შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა თქვენს თავს (განხილვა)


20-03-2020, 21:57
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 765

თუ წაკითხული არ გაქვთ ისტორია, გაფრთხილებთ რომ ძალიან ბევრი სპოილერია. მაგრამ ზოგჯერ უყვარს ხალხს შინაარსის წინასწარ გაგება, მერე უფრო აინტერესებთ ხოლმე. მოკლედ, თქვენ გადაწყვიტეთ.

გადავწყვიტე, ერთი-ორი სიტყვით დამეწერა ყველაფერი, რაც შეიძლება ისე კარგად ვერ გამოჩნდა ან ვერ დაინახა ჩემმა მკითხველმა. ისე ზოგჯერ მგონია, რომ მკითხველი უფრო ჭკვიანია ვიდრე თავად ავტორი, რადგან ისეთ შემალულ ან გადაჩქმალულ დეტალებს აქცევენ ყურადღებას, თავადაც რომ აღარ მახსოვს. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვწყდები საკუთარ რომანს. ცოტა ეგოიზმიცაა. მერე ვფიქრობ და ვხვდები, რომანს კი არა, წარსულს ვერ ველევი, რომელიც ამ რომანში მთელი სიცხადით და სიმძაფრით ჩავაქსოვე.
მომინდა, ქავერის ფოტოთი დამეწყო. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურად ჩემი ისტორიისთვის არავის გადაუღია ფოტო და პინტერესტზეა ნაპოვნი, ასე მგონია, ერთიანად ასახავს მთელ სიუჟეტს. ალბათ გაგიკვირდებათ, ამდენი პერსონაჟია რომანში, სასიყვარულო ხაზი სადღაც, მეორეხარისხოვან ეკრანზე ბჟუტავს უსუსურად და მაინცდამაინც, ქავერი კაცისა და ქალის ცოტა არ იყოს, ბანალური სილუეტებით შევარჩიე. სინამდვილეში, რომანტიკა არაფერ შუაშია. სურათი ისეთივეა, როგორიც უნას ცხოვრება - შავ-თეთრი. ამ სურათზე გამოსახული ბიჭი ლუკია. უნას თვალები ძირს დაუხრია, ბიჭს საერთოდ დახუჭული აქვს, თან სამუდამოდ. გოგონა რეალობას ვერ უსწორებს თვალს, უარყოფს იმ ფაქტს, რომ ლუკი მკვდარია.
სიგარეტსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. უნას ასანთი უჭირავს, ლუკს ცეცხლს უკიდებს, ისევე როგორც ბავშვობაში, თავიანთ საყვარელ სკვერში მიიპარებოდნენ, რომ ყველასგან მალულად მოეწიათ. კიდევ მეორე დატვირთვაც აქვს. უნა ორის მაგივრად დარჩა ამ სამყაროში. ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, რეალურად, ერთ მკვდარ და ერთ ცოცხალ სულს დაატარებს. ლუკს სიგარეტს უკიდებს და ამით ორი ადამიანის პასუხისმგებლობა აქვს საკუთარ თავზე აღებული.
უნა როგორც არ უნდა ეცადოს ამის თავიდან აცილებას, ლუკის სიკვდილი მის ყოველდღიურობაში იჭრება და ყველგან თავის კვალს ამჩნევს. მას ეჯავრება ყველაფერი: გარშემომყოფები, მეგობრები, საკუთარი თავი. თან ძველი სანაცნობო ისე ამოიძულა, გეგონება რაღაცა საშნელი დაუშავეს. სინამდვილეში, ჩვეულებრივი მეგობრები ჰყავდა. შესაძლოა, ისეთივე, როგორიც ყველა დანარჩენს, შესაძლოა, უფრო კარგიც. უნა მრავალჯერ აღნიშნავს, რომ მათი სიცოცხლის ფაქტი სძულს. სძულს, რომ ისინი დარჩნენ, ლუკი კი მოკვდა. შესაძლოა, ეს არგუმენტიც გოგონას ღრმა ჭრილობების დასაფარია და სინამდვილეში, ძალიანაც უყვარდა თითეული მათგანი. უბრალოდ, მძიმე ტრაგედიის გადატანის ჟამს, უნას გვერდით არც ერთი ყოფილა. მოგეხსენებათ, ყველა ადამიანს სჭირდება გვერდით ვინმე ისეთი, ვინც რთულ პერიოდს დააძლევინეს. უნას არავინ ჰყოლია. ალბათ ამიტომაც ვერ გადააგორა და როგორც ისტორიაშია მოთხრობილი, დიდი ალბათობით, ვერც ვერასოდეს გადააგორებს.
ერთ-ერთ წარმოსახვით მომენტშიც ჩანს, როცა ყოფილ მეგობარს თავის სატკივარზე ეჩხუბება, მეგობრამა კი არაფერი იცის ლუკის სიკვდილის შესახებ და როგორ დახმარებოდა? თუმცა ზოგადად, მთავარი ფაქტია ხოლმე და არა მიზეზი. ზოგჯერ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინმემ არ იცოდა შენი სატკივარი, ვერ გაიგო თუ რაცაა... მთავარი მართლა ფაქტია. ფაქტი კი ერთი რჩება: უნას თავის დროზე, არავინ დაეხმარა. მოგვიანებით, როცა კარგი ხალხი გამოჩნდა მის ცხოვრებაში, უკვე ძალიან გვიანი იყო. აი, სიმსივნეს რომ მაინცდამაინც მეოთხე სტადიაში აღმოაჩენ, მაგას ჰგავდა უნას ამბავი.
ვეცადე, ცოტ-ცოტა ავტორისეული ხედვა დამეფიქსირებინა ყველანაირი მიმართულებით. ისტორიაში ყველაფერთან დამოკიდებულება ჩანს: რწმენა, არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, სიყვარული, მეგობრობა და კიდევ სხვა დანარჩენი, რომელიც ამ წამს, არ მახსენდება. ალბათ, შეფარვით და მალულად, რეალური ისტორიისა და ტრაგედიის ნამდვილი მიზეზებიცაა ჩამარხული ამ ისტორიაში, თუმცა არამგონია, ვინმე რამეს მიხვდეს.
ერთადერთი, ვინც უნამ ვერ შეიძულა, ღმერთია. ის უბრალოდ ნაჩხუბარია მასთან. ზუსტად ისეა ნაჩხუბარი, როგორც შეიძლება ეჩხუბო მშობელს ან და-ძმას. ვეცადე, უნასა და ღმერთის ურთიერთობით გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება ქრისტიანურ მრწამსთან: არაა საჭირო იყო იდეალური იმისთვის, რომ ღვთის საყვარელ შვილად ჩაითვალო. უნა სცოდავს, უნა ფიცხია, გაბოროტებულია, ეგოისტია და პირველ რიგში, უნას გული აქვს მოკლული. თუმცა გულის გარდაცვალებამაც ვერ შეცვალა მისი სიყვარული ღვთის მიმართ.
გადავიდეთ წარმოსახვით მეგობრებზე, რომლებიც ცოტა არ იყოს, წარმოსახვითზე მეტიც არიან. ვიქტორია, დემონია, შიო კი ანგელოზი, მაგრამ ერთმა სატკივარმა ისე გააერთიანა ეს ორი, რომ ზოგჯერ ანგელოზი ემსგავსება დემონს, ზოგჯერ პირიქით. ერთი შეხედვით, მათ ფიზიკური სხეული არ გააჩნიათ, თუმცა გამწარებული ვიქტორია მიდის და იმ ადამიანებს ჰკლავს, ვინც თვალში არ მოსცდის. უნა ეგოისტია, მაგრამ ბოროტი ვიქტორია არ ჩანს ეგოისტი. ის უნასთვის იბრძვის, ყველაფერს უნასთვის აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ უნას არ სჭირდება შურისძიება, ვიქტორია მაინც ამ გადაწყვეტილებას იღებს.
ანადგურებს მხოლოდ ლუკის მკვლელს კი არა, ჰელეს მამინაცვალსაც და სადღაც მგონი მისი სათქმელიც ისმის: თუ ღმერთი არ აღასრულებს სამართალს, ამას დემონი გააკეთებს.
რაღაც მომენტში, შეიძლება ფენტეზის შეგრძნება დაგეუფლოთ. დემონი, ანგელოზი, მოჩვენებები, სიკვდილი... შევეცადე, ფსიქოლოგიურ ჭრილში გამეფართხალა და არა ფენტეზის თვალსაზრისით. ეგ თქვენი გადასაწყვეტი უფროა. გინდათ უნას წარმოსახვას დააბრალეთ ყველაფერი, გინდათ იფიქრეთ რომ მართლა სიკვდილს ეჭორავებოდა. მეორე ნაწილის წერას რომ დავიწყებ, იქ წვრილ-წვრილად გამოჩნდება ყველაფერი (ჯერ ვერ დავწერ).
და ბოლოს... უნა საკუთარ სცენარში იკარგება, რეალობა და წარმოსახვა ერევა ერთმანეთში და სჯერა, რომ სასიყვარულო ისტორიების შეგროვებით, თავისი მეგობრის სიცოცხლეს გამოისყიდის. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი ისტორია თავად სიკვდილზეა. სიკვდილი თავისი სიყვარულის ამბავს უყვება თუ როგორ მიეჩვია წარსულში ერთ პატარა ავადმყოფ გოგონას და როგორ ვერ გაიმეტა წასაყვანად. სიკვდილმა გოგონას სიცოცხლე აჩუქა, სანაცვლოდ კი ბოლოს მისი მეგობრის წაყვანა მოუწია. ეს იყო სიკვდილის ურჩობის სასჯელი: მას ეყვარებოდა პატარა გოგონა, გოგონა კი შეიძულებდა. უნასაც სიკვდილის მსგავსად მოუწია საფასურის გაღება თავის წარმოსახვაში. მას ეგონა, რომ ლუკი გააცოცხლა, თუმცა ლუკს ის აღარ ახსოვდა. ამიტომ, ბოლოს, ვიღაც ლუკის მსგავს ბიჭს გადაეყრება, რომელიც გულგრილად ჩაუვლის გვერდით.
უნა გიჟდება.
უნას ტკივილი აგიჟებს და ფსიქიატრიულში ხვდება. თან საკუთარი წარსული არ ახსოვს, არ ახსოვს ვინაა. აღარც ნიკო ახსოვს, აღარც თავისი მეგობები და აღარც და - ვიქტორია. მხოლოდ ლუკის სახელი დარჩა უკვდავი მის გონებაში.
უკანასკნელ მომენტში, უნა ფანჯარაში გაიხედავს, თოვლი დამდნარია და მზის სხივები იწყებენ გაბატონებას. ვიქტორიას და უნას პირობა ჰქონდათ დადებული, რომ როცა მზის სითბო თოვლს დაადნობდა, მაშინ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. აქ ცოტა რომანტიზმის ელემენტიც ჩავურთე: უმედობის ჟამს, იმედის მარცვალი მოსჩანს შორიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიქტორია უნას ეძებს.



№1 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

მიყვარს, უზომოდ მიყვარს ეს ისტორია.
მიყვარს უნა, თავისი ტკივილებით.
ასე ახლოს არასდროს არაფერი მოსულა ჩემამდე, როგორც ეს რომანი.
შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან კარგად მესმის უნასი, იმიტომ, რომ მისი არ იყოს ვერც მე ვაღწევ თავს წარსულს, კიდევ ბევრი რამ შეიძლება.

გეგმავ გაგრძელებას?

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი მოიისფრო
მიყვარს, უზომოდ მიყვარს ეს ისტორია.
მიყვარს უნა, თავისი ტკივილებით.
ასე ახლოს არასდროს არაფერი მოსულა ჩემამდე, როგორც ეს რომანი.
შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან კარგად მესმის უნასი, იმიტომ, რომ მისი არ იყოს ვერც მე ვაღწევ თავს წარსულს, კიდევ ბევრი რამ შეიძლება.

გეგმავ გაგრძელებას?

კიკი ნამდვილად ვგეგმავ. ჯერ ზუსტად არ ვიცი რანაირს დავწერ, არ მინდა, რომ გავაფუჭო, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებ

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მიყვარს ეს რომანი და მთელი გულით ველოდები გაგრძელებას❤️❤️ერთ ერთი საუკეთესოა❤️❤️განხილვაც ძალიან მომეწონა❤️❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი თამო
ძალიან მიყვარს ეს რომანი და მთელი გულით ველოდები გაგრძელებას❤️❤️ერთ ერთი საუკეთესოა❤️❤️განხილვაც ძალიან მომეწონა❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა თამოო <3

 


№5 სტუმარი მარგარეტი

ვაიმე, როგორ მაინტერესებს. ერთი სული მაქვს როდის დაიწყებ.
ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ის იყო რომ ღმერთს ნამდვილად არ ვჭირდებით იდეალურები, თორემ დიდი ხნის წინ დაგივიწყებდა. ზოგჯერ მგონია რომ ხალხს მართლა ჰგონია ღმერთი წვერებიანი ბაბუაა, რომელიც ღრუბლებზეა შემომჯდარი:დ აი ასეთი აზროვნების ხალხს ჩამოვუვლიდი და რამდენიც საჭირო გახდებოდა იმდენჯერ გავუმეორებდი, რომ ღმერთი სიყვარულია... და ჩვენი დაზომბირებული ტვინით უბრალოდ სხვაგვარად ვერ "ავხსნით".
არც მკვლელი და ა.შ. ადამიანები სძულს. მკვლელობა და სხვა ცოდვები კი ბატონო.
ამ რომანზე სულ მინდოდა ეს დამეწერა მაგრამ მგონი მაშინ ვახსენე, რომ ძალიან შევყვებოდი და გავანებე თავი. ახლა მომეცა საშუალება და ვისარგებლე. ზოგი რამ დამრჩა კიდევ უთქმელი, თუმცა არაუშავს დაველოდები.
აი ძალიან მომენატრე:დ სად დაიკარგე, ხომ ხარ ჯანზე?

 


№6 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

ენ ჯეინი
სტუმარი მოიისფრო
მიყვარს, უზომოდ მიყვარს ეს ისტორია.
მიყვარს უნა, თავისი ტკივილებით.
ასე ახლოს არასდროს არაფერი მოსულა ჩემამდე, როგორც ეს რომანი.
შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან კარგად მესმის უნასი, იმიტომ, რომ მისი არ იყოს ვერც მე ვაღწევ თავს წარსულს, კიდევ ბევრი რამ შეიძლება.

გეგმავ გაგრძელებას?

კიკი ნამდვილად ვგეგმავ. ჯერ ზუსტად არ ვიცი რანაირს დავწერ, არ მინდა, რომ გავაფუჭო, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებ


Awwww <3 მიხარია.

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარგარეტი
ვაიმე, როგორ მაინტერესებს. ერთი სული მაქვს როდის დაიწყებ.
ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ის იყო რომ ღმერთს ნამდვილად არ ვჭირდებით იდეალურები, თორემ დიდი ხნის წინ დაგივიწყებდა. ზოგჯერ მგონია რომ ხალხს მართლა ჰგონია ღმერთი წვერებიანი ბაბუაა, რომელიც ღრუბლებზეა შემომჯდარი:დ აი ასეთი აზროვნების ხალხს ჩამოვუვლიდი და რამდენიც საჭირო გახდებოდა იმდენჯერ გავუმეორებდი, რომ ღმერთი სიყვარულია... და ჩვენი დაზომბირებული ტვინით უბრალოდ სხვაგვარად ვერ "ავხსნით".
არც მკვლელი და ა.შ. ადამიანები სძულს. მკვლელობა და სხვა ცოდვები კი ბატონო.
ამ რომანზე სულ მინდოდა ეს დამეწერა მაგრამ მგონი მაშინ ვახსენე, რომ ძალიან შევყვებოდი და გავანებე თავი. ახლა მომეცა საშუალება და ვისარგებლე. ზოგი რამ დამრჩა კიდევ უთქმელი, თუმცა არაუშავს დაველოდები.
აი ძალიან მომენატრე:დ სად დაიკარგე, ხომ ხარ ჯანზე?

ზუსტადაც <3 კიი, ჯანზე ვარ, უბრალოდ თან დისტანციურად ვმუშაობ, თან ცალკე ბლოგი გავაკეთე, თან ისტორიას ვწერ და ვრ დაადგა საშველი დასრულებას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent