შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რუხი /სრულად/


10-03-2020, 00:07
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 4 537

მიყვარდა წერილებს რომ გწერდი უჩუმრად. მერე რა, რომ მაინც ვწვავდი და შენამდე ისინი ვერასდროს მოაღწევდნენ, წერილებით საუბარი ჩემი სტიქიაა. ჰომ იცი, ვერბალური კომუნიკაციისგან იმდენად შორს ვარ, რამდენადაც აფრიკის ლომი ჯუნგლებისგან და ამ შედარებისთვის ზუსტად ვიცი - დამცინებ. ყოველთვის დამცინი ხოლმე, თუმცა ჩემი გაბრაზება რა მოსატანია იმ გრძნობასთან, რასაც შენი ცალყბა ჩაცინება მანიჭებს. მუცელში ზოოპარკს შევადარო? არა, აღუწერელია მაინც.
მერამდენე შავით მორთული ბლოკნოტი შევავსო შენზე წერით? მერამდენე ეშმაკისეული წიგნი დავწერო ჩვენზე? ზოგჯერ მგონია, რომ დაწერილ სიტყვებს უბრალოდ აზრი არ აქვს. კითხულობ და ისე შემოგეფშვნებიან ხელში სიტყვები, ვით ათასწლეულის წინანდელი ისტორიული რელიქვია, რომელიც იდეაში ფასდაუდებელია, რეალობაში კი საოცრად მსხვრევადი. თითქოს უფრთხილდები იმ მტვრის ნაწილაკებსაც, რომელიც ნაკეთობას შეებჟნა, რომელთაც ერთიათად უფრო მეტი აქვთ ნანახი და გამოცდილი, ვიდრე შენ მთელი შენი უბადრუკი ცხოვრების განმავლობაში და ჰოპ! დამსხვრეული ნივთი მომენტალურად კარგავს თავის მნიშვნელობას. აი, ასეთია ის სიტყვები, რომლებსაც მთელი მონდომებითა და ძალისხმევით ვქარგავ.
გულის სარქველები მეხშობა თითქოს, როდესაც შენ გწერ და შენზე ვწერ. ისე ვცდილობ შევნიღბო ეს ყველაფერი, ვით აზიელი ღვთაებრივი ქალი ცდილობს თავისი ვინაობის დამალვას, როცა აღმაფრთოვანებელი ცეკვის მოძრაობებად გველივით იკლაკნება. და იცი ? გამომდის. ვინც თვლის, რომ ხვდება - უგუნურია.
რუსთაველის ძეგლთან ჯდომა მიყვარს. ყველა გხედავს, მაგრამ ვერავინ გამჩნევს. ერთადერთი გაშლილი სივრცეა, სადაც საფრთხეს ვერ ვგრძნობ. ის მცირე მონაკვეთი კი, რომელიც ჩემ წინ იშლება მაძლევს საშუალებას ხალხში გეძებდე. იმდენად გამიჯდა ნერვულ ქსოვილებში შენი არსებობა, რომ სხვის უნებურად მოკარებას ისე აღვიქვამ, თითქოს ჩემი ცივსისხლიანი მტერი ყოფილიყოს და საკრალურის წართმევას მიპირებდეს. ეს არ არის მხოლოდ გრძნობა და ემოცია. ამ მუხტმა მატერიალიზება განიცადა და ფიზიკურ სამყაროში, ჩემში ჰპოვა გასაქანი.
მე შენი დამსახურებით თვით სამყაროს ვფლობ.
ითქვა, რომ ვერავინ ვერავის დაკარგავს, რადგან არავინ არავის ეკუთვნისო. თქვა... არ ვიცი, ვიღაცამ. იმ ვიღაცამ, რომელმაც ჩვენი არსებობის შესახებ არაფერი იცის. ალბათ, არც წარმოდგენა აქვს ამის შესახებ და "ყველაფერია შესაძლებელის" პრინციპს უგულებელყოფს. განა ღირს ამაზე გაბრაზება, გაბუტვა და წყენიაობა? ერთი მხრივ მესიამოვნა, რადგან ეს ყველა ფერი დაფარულია სხვებისგან, მეორე მხრივ კი მისი უგუნურება მააფთრებს. მთელ დედამიწას კი არა, თუ ღმერთი არსებობს რაიმე სახით, მინდა პირისპირ ვუთხრა, რომ მის ღმერთობას არაფრად ვთვლი და იგი უბრალოდ ჩემი ღმერთობის ღირსი არ არის. ერთ მადლობასღა ვუბოძებ საჩუქრად, რადგან სამყაროში მე და შენ შეგვქმნა. შეხვედრით ისედაც შევხვდებოდით, ათასი წლის მერეც რომ გვეარსება. შენ იყავი, ხარ და იქნები ჩემთვის.
ნუ ბრაზდები! ვიცი, რომ გსიამოვნებს. ბრაზდები, რადგან არ თვლი თავს ღირსად და გსიამოვნებს, რადგან უღირსობის მიუხედავად ყოველივე მაინც ასეა. ნუ ბრაზდები, რადგან შენი გაბრაზება არაფერს შეცვლის. ნუ ბრაზდები, რადგან რაც არ უნდა გააკეთო, მე შენ იმაზე უკეთ გიცნობ, ვიდრე შენ საკუთარ თავს. ნუ ბრაზდები, მე შენთან შენში ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვიქნები შენზე. ნუ ბრაზდები, რადგან სიტყვა "მიყვარხარ" არაფერია.
შემგლისფერებული ცა ღრუბლებს იკრებს ვით ტანსაცმელშემოხეული ქალი. შერცხვენილს ნაგლეჯების გარდა არაფერი დარჩენია და კვდება მასში არსებული ბოლო მზის სხივიც. პაწაწინა ჩიტუნებიც დაბლა ფრენენ და მათი ჟღუტული ცა-ქალს აღიზიანებს. მისი შერცხვენით და ტკივილით სამყარო არსებობას არ შეწყვეტს.
წერას ვიწყებ და ეს, რა თქმა უნდა, მიტაცებს. ვერ ვამჩნევ ჩემ წინ ასვეტებულ ადამიანს, რომელიც ინტერესით მაკვირდება. მაკვირდება და მზადაა ხელიდან გამომტაცოს ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ნაწერი და ხარბად დაეწაფოს, ვით დამშეული ფორცხვერი ძლივს მონადირებულ ნადავს. საბრალო ბაჭიას, რომელსაც სმენა უჭრის, მაგრამ მოტეხილი თათი არ აძლევს საშუალებას გადარჩეს.
- რას წერ ასე გამწარებული? - ადგილზე შევხტი შიშისგან და მშობელი დედასავით ჩავაფრინდი საკუთარ ნაწერს და ვიცავდი გარეშე თვალისგან. მსწრაფლ შემზიზღდა უცნობი და გონებაში მისი წამების სასტიკ ხერხებსაც კი ვუშვებდი. ნუ დამცინი! არ ვხუმრობ.
- რა შენი საქმეა?!
- რატომ მეუხეშები?
- პირად სივრცეს მირღვევ. დისტანცია დაიჭირე. - თითით ვანიშნე, რომ მომშორებოდა.
- დისტანცია შენთან თუ ნაწერთან? - მეტრის დაშორებით გვერდზე დაჯდა და იდაყვები მუხლებზე მოათავსა.
- ორივესთან! - წარბშეკრული ტუჩებდაბერილი ვუყურებ დი და მზერით ვბურღავდი. ხვდებოდა, რომ მისი აქ ყოფნა არ მსიამოვნებდა და მაინც არ შეიმჩნია.

აღგიწერო? დამიჯერებ რომ გითხრა, არ მახსოვს-მეთქი? მგონი ბიჭი იყო. ესაა მთელი აღწერა. ნუ მიყვირი! შენზე როცა ვწერ და ვფიქრობ, მთელი სამყარო მავიწყდება, განა რამდენჯერ უნდა გითხრა? მერე რა, რომ სულ შენზე ვწერ და ვფიქრობ? კარგი ჰო, კარგი. ყურადღებას მოვიკრებ ხოლმე, ბოროტო.
- რა უცნაური ხალხი ხართ ეს მწერლები, ტო! - მისი ნათქვამი "ტო" ძალიან მაღიზიანებს. შენ იმდენად გიხდება, რომ სხვებისგან როცა ვიგებ, ნერვული დაბოლოებები კანკალს იწყებენ.
- მწერლების კატეგორიას რატომ მიმაკუთვნე და ეგ იარლიყი უცებ რატომ მომაკარი?
- არა ხარ მწერალი?
- რა მნიშვნელობა აქვს, კითხვაზე მიპასუხე.
- ვინც წერს - ყველა მწერალია.
- მართლა ეგრე ფიქრობ? - მისმა სისულელემ სახტად დამტოვა.
- დეგენერატს ვგავარ ?! - გაეცინა. მის სახეს ვერ ვხედავდი, ან ვხედავდი და არ მახსოვს, უბრალოდ გავიგონე, რომ გაეცინა.
- ისე საუბრობ, კი ჰგავხარ.
- რა პირდაპირი ხარ.
- ზურგს უკან არ ვსაუბრობ.
- უტაქტოდ პირდაპირი.
- უტაქტო პირდაპირობა და ცეცხლისფერი სიწითლე მირჩევნია ფარისევლურ სიყვითლეს.
- უტაქტო პირდაპირობა წითელია და ფარისევლობა ყვითელი? რა პონტში?
- ასე ვგრძნობ!
- ფერებით რანაირად, ტო?
- ნუ იყენებ ამ "ტოს"! - აშკარად ვწითლდები მრისხანებისგან და ბიჭი ცბება. ხელებს მორჩილების ნიშნად მაღლა სწევს და მდუმარედ მიქნევს თავს. - ფერებით აღვიქვამ ყველაფერს. ფსიქოლოგთა ფერების განმარტებანი ჩემთვის სისულელეა. ყვითელი ორპირობა, ფარისევლობა და ტყუილია ჩემთვის. გული მერევა ამ ფერზე.
- რატომ ყვითელი?
- არ ვიცი. - მხრები ავიჩეჩე. - უბრალოდ ასე ვგრძნობ.
- უცნაური ხარ.
- შეიძლება. - საკმაოდ ვიდისკუსიე ამ ადამიანთან, არ მსურდა საუბრის გაგრძელება.
- მაჩვენებ რას წერ ?
- არა.
- რატომ?
- არ მინდა.
- კარგი რა, ცალი თვალით!
- ვიღაც უცხოს თხოვ, შუა რუსთაველზე იმას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა შენთვის. რა ჯანდაბა გინდა?
- ეე, კარგი, რა.
- წყალი რომ გდომოდა მოგაწოდებდი, ჩემს შვილს - არასდიდებით.
- იქნებ წყალია ჩემთვის… - სევდიანად გაეღიმა მგონი.

რა მექნა? ისეთი სევდისფერი თვალები ჰქონდა, იმდენად ლურჯი აურა, რომ წავაკითხე… მხოლოდ ცალი თვალით, გეფიცები.

- მპირდები, რომ არ შებღალავ?
- რა პათოსია! ნაწერი როგორ უნდა შევბღალო?
- ზოგჯერ წიგნის გარეკანზე ღვარძლიანი მზერის გადავლებაც კი შებღალვის ტოლფასია!
- ო, დიადო დრამავ!
- რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს?
- წერტილში მოვარტყი, არა?
- იმის ღირსიც არ ხარ, რომ გესაუბრო. - ის-ის იყო უნდა ავმდგარიყავი, რომ გამაჩერა.
- გეცნობა? - ბლოკნოტს მაჩვენა და ჩემ წინ თითქოს ნამუსახდილი ცა მიწას გაერთხა და ტკივილისფერ ცრემლებად დაიღვარა. წვიმის მსხვილი წვეთები თქეშით ეცემოდნენ დედამიწას, მე კი დარეტიანებული ვიდექი და ადგილიდან ვერ ვიძვროდი. არც ის იძვროდქ, თითქოს მიელურსმაო რუსთაველის ძეგლის საფეხურს. ვუყურებდი შავ ტყავის ბლონკოტს, რომელიც ერთადერთი იყო, რომლის დაწვაც ვერ მოვახერხე და უბრალოდ სადღაც დავტოვე და ათასი აზრი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იწვევდნენ.
- როგორ? - მხოლოდ ეს ვიკითხე.
- ანუ შენია. - კმაყოფილი იყო, ეტყობოდა.
- საიდან გაქვს ეს? - წითლად აელვარდა ყველაფერი ჩემ ირგვლივ. ვბრაზობდი და იმიტომ.
- აქ ვიპოვე დიდი ხნის წინ. ძეგლთან და კარგა ხანია, რაც ვაკვირდები ამ ადგილს. ვინმე თუ წერს, ასე მივუჯდები ხოლმე გვერდით და დაკითხვას ვუწყობ. ჰოდა გაამართლა, რა. მოგაგენი.
- რაში გჭირდებოდა ავტორის პოვნა?
- მინდოდა დამებრუნებინა.
- რატომ?
- როცა ამას გრძნობ და ასე წერ… რავი, მე არ დავკარგავდი ამ ნაწერებს.

ვიჯექი, ჩუმად ვაბოლებდი მალბოროს და ვკითხულობდი წერილებს შენდამი. ამოქარგულ სიტყვებს ღვარძლიანად ვუყურებდი და ვგონებ, ნაწერსაც კი ვბღალავდი. საკუთარ თავზე გაგიჟებით ვეჭვიანობდი. ძველ ჩემ თავზე და ბრაზი დაძრწოდა ჩემ ვენებში, ვით მარტოხელა მგელი გადათოვლილ უსიერ ტყეში. ახლაღა ვხვდებოდი - რატომ ვანადგურებდი ყველა წერილს. მეზიზღებოდა ყოველი წამი შენ გარეშე და იმის გააზრება, რომ ათასობით წერილი მქონდა დაწერილი, რუხ ფერებში მხატავდა.
გახსოვს რომ გკითხე, რა ფერად აღიქვამ საკუთარ თავს-მეთქი, რუხი მიპასუხე. ჰოდა, მეც ვგრძნობდი თავს რუხად, როცა ვკითხულობდი. შენ ამგვარად გრძნობ ხოლმე საკუთარ თავს?

"- ბრძანების ნიშანი ზედგამოჭრილია შენთვის! მბრძანებლური და მყარი ხარ. იცი რა გსურს და შენი სურვილები ყოველთვის ხდება.
- იმდენად უსასრულო ხარ, რომ შენი შედარება სამწერტილთან შემიძლია. ყოველთვის თითქოს იმაზე მეტი გაქვს სათქმელი, ვიდრე ამბობ და შენი სათქმელი არასოდეს დამთავრდება. მუდმივად სამი წერტილია დასმული შენი სიტყვების შემდეგ.
- ჩვენ ერთად კი განმტკიცებული უსასრულობა გამოვდივართ.

…!"



№1  offline წევრი აბაშიძე

რა ლამაზი იყო იცი?

თითქმის ღამის სამ საათზე რომ წავიკითხე მეგობრისგან კვლავ გულნატკენმა უფრო მელამაზა ალბათ.

არ მახსოვს წამიკითხავს თუ არა შენი დაწერილი რაიმე.

მაგრამ წავიკითხავ და მგონი მომეწონება.

მჭირდებოდა დედასგეფიცები.
იმ წამს.
მერე რამდენიმე წათი.
და ამის დაწერაც მჭირდებოდა.
მოულოდნელად გაჩნდი სქროლვისას და მადლობა.

"ვერავინ ვერავის დაკარგავს, რადგან არავინ არავის ეკუთვნის".

მართლა?

არავინ არავის ეკუთვნის?
არ ვიცი ასეა თუ არა.

არც ის ვიცი მინდა თუ არა ასე იყოს.

შენს შემდგომ მოსაზრებას მთელი არსებითვეთანხმები.

ვიჭერ ხოლმე ფრაზებს.
ვიწერ ხოლმე ჩემს ლამაზ მწვანე ბლოკნოტში.

იცი?
ის მონაკვეთი საშინლად მომეწონა
ხო და ჩემია.

ძალიან მომწონხარ.

კიდევ მოვალ.

შემდეგამდე.

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

აბაშიძე
რა ლამაზი იყო იცი?

თითქმის ღამის სამ საათზე რომ წავიკითხე მეგობრისგან კვლავ გულნატკენმა უფრო მელამაზა ალბათ.

არ მახსოვს წამიკითხავს თუ არა შენი დაწერილი რაიმე.

მაგრამ წავიკითხავ და მგონი მომეწონება.

მჭირდებოდა დედასგეფიცები.
იმ წამს.
მერე რამდენიმე წათი.
და ამის დაწერაც მჭირდებოდა.
მოულოდნელად გაჩნდი სქროლვისას და მადლობა.

"ვერავინ ვერავის დაკარგავს, რადგან არავინ არავის ეკუთვნის".

მართლა?

არავინ არავის ეკუთვნის?
არ ვიცი ასეა თუ არა.

არც ის ვიცი მინდა თუ არა ასე იყოს.

შენს შემდგომ მოსაზრებას მთელი არსებითვეთანხმები.

ვიჭერ ხოლმე ფრაზებს.
ვიწერ ხოლმე ჩემს ლამაზ მწვანე ბლოკნოტში.

იცი?
ის მონაკვეთი საშინლად მომეწონა
ხო და ჩემია.

ძალიან მომწონხარ.

კიდევ მოვალ.

შემდეგამდე.


მოდი.
შენი კომენტარი ისეთივე სევდისფერია, როგორც იმ ბიჭის თვალები მაშინ.
კიდევ მოდი და წამიკითხე.
გმადლობ...!

 


№3 სტუმარი ღამის სტუმარი

მიყვარს შენი ისტორიები,პატარა და მრავლისმთქმელი.

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

ღამის სტუმარი
მიყვარს შენი ისტორიები,პატარა და მრავლისმთქმელი.

მომწონს ღამის სტუმრის ლაკონური შეფასება.

 


№5  offline წევრი niniko12

მაგარია მე პირველად წავიკითხე და მომეწონა წარმატებები ვინც წერთ ასეგაფრძელეთ წერა ხელს თუარავინ არშეგიშლის heart_eyes kissing_heart

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

niniko12
მაგარია მე პირველად წავიკითხე და მომეწონა წარმატებები ვინც წერთ ასეგაფრძელეთ წერა ხელს თუარავინ არშეგიშლის heart_eyes kissing_heart

ხელს ვერავინ შემიშლის, მიხარია, რომ მოგეწონა ❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

თითქოს ვიღაცის გარდატეხის ასაკისდროინდელ შელანძულ დღიურს ვკითხულობ ))

 


№8  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი ნინი
თითქოს ვიღაცის გარდატეხის ასაკისდროინდელ შელანძულ დღიურს ვკითხულობ ))

:D გისწორდება? წაიკითხე. არ გაგისწორდა? არავინ გაკავებს.

 


№9  offline წევრი ტურაგო

√ ჩემს ხასიათში შემოაბიჯე
თითქოსდა მარტივად მოყევი-მაგრამ არ!დიდ გრძნობაზე გვესაუბრე და არ შეიძლება ამას სიმარტივე უწოდო
სევდის საბურველში გახვეული ფრაზები-სევდანარევი სილამაზე.
კითხვის დროს თითქოს ჩემში ვიღაც დიდი ცოცხით შემოიჭრა და მივიწყებული,სხეულში მიმოფანტულ-შესისხლხორცებული შეგრძნებების,ფიქრების ხვეტას შეუდგა-არ ესმის რომ არც ისე სასიამოვნოა...
ხედავ,მეც სამწერტილს ვტოვებ რადგან ხშირად მგონია რომ სათქმელს ვერც მე ვამთავრებ...

კარგი ხარ!

 


№10  offline მოდერი Catherine Di Perso

ტურაგო
√ ჩემს ხასიათში შემოაბიჯე
თითქოსდა მარტივად მოყევი-მაგრამ არ!დიდ გრძნობაზე გვესაუბრე და არ შეიძლება ამას სიმარტივე უწოდო
სევდის საბურველში გახვეული ფრაზები-სევდანარევი სილამაზე.
კითხვის დროს თითქოს ჩემში ვიღაც დიდი ცოცხით შემოიჭრა და მივიწყებული,სხეულში მიმოფანტულ-შესისხლხორცებული შეგრძნებების,ფიქრების ხვეტას შეუდგა-არ ესმის რომ არც ისე სასიამოვნოა...
ხედავ,მეც სამწერტილს ვტოვებ რადგან ხშირად მგონია რომ სათქმელს ვერც მე ვამთავრებ...

კარგი ხარ!

ამაფორიაქე. ძალიან ამაფორიაქე და მგონი, გულისცემას ვერ ვირეგულირებ. გმადლობ ამ შეგრძნებისთვის !

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინი

Catherine Di Perso
სტუმარი ნინი
თითქოს ვიღაცის გარდატეხის ასაკისდროინდელ შელანძულ დღიურს ვკითხულობ ))

:D გისწორდება? წაიკითხე. არ გაგისწორდა? არავინ გაკავებს.

შეხსენება არაფერში მჭირდება ))

 


№12  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი ნინი
Catherine Di Perso
სტუმარი ნინი
თითქოს ვიღაცის გარდატეხის ასაკისდროინდელ შელანძულ დღიურს ვკითხულობ ))

:D გისწორდება? წაიკითხე. არ გაგისწორდა? არავინ გაკავებს.

შეხსენება არაფერში მჭირდება ))

გუდ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent