შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ვარდი 3-4


17-03-2020, 17:12
ნანახია 453

უკან მოვიხედე და არავინ არ იყო, ცოტა გამიკვირდა, იქნებ მომეჩვენა? თან ამ ყველაფრის შემდეგ თაიგული ავიღე და ბინაში ავედი, სახლში რომ შევედი საშინელი სუნი მეცა, თან ისეთი არეულობა იყო, ეგრევე ფანჯრები გამოვაღე და თაიგული ლარნაკში ჩავდე, წერილებს კი თვითონ თაიგულის ლარნაკი დავადე, ჰო და დავიწყე დალაგება, მართლა ძალიან იყო არეული სახლი, ჯერ რაც დასარეცხი იყო ისენი მოვითავე, შემდეგ კარადას მივადექი, იქ კი ნიკას ტანსაცმელი უფრო მეტი იყო მგონი ვიდრე ჩემი, ძალიან ბევრი დასარეცხი და ძალიან ბევრი დასაუთავებელიც იყო, მაგრამ შევასრულე ყველაფერი, შემდეგ მტვერი გადავწმინდე, ღმერთო რამდენი მტვერი იყო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, შემდეგ სავარძლები გამოვწიე და გამოვგავე სახლი, შემდეგ დავწმინდე პოლებიც და საბოლოოდ ფანჯრები და სარჯკეები დავწმინდე. გარეთ რომ გავიხედე შებინდებულა, ამიტომ ნიკას დავურეკე, მეცადინეობაში რომ დამხმარებოდა.
-ჰეი ნიკ
-ჰო სიხარულო
-გამო ჩემთან, რვეულები, მაწონი და სოდა წამოიყოლე
-ოქეი, შენთან ვარ ათ წუთში, თან როგორ მაინტერესებს შენმა იდუმალმა თაყვანისმცემელმა ამჯერად რა წერილი გაჩუქა
-დამანებე თავი რა და დროზე გამო
-ოქეი, უკვე მოვდივარ
-კაი-უცებ დავაცემინე
-ღვთისწყალობა
-მადლობა
-გაცივდი?
-არა, უბრალოდ ფანჯრები მაქვს ღია
-გაგიჟდი გოგო-დამიყვირა, ისეთი მოულოდნელი იყო რომ შევხტი-სასწრაფოდ დაკეტე, შემოდგომაა ბოლოს და ბოლოს
-კაი ჰო, არ გადმოხტე მაგ მობილურიდან
--მიდი გელოდები, რომ დაკეტავ თქვი
-დავკეტე
-ძაან კაი
-აუ დღეს სახლი დავალაგე
-მერე დაიღალე ცუნცულ?
-კი ძაან
-გეთქვა და დაგეხმარებოდი
-კაი რა, შენ გალაგებინო ახლა ზუსტად ეგ მაკლია
-რატო?
-იმიტომ რომ შენ ხარ ბიჭი რომელიც არის 16 წლის და რომელსაც ცხოვრებით ტკბობა უყვარს
-მერე შენთან ერთად რომ დავტკბე ცხოვრებით არ შეიძლება?
-კაი რა, სად ხარ აქამდე?
-ამოვდივარ უკვე
-ჰო და ამო-უცებ გავიგე ვიღაცას როგორ შეასკდა, ორივემ ბოდიში მოიხადა და ისევ მე მომიბრუნდა
-კარი გამიღე
-მოვრბივარ-მივირბინე და კარი გავაღე, კარს იქით კი გაკრეჭილი ნიკა დამხვდა
-მოიცა ერთ წამს
-გიცდი სიხარულო-მითხრა გაკრეჭილმა
-კაი რა მეღადავები?
-რას?
-შემოდი და დაეგდე აქ
-აუ რამდენი ხანია ეს სახლი დალაგებული არ მინახავს.
-ჰო, არც მე, რატომ ხარ ნასვამი?
-აუ, ძმაკაცებმა ცოტა დავლიეთ, შენს თავს ვფიცავარ, მხოლოდ ოთხი ჭიქა დავლიე მეტი არა
-მერე ოთხი ცოტაა?
-კი-მითხრა და თავი დამიქნია
-მოდი აქ-ხელი მუხლებზე დაირტყა და თავისი ყავისფერები მომანათა, მეც მივედი და ჩავუჯექი კალთაში, ერთი ფეხი მარჯვნივ მქონდა, ერთი მარცხნივ და მის გულზე მედო თავი
-ნიკა ნამცხვარი გამოვაცხოთ რა
-გამოვაცხოთ-მითხრა და თმებზე თამაში დამიწყო
-ჯერ ვიმეცადინო უნდა, მე ვიფიქრე დამეხმარებოდი, შენ კი ნასვამი მოხვედი
-დაგეხმარები არ არის პრობლემა
-რაღაცას მიმალავ ნიკა და არ მომწონს
-არ გიმალავ არაფერს-მითხრა და ცხვირი ჩემს ყელში ჩარგო
-ჰმმ, მეღუტუნება-ვუთხარი სიცილით, მან კი კისერში მაკოცა, რაზეც ჟრუანტელმა დამიარა და სიცილი ამიტყდა, კაი რა ნიკა
-გაიგე, შენი იდუმალი თაყვანისმცემწლის შესახებ?
-ვერა, მაგრამ ძაან საყვარელი მგონია
-ჰმმმ
-გეძინება
-ხვალ არ წავიდეთ სკოლაში რა
-რატო?
-მეზარება სწავლაც და თან შენ ხომ თქვი ნამცხვარი გამოვაცხოთო და ხვალ გამოვაცხოთ
-მერე სკოლა ნიკა?
-გავაცდინოთ
-ერთი პირობით
-თქვი მიდი
-წყალი გადაივლე რა
-მეზარება
-მაშინ წავიდეთ ხვალ სკოლაში
-ამის მერე მე რომ მეტყვის, ბოროტი ხარო-ბუზღუნებდა და დგებოდა, აბაზანაში გაუჩინარდა, ერთი საათი რომ არ გამოვიდა, მივიკაკუნე და არ მიპასუხა, მელწ პანიკის შეტევა მექნებოდა, კარი გავაღე და წყალში მწოლიარე სკეული დავინახე, რა არ ვიფიქრე, ტირილი ამიტყ⅚და, ჩემს ხმაზე კი ნიკა წამოვარდა დაფეთებული
-რა მოგივიდა? აქ რატო ხარ გოგო-მე რომ ზევით ავიხედე და შიშველი დავინახე, წამოვწითლდი და თვალებზე ხელი ავიფარე, ისიც მიხვდა და პირსახოცი შემოიხვია, დამპალი ჩაეძინა ბიჭს, ბოროტი როგორ მანერვიულა
-რომ ჩაიცმევ შედი ოთახში და დაიძინე-ვუთხრაი ზლუქუნით
-დამელოდე შენ.
არაფერიც, საერთოდ არ დავლოდებივარ შევედი ოთახში და დავიძინე. რომ გავიღვიძე ნიკა მეხუტებოდა და მშვიდადეძინა, საათს შევხედე და თერთმეტის ნახევარს უჩვენებდა, ტელეფონი ნიკას მხარეს იყო, რასაც ქვია ზევიდან დავაჯექი, იმან კიდე ხელები უფრო მომხვია და გულზე ამიკრა, ღმერთო გადამრწვს ეს ბიჭი მე, მაგრამ ეს პოზა ძალიან მომწონდა, იმდენად რომ ისევ დამეძინა, ფეხები უფრო მოვხვიე მან კი ხელები მომიჭირა.
რომ გავიღვიძე ნიკას უკვე ეღვიძა და სიცილს ძლივს იკავებდა, თავი არ ამიწევია ისე ვკითხე
-რა გაცინებს?
-იმენა ბავშვი ხარ შენს სიცოცხლეს ვფიცავარ
-რატო
-ერთი კანფეტი გაკლია და მართლა ბავშვი ხარ
-საერთოდაც მე შენზე ძაან გაბუტული ვარ-კარზე ზარია
-ვინმეს ელოდებო?-მკითხა ნიკამ, მეც თავი უარყოფის ნიშნათ გავაქნიე, ავდექი და კარი გავაღე, იქ კი ლურჯი ვარდი დამხვდა თავისი წერილით
"მალე საკუთარ თავზეც ვიეჭვიანებ"
რას უნდა ნიშნავდეს? ვფიქრობდი როცა უკნიდან ნიკა მომეხუტა და ცხვირი კისერზე გამიხახუნა
-ვინ არის?-მკითხა ისე რომ თავი არ აუწევია
-ლურჯი ვარდი
-რაო რა წერია?
-მალე საკუთარ თავზეც ვიეჭვიანებო
-ვინაა კიდევ ვერ მიხვდი? იქნებ არის ვინმე ვისაც იცნობ?
-არაა, გამორიცხულია, ჰო მართლა რა დააშავე
-გუშინ რომ გატირე იმის გამო ბოდიშს ვიხდი
-მაშინ მიღებულია
-ნამცხვარი მინდა, ჩავიცვათ მივალაგოთ და კი
-ოქეი-მითხრა, ლოყაზე მაკოცა და ოთახისკენ გაცუნცულდა
-ისა ლანა
-ჰო
-დღეს ნანი (ნიკას დედა) მოდის შენთან და მე რო არ ვიყო გეწყინება?
-არა კაცო, მაგრამ სად მიდიხარ?
-ერთი გოგოა რა, პაემანზე მიმყავს.
-მართლა?
-ჰო
-მერე ამას ასე რატო უნდა ვიგებდე?
-რავიცი
-როდის უნდა გავიცნო?
-ოღონდ დღეს პაემანი არ ჩამიშალო და მერე იყოს
-მაინც?
-აი ზეგ, სამ დღიან ლაშქრობაზე მიდის მის რამდენიმე მეგობართან ერთად და მე და ჩემი მეგობრწბიც დამპატიჟა და წამო შენც
-მე არ დავუპატიჟებივარ
-შენს გარეშე სამი დღე? ხო არ ღადაობ? წამოხვალ!
-ჰო კაი-ვუთხარი და ნამცხვრის ცხობა დავიწყეთ, ძალიან ბევრი ვიცინეთ, მერე ერთმანეთი ცომით დავსვარეთ და საბოლოოდ ნამცხვარი შევდგით ღუმელში, მერე კი სამზარეულოს რომ გადავხედე იქაურობა საღორეს ჰგავდა
-ნიკა
-აუ დრო მოდის, უნდა გავემზადო ლანა
-ბოროტი ხარ შენ
-კაი წავე სიხარულო
-წაეთრიე
-გკოცნი-ნიკამ გამოიცვალა და წავიდა, სამზარეულო მივალაგე, ნამცხვარის ფირფიტებს რომ შევხედე ჯერ არ იყო მზად ამიტომ ნიკას ტანსაცმელი ავიღე, ჩემიც მივაყოლე და სარეცხის მანქანაში შევყარე, რომ დაამთავრა უნდა გამეფინა და გამახსენდა ნამცხვრის ფირფიტები, ეგრევე ღუმელთან მივვარდი და გამოვაღე, მხოლოდ ერთი ფირფიტა იყო დამწვარი, ორი გადარჩა, ჰო და მეც ამოვისუნთქე, ის ფირფიტა დავჭერი ლამაზ ფორმებად,ის ადგილები გამოვიყენე რომელიც არ იყო დამწვარი, ორი ფირფიტა დავნამე, კრემი წავუსვი და მორთვა დავიწყე, საბოლოოდ კი ძალიან ლამაზი გამოვიდა, მე ამ ნამცხვრის გასინჯვას არ ვაპირებდი ნიკას გარეშე, კარზე ზარია, მივედი გავაღე და ნანი დეიდა იდგა
-მობრძანდით
-რაგორ ხარ შვილო?
-კარგად, თავად როგორ ბრძანდებით?
-მადლობა კარგად
-ყავას ხომ დალევთ?
-კი შვილო
ყავა მოვუდუღე, ნამცხვარი მოვუჭერი და დავუდგი
-მე ვიფიქრე დალაგებაში მივეხმარები მეთწი და შენ დაგილაგებია უკვე
-ჰო, გუშინ დავალაგე
-კიდევ კარგი შვილო მიხვდი თორე ვფიქრობდი რაეშვრლება რომ გათხოვდება დალაგება არ ეცოფინება-თქო
გამეცინა, ძაან საყვარელი იყო ნანი დეიდა, ტელწზი შეტყობინება მომივიდა "ნახევარ საათში შენთან ვართ მე და ჩემი გოგო და იქაურობა სუფთა იყოს და დედაჩემიც გაუშვი რა" ცოტა უხეშად მომხვდა ნიკას სიტყვები"იქაურობა დუფთა იყოს", მეწყინა, მაგრამ არაუშავს,
-ნანი დეიდა, ოც წუთში ჩემი დაქალები უნდა მოვიდნენ და...
-კარგი შვილო, რა იყო მერე, წავალ კაცო
-ბოდიშით რა
-რისთვის იხდი ბოდიშს, უბრალოდ გამოგიარე, მოგინახულე
-მეც გამოვალ ხოლმე
-ჰო გამოდი
-მართლა არ გეწყინათ?
-არა
გადავკოცნე და გავაცილე, უცებ კი ცრემლები წამომივიდა, ღმერთო ასეთი არაფერი მომხდარა, ეგრევე, ავიღე ყავის ფინჯანი და თეფში, გადავწმინდე მაგიდა და დავრეცხე, ტირილიც შეწყდა, მეც გამოვიცვალე და ფანჯარა გამოვაღე, ყოველი შემთხევისთვის, ათ წუთში კიდევ კარზე ზარია, მივედი და ფანჯარა დავკეტე, სარკეში ჩავიხედე, აღარ მეტყობოდა თავებზე სიწითლე ჰო და მეც ღიმილით მივედი და კარი გავაღე, ნიკა და ერთი ლამაზი გოგონა დამხვდა
--ორივე შემოვუშვი-ნიკამ დაეჭვებით შემომხედა, მაგრამ მხრები აიჩეჩა, იმ გოგოს გადახვია ხელი და დაჯდნენ ტახტზე
-გამარჯობა-მორცხვად თქვა იმ გოგომ
-გამარჯობა, მე ლანა ვარ, ნიკას ბავშვობის მეგობარი
-ჰო მე ტასო ვარ ნიკას... ნიკას..... მეგობარი-ჩამეცინა
-ტასო ყავა გინდა?
-კი-მითხრა და თავიდამიქნია, მერე ნიკას გადავხედე იმან თავი უარის ნიშნად გაიქნია და სამზარეულოში გავედი, ტადოს ყავა მოვუდუღე, სამზარეულოდან მისაღები ოთახი ახლოს იყო და მათი საუბარიც მესმოდა
-ნუ გრცხვენია რა ტას, იცი რა საყვარელი გოგოა?
-კი საყვარელია
-თან როგორი კეთილია ვერც კი წარმოიდგენ, ყველაფერში, ყოველთვის გვერდით დაგიდგება
-ჰო, იცი როდის დავიბენი
-არა
-ვერ მივხვდი შენთვის ვინ ვარ
-შენ? მოწონების ობიექტი
-აი ყავა და ნამცხვრებიც მოვიდაა-ჩავერიე მათ საუბარში
-ეს რა ნამცხვარია?
-ამ რეცეპტს არავის ეუბნება, მარტო ჩემი და მისია-თქვა ამაყად ნიკამ
-შენი და მისი?
-ჰო ჩვენ შევადგინეთ
-იცი? დანაყრებული ვარ, მარტო ყავას დავლევ
-რატო ცუდი ნამცხვარი არ არის
-მადლობა არ მინდა
-კარგი მაშინ შოკოლადს გამოგიტან-გავედი და შოკოლადი გამოვუტანე, თეთრის და შავიც, არაფერს არ ვჭამდი, მთელი დღეა ჭამის მადა არ მაქვს, არადა სულ მშია ხოლმე, ძაან მიკვირს, ნიკაც დაეჭვებით მიყურებს, მაგრამ მაინც მხრებს იჩეჩავს.
-ლანა, კიდე მინდა
-მოგიტან მოიცა
-იყავი, მე მოვუტან
-კარგი, ხელ მარცხნივ სამზარეულოა, ნამცხვარიც მაგიდაზე დევს
-ჰო, კარგი-ცოტა დააგვიანა ტასომ ნამცხვრის მოტანა
-ნიკა
-ჰო
-დარწმუნებული ხარ რომ მოგწონს?
-აუ კი, ნახე რა ძაან საყვარელია
-მე არ ვენდობი და შენ?
-ვენდობი რა თქმა უნდა, მე ის მომწონს ლანა
-კარგი
ნამცხვარიც მოიტანა, მაგრამ მალევე წავიდნენ, მე კი იქაურობა მივალაგე და დავწექი.

*ორი დღის შემდეგ*
დღეს ლაშქრობაში მივდივართ, ზურგჩანთას ვალაგებ, ყველა საჭირო ნივთი ჩავალაგე და მომზადება დავიწყე, ნაჭრის კომპინიზონი ჩავიცვი, შინდისფერი, შიგნით თეთრი ზედა ფეხზე კიდემაღალ ყელიანი წითელი კედები, შინდისფერი მოსაცმელი მოვიცვი და ნიკას ზარს დაველოდე, მან კი დააპიპინა, მეც ეგრევე ჩავირბინე და დავჯექი უკანა სავარძელზე, წინ ნიკა და ტასო ისხდნენ



№1  offline წევრი Hilalli

ოოო მგონი ჰორორში გადადის და ძაან საინტერესოა ❤️

 


Hilalli
ოოო მგონი ჰორორში გადადის და ძაან საინტერესოა ❤️

მადლობა დიდი

 


№3 სტუმარი lell

dzaan kaia❤️❤️

 


lell
dzaan kaia❤️❤️

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent