შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენოდ მგონი მოვკვდები - { თავი 4 }


24-03-2020, 20:37
ავტორი Cassia
ნანახია 519

‒‒‒
_ელეონორამაც კაბა გაიხადა, დამიანეს ლურჯი ზედა გადაიცვა რომელიც მუხლამდე სწვდებოდა და საწოლზე გადაფენილ კაბას გახედა.
კარადის უჯრები ფრთხილად დახსნა და შავი ყუთიც იპოვა რომლებშიც რაღაც ნივთები ეყარა, შიგნით კაბა ჩაკეცა, კარადის ერთ-ერთ განყოფილებაში შედო და ოთახი დატოვა.
კიბეებს ჩაუყვა და შუაში წამით შედგა როცა დივნის უკანა მხარეს მიყრდნობილი დამოანე დაინახა. მანაც ზუსტად მაშინ გაიხედა, თითქოს იგრძნოო და დივანს მოშორდა.
_აღმოჩნდა რომ სახლში მხოლოდ მაკარონია, და თუ პიცა გიყვარს შეგვიძლია პიცა შევუკვითე, კარტოფილთან და ბურგერებთან ერთად...
_კარგი, კარგი გიქნია... - მის წინ შედგა ელეონორა და როცა მზერა ერთმანეთს გაუსწორეს კარზეც ზუსტად მაშინ გაისმა გაბმული კაკუნი და შემდეგ ისევ სიჩუმე.
_მგონი უკვე მოიტანეს. - თქვა ელემ და მის მუქ სფეროებს მზერა მოაშორა დამიანე კი კარიაკენ დაიძრა.
ელეონორა დივანზე მოკალათდა, ცოტა ხანში კარის მიხურვის ხმაც გაისმა.
ჭამის შემდეგ ელეონორამ დივანს იდაყვით დაეყრდნო, თავი ზედ ჩამოსდო და მისგან ოდნავ მოშორებით დამიანეს გაუსწორა მზერა.
_ჩემი ოჯახის ნახვა მჭირდება. - თქვა ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ. _ და ჩემი ნივთებიც... - დაამატა ცოტა ხნის შემდეგ და ტანზე სიცილით დაიხედა დამიანესაც გაეღიმა.
_კარგი. მაგას მოვაგვარებთ, მაგრამ მანამდე ჩემი პირობა უნდა შევასრულო. - დაიწყო დამიანემ. ეტყობოდა რომ ის რაც გოგონასთვის უნდა მოეყოლა, მისთვის სულაც არ იყო მარტივი და ცდილობდა სიტყვები შეერჩია დასაწყებად...
*
7 წლის წინ, 2014 წელი.
ოთხი ხდებოდა უკვე წაბლისფერთმიანი ლურჯთვალება გოგონა კი პარკში იჯდა გრძელ სკამზე და აქა-იქ მოსიარულე ხალხს აკვირდებოდა
_მოვედი, მოვედი - მხრებზე ხელი დაადო იმ დროს გრძელთმიანმა მაღალმა ბიჭმა.
_სანდრო! - გაუღიმა გოგონამ
_აბა? რა ხდება? როგორ ხარ? - გაუცინა ბიჭმა. _მაპატიე დავიგვიანე ცოტა.
_არა უშავს. _შესცინა გოგონამ, შემდეგ სხვა და სხვა თემები განიხილეს და კარგადაც იცინეს.
ცოტა ხნის შემდეგ კი გადაწყვიტეს რომ ფეხით გაევლოთ და ასეც მოიქცნენ.
_ხოდა ასე იყო და... ჰეი! - მკლავში ოდნავ მოქაჩა სიცილით აშკარად სადღაც ფიქრებში ჩაძირულ სანდროს.
_მაპატიე ჩავფიქრდი. - გამოხედა ბიჭმა ტუჩებზე მოფენილი ღიმილით.
_რა გჭირს დღეს ძალიან დაფრინავ და ვხედავ ღიმილსაც ვერ იშორებ, ბატონო ალექსანდრე შეყვარებული ხომ არ ხარ შემთხვევით? - სიცილით ჰკითხა ნუცამ და გზა გააგრძელა, სანდრო კი იქვე შედგა და რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, როცა ნუცა მიხვდა რომ ბიჭი უკან აღარ მოჰყვებოდა მისკენ გაკვირვებული შებრუნდა და ხელში მოცინარი სანდრო შერჩა.
_სიმართლე გითხრა კი, ნუც კი! შეყვარებული ვარ. - უთხრა ყურებამდე გაღიმებულმა და ნუცას ჯერ ლოყებზე წაეთამაშა პატარა ბავშვივით, მერე კი გულში ჩაიხუტა. _ ოღონდ ამაზე ჯერ ბიჭებისთვისაც კი არ მითქვამს, შენ პირველი ხარ ვინც ამაზე გაიგო. - ეუბნებოდა პარალერულად. - გოგონამ თვალზე მომდგარ ცრემლებს გადმოსვლის საშუალება არაფრით არ მისცა და სანდროს გაუღიმა.
_რა ჰქვია? ვინ არის? - ჰკითხა და თან ცდილობდა თვალებში არ შეეხედა.
_მარიამი ქვია, ჩემი მარამი... ლექციაზე გავიცანით ერთმანეთი, მერე კი... - სახეზე ღიმილს ვერ იკავებდა ბიჭი.
_დიდი ხანია რაც ერთად ხართ?
_ერთად?... არა ამის შესახებ დღეს ვუთხარი, ახლა! სულ ცოტა ხნის წინ და პირველი ვისაც ამის შესახებ ვუთხარი შენ ხარ. - უთხრა ღიმილით.
_და ანუ მასაც...
_აღმოჩცდა რომ ჰო.
_ძალიან კარგია ის... ძალიან ბედნიერი იქნება შენს გვერდით.
_სიყვარულო გოგო. - დბილი მზერა ესროლა სანდრომ.
ერთად კიდევ იყვნენ ცოტა ხანს, მაგრამ ნუცას თავის შეკავება უფრო და უფრო უჭირდა ამიტომ:
_წავალ მე უკვე, შეიძლება დედას რამე დასჭირდეს და თან, უკვე დიდი ხანია რაც აქ ვარ. - თქვა ბოლოს.
_კარგი წამოდი მიგაცილებ მაშინ.
_არა სანდრო არ არის საჭირო ჩემით წავალ მადლობა. - მკრთალად გაუღიმა.
_კარგი მაშინ. როგორც გინდა, ისე დედა ხომ კარგადაა?
_ახლა კი, ცოტა შეუძლოდ იყო ახლა ჩემი ძმა დარჩა მასთან.
_გასაგებია.
_კარგი, ნახვამდის. - მხარზე ხელი მიადო გოგონამ და სახლის გზას დაადგა.
ცრემლებმა დენა როდისნდაიწყეს არ იცოდა, რატომ იფიქრა რომ სანდროს ის სხვანაირად უყურებდა და მასში მხოლოდ მეგობარ გოგოს არ ხედავდა? იმიტომ რომ თვითონ იყო ასე?... თავში უამრავი ფიქრები ერეოდა, ცუდად იყო, მას ხომ სანდრო... სანდრო...
კარი შეაღო და დედამისის ოთახიდან გამომავალი დამიანეც დაინახა.
_პატარა სად იყავი ამდენ ხანს? უკვე შვიდი ხდება. - შუბლზე აკოცა და სახეზე დააკვირდა. _რა გჭირს... ყველაფერი რიგზე გაქვს? - წარბები შეჭმუხნა და თითები ნიკაპზე მოსდო.
_კარგად ვარ დამი - გაუღიმა.
_ნუცი...
_უბრალოდ დედას ვნახავ და მერე რამეს გავაკეთებ რომ ვჭამოთ კაი? - უთხრა და დედამისის ნატას ოთახისკენ დაიძრა.
მან ინსულტი მიიღო სამი წლის წინ... როცა დამიანე 16 წლის იყო, ნუცა კი თხუთმეტის. ამის შედეგად კი მარჯვენა ხელ-ფეხს ვეღარ ამოძრავებდა.
დედა ინახულა, რომელსაც ჩასძინებოდა შემდეგ სამზარეულოში გავიდა და საჭმელი მოამზადა.
_აბა როგორ ჩაიარა სტუმრობამ პოლიციაში? - გაუღიმა ნუცამ.
_გადასარევად, ძალიან კარგი იყო, კარგად გავერთეთ და თან ძალიან სასიამოვნოც იყო ყველაფრის ნახვა.
_ხო რა თქმა უნდა, ეს ხომ შენი მომავალი პროფესიაა.
ჭამის შემდეგ ნუცა თავის ოთახში გავიდა ლეპტოპით ხელში, თან ლიზას წერდა თავის საუკეთესო მეგობარს რომ უნდოდა დალაპარაკებოდა.
ცოტა ხანში კარზე დამიანემ მიაკაკუნა.
_შეიძლება? - გაუღიმა ბიჭმა და ოთახში შეაბიჯა.
_რა თქმა უნდა.
_აბა? რა ხდება? სად დაიკარგე დღეს.
_არაფერი, მეგობრები ვნახე.
_ძალიან კარგი.
_პოლიციაში მუშაობას როდიდან შეძლებ?
_დიდი ალბათბით სადღაც ორ თვეში პრაქტიკები დაიწყება მერე კი ალბათ...
_სერიოზულად? ეს ხომ ძალიან მაგარია!! - გულწრფელად გაუხარდა გოგონას და ძმას ყელზე მოეხვია.
_ხოო ჩემო პატარა.
_დამი, - ახედა ცოტა ხნის სიჩუმის შედეგ მის კალთაში მოკალათებულმა.
_გისმენ. - გაუღიმა ბიჭმა
_რას გააკეთებდი რომ გცოდნოდა რომ ადამიანი რომელიც შენ გეყვარებოდა იგივე გრძნობით ვერასდროს გიპასუხებდა? - იკითხა გოგონამ და პასუხს დაელოდა. დამიანეს კი ბაგეები ოდნავ შეეხსნა და სას მოჭუტული თვალებით გახედა.
_მოიცა, შენ რა ვინმე გიყვარს? - წარბი აზიდა მან.
_არა, არა!! - უბრალოდ ვიკითხე! - თავი უარის ნიშნად გააქნია გოგონამ თან ეცინებოდა, ეცინებოდა ყალბი სიცილით...
_აბა რა გინდა? რა კითხვები გაწუხებს? რა კითხვებია ეს? - საწოლზე დააგდო და სემოდან დააწვა სიცილით.
_გავიჭყლიტე ბიჭოო!! - ფხუკუნებდა გოგონა და თან ფართხალებდა რომ როგორმე თავი გაენთავისუფლებინა.
სცადა... სცადა მაგრამ არ გამოუვიდა... დედამისთან იჯდა მის ოთახში და რაღაცაზე ესაუბრებოდა როდესაც თვალები იქვე ტუმბოზე დადებულმა წამლების ყუთმა მიიქცია ერთ-ერთი წამალის ყუთს თითები ფრთხილად შეახო...
_შვილო შეგიძლია... - გამოხედა ნატამ და მანაც ინსტიქტურად დაავლო პატარა კოლოფს ხელი და მუჭში მოიქცია, ისე რომ დედამისს ვერ დაენახა.
_ხო დე... რას ამბობდი?
_შვილო შეგიძლია წყალი მომიტანო? - ჰკითხა ხელ მეორედ ქალმა.
_რა თქმა უნდა! ახლავე. - უთხრა და ფეხზე წამოდგა, ოთახიდან გასულმა კი წამალი გრძელი მოსაცმელის ჯიბეში ჩაიდო და სამზარეულოში შევიდა.
_კარგი დიმა შეგიძლია გიოსაც გააგებინო, არა პრობლემა არაა. ხვალ გამოიარე მაშინ. კარგი კარგად. - გათიშა და თან გასაღები კარებში შეაცურა.
_დამი?
_ხო მე ვარ ნუცი, კარში შესულს მოემა ნუცას ხმა.
_დამი გშია?
_არა თემოსთან ვიყავით მე და ბიჭები, და საერთოდ თუ მომინდება გავიკეთებ მე თვითონ.
_კარგი მაშინ შეიძლება ცოტა ხანს ანისთან წავიდე?
_რა ხდება ისევ კაბაზე ვერ გადაწყვიტა გამოსაშვებისთვის რომელი უნდა და უცებ გადაწყვიტა რომ უნდა მოიფიქროს ახლა? მერე კიდე მეტყვი რომ გოგოები უცნაურები არ ხართ! - გაუცინა ბიჭმა.
_კარგი რა დამი! - თვალები დაუბრიალა ნუცამ.
_კარგი, კარგი მე დედასთან ვიქნები. ნუცამ თავისი მოსაცმელი საწოლზე დადო ტანსაცმელი გამოიცვალა ჯინსის შარვალი, თეთრი ზედა ჩაიცვა, "კუბოკრული" პერანგი მოიცვა კედები ჩაიცვა ჩანთა აიღო და ბინა დატოვა.
_ჩემო ლამაზო როგორ ხარ? - მოეხვია ანი, მისი საუკეთესო მეგობარი.
_კარგად გოგონი შენ?
_მეც არა მიშავს, წამოდი პარკში გავიდეთ. - შესთავაზა ბოლოს.
_მაგრამ ნუცა შენ იცოდი! იცოდი სანდრო ვისაც ხედავდა შენში!
_ჰო...
_იქნებ თვალი გაუსწორო ამას, რამს სისულელეს ხომ არ ჩაიდენ, უბრალოდ ყველაფერი კარგად იქნება, თან მე შენთან ვარ! - მოეხვია ანი. ნუცაც ნის მწვანე ნათელ თვალებს დააკვირდა და სევდიანად გაიღიმა ანისგან შეუმჩნევლად.
_კარგი, ავ მე ხო? აბა ზეგამდე! სკოლაში შევხვდებით, დედაჩემი დედულში მიმათრევს და... - თვალები აატრიალა ანიმ და გაიცინა, ნუცაც აჰყვა. _ მოკლედ დაგირეკავ მაინც აუცილებლად.
_კარგი. - გაუღიმა ნუცამ.
_კარგი მეგობარო მიყვარხარ! შენი ძმა მომიკითხე, - თვალი ჩაუკრა სიცილით და სადარბაზოსკენ წავიდა, ნუცასაც ეცინებოდა მანამ სანამ ანის ფიგურა არ მიიკარგა კიბეებში. სახლისკენ რამოდენიმე ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული როდესაც უკან შებრუნდა და სიარული საწინაამღრდეგო მიმართულებით გააგრძელა.
კორპუსში შეაბიჯა, კიბეები აირბინა და მეორე სართულზე ავიდა, თეთრი კარი მოძებნა და დააკაკუნა, ერთი ნაბიჯით უკან გაიწია, წამში კი საკეტის გაღების ხმაც გაისმა და სანდროც გამოჩნდა.
_ნუცა? - აღმოხდა გაოცებულს, თან გაუხარდა. _არ გელოდებოდი, სად დაიკარგე? - გაუღიმა და უკან გაიწია რომ ბინაში შეეპატიჟა.
_შემოდი. - უთხრა მხიარულად.
_არა, არა სანდრო.
_რამე მოხდა? - მოიღუშა ბიჭიც, _რა დაგემართა? ყველაფერი კარგადაა?
_სანდრო! სანდრო უბრალოდ ეს შენი ბრალი არ არის, ჩემი ბრალია... მე არ შემიძლია, უბრალოდ არ შემიძლია... მაპატიე გთხოვ და გახსოვდეს რომ შენი ბრალი არაფერი არაა. - არაფრის თქმის საშუალება არ მისცა თან სახეში არ უყურებდა ისე ელაპარაკებოდა.
_ნუცა ვერ გავიგე... რას გულისხმობ... - აშკარა დაბნეულობა გამოსახვოდა სახეზე სანდროს.
_კარგად იყავი სანდრო. - სახეში წამით შეხედა გოგონამ მერე კი უბრალოდ გატრიალდა და წავიდა, სანდრო კი დატოვა ასე... კარში გახევებული და წავიდა.
_მე მოვედი! - შესძახა სახლში დაბრუნებულმა.
_ნუცი სამზარეულოში ვართ! - მოესმა დედის ხმა. ცრემლები მოეძალა, მაგრამ თავი შეიკავა და ოთახში შევიდა. დედას ჩაეხუტა და გასწორდა.
_რატომ არის დამწვრის სუნი? - იკითხა ბოლოს.
_იმიტომ, რომ ბლითები გავაკეთე, მაგრამ ნახევარი დამეწვა.
_მაგარია! - გაეცინა ნუცას, მატაც იცინოდა.
_ნუ დამცინით. - წარბები შეკრა დამიანემ.
_კარგი გვაპატიე. _ გაუღიმა ნუცამ და ლოყაზე გემრიელად აკოცა. ნახევარი საათის შემდეგ კი ყველა თავის საძინებელში შეიკეტა...
_მოვალთ ოც წუთში.
_კაი ძმა გელოდები, - ჩასძახა დაჩიმაც და გათიშა თან სავარძელში მოკალათებულ დედას გაუღიმა და ნუცას საძინებლისკენ დაიძრა როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. უკან შებრუნდა და კარში დიმა შემოატარა.
_როგორ ხარ ძმა? გამრჯობა ნატა დეიდა! - მიესალმა ქალს, მანაც გაუღიმა.
_დიმა დაჯექი, მე ნუცას გავაღვიძებ და მოვალ.
_კარგი მიდი. - გაუღიმა ბიჭმა.
_ნუცი! ადექი გოგონი, ძილის გუდაა!! - თავზე ღიმილით დაადგა საწოლზე გაწოლილს. გოგონა არც კი შეტოკებულა.
_ჩემო პატარა გაი... - სახესთან მიტანილი ხელი დენდარტყმულივით გამოსწია უკან და წაბარბაცდა, ნუცა გაყინული იყო...
_ნუცა! - გაიმეორა და აკანკალებული ხელი სახეზე შეახო. _ ნუცა! ნუცა! - დაუძახა შედარებით ხმა მაღლა, თვალებზე ცრემლები მოაწვა, და ერთ-ერთი მათგანი ჩამოეპარა კიდევაც უწვერო ლოყაზე მაგრამ არა, არ უნდოდა გონებაში ის დაეშვა რასაც ფიქრობდა...
_გაიღვიძე - მეთქი ნუცა! - ხმაურზე ოთახში დიმა შემოვიდა.
_რა გაყვირებს ბიჭო! - საწოლზე გადაფარებული პლედიდან პატარა ცარიელი ყუთი გადმოგორდა და იატაკზე გადაგორდა...
_არა! არა, არა, ნუცა! - გულში ჩაიხუტა გოგონას გაყინული სხეული და ცდილობდა გაეთბო.
_დამიანე გაუშვი. - გაისმა დიმას გამტყდარი ხმა.
_არა ჩემო პატარა, არა... - თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა დამიანეს და მთელი ხმით იღრიალა რომ მწველი ტკივილი რომელიც სულს უხუთავდა როგორმე გარეთ გამოეშვა...
მაგრამ, აბა ასე მარტივი როდია...
*
სუნთქვა შეკრული, დაჭიმული უსმენდა, მის წინ მჯდომ თვალებ ჩასისხლიანებულ დამიანეს და ვერაფერს ამბობდა...
_ჰო, ჰო მე მინდოდა მაგ შენს სანდროსაც ისევე სტკენოდა გული, როგორც მე! მე მაგ შენს მარიამს არ მოვკლავდი, მაგრამ, სხვა თუ არაფერი იმას მაინც იგრძნობდა როგორია როცა საყვარელ ადამიანებს ზუსტად მაშინ გაცლიან ხელიდან როცა ყველაზე ნაკლებად ელი, ან... საერთოდ ელოდება ამას ვინმე?...
_დედაშენი...
_ხო, ისიც... ნუცას სიკვდილიდან ორი დღის შემდეგ შეტევა გაუმეორდა და... - კისერზე ძარღვები დაებერა დამიანეს.
_ახლა მიზეზი იცი...
_ვიცი ჰო, ვიცი უკვე, და ისიც ვიცი რომ სანდრო ეგეთი არაა! შენ რაღაც არა სწორად გაიგე! სანდრო ორ გოგოს ერთდროულად "იმედს არ მისცემდა" და მერე იმ ორიდან ერთ-ერთს სასიკვდილოდ არ გაწირავდა.
_არ დაიწყო ახლა რა! გამომართვი ეს და დაურეკე მშობლებს რომ კარგად ხარ, და რომ ხვალ მიხვალ.
_ესე იგი...
_ხო, მე ზემოთ ვიქნები, ბანაობა თუ მოგინდება სააბაზანო სადაცაა კი იცი. - ფეხზე წამოდგა და გოგონასთვის არც შეუხედავს ისე ავიდა მაღლა.
ელეონორამ კი ტელეფონი აიღო, ღრმად ამოისუნთქა ნომერი აკრიფა ტელეფონი ყურზე მიიდო და სუნთქვა შეკრული დაელოდა პასუხს.
_დიახ. - გაისმა ნანას ხმა
_დედა...
_ელე!? ელე! - ჩასძახა ტელეფონში ქალმა სიცილ-ტირილით.
_ელეონორაა? - სააბაზანოდან გამოვარდა ვახო.
_ხო, ხო! - სპიკერი ჩართო ნანამ
_მამი? - თვალები აუცრემლიანდა ვახტანგს, ნანას უკვე ცრემლები სცვიოდა.
_მამა. კარგად ვარ! არ ინერვიულოთ
_რა კარგად ხარ შვილო! არ გაგიტაცეს?!
_მე, გავთხოვდი. - თქვა ბოლოს.
_რ-რა ქენი? - გულზე ხელი იტაცა ნანამ.
_შვილო გაგიტაცეს, რა გათხოვებაზე ლაპარაკობ!
_აგიხსნით! ხვალ მოვალთ და აგიხსნით!
_მოხვალთ? - თავი წამოყო ვახომ
_ჰო მა,ახლა უნდა წავიდე. ხვალამდე, მიყვარხართ! _უთხრა და გათიშა.
_რა თქვა ნანა? - სავარძელში იჯდა გულზე ხელ მიდებული კაცი.
_გავთხოვდიო ვახო... - გვერდით მიუჯდა ქალი
_დაურეკე რატის დროზე!
*
_სააბაზანოდან ოთახში შევიდა და კარადასთან მდგარ დამიანეს გახედა.
_ელაპარაკე?
_ჰო... რადგან ყველაფერიბასე "გათვილი" გქონდა იქნებ ისიც იციდე რა უნდა ვუპასუხოთ მათ კითხვებს? ბატონო ქმარო. - ირონიულად გაუღიმა გოგონამ.
*
_დედა ხოარ დაგესიზმრათ რამე? - დაეჭვებით ახედა მათ რატიმ.
_რატი! კარგი რა! რა უნდა ვქნათ? - წინ და უკან სიარულს მოჰყვა ნანა.
_რა ვქნათ და დავხვდეთ დედა! ჩამჭრელ კითხვებზე შენ და ჩემი დის დაქალებმა იმუშავეთ! - ხელები გაშალა რატიმ და მერე სახეზე მოისვა. გაგიჟებამდე ისედაც ცოტა აკლდა, ახლა კი ერთადერთი რაც დარჩენოდა ხვალინდელი დღის ლოდინი იყო.
_რადგან ჩამოვყალიბდით ჩემო სიცოცხლე, მაშინ იქნებ დავიძინოთ უკვე? - ხელები გადააჭდო დამიანემ და ტუჩებზე მოთამაშე ირონიული ღიმილით ელეონორას გახედა.
‒‒‒
გელით კომენტარებში.



№1  offline წევრი sofo_sofia13

ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც საოცარი წვილი დადგებიან

 


№2  offline წევრი Cassia

sofo_sofia13
ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც საოცარი წვილი დადგებიან

ძალიანი, დიდი მადლობა!! blush
--------------------
როცა გაჩერება შეგიძლია, არ გინდა ხოლო როცა გაჩერება გინდა, არ შეგიძლია.

 


№3 სტუმარი 123

აუ აი ძაან მაგარია მოუთმენლ1დ ველი შემდეგ თავს

 


№4  offline წევრი Cassia

123
აუ აი ძაან მაგარია მოუთმენლ1დ ველი შემდეგ თავს

მიხარია რომ მოგწონთ, შევეცდები ბევრი არ გალოდინოთ. heart_eyes
--------------------
როცა გაჩერება შეგიძლია, არ გინდა ხოლო როცა გაჩერება გინდა, არ შეგიძლია.

 


№5 სტუმარი anna

ძალიან საინტერესოა, მალე დადე რა ახალი ❤️

 


№6  offline წევრი Cassia

anna
ძალიან საინტერესოა, მალე დადე რა ახალი ❤️

ვეცდები ყველანაირად heart_eyes blush
--------------------
როცა გაჩერება შეგიძლია, არ გინდა ხოლო როცა გაჩერება გინდა, არ შეგიძლია.

 


№7 სტუმარი სტუმარი Xxxx

dzalian momewona!!! velodebi shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent