შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი ამბები (19)

22-03-2020, 16:38
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 682

- მიოვებული თეატრი და შენი სასახლე რიტუალის ეპიცენტრია, რომელშიც ეს დარტყმული დები არიან მოქცეული. მომავალი ერთი საათი ისე ქენი, რომ ადგილმდებარეობა არ შეიცვალოს კიარამ, კარგი? - ტელეფონში ეჩურჩულებოდა კატალინა მამამისს.
- ჩემზე რაცაა დამოკიდებული, ეგ უპრობლემოდ ჩაივლის, დაწყნარდი. თქვენ არ ჩააფლაოთ ყველაფერი.
- არა მამა, გაბრიელი აურორასთან მიდის, გზაშია, მე და მარიანა რიტუალის ჩასატარებლად ვემზადებით. ჯენი ქრისტიანოს ჰყავს დატოვებული.
- რაებს ლაპაკრაკობ? - წამოენთო ვლადი - ბავშვს ვიღაცა მაქციას უტოვებთ?
- არა, მისი დის საქმროს.
- საქმრო და ეგეთები სულ ფეხებზე . ვისაც ჩვენი სისხლი აქვს, აქვს. ვისაც არა, მაგათ ოჯახის წევრად არ მივიჩნევ. მოაშორეთ ბავშვი გადამთიელებს, თორემ მერე შეეჩვევა და შეუყვარდება დამპალი მქციები.
- ღმერთო, რა აუტანელი ხარ! - კატალინამ ყურმილი დაუკიდა და მარიანას შეხედა - ცეცხლი ააგიზგიზე!
- აგიზგიზებული მაქვს.
- როგორ ფიქრობ, მის გადარჩენას შევძლებთ?
- რას ამბობ კატა - ღრმად ჩაისუნთქა მარიანა - მის გამო ლამის თავი მოვიკალი და უკვე მკდვარი რომ იყოს, არ ვაპატიებ!
- ჰო, ზოგჯერ წარმოუდგენლად თავდადებული ხარ. ალბათ ზოგი რამე დედასგანაც გვაქვს.
- ეტყობა.

* * *
გაბრიელი მიტოვებულ თეატრში შევარდა, თუმცა აღელვება აურორას უფრო ეტყობოდა, ვიდრე ფსიქოპათის ხელში ჩავარდნილ შეყვარებულ ვამპირსა და ჯადოქარს.
- ვერ ვიფიქრებდი - აქეთ-იქით მოუსვენრად დადიოდა ქალი და ხელ-ფეხ-პირშეკრულ დეიზის ისე ექაქანებოდა, გეგონება დაქალები ყოფილიყვნენ - შენ ხომ ქმარ-შვილი გყავს?
- არ ჰყავს - მიეჭრა გაბრიელი და შუაგზაშივე შეჩერდა, როცა უმწეო, გადაღლილი დეიზის სახე დაინახა.
- ჩვენს სიყვარულს უღალატე გაბრიელ - აცრემლდა აურორა. გაბრიელს სურდა რამე ისეთი ეთქვა, რაც ქალს გულს აუჩუყებდა, მაგრამ დეიზისთვის მზერის მოწყვეტა არ შეეძლო. იფიქრა, ახლა გული გამისკდება და ისე გადავვარდები, აქეთ ვიქნები გადასარჩენიო.
- ეს შენ უღალატე ჩვენს სიყვარულს, როცა ეჭვის ქვეშ დააყენე ჩემი გრძნობები - მაქსიმალურად შეეცადა კაცი რომ დამაჯერებელი ყოფილიყო.
- გალარეაში შენი ნახატები ვნახე. სულ მას ხატავ გაბრიელ.
- მერე რა? შეკვეთებსაც ვიღებ.
- გეყოფა ამდენი ტყუილი! - დაიღრიალა ქალმა - სულელი გგონივარ?
- არა. სულელი არ მგონიხარ და სწორედ ამის გამო გეუბნები. ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ ერთი ქალი არსებობს. სხვა ყველა დანარჩენი, წარსულში დარჩა. გეგონება, არც ყოფილან. გეგონება, ცხოვრებაში არც არასოდეს გამომეცადა სიყვარული. შეიძლება, მართლა არასოდეს გამომეცადა აქამდე. ხომ ხვდები, ათასი წელი რომ ცხოვრობ, ძნელია გაიგო, როდის გაქვს ჭეშმარიტი გრძნობები. ახლა კი თავიდან გავცოცხლდი აურორა. ყველაფერი ტყუილი იყო ჩემი დაბადებიდან, აქამდე.
გაბრიელმა საათს დახედა.
წესით, უკვე დრო იყო.
დეიზიმ ზურგს უკან როგორღაც მაინც მოახერხა ხელების გახსნა და სანამ აღელვებული აურორა გაბრიელის საუბარს მთელი გულისყურით უსმენდა, ჯადოქარმა თავის განთავისუფლება შეძლო.
- მართლა ასე ძალიან გიყვარვარ? - ჰკითხა აურორამ კაცს.
- შენ არა, დეიზიზე ვსაუბრობდი - გაეცინა გაბრიელს. აურორამ განრისხებაც ვერ მოასწრო, რომ ჯადოქარმა ხელის ერთი მოძრაობით, ფეხებზე ცეცხლი წაუკიდა და ტყუპების მეშვეობით, უკვე დიდი ხნის დაწყებულმა შელოცვამ, შედეგი გამოიღო.
აურორა დაიფერფლა.
გაბრიელი მაშინვე დეიზისთან მიიჭრა.
- კარგად ვარ, კარგად - გაეღიმა შეშინებული გაბრიელის სახეზე ჯადოქარს. გაფაციცებით შეათვალიერა ვამპირმა და როგორც კი დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა, მაშინვე გულში ჩაიკრა
- ცხოვრებაში, პირველად შემეშინდა.
- მეც შემეშნდა, ოღონდ სიკვდილის არა - სახე კაცის ყელში შემალა და ხარბად ჩაისუნთქა გაბრიელის კანის სურნელი - შემეშინდა, რომ ცალ-ცალკე ვიქნებოდით და თან ბავშვს დროთა განმავლობაში, დავავიწყდებოდი. მერე შენც ვინმე ახალს იპოვნიდი, ის გაუწევდა ჯენის დედობას...
- მაგდენ რამეზე ფიქრი როგორ მოასწარი? ერთადერთი, შენი გადარჩენა მინდოდა, თორემ მომავალი ათი წლის გეგმა ნამდვილად არ გამიწერია გზაში.
- ათ წელიწადში? - გაბრაზებულმა ხელი მკერდზე მისცხო - ანუ ათ წელიწადში სხვას შეიყვარებდი?
- ეგება უბრალოდ დავტკბეთ ამ წუთებით და ერთმანეთს იმ შინაარსის გამო ნუ გამოვეკიდებით, რომელიც არ გვიგულისხმია?
- კარგი, მაპატიე.

30 წუთის წინ:
ვლადი კიარას უყურებდა. სასაცილო იყო, რადგან გამოსამშვიდობებლად, ერთი-ორი სიტყვის თქმა ნამდვილად სურდე. ნახვამდის ან მშვიდობით კი არა, უბრალოდ რაღაცა ნორმალური. რამე ისეთი, რაც აქამდე არ უთქვამს. აი მაგალითად, კომპლიმენტი თმაზე, ღიმილზე ან სიცილზე.
მაგრამ ვლადი დუმდა.
უბრალოდ უყურებდა კიარას და ეღიმებოდა.
საათს მალე თორმეტისთვის უნდა ჩამოეკრა და ყველაფერი დამთავრდებოდა. ვლადი ვლადად დარჩებოდა, ნანატრ მწუხრსა და სიმარტოვეს შეიგრძნობდა, თავის პატარა გოგონას დაიბრუნებდა, ერთად იცხოვრებდნენ...
იმასაც ფიქრობდა, რომ ჯენისთვის არც ისე სახარბიელო იყო ვლადთან ერთად ცხოვრება. კი უხაროდა, თუმცა ბავშვები ხშირად ვერ ხვდებიან მათთვის რა არის უმჯობესი.მაგალითად, ახლა სკოლაში დადიოდა, ძმასა და დებთან ჰქონდა კონტაქტი, ყველას უყვარდა.
სისხლის სავანეში კი ფეხსაც ვერ გაადგამდა გარეთ. ვლადის შვილები ყველას ეზიზღებოდა.
- ვლად, ახალი ფარდების ჩამოკიდვაზე არ გიფიქრია? - ჰკითხა მოულოდნელად ქალმა. ფიქრებში ღრმად წასულმა, წარბები შეჭმუხნა, ვერ გაიგო, რა ჰკითხეს - ფარდები, ფარდების შეცვლაზე არ გიფიქრია?
- რა ვიცი - მხრები აიჩეჩა - აქ ყველაფერი ანტიკვარია.
- მაშინ გავარეცხინოთ მაინც, თორე მაგ შენ ანტიკვარს მტვრის სუნი ასდის.
- ჰო. კარგი. გამოვცვალოთ საერთოდ.
- არ მეგონა თუ დამთანხმდებოდი - გაუკვირდა კიარას - და ბარემ ჩემი ოთახიც რომ მოგვეწყო? - ცოტა გათამამდა.
- ჩემს ბარათს მოგცემ და რაც გინდა, ის ქენი.
- შენ რა, ფული ბანკში გაქვს?
- ჰო, აბა ლეიბის ქვეშ ხომ არ დავმალავ, რაც ამდენი წელი მიგროვებია.
- სიურპრიზებით ხარ აღსავსე - გაეცინა ქალს.
- არ მჯერა, მაგრამ უნდა დაგეთანხმო - ვლადმა ისევ საათს შეხედა. 12 ხდებოდა. - მართლა არ მჯერა, რასაც ვაკეთებ - წარმოთქვა და კიარას ხელები მაგრად ჩაბღუჯა, კოშკის ფანნჯრიდან ორი სხეული რომ ფრენა-ფრენით დაეშვა გარეთ, მაგაზე უფრო გასაოცარი, ფანჯრის ნამსხვრევების ტკაცანი და ამ ნამსხვრევებში გახვეული კაცი იყო თავისი ფრიალა მოსასხამით.
მიწაზე დაენარცხნენ. ცოტახანს, ორივე საგონებელში იყო ჩავარდნილი ტკივილისგან, თუმცა ადამიანური სისუსტე მხოლოდ წამიერი აღმოჩნდა და ისევ ვამპირულმა უგრძნობლობამ გადაწონა.
- რა გაააკეთე? - ჰკითხა კიარამ.
- არც კი ვიცი რა გავაკეთე და უფრო ის არ ვიცი, რატომ გავაკეთე - ვლადი გულახდილი იყო, თუმცა ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა, ეს გულახდილობა რასთან იყო დაკავშირებული.

* * *

- იცი, მარიანა ყველაზე ლამაზი პატარძალია - პატარა ჯენიმ სახლში მოსულ გაბრიელს ეგრევე ახარა.
- ეჭვი არ მეპარება- გაეცინა კაცს - კაბები მოისინჯეთ?
- კი - თავი დაუქნია კატალინამ. - ისეთი პრეტენზიული ქალია, ბოლო წამში რომ საქმრო შეცვალოს, არ გამიკვირდება.
- მაგრად გამთანგა - ამოიოხრა დეიზიმ და სავარძელზე წამოჯდა - ტოქსიკური დები გყავს.
- იმაზე მეტად, ვიდრე მე გთანგავ ხოლმე? - ეშმაკური სახით წამოწვა და თავი მუხლებში ჩაუდო.
- შენ ჩემი ენერგიის წყარო ხარ, როგორ გეკადრება?
- ისე ვერ ვიჯერებ, რომ თხოვდები. სულ მეგონა, ჩვენს შორის ბოლო იქნებოდი - მიუგო გაბრიელმა მარიანას.
- ვითომ რატომ?
- საშინელი ხასიათი გაქვს.
- გრძელთმიანი ვლადი ხარ - დაუმატა კატალინამ - ვლადობას კიდევ რა უჭირს, ეგ ზოგჯერ მაგარ სასაცილო რამეებს ამბებს ხოლმე.
- მემგონი სელენას ჰგავს ხო?
- ზუსტად - გადაიხარხარა და-ძმამ.
- ჩემთვის იდეალური ხარ - ჩაერია ორცხობილების ჭამით გართული ჯენი და თან მკლავზე მიეკრო თავის დას.
- ქორწილს რაც შეეხება, რას ვშვრებით აბა? ვიწრო წრით დავკმაყოფილდეთ თუ გავნაწილდეთ გოუსთჰილიდან სისხლის სავანემდე?
- რაც შეიძლება, მოკრძალებული ქორწილი მინდა!
- საკურთხეველთან მამა მიგიყვანს?
- ჰო. სხვა რა გზაა. ეგ ერთი მამა მყავს.
- ანუ ვმხიარულობთ? - გაბრიელმა დეიზის მუხლებიდან თავი წამოწია და ახლა ხელი გადახვია ქალს - დღეს შენ და ჯენი ჩვენთან დარჩით, კარგი?
- კარგი - დეიზის გაეღიმა.
- ხვალაც.
- მაშინ საცვლების წამოღება მომიწევს.
- და ზეგაც.
- გაბრიელ?
- ჰო, სულ. შენი კლანი მაინც ნერვებს გიშლის.
- შეგეძლო რომანტიკულად გეთხოვა ნადირო! - დაუყვირა კატალინას.
- და კიდევ, რომანტიკა ვერასოდეს გვექნება, კომპლექტში ორი დუპლეტი მომყვება - დაამატა გაბრიელმა.
- ვფიქრობ, როგორმე შენს ყველა დას შევეწყობი - ყელში აკოცა დეიზიმ და თავი მხარზე დაადო. მერე ჩაფიქრდა. თავს უცნაურად გრძნობდა და ეს უცნაურობა, ზუსტად ის იყო, რომ ცხოვრებაში პირველად, საფრთხე არ ემუქრებოდა. მათთან იყო, ვინც ყველაზე მეტად უყვარდა.
მადლობა ღმერთს, რომ მოვკვდი - გაიფიქრა ქალმა.
- ჯენი დარჩები ჩვენთან? - ჰკითხა კატალინამ ბავშს.
- დედასთან ერთად, დავრჩები.
- დედა?- გაუკვირდა ყველას.
- ჰო, დეიზი დედაჩემია. შეეგუეთ ბოლოს და ბოლოს!
- კაი, ჩვენ ოთხს შორის, ორს მაინც ჰყავდეს დედიკო - ბოროტი ღიმილით ჩაუკრა კატალინამ თვალი გაბრიელს.
- საზიზღარი დროგოები! - წამორთქვა დეიზიმ.

* * *
ქორწილის დღეს, ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო. მარიანას ცოტათი დაავიწყდა თავისი მამაკაცური ხასიათი და საპატარძლო კაბაში გამოწყობილ პრინცესას დაემსგავსა. დეიზი, როგორც მეჯვარე, მის გვერდით ტრიალებდა პატარა ჯენისთან ერთად. მაშინ, როცა საბოლოოდ გაიკეთა მაკიაჟი და ამაყად ჩაიხედა სარკეში პატარძალმა, ქალაქი ბურუსმა მოიცვა. მძიმე ნაბიჯებმა დაამშვენა დროგოების სახლი და ამ ნაბიჯებთან ერთად, თეთრ მოსასხამში გამოწყობილი ვლადი გაჩნდა ყურადღების ცენტში.
- მამიკო! - დაიყვირა პატარა ჯენიმ. დიდი ხნის უნახავ საყვარელ მამას ყელზე ჩამოეკიდა და იმედი ჰქონდა, რომ არც არასოდეს ჩამოეხსნებოდა.
ბავშვის მოფერება უნდოდა, მთელი გულით, თუმცა თეთრ კაბაში გამოწყობილი მარიანა დაინახა და გაშეშდა.
„კარმილა“ - გაიფიქრა ვლადმა. გეგონება, არაფრით ჰგავდა, თუმცა ახლა შეეძლო დაეფიცებინა, რომ ერთ განსხვავებასაც ვერ პოულობდა მათ შორის.
- გამარჯობა მამა - ქალის ხმაში სიმკაცრე გარეულიყო. და აი, კიდევ, კიდევ კარმილა ჩქეფდა მასში.
- რა ლამაზი ხარ მარიანა - აღმოხდა კაცს, სუნთქვა შეეკრა.
- რამე ახალი თქვი - ამოისლუკუნა კატალინამ და ჩანთიდან კიდევ ერთი ხელსახოცი ამოიღო.
- ყურადღებას ნუ მიაქცევთ, დილიდან ასეა - მხარზე ხელი მოუცაცუნა დეიზიმ.
- გაბრიელი სადაა? - იკითხა ვლამდა.
- ეგ ოთახიდან არ გამოდის. კოლექტიური დეპრესია აქვთ დის გათხოვების გამო.
- მე მიხარია - უდარდელად წარმოთქვა ბავშვმა. - მთავარია, შენ და დეიზი არ გათხოვდეთ.
- ჩემი გაუთხოვრობის პირობას ნამდვილად გაძლევ - გაეცინა ვლადს. მერე დეიზის ეჭვისთვალით გადახედა. არ მოეწონა, რომ მასთან ერთად სხვაც გამოჰყო ბავშვმა.
დეიზის ის არ მოეწონა, რომ ვლადიც გამოარჩიეს.
- ჩემი გოგოები - კატალინა, მარიანა და ჯენი მკლავებში მოიმწყვდია კაცმა, ერთიანად ჩაეხუტა.
- მამა, კაბას დამიჭმუჭნი - როგორც იქნა, მარიანამაც გაიცინა და მერე მოულოდნელად, ისევ შეკრა წარბები - ეს რა ჯანდაბაა? - თითი გაიშვირა ვლადთან ერთად მოსული კიარასკენ.
- ეს კიარაა.
- ვიცი, ვიცნობ კიარას - წარმოთქვა მარიანამ, მერე მამამისს ხელი ჩაავლო და პატარა საკუჭნაოში სულ ძალით შეიყვანა - შეგიძლია ამიხსნა, რანაირადაა ცოცხალი?
კარში კატალინა და გაბრიელიც შემოიყუჟნენ.
- შვილო, რა სიურპრიზია? - სახე გაუბრწყინდა გაბრიელის დანახვისას.
- სიურპრიზი? და შვილო? მე მეგონა, იმდენად მიჰყავი ხელი ფემინიზმს, რომ ვაჟს აღარ აღიარებდი.
- გაღიარებ, მაგრამ ჯერ კიდევ გაცოფებული ვარ შენზე!
- ვითომ რატომ?
- შენ აამხედრე ეს ბავშვები. არავინ არსად გაიქცეოდა, რომ არა შენ!
- რას ვიზამთ, ერთი რებელა ყოველთვის გაერევა ხოლმე ბავშვებში.
- მეორე რებელა თავად შენ ხარ! - მიახალა კატალინამ - კიარა გადაარჩინა ბიჭმა. ჩვენ მაგას დედას არ დავუძახებთ!
- ნუ მაცინებ კატა, შენ გგონია, რომ რამე რომანტიკული მიზეზებით გადავარჩინე?
- აბა, ამ სიბერეში, გაკეთილება გადაწყვიტე?
- უბრალოდ, შეიცვალა. აურორას არაფრით ჰგავს.
- ამ კაცთან საუბარს აზრი არ აქვს - გარეთ გამოვიდა პატარძალი და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მერე თავის ოთახში შევიდა. - ისევ ისუნთქე, ღრმად ისუნთქე - ამხნევებდა საკუთარ თავს. გულის ადგილას, რაღაც პატარა ნაწილი გადამეტებულად ბობოქრობდა. ზოგჯერ, გარჩევა უჭირდა, ბედნიერებისგან ღელავდა ასე თუ რაღაც სხვა შეგრძნებისთვის უნდა დაებრალებინა.
ჰაერი არ ყოფნიდა.
სარკეში ჩაიხედა, საკუთარ თავს დააკვირდა.
რა უცნაურია, რომ გადაპრანჭვაზე მეტად, ჩვეულებრივი ტანსაცმელი უხდებოდა.
სარკეზე წითლად გამოისახა წარწერა: „თუ გინდა, რომ ქრისტიანო დღეს არ მოკვდეს, ქორწილი ჩაშალე“ და შემდეგ ისე სწრაფად წაიშალა, რამდენიმე წამი, გააზრებისთვის დასჭირდა.
ოთახიდან თავი ნელა გაჰყო და დეიზის შეხედა.
- შეგიძლია, შემოხვიდე?
- რა თქმა უნდა - ჯადოქარი მიხვდა, რომ მარიანას თავს რაღაც ვერ იყო რიგზე. - მშვიდობაა?
- გაპარვაში უნდა დამეხმარო - წარმოთქვა და მიხვდა, ხმა უკანკალებდა.
- რაა?
- გაპარვაში თუ არ დამეხმარები, პარკერი ქრისტიანოს მოკლავს. - აღმოხდა შედარებით ხმამაღლა, საკუთარი ყურის გასაგონად. საშინლად ჟღერდა ეს სიტყვები. იმის მაგივრად, რომ პარკერი ასეთ მნიშვნელოვან დღეს გვერდით ჰყოლოდა, საქმროს მოკვლით ემუქრებოდა.
- კარგი, კარგი... ჯანდაბა! არადა, რა ლამაზად მოვრთე დარბაზი, ქრისტიანომ შენი საყვარელი ბენდი დაიქირავა.
- ნუ მეუბნები მაინც - გული აუჩუყდა მარიანას და ეგრევე ტირილი მორთო.
- ვერანაირად ვერ შევაჩერებთ პარკერს?
- ვერა. შენზე ძლიერია. ტიპი ჯოჯოხეთიდან გვაკონტროლებს.
- მაშინ... - ამოიოხრა დეიზიმ და ფანჯარა გააღო - მე გადავიპარები და მერე დაგიჭერ.
- ოცი კილო ხარ დეიზი, რას დამიჭერ? - გაეცინა მარიანას. მერე მოჰკიდა დეიზის ხელი და თავისი ვამპირული სისწრაფით დაეშვა ძირს.
- დამავიწყდა, რომ ადამიანი კი არა, მეჯიქ ბულეტი ხარ.
- არ მჯერა, არ მჯერა, ჩემი საყვარელი კაცისგან გავრბივარ - მარიანას ცოტათი ჩამოშლოდა ვარცხნილობა. დეიზი კი ფიქრობდა, რომ ასეთი სასოწარკეთილი და ცოტა აწეწილი მარიანა იმაზე მიმზიდველი იყო, ვიდრე ნებისმიერი ქალი სამყაროში.
- ყველაფერს ავუხსნით საბოლოოდ და ძალიან კარგად დასრულდება ეს ამბავი, აი, ნახავ. ახლა უნდა ავახვიოთ, სანამ მიხვდებიან, რომ გაიპარე. უბრალოდ, უნდა მოვიფიქროთ ასახვევი ადგილი.
- ერთი იდეა მაქვს - ისევ სტაცა ხელი და გაბრიელის მანქანაში ამოაყოფინა თავი. - ჯადოქრის კვალობაზე, კარგად იტან სიჩქარეს. შენს ადგილას, სხვა რწყევით გასკდებოდა.
- ხომ არ დაგავიწყდა, ვისი შეყვარებულიც ვარ? ჯანდაბა, ჩემთვის რომ ვინმეს გაბრიელის მიტოვება ეიძულებინა...
- ჰო, წარმოსადგენადაც ცუდია ხომ? - ისევ ტირილი მოუნდა მარიანას, მაგრამ თავი შეიკავა. ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ქრისტიანო, საკურთხეველთან დადგებოდა მომთმენი, დინჯი სახით და თან თავის მშვენიერ ხელჯოხს დაეყრდნობოდა.
იდგებოდა რამდენიმე წუთს.
შეიძლება, ნახევარი საათიც მდგარიყო.
მერე გაბრიელი შემოვიდოდა, გვერდზე გაიყვანდა და ეტყოდა, შენი საცოლე გაუჩინარდაო.
მარიანამ ისტერიულად ურტყა ხელები საჭეს და თან ცოტახანს ხმის ჩახლეჩვამდეც იღრიალა.
- კარგი დაწყნარდი მარიანა, დაწყნარდი, შემომხედე და ღრმად ისუნთქე.
- ამდენი ღრმად სუნთქვისგან ყველაფერი ტრიალებს უკვე.
- მაშინ მითხარი, სად მივდივართ?
- არ ვიცი. იდეები მანქანაში გამითავდა.
- მოდი, ჩემი და გაბრიელის საიდუმლო სახლში წავიდეთ.
- ოჰო, საიდუმლო სახლი გაქვთ?
- კი. აურორას მანდ ვემალებოდით.
- და ყველგან თქვენი შიშველი ტ*აკების კვალია?
- ცოტათი.
- ჯანდაბას!
* * *
საპატარძლო კაბის თრევა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ბოლოები გაშავებოდა ამდენი სირბილის და ფანჯრიდან ძრომის გამო. სახლში შესვლა დააპირეს, მაგრამ კარი ღია დახვდათ. ორივე საბრძოლო პოზით, ფეხისთითებზე შემდგარი შევიდა. თავდასხმისთვის მზადება უკვე სისხლში ჰქონდათ.
მაგიდასთან პარკერი იჯდა, ფინჯან ყავას შეექცეოდა და მარიანას არ აშორებდა მზერას.
- გამარჯობა წითურებო - იჯდა თავისი ეშმაკური ღიმილით. იღიმოდა როგორც უწინ და მარიანა ხვდებოდა, მის თვალებში ძველებური დემონები კიაფობდნენ, თუმცა ასმაგად ძლიერები იყვნენ ახლა. შეჰყურებდა პარკერს...
თითქოს არც არასოდეს წასულიყო ან შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებულს მიამსგავსა.
როგორ უნდოდა მისი სიძულვდილი.
მთელი გზა, თავის გონებას პარკერის შეძულებისთვის ამზადებდა. ათასი მიზეზი ჰქონდა ამისათვის.
თუმცა ეს ათასი, პარკერის ერთმა მიზეზმა გადასწონა და ესეც ბიჭის თვალები აღმოჩნდა - ეშმაკური ბოროტებით აღსავსე, სამყაროს აღსასრულისთვის მუდამ მზადყოფნაში მყოფი მისი თვალები. მაგრამ ძველებური სილაღე სანამ ჯერ კიდევ ფეთქავდა მასში, ეგებ არ იყო ყველაფერი დაკარგული?
კაცი წამოდგა, ნელა მიუახლოვდა ძველ მეგობარს.
- მოგენატრე? - ჰკითხა მან.
ქალმა პირი გააღო, რაღაცის თქმა უნდოდა, ხმა ჩაუწყდა. სიტყვებს ვეღარ მოუყარა თავი, თუმცა არ დაბნეულა. გაშლილი სილა მთელი ძალით მოუქნია და ლოყაზე ხუთივე თითის კვალი დაატყო.
- რა თქმა უნდა, მოგენატრე - გაეღიმა პარკერს და ნატკენი სახე მოსრისა - მე საერთოდ არ მომნატრებიხარ, ოდნავადაც კი.

№1  offline წევრი კირა

ძაალიან არ მყოფნის და უფრო და უფრო ბევრი ახალი თავი მინდა და თანაც მალმალე:)))

№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

კირა
ძაალიან არ მყოფნის და უფრო და უფრო ბევრი ახალი თავი მინდა და თანაც მალმალე:)))

მალე დაიდება აწი, სანამ იზოლურებული ვარ :დდ ძირითადად, ვჭამ, ვწერ, ვჭამ, ვკითხულობ, ვჭამ, მძინავს :დდ

№3  offline წევრი nigita

ძალიან კარგია, ერთი კიარას ცოცხლად დატოვება არ მომეწონა არ მომდის თვალში და მომკალი თუ გინდა...

ძალიან მომწონს როგორც ვითარდება მოვლენები, მაგრამ ვერ არ მომდის თვალში კიარა და მომკალი თუ გინდა :დ რაღაცნაირი შემეტენეა ტვინსო ღუნავს და ბოლოს ლიჟბი მოიშორო ტიპაჟია...

№4  offline წევრი haddes

ძალიან მომეწონა თუმცა მეცოდება მარიანა და განსაკუთრებით კრისტიანო❤ აი პარკერი კი საკაიფო როჟაა❤ვლადის და კიარას წყვილზე თავიდან გული დამწყდა მეთქი როგორ გაიმეტა სიკვდილისთვისთქო და თურმე სად ვარ ჯერ❤აი უბრალოდ ვგიჟდები ამ ორზე❤

№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

nigita
ძალიან კარგია, ერთი კიარას ცოცხლად დატოვება არ მომეწონა არ მომდის თვალში და მომკალი თუ გინდა...

ძალიან მომწონს როგორც ვითარდება მოვლენები, მაგრამ ვერ არ მომდის თვალში კიარა და მომკალი თუ გინდა :დ რაღაცნაირი შემეტენეა ტვინსო ღუნავს და ბოლოს ლიჟბი მოიშორო ტიპაჟია...

რა არის იცი? ერთი შემეტენე ფსიქოპატკა პიროვნება ყველა სასტავში საჭიროა :დდდ მე მიყვარს კიარა და რა ვქნააა :დდდ

haddes
ძალიან მომეწონა თუმცა მეცოდება მარიანა და განსაკუთრებით კრისტიანო❤ აი პარკერი კი საკაიფო როჟაა❤ვლადის და კიარას წყვილზე თავიდან გული დამწყდა მეთქი როგორ გაიმეტა სიკვდილისთვისთქო და თურმე სად ვარ ჯერ❤აი უბრალოდ ვგიჟდები ამ ორზე❤

მეც მეცოდებიან, თუმცა პარკერის დაბრუნებას რაღაცა ინტრიგა და ხალხის გაუბედურება ხო უნდა მოჰყოლოდა? ჰოდა მოვაყოლე, სხვა რა გზაა

№6  offline წევრი haddes

ხო ვიცი რომ უნდა მოყოლოდა და წარმომინდგენია ქრისტიანოს გაგიჟებაც.❤ ისე მარიანას თუ არ უნდა გამოუშვი ჩემსკენ არ გეტყვი უარს❤ :D

№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

haddes
ხო ვიცი რომ უნდა მოყოლოდა და წარმომინდგენია ქრისტიანოს გაგიჟებაც.❤ ისე მარიანას თუ არ უნდა გამოუშვი ჩემსკენ არ გეტყვი უარს❤ :D

მარიანას კი უნდა, მარა რა ქნას :დდ უი, ჰადეს, შემდეგ თავში შენც გახსენებ

№8  offline წევრი haddes

ენ ჯეინი
haddes
ხო ვიცი რომ უნდა მოყოლოდა და წარმომინდგენია ქრისტიანოს გაგიჟებაც.❤ ისე მარიანას თუ არ უნდა გამოუშვი ჩემსკენ არ გეტყვი უარს❤ :D

მარიანას კი უნდა, მარა რა ქნას :დდ უი, ჰადეს, შემდეგ თავში შენც გახსენებ

ვაიმეე რა პატივია❤❤მოუთმენლად ველი❤❤

№9 სტუმარი მარგარეტი

ვაიმე კიარა მიყვააარს:დ ვიცოდი რომ არ მოკლავდი. სიკეთის განსახიერება ხარ:დ ქვეყნიერების ანგელოზი და ა.შ.
ნეტავ ოდესმე თუ მორჩება ეს ბიჭი ამ უაზრო ტრ*აკის თამაშს(( უყვარს მარიანა თუ რა ჯანდაბა ხდება?
მგონი ვლადმა და ქრისტიანომ პირი შეკრეს, ამასთანავე ამ ჭინკა კაცმა ძალიან კარგადაც იცოდა რომ ეს ჩვენი აწ უკვე მიტოვებული კაცი მაქცია იყო, მაგრამ არ მოკლა, რადგან პარკერის მარიანასთვის ჩამოცილებაში დახმარებოდა. ხოდა ახლა პარკერს შურისძიების წყურვილი კლავს და ჰოოპ ბრაზილიური სერიალიც გამოცხვა:დ
ისე მაგარი იქნებოდა. არა, რამე ხომ უნდა ვიფიქრო? როგორც გუშინდელ სიზმარს ვერ გავიხსენებ (გუშინდელი კ იარა დღევანდელი არ მახსოვს) ისე ვერ გავიხსენებ რა თეორიები მქონდა შემუშავებული:დ
ველი შემდეგს.

№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარგარეტი

აუ ხოო, რა ვქნა, ვერ გავიმეტე. სხვა თეორიებს რაც შეეხება, მალე დავწერ მეორე თავს და ნახავ :დდ მე გუშინდელი სიზმარი მახსოვს, რაღაცა საშინელება დამესიზმრა, მოყოლითაც კი მრცხვენია ისეთი უბედურება ვნახე

№11 სტუმარი მარგ

არვიცი ასეთი რა დაგესიზმრა, მაგრამ ყველა სიზმარი ჩვენი ქვეცნობიერიდან მოდის და ამიტომ მოეშვი საშინელებებს ფიქრს და არც დაგესიზმრება. ნუ ახლა წინასწარმეტყველი და შამანი თუ არ ხარ გაამართლებს:დ
ბლოგზე ენ ჯეინით ხარ თუ როგორ? ვერ ვიპოვე(

№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარგ

არ ვიცი, აქ დაწერის უფლება თუ მაქ და პირად წერილებში მოგწერ კაი?

სტუმარი ყოფილხარ -_-

№13 სტუმარი სტუმარი მარი

აუ ძალიან დამაინტერესა. ???????????? შეგიძლია დააკომენტარო? ან რო ატვირთო საიტზევე

№14 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

ვიცოდი კიარას რო არ მოკლავდი ;დდდ რაღაცნაირად მევასება <3
როგორც იქნა ჩემი პარკერიც მოვიდაააა ^_^

№15  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი მარი

საიტის წესებშია რომ არ გვაქ სხვა საიტების დაფიქსირების უფლება და ფბ-ზე რომ მომწერო?

სტუმარი მოიისფრო
ვიცოდი კიარას რო არ მოკლავდი ;დდდ რაღაცნაირად მევასება <3
როგორც იქნა ჩემი პარკერიც მოვიდაააა ^_^

ვერ გაავიმეტე და რა ვქნააა :დდ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent