რომ მალე მოვძებნო ჩემთვის მყუდრო სახლი-ცაში აიხედა და ისე თქვა რძლის გასაგონად, შემდეგ წარბშეკრულ ქალს თვალი ჩაუკრა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
-წადი, წაეთრიე, ჩემს სახლში ხო მარტო ვერ დავრჩი, ხან ვინ შემოიჭრება დაუპატიჟებლად, ხან ვინ-რა თქმა უნდა, ხუმრობით ამოილაპარაკა ნინომ ნიკოლოზის მიმართულებით.
-ნინიკო, საქართველოში ვართ სიხარულო, გამოიღვიძე, მე პატარა ვაჟი ვარ და სახლიც მე მეკითვნის მემკვიდრეობით, ჭკვიანად-აყვა მწარე ხუმრობაში ფალიანიც, მაგრამ საათს რომ დახედა რძლის პასუხს აღარ დალოდებია ისე გავარდა გარეთ და მანქანაში დაჯდა.
რესტორანში შესვლისთანავე შეამჩნია თამარ გაჩეჩილაძე მაგიდასთან მჯდომი, თავიდან არც უფიქრია ქალთან მისალმება, მაგრამ მის გვერდით რომ ელენე ანდრიაძემ დაიკავა ადგილი მაშინვე გადაწყვიტა ზრდილობიანი ბიჭი გამხდარიყო.
მაგიდაზე მასთან ერთად მსხდომ უკრაინელ ქალბატონს და მის თანაშემწეს მოუბოდიშა და მაგიდა დატოვა.
ელენე მისგან ზურგით იჯდა, ამიტომ მხოლოდ თამარმა შენიშნა როგორ მიუახლოვდა მათ მაგიდას ფალიანი.
გამომეტყველება შეეცვალა, მაშინვე ამოიცნო ნიკოლოზმა ის ზიზღი, რაც ძირითადად მის დანახვაზე გამოესახებოდა ხოლმე სახეზე, მაგრამ მალევე მოირგო ნიღაბი და გაიღიმა ქალბატონმა თამარმა.
-ნიკოლოზ-წამოდგა ფეხზე და ისე სიყვარულით გადაკოცნა, ფალიანს ეჭვი შეეპარა, ეს ის ქალია ვისაც წლებია ვიცნობო?
-თამარ, ელენე-გაუღიმა მათ და ელენე შეათვალიერა.
-თქვენი ერთად ნახვა რას მივაწერო?-გაუკვირდა, საიდან იცნობდნენ ეს ორი ერთმანეთს, მაგრამ კითხვა როგორც კი დასვა მაშინვე ამოუტივტივდა გონებაში ელენეს ნამდვილი დედა თამარი რომ იყო.
-უკაცრავად, გამახსენდა-ჩაიცინა და თამარს გახედა ირონიულად
-ქმარი სად გყავს?
-დავშორდით, არ მინდა ამაზე ლაპარაკი-უხეში ჰქონდა ხმა ქალს. რამდენიმე წამი ელოდა, ელენე ზრდილობის გულისთვის მაინც თუ იტყოდა რამეს, მაგრამ დუმილის დარღვევა არ ისურვა ანდრიაძემ, ამიტომ ზრდილობიანად დაემშვიდობა ორივეს ფალიანი და საკუთარ მაგიდასთან დაბრუნდა.
რაც არ უნდა ეთქვა, მაინც იზიდავდა ეს გოგო რაღაცნაირად, თითქოს დედამისს აგონებდა ლურჯი თვალებით, რომლებიც საოცარი სითბოთი იმზირებოდნენ.
რამდენჯერმე შეათვალიერა საკუთარი მაგიდიდან მისი შიშველი ფეხები, ერთმანეთზე რომ გადაედო, შემდეგ კი შეეცადა ყურადღება სტუმრებზე გადაეტანა და თან ღვინის დაგემოვნება დაიწყო.
თამარის და ელენეს მაგიდაზე კი განსხვავებული სიტუაცია იყო, უბრალოდ წვენს მიირთმევდნენ და მშვიდად საუბრობდნენ, ერთმანეთის უკეთ გაცნობას ცდილობდნენ.
-ძალიან მომწონს ეს ბიჭი-რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ წარმოთქვა გაჩეჩილაძემ
-ვინ?-წამით ვერც კი იფიქრა თამარი ნიკოლოზს თუ გულისმობდა
-ნიკო, ის და მართა ცოტა ხნით იყვნენ ერთად, თუმცა არაფერი სერიოზული-მხრები აიჩეჩა ქალმა
-მე სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი-ვითომ სულაც არ აინტერესებდა ეს თემა, ისე ცადა მასზე საუბრის შეწყვეტა ანდრიაძემ
-არადა ძალიან საყვარელია, ძალიან გაუმართლებს მას, ვისაც ნიკოლოზ ფალიანი შეიყვარებს-ამოთქვა ქალმა და კვლავ ბიჭს გაუსწორა მზერა. პასუხი არ დაუბრუნებია ანდრიაძეს. უბრალოდ იგრძნო დღეისთვის საკმარისი იყო ქალბატონ თამართან ურთიერთობა, მშვიდად აუხნა თამარს რომ სახლში უნდა წასულიყო და ქალის დაჟინებული თხოვნით ანგარიშის გადახდა არც უცდია, უბრალოდ ადგა და სახლში წავიდა.
--
ძლივს ჩამოაგორა დიდი ჩემოდანი კიბეზე, შემდეგ კი საბარგულში ჩაუძახა.
მანქანაში დაჯდა და ძრავუს ამუშავებას აპირებდა მისი მანქანის წინ ფალიანის მანქანა რომ გაჩერდა.
ისე გააჩერა ნიკოლოზმა, პირდაპირ გზას უღობავდა გოგოს.
მშვიდად დაელოდა როდის გადმოვიდოდა მანქანიდან მამაკაცი.
ფანჯარა ჩამოწია და ქვემოდან გაუღიმა ბიჭს
-რატომ დამსდევ?-მისალმების მაგივრად პირდაპირ ჰკითხა
-მე დაგსდევ? დღეს პირველად მოვედი განზრახ შენს სანახავად და ძლივს მოგისწარი-იღიმოდა ფალიანი, შემდეგ მანქანის კარი გაუღო გოგოს, ანიშნა გადმოსულიყო.
-მეჩქარება, მითხარი რა გინდა და წავალ-ღვედის შეხსნა და გადმოსვლა არც უცდია ანდრიაძეს
-გაფრთხილება მინდა შენი, სერიოზულ თემაზე-ღიმილი წამში მოშორდა ფალიანის მკაცრ ნაკვთებს
-ჯერ ის მითხარი, ორი დღე რატომ რეკავდი, როდესაც ყურმილს ვიღებდი კი სიტყვასაც არ ძრავდი-გაახსენდა მაშინვე ნიკოლოზის უჩვეულო ზარები
-მე არ ვყოფილვარ-თავი გააქნია სიცილით, ინსტიქტურად ტელეფონისკენ წაიღო ხელი.
-აბა მე ვიყავი?-მის სიცილზე ნერვები მოეშალა ელენეს
-ჩემი ძმის შვილი იყო, გეფიცები, აი, თითქმის ყველასთან აქვს დანარეკი თან უამრავჯერ-აჩვენა აუარებელი ზარები ბიჭმა
-ბავშვს ტელეფონი როგორ მიეცი მერე? შენს გამო ისეთ პანიკებში ჩავვარდი შალვას ვთხოვე გაეგო ვისი ნომერი იყო, მეგონა ისევ მკვლელი მეთამაშებოდა-უკმეხად მიახალა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა გაბრაზების ნიშნად
-გადმოდი ვა, 5 წუთის საქმე მაქვს და სადაც გინდა იქ წადი-ელენეს გაბრაზებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ფალიანს, მანქანის კარი ისედაც ღია იყო, ამჯერად ღვედისკენ დაიხარა, ელენეს ხელმა რომ შეაჩერა
-მეთვითონ, ფალიანო-კბილებში გამოცრა და მანქანიდან გადმოვიდა როგორც იქნა
-თამარზე მინდა ორი სიტყვით გითხრა, ვიცი რომ შენი ბიოლოგიური დედაა, მაგრამ მაგ ქალს ბოლომდე არ ენდო, დიდი ხანია ვიცნობ და როგორც მეგობარს ვურჩევდი ისე გეუბნები რომ არაა სანდო ადამიანი, ფრთხილად იყავი კარგი?-მცირე მონოლოგი დაასრულა და ლურჯ თვალებს გაუსწორა მზერა.
-კარგი, მადლობა რჩევისთვის-არაფერი უთქვამს ზედმეტი, მაგრამ ნერვები მოეშალა ბიჭის სიტყვებზე, კვლავ მანქანაში დაბრუნდა და ღვედი შეიჭკა
-ხომ მითხარი რაც გინდოდა, ახლა შეიძლება წავიდე?-კითხა და მას შემდეგ რაც ბიჭი გაეცალა მანქანის კარი მიიჯახუნა.
ფალიანმაც რამდენიმე წამში გააყენა მანქანა, ელენემ კი მშვიდად აიღო გეზი სოფლისკენ.
--
დიდხანს იქექებოდა ნოუთბუქში ბერია, ბოლოს როგორც იქნა სასურველ ინფორმაციას მიაგნო და კმაყოფილმა ამობეჭდა.
ფურცლებთან ერთად გავიდა საკუთარი კაბინეტიდან და უფროსის კაბინეტის კარს მიადგა.
ჯერ დააკაკუნა, ნებართვის შემდეგ კი ნელა შეაღო კარი და ღიმილით შევიდა.
-რამე ხდება შალვა?-გაუკვირდა მერაბს შალვას ნახვა
-შენი აზრი მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით-მაგიდაზე რამდენიმე ფურცელი დაყარა და ღიმილით დაჯდა სკამზე
-ვიცი შენი ეს ღიმილი ბერია, მკვლელს მიაგენი?-საკუთარ თანამშრომლებს ხუთი თითივით იცნობდა მერაბი.
-წაიკითხე რაა, აქ დაგელოდები-უფროსს მოუწოდა შალვამ, მართლაც იქ ელოდა რამდენიმე წუთი, სანამ მერაბმა კითხვა არ დაამთავრა.
-ამ ქალის დოსიე ყველაფერს არ ამტკიცებს-შეწუხებული სახე ჰქონდა უფროსს
-დნმ-ს ანალიზი გვაქვს, ყველა დეტალი ემთხვევა-ამოილაპარაკა შალვამ
-მისი დნმ სად გქონდა?-წარბი შეკრა კაცმა
-მქონდა რა, რა გინდა-ჩაეცინა ბერიას
-მოტივი?
-არ ვიცი, მაგის გაგება გვინდა-მხრები აიჩეჩა კაცმა
-ამ ქალს პოლიციის განყოფილებაში ასე უბრალოდ ვერ მოვიყვანთ შალვა-ფურცლები მაგიდაზე დაყარა მერაბმა
-რა ვქნათ აბა?-წარბები შეკრა ბერიამ
-საკმარისი მტკიცებულებები გვინდა, დაელოდე, აუცილებლად დაუშვებს შეცდომას და სწორედ იქ გამოიჭერ-უფროსის სიტყვებზე არ გაბრაზებულა შალვა, იცოდა ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ასე იყო საჭირო, თავის ფურცლებს ხელი დაავლო და კვლავ თავის კაბინეტში შევიდა.
სამხილები ერთმანეთის მიყოლებით დააწყო და ფიქრი განაგრძო.
სანამ ბერია ჩაფიქრებული იჯდა, სურგულაძე მშვიდად სვავდა კოლას და ორმაგ ჩისბურგერს აყოლებდა მანქანაში თავის თანაშემწესთან ერთად.
-არ მიყვარს ცდა-წუწუნებდა ახალგაზრდა ბიჭი
-მე კიდევ გითხარი 2 წამომიღემეთქი და შენ 1 ბურგერი მომიტანე, ასე რომ მოკეტე-ბიჭის ბუზღუნს სიცილით უპასუხა და ბურგერი წამში მოისროლა უკანა სავარძელზე სასტუმროდან გამოსული ქალი რომ დაინახა.
--
-ელაპარაკე?
-კი, არამგონია დიდად ეპიტნავებოდეს ნიკოლოზ ფალიანი, მაგრამ რამის გაკეთება შეიძლება-უკმაყოფილო ხმა ჰქონდა ქალს
-რაც დაგავალე ის გააკეთე და ნუ წუწუნებ, ფალიანმა რაო?
-რამდენჯერმე დავიჭირე მისი მზერა, მგონი მასზე უფრო შეიძლება მუშაობა, ვნახოთ, მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც მიბრძანე, ფულს როდის ჩარიცხავ?-უკმაყოფილო ხმა მალევე შეეცვალა ფულის ხსენებაზე
-საღამოს მოგიტანენ, ერთიანად ნუ დახარჯავ, ლოთო, 1 კვირა ვეღარაფერს ეღირსები



გამარჯობა მეგობრებო, აზრი მაინტერესებს თქვენი შენიშვნები უფრო თორე ტვინში ისეთი ქაოსი მაქვს რომ ცუდად ვარ უფრო :დ
ანუ რეალურად რა შენიშვნები გაქვთ ის მაინტერესებს



№1 სტუმარი სტუმარი nancho

თუ ეგ თამარია ამ ყველაფრის ჩამდენი,მაგრამ არა მგონია,შვილებს როგორ გაწირავს,დიდად საინტერესო და ჩახლართულია,გელოდები.ძალიან კარგად წერ.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი nancho
თუ ეგ თამარია ამ ყველაფრის ჩამდენი,მაგრამ არა მგონია,შვილებს როგორ გაწირავს,დიდად საინტერესო და ჩახლართულია,გელოდები.ძალიან კარგად წერ.

მადლობა დიდი, ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი ვიპნი

თამარს რომ უფროსი შვილი ყავს გაშვილებული ეგეც მაფიქრებს,ეს თამარიც გარეულია მაგ საქმეში ,შვილს ეხმარება.დაინტრიგებული ვარ მოკლედ

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ვიპნი
თამარს რომ უფროსი შვილი ყავს გაშვილებული ეგეც მაფიქრებს,ეს თამარიც გარეულია მაგ საქმეში ,შვილს ეხმარება.დაინტრიგებული ვარ მოკლედ

საინტერესო მოსაზრებაა:DD

 


№5 სტუმარი nia

Merve tavi dade raaaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent