შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი - ისტორიის დასასრული


8-03-2020, 22:33
ავტორი ჰაიკო
ნანახია 459

     ..... ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ჩამოწოლილ მდუმარებას მხოლოდ ფანჯრის ჩამსხვრეული შუშიდან შემომავალი ბუს გამყინავი კივილი არღვევდა, ქარიშხალი ოდნავ დაწყნარდა, ღრუბელი ნელ-ნელა იწმინდებოდა.
     ლუციუსი ჩაფიქრებული, ხოლო მარკუსი ტრადიციულად მელანქოლიური და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით მისჩერებოდა გაბრიელის და უხუცესი პრიმუმების გვამებს, უფრო სწორად ნაცრისმაგვარ უფორმო მასას-რაც ცეცხლმა გვამების ადგილზე დატოვა.
     - ლუციუს, - სიჩუმე დაარღვია სახენაიარევმა პირველყოფილმა, - ასმოდეუსმა შენ აგირჩია, ამ მომენტიდან შენ ხარ პრიმუმთა კლანის მეთაური.
     ლუციუსი მკვეთრად შემობრუნდა, რენტგენისებური მზერით მიაჩერდა.
     - პრიმუმთა კლანი აღარ არსებობს!
     - რა თქმა უნდა, არსებობს, - არ დაეთანხმა მარკუსი, - მხოლოდ მოღალატეები განადგურდნენ, - მან ნაცარზე მიუთითა, - შეგიძლია, ისევ შეავსო კლანი რებეკას დახმარებით.. შენ, კოვაქსი, კონორი..
     - კონორი?
     - დიახ, ახლა ყველაფერი შეიცვალა, ვფიქრობ, მასთან მტრობის საფუძველი არ გაქვს.
     ლუციუსი ერთხანს უხმოდ გაჰყურებდა ჩამუქებულ ტყეს.
     - არა, - თქვა ბოლოს, - პრიმუმთა კლანი აღარ არსებობს და არც ახალი წევრების მიღებას ვაპირებ... ისედაც საკმარისი ტკივილი მივაყენეთ ხალხს.
     მარკუსმა მხრები აიჩეჩა, აღარაფერი უთქვამს.
     - ლუციუსს ვეთანხმები, - წარმოთქვა კოვაქსმა, ის ჩუმად შემოსულიყო ოთახში, კედელს მიყრდნობოდა მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული და წყვდიადივით შავი თვალებით ქერა უკვდავს შეჰყურებდა.
     ლუციუსმა ოდნავ დააქნია თავი და პრიმუმებისკენ შემობრუნდა.
     - ახლა რას ვაპირებთ? - ეს კითხვა ორივეს მისამართით იყო დასმული.
     - რაც შემეხება მე, - ნელა თქვა მარკუსმა, - მზად ვარ, დღესვე ჩავატაროთ მარკ კრამერის დაბრუნების რიტუალი, - ის შეყოვნდა, როდესაც ლუციუსს სახეზე ღრუბელმა გადაუარა, - ნუ იდარდებ, ლუციუს, ასეა საჭირო, სამართლიანობა უნდა აღდგეს.
     კოვაქსი უხმოდ დაეთანხმა თავის ქნევით და ხელები მოიფშვნიტა.
     - ანუ მარკუსი წავა, მარკი მოვა, ტალია წავა, - ირონიული ღიმილით თქვა მან.
     - შენ რას აპირებ? - ჰკითხა ლუციუსმა.
     - არ ვიცი, - მიუგო კოვაქსმა, - ალბათ წავალ, რამდენიმე საუკუნით გადავიკარგები, გულს გადავაყოლებ, ამ ქალაქმა საკმაოდ მომაბეზრა თავი, - მან ფანჯარაში გაიხედა.
     ლუციუსი მაშინვე მიხვდა, კოვაქსის უდარდელი ტონის მიღმა უდიდესი ტკივილი იმალებოდა.
     - ელაპარაკე მას?
     შავგვრემანმა უკვდავმა სწრაფად მოიხედა, ერთხანს ჯიქურ შეჰყურებდა, შემდეგ ნელა დაუქნია თავი და კვლავ ფანჯრისკენ შებრუნდა.
     - მერე?
     - ის მოხდა, რაც ლოგიკურად უნდა მომხდარიყო, ლუციუს, - რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ თქვა კოვაქსმა, - ყველა იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა..
     ლუციუსს ავისმომასწავებელი შეგრძნება დაეუფლა, ორი ნაბიჯით მიუახლოვდა კოვაქსს, სახე მოღუშვოდა.
     - იცოდე, თუ მას რამეს დაუშავებ..
     - მშვენივრად იცი, რომ მას არაფერს დავუშავებ, - მრისხანედ ესროლა კოვაქსმა, მარკუსს თავი დაუკრა და ფანჯრის გავლით მოჩვენებასავით გაუჩინარდა წყვდიადში.
     ქერა უკვდავმა ბრაზით გაახრჭიალა კბილები, თუმცა სრულიად დარწმუნებული იყო კოვაქსის სიტყვებში, ამ დროს მის ჯიბეში მობილური აწკრიალდა.
     - გისმენ.
     - ლუციუს, - მოისმა ქალის ტკბილი ხმა.
     - ყველაფერი დასრულდა, - მიუგო ლუციუსმა.
     - მადლობა ღმერთს, - ქალს ხმაში სიხარული შეეპარა, - მინდოდა მეთქვა, რომ ექიმი ტომპსონის და შერიფის მიერ ორგანიზებული მოსახლეობის შეკრება უკვე დასრულდა, ტალიამ შესანიშნავად გაართვა თავი ყველაფერს... ჩვენ აღარ ვარსებობთ, ლუციუს.
     - შესანიშნავია, - მოკლედ უპასუხა ქერა უკვდავმა, - მე და მარკუსი აქ ვართ, ჩემს სახლში და მზად ვართ დავიწყოთ მარკის დაბრუნების რიტუალი, მხოლოდ შენ და ტალიას გელოდებით.
     - კარგი.. - მცირე შიშმა გაჟონა რებეკას ხმაში, - მოვალთ.
     - შეხვედრამდე, - ლაკონურად დაუბრუნა ლუციუსმა და მობილური გათიშა.

*****

     მია ჯეკსონი დილიდანვე მოუსვენრობას გრძნობდა, ვეღარ ითმენდა, უნდოდა, ჯადოქრებს რაც შეიძლება სწრაფად დაეწყოთ მარკის დაბრუნების პროცედურები, რებეკასგან მიღებული ცნობის თანახმად, ჯერ პრიმუმთა საბჭოს შეკრება ჩატარდებოდა, სადაც გაბრიელის ბედი გადაწყდებოდა, შემდეგ კი..
     დროის გასაყვანად სახლის დალაგება დაიწყო, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ბოლოსდაბოლოს დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა აქ და ყველაფერს მტვერი ჰქონდა მოდებული, სახლის დალაგების შემდეგ მაღაზიაში წავიდა და პროდუქტები მოიმარაგა, შემდეგ მცირე ხნით წიგნებს ჩაუჯდა, ექიმ ტომპსონს დაურეკა და მოიკითხა, კეის და შერიფს გაესაუბრა, თუმცა დრო ძლივსშესამჩნევად გადიოდა, თავგაბეზრებულმა ჩართო ტელევიზორი, რომელიღაც საშინელებათა ფილმი გადიოდა, სადაც ერთი შუახნის ვამპირი ამაოდ ცდილობდა გოგონასთვის სისხლი გამოეწოვა, მიას უნებურად ხმამაღლა გაეცინა, მისი ხმის ექო შემაშინებლად გაისმა დაცარიელებულ სახლში, შემდეგ სხვა არხზე გადართო, შემდეგ სხვაზე და ასე დაუსრულებლად, სანამ...
     ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა, დივანზე მიწოლილს ჩასძინებოდა, ღიად დარჩენილი ფანჯრიდან სიცივე შემოდიოდა, უცნაური მზერით დააკვირდა პლედს, არ ახსოვდა, როდის გაეხვია პლედში, ნელა გაიწოდა ხელი, პულტი აიღო და ტელევიზორი გათიშა.
     ტელეფონი არ ჩერდებოდა, რეკავდა და რეკავდა. მიამ ჯინსის უკანა ჯიბიდან მობილური ამოიღო და ANSWER სენსორს დააწვა.
     - მამა, ახლავე აგიხსნი ყველაფერს..
     - არ არის საჭირო, ძვირფასო, - გაისმა ტრევის ჯეკსონის დაღლილი და ოდნავ მოწყენილი ხმა, - მე შევცდი, როდესაც შენი ჩარჩოებში მოქცევა გადავწყვიტე.. ეს შეცდომა იყო.
     - მამა, მე.. - მია გაოცდა, არ ელოდა მსგავს სიტყვებს.
     - მივხვდი, რომ მშობელი შვილის პირად ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიოს, თუ შვილს არ სურს ეს, - განაგრძო უფროსმა ჯეკსონმა, - გუშინ სალემის კოლეჯში დავრეკე და მიპასუხეს, რომ შენი დაბრუნება პრობლემა არ იქნება..
     მია წამოჯდა, გაიზმორა.
     - გმადლობ, მამა, - ოთახს ღიმილით მოავლო თვალი და ღიმილი სახეზე შეეყინა.
     კუთხეში მიდგმულ სავარძელში ის იჯდა, როგორც ყოველთვის, შავ ტანისამოსში გამოწყობილიყო, ფეხი ფეხზე გადაედო და გადაჯვარედინებული თითები მუხლებზე დაესვენებინა, სახეზე ბრაზი არ ეტყობოდა, წყვდიადივით შავი თვალებით უხმოდ უყურებდა გოგონას, მისი თვალებიდან დარდი და ის რაღაც ჟონავდა, რისი ახსნაც მიას არ შეეძლო, რა იყო ეს? უარყოფილი სიყვარულით გამოწვეული ტკივილი? ფანჯრიდან შემომავალი სავსე მთვარის შუქი მის გვირგვინოსან ბეჭედს ეალერსებოდა და ავისმომასწავებელ ელფერს აძლევდა.
     - მამა.. მოგვიანებით გადმოგირეკავ, - გოგონა პასუხს არ დალოდებია, მობილური გათიშა და უხმაუროდ დაუშვა დივანზე.
     შავგვრემანი დემონი თვალს არ აშორებდა, მიამ კვლავ იგრძნო ის საოცარი მუხტი და სითბო, რაც მისგან მოდიოდა და ტკბილ ბურანში ხვევდა, გოგონამ როგორც უწინ, ახლაც დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნო თავი.
     - დიდი ხანია, აქ ზიხარ? - ფრთხილად შეეკითხა.
     - დაახლოებით ოთხი საათი, - მიუგო წყნარად.
     მია შეკრთა, ოთხი საათი? საზწრაფოდ კედელზე ჩამოკიდებულ საათს გახედა, გამოდის, უკვდავი მანამდე შემოსულა, სანამ ჩაეძინებოდა..
     - მე... - უხერხულად შეიშმუშნა გოგონა და შოკოლადისფერი თვალები უკვდავს მიაპყრო, - ვერ გავიგე, როგორ შემოხვედი, კარის ხმა არ გამიგია.
     - მეორე სართულის ფანჯრიდან შემოვედი, - გაიღიმა კოვაქსმა და ელეგანტურად შეკრეჭილ შავ წვერზე ხელი ჩამოისვა, - შემდეგ შევამჩნიე, რომ გციოდა და პლედი დაგაფარე.
     გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი, არ იცოდა, რა ეთქვა, ნუთუ კოვაქსი ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა?
     - რამდენიმე სიტყვის სათქმელად შემოგიარე.
     - გისმენ, - სწრაფად თქვა გოგონამ, ფეხები აიკეცა, პლედი მჭიდროდ შემოიხვია და უკვდავს მიაჩერდა.
     კოვაქსი სწრაფად წამოდგა და მოჩვენებასავით გაიარ-გამოიარა ოთახში, აშკარად ნერვიულობდა, მია მიჩვეული იყო მისგან ზებუნებრივი უნარების დემონსტრირებას, ამიტომ არ შეშინებია.
     შავგვრემანი პირველყოფილი მის წინ შედგა, ხელები ზურგზე დაეწყო.
     - იმ სიტყვებისთვის პატიებას ვითხოვ..
     - რა თქმა უნდა, - მიამ იცოდა, თუ რამხელა შინაგანი ძალის მობილიზება დასჭირდა უკვდავს, ეს სიტყვები რომ ეთქვა.
     კოვაქსი ერთხანს უხმოდ უმზერდა, მიამ ვერ გაუძლო მის მჭრელ გამოხედვას და გვერდზე გაიხედა.
     - ჩემი ბრალია.. - განაგრძო უკვდავმა, - მე გასაქანს არ გაძლევდი და შენც დაიჯერე, რომ გიყვარდი.. არაუშავს.
     მიას პროტესტის გრძნობა დაეუფლა.
     - მაგრამ მე..
     - მომისმინე, - დემონმა ტუჩებზე თითი მიადო, - შენ ადამიანი ხარ, ყველაფერს განსხვავებულად აღიქვამ, ყველაფერს განსხვავებულად გრძნობ.. შენ გაქვს ბედნიერების უფლება, მაგრამ ბედნიერი ვერასდროს იქნები, თუ გეცოდინება, რომ მე ვარსებობ და ოდესღაც ჩვენს შორის რაღაც იყო.. შენზე მოგონებებს მე ხელუხლებლად შევინახავ, მინდა იცოდე, რომ საუკეთესო, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა-ეს შენ ხარ! შენ კი ბედნიერების უფლება გაქვს..
     გოგონას ორი წუთი მაინც დასჭირდა უკვდავის სიტყვების გასაცნობიერებლად, შემდეგ შიში დაეუფლა, რას ნიშნავდა სიტყვები "თუ გეცოდინება, რომ მე ვარსებობ"? ჯანდაბა!
     - მოიცადე..
     - მშვიდობით, ბედნიერებას გისურვებ, - კოვაქსი ნელა გადაიხარა წინ და ცხელი ტუჩებით ეამბორა გოგონას ლოყას, შემდეგ წელში გაიმართა და ნაღვლიანი ღიმილით შეხედა, სულში ჩამწვდომი მზერით უყურებდა, თითქოს მისი ნაკვთების დამახსოვრებას ცდილობდა, წყვდიადივით შავ თვალებში მარგალიტებივით უბრწყინავდა ცრემლი.
     - მოიცადე, - სწრაფად თქვა გოგონამ, თუმცა უკვდავმა არ დააცადა, ხელის გულები მჭიდროდ შემოაჭდო საფეთქლებზე და მისი შუბლი შუბლზე მიიყრდნო, თვალები დახუჭა, სახე დაეძაბა, შუბლზე ოფლმა წვეთებად გამოჟონა..
     - ჯანდაბა, - უღონოდ გაიბრძოლა გოგონამ, - კოვაქს, არა! - მიხვდა, რასაც აკეთებდა უკვდავი და კვლავ გაიბრძოლა, თუმცა ამაოდ, შემდეგ უცნაური ნათელი თავისით მოვიდა, მის გონებაში შემოაღწია..
     - ყოველი წუთი, ყოველი წამი, ყოველი შეხება, - ყრუდ ჩურჩულებდა კოვაქსი.
     გოგონა უღონოდ ფართხალებდა მის მკლავებში.
     - ყოველი შემოხედვა, ყოველი ღიმილი, ყოველი ჩახუტება, კოცნა, - აგრძელებდა უკვდავი.
     თეთრმა ნათებამ თანდათანობით დაიპყრო გოგონას ტვინის ხვეულები და მის მოგონებებში შეაღწია..
     - ყველაფერი, - დაასრულა კოვაქსმა და გაჩუმდა, ნელა გაახილა თვალები და მიას დახედა, რომელსაც მშვიდად და უზრუნველად ეძინა მის მკლავებში.
     უკვდავმა ფრთხილად დააწვინა დივანზე, პლედი მზრუნველად შემოუკეცა, შემდეგ გოგონას ტელეფონს დასწვდა, კონტაქტების ჩამონათვალში ასო C-ზე საკუთარი ნომერი მოძებნა და OPTIONS სენსორს დააწვა, ერთხანს ყოყმანით დაჰყურებდა DELETE ოპციას, შემდეგ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და ნომერი წაშალა. ტელეფონი ფრთხილად დადო მაგიდაზე, გოგონას კიდევ ერთხელ შეავლო სიყვარულით და ტკივილით სავსე მზერა და სამუდამოდ გაუჩინარდა მია ჯეკსონის ცხოვრებიდან...

*****

     შუაღამეს გადასცდა, ქერა უკვდავმა კოსტიუმის შიდა ჯიბიდან საათი ამოიღო და დახედა, ციფერბლატი 04:01 აჩვენებდა.
     - დროა.
     ქარიშხალი ჩამდგარიყო, ღრუბელს ადგილი სავსე მთვარისთვის დაეთმო, ლუციუსის სამოთხეში მხოლოდ ტყის ფრინველთა გადაძახილი და ბუს კივილი ისმოდა.
     წრიული მდელოს შუაგულში სანთლების გამოსახული იყო პენტაგრამა, რომლის ცენტრში ადამიანის სიმაღლის ქვა ჰორიზინტალურ მდგომარეობაში დაედგათ, მასზე მკერდზე ხელებდაკრეფილი და თვალდახუჭული იწვა მარკუსი, ერთიანად შიშველს, მხოლოდ თხელი ქსოვილი შემოეხვია წელზე, მთვარის ცისფერი, მისტიკური სხივები მის კუნთოვან სხეულს ეცემოდა..
     - დროა, - გაიმეორა ლუციუსმა.
     ტალია მეისონმა, რომელიც მარკუსის მარცხნივ მუხლებზე იდგა, თავი დაუქნია ქერა უკვდავს, ქვისგან მარჯვნივ მდგარ რებეკას ხელები ჩასჭიდა, თვალები დახუჭა და არამეულ ენაზე შელოცვის წაკითხვა დაიწყო..
     - იმედია გაამართლებს, - თქვა ლუციუსის გვერდით გაყურსულმა კოვაქსმა.
     - მინდა მჯეროდეს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, - მიუგო ლუციუსმა და ყურადღებით დააკვირდა რიტუალის პროცესს..

*****

     პასტორი ჰენრი მუხლმოყრილი იდგა ჯვარცმის წინ, თავი მდაბლად დაეხარა და ლოცვას კითხულობდა. როდესაც მორჩა, პირჯვარი გამოისახა, წამოდგა და ჩუმად მდგარ ექიმს მიაპყრო მზერა.
     - ვიწყებთ, დაიმახსოვრე, რაც უნდა თქვას მან, არ დაუჯერო, ეს დემონია, ის ადამიანის სხეულში იმალება და ყველაფერს გააკეთებს თავის გადასარჩენად, გასაგებია?
     ექიმმა უხმოდ დაუქნია თავი და უკან გაჰყვა პასტორს, რომელმაც ოთახიდან გასასვლელი კარი გამოაღო და მეორე ოთახში შევიდა, რომლის ცენტრშიც სკამი იდგა, სკამზე კი ტალია მეისონი იჯდა, ხელები და ფეხები საიმედო ღვედით მიებათ. გვერდით ლუციუსი ედგა.
     ქერა უკვდავმა როგორც კი პასტორი დაინახა, ტალიას მიუბრუნდა.
     - მინდა გაბრიელის დანაბარები გადმოგცე, - თქვა მან ისე, რომ პასტორს და ექიმს არ გაეგოთ, - სიკვდილის წინ მან პატიება გთხოვა და გადმოგცა, როგორც დანახვისას, მთელი ცხოვრება ისევ ისე მიყვარდაო.
     - გმადლობ, ლუციუს, - ქალს ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა მშვენიერ სახეზე.
     - მშვიდობით, ტალია, - ლუციუსმა თავი დაუკრა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
     ტალია მეისონმა თვალი გააყოლა და როდესაც ქერა უკვდავი კარს მიღმა მიიმალა, პასტორს მიაპყრო მზერა.
     პასტორმა ჰენრიმ ოთახის კედლების გასწვრივ სანთლები აანთო, პატარა ფუნჯი ჭურჭელში ჩაყო, სადაც წმინდა წყალი ჩაესხა, ექიმს ასხურა და ჯვარი გამოსახა, იგივე გაიმეორა ტალიას და საკუთარი თავის მიმართაც, შემდეგ ერთ ხელში ჯვარცმა მოიმარჯვა, ტალიას სახის წინ გააჩერა, მეორე ხელით კი ფსალმუნის წიგნი გადაშალა და "მამაო ჩვენო"-ს წაკითხვა დაიწყო მონოტონური ხმით.
     ტალია მოუსვენრობამ შეიპყრო, აწრიალდა, რაც არ გამოჰპარვია პასტორს.
     პასტორმა ლოცვა დაამთავრა, ჯვარცმას ემთხვია და თვალები ჭერისკენ აღაპყრო.
     - ღმერთო, შენი ბუნება მოწყალე და მიმტევებელია, შეისმინე ჩემი ლოცვა, და გევედრები, რომ შენი მსახური შეიწყალო შენი სიყვარულით, ყოვლადწმინდა უფალო, ყოვლისშემძლე მამაო, მარადიული ღმერთი და ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამა, რომელმაც დაამხო და ჯოჯოხეთის ცეცხლში გაგზავნა დაცემული ანგელოზები, რომელმაც თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგვიგზავნა ჩვენსავე ცოდვათა გამოსასყიდად, გევედრებით უფალო, გამოგლიჯე კლანჭებიდან უწმინდურ სულს შენი მსახური, ღმერთო, მარადიულო და საუკუნო..
     ტალიას თვალის გუგები გაუფართოვდა, ერთიანად გაუთეთრდა და საზარელი, არაბუნებრივი შეფერილობა მიიღო. ექიმი შიშისგან აკანკალდა.
     - გაჩუმდი, მღვდელო, - დაისისინა დემონმა, - თავი მკვეთრად შემოატრიალა და ექიმს სატანისებურად გაუღიმა.
     პასტორს იოტისოდენა ყურადღებაც კი არ მიუქცევია მისთვის. ნაკურთხ წყალში თითები ჩაყო, ტალიას მაგრად დაუჭირა ნიკაპი და შუბლზე ჯვარი გამოსახა.
     - მომშორდი, გაეთრიე, - აღრიალდა დემონი.
     პასტორმა ჯვარი მიუშვირა.
     - მამა-ღმერთის, ძე ღმერთისა-იესო ქრისტესი და სულისა წმინდის სახელით, გიბრძანებ შენ, უწმინდურო სულო, რომელმაც ღვთის ეს ქმნილება შეიპყარი, მითხარი შენი სახელი, - მტკიცედ თქვა მან.
     დემონმა საზარლად გადაიხარხარა.
     - მეისონი, ტალია მეისონი, მღვდელო, - და ანაფორაზე შეაფურთხა, - ვერაფერს დამიშავებ, მე შენზე ძლიერი ვარ.
     პასტორს ყბებზე კუნთები აუთამაშდა, თვალები დაუვიწროვდა, ფუნჯი ნაკურთხ წყალში ჩაყო და დემონს შეასხურა.
     ტალია გულისწამღებად აკივლდა.
     - სახელი, შენი სახელი მითხარი, დემონო, - დაუღრიალა პასტორმა, - გაგვეცანი, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ მითხრა შენი სახელი!
     დემონი წინ გადმოიხარა, პასტორს შეაცქერდა უფერული თვალებით, ყელიდან საზიზღარი, ხორხისმიერი ბგერები ამოსდიოდა.
     პასტორი შეკრთა. ექიმმა ჩაახველა.
     - ვერ მომერევი, - ისროლა დემონმა, - ამ ქალის სხეული ჩემია და ვერ წამართმევ, გასწიე შენი ბინძური ხელები, ნუ მეხები, მღვდელო!
     პასტორმა კვლავ ჯვარცმა მიუშვირა და ხმამაღლა დაიწყო ლოცვის წაკითხვა, დრო და დრო ნაკურთხ წყალს ასხურებდა, ლოცვის დასასრულს კვლავ ჯვარი გამოსახა შუბლზე, რასაც დემონის უშვერი ლანძღვა-გინება მოჰყვა.
     - სახელი, შენი სახელი მითხარი, სახელი მითხარი, დემონო, გაგვეცანი, გამოჩნდი, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, შენი სახელი მითხარი!
     დემონი იგრხებოდა, შიგ და შიგ დალეწილი ძვლების ხმა ისმოდა ოთახში, ჩანდა, ის ნებდებოდა ჯვრის ძალას..
     პასტორს შუბლზე ოფლის მსხვილი წვეთები დააჯდა, თუმცა მოპოვებული უპირატესობის ხელიდან გაშვებას არ აპირებდა, ის ახლოს მიიწია და ყურში ჩაჰყვირა.
     - გაგვეცანი, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, შენი სახელი მითხარი, დემონო!
     გარეთ ქარიშხალი ამოვარდა, ფანჯარას დაეძგერა, შემოამტვრია და ხისგან ნაგებ სახლს ზანზარი აუყოლა.
     ტალიამ თავი უკან გადაწია, უფერული თვალებით ჭერს მიაშტერდა, სახეზე სისხლძარღვები და უმცირესი კაპილარებიც კი შავად დაებერა და სახე საშინელ ნიღბად უქცია.
     სულ ორიოდე წამით ყველაფერი ჩაწყნარდა, შემდეგ კი..
     - გარნასი... - საზარელმა ღრიალმა გაჰკვეთა ჰაერი.
     - გარნასი... - ხმა თითქოს ტალია მეისონის სხეულიდან მოდიოდა.
     პასტორს სახეზე კმაყოფილებამ გადაუარა, კვლავ ჯვარი მიუშვირა და ნაკურთხი წყალი ასხურა.
      - მე განგაგდებ შენ, გარნას, უწმინდურო სულო, მტრის სატანურ ძალასთან ერთად, ჯოჯოხეთის ყველა მოჩვენებასთან და ყველა შენს დანარჩენ ამფსონებთან ერთად, ჩვენი ღმერთის-იესო ქრისტეს სახელით, გადი და დარჩი შორს ღმერთის ამ ქმნილებისაგან, რადგან ის გასცემს ბრძანებებს და გადაგაგდო შენ სამოთხიდან ჯოჯოხეთის სიღრმეებში, ის არის ვინც გასცემს ბრძანებებს, ვინც დაამშვიდა ზღვა, ქარი და შტორმი, ისმინე და იკანკალე შიშით, სატანავ, რწმენისა და პატიოსნების მტერო, ადამიანების მოდგმის მტერო, სიკვდილის მშობელო, სიცოცხლის მძარცველო, მავნევ სამართლიანობისა, ყველანაირი ბოროტების სათავევ, ადამიანების მაცდუნებელო და ერების მოღალატევ, შურისძიების წამქეზებელო, სიხარბის შადრევანო, ჩხუბის შემგულიანებელო, ტკივილისა და მწუხარების ავტორო, გეშინოდეს მისი, ვისაც ისააკმა მსხვერპლი შესთავაზა, ვინც მოკლულია როგორც სააღდგომო კრავი, ჯვარცმული-როგორც ადამიანი,
ჯოჯოხეთის ძალების დამმარცხებელი. განიდევნე სახელითა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, და დაუთმე ადგილი წმინდა სულს, ჩვენი ღმერთის-იესო ქრისტეს წმინდა ჯვრის ნიშნით, ვინც ცხოვრობს და მეფობს მამასა და წმინდასა სულსა,
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე..
     ტალიამ ღრიალი შეწყვიტა, თვალები დაეწმინდა, სახე დაუმშვიდდა, თავი მკერდზე ჩამოუვარდა, ქარიშხალი ერთბაშად ჩადგა, ოთახში სიმშვიდემ დაისადგურა.
     პასტორმა სწრაფად ახსნა ღვედები ქალს, ექიმის დახმარებით იატაკზე დააწვინა, შუბლზე ნაკურთხი წყლით ჯვარი გამოსახა და როდესაც ტალიამ თვალები გაახილა, ცრემლებმა იფეთქა, აკანკალებული ხელი ასწია, ჯვარცმას მისწვდა და მოკრძალებით ეამბორა, შემდეგ თავი უკან გადაუვარდა, თვალები დაეხუჭა და მისი გულისცემა ნელ-ნელა მიინავლა...

*****

     კოვაქსს გზიდან გადაეყენებინა მანქანა და არაფრისმთქმელი მზერით გაჰყურებდა ქალაქს. გვერდით სავარძელზე ლუციუსი იჯდა, უკან კი-რებეკა.
     - შენ სწორად მოიქეცი, - სიჩუმე დაარღვია ქერა უკვდავმა.
     - ალბათ, - მხრები აიჩეჩა კოვაქსმა, როგორც ჩანს, არ სურდა ამ თემაზე საუბარი, - რებეკა, ანუ ყველაფერი დამთავრდა? - მან უკანა ხედვის სარკეში გახედა ქალს.
     - დიახ, დამთავრდა, - ღიმილით უპასუხა ქალმა, - სალემის მოსახლეობის არცერთ ადამიანს არაფერი ახსოვს ჩვენს შესახებ, ტალიას შთაგონებამ ბრყინვალედ იმუშავა... დასანანია, ცოცხალი რომ აღარ არის.
     - გასაგებია.. - ჩაახველა ლუციუსმა, - ქალაქიდან მიდიხარ.. და რომ დამჭირდე, სად შეიძლება შენი ნახვა?
     კოვაქსმა მობილური შეათამაშა ხელში და გაიღიმა.
     - შენ ხომ ლუციუსი ხარ, ყოველთვის შეძლებ ჩემს მოძებნას, ხომ ასეა დიდო ლუციუს? - მან ცინიკურად გაიცინა.
     ქერა უკვდავმა უკმაყოფილოდ შეკრა შუბლი.
     - საკუთარ თავს არ ღალატობ!
     მან გამოწვდილ ხელს საკუთარი შეაგება, შეაგება შემდეგ რებეკას ანიშნა და ორივე მანქანიდან გადავიდნენ, კოვაქსი არ ჩქარობდა დაძვრას.
     - რაც მთავარია, ამ ქალაქში კარგად გავერთეთ, ვნახოთ, რა იქნება მომავალში.. - მანქანიდან გამოხედა მან, შემდეგ რებეკას გადახედა, - ბედნიერებას გისურვებთ თქვენ ორს... გაუფრთხილდი მას, - ლუციუსზე ანიშნა და როდესაც ქალის სირცხვილისგან აწითლებულ ლოყებს ჰკიდა თვალი, ლუციუსს თვალი ჩაუკრა, წყვილს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და მთელი ძალით დააწვა აქსელერატორს.
     ლუციუსის მიერ ნაჩუქარმა რვა ცილინდრიანმა "ფორდმა" ცხოველივით დაიღმუვლა, ასფალტზე საბურავების კვალი დატოვა და დიდი სისწრაფით დაიძრა.
     რებეკა მაშინვე მძლავრ მკერდში ჩაეკრა ქერა უკვდავს.
     - არ მგონია მანქანის მართვის ასეთი გიჟური სტილით შორს წავიდეს, - მკაცრად თქვა ლუციუსმა, მანქანას გაჰყურებდა, რომელიც წერტილივით მოჩანდა და ბოლოს გაუჩინარდა.
     - ნუ დარდობ, ის ხომ კოვაქსია, არაფერი დაემართება, - გაუღიმა ქალმა.
     - მასზე არა, - თქვა ლუციუსმა და ქალს შუბლზე აკოცა, - მანქანა მენანება დასალეწად! ისე, აქ დასახლებაზე რას იტყვი? - მან წამის უსწრაფესად აიტაცა ქალი ხელში, - ერთი სახლი შევარჩიე, ტყესთან ახლოს, პატარა ეზო აქვს..

*****

    ..... კოლეჯის შესასვლელში, თომას ჯეფერსონის ძეგლის ქვეშ მჯდომს ჩრდილი დაეცა,  მარკმა უკმაყოფილოდ ასწია თავი, რომ უკმეხი მიმართვით, რომლის ხელოვნებასაც ბიძის დამსახურებით დაეუფლა, თავიდან მოეცილებინა დაუპატიჟებელი სტუმარი, ამ დღეს მარკი არ აპირებდა საკუთარ ფიქრებში ვინმეს შეშვებას და არც მათი ბინძური და ტალახიანი ჩექმით საკუთარი სულის განადგურებას დაუშვებდა, მაგრამ...
      მარკს ყველაფერი თავიდან გამოუფრინდა, ყველანაირი ფიქრი, ყველანაირი საზრუნავი, გაყინული და დაჩეხილი გული აქამდე უცნობმა სითბომ აუვსო, რომელიც მყისიერად მოედო მთელ მის არსებას. ამ ყველაფრის მიზეზი კი გახლდათ გოგონა, კეის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, შავგვრემანი, შავთვალება, სექსუალური მკერდით, შავი, მბზინავი თმით და ამაყი გამომეტყველებით, რომელსაც ეშმაკური გამოხედვა სცვლიდა დრო და დრო. გოგონას მხარზე ჩანთა ეკიდა, მეორე ხელით მზის სხივებს იჩრდილავდა და პატარა, ველური ცხოველივით იდგა შემართული, ყოველ წამს რომ მზად არის ხოლმე გასაქცევად. მარკი დაჰიპნოზებულივით შეჰყურებდა, თითქოს დრო გაჩერდა, ირგვლივ სიბნელემ დაისადგურა, მხოლოდ ამ უცნობ გოგონას ხედავდა მარკი, მისი სახიდან თითქოს ღვთაებრივი ნათელი და სითბო იღვრებოდა. ეშმაკურად მოწკურული თვალებით დაჰყურებდა ბალახზე მჯდომ ბიჭს, მსხვილი ტუჩები ისე გამოებურცა, იფიქრებდით სადაცაა ატირდებაო, მაგრამ ამ ეფექტს უჩვეულოდ გასხივოსნებული თვალები აბათილებდა. თეთრი სამოსი ეცვა, თეთრი მაისური, რომელიც ვნებით შემოტმასნოდა მის მაღალ მკერდს და თეთრი ვიწრო შარვალი, ეს სითეთრე იდეალურად ერწყმოდა მის შოკოლადისფერ კანს. 
     - ჯანდაბა, ვინ არის ეს გოგო? - გაიფიქრა მარკმა და წამოდგა. 
     სანამ რამეს ეტყოდა, მარკმა ერთხელ კიდევ ჩახედა შოკოლადისფერ თვალებში, კიდევ ერთხელ ჩაიძირა ამ ულამაზესი ტბების ტკბილ მორევში და ამ წამიდან რაღაცეები გაუფასურდა, მაგალითად მარკის გაურკვეველი გრძნობა ვანესას მიმართ. ის მთლიანად, მთელი სულით და გულით,
მთელი არსებით მოიცვა ამ უცნობმა გოგონამ, ელვის უსწრაფესად შეიჭრა მის გულში, გამოდევნა ყოველგვარი არასრულყოფილება და თვითონ მყუდროდ მოეწყო, ისე, თითქოს
ყოველთვის მარკის გულში არსებობდა. მარკს ისეთი გრძნობა დაეუფლა, მოძველებული გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, თითქოს თავისი სულის მეორე ნახევარი იპოვა. ადრე
რამდენჯერმე სმენია შერიფის მეუღლისგან ეს სიტყვები და რეალურად ახლაღა გააცნობიერა, თუ რას ნიშნავდა ეს გამოთქმა...მარკი თვალს ვერ სწყვეტდა გოგონას, შეამჩნია,
რომ თვალები მთლად შავი არ ჰქონდა, ეს იყო ულამაზესი ფერი-სიშავეში გადასული
შოკოლადისფერი...
     - მაპატიეთ, - გამოფხიზლდა მარკი, ძლივს მოსწყვიტა თვალი ტკბილ შოკოლადს და განზე
გაიხედა, ვერ მიხვდა, რომ მისი სულიერი ტრანსფორმაცია მხოლოდ რამოდენიმე წამს გრძელდებოდა, მაგრამ ეს რამოდენიმე წამიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთელი მისი არსება დაეტყვევებინა. 
     - როგორ გეკადრებათ, საპატიებელი არაფერია, - ძალიან მშვიდად, ტკბილად და თბილად
წარმოთქვა გოგონას ხმამ, - მაინტერესებდა, ბიბლიოთეკას ხომ ვერ მიმასწავლიდით?  
     მარკმა ნელა შემოაბრუნა თავი და კვლავ ჩაიძირა შოკოლადის ტბაში. 
     - ასე რატომ მიყურებთ, ცუდად ხომ არ გრძნობთ თავს? - შეწუხდა გოგონა და ეშმაკური
ღიმილით მოიმარჯვა მობილური, - შემიძლია 911-ზე დავრეკო. 
     - არა, არ არის საჭირო, - სასწრაფოდ იუარა მარკმა და გოგონას ხელი გაუწოდა, უკვე დაბრუნებოდა ადრინდელი თავდაჯერება, მაგრამ მაინც შთაბეჭდილების ქვეშ იყო. 
     - მარკ კრამერი ვარ, ამ კოლეჯში ვსწავლობ, მესამე კურსზე, - გაეცნო გოგონას და მისი პატარა,
თბილი ხელი ხელისგულებში მოაქცია. მარკს მთელ ტანში თბილმა ჟრუანტელმა დაურბინა,
ტანზე ამოაღწია და სახეს მოედო. 
     - მია... - ოდნავ შეყოვნდა გოგონა, არ უცდია ხელის გათავისუფლება, - მია ჯეკსონი, - შემდეგ ეშმაკურმა სხივმა გაუნათა თვალები, - მეორეკურსელი ამავე კოლეჯში. 
     - სასიამოვნოა, - მიუგო მარკმა და თვითონაც გაუღიმა, - ბიბლიოთეკა კოლეჯის მესამე
სართულზეა. 
     გოგონამ კვლავ თბილად გაუღიმა, ფრთხილად გაითავისუფლა ხელი და თეთრ მაისურზე შემოცმულ ჯინსის ქურთუკის ჯიბეში დამალა.
     მარკს შერცხვა, აირია, აქამდე არასდროს შეხვედრია ასეთ გოგონას, ასეთს, რომელმაც პირველივე შეხვედრისთანავე დაიპყრო მისი უხიაგი ხასიათი. არ იცოდა რა ეთქვა, როგორ გაეგრძელებინა საუბარი და როგორ ამოევსო უხერხულობის ნაპრალი. მდგომარეობიდან ისევ გოგონამ გამოიყვანა. 
     - იცი, უნდა წავიდე, მარკ, - თითქოს არც მას ეთმობოდა ბიჭი. თუმცა არ წასულა, იდგა და ელოდა, ელოდა ბიჭის სიტყვებს. 
     მარკს უცებ ძალიან შეეშინდა, მოულოდნელად გამოჩენილ სულის მეორე ნახევარს ვერ დაკარგავდა და ისევ წყვდიადში ვერ ჩაიძირებოდა, ამიტომ... 
     - უთქვენოდ მე დავიღუპები, - დაუფიქრებლად წამოსცდა და თვითონაც გაუკვირდა ამ სიტყვების, რადგან იგი არ ეკუთვნოდა ძველ მარკ კრამერს, სიბნელეში ჩაძირულს,
გულჩათხრობილს და იმედგაცრუებულს, არამედ სრულიად ახალ პიროვნებას, ძველისგან
რადიკალურად განსხვავებულ მარკს, რომელიც წყალწაღებულივით ეჭიდებოდა ხავსს, ამ შოკოლადისფერკანიან გოგონას, თავისი ცხოვრების ამოსავალ წერტილს, ასე უცებ რომ
იპოვა გოგონას სახით.
     - შენთვის ჯერ ადრე სიკვდილზე ფიქრი, - გაუღიმა და კიდევ ერთხელ მოაქცია ტკბილი ტალღის რბილ საბურველში, - კარგი.. მართლა უნდა წავიდე, - მან წვრილ, გარუჯულ მაჯაზე შემოტმასნილ პაწია საათს დახედა, - ლექცია იწყება, მე კი არ მინდა, რომ ახალი სასწავლო წლის პირველივე დღეს დავიგვიანო.
     მარკი წამოდგა, თმა აიჩეჩა და კოლეჯის შენობას გახედა.
     - რომელი ლექცია გაქვს?
     - ლათინური, - მიუგო გოგონამ.
     - დღეს სასწაულების დღეა, - გაიღიმა მარკმა, - მეც ზუსტად იგივე ლექცია მაქვს, ერთად ხომ არ წავსულიყავით?
     მარკი გულში ლოცულობდა, რომ გოგონას უარი არ ეთქვა.
     - მშვენიერია, - კვლავ გაუღიმა გოგონამ.
     მარკმა და მისმა ახალმა ნაცნობმა კოლეჯის მწვანე გაზონი გადაკვეთეს და ძლივს მოასწრეს აუდიტორიაში შესვლა, ლექცია წუთი-წუთზე იწყებოდა.
     მათ მოწინავე მერხთან დაიკავეს ადგილი ერთმანეთის გვერდით.
     ფართო დაფასთან, რომელიც თითქმის მთლიან კედელს იკავებდა, სტუდენტებისგან ზურგშექცევით იდგა უცნობი მამაკაცი და დაფაზე ლათინურად წერდა რაღაცას, წერა დაასრულა, შემობრუნდა და სტუდენტებს თვალი მოავლო. აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა, ყველამ ერთბაშად პატივისცემა იგრძნო ახალი ლექტორისადმი.
     ეს იყო ტანმაღალი, ახოვანი აღნაგობის, უძვირფასეს თეთრ ხალათში გამოწყობილიყო, რომელზეც შავი, გემოვნებიანი ჰალსტუხი იწონებდა თავს, ხალათის სახელოები იდაყვებამდე აეკეცა, რაც მისი მკლავების რელიეფურ კუნთებს უსვამდა ხაზს, შუახნის იქნებოდა, ქერა თმა უკან გადაეწია და თითქმის მხრებამდე ეშვებოდა, სანდომიან, კუთხოვან, მძლავრი ნაკვთებით დამშვენებულ სახეს მოკლედ შეკრეჭილი ჟღალი წვერი უმშვენებდა, ღია ცისფერი, თითქმის სითეთრეში გადასული თვალებით სტუდენტებს მკაცრად და მრისხანედ, რენტგენისებური და სულში ჩამძვრომი მზერით აკვირდებოდა..
     ლექტორის მრისხანე და ამავდროულად შესანიშნავი ვიზუალიდან გამომდინარე აუდიტორიაში ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა, უცნობი მამაკაცი საოცარ ძალას და თავდაჯერებას ასხივებდა.
     ჟღალწვერა ლექტორმა ცარცი მაგიდაზე დადო, ჯიბიდან თეთრი, გახამებული ცხვირსახოცი ამოიღო, ცარცით დასვრილი თითები გაიწმინდა და გაიღიმა, ეს ჟესტი მოღრუბლულ ცაზე მზის გამობრწყინებას ჰგავდა. მან მზერა პირველ მერხზე გამოჭიმულ და სუნთქვაშეკრულ მარკს და მიას მიაპყრო, ერთხანს ეშმაკურად იღიმებოდა, თუ ტუჩების ოდნავ მორკალვას ღიმილი შეიძლება ეწოდოს, შემდეგ მზერა აუდიტორიაზე გადაიტანა.
     - მოგესალმებით ბავშვებო, - დადუმებულ, მაღალჭერიან ოთახში ექოსავით გაისმა მისი მტკიცე ხმა, - გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დადგომას, მე თქვენი ახალი ლექტორი გახლავართ, - მან პაუზა გააკეთა, - ლათინურ ენას და გრამატიკას შეგასწავლით,ამასთან დაკავშირებით გარკვეული ცოდნა გამაჩნია, წარმოშობით იტალიის დედაქალაქიდან-რომიდან ვარ, შეგიძლიათ დოქტორი ლუციუსი დამიძახოთ...

***** ისტორიის დასასრული *****


ავტორისგან: აი ესეც ასე, თითქმის ორწლიანი ჯახირის შემდეგ "წყურვილი" დასრულდა, რის გამოც გული მწყდება, მაგრამ როდისმე ხომ უნდა დასრულებულიყო?
მადლობას გიხდით ყველას, ჩემს შემფასებლებს, მკითხველებს, აქტიურ და პასიურ მეგობრებს, მათ-ვინც აკომენტარებდა და მათაც-ვინც არ აკომენტარებდა. თქვენ მე დიდი სიხარული განმაცდევინეთ!
იმედს ვიტოვებ, რომ ამ ისტორიის მკითხველთა უმცირეს ნაწილს მაინც მივანიჭე სიამოვნება.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით მათ, ვინც გვერდში მედექით და ხშირად თქვენდა გაუცნობიერებლად იდეებსაც მაწვდიდით :))
მადლობა მათაც, ვინც ვერ გაუძლო ჩემს ხშირ დაგვიანებებს და შეეშვა კითხვას, ამის გამო კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, ეს ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით და ცხოვრებისეული სირთულეებით იყო გამოწვეული.
პატივისცემით: ჰაიკო.



№1 სტუმარი Visitor

გილოცავ შრომის დასასრულს :)
კარგი იყო.
ზოგადად, მომწონს შენი ნაწერი - ჩამოყალიბებული, გამართულია.
ისე კი, მაინტერესებს მომდევნო რა ინქნება? სხვა ჟანრში ხომ არ ცდიდი თავს?
ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებებს გისურვებ :)

 


№2  offline მოდერი ჰაიკო

Visitor
გილოცავ შრომის დასასრულს :)
კარგი იყო.
ზოგადად, მომწონს შენი ნაწერი - ჩამოყალიბებული, გამართულია.
ისე კი, მაინტერესებს მომდევნო რა ინქნება? სხვა ჟანრში ხომ არ ცდიდი თავს?
ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებებს გისურვებ :)


გმადლობ:)
კი, აუცილებლად სხვა ჟანრში. ამ ჟანრში ძალიან რთულია წერა.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№3 სტუმარი ნიცა

მიყვარს❤️❤️ ძალიან მიყვარს და სულ ყოველთვის მოუთმენლად ველოდებოდი როდის დაიდებოდა. სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებასაც

 


№4  offline მოდერი ჰაიკო

ნიცა
მიყვარს❤️❤️ ძალიან მიყვარს და სულ ყოველთვის მოუთმენლად ველოდებოდი როდის დაიდებოდა. სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებასაც


გმადლობ ნიცა. მე თქვენ მიყვარხართ - ჩემი მკითხველები, რომლებიც სითბოს მჩუქნით, ენერგიას მაძლევთ და მაბედნიერებთ.
გაგრძელების რა გითხრა..
საოცრად დამღალა და ენერგია ბოლო წვეთამდე გამომწურა ამ ისტორიამ.
ახლა აღდგენა მჭირდება:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№5 წევრი goddess

"დოქტორი ლუციუსი" ჯანდაბა მართლა არ ველოდი ასეთ დასასრულს....
ნამდვილად არ მინდოდა დასრულებულიყო მაგრამ როგორც თქვი ყველაფერს აქვს დასასრული და ვერც ეს ისტორია ვერ იქნებოდა გამონაკლისი. მართლა საოცარი ისტორია გამოგივიდა და ღირდა ლოდინად, არც კი მინდოდა დამთავრებულიყო heart_eyes ერთი სიტყვით მომდევნო რა ჟანრის ისტორიაც არ უნდა იყოს ვფიქრობ შესანიშნავი იქნება და ამ ისტორიით ნამდვილად შეიძინე ერთგული მკითხველი heart_eyes ეს ჟანრი მართლაც რთულია,მაგრამ შენ შესანიშმავად გაართვი თავი heart_eyes
წარმატებები და გელოდები ახალი ისტორიით <3

 


№6  offline მოდერი ჰაიკო

goddess
"დოქტორი ლუციუსი" ჯანდაბა მართლა არ ველოდი ასეთ დასასრულს....
ნამდვილად არ მინდოდა დასრულებულიყო მაგრამ როგორც თქვი ყველაფერს აქვს დასასრული და ვერც ეს ისტორია ვერ იქნებოდა გამონაკლისი. მართლა საოცარი ისტორია გამოგივიდა და ღირდა ლოდინად, არც კი მინდოდა დამთავრებულიყო heart_eyes ერთი სიტყვით მომდევნო რა ჟანრის ისტორიაც არ უნდა იყოს ვფიქრობ შესანიშნავი იქნება და ამ ისტორიით ნამდვილად შეიძინე ერთგული მკითხველი heart_eyes ეს ჟანრი მართლაც რთულია,მაგრამ შენ შესანიშმავად გაართვი თავი heart_eyes
წარმატებები და გელოდები ახალი ისტორიით <3


მადლობას გიხდი ქალღმერთო, შენგან ყოველთვის სითბო და დადებითი მუხტი მოდიოდა, მიყვარს შენი კომენტარები და გამოჩენა, ყველაფრისთვის მადლობას გიხდი heart_eyes
ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
დიახ, თვით "დოქტორი ლუციუსი")))
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№7 სტუმარი სტუმარი მირა

მართალია ძალიან დიდი შუალედები იყო თავებს შორის,მაგრამ შენი ისტორია იმდენად საინტერესო იყო,რომ ეს მოლოდინი სასიამოვნოდ მეჩვენებოდა.ძალიან კარგი დასასრული იყო,ისეთი როგორსაც ეს ისტორია იმსახურებდა.თითოეული შენი გმირი შემაყვარე,იმდენად რეალურად დაგვიხატე.ყველაფერთან ერთად ძალიან განსხვავებული ისტორიაა და არ გავს ამ საიტზე ათასჯერ გადაღეჭილ ამბებს.მოკლედ იმედი მაქვს ახალი ისტორიითაც გიხილავთ.წარმატებები❤

 


№8  offline მოდერი ჰაიკო

სტუმარი მირა
მართალია ძალიან დიდი შუალედები იყო თავებს შორის,მაგრამ შენი ისტორია იმდენად საინტერესო იყო,რომ ეს მოლოდინი სასიამოვნოდ მეჩვენებოდა.ძალიან კარგი დასასრული იყო,ისეთი როგორსაც ეს ისტორია იმსახურებდა.თითოეული შენი გმირი შემაყვარე,იმდენად რეალურად დაგვიხატე.ყველაფერთან ერთად ძალიან განსხვავებული ისტორიაა და არ გავს ამ საიტზე ათასჯერ გადაღეჭილ ამბებს.მოკლედ იმედი მაქვს ახალი ისტორიითაც გიხილავთ.წარმატებები❤


მირა.. რა თქმა უნდა მიხილავ.. უბრალოდ ცხოვრების დედაც. უცნაურია(!) რომ აქამდე არცერთი თავი არ დაგიკომენტარებია;) საკმაოდ უცნაურია(!). ახალი ისტორიისას დაგელოდები.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№9 სტუმარი სტუმარი მირა

ჰაიკო
სტუმარი მირა
მართალია ძალიან დიდი შუალედები იყო თავებს შორის,მაგრამ შენი ისტორია იმდენად საინტერესო იყო,რომ ეს მოლოდინი სასიამოვნოდ მეჩვენებოდა.ძალიან კარგი დასასრული იყო,ისეთი როგორსაც ეს ისტორია იმსახურებდა.თითოეული შენი გმირი შემაყვარე,იმდენად რეალურად დაგვიხატე.ყველაფერთან ერთად ძალიან განსხვავებული ისტორიაა და არ გავს ამ საიტზე ათასჯერ გადაღეჭილ ამბებს.მოკლედ იმედი მაქვს ახალი ისტორიითაც გიხილავთ.წარმატებები❤


მირა.. რა თქმა უნდა მიხილავ.. უბრალოდ ცხოვრების დედაც. უცნაურია(!) რომ აქამდე არცერთი თავი არ დაგიკომენტარებია;) საკმაოდ უცნაურია(!). ახალი ისტორიისას დაგელოდები.

კომენტარების წერა ნამდვილად არაა ჩემი საყვარელი საქმიანობა????‍♀️აუცილებლად მივადევნებ თვალს შენს აქტიურობებს,ჩემი სახით ნამდვილად გყავს ერთგული მკითხველი????????

 


№10  offline მოდერი ჰაიკო

სტუმარი მირა
ჰაიკო
სტუმარი მირა
მართალია ძალიან დიდი შუალედები იყო თავებს შორის,მაგრამ შენი ისტორია იმდენად საინტერესო იყო,რომ ეს მოლოდინი სასიამოვნოდ მეჩვენებოდა.ძალიან კარგი დასასრული იყო,ისეთი როგორსაც ეს ისტორია იმსახურებდა.თითოეული შენი გმირი შემაყვარე,იმდენად რეალურად დაგვიხატე.ყველაფერთან ერთად ძალიან განსხვავებული ისტორიაა და არ გავს ამ საიტზე ათასჯერ გადაღეჭილ ამბებს.მოკლედ იმედი მაქვს ახალი ისტორიითაც გიხილავთ.წარმატებები❤


მირა.. რა თქმა უნდა მიხილავ.. უბრალოდ ცხოვრების დედაც. უცნაურია(!) რომ აქამდე არცერთი თავი არ დაგიკომენტარებია;) საკმაოდ უცნაურია(!). ახალი ისტორიისას დაგელოდები.

კომენტარების წერა ნამდვილად არაა ჩემი საყვარელი საქმიანობა????‍♀️აუცილებლად მივადევნებ თვალს შენს აქტიურობებს,ჩემი სახით ნამდვილად გყავს ერთგული მკითხველი????????


კარგი.. უბრალოდ შენმა სახელმა რაღაც ასოციაცია გამოიწვია ჩემში და მაგიტომ ვთქვი "უცნაურიათქო". მადლობა კიდევ ერთხელ heart_eyes
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№11 სტუმარი უცნაური მე (მირა)

როგორ მომენატრე ❤️
ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ წავიკითხავ აუცილებლად და მერე დაგიკომენტარებ.
კოდევ უნდა გაქრე?

 


№12  offline მოდერი ჰაიკო

უცნაური მე (მირა)
როგორ მომენატრე ❤️
ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ წავიკითხავ აუცილებლად და მერე დაგიკომენტარებ.
კოდევ უნდა გაქრე?


არვიცი, ვერაფერს დაგპირდები.
მაპატიე..
ვსიო.
წაიკითხე და გამიზიარე შენი აზრი:))
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№13  offline წევრი უცნაური მე

როგორც იქნა მოვიცალე და ერთიანად წავიკითხე ბოლო 5-6 თავი.
პირველ რიგში გილოცავ ისტორიის ფინალს. მიხარია რომ ეს ისტორია დასრულდა, რადგან ნამდვილად მეწყინებოდა დაუმთავრებელ ისტორიებში მისი ხილვა.
შენ იცი რომ ადრიდანვე მოგყვები და დიდი სიხარულით ველოდებოდი თითოეულ თავს...

ახლა უშუალოდ ისტორიაზე და პერსონაჟებზე :)
მია და მარკი.. ეს ორი ახალგაზრდა ნამდვილად ერთად უნდა ყოფილიყო ბოლოს. სწორი გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმისა რომ მე კოვაქსით ვარ მონისხული..
რებეკა ეს ქალბატონი ჯადოქარი ნამდვილად იმსახურებდა ბედნიერებას და მიხარია ასევე მისი ლუციუსის გვერდით ხილვა.
მარკუსი როგორც მოვიდა ისე გაქრა, კვალიც არ დატოვა :)
ტალიას ისტორიაში უფრო მეტ განვითარებას ველოდებოდი რატომღაც.
ლუციუსი-ეს ჯელტმენი ბევრი შენი მკითხველის გულში შეიჭრა და დაიპყრო დარწმუნებული ვარ :) ლუციუსი არის ერთადერთი პერსონაჟი, რომელსაც მთელი ისტორიის განმავლობაში იმედი არ გაუცრუებია არცერთხელ! და მაინც მე უბრალოდ მიყვარს ეს პერსონაჟი, დოქტორი ლუციუსი ❤️
და ბოლოოსს ჩემი საყვარელი კოვაქსი... მიუხედავად მისი შავბნელი წარსულისა და მიუხედავად მისი სისასტიკისა, მისი ცინიზმისა და ცინიკური ღიმილისაა მაინც ძალიან მიყვარს. აი ბოლოს მიასთან მისი შეხვედრა ღირდა მარტო ამ პერსონაჟისადმი დიდი პატივისცემისა და სიყვარულისთვის. ძალიან შემეცოდა და რამხელა ძალად დაუჯდებოდა წარმომიდგენია მიასთვის მეხსიერების წაშლა. მე მიყვარს კოვაქსი ❤️

ჰაიკო შენ კი რა გითხრა სხვა აბა? თუ დაიწყებ ახალ ისტორიას იცოდე რომ წავიკითხავ აუცილებლად და ჩემს მოკრძალებულ შეხედულებებსაც გაგიზიარებ ხოლმე დროდადრო :)

 


№14  offline მოდერი ჰაიკო

უცნაური მე
როგორც იქნა მოვიცალე და ერთიანად წავიკითხე ბოლო 5-6 თავი.
პირველ რიგში გილოცავ ისტორიის ფინალს. მიხარია რომ ეს ისტორია დასრულდა, რადგან ნამდვილად მეწყინებოდა დაუმთავრებელ ისტორიებში მისი ხილვა.
შენ იცი რომ ადრიდანვე მოგყვები და დიდი სიხარულით ველოდებოდი თითოეულ თავს...

ახლა უშუალოდ ისტორიაზე და პერსონაჟებზე :)
მია და მარკი.. ეს ორი ახალგაზრდა ნამდვილად ერთად უნდა ყოფილიყო ბოლოს. სწორი გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმისა რომ მე კოვაქსით ვარ მონისხული..
რებეკა ეს ქალბატონი ჯადოქარი ნამდვილად იმსახურებდა ბედნიერებას და მიხარია ასევე მისი ლუციუსის გვერდით ხილვა.
მარკუსი როგორც მოვიდა ისე გაქრა, კვალიც არ დატოვა :)
ტალიას ისტორიაში უფრო მეტ განვითარებას ველოდებოდი რატომღაც.
ლუციუსი-ეს ჯელტმენი ბევრი შენი მკითხველის გულში შეიჭრა და დაიპყრო დარწმუნებული ვარ :) ლუციუსი არის ერთადერთი პერსონაჟი, რომელსაც მთელი ისტორიის განმავლობაში იმედი არ გაუცრუებია არცერთხელ! და მაინც მე უბრალოდ მიყვარს ეს პერსონაჟი, დოქტორი ლუციუსი ❤️
და ბოლოოსს ჩემი საყვარელი კოვაქსი... მიუხედავად მისი შავბნელი წარსულისა და მიუხედავად მისი სისასტიკისა, მისი ცინიზმისა და ცინიკური ღიმილისაა მაინც ძალიან მიყვარს. აი ბოლოს მიასთან მისი შეხვედრა ღირდა მარტო ამ პერსონაჟისადმი დიდი პატივისცემისა და სიყვარულისთვის. ძალიან შემეცოდა და რამხელა ძალად დაუჯდებოდა წარმომიდგენია მიასთვის მეხსიერების წაშლა. მე მიყვარს კოვაქსი ❤️

ჰაიკო შენ კი რა გითხრა სხვა აბა? თუ დაიწყებ ახალ ისტორიას იცოდე რომ წავიკითხავ აუცილებლად და ჩემს მოკრძალებულ შეხედულებებსაც გაგიზიარებ ხოლმე დროდადრო :)



უცნაურო, ჩემო უცნაურო!
ვერ წარმოიდგენ ისე მიხარია შენი აქ დანახვა..
ალბათ თვალებში არ უნდა გიყურებდე, მხოლოდ თავს გიქნევდე..
მაგრამ!
მოკლედ, არ ვიცი რა ვთქვა, მზისებრ გამოანათე, სიღრმეში ჩაიხედე, ყველაფერი გა(მ)იგე, ყველაფერს მიხვდი..
მადლობა რომ ბოლომდე გამიძელი:)
მე ხომ უჟმური, უხიაგი და საშინელი ვარ, ვტოვებ ხალხს და შემდეგ ისევ ვბრუნდები, რომ ისევ დავტოვო:(
მაპატიე, მართლა.
მადლობა heart_eyes
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№15  offline წევრი თ.მ

გუშინ დავიწყე კითხვა,რადგან მხოლოდ დასრულებულ ისტორიებს ვკითხულობ. არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის.თითოეული პერსონაჟი ისე საინტერესოდ იყო წარმოჩენილი, მაგრამ ორს გამოვარჩევდი ლუციუს და კოვაქსს. ლუციუსი ეს იყო პერსონაჟი რომელიც ჩემში უდიდეს პატივისცემას და დადებით ემოციებს აღძრავდა, მაგრამ კოვაქსი... არ ვიცი რა ვთქვა, ოღონდ მართლა, ამ პერსონაჟმა ჩემთვის დაამტკიცა რომ უსასტიკეს არსებასაც კი შეუძლია წრფელი სიყვარული. ბოლო თავში კი როდესაც ის ავიწყებდა მიას მათ ისტორია, ის სიტყვები და ემოცია არ დამავიწყდება, ერთერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი მომენტი იყო მთელი ისტორიის მანძილზე. ზოგადად ეს ჟანრი ნომერ პირველია ჩემთვის და ძალიან გამიხარდა, რომ ქართულად ასეთი კარგი შინაარსით წავიკითხე. ვფიქრობ კარგი იქნება ახალ ისტორიებსაც თუ დადებ. კარგად წერ და აუცილებლად უნდა შემხვდეს ამ საიტზე შენი ახალი ისტორიები. წარმატებეს გისურვებ და მადლობა ასეთი ისტორიის შექმნისთვის.

 


№16  offline მოდერი ჰაიკო

თ.მ
გუშინ დავიწყე კითხვა,რადგან მხოლოდ დასრულებულ ისტორიებს ვკითხულობ. არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის.თითოეული პერსონაჟი ისე საინტერესოდ იყო წარმოჩენილი, მაგრამ ორს გამოვარჩევდი ლუციუს და კოვაქსს. ლუციუსი ეს იყო პერსონაჟი რომელიც ჩემში უდიდეს პატივისცემას და დადებით ემოციებს აღძრავდა, მაგრამ კოვაქსი... არ ვიცი რა ვთქვა, ოღონდ მართლა, ამ პერსონაჟმა ჩემთვის დაამტკიცა რომ უსასტიკეს არსებასაც კი შეუძლია წრფელი სიყვარული. ბოლო თავში კი როდესაც ის ავიწყებდა მიას მათ ისტორია, ის სიტყვები და ემოცია არ დამავიწყდება, ერთერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი მომენტი იყო მთელი ისტორიის მანძილზე. ზოგადად ეს ჟანრი ნომერ პირველია ჩემთვის და ძალიან გამიხარდა, რომ ქართულად ასეთი კარგი შინაარსით წავიკითხე. ვფიქრობ კარგი იქნება ახალ ისტორიებსაც თუ დადებ. კარგად წერ და აუცილებლად უნდა შემხვდეს ამ საიტზე შენი ახალი ისტორიები. წარმატებეს გისურვებ და მადლობა ასეთი ისტორიის შექმნისთვის.


დიდ მადლობას გიხდი ასეთი დადებითი კომენტარისთვის:)
არ ვაპირებდი კიდევ დამეწერა ამ ჟანრში რამე, მაგრამ რა არის იცი? ჩემი პერსონაჟებიდან რამდენიმე დამაკლდა, თითქოს კარგად ვერ გავაცანი მკითხველს ისინი, ან სწორი მხრიდან ვერ გავაცანი, ასეთი შეგრძნება დამრჩა.
ახალი, მსგავსი ჟანრის ისტორიის პირველი თავი უკვე შექმნის პროცესშია და მასში ალბათ ამ ისტორიის რამდენიმე პერსონაჟს შეხვდებით, უპირველესად კი კონორს, ახალი ისტორია დიდი ალბათობით მის გარშემო იტრიალებს.
მადლობა კიდევ ერთხელ და ვნახოთ რა გამომივა.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№17 სტუმარი სტუმარი Teona-teo

ჰაიკო დიდი მადლობა შენ ასეთი სიამოვნება რომ მომანიჭე ❤ სასიამოვნოდ წასაკითხი და ჩამთრევი ისტორიაა. დაგვიანებებისთვის კი იმსახურებ საყვედურს მაგრამ ისტორია ისეთი კარგია ვერ გეუბმები ვერაფერს. კომენტარებში შენ თქვი რო დრტექტივის წერა უნდა ვცადოვო და მინდა გთხოვო რო ესე აღარ დააგვიანო ხოლმე რადგან დიდხანს რომ გიწევს თავების ლოდინი ის მუხტი იკარგება რაც ასეთი ისტორიების კითხვას აქვს ხოლმე და გითრევს წიგნის სამყაროში❤

მოუთმენლად დაველოდები შენს ახალ ისტორიას❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent