შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომიშვი /2/


26-03-2020, 09:16
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 1 476

ეზოში იჯდა, ძილში ჩაფლული სამყაროს სიმშვიდე მალამოსავით ედებოდა აბობოქრებულ გულზე, ეზოს შემოსასვლის გაღების ხმაზე სმენად იქცა და მოჭუტული თვალებით მიაშტერდა მისკენ დაძრულ სილუეტს, სწრაფად იცნო და დამშვიდებული ფეხზე წამოდგა.
- ისევ არ გძინავს?
- ვერ ვიძინებ. - ახალგაზრდა ბიჭს ხელი ჩამოართა და მისთვის მოტანილი პაკეტიდან სიგარეტი ამოიღო. - როგორც კი ფეხზე დავდგები ყველაფერს დაგიბრუნებ.
- კარგი რა იო, დაივიწყე.
- არა მართლა. - ამჯერად ლუდის ბოთლები ამოალაგა ხის მაგიდაზე და ორი მათგანი ხელით გახსნა.
- ჯანზე ხარ ხომ იცი. - გაეღიმა სტუმარს და მისთვის განკუთვნილი ლუდი მოსვა.
- ჰო ძალა მერჩის. - გაეღიმა მესხს და სიგარეტს მოუკიდა.
- აქ როდემდე დარჩები?
- არ ვიცი მიშო. ერთი ორი დღეც და გავალ ქალაქში. დროა დაკარგული ცხოვრება დავიბრუნო.
- რას აპირებ?
- ჯერ არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა მესხმა და ლუდი მოსვა. - სამსახური მჭირდება.
- წერეთელს დაურეკე, წამრატებული კაცია, დარმწუნებული ვარ შეძლებს რამე მოგიხერხოს.
- წერეთელს ვერ დავურეკავ. - სახეზე მღელვარება დაეტყო მესხს.
- მისმინე მეგობარო, არ ვიცი მთელი ეს წლები სად იყავი მაგრამ დალხენილი ცხოვრება რომ არ გაგივლია ამას უთქმელადაც ვხვდები, თუ რამე გაქვს სათქმელი თქვი და მოგეშვება.
- კარგი ბიჭი ხარ მიშო მაგრამ პატარა ხარ იმისთვის რომ ჩემი ცხოვრების შესახებ გიამბო.
- კარგი რა. - გაეღიმა ბიჭს. - ეს შენთვისაა.
- რა არის? - ინტერესით გამოართვა იოანემ ბიჭს ფურცელი და მასზე კალმით დაწერილ მისამართს დახედა.
- თუ მისი ნახვა მოგინდება ამ მისამართზე იპოვი. - გულის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო მესხმა და თითებს შორის მოქცეული ფურცლის ნაგლეჯი წამებში დაკუჭა. შეკრული მუშტი შუბლზე მიიბჯინა და მზერა გაუსწორა მის წინ მჯდომ ახალგაზრდას.
- როგორ ცხოვრობს? - ტკივილი ამოაყოლა იოანემ ამ ორ სიტყვას.
- წარმატებული კარიერა აქვს, ექიმია, მარტო ცხოვრობს, გათხოვილი არ არის, ძალიან ლამაზია. - წამით სახე გაუთბა ბიჭს და ფიქრებს მიენდო.
- ეი ლაწირაკო. - ფეხი ჰკრა მესხმა ბიჭს. - არც იფიქრო.
- მაპატიე. - გაეღიმა მიშოს და ლუდი მოსვა. - ბევრი არაფერი ვიცი მის შესახებ მაგრამ რაც ვიცოდი გითხარი. რას ეკეთებ? - თვალები დაქაჩა მიშომ როდესაც მესხმა ფურცლის ნაგლეჯს ცეცხლი წაუკიდა.
- წარსული წარსულია და ის წარსულში უნდა დატოვო. დარდი და ფიქრი წარსული დღეების, ხელს უშლის ადამიანს ცხოვრების გზა განაგრძოს, არასდროს უნდა მოიხედო უკან, რადგან ყოველთვის აღმოაჩენ იქ ვიღაცას ან რაღაცას, რის გამოც მოგინდება უკან დაბრუნება. მე არ მინდა დაბრუნება.
- რა მოხდა შენს თავს იოანე?
- გარდავიცვალე.
- აბა ახლა მოჩვენებას ველაპარაკები? - გაეღიმა მიშოს.
- ჰო. - სიგარეტს ღრმად მოქაჩა მესხმა და დამწვარ ფურცელს მზერა გაუსწორა.
-----
უკვე გასასვლელად ემზადებოდა კაბინეტში რომ კარდიოლოგმა შემოჰყო თავი და საფირმო ღიმილი შეანათა ხალათის გახდით დაკავებულ წერეთელს.
- გადიხარ? - ზურგს უკან დახურულ კარს მთელი სხეულით აეკრო ვატო გოგავა და კმაყოფილმა თავიდან-ბოლომდე შეათვალიერა მის წინ მდგომი ქალი.
- ხო ვატო გავდივარ. დღეს რამდენიმე მძიმე პაციენტი მყავდა, ერთ მათგანს სხეულის იმდენი დაზიანება აღენიშნებოდა ძლივს ვარჩევდი საღ და დაზიანებულ კანის უჯრედებს, არაქათი გამომეცალა მისი სიცოცხლის გადასარჩენად ბძოლისთვის, ამას გარდა კიდევ იყვნენ რამდენიმე შედარებით მსუბუქი დაზიანების პაციენტები მაგრამ ვფიქრობ დღეს საკმარისად ვაფათურე ხელები ჩემთვის უცნობი ადამიანების სხეულზე.
- გაღიზიანებული ხარ. - გაეღიმა ვატოს და კართან მისულ წერეთელს გზა არ გაუთავისუფლა.
- გამატარე, მართლა უზომოდ დავიღალე, ერთი სული მაქვს სახლში მივიდე და საწოლს ავეკრო.
- ჩემთან ერთად როდის ისადილებ?
- ამ ცოვრებაში არა. - გაეღიმა ანინეს და კიდევ ერთხელ სცადა კარის გაღება თუმცა მაჯაში ჩავლებულმა თითებმა სწრაფად შეაბრუნეს და კარის ზედაპირს ზურგით აკრულს სახე იმდენად ახლოს მიუტანა ვატო გოგავამ რომ მისგან მომავალმა მედიკამენტების სუნმა სუნთქვაც კი შეუკრა წერეთელს.
- ხომ იცი რომ ძალიან მომწონხარ ანინე. - მისი თითები უკვე სახეზე იგრძნო წერეთელმა და ბრაზმა, რომელმაც სუნთქვა შეუკრა გულისრევის შეგრძნება მოჰგვარა არასასურველი მამაკაცის სიახლოვისგან ამ უკანასკნელს.
- და ისიც იცი რომ მე არა. - მტკიცედ მოიშორა ანინემ მამაკაცის ხელები სახიდან და მზერა გაუსწორა მომღიმარ კოლეგას. - გეყოფა ვატო, ირგვლივ გაიხედე, უამარავი ლამაზი ქალია, მე არ ვარ ის ვინც გჭირდება. ერთადერთი რაც შემიძლია შემოგთავაზო მეგობრობაა.
- რატომ ხარ ასეთი უკარება ანინე?
- უკარება არ ვარ, უბრალოდ არავინ მიყვარდება.
- რატომ? - უკან დაიხია ვატომ და მაგიდის ზედაპირს ნახევარი ტანით მიეყრდნო.
- მისი ადგილი ჩემს გულში არ არის.
- ანინე. - გაეღიმა ვატოს. - სიყვარულის გამო ადამიანის ცხოვრება პარალიზებული არ ხდება, პირიქით, მას სიხარული მოაქვს.
- ვისთვის როგორ. - გაეღიმა ანინეს და კარი გააღო. - მე მიყვარდა. - წამით შედგა წერეთელი. - ძალიან მიყვარდა და მის გამო პარალიზებული გავხდი. - ამოიჩურჩლა ღიმილით და კაბინეტიდან გამოსული მტკიცე ნაბიჯებით დაიძრა გასასვლელისკენ. ის იყო გაიფიქრა სამშვიდობოს მივაღწიეო საავადმყოფოს შემოსავლელი კარი ხმაურით რომ გაიღო და საკაცეს ჩაფრენილმა რამდენიმე ექთანმა ყვირილით რომ გააქანეს გულმკერდის არეში ღია ჭრილობით შემოსული ახალი პაციენტი.
- ანინე გვჭირდები! - დაიყვირა ერთ-ერთმა ექიმმა და წერეთელმაც დაბინდული მზერა გააყოლა საკაცეზე მწოლიარე მამაკაცის სხეულს. გულმა ძლიერად დაუწყო ფეთქვა როდესაც პაციენტის საკაციდან გადმოვარდნილი ხელის მტევანზე ორი მოჭრილი თითი შენიშნა. ცრემლებმა მისგან დაუკითხავად იწყეს გარეთ გამოსვლა და ადგილს მიყინულმა ყრუდ ამოიკვნესა.
- თქვენს ძმას ესროლეს. - უნიფორმიანი პოლიციელის ხმა ბუნდოვნად მისწვდა გონების დაკარგვამდე მისულ ქალს და შეშლილი თვალებით ახედა მის გვერდით მდგომ მამაკაცს.
- ვხედავ! - ადგილს მოსწყდა წერეთელი.
-----
- იოანე სახლში ხარ? - სტუმარს არ ელოდა და უხასითოდ აათრია სხეული სავარძლიდან.
- რა ხდება? - ხის კარი ხმაურით გააღო მესხმა და გაფითრებულ მიშოს გახედა. - მოჩვენება დაინახე? - გახალისდა მესხი მისი სახის გამომეტყველების გამო.
- ვიფიქრე ეს უნდა გცოდნოდა.
- ამოღერღე. - უკვე მოთმინება დაკარგა მესხმა.
- რამდენიმე საათის წინ საინფორმაციო გამოშვებაში გადმოსცეს რომ ცოტნე წერეთელს ესროლეს. - სად მიდიხარ? - უკან აედევნა მიშო წინ გაჭრილ მამაკაცს.
- შენი მანქანა მჭირდება.
- იოანე გაჩერდი. - მაჯაში ჩაავლო ხელი მიშომ განრისხებულ მესხს მაგრამ ძლიერად აქნეული ხელის მეშვეობით უკან გადავარდა და მიწას მთელი ძალით დახეთქების შემდეგ მტკივნეულად წამოიყვირა.
- ჯანდაბა, მაპატიე. - ხელი გაუწოდა იოანემ გართხმულ მამაკაცს და შეეცადა სიბრაზე მოეთოკა.
- რამ გაგაფსიხა? - თვითონ წამოდგა მიშო და დასვრილი ტანსაცმელი ჩამოიფერთხა.
- ვინ ესროლა?
- რავიცი გენერალი თვითონ არის, მოვა გონს და იტყვის ალბათ. - ნაწყენი ჩანდა ახალგაზრდა მამაკაცი.
- კარგი გეყოფა ბუტიაობა, არ მინდოდა, ამ დედამო/ყნულ მკლავებში ძალას ვერ ვაკონტროლებ.
- ვხედავ ამას. - შემოსასვლელისკენ დაიძრა მიშო.
- გითხარი მაპატიე-მეთქი!
- გაპატიე! - იყვირა ახალგაზრდამ. - შენი ჩამოსვლა არ ვიცი რას მივაწერო მაგრამ მამაჩემისგან მსმენია შენს შესახებ, ვიცი როგორი მეგობრობა გქონდა წერეთელთან, ვიცი რომ მისი და სიგიჟემდე გიყვარდა, ამის მიუხედავად ერთ დღესაც დაადე და მიატოვე, ვინ ხარ შენ იოანე? ან აქ რას აკეთებ? ჩამოხვედი და რამდენიმე დღეში იმ ადამიანს ესროლეს შენთან რომ წლების კავშირიაქვს. მითხარი გარეული ხარ ამ საქმეში?
- გააფრინე? - ღიმილი ვერ შიკავა მესხმა. - შენ რა ბოროტმოქმედი გგონივარ?
- საერთოდ არავინ მგონიხარ. ჩაკეტილი ტყის კაცი ხარ!
- მიშო.
- მითხარი ვინ ხარ?!
- იოანე მესხი. - გაეღიმა მესხს. - ტყის კაცი.
- შენ ესროლე წერეთელს?
- რატომ უნდა მესროლა?
- არ ვიცი დავიბენი. - თავი მოიფხანა მიშომ და ქვემოდან ახედა მასზე ორი თავით მაღალ მამაკაცს. - რად გინდა ჩემი მანქანა?
- შეგიძლია მათხოვო თუ არა? - ისევ ბრაზმა მოიცვა მესხი.
- ნუ დაამტვრევ, მამაჩემს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. - გასაღები ესროლა მიშომ იოანეს და ჩაფიქრებულმა გააყოლა ავტომობილისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაძრულ მამაკაცს მზერა.
-----
სულ რამდენიმე მეტრი ექნებოდა გავლილი წვიმა რომ წამოვიდა, სრულ ადრენალინს გრძნობდა იაოანე მესხი, საჭეს ორივე ხელით ჩაფრენილს დროისა და სიჩქარის შეგრძნება სრულიად დაჰკარგვოდა და ერთადერთი რაზეც ფიქრობდა ის იყო რაც შეიძლება სწრაფად ჩასულიყო ქალაქში, როგორმე შეეღწია საავდმყოფოში ისე რომ არავის შეენიშნა და დარწმუნებულიყო რომ ცოტნე წერეთელი ცოცხალი იყო, თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ არ შეეძლო უბრალოდ მჯდარიყო და მოვლენების განვითარებისთვის ტელევიზიის საშუალებით ედევნებინა თვალყური, ისიც არ იცოდა ცოტნე თუ გამოფხიზლებული დახვდებოდა რა უნდა ეთქვა მისთვის, არაფერი იცოდა გარდა იმისა რომ უბრალოდ დარწმუნებულიყო რომ მას საფრთხე არ ემუქრებოდა, დარწმუნებულიყო რომ გადარჩებოდა და ცხოვრებას ჩვეულ რეჟმში განაგრძობდა, უნდოდა დარწმუნებულიყო რომ საიმედო ხელში იყო, ფიქრებში გზა ისე მოიტოვა უკან, ისე აღმოჩნდა საავდმყოფოს შესასვლელთან, ისე უდიერად დააპარგნა ავტომობილი რომ გააზრებაც ვერ მოასწრო. მზერა მოავლო უზარმაზარ შენობას. გული საშინლად უცემდა, კაპიშონი წამოიხურა და ავტომობილიდან გადმოსული ფეხარეული დაიძრა მთავარი შესასვლელისკენ, წვიმას გადაეღო, სულ რამდენიმე წამით შეჩერდა, შესასვლელთან ხალხი ირეოდა, პოლიციაც ადგილზე იყო, ძნელი იყო შენობაში შეუმჩნევლად შეღწევა. შორიდან აკვირდებოდა შენობის კედლებს და ამაოდ ეძებდა უფრო უსაფრთხო შესასვლელს, დამნაშავესავით იმალებოდა მაგრამ რატომ? ის ხომ არ იყო დამნაშავე იმაში რომ ახლა წერეთელი სიკვდილს ებრძოდა, არა მაგრამ თავს მაინც ცუდად გრძნობდა. ძალა მოიკრიბა და ის იყო მთავარი შესასვლელისკენ კიდევ ერთხელ აიღო გეზი შენობიდან გამოსულმა ქალმა რომ ადგილზე გააშეშა. ის იყო! მღელვარებისგან ეგონა გულს თავისი დანიშნულება დავიწყებოდა, ვერ გრძნობდა მის ფეთქვას, ზუსტად ისე ვერ გრძნობდა როგორც საკუთარ სხეულს ვერ გრძნობდა იოანე მესხი, თვალებში მოწოლილი ცრემლისგან მთელს სხეულზე მტკივნეულ მარწუხებს გრძნობდა, ყელს მომდგარი ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ლამის დაიხრჩო კიდეც ისეთი ხველება აუტყდა, სახე ხელებში ჩარგო რომ მის ხველას გარშემომყოფთა ყუარღება არ მიეპყრო. სული მოითქვა თუ არა ისევ შემოსასვლელში მდგომი ქალისკენ გააპარა მზერა, გაუბედავა შეათვალიერა მისი სახის ნაკვთები რომელსაც მანძილის გამო კარგად ვერ არჩევდა თუმცა შესანიშნავად ხედავდა მის სახეზე ასახულ ტკივილს, ერთმანეთში ახლრთული თითები ტუჩებთან მიეტანა ანინე წერეთელს და სავარაუდოდ ლოცულობდა, სხეულში დავლილმა ტანჯვამ მუხლები მოკვეთა მესხს და რომ არ დაცემულიყო რამდენეჯერმე ღრმად ამოისუნთქა. რამდენიმე მეტრის დაშორებით იდგა ქალი რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა. „მიდი“, შინაგანი ხმა აქეზებდა მესხს რომ წინ გადაედგა ფეხები მაგრამ ვერ ბედავდა, არ იცოდა როდორ მიახლოებოდა, არ იცოდა თვალებში როგორ ჩაეხედა, უნდოდა, სიგიჟემდე უნდოდა მისი ათრთოელბული სხეული მკლავებში მოექცია და აღარასდროს გაეშვა, უნდოდა მაგრამ თავს უფლებას ვერ აძლევდა გადაედგა ნაბიჯი, რომელიც მის საყვარელ ქალს კიდევ ერთელ გაანადგურებდა, წვიმა ისევ წამოვიდა, მესხი ვერ გრძნობდა მას, ისევ წერეთელს უყურებდა, ხელები ისე ძლიერად შეეკრა ძვლები სტკიოდა მაგრამ ეს ტკივილი არაფერი იყო იმ სულიერ ტანჯვასთან შედარებით რომელიც მის შიგნით ბობოქრობდა. - ანინე. - პირველად წარმოთქვა ჩურჩულით მისი სახელი და გულმაც ხარბად დაიწყო მუშაობა. წერეთელი ზეცას უყურებდა. სევდიან თვალებში ტკივილს დაედო ბინა, როგორ უნდოდა იოანეს ეს თვალები კოცნით დაეპყრო და მათში ჩაბუდებული ტკივილი გაექრო. უნდოდა მაგრამ არ შეეძლო.
-----
საავდმყოფოს შესასვლელთან იდგა, სახე წვიმისთვის მიეშვირა და ჯერ კიდევ ვერ იგდებდა გონებიდან მისი ძმის გასისხლულ სხეულს, სხეულს რომლის გადასარჩენად მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ექიმი რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდა, გამოუვიდათ, ბევრი დაკარგული ძალის შემდეგ მაინც შესძლეს მისი თავი სიკვდილისთვის გამოეგლიჯათ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა მაგრამ ანინე მაინც ვერ მშვიდდებოდა, უსიამოვნო განცდა, რომელიც ასე მოსდებოდა მის გონებას ერთიანად იმონებდა. მზერას გრძნობდა, შორიდან მაგრამ მაინც ძალიან ახლობელ მზერას, ძალა გამოეცალა მუხლებში, სხეულმაც დაკარგა სიმტკიცე და ათრთოებული ქვედა ტუჩი კბილებს შორის ისე მოიქცია საკუთარმა სისხლის გემომაც ვერ გამოაფხიზლა. გული ზუსტად ისე უცემდა როგორც წლების წინ როდესაც გაიგო რომ მესხმა მიატოვა. ტკივილი იგრძნო, ძლიერი ტკივილი და ისევ დაჟინებული მზერა, ვერ გაბედა მზერის მამართულებით გაეხედა. იქ დანახული სიმართლის ეშინოდა. სწრაფად შებრუნდა და შენობაში გიჟივით შევარდნის შემდეგ მხედველობიდანაც გაქრა.
-----
-დედას შევე/ი. - კბლებში გამოსცრა იოანე მესხმა და უკანმოუხედავად დაბრუნდა ავტომობილისკენ. - ლაჩარო! - იყვირა როგორც კი კარი დახურა და საჭეს ძლიერად დაჰკრა ორივე ხელი. - გული მერევა შენზე! - გაშლილი ხელის გული სახეში მტკივნეულად დაირტყა რამდენჯერმე და ძალაგამოცლილმა თავი საჭეს ჩამოსდო. - როგორი ლაჩარი ხარ! - ბუტბუტებდა თავისთვის და ცრემლების გარეთ გამოშვებას უკვე აღარ ერიდებოდა.
-----
სავარძელში იჯდა, თავი ცოტნეს საწოლზე ჩამოედო, მისი ხელი ხელებში მოექცია და ფრთხილად ეფერებოდა გაყინულ მტევანზე თლილი თითებით.
- ყავა მოგიტანე. - ნაცნობი ხმის გამო წელში გასწორდა და პალატაში შემოსულ ვატოს ღიმილით გახედა.
- მადლობა. - ყავა გამოართვა კოლეგას და ისევ ცოტნეს უგონო სხეულს გახედა.
- დასვენება გჭირდება ანინე.
- მინდა როცა გონს მოვა მის გვერდით ვიყო.
- ხომ იცი რომ დღეს მორიგე ვარ და შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს?
- ვიცი ვატო მაგრამ მინდა ჩემი ძმის გვერდით ვიყო, ყავისთვის მადლობა, დახმარებისთვისაც მადლობა მაგრამ ახლა მარტო ყოფნა მინდა.
- მარტო ყოფნა არ არის კარგი ანინე.
- ჭკუას ნუ მაწავლი ვატო. უბრალოდ გააკეთე რასაც გეუბნები. - გაღიზიანდა წერეთელი და კოლეგის მიმართ ბრაზი ვეღარ მოთოკა.
- შვებულება გჭირდება! - ნაწყენი ჩანდა გოგავა და ისე რომ აღარაფერი უთქვამს პალატა დატოვა.
- ჯანდაბა. - სახე ხელებში ჩარგო ანინემ და ღრმად ამოისუნთქა. - უკონტროლო ვხდები მგონი მართლა გადავიწვი. ხომ გთხოვე. - გაღებულ კარს ბრაზით გახედა ანინემ და დანარჩენი სიტყვები ხორხში გაეჩხირა ანრი გოგოხიას დანახვის გამო. - აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ვინ შემოგიშვა? - სიმწრისგან წამოიყვირა წერეთელმა და ძმის სხეულს ისე გადაეფარა გეგონებოდათ ვინმე მის აკუწვას აპირებდა.
- ანინე მორჩი ისტერიკას. ის რომ მე და ცოტნეს გზები წლების წინ გაიაყარა არ ნიშნავს რომ მისი სიკვდილი მინდა.
- შენ ჩემი და სცემე!
- მაპატიე!
- არაკაცი ხარ!
- გეყოფა რა, შენი ისტერიკის მოსასმენად არ მოვსულვარ, უბრალოდ მაინტერესებს ცოტნე როგორ არის? გადარჩება?
- ეს გადარდებს?
- არ უნდა მადარდებდეს?
- მზრუნევლი მეგობრის ნიღაბი არ გიხდება გოგოხია.
- შენ კი საერთოდ არ გიხდება ეს ისტერიკა, რა გჭირს? სად წავიდა გაწონასწორებული ანინე წერეთელი? მოკალი? რა უქენი? - გაეღიმა ანრის და მოჭუტული თვალებით ახედა ქალს. - მესხის დაბრუნების გამო ხარ ასე? - კმაყოფილი ჩანდა გოგოხია იმით რომ ქალს გულს სტკენდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისი მიმართულებით.
- არ შემეხო. - უკან დაიხია ანინემ!
- თორემ რას იზამ? - კიდევ უფრო ახლოს მიიწია ანრი ათრთოლებული ქალისკენ.
- როგორ შემოხვედი?
- ფიქრობ გავლენები მარტო შენს ძმას აქვს? - უკვე კედელს აკრულ წერეთელს წინ აესვეტა გოგოხია და მისგან მომავალი სურნელი ღრმად შეისუნთქა. - იცი რომ საუცხოო სურნელი გაქვს?
- არ შემეხო ანრი.
- არ ვაპირებ. - მოულოდნელად მოშორდა გოგოხია ქალის სხეულს და სავარძელში ჩაეშვა. - ხო ანინე მართალი ხარ ერთი ახვარი ნაბი/ვარი ვარ, რომელმაც შენი და სცემა. არაკაცი როგორც შენ უწოდებ მაგრამ არც იმდენად ავადმყოფი რომ ჩემი მეგობრის და მისსავე პალატაში გავ/იმო. - გადაიხარხა გოგოხიამ და ამ დრომდე კედელს აკრულ ქალს გახედა. - ისე კი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას.
- ანინე. - კარი გაიღო თუ არა წერეთელმაც შვება იგრძნო, გოგოხია კი უკმაყოფილოდ წამოდგა სავარძლიდან და უგონოდ მყოფი მამაკაცის სხეულისკენ დახრილმა ღიმილით ჩასჩურჩლა რამდენიმე სიტყვა რომელიც ანინემ ვერ გაიგო.
- კიდევ ვინახულებ. - თავი დაუკრა ანრიმ წერეთელს და გასასვლელისკენ დაიძრა.
- ამას აქ რა ჯანდაბა უნდოდა? რა ფერი გაქვს?
- მიხარია რომ აქ ხარ. - მეგობარს მოეხვია ანინე და სულ რამდენიმე წამით თვალები დახუჭა.
- ის რომ ერთად აღარ ვართ არ ნიშნავს რომ მის გამო არ ვღელავ. - ღიმილით დაიხარა ლიზა და ყოფილი ქმრის გაყინულ შუბლს ტუჩები შეახო. - ხომ გამოძვრება?
- რა თქმა უნდა და მგონი თქვენ ორმა ეს არეული ურთიერთობა ერთხელდასამუდამოდ უნდა მოაგვაროთ.
- არ დაიწყო რა. - სავარძელში ჩაეშვა ლიზა და მეგობარს ახედა. - არ მომწონხარ ანინე.
- გუშინ ჩემი და სცემეს. დღეს ჩემს ძმას ესროლეს. მესხი დაბრუნდა. ხვალინდელი დღის მეშინია.
- და ხვალ რა იქნება?
- არ ვიცი. - ამოისუნთქა ანინემ და უგონოდ მყოფ ცოტნეს გახედა. - მხოლოდ ის ვიცი რომ კარგი არაფერი! - დაამატა აღელვებულმა და ძმის საწოლზე ჩამოჯდა.
- სახლში წადი ანინე.
- ვერ დავტოვებ.
- არ მენდობი? - გაეღიმა ლიზას.
- თვალებს რომ გაახელს და შენ დაგინახავს შესაძლოა ინფაქტი დაემართოს. - გახალისდა წერეთელი.
- წადი დაისვენე თან სოფისაც სჭირდები.
- დარწმუნებული ხარ?
- წადი.
- მადლობა ლიზა.
- წადი სანამ გადავიქრე.
- მივდივარ. - შუბლზე აკოცა ანინემ ძმას, შემდეგ ლიზას აკოცა და პალატა დატოვა.
გადაჭარბებული სიჩქარის მეშვეობით სახლამდე გასავლელი მანძილი სრაფად დაფარა, ქუჩები ცარიელი იყო და ამიტომაც თავს უფლებას აძლევდა იმაზე სწარაფად ემართა ავტომობილი ვიდრე ოდესმე, იმის მიუხედავად რომ მთელი ყურადღება გზის საფარზე ჰქონდა გადატანილი მშვენივრად ამჩნევდა შორიახლოს მოძრავ ნაცრისფერ მერსედეს, რომელიც მას მიჰყვებოდა. არ ღელავდა თუმცა იმის განცდა რომ წარსული ეწეოდა მუხლებში ძალას მაინც ართმევდა, როგორ იქნა მიაღწია კორპუს და ავტომობილი სწრაფად დააპარკინგა, მტკიცე ნაბიჯებით დაიძრა სადარბაზოს შესასვლელისკენ და სულ ორი წამით შეჩერდა რომ გაეგო ნაცრისფერი მერსედესიც გაჩერდა თუ სვლა განაგრძო. გული დამფრთხალი ბარტყივით აუფართხალდა მერსედესის მუხრუჭის ხმა რომ გაიგო, სწრაფად შეიჭრა სადარბაზოში და რამდენიმე საფეხურის გამოტოვებით დაიწყო მესამე სართულისკენ არბენა, ლიფტის ლოდინი აზრად არ მოსვლია, წინ მიიწევდა და მიუხედავად იმისა იცოდა უცნობი, რომელიც აშკარად უკან მიჰყვებოდა არაფერს დაუშავებდა მაინც ერთი სული ჰქონდა სახლში შესულს კარი საიმედოდ ჩაეკეტა. როგორც იქნა მიაღწია ბინის კარს და ჩანთიდან ამოღებული გასაღები საკეტს მოარგო, ის იყო უნდა გადაეტრიალებინა შორიახლოს რომ მძიმე სუნთქვა და აჩქარებული გულის ცემა იგრძნო, ხელი გაუშეშდა, უნდოდა გასაღები გადაეტრიალებინა მაგრამ თითქოს თითებს ვეღარ გრძნობდა, შიში ერთიანად მოედო მის სხეულს და თვალებდახუჭულმა ახლა უფრო ახლოს იცგრძნო მამაკაცის დამძიმებული სუნთქვა, შებრუნება სურდა მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა, დანებდა წერეთელი, თვალები დახუჭა და შუბლით კარის ზედაპირს მიყრდნობილი მთლიანად მიენდო მოსალოდნელ სიგიჟეს.
- ვიცი რომ აქ ხარ. - ცრემლი შეერია მის ხმას და ტუჩზე სიმწრით იკბინა, შემობრუნებას კი ისევ არ აპირებდა, იდგა და ელოდა, იმ შეხებას ელოდა ასე რომ აკლდა და ენატრებოდა, მთელი ამ წლების მანძილზე გეგმებს აწყობდა თუ რას ეტყოდა მესხს როდესაც შეხვდებოდა, როგორ დაასამარებდა ზუსტად ისე როგორც ათი წლის წინ მესხმა გათელა მისი გრძნობები, ათასი ვარიანტი ჰქონდა განხილული მის გასათელად მაგრამ ახლა როდესაც კარის ზედაპირს შუბლით მიყრდნობილი მის სურნელსაც კი ცნობდა თითქოს ყველა გეგმა დაავიწყდა, ფარ-ხმალი დაყარა და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობდა, კიდევ ერთხელ შესძლებოდა მის ლურჯ თვალებში მთელი სამყაროს დანახვა, კიდევ ერთხელ შესძლებოდა მის სხეულს მოხვეოდა, ისევ უყვარდა და სიგიჟემდე ენატრებოდა. - მითხარი რომ შენ ხარ. - კიდევ ერთხელ გაიბრძოლა ანინემ და ცრემლებს გზა გაუთავისუფლა, მის უკან მდგომი მამაკაცი კი ჯიუტად სდუმდა, მხოლოდ გულის ცემა აჩქარებოდა უფრო მეტად ვიდრე აქამდე და სუნთქვაც უჭირდა ემოციებისგან აფეთქებულს. წამით შეხტა კიდეც როდესაც მამაკაცის ტუჩები იგრძნო ყელზე მაგრამ ეს ტუჩები იცნო, მისი სიმხურვალე ამოიცნო და თვალები მონუსხულივით დახუჭა. - იოანე. - ამოიჩურჩულა ანინემ და ის იყო მასში არსებული ძალა მოიკრიბა და მისკენ შებრუნება გადაწყვტა მამაკაცმა რომ არ დაანება და ისევ პირვანდელ მდგომარეობაში დარჩენა აიძულა. - გთხოვ. - ამოიჩურჩულა ანინემ და კიდევ ერთხელ გაიბრძოლა მაგრამ ძლიერად მოხვეულმა მკლავებმა ადგილზე დატოვა და ისიც დანებებული მხოლოდ იმას დასჯერდა რომ მესხის მხურვალე ტუჩები მის ყელში ჩაიკარგნენ. დროის შეგრძნება დაკარგა წერეთელმა, მოგონებების საბურველში გახვეულს დაავიწყდა როგორ იტანჯებოდა მთელი ეს დრო, მოდუნდა მაგრამ ეს მოდუნება წამიერი აღმოჩნდა. მოულოდენლად სუნთქვა ზუზღით აევსო და ამ დრომდე მშვიდ ჩურჩულს ტკივილი დაერთო ფონად. - იმდენად მხდალი ხარ რომ ჩემთვის თვალებში ჩახედვისაც გეშინია. - ტკივილით ჩურჩულებდა ანინე და ნატრობდა რომ იოანეს ხმა გაეცა, მესხი კი ღმერთმა უწყის სპეციალურად დუმდა რათა ქალი უფრო გამოეყვანა მდგომარეობიდა თუ მართლა ვერ უყრიდა სიტყვებს თავს. - ლაჩარი ხარ! - ტკივილი ზიზღმა ჩაანაცვლა და ანინემაც კანკალი შეწყვიტა, მკლავები კი რომლებიც განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ უფრო მჭიდროდ იგრძნო სხეულზე და წამით ისიც იფიქრა რომ მესხი მის გაგუდვას აპირებდა. - იოანე!
- აქ ვარ ამის დედაც! - სწრაფად შემოაბრუნა მესხმა ქალის სხეული და კარის ზედაპირზე აკრულს მჭიდროდ ჩაავლო თითები სახეზე, მზერა გაუყარა მის ცრემლიან თვალებს და მასში დანახული ტკივილს გამო სუნთქვა შეეკრა. წერეთელი ტიროდა! მესხი კი მის სახეს ხელს არ უშვებდა და დაბერილი ნესტოებიდან ხარბად ისუნთქვდა მის წინ მდგომი ქალის სურნელს.
- მომაშორე შენი ბინძური ხელები! - ამოიჩურჩულა ანინემ და სუნთქვა კიდევ უფრო აევსო ზიზღის ნოტებით.
- ანინე. - ხელი მოაშორა იაონემ და კაპიშონის მოსახსნელად აღმართა ხელი, თუმცა წერეთელმა შეაჩერა.
- იმაზე მეტის ნახვა არ მსურს ვიდრე ვნახე!
- იცი რად დამიჯდა შენთან მოსვლა?
- ფეხებზე მკი/ია.
- ანინე!
- შენი პირიდან წარმოთქმული ჩემი სახელიც კი მძულს იოანე. - სწრაფად შებრუნდა წერეთელი და იქამდე სანამ იოანე კიდევ რამეს ეტყოდა კარი შიგნიდან ჩაკეტა. კარის ზედაპირზე აკრულმა კი სახეზე ხელის გული აიფარა რომ ყვირილი შეეკავებინა და იქვე ჩაიკეცა სადაც იდგა.
- ანინე გთხოვ. - მესხის ხმა გულს უსერავდა წერეთელს.
- წადი. - ამოიჩურჩულა წერეთელმა. მერე ყველაფერი სიჩუმეში შთაინთქა მხოლოდ კარს მიღმა მდგომი მესხის გულის ცემა ესმოდა, რომელიც უფრო და უფრო მძვინვარდებოდა, შიშით შეჰკივლა როდესაც წიხლი მოხვდა კარს, კიბეებზე ჩარბენილმა მძიმე ნაბიჯებმა კი იმაზე დიდი ტკივილი მიაყენა ვიდრე ამის წარმოდგენა შეეძლო წერეთელს.



ჰო, ამათი ისტორია მგონი მარტოვი ვერ გამოვა :)



№1 სტუმარი სტუმარი ნენე

სულო ამეწვა ენ...
მართლა საიცარი ნიჭი გაქვს ადამიანის გონებაში შეძვრე და ააფორიაქო

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ნენე
სულო ამეწვა ენ...
მართლა საიცარი ნიჭი გაქვს ადამიანის გონებაში შეძვრე და ააფორიაქო


მადლობა ნენე heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

საოცრებაა ისტორიაც და ავტორიც..????????

კითხვის ნიშნების მაგივრად გულები იყო:(

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი თიკო
საოცრებაა ისტორიაც და ავტორიც..????????

კითხვის ნიშნების მაგივრად გულები იყო:(


მათლობა თიკო <3

 


№5  offline წევრი სიბილა

აუჰ,ძალიან მძაფრია..ელოდე ახლა როდის მოვა გონზე და იტყვის სათქმელს და ამას ეფერე და უმტკიცე...არ უნდა დახვედროდა ასე,მესმის მისი მაგრამ..

 


№6  offline ადმინი ენ ბლექი

სიბილა
აუჰ,ძალიან მძაფრია..ელოდე ახლა როდის მოვა გონზე და იტყვის სათქმელს და ამას ეფერე და უმტკიცე...არ უნდა დახვედროდა ასე,მესმის მისი მაგრამ..


და ეს რომ მხოლოდ დასაწყისია :) მადლბა რუსა, სიმძმე აწი ნახე შენ smirk

 


№7 სტუმარი სტუმარი ნენე

ენ ერთი კითხვა მაქვს. პროფესიით რა ხარ?

 


№8  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ნენე
ენ ერთი კითხვა მაქვს. პროფესიით რა ხარ?


ფსიქოლოგი smirk

 


№9  offline წევრი სიბილა

ენ ბლექი
სიბილა
აუჰ,ძალიან მძაფრია..ელოდე ახლა როდის მოვა გონზე და იტყვის სათქმელს და ამას ეფერე და უმტკიცე...არ უნდა დახვედროდა ასე,მესმის მისი მაგრამ..


და ეს რომ მხოლოდ დასაწყისია :) მადლბა რუსა, სიმძმე აწი ნახე შენ smirk

 


№10 სტუმარი elza gudusauri

დავდუმდი...

 


№11  offline წევრი კირა

აი ესეთ ძალიან მაგარ პერსონაჟებს როგორ იფიქრებ, ასე რომ გვაყვარებენ თავს და ეს სიუჟეტებიც სავსე ამდენი სიყვარულით, ლამაზი ვნებით და არ ვიცი რაა, მე პირადად კინოფირივით ვკითხულობ შენს ისტორიებს, მადლობა ასე რომ გვანებივრებ:))))იოანე-ანინეს წყვილიც უკვე შემდგარია

 


№12  offline ადმინი ენ ბლექი

elza gudusauri
დავდუმდი...


ძალიან ცუდი ადამიანი ვიქნები ხომ თუ გეტყვი რომ მიხარია? :)

კირა
აი ესეთ ძალიან მაგარ პერსონაჟებს როგორ იფიქრებ, ასე რომ გვაყვარებენ თავს და ეს სიუჟეტებიც სავსე ამდენი სიყვარულით, ლამაზი ვნებით და არ ვიცი რაა, მე პირადად კინოფირივით ვკითხულობ შენს ისტორიებს, მადლობა ასე რომ გვანებივრებ:))))იოანე-ანინეს წყვილიც უკვე შემდგარია


მადლობა კირა :) ამათი წყვილი ბევრ საინტერესო რამეს შემოგვთავაზებს, დარწმუნებული ვარ ისეთს დიდად რომ არც ელის მკითხევლი.

როგორ ვიფიქრებ? :) არ ვიცი ზოგჯერ მეც მაწუხებს ეს კითხვა მაგრამ მერე ვხდები რომ საკუთარ აზრებთან ომს აზრი არ აქვს და ვნებდები, ვემორჩილები და წერას ვიწყებ kissing_heart

 


№13  offline წევრი აბლაბუდა

აუ ძალიან მძაფრი და ემოციური ჩანს, ვფიქრობ სიაინტერესო ისტორია გველის წინ, როგორ მიხარია :-*

 


№14  offline ადმინი ენ ბლექი

აბლაბუდა
აუ ძალიან მძაფრი და ემოციური ჩანს, ვფიქრობ სიაინტერესო ისტორია გველის წინ, როგორ მიხარია :-*


ჰო მძაფრი ნამდვილად იქნება :) მადლობა <3

 


№15  offline წევრი NA NO

წინა ისტორიიდან გამომდინარე, იმ აზრამდე მივედი, რომ ორი სამი თვე მაინც სიახლეების გრაფაში ენ ბლექის პოსტი არ შემხვებოდა, მაგრამ ნანო თურმე სადა ბანაობ. ბლექი თურმე შემოქმედების კოცონის შუა გულში დგას და იწვის, კოცონის პირას დამსხდარ საზოგადოებას კი მისგან წამოსული მწველი ალებით გვათბობს. არ ვიცი რა გააკეთე, ან სტრესის დაძლევის რა ხერხები გაქვს, რომ მეგანის შემდგეგ ასე სწრაფადვე გაორმაგებული ძალებით, მთელი ემოციით წერ. თუმცა ფაქტია გამოგივიდა, წერ და ჩვენც ინტერესს ყოველი თავის ბოლოს უფრო გვიღვივებ და შენი სამყაროს შუა გულისკენ მიგვაქანებ. <3

 


№16  offline ადმინი ენ ბლექი

NA NO
წინა ისტორიიდან გამომდინარე, იმ აზრამდე მივედი, რომ ორი სამი თვე მაინც სიახლეების გრაფაში ენ ბლექის პოსტი არ შემხვებოდა, მაგრამ ნანო თურმე სადა ბანაობ. ბლექი თურმე შემოქმედების კოცონის შუა გულში დგას და იწვის, კოცონის პირას დამსხდარ საზოგადოებას კი მისგან წამოსული მწველი ალებით გვათბობს. არ ვიცი რა გააკეთე, ან სტრესის დაძლევის რა ხერხები გაქვს, რომ მეგანის შემდგეგ ასე სწრაფადვე გაორმაგებული ძალებით, მთელი ემოციით წერ. თუმცა ფაქტია გამოგივიდა, წერ და ჩვენც ინტერესს ყოველი თავის ბოლოს უფრო გვიღვივებ და შენი სამყაროს შუა გულისკენ მიგვაქანებ. <3


აუ იცი როგორ გამეღიმა ?:)
სიამოვნებისგან შემაჟრჟოლა.
ერთ პატარა საიდუმლოს გეტყვი ბლექის შესახებ. ბლექს რაც კლავს და ენერეგიისგან ფიტავს ზუსტად იგივე "ამბები" კვებავს და ასაზრდოებს. მეგანს გავყვევი, მართლა გადავყევი და სხვაგვარად ვერ გავიღვიძებდი წერა რომ არ დამეწყო. იმედი მაქვს ესეც გააღვივებს თქვენს ინტერესს და სიამოვნებას <3

 


№17  offline წევრი მე♥უცნაურე

გული მომეწურა...
უკვე სიგიჟემდე მომწონს ანინე და იო...
მაგრამ არ იქნება მარტივი ამათი ურთიერთობის დალაგება და პატიების სცენა, თუმცა ვიცი მე შენი ჯადოქრობები, შენ ხომ ენ ბლექი ხარ, ჩემი ენი...
აქ არ იქნები ბლექი, ვგრძნობ...
აწვალებ მაგრად ალბათ, მაგრამ არა ბლექურად...

ცოტნეს ვინ ესროლა ვდარდობ,მგონი შიშის მარწუხები, ანინესი არ იყოს, მეც მედება...
ანრიზე გული მერევა.
ვატო დიდად არ მხიბლავს, მიუწვდომელ ქალებზე მონადირე კაცის შთაბეჭდილება დამრჩა...
ლიზას და ცოტნეს წყვილსაც ვბალეშიკობ. ალბათ, ცოტნეს მართლა გული გაუსკდება სიხარულით, თავზე მდგომ ლიზას რომ დაინახავს.

მიყვარხარ ენ.

 


№18  offline ადმინი ენ ბლექი

მე♥უცნაურე
გული მომეწურა...
უკვე სიგიჟემდე მომწონს ანინე და იო...
მაგრამ არ იქნება მარტივი ამათი ურთიერთობის დალაგება და პატიების სცენა, თუმცა ვიცი მე შენი ჯადოქრობები, შენ ხომ ენ ბლექი ხარ, ჩემი ენი...
აქ არ იქნები ბლექი, ვგრძნობ...
აწვალებ მაგრად ალბათ, მაგრამ არა ბლექურად...

ცოტნეს ვინ ესროლა ვდარდობ,მგონი შიშის მარწუხები, ანინესი არ იყოს, მეც მედება...
ანრიზე გული მერევა.
ვატო დიდად არ მხიბლავს, მიუწვდომელ ქალებზე მონადირე კაცის შთაბეჭდილება დამრჩა...
ლიზას და ცოტნეს წყვილსაც ვბალეშიკობ. ალბათ, ცოტნეს მართლა გული გაუსკდება სიხარულით, თავზე მდგომ ლიზას რომ დაინახავს.

მიყვარხარ ენ.



ყოველჯერზე რომ ღიმილს იწვევს შენი გამოჩენა ჩემში ეს იცი ხო?
ვიჯადოქრებ კი აუცილებლად.
აწვალებ მაგრამ არა ბლექურად... ძალიან გამეღიმა ამის წაკითხვისას :)
ვნახოთ.

მეც მიყვარხარ.

 


№19  offline წევრი დარინა

ვზივარ და ვფიქრობ რა დავწერო რადგან ეს ის შემთხვევაა არანაირი აზრი რომ არ მომდის თავშიიი, იოანეს წარსულით დამაინტრიგე და დამტოვე ასე ჰაერში გამოკიდებულიი, ახლა მისი ტკივილიც დამიმატეე, აი წინა თავიდან რატომ ამოვითვალისწუნე ანინე იქნებ და რა უნდა ჩაიგდე ენა და მოუსმინეე კაცს ვა რა იცი რისი თქმა უნდაა, იოანესთან ერთად მეც ვიტირეე გულქვა კი არ ვარ კაცების ემოციები უფრო მიჩუყენებ გულს.

 


№20  offline ადმინი ენ ბლექი

დარინა
ვზივარ და ვფიქრობ რა დავწერო რადგან ეს ის შემთხვევაა არანაირი აზრი რომ არ მომდის თავშიიი, იოანეს წარსულით დამაინტრიგე და დამტოვე ასე ჰაერში გამოკიდებულიი, ახლა მისი ტკივილიც დამიმატეე, აი წინა თავიდან რატომ ამოვითვალისწუნე ანინე იქნებ და რა უნდა ჩაიგდე ენა და მოუსმინეე კაცს ვა რა იცი რისი თქმა უნდაა, იოანესთან ერთად მეც ვიტირეე გულქვა კი არ ვარ კაცების ემოციები უფრო მიჩუყენებ გულს.


ვიცი მაგრამ რატომრაც დარწმუნებული ვარ რომ ანინე აზრს შეგაცვლევნებს მასთან დაკავშირებით, შესაძლოა პირევლი შეხვედრით უფრო გაგაღიზიანა მაგრამ რატომრაც მგონია რომ აზრს მაინც შეიცვლი .

 


№21 სტუმარი გავგიჟდები ❤❤

ენ.
მოვედი აქ ვარ.
ძალიან ადრეც არ თუმცა აქ ვარ.

***
იმდენად ვერ დავალაგე მიღებული ემოციები და სათქმელი , რომ მეორეჯერ გადაკითხვაც მომიხდა.
თუმცა რა , ეს შენთან ჩვეულებრივი ამბავია.
პირველად ხომ არ ხდება რომ სათქმელს თავს ვერ ვუყრი.
ადრეც მითქვამს , არ ვიცი რატომ ხდება ეს , თუმცა ყოველთვის ვცდილობ შენამდე ჩემი ემოციები ზუსტად ისე მოვიტანო როგორც არის , საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და წერას თავიდან ვიწყებ .
პირადული არაფერი , უბრალოდ მისით ხდება .

***
იოანე ახლა ისეთ მდგომარეობაშია , რომ თითქოს მისი ტკივილის გარეთ გატანა ერიდება.
არც ის უნდა ეს ტკივილი სხვამ გაიგოს და მერე გული იმასაც დაუმძიმდეს.
თითქოს ეგოისტურად მხოლოდ მაშინ გამოაქვს გარეთ , როდესაც საკუთარ თავთან , ერთ ოთახში მარტოა , თუმცა კედელს შეხეთქებული გამოშვებული ემოციები ისევ უკან უბრუნდება თავიან სამყოფელს და მესხში იკეტება.

მესხს წარსულში მყოფი ადამიანების იქ დატოვება კი არა , არამედ ისინი ჭირდება რომ წინ წავიდეს .
ისინი სჭირდება რადგან ცხოვრების იმ ეტაპზე წარმოქმნილ დაბრკოლებებს ბოლო მოუღოს , რომელზედაც ახლაა გაჩერებული.

მას თავი თავში მხოლოდ უარყოფითი ემოციები ჰყავს ჩაკეტილი , ყველაფერი კარგი გარეთ გამოუშვა , არა მარტო ემოციები ბევრი კარგი გაუშვა მისგან.
სწორედ ამ გამოფიტვამ ითამაშა ერთ -ერთი დიდი როლი მესხის ამ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
შეიძლება გონებიდან ამორეცხო ისინი , მაგრამ გულიდან ვერსად ვერ წავლენ .

***
ანინეს და იოანეს შეხვედრა ისეთი მაინც არ იყო როგორიც ორივეს წარმოედგინა.
ანინემ ბოლომდე ვერ წარმოაჩინა ის სიძლიერე და ზიზღი , რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდა ამ მომენტისთვის.
იაონეს , მას ალბათ არც კი ეგონა რომ თუნდაც ასე ოდნავ ექნებოდა შესაძლებლობა წერეთელთან მიახლოებით.
ეს ოდნავ მხოლოდ გარედან , თორემ იმ შეხებით მარტივად ჩააღწია ანინეს გულის იმ ნაწილთან , რომლის კარებიც კარგა ხნის წინ ჩარაზა წერეთელმა.
თუმცა მესხმა იმ კარის მიღმა დარჩენილი თავისი წილი გააცოცხლა ანინეში ..

მათი შეხვედრა ტკივილის აფეთქება იყო , უფრო ტკივილია ვიდრე ერთი მხარის მიერ წარმოჩენილი ზიზღისა და იმედგაცრუების.
შიშის , რომელიც ვერ ერთმა მხარემ ვერ დაძლია.
ორივე გატეხა წამიერმა სისუსტემ.
და მათ თვალებში ნამდვილი იმ წუთისთვის მხოლოდ ტკივილი იყო.

დარწმუნებული ვარ ამ წყვილისგან წამლსული ემოციებით ერთ დღეს ავფეთქდები და მერე აქ ვერ გამაჩუმებ.

***
ეჰ ჩემი ცოტნე რისთვის გაიმეტა.

***
მოდი არც გოგოხიას გადავახტეთ.
უბრალოდ მისი პიროვენება ამაზრზენია.
მას არ შეუძლია საღად აზროვნება.
მისთვის არც მეგობრობის ფენომენია რაიმე.
არც სიყვარულის აზრი იცის და არც ადამიანური ღირებულებები გააჩნია.

***
შენ კი რა გითხრა ენ ?
შენ ხარ ის ავტორი რომელიც ყოველთვის ახერხებს ჩემს აფეთქებას.
ჩემი ემოციებით ავსებას.
შენთან უბრალოდ ვერ ვჩუმდები.
მხოლოდ აქ გადმოვცემ ყველაზე გულწრფელად ემოციებს და სათქმელს.
და მე მიყვარხარ ამ ყველაფრისთვის.
ამ სხვა ნაწილის შექმნისთვის. ❤❤

 


№22  offline ადმინი ენ ბლექი

გავგიჟდები ❤❤
ენ.
მოვედი აქ ვარ.
ძალიან ადრეც არ თუმცა აქ ვარ.

***
იმდენად ვერ დავალაგე მიღებული ემოციები და სათქმელი , რომ მეორეჯერ გადაკითხვაც მომიხდა.
თუმცა რა , ეს შენთან ჩვეულებრივი ამბავია.
პირველად ხომ არ ხდება რომ სათქმელს თავს ვერ ვუყრი.
ადრეც მითქვამს , არ ვიცი რატომ ხდება ეს , თუმცა ყოველთვის ვცდილობ შენამდე ჩემი ემოციები ზუსტად ისე მოვიტანო როგორც არის , საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და წერას თავიდან ვიწყებ .
პირადული არაფერი , უბრალოდ მისით ხდება .

***
იოანე ახლა ისეთ მდგომარეობაშია , რომ თითქოს მისი ტკივილის გარეთ გატანა ერიდება.
არც ის უნდა ეს ტკივილი სხვამ გაიგოს და მერე გული იმასაც დაუმძიმდეს.
თითქოს ეგოისტურად მხოლოდ მაშინ გამოაქვს გარეთ , როდესაც საკუთარ თავთან , ერთ ოთახში მარტოა , თუმცა კედელს შეხეთქებული გამოშვებული ემოციები ისევ უკან უბრუნდება თავიან სამყოფელს და მესხში იკეტება.

მესხს წარსულში მყოფი ადამიანების იქ დატოვება კი არა , არამედ ისინი ჭირდება რომ წინ წავიდეს .
ისინი სჭირდება რადგან ცხოვრების იმ ეტაპზე წარმოქმნილ დაბრკოლებებს ბოლო მოუღოს , რომელზედაც ახლაა გაჩერებული.

მას თავი თავში მხოლოდ უარყოფითი ემოციები ჰყავს ჩაკეტილი , ყველაფერი კარგი გარეთ გამოუშვა , არა მარტო ემოციები ბევრი კარგი გაუშვა მისგან.
სწორედ ამ გამოფიტვამ ითამაშა ერთ -ერთი დიდი როლი მესხის ამ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
შეიძლება გონებიდან ამორეცხო ისინი , მაგრამ გულიდან ვერსად ვერ წავლენ .

***
ანინეს და იოანეს შეხვედრა ისეთი მაინც არ იყო როგორიც ორივეს წარმოედგინა.
ანინემ ბოლომდე ვერ წარმოაჩინა ის სიძლიერე და ზიზღი , რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდა ამ მომენტისთვის.
იაონეს , მას ალბათ არც კი ეგონა რომ თუნდაც ასე ოდნავ ექნებოდა შესაძლებლობა წერეთელთან მიახლოებით.
ეს ოდნავ მხოლოდ გარედან , თორემ იმ შეხებით მარტივად ჩააღწია ანინეს გულის იმ ნაწილთან , რომლის კარებიც კარგა ხნის წინ ჩარაზა წერეთელმა.
თუმცა მესხმა იმ კარის მიღმა დარჩენილი თავისი წილი გააცოცხლა ანინეში ..

მათი შეხვედრა ტკივილის აფეთქება იყო , უფრო ტკივილია ვიდრე ერთი მხარის მიერ წარმოჩენილი ზიზღისა და იმედგაცრუების.
შიშის , რომელიც ვერ ერთმა მხარემ ვერ დაძლია.
ორივე გატეხა წამიერმა სისუსტემ.
და მათ თვალებში ნამდვილი იმ წუთისთვის მხოლოდ ტკივილი იყო.

დარწმუნებული ვარ ამ წყვილისგან წამლსული ემოციებით ერთ დღეს ავფეთქდები და მერე აქ ვერ გამაჩუმებ.

***
ეჰ ჩემი ცოტნე რისთვის გაიმეტა.

***
მოდი არც გოგოხიას გადავახტეთ.
უბრალოდ მისი პიროვენება ამაზრზენია.
მას არ შეუძლია საღად აზროვნება.
მისთვის არც მეგობრობის ფენომენია რაიმე.
არც სიყვარულის აზრი იცის და არც ადამიანური ღირებულებები გააჩნია.

***
შენ კი რა გითხრა ენ ?
შენ ხარ ის ავტორი რომელიც ყოველთვის ახერხებს ჩემს აფეთქებას.
ჩემი ემოციებით ავსებას.
შენთან უბრალოდ ვერ ვჩუმდები.
მხოლოდ აქ გადმოვცემ ყველაზე გულწრფელად ემოციებს და სათქმელს.
და მე მიყვარხარ ამ ყველაფრისთვის.
ამ სხვა ნაწილის შექმნისთვის. ❤❤


როგორც შენ კითხულობ ჩემს ისტორიას ორჯერ ასევე მე შენს კომენტარს ორჯერ, სამჯერ, რავიცი:)
აფეთქება მე კი არა შენ ხარ შენი ზღვა ემოციებით ასე რომ არ ინანებ ჩემთვის. შენს განხილულ ჩემს პერსონაჟებში კი ზოგჯერ ისეთ დეტალებს ვიჭერ წერის დროს მეც რომ მეპარება smile
გასაგიჟებელი გოგო ხარ შენ ადამიანო და მე ვგიჟდები შენზე

 


№23  offline წევრი A.N.A

შენ მგონი ჩემი სიკვდილი გინდა. ჯანდაბას ამდენი ემოციები საიდან, მეორე თავია და უკვე სრულ ქაოსში ვარ, უკვე როგორ მიყვარს ანინე და იოანე არც კი იცი❣️❣️ეს ცოტნე რაღაცაირი ტიპია რაა ძალიან მომწონს ჯერ ძაან ადრეა ალბათ მაგრამ მინდა ლიზა ცოტნეს დარჩეს მგონია ძაან კაი წყვილი იქნება ❣️❣️ანრი მეზიზღება რანაირად ექცევა სოფის ან კიდე ანინეს და ცოტნეს თუ მან ესროლა მთლად შემძულდება

გელიი ❣️❣️

 


№24  offline ადმინი ენ ბლექი

A.N.A
შენ მგონი ჩემი სიკვდილი გინდა. ჯანდაბას ამდენი ემოციები საიდან, მეორე თავია და უკვე სრულ ქაოსში ვარ, უკვე როგორ მიყვარს ანინე და იოანე არც კი იცი❣️❣️ეს ცოტნე რაღაცაირი ტიპია რაა ძალიან მომწონს ჯერ ძაან ადრეა ალბათ მაგრამ მინდა ლიზა ცოტნეს დარჩეს მგონია ძაან კაი წყვილი იქნება ❣️❣️ანრი მეზიზღება რანაირად ექცევა სოფის ან კიდე ანინეს და ცოტნეს თუ მან ესროლა მთლად შემძულდება

გელიი ❣️❣️


ჰო თუ მეც არ ავფეთქდი ამათთან ერტად (მქონდა უკვე მცდელობა) smile
გამოვა რაღაც სიგიჟე kissing_heart

 


№25 სტუმარი სტუმარი თამო

ჯერ ეხლა დაიწყე ენ და უკვე იმდენად ემოციურია.აი არცკივიცი რა გითხრა ემოზიური იყო როგორი მათი შეხვედრა.უკვე რომ მიყვარს ეს წყვილი.შენ სულ უნდა წერდე ისეთ მაგარ რამეებს წერ არვიცი საოცრად გამოგდის მკითხველამდე მოიტანო ყველაფერი.მეც იოსთან ერთად მეტკინა ანინეს წადი.ძალიან მაონტერესებს რამ აიძულა მისი დატოვება და გაქრობა.არადა ჩანს რომ უყვარს ანინე სა განიცდის ამ მდგომარეობას.თუმც აისიც აშკარაა რომ დალხენილი ცხოვრება არც მას ქონია მისი იარებიდან თუ ვიმსჯელებთ.მოკლედ დაიწყე ისტორია და დავიწყე მეც მოლოდინის რეჟიმში ყოფნა.ძალიან გამახარე რომ დაბრუნდი

 


№26  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი თამო
ჯერ ეხლა დაიწყე ენ და უკვე იმდენად ემოციურია.აი არცკივიცი რა გითხრა ემოზიური იყო როგორი მათი შეხვედრა.უკვე რომ მიყვარს ეს წყვილი.შენ სულ უნდა წერდე ისეთ მაგარ რამეებს წერ არვიცი საოცრად გამოგდის მკითხველამდე მოიტანო ყველაფერი.მეც იოსთან ერთად მეტკინა ანინეს წადი.ძალიან მაონტერესებს რამ აიძულა მისი დატოვება და გაქრობა.არადა ჩანს რომ უყვარს ანინე სა განიცდის ამ მდგომარეობას.თუმც აისიც აშკარაა რომ დალხენილი ცხოვრება არც მას ქონია მისი იარებიდან თუ ვიმსჯელებთ.მოკლედ დაიწყე ისტორია და დავიწყე მეც მოლოდინის რეჟიმში ყოფნა.ძალიან გამახარე რომ დაბრუნდი


აუ მეც ძაან მეტკინა მაგ სცენას რომ ვწერდი :( ასეა ავტორებს გვიყვარს საკუთარი თავის წამება რომ ის მივიღოთ რაც ჩაფიქრებული გვაქვს :) მადლობა თამო <3

 


№27 სტუმარი სტუმარი ...

დღეს არ დადებ?

ენ ბლექი
სტუმარი ნენე
ენ ერთი კითხვა მაქვს. პროფესიით რა ხარ?


ფსიქოლოგი smirk

ფსიქოლოგად მუშაობ ახლაც?

 


№28 სტუმარი სტუმარი ნენე

დღეს რატომ არ დადე?

 


№29  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ...
დღეს არ დადებ?

ენ ბლექი
სტუმარი ნენე
ენ ერთი კითხვა მაქვს. პროფესიით რა ხარ?


ფსიქოლოგი smirk

ფსიქოლოგად მუშაობ ახლაც?


დღეს ვერა. ხვალ იქნება.

ვისთვის ფსიქოლოგი, ვისთვის მუსიკოსი, ვისთვის მხატვარი, ვისთვის პიარ მენეჯერი, ვისთვის.... დაუსრულებლად :) ოღონდ მართლა

 


№30  offline მოდერი guroo

მიშომ რომ ფურცელი მიაწოდა, ზედ მიწერილი ანინეს მისამართით, მაშინ გავიფიქრე, ზოგჯერ რა მარტივები არიან მეგობრები, რომელთაც ჩვენი გახარება სურთ და ბევრს ცდილობენ, რომ დაგვეხმარნონ. მალევე ცეცხლი წაუკიდა იოანემ იმ ქაღალდს და მივხვდი: წარსული ტკივილებისგან გაქცეულს, უკან მობრუნებისა და სიტუაციის დალაგების ეშინია. ერთხელ მიღებული გაქცევის გადაწყვეტილება ბოჭავს, პრინციპების მარწუხში ამწყვდევს და მანდედან გამოღწევა, ალბათ, ყველაზე დიდი შვება იქნება. ნუთუ სულელი ვიქნები, თუ ვიფიქრებ, რომ იონაე აქ არის გამოკეტილი? ამ ნებისყოფით გადასალახ გისოსებში?

"-სიყვარულის გამო ადამიანის ცხოვრება პარალიზებული არ ხდება. პირიქით, მას სიყვარული მოაქვს.
-ვისთვის როგორ."
არ ვიცი, შეიძლება ანინეს ვერ ვუთანაგრძნობ, მაგრამ ვატოზე კი გული დამეფუფქა. სიკვდილის წინ ბოლო ამოხრიალებასავით წავიკთხე მისი პოზიტივნარევი, იმედიანი შეგულიანება. უკანასკნელი ტყვია გახარჯა, თითქოს, და მიზანს ააცილა. ტრაგედია იმაშია, რომ იმ ქალის მოხელთება სურს, ვისაც ოდნავადაც არ იცნობს. მოკლედ, ულმობლად განწირულია, ჩემი აზრით, და ამიტომ მეცოდება.

ისეთი შემაძრწუნებელია ანინეს გარეგნული სიმშვიდე, როცა პოლიციელს პასუხად უბრუნებს, ვხედავ ჩემი ძმა რომ არის დაჭრილიო, ცოტახნთ უნდა გაჩერდე ამ მონაკვეთზე და ცრემლები გადმოყარო. რამხელა ძალაა საჭირო საიმისდოდ, რომ ასეთ ტკივილს გაუძლო და ქანდაკებასავით ქვის იერით შეინიღბო? აქ სატირალი მისი მხნეობაა. მისი მიჩვევა ყოველდღიურობად ქცეულ უემოციობაზე. განიცდის, მაგრამ არ ფიქსირდება ამაზე და წამიერად ისვრის განცდებს სადღაც მიკარგულში, რომ ძლიერი და გულდაუსერავი გამოჩნდეს. თვითონვე გაურბის ტკივილებს. მაშ ანინე სადღაა გამომწყვდეული? საიდან ითხოვს გამოშვებას? საკუთარ სხეულში ბორკილდადებულია და ჯიუტად არ ცდილობს თავის დაძვრენას. რა მოხდება ახლა, როცა ტკივილმა თავი შეახსენა? დაეტევევა იმ ბორკილებში წარსულის იარა და ახალი ჭრილობა ერთად? თუ გატყდება, ნამსხვრევებად იქცევა და გათავისუფლდება ანინე? მაგრამ რომც გათავისუფლდეს, იმ ნამსხვრევთაგან რომელიმე მაინც ხომ ხიჭვივით შეერჭობა ისე, რომ გამოღებას ვეღარ შეძლებს.

არ ვაპირებდი დაკომეტარებას. მიხვდები, რატომაც გადავწყვიტე. ვყოყმანობ. იქნებ არც ღირს...
ჯანდაბა! ლაჩარი ვერ ვიქნები, უნდა გავბედო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent