შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება კავკასიონზე. (თავი 8)


17-03-2020, 22:22
ნანახია 2 927

იმ დღეს არც თუ ისე კარგი ამბავი ტრიალებდა მესტიაში. ხერგიანები ჯერ ხმას არ იღებდნენ, მელიებივით შეყუჟულიყვნენ თავიანთ სახლში და ყველა ხვდებოდა, ერთი საბაბი რომ გამოჩენილიყო აუცილებლად იფეთქებდნენ. ვერ მოენელებინა ბატონ ვასილს ოსეს დიდგულობა და სიმამაცე. ჯაბას თვალში ცოტათი ქვემოთაც დაიწია მამის სახელმა ამ ამბის შემდგომ, თუმცა ხმის ამოღებას ვერ გაბედავდა. მხოლოდ მათე ხერგიანი იყო მშვიდად, უკვე თბილისს დასგომოდა თავზე და ფიქრობდა რომ უსაფრთხოდ იყო.
ასე თუ ისე, არც კოპალიანებს უჭირდათ რამე. ფატიმას მას შემდეგ დაესვენა, რაც თავის ვაჟს ელაპარაკა და გაარკვია, რომ კარგად იყო. მათთვის თითქოს ერთი დიდი კოშმარი დასრულდა. ის გოგო თავის გზას დაადგა, ოსეც დასასვენებლად გააგზავნეს, ირაიდა ჩვეულ ფორმაში იყო, ეგნატე კი სიჩუმეს მოეცვა.
უკვე საღამოვდებოდა, სიბნელის შემოპარვასთან ერთად ქალის განწირული ხმა რომ შემოესმა არემარეს. არავინ იყო და ვერც ვერავინ გაიგებდა მის ხმას, დათას რომ არ გაევლო ამ გზით. ერთი პატარა რესტორნის უკან, დამალულ ადგილას ორი ადამიანის სილუეტი დალანდა. თითქოს ყველაფერს მიხვდა და მაშინვე საშველად შევარდა ჩიხში. პირველი რაც იგრძნო, ეს მრისხანება იყო, მერე კი ფეხად მოჰყვა ამ გრძნობებს ზიზღი და სირცხვილი. ხელი შავქუდიან კაცს ჩაავლო და ერთი მაგრად უთავაზა ყბებში. ქალი ცრემლიანი თვალებით ჩაიკეცა კედელთან და ჩუმად დაიწყო ქვითინი. ხელებს გახეულ ჯემპრზე იხვევდა. კაცი რამოდენიმე წამში გასცილდა იქაურობას, უკან დადევნება დააპირა ფანგანმა, თუმცა შეშინებული ქალის დანახვაზე ფეხი ვერ დაძრა ადგილიდან. ისედაც იცნო ვინ იყო და იმ წუთიდან ყველაფერს გააკეთებდა, აქაურობისგან რომ მოეცილებინა იგი. ერთხელ ხმადაბლა შეიგინა, როცა გააცნობიერა რომ ტუჩიდან სისხლი სდიოდა.
-რამე დაგიშავა?- ქალი კიდევ უფრო მიეწება კედელს, იმდენად შეშინებული იყო, ყველაფერს ეჭვისთვალით უყურებდა.
-ჩემი ნუ გეშინია, ხელს არ გახლებ, წამოდი და სახლამდე გაგაცილებ.- მისკენ დაიხარა და ხელი გაუწოდა.
-ის ის.. იყო..- დამტვრეული ქართულით ალაპარაკდა ქალი. ყველასგან განსხვავებული გარეგნობით მიხვდებოდი, რომ აქაური არ იყო. დათამ მაშინვე იცნო, ეს ამერიკელი ქეითი იყო, აქაურ რესტორანში რომ მუშაობდა.
ქალი ფეხზე წამოდგა და ცრემლიანი თვალებით გაჰყვა დათას.
-ვერ მომშორდა..- ეტყობოდა ნერვიულობისგან საერთოდ დავიწებოდა, როგორ ესაუბრა ქართულად.
-დამშვიდდი, ახლა ვეღარ მოგეკარება.- მტკიცედ უთხრა დათამ.
-აქედან უნდა წავიდე.-
-მეც ასე ვფიქრობ, შენი უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებს.-
-აქ არის სახლი..- ხელი პატარა სახლისკენ გაიშვირა და ორივე შეჩერდა.
-ყველა წმინდა და პატიოსან ადგილას, აუცილებლად გამოერევა ერთი ვინმე უღირსი. ვიცი, შენთვის შეუძლებელი იქნება დღეიდან საქართველოს ხსენებაზე კარგი მოგონებები ამოგიტივტივდეს გონებაში, მაგრამ ნუ დაივიწყებ რამოდენიმე კარგ დღეს, რომელიც აქ გაატარე. მსოფლიოს ყველა ეროვნებაში არის ხალხის ცუდი ნაწილი, რაც არ უნდა კარგი გარემო იყოს. ვწუხვარ, ასეთი რამის გამოცდა რომ მოგიწია. გპირდები დაუსჯელი არ დარჩება.-
-ვერაფერი დამიშავა, შენ რომ გამოჩნდი.. მადლობა რომ დამეხმარე.- თავი სირცხვილით დახარა.
-იმედი მაქვს ასეთი ადამიანებისგან გაიწმინდება ყველა ქვეყანა..- ჩაილაპარაკა ინგლისურად და სახლში შევიდა.
ამ დღის შემდეგ ქეითს აღარასდროს მოუნდებოდა საქართველოში დაბრუნება, რადგან იქ ვერ დაბრუნდები, სადაც მომხდარმა ადამიანობა შეგილახა, შიშმა კი თმები ყალყზე დაგიყენა.
რაც არ უნდა ტკბილი ადგილი ყოფილიყო მისთვის, რაც არ უნდა კარგ ადამიანებთან ემეგობრა, ერთმა უღირსმა ყოველივეს გადაუსვა ხაზი მისთვის. და რა მოხდებოდა შემდეგ, როცა ამბავს საზოგადოება გაიგებდა? არ აპირებდა ფანგანი გაჩერებას, რადგან ღირსეულ ადამიანს არ სურს მის სახლთან ახლოს, ბოროტმა და სულმდაბალმა ადამიანმა ჩაიაროს.
-ჩახვედი?- მობილური ჯიბიდან ამოიღო, სახლთან მისული ეზოში გაჩერდა და სიგარეტის ღერთან ასანთი აანთო.
-კი, რამე მოხდა?- კოპალიანის ხმას ეტყობოდა, პირველი ოჯახი ახსენდებოდა სპონტანურ ზარებზე.
-არაფერი, აქ ცოტა ხნით კიდევ მომიწევს დარჩენა, არამგონია ამ დღეებში მოვახერხო წამოსვლა.-
-აღარ იტყვი რა ხდება?- მოთმინება დაეკარგა ოსეს.
-შენები კარგად არიან, არც ხერგიანები არ გამოჩენილან ჯერ-ჯერობით, ამიტომ დაწყნარდი.- ჩაიცინა. -მერე მოგიყვები, ცოტა გრძელი ამბავია.-
-კარგი, ჩემებს მიხედე, თუ რამეა მაშინვე დამირეკე.-
-შენ სახლში არ ხარ? ახლა არ მითხრა მათეს უნდა დავადგეო, ახლა არ ჩახვედი?-
-არა არა, ჯერ არაფერს ვაპირებ. სახლთან ვდგავარ.-
-რაღაც ფორმაში ვერ მეჩვენები, რამეს ხომ არ გამოედე გზაში?- ეჭვნარევი ხმით ჰკითხა ძმაკაცმა.
-ჰო, იმ ალქაჯს გამოვედე კიდევ.- თქვა და ერთი შეიკურთხა.
-მეღადავები?-
-საღადაოდ მაქ საქმე? გზაზე დავინახე მაგათი მანქანა, ნაბო*** ვასილს და მისი ფინო შვილი რომაა, ჯაბა, მაგათ გაეჩერებინათ ორივე. მათესთვის მიჰყავდა ეგ გოგო, ახლა ყველაფრის პირიქით შემოტრიალება მოუნდა ბებერს, მაგრამ ვინ მიართვა?!-
-მოიცა, მოიცა, რა ქენი?!- სიგარეტის კვამლი გამოუშვა.
-ჩემთან ერთად არის.-
-ვინ ბიჭო, ეგ გოგო?-
-ჰო.-
-სულ გააფრინე?- მოსმენილისგან ეცინებოდა კიდეც დათას.
-შენ არ ამბობდი ხერგიანებმა მომავალი რომ აურიონ სულ ჩვენი ბრალი იქნებაო? ჰო და მეც დახმარებას ვცდილობ, რაც არასწორად გავაკეთე ეგ უნდა გამოვასწორო.- თქვა და თავის სახლს მოავლო თვალი.
-ვიცოდი რომ არ მოასვენებდნენ მაგ ხალხს. ბაზარი არაა, სხვანაირად ვერ გამოძვრებოდი რა. ისე, გამოყოლაზე როგორ დაითანხმე, დასანახად ვერ გიტანს, ან კიდე მამამისი.. -
-სხვა გზა არ ჰქონდა არცერთს. მე რომ არ ვყოფილიყავი იქ, აქამდე ხერგიანების რძლად გამოცხადდებოდა ქალაქში. მე ვფიქრობ მამამისი მენდობა, ამიტომაც დანებდა. ამასაც ავუხსენი, მიხვდა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, მაგ ტურების ხელში ჩავარდნას, ჩემი ატანა არჩია.- მის აზრებზე გულით გაეცინა.
-არ ვიცი ძმაო, უკვე შოკში ვვარდები ისეთი რაღაცები გადავიარეთ ამ ბოლო დროს. საერთოდაც ვასილი როგორ მოაჯინე?-
-ვუთხარი ქალაქში ყველამ იცის ეგ გოგო ჩემი საცოლე რომ არის და რომ გაიგებენ სხვისი ქალი დაისვი სახლში, თავი გამოსაჩენად აღარ გექნება მთელს მხარეში მეთქი.. დამნებდა.-
-ვასილმა რომ დაამტკიცოს რომ ყველაფერს აწყობ, ვეღარ მიხედავ მაგ გოგოს. ალბათ ცოტა ხნით კიდევ მოგიწევს ყარაულობა.-
-ჯერ დაწყნარდეს სიტუაცია, მერე მივხედავ ყველაფერს.-
-ფრთხილად იყავი, საშიშია ეგ ქალი, არ მოგკლას.-
- ამდენი რამე გადავიარე და ერთ კვირაზე ჯოჯოხეთს მომასწრო ამ გოგომ. როგორმე ამასაც გავუძლებ ცოტა ხანი, დასასვენებლად ჩამოვედი თბილისში, მაგრამ რად გინდა..-
-მოცდა მოგვიწევს, სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა არცერთს. ახლა წავედი, თუ რამე მოხდება დამირეკე.-
რამოდენიმე წუთი ქუჩაში, ისევ თავის სახლთან იდგა და იმ ყველაფერს აანალიზებდა, რაც დღეს გადაიარა. თბილისსში დასასვენებლად მიდიოდა, თუმცა ერთმა უბრალო შემთხვევამ, ერთმა ადამიანურმა გადაწყვეტილებამ და დახმარებამ, სრულიად სხვა შედეგი მოუტანა. სახლში მისგან განსხვავებული, უცხო გოგო ელოდებოდა.
მერე რა, რომ რამოდენიმე დღე იყო, რაც იგი მის არემარეს არ მოშორებია. მერე რა, რომ მთელი კვირა ჩამწარდა დაუმთავრებელი და სულისშემხუთავი დრამით, რომელიც ამ გოგოს გამოჩენას მოჰყვა მის ცხოვრებაში.
ყოფილა ოდესმე, ვინმე ხმაურით, ჩირაღდნებით ხელში შევარდნილიყოს სხვის ბნელ და სამარისებულად მიჩუმებულ ცხვორებაში, იქ კი ამ ყოველივეს აუღელვებლად შეგებებულიყვნენ?
არავინ გაუწევს მასპინძლობას შენს არსაიდან მომავალ ხმაურს, რომელიც სხვის ასწლიან მდუმარებას არღვევს.
თბილისი ლამაზი ქალაქია.
თბილისია თბილი, როგორც საღამოს ზღვის მშვიდი ტალღები. თბილისია ისეთივე სავსე, როგორც სიტყვებით გატენილი წიგნი.
თბილისი არის გატეხილი და დამსხვრეული ურთიერთობების ქალაქი.
თბილისია დაუსრულებელი სიყვარულების სევდა და იგი თვითონაა მოწმე, როგორი ლამაზი და მახინჯია, გტკიოდეს სიყვარულისგან.
ამ ქალაქში ჰაერი მძიმეა, თან საშინლად ნოსტალგიური, რადგან სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან წარსულების ისტორიები დგას. რომელ კუთხეშიც არ უნდა გაიხედო, ადამიანთა სევდას გრძნობ, რომელიც სულაც არაა მოსაწყენი.
თუ ცდი, რომ ამ ქალაქს გაუგო, მაშინ უნდა იარო, ყველაფერს დააკვირდე, არც ისე ლამაზ ჩაბეტონებულ ადგილებს, ან კიდევ პირიქით.
შესაძლოა ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიკეთეს ვერ გადაეყარო, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. შენს თავზე უნდა გამოსცადო ეს ქალაქი. ყველას ვერ ეყვარება, მაგრამ თუ ერთხელ შეიყვარე, მერე მარტო დარჩენილს, იქაური მოგონებები გაგაღიმებს, რაც არ უნდა შორს იყო მისგან.
ვიტრაჟები, ფერადი სახლები, ძველი თბილისი, ეკლესიები.. საზაფხულო ვერანდები, კაფეები შარდენზე და ლამაზი მაღაზიების ვიტრინები.
თბილისის მოციმციმე ანძა, რომელიც ყოველ შეხედვაზე ნოსტალგიას მოგგვრის. უკვე რამდენი წელია დგას და უკვე რამდენი ხანია ციმციმებს. დგას და თბილისის ამბებს მშვიდად ადევნებს თავს.
ახლაც ამ მოციმციმე ტელეანძას უყურებდა და ყველა იმ სასაცილო, ლამაზ, სევდიან მოგონებას იხსენებდა, თბილისსში რომ დატოვა.
საშინლად უყვარდა ღამის ქალაქი, რადგან არაფერი იყო ამაზე მშვენიერი სანახავი. თითქოს გაუხარდა კიდეც, როცა დაურეკეს, რადგან სახლში აპირებდა შესვლას და საერთოდ არ იცოდა, როგორ მოქცეოდა თინათეს და მის მეგობარს, რომელიც ჩამოსვლიდან მალევე მოადგა კოპალიანების სახლს. ამჯერად მისი ძმაკაცი, ლაშა მამაცაშვილი ურეკავდა.
-რომ ჩამოვდივარ სუნს გრძნობ, თუ რა ხდება?-
-ვაა, ისევ დავამთხვიე?- გაისმა სიცილნარევი ხმა.
-კი, ჩამოვედი. რა ხდება შენთან მოაგვარე ის ამბები?-
-რავი რაღაც გამოდის რა, ბიძაშვილიც მეხმარება.. როდის ჩამოხვედი?-
-დღეს, დიდი ხანი არაა.. გამომიარე, სახლში ვარ. რეზი თუ გახლავს უთხარი ტ***კია, ერთხელ არ დაურეკავს.-
-არა, მეც არ შემხმიანებია კვირეებია, გასატისკია.-
-დაურეკე და თუ სცალია გამომიარეთ.-
-კაი გადავრეკავ დამაცადე..-
-აუ ძმურად, ლუდი გამოიყოლე თორემ თავი მისკდება უკვე.- მობილური გათიშა და სახლში შევიდა. მისმა შესვლამ უზარმაზარ მისაღებში მსხდომი გოგონები გააჩუმა. მიხვდა, რომ შესაძლებელი იყო მასზე საუბრობდნენ. ფოიე ისე გაიარა, მისაღებისკენ არ გაუხედავს, არ უნდოდა რომელიმეს რამე ეფიქრა.
-ახლა აქ მოგიწევს დარჩენა? შეგიძლია ჩემთან წამოხვიდე თუ ასეა..- შესთავაზა სოფიომ და მხარზე სანუგეშოდ დაჰკრა ხელი.
-აქ დარჩენას ყველაფერი მირჩევნია სოფი.. სხვა გზა არ მქონდა, თორემ გეფიცები ფეხსაც არ მოვიცვლიდი იქედან.- დარდით ჩაილაპარაკა თინათემ.
-და რა იციან, რომ შენ და ეს ბიჭი..-
-გთხოვ არ დაასრულო.. ისედაც მიჭირს იმის გაანალიზება, რაც ამ ბოლო დროს მოხდა. არ მაინტერესებს ხალხს რა ჰგონია, ან რა იცის. მთავარი ისაა, რომ ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა იციან, ეს მიმოფანტული ხმებია და საჭირო დანიშნულება აქვს.-
-ჰო, მართალი ხარ.-
-შენზე მომიყევი რამე, თორემ უკვე დამღალა ამ სიტუაციაზე ფიქრმა.. სამსახური იშოვე?- თემის გადატანას ეცადა.
-კი, ბანკში ვმუშაობ, არავინ მაწუხებს, არავის ვაწუხებ. ვზივარ ჩემს ერთოთახიან ბინაში და რაღაცას ველოდები. სიმართლე გითხრა, მართლა არ ვიცი რას.-
-ისე, ასეთი არ მახსოვხარ.. უნივერსიტეტში როცა ვიყავით მაშინ შენს პირადულზეც მიყვებოდი, ამდენი ხანი გავიდა და კიდევ არაფერია დავიჯერო?- გამომცდელი ხმით შეეკითხა გოგოს.
-მეცინება მაგ დროის გახსენებაზე. რა გულუბრყვილო ვიყავი.. შენ კი ყოველთვის პირიქით, სხვებთან ურთიერთობებს თავს არიდებდი, არადა რამდენი ცდილობდა.- ჩაეცინა სოფიოს და შავი, ბოლოებში ხვეული თმა გაისწორა. -სწორადაც იქცეოდი, მე ყოველთვის ის მომწონდა, ვინც არასოდეს შემომხედავდა, ასეც დარჩა ეგ ამბავი. ახლა სასაცილოდ არ მყოფნის.- ისევ გაიღიმა, მაგრამ ამჯერად ისე, თითქოს თავში ძველი მოგონებები ამოუტივტივდა და ცოტათი დასევდიანდაო.
-ჰო, მახსოვს ეგ ამბავი.. რა ერქვა?- ღიმილით ჰკითხა თინათემ.
-ნუ გაიხსენებ, ჩემი ბრაზიც მყოფნის, როცა მახსენდება.- ხელი ჩაიქნია. -ისე, ძალიან ლამაზი სახლია.- თვალი შეავლო სახლს. კმაყოფილი იყო, სწრაფად რომ შეცვალა ეს თემა.
-ჰო, ძველებურია, თან იმდენი სუვენირი დევს, მგონია რომ მუზეუმია.- აღფრთოვანება ვერ დამალა ფიცხელაურმა.
-აქ არ ცხოვრობენ?- ინტერესს ვერაფრით იკლავდა სოფიო ანჯაფარიძე.
-როგორც ვიცი არა, მხოლოდ ეს ჩამოდის ხოლმე.-
-ეს?- ისევ გაიკრიჭა მეგობარი. თინათემ ერთხელ დაუბღვირა მობეზრებით და თვალი ბუხრის თავზე დაწყობილ ფოტოებს მოჰკრა.
-როიალიც კი აქვთ. ეს მისაღები ჩემი მთლიანი ბინის ხელაა.-
-გთხოვ არ შეეხო, არ მინდა რამე იფიქროს!- ჩურჩულით წამოიძახა თინათემ. აშკარად გაღიზიანებული იყო, მაგრამ კონკრეტულად რომელი ერთის გამო, ვერ ხვდებოდა. ვერ იტანდა ამდაგვარ არეულობებს მის ცხოვრებაში. არც სხვის სახლში სურდა გაჩერება, მითუმეტეს მისთვის უცხო და უცნაური ბიჭის გვერდით.
-მინდა თვალი გავახილო და მივხვდე, რომ ყველაფერი სიზმარია.. ცუდი სიზმარი!- დაღლილი ხმით ამოიოხრა და სავარძელზე მორცხვად მოთავსდა. თავს საშინლად არაკომფორტულად გრძნობდა, აღიზიანებდა რომ ოსეს სახლში უწევდა გაჩერება, თანაც უკვე მერამდენედ!
როგორ ეძახდა, მოუშორებელი ჭირიო, იმედია არასდროს გადაგეყრებიო და რა მოხდა? თითქოს თავიანთი სიტყვების საპირისპიროდ მოაწყო ვიღაცამ საქმე. როგორ უნდა აეტანათ ერთმანეთი, თუნდაც ხუთი წუთით? მესტიაში სხვაგვარად იყო, იქ მისგან დაიმალებოდა, ოსეს ოჯახისწევრებს გაერეოდა, აქ კი ფეხის ზედმეტად გადაგმა უნდა შეეშინდეს იმის გამო, რომ ამ თავნება ბიჭს არ გადაეყაროს. თანაც მისი სახლია, ყველანაირი უფლება აქვს.
ამდენი ხანი ითმენდა, მაგრამ ტირილი საშინლად მოუნდა. მისი ფიქრები კარის ხმამ გაფანტა, სოფიოს სიტყვები კი ნელ-ნელა მიწყდა, როცა ორივემ გაანალიზა, რომ ვიღაც მოვიდა.
ფოიეში შემოსული ბიჭი თმას უხერხულად იქექავდა და წარბშეკრული უყურებდა ორ მისთვის სრულიად უცნობ გოგონებს.
-გამარჯობა..?- მისმა ხმამ კითხვანარევად გაიჟღერა მისაღებში.
-ჩვენ.. ის, ოსე მაღლაა.- თინათე საშინლად დაიბნა უცნობის დანახვაზე, გამარჯობის თქმაც კი დაავიწყდა. იმდენად გაკვირვებული სახე ჰქონდა ბიჭს, რომ ამან დააბნია და ვერ გადაწყვიტა აეხსნა თუ არა, ვინ იყო თვითონ.
-კარგი, ბოდიში შემოჭრისთვის..- ისევ დაბნეული გამომეტყველებით და პოლიეთილენის პარკში ჩაყრილი ლუდის ბოთლებით აუყვა კიბეებს.
-ფუ, რა სისულელეა..- ბიჭის გაუჩინარებას თან მოჰყვა სოფიოს სიცილნარევი და სასოწარკვეთილი ხმა, თითქოს გაუაზრებლად აღმოხდაო. თვალები ისევ კიბეებისკენ ჰქონდა მიშტერებული.
-რა?!- ვერ მიუხვდა მეგობარი.
-შენც ის დაინახე, თუ მომეჩვენა? არა ალბათ გადავიღალე, ციფრებზე მუშაობამ და კლიენტებმა ტვინი ამირიეს.-
-რაებს ბოდიალობ სოფიო?- წარბი შეკრა თინათემ.
-ისაა, მამაცაშვილი.- თქვა და თითებით ტუჩების წვალება დაიწყო, თან სავარძელზე იჯდა და ნერვიულად ქანაობდა.
-საიდან იცი ვინაა?-
-კარგი რა თინა, კარგი..- ხელი აიქნია და თითქოს პანიკამ დაამუნჯა.
-არა..- თავი უარყოფის ნიშნად გააქნია თინათემ, თითქოს დაჯერება არ უნდოდა.
-ჰო, ეგ არის.-
-ანუ ბედი გწყალობს თუ არ გწყალობს?- ამ დაძაბულ სიტუაციაში, მოგუდული სიცილი ვერ შეიკავა გოგომ.
-გთხოვ, გეხვეწები ოღონდ ახლა არ დაიწყო. ყველაფერს გავაკეთებდი, აბსოლუტურად ყველაფერს, ოღონდ ახლა აქ არ იყოს. წარმოუდგენელია!-
-კარგი დამშვიდდი, ხომ ხედავ არც კი დაუნახავხარ!-
-მაშინაც ვერ მიცნობდა და ახლაც ვერ მიცნობს, მაგაზე არც ვნერვიულობ.-
-არ მითხრა, რომ გეწყინა მისი აქ მოსვლა.-
-ახლა სულ სხვა გარემოებაა თინათე, წლების წინანდელ სოფიოს ალბათ ყურებამდე გაეღიმებოდა ლაშას დანახვაზე, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქითაა. ბევრი დრო გავიდა, გავიზარდე და შევიცვალე. იმას არ აქვს მნიშვნელობა რომ აქ არის, ან იმას რომ შევხვდი, აღარაფერს ნიშნავს. ბავშვური სისულელე იყო, ისევ ჩემი ახირება, რომელიც საიდუმლოდ დაიწყო და საიდუმლოდ მოკვდა. უბრალოდ დაუჯერებელი ისაა, მსგავს სიტუაციაში რომ მომიწია მისი დანახვა კიდევ ერთხელ. თანაც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით ამაზე, ახლა კი მეხივით მოვარდა, გეგონება ვინმემ შემილოცა!- თავში ხელი წამოირტყა და შეშინებულმა გახედა მის წინ მჯდარ თინათეს.
-კარგი, თუ არაფერია მაშინ ტყულად იშლი ნერვებს. რას ვიზამთ, წარსულში ყველას აქვს რაღაც ისეთი გაკეთებული, რისიც ახლა გვრცხვენია.-
-აქედან უნდა წავიდე, ახლავე.-
-კარგი რა, რა დაგემართა?! იცოდე არ დამტოვო ჯერ მარტო, ორ უცხოსთან ერთად ამ ვებერთელა სახლში.- შეევედრა თინათე, არაფრით არ სურდა მარტო დარჩენილიყო. მეორე სართულიდან ყრუდ გაისმა ორი ბიჭის დიალოგი.
-მდგმურები გყავს?- მეორე სართულის მისაღებში შევიდა თუ არა, მაშინვე ჰკითხა ოსეს, რომელიც ვიდეოთამაშს თამაშობდა.
-დაჯე.- ლაშამ თეთრი პუფი ძირს დააგდო და ისე დაჯდა, ეჭვნარევი გამომეტყველება სახიდან არ მოსცილებია.
-ვინ არიან ეს გოგოები?-
-საზიზღრად გრძელი ამბავია ლაშა, ლუდი მომეცი და ნელ-ნელა მოგიყვები.- ისეთი მობეზრებული ხმით თქვა, ძმაკაცმა მაშინვე მიუხვდა ამ თემას გადაღლილი რომ ჰყავდა.
-აქ აპირებ დარჩენას?- რამოდენიმე წუთის შემდეგ სოფიომ ისევ დაუსვა კითხვა თინათეს.
-არ ვიცი, ოსეს უნდა დაველაპარაკო.-
-ახლა იქ უნდა ახვიდე? არ იქნება ლამაზი, აცადე ცოტა ხნით.- ურჩია სოფიომ.
-ვიცი და ჯერ არ ავალ, იმედია მალე ჩამოვლენ თორემ ასე მგონია ეკლებზე ვზივარ.- აღელვებისგან წამოდგა და საოჯახო ფოტოსურათებს მიუახლოვდა. მარტივად ამოიცნო პატარა ირაიდა, ფატიმა და ეგნატე კოპალიანები. შუაში კი პატარა ოსეს ფოტო იდგა, ვიღაც უცნობ ქალთან ერთად, რომელიც ძალიან მოგაგონებდათ ირაიდას.
-ყველა ჭირი შენ როგორ უნდა შეგეყაროს?- როგორც კი მომხდარი უამბო ოსემ, მაშინვე ეს კითხვა დაებადა ლაშას.
-უკვე მერამდენედ ვუსვამ მაგ კითხვას ჩემ თავს, რომ იცოდე.- ისე გაეცინა, თითქოს თავის ბედს დასცინისო.
-და ახლა რას უპირებ, აქ უნდა აცხოვრო?-
-ცოტა ხანი აქ გაჩერდება, არ ვარ აღფრთოვანებული მაგ ფაქტით, არც მე და არც ის. ასე სჭირდება საქმეს, მერე რაღაცას მოვიფიქრებ.-
-ისე, არ არის ცუდი გოგო..- შეაპარა კოპალიანს და ლუდი მოსვა.
-შენც რომ იგივეს იძახი აღარ მიკვირს, ნახევარი მესტია გადარია. ერთი-ორი აეკიდა კიდეც.-
-შენ ერთი ინდური დრამა გადაგხდენია და აზრზე არ ვყოფილვარ.- გაკვირვებული იყო მამაცაშვილი.
-კავკასიური დრამაა უფროა. უნდა გენახა ჩემების სახეები, ეგონათ ცოლი მოვიყვანე.-
-დათა რატომ არ გამოგყვა?-
-აპირებდა წამოსვლას, დამირეკა საქმე გამომიჩნდა და ცოტა ხნით დარჩენა მომიწევსო.-
-მოკლედ იქაური საქმეები არცერთს არ გელევათ.- თავი გააქნია მამაცაშვილმა. -და ის გოგო ვინაა, მეორე?-
-არ ვიცი, რომ ჩამოვედით ცოტა ხნის მერე დაურეკა ჩემი მობილურით და მოვიდა, ალბათ თინათეს ეგონა მარტო რომ ვყოფილიყავით შევჭამდი. თბილისელი მეგობარია მისი, ასე გამაცნო.- მხრები აიჩეჩა და წელში გაიმართა.
-კარგ ფორმაში ხარ მეთქი რომ გითხრა, მართლა არ გეთქმის, მხარს უნდა მიხედო.-
-ჰო, ამას მართლა უნდა მივხედო, საავადმყოფოში ვერ მივალ, ხომ იცი როგორც არის.-
-ვაკოს დავურეკავ და მოგიგვარებს.- წამიერად ყველა პრობლემა გადაჭრა მამაცაშვილმა და ფეხზე წამოდგა.
-აი რამოდენიმე წელიც და ასეთი ბაითის აგდებას მოვახერხებ. რამდენი ხნისაა და მაინც ძალიან მაგარია.- კედლების თვალიერებას მოჰყვა. -ოსე-
-ჰმმ- ამოიზმუვლა ისე, რომ მეგობრისთვის არ შეუხედავს.
-მოკლედ მე წავედი რა, დღეს მაგარი ივენთია, თან ერთი მეპატიჟება უკვე რამდენი ხანია.-
-თუ მჯეროდეს.- სიცილით გადმოხედა სავარძლიდან. -ისევ ეკას ხვდები?-
-რომელ ეკაზე ამბობ გააჩნია.-
-გიორგაძე, მესამე კურსზე რომ გავიცანით.-
-გიორგაძე.. ქერა? ა ეგ არა, ეს მოსიშვილია. შენ რომ რაღაც ამბები გქონდა იმ გოგოსთან, რა ჯანდაბა ჰქვია.. კატო ჯგუშიას ნათესავია.- აუხსნა მარტივად.
-ვაა, იმის ნათესავებსაც გადაწვდი ესეიგი, ნიჭი გაქვს, ვერ დაგიკარგავს კაცი..-
-ჰო ამას მეუბნება ტიპი, რომელსაც სახლში უცხო გოგო ჰყავს.-
-წადი შენი.- ერთი გაუცინა და წამოდგა.
-ვაკოს გზაში გადავურეკავ და გავაფრთხილებ წინასწარ.-
-ეგ ისე ცოცხალია?- ორივე კიბეებზე ჩადიოდნენ, როცა მისაღებში მათ ხმაზე თინათე წამოდგა.
-კი, ცოლს გაშორდა და მას მერე სულ სამსახურშია.-
-ღადაობ? ეგ არ ვიცოდი.-
-რაც გადაიხვეწე იმ ჯუნგლებში არავისზე აღარაფერი არ იცი.- ლაშამ შეამჩნია გოგოს აფორიაქებული სახე და გაჩერდა, თითქოს მიხვდა რაღაცის თქმას აპირებსო.
-ოსე, შეიძლება ერთი წუთით ვისაუბროთ?- თინათე თითებს ერთმანეთში ხლართავდა და ისე უსწორებდა თვალს მის მოპირდაპირედ მდგარ ბიჭს.
-კი, რა თქმა უნდა. შენ აქ დამელოდე ერთი წუთით.- მიმართა ძმაკაცს და მისაღებში გადმოვიდა. ბიჭის შემოსვლამ სოფიოს თავი ზედმეტად აგრძნობინა მისაღებში, ნამდვილად არ უნდოდა მათი დიალოგისთვის ესმინა. ფეხზე წამოდგა და ფოიეში გავიდა, წამიერად გახედა შავებში ჩაცმულ, კედელზე მიყრდნობილ ლაშას და მისგან მოშორებით დადგა. არაფრით არ ამოყოფდა თავს ტელეფონიდან, ვიდრე მისი უნივერსიტეტელი აქედან არ წავიდოდა. ისიც საკმარისი იყო, რაც დღეს ამ სულელურ და სიძველისგან გადაჟანგულ თემაზე მოუწია ფიქრი. მამაცაშვილს ერთხელ ჩაეცინა სოფიოს უზარმაზარ, სპანჯბობის ჩანთაზე, ეს გოგო სადღაც აშკარად ნანახი ჰყავდა.
-ვიფიქრე უკეთესი იქნებოდა თუ ჩემს მეგობართან გადავიდოდი დასარჩენად, უბრალოდ არ მინდა ვინმე შევაწუხო.- მტკიცედ წარმოთქვა და ბიჭის უფრო გამუქებულ თვალებს ჩააშტერდა, უცნაურად რომ უმზერდნენ.
-როგორ ფიქრობ, ჩემს გარდა აქ ვინმე კიდევ არის, რომ შენი ყოფნით თავი ვინმეს მოაბეზრო?- სერიოზული გამომეტყველებით ჰკითხა. გოგოს პირი მოეღრიცა, ჯერ კითხვაზე, მერე კი ამ სერიოზულ ტონალობაზე.
-ზუსტად ამას ვგულისხმობ, არ მინდა თავი მოგაბეზრო, ეს ისედაც საკმარისად მოვახერხე ამ კვირის განმავლობაში.- ცდილობდა არ ეკბინა მისთვის, მაგრამ აშკარად გაღიზიანებული ჩანდა.
-მიხვედრილი ხარ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ შენი აქედან გადასვლა არანაირ შედეგს არ მოგვიტანს, გარდა იმისა რომ სიტუაციას უფრო გავამწვავებთ. თუ საკმარისად ჭკვიანი ხარ, უნდა ხვდებოდე, რომ ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი შესაძლოა დაკვირვების ქვეშ იყოს. ვასილსაც ზუსტად ეგ უნდა, სხვის სახლში მიმავალი დაგინახოს, იმის საპირისპირო აღმოაჩინოს, რასაც ჩვენ ვტყუით. უფროსწორად, ისედაც იცის, რომ ვატყუებთ, უბრალოდ რამე რეალური ფაქტი სჭირდება, ყველაფერი რომ დაამტკიცოს.- ოსეს სიტყვებზე დაფიქრდა და მერე თვითონაც უძლური დარჩა საკუთარი ფიქრების წინაშე. ამით გადაწყდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც აქ მოუწევდა დარჩენა.
-და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სისულელე?- ხელები გადაიჯვარედინა.
-ეს სისულელე, რომელიც შენი უსაფრთხოებისთვისაა და არა ჩემთვის, მანამდე გაგრძელდება სანამ უსაფრთხოდ არ იქნები.- ამ სიტყვებმა ისე გაიჟღერა, თითქოს თინათემ დაავალდებულა იგი, რომ დახმარებოდა.
-მე შენთვის არ მითხოვია რომ ეს ამბავი მოგეწყო, ან ჩემს გამო რამე გაგეკეთებინა. ამიტომ ნუ მელაპარაკები ისე, თითქოს უმადური ვიყო. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, ისედაც ჩემი დადევნებით ჩაგაგდე ამ სიტუაციაში, მესმის..-
-ახლა არ გინდა ამაზე ლაპარაკი..-
-არა, მართლა. იმედი მაქვს ოდესმე შევძლებ და ჩემს მადლიერებას სათანადო დონეზე გამოვხატავ, რადგან როგორც ჩანს ძალიან გაწუხებ.- ერთხელ შეხედეს ერთმანეთს თვალებში. თინათეს იმდენად ცივად გამოუვიდა ნათქვამი, რამდენადაც გულში გრძნობდა ყოველივეს. გვერდით ჩაუარა, ბიჭის სხეულს მხარი გაჰკრა და სოფიოს მიუახლოვდა. თვალებში ნისლი გადაეკრა კოპალიანს, არ იცოდა როგორ მოეთმინა.
-ვწუხვარ რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ვერ წამოვალ შენთან, ყველაფერს გავაფუჭებ ამით. ცოტა ხნით აქ მომიწევს დარჩენა.- ხმადაბლა აუხსნა სოფიოს, თვალებში ჩამდგარი ნერვიულობით.
-კარგი, არაუშავს.. უბრალოდ დამირეკე თუ რამეა კარგი?- ხელი მეგობარს მოხვია.
-უკვე მიდიხარ?-
-კი წავალ, თორემ უკვე დაღამდა.- საშინლად არ უნდოდა ამის მოსმენა თინათეს. არ უნდოდა მარტო დარჩენილიყო ამ სახლში, ოსესთან ერთად.
-ტაქსი გამოიძახე?-
-არა, ფეხით გავივლი.- იუარა სოფიმ.
-ლაშა გაგიყვანს, ჩემი მეგობარია. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?- ოსეც მათ მიუახლოვდა, მერე კი ძმაკაცს გახედა კითხვანარევი გამომეტყველებით.
-არა, რა პრობლემაა.-ლაშამ მხრები ისე აიჩეჩა, სულ არ ანაღვლებდა ისინი რაზე საუბრობდნენ.
-არ მინდა შევაწუხო.- თინათემ მარტივად შეამჩნია გოგოს თვალებში გარბენილი შოკის კვალი.
-არ შევწუხდები.- მობილურიდან თავი არ აუწევია მამაცაშვილს, ისე თქვა და კარი გააღო.
-ვაკომ არ მიპასუხა, მერე მივწერე შენზე და მითხრა პრობლემა არაა მოვიდესო.- გარე სივრციდან გამოსძახა ოსეს.
-კაი, მადლობა.-
-შენ იცი აბა.- თვალი მიზანმიმართულად ჩაუკრა, მიანიშნა მამაცაშვილმა და ეშმაკური ღიმილით მივიდა მანქანამდე.
-გაა**ი.- უხმოდ, თუმცა პირის მოძრაობით უთხრა ოსემ და უკან დაიხია, სოფის რომ კარში გაევლო.
-დაგირეკავ.- ხმადაბლა უთხრა სოფის და შემოტრიალდა, ოსეს პერიმეტრში გაკარებაც კი არ სურდა. ამას მარტივად ხვდებოდა კოპალიანიც.

-
სახლისკენ შემოტრიალებულს სული შეეხუთა, თითქოს ჰაერი სულ გამოცლილიყო ამხელა სახლში და მალე დაიხრჩობოდა.
არ იცოდა საით უნდა წასულიყო, სად დამჯდარიყო, ან ეს კიბე საით მიდიოდა. ზედმეტი, გადასაგდები ნივთივით გრძნობდა თავს, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა ამ სახლში. უყურებდა ოსე გოგოს გაშეშებულ სხეულს და გრძნობდა მის დაბნეულობას. დაკარგული ბავშვივით აცეცებდა თვალებს.
-ირაიდას საძინებელში თავისი ტანსაცმელები აქვს, შეგიძლია გამოიყენო.- ვერაფერი ვერ მოფიქრა სათქმელად.
-არამგონია ესიამოვნოს..- ამოუხსნელი მზერით გახედა, თითქოს შველას თხოვდა, აქედან გაქცევას.
-ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, წინააღმდეგი ნამდვილად არ იქნებოდა, აქ რომ ყოფილიყო.- კიბეებისკენ დაიძრა ოსე.
-წამოდი, დროებით სასტუმრო ოთახი შენთვის იქნება.- საფეხურებზე ასულმა გამოსძახა გოგოს და თითქოს ამან გამოაფხიზლა. დინჯად აუყვა თეთრი მარმარილოს კიბეებს.
-ეს არის, ირაიდას ტანსაცმელები ამ კარადაში შევყარე, ნუ მოგერიდება. იქ სააბაზანოა.- ხელი საძინებელში ამოკვეთილი თეთრი კარისკენ გაიშვირა.
-კარგი, მადლობა..- თავდახრილი შევიდა რძისფერ ოთახში, სადაც რკინის თეთრი საწოლი დახვდა, ამავე ფერის ზეწარით. საწოლის გვერდით ორი ხის თეთრად შეღებილი ტუმბო იდგა, ლამაზი სანათებით. საწოლის ხელები ოქროსფერი მეტალით იყო დაფარული, თავი კი ვერცხლისფერი მეტალით დაექარგათ, ლამაზი ფორმის ყვავილებით და ფოთლებით. უზარმაზარი, ძველებური ჭაღი ეკიდა ოთახის ცენტრში, თეთრი, სარკით დაფარული კარადა და ამავე ფერის ტრილიაჟი, სადაც არაფერი ელაგა. ყველაფერი ძალიან სუფთა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლში არავინ ცხოვრობდა. “ვინ ალაგებდა?” გაუელვა თავში თინათეს, მერე კი სარკეში საკუთარ სილუეტს მოჰკრა თვალი და ეს ფიქრებიც მიავიწყდა. ოსემ მაშინვე გაიხურა კარი, ფიქრობდა რომ გოგოსთვის მარტო ყოფნა უფრო კომფორტული იქნებოდა. მთელ ჰაერში იგრძნობოდა როგორი დაძაბული იყო, როცა ოსეს გვერდით მარტო რჩებოდა, ეს კი არ გამორჩენია კოპალიანს თვალიდან. აღარ უნდოდა მეტად გაჩხეროდა თვალში.
ძველებური სახლი იყო, თითქოს ეს ოჯახი ყველაფერ ანტიკვარულს აგროვებდა. ეშინოდა რაიმე არ გაეტეხა და ამის გამო ფრთხილად გადაადგილდებოდა. ის კი არა, ფეხის ხმაურიანად დაბიჯებასაც ერიდებოდა, ახლა ხომ სახლში მარტო იყო, ადამიანთან ერთად, რომელიც მისი არეული დღეების განუყრელ ნაწილად იქცა. რეალურად, ორივეს შეეძლო იგივე ეთქვათ ერთმანეთზე.
ოსე თავის ოთახში შევიდა, ცოტა ხნით საწოლზე წამოწვა და თვალები დახუჭა. ამდენი ფიქრი უკვე თავს საშინლად ატკიებდა. მის ოთახში შესვლისთანავე მოგვხდებოდა თვალში თაროზე ჩალაგებული რამოდენიმე საყვარელი წიგნი, გრამაფონის სიდები, საყვარელი ბენდების კასეტები.. თითქოს სამოცდაათიანებში შეაბიჯეო, ისეთი აურა ტრიალებდა მთელს ოთახში. კედლებზე ბენდების პოსტერების იქეთ, ერთი თეთრი, პატარა ფანჯარა იყო, ვერტიკალურად ეღებოდა და გადახედვისას ისეთი შეგრძნება გრჩებოდა, თითქოს ამაზე ლამაზი ხედი მეორე არავის ჰქონდა საძინებელში. ბევრი შავი და ბევრი ნაცრისფერი ჰქონდა ამ ოთახს, იფიქრებდი აქ სულ წვიმსო. კედელზე ფოტო ეკიდა, ლონდონის ბიგ-ბენი იყო გამოსახული, იქაც ყველაფერი ნაცრისფრად. თუ ეს ოთახი ქალაქი იქნებოდა, არაფრით იქნებოდა განსხვავებული ლონდონისგან. თითქოს ბნელოდა, ნესტიანი იყო. შიგ ტბასავით იყო ჩაგუბებული წლობით ნათრევი გრძნობები და როგორც უჰაერო ვაკუუმში, ისე გაუჭირდებოდა აქ სუნთქვა ისეთს, ვისაც სუფთა და ფერადი ჟანგბადი სჭირდება საცხოვრებლად. ზოგჯერ აქ იჯდა და ფიქრობდა, რომ ვერავინ გაუძლებდა მის ხავსმოდებულ, ავადმყოფურად მოხრიალე მარტოობას. ხომ იქნება ვინმე, ვინც ამ ხავსს ჩაეჭიდება? ან საერთოდ რაში სჭირდება ეს? ხომ აღარაფერს აქვს აზრი, ბოლოს ყოველთვის ერთია. ამიტომ იყო ეს ოთახი ნაცრისფერი. მისი აზრით, უაზრობა და უსასრულობა იყო ისეთივე ნაცრისფერი, როგორიც მოწყენილობა.
მთელი სახლი თეთრ, სპილოს ძვლისფერსა და ოქროსფერში იყო გადაწყვეტილი. ახალი ავეჯით გაეწყოთ, რომელიც რატომღაც ზუსტად ძველებურ სტილზე იყო შეკერილი. ბევრი სარკეები და ამღვრეული ნახატები, ოქროსფერ ჩარჩოებში. თეთრი სამზარეულო, სასადილო მაგიდით. დიდი ტელევიზორი, ანტიკვარიატით გაწყობილი მისაღები, მარმარილოს ბუხრით და თეთრი როიალით, რომელიც სულ სხვა ელფერს სძენდა აქაურობას, ისეთი შეგრძნება დაგრჩებოდა, თითქოს აბსოლუტურად ყველა დეტალი გათვლილი იყო ინტერიერისთვის. თინათეს ჯინსის შარვალი და დიდი ზომის ზოლიანი მაისური შეერჩია ირაიდას გარდერობიდან. ძალიან უნდოდა სტრესის მოსახსნელად შხაპი მიეღო, მაგრამ ამდენად ჯერ ვერ ეგუებოდა გარემოს, არც საჭირო ნივთები არ ჰქონდა თან. საწოლის კიდეზე ჩამომჯდარს, აეტირა. ამდენს ვეღარ გაუძლო, აქამდე ხომ ისე იდგა, როგორც უძვრელი კლდე, ახლა კი თითქოს პატარ-პატარა ქვებად ჩამოიშალა ყოველივე. დედასთან საუბარი მოენატრა, მისი ოჯახი. სრულიად უცხო გარემოში უსახლკაროსავით აღმოჩნდა, რაც არ უნდა ლამაზი ყოფილიყო ეს სახლი, მაინც ციხე-სიმაგრესავით ეჩვენებოდა. თავისი დის ბედზე დაფიქრება წამითაც არ სურდა, სიმართლის მოსმენის შემდეგ გაუთავებელი აზრი არ ასვენებდა იმაზე, რომ მისი დისშვილი უმამოდ გაიზრდებოდა. რას დაემსგავსა მისი ცხოვრება? თითქოს კულისებში იდგა და იქედან ადევნებდა თვალს ამ სატირას. ხომ ხდება ხოლმე, მთელი შენი ნაშენები გეგმა მიყოლებით, დომინოს ქვებივით რომ იშლება, ჰო და ესეც ზუსტად ის შემთხვევა იყო. ადრე იჯდებოდა თბილისში, რომელიმე სკამზე და წამიერი აღელვება შეიპყრობდა მის გაცრეცილ, ხანდახან ემოციებისგან ახუნძლულ სულს, იმის გამო რომ რეალურად ვერავინ გაიცნობდა. ადამიანებს ხომ გვეშინია, რომ შეიძლება ვერავინ გაგვიგოს და ოდესმე მარტო დავრჩეთ ჩვენივე ხელით ჩამოშლილ კედლებში. მარტო არავის უნდა. ადამიანს არ სურს სამყაროს ისე დატოვება, რომ ერთმა სხვამ ვერ გაუგოს მის აქოთებულ შიგნიერებას. უნდათ ხოლმე, იგი ისეთად დაინახოს ვინმემ როგორიცაა, ვიტყოდი ასჯერ გადაშლილ-გადმოშლილი, ალაგ-ალაგ გაფერადებული როგორც ხუთი წლის ბავშვის სახატავი დღიური. გინდა ხოლმე ჩამოჯდე, თუნდაც ჭაობში და ვიღაცას რაღაც უამბო. შენი წლობით გადაკეტილი მღვიმეები გამოამზეურო, ხანდახან გეშინია, მაგრამ თან ხვდები, რომ ამაზე მეტად ვერაფერი გიშველის. მერე თუნდაც ჩაგიტანოს იმ ჭაობმა, ჭირსაც წაუღია შენი სხეული, მთავარი ხომ ის იქნება, რომ სული გაითავისუფლე. მას ვისაც არასდროს უსაუბრია ამაზე, არ იცის რამხელა შვებაა. ის კი, ვინც ხშირად ყვება, მერე დუმს. ხანდახან ვერ ხსნის, ხანდახან უკეთესია არ ახსნას, ხანდახან კი უბრალოდ არ აქვს სათქმელი.
ამ სახლში ისეთივე ჩახუთულობა იყო, როგორიც ლაშა მამაცაშვილის მანქანაში. რატომღაც არც სოფიოს ჰყოფნიდა ჰაერი იმ წამიდან, რაც მანქანაში მოთავსდა. იგრძნო მამაკაცის ცივი სუნამო და მარტივად შეამჩნია მოვლილი და გასუფთავებული ტყავის სალონი. ჩანთა მუხლებზე დაიდო და მაქსიმალურად ეცადა აკანკალებული თითები მის ქვეშ დაემალა. სულ გადაფითრდა, რას იფიქრებდა მისი წლების წინანდელი თავი, რომ ოდესმე ლაშას გვერდით, ერთ მანქანაში ამოყოფდა თავს. თავი ფანჯრისკენ მიატრიალა, თითქოს აქამდე არ ენახა ღამის თბილისი. ყველანაირად ცდილობდა კონცენტრირება სხვა რამეზე მოეხდინა.
-სად ცხოვრობ?- ქალაქის ხმაური და ძრავის მსუბუქი ხმა არღვევდა სიჩუმეს, მერე კი ლაშას ბოხი ბარიტონიც დაემატა სივრცეს.
-აქედანაც შემიძლია გადავიდე, არ მინდა შეგაწუხო.- თითქოს გამოფხიზლდა და მაშინვე მოუნდა აქედან გადამხტარიყო.
-არაფერია, რომ შევწუხებულიყავი არ წამოგიყვანდი. სად მიგიყვანო?- ბიჭის სიტყვები მაინც ცივად ეცა გულზე.
-სოლოლაკისა და კალას გასაყარზე, ასათიანის ქუჩაა.- მშვიდი ხმით წარმოთქვა და ისევ ფანჯრისკენ მიატრიალა თავი. უხერხულად ჩაიხუტა ჩანთა, ამ უცნაური შეგრძნების გასაქარწ....ბლად.
სუსტი ხმა ჰქონდა, მანქანაშიც ზუსტად ასე გაიჟღერა ხმამ, ამან კი მამაცაშვილის ყურადღება წამიერად მიიპყრო. გოგონას გადმოხედა, რომელიც მას არ უყურებდა. თეთრი კანი, უხერხულად მჯდომი სავარძელში, მიხვდებოდი ერთი სული ჰქონდა აქედან გადასულიყო. ზოლიანი, მაღალყელიანი წინდები, შავი, მუხლამდე სიგრძის ქვედაბოლო და მუქი ლურჯი, მასზე დიდი ზომის მაისური. თმები ორ მხარეს გადაენაწილებინა და სპანჯბობის ჩანთას ჩაფრენოდა.
-შევხვედრივართ? მეცნობი.- დაკვირვებისას თვითონაც ვერ გააცნობიერა, ისე წამოიძახა სოფიოს მიმართულებით. თითქოს დენმა დაარტყაო, ისეთი აღელვებული გამომეტყველებით გამოხედა ბიჭს. თვალიდან არ გამორჩენია მამაცაშვილს.
-არამგონია.- ძალით გაიღიმა და თავი ისევ შეატრიალა. ლაშა იმასაც მიხვდა, რომ რატომღაც გოგო არც კი უყურებდა. ასეთი რამეები იშვიათად ხდებოდა ხოლმე, ვინც კი სადმე დამგზავრებია ადგილზე მისულები ერთმანეთს უკვე იცნობდნენ და მხიარულადაც მიედ-მოედებოდნენ სხვადასხვა თემას.
-რატომღაც ვფიქრობ რომ სადღაც მინახავხარ.- მაინც თავისი გაიმეორა და წარბები შეკრა.
-არ ვიცი, იქნებ ვინმეს მიმამსგავსე და ამიტომ.- უმნიშვნელოდ გაეღიმა სოფიოს.
-შეიძლება, მაგრამ თბილისი პატარაა.- მრავლისმთქმელად გადახედა, სოფიოს არაფერი უპასუხია, ისევ შეატრიალა თავი. უკვირდა ბიჭის უაზრო გამოხტომა. ლაშას მგზავრის სიტყვაძუნწობა ნერვებს უშლიდა, ზოგადად არ უყვარდა ნაკლებად მოსაუბრე ხალხი, მითუმეტეს გოგონები. არ სიამოვნებდა, ადამიანს პირიდან ძლივს რომ აცლიდა სიტყვებს. ვერც უხერხულ სიჩუმეს ვერ იტანდა, სოფიოსგან განსხვავებით.
-რა გქვია?- მაინც ვერ გაუძლო სიჩუმეს.
-სოფიო.- ისევ მშვიდი და სუსტი ხმა.
-მე ლაშა,- მამაცაშვილი.- დასძინა წამის შემდეგ. “თვითონ არც კი უკითხავს, რა მუდოა.” გაიფიქრა.
-სასიამოვნოა.- ძალდატანებით ამოთქვა სოფიმ.
-სახეზე გეტყობა, რომ ამის გარეშეც მიცნობდი.- მეორე დენმა დაუარა სოფიოს ამ სიტყვების მოსმენაზე.
-ასე რატომ იფიქრე?- ეცადა სახეზე ამოწერილი ემოცია გადაეფარა.
-ხომ გითხარი, სახეზეც გეტყობა მეთქი. ჯავახიშვილში სწავლობდი?- გამომცდელად შეეკითხა და დააკვირდა.
-კი, ბიზნესზე.-
-ახლა გასაგებია, საიდანაც მეცნობი.- მინას გახედა. -და შენ საიდან იცოდი ჩემი სახელი?-
-არ ვიცოდი, საიდან მოიტანე?- თავი ვერ შეიკავა სოფიომ და ცოტათი გაღიზიანებულმა შეხედა თვალებში. ელვამ გაირბინა ვენებშიო, როცა გააცნობიერა რომ ამ სახეს წლების შემდეგ პირველად ხედავდა ასე ახლოს, თანაც მისი მიმართულებით მომზირალს. ყველაფერი დაეტყო.
-უნივერსიტეტი ერთ წელს დავამთავრეთ?- ისევ დასვა კითხვა, თან გზას უყურებდა, თან სოფიოს დაბნეულ თვალებს.
-კი.- ჩაილაპარაკა და გაიხედა. მერე გააცნობიერა, რომ საკუთარი თავი გაყიდა.
-ესეიგი ეგ თუ იცი, ისიც იცოდი ვინ ვარ.- კმაყოფილი ჩაეღიმა ლაშას, რადგან მისი ვარაუდი გამართლდა.
-შეიძლება, მაგრამ ვერ ვხვდები რა მნიშვნელობა აქვს, ასე რომ ჩაეძიეთ.-
უცებ ისე დაიბნა, თქვენობით მიმართა. თითქოს მისგან სრულიად უცხოს ესაუბრებოდა, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ უკვე ხომ წლებია, რაც იცოდა ლაშაზე, მიუხედავად იმისა რომ ბიჭს მასზე დღემდე არაფერი გაეგო.
-თუ არ აქვს, მაშინ აქამდე გეთქვა’თ’ რომ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით და შორიდან მიცნობ’თ’, ამაში ხომ არაფერია დასამალი.- მხრები უდარდელად აიჩეჩა და გაიცინა. სპეციალურად გაუსვა ხაზი ყოველ “თ” ასოს.
-რის მიღწევას ცდილობ? ვერ გავიგე.- წარბები შეკრა სოფიომ და ბრაზით გადმოხედა.
-თ-ს გარეშე უკეთესია.- ბიჭს ისევ გაეცინა სოფის შეწუხებულ სახეზე. მერე აკანკალებულ თითებზე დახედა. “ასე რა ანერვიულებს?” გაიფიქრა და საჭესთან გასწორდა. სახე სულ აეშალა სოფის, აღარ იცოდა რა ეთქვა მეტი. სულ რამდენიმე წუთი და თითქოს აქამდე დამალული სახე ჩამოირეცხა. წარმოიდგინა საათზე მეტი რომ გაჩერებულიყო ამ წყეულ მანქანაში, რა მოუვიდოდა?!
-გცივა? კანკალებ.- რატომღაც ზუსტად სუსტ წერტილზე აჭერდა გოგოს. იცოდა როგორ აეფორიაქებინა ქალი. არაფერს ცდილობდა, უბრალოდ კითხვები ალაპარაკებდა.
-არა, ამ სიცხეში რატომ უნდა შემცივდეს?- უხეშად ჩაიბურტყუნა აწითლებულმა.
-უბრალოდ გკითხე, რატომ უხეშობ, შემიძლია გათბობა ჩავრთო. ხელები შენ გიკანკალებს, მე ხომ არა.-
-სერიოზულად? ასეთი ხერხი გაქვს?-
-უკაცრავად?- გაისმა მამაცაშვილის გაკვირვებული ხმა, თავი წამიერად შემოატრიალა გოგოსთვის რომ შეეხედა, მერე კი ისევ წინ გაიხედა.
-ასეთ სისულელეებზე ესაუბრები უცხო გოგოებს?- გაბრაზებისგან უარესად აკანკალდა.
-უბრალოდ საერთო ენის გამონახვას ვცდილობდი, რა გჭირს?!- ამჯერად ლაშაც გაღიზიანდა.
-ჰო, რა თქმა უნდა. დეტალებზე დაკვირვება აუცილებელია საერთო ენის გამონახვისთვის?-
-ყველა ადამიანთან ვცდილობ საუბარს, რადგან ერთი უნივერსიტეტიდან ვართ, მეგონა უკეთეს საუბარს შევძლებდით, მაგრამ რატომღაც საერთოდ არ გსიამოვნებს ამის გახსენება. რა მოხდა, ცუდად ხომ არ მოგექეცი მაშინ, ახლა კი არ მახსოვს?- თავი მოიქექა და უხერხულად შეიშმუშნა, აშკარად გახსენებას ცდილობდა, მაგრამ ვერაფერი.
-არა, შენთან რომ რამე ყოფილიყო გამახსენდებოდა..- ჩუმად ჩაილაპარაკა, იფიქრა ვერ გაიგებსო, მაგრამ როგორც კი გოგოს ოდნავ გაოცებული და ბრაზით ამღვრეული სახე დაინახა, მიხვდა რომ სჯობდა არაფერი ეთქვა.
-როგორ გგონია, რომ შენი წარსულის სიიდან ერთ-ერთი რომელიმე ვარ?! არ მჯერა, რომ..- დასაწყნარებლად ხელები გადააჯვარედინა.
-თუ ფიქრობ, რომ რამე კარგით დაამახსოვრე უბრალო მოსწავლეებს თავი, ცდები. ისევ ისეთი ქედმაღალი, მედიდური, ფარშევანგივით ამაყი ყოფილხარ! ძალიან არ მინდოდა ეს მეთქვა, მაგრამ რადგან ასე ძალიან გაინტერესებს როგორ და საიდან გიცნობ, აი ასე. მაშინაც ასეთი იყავი და როგორც ჩანს, ახლაც ასეთად დარჩენილხარ.-
-რა მიწოდე?- გაოცებისგან გაფართოებული თვალები გოგოს შეანათა. პირველად მიახალეს ასეთი მწარე სიმართლე, თანაც ვიღაც წუთების წინ გაცნობილმა, სპანჯბობის ჩანთიანმა, ჭყეტელა გოგომ. სოფიომ თითქოს გაიაზრა რამდენი ცუდი სიტყვა გაისროლა უაზროდ, მერე კი ცოტათი ენაზე იკბინა გამოსაფხიზლებლად. ბიჭის გამომეტყველება რომ შეამჩნია, ნერვიულობისგან ჩანთას სპანჯბობის ელვა-შესაკრავი მოსწყვიტა.
სოფიომ თითქოს იგრძნო, რომ ამ მანქანაში აღარაფერი ესაქმებოდა და კარის გასაღებად მიმოიხედა, მანქანა მოძრაობდა, მცდელობას კი აზრი არ ჰქონდა.
-ერთი მოსახვევიც და შეგიძლია გადახტე!- მწარედ მიუგდო მამაცაშვილმა და შხამიანი მზერით გახედა. სოფიოს არაფერი უთქვამს, თითქოს დამუნჯდა.
მანქანა გაჩერდა, ყვითელი ლამპიონების ფონზე მარტივად შეამჩნევდით სოფიოს აწითლებულ ლოყებს. ჩანთა ცალ მხარზე გადაიკიდა და ისე გააღო კარი, ლაშასთვის არ შეუხედავს.
-მადლობა რომ მომიყვანე, მე თუ ვერა სიკეთე თავის გზას გამოძებნის და უკან დაგიბრუნდება.- სწრაფად მიაყარა ყველა სიტყვა და კარი დახურა. წარბები გაკვირვებით შეკრა მამაცაშვილმა, ასე თავქუდმოგლეჯილი არცერთი გოგო არ გადასულა მისი მანქანიდან. ბოლოჯერ გახედა ფერმკრთალ გოგოს, რომელიც სადარბაზოში შერბოდა.
ძლივს გაშორდა მენთოლის და ცივი სუნამოსგან გავსებულ სივრცეს, ერთი ღრმად ამოისუნთქა და გაყინული თითის წვერები გახურებულ ლოყებზე მიიდო.
-თავი დაკარგე, რა დებილი ხარ სოფიო!- რამოდენიმე წამი ბნელ სადარბაზოში იდგა, მერე კი სწრაფად აუყვა კიბეებს.
-რამდენნაირ გიჟს გადაეყრები ამქვეყნად..- ლაშამ თავისთვის ჩაილაპარაკა და სიმშვიდით გადატვირთულ ქუჩას გაშორდა.
ზუსტად ეს სიმშვიდე იყო გამეფებული კოპალიანების სახლში. იდილიას გარედან შემომავალი მანქანების ხმაური არღვევდა, მაინც მყუდრო იყო აღსაქმელად.
რამოდენიმე წუთით ქათქათა საწოლზე ჩაეძინა თინათეს, მერე კი შეშინებული წამოხტა. პირველი იმის გაანალიზება უჭირდა, რომ სხვაგან იყო. მერე კი იმის, რომ მარტო იყო. ოთახში უფრო ბნელოდა. ხელი ფრთხილად გადაყო სანათისკენ, ღილაკს თითი ჩააჭირა და ოთახიც ბაცი ყვითელით შეიმოსა. ნელა წამოდგა, ფეხები ფეხსაცმელებში ჩაჩურთა, და საძინებლიდან ჩუმად გავიდა. მხოლოდ ფანჯრებიდან შემოსული სინათლე ანათებდა უზარმაზარ ფოიეს, ბევრი კარით. “როგორც ჩანს, წავიდა.” გაიფიქრა და სახლი მოათვალიერა. შუაგულში გამოსულმა შეამჩნია თეთრი, მოხვეული ხის კიბე ფოიეს მარჯვენა მხარეს, რომელიც მესამე სართულზე ადიოდა.
-ამხელა სახლი რად უნდოდათ..- დაიჩურჩულა. არც კი იცოდა რა ეკეთებინა მარტო დარჩენილს. ბევრი ყოყმანის შემდეგ, კიბეებს აუყვა, რომლის საფეხურებიც ნაბიჯებზე ოდნავი ჭრიალით რეაგირებდა. მესამე სართულზე ასვლისას მარჯვენა კედელზე შუქის ჩამრთველს ხელი ჰკრა და წამში ყველაფერი გაანათა. ცოტა არ იყოს გაკვირვებამ მოიცვა. როგორც ჩანს კოპალიანებს ეს უზარმაზარი ოთახი მუზეუმად ექციათ, ან სააქტო დარბაზად. ბილიარდის მაგიდა, ტენისი, გიტარა, ბასები, ვიოლინო და სხვადასხვა ინსტრუმენტები. ერთ კუთხეში ბარი და სასმელებით გავსებული დახლები. დეკორატიული კედლით გამოყოფილი დიდი ბიბლიოთეკა. კედლებზე ნახატები და ქართული ნაციონალური ცეკვების ფოტოსურათები. მარცხნივ უზარმაზარი დივანი იდგა, რომელიც ცარიელ კედელს უყურებდა, უკან დამაგრებული პროექტორით მიხვდებოდი, რომ ეს კუთხე სპეციალურად ფილმებისთვის იყო. მუსიკის სიდები და ალბომები. თინათეს ყურადღება ყველაზე მეტად მარჯვენა მხარეს, უკანა კუთხეში ფანჯარასთან მდგარმა ხელსაწყომ მიიქცია. ჯერ გაუკვირდა, მერე კი სასიამოვნოდ გაეღიმა, როცა მიხვდა რომ ტელესკოპი აღმოაჩინა. იმ კუთხეში კედლებზე პლანეტების ფოტოები იყო გაკრული. მინიატურული მზის სისტემა კოხტად ეკიდა კედელზე. მაგიდაზე ფურცლები უწესრიგოდ ეყარა. სამეცნიერო წიგნები, კალამი და რამოდენიმე ნახატიც. მარცხენა მხარეს ლამეტრის და აინშტაინის 1933 წლის ფოტოსურათი ეკიდა კედელზე. არ უნდოდა ჩაძიება, მაგრამ ტელესკოპის დანახვამ აზრი წაართვა. თითის წვერებით შეეხო და თითქოს მოეფერაო.
-რას აკეთებ?- ტელესკოპის მაღლა წამოწევას აპირებდა, ბოხი ხმა რომ მოესმა უკნიდან და მაშინვე ხელი გაუშვა. დაფეთებული მოტრიალდა უკან და ოსეს დანახვაზე უხერხულად შეიშმუშნა.
-მეგონა აქ არ იყავი.- ხმაში შიში ეტყობოდა.
-ჩამეძინა.- თვალები ცოტათი დასიებული ჰქონდა, ხმა კი ჩვეულებრივზე უფრო ბოხი. თინათე ამის თქმის გარეშეც მიხვდა, რომ ახალგამოღვიძებული იყო.
-არ ვიცოდი რა გამაკეთებინა, ამიტომ ვიფიქრე დავათვალიერებდი, ბოდიში არ მინდოდა დაუკითხავად შემოვსულიყავი.-
-არაუშავს.- მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა მისი მიმართულებით.
-ეს შენია?- თითით ტელესკოპზე ანიშნა.
-ჰო, ეგ ჩემი კუთხეა.-
-ლამაზია.- გოგომ ოდნავ ჩაიღიმა და კუთხეს მოშორდა.
-მეორედ სახლში დაუკითხავად ნუ ივლი.-
-არც ვაპირებდი, უბრალოდ არ ვიცოდი რა მეკეთებინა, მეგონა მარტო ვიყავი.- თავი იმართლა ფიცხელაურმა.
-ჰო როგორც არის.- თითქოს არც გაუგონიაო, ისე შეტრიალდა.
-მხარზე სისხლი გაქვს.- მხოლოდ მკვეთრი მოძრაობის შემდეგ შეამჩნია თინათემ ოსეს მხარზე წითელი ლაქა. ერთხელ დაიხედა ბიჭმა და მწარედ შეიკურთხა.
-ექიმთან ვაპირებ წასვლას.- ამოიოხრა.
-გჭირდება.- ნიშნისმოგებით უთხრა თინათემ.
-მე ჩავალ, შენ ქვევით დამელოდე, რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო.- შეტრიალდა და კიბეებს ჩაუყვა. მალე უკან მიჰყვა თინათეც და იმ ოთახში შევიდა, რომელშიც ოსემ დააბინავა. ცოტათი სციოდა სახლში, ამიტომ თბილი ჟაკეტი აარჩია და მოიცვა. თავს მაინც ძალიან უხერხულად გრძნობდა.
რამოდენიმე წუთში კარზე კაკუნი გაიგონა.
-ეს გქონდეს, დაგჭირდება.- ოსეს გამოწვდილ ხელს დახედა და მობილურის დანახვაზე ცოტათი სიხარულიც იგრძნო.
-ჩემია?- ეჭვით იკითხა.
-ახალი არ არის, მაგრამ სანამ შენი ოჯახისწევრები შენამდე მოღწევას და ნივთების გადმოცემას მოახერხებენ, სჯობს გამოიყენო.- ბიჭი თითქოს ლმობიერ საუბარს მიჩვეული არ იყო. ერთხელ ახედა თინათემ, ბიჭის ეს საქციელი ნდობის ნატამალს უსვამდა ხაზს, მის მიმართ. ასეც იყო, ხვდებოდა რომ ოსე ამ არეულ დღეებში ყველაზე სანდო პიროვნება იყო, მიუხედავად იმისა რომ მუდმივად უთანხმოება ჰქონდათ.
-ჰო მართლა, ბარათი უკვე დევს, იმედია მშობლების ნომრები გახსოვს, რომ დაურეკო.-
-კი, მახსოვს.-
-მადლობა.- უთხრა გულწრფელად და ოდნავ გაიღიმა. ოსეს საპასუხოდ არაფერი უთქვამს, მშვიდი გამომეტყველება გამოესახა და პირველ სართულზე დაეშვა. ტელეფონით ხელში რამოდენიმე წამი აკვირდებოდა კიბეებზე ჩამავალ ოსეს. “როგორი დაღლილი სახე აქვს.” გაიფიქრა. ხვდებოდა, რომ ბევრის დათმობა მოუწია ამ ბიჭს მის გამო, ამიტომ ჰქონდა ასეთი გადაღლილი სახე. ნაკლები ხომ არც მას გაევლო.
ფეხები ძლივს აამოძრავა და ისიც პირველ სართულზე ჩავიდა. ოსე უკვე დასვრილ მაისურს კალათში აგდებდა. თინათემ თვალი აარიდა, როცა მიხვდა რომ წელსზემოთ შიშველი იყო.
-წამოდი და საჭირო ნივთები იყიდე შენთვის.- სავარძლის უკნიდან ხმა მოესმა.
უკვე ნაცრისფერი მაისური ჩაეცვა, შავ სპორტულ შარვალთან ერთად და მაჯაზე საათს ისწორებდა. ახლოს იდგა სავარძელში მჯდომ თინათესთან.
-შემიძლია მარტოც გავიდე..- ისეთი გამომეტყველება ჰქონდა ოსეს, გოგოს მეტი არ გაუგრძელებია.
-მანქანაში დაგელოდები.- გამოსძახა გოგოს და გავიდა. ჯერ დაიბნა, ეუცნაურა ეს სიტუაცია. ყველაფერი ხომ უცხო შეგრძნებებს იწვევდა მისში. წინააღმდეგობა არ გაუწევია. ადგა, თავისი ბარათი აიღო და გარეთ გავიდა.
-კარი გადაკეტე რა, დამავიწყდა!- მანქანიდან გაიგონა ოსეს ხმა, სახლის კარი ჩაკეტა და მანქანაში მოთავსდა.
-ჯერ ექიმთან მივდივარ, რამოდენიმე წუთი მოცდა მოგიწევს.-
-კარგი.- სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც თინათესთვის სულაც არ იყო სასიამოვნო.
-გაწუხებს?- მორიდებით ჰკითხა თინათემ, ჯერ კიდევ სწავლობდა ბიჭთან ცივილურ ურთიერთობას.
-არაფერია, მალე შეხორცდება.- მშვიდად უპასუხა და საქარე მინა ოდნავ დასწია. აღარაფერი უთქვამს თინათეს, ან რა ჰქონდა სათქმელი. სანამ საავადმყოფომდე მივიდოდნენ გოგომ ორჯერ გახედა ოსეს მშვიდ, გადაღლილ სახეს. მერე თბილისის მონატრებულ, ლამპიონებით განათებულ ქუჩებს მოავლო თვალი. როგორ უყვარდა ეს ქალაქი, რამდენი მოგონება ჰქონდა. მათ გახსენებაზე ნასიამოვნებს ჩაეღიმა. ბავშვივით იყო, მანქანაში მგზავრობისას ცას რომ არ აშორებს თვალს. ამ დროის განმავლობაში ოსესთვის შეუმჩნეველი არ ყოფილა ეს პატარა ფაქტი.
-მალე დავბრუნდები.- თქვა კოპალიანმა და მანქანიდან გადავიდა. თინათემ თვალი გააყოლა, როგორ შეუერთდა ბიჭი შენობას. ახლა რა ექნა? როგორ მოენატრა ეს არეული ქალაქი! ცოტა ხანი წყნარად აკვირდებოდა გარემოს, მერე ვეღარ მოითმინა და გადავიდა.
ფეხით დაუყვა ტროტუარს, მერე უფრო ქვევით და მალე მტკვართან აღმოჩნდა. მდინარის მთელ სიგრძეზე ყვითლად ანთებული ლამპიონები უნათებდნენ გზას. იქვე ჩამოჯდა და გაცოცხლებულ ქალაქს მოავლო თვალი. მტვერიანი თუ ჩაბეტონებული, მაინც უყვარდა ეს ადგილი. ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა და თავიდან დაფიქრდა მომხდარზე. რა იქნებოდა ხვალ, ზეგ.. არ იცოდა რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა. ტელეფონს დახედა, უნდოდა დედის ნომერი აეკრიფა, დაერეკა და მისი ხმა გაეგონა, თუნდაც ძალიან გაეკიცხა, მაგრამ ვერ ბედავდა. საერთოდ არ იყო ამისთვის მზად. ხანდახან დიდი გამბედაობაა საჭირო იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს თვალი გაუსწორო, მაშინ როცა დამნაშავედ გრძნობ თავს, მაშინ როცა არ იცი, როგორ უნდა აუხსნა ის, რისიც თვითონაც არ გესმის. თავდაპირველად მისთვის ძალიან რთული იყო უცხო ქალაქში ჩამოსვლა, იქ სადაც ბევრს არავის იცნობ. ყოველ ახალ კუთხეში შესვლისას ფიქრობდა იქ რა დახვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცოდა რისი სწავლა სურდა, ხანდახან მარტო მყოფს შემოაწვებოდა აზრი, სხვა უფრო თავისუფალ ცხოვრებაზე. თავიდან ეჭვები გახრჩობს, ფიქრობ სწორად მოიქეცი თუ არა, რომ სხვა ქალაქში გადაცხოვრდი, სწორად მოიქეცი თუ არა, როცა ეს პროფესია აირჩიე, იქნებ არ ღირდა?! კითხვები გულს გაგიღრღნიან, როგორც თინათეს შემთხვევაში, თუმცა წლებთან ერთად ხვდები, რა გინდა, ან რას შეეგუე, რა მიიღე ისეთად, როგორიც არის. მოსწონდა ბავშვებთან კონტაქტი, უყვარდა თავისი ენა და არანაკლებად აინტერესებდა მსოფლიო კულტურაც. მტკვართან, ლამპიონის ქვეშ იჯდა და უყურებდა ქალაქს, სადაც თავისი პერსონა შექმნა. ის ადგილი იყო, სადაც საფუძველჩაყრილ პიროვნებას მასალა დაუმატა და საბოლოოდ მიიღო ის, ვინც დღესაა. თუმცა ამით არასდროს მთავრდება. სანამ ცოცხლობ, იქამდე აშენებ, ერთ ნაწილს ანგრევ, მერე ახალს აწყობ.
შლი, აწყობ, აშენებ.
სრულყოფილი თუ ნაკლით სავსე, ადამიანი ხარ. თინათეს სჯეროდა, რომ იქამდე უნდა განვითარდე სანამ შენს შინაგან საწვავ ენერგიას არ ამოწურავ. ის იმედოვნებდა, რომ სიცოცხლის ბოლოს არ გახდებოდა იგი, ვისიც შეეშინდებოდა მის წლების წინანდელ მეს.
მაგრამ, არავის აქვს ამის გარანტია.
არავინ იცის, ვინ გახდები წლების შემდეგ, თვითონ შენც კი ვერ აცნობიერებ, როგორ იცვლება დეტალები შენში.
თუმცა მთავარი ალბათ მაინც ისაა,
დარჩეს შენში რაღაც ღირებული.
-მეგონა კიდევ გაიქეცი, გეფიცები უკანასკნელ სულელად შეგრაცხავდი.- მოულოდნელ ხმაზე თინათე შეხტა და მაშინვე უკან გაიხედა. ოსეს ეტყობოდა ბევრი ევლო თინათეს მოსაძებნად.
-იქ ვეღარ გავძელი და აქეთ წამოვედი, გასეირნება მომინდა.- ოსეს დანახვაზე დამშვიდდა.
-უბრალოდ გეთქვა.- ამ საღამოს საშინლად სიტყვაძუნწი იყო ოსე, ბევრს ვერაფერს ამბობდა.
-არც შენ გაწყენდა გასეირნება, დაღლილი ჩანხარ.- ოსე რამოდენიმე სანტიმენტრის დაშორებით ჩამოჯდა თინათეს გვერდით და გოგოს უცნაური, ოდნავი ღიმილით შეხედა. ისევ ფერმკრთალი კანი, ბოლოებში ხვეული, წაბლისფერი თმა. ლამპიონის შუქზე აციმციმებული თვალები და წრეები მათ ირგვლივ, რაც მოწმობდა თინათეს დაღლილობასაც. -შენ რა იცი?-
-გეტყობა. სულ სადღაც დადიხარ. ხან მთებში გარბიხარ, ხან ცხენს დააქროლებ, სახლში არ ბრუნდები. გამოდის კარგად არ გძინავს, ხომ?- შეპარვით ჰკითხა გოგომ. კოპალიანის გამომეტყველებაზე იფიქრა ნეტავ სულ არაფერი მეთქვაო, მაგრამ უკვე აზრი არ ჰქონდა.
-არ მიყვარს ძილი.- თქვა თუ არა თავის თავზე ჩაეცინა.
-ფიქრობ რომ დროს კარგავ?- თქვა თინათემ და გულწრფელად ჩაეღიმა.
-ასეა.- ეუცნაურა ბიჭს, როცა მიხვდა რომ მისი სიტყვები აუხსნელად გაიგეს.
-სულ რატომ ქრები?-
-და შენ რატომ ჩნდები ყოველთვის მაშინ, როცა გასაქრობად მივდივარ?- ოსეს კითხვაზე გოგოს გონება გაუჩერდა, თითქოს დაავიწყდა როგორ უნდა ესაუბრა.
-მეც ხომ შემიძლია იგივე კითხვა დავსვა?- გაუაზრებლად წამოისროლა.
-არა, შენ არ შეგიძლია. შენ არ ქრები, პირიქით, როცა მე ვაპირებ ამის გაკეთებას, იქ მოდიხარ. მაპატიე, მეცინება.- ბიჭს ბაგეები ღიმილმა დაუშორა.
-მე დამცინი?- მხრები ქედმაღლურად შეისწორა თინათემ.
-არ დაგცინი, უბრალოდ ამ ყველაფერზე მეცინება. შატილში რომ მოვდიოდი ვფიქრობდი, ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა, მაგრამ ახლა შეხედე! მე და შენ თბილისში, მტკვართან ვსხედვართ და ადამიანურად ვლაპარაკობთ. როგორ ფიქრობ არ უნდა გამეცინოს?-
-არ ვიცი.- დაღონებულმა უპასუხა და თვალებში ლურჯად მობრჭყვიალე ტელეანძას გახედა. -ისევ გინდა, რომ გაქრე?- ისე იკითხა, ოსესთვის არ შეუხედავს, ვერ გაბედა.
-არ ვარ ვალდებული გიპასუხო.- კითხვას თავი აარიდა. რატომ სვამდა ეს უცნაური გოგო ასეთ შეკითხვებს?! არ უნდოდა ვინმე ამ თემას შეხებოდა, იმიტომ რომ შესაბამის სიტყვებს ვერასდროს პოულობდა სათქმელად.
-იმ ტელეანძას ხედავ?- თითი გაიშვირა.
-ჰო..-
-კარგი ადგილია გასაქცევად.- ერთმანეთს თვალები გაუსწორეს, ვერ ხვდებოდნენ რას კითხულობდნენ ერთმანეთის მზერებში. -შენს ადგილას იქ გავიქცეოდი.-
-რატომ იქ?-
-მარტოა. ისე დგას, თითქოს ვერავინ მისწვდება. შენც ხომ ეგ გინდა, რომ არავინ დაგეწიოს, არავინ მოგწვდეს.. არა?- ოსე მის თვალებში გამოხატულ მინიშნებას ხედავდა. ეს უბრალოდ სიტყვებით თამაში იყო, ამ უცნაურმა გოგომ ამ დღეების განმავლობაში წაიკითხა მისი პიროვნება. სულში რამოდენიმე შეხედვით შეუძვრა და რაღაცები დაიჭირა. პირველივე წამში ბრაზი იგრძნო, მერე აღელვება, მერე კი თინათეს თვალის ჭრილს დააკვირდა, განსხვავებულს. -ასე არ არის?- ისევ გაიმეორა გოგომ, თითქოს ოსესგან დასტურს ელოდებოდა. უნდოდა დარწმუნებულიყო, მართლა სურდა თუ არა ბიჭს გაქცევა. თუ პირიქით? უნდოდა ვიღაცას ეპოვნა იგი.
-იმიტომ გარბიხარ, რომ მშველელი იპოვო?- ბიჭის დუმილს ვერ გაუძლო, ვერ დაიოკა თავისი ინტერესი და დაუფიქრებლად ჰკითხა.
-შენ როგორ ფიქრობ, იცი ვინ არის მშველელი?- ხელი მაჯაში უეცრად ჩაავლო გოგოს და მისკენ დაქაჩა. განგაში ატყდა თინათეს გონებაში, ოსეს სახესთან ძალიან ახლოს იყო. ბიჭი მგელივით ცივად იყურებოდა. ჩაეღიმა კიდეც, ან აკანკალებულ ქალზე, ან იმ ფაქტზე, რომ ვიღაცამ მისი დაკეტილი დარაბები ოდნავ ჩამოანგრია.
-ის.. ვინც მოგცემს ძალას და მიზეზს, რომ დარჩე.-
-და თუ ეს საკმარისი არ იქნება დასარჩენად?- ქალის სუსტ მაჯას უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი. თინათეს თმის სურნელი ისევ უშლიდა აზრებს.
-ვისაც სურს ცხოვრებისეული ტანჯვა და ამისგან მიღებული სიტკბო გამოსცადოს, ის ვინც თანახმაა ეს თავის გადამრჩენელს მიუძღვნას და გაუზიაროს, მაშინ რატომაც არა?! მშველელი ვერ იქნება საკმარისი, იგი ვერ გიშველის, როცა გაგრძელების სურვილს კარგავ. მაშინ უკვე აზრი აღარ აქვს არაფერს, რადგან ეს შენშია და იქამდე ვერავინ მიდის. მაგრამ თუ კი ოდნავ მაინც გრძნობ, რომ რაღაც ჯანდაბისთვის ღირს გათენება, გიღირს, რომ შენც ისევე უშველო შენს მშველელს, როგორც თვითონ გშველის..
თუ გრძნობ რომ გინდა ვიღაცას შენს მოსაწყენ დღეზე უყვებოდე, მაშინ რატომაც არა?-
“გონებას მირევს, რა სისულელეა!” ფიქრობდა ოსე გონებაში, მაგრამ იცოდა, რომ მის მიძინებულ აზრებს ხელით შეეხო თინათე. ამის გაანალიზება აოცებდა. თითქოს იყო რაღაც უხილავი, რაც ეწინააღმდეგებოდა მთლიანად ამ გოგოს მისში.
-თუ ცოტათი მაინც გრძნობ, რომ შესაძლოა ისეთი დღეები დაიწყოს, რომლებსაც მარტო აღარ გადააგორებ და თან ამაზე ფიქრი შვებას გგვრის, მაშინ უნდა დარჩე.- ხელი შეაშვებინა და ბიჭისგან უკან დაიწია. სახეზე ალმური მოედო, ისე დასცხა. ასე არც ლაპარაკს იყო მიჩვეული და არც ასე ახლოს ვინმესთან კონტაქტს. ეს პულსს უჩქარებდა და საშინლად არ მოსწონდა. “იმედია მაჯაზე არ იგრძნო რა ჩქარა ფეთქავს ეს სულელი!” გაიფიქრა როგორც კი დაასრულა სიტყვა და ოსეს ოდნავ ჩატეხილ ტუჩის კუთხეს დააკვირდა. სახეზე ოდნავი გაოცება და ნასიამოვნები გამომეტყველება დაჰკრავდა.
“ასე რატომ მიყურებს? ალბათ ძალიან გავწითლდი.” მაჯა მეორე ხელით მოისრისა.
-ასეთია შენი თეორია ერთი დღის შესახებ?- გაუღიმა და თვალებში ჩახედა ქალს. თინათე გამუდმებით ცდილობდა თვალი აერიდებინა, მაგრამ ისეთი დაჟინებით უყურებდა ვერაფერს გახდა.
-ჩათვალე რომ მთელი ცხოვრება ერთი ეპიზოდია.
არ იცი საიდან მოხვედი,
არ იცი რისთვის ხარ,
არ იცი, რატომ ხდება.
არ იცი, მთავრდება თუ გრძელდება, ან საერთოდ სად იწყება ყველაფერი.
ჩათვალე იცი მხოლოდ ის, რომ არაფერი არ იცი.
მაგრამ რჩები, იმიტომ რომ ამით არაფერს კარგავ.- ქალმა ძლივს გააგრძელა ახსნა.
-და იქნებ კარგავ კიდეც?-
-რა იცი, რომ კარგავ? შენ ხომ არაფერი არ იცი, დაგავიწყდა?- გაუღიმა და წამიერად ორივე გაჩერდა.
-უნდა დარჩე და მერე თუ გინდა მთებში ეძებე, ან ქალაქებში.- ფეხზე წამოდგა, ბიჭს ვეღარ შეხედავდა ამ სიტყვების წარმოთქმისას, ზედმეტი იყო. მანქანისკენ დააპირა წასვლა მაგრამ ისევ მაჯაში ჩავლებულმა ხელმა გააჩერა.
-რომ აღარ მოვძებნო?- ინერციით ოსეს სხეულს დაეჯახა. გრძნობდა მის სუნთქვას სახეზე, არეულ მზერას, უამრავი აუხსნელი ემოციით. დაკარგულ და ოდნავი იმედით ამოვსებულ თვალებს. სიარულისგან გადაღლილ სულს, ერთი დიდი უფსკრულივით რომ მოჩანდა თინათესთვის. კანკალმა თავიდან დაუარა, როცა ოსესგან მომავალი სითბო იგრძნო. უყურებდა ბიჭი რაღაც მებრძოლ არსებას მის წინ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ისე ესაუბრა, როგორც მარტოდ დარჩენილი ღმერთი.
-ნებდები?- ქალს გულ-მკერდი სწრაფად უმოძრავებდა აღელვებისგან. მაინც არ ჩერდებოდა, მაინც ებრძოდა მის წინ მგელივით მდგარ ბიჭს. არცერთი აშორებდა ერთმანეთის თვალებს მზერას. ერთმანეთზე შეწებებულებს უწევდათ თვალებში ყურება და თავიანთი აჩქარებული სუნთქვების მოსმენა.
ხომ არის მომენტები, ყველაფერი თუ არა ბევრი რამ მოგეჩვენება რომ გაჩერდაო.
გაჩერდა მტკვარი,
გაჩერდა ხეებში მგლოვიარე ქარი.
გაჩერდა ცაზე ამოქარგული ლურჯად მოკაშკაშე ვარსკვლავთა გუნდი.
გაჩერდა გულხელდაკრეფილი მთვარე, რომელმაც ადამიანთა ყველა ფიქრი და საიდუმლო ჩვენი სიცოცხლის პირველივე წამიდან აქამდე გაიზიარა.
გაჩერდა ლურჯად აციმციმებული ტელეანძა,
რომელიც ჰგავდა თბილისის გულიდან ამოხეთქილ, ლამაზ სევდას.
-რა იცი, იქნებ ის ვინც გაქცეულს გაჩერებს, აღმოჩნდეს
ყველა პასუხი,
რასაც აქამდე ეძებდი.
ყველაფერი,
რისთვისაც აქამდე გარბოდი.-



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Gamixarda ro davinaxe dadebuli, dzaan didi xania ar dadebula, imedia agar daagvianeb, warmatebebi. :-)

 


№2 სტუმარი ღამის სტუმარი

რადგან გამოჩნდა არ დავეძებ კორონას.მეთქი მიატოვა აღარ აგრძელებსთქო.ძალიან გამეხარდი

 


№3 სტუმარი სტუმარი ხატია

ვაიმე არველოდი მართლა ❤ საუკეთესოა ❤ დიდი მადლობა, იმედია მალე გაგვახარებ ისევ ❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი მანანა

როგორ ველოდი, ხშირად ვამოწმებდი, ხომ არ გამომრჩა -თქო , ძალიან საინტერესო, ღრმა და კარგია, ასე ნუ დაიკარგები.

 


№5  offline წევრი Gemini mood

გავოგნდი...ეს ის თავი იყო რომლისთვის ლოდინი ნამდვილად ღირდა❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი nancho

როგორ გამიხარდა ,ძალიან კარგი იყო..მიხარია ოსეს და თინათეს დაზავება.ვნახოთ რას იზავენ,

 


№7  offline მოდერი პენელოპე

ლაშას და სოფის წყვილის განვითარებას ველოდებიი :))) :*

 


№8  offline წევრი NA NO

ჯგუფში რამდენჯერმე მომხვდა პოსტი ამ ისტორიაზე თუმცა რატომღაც არ ვიწყებდი შენს წაკითხვას. თუმცა დღეს ერთი მხრივ ძალიან ვინანე რომ პირველი თავის დადებიდან დღემდე რომ არ გამოგყევი. მეორე მხრივ კი გამიხარდა 8 თავის ერთად წაკითხვის ბედნიერება რომ მქონდა. მადლობა რომ ასე დახვეწილად წერ.

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინო

გამიხარდა ძალიან, ძალიან.რომ.გამოჩნდი..ღირდა ნამდვილად ლოდინი..ახალი წყვილი სრულიად განსხვავებული ჩანს.ძალიან მომწონს და წარმატებები..აბა შენ იცი..ამდენი ცუდი ამბის ფონზე გაგვახარე.

 


№10 სტუმარი სტუმარი განო

მთ3ლი დღეებია ველი... მართლაც,რომ ორიგინალური და ააინტერესო ისტორიაა.ზალზედ კარგი გადასვლები გაქ ერთი წყვილის და მწორეს შორის იმედია ამდენ ხანს აღარ მაალოდინებ...ძალიან კარგი იყო

 


№11  offline წევრი გრაფინია

”მისი დაკეტილი დარაბები ოდნავ ჩამოანგრია“ - ღმერთო, რა სიტყვებია!

ძალიან კარგია:)

 


№12  offline წევრი ლუკკიანეცცი

ვაა რა კარგია, ნამდვილი ნეტარება. ოსე და თინათე სრულყოფილი წყვილია ჩემთვის. ძალიან მიყვარს ორივე. თინათე მაგარი გოგოა რა მიყვარს უუხ:)))
მომეწონა ახალი წყვილის შემოსვლა, სოფიო და ლაშა... რაღაც მთლად სასიამოვნოდ არ დაიწყო მათი ურთიერთობა მაგრამ იმედი მაქვს კარგი გაგრძელება ექნება. დავიტანჯე სოფიოს საცოდაობით:))
ეგ კიარა დათას და იმ უცხოელის წყვილიც არ მაწყენდა:)
მოკლედ უკვე ველი მომდევნო თავს, მიყვარს შენი დახვეწილი წერის სტილი, სიამოვნებით ვკითხულობ, მითუმეტეს შინაარსიც ძალიან მომწონს.
წარმატებები და იცოდე რომ შრომა გიფასდება<3

 


№13  offline წევრი Barbare ❤

ყინული დნება მშვენიერია.. გააგრძელე ველოდები შემდეგ თავს ❤წარმატებები❤

 


№14 სტუმარი სტუმარი ანა

კარგია,როდის გაგრძელდება? ველოდები

 


№15  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ვაიმეეე როგორ გამიხარდაა ახალი თავი რომ დადდეე ისეე გადამავიწყდა სრულიად შემთხვევით ვნახეე პსტიი :( ცუდიაა ასე ძალიანნ რომმ აგბიანებბ მავიეყდებაა წინაა ისს რაც წავიკითხე და ხახსენებაა გეხვეწებბიი ასე ნუ დაგბიანებბრ ააა
ახალ თავს ველოდრბიი <3

 


№16  offline წევრი cicino

გამარჯობა ძალიან მომწონს შენი ისტორია და იმედია მალე დადებ ახალ თავს

 


№17  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ასეე რატომ აგვიანებბ :(

 


№18  offline წევრი ანუკიანკა

ძალინ კარგი იყო. მალე დადე რა შემდეგი თავი❤️

 


№19 სტუმარი სტუმარი თამთა

თუ წერ და დებ გვერდძე საკითხავად, დადე. სულს ნუ ამოხდი მკითხველს. ეს არის ძალიან ცუდი ემოცია და არმინდა ცუდად გამომივიდეს. თუ ვერ ახერხებ ნუღარ დააინტერესებ მკითხველსაც

 


№20 სტუმარი სტუმარი ლიკა

როდესმე თუ დასრულებ კარგი იქნება უსასრულოდ გრდზელდება და მგონ დასრულება არუწერია არადა საიტერესოა დზან გული დამწყდება თუ ვერ დასრულებთ

 


№21 სტუმარი Laqito

წინაზე თვენახევარი მოანდომე, ეხლა ალბათ 3 თვე დასჭირდება და იმედია კორონას გადავურჩებით და ვნახავთ ამის დასასურლაასც .... და ასე ნუღარ უპასუხებ მკითხველს თუ არ ჰინდა ნუ წაიკითხავ და დაელოდებიო, არაა სწორი ჟესტი, რადგან თუ დაიწყე და დადე საიტზე საკითხავად პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნო მკითხველის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში სკლჯობია როცა მთლიანად დაწერ მერე დადო... ????????????????????????

 


№22  offline წევრი gvancacuna

Male dadeb?

 


№23 სტუმარი სტუმარი ელი

ქრისტე აღსდგა!
მოთმინებასაც აქვს საზღვარი... ჯერ კიდე მახსოვს ეს ისტორია, ავტორი კი ძალიან უპასუხისმგებლოა, თუ თავი არ ქონდა წერის, არც უნდა დაეწყო და თან აქ არ უნდა აეტვირთა სულმოუთქმელად, თითქოს და მზად ჰქონდა უკვე ისტორია......

 


№24 სტუმარი 111

ველოდები დიდი ინტერესი როდის დაამთავრებ წავიკითო არ მიყვარს თავებად წაკითხვა❤️❤️❤️❤️

 


№25  offline წევრი gvancacuna

Texavs prosta

 


№26  offline წევრი ანუკიანკა

ამდენი ხანი რატო არ დებ შემდეგ თავს არადა კარგი ისტორიაა❤️

 


№27 სტუმარი სტუმარი ელენე

ეტყობა შეეშვი წერას, თორე ამდენ ხანს როგორ არ დადებდი..... საერთოდ ფეხებზე უკვე ეს ისტორია, თუ არც დადებ რაა...

 


№28 სტუმარი manana

ახალი თავის დრო აღარ მოვიდა? თუ პანდემიური დეპრესია გაქვთ?

 


№29 სტუმარი სტუმარი ელისო

ზუსტად ვიცი რომ არა პრობლემები და უმუზობა,აქ დასასრულიც იქნებოდა უკვე.როცა დაასრულებთ,მაშინ წავიკითხავ.ვისაც ლოდინი და გაგება არ შეუძლია,გზა ფართოა,აქ არავინ გაიძულებთ გაჩერებას.რადგან მწერალი თქვენს ვაი კომენტარებს არ პასუხობს,არ ნიშნავს რომ სათქმელი არაფერი აქვს ან თქვენ ხართ მართლები,უბრალოდ არსებობს ეთიკა,არსებობს ადამიანობა და ასე გადავლა და უხეშობა თქვენს ადამიანობაზე მიუთითებს და მწერლის დუმილი და არასაპასუხო ლანძღვა,მის შეგნებაზე...წარმატებები მწერალო.გელოდებით.ნამდვილად არ არის ისეთი ნაწერი ვიღაცების ვერლოდინის და ვერგაგების გამო,მიაფუჩეჩოთ.აკეთეთ თქვენი საქმე იგივე ხარისხში და ვინც საჭიროა,უთქმელადაც დაგელოდებათ.

 


№30 სტუმარი ლაქიტო

????????????????????????????????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent