შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ვარდი 10


29-03-2020, 23:14
ნანახია 455

ჰო და რადგან ჩემი ძალის გამოყენება გადავწყვიტე, სახლში როგორც კი მივედი ყველაფერი მდივანზე მივაგდე, საძინებელში შევედი, გამოვიცვალე, ხელ-პირი დავიბანე და ლოცვა დავიწყე, ნიკაზე ვფიქრობდი ლოცვის დროს და ვფიქრობდი იმაზე თუ სად იყო, უცებ კი წარმომიდგა თვალწინ თუ როგორ ეცემა ის მიწაზე, ადგილსაც ვხედავ, ლოცვას მაშინვე ვწყვეტ და სახლიდან კი არ გავდივარ, გავრბივარ, ალბათ დამეთანხმებით, საშინელებაა როდესაც ბავშვობის მეგობარი, სიყვარული, ძმა არ ვიცი რაც გინდათ ის დაარქვით, უბრალოდ ვხვდები რომ ის გასაჭირშია და საშინლად მტკივა, წარმოიდგინეთ ხომ? არა თქვენ ეს ვერ წარმოიდგინეთ, რადგან ძალიან მწარე ტკივილია, იმ ადგილას მივედი, მიმოვიხედე თუმცა არავინ იყო, მაგრამ კარგათ რომ დაკვირვებოდით დაინახავდით რომ იქ ხის უკან ერთი პატარა ბიჭი იმალებოდა, რომელიც მე მიყურებდა, იმ ბიჭთან მივედი და ის ვკითხე რაც ასე ძალიან მაინტერესებდა.
-აბა პატარა და საყვარელო ბიჭო, მაღალი, შავგვრემანი ბიჭი ხომ არ გინახავს?
-არა
-მართლა? მე კიდე ვიფიქრე, თუ მეტყვის ჩუპაჩუპს მივცემ-მეთქი
-აი იქ არის-მითხრა და თითი გაიშვირა, იმ ადგილისკენ გავიხედე მაგრამ არავინ და არაფერი იყო, ბავშვს წარბაწევით შევხედე
-დედას გეფიცები, იქ არის, უბრალოდ ჯადოქარმა შეულოცა და სახლი არ ჩანს
-კარგი, აჰა შენ შენი კუთვნილი ჩუპა-ჩუპა-ბავშვს გუშინიდან შემორჩენილი ჩუპაჩუპსი მივეცი და იმ მიმართულებით წავედი, მართლაც, არაფერი ჩანდა გარედან, მაგრამ როგორც კი მივადე ხელი მაშინვე მთელი სახლი გამოჩნდა, კარი რომ შევაღე სამი ადამიანი მოვიდა
-შენ ვინ ხარ?
-მე ლანა, ისა... ნიკა აქ არის?-ვკითხე დაბნეულმა
-ნიკასი ვინ ხარ შენ?
-მე? მე... მე მისი ბავშვობის მეგობარი ვარ
-აჰ, შენ ხარ ის ლანა?
-ის სად არის?
-ბოდიში გოგონი მაგრამ მას ჯერ ვერ ნახავ
-რატომ?
-იმიტომ, ახლა წადი
-არა, სანამ არ ვნახავ არ წავალ
-აუ არ მაქვს ამის ნერვები
-მერე რას უცდი ძმაო?-ეუბნება მეორე
-ჰო მიდი-ახლა მესამე იღებს ხმას, მე კი ვუყურებ გაკვირვებული, მაგრამ როდესაც მიახლოვდება და თვალებში მიყურებს ვხვდები და მაშინვე ვყვირი
-არც გაბედოთ
-........
-არ გესმით?-ჩემს ყვირილზე ვიღაც გამოდის, ოდნავ ჭაღარა შეპარული კაცი
-ლანა აქ რა გინდა?
-გიცნობთ?
-მე გიცნობ
-ნიკას ნახვა მინდა
-შენგან შორს უნდა იყოს, თუ გინდა რომ ცოცხალი დარჩეს
-მე მას არ ვერჩი, ჩემი ნიკა მაჩვენეთ
-შენ დღეს შენი ლოცვით ზიანი მიაყენე
-ჰო მაგრამ, მე მისი პოვნა მინდოდა
-მას შენ ზიანს აყენებ ლანა, სჯობს თუ გაშორდები მას, მისგან ძალიან შორს იყავი
-არავითარ შემთხვევაში, თუნდაც მოვკვდე ან მოვკლა, მე მასთან ვიქნები
-კი ბატონო, როგორ დამავიწყდა რომ შენ ყველაზე დიდი ეგოისტი ხარ, არა და დედაშენი სულ სხვანაირია, ყველაფერი მამაშენის გაქვს
-უკაცრავად მაგრამ მე არ მომიცია უფლება თქვენთვის, ჩემს მშობლებზე გელაპარაკათ
-არც მჭირდება უფლება, ახლა კი ეს გოგო გაიყვანეთ, ისე რომ არაფერი დაუშავდეს
-კარგით ბრლადო
-ბელადო?
-გაიყვანეთ-გარეთ გამომაგდეს ფაქტიურად, მეც სხვა რა გზა მქონდა? მართალია საერთოდ არ მინდოდა მისგან თავის შორს დაჭერა, თუმცა ვხვდებოდი რომ მართლა ეგოისტივით ვიქცეოდი, რომ ვუფიქრდები რას გააკეთებდა ნიკა ჩემთვის ტვინში სისხლი მასხამს, ნიკა ცომ ჩემთვის ყველაფერს გააკეთებს, მე კი, მე იმის გამო რომ მის გარეშე არ შემიძლია მოვკლა? რას ფიქრობ ახლა ჩემზე მკითხველო? ჰო ალბათ მხოლოდ იმაზე ხარ ორიენტირებული თუ როგორ მოვიქცევი, კარგი, მაშინ მომემზადე ჩემი პასუხისთვის და თუ დგახარ დაჯექი, რადგან ეს პასუხი შეგაქანებთ, მე მინდა რომ ღმერთს ამ ძალის უკან წაღება ვთხოვო, რას იტყვი მკითხველო? გაგაოცათ? ეგ არაფერი წინ უფრო საინტერესოებიც გელით.
სახლში რომ მივედი, ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, მართლა ვთხოვ ღმერთს რომ ჩემიც და ნიკას ძალაც წაიღოს, რომ ნორმალურად გვინდა ცხოვრება, მაგრამ ნიკა რას იტყვის? მის გარეშე როგორ მივიღო გადაწყვეტილება? ახლა რომ აქ მყავდეს შოკოლადს მომცემდა, ეს ხომ ჩვენი მეოთხე წესია? ერთი თვეა ლურჯი ვარდი არ მიმიღია და რომ ვუფიქრდები, ფაქტს ფაქტზე რომ ვამატებ ვხვდები რომ ჩემი "საიდუმლო თაყვანისმცემელი" ჩემი ნიკუშაა

------------------
ხალხნო ძაან დიდი ბოდიში რომ ვაგვიანებ ხოლმე და დიდ თავებსაც ვერ გთავაზობთ, უბრალოდ ფიზიკურად არ მრჩება დრო, ამასაც ძლივს ვასწრებ, მაგრამ არ შევწყვეტ არ ინერვიულოთ მაგაზე. ^_^ heart_eyes
https://4love.ge/uploads/posts/2020-03/1585509207_89851.jpg



№1  offline წევრი bird of life

ძალიან მომწონს შენი მოთხრობა და ყველანაირად ეცადე, რომ მალე დადო ახალი თავიი. შემდეგშიც ისეთ საინტერესო ამბებს ველოდები, როგორც ახლა, :)

 


bird of life
ძალიან მომწონს შენი მოთხრობა და ყველანაირად ეცადე, რომ მალე დადო ახალი თავიი. შემდეგშიც ისეთ საინტერესო ამბებს ველოდები, როგორც ახლა, :)

მადლობა სიხარულო, ვცდილობ მართლა და მრცხვენია რომ გალოდინებთ

 


№3 სტუმარი lell

dzaan kaia da sayvarloba lodini martlac girs am motxrobistvis❤️❤️

 


lell
dzaan kaia da sayvarloba lodini martlac girs am motxrobistvis❤️❤️

მადლობა სიხარულო

 


№5 სტუმარი სტუმარი taa

genialuria drostan ertad upro da upro kargi stili giyalibdeba da shinaarsic mshvenieria

 


სტუმარი taa
genialuria drostan ertad upro da upro kargi stili giyalibdeba da shinaarsic mshvenieria

მადლობა დიდი სიხარულოოო, როგორი ბედნიერი ვარ, რომ იცოდეთ, როცა ასეთი სიტყვები მესმის

 


№7  offline წევრი Hilalli

მე შენ ძალიან მომწონხარ და გულახდილი ვიქნები აქვს ხარვეზები მოთხრობას მაგრამ ძალიან საინტერესოა უსაზღვროდ დიდი ფანტაზიის უნარი გაქვს და ეს ძქლიან მაგარია ხარვეზები კიდე შემდგარ მწერლებს აქვთ და მაგაზე არ ინერვიულო ასაკთან ერთად ბევრ რამეს გამოასწორებ ❤️ ისტორია მართლა ძალიან საინტერესოა და ძალიან მომწონხარ მე შენ ❤️

 


Hilalli
მე შენ ძალიან მომწონხარ და გულახდილი ვიქნები აქვს ხარვეზები მოთხრობას მაგრამ ძალიან საინტერესოა უსაზღვროდ დიდი ფანტაზიის უნარი გაქვს და ეს ძქლიან მაგარია ხარვეზები კიდე შემდგარ მწერლებს აქვთ და მაგაზე არ ინერვიულო ასაკთან ერთად ბევრ რამეს გამოასწორებ ❤️ ისტორია მართლა ძალიან საინტერესოა და ძალიან მომწონხარ მე შენ ❤️

ვაიმე სიხარულო, ძაან დიდი მადლობა

 


№9 სტუმარი

ძან საინტერესოა

 


№10 სტუმარი ეკა

ძაან მაგარია, ყოჩაღ გააგრძელეთ იცით მე დიდი ხანია რაც თქვენს ისტორიას ვკითხულობ ყველა ისტორია მაქვს წაკითხული და ყველა ძალიან მომწონს yum აი ეს მოთხრობა კი შეუდარებელია კაი ფილმი გადაიღებოდა ამაზე <3 წარმატებებიი relaxed heart_eyes

 


ძან საინტერესოა

მადლობა
ეკა
ძაან მაგარია, ყოჩაღ გააგრძელეთ იცით მე დიდი ხანია რაც თქვენს ისტორიას ვკითხულობ ყველა ისტორია მაქვს წაკითხული და ყველა ძალიან მომწონს yum აი ეს მოთხრობა კი შეუდარებელია კაი ფილმი გადაიღებოდა ამაზე <3 წარმატებებიი relaxed heart_eyes

ვაიმეეე, აზრზე არ ხარ ახლა რა სულელივით ვიღიმი, მე შენს კომენტარს ყოველთვის დაველოდები, ალბათ ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი ყველა იწტორია წაკითხული აქვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent