შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზურმუხტისფერი (თავი 1)


18-03-2020, 18:48
ნანახია 240

სამსხურის ბოლო დღეა, 31 აგვისტო.
-ჯანდაბა რა სიცხეა.
უაზროდ მივშტერებივარ კომპიუტერის ცისფერ ეკრანს და ველოდები კლიენტს,იქნებ ვინმე დაინტერესდეს ჩვენი შეთავაზებით, მაგრამ ისედაც ვიცი რომ დაიხურება კომპანიაა, რამდენი ხანია წაგებაზე მუშაობს.
ტუროპერატორი ვარ, მაგრამ სულ რაღაც რამოდენიმე საათი დამრჩა და ჩიტივით თავისუფალი ვინქები. საშინლად მიხარია.
ეხლა იმაზე დავიწყე ფიქრი : "სამსახურის მერე რა გავაფუჭო?" გონებაში განვიხილე რამოდენიმე ვარიანტი და დიდად არ მომეწონა.
უი, შესვენების დროც დამდგარაა...
-თეკლე ( არც კი გამომხედა), გოგოო!!!
-ჰა? ა, ხო გისმენ გამიციინა.
- წამო, წამო პური ვჭამოთ (ვუთხარი კახური ინტონაციით). დავავლეთ ტელეფონებს ხელი და გავვარდით გარეთ.
შუა პურის ჭამისას ინსტაგრამზე შევიჭყიტინე. ჰმ, აბა ვნახოთ აქ რა ხდება... ჯანდაბა, ჯანდაბა. რამოდენიმე წამი დავყურებდი ეკრანს დ ა მ ა ფ ო ლ ო ვ ა.
ესეც ასეე კმაყოფილი გავსწორდი და გავიღიმე. უცებ ერთმა აზრმა გამიელვა"ამას პინგ-პონგის თამაში ეცოდინება... კი, კი ეცოდინება". დიდხანს არ მიფიქრია(მგონი საერთოდ არ მიფიქრია) ეგრევე ავკრიფე ტექსტი და შევთავაზე ხომ არ გვეთამაშა მაგიდის ჩოქბურთითქო და სასწრაფოდ გამოვედი აპლიკაციიდან. დავუბრუნდით ჩვენ მე და თეკლა ადგილებს და გავაგრძელეთ "სამუშაო". ისევ არაფერი ხდება, ერთ ადგილზე ვწრიალებ. "დროა შევამოწმო" გავიფიქრე გულში და თითქოს საუკუნე გავიდა სანამ გავხსენი. მესიჯი მხვდება "ვაიმე ეხლა გული წამივა". თეკლაც ამჩნევს ჩემს აღელვებას და მეკითხება ხომ ყველაფერი რიგზე მაქვს. - კი, კი თეკუშ ყველაფერი წესრიგშია ვუღიმი და კითხვას ვიწყებ-ის თანახმაა, ღმერთო თანახმაა. "სამსახურს ექვსზე ვამთავრებ და დავისვენებ ცოტას და ასე რვისკენ გამოდი კაი?" (ვეკრიჭები) შევთანხმდით დროსა და ადგილზე. მოუთმენლად ველი შეხვედრას , დრო კი თითქოს არ გადის, მიიზლაზნება...
პატარა, საყვარელ ბაღში მელოდება, ჩემზე ადრე მისულიყო ...
და მე ის დავინახე...მაღალი, ოდნავ კულულა თმით, სათნო ღიმილით და ზურმუხტისფერი თვალებით.
და მე ის ვიგრძენი! კეთილი, ლამაზი და ზურმუხტისფერი სულით, რომელიც სითბოს ასხივებდა.
გონებაში ამომიტივტივდა ჩარლზ ბუკოვსკის ფრაზა: "და მაინც ქალი, კარგი ქალი ძალიან მაშინებს, რადგან ის სულს ითხოვს".
იმ მომენტში გაუაზრებლად მე მას სული ვთხოვე, ღმერთსაც ვთხოვე (არა ჯერ ღმერთს და მერე მას, ოღონდ მითვის კი არ მითქვამს. უნდა ეგრძნო? უთუოდ.) მჭირდებოდა, საშნლად. ჩემს სახლად, ოჯახად უნდა ქცეულიყო... შიგნით ყველაფერი დატრიალდა, ტრანსფორმირდა და რაღაც ახალმა დაიდო ბინა, თითქოს გაჩნდა ჩემში ყლორტი, ნაზი, უსუსური, რომელსაც მზე, სითბო და გაფრთხილება სჭირდება.

მეორე დღეა. მცხეთაში გადავწყვიტეთ წასვლა. სიხარულისგან დავფრინავ. მთელი გზა ვუყურებ მის მწვანეებს და ვბედნიერდები. პირველად აქ დავაგემოვნეთ ერთმანეთს ტუჩები. სასიამოვნო გრძნობაა, არ მეყო...

შევედი სვეტიცხოველში( თვითონ არ შემომყვა), მისთვის ლოცვა დავიწყე და დედას,რომელიც გარდაცვილი ყავს მადლობა ვუთხარი ასეთი შვილისთვის (დარწმუნებული ვარ, რომ ვარ ესმოდა)

მესამე დღეა. იცი საით გაგვიწევია? კოჯორში. მიხვდებოდი ალბათ ჩემო მკითხველო, როგორი ბოდიალაც გახლვართ:დ ტყე-ღრე, მთა-მთა, ხვე-ხევ სიარულს არაფერი მირჩევნია.
სიმაღლიდან გადავყურებთ ულამაზეს ხედს. მზეა,სიჩუმეა, სიმყუდროვეა და ის...
ავხედე, გამიღიმა-გავიღიმე. ჩავხედე თბილ მწვანეებში,სადაც დაკვირბეული თვალი ასევე ამოიკითხავდა ღრმად დამალულ ტკივილს. მივეხუტე, მანაც მომხვია მკლავები და ვიდექიც ასე გარინდულები, ჩვენ-ჩენი ფიქრებით.

მეოთხე დღეს წავედი. მთელი გზა არ შეგვიწყვეტია საუბარი, არც მომდევნო დღეს და არც იმის შემდეგს.

...თვალები ვჭყიტე, ეგრევე საათს დავხედე და ლამის თორმეტი გახდეს. ეგრევე წამოვფრინდი. აქ ხომ სირცხვილია ამ დრომდე ძილი. "როგორ შეიძლება ახალგაზრდა გოგო შუა დღეს იღვიძებდეს?" მეცინება. არა,არა არაფერი თქვენ არ გეშველებათ გულში გავიფიქრე.
-დილა მშვიდობის
-ოჰ, ადექი ქალბატონო?!
-მშია(გავიკრიჭე) თან ტომიკოს გადავუსვი თავზე ხელი, ჩემი ნახვით გახარებული, რომ შემომცქეროდა და კუდს აქიცინებდა სასაცილოდ. გემრიელად მივირთვი და გავვარდი მდინარეზე. ბევრი ვიჭყუმპალავე, გავირუჯე და დავბრუნდი სახლსა შინა.
ტელეფონში რამოდენიმე გამოტოვებული ზარი დამხვდა და მესიჯებიც.
ჯანდაბა... არც კი გამხსენები მთელი დღის განმავლობაში.
"როგორ ხარ?"
"სად დაიკარგე?"
"უკვე აღარ გახსოვარ ხო?"
"მომენატრე <3:
გავშრი...მერე ყურებამდე გამეღიმა, ვიგრძენი სიმსუბუქე, უმასობა და გავცდი ხეებს, ჰიმალაებს, ღრუბლებს, დედამიწას, მთვარეს და დავბრუნდი ჩემს ოთახში. ენით აღუწერელი შეგრძნებაა, რომელი მხოლოდ რჩეულ ადამიანს შეუძლია მოგვანიჭოს.
კანკალით ავკრიფე ნომერი , გული საგულეში აღარაა მგონი. ერთი ზარი, ორი, სამი, ოთხი.. ვითვლი...
გონებაში ამომიტივტივდა თამარი შუა ქალიაქიდან (ხომ გახსოვთ)? :" ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსკერ, შვიდჯერ, რვაჯეეეერ?":დ
-გისმენ- მესმის ყურმილს მიღმა ხმა (ბოხი ხმა, მამაკაცური ხმა თუ რაღაც მსგავს რომ წერენ ხოლმე სტანდარტულად ეგეთი კი არა, ჰაჰ. თ ა ვ ი ს ე ბ უ რ ი)
გამეღიმა ყურებამდე ისევ - გამარჯობა- ვაპსუხობ მე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent