შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი ამბები (20)


24-03-2020, 21:52
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 781

- ანუ ესაა ის იდიოტი? - ჰკითხა დეიზიმ.
- ჰო.
არც აცია, არც აცხელა და ახლა ამან შემოარტყა მეორე ლოყაში.
- გეყოთ, ხელების ქნევა! - გაბრაზდა პარკერი. მერე ისევ აუციმციმდნენ დემონები სახეზე - მარიანა რა გჭირს, რაღაცა ხასიათი გაქ წახდენილი.
- მაგ ცინიკურ სახეს აგახევ ერთხელ იქნება - მუშტი მაგრად დაახეთქა მაგიდაზე - როგორ ამოეთრიე ჯოჯოხეთიდან?
- იმდენი იწვალე შენი რიტუალებით, რომ ნელ-ნელა ჯოჯოხეთის კედლებმა ნგრევა იწყო. მერე წამოსვლის შანსი გამიჩნდა, ჰადესს ჩავაბარე იქაურობა და ამოვედი მაღლა. ცოტა სუფთა ჰაერს ჩაივუსნთავ და ისევ დავბრუბდები. როცა ყველას ცხოვრებას უნგრევ, მერე მოსაწყენია დედამიწა. მთავარი, პროცესია - წარმოთქვა დამარცვლით და ჩაიხითხითა.
- სულ დაბრუნდი? - ისე ჰკითხა, თითქოს მისი ტექსტი ცხოვრების დანგრევაზე, არც კი გაუგონია.
- ვნახოთ.
- ისევ გაყინული გაქვს გრძნობები?
პარკერმა მხრები აიჩეჩა.
მარიანა ნელა მიუახლოვდა.
- ლამაზი კაბაა - თვალი შეავლო ბიჭმა. მერე მის აბურდულ თმაზე გაეცინა - ირბინე?
- ნეტავ რატომ.
- როგორ თქვი? ოდნავადაც არ მომენატრეო?
- და რომ მომნატრებოდი, მერე რა? ქორწილი ჩაგიშალე და გძულვარ ალბათ.
- შენი შეძულება არ შემიძლია პარკერ. - მარიანამ ვერ მოითმინა, მთელი ძალით გადაეხვია მონატრებულ მეგობარს. პარკერს იშვიათი სურნელი ჰქონდა, აი, მთელს სამყაროში რომ მხოლოდ ერთს აქვს და ისიც, მას. - მინდოდა, ჩემს გვერდით ყოფილიყავი, საკურთხევლამდე მიგეყვანე, მეჯვარე ყოფილიყავი ან რამე ეგეთი სისულელე.
პარკერმაც მოხვია ქალს ხელები.
თმაზე უყნოსა...
- ეგ ვერასოდეს მოხდება - ჩასჩურჩულა ყურში, თითი გაატკაცუნა.
დეიზი უგონოდ დავარდა ძირს.
- რა გააკეთე? - შეშფოთებული მარიანა თავის მეგობართან დაემხო.
- გრძნობები გავუყინე. მემგონი, რაღაცნაირი კარმული ვალი გაქვს, რადგან არც ერთი მეგობარი გიჩერდება. გგონია, ისეთი სულელი ვარ, რომ ისევ მყვარებოდი? გეგონა, შენს ქორწილში ვიცეკვებდი, მერე ერთმანეთს თმას დავვარცხნიდით და ბალიშებით ვიომებდით? რა სულელი ხარ. ყოველთვის სულელი იყავი - გაეცინა კაცს და სახლიდან გავიდა.
დეიზიმ თვალები გაახილა.
წამოდგა და სიცილი აუტყდა.
- ვერაფერს ვგრძნობ - ხარხარებდა ხმამაღლა. - საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ. ღმერთო, ასე კარგად თავი არასოდეს მიგრძვნია. არც სიყვარული, არც იმაზე ფიქრი, ბავშვი კარგადაა თუ არა... საერთოდ არაფერი.
- ახლავე გონს უნდა მოხვიდე! რას ამბობ? გაბრიელი, გაბრიელი მაინც გაიხსენე. - გულისრევამდე აჯანჯღარა ჯადოქარი.
- ეგ საერთოდ იდიოტი გყავთ - კვლავ გადაბჟირდა.
- ამის დედაც! ამის დედაც! წყეულიმც იყავი პარკერ ჰოლმს! - ისეთი ინტონაციით წარმოთქვა, თავი ბრაზილიური სერიალის მთავარი გმირი ეგონა. ისე, რაღაც მომენტში, ჰგავდა კიდეც.
* * *

- შენ ამბობ, რომ პარკერი დაბრუნდა, ქრისტიანოს სიკვდილით დაგემუქრა და ამიტომ გაიქეცი? - გაოგნებული იმეორებდა ვლადი მარიანას მონათხრობს.
- ზუსტად!
- და მერე დეიზიც გაყინა? რას ჰქვია, გრძნობები გაეყინა? მე მას ვუყვარვარ - ვერ იჯერებდა გაბრიელი.
- მაპატიე, მეც მიჭირს ამისი წარმოდგენა, თუმცა ყველანი ფეხებზე ვკიდივართ.
- გაჩერდი! ჯენის გააღვიძებ და ეგ რომ გაიგოს, ძალიან ბევრს იტირებს - ყველა ააჩურჩულა ვლადმა - ჩემთვის მაინც გეთქვა, თავის ადგილას მოვსვამდი იმ რეგვენ ბიჭს.
- უხუცეს ჯადოქარზე მიიტანა იერიში და საკმაოდ წარმატებულადაც. შენი გრძნობების გაყინვაღა გვაკლდა. გრძნობიანმა ააოხრე მთელი სისხლის სავანე და უგრძნობი რაღას იზამდი.
- უკაცრავად საუბარში რომ გეჭრებით, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, ჩემი და სად ჯანდაბაშია? - იკითხა კიარამ.
- გაბრიელს დაშორდა და გულმოკლული წავიდა სხვა ქვეყანაში. გვეგონა, შენთან წამოვიდოდა - არ დაბნეულა კატალინა.
- რა უცნაურია.
- უცნაური ისაა, რომ ყველამ გააფრინეთ - ამ ფრაზით შემოვარდა კაენი და მარიანას წინ აიტუზა - რა მოგელდანდა, როცა დაჰკარი ფეხი და გაიქეცი?
- ჩემს დას ნორმალურად ელაპარაკე ბიჭო! - შუაში ჩაუხტა გაბრიელი.
- ყველანი შეშლილები ხართ ამ ოჯახში. კიდევ კარგი, შენი ფეხით წახვედი, თორემ მოუწევდა ქრისტიანოს სამუდამო წამება.
- გაჩერდი კაენ! - ახლა გაბრიელისა და კაენის შუაში კატალინამ ისკუპა.
- ველოდები, როდის ამომასხამს, რომ კედელზე მივასრისო ეს ძაღლი - თავის კანტურით გადაუჩურჩულა ვლადმა კიარას.
- რავიცი, ახლავე მიასრისე, ვინ რას გეტყვის? - კიარამაც უარესად შეუნთო ცეცხლი.
- არ მიეკაროთ! - იკივლა კატალინამ - შემომხედე - კაენის სახე ხელებში მოიქცია - ნუ ჭედავ ხოლმე პათოლოგივით, მოუსმინე, ეგება რას გელაპარაკებიან.
- იცი რაა? მგონი რაღაცა ტრადიცია გაქვთ, რომ ასე უნდა მიატოვოთ კაცები და სჯობს, დავშორდეთ, სანამ ეკლესიამდე და ჩემი გულის გატეხვამდე მისულა საქმე.
- ამას სერიოზულად მეუბნები?
- არა. უბრალოდ, შენც რამე მსგავს აპირებ?
- სულელო მგელო - კატალინა კაენს ჩაეხუტა - პარკერი დაბრუნდა, მარიანას ძველი მეგობარი, ქრისტიანოს მოკვლით დაემუქრა თუ არ ჩაშლიდა ქორწილს.
- სულ ესაა? - ერთმანეთს არ მოშორებულან.
- და დეიზისაც თავს დაესხა. პარკერი ძალიან საშიშია.
- მოიცადე, ასე ლაპარაკის უფლებას აძლევ და მერე ეხუტები? - ვერ მოითმინა ვლადმა.
- დიახ!
- არ მადარდებს, რაც ხდება. დეიზისთან მივდივარ - თქვა გაბრიელმა.
- ჩვენც მოგყვებით - შეუერთდენ დები.
- არა, ზედმეტად პირადულია, მარტო უნდა ველაპარაკო. - ჯიუტად დაადგა ჯადოქრების კვარტლის გზას. სანამ თავისი თვალით არ ნახავდა ან ყურით არ გაიგონებდა, ვერ იჯერებდა, რომ დეიზი ისეთი არ იყო, როგორც უწინ. - დეიზი, დეი! - დაუძახა მის სახლთან მისულმა, ქალს.
კარი ნელა გაიღო.
- ახლა ტვინი უნდა გადაღუნო? - გაეცინა ჯადოქარს.
- გეხვეწები, როგორმე დამიბრუნე ჩემი საყვარელი გოგო.
- შენს საყვარელ გოგოს ამოსუნთქვა სჭირდებოდა და ამოასუნთქეს. ვერც კი წარმოიდგენ, რამხელა შვებაა - იცინოდა ქალი.
თმა იმაზე წითელი გახდომოდა, ვიდრე ოდესმე, წითელი კაბა ეცვა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მისი მშვენიერი, ცისფერი თვალები ახლა ცეცხლისფრად ელავდნენ.
- ეს რა დაგმართა იმ ნაგავმა!
- ნაგავი ახსენე? - დეიზის სახლიდან პარკერი გამოვიდა და ქალის გვერდით ბედნიერად დადგა.
- ამას შენთან რა უნდა? - სიმწრისგან, ღრენაზე გადავიდა გაბრიელი.
- ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ორივეს დროგოები გვყვანან წარსულში და ცოტა დაგცინეთ კიდევ, თქვენზე მოსაწყენი ხალხი ჯერ არ გვინახავს.
გაბრიელმა ვერ მოითმინა.
პარკერს ეძგერა, კედელზე მიაგდო, ცალი ხელი ქეჩოში სტაცა და ჰაერში ასწია.
- სიკვდილი ვამპირს! - გაისმა ჯადოქრების ხმა.
ყველანი სახლიდან გამოვიდნენ.
პარკერი ისტერიულად იცინოდა.
- ეტყობა ვერ გაიგე. მე ჩემს სახლში ვარ. იქ, სადაც სულ ფეხებზე ჰკიდიათ, მაქვს თუ არა გრძნობები. მე ჯადოქრების ნაწილი ვარ.
დეიზის სახე შეეცვალა ვამპირზე დაგეშილი თავისი ხალხის დანახვისას.
- ანთენ! - წარმოთქვა და გაბრიელი შორს, ტყეში გადააგდო. ზუსტად ისე, როგორც თავიანთი პირველი შეხვედრისას.
- გაგიჟდი? თითქმის მომწყვდეული გვყავდა - ძირს დანარცხებული პარკერი წამოდგა და ტანსაცმელი გაიფერთხა.
- ვლადი ქალაქშია. მოდი, ნუ გავაბრაზებთ დროებით დროგოებს. - თავი იმართლა დეიზიმ.
- ვლადი ქალაქშია, მისი ყვავი კი გვითვალთვალებს - ხელი გაიშვირა სასაფლაოს ბიუსტზე შემომჯდარი რავენასკენ.
- ნუ მიყურებ ეგრე გაკვირვებული ბებიკო, ახლა ცუდი გოგო ვარ - დაუყვირა დეიზიმ რავენას.
- უნდა შევემზადოთ, ისინი ჩვენს დაბრუნებას შეეცდებიან - მიუგო პარკერმა.
- სიცარიელეს ვგრძნობ - თვალები დახუჭა ქალმა - და ეს სიცარიელე მავსებს. მინდა, რომ მთელი სამყარო სიცარიელემ მოიცვას...
- შენ უხუცესი ხარ დეიზი. ცოტა შავი მაგია და მართლა სიცარიელე მოიცავს ყველა კუთხე-კუნჭულს.
* * *
საკუთარი სახლის ბართან იჯდა მარიანა, ხელში ვისკის ბოთლი ეჭირა და ცოტ-ცოტას სვამდა. ჩაფიქრებული ჩანდა. იმდენად ჩაფიქრებული, რომ საკუთარი ოჯახის წევრებიდან, მხოლოდ ვლადმა გაბედა მასთან მისვლა.
- გამოვიცნო რაზე ფიქრობ? - ჰკითხა თავის ქალიშვილს.
- თავადაც არ ვიცი, რაზე ვფიქრობ. დაკარგულ მეგობრებზე? თუ საქმროზე, რომელსაც ჩემი დანახვა აღარ უნდა?
- საქმროდ ყოფნის ამაოება ისაა, რომ ადრე თუ გვიან, საყვარელ ქალზე განრისხება გადაგივლის და მხოლოდ გრძნობები დაგრჩება. ყველაფერი კანონზომიერად ხდება. შეიძლება გვძულდეს ის, ვინც გული გვატკინა, მაგრამ ეს სიძულვილი მარადიული არაა. სიყვარულია მარადიული.
- ქრისტიანო ჩემზე ამაყია.
- პარკერიც შენზე ამაყია.
- ჩამოთვალე ბარემ და დაამატე, მეც შენზე ამაყი ვარ, გაბრიელიც, კატალინაც, ჯენიც - გაბრაზდა მარიანა - საერთოდ, პარკერი რა შუაშია?
- სიგიჟემდე უყვარხარ.
- მამა, ნუ იგონებ რაღაცეებს!
- იმდენად უყვარხარ, მზადაა, მეგობრები ჩამოგაშოროს, ქორწილი ჩაგიშალოს. რამ გამოგასულელა ასეთი ჭკვიანი გოგო, რომ მთავარს ვერ ხედავ?
- მართლა სულელი ვარ, პარკერიც ზუსტად ასე ფიქრობს. შენ კი, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მეგობრობის არაფერი გაგეგება და ამიტომ გგონია, რომ ვუყვარვარ ან ვუყვარდი. კიარას მეგობრად რომ თვლიდე, მშვენივრად გაიგებდი, მაგრამ არ თვლი და ამიტომაა.
- მეგობარი კი არა, ჩემი შინაური ცხოველია - ძაან არხეინად გაეცინა კაცს.
- შინაური ცხოველი თუ მომინდა, ძაღლს ვიყიდი. შემარგე მეგობრების გამოტირება!
- ცოცხალია ორივე, ნუ დასტირი. დეიზის გადავარჩენთ და გონზე მოვიყვანთ.
- ოდესმე გრძნობებგაყინულებთან გქონია კავშირი?
- არა.
- აბა რანაირად მოვიყვანთ გონს?
- რავენა გავუშვი სათვალთვალოდ და ყველაფრის გასაკონტროლებლად. ბებიათქვენს ჩემზე უკეთესი გამოცდილება აქვს ეგეთ რამეებში.
- რა გამოცდილებაზე ლაპარაკობ მამა? ყვავია და საკუთარი თავისთვის ვერ უშველია - თვალზე მომდგარი ცრემლები მაჯით მოიწმინდა და მთელი ჭიქა ვისკი ისე გამოსცალა, თითქოს არაყს ურახუნებდა.
- ეგ არასოდეს აგრძნობინო! - არ ესიამოვნა ვლადს.
- კიდე მე რომ უნდა ვფრთხილობდე, ვინმეს რამე არ ვაწყენინო, მაგაზე ირონიული ჯერ არაფერი დამმართნია.
- პატარა გოგო, ერთი რამე დაიმახსოვრე - წარმოთქვა ვლადმა და თავისთვისაც დაისხა ვისკი - შენი დარდის ღირსი მეც კი არ ვარ და თუ მაინცდამაინც დარდი მოგინდება, და-ძმაზე იდარდე.
- გმადლობ, ძალიან მამა-შვილურ რჩებეს იძლევი.
- სადაა შენი და?
- აქ ვარ! - გამოვიდა კატალინა და მარიანას მიუჯდა გვერდით.
- როგორ გაბედე ძაღლის შეყვარება კატალინა? - ფეხზე წამოენთო კაცი.
- ერთ-ერთ ოთახში რომ კიარა შეგვისახლე, ეგ კარგად გაბედე და საკუთარი პირადი ცხოვრების უფლება არ მაქვს? თვალი გაუსწორე რეალობას! ერთადერთი ჯანსაღი ურთიერთობა მე მაქვს ამ ოჯახში. ბებია ქვრივი ყვავია, შენ ქვრივი ვამპირი ხარ გიჟი მეგობრით, გაბრიელის შეყვარებულს გრძნობები გაეყინა. მარიანათი კი თავისი საქმრო და პარკერი კავკასიურ ცარცის წრეს თამაშობენ.
- ეგეც მართალია - თავი დააქნია მარიანამ.
- ჯენია ყველაზე ჯიგრულად.
- გაიღვიძებს და აღარ იქნება - მწარედ წარმოთქვა ვლადმა - სისხლის სავანეშიც არ გამომყვება დეიზის გარეშე.
- დეიზი მეც მინდა. უკვე მენატრება. უცებ მომინდა, მომეყოლა, როგორ გამამწარა პარკერმა და მერე გამახსენდა, რომ პირველ რიგში, დეიზით გამამწარა.
- ნაგავი და ნა*იჭვარი ხალხი რომ იყინავს გრძნობებს, უფრო ნაგავი და ნაბ**ვარი ხდება - დაასკვნა კატალინამ.
- სოციალურ ქსელში, შენი გამონათქვამების გვერდი უნდა გავაკეთო. - გაეცინა მარიანას.
- გასაოცარი ამბები მაქვს - ნერვებმოშლილმა გაბრიელმა წიხლით გააღო სახლის კარი და ოჯახთან წარსდგა. სახეზე ფერი არ ედო. ასეთი გადაფითრებული არასოდეს ჰყავდათ ნანახი. - პარკერი ახლა ჯადოქრების კვარტალში ცხოვრობს და ძალიან ბედნიერია ჩემს შეყვარებულთან ერთად.
- რას ამბობ? - წამოხტა მარიანა.
- სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქროთ. თუ არადა, სელენას გავაღვიძებ და თავს მოვაკვლევინებ!
- დიდი მადლობა, ახლა შენი სუიციდური მუქარაღა გვაკლდა.
- მე მაქვს ერთი იდეა - ისეთი სახით თქვა გაბრიელმა, არაფერი ხეირიანის იმედი არ ჰქონდათ იქ მყოფებს. მერე მარიანას ტელეფონით დეიზის დაურეკა და ბარში ერთი-ერთზე სთხოვა შეხვედრა.
- გგონია, პრინცესას აკოცებ და ყველაფერი კარგად იქნება?
- კოცნით რომ გვარდებოდეს ეგ ამბავი, პარკერთან ერთ პროშნაობას აიტანდა მარიანა - გაეცინა კატას.
- გეყო! - ყელში ამოუვიდა მარიანას და ფეხზე წამოხტა - დავიღალე! - დაიღრიალა - აი, ძალიან დავიღალე, რომ გარეთ მეგობრები მიშლიან ნერვებს, შიგნით კი ოჯახის წევრები ცეცხლზე ნავთს მისხამენ.
- მაპატიე, უბრალოდ, ვიხუმრე.
- სახუმაროდაც არ მაქვს საქმე. კატალინა, ჯადოქართა კვარტალში მივდივართ!
- რისთვის?
- პარკერის საცემად!
- აი, ეს უკვე მომწონს - სიხარულით შესძახა ვლადმა.

* * *

ჯადოქართა კვარტლის კარიბჭის გაღება ხელის მარტივი მოძრაობით იყო შესაძლებელი, თუმცა ტყუპებმა გადაწყვიტეს, რომ თუ ჭექაქუხილსა და სულისშემძვრელ ხმებს დაურთავდნენ, უფრო ეფექტური იქნებოდა. ათსანტიმეტრიან ქუსლებზე შემდგარი დები სულ კაკუნით შევიდნენ შეშინებულ მოსახლეობაში.
- მომენატრა ვლადისეული ეფექტი - ბედნიერად წარმოთქვა კატალინამ.
- პარკერ, სად ჯანდაბაში ხარ? - იყვირა მარიანამ.
- მოიცადე, მოიცადე, აპირებ, რომ მე დამიპირისპირდე? - გულიანად იხარხარა პარკერმა - კიდევ ვერ მიხვდი? ეს ის ადგილია, სადაც ყველას მოვწონვარ. ერთის წინააღმდეგ თუ ხარ, გამოდის რომ ყველას წინააღმდეგ ხარ.
- რა გაეწყობა - მხრები აიჩეჩეს ტყუპებმა და ერთმანეთს ეშმაკურად გადახედეს.
- მე ამათ შევაკავებ, მანამდე კი შეგიძლია, შენს მეგობარს სიფათი გაუერთიანო - უთხრა კატალინამ თავის დას და ისე დაიღრიალა, ყურის ტკივილისგან ყველა მოკუნტული დაენარცხა ძირს.
- აბა, აბა, აქ რა გვაქვს? -მარიანას ხელის მარტივი მოძრაობით, პარკერი ჰაერში აღმოჩნდა, შემდეგ ქალის ფეხებთან დაეშვა. - დღეს ქორწინების ღამით უნდა ვტკბებოდე - მისკენ დაიხარა და თავი შეატრიალებინა - ხედავ შენს კლანს? სტკივათ და იტანჯებიან შენ გამო. ერთი რამე გამოგრჩა პარკერ. შენ შეიძლება კლანი გყავს, მაგრამ მე ოჯახი მყავს. ოჯახი კი გაცილებით ძლიერია.
- ვითომ? - გამაღიზიანებლად გაეცინა პარკერს - სიზან! - თქვა ხმამაღლა და მარიანაც ძირს დააგდო.
- შავი მაგია ხო? - ჰკითხა ქალმა.
- როგორც ყოველთვის.
- რავენას და დამპალი სელენას შვილიშვილი ვარ. ეგ არ გამოგრჩეს! - დედამისის დღიურიდან ერთი პატარა შელოცვა წაიჩურჩულა ქალმა და ძალაგამოცლილი პარკერი ზემოდან დაემხო მარინას სხეულს - ჯანდაბა, ძროხასავით მძიმე ხარ - ამოიკვნესა.
- შენ ქაჯი ხარ! - დაიღრიალა პარკერმა.
- შენ უდღეური იდიოტი! - წარმოთქვა და სახეზე ფრჩხილები ჩაარჭო. ბიჭმა განწირული ხმით დაიჩხავლა. - ხელები გაანძრიე პარკერ, არ გინდა, შენც მატკინო?
- კი - მხოლოდ თანხმობა გამოუცხადა. ქნევით კი ისევ მარიანა უქნევდა მუშტებს.
- ჰო და მიდი, გელოდები იდიოტო.
- მელოდები ჰო? იცოდე, ინანებ!
- უკვე ყველაფერს ვნანობ პარკერ.
- ამასაც ინანებ - თავი დახარა პარკერმა და მარიანას ტუჩებში აკოცა.
კატალინამ ბრძოლა შეწყვიტა, გაოგნებული მიაჩერდა ძირს მოხოხიალე წყვილს.
აღარც ჯადოქრები იბრძონდნენ, ისინიც დაბნეულები შეჰყურებდნენ ბიჭს, რომელსაც თითქმის ლიდერად თვლიდნენ.
მარიანა იმდენად გაკვირვებული იყო, ცოტახანს განძრევა და ფიქრი არ შეეძლო. გონს როცა მოვიდა, პარკერის ტუჩი კბილებში მოიქცია და მაგრად უკბინა.
- ქაჯო! - აღმოხდა ტუჩგახეთქილ ბიჭს.
- ჩვენ მეგობრები ვართ იდიოტო, მეგობრები! - დაუღრიალა ქალმა.
- კარგა ხანია, მეგობრობა შევწყვიტეთ - წამოდგა პარკერი.



№1  offline წევრი Gemini mood

Ukve agar mikvirs ratoa fsiqikurad sheshlili parkeri kaci daafrendzones da aba ra iqneboda :DD ....dzalian magari iyo parkeri magrad mevaseba hadesi ar amova jojoxetidaan?? Egec kai tipi iqne vgoneb

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Gemini mood
Ukve agar mikvirs ratoa fsiqikurad sheshlili parkeri kaci daafrendzones da aba ra iqneboda :DD ....dzalian magari iyo parkeri magrad mevaseba hadesi ar amova jojoxetidaan?? Egec kai tipi iqne vgoneb


იცი მემგონი ეს სიყვარულის კოცნა არ ყოფილა ბოლომდე. უბრალოდ მოაწვა ვნებები :დდ მაგაზე კიდე ცალკე მაქ რაღაცეები დასაწერი :დდ

 


№3 სტუმარი მარგარეტი

პარკერს რაღაც "ქალური" გამოხტომები აქვს. მაგარი ისტერიჩკა ტიპია:დ
აღარ ვიცი რისი მჯეროდეს და საერთოდ რა ვიფიქრო. ჯოჯოხეთიდან როგორ გამოიქცა ? ნუთუ ვლადის ხელი ურევია? ისე ვერ იტანს მგლებს რომ რავიცი...
მოკლედ, წინა და ამ კომენტარებიდან გამომდინარე არ ვიცი ვინ ვის მხარესაა, მაგრამ ვლადი რომ რაღაცას ჩალიჩობს და პატარა ბავშვით ონავრობს გული მიგრძნობს. ნეტავ თუ გამიმართლებს:დ
ისე ყველაფერში ეგ როგორ უნდა აფათურებდეს ხელებს ვააახ.
ამ ამბებში უილიამი კი გადამავიწყდა და მგონი შენც:დ
ველი შემდეგს.
პ.ს. ბლოგის მისამართი აქ გამომიგზავნე თუ არ შეწუხდები.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარგარეტი
პარკერს რაღაც "ქალური" გამოხტომები აქვს. მაგარი ისტერიჩკა ტიპია:დ
აღარ ვიცი რისი მჯეროდეს და საერთოდ რა ვიფიქრო. ჯოჯოხეთიდან როგორ გამოიქცა ? ნუთუ ვლადის ხელი ურევია? ისე ვერ იტანს მგლებს რომ რავიცი...
მოკლედ, წინა და ამ კომენტარებიდან გამომდინარე არ ვიცი ვინ ვის მხარესაა, მაგრამ ვლადი რომ რაღაცას ჩალიჩობს და პატარა ბავშვით ონავრობს გული მიგრძნობს. ნეტავ თუ გამიმართლებს:დ
ისე ყველაფერში ეგ როგორ უნდა აფათურებდეს ხელებს ვააახ.
ამ ამბებში უილიამი კი გადამავიწყდა და მგონი შენც:დ
ველი შემდეგს.
პ.ს. ბლოგის მისამართი აქ გამომიგზავნე თუ არ შეწუხდები.

ჩემო მარკარიტა, უილიამს თავისი დრო და ადგილი აქვს smiling_imp smiling_imp
მე რაღაცა ძაან მამაკაცური მგონია პარკერი როცა ვწერ და ამან ქალის გამოხტომებიო :დდდ ჩამიყარე ქალო წყალში ყველაფერი ? :დდ
http://thecastle.news.blog/

 


№5 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

დედაააა გადავფსიხდი!!!
ჯადოქართა კვარტალი თუ არ მოეწონება, ჩემი სახლის კარი ღიაა, უთხარი.
შენზე იზოლაცია მგონი უფრო კარგად მოქმედებს, მართლა გამოვშტერდი ისეთი თავი იყო

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი მოიისფრო
დედაააა გადავფსიხდი!!!
ჯადოქართა კვარტალი თუ არ მოეწონება, ჩემი სახლის კარი ღიაა, უთხარი.
შენზე იზოლაცია მგონი უფრო კარგად მოქმედებს, მართლა გამოვშტერდი ისეთი თავი იყო

მართლაა? მე კიდე მგონია რო მოვეშვი ამ ბოლო დროს :დდ გადავცემ აუცილებლად, დიდი მადლობა საყვარელოო <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

დღეს დადე ფლიიიზ ამ საგიჟეთში მარტო ეს ისტორია მამხნევებს და მავიწყებს ყველაფერს

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნინი
დღეს დადე ფლიიიზ ამ საგიჟეთში მარტო ეს ისტორია მამხნევებს და მავიწყებს ყველაფერს

აუუუ ნეტა აქამდე წამეკითხა. იცი რაა? თუ მოვასწარი, ან დღეს დავდებ ან ხვალ უეჭველი

 


№9  offline მოდერი Natsrisferi_grdznobebi

ამ გოგოს ამბები მიყვარს მე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent