შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერაგი სილამაზე 《4》


26-03-2020, 16:52
ავტორი Marita_G
ნანახია 163

საათი უკვე თორმეტს ურაკუნებდა. ცას ალმური მოსდებია და მიდამო დაუწყნარებია.
არც თუ ისე დიდხანს სიარულის შემდეგ, მუქ-მწვანე კაბაში გამოწყობილი გოგონა სასახლის ჭიშკარს მიუახლოვდა. ირგვლივ მიმოიხედა და როდესაც დარწმუნდა, რომ მატო იყო გაიღიმა. როგორც იქნა დატოვებდა ამ წყეულ ადგილთან ერთად ყველაფერს რაც დღეს მოხდა. ან ის ფიქრობდა ასე.
-საით გაგიწევიათ?- ბოხი ხმის გაგონებისას მოულოდნელობისაგან შეხტა, ხელი გულზე მიიდო და ხმის პატრონისაკენ შეტრიალდა.
მის წინ შავებში გამოწყობილი, უკვე კარგად ნაცნობი ადამიანი იდგა, შემზარავი მზერით და ცალყბა ღიმილით. დამიენი საკუთარი თავით ამაყობდა, მისი ეჭვები ხომ ყოველთვის მართლდება.
და მაინც!
რატომ გაუჩნდა ეჭვი ამ გოგონაზე?
რა იყო მასში ისეთი, რაც არ ენახა აქამდე სხვაში?
ნუთუ სიმართლეა, მისი ღრმა ფიქრები?
ნუთუ ის რასაც ფიქრობს, მართლა შესაძლებელია?
წუთიანი გაშეშების შემდეგ ეზერი უფლისწულის მზერას აიგნორებს და რევანსით ეგებება, როდესაც დამიენი მიხვდა, რომ ხმის მის წინ მდგარი დაბნეული გოგონა ამოღებას არ აპირებდა, კვლავ მან დაიწყო.
-აქ რას აკეთებ? ვინ ბრძანდები?- ეზერმა დაინახა როგორ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი მისკენ და როგორ მიუახლოვდა. ეზერს ტანში გასცრა როდესაც ბიჭმა ორი თითი ნიკაპქვეშ ამოდო და თავი ააწევინა.
__________
•კვლავ ეს ჯოჯოხეთური ბრწყინვალება.•
__________
მისი ხმა ისეთი იყო თითქოსდა იცოდა ვინ იყო ეზერი, თუმცა დადასტურება სჭირდებოდა.
-მე კოსტა ლუნას პრინცესა იზაბელა, ლუსინდა, ეზერ ალენი გახლავართ.- შიში გადათელა და ამაყად წარმოსთქვა. დამიენმა თითქოსდა მოსალოდნელი პასუხი გამცაო, ცალყბად ჩაიცინა და დაჟინებული მზერა მიაპყრო. მაგრამ მაინც, ვერ ხვდებოდა ვერაფერს.

ეზერი მწველი წარსულის მზერისაგან იტანჯებოდა.
დამიენი კი მომაკვდინებელი აწმყოს ფიქრებისაგან.

__________
•მაშინ, ეს მზერა თითქოსდა ყველაფერზე მიანიშნებდა. მაშინ ისეთი სულელი აღმოვჩნდი. ისეთი უმანკო.
ისეთი დაუცველი.
ზუსტად მაშინ!!!
ყველაფერი მაშინ დაიწყო...
ან... ან დაწყებული გაგრძელდა •
__________

-იმედია იცით, რომ ახლა როდესაც თქვენს შესახებ ვიცი ვერ დავუშვებ აქედან წახვიდეთ- რათქმაუნდა იცის. მიუხედავად იმისა, რომ პრინცესა იყო მუდამ გაქცევა და დამალვა უხდებოდა. ერთი არასწორი ნაბიჯი და სიცოცხლესთან გამომშვიდობება მოუწევდა. ამით კი მისი მშობლების სიკვდილი ამაოების გარდა არაფერი იქნებოდა.
-ვიცი დინ, ამისთვის წლებია მზად ვარ-გაიღიმა. დინ. ამდენი წლის შემდეგ პირველად დაუძახეს ეს სახელი. დამიენი საკუთარ თავზე ბრაზობდა. როგორ ვერ იცნო ის მწვანე კაბაში ჩაცმული ნაწნავებიანი, ბუტია გოგონა, რომელიც თავისი პატარა ფეხებით ეკიდებოდა ქერათმიან ბიჭს. /დინ... დამიცადე მეც მინდა ბაჭია ვნახო\ /დინ... მე შენ გაგებუტე\ /დინ... მალე დაბრუნდები?\... დინი, დინი, დინი...
თუმცა რას ვიზამთ? დრომ თავისი ქნა. თხუთმეტი წელი გავიდა და წლებმა თანდათან მიჰქარეს გრძნობები, კადრები ცხოვრებიდან, ხმები... თუმცა ეზერს არასდროს დავიწყებია არაფერი. ასეა! დრო მხოლოდ ბედნიერებას აქრობს. დიდ ტკივილს კი ნაიარებად ტოვებს ბავშვის უმანკო სხეულზე.

-აქ არის! დაიჭირეთ!- გენერლის ბრძანება!
ბრძანების შესრულება!
ღიმილი უმანკო... ან უკვე ცოდვილ სახეზე!

_______________
ნუ ხოო... ალბათ ეს ცოტა გაუგებარი თავია... შემდეგ თავში ყველაფერს უკეთ მიხვდებით. ახლა კი რას ფიქრობთ?
პს. შემდეგი თავი ვეცდები დიდი იყოს????????



№1 სტუმარი სტუმარი ქეთო

მთლიანად ისტორიაა გაუგებარი. მიზ

 


№2  offline მოდერი Natsrisferi_grdznobebi

ამმ. ძააან მეპატარავა თავი :( და ასე მარტივად შეუძლებელია ვთქვა კაია თუ ცუდი. :/

 


№3  offline წევრი Marita_G

სტუმარი ქეთო
მთლიანად ისტორიაა გაუგებარი. მიზ


დიახ, ჯერჯერობით❤ შემდეგ თავში ყველაფერს გაიგებ❤????

Natsrisferi_grdznobebi
ამმ. ძააან მეპატარავა თავი :( და ასე მარტივად შეუძლებელია ვთქვა კაია თუ ცუდი. :/

მაშინ შემდეგისთვის იყოს????????❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent