შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყო...


11-03-2020, 16:23
ავტორი ტურაგო
ნანახია 1 625

√ შუა გზაში ერთ ადგილს მიწებებულივით ვიდექი,ვიდექი და ნაღვლიანი მზერით მივაცილებდი ჯერ კიდევ ჩემთვის ძვირფასს.
ვიცოდი რომ როცა ეს წუთები დასრულდებოდა მხოლოდ ეს უკანასკნელი კადრი შემომრჩებოდა იმ უკანასკნელ მომენტად როცა მე მას ვხედავდი.
ის სიო რომელიც თითქოსდა ალერსით მივლიდა სხეულზე მე,მიტოვებდა ისეთ შეგრძნებას თითქოს ნელ-ნელა ჩემი ნაწილები მიჰქონდა,მფლეთდა ყოველივე იმას რაც მასთან მაკავშირებდა და ბოლოს როცა მთლიანად დამშრეტდა,დაბლა ალბათ ყველაფერ შემოცლილი ძვლების ხმაც გაისმებოდა უკანასკნელი გონგის ჟღარუნის მსგავსად.ვხედავდი ჩიხს რომლისკენაც სულ უფრო ახლოს მიიწევდა სხეული რომელსაც ჩემი მზერა მიაცილებდა,ის ამ ბოროტად მომზირალ გვირაბში შეაღწევდა,გავიდოდა მეორე მხარეს და ალბათ ვეღარასდროს შევხვდებოდით,რომც შევხვედროდით სადმე შემთხვევით ამას მაინც აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა...მე ღმერთმა უწყის ხეს მოწყვეტილი ფოთლის მსგავსი,ასე მარტოსულად შთენილი,ალალ ბედზე საით მიმანარცხებდა ცხოვრება და დრო.გული ყველაზე უფრო იმის გამო მწყდებოდა რომ მისი ნაბიჯები ასეთი თამამი იყო,წამითაც კი არ წაუფორხილებიათ,არ დასტყობიათ ნაძალადევი სვლა,წუთითაც კი არ აღძვრია სურვილი მოეხედა ჩემთვის რომ დაენახა როგორ ვიდექი იმ წერტილში სადაც დამტოვა,ალბათ ფიქრობდა წასვლა ჩემთვისაც ისეთივე მარტივი იყო როგორიც მისთვის...კიდევ ცოტახანი და ის უკვე დაპატარავდა,მანძილმა თავისი გაიტანა მომცრო ჩრდილის იერი შესძინა.შევყურებდი და იმ წამს მისგან მოყენებული ტკივილის მიუხედავად ჩემი სულელი ხასიათი მაინც გრძნობდა კვლავ როგორ იყო შეყვარებული იმისი სიარულის მანერაზე,ანდა კი ისე უცებ რა შემიცვლიდა ამ გრძნობას-კიდევ ცოტახანი და ჯერ სხეულის ნახევარი შეერწყა შესახვევის სივრცეს,იმავ წამს მეორე ნახევარიც შეისრუტა და აი ის უკვე სრულებით ჩაიკრა ჩიხის მკლავებმა ძლიერად...რამდენიმე ხანს დავაყოვნე,ჯერ კიდევ სადღაც სუსტად იმედი ღრუბლის ფთილას არ აძლევდა ჩამოფარების საშუალებას,მჯეროდა რომ პირს იბრუნებდა, გამოირბენდა განვლილ მანძილს კვლავ ჩემამდე და მეტყოდა რომ ყოველივე წეღანდელი ბოროტი ხუმრობა იყო,მაგრამ არა-ის წავიდა!
როცა გონებაში ფიქრები რაღაც ბლანტ,ტლანქ საგნად ამეთხიზნა სხეული შევარხიე "წადითქო" ჩავძახე საკუთარ თავს.ტვინს რაღაც აზრი უხეში რკინის მსგავსად შეეჯახა და იმავ გონგის ხმად გაიჟღერა-გამაბრუა.ასე თვალებ და მზერა არეულმა გადავგდგი ნაბიჯები,დამძიმებული,ყველაფრისგან დაცლილი და ამავ დროს იმავ ყველაფრით აღვსილი გავუდექი ჩემთვის სიძვირფასე დაკარგულ გზას.

*სამი დღით ადრე ვინემ ჩვენს საყვარელ ქუჩაზე დამიბარებდა ჩემში სამუდამო სიცარიელის დასატოვებლად და იმის სათქმელად რომ მე მისთვის აღარავითარი ფასი არ მქონდა მეგობარმა დამირეკა

-მინდა რაღაც მნიშვნელოვანი გითხრა!-არ მომეწონა მისი ეს მკაცრი და აღელვებული ტონი
-რამოხდა?
-მისმინე ეგ ტიპი გატყუებს,ადრეც გაფრთხილებდი.სხვას ხვდება...დავინახე!
-ნუ იგონებ რაღაცეებს-ასეთ რამეს სხვისგან ვერ დავიჯერებდი ან საკუთარი თვალით უნდა მენახა ანდა თავად მისგან უნდა მომესმინა,მომიწია კიდევაც მოსმენა სულ რაღაც სამი დღის შემდეგ
-...სულ დაკარგე ჭკუა ხომ გოგო,როდიდან აღარ გჯერა ჩემი?
-ამ წუთიდან
-ინანებ!

ყურმილი დავუკიდე.ვინანე იმ წამს?-არა,ბრაზით ავივსე მეგობრის მიმართ.ახლა როცა ვიხსენებ?-ახლა ჯერ კიდევ იმოდენა ტკივილია განფენილი ჩემში სხვა ყველა ემოციას ჩრდილავს.

*ერთი კვირით ადრე მეგობრის დანარეკამდე მე და "ის" ჩვენს სიმაღლეს გასწრებულ მზესუმზირებს შორის დავრბოდით,ვემალებოდით ერთი მეორეს,ვიქცეოდით ასაკისთვის შეუფერებლად.მერე მზის სხივების ცემისაგან გადაღლილებმა დაბლა გრილ ამოწვერილ ბალახებს გადავაწექით.ჩანთიდან მისი ნაჩუქარი წიგნი ამოვიღე და იმ მონიშნული ადგილების კითხვას შევუდექი ხმამაღლა რომელიც ორთავეს გვიყვარდა,როგორღაც ვგრძნობდი ძველებურად აღარ თუ ვეღარ მისმენდა,თუმცა ეს შეგრძნება მივაყუჩე და ხმის ტემბრს მოვუმატე თითქოსდა მინდოდა მეჯობნა იმ შინაგანში მოლაზღანდარე ხმისთვის.უცებ მაჯაზე ჩამჭიდა,გავჩუმდი და მისი სიტყვების მოლოდინში დავაშტერდი ცხვირზე მკრთალად გაბნეულ ჭორფლებზე.ჩემკენ არ გამოუხედავს ზეცას მიშტერებოდა თუ არც ვიცი სადღაც დაკარგული მზერით იფანტებოდა
-რაღაც უნდა გითხრა-თქვა ისე რომ კვლავ არ მობრუნებულა ჩემკენ
-მითხარი
ვატყობდი სათქმელს ვერ უყრიდა თავს,ორჭოფობდა.მერე მსუბუქად გაიღიმა,თითებზე მაკოცა და "კითხვა განაგრძეო" ესღა ამითქვა მხოლოდ.განვაგრძე,თუმცა გულში უსიამოვნოდ დამეკიდა რაღაც წყლით გაჟღენთილი ღრუბლის მსგავსი ემოცია,შევიგრძნობდი რომ სულ მალე ეს სიმძიმე ჩემს მთელს არსებაში გაიდგავდა ფესვებს.

*იმ ერთ კვირამდე ცოტა ხნით ადრე სანამ მზესუმზირები დაგვიჩხაპნიდნენ მზით შეფერადებულ კანს მასთან ვიყავი.ის როიალთან იჯდა როგორც ხშირ შემთხვევაში.მთელი გრძნობით,თავდავიწყებით უკრავდა.ზოგადად ასეთი იყო,ნაკლებს ლაპარაკობდა და ქცევებით ყვებოდა.ახლაც რაღაცაზე მომითხრობდა,ეს რაღაც მასაც ანგრევდა და ამავე დროს მეც მიმეტებდა.ხელის გულებში ღიმილდაფენილ სახე ჩაკარგული თვალს ვერ ვწყვეტდი...როცა მოგრძო შავი თმები სახიდან ეყრებოდა მის ტუჩებგაპობილ სახეზე იმდენნაირი ემოციის მონაცვლეობა სჩანდა რომ მიჭირდა თანმიმდევრულად გავყოლოდი იმათ ნაკადს.
-შენში ძალიან ბევრი ნიჭია თავმოყრილი-ვუთხარი როცა დაკვრას მორჩა.შევატყვე როგორ დააბჟინა კბილები ძლიერად,რადგან ისედაც გამოკვეთილი ყვრიმალები კიდევ უფრო მძაფრად გამოეკვეთა,ეს საოცრად უხდებოდა.გვერდულად მოიღრიცა სახე,ღრმად ამოისუნთქა და თითქოს საკუთარ პიროვნულ ხასიათზე გაჯავრებულმა თითების ფშვნეტით მითხრა
-ჩემში მთავარი ერთგულების ნიჭი არ არსებობს,შენ ბედნიერი ადამიანი ხარ რომ გაგაჩნია ეს ნიჭი.
მაშინ ამ სიტყვებით ალბათ მიკარნახა რომ უნდა გავცლოდი,რადგან ბოლოს მაინც მატკენდა გულს მისი ქმედებით...მაგრამ ამის დაჯერების უფლება არ მივეცი თავს.

*ერთი თვით ადრე სანამ იქნებოდა როიალის სმენა იყო საღამო პატარა ხიდთან-მხოლოდ ჩვენ ორნი.იმ ღამით ვინ მოთვლის რამდენჯერ დამიკოცნა დახუჭული თვალები.ფიცარნაგზე ვისხედით,მე ხელის ჩაჭიდება არ მიყვარდა,მომწონდა მკლავის შემოხვევა მის წელზე ასე უფრო ძლიერ ვგრძნობდი მას.ნაპირზე შეგროვებულ კენჭებს ვისვრიდით ტბაში და მერე ამ კენჭების მიერ გამოცებული ხმის მიბაძვას ვცდილობდით.მთვარე ტბას აკაშკაშებდა როგორც შეეძლო მთელი ენერგიით,ალბათ ბნელს უფანტავდა რომ არ ეგრძნო შიში.ვერცხლისფერ გადაკრული ტბის პირი ყინულის მოედანს ჰგავდა.ჩვენი ანარეკლი დაბინდული მოსჩანდა წყალში,თავი მის მხარზე მედო და თითოეული ჩასუნთქვის დროს ტკივილამდე სასიამოვნო სურნელს შევიგრძნობდი.თუ კი შესწევს ადამიანს უნარი მთელს მის არსებას დაამახსოვრებინოს საყვარელი ადამიანის სურნელი არა სუნამოსი არამედ სპეციფიკური სხეულისთვის დამახასიათებელი-უნდა ჩათვალოს რომ ეს სურნელი მერეც ყოველთვის იმ ადამიანის გარეშეც შეახსენებს თავს.იქნებ ხანდახან უნებურადაც ვცნობთ ამ სურნელს და ისე ბუდობს ჩვენში არც ვიცით...და დაგვყვება ყველგან იმ სუნამოს მსგავსად რომელიც ტანსაცმელზე გვაქვს მიპყურებული.

*ღამით ხიდზე ყოფნამდე ცოტა ხნით ადრე მასთან ვიყავი ახლად შეძენილ ბინაში და ოთახის კელდლების გაღებვაში ვეხმარებოდი
-თეთრი მინდა-იმეორებდა ჯიუტად
-თეთრი?ცივი და ცარიელი ფერია,ნაცრისფერი იყოს
-აბა რას ამბობ ეგ რა ფერია საერთოდ-მოულოდნელად ჩოთქი საღებავში ამოთხვარა და ბრმად გაიქნია კედლისაკენ,სხვადასხვა ზომის წერტილებით გადაიპენტა კედელი
-ასე შევღებოთ ბრმად,დავჯღაბნოთ-კმაყოფილი,გამომწვევი მზერით დაუმატა.იმ დღეს ორთავე ყელამდე გავითხვარეთ საღებავში,როგორღაც ამ უბრალოებით ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს.მახსოვს იმ წუთებში ვფიქრობდი რომ სიცოცხლის ბოლომდე იქ ჩვენი ხელით გადღაბნილ კედლებში ვიცხოვრებდით.თუმცა...დღევანდელი რეალობა სრულიად სხვაგვარია.

*კედლების ღებვამდე იყო უამრავი ფეხით განვლილი ჩვენი საყვარელი გზა.მახსოვს ერთხელ გაჩერდიო მითხრა და ასეთი საუბარი წამოიწყო:
-გახედე მანძილს რომელიც გამოვიარეთ,გრძნობ როგორ შეერწყა წარსულს,ეს აღარასდროს განმეორდება რამდენჯერაც ხელახლა არ უნდა გამოვიაროთ აქ და ეს სიტყვებიც თითოეული თავიანთი ცალკეული ბგერებით განვლილის სავიზიტო ბარათები ხდება,მე არ მიყვარს წარსული...არც შენ გეყვარება თუ ახლა გიყვარს,რადგან წლები აუცილებლად დაგანახებს რომ იქ ბევრი ისეთი ტკბილი წამებია გაშეშებული რომელთაც ვეღარასდროს გაამეორებ მომავალში...
არ ვიცი რას გულისხმობდა კონკრეტულად იმ ხანად მაგრამ ახლა მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ არ მიყვარს წარსული,თუნდაც იმიტომ რომ შეუძლებელია თავი დაანებო იქ გაშეშებული ნამსხვრევების შეკვრას და აქ აწყმყოში გაცოცხლებას.

*ყველა იმ დღეებამდე რომლებიც დასასრულთან მიმაახლოვებდა იყო რათქმაუნდა დასაწყისი,დღე პირველი როცა შევხვდით ერთმანეთს.შემთხვევითობა იყო ალბათ,მეგობრის წვეულებაზე ვნახე იჯდა და როიალს უკრავდა,არაფერი შეედრებოდა მის მოსმენას.იმ ღამით დალევა დამაძალეს როგორც წესი არ ვსვავ...მაგრამ მოხდა ისე რომ სასმელმა გონება დამაკარგვინა,არ მახსოვს რა როგორ იყო,ვიცი რომ დილით სარკმლიდან შემომავალმა რძისფერმა შუქმა გამაღიზიანებლად შემეხო თვალებზე.ელდანაკრავივით წამოვხტი როცა უცხო სივრცე აღვიქვი,სარკმელთან მდგომი გვერდულად მოტრიალდა,შევიცანი ვინც იყო იმ ღამით ხომ სწორედ ის უჯდა როიალს!ცალყბად იღიმოდა და გამოკვეთილ ყვრიმალებზე ცერა თითს დაატარებდა,თითქოს მისი ქცევით წარუშლელი ეფექტის გაბლანდვას ცდილობდა ჩემში
-აქ რას ვაკეთებ-მხოლოდ ამ სიტყვებს მოვაბი თავი
-ამას მე უნდა მეკითხებოდე...იმდენი დალიე,ასე როგორ შეიძლება,შენი წამყვანი წუხელის აღარავინ იყო იქ ხომ არ დაგტოვებდი
-მე არ ვსვავ-ისეთი ხმამაღალი სიცილი დაიწყო სურვილი გამიჩნდა იმ სარკმლიდან გადამეგდო
-შენ ვინღა ხარ-ვაღიარებ ბრაზი ვერ დავფარე
-ასე უხეშად უნდა ესაუბრო მას ვინც შენზე ზრუნავს?ნუ ნერვიულობ ისეთი არაფერი მომხდარა-ისევ ეს გამაღიზიანებელი ღიმილი-თამარის მეგობარი ვარ-დაუმატა ბოლოს.
-ახლავე მივდივარ აქედან,ღმერთო ჩემო!
-ჩემი სახლის გზა გეცოდინება შემდეგში,ასე რომ შეგიძლია მოხვიდე ხოლმე
-აქ ვეღარასდროს მიხილავ-ვთქვი და გულში ვიფიქრე ეს თავხედი როგორ მიბედავს ასეთ საიბარსთქო.მაშინ ბოლო სიტყვები არ უნდა მეთქვა გამოვიწვიე თითქოს,დათანხმდა გამოწვევას და მომიგო კიდევაც.მას შემდეგ ბევრჯერ შევხვდი,სახლის გზა კი ისე ვისწავლე თვალდახუჭულიც მივაგნებდი ნებისმიერ დროს.

*
ყველაფერი ასე ძალიან მარტივად დაიწყო და მარტივადაც დასრულდა,თუმცა ჩემთვის ამას სიმარტივეს ვერ ვუწოდებ.დრო გავიდა არა ბევრი,თუმცა არც ისე ცოტა.მაშინ ქალაქიდან ცოტახნით წავედი,მაგრამ მივხვდი რომ მანძილით შორს ყოფნა სულაც არ ნიშნავს იმას რომ დაზეპირებული ადგილები არ შეგახსენებს თავს.ჩამოვედი და ისევ იმ პატარა ხიდთან ვზივარ,ტბას ჩავყურებ,ამჯერად მხოლოდ ჩემს ანარეკლს მასპინძლობს...საკუთარ თავზე მეცინება რადგან ნაპირთან მყოფ გომბეშოს ვუთვალთვალებ,ერთი განახათ რა გულსაკლავად გაძახის ვიღაცას...ბედნიერია თუ კი იცის რომ მის დაძახებას აზრი აქვს...მე საკუთარი ხმა სულ რომ ყვირილით ამოვიგლიჯო აბა რა აზრი ექნება-ეძახო იმას ვისაც აღარ ანაღვლებ...აი ტბას ნაოჭები დაეტყო მეორე გომბეშომ ნაპირისაკენ გაცურა,იმ ყავისფერს მიუჯდა.ღმერთო ჩემო!სასაცილოა...

იმ დღეს როცა ბოლოჯერ შევხვდი და ვფიქრობდი რომ ქარი მანამ გააგრძელებდა ჩემს დაფლეთვას ვინემ დაბლა დაყრილი საკუთარი ძვლების ხმას არ გამაგონებდა მგონი არ შევმცდარვარ,თუმცა ეს სხვაგვარად მოხდა,შინაგანად გადაიფხიკა ყველაფერი და შინაგანშივე ჩაინაცრა...იმ დღეს საკმაოდ ხმაურიანად დაცვივდა დაბლა ჩემი ნაწილები მაგრამ ჩემში ხომ გონგის ხმა ჟღერდა სწორედ ამიტომ ვეღარ აღვიქვი,ახლა კი ვგრძნობ რომ ეს ასე იყო,ძლიერი ნაბიჯი დამადგა მერე ფეხი აიღო თუმცა ნაკვალევისაგან დატოვებული სიცარიელე ჯერ კიდევ ხახადაღებული უფსკრულივით იმზირება ჩემი სულიდან.
*მართლაც და რა მტკივნეულია ეს პატარა სიტყვა -იყო.



№1  offline წევრი ნანა73

როგორ მინდა რამე უფრო ვრცელი მომიყვე... ისეთი სასიამოვნოა შენი წაკითხვა... ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი ტურაგო

ნანა73
როგორ მინდა რამე უფრო ვრცელი მომიყვე... ისეთი სასიამოვნოა შენი წაკითხვა... ❤️❤️❤️


აუცილებლად დავწერ რაიმე ვრცელს...ამ ეტაპზე კი დროის უქონლობის გამო ვერ ვწერ,დავიწყე და შევწყვიტე...არ მინდა სიჩქარის გამო ცუდი ისტორია შევქმნა❣️
ძალიან მიხარია რომ გსიამოვნებს წამიკითხო...აქ შედარებით ვრცელი ერთი ისტორია მაქვს "თავად ღამეა" ასე ქვია,შესაძლოა წაკითხულიც კი გაქვს❣️

 


№3 სტუმარი MeganDURGY

Hi Guys, here I posted my photos naked http://eskorttr.info/ If you like, you can write to me, talk.

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

იყო. იყო... იყო!
ძალიან ბევრი ისეთი რამ იყო, რისი განცდაც ხელახლა მსურს.
არაფერს შევცვლიდი! საერთოდ არაფერს. ვამაყობ იმით, რაც იყო. მე მიყვარს ის, რაც იყო. მეტიც! მე იყო-ს ვეთაყვანები.
არ ვცხოვრობ წარსულით, არ ვცხოვრობ მომავლით, მხოლოდ აწმყოთი. თუმცა მყარი მაინც წარსული მგონია. აწმყო ყოველწამს ახალია, მომავალი იქნება თუ არა, არავინ იცის. წარსული კი - იყო.
ამბობენ ადამიანები ამახინჯებენ წარსულსო, მაგრამ იყო. მე ვგრძნობდი, განვიცდიდი, ვიღიმოდი, მტკიოდა. ესაა მთავარი.
ვცხოვრობ აქ და ახლა, ამავდროულად კი ძალიან მიყვარს წარსული.
(არის გრამატიკული შეცდომები, მაგრამ იცი რით ვკაიფობ? როცა ნაწარმოები იმდენად დიადია, რომ გრამატიკა . ეს კი ერთ-ერთი მათგანია.)

 


№5  offline წევრი ტურაგო

Catherine Di Perso
იყო. იყო... იყო!
ძალიან ბევრი ისეთი რამ იყო, რისი განცდაც ხელახლა მსურს.
არაფერს შევცვლიდი! საერთოდ არაფერს. ვამაყობ იმით, რაც იყო. მე მიყვარს ის, რაც იყო. მეტიც! მე იყო-ს ვეთაყვანები.
არ ვცხოვრობ წარსულით, არ ვცხოვრობ მომავლით, მხოლოდ აწმყოთი. თუმცა მყარი მაინც წარსული მგონია. აწმყო ყოველწამს ახალია, მომავალი იქნება თუ არა, არავინ იცის. წარსული კი - იყო.
ამბობენ ადამიანები ამახინჯებენ წარსულსო, მაგრამ იყო. მე ვგრძნობდი, განვიცდიდი, ვიღიმოდი, მტკიოდა. ესაა მთავარი.
ვცხოვრობ აქ და ახლა, ამავდროულად კი ძალიან მიყვარს წარსული.
(არის გრამატიკული შეცდომები, მაგრამ იცი რით ვკაიფობ? როცა ნაწარმოები იმდენად დიადია, რომ გრამატიკა . ეს კი ერთ-ერთი მათგანია.)



როცა ასე გრძნობენ წაკითხულს-აი ეს მახარებს...
კითხვის დროს მიღებული ემოციის ასეთი ფორმით გაზიარებას კი არაფერი შეედრება❣️
მ ა დ ლ ო ბ ა!

 


№6  offline წევრი Imagination88

მომწონს.
საშინლად მომწონს.
რთულია არ გაიხედო წარსულისაკენ, როცა იქ ისეთი ვიღაც ან რაღაც მოიტოვე ვინც არ გემეტება,როცა ტკივილამდე გენატრება, ოჰჰ როგორი რთულია მაგრამ აწმყოთი ცხოვრება მეტად აუცილებელია, თუ დავდგებით და მხოლოდ წარსულს დავიტირებთ და მივტირით ზუსტად იმ "იყო" _ს ეს არ და ვერ შეცვლის ვერაფერს, მხოლოდ ტკივილს მოგვაყენებს,თუმცა სწორედ ესაა რომ ბოლომდე ვერ ვეშვებით წარსულს და ვერ ვცხოვრობთ აწმყოთი.

შენი ისტორიები ყოველთვის დამაფიქრებელია, მთელი დღე რომ გაფიქრებს და დაგაშტერებს, დაგიმონებს მაგრამ ესეც კი სასიამოვნოა ❣️

ნუ ახლაც ვერ ავღწერე ისე როგორც მინდოდა, არ ვიცი ჩემი სიტყვებიდან რამდენად ჩანს ის რასაც ვფიქრობ, თუმცა ვიცი ბოლომდე ვერ, მაგრამ შენ რომ გრგძნობ ფაქტია

"*მართლაც და რა მტკივნეულია ეს პატარა სიტყვა -იყო." ❣️

 


№7  offline წევრი ტურაგო

error

დილაადრიან ასეთი სიტყვები რომ დაგხვდება ისტორიასთან ამაზე კარგი რა უნდა იყოს...
❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent