შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღსარება [სრულად]


8-03-2020, 23:25
ავტორი ელპინი
ნანახია 2 933

მზეა, ეშმაკო. ჩემი საყვარელი ამინდია, გარეთ ვზივარ, კიბეზე და ვცდილობ, შენი პოზიცია დავიკავო ჩემ გვერდით. მინდა - საკუთარ წელს ხელები შემოვხვიო ისე ძლიერად, ძვლების ტკაცუნი გავიგონო. შენ ხომ ყოველთვის ასე მეხუტები? საზიზღრად თბილი ჩახუტება იცი. შენი მუხტის ნაწილაკები თითოეულ უჯრედში მინაწილდება და მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობ, რომელიც შენს ტუჩებზე და არამარტო - კოცნებად იღვენთება. მიყვარს შენი მხურვალე სხეული, რომელიც ჩემ შეხებამდე - გრილია და მერე იწვი. მაგიჟებს შენი ღრმა ამოსუნთქვები, როცა ჩემ სიახლოვეს გრძნობ და მიუხედავად იმისა რომ შენ არასდროს გჯეროდა შენი გამოხატული გრძნობების პროცენტული განუზომელობის, მე დაგიმტკიცე რომ - მართალი ვარ. სინამდვილეში, მელოდი. ყველას ჰყავს თავისი ანგელოზი, ხომ იცი? ვიდრე მას იპოვი, ყველაფერი სისულელეა. რამდენი ნაბიჯიც არ უნდა გადადგა, ყველა არასწორია. ცხოვრებას მხოლოდ მაშინ იწყებ და სწავლობ, როცა გვერდით სულის ნაწილი გყავს. რამდენ ხანს მელოდი, ჩემო? მეც ხომ გელოდი? ეგ არის, რომ ერთმანეთისთვის დავიბადეთ და მე ვიწამე, რომ ჩემი სასწაული ხარ. ახლა ისიც მწამს, რომ ჩემ საფიცარ ხატად იქეცი. ჩემი ტაძარი ავაშენე, სადაც ჩემი ეშმაკი ყველაზე დიდი, უსივრცო და მოცულობის არმქონე ღმერთია. ვერავინ იტყვის, რომ განსაზღვრული ხარ ან შენი ძალები ოდესმე ამოიწურება. წამში შეგიძლია გამაბედნიერო. შენ მე მეკუთვნი შენი ყველაფრით და ეს ყველაფერი ამოუხსნელია, რადგან ამოუწურავი ხარ ჩემზე ზრუნვით. გუშინ უფრო ნაკლებად მიყვარდი, ვიდრე დღეს და ისე სწრაფად იზრდები ჩემში, როგორც ჩემი გულისცემა ჩვენს პირველ პაემანზე, მეორე პაემანზე, მესამე პაემანზე, მეოთხეზე და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად მუდამ იმიტომ, რომ, როცა ჩემ გვერდით ხარ, მთელი ჩემი სხეული გამცემს. ჯანდაბა! ვერ მოგატყუებ. მე შენ ვერასდროს მოგატყუებ. ვერ დაგემალები. არასდროს მენდომება ეს. ხვდები, რას მიკეთებ? ჩემდაუნებურად ჩემი სხეული ყველაფერს გიყვება ჩემს შეგრძნებებზე, რომლებიც შენი - თუნდაც არსებობითაა გამოწვეული, რომ არ გადავიდეთ ქმედებებზე, რომლებიც სიცოცხლის მასაზრდოებელ მომავალ წლებად გასდევენ აწმყოს და იმის საშუალებას მაძლევენ, რომ მომავლის ოცნებები რეალობად ვაქციო. ეს ყველაფერი - შენი წყალობით. ჩვენ ცალ-ცალკე ვიქნებოდით ჩვეულებრივი "ადამიანები". თუ ამ დებულებას მაქსიმუმამდე ავიყვანთ, "არაჩვეულებრივი" ადამიანები. არც ერთია საკმარისი ცხოვრებისთვის. მხოლოდ: ეშმაკი - ანგელოზი, ან პირიქით, როგორც საპირისპირო დებულება, თუნდაც, პარალელური გადატანა, რომელიც უცვლელად, თითოეული სანტიმეტრის გათვალისწინებით ხორციელდება: ანგელოზი - ეშმაკი. ის სანტიმეტრები კი - წამებია, რომლებიც ნაწილობრივ გვიტევენ, მაგრამ ვატყობ - წელიც არ გვეყოფა იმდენად "ვგროვდებით" ძაფის გორგალივით, რომელიც ერთმანეთის ხიდად გაგვედება. ჩვენ - ერთად - სამყაროს გადავწონით.

შენზე ფიქრები მხვიარებივით დაცოცავენ ჩემს სხეულზე, როგორც შენი თითები - ყოველთვის. დღითიდღე მემატები და იზრდები ჩემში, ვით ტყემლის ხეები, რომლებიც რიგად ჩამდგარან ხეივანში და გაზაფხულის დადგომას გვამცნობენ. შენ საკუთარი გაზაფხული გყავს, რომელიც მე ვარ და გჭირდები ისე, როგორც წვიმა რომ ხანდახან გამაღიზიანებელმა ადამიანებმა ვერ გაიგონ - ვტირი. შენ ჩემი მფარველი ხარ, რომელიც ცრემლებს წვიმის წვეთებს ურევს და არავის აგებინებს, რომ მტკივა. შენ ყველაზე დიდი სიძლიერე ხარ - ჩემი, ვინაიდან შენი მალები ჩემი გზაა. არასდროს შემეშინდება, თუ დავეცემი იმიტომ, რომ დამიჭერ.
ჩემში ახლადდაბადებული მცენარე ხარ, რომლის სურნელიც ეფრქვევა ყოველივეს და სანუკვარად იქცევი. არ ვიცი, რას უნდა შეგადარო, ან რა ტროპის სახე უნდა გამოვიყენო შენ აღსაწერად. ვერც ერთი მეტაფორა, რომელიც თავისი ემოციურობით ჯაბნის დანარჩენს, ვერ გადმოსცემს შენს სიდიადეს და ვისაც არ სჯერა ეშმაკის სასწაულის, უბრალოდ, სულელია. ან უარესი - ცხოვრებაში არ გაუმართლა და მისთვის შეუსაბამო ადამიანს შეხვდა, რომელიც რომ ჰკითხო, სიგიჟემდე უყვარს, მაგრამ ეს ისეთი პათეტიკურია, ყველა ამჩნევს და იბადება აზრი - რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული?

გაზაფხულის მზე ყველაზე თბილია, მგონი. სიცოცხლის საწყისია, ვფიქრობ. როგორ შეიძლება მზე არ გიყვარდეს? შენ არ გიყვარს, ვიცი, მაგრამ ჩემ გამო უნდა შეიყვარო. თუმცა, სადღაც, გულის სიღრმეში - ვგრძნობ, რომ გიყვარს. აბა, ისე ხომ ვერ შეძლებდი ჩემ გვერდით ჯდომას მზის გულზე? ჯანდაბა, მზეც რომ არ იყოს, შენ მათბობ! ეშმაკი მათბობს, ამის დედაც. ასე როდის შემიყვარდი? შენი სხეულის ერთ უჯრედსაც რომ ვეხები, ვიშანთები. თითქოს, შენ თვითონ ხარ მზე და ეს ისეთი ამოუცნობია, როგორც მზის ამოსვლა აღმოსავლეთიდან და არა - დასავლეთიდან. შენ ყველაზე დიდი ფესვიანი განტოლება ხარ, რომლის ძირიც არასდროს მოიძებნება და უსასრულოდ გაგრძელდება. შენ ერთადერთი უდასაწყისო და უდასასრულო ეშმაკი ხარ სამყაროში. თითქოს, სხვა პლანეტაზე დაიბადე - ჩემსავით, მაგრამ ჩვენი შეხვედრა ყველანაირად გარდაუვალია. ერთმანეთისთვის დავიბადეთ და ეს იმ ღამით ვიცოდი, როცა პირველად მოგწერე. 01:15.

მე ხომ შენთვის მნიშვნელოვანი ვარ? - ცამდე მნიშვნელოვანი, განუზომელი და არც ერთი ეპითეტი ეყოფა შენს სიყვარულს ამის ასახსნელად. შენი თითოეული ამოსუნთქვაც კი დამამტკიცებელია იმის, რომ უგონოდ გიყვარვარ. შენი ერთი შემოხედვაც კი ასაბუთებს იმას, რომ შენი სამყარო მხოლოდ მე ვარ და ჩემთვის სუნთქავ. ათასჯერ ხომ მაინც მითქვამს - არ ვიცი, რით დაგიმსახურე-მეთქი? იდეაში, ანგელოზი ვარ. ან, შენ გგონია ასე. მიუხედავად იმისა რომ მე მჯერა შენი, ჩემი თავი იმედებს მიცრუებს. ჯანდაბა, მე ისე მკლავს ეს და მანადგურებს, რომ შენ ასეთი საოცარი გგონივარ, საკუთარი თავი მეზიზღება. რამდენჯერაც ჩემს თავს სარკეში ვუყურებ, იმდენჯერ ძვლები მემსხვრევა.
მე არ ვარ შენი სიყვარულის ღირსი. მხოლოდ ესაა ყველაზე დიდი სიმართლე სამყაროში და ისიც, რომ ლაპარაკი არ შემიძლია, მაგრამ ყოველთვის - მაინც ბევრს "ვლაპარაკობ". ეს მხოლოდ შენთან ხდება ასე. მე შენ გეკუთვნი, შენ - მე. აქ კი ყველაზე მძიმე წერტილი იწერება, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი წაშლის.

იცი, ყველა სულიერი კონკრეტულია, მაგრამ მე ყველაზე აბსტრაქტული მგონიხარ. შენ, როგორც ეშმაკი, ყველაზე ხელშეუხებელი ხარ, მაგრამ ვიცი, ჩემს შეხებებზე ფიქრობ, რომლებიც საუკუნო ისტორიებად დარჩება შენს მეხსიერებას. შენი ყველა წერტილი ჩემია და შენ წმინდა ღმერთი ხარ ჩემი.
ჯანდაბა, შენი კოცნა საშინლად მიყვარს. წითელი ყურძნის ჯიში - პინო ნუარი - ზუსტად ეს გემო გაქვს. სავსე, მძიმე სხეულიანი, წითელი, ლალისფერ - ზოგჯერ ყავისფერში გადასული ტონალობით. მჟავიანობით აღსავსე. პლუს, შავი მალბორო, რომელიც გიყვარს და გიხდება - ათასჯერ მითქვამს. ამის წერისას გულ-მუცელი მეწვის. შენ ჩვეულებრივზე ცხადად გგრძნობ. ჩემი ყველაზე დიდი სირეალურე ხარ.

ის მაისური მაცვია, რომლიდანაც სავსე მკერდი ყველაზე ლამაზად ჩანს, როგორც შენ ამბობ და მას შენი სუნი ასდის. მაისურის ქვეშ კი, ჩემს სხეულზე, ის შეხებებია, რომლებიც ალერსით დამიტოვე. ხომ გითხარი, საუკუნო ისტორიები-მეთქი? უჩუმრად, ისე რომ საკუთარმა თავმაც ვერ შემამჩნიოს, ცხვირს მხრისკენ ვწევ, ტუჩებს ნაჭერს ვაკრავ და ღრმად ვისუნთქავ შენს ჩასუნთქვებს. ყველა იმ მოლეკულათა მოძრობას, რომელთაც სახის წრიული მოძრაობებით ხაზავდი, ჩემს სახეს ვაყოლებ და რადიუსების შეერთების ადგილზე, თვითონ ვტოვებ ჩასუნთქვას და ვფიქრობ, როდის ამოისუნთქავ, რომ მეც ამოვისუნთქო. იმასაც ვიაზრებ, რომ არ მინდა ცალ-ცალკე ვისუნთქოთ. არც შენ გინდა. ეს ისედაც შეუძლებელია. ჩვენ თანაბრად ვსუნთქავთ. რამდენ ტავტოლოგიას ვიყენებ, არა? ვის ახსოვს ეს, როცა ცამდე შეყვარებული ხარ? როცა სიკვდილამდე შეყვარებული ხარ? როცა ეშმაკზე შეყვარებული ხარ?
გახსოვს, როგორ მკოცნიდი?
მგონია, დედამიწის ბოლოს ვდგავარ და ყველა მხრიდან წამოსული მუხტი შენი კოცნის დროს ერთად გროვდება ჩემში. ხანდახან ჰორიზონტი სადაც იწყება, იქაც ვარ და ხაზის დანარჩენ გაგრძელებაზე თავად ვუშვებ შენკენ ჩემში არსებულ ყველა ტალღას. იცოდე, რომ ათასი ტალღაა ჩემს სხეულში. ყველას სხვადასხვა სახელი აქვს და შენ ხშირად ცურავ მათში. უფრო სწორად, ხშირად არა, სულ. მე შენი ზღვა ვარ, შენ ჩემი ოკეანე. შენ მე მომიცავ და მთელ არსებაში მინახავ. ამაზე ფიქრი ავადმყოფურად მიყვარს და ისიც მიყვარს, რომ მე შენ გეკუთვნი. ყველაზე მთავარი - მე შენ გჭირდები, რომ იცოცხლო და იგრძნო, სუნთქავ. შენ კი - შენი ყველა ნაწილით - მეჩემები.

ჯანდაბა! უცებ გაწვიმდა, იცი? მოიქუფრა ცა. ჩემ ამინდს შენი გამოეკიდა იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ჩვენი ცალ-ცალკე ყოფნა.
ხმა მესმის და მახსოვს, ერთხელ პარკში ჩვენც გვაწვიმდა. მაშინ მითხარი, რომანტიულიაო და გაგვეცინა, ახლა ვიცი, უბრალოდ - სიცოცხლეა. იმ პარკს რამდენი რამ ახსოვს ჩვენი. რამდენჯერაც ჩავივლი, ბედნიერებისგან თვალები მიცრემლდება. ყველაზე გემრიელი სიხარულის ცრემლებია.

წვიმს და ჩვენი წვიმა შენკენ მომავალ გზაზე ეფინება და ვხედავ, მანდ, სადღაც ჩვენი ლანდები ცეკვავენ. ისე მინდა მუხლებზე დავეცე, ამ თმებზე დამაწვიმოს და ცრემლები წვეთებში შევურიო, როგორც შენი ნახვა - ყოველთვის.
მარჯვნივ მიყვარხარ-მა ჩამიქროლა,
მარცხნივ - მენატრები-მ,
მე კიდევ, გარდა ამისა, ვიცი - მჭირდები აქვეა, ყველაფრის ცენტრში.
ახლა ეს სიტყვები ისე ცეკვავენ, როგორც ჩვენ თეთრ ხიდზე.
შენი ხელები - წელზე,
ჩემი თითები - მხრებზე,
ჩვენ ქვეშ კი - რიონი და იქვე მუსიკა - ტალღების თქარუნით.
პირდაპირ - ციცინათელა და ვგრძნობ, რომ გიბრწყინავს თვალები.
ყველაფერი იდუმალია:
- ჩემი თავი შენს კისერზე
და
- შენი ცხვირი ჩემს ყელში.

არც კი ვიცი, რას უნდა მოვუსმინო. არა, რა ხმას უნდა გამოვყვე, რომ შენამდე მოვიდე და ჩაგეხუტო. თუმცა, ჩემგან შორს არ ხარ და არც მჭირდება მოსვლა. შენ ყოველთვის ჩემ გვერდით ხარ. ჩემებრ გიჟი ხარ და ჩემთვის დაიბადე, რომ ყველა წუთი მაჩუქო. არც მე და არც შენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ მარსზე მარტო დამტოვებ. შენ როგორი ამოუხსნელი ხარ, იცი? მე ვიცი.

პატარა საიდუმლო მინდა გითხრა:
ღამით ხშირად გელაპარაკები. როცა შენ გძინავს და მე უცებ გამეღვიძება, გეძებ და ჩვენს ლოგინზე, რომელიც საიდუმლოებებს ინახავს, ზუსტად იმ ფორმაში ვწვები, როგორც შენ - ყოველთვის. ჩუმად გკოცნი ზურგზე, მხრებზე, კისერში და შენ არც კი იმჩნევ, ისე გსიამოვნებს. ჩემი ყველა შეხება გიყვარს, თუნდაც, უბრალოდ წამის ნახევარს მოიცავდეს ეს. ღმერთმა უწყის, თითს რამდენჯერ გადაგატარებ ხოლმე ტუჩზე. უბრალოდ - მიყვარხარ. იმის იქით არაფერი არსებობს, იცი?

ხანდახან იცი რა მინდა?
ვინმე ისეთი მყავდეს, ვისაც შენზე მოვუყვები. ვეტყვი, რომ საოცარი ხარ და ჯანდაბა! ახლა ისევ თვალები მიცრემლდება მხოლოდ იმიტომ, რომ აუხსნელად მიყვარხარ. იცი რამდენჯერ მიტირია იმის გამო, რომ ვერ გეუბნებოდი, როგორ მიყვარხარ? ვტიროდი იმიტომ, რომ მეგონა, თუ არ აგიხსნიდი, ვერ დამიჯერებდი. ახლა, მგონია, რომ, როცა ნამდვილად გიყვარს, ამას ვერასდროს ახსნი. ვისაც არ უნდა ელაპარაკო, ღმერთიც რომ ჩამოვიდეს ციდან, ვერც იმას აუხსნი, თუმცა, თვალები სარკეა. ყველაზე დიდი სარკე. მე რომ ვოცნებობ ჩვენს ოთახში ჭერზე იყოს, იმაზე დიდი სარკეც კი. ძალიან ბევრს იტევს. ფურცელზე რომ დაგიწერე მრავალი ამხსნელი სიტყვა იმისა, თუ როგორ მიყვარხარ, არც ეგ ჰყოფნის. თავიც რომ მოვიკლა შენი სიყვარულისთვის და გული გამისკდეს, არც ეგ მეყოფა ასახსნელად. ჩვენი სიყვარული იდუმალია. რამდენი სიტყვაც არ უნდა მოიძებნოს, ვერაფერი ახსნის ამას. ძლიერია, ეშმაკო. უამრავი ფუნტია.

შენ ჩემი ეშმაკი ხარ. მე კი - შენი ანგელოზი. ჩემი ყველაზე დიდი აღსარება ხარ, რომელსაც შემიძლია უსასრულოდ ველაპარაკო, თუნდაც ეს უბრალოდ თვითმფრინავის ხაზი იყოს, რომელიც წვრილ და სწორ წრფედ რჩება ცაზე. მე ყველაზე პერფექციონისტი არსება ვარ სამყაროში, მაგრამ შენი სრულყოფილება ჩემს საზღვრებსაც კი ანგრევს. რამდენი სისულელეც არ უნდა ვთქვა, არასდროს არაფერი შეიცვლება, რადგან შენ ყოველთვის მომისმენ.

გგრძნობ და მგრძნობ.
არ არსებობს რაიმე ამაზე დიდი, ამოუხსნელი, თან ყველაზე - ნათელი.

შენი ჩემდამი რწმენა ამოუწურავია.

საერთოდ, შენ ხარ ჩემი - რწმენა.

- რაც არ უნდა იყოს, შენ ხარ ჩემი ანგელოზი და რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი სასჯელი იქნები მუდამ.
- მაპატიე.

ახლა მზე და წვიმა ერთადაა.
მოდი, ის სულელური ფრაზა იყოს - "მზე პირს იბანს."



№1  offline მოდერი სალანდერი

ტრადიციულად. . .

 


№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
ტრადიციულად. . .

მიყვარხარ. . .

 


№3  offline მოდერი სალანდერი

მანამ გაძელი
სანამ ზღვა მოვა,
(ზღვამ თვითონ იცის როდის მოვიდეს)
სანამ
თვალებში
ღმერთი
ამოვა,
სანამ
ღმერთამდე
მე გიპოვნიდე.
მანამ გაძელი სანამ წვიმები
და ქარიშხლები გათავდებიან,
ძალით ნურასდროს გაიღიმები
იმ მოტივით, რომ გადამდებია.
გვიან კვდებიან მეოცნებენი
და იოცნებე დაუსაბამოდ
შენი მხრებია ჩემი მცნებები
შენი ტანია ჩემი საბანი.
ყველა
ყვავილი
ინდივიდია,
რაღა ვინატრო?
რატომ
მიდიან
ღიმილები
დასალიერში?
მე როცა ვამბობ
"ჩემი ღმერთი შენში ბინადრობს"
შენ
როგორ
ამბობ,
რომ
ერთ
დღეში
დაცარიელდი?! . . .

მიხვდი ხომ?. . .

 


№4  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
მანამ გაძელი
სანამ ზღვა მოვა,
(ზღვამ თვითონ იცის როდის მოვიდეს)
სანამ
თვალებში
ღმერთი
ამოვა,
სანამ
ღმერთამდე
მე გიპოვნიდე.
მანამ გაძელი სანამ წვიმები
და ქარიშხლები გათავდებიან,
ძალით ნურასდროს გაიღიმები
იმ მოტივით, რომ გადამდებია.
გვიან კვდებიან მეოცნებენი
და იოცნებე დაუსაბამოდ
შენი მხრებია ჩემი მცნებები
შენი ტანია ჩემი საბანი.
ყველა
ყვავილი
ინდივიდია,
რაღა ვინატრო?
რატომ
მიდიან
ღიმილები
დასალიერში?
მე როცა ვამბობ
"ჩემი ღმერთი შენში ბინადრობს"
შენ
როგორ
ამბობ,
რომ
ერთ
დღეში
დაცარიელდი?! . . .

მიხვდი ხომ?. . .

ძალიან მიყვარხარ, ჩემო. . .

შეიძლება, გასკდეს გული. . .

 


№5  offline წევრი ნანა73

სივრცეები არ ჰყოფნის შენს სიყვარულს... ასე მგონია, მარტო შენს გძნობებზე გინდა წერო . მთელ სამყაროს გააგებინო როდის გიხარია, დარდობ, განიცდი, გენატრება...

 


№6  offline ადმინი ელპინი

ნანა73
სივრცეები არ ჰყოფნის შენს სიყვარულს... ასე მგონია, მარტო შენს გძნობებზე გინდა წერო . მთელ სამყაროს გააგებინო როდის გიხარია, დარდობ, განიცდი, გენატრება...

ჰო, მენატრება. . .
სიყვარული იმდენად დიდი რამეა, გასაქანს არ მაძლევს, რომ სხვა რამეზე ვწერო. . .
მართალი თქვი, ნანა. . .

 


№7  offline წევრი სიბილა

ჩემ ამინდს შენი გამოეკიდა, იმიტომ რომ შეუძლებელია ჩვენი ცალკ-ცალკე ყოფნა.სერიოზულად?ამიტომ წერ , ხო...N ყველა ერთად გადავრჩეთ შემო ემოციებისგან, ან ყველა ერთად წაგვლეკოს, ახლა კი ყველაზე უმჯობესი ხდება..დაბრუნებას და მალე დაბრუნებას...გისურვებ აქ დაყველაგან, შენი და და...ამინდებიც ხომ ერთია)))

 


№8  offline ადმინი ელპინი

სიბილა
ჩემ ამინდს შენი გამოეკიდა, იმიტომ რომ შეუძლებელია ჩვენი ცალკ-ცალკე ყოფნა.სერიოზულად?ამიტომ წერ , ხო...N ყველა ერთად გადავრჩეთ შემო ემოციებისგან, ან ყველა ერთად წაგვლეკოს, ახლა კი ყველაზე უმჯობესი ხდება..დაბრუნებას და მალე დაბრუნებას...გისურვებ აქ დაყველაგან, შენი და და...ამინდებიც ხომ ერთია)))

რუს, შენ ყველაფერი იმაზე კარგად გესმის, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. . .
ეს არ ყოფილა დაბრუნება, სხვა მუხტი აქვს დაბრუნებას და ამას სახელი არ აქვს, ან კი აქვს და აღსარებაა. . .
ჩემთვის ვერ დავიტევდი ამდენ სიყვარულს, რომ არ მეგრძნო სადღაც არსებობს და ადამიანებს შეუძლიათ იფიქრონ "ასეთ" სიყვარულზე. . .
ძალიან მიყვარხარ და ძალიან მიხარია, რომ აქ, "ჩვენებურად" გიცნობთ!. . .

 


№9  offline წევრი სიბილა

ელპინი
სიბილა
ჩემ ამინდს შენი გამოეკიდა, იმიტომ რომ შეუძლებელია ჩვენი ცალკ-ცალკე ყოფნა.სერიოზულად?ამიტომ წერ , ხო...N ყველა ერთად გადავრჩეთ შემო ემოციებისგან, ან ყველა ერთად წაგვლეკოს, ახლა კი ყველაზე უმჯობესი ხდება..დაბრუნებას და მალე დაბრუნებას...გისურვებ აქ დაყველაგან, შენი და და...ამინდებიც ხომ ერთია)))

რუს, შენ ყველაფერი იმაზე კარგად გესმის, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. . .
ეს არ ყოფილა დაბრუნება, სხვა მუხტი აქვს დაბრუნებას და ამას სახელი არ აქვს, ან კი აქვს და აღსარებაა. . .
ჩემთვის ვერ დავიტევდი ამდენ სიყვარულს, რომ არ მეგრძნო სადღაც არსებობს და ადამიანებს შეუძლიათ იფიქრონ "ასეთ" სიყვარულზე. . .
ძალიან მიყვარხარ და ძალიან მიხარია, რომ აქ, "ჩვენებურად" გიცნობთ!. . .

გისურვებმეთქი..დაბრუნებას...შე მართლა ჩვენნ თუ ჩემებურო

 


№10  offline ადმინი ელპინი

სიბილა
ელპინი
სიბილა
ჩემ ამინდს შენი გამოეკიდა, იმიტომ რომ შეუძლებელია ჩვენი ცალკ-ცალკე ყოფნა.სერიოზულად?ამიტომ წერ , ხო...N ყველა ერთად გადავრჩეთ შემო ემოციებისგან, ან ყველა ერთად წაგვლეკოს, ახლა კი ყველაზე უმჯობესი ხდება..დაბრუნებას და მალე დაბრუნებას...გისურვებ აქ დაყველაგან, შენი და და...ამინდებიც ხომ ერთია)))

რუს, შენ ყველაფერი იმაზე კარგად გესმის, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. . .
ეს არ ყოფილა დაბრუნება, სხვა მუხტი აქვს დაბრუნებას და ამას სახელი არ აქვს, ან კი აქვს და აღსარებაა. . .
ჩემთვის ვერ დავიტევდი ამდენ სიყვარულს, რომ არ მეგრძნო სადღაც არსებობს და ადამიანებს შეუძლიათ იფიქრონ "ასეთ" სიყვარულზე. . .
ძალიან მიყვარხარ და ძალიან მიხარია, რომ აქ, "ჩვენებურად" გიცნობთ!. . .

გისურვებმეთქი..დაბრუნებას...შე მართლა ჩვენნ თუ ჩემებურო

მიყვარხარ მე შენ. . . ♥️♥️♥️

 


№11  offline მოდერი ჰაიკო

ელპინ, ძალიან მაგარია(წასაკითხად) და ძალიან მტკივნეულია ალბათ(შენთვის).
სასწაული ხარ, საიდან მოგაქვს ასეთი ეპითეტები, შედარებები, შეფასებები..
ყოჩაღ, უსასრულობა ხარ!
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№12  offline ადმინი ელპინი

ჰაიკო
ელპინ, ძალიან მაგარია(წასაკითხად) და ძალიან მტკივნეულია ალბათ(შენთვის).
სასწაული ხარ, საიდან მოგაქვს ასეთი ეპითეტები, შედარებები, შეფასებები..
ყოჩაღ, უსასრულობა ხარ!

რა ხანია, არ გამოჩენილხარ.
უსასრულოდ გამეღიმა, მადლობა ასეთი თბილი შეფასებისთვის. ♥️

 


№13  offline მოდერი ჰაიკო

ელპინი
ჰაიკო
ელპინ, ძალიან მაგარია(წასაკითხად) და ძალიან მტკივნეულია ალბათ(შენთვის).
სასწაული ხარ, საიდან მოგაქვს ასეთი ეპითეტები, შედარებები, შეფასებები..
ყოჩაღ, უსასრულობა ხარ!

რა ხანია, არ გამოჩენილხარ.
უსასრულოდ გამეღიმა, მადლობა ასეთი თბილი შეფასებისთვის. ♥️


მართალია, დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ.
გუშინ წავიკითხე ეს შენი სულის და ფიქრების გამოძახილი, მაგრამ ვერ დავწერე კომენტარი, არ ვიცოდი რა უნდა დამეწერა.
დღესაც წავიკითხე:) ისევ მომეწონა:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№14  offline ადმინი ელპინი

ჰაიკო
ელპინი
ჰაიკო
ელპინ, ძალიან მაგარია(წასაკითხად) და ძალიან მტკივნეულია ალბათ(შენთვის).
სასწაული ხარ, საიდან მოგაქვს ასეთი ეპითეტები, შედარებები, შეფასებები..
ყოჩაღ, უსასრულობა ხარ!

რა ხანია, არ გამოჩენილხარ.
უსასრულოდ გამეღიმა, მადლობა ასეთი თბილი შეფასებისთვის. ♥️


მართალია, დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ.
გუშინ წავიკითხე ეს შენი სულის და ფიქრების გამოძახილი, მაგრამ ვერ დავწერე კომენტარი, არ ვიცოდი რა უნდა დამეწერა.
დღესაც წავიკითხე:) ისევ მომეწონა:)

ისევ ძალიან დიდი მადლობა.
ვახ, გამეღიმა! :)

 


№15  offline წევრი აბაშიძე

ელ.

ასე მგონია ყველა ზედმეტი ვართ -თქო.

ყველა თქვენ ორის გარდა.

სიყვარულის არსებობის რომ არ მჯეროდეს ალბათ ვიწამებდი შენი წაკითხვის შემდეგ.

მეგონა გავსკდებოდი.
ვიტირებდი.
ვიკივლებიდი.

ეს რა წავიკითხე ელ.

ვინ ხარ შენ.

თქვენ?

დილით.
ექვისს წუთებზე რომ ამას ვკითხულობ ნორმალური არაა.
გამაგიჟო შეიძლება.

არა ჯანდაბა.

ყოველგვარ სიგიჟეს სცდები უკვე.

ჩვენც უნდა გაგვაიჟო ხო.

ჩემი ფავორიტია.
ან არა.
არ მახსოვს.
სხვა ახლა არაფერი მახსოვს.

რამდენს იტევ?

კიდევ ერთხელ ვერ ვხვდები აქ რა გინდა.

ასეთ მცირე აუდიტორიაში ელ?

მეორედ მოვიდა გაზაფხული და მე ჯერ კიდევ არ მინახიხარ.

ოდესმე რომ ვერ შეგხვდე ჩემს თავს ვერ ვაპატიებ.

საკუთარი თვალით უნდა დავინახო ემოცების საბადო.
ნადვილი სიყვარულით სავსე ადამიანი.

სრულიად არაადეკვატური ვწერ რასაც ვწერ.

კითხვის დაწყებამდე სხვა რამეს ვგეგმავდი.
სხვა რამის დაწერას.

სრულიად ამრიე.

ხოდა ახლა დავიძინებ.
უნდა დავმშვიდდე.

უკიდეგანოდ ვგიჟდები შენზე.
თქვენზე.
და იმაზე რასაც გრძნობთ.

შემდეგამდე ელ.

 


№16  offline ადმინი ელპინი

აბაშიძე
ელ.

ასე მგონია ყველა ზედმეტი ვართ -თქო.

ყველა თქვენ ორის გარდა.

სიყვარულის არსებობის რომ არ მჯეროდეს ალბათ ვიწამებდი შენი წაკითხვის შემდეგ.

მეგონა გავსკდებოდი.
ვიტირებდი.
ვიკივლებიდი.

ეს რა წავიკითხე ელ.

ვინ ხარ შენ.

თქვენ?

დილით.
ექვისს წუთებზე რომ ამას ვკითხულობ ნორმალური არაა.
გამაგიჟო შეიძლება.

არა ჯანდაბა.

ყოველგვარ სიგიჟეს სცდები უკვე.

ჩვენც უნდა გაგვაიჟო ხო.

ჩემი ფავორიტია.
ან არა.
არ მახსოვს.
სხვა ახლა არაფერი მახსოვს.

რამდენს იტევ?

კიდევ ერთხელ ვერ ვხვდები აქ რა გინდა.

ასეთ მცირე აუდიტორიაში ელ?

მეორედ მოვიდა გაზაფხული და მე ჯერ კიდევ არ მინახიხარ.

ოდესმე რომ ვერ შეგხვდე ჩემს თავს ვერ ვაპატიებ.

საკუთარი თვალით უნდა დავინახო ემოცების საბადო.
ნადვილი სიყვარულით სავსე ადამიანი.

სრულიად არაადეკვატური ვწერ რასაც ვწერ.

კითხვის დაწყებამდე სხვა რამეს ვგეგმავდი.
სხვა რამის დაწერას.

სრულიად ამრიე.

ხოდა ახლა დავიძინებ.
უნდა დავმშვიდდე.

უკიდეგანოდ ვგიჟდები შენზე.
თქვენზე.
და იმაზე რასაც გრძნობთ.

შემდეგამდე ელ.


ვაააახ!
რა ემოციების ქარიშხალი დამიტრიალე ამ დილით?
ცოტა ცრემლიც მომადგა, მაგრამ ჩემს ემოციურობას დილიდანვე ხო არ გავთქვამ. . .

რატომ არ გეძინა იმ დროს, როცა ამას წერდი?
მგონი, შენც რაღაცას გრძნობდი და ეს რაღაც სევდიანი იყო.

ძალიან დიდი მადლობა ყველა ამ სიტყვისთვის. . .
ჩვენ აუცილებლად შევხვდებით. . .

გკოცნი!
♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent