შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული(ნაწილი 1) სრულად


22-03-2020, 00:21
ავტორი მერიემ
ნანახია 1 414

თავისუფალი ვარ... ხელებს ვშლი და ტრიალთან ერთად ღრმად სუნთქვას ვიწყებ. თავისუფლად ვარ. ცივა... თოვაც იწყება , ყველანაირ სიბილწეს ჩამობანს ადამიანს, ამიტომ მიხარია კიდეც. ფანტელები ასფალტს ეცემა და მალევე ქრება. წამოვედი... ყველას ერთად გამოვექეცი, ვსუნთქავ ... დამოუკიდებლად და ყველა ამოსუნთქვას წუხილი აღარ ახლავს თან. თოვამ იმატა... ყველა სახლისკენ მირბის, მე კი გიჟივით ტრიალი მინდვრისკენ მივაბიჯებ... მერე რა რომ ცივა?! იქაც ციოდა, მაგრამ იმდენი სიყალბე მოდებოდა არემარეს შეგრძნების უნარიც წამრთმეოდა. წამოვედი... თავისუფლად ვარ... ახლა ვიწყებ გარემოს აღქმას...
თურმე წამია საჭირო,რომ დრომ რეალობას დაგაჯახოს და ყველაფერი დაგატოვებინოს... რეალობის აღქმა დავიწყე... ყველაფერს ვხედავ,ახლა ყველაფერი ნათელია ... თოვსს... როგორ ძალიან თოვს...მე კი ამ დროს ავდექი და წამოვედიი... უკან მოვიტოვე სიყალბე....


აკრძალული!
უზარმაზარი სახლის გალავანთან დაახლოებით 10 მცველი იდგა. ათივეს იარაღი და რაციები ეკავა, გეგონებათ,წამიწამზე ისეთი ქაოსი დაიწყება ორივე დასჭირდებათო. აქეთ-იქით იყურებოდნენ, ზოგჯერ ზემოთაც...
-პირველი, პირველი, გესმით ჩემი?- გაისმა უცებ რაციაში ხმა
-პირველი ვარ, მესმის, პერიმეტრზე სიწყნარეა-გაისმა პასუხიც
-ყურადღებით, ხომ იცით სიწყნარე ყველაზე სახიფათოა ამ სიტუაციაში- ხმაში აღელვება ეტყობოდა მამაკაცს
-მიღებულია-ასე დასრულდა იმ საღამოს დიალოგი... შემდეგ კი სროლის ხმამ გადაკვეთა არემარე, ერთმანეთის მონაცვლეობით ეცემოდნენ დაჭრილი ბიჭები, მხოლოდ ერთმა მოასწრო რაციაში დაძახება
- მოვიდნენ.
გიგანების სახლს ორი შავი მერსედესი მოადგა, ორივედან იარაღიანი შავებში ჩაცმული მამაკაცები გადმოვიდნენ, კუშტი მზერითა და დაუნდობელი გამომეტყველებით.
-მხოლოდ მე შევალ, მე დავასრულებ ამ საქმეს-გაისმა მკაცრი ბარიტონი
-მინდა მუხლებზე დამხობილს ვხედავდე-წინ წამოიწია მეორე
-მგონი გასაგებად ვთქვი, მხოლოდ მე შევალ- მამაკაცმა კუშტი მზერა მიაპყრო მეორეს, ვეღარავინ გაბედა შეწინააღმდეგება, ასფალტზე დაცემულ მცველებს გადაუარა, კარები კი სპეციალური კოდით გახსნა
-კოდი საიდანღა იცოდა- გაისმა ისევ მეორეს ჩუმი ხმა
ჯიბეებში ხელჩაწყობილი, მხრებში გამართული მიაბიჯებდა მამაკაცი. სახლის კარებთან შედგა თუ არა გაკვირვებამ გადაურბინა სახეზე, ღია იყო.
-მობრძანდი მიხეილ, გელოდებოდი, დიადი დღეებისთვის გადანახული ვისკიც კი დაგახვედრე,გეგონა მომეპარებოდი, საწოლში სულს გამაფრთხობინებდი და ასე დასრულდებოდა ჩვენი საუკუნოვანი მტრობა, რომელიც კაცმაც კი არ იცის როდის დაიწყო?- შავებში ჩაცმულს შესვლისთანავე მიმღებში დახვდა თავისივე ასაკის მამაკაცი,ვისკის ჭიქით ხელში და სევდიანი ღიმილით
-ვახტანგ, ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოგნებას
-შემოდი, მიხეილ, რა კარებში დამდგარხარ, შენი ფინია ძმები არ გახლიან თან?-მამაკაცი ღიმილით ათვალიარებდა შემოსასვლელს
-მხოლოდ მე და შენ ვართ ვახტანგ, ვიცოდი გაგახარებდი ჩემი სტუმრობით და ჩემი ძმების წამოყვანით საერთოდ შეიძლება გული გაგსკდომოდა, ბედნიერებასაც ხო საძღვარი აქვს, არა?-ორივე ცინიკოსობის პიკზე იყო
-რა თქმა უნდა, ისევ მე მიფრთხილდები
-თემი ისტორიის დასრულებას ითხოვს- ვახტანგის წინ სავარძელზე მძიმედ დაეშვა მიხეილიც
-და რაო თემმა? გადაწვით და ამობუგეთ გიგანები ტვილდიანებმაო?-ისევ სევდიანად ჩაეღიმა მამაკაცს
-ვახტანგ, გახსოვს, წლების წინ, მოლაპარაკების მაგიდასთან ხელშეუხებლობის პირობა დაიდო, გუშინ კი შენმა ბიძაშვილმა ჩემს ძმაზე თავდასხმა განახორციელა, მართალია წარუმატებელი, მაგრამ ამით პირობა დაირღვა. თქვენ დაარღვიეთ ვახტანგ! ჩვენ ხო შევთანხმდით, ჩვენ ხო ვთქვით, რომ არ გვაინტერესებდა ეს საუკუნეების წინ დაწყებული უაზრო ომი და ერთ მაგიდასთანაც კი დავდეთ შეთანხმება. მე და შენ ჩვენი ოჯახების ბედნიერებისთვის არ გავწირეთ ჩვენი ცხოვრება?არ გადავხიზნეთ ჩვენი შვილები აქედან შორს?და ამის მერე თქვენ რა გააკეთეთ ვახტანგ? მიპასუხე რა გააკეთეთ?!- იღრიალა მიხეილმა და ძალით შენარჩუნებული სიწყნარე წამსვე დაენგრა
-კიდე საკითხავია ვინ დაარღვია შეთანხმება, სადავეები ხელთ აღარ გაქვს, შენს ზურგს უკან მოქმედებენ. ჰაერზე საუბარი არ გეკადრება, ტვილდიანო.- სიმშვიდეს ჯერ კიდევ ინარჩუნებდა უფროსი გიგანი
-რას გულისხმობ
-შენმა ძმებმა ომის განახლება მოინდომეს, არ გააჩერათ გამჩენმა, წინაპართ სახელით ბრძოლა ისურვეს.- ისევ გაეცინა ვახტანგს
- შენ კი გადაბრალება არ გეკადრება, გიგანო
-შენ კარგად იცი როგორ არ მაინტერესებს ეს ომი, კარგად იცი როგორ არ ვიყავი მტრობის მომხრე, ჩემი და შენი პოზიციები კი ერთმანეთს ემთხვეოდა, მაგრამ შენი ძმების არა. პირველი თავს ისინი დაგვესხნენ, წლების შემდეგ, ჩუმად მოგვეპარნენ და ჩემი საუკეთესო დაცვის წევრები დამიხოცეს. მე და ჩემი ოჯახი გადავრჩით. ვიცოდი, შენი ხელი არ ერია და შენზე არც მინდოდა შურისძიება, მაგრამ ისიც ვიცოდი, სიმართლეს არ გეტყოდნენ. ახლა ყველაფერი შეიცვალა მიხეილ, ისინი პასუხს აგებენ დაუმორჩილებლობისთვის და შენ ამაში ხელს ვერ შემიშლი- ვახტნგმა ისევ მოსვა ვისკი და სავარძლიდან წამოდგა-ისინი პასუხს აგებენ, მიხეილ, ჩემი გვარი არ გაჩერდება და ამ შეტევას არ გაპატიებთ- მკაცრი იყო მისი ხმა
-როგორ ვერ მივხვდი,რომ შენ არ დაიწყებდი. ჩემმა ძმებმა გუშინ შემახსენეს ზავის უმთავრესი პირობა. უნდა მივმხვდარიყავი, რომ ასე წყნარად არ გაჩერდებოდნენ. მშვიდობისთვის ბოლო წერტილი 2 წლის წინ უნდა დაგვესვა, როცა მარიამი 18-ის გახდებოდა, არა? კიდე დიდხანს გაჩერდნენ- განერვიულდა მიხეილი და ვახტანგის შეთავაზებული ვისკი მოსვა- ანუ თავიდან იწყება?
-შენმა ძმებმა დაიწყეს მიხეილ, ომი გარდაუვალია- დანანებით ჩაილაპარაკა გიგანმა. ფაქტი იყო, ეს არც მას სურდა.
ცოტახანს მთლიანად სახლი სიჩუმეს მოეცვა, გიგანის კაბინეტში ორი თავჩახრილი სხეული ხმას არ იღებდა. ორივე ფიქრებით სადღაც შორს წასულიყო, იქ სადაც მხოლოდ ამ ორს შეეძლო შეღწევა. სიჩუმე რამდენიმე წუთს, შეიძლება საათსაც კი გაგრძელდა. მერე კი მიხეილი წამოდგა და უხმოდ კარისკენ წავიდა.
-საით ტვილდიანო, საით გაგიწევია. რას ეტყვი შენს ძმებს რატო არ მოვკალი გიგანიო-მკრთალად გაეღიმა ვახტანგს
-ეს ომი არასდროს ყოფილა ჩემსა და შენს შორის,მაგრამ რატომღაც მე და შენ, მეტად დავზარალდით. მგონი დროა შვილები სამშობლოში დავაბრუნოთ.შეეშვი ამ ბრძოლას.შეეშვი, თორემ ყველაზე მეტი დასაკარგი ჩვენ გვაქვს,ჩვენი ოჯახის სახით,ვახო-უცებ შეკრთა გიგანი,რამდენი წელი იყო გასული იმის მერე რაც ტვილდიანს მისთვის ამ სახელით არ მიუმართავს.
-ვეცდები ბიძაშვილები გავაჩერო, შენ კი შენს უტვინო ძმებს მიხედე,მიხო-თბილად გაეღიმა გიგანს...
*** "გტკივა და იღიმი, არ იმჩნევ არაფერს,უძლებ.გარედან გავხარ ადამიანს, შიგნიდან კი ვინ დარჩი თვითონაც არ იცი" ***

* * *
-ნუ გეშინია ქეთევან, ცოტაც მოითმინე, სულ ცოტაც
-მტკივა, ძალიან მტკივა, მთელი 9 თვე მუცლიდან მელაპარაკებოდა, ყველაზე მოუსვენარი იყო, ახლაც რატომ მაწვალებს
-თავიდანვე ეტყობა მამას ვაჟკაცს, რომ მალევე გამაჭაღარავებს- ეცინებოდა ვახტანგს, მაგრამ ქეთევანის შეწუხებულ სახეს რომ ხედავდა ისევ სერიოზულდებოდა
-ხო კარგად იქნება ვახო, ექიმს დაუძახე, რატომ არ ჩანს, ხო არაფერს მიმალავთ ვახტანგ, ბავშვი ხო კარგადაა?
-მეორეს მაინც არ ელოდებოდე,ქეთო, ნუ იქცევი გამოუცდელი მშობელივით,კარგი რა, უბრალოდ ონავარამ ცოტა კიდევ მელოდონო და იგვიანებს- ამხნევებდა ვახტანგი მთელი შემართებით, ნუ რაც შეეძლო
-ვაიმე დამეწყო, ვახტაანგ, დამეწყოო-
და რამდენიმე წუთში გაჩნდა წითელ ლოყება ,4კილო. გოლიათიაო ამბობდნენ. და გაჩნდა გიგანების ოჯახში ბავშვი, გოგო... მიუხედავად იმისა,რომ 9თვე ოჯახი ბიჭს ელოდებოდა, დაიბადა ოჯახის მეორე პატარა გიგანი. ვერ გეტყვით არ გაუხარდათთქო, მაგრამ ქეთევანმა ბიჭისთვის მომზადებული ლურჯი მანქანებიანი ბოდე ხელის კანკალით ჩაააცვა ციცქნა ონავარას, რომელსაც მთელი 9 თვე კაცობის და მამაკაცობის მენტალიტეტს უყალიბებდა ვახტანგი. ეუბნებოდა,შენ უნდა დაუდგე გვერდით შენს ძმას და შენც უნდა აიღო ხელში სადავეებიო.
-ვახტანგ,მეორე სიცოცხლე ჩვენს ოჯახში, მეორე ყავისფერთვალება,მეორე ანგელოზი. გთხოვ, მითხარი რამე-უკვე ქეთევანი ძალიან ნერვიულობდა ვახტანგის დუმილის გამო
-იმ კედლებს რა ვუყოთ,ქეთევან, ლურჯი რომ არის, თან მანქანებით და ბურთებით მოხატული
-კარგი რა ვახტანგ, რა დროს კედლებია, გადავღებავთ, შეხედე, როგორი ვარდისფერი ლოყები აქვს, შენკენ იწევს, ვახტანგ
-ჩემთან გინდა მამი?
-ვახტანგ, 9 თვე მე ვატარე მუცლით, მე გადავიტანე ამხელა ტკივილები და 5 წუთის დაბადებული უკვე შენკენ იწევს, გავგიჟდე?!- ეცინებოდა ქეთევანს ვახტანგის გულზე მიხუტებულ ონავარაზე.
-მამას გოგო, ჩემი მზის სხივი,ბოდიში, მა, ლამის იარაღის დაჭერა და გინებები გასწავლე მუცელშივე-ეცინებოდა კაცს და ბედნიერებისგან ლამის გაგიჟებულიყო. მალევე შემოვარდა ოთახში უფროსი გიგანი.
- მითხრეს დაიკოაო, მართალია მამა?
- კი, ჩემო ვაჟკაცო, ჩვენს საგიჟეთს ფერია შემოემატა
-რა დავარქვათ მამი?- მოსვენებას კარგავდა თორნიკე
-მარიამი, მარიამი დავარქვათ. არა, ქეთევან?!
-ჩემს ლამაზ მულს ძალიან გაუხარდება- ეღიმებოდა ქალსაც. ზუსტად ამ დროს დაურეკეს ვახტანგს, გოგონა დედას მიუყვანა და ზარს უპასუხა
- გისმენთ
- გოგონა შეგძენია, გილოცავთ ვახტანგ... დარწმუნებული ვარ ჯერ ვერც გაიაზრე ეს რას ნიშნავს, მაგრამ ამისთვის კიდე ბევრი წელი გექნება წინ- ამაზრზენი იყო კაცის ტონი
-გაბედე და ბედნიერ წუთებში დამირეკე,ესეიგი თავი მაგარი გგონია, ასჯერ გითხარი გაქრი და მოშორდი ჩემს ოჯახსთქო, მაგრამ ეგეც ვერ გაგაგებინე. ცოტახანში მოგხედავ, დამელოდე. დამელოდე, გელა ტვილდიანო- კბილები სიმწრისგან ერთმანეთს დააჭირა უფროსმა გიგანმა.
სამშობიაროდან ისე წამოიყვანა დედა-შვილი ქეთევანისთვის იმ ზარის შესახებ არაფერი უთქვამს, არ უნდოდა ქალს ენერვიულა. უზარმაზარი სახლი ლამაზად მოერთო უფროს მარიამ გიგანს. აშკარად, ეტყბოდა ძმისშვილის დასახვედრად ძალები არ დაუზოგავს. თორნიკე კი ჩვეული მოუსვენრობით ელოდა დაიკოს. მარიამს უკვირდა, რატომ გააძლიერა ვახომ დაცვა სახლის გარშემო, მაგრამ ძმა ზედმეტი კითხვებით არ შეაწუხა. მოკლედ, მიიღეს პატარა გიგანი დიდი ემოციებითა და ცერემონიებით, მხოლოდ ვახტანგს დატყობოდა სევდა თვალებში, თითქოს რაღაცას ელისო.
-ვახტანგ, რაღაც მოხდა და არ გვეუბნები- ქეთევანმა მულთან ერთად დაიმარტოხელა მეუღლე
-მალე თემის შეკრებაა და განაჩენს გავიგებთ- ძლივს წარმოთქვა მამაკაცმა
-რომელი საუკუნეა რომ თემი გვიწყვეტს ბედსა და ცხოვრებას, როდემდე უნდა ვიმკოთ ბაბუას,მამას და ბიძიას რისხვები, თავისუფლება გვინდა რა ვერ გაიგეს- ცრემლი ვერ შეიკავა უფროსმა მარიამმა
-დაწყნარდი მარო,მოვიფიქრებთ რამეს- აწყნარებდა არანაკლედ შეშინებული ქეთევანი
-ნიკა, გიორგი და ლექსო არ ჩერდებიან, ომი უნდათ-ისევ გაუმკაცრდა ხმა გიგანს
-უარგისი, არაფრისმაქნისი ძმები, როგორ მრცხვენია რომ ჩვენი ბიძაშვილები არიან, შენს კალთას ამოფარებული ბოროტებები- ყვირილზე გადადიოდა მარიამი
-ნებისმიერი მათი გადაწყვეტილებიდან ვიპოვით გამოსავალს, არ ინერვიულოთ, მოვაგვარებთ- სიმშვიდეს არ კარგავდა ვახო
შემდეგ იყო თემის შეკრება. შეკრება, სადაც საბოლოოდ გადაწყდებოდა წინაპართა დაწყებული მტრობის გაგრძელება გიგანებსა და ახვლედიანებს შორის. 4 საათიანი დავისა და კამათის შემდეგ გადაწყვეტილება ნაწილობრივ ორმხრივი იყო, ზავი! ვახტანგ გიგანმა და მიხეილ ტვილდიანმა საბოლოოდ გაიტანეს თავისი და ორივე გვარს ზავი აიძულეს, რადგან ეს ჯერ კიდევ უხსოვარ დროს დაწყებული ომი, არ უღირდათ ოჯახის წევრების საფრთხეში ჩასაგდებად. კმაყოფილი,რა თქმა უნდა, ყველა არ დარჩენილა. თემის უხუცესმა, როცა კითხვის ნიშანი შეამჩნია ოჯახების სხვა წევრებს სიტყვა ითხოვა, ფეხზე წამოდგა და დაიწყო
- რადგან არ მაქვს გარანტია რომ აქედან გასულები მართლაც შეასრულებთ პირობას. მოვითხოვ, მიხეილ ახვლედიანის ბიჭი და ვახტანგ გიგანის ახლადდაბადებული გოგონა ახლავე დავნიშნოთ და იქორწინონ მაშინ როცა გოგონა გახდება 18 წლის. ნათესაობა იქნება თქვენში მშვიდობის გარანტია.-მეხის გავარდნას გავდა განაჩენი, ვახტანგს ფერი აღარ ჰქონდა, არც მიხეილს. შეწინააღმდეგებას კი აზრი არ ჰქონდა, უხუცესის სიტყვა უმთავრესი იყო.
-რა საჭიროა ეს, ისედაც არავინ დაარღვევს შეთანხმებას-ბოლოჯერ გაიბრძოლა მიხეილმა, მაგრამ თითქოს არავის არააფერი გაუგიაო.
ყველა სახლში წავიდა, მიმოიფანტნენ. მხოლოდ ორი ადამიანის ხშირი სუნთქვა ისმოდა გარშემო.
- ჩვენი ცხოვრება არად იკმარეს, ახლა მოუნდათ ჩვენი შვილების ბედიც გადაწყვიტონ. ჩემი ახლად დაბადებული შვილის, რომელიც დღეს პირველად გამოვიდა მზის შუქზე
-ჩვენი ბავშვობის სხივის ჩაქრობა არად იკმარეს. ხელებიდან სათამაშო თოფები წაგვართვეს და ნამდვილი იარაღი დაგვაჭერინეს. გახსოვს, ჩვენი ჩუმი ომობანა, ჩვენიანებს რომ არ გაეგოთ ვმეგობრობდით?- ცრემლი უბრჭყვიალებდა თვალზე მიხეილს
-გახსოვს, როგორ დავცინოდით ბაბუებს და მამებს, როგორ იმუქრებოდნენ რომ მე და შენ ერთმანეთს გავანადგურებდით?- სედიანი იყო ვახტანგიც
-მაშინ გვეგონა მათზე გავიმარჯვებდით, ვაჯობებდით. ჩვენი მეგობრობა მათ მოერეოდა
-წლების მერე ვაჯობეთ, მაგრამ ისიც ჩვენი ჩვილი შვილების ხარჯზე. ერთმანეთის გვარის წევრები ისეე გვახოცინეს ვერც შევეწინააღდეგეთ და ახლა, ძლივს გაისმა სიტყვები...
- ზავი- ორივემ ერთად წარმოთქვა და გაეღიმათ
-მიხო, რამე უნდა მოვიფიქროთ, არ უნდა მივცეთ უფლება ჩვენი შვილების მომავალი გადაწყვიტონ და ამ ომში ჩართონ გარანტად. - თბილად მიმართა ტვილდიანს გიგანმა.ძველებურად, მეგობრულად
იმ საღამოს, ძველმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, როცა მარიამს სკოლის ასაკი ექნებოდა ვახტანგს წაეყვანა საზღვარგარეთ და იქ ეცხოვრა. ხოლო, მიხო თავის უფროს ვაჟს, ალექსანდრეს მალევე წაიყვანდა, იმიტომ რომ უკვე 6 წლის იყო და უფრო მარტივად აუხსნიდა სიტუაციას.
არც ეს იყო მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. არც ქეთევანისთვის და დისთვის აღმოჩნდა მარტივი ამის თქმა. ბევრი ცრემლისა და განცდის შემდეგ ორივე ოჯახში ჩუმი გადაწყვეტილება მიიღეს! როცა მარიამი 6 წლის გახდებოდა, მამიდასთან ერთად დატოვებდა ქვეყანას და საფრანგეთში იცხოვრებდა, თორნიკე შინ დარჩებოდა ოჯახთან ერთად და ჩაუდგებოდა სათავეში გვარის საქმეებს. მარიამებს კი მხოლოდ ოჯახი ეწვეოდა საფრანგეთში და თვითონ არ ჩამოვიდოდნენ ქვეყანაში მანამ სანამ მშვიდობა არ დაისადგურებდა. ეს კი მიხოს და ვახოს ოჯახებს დიდ დროს მოაგებინებდა. არავინ იცოდა რა იქნებოდა, მაშინ როცა მარიამი 18 წლის გახდებოდა, მაგრამ ძველმა მეგობრებმა კარგად იცოდნენ, მათი დანათესავება გარდაუვალი იყო. ხოლო რაც შეეხებათ ტვილდიანებს, არც ნანიკოსთვის იყო მარტვი ამ ამბის მიღება, მაგრამ თემის კანონი ყველამ იცოდა. შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა...6 წლის ალექსანდრე მალევე დატოვებდა ქვეყანას,ოჯახთან ერთად.

"ნეტავ შეიძლებოდეს, ერთ დღეს გავიღვიძოთ და ყველაფერი რაც ცუდი მოხდა აღარ გვახსოვდეს"

* * *
ალბათ, სანამ მათ დღევანდელობაზე გადავალთ გაინტერესებთ რა ხდებოდა მათ ოჯახებში ის წლები რაც, სამშობლოსგან, ნათესავებისგან თითქმის მოწყვეტილებმა ამ საშინელი გადაწყვეტილებით იცხოვრეს. ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც დაგეგმეს. ორივე მარრიამ გიგანი საფრანგეთში ცხოვრობდა, რომელთაც ხშირად აკითხავდათ ოჯახი. მარიამი წარმატებული მოსწავლე,პერსპექტიული, მხიარული და უზომოდ ლამაზი გოგო გახლდათ. მამიდაზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, მშობლებს და ძმასაც ხშირად ნახულობდა, რამდენჯერმე ეწვია კიდეც სამშობლოს, მაგრამ ვერასდროს ხვდებოდა რატო ხდებოდა ეს ნათესავებისგან მალულად, ვიზიტების დროსაც კი სახლში იჯდა და ნორმალურად სამშობლოს მონატრებას ვერც იკლავდა.ვერც იმას იგებდა რად უნდოდა საფრანგეთში დაცვის თანხლებით სიარული, მაგრამ მის შეკითხვებს არავინ პასუხობდა, ყველა ეუბნებოდა რომ როცა ამის დრო მოვიდოდა გაიგებდა... თაყვანისმცემლები არ აკლდა,მისი ღიმილი თითქოს გაჯადოებდა, ირგვლივ გულგრილს არავის ტოვებდა. მარიამის გული კი მხოლოდ ერთს, მის კურსელს ეკუთვნოდა. გიორგი მისთვის, ამ მკაცრი ცხოვრებისგან მიღებული თავშესაფარივით იყო.მამიდა მის აღზრდაში მთავარ როლს ასრულებდა, სწორედ ამიტამაც აღმერთებდა მას, მაგრამ არაფერი იცოდა გიორგის შესახებ, იმიტომ რომ ამ თემას ყოველთვის მკაცრად უდგებოდა და ეუბნებოდა, რომ გიორგი მისი ცხოვრების დროებითი მეგზური იყო. თორნიკესთანაც საოცარი ურთიერთობა ჰქონდა, ხშირად სტუმრობდა ბიჭი და მამიდასაც ერთად აგიჟებდნენ, მაგრამ მარიამი რაც უფრო იზრდებოდა მით უფრო მეტი კითხვა უჩნდებოდა და რაც უფრო იზრდებოდნენ მით უფრო მცირდებოდა თორნიკეს ვიზიტების რაოდენოდა...მამის საქმეებს იბარებდა და ყველაფერში ერკვეოდა
რაც შეეხებათ ტვილდიანებს, სწორედ ისეთი აღზარდა ნანუკამ ბიჭი, როგორიც მათ ოჯახს შეეფერებოდა. ალექსანდრე ძალიან ჭკვიანი, დასტოინი, ტიპური სვანი იყო. მასზე ამყარებდა მიხეილი ყველა იმედს. ქალთა მმუსვრელს ეძახდა პატარა დაიკო,ლიზა.მისი მკაცრი ნაკვთების მნახველი გოგონების ურიცხი არმია მუდამ აქტუალური იყო ოჯახში სასაცილო თემად. რაც ბიჭს არ მოსწონდა და ამ დროს ნამდვილ სვანს ემსგავსბოდა. იტალიაში სულ რამდენიმე მეგობარი ჰყავდა, ისიც ყველა უახლოესი.

* * *
საქართველო.თბილისი.
-ვახტანგ, დაურეკე?-ნერვიულბისგან ბოლთას სცემდა ქეთევანი
-დავურეკე, მოდის-არანაკლებ ნერვიულობდა უფროსი გიგანი
-ამის დამალვას არ გვაპატიებს
-მანდ კარგად იცოდა ამ ომზე
-ეს ამართლებს ჩვენს საქციელს? ეს გვამართლებს, რომ დავუმალეთ თორნიკეს? გაგიჟდება რომ გაიგებს, მარიამი იმ გვარის წარმომადგენელზე უნდა გავათხოვოთ, ვის მტრობაზეც ლეგენდები დადიოდა- ცრემლებს ვერ იკავებდა ქეთო
-თორნიკე გაგიჟდება და როგორმე დაწყნარდება, მაგრამ ვფიქრობ ეს მარიამს როგორ უნდა ვუთხრათ
კარის გაღების ხმა მალევე გაისმა. ოთახში მაღალი, შავგრემანი, თაფლისფერთვალება ბიჭი შემოვიდა
-აბა რა ხდება მამა, რატო გამომიძახე ასე სასწრრაფოდ- ღიმილი არ შორდებოდა ბიჭს სახიდან
-თორნიკე, გვინდა მოგვისმინო, დედი, გვინდა გაგვიგო და გაგებით მოეკიდო ამ საკითხს-ქეთევანი მიუახლოვდა შვილს და გვერდით მიუჯდა
-ოჰოო, ამჯერად რა დავაშავე, მაგრამ აშკარად თქვენ დააშავეთ. ეს რა სამგლოვიარო სახეები გაქვთ
-გახსოვს, წლები მეკიხებოდი, როგორ გავაჩერეთ მე და მიხეილ ტვილდიანმა ბობოქარი ომი?!
- მახსოვს-ღიმილი სახიდან გაუქრა თორნიკეს, მიხვდა სერიოზული საუბარი ელოდა
-თემის უხუცესმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ როცა მარიამი 18 წლის გახდებოდა ის მიხეილის ვაჟზე უნდა გაგვეთხოვებინა-მძიმედ წარმოთქვა მამაკაცმა სიტყვები და ცოტახანს სახეწაშლილ შვილს დააკვირდა
- ეს რა ხუმრობაა?-სიმწრის სიცილმა გაუპო ბაგე ბიჭს
-ეს ხუმრობა არ არის,შვილო- ცრემლებს კვლავ ვერ იკავებდა ქეთევანი
- ანუ თქვენ მეუბნებით, რომ ხალხი, რომელიც ცოტახნისწინ თავს დაგვესხა და ჩვენი ამოხოცვა სცადა. სწორედ მაგ ოჯახის წევრი უნდა გახდეს ჩემი ანგელოზის ქმარი, ასეა ხო?-ნელ-ნელა სახეს კარგავდა თორნიკე
-ეს არც ჩემთვისაა მარტივი, შვილო
-აშკარად, მარტივია, საერთოდ ეს თემა რატო განიხილება. საერთოდ ამაზე რატო ვლაპარაკობთ?- ბოლო ხმაზე ყვიროდა
-თორნიკე, არ მინდა როცა ამ ყველაფერს მსხვერპლი მოყვება, მერე ვინანოთ თუ რატო არ გადავდგით ეს ნაბიჯი. გთხოვ, გამიგე. წლები მოვიგეთ იმისთვის,რომ თავისუფლდ გვეცხოვრა და ლაღი ბავშვობა გქონოდათ
-შენი აზრით, ეს იყო თავისუფლება? მამა იტყუები და თან იმ ადამიანს ატყუებ ვისაც სათამაშოების ნაცვლად თოფის დაჭერა ასწავლე. რაღაც არასწორად მახსოვს? მითხარი ეს იყო ლაღი ბავშვობა? არასდროს მილაპარაკია და არასდროს დამიმალებია ეეს დრო, მაგრამ გთხოვ ჩემთან არ გინდა იმის ლაპარაკი, რომ ყველაფერი აქამდე საუკეთესდ გვქონდა. ჩემი და ჩვენგან შორს გაიზარდა, მარტო გაიზარდა. მარტომ გადაიტანა ყველა ტკივილი, მონატრება, თინეიჯერობა, გარდატეხის ასაკი. მისი ცხოვრებაც ლაღი იყო?- უკვე ღრიალებდა თორნიკე
-ეს არც ჩვენთვისაა მარტივი შვილო
-იძახეთ ახლა ორივემ ერთი და იგივე. მომისმინეთ, ორივემ მომისმინეთ. თქვენს შინააღმდეგ არასდროს წავსულვარ, არასდროს ამიწევია ტონს, მაგრამ მაინც მაიძულეთ, ისევ თქვენი წესების გამო. არ მოგცემთ უფლებას ჩემს დას ცხოვრება წაართვათ. მე ეს არანაირ სიცოცხლედ არ მიღირს. თავისუფლებაზე ლაპარაკი ზედმეტია, უფრო შეუძლებელიც.- ბოლო სიტყვები დანანებით წარმოთქვა, წამოდგა და კარები ძლიერად გაიჯახუნა.
მთელი 25 წელი ოჯახს მიუძღვნა, გვერდით ედგა, მათ სურვილებს ასრულებდა და მოვალებებს ითავსებდა. როცა მიხვდა კითხვებზე პასუხს არ აძლევდნენ კითხვების დასმაც შეწყვიტა. სულ ესმოდა, ეს ჩვენთვის სწორია, ეს მარიამის კარგად ყოფნისთვის სწორია... მამა მისთვის სამაგალითო იყო, კულტი, კუმირი. გმირი, რომელმაც ომი შეაჩერა. ბიძაშვილებთან ერთად გაზრდილს,რომელთაც თვალი სულ ომზე ეჭირათ, ხშირად მოდიოდა ჩხუბი მათთან... ერთხელ ბიძამ ხუმრობით უთხრა ნამდვილი ომი მალე დაიწყებაო... მართალი ყოფილა...
ახლა გაურკვევლობა, ტკივილი, უსუსურობა,ტყუილი, ტყუილი და ისევ ტყუილი იყო გამჯდარი მის გონებაში. კანი ეწვოდა, გული ეწვოდა... მაგრამ ზუსტად იცოდა, მარიამის ცხოვრებას თემის წესებს არ შეწირავდა.

* * *
იტალია, მილანი. 20 მარტი
- დედა და მამა დიდიხანს შემორჩნენ სამშბლოში, არა, სანდრო?- საყვარელ პიჟამოებში გამოეცხადა ლიზა ძამიკოს საძინებელში
-მამამ ხო თქვა, შეიძლება საქმეები გამიგრძელდესო- ჩვეულ სიმშვიდეს არ კარგავდა ალექსანდრეც
-ბოლოს დედას კარგი ხმა არ ჰქონდა, სან, ვნერვიულობ მათზე- კვლავ მოუსვენრად იყო ლიზა
-უბრალოდ ისევ ემოციურ ნოტაზე ხარ, დაიკო- ეცინებოდა სანდროს დის რეაქციებზე
-აი სანდრო, მამა რეკავსს- სასწრაფოდ ტელეფონს მივარდა გოგონა
-მამა, როგორ ხართ, რამდენი ხანია არ დაგირეკიათ, დედა როგორაა- მიაყარა ანერვიულებულმა გოგომ
-სანდრო მალაპარაკე, ლიზა-უჩვეულოდ აღელვებული იყო მამაკაცის ხმა
-მამა მშვიდობაა?
-სანდრო დამალაპარაკე,ლიზიკო
სახეწაშლილმა ლიზიმ აკანკალებული ხელით მიაწოდა ძმას ტელეფონი
-გისმენთ- უპასუხა გაკვირვებულმა სანდრომ
-ჩემო ბიჭო, მოკიდე შენს დას ხელი და სასწრაფოდ დაბრუნდით საქართველოში
- მამა, რა ხდება?- აღელდა სანდროც
-სანდრო, დროა შვილო. უკვე დროა- საკმარისი აღმოჩნდა მამის სიტყვები, რომ მიმხვდარიყო რას ეხებოდა საქმე.ტელეფონი გათიშა
-ჩაალაგე, მოემზადე, ლიზა, სამშობლოში ვბრუნდებით


* * *
საფრანგეთი, პარიზი. 18 მარტი

-უკვე გვიანია, სახლში უნდა დავბრუნდე, გიორგი- ღიმილით შესციცინა მარიამმა ბიჭს
-იქნებ ცოტახანს კიდევ ვიყოთ- ვერ წყდებოდა ბიჭი მათ წინ გადაშლილ ხედს და საოცარ ჰარმონიას
- მამიდა მელოდება, ხო იცი ინერვიულებს- გოგონას ისევ ეცინებოდა გიორგის რეაქციებზე
- და საერთოდ მარიამ როდის უნდა დაელაპარაკო მამიდაშენს ჩვენზე მერე კი შენს ოჯახს- ისევ წყენით შეეხო ბიჭი მათ ხშირად საკმათო თემას
-მალე გიორგი, ძალიან მალე- ისევ აკოცა გოგონამ განაწყენებულ ბიჭს
-კარგი წავიდეთ- ისიც მალევე მოლბა
- ხვალ გნახავ?- საჭესთან მოთავსებულმა მეორე ხელი გოგონას მოკიდა
- ყველანაირად ვეცდები. ამ ბოლო დროს მამიდა ცოტა აღელვებულია. რაღაც აწუხებს და არ მეუბნება.- გოგონა ისევ ფიქრებს მიეცა
-მარიამ, მოვედით უკვე. დაგეხმარო თუ აძვრები თვითონ გალავანზე- ეცინებოდა ბიჭს გოგოს ოინებზე
- თვითონ, გეთაყვა. პირველია, მეორე თუ მეექვსე- ეცინებოდა მასაც.
- ნინიკო მომიკითხე და მადლობა გადაეცი, მაჭანკლობა დაუფასდება- ორივე ერთ ხმაში იცინოდა
მარიამი ჩუმად გადაძვრა დაქალის სახლის გალავანზე, შემდეგ მის სახლში შეიპარა.
- როგორც იქნა მოხვედი, ძალიან ვინერვიულე. მამიდაშენმა დარეკა და აბაზანაშიათქო ვუთხარი
- კარგი, მადლობა და გიორგიმ დაგიფასდებაო- ეცინებოდა ბიჭის დანაბარებზე და ცოტახანში წინა კარიდან ისე გავიდა ვითომც არაფერიო
- აბა წავედით ბიჭებო?- დაცვას შემოუძახა და ჩვეული სიმშვიდით სახლისკენ გასწია.
გზაში გული აფორიაქებული ჰქონდა, რაღაც მოსვენებას არ აძლევდა. უამრავმა ფიქრმა გაუელვა თავში.
- მაიკლ, მამიდას როდის ესაუბრე ბოლოს?- უკვე მესამე უპასუხო ზარის შემდეგ ვეღარ მოისვენა მარიამმა
- 2 საათის წინ.-დაეჭვდა მაიკლიიც მარიამის დაეჭვებულ კითხვაზე და დაცვის სახლში მყოფ წევრებს დაურეკა.არცერთმა არ უპასუხა. მოსვენებას მაიკლიც კარგავდა. სახლს მალევე მიუახლოვდნენ.
- კარი ღიაა, მაიკლ. მამიდაა- იყვირა გოგონამ და სწრაფად სახლისკენ გაიქცა
- მარიამ, გაჩერდი. ჯერ მე შევალ- დაედევნა მაიკლიც
- მამიდა- ყვიროდა გოგონა როცა შესასვლელთან დაგდებული ორი დაცვის წევრი დაინახა
- ღმერთო, მამიდა, სად ხარ. მამიდა- ყვიროდა ისევ გოგონა და გაგიჟებულმა მისი ძებნა მეორეე სართულზე დაიწყო
-ჯეიმს სასწრაფოს გამოუძახე, ჩქარა- ყვიროდა მაიკლი სამზარეეულოდან. მარიამს წამსვე მოეკეცა მუხლები კიბეებთან, მაგრამ სირბილით დაეშვა
- დაჭრილია, პულსი სუსტად უცემს, სისხლი სდის, სასწრაფოდ გამოუძახეთ. ყვიროდა ბიჭი და პირველად დახმარებას უტარებდა სამზარეულოში წაქცეულ ქალს. პულსი თანდათან სუსტდებოდა, ალბათ გულიც წყვედტა მუშაობას... ალბათ...

"გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები. აი, რა არის ქარიშხლის აზრი"

***


გამარჯობა, ძალიიიან მომენატრა წერა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ისევ დაგიბრუნდით. იმედია "აკრძალულის" პირველი ნაწილი მოგეწონებათ და თქვენს შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, შეცდომებსაც მაპატიებთ.



№1  offline წევრი goddess

კარგი სიუჟეტია, დასაწყისი ნამდვილად მომეწონა heart_eyes იმედია ახალ თავს მალე დადებ და ცოტა უფრო დიდსაც

 


№2  offline წევრი მერიემ

მადლობა, ყველანაირად ვეცდები მალე დავდო heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი sofo_sofia13

ღმერთოო როგორ მომეწონააა scream scream აი ძალია კარგი იყო და ძალიან საინტერესო იმედია მალე დადებ შემდეგს

 


№4  offline წევრი მერიემ

sofo_sofia13
ღმერთოო როგორ მომეწონააა scream scream აი ძალია კარგი იყო და ძალიან საინტერესო იმედია მალე დადებ შემდეგს

მადლობა საყვარელო, ვეცდები ყველანაირად heart_eyes

 


№5 სტუმარი

როდისს დადებბბბბბბბბბბბ????????????

 


№6  offline წევრი მერიემ

როდისს დადებბბბბბბბბბბბ????????????

შემდეგი მინდა სრულად დავდო, ვეცდები მალე იყოს

 


№7 სტუმარი gabr ieli

აუუ როდის დადებ??

დიდი ხანია ველოდები ????????????დადეე

აუუ მალეე გთხოვ

 


№8 სტუმარი სტუმარი უცნობი

რატომ არ დებ გაგრძელებას?

 


№9  offline წევრი Megioki

ძალიან საინტერესოა. იმედია გააგრძელებ და მალე ვიხილავთ. ❤️
--------------------
M.oki

 


№10 სტუმარი დტგცყჰვვჰ

აღარ აგრძელებბ?უუფფფ

 


№11  offline წევრი Megioki

არადა როგორი საინტერესო ისტორია. ❤️❤️ გული დამწყდება თუ არ გააგრძელებ და ასე შეწყვეთ. ის მაინც გვითხარი აგრძელებ არ აგრძელებ )))) მოუთმენლად ველით შენი მკითხველი რა ხანია უკვე )))
--------------------
M.oki

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent