შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯი (14)


17-03-2020, 23:22
ავტორი Keke27
ნანახია 2 286

14 თავი.

ბუჩუკური ღია ფანჯარასთან ჩაფიქრებული იდგა და სიგარეტს აბოლებდა. ტანთ ნიკოლოზის მაისური გადაეცვა სახელდახელოდ, რომელსაც საცვლის დაფარვა მოეხერხებინა მხოლოდ.

აბაზანიდან შხაპის ხმა ისმოდა.

დილით კიდევ უფრო მომაჯადოებელი იყო წუხანდელი ხედი. მანჰეტენს თოვლის საბანი დაეფარებინა და მყუდროებაში ჩაძირულიყო.
ქალაქისთვის დამახასიათებელი ხმაური თითქოს თოვლს შთაენთქა. თითქოს დიდ ეკრანზე უხმო ფილმი იყო ჩართული და თვალს ადევნებდი, ქალაქში ყველა მოძრაობას.

შხაპის ხმა შეწყდა.

ნიკოლოზი აბაზანიდან თმის მშრალებით გამოვიდა. წყლის წვეთები ცრემლებივით დამჩნეოდა სხეულზე. ყავისფერი პირსახოცი წელსქვემოთ შემოეხვია, ნელი ნაბიჯით დააბიჯებდა და ელენეს თვალს არ აშორებდა.
მისი მზერა კითხვებზე პასუხებს ითხოვდნენ.
_ წუხელ საერთოდ არ გეძინა ხო? - ჰკითხა და პატარა პირსახოცი, რომლითაც თავს იმშრალებდა, იქვე სკამზე მიაფინა.
_მე ჩემი სახლის გარდა, ვერ ვიძინებ ვერსად. ვერ ვეგუები სხვის საწოლში წოლას. ასე ვარ წლებია...- გასცა პასუხი, სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩაასრისა და ფანჯარა დახურა.
კაცს მზერა აარიდა. ხვდებოდა, რასაც ითხოვდა მისგან და ეს მოთხოვნა სავსებით სამართლიანი იყო მისი მხრიდან.
რამდენიმე წამით სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა ოთახში. ორივე დუმდა. მაგრამ ეს დუმილი დედამიწის რყევის ტოლფასი იყო. მათ ირგვლივ უხმოდ იბზარებოდნენ კედლები და ნგრევას იწყებდნენ. ფეხქვეშ მიწა ეცლებოდათ. ირგვლივ ყველაფერი მტვერში გაეხვა, ისეთ მტვერში, რომ ერთმანეთის დანახვა შეუძლებელი გახდა უკვე. სუნთქვა უჭირდათ, სუფთა ჰაერს ითხოვდა ფილტვები, მაგრამ მიუწვდომელი იყო.
გიგაურს თვალებში სისხლი მოაწვა. კისრის ძარღვები დაებერა. მეტს ვეღარ მოითმენდა, ვერ უძლებდა ამ დუმილს.
_ ელენე, ამდენი იარა რატომ გაქვს სხეულზე? - ძალა მოიკრიბა და ხმა გაიღო. ეს ნათქვამი არ იყო მხოლოდ სიტყვები კითხვის ნიშნის თანხლებით... ეს იყო ნათქვამი, რომელშიც ბრძანება ჟღერდა, რომ ეთქვა ყველაფერი და პასუხისთვის თავის არიდების უფლება არ ჰქონდა.
ქალს სხეული გაეყინა. საშინელი სიცივე იგრძნო. ლურჯმა ფერმა დაჰკრა. ტუჩები უფრო მუქად შეეფერა. მუდარით სავსე წყლიანი თვალები მიაპყრო კაცს, დანდობას ითხოვდნენ, მაგრამ შეწყალება არ იკითხებოდა ნიკოლოზის მზერაში.
საწოლზე ჩამოჯდა. მუხლები არ ემორჩილებოდა, უცახცახებდა ხელებთან ერთად.
_ თერთმეტი წლის წინანდელი ავარიის შედეგია. - ამოიღო ხმა, მაგრამ საკუთარი ხმა ვერ იცნო. თითქოს სადღაც შორიდან ჩაესმოდა ყურში უცხო ადამიანის ნათქვამი.
გიგაურს გული შეეკუმშა. ელენეს შეციებული სხეულის ტემპერატურამ მასთან მიაღწია. ჟრუანტელმა დაუარა და მთელ სხეულზე კანი პატარ-პატარა ბურთებივით დაებურცა.
სიტყვა არ დასცდენია, მხოლოდ ერთი მოძრაობა გააკეთა - სკამზე დაჯდა. ეს ერთგვარი ჟესტი იყო „მერე? განაგრძე გისმენ.“
ელენე მიუხვდა. მზერა აარიდა და მის მოპირდაპირე მხარეს არსებულ თეთრს კედელს მიაჩერდა. ისე უცქერდა ამ სითეთრეს, თითქოს კადრებს უყურებდა წარსულიდან.
_ სკოლა იმ წელს დაამთავრა, - განაგრძო ქალმა და საკუთარი ხმა ისევ ვერ იცნო. ისევ სადღაც შორიდან ჩაესმოდა ყურში.- საჩუქრად მანქანა გავუგზავნე და მოგვიანებით მეც ჩავედი საქართველოში. ზაფხული იყო. ერთ დღეს მითხრა, რომ მის შეყვარებულს დაბადების დღე აქვს, მაგრამ ბათუმშია დასასვენებლად მეგობრებთან ერთად წასული და მეც უნდა წავიდეო. მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ამიტომ მე დავჯექი საჭესთან. წავიყვანე ბათუმში, შეყვარებულის დაბადების დღეზე, რა თქმა უნდა, წავიყვანდი... მათ ხომ ასე ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. თბილისელი იყო ის გოგო, ნათია ერქვა. ისე გაცისკროვნებული თვალებით შესცქეროდნენ ხოლმე ერთმანეთს, გული სიყვარულით მევსებოდა. ბედნიერი იყო ჩემი ძმა მასთან ერთად... - ელენეს თვალებში ცრემლი დაუგუბდა. კედელს თვალს არ აშორებდა. ამ ამბის მოკლედ მოყოლა არ შეიძლებოდა, ვერ შეძლებდა... ყველა ტკივილი, რასაც მაშინ განიცდიდა განახლებას იწყებდა ახლა. ამდენხნიანი უთქმელობაც ახრჩობდა, მაგრამ ვერ და არ ამბობდა.. ახლა კი, როცა ნიკოლოზმა ფაქტობრივად კუთხეში მიიმწყვდია და აიძულა, ბოლოს და ბოლოს დაცლილიყო ემოციებისგან, ხმამაღლა ელაპარაკა მის ტკივილზე, მიხვდა, რომ ძალიან დიდი გამბედაობა შესძინა ამ კაცმა მას, რადგან მართლაც, რომ გამბედაობა სჭირდება თვალი გაუსწორო წარსულის შეცდომას, უდიდეს ტკივილს, და ამაზე ხმამაღლა ისაუბრო სხვის გასაგონად. - რამდენიმე დღე დავრჩით ბათუმში.
_როგორ ფიქრობ, მოეწონება? - ნიჟარებისგან და ფირუზის ქვებისგან გაკეთებული სამაჯური დამიდო ბერდიამ მაგიდაზე, სასტუმროში რომ დავბინავდით.
_ ძალიან ლამაზია. თუ გემოვნება აქვს, უნდა მოეწონოს. - ვუთხარი და ნივთი ხელში ავიღე. - რა ლამაზი ფერი აქვს ამ ქვას.
_ ფირუზია. მისი თვალებიც ასეთია.
_ ასე უცებ საიდან გააჩინე ეს სამაჯური?
_ ჩემი ძმაკაცი ხომ იცი, აჭარელი ბაჩო, მაგას ვთხოვე რომ ასეთი დაემზადებინა და წეღან მომიტანა, სანამ შენ ლაგდებოდი.
_როგორი რომანტიკოსი ძმა მყავს, მოდი ჩაგეხუტო.- ხელები გავშალე და ჩემს ძმას მოვხვიე. ბეჭებამდე ძლივს ვწვდებოდი. შავგვრემანი იყო და შავი ხვეული თმა ჰქონდა შუბლზე ჩამოშლილი. სიცილი ძალიან უხდებოდა. ის ჩემთვის ყველაფერი იყო. სასწორის ერთ პინაზე, რომ მთელი სამყარო დაედოთ და მეორე პინაზე ჩემი ძმა, მხოლოდ ერთი ადამიანი, ეს პინა გადაწონიდა მთელ სამყაროს. - ელენემ თხრობა შეწყვიტა. ლოყებზე ღარად დადენილი ცრემლები ნიკაპთან კვეთდნენ ერთმანეთს და ისე მიუყვებოდნენ ყელს მაისურის საყელომდე. ნიკოლოზი გახევებული იჯდა. შესცქეროდა ტანჯვით სავსე ქალს და ვერაფრის თქმას ახერხებდა მისთვის. ვერც ბედავდა ხმის ამოღებას... გონებაში აზრები არეოდა.
_ნათიამ არ იცოდა ჩასვლას რომ აპირებდა ბერდია. სიურპრიზი მოუწყო ჩემმა ძმამ. გამაცნო ის გოგო, მომეწონა ლამაზი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მასში მომეწონა ის, რომ სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა ჩემს ძმას. მზიან ამინდში მოლივლივე ზღვისფერი თვალები ჰქონდა და ზღვასავით ღელავდა როდესაც ბერდიას უცქერდნენ…
სიურპრიზი გამოუვიდა. საჩუქარიც მოეწონა.
ერთად დადიოდნენ გასართობად, მე სასტუმროში ვრჩებოდი. არ მინდოდა ხელი შემეშალა მათთვის...
იმ დღეს, როცა ვბრუნდებოდით ბერდიას თეთრი პერანგი ეცვა, მე ჩავუტანე საჩუქრად, - ღიმილი და ცრემლი ერთმანეთში აერია ქალს, - უხდებოდა ძალიან. ისედაც შავგვრემანი ხომ იყო და მზემაც შეავლო მისი სხივები. თეთრი პერანგით, ხუჭუჭა ბუჩქივით თმით, ლამაზი ღიმილით და გაცისკროვნებული თვალებით დაამახსოვრდებოდა ნათიას, რადგან ბოლოს ასეთი ნახა.
მთხოვდა დღეს დავრჩეთ და ხვალ დილით წავიდეთო, მაგრამ თავი გავიგიჟე, ხვალ ჩემს საქმეებზე ვარ სარბენიმეთქი და მაინც წამოვედით იმ დღეს.
მზე ჩასვლას აპირებდა, ბათუმი რომ დავტოვეთ.
დამეჯერებინა მისთვის, ახლა ცოცხალი იქნებოდა... - ელენე გაჩუმდა. იმ საზარელ კადრებს შესცქეროდა ახლა. მისი ემოციები შოკურ მდგომარეობას მოეცვა. არ ტიროდა. ცრემლი თითქოს აორთქლდა ორგანიზმიდან. მიმიკის კვალი გამქრალიყო სახიდან. ყველა ნაკვთი ისე დაულაგდა, როგორც ცვილის თოჯინას.
ნიკოლოზს გულმა რეჩხი უყო, სკამზე დაბნეულმა შეიშმუშნა. ვერ გადაეწყვიტა დალაპარაკებოდა ქალს თუ უბრალოდ დაეტოვებინა ისე და არ შეეშალა ხელი. გული ტკივილის მარწუხებს უჭერდა ყელში. მთელი არსებით სტკიოდა ელენე იმ წამს.
_მახსოვს ხიდზე გადავედით, საპირისპირო ზოლში, მსუბუქი მანქანა და ტრაილერი მოდიოდა... ძლიერი ნათება მახსოვს კიდევ, ჩემი კივილი, ჩემი ძმის განწირული ხავილის მსგავსი ხმა და ძლიერი შეჯახება... თვალები რომ გავახილე, ღვედით ვიყავი დაკიდებული მანქანაში. მინები ჩამსხვრეული იყო.
_ბერდია, ბერდია.. კარგად ხარ? - ხელის ცეცებით მივწვდი ჩემი ძმის სხეულს. მისი სხეული წელსქვემოთ მანქანაში იყო დარჩენილი, ხოლო ტანი გარეთ და მუცელზე აყირავებული მანქანა აწვა. გმინავდა. - გიშველი ძამიკო, ახლავე გიშველი, არ შეგეშინდეს, აქ ვარ, შენთან.. - ვცადე მისი გამხნევება. საოცარია, ადამიანი შოკურ მდგომარეობაში ტკივილის შეგრძნებას კარგავს. არაფერი მტკიოდა მაშინ, საერთოდ არაფერი.. მხოლოდ ჩემი ძმის გადარჩენაზე ვფიქრობდი. ღვედი წვალებით შევიხსენი, დამსხვრეულ შუშებს დავენარცხე. საქარე მინიდან გადავფოფხდი... ხიდიდან გადავვარდნილვართ და მდინარის ნაპირზე დიდ ქვებზე დანარცხებულა მანქანა....
ბერდიასთან მივიჭერი სასწრაფოთ და მისი თავი კალთაში ჩავიდე.
_ ძამიკო, აქ ვარ, ნუ გეშინია... დამელაპარაკე გთხოვ, დამელპაარაკეე ხმა გამეცი...- მიკვირს, არ ვყვიროდი, დაბალ ხმაზე, ლამის ჩურჩულით ვლაპარაკობდი... გმინვა ხროტინში გადაეზარდა... -არა, არა, არ გააკეთო ეგრე, ნუ მაშინებ გთხოვ, მეშინია და ასე ნუ მეხუმრები. ბერდია, კარგი ვაღიარებ, შენ გაიმარჯვე და შემაშინე უკვე, მეტად არ გააკეთო ეგრე, ჩემს თავს გაფიცებ... თუ გიყვარვარ, დამელაპარკე... - მთელი შეგრძნებით, წამის ჩავარდნის გარეშე მახსოვს ეს კადრები, ჩემი ხმა, სიტყვები, მისი ხროტინი და თავზე მოფერებისას სისხლიანი თბილი თმა...
_ელენე.. - ამოიხროტინა ჩემმა ძმამ - მეშინია, ელენე...
_ შენთან ვარ, ჩემო ცხოვრებავ, ნუ გეშინია, აქ ვარ, გიშველი... ახლავე გიშველი... - მაშინღა მომაფიქრდა, რომ ავმდგარიყავი, მიშველე დამეკივლა.. დავიკივლე კიდეც, მაგრამ ჩემი ხმა ჩემგან ერთ ნაბიჯსაც ვერ გასცდა.. ისევ ვსცადე, ისევ იგივე განმეორდა... ხიდზე მანქანამ ჩაიქროლა, ვერ შეგვამჩნია... მოვიფიქრე, რომ გზაზე უნდა ავსულიყავი და ვინმესთვის დამეძახა..
_ბერდია არ შეგეშინდეს, ახლავე მოვალ, დასახმარებლად დავუძახებ ვინმეს... - სწრაფად დავიჩოქე ჩემი ძმის სხეულთან, ლოყა სახეზე მივადე მერე ვაკოცე და ავდექი.
_ელენე, მეშინია... - მისი ბოლო სიტყვები იყო ეს... ეშინოდა მარტო დარჩენის.. სიკვდილის...
მე გავიქეცი და აღმართზე ასვლა ვცადე. ფრჩხილებით ვპორჭყნიდი ქვა-ღორღიან ნიადაგს და ისე ავედი გზაზე... მომავალ მანქანას წინ გადავუდექი. მკვეთრად დაამუხრუჭა მძღოლმა და მაშინვე გადმოხტა მანქანიდან. ფარების ნათებაზე შევნიშნე, რომ მთლიანად სისხლში ვიყავი ამოვლებული. ხელი იქით გავიშვირე სადაც ჩემი ძმა მელოდა და გავიქეცი. ქვიანი ნიადაგი სრიალით ჩავიარე.. ქვებზე ფეხი მიბრუნდებოდა სირბილისგან...
_ბერდია, მოვედი, აქ ვარ, გადაგარჩენენ ახლა... ბერდია ჩემი გესმის? ხმა გამეცი, ძამიკო... - მაგრამ ბერდია ხმას არ მცემდა. ის უკვე გარდაცვლილი იყო...


____________________________
მაპატიეთ მეტის წერა ვერ შევძელი, ძალიან ემოციური იყო ეს თავი ჩემთვის და გამოფიტული ვარ, ცრემლებისგან თვალებიც დაბინდული მაქვს....



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ნამდვილად ძალიან ემოციური იყო,არაუშავს მთავარია აგრძელებთ,

 


№2 წევრი ვიპნი

დავმუნჯდი ...

 


№3 სტუმარი სტუმარი Maco

Zalian emociuri tkiviliani da sevdiani iko,rogorc koveltvis zalian saintereso.warmatebibii moutmenlad veli shemdeg tavs.

 


№4 სტუმარი სტუმარი ირინა

????????????????????????????აი ასე ვარ ახლა.კეკე არ ვიცი რა ვთქვა,იმდენად ზუსტად გადმოცემ ადამიანების ტკივილს თუ სიხარულს მგონია რომ ამ ყველაფრის მოწმე ხარ.მათთან ხარ,მოგაქვს ჩვენამდე და მეც ზუსტად ამ ემოციით ვკითხულობ და განვიცდი.

 


№5  offline წევრი LI_BE

ვახ, რა მძიმეა ეს ამბავი.... აი, ისეთია, დრო რომ ვერაფერს აკლებს, ტკივილი რომ არ ყუჩდება და არც არასდროს გაყუჩდება და განელდება.... საშინებლებაა და ძალიან ძნელია ამ ტვირთის ტარება.... ზოგადად, ცხოვრების გაგრძელებაც კი ძალიან ძნელია....

ელენე უკვე მიეჩვია, და ახლა ნიკოლოზი უფრო შემეცოდა... წარმომიდგენია, რა ძნელია დაუკავშირო შენი ბედი ადამიანს, რომელსაც ამხელა ტვირთის ზიდვა უწევს და მთელი ცხოვრება მოუწევს.... როგორი უსაზღვრო უნდა იყოს მისდამი შენი გრძნობა, რომ არ დაიხიო უკან, გვერდით ამოუდგე, და შენც გაინაწილო ამ ტვირთის სიმძიმე....

კეკე blush blush heart_eyes

 


№6  offline წევრი მე♥უცნაურე

ერთ-ერთ თავზე გითხარი, იქნებ ძმაა-თქო...
გამართლდა...

მძიმე სცენაა და დანაშაულის გრძნობა, რომელსაც რაც არ უნდა ქნას, ვერსად წაუვა. სინდისი მოსვენებას არასდროს აძლევს ადამიანს.

 


№7  offline წევრი ნანა73

ძალიან, ძალიან ემოციური იყო... წარმოდგენისაც მეშინია... ❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიკა

დზან დიდიხანი გვალოდინებს შენი მუზა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent