შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯი (13 )


12-03-2020, 11:16
ავტორი Keke27
ნანახია 1 921

13 თავი.

მაგიდას ერთ-ერთი შავკანიანი მუსიკოსი მიუახლოვდა. შესვენებით ისარგებლა და ელენეს მოკითხვა გადაწყვიტა.
_დიდი ხანია აქ არ ყოფილხარ. როგორ ხარ? - ღიმილით ჰკითხა ქალს და თანმხლებს თვალი შეავლო. თავის დაკვრით მიესალმა.
_მართალია. სამსახურის გამო ვერ ვახერხებდი ხშირად მოსვლას, მაგრამ შენს აქტივობებს თვალს ვადევნებ სოციალურ ქსელში. ნაკრებიც გამოგიცია, მიხარია და გილოცავ.- ასევე ღიმილით დაუბრუნა პასუხი ბუჩუკურმაც.
_დიახ, ახლახანს გამოვეცი და გაყიდვაშიცაა, საკმაოდ ბევრი მსურველია, რომ შეიძინონ.
_ეჭვიც არ მეპარება. კიდევ ერთხელ გილოცავ.
_კარგი, სცენაზე უნდა ავიდე. გამეხარდა შენი ნახვა და არ დაიკარგო, ხშირად გვესტუმრე.
კარგ გართობას გისურვებთ.

ნიკოლოზი დიდად არ მოიხიბლა ამ დიალოგით, თუმცა არაფერი შეიმჩნია. ეგონა, რომ ელენე ახლა მაინც მოუყვებოდა მის წარსულზე, მაგრამ ქალის სახეზე აშკარად გამქრალიყო წუთების წინ აღბეჭდილი სევდა და დარდი.
_ დალევა მინდა კიდევ... შენ არ გინდა?- მხიარული ხმა ჰქონდა ქალს.
გიგაური გაოცებული იყო, ელენეს გარდასახვის უნარით. ეს მერამდენედ დააფიქსირა უკვე და ყოველ ჯერზე გაოცებული რჩებოდა.
_არა, მე მეტს ვერ დავლევ, ჩვენ შორის ერთი მაინც ხომ უნდა დარჩეს ფხიზელი. - ნაძალადევი ღიმილით წარმოსთქვა კაცმა.
_მართალია. მაშინ მარტო მე დავლევ.
_ როგორც გენებოს.

ამჯერად ძლიერი სასმელი შეუკვეთა. ჭიქა მწყურვალივით გამოცალა.
არაფრის მთქმელი ღიმილით გახედა გიგაურს.
სცენაზე მუსიკოსები დაბრუნდნენ და იქაურობა „Radiohead“-ის ცნობილმა ჰიტმა „Creep“- მა აავსო.
მსმენელთა შეძახილებმა ლამის მუსიკის ხმა გადაფარა.
ოვაციებით არც ელენე ჩამორჩენილა. ფეხზე წამოიჭრა, ხელები ფართოდ გაშალა, ისე, თითქოს მისკენ, მისთვის ძალიან ძვირფასი, დიდი ხნის უნახავი ადამიანი მორბოდა ჩასახუტებლად.
თვალები ცრემლებით აევსო. თუმცა მის ცრემლს ვერავინ ხედავდა, დაბალი განათების გამო. სულის შემძვრელად ეხმიანებოდა ეს სიმღერა მის მდგომარეობას, მის წარსულს... სისხლიან პერანგს.. ჩარჩოში ჩასმულ და მუყაოს ყუთში გამომწყვდეულ ღიმილს.

შეუმჩნევლად შეიმშრალა ცრემლები და ნიკოლოზს ღიმილით მიუბრუნდა.
კაცმაც ღიმილი მიაგება.
_არ გინდა ვიცეკვოთ?
_არა, იყოს, მირჩევნია აქ ვიჯდე და გიყურო.
_ მაშინ მეც დავჯდები. - ვითომ გაიბუტა ელენე და გაბუსხული სახით მიუჯდა კაცს გვერდით.
_კარგი რაა, სერიოზულად? - სიცილს ვერ მალავდა გიგაური მისი შემხედვარე. პატარა ბავშვივით გაბუტული იჯდა და ხელები ერთმანეთში გადაეხლართა.
_აბა რატომ უნდა მიყურო, სამუზეუმო ექსპონატი ხომ არ ვარ? - ნიკოლოზმა მთელი ხმით გადაიხარხარა ბუჩუკურის ნათქვამზე.
_რისი ღირსი ხარ ახლა შენ? მოდი აქ. - მსუბუქად დაქაჩა, მისკენ მიიზიდა და მკლავებში მოიქცია.
ისევ იგრძნო შინ ყოფნა...
ისევ იგრძნო სიმყუდროვე... სითბო... მყარი საყრდენი..
თვალები დახუჭა და გაინაბა.
აბრუებდა სურნელი, რომელიც გიგაურს ასდიოდა. თამბაქოს და სუნამოს ნარევი.

_დღეს ჩემთან დარჩი. სახლში მარტოს ვერ გაგიშვებ, უკვე ძალიან გვიანია. ბრუკლინამდე კი გრძელი გზაა, უნდა გამოგყვე მაშინ, მერე უკან დავბრუნდე და გამთენიისას შევალ სახლში სავარაუდოდ... მოვითხოვ დამინდო გზაში გაბმისთვის და ამაღამ ჩემთან დარჩე.
_რატომ, კაცო? უკან რატომ ბრუნდები? იქნებ ჩემთან გტოვებ ამ ღამით და არ გიშვებ უკან? - თავი აწია ელენემ და სიცილით ჰკითხა.
_ეგ არ მიფიქრია. მაგრამ მე უფრო ახლოს ვცხოვრობ, ამიტომ თამაში ჩემს მოედანზე გაიმართება. - მინიშნებასავით გამოუვიდა ნათქვამი.
_რა თამაში? - ვერ მიხვდა ელენე.
_დაძინებამდე ორი ან სამი ხელი ჯოკერი ვითამაშოთ, რაღაც ძალიან მომინდა... ვფიქრობ კარგი მოთამაშე იქნები. - ცდილობდა არ გასცინებოდა, რადგან ბუჩუკურს აშკარად გაურკვევლობა ეხატა სახეზე.
_კარგი, დავრჩები შენთან და ვითამაშოთ ჯოკერი, ასე ძალიან თუ გინდა. - ისეთი ხმით უთხრა, იგრძნობოდა რომ დაბნეული იყო.
_ წამოდი წავიდეთ მაშინ, პირველი საათი კი არის უკვე.
_კარგი, წავიდეთ. - წამოდგომისას თავბრუ დაეხვა. ნიკოლოზს მკლავში ჩაჭიდა და ასე სცადა წონასწორობის დაცვა.
გიგაურმა მკლავს დახედა, რომელზედაც ქალს ღონივრად ჩაეჭიდა მისი სუსტი თითები.
_ ელენე, ხელი არასოდეს გამიშვა, ყოველთვის ასე ჩამეჭიდე.. - ნათქვამი ქალისთვის კარგად გასაგები რომ ყოფილიყო, ყურთან ახლოს უთხრა და თან საფეთქელზე ნაზად აკოცა.
ბუჩუკურმა ანთებული თვალებით შეხედა კაცს, გაუღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.


ღამის სიჩუმეში გიგაურის ბინის გასაღების ხმა გაისმა. სახლში ფეხაკრეფით შევიდნენ, რადგან ნიკოლოზი ამ ბინაში მხოლოდ ოთახს ქირაობდა.
ბინის დანარჩენ მობინადრეებს, მშვიდი ძილით ეძინათ.
კორიდორში ბნელოდა.
გზა ოთახამდე ტელეფონის ფარნით გაიკვლიეს.
ოთახი, სადაც გიგაური მხოლოდ დასაძინებლად შედიოდა, მომცრო ზომისა იყო. თეთრად შეღებილ კედლებს შორის ორი კარი იყო ჩასმული. ერთი კარადისა იყო, ხოლო მეორე აბაზანის.
საწოლი ისე კოხტად გაესწორებინა, გადასაფარებელს და ბალიშებს, ნაკლს ვერ უპოვნიდა დაკვირვებული თვალიც კი.
ფანჯარაზე მუქი ფარდა ეკიდა.
კედელზე რამდენიმე წიგნის თარო მიემაგრებინა, სადაც ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ქართულ წიგნებს მოეყარა თავი.
თაროების დაბლა კი, მოჩუქურთმებული ორი სავარძელი იდგა. სავარძლებს შორის პატარა მაგიდა მოეთავსებინა.
საწოლის გვერდით შავი ფერის პრიალა კომოდი იდგა. ოქროსფერი სახელურები ნათურის შუქზე, თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდნენ.
ელენე გულდასმით ათვალიერებდა ოთახს.
_პაწია და კოხტა საცხოვრებელი გქონია. - აღნიშნა მერე და პალტოს ღილები შეიხსნა.
_ კი, ასეა. მე მყოფნის, თან დროებით ვარ აქ და სამსახურთანაც ახლოსაა. -ნიკოლოზმა პალტო, ქუდი და ჩანთა ჩამოართვა. ჩანთა და ქუდი სკამზე დადო, პალტო კი საკიდზე დაკიდა და კარადაში მიუჩინა ადგილი.
ქალმა კარადასაც შეავლო თვალი. ტანსაცმელები საგულდაგულოდ იყო დაკეცილი. სვიტრებს, მაისურებს, შარვლებს და ქურთუკებს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩნეული.
ფეხსაცმელების თარო, რომელიც იატაკზე იდგა, ოთხი წყვილი ფეხსაცმლისგან შედგებოდა. ერთი სპორტული ფეხსაცმელიც ერია.
მაღლა თაროზე კი, რომელიც ჭერთან ახლოს იყო, თეთრეული და პირსახოცები განეთავსებინა.
„ღმერთო ჩემო, როგორი მოწესრიგებულია ეს კაცი“, გაიფიქრა ბუჩუკურმა და ღიმილი დაეფინა სახეზე.
_ მოიცა, აქ დადექი , - გიგაურმა ელენე ფანჯარასთან ახლოს მიიყვანა, - ახლა თვალები დახუჭე, - ელენე მითითებას მიჰყვა და თვალები დახუჭა.
_ნიკოლოზ, რა ხდება? - ჰკითხა ღიმილით. ხმაში მოუთმენლობა დაეტყო.
_მოიცა, ჯერ არ გაახილო... - ოთახში სიბნელე ჩამოწვა. ელენემ წარბები შეკრა, მაგრამ თვალები არ გაუხელია. - აი, ახლა გაახილე. - ყურთან ახლოს იგრძნო კაცის ტუჩების მოძრაობა.
_ ღმერთო ჩემო! - აღფრთოვანებით შესძახა ბუჩუკურმა და ცხვირი და ტუჩები ორივე ხელის გულში მოიქცია. - ფანჯარაში ხელისგულივით მოჩანდა მსოფლიოს ცენტრი, მანჰეტენი. შორიდან ცათამბჯენებში სინათლე ვარსკვლავებით ანათებდა. შენობების იქით, ჰორიზონტზე, ღამის ცა ცეცხლისფრად კიაფებდა.
მონუსხულივით იდგა ქალი და შესცქეროდა ამ საოცარ სანახაობას, რომელიც რეალობის შეგრძნებას უკარგავდა ადამიანს. თითქოს სხვა სამყაროში გადახვედი, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილხარ და მსგავსი არასოდეს გინახავს.
ათასჯერ მაინც უნახავს ღამის მანჰეტენი, მაგრამ ასეთი არა.
თითქოს პირველად ხედავდა. თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი, ხარბად აცეცებდა, ცდილობდა ყველა მოციმციმე ვარსკვლავისთვის შეევლო თვალი, რომლებიც ფანჯრებში ანათებდნენ.
_ მოგწონს? - ჰკითხა ნიკოლოზმა კმაყოფილი ხმით.
_ძალიან! იმდენად მომწონს, რომ ალბათ ვიტირებ კიდეც. - ელენეც თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა უკვე.
_ რა უცნაური ხარ ადამიანო.- გიგაურს გაეცინა. - გიხარია ტირი, გტკივა ტირი, ან გიხარია იცინი, გტკივა და მაშინაც იცინი.
ბუჩუკური მისკენ მიბრუნდა. თვალები უჩვეულოდ უციმციმებდა. მთელი სისწრაფით მიიჭრა კაცთან და ტუჩებში ისე ვნებიანად აკოცა, რომ ნიკოლოზი წამიერად სამყაროს გამოეთიშა. ვნებამ ძარღვები დაუბერა და სისხლი აუდუღა. სუნთქვა ორივეს გახშირებოდათ.
ელენე მის კოცნას განაგრძობდა.
თამამი იყო იმ წამს ქალი.
ქამარი და შარვლის ღილი მოხერხებულად შეუხსნა.
გრძნობდა, როგორ გადაჰყავდა კაცი ჭკუიდან და გულში ეღიმებოდა კიდეც.
გიგაურმაც აღარ დააყოვნა და წამებში ქალი მის წინაშე ტანსაცმლის გარეშე იდგა.
ფანჯრიდან თავხედურად შემოპარული სინათლე, ჯიუტად და ურცხვად ანათებდა ელენეს ამორძალივით მშვენიერ სხეულზე. სავსე მაღალი მკერდი, ჩქარი სუნთქვისგან, აუდიოდ-ჩაუდიოდა.

ამღვრეული თვალები მოავლო, ოფლით დაცვარული მკლავები, ქალის შიშველ სხეულს შემოასალტა, წამოწია და საწოლისკენ წაიყვანა...



№1 სტუმარი სტუმარი ირინა

რა საყვარელი წყვილია.აი ისეთი შენეული,თბილი,ემოციური,ნაზიც და ამბოხებულიც.მიხარია ელენეს ბედნიერება.ძლიერი კი ჩანს მაგრამ ცოტა დეპრესიულია.აშკარად ბევრი რამ აქვს გადატანილი.
შენ არ იცი რა იყო ჩემთვის ახლა ამ თავის მოწკაპუნება.????????????????????????

 


№2  offline წევრი ნანა73

ძალიან ცოტაა...

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ ძალიან ცოტაა მაგრამ რაც არის უმაგრესია

 


№4  offline ახალბედა მწერალი Keke27

ძალიან ცოტაა ჰო, 5 თაბახის ფურცელია.

სამი დღე ბავშვი მყავდა მაღალი სიცხიანი. არ ვიცი შეგიძლიათ თუ არა წარმოიდგინოთ, თუ რა გამოვიარე მე.
როგორც კი გამოჯანმრთელდა, შეძლებისდაგვარად ვახერხებდი წერას.

ამ ისტორიის წეეისთვის არავინ მიხდის კაპიკს. არც კონტრაქტი მაქვს დადებული ვინმესთან...
ეს არის ისტორია, რომელსაც განვიხილავ ჩემს იურისტ მეგობრებთან ერთად. ამ პერსონაჟებზე დილიდ ხუთ საათამდე ვილაპარაკეთ მე და ჩემმა იურისტმა მეგობარმა, რომელსაც მალე შეხვდებით პერსონაჟის სახით, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ვინმეს რომ ესმინა ჩვენთვის, გიჟის იარლიყს მოგვაკრავდა. :დ
ამ ისტორიის გამო და პერსონაჟი გიგას გამო, ბრუკლინში ბარიგებსაც კი გავესაუბრე. :დ

მოკლედ, მარტივი არაა ამის წერა და მკითხველამდე მიტანა... და მკითხველთა 80% -ს კი, იმის აღნიშვნაც კი ეზარება, რა მოსწონთ და რა არა, განვითარებულ მოვლენებში.

რავიცი, რავიცი...

მადლობა, მათ ვინც თქვენს აზრზს მიზიარებთ.
წინ ბევრი მოულოდნობა გელით. ????????
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№5  offline წევრი მე♥უცნაურე

მეუცნაურა ნიკოლოზს რომ მუსიკოსისა და ელენეს დიალოგი, არ ესიამოვნა...

ნუ, ჯოკრის სათამაშოდ რომ არ პატიჟებდა და დიალოგიც ამ თავში არ შედგებოდა, ვიცოდი.

რაღაცნაირად სასიამოვნო წყვილია.

ჯანმრთელოვას გისურვებთ კეკე❤️

 


№6  offline წევრი LI_BE

აუუუ, ბოლო წინადადებაზე დამაჟრიალა worried smile

რა მაგარი ტიპია ეს ნიკოლოზი, რაა. მესაკუთრეა, ეტყობა. არავინ მოსწონს ელენეს გარშემო. უფ, წარმომიდგენია, გიგას რა ელის, გიგაურის ამ თვისების გამო. იმას მაინც არ გვეუბნები, არც ჩვენ და არც ნიკოლოზს, რა საიდუმლო აქვს ელენეს, ამისთანა. ძალიან დაინტრიგებული ვარ. wink

რა გითხრა კეკე, ის რომ ძალიან ბევრს მუშაობ ისტორიაზე, გმირების ხასიათზე, თითოეულ სიტყვასა თუ წინადადებაზე, ეს ძალიან ეტყობა შენს ისტორიას, გმირებს, თითოეულ სიტყვას. ამიტომაც გამოდის შენი ისტორიები გამართული, დალაგებული, დასრულებული და საბოლოოდ სრულყოფილი. blush

ხოდა, ამისთვის დიდი მადლობა შენ, და ასევე შენ მეგობარსაც. სიმართლე გითხრა, ელენეს პროტოტიპად შენ წარმომიდგენიხარ და სხვა გმირებიც, რატომღაც რეალურები მგონია. ნიკოლოზი რომ რეალურად არსებობს, ეს ხომ უკვე გვითხარი. ხო, მიხარია, რომ ანა ადვილად გამოძვრა ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, ბოლომდე არ მეჯერა, რომ იქედან ნორმალური გამოვიდოდა. smile

ჯანმრთელობა - შენ და შენს ოჯახს, ისტორიის ახალი თავი მალე - ჩვენ smile smile

 


№7  offline მოდერი bla.ell

ნუთუ ეს შენ ხარ როგორ გამიხარდა ძველი მწერლის ხილვა აქ დიდიხანია არ შემოვდიოდი და შენი სიახლის დანახვამ გამაოცა❤❤შენი ნაწერების ძველი მკითხველი ❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 


№8  offline წევრი ნილა

გამარჯობა კეკე !
კარგი თავი იყო. შენი წერის სტილიც მომწონს.
ზოგადად,როცა ვამბობ,რომ რაიმე ისტორია მომწონს ,ეს იმას ნიშნავს ,რომ ის ჩემში გარკვეულ განცდებს იწვევს, ატმოსფეროს ქმნის, ფერს იძენს...
შენი ეს ისტორია ჩემთვის იისფერია.
საკმაოდ კარგად აღწერ ქალისა და კაცის ინტიმურ იდილიას ,თუნდაც პირდაპირი ფიზიკური კავშირის ხსენების გარეშეც და ეს ძალიან მომწონს.
ნიკოლოზის პერსონაჟის შესახებ უკვე იცი ჩემი დამოკიდებულება ???? იმედი მაქვს ,მოახსენე ????????
ველი შემდეგ თავს ,როცა იქნება ????
წარმატებები!

 


№9 სტუმარი სტუმარი Maco

Zalian zalian momewona,zalian sakvareli shvilia.moutbenlad veli shemdeg tavs.

 


№10 სტუმარი MeganDURGY

Hi Guys, here I posted my photos naked http://eskorttr.info/ If you like, you can write to me, talk.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent