შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

********


10-03-2020, 18:28
ავტორი ჰაიკო
ნანახია 804

... ჩვენ არ ვართ ერთად,
მზეც დაიღვენთა,
როგორც სანთელი,
ბნელმა შეჭამა ოქროს ნათელი,
აღარ ვარ მთელი..
მთვარეც ჩამოდნა,
ვითომ დაღონდა?
წლები გავიდა,
ყველა წავიდა,
ყველა წავიდა..
დამტოვეს ეულად,
ბოროტი ფიქრი-გულში ხვეულად,
ჩემი ფიქრები-წიგნად, რვეულად,
მლაშე წვეთები-გადარეულად..
უსასოობა, თვალებში ნისლი,
სულს ვეღარ ვიცვლი!
ყალბი ღიმილი, გულში კი-სევდა,
და ამ ყველაფერს მხოლოდ შენ ხედავ,
ნუ შემეხები, ნუ შემომხედავ!
სულს გავცვლი ცეცხლში,
როგორც იუდამ იესო-ვერცხლში..
ღაწვები ლბება,
სული კი ლპება..
როდის მორჩება, ან დასრულდება?
რა აღმოჩნდება, რა აღსრულდება?
და თუ ოდესმე შენც იტყვი რამეს,
დავფლეთავ ღამეს!
ფურცელი ცვდება,
სანთელი დნება, 
ღამე გრძელდება,
ღამე გრძელდება,
ღაწვები ლბება,
სული კი-ლპება...



№1  offline წევრი goddess

სევდიანი, სხვანაირი და არაშენეული confused

 


№2  offline წევრი დაჩი

რამდენს გვქონია სევდა მალული
ყალბი ღიმილებით გადაფარული:-/

 


№3 სტუმარი სტუმარი ekaterine

დიდად არ მომეწონა ვაღიარებ. მაგრამ ლექსი ძალიან სევდიანია. ბოდიში))

 


№4  offline მოდერი Mary Drey

საინტერესოა.. რაღაც უცხო და ლამაზი ^^

 


№5  offline წევრი ჟოზე

ყალბი ღიმილი, გულში კი-სევდა,
და ამ ყველაფერს მხოლოდ შენ ხედავ...
)))
მომეწონა )))

 


№6  offline წევრი ჟოზე

ჰაიკო
ჟოზე
ყალბი ღიმილი, გულში კი-სევდა,
და ამ ყველაფერს მხოლოდ შენ ხედავ...
)))
მომეწონა )))


მადლობა დიდი.
.."ყალბი ღიმილი გულში კი სევდა,
და ამ ყველაფერს მხოლოდ შენ ხედავ,
ნუ შემეხები,ნუ შემომხედავ"
ამ ლექსში ყველაზე ძალიან ეს მონაკვეთი მომწონს მეც :)
ჟოზე, პირველად აკომენტარებ თუ სწორად მახსოვს, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა შენ.

დიახთ!!!! აქ პირველად ვარ ))

 


მაგარია მომეწონა, მადლობა რომ ჩვენთვის ამ ულამაზეს ლექსებს აქვეყნებ

 


№8  offline მოდერი ჰაიკო

goddess
სევდიანი, სხვანაირი და არაშენეული confused


რას ვიზავთ, ცხოვრება ყოველთვის არაა ია-ვარდით მოფენილი:)
მადლობა.
გამიხარდა შენი კომენტარი ძალიან.

დაჩი
რამდენს გვქონია სევდა მალული
ყალბი ღიმილებით გადაფარული:-/


სევდა ყველა ადამიანშია დაჩი.
დიდი მადლობა რომ კითხულობ.

Mary Drey
საინტერესოა.. რაღაც უცხო და ლამაზი ^^


მადლობა თბილი სიტყვებისთვის.

გიორგი რიკიაშვილი
მაგარია მომეწონა, მადლობა რომ ჩვენთვის ამ ულამაზეს ლექსებს აქვეყნებ


გიორგი მიხარია რომ კითხულობ.
მადლობა შენ რომ არ იშურებ შეფასებებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent